#51512763 · 16 Oct 2017, 17:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
1. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ კოდექსის 118 1 −118 3 მუხლებით, 120-ე მუხლის მე-2−3 1 ნაწილებით და 122-ე, 123-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის გადახდა ეკისრება: ა) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრულ პირს, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობა ბოლოს არის გაცემული, თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) ხდება; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირს, თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება დროებითი სანომრე ნიშნით ხდება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ეგზავნება. 3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ვერ ჩაჰბარდა, საჯარიმო ქვითრის მიმტანი პირი საფოსტო გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და საჯარიმო ქვითარს ფოსტას უბრუნებს. საჯარიმო ქვითარი დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა აღნიშნულ პირს განმეორებით იმავე მისამართზე ეგზავნება. 4. საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ამ პირის მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრი საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებისას განმეორებით უარს განაცხადებს მის მიღებაზე. 5. საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას. საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 6. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულმა შესაბამისმა პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს მისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. მარტივად გაერკვევით სულ ესაა რისი ცოდნაც გჭირდებათ. (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290 პრიმა, 2017 წლის 30 ივნისის რედაქციით)
|