#50218621 · 24 Mar 2017, 16:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გიორგი XII ასტრონომი არ ვარ და შესაბამისად დიდ ინფოს არ ვფლობ, მოყვარულის დონეზე ვუყურებ ხოლმე სალექციო კურსებს, რასაც იუტუბში დებენ კარგი უნივერსიტეტები.
QUOTE | კვაზარი მოძრავია თუ უძრავი? |
ყველაფერი მოძრავია ამ სამყაროში, შესაბამისად კვაზარი ვერ იქნება უძრავი.
QUOTE | რამდენად შეიძლება გამოსხივების კუთხე შეიცვალოს მოძრაობასთან ერთად
|
ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, კი უნდა ტრიალებდეს. მაგალითად პულსარები სწრაფად ტრიალებენ და დეტექტორ ტელესკოპებში ციმციმის სახით იჩერენ.
QUOTE | და სამყაროს ცენტრი რას ნიშნავს? |
სამყაროს ცენტრი არ აქვს, მაგრამ ნიშნით ნიშნავს იმას, რომ ამ ცენტრიდან გაიგფანტებიან ობიექტები (გალაქტიკები). მაგრამ, ვინაიდან ითვლება, რომ სივრცე ფართოვდება, ამდენად ცენტრი ყველგანაა, ანუ არსად არაა.
QUOTE | უსასრულობას რამდენად შეიძლება რომ ცენტრი ქონდეს? ათვლის წერტილი სად უნდა იყოს? |
უასასრულობას ცენტრი არ აქვს, მაგრამ შესაძლებელია განიხილო მსგავს ობიექტთა ერთობლიობა თუნდაც ასტრონომიულ მასშტაბებში და აურჩიო ამ ლოკალურ ობიექტს ცენტრი. მაგალითად გალაქტიკის ცენტრი. ან კლასტერთა ერთობლიობის ცენტრი. ცენტრში შეიძლება ვიგულისხმოთ ან მასათა ცენტრი, ან გეომეტრიული ცენტრი. ეს ორი არაა აუცილებელი ემთხვეოდეს ერთმანეთს.
რაც შეეხება ზოგადად მთლიან (ხილულ და უხილავ) სამყაროს, აქ ცენტრზე საუბარი უადგილოა, რამეთუ არ ვიცით რა ხდება თვალსაწიერის გარეთ. არის რამე ობიექტები თუ არაა. თუ არის რამდენად შორს/ახლოს და ასე შემდეგ.
რომ გვქონდეს წვდომა სხვა ჩვენს მსგავსი სამყაროს დამზერის, მაშინ ალბათ ვიტყოდით რამეს. ჩვენს სამყაროში, აქ, იგულისხმება ის სამყარო, რომელიც ხილულია, უშორესი გალაქტიკების ჩათვლით.
უამრავი კითხვაა პასუხ გაუცემელი. "დიდ აფეთქებამდე დრო-სივრცე არ არსებობდა" ამბობენ ხშირად. ეს შესაძლოა ჩვენი სამყაროსთვის, მაგრამ თუ ჩვენი მსგავსი სამყარო არის სადღაც ჩვენს თვალსაწიერს მიღმა, ან თუ არ არის, რატომ არ არის, რატომ არ შეიძლებოდა ბიგბანგი იქაც მომხდარიყო? ან იქნებ წარსულში მოხდა, ან მომავალში მოხდება. მაგრამ ესეთი მსჯელობა რამდენად ლეგიტიმურია იმ ფორნზე, როცა ვამბობთ, რომ დრო და სივრცე არ არსებობდა დიდ აფეთქებამდე. მაშინ რომელ წარსულზე ვსაუბრობთ? ან რომელ მოავალზე, თუ ეს ერთადერთი სამყაროა.
არის კითXვები, რომელზე პასუხებიც კაი 1000 წელი ვერ იქნება (ალბათ). ან საერთოდ არ იქნება და იქნება რაღაც თეორია, რომელიც ვერასოდეს შემოწმდება.. მაგალითად მულტიუნივერსი (ანუ ჩვენნაირი სამყარო სდღაც და როდესღაც, მაგრამ ჩენს თვალთაგან მიუწვდომელი).
როცა ვამბობთ ჩვენს თვალთაგან მიუწვდომელი, აქ არ იგულისხმება, რომელიმე გალაქტიკა, რომელიც ჩვენს სამყაროშია და ვერ ვხედავთ, რამე ეფარება, ან იმდენად სუსტი სიგნალი მოდის, რომ ვერ ვხედავთ. არა ეს არ იგულისხმება, რადგან ის თუ ხილვადი ჰორიზონტის შიგნითაა, ის "ჩვენია", ჩვენს სამყაროს ეკუთვნის და ვხედავთ თუ არა ამას არ აქვს მნიშვნელობა. არამედ იგულისხმება ნებისმიერი ობიექტი ან ობიექტთა ერთობლიობა (სხვა სამყარო), რომელიც ხილვადი ჰორიზონტის მიღმაა.
|