#50336333 · 10 Apr 2017, 14:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქაფქიანა
მე აქ ნაწერს ვკითხულობ და არ ვიცი ეს ნაწერი ადამიანმა დაწერა თუ რობოტმა. არ მჯერა, რომ ადამიანმა კლავიატურაზე აკრიფა რაღაც ტექსტი და ეს მექანიკური ქმედება გარდაიქმნა ელექტრონულ სიგნალად, არ მჯერა რომ ეს ელექტრონული სიგნალი ჯერ უწყვეტია მერე ხდება დისკრეტიზაცია, ამ სიგნალის კვანტირება, ორობით კოდში კოდირება, კვაზისამობით კოდში გადაყვანა, ტრიგერში გავლა, პაკეტის კაფსულაცია, ეთერნეტ ტრანსპორტით კაბელში მოძრაობა, უახლოეს მარშრუტიზატორში ახალი მარშრუტის შერჩევა და უამრავი ბლა ბლა ბლას მერე ჩემი კომპიუტერის მონიტორზე ეს ციფრული სიგნალი კვლავ ანალოგურად გარდაიქმნება, რათა ჩემმა თვალებმა შეძლონ მისი დანახვა და ტვინმა გაანალიზოს, რომ მაგარი სისულელე წერია აქ. ასე განაგრძეთ და მიხვდებით, რომ თქვენ არ არსებობთ.
This post has been edited by Mr_Robot on 10 Apr 2017, 14:44
|