#57785361 · 15 Apr 2021, 02:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აიღებ 2 კილო ჯანჯაფილს და 1 კონა ჭინჭარს. სასურველია იყოს ახალი ჭინჭარი,
ზუსტად შუაღამის 12 საათზე დაიწყებ ჯანჯაფილის დაჭრას და 20 წუთის განმავლობაში ჭრი. 30 წუთის შემდეგ, ანუ პირველის ნახევარზე, იღებ 1 კონა ჭინჭარს და ხელით სრეს, იმ კონდიციამდე რომ წვენი გაუვიდეს და ამ წვენს ჯამში ინახავ.
დაჭრილ ჯანჯაფილს და ჭინჭრის წვენს ერთმანეთში ურევ, ამატებ 1 მწიკვ მარილს და ადუღებ 80 გრადუსამდე. როდესაც ადუღდება, მიღებულ მასას გადმოდგამ და ამატებ ბატის ბუმბულს, ოღონდ მსხვილღეროიანი ბუმბული არა, კურტუმოდან გამოაცალე, რბილი ბუმბული უნდა იყოს.
შემდეგ გადიხარ ქვაბით ხელში გარეთ, უკვე სადღაც 2 საათია, უკაკუნებ მეზობელს და როდესაც ის ბუზღუნით კარს გააღებს, ამ სითხეს ასხამ სახეში. აუცილებელია ქვაბს ორივე ხელი კარგად მოკიდო, რომ ხელიდან არ გაგისხლტეს და მეზობელი არ დააზიანო.
ასევე სასურველია მალე შებრუნდე უკან, სანამ მეზობელი აზრზე მოვა და ცხვირ-პირს დაგინაყავს.
შემდეგ მოვა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, როცა დაგიკაკუნებენ მშვიდად გაუღებ კარს(არ დაიმალო, კარს შემოამტვრევენ) და უხსნი რომ პარანოია გაქვს.
დანარჩენს ისინი მიხედავენ და გიმკურნალებენ.
This post has been edited by Pepper_Crowley on 15 Apr 2021, 03:21
--------------------
დაე იყოს დღეს მზისფერი, ყველაფერი
|