Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > ცისტიტი


Posted by: BaBajanka 7 Jul 2006, 12:04
ვიცი, რომ ექიმთან უნდა მივიდე, მაგრამ ვერ მივალ, რადგან საზღვარგარეთ ვარ და იმდენი საბუთი მაქვს შესაგროვებელი, ექიმთან რომ მივიდე, რომ ამასობაში ცისტიტი გამივლის თავისით და შემაწუხებს გული. მოკლედ.. cry.gif

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცისტიტია. სიმპტომების მიხედვით.

გუშინ დამეწყო უცებ ძლიერი ტკივილი შარდვისას, ნუ დამთავრებისას. ერთი პერიოდი სისხლნარევიც კი იყო და სიცხე მქონდა 37.0 - 37.1. გარდა ამისა გაციებულიც ვარ, სურდო, ყელის ტკივილი, სიცხე შეიძლება იმის გამო ყოფილიყო.

საქმე იმაშია, რომ ჯერ კიდევ ლაითად გაციებულმა წინა საღამოს ზღვაში ვისეირნე ნაპირზე, მუხლმადეც არ დავსველებულვარ. მაგრამ საკმარისი არმოჩნდა. შეიძლება გაციებისგან იყოს, შეიძლება ბაქტერია.. მოკლედ არ ვიცი. და ამასთანავე მინდა აღვნიშნო, რომ ახალი დამთავრებული მაქვს სოკოზე და ტრიხამონაზე მკურნალობა. იქნებ რამე კავშირშია.

ცისტიტია ეს ნეტა?? საკვერცხეების ანთება ხომ არ შეიძლება იყოს? და რა შეიძლება გავაკეტო სახლის პირობებში?? შალი მაქვს შემოხვეული მუცელზე და ნასკები ამოვიცვი. მეტი არ ვიცი და იქნებ დამაკვალიანოთ. help.gif

Posted by: Princess 7 Jul 2006, 12:59
BaBajanka
სითბო არის აუცილებელი მაგ დროს, ფეხები არ უნდა დაგისველდეს არავითარ შემხვევაში არ უნდა შეგცივდეს, წამლის ყიდვა თუ შეგიძლია ცისტოსოლიდაგო სითხეა ცისტიტის საწინააღმდეგო და რამე ანტიბიოტიკი, თუ ალერგია არ გაქვს მიცინებზე

Posted by: LULA_QABABI 8 Jul 2006, 09:44
QUOTE (Princess @ 7 Jul 2006, 03:59 )
ისტოსოლიდაგო სითხეა ცისტიტის საწინააღმდეგო და რამე ანტიბიოტიკი, თუ ალერგია არ გაქვს მიცინებზე


"მიცინებზე" გამაცინე biggrin.gif

ზოგადად სრული აბსურდი (ცუდი სიტყვა არაა, wink.gif.

Posted by: წრიპა 8 Jul 2006, 09:48
BaBajanka
გაითვალისწინე რჩევები აუცილებლად.
იქნებ სახლშიც გაქვს რაიმე ანტიბიოტიკი?

Posted by: Pippi De Lena 8 Jul 2006, 11:10
BaBajanka
არ გინდა ანტიბიოტიკები და წამლების მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე. მითუმეტეს, თუ სოკოზე იმკურნალე ანტიბიოტიკის მიღება შენთვის ეხლა აპასნია.
თუ ფიქრობ რომ ჯერ გამწვავებული არ გაქვს და მარტო შარდსადენის ანთება გაქვს, მაშინ ჯერ სახლის პირობებში სცადე მკურნალობა. ძალიან იოლ და ეფექტურ ხერხს გასწავლი.
მანდ იმედია ოხრახუში იყიდება სადმე. ხოდა ოხრახუში უნდა მოხარშო კარგად და ეგ სითხე უნდა დალიო. საბოლოოდ მწვანე უნდა იყოს სითხე და ცივი შეგიძლია მიიღო. სრულიად უვნებელია და თუ ცისტიტს არ მოგირჩენს, არ გავნებს მაინც და სხვა რამეზე აბსოლუტურად არ იმოქმედებს. თუ ძალიან გამწვავებული არ გაქვს დაავადება, წესით უნდა გიშველოს. სცადე აუცილებლად.

და ისე თუ სისხლს შარდავ, მაშინ ჯობია ექიმს მიმართო. ეგ თირკმელების დაავადებას უფრო გავს და მაგ დროს ასკილის წვენი უნდა სვა, თუ ისევე სახლის პირობებში გადაწყვიტავ მკურნალობას.

Posted by: BaBajanka 8 Jul 2006, 23:15
Princess
cripa03
Pippi De Lena

დიდი მადლობა ხალხნო. რაღაცა ტკივილი დღითი-დღე მატულობს, ამიტომ გზებს ვეძებ, როგორმე ქართული ეროვნული დაზღვევა ჩავრიო ამაში.

ოხრახუში ბევრისგან გავიგე სხვათაშორის smile.gif და ისიც გამიგია, რომ ანტიბიოტიკები სოკოს განრავლებას უწყობს ხელს. smile.gif

რავი, თირკმელი არ მტკივა, ისე ადრე კი მითხრეს, რომ ქვიშა მქონდა.

Posted by: DoctorZu 8 Jul 2006, 23:19
BaBajankaდაანებე თავი თვითმკურნალობას და აუცილებლად მიდი ექიმთან.

Posted by: BaBajanka 10 Jul 2006, 11:55
ვიყავი ექიმთან, დამიდგინა შარდის ბუშტის ანთება და დამინიშნა ანტიბიოტიკი NITROFURANTIONUM MC CAPSULE 50 MG.
თან ასე მითხრა, თამამად შეგიძლია პლაჟზე იაროო, ძალიან ბევრი სითხე დალიე და სულ ეგააო. smile.gif

ისე ცისტიტმა ფხანა იცის??? გუშინ მთელი ღამე გავათენე. ექიმსაც ვუთხარი, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია დიდად, მარტო ის მკითხა, ასე გქონდა სოკოზეცო?? არადა ინტერნეტში რაც ვნახე, ცისტიტს ფხანა არ აქვს სიმპტომებში.

Posted by: DoctorZu 10 Jul 2006, 15:13
[b]BaBajanka[/bქავილი უფრო სოკოს ახასიათებს(ქავილი ბევრ დაავადებას ახასიათებს,უბრალოდ შენ თვითონ აღნიშნე რომ სოკოზე და ტრიხამონაზე ვმკურნალობდიო)ამიტომ გაიკეთე ანალიზები,დარცმუნდი რომ მორჩენილი ხარ(ვგულისხმობ სოკოს და ტრიხამონას)და შემდეგ დაიცკე ცისტიტის მკურნალობა.

Posted by: Suleluka 10 Jul 2006, 15:19
BaBajanka
ცისტიტს ახასიათებს წვა შარდვისას, და შეგრძნება თითქოს სულ გინდა მოშარდო, ქავილი სოკომ იცის შეიძლება ბოლომდე არ მიგიყვანია სოკოს მკურნალობა, ან სოკომ ეგრე იცის ჩაცხრება მერე ისევ მეორდება, არავითარ შემთხვევაში ანტიბიოტიკი არ მიიღო, გაიკეთე ნაცხის ანალიზი

Posted by: BaBajanka 11 Jul 2006, 14:38
suleluka
DoctorZu


ეჰ უკვე დავიწყე! sad.gif რაც იქნება, იქნება.

Posted by: aresi 11 Jul 2006, 14:49
მე მგონი უფრო ტრიპერი გჭირს... biggrin.gif

Posted by: Suleluka 11 Jul 2006, 21:23
BaBajanka
მაშინ პარალერულად ნესტატინიც დალიე

Posted by: pisaso 12 Jul 2006, 16:43
დღეს კონდიციონერმა ისეთი ყინვა გამოუშვა რო მაგრად დამიბერა ფეხებზე ფაქტიურად გამეყინდა და ამტკივდა ქვედა სართულები sad.gif შეიძლება რომ ასე სწრაფად გამეციებინა? sad.gif(

Posted by: Suleluka 13 Jul 2006, 11:39
pisaso
ნასკები ჩაიცვი, თბილად იყავი და გადაგივლის

Posted by: pisaso 13 Jul 2006, 13:26
suleluka
ხო ეგრე ვქენი და წამალიც დავლიე პროსტა სამსახურში რა უნდა მექნა ჩავიყინე გუშინsad.gif დღეს უფრო დახურული რაღაცა ჩავიცვი და ისე აღარ გავიყინები

Posted by: BaBajanka 22 Jul 2006, 23:36
კაცო, ცოტა წვა დამიტოვა ამ ცისტიტმა, ძალიან ყრუდ, მაგრამ მაინც, რაც არ მქონდა ადრე. ეს ნორმალურია?? spy.gif

Posted by: maiko_27 11 Aug 2006, 02:20
მეც მაქვს შეკითხვები ცისტიტზე და ბარემ აქვე ვიკითხავ რა?!დედაჩემს დაემართა ცისტიტი აგერ უკვე ერთ წელზე მეტია.პლიუს აქვს დიაბეტი და კენჭი თირკმელში.ყველანაირი მკურნალობა თითქმის უშედეგოა.დიაბეტის წამლები ცისტიტზე სწყენს,ცისტიტის წამლები თირკმელზე და თირკმელის წამლები დიაბეტზე,ან პირიქით,რა ვიცი რა...მოკლედ,უკვე ერთ წელზე მეტია პერიოდულად ტკივილები აქვს.რომ გვგონია,უკვე მოურჩაო,ერთ კვირაში თავიდან ეწყება.დიაბეტს და კენჭს უკვე შეჩვეულია,ახლა ცისტიტი აწუხებს ყველაზე მეტად.ხომ ვერ მეტყვით,რატომ გაგრძელდა ასე დიდხანს?ეს ნორმალურია?მე საქართველოში არა ვარ და ხშირად მგონია,რომ რაღაცას მიმალავენთქო და რამე უფრო სერიოზული არ სჭირდესთქო,იქნება ვინმემ რამე საიმედო მითხრას,ჰა?ექიმებთან დადის,პირდებიან,მოგარჩენთო,მაგრამ ამდენი ხანია არანაირი შედეგი არაა.უძვირეს წამლებს ვყიდულობთ ხოლმე და არაფერს არ შველის sad.gif გეხვეწებით,ვინმემ მომწერეთ რამე რააა,მეცოდება ჩემი დედიკო cry.gif

Posted by: maiko_27 20 Aug 2006, 03:09
არავის არ შეუძლია რამე საიმედო მითხრააას? sad.gif

Posted by: columbus79 1 Sep 2007, 03:34
იქნებ მირჩიოთ კარგი უროლოგი სად მივიდე რომელ კლინიკაში და ვისთან?

Posted by: mtvareuli 1 Sep 2007, 14:05
columbus79
QUOTE
იქნებ მირჩიოთ კარგი უროლოგი სად მივიდე რომელ კლინიკაში და ვისთან?

http://forum.ge/?f=43&showtopic=33721933

Posted by: mtvareuli 4 Jun 2008, 22:58
http://www.nlm.nih.gov/medlineplus/ency/article/000521.htm user.gif

Posted by: miqstura 4 Jun 2008, 23:39
columbus79

იქნებ მირჩიოთ კარგი უროლოგი სად მივიდე რომელ კლინიკაში და ვისთან?

მე მგონი არ მოსულა აქ რეკლამირება და ვფიქრობ, ვორნი არ ავიკიდო და ვერ გირჩევ sad.gif
მაგრამ უბრალოდ ჯერ კარგად უნდა გაერკვიო, რეალურად უროლოგი გჭირდება თუ ვენეროლოგი? ანუ რა პრობლემის გამო ეძებ

Posted by: lacrimos 9 Jun 2008, 19:04
და რა მაინტერესებს ცისტიტი რომ გაქვს სიტყვაზე ან გაციებული რომ გაქვს შარდის ბუშტი რა ინტენსივობით ხდება შარდვა?
ამ შაბათ კვირებზე გავცივდი ხოდა რამოდენიმე დღეა 4-5-6 საათის ინტერვალებით მიწევს ტუალეტში სიარული. სითხეს კიდევ ხშირ ხშირად ვიღებ ხოლმე ასე ყოველ 1-2 საათში ნახევარი ჩაის ჭიქა წყალს საშუალოდ.... ღამე არასდროს არ მიწევს ტუალეტში გასასვლელად წამოდგომა ხოლმე...

ნორმალურია ეს ხალხნო? ცისტიტის დროს ან გაციებისას საშუალოდ რა ინტენსიობით ხდება შარდვა? spy.gif
თან სიცხე მაქვს რამოდენიმე დღეა, 37.1 37.2, ყელი მტკივა თან და დაჩირქებულია მგონი. sad.gif
სიცხის დროს ხშირი შარდვა შესაძლებელია?

მოკლედ იქნებ ვინმეს მითხრას ექიმთან მივიდე თუ არა.

Posted by: vano_t 9 Jun 2008, 23:34
lacrimos
QUOTE
და რა მაინტერესებს ცისტიტი რომ გაქვს სიტყვაზე  ან გაციებული რომ გაქვს შარდის ბუშტი რა ინტენსივობით ხდება შარდვა?
ამ შაბათ კვირებზე გავცივდი ხოდა რამოდენიმე დღეა 4-5-6 საათის ინტერვალებით მიწევს ტუალეტში სიარული. სითხეს კიდევ ხშირ ხშირად ვიღებ ხოლმე ასე ყოველ 1-2 საათში ნახევარი ჩაის ჭიქა წყალს საშუალოდ.... ღამე არასდროს არ მიწევს  ტუალეტში გასასვლელად წამოდგომა ხოლმე...

ნორმალურია ეს ხალხნო? ცისტიტის დროს ან გაციებისას საშუალოდ რა ინტენსიობით ხდება შარდვა? spy.gif
თან სიცხე  მაქვს რამოდენიმე დღეა, 37.1 37.2, ყელი მტკივა თან და დაჩირქებულია მგონი.  sad.gif
სიცხის დროს ხშირი შარდვა შესაძლებელია?

მოკლედ იქნებ ვინმეს მითხრას ექიმთან მივიდე თუ არა.

4-6 საათის ინტერვალებით შარდვა არ არის არანორმალური. ცისტიტის დროს ადამიანი ყოველ 10-20 წუთში შარდავს. თანაც ცისტიტის დროს შარდვისას წვა იცის. ასევე, მოშარდვის შეგრძნებამ იცის უცებ მოძალება და პაციენტი მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობით შარდავს.

შენი სიპმტომები საერთოდ არ გავს ცისტიტს. თან ბევრ წყალს თუ სვამ, შარდვაც ფიზიოლოგიურად ძლიერდება.

სანერვიულო არაფერი გაქვს.

Posted by: lacrimos 9 Jun 2008, 23:58
vano_t
QUOTE
4-6 საათის ინტერვალებით შარდვა არ არის არანორმალური. ცისტიტის დროს ადამიანი ყოველ 10-20 წუთში შარდავს. თანაც ცისტიტის დროს შარდვისას წვა იცის. ასევე, მოშარდვის შეგრძნებამ იცის უცებ მოძალება და პაციენტი მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობით შარდავს.

შენი სიპმტომები საერთოდ არ გავს ცისტიტს. თან ბევრ წყალს თუ სვამ, შარდვაც ფიზიოლოგიურად ძლიერდება.

სანერვიულო არაფერი გაქვს.

რავი ფსიქოლოგიური იზმენა ავიკიდე უკვე. პარასკევს სამსახურში ყავა დავლიე რომელსაც ძალიან იშვიატად ვსვა ხოლმე, ხოდა შესაბამისად როგორც ვიცი ყავა შარდ მნდენია რავი. sad.gif
იმ დღეს ერთი 3 ჯერ გავედი საპირფარეშოში, იმის მერე დამეწყო იზმენები, საათებს ვითვლი და რავი გავრეკე მგონი.
გაციებით გამორიცხული არაა რომ გაციეული ვიყო, ხშირად ვბანაობ ხოლმე და მასე გავდივარ საღამობით გარეთ, და დილითაც ხოლმე. ღამე ვზივარ კომპთან ხოლმე და კიდევ ღიაა აივნის კარები ფეხებში მიბერავე ეგრევე როცაკი აგრილდება.
რაც შეეხება შარდს, არაფერი სპეციფიური ფერი არაა. ჩვეულებრივია როგორც ადრე იყო.. წვაც არ მაქვს შარდვისას... მუცელიც არ მტკივა....

Posted by: mtvareuli 10 Jun 2008, 01:32
lacrimos

რა დაავადებასაგ გაიგებ, ყველაFერზე კი არ უნდა გეგონოს რო შენ გჭირს biggrin.gif

არაა ეგ ცისტიტი თქო, ხო გითხარი smile.gif

Posted by: lacrimos 10 Jun 2008, 10:13
mtvareuli
QUOTE
რა დაავადებასაგ გაიგებ, ყველაFერზე კი არ უნდა გეგონოს რო შენ გჭირს biggrin.gif

რაღაც ფობები მჭირს. sad.gif

Posted by: mtvareuli 10 Jun 2008, 17:21
lacrimos

Fობიები კიარა, მესამეკურსელის სინდრომი გჭირს, მაგრამ ვერ ვხვდები რატო biggrin.gif

Posted by: lacrimos 10 Jun 2008, 20:08
mtvareuli
მესამე კურსელის სინდრომი რაღაა? biggrin.gif

Posted by: ლაბუ 12 Jun 2008, 11:11
QUOTE
რა დაავადებასაგ გაიგებ, ყველაFერზე კი არ უნდა გეგონოს რო შენ გჭირს

მაგას ჯერ ეტყობა ც ჰეპატიტზე არ უნახავს სტატია
biggrin.gif lacrimos, დამშვიდდი გეთაყვა
biggrin.gif

Posted by: BaBajanka 29 Sep 2008, 02:08
ვააა... ჩემი თემა ყოფილა biggrin.gif

ხოდა ისევ მაქვს ცისტიტი...
და ისევ რთულია ჰაქიმამდე მისვლა. მაგრამ მაინც მივალ ! smile.gif
იმიტომ, რომ ანტიბიოტიკების გარდა არაფერიც არ მიშველის, ანტიბიოტიკებს კი რეცეპტის გარეშე ვერ ვიყიდი .. (ვინ შეჭამა ვენახი)


ხოდა... რა უნდა ვიკითხო. ეს ცისტიტი ხომ ქრონიკული დაავადებაა. და ყოველ ჯერზე ანტიბიოტიკებს სვამს ხალხი. და ამ ყოველ ჯერზე სხვადასხვა ანტიებს უწერენ, თუ აი რა პრონციპით ხდება შერჩევა, მაინტერესებს

Posted by: Solveig 29 Sep 2008, 14:08
BaBajanka
თესავენ ალბათ მასალას და მერე ანტიბიოტიკოგრამას აკეთებენ. რომლის მიმართაც მგრძნობიარეა ბაქტერია, იმას უნიშნავენ. სხვაგვარად აზრი არ აქვს...სეიძლება წლობით სვა წამალი, მაგრამ არ გიშველოს, რადგან ბაქტერია მის მიმართ რეტისტენტული იყოს.

Posted by: BaBajanka 1 Oct 2008, 00:36
Solveig

ანუ ცისტიტი რამდენჯერაც დაგემართება, წელიწადში რამდენჯერმე რომ დაგემართოს, იმდენჯერ საჭიროა ხო ეს ანტიბიოტ... გრამა. smile.gif

Posted by: Doloress 20 Nov 2008, 11:38
QUOTE
ცისტიტს ახასიათებს წვა შარდვისას, და შეგრძნება თითქოს სულ გინდა მოშარდო,

ააააააააააა weep.gif


რა უბედურებაა weep.gif

გუშინ აესე უცებ ნი სტავო ნი სჩივო გაჭედა gigi.gif


-მგონია, რომ შარდის ბუშტი სავსე მაქვს სულ, ანუ მოშარდვის მერე არ იცლება.
-მოშარდვისას თავიდან მიდის რიხინ-რიხინით, მერე, სადღაც შუაში, მეწვის და "მოჭერის" შეგრძნება მაქვს.

ეგარი ხო? cry.gif

ექიმი არ შემიძლია. მოვკვდები.

რა დავლიო, მითხარით help.gif

Posted by: blblbl 20 Nov 2008, 12:14
Doloress
ცხელი წლით დაიბანე რასაც გაუზლებ ხშირად.,და თბოლატ იყავი დალევით არ ვიცი მე გამიცივდა შარდის ბუშტი და ბისეპტოლი დავლიე 2ჯერ და მიშველა ცადე შეიზლება გიშველოს smile.gif

Posted by: Doloress 20 Nov 2008, 12:26
blblbl
QUOTE
ცხელი წლით დაიბანე რასაც გაუზლებ ხშირად

სამსახურში ვარ sad.gif
QUOTE
,და თბოლატ იყავი

თბილად ვარ აქ sad.gif
QUOTE
ბისეპტოლი დავლიე 2ჯერ და მიშველა ცადე შეიზლება გიშველოს

ლეომიციტინიო და არა? baby.gif



აუ, ეს მაკლდა ეხლა, სრული ბედნიერებისთვის რა mad.gif


Posted by: blblbl 20 Nov 2008, 12:44
QUOTE
ლეომიციტინიო და არა?

ააარ ვიცი გე მე ეგ სხვა რამის მეგონა და biggrin.gif ისე კი ტუ იყიდი ლეომიცეტინს კაფსულები იყიდე ტორემ ტაბლეტს ვერ დალევ ბალღამია biggrin.gif
QUOTE
სამსახურში ვარ
სახლსი რომ მიხვალ მასინ გააკეთე მასინ აუცილებლათ smile.gif

Posted by: Doloress 20 Nov 2008, 12:49
blblbl
QUOTE
ისე კი ტუ იყიდი ლეომიცეტინს კაფსულები იყიდე ტორემ ტაბლეტს ვერ დალევ ბალღამია

ვიყიდე უკვე დაბლეტები. წყალი მივაყოლე და არაფერი.. ისე უნდა დამეილია, უწყლოდ? baby.gif


Posted by: blblbl 20 Nov 2008, 12:51
Doloress
არა წყლიტ biggrin.gif მაგრამ რა ვიცი მე ერთხელ დავლიე და ვაიიი ის საზიზღარი გემომთელი დღე მქონდა :შ

Posted by: Doloress 20 Nov 2008, 12:58
blblbl
QUOTE
აგრამ რა ვიცი მე ერთხელ დავლიე და ვაიიი ის საზიზღარი გემომთელი დღე მქონდა :შ

აუჰ.. ეხლა ისეთ ხასიათზე ვარ, ფსიქოლოგიურ-მორალურ-ფიზიოლოგიურად, რომ ლეომიციტინს კი არა, ნავთს დავლევ და ვერ ვიგრძნობ biggrin.gif


* * *
აჰა... მოვქექე და იქნება გამოადგეს ვინმეს smile.gif

_________________________________________

ტკივილი და ჭრის შეგრძნება სასქესო ორგანოების მიდამოში, მოშარდვის სურვილის გახშირება (საათში რამოდენიმეჯერ), ცარიელის შარდის ბუშტის პირობებში გადავსებულობის შეგრძნება, ზოგჯერ ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში და სისხლი შარდში - აი ცისტიტის, იგივე შარდის ბუშტის ანთების, სიმპტომების არასრული სია, რომელიც აუარესებს ცხოვრების ხარისხს და მრავალ უსიამოვნო წუთს გვჩუქნის.
ცისტიტი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. ეს უკანასკნელი კი შეიძლება მოიცავდეს გამწვავებების ხშირ რეციდივებს (წელიწადში 3 და მეტს), ზოგჯერ კი თითქმის მუდმივად გამოხატულ სიმპტომატიკას.
შარდის ბუშტის ანთება შეიძლება გამოწვეული იყოს ინფექციებით და ინვაზიებით (ბაქტერიები, ვირუსები, სოკო, უმარტივესები და ჭიებიც კი), ქვებით და უცხო სხეულით, ზოგადი ენდოკრინული დააავადებებითა და კლიმაქსით, ფიზიკური და ქიმიური ფაქტორებით, ონკოლოგიური დაავადებებით და ზოგიერთი მედიკამენტებით. გარდა ამისა, არსებობს ე.წ. ინტერსტიციული ცისტიტი, რომლის მიზეზები დღესაც მეცნიერების კამათს იწვევს.
ცისტიტი ძირითადად ქალების დაავადებაა. ისინი 8-10-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე მამაკაცები. ამის მიზეზი ქალის ორგანიზმის ანატომიური თავისებურებაა: მისი ურეთრა უფრო ფართე და მოკლეა (4-5 სმ), ვიდრე მამაკაცის (18-23 სმ), რის გამოც მისი გადალახვა ბაქტერიებს არ უჭირთ. გარდა ამისა, საშარდე გზების გამოსასვლელი, საშო და ანალური ხვრელი ქალებში საკმაოდ ახლოს არის ერთმანეთთან. მამაკაცები ცისტიტით ძირითადად ხანდაზმულ ასაკში ავადდებიან, ის ძირითადად მეორადია და თან ახლავს ქრონიკულ პროსტატიტს, ადენომას და სხვა დაავადებებს.
გაურთულებელი ბაქტერიული ცისტიტის მკურნალობა შეუძლიათ ოჯახის ექიმებსაც, მაგრამ ძირითადად ცისტიტის მკურნალობა უროლოგის, ქალებში კი უროლოგისა და გინეკოლოგის ერთდროული ჩარევით ხდება. გამოკვლევის მინიმუმი მოიცავს შარდის ანალიზის, საშოდან და ურეთრიდან აღებულ ნაცხის შესწავლას. სასარგებლოა ექიმ-ვენეროლოგთან ვიზიტი და სასქესო გზებით გადაცემად ინფექციებზე გამოკვლევა. ეს უკანასკნელი აუცილებელი ხდება განსაკუთრებით ქრონიკული ცისტიტის არსებობის შემთხვევაში. კონკრეტულ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ნეფროლოგის კონსულტაცია, ულტრაბგერითი და რენტგენოლოგიური კვლევა, ცისტოსკოპია და სხვ.
რაც შეეხება მკურნალობას, მის ხანგრძლივობას, მედიკამენტების სახეობასა და დოზირებას ექიმი გადაწყვეტს. ცისტიტი ვერაგი დაავადება არა იმიტომ, რომ მისი მკურნალობა რთულია, არამედ იმიტომ რომ მწვავე პერიოდში იგი კარგად ექვემდებარება მკურნალობას და მისი სიმპტომები უკუგანვითარებას მალევე განიცდის, მაგრამ სამწუხაროდ ყოველწლიურად მილიონობით ქალი ავსებს ქრონიკული ცისტიტით დაავადებულთა რიგებს. გარდა ამისა, შეიძლება ინფექცია აღმავალი გზით გავრცელდეს და თირკმელების დაზიანება ან სხვა ორგანოების პათოლოგია გამოიწვიოს. მიზეზი ერთია - თვითმკურნალობა და ნორმალური თერაპიის უგულებელყოფა.
რა უნდა გააკეთოთ, თუკი თქვენ მწვავე ცისტიტს სიმპტომები შეამჩნიეთ და იმყოფებით სახლის გარეთ, მაგ. გზაში ხართ, ან კურორტზე ან მთაში?
• ეცადეთ მალევე მიაღწიოთ ექიმამდე. მანამდე, არ გაცივდეთ, მიიღეთ ბევრი სითხე, არ მიირთვათ ცხარე, მარილიანი და მჟავე საკვები, უარი თქვით ალკოჰოლზე.
• თუკი ეს თქვენთვის ქრონიკული პრობლემაა და გიწევთ გამგზავრება, მანამდე ჩაიტარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან, რომელიც გირჩევთ, რომელი მედიკამენტის წაღება სჯობს თან და საჭიროების დროს, როგორ მიიღოთ ის. ასევე უნდა იქონიოთ მუდმივი კავშირი თქვენს ექიმთან.
რა არ უნდა გააკეთოთ?
• არ უნდა მიიღოთ თვითნებურად ფართოდ რეკლამირებული ანტიბიოტიკები იმ სქემით, რომელმაც თქვენს ნაცნობს არგო. დაივიწყეთ ასევე პოპულარული რჩევა: ცხელი წყლით სავსე ბოთლი შარდის ბუშტის მიდამოში. ინფექცია შეიძლება გავრცელდეს ზემოთ და გაფართოვდეს, ლაპარაკი აღარაა იმაზე, რომ შეიძლება დიაგნოზი არასწორი იყოს.

ცისტიტის რისკ-ფაქტორებია:
1. იმუნიტეტის ზოგადი დაქვეითება და ქრონიკული დაავადებების არსებობა (სტრესი, ნეფროლოგიური და გინეკოლოგიური პრობლემები, სქესობრივი გზით გადაცემადი ინფექციები, ორსულობა, მენსტრუაციის წინ იმუნიტეტის დაქვეითება და ა.შ);
2. გადაცივება (განსაკუთრებით სახიფათოა მენჯის, წელის მიდამოს, ქვედა კიდურების გადაცივება);
3. საშოსა და საშარდე გზების ლორწოვანის ცვლილებები (ესტროგენების დეფიციტი, სპერმიციდების ხშირი გამოყენება, შეუფერებელი კონტრაცეპცია, მცირე მენჯის ორგანოების ანთება, ყაბზობა, თირკმელების დაავადებები და სხვ.,რაც იწვევს შარდის ბუშტის ქსოვილების გაფაშრებას და ადვილად დაინფიცირებას);
4. ჰიგიენასთან დაკავშირებული პრობლემები (საჭიროა საფენებისა და ტამპონების ხშირად ცვლა, ქალებში ჩაბანა დ გამშრალება უნდა ხდებოდეს მკაცრად ერთი მიმართულებით - წინიდან უკან, ვინაიდან ცისტიტის ყველაზე ხშირი გამომწვევია Escherichia coli. ამავე მიზეზით სახიფათოა ანალური და ვაგინალური სექსის მონაცვლეობა);
5. არაფიზიოლოგიური ტანსაცმელი (მაგ სტრინგის ტიპის ან სინთეტიური ქსოვილისაგან დამზადებული ქვედა საცვალი, მჭიდრო ჯინსები, მინი-ქვედატანი ნებისმიერ ამინდში);
6. ცხარე საკვები და ალკოჰოლი (ასეთ შემთხვევაში შარდით გამოიყოფა ნივთიერებები, რომლებიც აღიზიანებენ შარდის ბუშტის ლორწოვანს);
7. ანატომიური თავისებურებები და ზღვარსგადასული სექსი (როცა ურეთრა ანომალურად იხსნება საშოში ან მასთან ძალიან ახლოს მდებარეობს. ურეთრა ასევე ღიზიანდება სექს-მარათონის დროს, სავსე შარდის ბუშტის ფონზე სექსის დროს, დეფლორაციისა და პარტნიორის ცვლილებების შემთხვევაში, როდესაც საშოში ხვდება ახალი ფლორა. მედიკოსები არაოფიციალურად მას ”თაფლობის თვის ცისტიტს” უწოდებენ);
8. ტუალეტის პრობლემები (ხშირად გადავსებული შარდის ბუშტით სიარული იწვევს მისი ელასტიურობის დაქვეითებას, ასევე პირიქით, ტუალეტში ხშირი ვიზიტები შარდის მცირე რაოდენობის მიუხედავად, მაგ. სტრესის დროს, ამცირებს ლორწოვანის დამცავ მექანიზმებს. ქალებისათვის ნორმალურად ითვლება მოშარდვა 3-5 საათში ერთხელ).

Posted by: oups 11 Feb 2009, 13:11
ეს (ცისტიტი) რა საშინელებაა cry.gif

აღა შემიძლია, 1 წელიწადში 3-ჯერ მაინც მქონდა რაც გავთხოვდი და ეხლა კიდევ დამემართა. ხან დათვის ყურაო, ხან ისაო ხან ესაო, მარა არაფერი მშველის საბოოლოოდ რომ განვიკურნო. თან ეხლა სადღაც წავიკითხე რომ სოკოზე ცუდად მოქმედებსო, არადა ეხლახანს მოვრჩი სოკოზე მკურნალობას და რამდენად შესაძლებელია კიდევ რომ გამირთულდეს?
თავიდან ხომ არ მომიწევს სოკოს ლიკვიდირების მცდელობების გაგრძელება fingal.gif drug.gif cry.gif

Posted by: Sweet Baby Girl 27 May 2009, 12:56
Oh Shit!


sad.gif(((((


ძაან საშინელებაა!

Posted by: happy_me 30 Jun 2009, 11:16
გამარჯობათ, მართალუა ამ პოსტზე მაისის მერე არავის მოუცერია მაგრამ იქნებ ივნემ გამომეხმაუროს...

3 ცლის წინ კონდიციონერმა გამაცია სამსახურში და იმის მერე სულ პრობლემები მქქვს...ოდნავ გაციება ფეხზე და მეცყება რაგაც საშინლად უსიამოვნო შეგრძნება იქნწვა და თითქოს სულ მინდა შარდავა..აი ვერ გიხსნით ისეტი უსიამოვნო შეგრძლებაა ყველაფრის ხალის მაკარგინებს

ნაცნობმა მითხრა ფურადონინი სვიო და რომ ვსვავ მიჩერებს ეგრევე მაგრამ ცუდად მხდის ეს ანიბიოტიკი...გული მერევა და ვითენთები და არაფრის სურვილი არ მაქვს ..მაშტერებს... მოკლედ ცელსაც კონდიციონერია ჩემ სამსახურში და ყოველ კვირაში 1 ვცივდები და ლამისაა უკვე კედლებზე გავიდე...ექიმამდე ვერ მივაღციე

მაინტერესებს ამას გინეკოლოგი უნდა თუ იროლოგი? და ვინმე კარგ უროლოგს ხო არ მიჩევდით
და სოკოს ართულებსო და 3 ცელია სოკოს ვკურნალობ და ეგ რო გამიმვვავდეს გავგიჯდები ალაბათ...
იქნებ დამეხმაროთ...ოხრახუშის ნაყენიო ვიღაცამ ახსენა და ვინმემ თუ მოირჩინეტ მაგით? მირჩევთ დალევას?

აუუუუ ძალიან გთხოვთ მიშველოთ თორე ყველაფრის სურვილს ვკარგავ ამ ქვეყანაზე იმენა ვადეპრესიებ კვირაში 1 ცუდად გახდომა მაგიჯებსსსსსსს..გუშინაც მაგ დგეში ვიყავი...ეხლა კიდე ფურადონინმა გამითშა

Posted by: BURTYI 30 Jun 2009, 18:32
happy_me
ესე იგი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვი რომ:
გჭირდებია გინეკოლოგი ...

როგორც ჩანს ქრონიკულში გადაგივიდა და გინეკოლოგი დაგინიშნავს ანტიბიოტიკის კურსს + მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატს და ბოლოში სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატს.
ნუ მე მასე დამინიშნეს..

ფურადონინი ანტიბიოტიკი არ არის, მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატია.. შველის იმ შემთხვევაში ერთხელ თუ შეგცივდა და უცბად გჭირდება სიმფტომის მოხსნა... 10 დღეძე მეტი არ უნდა სვა ზედიზედ, არ არის კარგი პრეპარატი, თირკმელებზე მოქმედებს ცუდად...
სვი ბევრი სითხე, აი 3 ლიტრამდე დღეში... უკეთესია ასკილის ნახარში თუ იქნება ან რამე სხვა შარდმდენი... მიკრობები გამრავლებას ვერ მოასცრებენ და გამოირეცხებიან და სიმფტომები მოგეხსნება, შვებას იგრძნობ მოკლედ...
და სულ მთავარი - სითბოა!

Posted by: n-10-go 2 Jul 2009, 16:37
მეც მქონდა ერთხელ ცისტიტი და ძალიან მიშველა ნუშის რძემsmile.gif ბაზარში ვიყიდე ნუში, მივიტანე სპეციალურ აფთიაქში (აი, ადგილზევე რომ ამზადებენ წამლებს) და დამიმზადეს რძე. დღეში სამჯერ ვსვამდი სუფრის კოვზით და მიშველა. სცადეთ, ბუნებრიავია 100% და თუ არ გარგებთ, არ გაწყენთ smile.gif)

Posted by: Iron Butterfly 20 Jul 2009, 16:10
საშინელება ყოფილა ეს ცისტიტი sad.gif((

QUOTE
ფურადონინი
და ლევომიცეტინი დამინიშნეს 5 დღე უნდა ვსვა.

წესით 3 დღეში უნდა გაქრეს სიმპტომებიო, მეც ვიცავ წესებს ამ სიცხეში წინდები მაცვია drug.gif


Posted by: miqstura 20 Jul 2009, 18:06
Iron Butterfly
ნაკლებად აკადემიური დანიშნულებაა სიმართლე რომ ვთქვათ
QUOTE
და ლევომიცეტინი დამინიშნეს 5 დღე უნდა ვსვა.


Posted by: takob 10 Sep 2009, 20:25
მქონდა ცისტიტი, გამიარა და დამრჩა წელის ტკივილი, შეიძლება ცისტიტის ბრალი იყოს?

Posted by: chaPPek 26 Sep 2009, 14:46
ვკვდები ისე მტკივა..
არც ფურადონონმა დალევომიციტინმა მიშველა და არც რაღაც 20 ლარიანმა წამალმა, რომელმაც მარტო, ტკივილგამაყუჩებელივით ერთი ღამე დამაძინა.. დღეს ისევ დამეწყო, ალბათ მალე გავაფრენ ეს რა საშინელებაა, რო არ რჩება mad.gif

Posted by: tristeza 28 Sep 2009, 19:34
ორსულობაში ძალიან მაწუხებდა ცისტიტი sad.gif მეგონა პიელონეფრიტამდე მივიდოდა საქმე მაგრამ გადავრჩი

Posted by: happy_me 22 Oct 2009, 16:51
QUOTE (chaPPek @ 26 Sep 2009, 14:46 )
ვკვდები ისე მტკივა..
არც ფურადონონმა დალევომიციტინმა მიშველა და არც რაღაც 20 ლარიანმა წამალმა, რომელმაც მარტო, ტკივილგამაყუჩებელივით ერთი ღამე დამაძინა.. დღეს ისევ დამეწყო, ალბათ მალე გავაფრენ ეს რა საშინელებაა, რო არ რჩება mad.gif

აუცილებლად მიხედე,ფურადონინი საშინელებაა..
ფარსმანდუკი არის ბალახეული რომელიც იყიდება აფტიაკში დალიე და გიშველის მოხმარების წესი აწერია კოლოფს დგესჰი 2-3 რო დალევ ნაცხევარ საათში ჭამე...მიშველა მაგრამ კიდე მემარტება ხომე გავგიჯდი

Posted by: tristeza 22 Oct 2009, 16:53
happy_me
QUOTE
,ფურადონინი საშინელებაა..



რატო? ექიმმა ეგ დამინიშნა და ესეიგი ცუდია?

Posted by: mtvareuli 22 Oct 2009, 17:04
chaPPek
QUOTE
არც ფურადონონმა დალევომიციტინმა მიშველა და არც რაღაც 20 ლარიანმა წამალმა, რომელმაც მარტო, ტკივილგამაყუჩებელივით ერთი ღამე დამაძინა.. დღეს ისევ დამეწყო, ალბათ მალე გავაფრენ ეს რა საშინელებაა, რო არ რჩება

რამდენი ხანია მკურნალობ?

happy_me
QUOTE
ფარსმანდუკი არის ბალახეული რომელიც იყიდება აფტიაკში დალიე და გიშველის

QUOTE
.მიშველა მაგრამ კიდე მემარტება ხომე გავგიჯდი

ესეიგი ვერ გიშველა, რადგან პროცესი ქრონიკულში გადავიდა. ბალახები და შამანობები არ შველის ინფექციებს.

QUOTE
ფურადონინი საშინელებაა..

რატომ არის საშინელება?


tristeza
QUOTE
რატო? ექიმმა ეგ დამინიშნა და ესეიგი ცუდია?

ფურადონინი, ანუ ნიტროფურანტოინი არის ანტიბიოტიკი, რომელიც საშარდე გზების მწვავე და ქრონიკული ანთებების დროს გამოიყენება და რატომ თვლის ეს ჰუზერი მას საშინელებად, მეც მაინტერესებს.

Posted by: happy_me 22 Oct 2009, 17:07
ერთი შეკითხვა მაქვს, ცინსტიტი შეიძლება მიკორბებისგან იყოს გამოცვეული და ეგ როგორ უნდა გავიგო??

ნაცხის აგებით ჩანს თუ არა? და ეგ უროლოგის კომპეტენციაა თუ გინეკოლოგის?

დიდი მადლობა

Posted by: miqstura 22 Oct 2009, 19:26
happy_me
"ცისტიტი" წარმოადგენს საშარდე გზების ინფექციას, რაც თავისთავად მიკრობის არსებობას ნიშნავს. არსებობს არაინფექციური ცისტიტებიც, მაგრამ ეგ იშვიათობაა. ჩვეულებრივ, განსაკუთრებული გამოკვლევები აუცილებელი არ არის, საკმარისია შარდის უბრალო ანალიზით ლეიკოციტების არსებობის დადასტურება და ინიშნება ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპია. ნაცხის აღება ამ დროს არა - თუმცა შარდის დათესვა შეიძლება აზრიანი იყოს, უბრალოდ ძვირია და კარგად მხოლოდ ერთეულ ადგილებში კეთდება.

Posted by: martata 23 Oct 2009, 12:18
მე ცისტიტი 2 დღეა რაც მოვიშორე, მგონი.რა ვიცი ტკივილი და წვა აღარ მაქვს.მე ვსვავდი კაფრას 5 დღე,
ნუშის რძეს და სინინდის ულვაშის ნაყენს.
ისე რა საშინელებაა ეს ცისტიტი,ღამეებს მათევინებდა ტკივილი.

Posted by: MEZGVAURI 23 Oct 2009, 12:35
ადრე დავწერე ყველა გაჭირვებულისთვის ამ დარგშიsad.gifსად წაიღეს ნეტა ჩემი პოსტი?) ლამის ქრონიკული ცისტიტი მქონდა და მოვირჩინე თავი ფარსმანდუკის ბალახის ნაყენით! იყიდით აფთიაქში, დააყენებთ:1სუფრის კოვზს დავასხათ 1ჩაის ჭიქა მდუღარე, დავაყენოთ ნახევარი საათი თავდახურულად, გადავწუროთ და ვსვათ ნელ-ნელა, ვწრუპოთ, ჭამის მერე და წინ დროს-არ ვაქცევდი ყურადღებას, 10 დღე ვსვამდი მერე 1 კვირა შევისვენე და ასე გავაკეთე 3ჯერ. პერიოდულად ვიმეორებდი. და საერთოდ ცისტიტი არ გამხსენებია. ეგრევე მომიხსნა წვაც და ყველაფერი. პროფილაქტიკისთვის და უკეთესი ეფექტისთვის ნაბეღლავსაც ვსვამდი ფარსმანდუკის სეანსის პარალელურად.

Posted by: saturngirl 25 Oct 2009, 01:05
არანორმალურად ცუდად ვარ, ცისტიტი მაქვს........ მიშველეთ რა sad.gif თბილად მაცვია, სულ გრელკით დავდივარ sad.gif 5 ნოკი ამ წამალს ვსვამ და არ მიშველა. უკვე მეოთხე დღეა ასე ვარ. რამ წამალი მირჩიეთ რა sad.gif
QUOTE
ადრე დავწერე ყველა გაჭირვებულისთვის ამ დარგშისად წაიღეს ნეტა ჩემი პოსტი?) ლამის ქრონიკული ცისტიტი მქონდა და მოვირჩინე თავი ფარსმანდუკის ბალახის ნაყენით! იყიდით აფთიაქში, დააყენებთ:1სუფრის კოვზს დავასხათ 1ჩაის ჭიქა მდუღარე, დავაყენოთ ნახევარი საათი თავდახურულად, გადავწუროთ და ვსვათ ნელ-ნელა, ვწრუპოთ, ჭამის მერე და წინ დროს-არ ვაქცევდი ყურადღებას, 10 დღე ვსვამდი მერე 1 კვირა შევისვენე და ასე გავაკეთე 3ჯერ. პერიოდულად ვიმეორებდი. და საერთოდ ცისტიტი არ გამხსენებია. ეგრევე მომიხსნა წვაც და ყველაფერი. პროფილაქტიკისთვის და უკეთესი ეფექტისთვის ნაბეღლავსაც ვსვამდი ფარსმანდუკის სეანსის პარალელურად.

რამდენი უნდა ვსვა ეგ ან რამდენჯერ დღეში? რამდენ ხანში მიშველის? sad.gif

Posted by: Masked 25 Oct 2009, 18:30
ცისტიტის-ის დროს საჩირო არის 2-3 ლიტრი სითხეს მიღება! რომ ბაკტერიები გამოვიდეს, კარი არის კამილეთეე, კამილეს ჩაი.
ჰომöოპატჰია: კანტჰარის კომპოზიტუმ ამპ. და სოლიდაგო კომპოზიტუმ.

Posted by: **LEONI** 25 Oct 2009, 22:28
QUOTE
არანორმალურად ცუდად ვარ, ცისტიტი მაქვს........ მიშველეთ რა

შევდივარ შენს მდგომარეობაში,გირჩევ დალიო ფურამაგი დღეში ორჯერ 2-2 კაფს,მე მიშველა ნახევარ დღეში.

Posted by: saturngirl 26 Oct 2009, 02:57
QUOTE
შევდივარ შენს მდგომარეობაში,გირჩევ დალიო ფურამაგი დღეში ორჯერ 2-2 კაფს,მე მიშველა ნახევარ დღეში.

ზუსტად მაგას ვსვამ, დღეს მომიტანეს და სამჯერ დავლიე. ცოტა მიშველა.
და რა მაინტერესებს, მუცელი მაქვს გამობერილი და ეგეც ცისტიტის ბრალია? უცნაური ვარდისფერი გამონადენიც მაქვს... ვინმემ მიპასუხოს რა.

Posted by: **LEONI** 27 Oct 2009, 12:40
QUOTE
და რა მაინტერესებს, მუცელი მაქვს გამობერილი და ეგეც ცისტიტის ბრალია?

კი შეიძლება მაგის ბრალი იყოს,და გამონადნი თუ შარდთან ერთად მოდის მაშინ კი.

Posted by: wild_angel 28 Oct 2009, 23:15
გამარჯობათ! მოკლედ მაწუხებს ცისტიტი და ვერ ვიმკურნალე ბოლომდე. თუ იცით რომელი წამალი შველის დამიწერეთ? დავლიე ნევიგრამონი, ნოლიცინი, ეხლა უკეთესად ვარ, მარა მაინც მაწუხებს. ისეთი წამალი მინდა, რომელიც სამუდამოდ მომაშორებს ცისტიტს sad.gif vik.gif

Posted by: MAIN KAMPF 28 Oct 2009, 23:35
ჯერ მიზეზე უნდა დაადგინო ცისტიტის vik.gif

Posted by: tamunia891 28 Oct 2009, 23:37
QUOTE
ჯერ მიზეზე უნდა დაადგინო ცისტიტის


თუ იმუნიტეტის დასუსტებააა და ბლა ბლა ბლა, ანტიბიოიკებით გაჭყეპვას ფურადონინი დალიე ორი აბი და გატოვი ხარ ერთ სააში უკეთესობას იგრძნობ. ასე სამი ოთხი დალევა ყოფნის smile.gif

Posted by: MAIN KAMPF 28 Oct 2009, 23:45
QUOTE
ბლა ბლა ბლა,


რას ლაპარაკობ იმუნიტეტის დაქვეითებამ იცის?
biggrin.gif ფურადონინი ანტიბაქტერიალური პრეპარატია კარგია მაგრამ არანაკლებ კარგი პრეპარატები მიუღია, საჭიროა შარდის საერთო ანალიზი+მგრძნობელობაზე დათესვა რადგანაც ზუსტად ის პრეპარატები გაქვს მიღებული რასაც ცისტიტზე კარგი მოქმედება აქვს, მიზეზია სანახავი---იმუნიტეტი არაფერ შუაშია yawn.gif

Posted by: wild_angel 28 Oct 2009, 23:47
tamunia891
ფურადონინი საერთოდ არ მშველის.
MAIN KAMPF
და მიზეზი როგორ გავიგო?

Posted by: MAIN KAMPF 28 Oct 2009, 23:56
საერთოდ ჯობია მიაკითხო უროლოგს, ასე შორიდან ძნელია საიდან მოდის ეს პრობლემა, როდის დაიწყო რასთანაა კავშირში და ა.შ, მოკლედ თუ გეზარება მისვლა უროლოგთან მაშინ ერთი რჩევა რახანც ზემოთ ჩამოთვლილი წამლები გიცდია გამომდინარე გამომწვევებზე მოქმედებისგან სცადე ''უროტრაქტინი'' 400მგ 2-ჯერ +კლიონი 2ტაბლეტი 2-ჯერ ერთი 5 დღე boli.gif

Posted by: wild_angel 29 Oct 2009, 00:01
MAIN KAMPF
მე კიდე მირჩიეს მონურალის ფხვნილი, სულ სამი პაკეტი უნდა დალიოო, ეს აფთიაქში მირჩიეს. რამდენათ ეფექტურია ეს ფხვნილი ხომ არ იცით?

მადლობა ინფორმაციისთვის.

Posted by: lizofobi 29 Oct 2009, 00:08
ცისტიტი აუცილებლად მტკივნეული შარდვით უნდა იყოს დამახასიათებელი? ხშირად რო უნდება ადამიანს, მაგალითად დღეში 10 ჯერ? ეგ რა არის? givi.gif

არ ვღადაობ vis.gif

Posted by: MAIN KAMPF 29 Oct 2009, 00:10
მონურალი ეს იგივე ფოსფომიცინია ანტიბიოტიკი საკმაოდ ძლიერი, მე არ გამომიყენებია თუმცა მოქმედება და ეფექტი შეიძლება არ იყოს ურიგო, საინტერესოა რა ღირს მე მგონია საკმაოდ ძვირი იქნება yes.gif

Posted by: tamunia891 29 Oct 2009, 00:10
QUOTE
იმუნიტეტი არაფერ შუაშია


შეიძლება მაგ კონკრეტულ შემთხვევაში არ იყოს არაფერ შუაში, მაგრამ პირადი გამოცდილებიდან ვამბობ რომ იმუნიეის დაქვეიება საკმაო პრობლემებს ქმნის მაგ მხრივ. ამ დროს გჭირდება დსასვენება, კარგი კვება ვიტამინები... განსაკურები ახლად დაოჯახებულ ქალებს აწუხებ ეგ პრობლემები. ანტიბიოტიკების გაკეთების დროს კი რჩება მაგრამ იმუნიტეტი როცა დაქვეითებულია ისევ ვითარდება. ნაოპერაციევ ხალხსაც აწუხებს, ვისაც კათეტერი ჩაუდგეს და ა.შ.ქულას

ფურადონინს 10დან 10ს ვუწერ.


QUOTE
ცისტიტი აუცილებლად მტკივნეული შარდვით უნდა იყოს დამახასიათებელი? ხშირად რო უნდება ადამიანს, მაგალითად დღეში 10 ჯერ? ეგ რა არის?

არ ვღადაობ







დაწყებით შესაძლოა მსუბუქი დისკომფორტებით დაიწყოს მერე ვითარდება გემრიელად უ არ მიხედე და ბოლოს შეიძლება კედლებზე გაგიყვანოს biggrin.gif

პ.ს. არ ვღადაობ.





wild_angel
QUOTE
და მიზეზი როგორ გავიგო?


ექოზე ნახე კენჭი ან რამე არ იყოს. ფურადონინი თუ არ გშველის წადი ექიმთან!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: wild_angel 29 Oct 2009, 00:23
MAIN KAMPF
რავი 24 ლარი ღირს ერთი პაკეტიო

* * *
tamunia891
ანუ 10 დღე დავლიო ფურადონინი? დღეში 3ჯერ და ორ ორი ტაბლეტი?

Posted by: lizofobi 29 Oct 2009, 00:27
tamunia891
აღარ შემიძლია უკვე, სულ შეიძლება ტუალეტში დავრბოდე? weep.gif არაფერი არ მტკივა, არც მეწვის , არც დისკოფორტი მაქვს, უბრალოდ ძალიან ხშირად მინდება ფისი user.gif არაა რა ეს ნორმა ხალხო user.gif

Posted by: wild_angel 29 Oct 2009, 00:28
tamunia891
smile.gif გავით ვალისწინებ და წავალ ექიმთან

Posted by: **LEONI** 29 Oct 2009, 00:28
ფურამაგიც ძალიან ეფექტურია და კარგად მოქმედებს,2-2 კაფს დღეში 2-ჯერ,მალევე იგრძნობ შვებას.მაგრამ თუ ხშირად გაწუხებს ჯობია ექიმს მიმართო რომ არ გაგირთულდეს უფრო.

Posted by: tamunia891 29 Oct 2009, 00:47
lizofobi
QUOTE
აღარ შემიძლია უკვე, სულ შეიძლება ტუალეტში დავრბოდე?არაფერი არ მტკივა, არც მეწვის , არც დისკოფორტი მაქვს, უბრალოდ ძალიან ხშირად მინდება ფისიარაა რა ეს ნორმა ხალხო


ცადე ფურადონინი ორი ცალი ყლურწე და დააკვირდი და თუ არაფერი ცადი ექიმთან.

Posted by: wild_angel 29 Oct 2009, 00:55
**LEONI**
იქნებ ბევრ სითხეს სვავ და მაგიტომ?

Posted by: lizofobi 29 Oct 2009, 11:14
QUOTE (tamunia891 @ 29 Oct 2009, 00:47 )

ცადე ფურადონინი ორი ცალი ყლურწე და დააკვირდი და თუ არაფერი ცადი ექიმთან.

ფურადონინი ჭამის წინ ვყლურწო, შემდეგ თუ ჭამისას? დღეში რამდენჯერ და რამდენხნიანი კურსი ჩავიტარო?
user.gif

Posted by: happy_me 29 Oct 2009, 15:00
QUOTE (tristeza @ 22 Oct 2009, 16:53 )
happy_me
QUOTE
,ფურადონინი საშინელებაა..



რატო? ექიმმა ეგ დამინიშნა და ესეიგი ცუდია?

რავი მე გულსი რევა მეცყება საშIნელი შეფრდზნება მემარტება მაგას რომ სვავ,თან ძალიან მოძველებულია
* * *
QUOTE (MEZGVAURI @ 23 Oct 2009, 12:35 )
ადრე დავწერე ყველა გაჭირვებულისთვის ამ დარგშიsad.gifსად წაიღეს ნეტა ჩემი პოსტი?) ლამის ქრონიკული ცისტიტი მქონდა და მოვირჩინე თავი ფარსმანდუკის ბალახის ნაყენით! იყიდით აფთიაქში, დააყენებთ:1სუფრის კოვზს დავასხათ 1ჩაის ჭიქა მდუღარე, დავაყენოთ ნახევარი საათი თავდახურულად, გადავწუროთ და ვსვათ ნელ-ნელა, ვწრუპოთ, ჭამის მერე და წინ დროს-არ ვაქცევდი ყურადღებას, 10 დღე ვსვამდი მერე 1 კვირა შევისვენე და ასე გავაკეთე 3ჯერ. პერიოდულად ვიმეორებდი. და საერთოდ ცისტიტი არ გამხსენებია. ეგრევე მომიხსნა წვაც და ყველაფერი. პროფილაქტიკისთვის და უკეთესი ეფექტისთვის ნაბეღლავსაც ვსვამდი ფარსმანდუკის სეანსის პარალელურად.

აუ მაგან მეც მიშველა ძალიან თან,მაგრამ ერთი კითხვა მაქვს 2 კურსი გავაკეთე და რაგაც პერიოდი გამიარა,მაგრამ მერე მეცყება ისევ

ძალიან გთხოვტ დამეხმაროთ
როგორც ვიცი ცისტიტი მარტო გაციებაზე არ არის, ბაქტერიების ბრალი იქნებაო და რა სახის ანალიზი უნდა ავიღო ან რის ექიმტან უნდა მივიდე , გინეკოლოგტნა ტუ უროლოგთან?
ძალიან გთხოვთ მომწერეთ რა
* * *
mtvareuli

ფურადონინი მხდის ცუდად და ამიტომ,გულის რევის შეგრძXნება მეწყება და უსიამოვნო შეგრძნება მტიშავს იმენა...

თან ინტერნეტი წავიკითხე რომ ძალიან მოძველებული წამალია,ისეროცა ვსვავ კი მშველის ხოლმე 30 წურში

Posted by: tamunia891 29 Oct 2009, 16:58
QUOTE
ანუ 10 დღე დავლიო ფურადონინი? დღეში 3ჯერ და ორ ორი ტაბლეტი?


არააა 10 დღე სულ არ უნდა 3 დრეც ყოფნის, პირველად რომ დალევ უკვე უნდა იგრძნო შვება წესით. ორი აბი დალიე. მე მასე ვსვამ ხოლმე smile.gif

QUOTE
ფურადონინი ჭამის წინ ვყლურწო, შემდეგ თუ ჭამისას? დღეში რამდენჯერ და რამდენხნიანი კურსი ჩავიტარო?


დილას და საღამოს. 2-2 ს ვსვამ ხოლმე. რავი მე სუ ჭამის მერე ვსვამ. ხოდა შედეგი რავი იმენა ერთ საათში გამოვდივარ. და მეორე დგესაც ვაგრდზელებ და მყოფნის ხოლმე. პ.ს. კაი ხანია აღარ შებუწუხებივარ და მიხარია biggrin.gif

Posted by: **LEONI** 29 Oct 2009, 21:31
QUOTE
რა სახის ანალიზი უნდა ავიღო ან რის ექიმტან უნდა მივიდე , გინეკოლოგტნა ტუ უროლოგთან?

უნდა გაიკეთო შარდის ანალიზი და უროლოგს უნდა მიაკითხო

Posted by: martata 31 Oct 2009, 13:25
გეხვეცებით ერთ რამეში გამარკვიეთ,სოკომ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ცისტიტი
და სისხლში ლიმფოციტების მომატება?

Posted by: nigo 1 Nov 2009, 18:26
martata

შეიძლება და დროზე მიმართე ექიმს ქრონიკულში არ გადავიდეს.

Posted by: **LEONI** 2 Nov 2009, 23:25
QUOTE
იქნებ ბევრ სითხეს სვავ და მაგიტომ?

ვერ გავიგეეეეე...... rolleyes.gif

Posted by: martata 15 Nov 2009, 14:30
ქრონიკული ცისტიტი მითხრეს,როდის გადავიდა ქრონიკულში ვერ ვიგებ,ამ წელს სულ ერთხელ მქონდა საშინელი წვა,
და მაშინვე წავედი ექიმთან.ხოდა რა მაინტერესებს ქრონიკული ცისტიტის დროს სულ წვა უნდა მქონდეს?
ან რა უნდა გავაკეთო რითი ვიმკურნალო.და კიდე თუ იცით შარდის დათესვა დაახლოვებით რა ღირს.

Posted by: capricorn 30 Nov 2009, 00:17
ძალიან ხშირ ხშირად მაქვს ცისტიტი. ამ ბოლო დროს დავაკვირდი და აღმოვაჩინე, რომ უფრო მეტწილად სქესობრივი კავშირის შემდეგ მემართება ხოლმე. თავიდან უბრალოდ დამთხვევად მივიჩნიე, მაგრამ უკვე რამოდენიმეჯერ მოხდა ასე. თქვენ მოგსვლიათ ასეთი რამ? რა კავშირში შეიძლება იყოს სექსი ცისტიტთან? user.gif user.gif

Posted by: capricorn 6 Dec 2009, 19:23
აქ სადღაც იყო ცისტიტზე თემა მარა ვეღარ ვიპოვე. უკვე ამის ატანა აღარ შემიძLია......... ქრონიკულად მაქვს და მაქვს, აი ახლაც ლამისაა მოვკვდე........ რითი ვუშველო თავს ან საერთოდ რის ექიმთან მივიდე? და კიდევ ამიხსენით თUა კავშირში სექსი და ცისტიტი ერთმანეთთან, იმიტომ რომ რო დავაკვირდი სულ სქესობრივი კონტაქტის მერე მემართება ცისტიტი სუუუუუულლლლლლ, რამე მირჩიეთ cry.gif cry.gif cry.gif cry.gif

Posted by: miqstura 15 Dec 2009, 23:22
capricorn
არის კავშირში, ჩემო კარგო, არსებობს არც ისე იშვიათად ეგეთი შემთხვევები, ასეთ დროს პირველ რიგში უნდა მოხდეს ინფექციის განკურნება. ანტიბიოტიკით გიმკურნალია? თუ მკურნალობის მიუხედავად ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირად მეორდება, არსებობს ორი მიდგომა: დაბალდოზიანი ანტიბიოტიკი ხანგრძლივად რეგულარულად ან სქესობრივი კავშირის პერიოდში.

Posted by: Masked 16 Dec 2009, 02:00
ცYსტიტის მიძეზი არის კოლი ბაკტერიუმ (Escherichia coli), რომელიც ნორმალავაისე ნაწლავის ფლორას ეკუთვნის.
ქალები მეტი არის დავადება ცYსტიტის, რადგან ბაცტ. ადვილატ აღწევენ.
ეს დავადება მეორდება იმმუნური სისტემის სისუსტეს დროს, ასევე ფარილ. ჯირჯ. ჰორმონების ნაკლებობას დროს, დიაბეტის, EმEს...

ცYსტიტის დროს მიიღება ანტიბიოტიცუმ, მედიცინის მიხედვიტ, მე არა ვარ ამისი წინამღდეგი, როცა ცYსტიტის მეორდება, ეს უნდა სხვა საშუალებით ტჰერაპია, ბაკტერიები დიდ ხანი არის რაც რესისტენტები არის ანტიბიოტიკზე, და ანტ. მიღება იმმუნლ, სისტემას უფრო ასუსტებს, და ეს იწვევს ამ დავადების გამეორებას.

ცYსტიტს დროს საჩირო არის ბევრი სითხე მიღება, რადგან არის საშისი რომ ბაკტერიებმა ავიდეს თირკმელებამდე გა გამოიწვიოს ანთება თირკმელების.

არის კარგი მცენარეული საშუალებები დალევა, და ერტერტი საშუალება ცYსტიტის ტჰერაპია.
ვისაც აქვს ცYსტის გამეორება აუცილებელად უნდა გაკეტოს ფარის. ჯირკვალის ანალიზი.

ეხლა კონკ.
"გეხვეცებით ერთ რამეში გამარკვიეთ,სოკომ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ცისტიტი
და სისხლში ლიმფოციტების მომატება? "
პასუხი არის მაღლა და რადგან ცსტიტის არის ინფეკტ, ინფეკცია, ამ დროს ნორმალური არის ლიმპჰოციტ. მომატება.


happy_me: შენ გჩირდება ფარის ჯირკვლის ანალიზები.



lizofobi: რაც შენ დაწერე ეს არ არის ცისტიტს, ეს არის ბლაზენშვäხე, ინკონტინეც. ამას უნდა სხვა ტჰერაპია.

Posted by: lizofobi 16 Dec 2009, 11:00
QUOTE (Masked @ 16 Dec 2009, 02:00 )
lizofobi: რაც შენ დაწერე ეს არ არის ცისტიტს, ეს არის ბლაზენშვäხე, ინკონტინეც. ამას უნდა სხვა ტჰერაპია.

რა არის ბლაზენშვäხე? user.gif ვის უნდა მივმართო?

Posted by: Masked 16 Dec 2009, 23:50
QUOTE (lizofobi @ 16 Dec 2009, 11:00 )
QUOTE (Masked @ 16 Dec 2009, 02:00 )
lizofobi: რაც შენ დაწერე ეს არ არის ცისტიტს, ეს არის ბლაზენშვäხე, ინკონტინეც. ამას უნდა სხვა ტჰერაპია.

რა არის ბლაზენშვäხე? user.gif ვის უნდა მივმართო?

უროლოგის , მაგრამ შენ სხვა პრობლემმებიც გაქვს და არის შესაცლებელი რომ აქედან არის ინკონტინენც. ასე რომ ვფიქრობ რომ უროლეგი ვერ მოხსნის შენ პრობლემმას.

Posted by: Solveig 17 Dec 2009, 02:27
lizofobi
ეგ გულისხმობს, რომ შეიძლება შარდის ბუშტის მომჭერი კუნთი (სფინქტერი) გაქვს შესუსტებული, რაც ხანდახან ხდება ქალებში და მკურნალობა ესაჭიროება, მაგრამ არა მხოლოდ უროლოგის მხრიდან.

ისე, ხშირი შარდვა ზოგჯერ სხვა დაავადების სიმპტომიცაა და იქნებ ექიმისათვის (ზოგადი პროფილის ექიმი) მიგეკითხა?

Posted by: lizofobi 17 Dec 2009, 09:44
Masked
Solveig
უი ეგ ჩემმა ნევროპათოლოგმა დედამაც მითხრა smile.gif
რა დაავადებები შეიძლება რომ იყოს სხვა? სგგდ არა მგონია რო მქონდეს gigi.gif
თერაპევტთან მივიდე? უკვე ყველა მეკაიფება, თბილისის ყველა ტუალეტში ხარ ნამყოფიო drug.gif cry.gif

Posted by: patriciia 17 Dec 2009, 13:01
სალხინო ვსვი და ძაააააალიან მიშველა
ასევე ნუშის რძე ძალიან კარგია

Posted by: happy_me 17 May 2010, 11:18
Masked

მაილი გაქვტ გადატვირტული და ვერ გიგზავნიტ შეტყობინებასსსსსსსსსს

Posted by: Fedka 18 May 2010, 18:13
გოგომ გამიკეთა მინეტი. (რეზინა არ მეკეთა) ალბათ ხვდებით რომ აკრედიტირებული სტომატოლოგიური კლინიკიდან წერილობითი რეკომენდაცია არ მომითხოვია biggrin.gif
ამის შემდეგ დამეწყო შარდვის ბოლოს ცოტათი ასოს თავის წვა...biggrin.gif
შესაძლებელია ეს იყოს ზემოხსენებული მინეტის გამო? აკიდებული მაქვს რამე ვითომ?
ექიმთან მისვლას თუ მირჩევთ ბარემ კონკრეტული პიროვნება და რეკვიზიტებიც მითხარით. ადრე ვიყავი ტიპთან და რაღაც ჯოხი რომ მატაკა შიგ პენისში 3 დღე ვერ ვშარდავდი და მერე მეგობრისგან გავიგე რომ თურმე ეგეთი ანალიზები აღარ კეთდება და უფრო მარტივი გზა არსებობს.
გთხოვთ დახმარებას
მადლობთნ ყურადღებისთვის

Posted by: ჭიორუკა 19 May 2010, 03:53
კიდე ერტი ცისტიტიანი ვარ აგერ, დავიტანჯე დრო და დრო მემართება წვა არ მაქვს მაგრამ სულ მოშარდვის შეგძნება მაქვს, ანტიბიოტიკებს სპეციალურად ავრ ვსვავ სოკოს აჩენს ადვილად და ვერიდები, ერთადერთი რაც მშველის სიმინდის თმა და თირკმლის ჩაი, ამეების მიღებას რომ ვიწყებ ეგრევე მიქრება, ამ დალევას ვერ შEვეშვი კაცივით biggrin.gif ერთი ჭიქა არაყი და ბრუნდება ცისტიტი.




უი სოკოზე მინდა მეთქვა ვისაც აწუხებს. მე ყოველ დღე გვირილის ნაყენით და ევკალიპტის ნაყენით ვიკეთებ გამოვლებებს და დამიჯერეთ აღარ შეგაწუხებთ. რაც ამეებით დავიწყე გამორეცხვა ერთხელაც აღარ შეუწუხებივარ, არა და მთელი ცხოვრება პრობლემა იყო. ცოტა არასასიამოვნო პროცესია მაგრამ შEდეგიანი. თუ დაწვრილებით დაგაინტერესებთ მომწერეთ პ.მ და აგიხსნით smile.gif

Posted by: M-N 12 Jun 2010, 17:13
მიშველეეეეეთ help.gif
ხშირი შარდვის სურვილი, წვა, ცოტა სისხლიც sad.gif დღეს დამექყო ყველაფერი ერთად.
ცისტიტია????
ექიმი არ მინდა sad.gif


ამ კონდენციონერმა გამაცივა mad.gif

Posted by: San-Frisco 16 Jun 2010, 15:13
უროლოგიის თემაში იმხელა ტექსტი გავჭიმე ეტყობა დაეზარა ყველას წაკითხვა და კაციშვილს არ უფიქრია პასუხის გაცემა
იქნებ აქ გამოვიდეს რამე smile.gif

მაქვს შემდეგი სიმპტომები:
პერიოდულად შარდის ბუშტის არეში საშინელი სიმძიმე და რაგაც კოშმარული შეგრძნება, რომელსაც ტკივილსაც ვერ დავარქმევ (არც ვიცი როგორ ავხსნა).
შარდვის დროს მაინცდამაინც ტკივილი არ მაქვს, მაგრამ მაგ დროსაც უსიამოვნოდ ვგრძნობ თავს.
არც ხშირი შარდვა მაქვს მაინცდამაინც,
ეს ყველაფერი მეორდება ძალიან ხშირად, თითქმის 1-2 თვეში ერთხელ, ზამთარ-ზაფხულ.
გამწვავწბისთანავე ვსვამდი წამლებს - 5 ნოკი, ფურამაგი და ა.შ. მაგრამ აზრი არ აქვს, ისევ მიმეორდება.
უროლოგიის ცენტრში ვიყავი და ერთ-ერთმა ექიმმა (არ დავასახელებ ვინ) მითხრა რომ გოგონებში ეს ძალიან ხშირია ვერაფერსაც ვერ იზამო ასევე მირჩია წამალი carito (თუ არ ვცდები), რომელიც აქ არ იყიდება და ევროპიდან ან საიდანმე უნდა ჩამოატანინოო, არც ანტიბიოტიკია და გამწვავების დროს დალიე ხოლმე, შეჩვევას არ იწვევსო
იქნებ სპეციალისტმა დამაკვალიანოს ვისთან მივიდე, რა ვქნა?
იქნებ საერთოდაც ცისტიტი არ არის, ან თუ არის მკურნალობას ექვემდებარება და ასეთი უიმედოც არ ვარ როგორც ექიმმა მითხრა

Masked
ტქვენ თქვით რომ ცისტიტის მიზეზი შეიძლება ფარისებრი ჯირკვალიც იყოს, აქამდე ჩემთვის არავის უთქვამს ეს. პმ-ში მოგწერეთ ჩემი ანალიზის პასუხები, რომელიც უნდა გადავამოწმო მომდევნო კვირაში. როგორ ფიქრობთ ეს პასუხები რამდენად არის დაკავშირებული ჩემს "ცისტიტურ" მდგომარეობასთან? smile.gif
მაინც დიდი პოსტი გამომივიდა sad.gif

Posted by: gvarjila18 17 Jun 2010, 17:23
ცისტიტის დროს ძალიან ეფექტურია ანტიბიოტიკი "უროფლოქსი" მე რამდენჯერაც გამოვიყენე უმაღლესი შედეგი მომცა, 200მლ ტაბლეტია პირველი დღეა უნდა მიიღო 2ტაბ ერთად ანუ 400მგ ხოლო შემდეგი 4 დღე თითო ანუ 200მგ ტაბლეტი,სულ გამოდის 5 დღე. ანოტაცია იხილეთ აქ www.aversi.ge/annotations.php?id=73&lang=geo&drug_id=28217. რაც მავარია აფთიაქში არ შეაცვლევინოთ, რომ დაგიწყებენ ეს იგივეა და თან უფრო იაფი ღირს და მასეთები........

Posted by: nino877 17 Jul 2010, 17:29
სიცოცხლის სურილი მიქრება.... წელს ზალიან ხშირად მაქს, ძირითადად 3 ასპექტი ,სასმელი უფრო ლუდი.ფეხზე შეციება და სექსის მერე
,ძირითადად დილით შარდვისას მაქვს, ნუ მგონი 3თვეში ერთხელ.
ყველაზე ცუდი იყო ის რომ ჩემმა წამიყვანა დეიდაშვილების და მეგობრების გასაცნობად ,ხო და რესტორნის ტვალეტიდან არ გამოვსულვარ sad.gif ხო წარმოგიდგენიათ რა შთაბეჭდილებას დავტოვებდი ხმას ვერ ვირებდი და სულ ტვალეტსი დავრბოდი მიდი და უხსენი სუფრაზე რა გჭირს ,











მოკლედ ,გამოკეთების მერე აქ რომ აღარავინ პოსტავს smile.gif მაინტერესებს ექიმტან გამწვავების დროს უნდა მივიდე თუ როცა არ მაქვს მაშIნაც შეიზლება მკურნალობის დანიშვნა და მიზეზის დადაგენა?

Posted by: qeto555 20 Jul 2010, 17:15
ცისტიტის დროს ცნევის დავარდნა იცის?

Posted by: iverson 11 Sep 2011, 15:42
რაც წამიკითხავს ცისტიტზე ეს არის ყველაზე საინტერესო სტატია და გადავწყვიტე გაგიზიაროთ smile.gif

http://www.uronet.ru/urogynecology/cystit.html





ეხა გავდივარ და მერე რომ მოვალ მნიშნველოვანი რაც წერია გადავთარგმნი

Posted by: Nightmare_Industries 11 Oct 2011, 22:42
გუშინ გაგანია სექსის დროს საშინელი წვა დამეწყო, რა თქმა უნდა, პროცესი შევწყვიტეთ. თითქოს მოშარდვა მინდოდა, თითქოს ვერც ვშარდავდი. დღეს მთელი დღეა დისკომფორტი მაქვს ქვედა სართულზე. ვერ ვიტყვი, რომ სულ ტუალეტში მინდა, მაგრამ რაღაც ვერ მაქვს კარგად. შარდვისას არაფერი სასწაული წვა არ მაქვს. ანუ სტაბილურად სულ ერთი და იგივე ცუდი შეგრძნება მაქვს.
გავს ცისტიტს?

Posted by: Pumpula 5 Feb 2012, 17:02
ნოლიცინი ანტიბიოტიკია თუ იცით?თუ უბრალოდ ანტიმიკრობული საშუალება?

Posted by: bubu737 12 Aug 2012, 22:49
გოგოებო, ორსულობის დროს ვინმეს ცისტიტუ თუ გქონიათ და რითი უშველეთ თავს?

Posted by: marikuna-k 14 Oct 2012, 15:42
3 დღეა მაწუხებს ცისტიტი..თავიდან გაციებას ვაბრალებდი,მაგრამ მერე ტკივილიც რომ დაერთო შემეშინდა და მივხვდი ცისტიტია ალბათ.. დღეს უკვე სისხლის წვეთები დაემატა.. საშიში ხომ არაა ძალიან? ექიმთან ვერ მივდივარ გარკვეული მიზეზების გამო რამდენიმე დღე..დღეს დავლიე ნიტროქსოლინი ვინმეს თუ დაგილევიათ ეს წამალი? კიდევ რა შეიძლება დავლიო სანამ ექიმთან მივალ ?

Posted by: nia4u 14 Oct 2012, 17:12
marikuna-k

ნიახურის და ოხრახუსის ნახარში ან ერთად ან ცალცალკე.
ბევრი სითხე მიიღე
და მწარე-მჟავე არ მიიღო!

თბილი ჩაიდე ქვემოთ მუცელთან და საფენივით.
ცხელ ქვაბზე დადე დაკეცილი შალის ნაჭერი,გაათბე და ჩაიფინე.
(ჯემპრი, წინდა, თავშალი ან რამე ეგეთი ან მატყლი თუ გაქვს ცოტა გადაახვიე ნაჭერში და ის.)

ეს ჯერჯერობით!
და აუცილებლად ექიმთან! vik.gif

Posted by: marikuna-k 14 Oct 2012, 20:14
დიდი მადლობა.... ოხრახუშზე მეც მითხრეს მაგასაც ვცდიsmile.gif

ამ ყველაფერს დღეს მენ-ზიც დაენატა და ლამისაა გავიჟდე.. ეს ფარსმანდუკი ერთ გოგოს ეწერა და ის ვიყიდე დღეს და დავლიე რა საშინელი გემო აქვს მწარე ,მძაღე გამამწარა,,,

მთელი დღე თბილი ბოთლი მაქვს ამოდებული ფეხებსშუა biggrin.gif

Posted by: shtori 15 Oct 2012, 02:19
ქრონიკულში თუ გადავიდა აღარ იკურნება???

Posted by: marikuna-k 16 Oct 2012, 16:23
Warning:
არ შეიძლება წამლების ასე დაწერა აქ, თან ექიმცი არ ხარ და თავადაც ვიღაცის დანიშნულს იღებ, თურმე ერთმა საშინელი გულის რევის შეგრძნება მოგცა, რა გარანტია გაქვს სხვას იმ მეორემ არ მისცეს იგივე შეგრძნება და გვერდითი მოვლენა? ამიტომ ახა გაფრთხილებ და გიშლი ამ ტექსტს. მეტი აღარ გაიმეორო. 

Posted by: nia4u 18 Oct 2012, 00:07
////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////
რადგან ზედა პოსტი წაშალა მოდერმა, ჩემს პოსტს მე თვითონ წავშლი smile.gif

Posted by: blblbl 18 Oct 2012, 00:46
marikuna-k
ცოტა რომ დაფიქრდე სანამ ვინმეს მკურნალობას დაუნიშნავ არა?რა უფლებით უნისნავ წამლებს?

solveიg natuka ngn

Posted by: Sappho 22 Oct 2012, 04:40
შტოშის ტაბლეტები შველის, http://www.amazon.com/Natures-Bounty-Cranberry-Vitamin-Softgels/dp/B002Y27JRE/ref=sr_1_sc_1?ie=UTF8&qid=1350866305&sr=8-1-spell&keywords=crannbery+capsules ვინც ჩამოიტანს შევიძენ..

Posted by: nia4u 22 Oct 2012, 17:15
Sappho

რა იცი რომ შველის?
რომელ სტადიას შველის?

Posted by: Sappho 22 Oct 2012, 18:13
ყველა სტადიაზე შვება იგრძნობა

...........................

Posted by: REVOLUTIONS 19 Nov 2012, 18:55
--------------------------------------------------------------------
* * *
ცისტიტმა ხშირი შარდვა იცის მარტო ,15-20 წუტის ინტერვალით თუ იშვიათი შარდვაც ასე სადრაც 8-10 საათი ( 1 დღის ინტერვალითაც ) და ამ იშვიათად შარდვის დროს შარდი ძალე მცირეა, წვეთები

Posted by: BloodElf 19 Nov 2012, 21:31
მე მაგალითად ძაალიან ბევრ წყალს ვსვავ როცა მაწუხებს ცისტიტი (2 ლიტრიც დამილევია ერთ დალევაზე) თუ თირკმელები წესრიგში გაქვს (ზოგჯერ ამბობენ რომ თუ თირკმელი არაა წესრიგში დასიება იცის ბევრმა წყალმა) შეგიძლიათ სცადოთ smile.gif) მე მშველის და smile.gif) ნიახურის ნახარშიც კარგიაო ამბობენ smile.gif) ჰო კიდევ თბილი საფენი და წელი შეიფუთეთ თბილად smile.gif) ნოშპაც შეიძლება გასაყუჩებლად ..

Posted by: REVOLUTIONS 7 Dec 2012, 14:16
BloodElf
ქრონიკული ცისტიტ გაქ ?

----------------------------------




მწვავე ცისტიტდან განკურნება მკურნალობის შედეგად რამდენ ხანშია შესაძლებელი ?

( საბოლოოდ განკურნებაზე მაქვს ლაპარაკი, ის ვიცი რომ მკურნალობიდან 5-7 დღეში სადღაც სიფტომები სუსტდება და ადვილად აღწევ დაავადებას ტავს, მაგრამ მე საბოლოო განკურნება მაინტერესებს რამდენ ხანშია შესაძლებელი )

Posted by: მილანისტა 3 May 2013, 18:35

Posted by: murikicha 18 May 2013, 23:51
კაროჩე დაახლოებით 5 თვის წინ გავცივდი და დამიდგინეს მწვავე ცისტიტი, უძალიანსაზიზღესი შეგრძნება მქონდა, ვგრძნობდი როგორ დგებოდა შარდის ბუშტში სითხე და 20 წუთში ერთხელ გავდიოდი ტვალეტში. ტკივილი და წვა არ მქონია. მუცლის დაბლა მქონდა ცუდი შეგრძნებები. უროლოგმა დამინიშნა ცეფორალი და ფლექსენი 7 დღე და მიშველა, მარა მაგის მერე 1 კვირაში ისევ დამეწყო. გადამივლიდა 2 დღე და 2 კვირა მტანჯავდა, ყველაფრის ხალისი დამიკარგა. კაროჩე მაგსი მერე 3 უროლოგთან მივედი და საერთო შარდის ანალიზი ავიღე სამჯერ, სუფთა იყო, მხოლოდ მარილები იყო ოდნავ მომატებული, მაგის მერე ბაქტერიოფაგში შარდის დათესვა გამიკეთეს და იმანაც სუფთა ანახა, არანაირი ლეიკოციტები და ა.შ. მაგის მერე თირკემელებზე გამსინჯეს და ექო გამამიეღეს და იქაც სუფთა ანახა ანალიზებმა, მარა კაროჩე დღესაც მკლავს შეგრძნება რო თითქოს სულ მოშარდვა მინდა, უკვე თავიდან ვეგარ ვიგდებ მაგაზე ფიქრს და ვისაც მსგავსი სიმპტომები ქონდა და ეხლა კარგადაა, მირჩიეთ რამე. ამაზე სლეობის დ .... რა :@:@:@ შეგრძნება მიკარგავს ყველაფრის ხალისს

Posted by: m_i_m_i 21 May 2013, 10:00
ვისაც აქვს ცისტიტი გირჩეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეევთ
ესეიგი ხალხნო ამ საკითხში გარკვეული ვარ რადგან დაახლოვებით 9 წელია ცისტიტი მაქვს, განსაკუთრებით ბოლო წლებში დამეწყო ქრონიკული ცისტიტი.მქონდა სასჰარდე მილების ანთება თან რამდენჯერმე.გავიკეთე ნევსები,გადასხმები სხვადასხვა ანტიბიოტიკების.მუცელზე ვერ ვწვებოდი ისეთი უსიამოვნო შეგრძნება მქონდა,საჭირო ოთახში სირბილზე ხომ არაფერს ვამბობ.ვინც კი არსებობს ყველასთან ვიყავი და საბოლოოდ ერთმა მითხრა ოპერაცია გინდაო(გათხოვების შემდეგ საქალწულე აპკის ნარჩენებია დარჩენილი და სქესობრივი აქტის შემდეგ ხდება ჩაბრუნებაო)იმდენად შეწუხებული ვიყავი მაშინვე დავთანხმდი მაგრამ გავიკითხე და მითხრეს რომ ეს ოპერაცია ჯერ რამდენიმე ადამიანს გაუკეთეს და გარანტიას არაფრისას არ მაძლევდნენ, მათ შორის არც ექიმი.ამიტომ უარი ვთქვი.

ბოლოს მივედი ჰომეოპატთან და მინდა გიტხრათ 4 თვიანი მკურნაკობის შემდეგ აღარაფერს ვუჩივი.თან ბევრად იაფია ვიდრე ექიმებში სირბილი და იმათი ანტიბიოტიკების ყლაპვა.(25 ლარი პირველი ვიზიტი და მთელი თვე უფასოა მერე და მცენარეული წამალი რომელიც ფეხმძიმობის დროსაც შეიძლება მიიღოთ) ყველას მინდა გირჩიოთ ვინც ყველაფერი სცადეთ ესეც ნახეთ და შედეგს თავად მიხვდებით.მე დიდ დიღომში დავდიოდი გია ქვია თუ არ ვცდები იმედის კლინიკაშია ეს კაცი.

Posted by: Sappho 7 Jun 2013, 17:56
ხშირი შარდვა როცა არ გაქვს
მაგრამ მუცლის ქვედა არეში სადაც საშარდე ბუშტია
გრძნობ სიმხურვალეს და ხანდახნ ჩხვლეტებს და თითქოს ქვემოთ მუცელში რაღაც უსიამოვნოდ გაწვება ძირს გქაჩავს
და ისეთი გრძნობაა რომ შარდვისას სპრინქტერი თუ ეს შიდა კუნთები ვერ იჭერს და ოდნავი მოდუნებისას შარდავ, ამის გამო სულ დაჭიმული გაქვს მუცლის კუნთები, მუცელი შებერილი

ეს რა დიაგნოზი შეიძლება იყოს?

Posted by: kristi11 24 Jul 2013, 14:19
QUOTE (REVOLUTIONS @ 7 Dec 2012, 14:16 )
BloodElf
ქრონიკული ცისტიტ გაქ ?

----------------------------------




მწვავე ცისტიტდან განკურნება მკურნალობის შედეგად რამდენ ხანშია შესაძლებელი ?

( საბოლოოდ განკურნებაზე მაქვს ლაპარაკი, ის ვიცი რომ მკურნალობიდან 5-7 დღეში სადღაც სიფტომები სუსტდება და ადვილად აღწევ დაავადებას ტავს, მაგრამ მე საბოლოო განკურნება მაინტერესებს რამდენ ხანშია შესაძლებელი )

ქრონიკული ცისტიტის საუკეთეო სამკურნალო საშუალებაა შტოშის ექსტრაქტი- ნოცისტალი.მცენარეულია.პირველი ორი კაფსულის მერე გრძნობ შედეგს,საკუთარ თავზე გამოვცადე

Posted by: Elbereth_Gilthoniel 31 Jan 2014, 22:58
სიმპტომებიდან მოშარდვის დროს ცოტა წვა მაქვს და რომ ვთქვა რომ ტუალეტში მინდება სულ, მასე არაა... აი მაგრად რომ გინდა მოშარდო ასეთი შეგრძნება მაქვს და რომ გინდა ბოლომდე გამოწურო, მაგრამ რასაც ქვია ტკივილი არ მაქვს ნაღდად... შარდს ფერიც და სუნიც ნორმალური აქვს... საზარდულის ადგილი მაწუხებს კიდე, დისკომფრტს ვგრძნობ, მტკივასავით... რამდენჯერმე მქონდა დაახლოებით ეგეთი სიმპოტომებით მდგომარეობა, სწორად ვიბან და არ მგონია რომ кишечная палочка იყოს მანდ ჩარეული, გაციებას ვაბრალებ უფრო, ცოტა თხლად მაცვია, კოლგოტს არ ვიცვამ და მხოლოდ წინდა და შარვალი, მაგრამ თბილი წინდები მაცვია ხოლმე და რავიცი... მაინტერესებს მგონი იოლ ფორმაში მაქვს და საწყისისთვის რა გავაკეთო, სოდიანი წყლითა და გვირილის ნაყენით ვიბან კიდე რა შემიძლია გავაკეთო რომ მოვიშორო... ნუ სანამ ექიმთან მივალ...

Posted by: nia4u 1 Feb 2014, 19:58
Elbereth_Gilthoniel
ბევრი სითხე სვი,
რაც შეგიძლია ბევრი,რომ შარდის ბუშტი გამოირეცხოს კარგად smile.gif
და კარგად ჩათბუნდი smile.gif
რამე შალის ნაჭერი ან მატყლი გაათბე და შარდის ბუშტთან მიიდე.

Posted by: Elbereth_Gilthoniel 1 Feb 2014, 21:16
nia4u
QUOTE
ბევრი სითხე სვი,
რაც შეგიძლია ბევრი,რომ შარდის ბუშტი გამოირეცხოს კარგად
და კარგად ჩათბუნდი
რამე შალის ნაჭერი ან მატყლი გაათბე და შარდის ბუშტთან მიიდე.

ზუსტად მასე ვაკეთებ, შალის შორტებივით მაცვია და შარვალზე კიდე შალის ნაჭერი მაქვს შემოხვეული. სითხეს ისედაც ბევრს ვსვავ... გუშინ ფურადონინიც დავლიე და ცოტა გამიარასავით მგონი... smile.gif
მადლობა 2kiss.gif

Posted by: nia4u 2 Feb 2014, 02:32
Elbereth_Gilthoniel
QUOTE
ფურადონინი

კი,ეს კარგია!
მეც ვიყენებ ხოლმე smile.gif
ჯობია,რომ ლოგინში იწვე smile.gif
გამოჯანმრთელებას გისურვებ! 2kiss.gif
მაგრამ ექიმთან აუცილებლად მიდი,თორემ ქრონიკულში თუ გადაგივიდა,მერე ძაან ძნელია მორჩენა sad.gif

Posted by: Elbereth_Gilthoniel 2 Feb 2014, 14:46
nia4u
QUOTE
ჯობია,რომ ლოგინში იწვე

სამწუხაროდ არ გამომდის...
QUOTE
გამოჯანმრთელებას გისურვებ!

დიდი მადლობა! 2kiss.gif
QUOTE
მაგრამ ექიმთან აუცილებლად მიდი,თორემ ქრონიკულში თუ გადაგივიდა,მერე ძაან ძნელია მორჩენა 

კი, კი, აუცილებლად, როგორც კი საშუალება მექნება იმ წუთასვე მივდივარ! yes.gif 2kiss.gif

Posted by: Almida 3 Feb 2014, 14:13
დაახლოებით 3-4 კვირაა ხან მეწყება ეს ცისტიტი და ხან მივლის, ბოლო რამდენიმე დღეა სულ მაქვს, ანტიბიოტიკები დავლიე 5 დღე მაგრამ ვერ ვიტყვი დიდად მიშველათქო, ისევ ვერ მაქვს კარგად sad.gif იმედია კიბო არ მჭირს, რავიცი sad.gif თქვენ გქონიათ ამდენი ხანი გადაბმულად?

Posted by: სიზმარა 5 Feb 2014, 14:45
აუ ცისტიტის და პროსტატიტის დედა ვატირე მე. ძაან ვერაგი დაავადებაა . 32 გრამი მაქვს პროსტატა, ოდნავ გადიდებული . ხოდა შარდის ბუშტში რჩება ეს შარდი მცირე რაოდენობით. იწვევს ანთებას და იმენა სულით დამცა რა რასაც ჰქვია. ღამეებს მათენებინებს. პაწიაზე ფეხზე შემცივდება ( ფეხები ძაან ადვილად მეყინება ) და ეგრევე მომიჭერს ხოლმე . ვერაფერი გაიგეს. არც ვენერიული დაავადება მაქვს და არც სოკო. ანთებითი ბაქტერიებია მომატებულიო.

Posted by: achikovar 13 Apr 2014, 17:11
შარდვის ხშირი შეგრძნება მაქვს, პრინციპში ხშირად ვშარდავ, მოშარდვიდან იმ წუთასვე ისევ მოშარდვა მინდა, უკვე ნერვები დამაწყვიტა რაა...

უროლოგთან ვიყავი.

ნაცხის ანალიზი - სუფთა
შარდის საერთო - სუფთა
საშარდე გზები - სუფთა
ჯირკვლის ექოსკოპია - სუფთა

მოკლედ ყველაფერი ვცადე რა...

მონურალი, სეკნიდოქსი, აზიპინი, ვიტაპროსტის სანთლები, გვირილის ნაყენის ოყნებიც...

თუ ყველაფერი სუფთა მაქვს, რატო მაქვს ხშირი შარდვა?!

Posted by: ssaabaaa 23 Jul 2014, 13:03
მმმმ შეილება იბრიდები და არ გეუბნებიან sad.gif

Posted by: მანანიკო 23 Jul 2014, 15:00
m_i_m_i


QUOTE
მე დიდ დიღომში დავდიოდი გია ქვია თუ არ ვცდები იმედის კლინიკაშია ეს კაცი.


მანდ გია ნადარეიშვილია ჰომეოპათი, ჩემს გარშემო ძალიან ბევრს ბევრ რამზე უშველა.. მე ვერ დავაყენე საშველი მისვლას.. ე.ი. ცისტიტზე გიშველა?


Posted by: natiko22 5 Jan 2015, 00:49
ცისტიტმა მუცის ქვედა ნაწილში ტკივილი იცის? ვერ ვიგებ შარდის ბუშტი მაწუხებს თუ საშვილოსნო მტკივა. 6 დღის წინ დამეწყო წვა და ტკივილი მოშარდვისას,იმ დღესვე ექიმთან გავარდი. დამინიშნა ფურამაგი. უკვე 6 დღეა ფურამაგს ვსვამ,წვის და ტკივილის შეგრძნებამ გამიარა,მაგრამ ხან წელი მტკივა,ხან მუცლის ქვედა ნაწილი. ყრუ ტკივილი მაქვს,თითქოს გახურებული მაქვს და გაბერილი. ვეღარ ვიგებ რისი ბრალია. ჩათბუნება არ გამომდის,სამსახურში რომ მივდივარ,ისე ცივა იქ ვცივდები და რაც არ უნდა თბილად მეცვას,მაინც გალურჯებული მოვდივარ. გინეკოლოგიურ პრობლემებს ისევ ცისტიტი მირჩევნია. ძალიან ვნერვიულობ. ვინმეს გქონიათ ასე?

Posted by: natalir 5 Jan 2015, 21:42
QUOTE (MEZGVAURI @ 23 Oct 2009, 12:35 )
ადრე დავწერე ყველა გაჭირვებულისთვის ამ დარგშიsad.gifსად წაიღეს ნეტა ჩემი პოსტი?) ლამის ქრონიკული ცისტიტი მქონდა და მოვირჩინე თავი ფარსმანდუკის ბალახის ნაყენით! იყიდით აფთიაქში, დააყენებთ:1სუფრის კოვზს დავასხათ 1ჩაის ჭიქა მდუღარე, დავაყენოთ ნახევარი საათი თავდახურულად, გადავწუროთ და ვსვათ ნელ-ნელა, ვწრუპოთ, ჭამის მერე და წინ დროს-არ ვაქცევდი ყურადღებას, 10 დღე ვსვამდი მერე 1 კვირა შევისვენე და ასე გავაკეთე 3ჯერ. პერიოდულად ვიმეორებდი. და საერთოდ ცისტიტი არ გამხსენებია. ეგრევე მომიხსნა წვაც და ყველაფერი. პროფილაქტიკისთვის და უკეთესი ეფექტისთვის ნაბეღლავსაც ვსვამდი ფარსმანდუკის სეანსის პარალელურად.

და ეს ფარსმანდუკი ყველა აფთიაქში იყიდება თU სადმე სპეციალიზებული აფთიაქებია?

Posted by: nia4u 6 Jan 2015, 17:41
natalir
ფასმანდუკი ჩვეულებრივ აფთიაქებში იყიდება.
გამოჯანმრთელებას და ბედნიერ ახალ წელს გისურვებ! smile.gif
* * *
natiko22
QUOTE
ცისტიტმა მუცის ქვედა ნაწილში ტკივილი იცის?

კი. ასევე, ტემპერატურის მატება.
მგონია, რომ ისევ ცისტიტის ამბებია.
ბევრი სითხე სვი, - ასკილის, ოხრახუშის, ნიახურის, სიმინდის ულვაშის ნახარშები ან უბრალოდ, რამე სახის სითხე.
მწარე-მჟავე გამორიცხე.
შენ თუ გამუდმებით ცივდები, გაგიჭირდება ცისტიტის მორჩენა...
გამოჯანმრთელებას და ბედნიერ ახალ წელს გისურვებ! smile.gif

Posted by: natalir 7 Jan 2015, 22:57
QUOTE (nia4u @ 6 Jan 2015, 17:41 )
natalir
ფასმანდუკი ჩვეულებრივ აფთიაქებში იყიდება.
გამოჯანმრთელებას და ბედნიერ ახალ წელს გისურვებ! smile.gif

მადლობა. მე არა, დედის. ვუყიდე და გავაკეთე ნაყენი. უნდა უშველოს.
შენც გილოცავ smile.gif

Posted by: natiko22 8 Jan 2015, 01:34
nia4u
QUOTE
კი. ასევე, ტემპერატურის მატება.
მგონია, რომ ისევ ცისტიტის ამბებია.
ბევრი სითხე სვი, - ასკილის, ოხრახუშის, ნიახურის, სიმინდის ულვაშის ნახარშები ან უბრალოდ, რამე სახის სითხე.
მწარე-მჟავე გამორიცხე.
შენ თუ გამუდმებით ცივდები, გაგიჭირდება ცისტიტის მორჩენა...
გამოჯანმრთელებას და ბედნიერ ახალ წელს გისურვებ! smile.gif


დიდი მადლობაsmile.gif მეც გილოცავთ შობა-ახალ წელს.
საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ ცისტიტი გამოირიცხა,გუშინ შარდის ანალიზი გავიკეთე,არანაირი ბაქტერია არ ამოითესა. სავარაუდოდ გინეკოლოგიურ პრობლემასთან მაქვს საქმე sad.gif

Posted by: .ნინო 23 Jan 2015, 22:11
ცისტიტის დროს მუცელი გტკიებიათ? ისეთი განცდა მაქვს, ბევრს რომ ივარჯიშებ და დაჭიმული პრესი რომ გტკივა....

Posted by: lela3456 10 Jan 2016, 16:26
რა მაინტერესებს იციტ ? 1 ტვეა რაც გავტხოვდი და ცისტიტი მაქვს და ვსვამ ფურადონინს და ორსულად რო ვიყო რამე ხოარ მოხდებაა რო ვსვამ ამ წმალს ? ან ორსულობის საწინააგმდეგო ხოარაა ?

Posted by: NONE_1 10 Mar 2016, 06:39
ცისტიტი... მე ძალიან მიშველა ამ პრეპარატმა http://www.iherb.com/ClearTract-Urinary-Tract-Formula-Potent-Cranberry-Alternative-500-mg-60-VCaps/9504?CAWELAID=120224250000027589&gclid=Cj0KEQiAsP-2BRCFl4Lb2NTJttEBEiQAmj2tbQpTExCZVWvkFhX3sj_KXxvjUuw0w43it045LbtWUngaAuTQ8P8HAQ


http://www.swansonvitamins.com/d-mannose-powder?SourceCode=INTL081&CAWELAID=530002460000081800&CAPCID=86028792967&cadevice=c&agid=1552166737&catci=kwd-58768704247&gclid=Cj0KEQiAsP-2BRCFl4Lb2NTJttEBEiQAmj2tbbnulFuXlbjlvj9aKpSSnh8FbhOm4xa6-uBAOoE1DfIaAlG-8P8HAQ


დ_ მანნოს.

Posted by: Egyptian 3 Oct 2016, 15:34
ცისტიტის სიმპტოპები დაწერეთ.....
შარდვის დროს ტკვილი არ მაქვს მაგრამ ხშირად ვშარდავ
წვა- ქავილი და უსიამოვნო შეგრძნება მაქვს ://
შეიძლება ცისტიტი იყოს?

Posted by: me12 8 Nov 2016, 18:43
mananiko81
natiko22
natalir
nia4u
.ნინო
lela3456
Egyptian

რომელ ექიმთან მკურნალობთ? ვინმე მირჩიეთ rolleyes.gif

Posted by: nia4u 10 Nov 2016, 23:19
me12
პირველ რიგში თერაპევტთან მიდი, ოჯახის ექიმთან...
ანალიზები გააკეთებინე, ექოსკოპია და მერე შეხედე...
ცისტიტი თუა, თერაპევტიც მოგხედავს,
შეიძლება ნეფროლოგი დაგჭირდეს...
მიხვდები შენ თვითონ...

Posted by: dancing in the moonlight 24 Jan 2017, 15:30
მოგესალმებით ,ძაან ვნერვიულობ 24 ში წინა თვეში მქონდა ციკლი ,მერე 10 იანვარს დამეწყო 14ში შემიწყდა და 3 დღეა ისევ ციკლი მაქვს ოღონდ ვერ ვხვდები ცისტიტის გამო ხომ არაა .არასდროს მქონია ცისტიტი და ინტერნეტში რაც ვნახე სიმპტომები ემთხევა.ხშირად დავრბივარ ტუალეტში ,შეგრძლება მაქვს,რომ სულ სავსე მაქვს შარდის ბუშტი და შარდს სისხლი მოყვება და გამოწმენდისას ეტყობა .უშუალოდ შარდვის დროს წვა არ მაქვს ,მაგრამ წამოწოლილზე მწიწკნის თითქოს მიხურს და მეწვისსავით


მეშინია ექიმთან მისვლის ,ცისტიტს სისხლდენა როგორი ახასიათებს? ეგრე ყოველჯერზე >?
: (

Posted by: Natuka NGN 24 Jan 2017, 16:00
dancing in the moonlight
უნდ ამიხვიდეთ ექიმთა, სავარაუდოდ ბაქტერიული ანთებაა და თირკმელებიც არ ჩაითრიოს.

Posted by: dancing in the moonlight 24 Jan 2017, 16:22
Natuka NGN
მადლობა გამოხმაურებისთვის

Posted by: Attila 20 Feb 2017, 11:53
murikicha
გამოჯანმრთელდი ბოლობოლო?
პ.ს ექიმები ატრაკებენ რაღაცას. ოქსფორდმედიქალში ვიყავი მორჩიო ანთება აღარ გაქვსო და იგივე ჩივილები მაქვს, facepalm.gif . წესიერი ექიმი არ იცით?

Posted by: Mariami896 4 Jun 2017, 20:05
უკვე დიდი ხანია რაც ცისტიტი პერიოდულად მაწუხებს და არაფერი მშველის სამუდამოდ და საშინელ დისკომფორტს განვიცდი, იქნებ ვინმემ იცოდეთ რამე წამალი ან ხალხური მედიცინა რაც დროულად მომიხსნის ტკივილს და უსიამოვნებას

Posted by: Solveig 4 Jun 2017, 20:31
Mariami896
QUOTE
ხალხური მედიცინა

არაფერი არ შველის ცისტიტს ხალხური მედიცინიდან.

სიმინდის ულვაშის, ნიახურის ნაყენები და ასეთები შარდმდენია და შეიძლება, რომ დამხმარე საშუალებად გამოიყენო, მაგრმა ბაქტერიებს ვერაფერს უშვრება. არავინ მოგატყუოს, რომ მაგით რამეს უზამ ცისტიტს.

QUOTE
წამალი

ანტიბიოტიკები გამოიყენება როგორც პირველადი ინფექციის, ისე რეციდივის დროს, მაგრამ შენით ვერ დალევ მაგას-რეცეპტი უნდა. გარდა ამისა, მიღების დროსაც სიფრთხილეა საჭირო.

პროფილაქტიკისათვის რეჟიმის დაცვაა საჭირო..
ანუ, უნდა მიიღო ბევრი სითხე, 1.5-2 ლიტრი დღეში (წყალი, ჩაი, წვენი.. რავი).
შარდის ბუშტი დროულად უნდა დააცარიელო ხოლმე (რაც მეტად დიდხანს გააჩერებ, მით გამრავლდებიან ბაქტერიები),
ფეხზე და წელსქვემოთ არ უნდა შეგცივდეს,

და გარეთა სასქესო ორგანოებისა და სქესობრივი კავშირის დროს ჰიგიენაც მნიშვნელოვანია, რადგან მაგ დროსაც შეიძლება, რომ მოხვდნენ ბაქტერიები შარდსადინარში, რომელიც საშოს შესავლის ზემოთაა. ქალებში შარდსადენი ძალიან მოკლეა და მანდედან ბაქტერია იოლად ხვდება შარდის ბუშტშიც.


Posted by: Socrates8 6 Jun 2017, 21:23
ცისტიტზე მაქ ეჭვი, შარდის ანალიზი უნდა ავიღო თან სადღაც 10 დღის წინ ცოტა ნაცუღლუტარი მაქ მარიხუანას ამბებში და რა მაინტერესებს, ჰიპოკრატეს ფიცში პაციენტის გაუთქმელობის ამბები როგორაა ? biggrin.gif ემანდ კრიმინალური არ დამაყენონ თავზე biggrin.gif

Posted by: Natuka NGN 6 Jun 2017, 21:50
Socrates8
ნარკოტესტს ხომ არ იკეთებ? შარდის საერთო ანალიზი და მარიხუანა რა შუაშია.

Posted by: Socrates8 6 Jun 2017, 21:53
არა, ნარკოტესტს არა. ჰო, აი არ ვიცი შუაშია თუ არა და მაგიტო ვიკითხე, ყოველი შემთხვევისთვის smile.gif)

Posted by: MmSs 6 Jun 2017, 22:03
მე ფურადონინს და ნოშპას ვსვამდი,ჩემი მეგობრის დედა ექთანია,მაგან მირჩია და მიშველა კიდეც...

Posted by: Socrates8 6 Jun 2017, 22:16
მეც მასე, რჩევით ანტიბიოტიკებს ვსვამ და 4-5 დღის წინანდელთან შედარებაც არაა, აშკარად მომიხდა, უბრალოდ მცირე დისკომფორტი მაინც მაქ და ბარემ გავიკეთებ-მეთქი შარდის ანალიზს, ზუსტად რომ გავიგო რა მჭირს და დამაინტერესა ისედაც გაჭირვებაში მყოფს კანაფის ქვას ხომ არ დამაწევდნენ აღმართში biggrin.gif

Posted by: MmSs 6 Jun 2017, 22:21
Socrates8
ანტიბიოტიკები არ არის კარგი ორგანიზმისთვის მითუმეტეს ვიღაცის რჩევით...
ყოველ დილას უზმოზზემიიღე70 გრ ნიახურის და 30 გრ სტაფილოს წვენი,შერეული ანუ 100გრ უნდა გამოვიდეს 10 დღის განმავლობაში, მერე შეისვენე 10 დღე და ისევ გააგრძელე,ძალიან ეფექტურია...

Posted by: Socrates8 6 Jun 2017, 22:41
ნუ, ახლობელი ექიმის რჩევით, რომელიც ნამდვილად პროფესიონალია. სხვათაშორის, ნიახურის წვენიც მირჩია.
მადლობა ყურადღებისთვის smile.gif

Posted by: Solveig 11 Jun 2017, 15:26

Socrates8
QUOTE
უსტად რომ გავიგო რა მჭირს და დამაინტერესა ისედაც გაჭირვებაში მყოფს კანაფის ქვას ხომ არ დამაწევდნენ აღმართში biggrin.gif

up.gif givi.gif

რა ქვეყანაში ვცხოვრობთ facepalm.gif

დავეთანხმები ზემოთგამომსვლელს, რომ რჩევით ანტიბიოტიკების მიღება არ შეიძლება. ჯერ ერთი, შეიძöლება, სულ არ იყოს მაგ ბაქტერიების მიმართ აქტიური, მეორე-არ იცი, ზუსტად რა დოზით მიიღო და არასწორი დოზით შეიძლება ავადმყოფობის გამომწვევ ბაქტერიას ვერ მოერიო და პირიქიტ, რეზისტენტობა გამოუმუშავო, ხოლო სასარგებლო ბაქტერიები კი-დახოცო...

MmSs
ზემოთაც დავწერე-ეგეთი საშუალებები არის დამხმარე, მაგრამ არა პრობლემის ბოლომდე გადამწყვეტი..

ბაქტერიის მოცილება მხოლოდ ანტიბიოტიკებით ხდება, სამწუხაროდ. შარდმდენები ვერ ერევა.

არც ფურადონინის ნაირი შარმდმდენების დალევა ვარგა ვინმეს რჩევით, ისე.


Posted by: MmSs 11 Jun 2017, 16:46
Solveig
მე მართლა მიშველა მაგ წამლება წლების წინ,დაახლოებით 12 წლის წინ...
ეხლა რომ მეწყებოდა შემეშინდა და დავიწყე მაგეების მიღება და შედეგიც მომცა...

Posted by: Chickpea 28 Jun 2017, 12:07
სამსახურში ვცივდები კონდენციორისგან აშკარად ვატყობ.
წვის შეგრძნება არა მარა ხშირი შარდვის სურვილი მიჩნდება ეგრევე
ეს ხომ არ გიცდიათ ვინმეს?
https://m.facebook.com/notes/holland-barrett-georgia/შტოში/1806815912669051/?ref=page_internal

Posted by: natazuba 28 Jul 2017, 20:25
დიდი ხნის წინ უროლოგმა ცისტიტზე მირჩია მეთილენის ლურჯის (Methylene Blu) ფხვნილის დალევა, რომელმაც ძალიან მიშველა. ახლაც იგივე პრობლემა მაქვს, მაგრამ დოზა აღარ მახსოვს. იქნებ ვინმე დამეხმაროს და მირჩიოს რამდენი მილიგრამი უნდა დავლიო, რა რაოდენობის წყალთან ერთად და დღეში რამდენჯერ? მაშინ ცისტიტი მსუბუქ ფორმაში მქონდა და მახსოვს დღეში ერთხელ ვსვამდი 3 დღის განმავლობაში.

Posted by: Natuka NGN 28 Jul 2017, 22:26
natazuba
სანამ თემას გახსნიდეთ, იხილეთ კატალოგი: https://forum.ge/?f=43&showtopic=33661792

QUOTE
რამდენი მილიგრამი უნდა დავლიო,

დარწმუნებული ხარ დასალევად გამოგიწერა? სვამდი? მე ის მხოლოდ როგორც გარეგანი საშუალება ვიცოდი. დავიბენი

Posted by: natazuba 29 Jul 2017, 02:05
QUOTE
დარწმუნებული ხარ დასალევად გამოგიწერა? სვამდი? მე ის მხოლოდ როგორც გარეგანი საშუალება ვიცოდი. დავიბენი


ნამდვილად ვსვამდი. მიღების შემდეგ გამოყოფილი შარდიც ლურჯი იყო. ის უროლოგი და მე ერთ კლინიკაში ვმუშაობდით (მე ექიმი არ ვარ).
* * *
QUOTE
სანამ თემას გახსნიდეთ, იხილეთ კატალოგი: ცისტიტი

ჯანმრთელობა და მედიცინაში ზემოთაღნიშნულ თემას ვეძებდი სამი მიმართულებით: უროლოგი (ან კითხვა უროლოგს), ცისტიტი და შარდის ბუშტის ანთება, მაგრამ გარწმუნებთ არაერჯერადი დათვალიერების შემდეგ კატალოგი ცისტიტი არსად არ წერებულა (კატალოგი ბუასილის ზემოთ არაფერი არ ეწერა. ის იყო პირველი სიაში) და მხოლოდ ამიტომ გავხსენი ახალი. ვერ მეტყვით კიდევ რა გზით შემიძლია სასურველი თემის მოძებნა? მაგალითად, ავტომატურ რეჟიმში, ანუ სადმე ფანჯარაში თემის სათაურის აკრეფით?

* * *
მეთილენის ლურჯის გარდა არის კიდევ რაიმე ფხვნილი ლურჯი? მე არ მახსოვს სიტყვა მეთილენი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ იმ ფხვნილს, რომელსაც მე ვსვავდი და კლინიკის აფთიაქმა პატარა პაკეტებით მომცა, ბლაუს ეძახდნენ, რაც, როგორც მე ვიცი, გერმანულად ლურჯს ნიშნავს.

Posted by: nigo 29 Jul 2017, 19:33
ჩემდა სამწუხაროდ ქრონიკული მრავალწლიანი ცისტიტი მაქვს.
ჯერ ხომ ~უროლოგიის ინსტიტუტში ლამის ვცხოვრობდი და მერე უკვე ჩემი გამოცდილებით/
თუ დაგუგლავთ ცისტიტის გამომწვევი კი არის ბანალური ნაწლავის ჩხირი , მაგრამ საქმე

~~~ უფრო რთულადაა.
გაცივება, ეს უფრო ხალხში გავცრელებული მიზეზია.
მოკლედ
დიდხნას ჯდომა
გადაღლა
უძლობა
მოჭერილი ტანსაცმელი
სტრესი+ნერვიულობა
ახალი საპონი ან ღრუბელი.
რაც მთავარია ჰიგიენა დ ა მისი ნორმების დაცვა.
ახლა წამლები/
ჩემს დროს იყო ფურადონინი , პიაწ ნოკი და ცისტენალი და კოშმარი ლევომიციტინი.
მერე ბისეპტოლის და ამპიცილინის სამდღიანი კომბინაცია.
მერე ამერიკელების ფემილი დოქტორის წიგნში ვნახე ოთხი ბისებტოლი ერთად და ორ საათში გადი.ს ოღონდ ძალიან ბევრი სითხე უნდა სვათ.
ათი წელი მშველოდა.
მერე მიეჩვია ორგანიზმი, მაგრამ გამოვიდა ახალი ძალიან კარგი პრეპარატი მონურალი 3გრამიან ანტიბიოტიკია.ერთი პაკეტი ერტჯერადათ სვამ და ორ სათში უკვალოდ გადის.
ახლა უროლოგებმა ზედმეტად გამწვავებულზე უკვე ანტიბიოტიკი ლექსოდინი დაიწყეს.
პროფილაქტიკისთვის ცისკონტროლი და ა.შ, მცენარეულებიდან-კლიუკვა-შტოში.რუსეთშია ბევრი და იქაურ ქალებს ნაკლებად ემართებათ

ძილის გატეხვა და მილიონი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის მჟავე-ცხარე საჭმელები.

Posted by: MARIMARI123 30 Jul 2017, 11:12
nigo
QUOTE
ფურადონინი

+ 2 აბი ნოშპა ყოველდღე 10 დღის განმავლობაში...
არ დაიჯერებ,მაგრამ შედეგი გაგაკვირვებსsmile.gif


Posted by: nigo 30 Jul 2017, 12:41
makamariami
სწორია,პირვალდ იმწავსვე ნოშპას ვსვამ ოღონდ 4 აბს.თუ ძალიან უდროო დროს მოხდა და ნერვებიც ამიშლა დიაზეპამსაც ვაყოლებ.ფურადონინს საერთოდ არ ვსვამ, ასი წლის წინ დავლიე პირველად და საშინელი გულისრევა მომცა.

ვისაც ერთჯერადად აქვთ. პირდაპირ 4 ბისპტოლი + ბევრი წყალი.
მე თითონ მივაგნე ამერიკულ ოჯახის ექიმის წიგნში, ოღონდ მრავალი წლის წვალების მერე და მოვისვენე
მერე ეტყობა მივეჩვიე და მონურალიც გამოჩნდა.
მთავარი პირადი ჰიგიენა ,სწორი მოვლა, დანარჩენი ყველაფერი ჩამოვწერე.
ზოგს რომ ჰგონია, \\გაციებაა , ყველაზე ნაკლებად. გაგანია აგვისტოში დამმართნია.
მე ასე თუ ისე ვმართავ. ხან ბისეპტოლით, ხან მონურალით და ლექსოდინით. ძალიან შემაწუხებელი განცდაა.
უკვე ქრონიკულში რომ მაქვს. არ არსებობს, რამეზე ვინერვიულო და მინიმუმ სამ დღეში დამემართება.
ექიმმა ფსიქოლოგიური მომენტია, სტრესზე ყველაზე სუსტ ადგილად გირტყავსო.
ვისაც არ გეზარებათ. დილას საწოლიდან ადგომამადე ფეხებით აკეთეთ ველოსიპედი ან მოხარეთ-გაშალეთ. ლასტოჩკა ჰქვია.ბოლოს და ბოლოს ეს არის სპაზმი, როცა შარდის ბუშტს სისხლი სრულყოფილად არ მიეწოდება.ნოშპაც სპაზმს ხსნის.
აქ ჰგონიათ, უი ფეხი გაგიცივდას დონეზე.
ტრანაჟორებიდან ველოსიპედი, ცურვა თუ ფეხებსაც ამოძრავებთ.
ცოტა მერიდება , მაგრამ დაბანის სწორი მიმართულება.
დეფლორაციისას თითქმის ყველას ემართება.აქვს ამას ახსნა
აქტიური სქესობრივი ცხოვრების დროს წელიწადში 2-3 ნორმად ითვლება.
* * *
Solveig
თუ ძალია ხანგრძლივი და ქრონიკული გაქვს. პირდაპირ ვიტყვი, არ რჩება.
ცისტიტიანების უცხოურ ფორუმზე ც კი დავრეგისტრირდი ,იქნებ რამე იცოდნენ-მეთქი.

უროლოგიის ინსტიტუტში კატეტერიტ ხომ ამიღეს , მერე პიროგენალებით გამიმწვავეს, დათესეს ანტიბიოტიკების მგრძნობელობაზე და მერე კიდევ სამი თვე მიმკურნალეს. ძალიან პროფესიონალურად. კარგი კლინიკაა და თან ჩემი დედამთილი იყო კლინიკური ლაბორატორიის გამგე.
ჩემს ქრონიკულს არაფერი ეშველა.
ახლა მე თითონ სიფრთხილით ვაკონტროლებ წამლებს, მეშინია , არ მიეჩვიოს და მერე რაღა ვქნა.
ბალახეულით და ნუშის რძე და ა.შ. თუ გშველით, ის არ არყოფილა მწვავე ცისტიტი.
მთავარია დროზე, ვიდრე ქრონიკულში გადავა. მაშინ ეშველება და დანარჩენი, რასაც უნდა ერიდოთ კი დავწერე. სიმძიმეების აწევა დამავიყდა.ა.რავითარ შემთხვევაში

Posted by: MARIMARI123 30 Jul 2017, 13:24
nigo
წლების წინ მქონდა მწვავე ცისტიტი,არ ვიცი მაგაზე საშინელება კიდევ თუ არსებობს რამე,ცოცხალი თავით ვერ წამიყვანეს ექიმთან,მერე ეგ მასწავლა ახლობელმა ექთანმა და მას მერე 12 წელი გავიდა აღარ მქონია ასეთი შემთხვევა....

Posted by: nigo 30 Jul 2017, 14:09
makamariami
შენდა საბედნიეროდ ქრონიკულში არ გადაგსვლია.
ვისაც არ გამოუცდია, ის ვერ გაიგებს, რა აუტანელი დისკომფორტია.

Posted by: MARIMARI123 30 Jul 2017, 14:37
nigo
გეთანხმებიsad.gif
არანაკლებია ნეFრიტიც...

Posted by: natazuba 1 Aug 2017, 10:53
QUOTE
4 ბისპტოლი + ბევრი წყალი.

მაგრამ ბისეპტოლის ტაბლეტების დოზები სხვადასხვაა: 120 მგ და 480 მგ. რომელი დოზის ტაბლეტები უნდა მივიღოთ 4 ცალი? ამასთან, ბისეპტოლის ანოტაციაში წერია, რომ შარდგამყოფი გზების ინფექციებისას (და ჩამოთვლილია ინფექციების გამომწვევი შტამების (ბაქტერიების) სახეობები) უნდა მივიღოთ 8 აბი (120 მგ) ან 2 აბი (480 მგ) დღეში 2-ჯერ 10-14 დღის განმავლობაში. საიდანაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ შარდგამყოფი გზები, რომელშიც შედის შარდის ბუშტიც, დაინფიცირებულია სხვა სახეობის ბაქტერიით, მაშინ ბისეპტოლი ვერ გვიშველის და ტყუილა ვყლაპავთ. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბისეპტოლის მიღება ყველას არ შეუძლია და მას თან ახლავს სიცოცხლისათვის საზიანო (სახლში მაქვს ბისეპტოლი 480 მგ და მის ანოტაციაში წერია) გვერდითი მოვლენებიც.

Posted by: nigo 2 Aug 2017, 21:16
natazuba
480 მგ-იანია. კარგია და ღვიძლს უხდება-მეთქი არ დამიწერია. მაგრამ მშველის და მიღირს.
თანაც სისტემატურად ხომ არ სვამ, მხოლოდ კრიტიკულ შემთხვევაში.

Posted by: natazuba 5 Aug 2017, 11:11
nigo
მე მხოლოდ ის გკითხეთ თქვენ ბისეპტოლის რომელი დოზა მიიღეთ 4 აბი 480 მგ თუ 120 მგ-მეთქი? დანარჩენი ტექსტი სხვებისთვის იყო დაწერილი გასაფრთხილებლად. არავინ უარყოფს, რომ თქვენ გიშველათ და დიდი მადლობა იმაზე, რომ გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება ცისტიტის მკურნალობაში, მაგრამ რა გარანტიას აძლევთ სხვებს, რომ მათაც უშველის და არ ავნებს. გეთანხმებით იმაში, რომ მისი მიღება ხდება ერთჯერადად, მაგრამ ამ ერთჯერადადაც შეიძლება ავნოს იმათ, ვისაც აქვს, მაგალითად, პრობლემები ღვიძლზე ან თირკმელზე. მე მათ ვურჩიე ბისეპტოლის მიღებამდე (და არა მარტო ბისეპტოლის მიღებამდე) წაიკითხონ ანოტაცია (ინსტრუქცია). მე ყოველთვის ვკითხულობ ანოტაციას, ექიმის მიერ ჩემთვის დანიშნულ მედიკამენტებზეც კი. მონურალის მიღება ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ბისეპტოლის. ინფორმაციისათვის (ყველასთვის) ანოტაცია ორივე დოზის (120 მგ, 480 მგ)კოლოფში ერთი და იგივეა, ამიტომაც დავწერე ზევით ცისტიტის ბისეპტოლით მკურნალობის სქემა ორივე დოზაში და თანაც ბისეპტოლი მარტო ცისტიტის სამკურნალოდ არ გამოიყენება.

Posted by: BabeRock 18 Jul 2018, 17:38
კეთილი იყოს ჩემი ფეხი :დ
გაცივებიდან ავიკიდე როგორც ჩანს, შაბათს ცივ წყალში ვიბანავე და საღამოდან დამეწყო biggrin.gif

ხვალ ექიმთან უნდა მივიდე, მაგრამ სტაჟიან ცისტიტიანებს მინდა გკითხოთ, ორსულობას ხელს შეუშლის?
ამის მკურნალობა სოკოს ხომ არ გამიჩენს?

Posted by: barbara7 19 Jul 2018, 14:36
ნაწლავური ჩხირისგან თუ არის გამოწვეული ძალიან კარგად მოქმედებს ეს პრეპარატიო ამბობენ, თან უვნებელია და ვისაც აწუხებს იქნებ ეცადა
https://www.iherb.com/pr/Now-Foods-D-Mannose-500-mg-120-Veggie-Caps/525?rec=iherb-pdp-related

Posted by: Solveig 24 Jul 2018, 18:44
QUOTE
კლიუკვა-შტოში.რუსეთშია ბევრი და იქაურ ქალებს ნაკლებად ემართებათ


მარტო რუსეთში კი არა, ევროპაშიც პოპულარულია მაგის დანიშვნა პაციენტებისათვის, ვინც ხშირად უჩივის ცისტიტს-შარდის მჟავიანობას აქვეითებსო (ანუ, უფრო მჟავდება და ბაქტერიებისათვის არაკეთილსაიმედო გარემოა გასამრავლებლად).
მაგრამ, ამ რამდენიმე თვის წინ ვნახე კვლევა-არანარიი აზრი არ აქვსო biggrin.gif სვით თუ გინდათ და გემო მოგწონთ, მაგრამ, ცისტიტზე ეგ ვერ გიშველითო biggrin.gif


Posted by: Lucifurr 3 Sep 2018, 00:09
საჩემო თემას მივაგენი. გავთხოვდი და დამეწყო ეს ჯოჯოხეთური დაავადება. მემართება სქესობრივი კონტაქტის შემდეგ. პალინს ვსვამ ხოლმე და ესევე მაქვს შედეგი. რამდენი ექიმი გამოვიცვალე ამ მხრივ ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ ვერ იგებენ რა ბაქტერიაა. ნუ ზოგადი წესები ზეპირად ვიცი. ჰიგიენა, მენიუ და ა.შ. არ მეშლება ეგენი. ადრე ახლობელმა ფარმაცევტმა რაღაც წამალი მირჩია, შარდის ბუშტის იმუნიტეტს (გლეხურად ამიხსნა) აძლიერებსო. ანუ კონკრეტულად შარდის ბუშტზე მოქმედებსო. ვინმეს გაგიგონიათ მსგავსი რამე? დავკარგე მე ფურცელი sad.gif და კიდევ ვინმე კარგი, ჭკვიანი ექიმი თუ გეგულებათ ვინც მიმკურნალებს დამიწერეთ რა.

Posted by: deep purple_in rock 16 Sep 2018, 10:39
გამარჯობათ ხალხო. რამდენიმე დღეა დამეწყო შარდის დროს ტკივილი ოდნავ გახშირებული შარდვა და ისედაც ტკვილი ასოზე. შარდის სუნიც გამახვავებულია.. რას მეტყვით ? ვერაფერს ვუკავშირებ და ძააან საშიშია ? მაგრა მეშინია.. რა დავლიო და ასე შემდეგ

Posted by: Solveig 19 Sep 2018, 02:24
deep purple_in rock
ინფექციას გავს. შენით არაფერი დალიო, უროლოგთან მიდი.

Posted by: LUNATIKI 27 Oct 2018, 03:24
მეგობრებო... მამაკაცს ცისტიტი ემართება?

უცებ დამეწყო გუშინ, ხშირი შარდვა, უცებ მოწოლა შარდვის, შევრივარ და ცოტას ვშარდავ. შარდვის ბოლოს იკვე ტკივილი წვა, და ბოლო წვეთები სისხლნარევი. ასევე 3 ჯერ შევამჩნიე, გამოვარდა ლორწოს მსგავსი შედედებული სისხლი. გქონიათ მსგავსი შემთხვევა? sad.gif

Posted by: ქაჯ_ანა_ 27 Oct 2018, 11:48
LUNATIKI
QUOTE
მეგობრებო... მამაკაცს ცისტიტი ემართება?

არა.
კაცებს პროსტატა.ექიმთან ვიზიტია საჭირო.

Posted by: keen 27 Oct 2018, 14:19
QUOTE (ქაჯ_ანა_ @ 27 Oct 2018, 11:48 )
LUNATIKI
QUOTE
მეგობრებო... მამაკაცს ცისტიტი ემართება?

არა.
კაცებს პროსტატა.ექიმთან ვიზიტია საჭირო.

რატომ, მამაკაცებს შარდის ბუშტი არ აქვთ თუ? spy.gif

LUNATIKI
აქ ვერავინ გეტყვით ზუსტ მიზეზს. სჯობს, დროულად მიაკითხოთ ექიმს (უროლოგს) გართულებების თავიდან ასაცილებლად yes.gif

Posted by: nerbe 31 Oct 2020, 15:15
QUOTE (LUNATIKI @ 27 Oct 2018, 03:24 )
მეგობრებო...  მამაკაცს ცისტიტი ემართება?

უცებ დამეწყო გუშინ, ხშირი შარდვა, უცებ მოწოლა შარდვის, შევრივარ და ცოტას ვშარდავ. შარდვის ბოლოს იკვე ტკივილი წვა, და ბოლო წვეთები სისხლნარევი.  ასევე 3 ჯერ შევამჩნიე, გამოვარდა ლორწოს მსგავსი შედედებული სისხლი. გქონიათ მსგავსი შემთხვევა? sad.gif

დიახ რათქმაუნდა

Posted by: Tamuna181994 23 Mar 2024, 15:11
გამარჯობა მეგობრებო, ვინმეს ჩემნაირი შემთხვევა თუ გქონიათ ძალიან გთხოვთ რომ გამომეხმაუროთ, ძალზედ მადლობელი დაგრჩებით, ეი პოსტ ოპერაციულად მესამე დღეს დამეწყო ცისტიტი, შარდიც მღვრიე იყო, ვინადან ანტიბიოტიკებს ვიღებდი შარდის ბაქტერიულმა არ ამოაგდო არაფერი ხელჩასაჭიდი, გადამიარა მკურნალობის შედეგად თუმცა ორ დღეში შემომიბრუნა, 1 თვეა ასე ვარ უკვე, ქრონიკულად შარვის შეგრძნება მაქვს, ექიმმა დამინიშნა მკურნალობა, ახლა ძირითადად ჰომეოპატიურ წამლებს ვიღებ, 6 დღეში განმეორებითი შარდის ანალიზის ჩაბარებაც შემეძლება, ასეთი ხომ არ დავრჩები? სახლიდან ვერ გავდივარ ძალიან მეშინია, მადლობა

Posted by: Tamuna181994 6 Apr 2024, 14:59
საბოლოოდ ენტეროკოკები და პროთეუსი ამომიგდო ბაქტერიოლოგიურმა, ვინმეს თუ გქონიათ ესენი როგორ და რამდენ ხანში მოიცილეთ? ფაგებით და ამპიცილინის ინექციებით ვცდილობ გამკლავებას

Posted by: chipmunck* 8 Apr 2024, 16:18
Tamuna181994

ჩემი აზრით დროს კარგავ, მიდი უროლოგთან და დაგინიშნავს შესაბამისს ანტიბიოტიკს, რადგან ნათესი უკვე გქონდა ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობაც იქნებოდა შემოწმებული და შესაბამისი ანტიბიოტიკი უნდა მიიღო

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)