forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (97) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სატელიტური მოწყობილობის მონტაჟი 3, კითხვა, პასუხი, დახმარება
Artgeo
Super Crazy Member


******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 5358
წევრი No.: 2709
რეგისტრ.: 17-September 03

  გამოგზავნილია: 29 Apr 2014, 12:50  #40753515      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq · aim · yim
პირველი ნაწილი - სატელიტური მოწყობილობის მონტაჟი,პირობები,ფასები
მეორე ნაწილი - სატელიტური მოწყობილობის მონტაჟი. ნაწილი II

ტექსტი vazhatu-სი

პირველი ნაწილი



ამ თემაში თუ შემოხვედით ესეიგი გადაწყვიტეთ სატელიტური ტელევიზიით სარგებლობა ან აპირებთ. ვინც ვერ ერკვევა დავწერ ზოგ რამეს. თუ რამე გამომრჩება იმედია სხვებიც დაამატებენ.

1.პირველ რიგში უნდა გავერკვეთ რისი ყურება გვინდა. ორბიტაზე უამრავი სატელიტია , თითოეული მათგანი დგას მისთვის განკუთვნილ პოზიციაში.
user posted image

სატელიტებს და არხების ჩამონათვალს ნახავთ ამ საიტებზე. ასევე ამ სატელიტების დაფარვის ზონებსაც.


http://www.flysat.com/
http://www.lyngsat.com/
http://en.kingofsat.net/


ჩვენში პოპულარული სატელიტებია.


http://www.flysat.com/turksat42.php ქართული არხები( რუსთავი2 , იმედი, აჭარა, საზოგადოებრივი, TV25 და მაესტრო)



ამ სატელიტებზე რუსული არხების მიღებაა შესაძლებელი

http://www.flysat.com/yamal90.php (რამოდენიმე რუსული არხი მოდის კოდირების გარეშე.)
http://www.flysat.com/abs1.php ( Радуга ТВ და რამოდენიმე რუსული არხი კოდირების გარეშე.)
http://www.flysat.com/eutelsat36.php ( НТВ-ПЛЮС , Триколор ТВ )


ამ სატელიტებზე ევროპული და ასევე რუსულენოვანი

http://www.flysat.com/hotbird.php ( Cyfra +, Cyfrowy Polsat , Sky Italia , Nova , Bis , SRG SSR , Orange , Al Jazeera Sport )
http://www.flysat.com/astra4a.php ( Viasat და რამოდენიმე უკრაინული არხი კოდირების გარეშე)
http://www.flysat.com/astra1m.php ( HD+ , Sky Deutschland , Viacom , CanalSat France , MTV Networks )
http://www.flysat.com/ebird9a.php ( Платформа HD , KabelKiosk , Hello HD )


კარგი არხების უმეტესობა არის კოდირებულები. მათი ყურება შესაძლებელია ოფიციალური ბარათით და ქარდშარინგის საშუალებით.ზოგჯერ რომელიმე პაკეტი ტყდება მაგრამ არა დიდი ხნით. ორი სიტყვით ქარდშარინგზე. ქარდშარინგით კოდირებული არხების გახსნისთვის საჭიროა თქვენი რესივერი ჩართული იყოს ინტერნეტში და დაკავშირებული ქარდშარინგ სერვერთან რომლისგანაც მიიღებს კოდირებული არხის გასახსნელად გასაღებებს.
კარდ შარინგი

2.რესივერები

რესივერის არჩევისას ალბათ იმით უნდა ვიხელმძღვანელოთ თუ როგორი ტელევიზორი გაქვთ. თუ თქვენ გაქვთ კინესკოპიანი ტელევიზორი მაშინ თქვენ იაფიანი რესივერიც გამოგადგებათ. ხოლო თუ თქვენ გაქვთ LCD, PLAZMA ან LED ტელევიზორი მაშინ უმჯობესია HD რესივერი შეიძინოთ. თუ თქვენ აპირებთ კოდირებულ არხებს უყუროთ ოფიციალური ბარათით მაშინ რესივერს უნდა ქონდეს ამ ბარათის წამკითხველი(კარდრეადერი). თუ ქარდშარინგის გამოყენებას აპირებთ ჯობს რესივერს გააჩნდეს LAN პორტი, პირდაპირ რო ჩაირთოს ინტერნეტში. თუ არადა მოგიწევთ რესივერის მიერთება კომპიუტერზე კომპორტით ნულ მოდემ rs 232 კაბელით.



3.თეფშები


თეფშები არის ორნაირი პირდაპირფოკუსური(მრგვალი)და ოფსტური(კვერცხისებური).

koba2004 პოსტს დავაკოპირებ, კარგად არის ახსნილი თეფშებს შორის სხვაობა.

user posted image

პარაბოლური - ანუ პირდაპირი ფოკუსის ანტენები ძირითადა გამოიყენება იმ შემთხვევაში როცა საჭიროა დიდი ზომის თეფშები Ku ან C დიაპაზონებში. სიგნალის მიღების მხრივ უფრო ზუსტად და ხარისხიანად ითვლება. გარდა ამისა შორი თანამგზავრები, რომელიც ძალიან დაბლა იმყოფებიან ჰორიზონზე, უფრო ადვილია დაიჭირო პარაბოლური ანტენით, ელევაციის დონესთან დაკავშირებული პრობლემის გამო. ოფსეტური თეფშისგან გასხვავებით, პარაბოლურს ეგრე ძალიან დაბლა დახრა არ ჭირდება, რადგან ფოკუსის ცენტრი სხვანაირადაა განლაგებული.

user posted image

ახლოს არსებულ თანამგზავრების შემთხვევაში კი პირიქით, პატარა ზომის ოფსეტური თეფშები ჯობია, მითუმეტეს თუ სიგნალიც ძლიერია.
პატარა პარაბოლური თეფში რომ დავაყენოთ, მას წინ სამი რიკინა და გალოვკა უნდა დაუმაგრდეს ისე, რომ სიგნალის მნიშვნელოვან ნაწილს ბლოკავს, ხოლო ოფსეტურ თეფშს, გალოვკა ქვემოდან უყენდება ისე, რომ თეფშს არ ეფარება. ამიტომ პატარა ზომის ოფსეტები არ განიციდან სიგნალის დანაკარგს და მოხერხებულია ზომაში. გარდა ამისა, NTV+. Turksat, Hellas-Sat და სხვა ახლოს მდებარე თანამგზევრები, რომლებიც თითქმის ჩვენს თავზე იმყოფებიან თეფშის მაქსიმალურ ელევაციას მოითხოვენ, რაცა პარაბოლურის შემთხვევაში ხშირად მოუხერხებელი შეიძლება იყო. პარაბოლური კი ყოველთვის უფრო დაბლა იყურება და ამ პრინციპითაც მოსახერხებელია.

პლიუს კიდე ოფსეტურზე ნაკლებად ჩერდება თოვლი და ზამთარში არ მოგიწევთ თეფშის თოვლისგან გასუფთავება.

4.თავაკები


თავაკები არის წრფივი და წრიული პოლარიზაციის კუ და ც ბენდის. თავაკის არჩევა ხდება იმის მიხედვით თუ რომელ პოლარიზაციაში მოდის სიგნალი. მაგალითად НТВ-ПЛЮС-ის მისაღებად საჭიროა წრიული პოლარიზაციის ხოლო ქართული არხების მისაღებად ჩვეულებრივი კუ ბენდის წრფივი პოლარიზაციის თავაკი.
თავაკებს აქვთ 1,2,4,8,16 გამომავალი ეს იმის მიხედვით თუ რამდენ რესივერზე გინდათ.მაგალითად თუ თქვენ გაქვთ 2 ტელევიზორი და გსურთ ორივეზე უყუროთ სატელიტიდან მიღებულ გადაცემებს მaშინ თქვენ გჭირდებათ 2 რესივერი, 1 თეფში და 1 თავაკი 2 გამომავალით.

user posted image

შესაძლებელია ასევე ერთ თეფშზე რამოდენიმე თავაკის დამაგრება რამოდენიმე ერთმანეთთან ახლომდებარე სატელიტების სიგნალის მისაღებად , რასაც მულტიფიდი ეწოდება.

user posted image user posted image

5. დისექი.

თუ თქვენ გადაწყვიტეთ 2 ან მეტი სატელიტის მიღება ასევე დაგჭირდებათ დისექი.
დისექი არის ერთგვარი საკომუნიკაციო სვიჩი რესივერსა და თავაკებს შორის. მისი საშუალებით რესივერი უკავშირდება საჭირო თავაკს სიგნალის მისაღებად.

user posted image


თუ დამოუკიდებლად გადაწყვეტთ თეფშების დაყენებას დამოგადგებათ შემდეგი ლინკები.

ანტენით სატელიტის პოვნა

ვისაც მულტიფიდი დაგიყენებიათ


--------------------
შეკითხვები თუ გაქვთ სატელიტების შესახებ http://forum.ge/?showforum=81 ში დაწერეთ, PM-ში არ გიპასუხებთ.
Gia_Gia
ღვინო, დუდუკი, ქალები


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4721
წევრი No.: 1469
რეგისტრ.: 5-December 02

გამოგზავნილია: 1 May 2014, 15:45  #40780880      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · msn
ერთ გამოსასვლელიანი წრიული თავაკი, ნორმალური არა "კუხნაში აწყობილი" რა ღირს ლილოში ვინმემ ხომ არ იცით?

და კიდევ თემაში რომ იყოს, 110სმ -იან ჩვეულებრივ ოფსეტურ nexstars ასეთი სამაგრები რომ გავუკეთო LNB-ს ღერძზე რამეს შეუშლის ხეელს?



მიმაგრებული სურათი
offset_ku_band_dish.jpg


--------------------
14 წელი Forum.Ge -ზე
-----------------------------------------------------------------
U2C S+ Mini
U2C B6
U2C T2 HD Internet
Openbox S3HD Mini
YOUMAX M7070 COMBO
koba1980
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3069
წევრი No.: 155208
რეგისტრ.: 16-October 12

გამოგზავნილია: 1 May 2014, 15:56  #40781018      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Gia_Gia @ 1 May 2014, 15:45 )
ერთ გამოსასვლელიანი წრიული თავაკი, ნორმალური არა "კუხნაში აწყობილი" რა ღირს ლილოში ვინმემ ხომ არ იცით?

და კიდევ თემაში რომ იყოს, 110სმ -იან ჩვეულებრივ ოფსეტურ nexstars ასეთი სამაგრები რომ გავუკეთო LNB-ს ღერძზე რამეს შეუშლის ხეელს?

15 დან მაქსიმუმ 20 ლარამდე ღირს ქარხნული წრიული თავაკი.
რაც შეეხება მეორე კითხვას მთავარია LNB ღერძს არ დაურღვიო თავისი წერტილი და გაამაგრე რითაც გინდა მაგ დუგა.


--------------------
,,იცხოვრე ისე, რომ სიკვდილის შემდეგ მესაფლავესაც დაენანო მიწის დასაყრელად "

Receivers:
Amiko SHD-8900 Alien (Linux-Spark) STi7111
StarTrack SRT-4200 HD PLUS
Neosat sx-1600 plus
Satellites: 13°E,(36°E HTB+ HD_SD,Триколор MPEG-2),42°E, 46°E, 55°E, 75°E,85°E.
Hard Drive: WD My Passport 1 TB
levanking
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 558
წევრი No.: 6918
რეგისტრ.: 20-October 04

გამოგზავნილია: 1 May 2014, 17:16  #40782043      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
100-იანია. თუ ღერძს არ გაატოკებ, მაშინ გამაგრება უკეთესიცაა.

This post has been edited by levanking on 1 May 2014, 17:17
mish77384377
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4137
წევრი No.: 14983
რეგისტრ.: 29-November 05

გამოგზავნილია: 1 May 2014, 18:16  #40782774      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ისე ეგ გვერდითა სამაგრები მეც მაინტერესებს? სად იყიდება სამაგრებიანი რო იყოს? თორე სადაც ვნახე ყველგან სამაგრების გარეშე ყიდიან... არადა სამაგრებიანი მინდა sad.gif


--------------------
იმედია დედაში დაბრუნდებიან... ზღარბებით მოფენილი ბილიკით... ზურგზე ჭიპლარის რტყმით და სანაყოფე სითხით სავსე თასებით ხელში...
.............................
I'm pretty sure Romeo just wanted sex...
.............................
სამაგიეროდ დღეს ანდრიუხასთან ერთად მოძრაობა გააკეთა, იობანივროტ...
satmaster
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4072
წევრი No.: 144481
რეგისტრ.: 14-March 12

გამოგზავნილია: 1 May 2014, 18:27  #40782891      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
QUOTE (mish77384377 @ 1 May 2014, 18:16 )
ისე ეგ გვერდითა სამაგრები მეც მაინტერესებს? სად იყიდება სამაგრებიანი რო იყოს? თორე სადაც ვნახე ყველგან სამაგრების გარეშე ყიდიან... არადა სამაგრებიანი მინდა sad.gif

და ვითომ რითი ჯობია სამაგრებიანი ეგეთი ანტენები აგარაა გაყიდვაში და ტყვილა ნუღა ეძებთ


--------------------
.......
mish77384377
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4137
წევრი No.: 14983
რეგისტრ.: 29-November 05

გამოგზავნილია: 1 May 2014, 23:59  #40787167      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (satmaster @ 1 May 2014, 18:27 )
QUOTE (mish77384377 @ 1 May 2014, 18:16 )
ისე ეგ გვერდითა სამაგრები მეც მაინტერესებს? სად იყიდება სამაგრებიანი რო იყოს? თორე სადაც ვნახე ყველგან სამაგრების გარეშე ყიდიან... არადა სამაგრებიანი მინდა sad.gif

და ვითომ რითი ჯობია სამაგრებიანი ეგეთი ანტენები აგარაა გაყიდვაში და ტყვილა ნუღა ეძებთ

მოტორზე მინდა... მანდ მნიშვნელოვანია რომ გალოვკა ზუსტად ცენტრში იყოს... პლუს ტრიალის დროს არ გაინძრეს

სტატიკურად თუ აყენებ ანტენას მაშინ არანაირი ხეირი მაგ სამაგრებში არ არის...

აი მოძრავ ანტენაზე საჭიროა yes.gif
levanking
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 558
წევრი No.: 6918
რეგისტრ.: 20-October 04

გამოგზავნილია: 2 May 2014, 00:48  #40787860      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მულტიფიდისთვის აქვს. ქარის დროს სიმყარე მეტია.
Gia_Gia
ღვინო, დუდუკი, ქალები


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4721
წევრი No.: 1469
რეგისტრ.: 5-December 02

გამოგზავნილია: 2 May 2014, 09:52  #40790001      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · msn
levanking
QUOTE
მულტიფიდისთვის აქვს. ქარის დროს სიმყარე მეტია.



მეც მაგ ვარიანტისთვის მინდა.
levanking
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 558
წევრი No.: 6918
რეგისტრ.: 20-October 04

გამოგზავნილია: 2 May 2014, 10:16  #40790158      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჰოდა თუ სადმე წააწყდებით აქ დაწერეთ. მე მინდა პირადად და ავიღებ 2 წყვილს. უბრალოდ კუსტარული ამბები მაგრად არ მევასება და ქარხნული თუ იქნება აუცილებლად ვიყიდი.
koba1980
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3069
წევრი No.: 155208
რეგისტრ.: 16-October 12

გამოგზავნილია: 2 May 2014, 17:19  #40794963      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მუსიკალური რადიო არხები Dolby Digital ხმით ეგეთი არსებობს?
vazhatu
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8239
წევრი No.: 33191
რეგისტრ.: 16-April 07

გამოგზავნილია: 2 May 2014, 17:28  #40795068      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
koba1980

4.8E-ზე იყო რადიოს სახელი აღარ მახსოვს.
revaza88
revaza


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 830
წევრი No.: 44225
რეგისტრ.: 17-October 07

გამოგზავნილია: 4 May 2014, 13:45  #40814661      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
გამარჯობა თქვენი დახმარება მჭირდება სატელიტი მაქვს გასწორებული 36 და 42 გრადუსებზე. თავიდან ყველა ფერს იჭერდა ნორმალურად ერთ დგესაც აირია 36-ზე მომავალ არცერთ არხს აღარ იჭერს. სიგნალი მოდის სიძლიერე არის 45% და ხარისხი 0% რისი ბრალი შეიძელბა იყოს?

This post has been edited by revaza88 on 4 May 2014, 13:46
levanking
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 558
წევრი No.: 6918
რეგისტრ.: 20-October 04

გამოგზავნილია: 5 May 2014, 10:43  #40824319      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
revaza88
მაგალითად დისექის.
DRAKONI
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4076
წევრი No.: 46946
რეგისტრ.: 15-November 07

გამოგზავნილია: 5 May 2014, 13:33  #40825993      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვინმემ მიპასუხეთ: ელიავაზე არის მაღაზია რომ სატელიტური ანტენები იყიდებოდეს?
თუ აუცილებლად ლილოში უნდა წავიდე.

პ.ს. ხელოსნები რომ არინ ვიცი, მე მაღაზია მაინტერესებს.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (97) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0284 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]