#53620277 · 19 Oct 2018, 09:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (chele23 @ 19 Oct 2018, 05:57 ) | საინტერესოა იმ მწვანე ფონზე რას უშვებს ხოლმე |
მწვანე ფონზე ვერაფერს გაუშვებ ბრატ.... უბრალოდ, შეგიძლია მოაშორო ეგ მწვანე ფერი, გამომდინარე იქიდან, რომ განსხვავდება სხვა, ყველა კადრში წარმოდგენილი ფერებისგან და მოშორებაში იგულისხმება გაუქმება. შესაბამისად, გამოდის, რომ ამოჭრი შენს თავს და უკან რასაც გინდა იმას დადებ, იქნება ეს სურათი, ვიდეო, თუ ანიმაცია.... ან პორნო. ჰოდა ამით არ მთავრდება ყველაფერი: შემდგომ შეგიძლია შერევის მეთოდი შეუცვალო ამ შენს ამოჭრილ ვიდეოს, ანუ როგორი ტიპის გამჭვირვალობა გინდა რომ ჰქონდეს მას უკანა ფონთან მიმართებაში: ისეთი, როგორიც შუშას აქვს ან კიდევ ათიოდე სხვა ვარიანტი, როგორებიცაა: შედარებით უფრო ნათელი ფერების თანაკვეთა, ძლიერი შერევა, მსუბუქი შერევა და ა.შ.
|