კი, მასე სწორად გააკეთე, ოღონდ მისამართს ეს მოაცილე: ../ <-- ეს ნიშნავს ერთი ფოლდერით ზევით ამოსვლას, ანუ style.css რომ ყოფილიყო ფოლდერში, მაშინ სწორი იქნებოდა შენი მითითებული მისამართი: src: url('../fonts/bpg_glaho.ttf'), მაგრამ ფოლდერში არაა და მისამართი გადაასწორე და მოცილე ../ ანუ ესე დაწერე:
src: url('fonts/bpg_glaho.ttf')
ამით საიტი ფონტ წამოიღებს სერვერიდან. ახლა უნდა მიუთითო სად გინდა რომ ეგ ფონტი იყოს გამოყენებული.
თუ გინდა რომ მთელ საიტზე იყოს, მაშინ გახსენი style.css და მეცამეტე ხაზზე ამ კოდს:
body {
background: url("images/background.png") repeat-x scroll left top #E3E1E1;
}
ჩაუმატე ეს კოდი: (ესე უნდა გამოიყურებოდეს)
body {
background: url("images/background.png") repeat-x scroll left top #E3E1E1;
font-family: "bpg_glaho";
}
და ასევე 249-ე ხაზეე წერია ასე:
.entry {
font-family: Arial,Verdana;
font-size: 14px;
line-height: 20px;
padding-top: 8px;
text-align: justify;
}
და Arial, Veranda -ს მაგივრად ჩაუწერე:
.entry {
font-family: "bpg_glaho";
font-size: 14px;
line-height: 20px;
padding-top: 8px;
text-align: justify;
}
ამით მთელ საიტზე გექნება შენ მიერ შერჩეული ფონტი.
თუ გინდა რომ მარტო ვიჯეტებზე შეცვალო ფონტი, მაშინ შეცვალე მხოლოდ ეს კოდი,
body {
background: url("images/background.png") repeat-x scroll left top #E3E1E1;
font-family: "bpg_glaho";
}
თუ მარტო კონტენტზე გინდა შეიცვალოს, მაშინ ეს:
.entry {
font-family: "bpg_glaho";
font-size: 14px;
line-height: 20px;
padding-top: 8px;
text-align: justify;
}
თუ მთლიანზე, როგორც ზევით დაგიწერე, ორივეზე შეცვალე.
ეუუუფფფფ, კაი მოშნი ტექსტი კი დავწერე
იმედია გაერკვევი