ყველაზე დიდი მარკეტოლოგები არიან ფიფა და მისი კონფედერაციები უეფას თამადობით
სხვა სპორტებისგან განსხვავებით, ფეხბურთში ყველაფერი იდეალურადაა დალაგებული
ეროვნული ჩემპიონატები, ჩემპიონთა ლიგა - სანაკრებო შესარჩევები, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები
ყველას აქვს განვითარების, დიდ ტურნირებსე თამაშის საშუალება - შენ აჯობე სხვას და გზას არავინ დაგიკეტავს
მსოფლიო გრანდები ვალდებულნი არიან რომ ითამაშონ შესარჩევები და აგერ დიდუბეში გესტუმრონ
შედარებისთვის - რაგბო ჩაკეტილი წრეა, რაღაც 6 ექვს თამაშობენ და იქ არც გიშვებენ - საკლუბო რაგბი საერთოდ უმდაბლესი დონეა - ჩვენებმა რომ მოინდომეს რაღაც საერთაშორისო ტურნირზე თამაში, სპეციალურადშექმნეს გუნდი კავკასიელები, რასც უკვე სასაცილოა
კალათბურთში სანაკრებო ტურნირებზე, ევროპაზე და მსოფლიოზე ტრიბუნები ცარიელია, საკლუბო კალათბირთში კიდე ის თამაშობს, ვისაც ფული აქვს და არა ის, ვინც თავის ჩემპიონატში გაიმარჯვა.
მოკლედ, ფეხბურთთან შედარებით, ყველა სხვა სპორტი - სტრუქტურად და შესაბამისად, ფინანსურად, უბრალოდ გართობაა და მეტი არაფერი...
გარდა იმისა, რომ ფეხბურთი გენიალური სპორტია, ეს ყველაფერი სწორი მარკეტინგის და ფიფას სწორი მუშაობის შედეგიცაა...
აქვე სტატისტიკა, სადაც ნაჩვენებია მსოფლიოს ქვეყნებში თუ რომელია ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა. ქვემოთ ლინკია, სადაც კიდევ უფრო დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ. თუმცა, აქაც საკმაოდ ვრცელი ინფორმაციაა მოწოდებული.
სულ - 191 ქვეყანა
1. ფეხბურთი - ყველაზე პოპულარული სპორტია 141 ქვეყანაში (დანარჩენი ყველა ქვეყანა გარდა ქვემოთ ჩამოთვლილისა)
2. კრიკეტი - 9 ქვეყანა (ანტიგუა და ბარბადოსი, ბანგლადეში, გრენადა, გუანა, ინდოეთი, იამაიკა, პაკისტანი, შრილანკა, ტრინიდადი)
3. ბეისბოლი - 7 ქვეყანა (კუბა, დომინიკის რესპუბლიკა, იაპონია, ნიკარაგუა, პანამა, ტაივანი, ვენესუელა)
4. კალათბურთი - 3 ქვეყანა (ლიტვა, ესტონეთი, ფილიპინები)
5. რაგბი - 3 ქვეყანა (ახალი ზელანდია, ფიჯი, პაპუა ახალი გვინეა)
6. ჰოკეი (ყინულის) - 3 ქვეყანა (კანადა, ფინეთი, ლატვია)
7. არ არის გამოკვეთილი - 20 ქვეყანა (ანდორა, არუბა, ბაჰრეინი, ბერმუდა, ბრუნეი, კაპო ვერდე, კაიმანის კუნძულები, კომოროსი, კვიპროსი, ჰონგ კონგი, ლიხტენშტეინი, მალდივი, მალტა, მავრიტიუსი, მონაკო, ახალი კალედონია, რეუნიონი, სამოა, სოლომონის კუნძულები, ვანუატუ)
8. სხვა - 5 ქვეყანა (ავსტრალია და ავსტრალიური ფეხბურთი), (ირლანდია და გაელიკური ფეხბურთი), (მონღოლეთი და ჭიდაობა), (აშშ და ამერიკული ფეხბურთი), (კამბოჯა და ფრენბურთი)
რუქაზე მწვანე ფერშია ის ქვეყნები, სადაც ფეხბურთია ნომერ პირველი
http://www.targetmap.com/viewer.aspx?reportId=13258 This post has been edited by papaani on 13 Sep 2016, 15:01
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)