ამ დროისთვის ასეთი სიტუაცია არის, ხუან გუაიდო(აშშ-ს მიერ აღიარებული პრეზიდენტი) იმყოფება ლა კარლოტას სამხედრო ბაზაზე(მდებარეობს კარაკასის ცენტრში), მის მხარეს გადავიდა ნაციონალური გვარდიის ნაწილი და მათ შეძლეს სამხედრო მეთაურის ლეონარდო ლოპესის განთავისუფლება, რომელიც იმყოფებოდა პატიმრობაში
ლოპესიც ეხლა ამ ბაზაზე იმყოფება და ხდება ძალების მობილიზება, რომ დაიკავონ სხვა სამთავრობო შენობებიც, გუაიდო მოუწოდებს ყველა სამხედროს მათ მხარეს გადავიდნენ, რადგან მადუროს ხელისუფლება არაკონსტიტუციურია
ოპოზიციის მომხრეები უკვე განლაგდნენ ბაზის გარშემო და ასევე ქალაქის ცენტრალური ქუჩების ბლოკირება დაიწყეს
მეორე მხრივ, მადურომ დაიწყო თავისი ერთგული სამხედრო დანაყოფების და სპეცდანიშნულების ძალების მობილიზება, რათა შტურმით აიღოს ლა კარლოტას ბაზა, მადურომ განაცხადა, რომ ქვეყანაში მიდის სამხედრო არაკონსტიტუციური გადატრიალება, რასაც ძალის გამოყენებით ჩაახშობს
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მადუროს მხარეს ბლომად არიან რუსი დაქირავებული მებრძოლები "ვაგნერი" და შიიტური სამხედრო დაჯგუფება ჰეზბოლას მებრძოლები
ბაზის გარშემო უკვე ისმის სროლის ხმა, სავარაუდოდ უახლოეს მომავალში თუკი სიტუაცია არ დამშვიდდა და კიდევ უფრო ესკალაციაზე წავიდა დაიწყება მძიმე შეტაკებები
ასევე, მადუროს გენშტაბი და სპეცსამსახურები გაძეძგილია რუსი და ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნებით
მოკლედ, მადურო სრულიად გაკოტრებულია და ეხლა რაც უფრო მეტად იფართხალებს, მით უფრო მეტად დაასრულებს
ადამიანი, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ უცხო ქვეყნის მებრძოლებს დაიხმარს და ასროლინებს, ის დამთავრებულია და მხოლოდ დროის საკითხია მისი დამხობა
ეს კი ლინკი, სადაც სინქრონულად იდება ახალი ამბები
https://www.theguardian.com/world/live/2019...erway-live-newsეს კი ლა კარლოტას სამხედრო ბაზა, რომელიც გუაიდოს მომხრეების მთავარი ბაზაა
This post has been edited by DIDGORI-GEO on 30 Apr 2019, 16:20