ვნახე ფილმი და ერთი წუთითაც არ მინანია.
ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა,
როგორც ჩანს ერმალო მაღრაძე კარიერულ მწვერვალს უახლოვდება
ფილმის სიუჟეტი ჩამთრევია და როგორც კი დაიწყებ ყურებას,
შეუძლებელია თვალი მოსწყვიტო.
ზედმეტტად მსახიობების ოსტატობაზე საუბრით არ შეგაწყენთ თავს,
ვინაც ნახა ეს შედევრი, ყველა ხვდება რომ გენიალური ეწოდება.
მუსიკალურ გაფორმებაზეც არ შეგაწყენთ თავს, ფილმს დააკვდა სტინგის, ფრენგ სინატრას და ბერას კომპოზიციები.
განსაკუთრებით ამ უკანასკნელის, როდესა მანქანაში უსმენენ.
ისეთი კადრები იყო აღებული, რომ ერთი გაფიქრება გავიფიქრე, ნესტორ ალმენდროსი ხომ არ არის ოპერატორითქო.
ეს ადამიანი რომ არ გადრაცვლილიყო, ამაში ეჭვსაც ვერ შევიტანდი.
ნამუშევარი უნაკლოა დრამატურგიულად, პერსონაჟების გახსნა, მათი დროულად შემოყვანა და გაყვანა,
ისენი თითქოს + - არიან, ხან მიიზიდებიან, ხანაც - განიზიდებიან.
რამოდენიმე დეტალი, რაზეც გავამახვილებ ყურადღებას,
რაშიც იგრძნობა ბატონი ერმალოს ხედვა და საავტორო კინოს შედევრთა რიცხვში ჩაიწერება ეს ფილმი.
აქ არის ბევრი საკითხი განხილული, რელიგიური, ფალოსოფიური, ოჯახური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური.
ასევე განხილული იყო ინტერნეტ მომხმარებლების გამოხმაურებები, მათ რეჟისორი შურიანებს უწოდებს,
რამეთუ არ შეუძლიათ ჩაწვდნენ ჭეშმარიტებას და ამიტომ ლაფს სცხებენ მას.
ალბათ ეს ყველაფერი გამოწვეულია მისი წინა ნამუშევრის, შვეციის პრინცი იმერეთიდანის კომენტარებიდან გამომდინარე.
კარგად იყო სარწმუნოების საკითხი განხილული, რომ ჩვენ არ უნდა გავცვალოთ ჩვენი სარწმუნოება და ეროვნულობა სხვა ღირებულებებზე.
ასევე ნახსენები იყო ილია მეორე, რომ მისთვის ყოველდღე უნდა ვილოცოთ.
ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო, როდესაც ბატონი ბადრი და ბატონი დავითი ეკლესიაში მიდიან, სანთლებს ანთებენ
და ბატონი დავითი სვამს გამაოგნებელ შეკითხვას: - აქ რატომ მოვედით?
რეჟისორი ამით საფიქრალს გვიტოვებს, რომ ეკლესიაში შესვლისას ეს შეკითხვა თუ დაგებადა, მაშინ კარგი არაფერი მოხდება და იქ არაფერი გესაქმება.
როგორც ვიცით, სწორედ ღმერთთან წინასწარი მონანიების ჯერ არ ჩადენილი, მაგრამ დაგეგმილი ცოდვის გამო მივიდნენ იქ.
საინტერესო იყო დავითისა და ბადრის მაქინაციები, მაგრამ ბოლო აკორდი რაღა თქმა უნდა ბოსტონის ბანკის ფილიალის ძარცვა იყო.
აქ შეიძლება გაჩნდეს კითხვა, თუ რატომ თავიდანვე არ ჩაიდინეს ეს, როდესაც უმუშევრები დარჩნენ, მაგრამ აქ არის ორი მომენტი:
1. დილეტანტები იტყვიან, რომ შემდეგ ფილმი აღარ შედგებოდა. არ თქმა უნდა, ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება.
2. ჩემეული ვერსია კი ასეთია, იმედს ვიტოვებ, ჩემი და ბატონი ერმალოს აზრები აქ ემთხვევა ერთმანეთს:
აქამდე ვერ გაბედეს ამის გაკეთება, მაგრამ ბოლოს უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდათ და ბოლომდე შეტოპეს.
საბოლოოს კი მიიღეს, ის რაც სურდათ. განგება სამართლიანია, ნამდვილად დაიმსახურა ამ ორმა ინტელექტუალმა ტკბილი სიბერე და ბევრი ფული,
მართალია ეს ყველაფერი უკანონო გზით მოიპოვეს, მაგრამ ცხოვრების განვლილი გზით ეს ნამდვილად ეკუთვნოდათ და ვერავინ დამაჯერებს,
რომ ეს ადამიანები დამნაშავეები იყვნენ.
დასკვით, ბანკიდან ფულის გამოტანის ნაწილში, ბანკის მენეჯერად თავად ბატონი ერმალო გვევლინება.
ეს რა თქმა უნდა ალფრედ ჰიჩკოკის გავლენაა, მაგრამ ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ:
მსგავს ხერხს ისეთი დიდი რეჟისორები მიმართავდნენ, როგორებიც ფრანსუა ტრიუფო და კვენტინ ტარანტინოა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია პარკში დადგმული ბრძოლის სცენა, რომლის მასშტაბურობაც შოკისმომგვრელია.
მე არ მახსენდება კინოს ისტორიაში ასეთი მასშტაბის ორთაბრძოლა.
ასევე ცალკე უნდა აღინიშნოს დია დიასემის პერსონაჟი, მასთან ვიზიტი, საუბრები მასონებზე და დეიდასთან ვიზიტი სოფელში.
ფილმში გამოყენებული ტბა, სადაც თევზაობდნენ ულამაზესი გახლდათ. მისმა წარმტაცმა სილამაზემ გამახსენა ჰურონის ტბა (Lake Huron).
გამოსაყოფია ასევე სოციუმის გულგრილობა ამ ადამიანების მიმართ. ისინი მათ პატივს სცემდნენ, უყვარდათ, მაგრამ მათ დასახმარებლად არაფერს აკეთებდნენ, გარდა სუფრაზე დღეგრძელობისა და შეუსრულებელი დაპიპირებებისა, სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი აჩენს განცდას და ფარდას ხდის ყველაფერს, რომ ჩვენს ირგვლივ არსებული საზოგადოება ერთი დიდი ტყუილია. ის კიდევ ერთხელ იქნა ნამხელი, ამჯერად უკვე ზესტაფონელი რეჟისოსი ფილმში.
შეიძლება ბევრი რამ გამომრჩა და თუ ეს აღმოვაჩინე, კიდევ მივუძღვნი ერთ პოსტს.
ხოლო მათ, ვისა ფილმი არ უნახავს, ამას ვეტყვი:
გილოცავთ, წინ დიდი სიამოვნება გელით !!!