Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > მომავალ მშობელთა კლუბი ^^ |
Posted by: s@likun@ 14 Feb 2019, 22:23 |
ჩვენი სია : 7 თებერვალი - კეკე_717- გოგო 21 მარტი - sopo_s - გოგო 25 მარტი - natiacr7 - გოგო 18 აპრილი - *Artless* - ბიჭი 9 მაისი - inertiacreeps11 - გოგო 14 მაისი - Salomea2018 - ბიჭი 23 მაისი - Liliko1 - ბიჭი 1 ივნისი - ukrainka - ბიჭი 11 ივნისი - s@likun@ - ბიჭი 13 ივნისი - an_u_ka - გოგო 22 ივნისი - TeKooo - ბიჭი 25 ივნისი - darling1990 - გოგო 1 ივლისი - სიმბა - ბიჭი 2 ივლისი - Tess - ბიჭი 10 ივლისი - Aniani1995 - გოგო 14 ივლისი - nature - ბიჭი და გოგო 16 ივლისი - rocobarocco - ბიჭი და ბიჭი 17 ივლისი - mariami2525 - ბიჭი და ბიჭი 20 ივლისი - missi_i 29 ივლისი - magi_ 3 აგვისტო - Lucifurr 7 აგვისტო - makarena 20 სექტემბერი - annaanka ყველას მშვიდი ორსულობა და მშობიარობა და ჯამრთელი ბაიები <3 ესეც კალენდარი ^^ წინა თემის ლინკი : https://forum.ge/?f=97&showtopic=35073825&st=1185 |
Posted by: Aniani1995 14 Feb 2019, 22:34 |
ჩემო ღიპუცებო ყველას ორსულობა მშვიდობით მისულიყოს ფინალამდე და ყველას დროულ, ჯანმრთელ პატარებს გისურვებთ♡ უპრობლემო მშობიარობა და არანაირი გართულება ჩვენ♡ |
Posted by: *Artless* 14 Feb 2019, 22:53 |
დაე, ორსულობის 9 თვე ისეთივე სწრაფი ტემპით გავიდეს ბოლოში, როგორიც ამ საღამოს არიან მომავალი დედიკოები ამ თემაში. |
Posted by: tinatinny 14 Feb 2019, 23:02 |
მეც ჩამამატეთ.28 აგვისტოს ველოდები |
Posted by: Lucifurr 15 Feb 2019, 00:15 |
ყველას მარტივ ორსულობა-მშობიარობას გისურვებთ.❤️ ნაკლები გულძმარვითა და ზედმეტი კილოგრამების გარეშე ჩაგვემთავრებინოს ცხრა თვე ❤️ |
Posted by: inertiacreeps11 15 Feb 2019, 01:02 |
გოგოებო, გაზმორვით იზმორებით?:დდ |
Posted by: s@likun@ 15 Feb 2019, 01:30 |
inertiacreeps11 კი ))) და ვამთქნარებთ კიდე ))))) ............. |
Posted by: inertiacreeps11 15 Feb 2019, 09:25 |
s@likun@ მთქნარება არაფერია და გაზმორვაზე მუცელი მეჭიმება |
Posted by: makarena 15 Feb 2019, 09:53 |
ახალი თემა რა კარგია ყველას ვინც პოსტავს, დაპოსტავს და შემოემატება ამ თემას, მშვიბოდიან 9 თვეს და ორსულობას, მშობიარობას და პაწუკას ვუსურვებ რაც შეეხება ამ უზერს Davon გამოვეხმაურები 6 კვირის კი არა, სანამ ეხოზე ცოტა ადამიანს არ გავდა, ვაფშე ვერ ვხვდებოდი რომ ორსულად ვიყავი, ფსიქოლოგიურად გაწითლებულმა ტესტებმა არანაირად არ იმოქმედა ჩემზე. ერთადერთი მოშლის შიში გამიჩნდა რომ ხომ კარგად მივალ 12 კვირამდე და ა.შ. (ირგვლივ გახშირებული მოშლების გამო), აი 11 კვირაზე რომ დავინახე და ფეხები, ხელები, პატარა ადამიანი რომ იყო მუცელში, მაშინ მივხვდი რა ბედნიერებაა. თან სულ ხვანცალებდა და მოძრაობდა. მოკლედ, დამიჯერე ეხოზე რომ ნახავ სულ დაგავიწყდება შენი პრობლემები |
Posted by: tinatinny 15 Feb 2019, 10:16 |
Makarena მეც ეგ ვთქვი, 10 კვირამდე რომ ვიღებდი და ექიმი მაჩვენებდა,ეს თეთრი წერტილიაო,ის წერტილიც ვერ დავინახე და ვერვაღვიქვამდი.აი,10.5 კვირაზე რომ გამოჩნდა ადამიანის ფორმის პატარა ხელებით და ფეხებით და მოძრაობდა,სასწაული იყო. ყველას მშვიდ ორსულობას გისურვებთ♡ |
Posted by: Salomea2018 15 Feb 2019, 10:47 |
ვიყავი მე გოგოებო 26 კვირის ვიზიტზე. ბიჭუნა 1140გრამია,ყველაფერი ნორმაში, ორივე დოპერი, თავის ტვინის შუა არტრრიის და ჭიპლარის არის ნორმა, ყველა სხვა ორგანო ნორმა. ახლა თავისუფლად წავალ საწოლის შესარჩევად. |
Posted by: tinatinny 15 Feb 2019, 10:49 |
Salomea გილოცავ♡ჯანმრთელ ბიჭუნას |
Posted by: anuki-anuki1990 15 Feb 2019, 10:50 |
Salomea2018 რა კარგია, ეხლა გულდამშვიდებული იქნები :* არაფერი ჯობია მაგ შეგრძნებას თითქოს ლოდი გეხსნება საწოლზე სად მიდიხარ? დაწერე რა მერე როგორებია და რა ფასებად |
Posted by: Tess 15 Feb 2019, 10:57 |
Salomea2018 რა კარგია, გილოცავ ჩაუჯექი ეხლა საყიდლებს . |
Posted by: Salomea2018 15 Feb 2019, 11:12 |
დღეს საბაში მივდივარ გოგოებო. სურათებს და ფასებს ჩაგიგდებთ აქ. მატრასებსაც ვიკითხავ. Tess ერთსაწოლიანებსაც ვნახავ. მადლობა ყველას. :* |
Posted by: civilistka 15 Feb 2019, 11:26 |
გამარჯობა. ვინმემ ხომ არ იცით, წითელას მიმართ ანტისხეულების დადგენის ანალიზს (G ფორმა) რომელიმე ლაბორატორია იმავე დღეს აკეთებს? ძალიან სასწრაფოა |
Posted by: Tess 15 Feb 2019, 11:59 |
Salomea2018 რა საყვარელი ხარ civilistka არ ვიცი მაგრამ დარეკეთ ციტოში, ლიმბახში, კიდე რასაც ენდობით იქ და შეიძლება თითონაც დაგაკვალიანონ |
Posted by: makarena 15 Feb 2019, 13:19 |
tinatinny შენ გინდოდა უამიაკო საღებავი როგორც მახსოვს, ეხლა ვიყავი ქალთა ბედნიერებაში და KEUNE საღებავი ვიკითხე უამიაკო, აღმოჩნდა რომ ყიდიან. 52 ლარი ღირს მაგრამ ზოგიერთ ფერზე 30%-იანი ფასდაკლება ქონდათ, ის ფერი რაც მე მინდა იმას ქონდა ფასდაკლება და გამოვიდა 36 ლარად ვიყიდე. თუ ძირებს იღებავ მარტო, 3 შეღებვას ყოფნისო. მე ძაან სქელი თმები მაქვს და 2 შეღებვას მაინც ეყოფა ერთი ფლაკონი. დამატებით 8 ლარი მივეცი შამპუნსა და ბალზამში, რომელიც მარტო შეღებვის დრეს უნდა მოიხმარო. ეგ შენი არჩევანია, შეგიძლია არ იყიდო. |
Posted by: tinatinny 15 Feb 2019, 13:59 |
Makarena, უღრმესი მადლობა♡მე კოენს მივწერე და არ ვყიდითო. |
Posted by: mosiarule 15 Feb 2019, 14:06 |
მეგობრებისათვის ეტლს ხომ ვერ ამარჩევინეთ: https://gigant.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9D-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90/%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98/%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%9A%E1%83%98/ მაგალითად აქ) ფასი 700-800 ლარამდე ალბათ რას მივაქციო ყურადღება? |
Posted by: soposss 15 Feb 2019, 14:10 | ||
ნეოლაბში გავიკეთე მხოლოდ მეორე დღეს მითხრეს პასუხი |
Posted by: makarena 15 Feb 2019, 14:25 |
tinatinny ხო, ქალთა ბედნიერებაშიც მითხრეს, არ ყიდიან ეგენი საღებავსო და იქ შეღებვა 150 ლარი ღირსო ასე, რომ ჯობია შენ თვითონ შეიძინო აგერ 36 ლარად და შეიღებო სახლში. |
Posted by: Salomea2018 15 Feb 2019, 15:17 |
მოკლედ ვიყავი საბაში. მერე ვიყავი ბავშვშვთა სამყაროში. ყველაზე დიდი არჩევანი არის საბაში. ფასები იწყება 140ლარიდან და ადის 1500ლარამდე.მატრასების ფასებიც ხარისხის მიხედვითაა. 110 ლარიდან იწყება. რამოდენიმე სურათი გადავიღე. ავტვირთავ. გამოსაცვლეკი პადების ფასები ზომების მიხედვითაა 85 ლარიდან 100ლარის ჩათვლით ეტლებია უამრავი, ყველა ფასიანი. ეგ რადგან არ უნდა ვიყიდო დიდად არ მითვალიერებია. 650 ღირს ეს. 550 ლარი ყველას მოყვება ლიცენზია. ასევე, მითხრეს რომ ხელოსანს შეგიძლიათ შეუთანხმდეთ და ხის საწოლი შეუკვეთოთ, ყოველგვარი ნორმების დაცვით. ფასი ემატება, არ ეზარებათ ხაროახიანის გაკეთებაო. |
Posted by: natiacr7 15 Feb 2019, 15:53 |
დღეს ექიმთან ვიყავი. წესით მენზით 34 კვირას უნდა ვამთავრებდე მაგრამ ეხომ 36 კვირა დამიწერა ისე გაიზარდა. ნაადრევის მეშინოდა და ეხლა ისე ვარ ექიმის აყვანა უნდა მოვასწრო ორშაბათს |
Posted by: Tess 15 Feb 2019, 15:58 |
Salomea2018 მადლობა სალო, |
Posted by: natiacr7 15 Feb 2019, 15:59 | ||
მე იმდენი ვიარე და სად არ ვიყავი და ბოლოს მაინც მანდ მივედი. თან კომფორტულია ყველაფერს იყიდი ერთ ადგილას. |
Posted by: s@likun@ 15 Feb 2019, 16:04 |
Salomea2018 ძაან ლამაზებია ^^ მეც გავივლი საბაში ცოტა მერე გოგოებო ძაან დავიბენი ვერ გავიგე სერგოს მერე რომელთან მივიდე და ამ სამი ექიმიდან დამიწერეთ რომელია თქვენთვის უკეთესი და ხმათა უმრავლესობით რომელიც გაიმარჯვებს იმასთან წავალ ))) ხეცურიანი ჭიღლაძე შარიქაძე ხვალ ჩავეწერები თორე ამათთანაც დამაგვიანდება მერე |
Posted by: Tess 15 Feb 2019, 16:27 |
s@likun@ ხეცურიანის გარდა, იმ 2-თან ამყოფი ვარ და 2-ვე არგია და ყურადღებიანიც დეტალების მიმართ. ჭიღლაძეს სულ ახალი აპარატი აქვს, 3 კვირის წინ ჩამოუვიდა და ძალიან მაგრად ანახებდა |
Posted by: s@likun@ 15 Feb 2019, 17:45 |
Tess ვა ახალი აპარატი კარგია ^^ სურათებს გატანს? |
Posted by: nature 15 Feb 2019, 17:48 |
s@likun@ სურათებით ხეცურიანს აქებენ და იცი ალბათ, ჭიღლაძესთან თუ მიხვალ 30 - 40 წუთის განმავლობაში დატკები ხეცურიანი და შარიქაძე რამდენი წუთი აკეთებ ეხოს არ ვიცი, მუდმივ კონტროლზე ხარ ეხლა კაი სპეციალისტზე ძაან მგონი ჯობია ან სურათი აარჩიო ან დიდხანს ეკრანზე თვალიერება |
Posted by: google1 15 Feb 2019, 17:48 |
Tess Salomea2018 დღეს ბოთლისთვის შევირბინე კიკოში და დამხვდა სამდღიანი ფასდაკლება 30%. ისეთი ფასები ჰქონდა ყველაფერს, ორი დიდი პარკი ძლივს გამოვათრიე კვირის ჩათვლით აქვთ. სალო, გლდანი მოლშიც გახსნილა კიკოს ფილიალი და საწოლები და მატრასები იქ გვაქვსო. მატრასში მგონი 110 ლარი გადავიხადე. ფასდაკლება საწოლზე და მატრასზე არ ვრცელდებაო. პავლოვის ფილიალი გადასულა იქვე, აქსის ცენტრში, პრენატალის გვერდით. |
Posted by: tamara123456 15 Feb 2019, 17:57 |
17-ჰიდროქსიპროგესტერონი ვინმეს გაქვთ მომატებული? რას გეუბნებათ ექიმი? |
Posted by: s@likun@ 15 Feb 2019, 18:16 |
nature თირკმელი ხო ქონდა წინაზე ოდნავ გადიდებული და ეგ მინდა კარგად ნახონ სურათი კი მინდა კარგი მაგრამ სურათსა და 30 წუთიან ყურებას შორის მეორეს ავირჩევ ^^ მოკლედ წავალ ჭიღლაძესთან |
Posted by: tinatinny 15 Feb 2019, 18:17 |
გოგოებო,დღეს ვიყავი პირველ უფასო ვიზიტზე და შარიწაძესთანაც. ორჯერ გადავიღე ეხო.12.2 კვირა. ორივემ თითმის ერთი და იგივე მითხრა. კისრის ნაოჭი 1.7 ცხვირის ძვალი 1.7.უბრალოდ 10.5 კვირაზე ეკა ბაგრატიონმა რატომ შემაშინა არ ვიცი. იქნებ ვინმეს გამოადგეს ეს ინფორმაცია და არ ინერვიულოს. დროზე ადრე არაა ინფორმატიული და არაზუსტია კისრის ნაოჭის გაზომვა. 10.5ზე მითხრა 2.6 იაო,თუმცა დაამატა,ჩემთვის ვინიშნავო და ზუსტი არააო.ექიმი შეშფოთდა,ასეთ დროს არ უნდა ჩანდესო. დღეს არც ერთს არ გახსენებია ეგ ძველი მონაცემი.ასე რომ,ორსულებო,ნუ ინერვიულებთ თუ ადრე გეტყვიან რამეს კისრის ნაოჭის შესახებ. ბადრიმ მითხრა,მე 3ზე მეტიც მომწონსო და ეგ საერთოდ რა გასაზომიაო. 14 კვირაზე მოსვლა ჯობიაო,ყველა ორგანო კარგად ჩანსო. დღეს ძაან უტრიალა და არ მოეშვა სანამ გული არ დაათვალიერა კარგად. |
Posted by: magi_ 15 Feb 2019, 18:20 | ||
ახალი თემააა inertiacreeps11
სხვათაშორის ყოველდილით ჩემდაუნებურად მემართება გაღვიძებისას რაღაც უცნაურად, ვერ ვხსნი ეხლა ასე მგონია მე და ჩემი პატარა ერთად ვიზმორებითთქო |
Posted by: s@likun@ 15 Feb 2019, 18:22 |
magi_ სად ხარ შენ დაკარგული? გიკითხე წინა თემაში tinatinny 14 ზე როგორ ჩანს ყველა ორგანო ? მაგისთვის 22 ზე გვიბარებენ 14 არაც გამიგია 12-13 კიდრის ნაოჭი მერე 16 და მერე 22 აი 14 პირველად მესმის და ნაოჭი სამის ჩათვლით ნორმაა ასე რომ 2.6 იც არაFერი პრობლემა არ არის |
Posted by: magi_ 15 Feb 2019, 18:25 | ||
s@likun@
გადავაგზავნეთ დეკლარაციები დღეს და ამოვისუნთქე... სამსახურმა გადამიყოლაა... ((( რას შვები შენ შენი ბიჭი როგორაა??? ^_^ |
Posted by: s@likun@ 15 Feb 2019, 18:35 |
magi_ კარგადაა ^^ ცოტა მარცხენა თირკმელი ქონდა გადიდებული და ეგ მაFიქრებს ნუ ბიჭებში მოსულაო სერგომ მაგრამ მაინც :/ ერთი სული მაქვს 26 კვირის გავხდე რო გადავამოწმო შენ ხვალ მიდიხარ ხო? |
Posted by: tinatinny 15 Feb 2019, 18:39 |
ვერ დავიჩემებ ზუსტად ეს სიტყვები-ყველა ორგანო- მითხრა თუ მარტო გულზე. გულს უყურებდა ეგ რო მითხრა,მანკები მინდა გამოვრიცხოო,შეიძლება გულზე თქვა,მაგრამ ფაქტია,მითხრა 14ზე მოსვლა ჯობიაო ვიდრე 12ზე. ექიმები და პაციენტები თუ დამიჯერებენ უკეთესი იქნებაო-ასე მითხრა ზუსტად. 2.6 ნორმაა,ვიცი,მაგრამ ამ ვადაზე სრ უნდა ჩანდესო ექიმმა და რატომ გამოჩნდაო.თუმცა ფაქტია,ახლა 1.7ია ანუ ის 2.6 არაზუსტი იყო. და ბადრიმ მითხრა,რაც მაინტერესებდა,ყველაფერი ვნახეო.16ზე აღარ მოხვიდეო,22ზე დამიბარა |
Posted by: s@likun@ 15 Feb 2019, 18:49 |
tinatinny ჰო არ ვიცი ბადრი მაგრამ კისრის ნაოჭისთვის 14 კვირა დაგვიანებულია ყველა გიბარებს 11-13 კვირის შუალედშI კი 16 არ არის მნიშVნელოვანი მაგრამ 12 ის მერე 22 ჩემთვის ძალიან დიდი შუალედია 22ზე იმიტო დაგიბარა რო მაშინ არის უკვე ჩამოყალიბებული ყველა ორგანო ^^ არც 12 ზე არც 16 ზე არც 20 კვირაზე არ ჩანდა ის რაც 22 კვირაზე გამოჩნდა ასე რომ ყველაFერის ნახვას თავისი დრო აქვს |
Posted by: magi_ 15 Feb 2019, 18:49 | ||
s@likun@ არ ინერვიულო თუ გითხრა სერგომ რომ პრობლემა არაა :* თან ისიც არ გამორიცხო, რომ შეიძლება შეცდა... რადიოლოგებზე რომ იკითხე... შარიქაძეს აქებენ ძაან, ჩემი ყველა მეგობარი და ასევე ფბ ფორუმებზეც. ის კი არა ჩემი მეგობრის პატარას ორივე მარჯვნივ აქვს თირკმელი, ეგეც არაფერიაო... მშვენიერი ბიჭი გააჩინა <3
მე სამშაბათს. ესიგი ერთი სული მაქვს მივიდე, თორე ჩემს გარშემო ყველამ ნახა სიზმარი ზოგმა გოგოა, ზოგმა ბიჭიო |
Posted by: Salomea2018 15 Feb 2019, 18:50 | ||
გუუგლ დიდი მადლობა. დღეს ვეღარ შევძელი ამდენი სიარული და ხვალ მივალ აბა მანდ. :* :* |
Posted by: s@likun@ 15 Feb 2019, 18:54 |
magi_ ჰო კი მითხრა მაგრამ მაინც ვერ ვისვენებ აუ სიზმრები არ თქვა მე დამესიზმრა გოგო მყავდა ჩემს ორ დაქალსაც დაესიზმრათ ვითომ გოგო მყავდა და პირიქით არისო ))))))) ანუ გოგო თუ გესიზმრება ბიჭიაო ))) მე შარიქაძესთან უნდა მივსულიყავი ან სერგოსთან რატომღაც სერგოსთან მივედი და ისე მომეწონა მერე სხვა არც მომდომებია ))) პროსტა ეხლა ვერ ჩავეწერე და მეთქი ბარემ სხვასაც დავტესტავთქო ახალი აპარატურა აქვსო ჭიღლაძეს და მაგასთან მივალ თან სერგოსავით 5 წუთში არ გიშვებსო ))))) დავტკბები ბაიას ყურებით ^^ ისე 100 ღირს ჭიღლაძეც? არ მახსოვს თუ ვიკითხე უკვე ))) |
Posted by: Salomea2018 15 Feb 2019, 18:55 | ||
მეთიპრედს ნიშნავენ მაგაზე ან პრედნიზოლონის ჯგუფის რაიმეს რომ დათრგუნინ იმუნიტრტი და არ გამოძევდეს ნაყოფი. არ ვიცი შენი ისტორია კარგად. |
Posted by: magi_ 15 Feb 2019, 20:03 |
s@likun@ კი , ბუნებრივია რომ მაინც განიცდი. მეც 12 კვირაზე გამოსვლა აღარ მინდოდა რომ ვუყურებდი ჩემს პატარას))) ისე საყვარლად ეძინა))) ანუ სერგო 5 წუთსში გამომიშვებს?? ეხლა როდის გიწევს მისვლა ეხოზე?? მე არაფერი დამსიზმრებია წარმოდგენა არცმაქვს რომელი მყავს მუცელში))) შეგრძნების დონეზეც კი ვერაფერს ვგრძნობ. უბრალოდ მჟავეები მინდა უაზროდ ეს თუ რამეს ნიშნავს. ნაზი ორსულოც არ ვარ სულ კაცური, ხორციანი კერძები მინდა |
Posted by: nature 15 Feb 2019, 20:24 | ||
s@likun@
არაა დაგვიანებული. 12 დან 14 მდე შეილება, ასე მაქვს წაკითხული მე ასე ვიცი ჭიღლაძესთან 60 ლარი ღირს. ახალაპარატურაზე ინფორმაცია არ მაქვს იმედია არც ფასები შეცვლილა და არც ეხოსკოპიის დროის ხანგრძლივობა * * * missi_i როგორ ხარ? გუშინ უნდა ყოფილიყავი ეხოზე. ხო ყველაფერი კარგად გაქვს? * * * 21 მარტი - sopo_s - გოგო 25 მარტი - natiacr7 - გოგო 18 აპრილი - *Artless* - ბიჭი 9 მაისი - inertiacreeps11 - გოგო 14 მაისი - Salomea2018 - ბიჭი 23 მაისი - Liliko1 - ბიჭი 1 ივნისი - ukrainka - ბიჭი 11 ივნისი - s@likun@ - ბიჭი 13 ივნისი - an_u_ka - გოგო 22 ივნისი - TeKooo - ბიჭი 25 ივნისი - darling1990 - გოგო 1 ივლისი - სიმბა - ბიჭი 2 ივლისი - Tess - ბიჭი 10 ივლისი - Aniani1995 - გოგო 14 ივლისი - nature - ბიჭი და გოგო 16 ივლისი - rocobarocco - ბიჭი და ბიჭი 17 ივლისი - mariami2525 - ბიჭი და ბიჭი 20 ივლისი - missi_i 29 ივლისი - magi_ 3 აგვისტო - Lucifurr 7 აგვისტო - makarena 20 სექტემბერი - annaanka 28 აგვისტო - tinatinny * * * კეკე_717 როგორ ხარ? სავარაუდოდ იმშობიარე და არ გამინაწყენდები სიიდან რომ ამოგიღე იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გაქვს და შენი დაკარგვა მოუცლელობის ბრალია <3 |
Posted by: inertiacreeps11 15 Feb 2019, 21:32 |
magi_ ზუსტად ეგრე ვარ... თან ცხოვრებაში როარ გამიკეთებია ისე ვიზმორები, სიგრძეში :დდდდ |
Posted by: s@likun@ 15 Feb 2019, 21:33 |
magi_ მე არაFერი არ მინდებოდა ))) პიკული დაორსულებამდე მიყვარდა მერე არ მომწონდა )))) ხორცებს ნუ ძალით ვჭამ მაგრამ კი მყავს კაცი)))) გოგო 26 კვირაზე მიწევს მარტის დასაწყისსში ^^ nature მე სადაც წამიკითხავს ყველგან წერია 11-13 აუ 60 რა კაია ხვალვე დავრეკავ ^^ |
Posted by: tinatinny 15 Feb 2019, 21:40 |
გოგოებო,საორსულო ტანსაცმელს სად ყიდულობთ? პრეგნაქეაში წავალ კვირას,მაგრამ არა მგონია დიდი არჩევანი იყოს. მოტმასნილი შარვლები და მუხლსზემოთ კაბები რო არ იყოს,ეგეთი თუ შეგხვედრიათ სადმე?იმათ ვერ ვიხდენ |
Posted by: magi_ 15 Feb 2019, 21:41 | ||
inertiacreeps11 ჰაჰაა აშკარად გვაიძულებენ მაგ მოძრაობის გაკეთებას. :დდ s@likun@ ნუ გოგო თუ მყავს კარგი გურმანი იქნება და ეგაა :დ
კარგად ექნება ყველაფერი შეიძლება აღარც გამოჩნდეს გადიდება:* გოგოებო ნაქსოვი ტანსაცმელი ვნახე ისეთI სიყვარულობა იყო. დედას ჩავუყარე ფოტოები ყველა უნდა მოვაქსოვინო. ჯერ სქესი გავიგო ოღონდ))) |
Posted by: mariami2525 15 Feb 2019, 21:54 |
ტანსაცმელი არაფერი არ მაქვს და ვერც ვყიდულობ რა უბედურებაა რამე ნორმალური მაღაზია არ უნდა იყოს? |
Posted by: an_u_ka 15 Feb 2019, 22:18 |
Gოგოებო პრენატალში მეძუძური დედების ლიფები 14 ლარად ვიყიდე ძალიან რბილია და მართლა კარგი ხარისხია |
Posted by: *Artless* 15 Feb 2019, 22:55 |
კეგელის ვარჯიშების შესახებ თუ გაგიგიათ რამე და რომელიმე თქვენგანი თუ ვარჯიშობს/აპირებს ვარჯიშს? |
Posted by: inertiacreeps11 15 Feb 2019, 23:51 |
გოგოებო, ატროფიული გასტრიტი გქონიათ ვინმეს ან თქვენს ახლობელს ვინმეს? ან კუჭის პოლიპები... დედაჩემს სჭირს და ძაან ვნერვიულობ... |
Posted by: Liliko1 15 Feb 2019, 23:59 |
mariami2525 ნექსთი, მაზერქეა რავი იმდენია * * * მე აღარ ვარ საქართველიში და ვითომ აღარ ვაპირებდი ყიდვას მაგრამ ისეთი რაღაცეებია აკ ვერ მოვითმინეეე |
Posted by: missi_i 16 Feb 2019, 00:12 |
nature კი, კარგად ვარ, ვიყავი გუშინ, ყველაფერი კარგად არის ექოზე, ბიჭი და ბიჭი ეხლა ბადრიზე რაღაც უნდა ვთქვა, მაგრამ არ დამაყაროთ გუშინ ვიყავი პირველად ბადრისთან, დიდად არ აღვფრთოვანდი, ცოდნა რათქმაუნდა აქვს,არავინ ამბობს,მაგრამ არც აპარატი უვარგა დიდად და თან სულ რაღაცნაირი ოხვრით მიკეთა ეს ეხო, ტყუპები მეტად ძნელიაო,თითებზე დაიტანჯა რომ ვერ თვლიდა და ისე წუხდებოდა ბოლოს ვუთხარი იყოს რომ არ დაითვალოთთქო, შევწუხდი უკვე რომ შეწუხდა, მისვა იმდენი ხანი, ხან ის მუცელზე მიბრაგუნა,რომ ბავში ალბათ შეტტრიალებულიყო,მოკლედ დამეჭიმა მერე ეს მუცელი რომ წამოვედი.. ერთი სული მქონდა როდის ავდგებოდი,რაღაც ვერ იყო ხასიათზე თუ რავი, თან დილით ვიყავი, აასე ადრე დაღლილი იქნებოდა? ყოველშემთხვევაში პაციენტმა ეგ არ უნდა იგრძნოს,არადა სულ სხვა განწყობით მივდიოდი, არცერთგან მასეთი სიტუაცია არ მქონია სადაც კი ვყოფილვარ, ეს გოგოებო უბრალოდ ჩემი აზრია,მაგარმ რომ არ მეთქვა ვერ მოვითმინე გუშინ გავიკეთე ანალიზები და დღეს ექიმმა დამირეკა დ დიმერი აწეული გაქვსო, იცის ტყუპებშიო და კლექსანი დამინიშნა 0,4 იანი, კარდიოასპირინი კი შევცვალე კარდიომაგნილით, კოაგულოგრამა ცუდი არ მქონდა, თუმცა ამის მიუხედავად დ დიმერი აწეული იყო ბევრად.. მერე წავიკითხე (პირველად გავიკეთე მაგის ანალიზი) და დ დიმერი ჩვენებს თრომბების წარმოქმნას ორგანიზმშიო და გული გადამიტრიალდა, მეშინია, ეს თრომბები რა უბედურებაა, ვინმეს თუ აქვს ამაზე გამოცდილება დაწერეთ რა.. რომ უნდა იყოს 1300 ნაკლები მე მაქვს 6000 მდე, მიშველისეს კლექსანი 0,4 იანი? და გემოგლობინი ცოტა დაბალი და მაგაზე გავიდა ფერუმი დამინიშნა. აქ ტყუპები ვინც ხართ და არატყუპებიც არავის გაგიკეთებიათ დ დიმერი? |
Posted by: mariami2525 16 Feb 2019, 00:20 |
Liliko1 ჩემი ზომა არაფერი არაა არსად..მთელი დღე ხარისხიან კალგოტკას ვეძებდი და 70 კილოზე ნაკლები არსად არ იყო...მერე ვიყიდე ეგ სხვა გზა არ მქონდა |
Posted by: Liliko1 16 Feb 2019, 00:23 |
უიი შენზე ამბობ?)) მეთქი ბაიაზე, ჰ&მ ში ნახე აბა, ორსულებში * * * missi_i ჰო აი მინდა მეთქვა მეც. კი მომეწონა ძალიან უშალოა გელაპარაკება მარა აი ძაან ჩასჩიჩინებს ორი საათი რააა, მეც კი დავიძაბე. მერე ვკითხე ფილტვის არტერიაზე რაღაც და სიმართლე გიხრა არ ჩანსო)) გადავირიე |
Posted by: mariami2525 16 Feb 2019, 00:28 |
Liliko1 აჰაჰა ხოოო გამწარებული ვარ ტანსაცმელს ვერ ვყიდულობ...ჰ&მ არ მინახია შევივლი აბა |
Posted by: missi_i 16 Feb 2019, 00:29 |
Liliko1 წლების წინ ხეცურიანთან ვიკეთებდი ხოლმე და იმდენად მარტივად და კარგად მიკეთებდა ახლა ეს ბადრის ჩალიჩი უკვე საშინლად მომეჩვენა, ისევ სერგოსთან წავალ ალბათ, ხეცურიანი ნამეტანი შორსაა * * * ჰო კიდევ, ბადრი სქესის გამოცნობაში როგორია არასოდეს შეშლია ? |
Posted by: Liliko1 16 Feb 2019, 01:16 |
missi_i ხეცურიანი მე მომწონს ძალიან სერგოც. ბადრი არ ვიცი სქესზე , ვფიქრობ არ უნდა შეეშალოს |
Posted by: Salomea2018 16 Feb 2019, 07:54 |
მე საორსულე ბევრი ტანსაცმელი არ მიყიდია, ზამთარი და ვირუსები დამემთხვა და დიდად თავს არ ვიწუხებდი სადმე გასვლით. ჰმში ზედები და ჯინსი, ვაიკიკიში სპორტულები სახლისთვის. სხვათა შორის, უბრალოდ ზომით დიდი ზედები ვიყიდე კიდე და ეგაა. |
Posted by: tinatinny 16 Feb 2019, 08:32 |
Missi მეც გუშინ ვიყავი ბადრისთან. უხასიათოდ იყო,ვიფიქრე,დღის ბოლოა და დაიღალათქო. შეიძლება არ იყო კარგად,რავი.კი ბუზღუნებდა და ბავშვს უკაკუნა. მაგრამ ის მომეწონა,რომ სანამ გული არ ნახა,არ გამისვა არაფრით. არა უშავს მეთქი და არაო,აუცილებლად უნდა ვნახოო. მეც არ მომეწონა წუწუნი, მაგრამ ეტყობა გუშინ ცუდი დღე ჰქონდა,რავი,ყველა დადებითად ახასიათებს. ყოველ შემთხვევაში, დამსვიდებული წამოვედი,რომ ბავშვს ყველაფერი შეუმოწმა, რაც შესაძლებელი იყო იმ წუთიათვის.12.5 კვირის ვარ და 90%გოგოაო.ვნახოთ,აბა * * * დ დიმერი გავიკეთე დასაწყისში და ნორმაში მქოდა,ჩემმა გინეკოლოგმა მომთხოვა. ეს კონსულტაციის ექიმი არაფერს არ მთხოვს დამატებითს,მარტო გეგმიური ანალიზები. ფოლიუმიც აღარ დალიოო,ცოტა მიკვირს,ძალიან მინიმალისტია,არადა ასე არაა ხოლმე, სულ რაღაც ანალიზებს და წამლებს გინიშნავენ ექიმები ძირითადად კეგელის ვარჯიშების კეთება მეც მინდა,მაგრამ რაღაც მერთულა ცოტა,აღწერა რომ წავიკითხე.კარგი იქნება ისე,რომ ვაკეთოთ |
Posted by: sesilia28 16 Feb 2019, 09:43 |
missi_i კლექსანი და კარდიომაგნილი ზუსტად მაგისთვისაა, არ ინერვიულო მაგაზე. ისე თუ გინდა ჰემატოლოგთანაც გაიარე კონსულტაცია, როგორც ვიცი დ დიმერზე განგაშს არ ტეხენ. კლექსანს მეც ვიკეთებ 0,4-ს, ანალიზები კი მაქვს წესრიგში მაგრამ მაინც, ანამნეზიდ გამო. ავერსში ვყიდულობ 3მგ ფლაკონს და ინსულინის შპრიცით ამომაქვს, უფრო იაფი ჯდება ვიდრე მზა ნემსები |
Posted by: missi_i 16 Feb 2019, 09:58 |
sesilia28 14 ლარი ღირს ერთი ნემსი კლექსანი,3 წლის წინ მგონი 8 ლარი ღირდა,გავგიჟდი რა ამბავია,მაგრამ რას ვიზამ როცა საჭიროა. 3 მგ ფლაკონი რა ღირს,რამდენი გაკეთება გამოვა ნეტა და სადაურია? კი მაგისთვისაა მაგრამ სანამ ბევრს არ გავიკეთებ მანამდე მეშინია,ძალიან მომატებული არაა? მგონი არის,თორემ ექიმი სასწრაფოდ თვითონ არ დამირეკავდა,მაგან შემაშინა,არადა კი მითხრა ტყუპებზე იცის აწევაო ასეო,თრომბი თუ რამეა ორგანიზმში ამ ნემსებით დაიშლება? თუ ეს ნემსი რას აკეთებს? |
Posted by: taknatuna 16 Feb 2019, 09:59 |
sesilia28 როგორ მიხარია ყველაფერი რომ კარგად გაქვს. სქესი გაიგე? |
Posted by: missi_i 16 Feb 2019, 10:00 |
tinatinny აი ზუსტად იგივენაირად იქცეოდა,როგორც თქვენც დაწერეთ,გოგოებისგან სულ კარგი მესმოდა და მაინტერესებდა ძალიან ,მაგიტომ წავედი.შეიძლება ეს დღეები არაა კარგად. შემდგეგში ალბათ ისევ სერგოსთან წავალ |
Posted by: *Artless* 16 Feb 2019, 10:29 | ||
უჰ, გამოიღვიძა და მსუბუქად ატყაპუნდა. ხანდახან მიწისძვრებს მიწყობს ხოლმე. tinatinny
მე არსს ვერ ჩავწვდი. ანუ კონკრეტულად როგორ უნდა ვივარჯიშოთ. ქართულად ვნახე მარტო ერთი რამდენიმე წინადადებიანი სტატიის მაგვარი ტექსტი. მერე გერმანულად ვცდი. იუთუბზეც მოვიძიებ. |
Posted by: google1 16 Feb 2019, 11:29 |
missi_i კლეწსანზე ორჯერ იაფია ფრსქსიპარინი და იგივე მოქმედება აქვს, ჰკითხე და ჩაანაცვლებინე. ჩემი ჰემატოლოგი სულ მიმეორებდა, რომ იგივეა და ტყუილად ვიხდიდი ერთ ნემს კლექსანში 20 ლარს 11 თვე დამჭირდა შეუწყვეტლად. არაფერი საშიში არაა, მეც მქონდა დე დიმერი მომატებული. მაგრამ მერე აღარც გაუზომავს ექიმს, ალბათ წამლის ფონზე არ იყო მნიშვნელოვანი. თრომბოციტები უფრო მნიშვნელოვანია რომ მაღალი არ იყოს და კოაგულოგრამა. ანტი Xa ფაქტორის გადამოწმებაზე ჰკითხე. |
Posted by: sesilia28 16 Feb 2019, 11:43 |
missi_i ფასდაკლების დღეს 45 ლარი ღირს და 7 გაკეთება გამოდის 0,4 დოზა. იგივე ფირმისაა ეგეც რაც მზა ნემსები. აი გუგლმა ჩემზე უკეთ იცის და იქნებ ექიმს დაეკითხო ფრაქსიპარინზეც. taknatuna მადლობა საყვარელო, როგორ ხართ თქვენ? ხეცურიანმა სქესი არ მითხრა, ნუ არც მე მიკითხავს ამ აკრძალვების გამო მაგრამ სურათი ისეთი გამომატანა ბიჭია :-) |
Posted by: missi_i 16 Feb 2019, 11:52 |
google1 თავიდან ორსულობის დასაწყისში ფრაქსიპარინი მქონდა დანიშნული, მერე დაახლოებით 9 კვირიდან მომიხსნა თუ უფრო ადრე და დამინიშნა კარდიომაგნილი, ახლა სხვა ექიმთან ვარ,კოაგულოგრაამა არც ეხლაა ცუდი,თრომბოციტები კოაგულოგრამაში არ შედის თუ ცალკე კეეთდება მაგაზეც ანალიზი? კი ვკითხავ ფრაქსიპარინზე რომ მივალ და ანტი იქს ეიზე,მადლობა. sesilia28 მადლობა ინფორმაციისთვის |
Posted by: tinatinny 16 Feb 2019, 12:10 |
Missi ხო,აშკარად ვერ იყო კარგად,ალბათ გადაიღალა,დასვენება სჭირდება) Artless ხო,ვერც მე გავიგე კარგად,როგორ უნდა გაკეთდეს.არადა საჭირო და კარგია,რომ კუნთები არ მოდუნდეს. ხანშიშესულებსაც ურჩევენ შარდის შეუკავებლობის დროს |
Posted by: maaari2003 16 Feb 2019, 12:31 |
s@likun@ მე ალბათ აქ პოსტებით პასიურობსი გამო აღარ ვარ სიაში 7 აპრილი - გოგო :* |
Posted by: google1 16 Feb 2019, 13:03 |
missi_i ვინ არის შენი ექიმი? ვფიქრობ მსგავსი პრობლემა ჰემატოლოგმა უნდა მართოს, თუმცა გინეკოლოგი თუ გამოცდილია, შეძლებს. ანტი მეათე ფაქტორი, ასე ქვია. კლექსანის სწორი დოზის შერჩევა ამ კვლევის მიხედვით ხდება, თუმცა ყველა არ იყენებს. თრომბოციტები სისხლის საერთოში შედის, ნახე ბოლოს რამდენი გიწერია და ნორმა რა არის. თუმცა ჩემთან თრომბოციტები ყოველთვის ნორმა იყო ყველა ლაბორატორიაში და თვალით დათვლისას საკმაოდ მაღალი, შეწებებული ფორმები მქონია, რასაც აპარატი ვერ ხედავს. კლინიკა ჰემაში აკეთებენ ამ მეთოდით. |
Posted by: Liliko1 16 Feb 2019, 13:30 |
tinatinny აუუუ))) უკაკუნაზე გადავყირავდი))))) |
Posted by: tinatinny 16 Feb 2019, 13:53 |
უკაკუნა რბილად ნათქვამია,მერე ნჯღევაზე გადავიდა) |
Posted by: Liliko1 16 Feb 2019, 15:09 |
tinatinny ჰო აი რაღაცაირად გიკეთებს ეხოს არა?) კი ძალიან კარგი კაცია უშუალო თითქოს შენი ძმაკაცია)) მარა მეც მაჯანჯგარა))) |
Posted by: nature 16 Feb 2019, 15:13 | ||||
missi_i მე დე დიმერი 12 კვირაზე გავიკეთე და ნორმაში მქონდა, ეხლა არ ვიცი რა ხდება.
16 კვირაზე სქესში შეცდომა ძაან დიდი იშვიათობაა. გოგოც გინდოდა? * * * 21 მარტი - sopo_s - გოგო 25 მარტი - natiacr7 - გოგო 7 აპრილი - maaari2003 - გოგო 18 აპრილი - *Artless* - ბიჭი 9 მაისი - inertiacreeps11 - გოგო 14 მაისი - Salomea2018 - ბიჭი 23 მაისი - Liliko1 - ბიჭი 1 ივნისი - ukrainka - ბიჭი 11 ივნისი - s@likun@ - ბიჭი 13 ივნისი - an_u_ka - გოგო 22 ივნისი - TeKooo - ბიჭი 25 ივნისი - darling1990 - გოგო 1 ივლისი - სიმბა - ბიჭი 2 ივლისი - Tess - ბიჭი 10 ივლისი - Aniani1995 - გოგო 14 ივლისი - nature - ბიჭი და გოგო 16 ივლისი - rocobarocco - ბიჭი და ბიჭი 17 ივლისი - mariami2525 - ბიჭი და ბიჭი 20 ივლისი - missi_i - ბიჭი და ბიჭი 29 ივლისი - magi_ 3 აგვისტო - Lucifurr 7 აგვისტო - makarena 25 - აგვისტო - sesilia28 - ბიჭი 28 აგვისტო - tinatinny 20 სექტემბერი - annaanka * * * ოთხნი ვართ ტყუპებზე და ოთხივე ივლისში 1 კვირის მიყოლებით * * * sesilia28
შენით სქესს მიხვდე ძალიან ძნელია, რადგან არაა დასრულებული სასქესო ორგანო ამ ვადაზე და ძალიან გავს ერთმანეთს. დახრილობის კუთხით იგებენ, როგორც წამიკითხავს. (მშობიარობის თარიღი სავარაუდოდ ჩაგიწერე მითხარი და ჩავასწორებ) |
Posted by: sesilia28 16 Feb 2019, 15:45 |
nature არა 4დ ფოტოა და კარგად ჩანს, მშობიარობის თარიღი იყოს ეგრე, ხან რას მეუბნებიან ხან რას :-) |
Posted by: tinatinny 16 Feb 2019, 15:51 |
არც მე მეტყოდა სქესს,მაგრამ ჩემი და მახლდა და უთხრა,გოგოაო,ხო? ბადრიმ უპასუხა, საიდან იცითო) მერე თქვა,90%პროცენტი გოგოაო |
Posted by: s@likun@ 16 Feb 2019, 16:20 |
maaari2003 უი არ ვიცი მე არ მაბარია სია და ბოლოს რა სიაც იყო ის დავაკოპირე natureს მიწერე და ჩაგამატებს ^^ |
Posted by: nature 16 Feb 2019, 16:30 |
s@likun@ ჩამატებულია უკვე მიდევს ახალი სია |
Posted by: s@likun@ 16 Feb 2019, 16:32 |
ვრეკავ ეხლა ჭიღლაძესთან და არ მპასუხობენ :შ შაბათს ვერ ჩავეწერები ?? |
Posted by: rocobarocco 16 Feb 2019, 16:38 | ||
შაბათს მოკლე დღეა, დაასრულეს ალბათ, ორშაბათს დარეკე, ან ცოცხალი რიგით მიდი, ოთხშაბათიდან 6 მარტამდე შვებულებაში არიან |
Posted by: s@likun@ 16 Feb 2019, 16:40 | ||
rocobarocco
აუ :შ 5ში მინდოდა :შ ექვსში გამოდიან ?? არაუშავს ერთი დღე მივალ ექვსში ორშაბათს რო დავრეკო ხო ჩამწერენ 6 მარტს ?? |
Posted by: an_u_ka 16 Feb 2019, 17:40 |
missi_i კლექსანი და ფრაქსიპარინი ზუსტად ერთი და იგივეა ფასში საკმაო სხვაობაა შეგიძლია ფრაქსიპარინი იყიდო სისხლს ათხელებს მე არ მჭირდებოდა და წონის გამო ძალიან ცნობილმა გინეკოლოგმა ანალიზის გარეშე დამინიშმა თან 0.6 იანი 2 კვირაში კონსულტაციის ექიმმა დ დიმერი გამაკეთებინა და სასწრაფოდ მომახსნევინა მაგრამ მაინც ვიწვნიე შედეგი ხელი გამეჭრა და ზუსტად ნახევარი დღე ვერ შევიჩერე სისხლი. არადა შეიძლებოდა სისხლდენა დამწყებოდა |
Posted by: Liliko1 16 Feb 2019, 17:59 |
Gოგოებო 26 კვირა მერამდენე თვეა? ზოგან წერია ზუსტი 6 თვეო, ზოგან 6 თვე ნახეარიო , ვერ გავიგე |
Posted by: inertiacreeps11 16 Feb 2019, 18:05 |
Liliko1 მე6 თვის დასასრულია და გადადიხარ მე7ში |
Posted by: Liliko1 16 Feb 2019, 18:07 |
inertiacreeps11 ჰოოო ძალიან დამბნეველიაააა) |
Posted by: inertiacreeps11 16 Feb 2019, 18:07 |
მკერდზე რაღაც ფუფხივით მადევს და ბანაობის დროსაც არ მშორდება:/// რა არის ეს? აი გამხმარია თითქოს თავები და აქერცლილი. ასე უნდა იყოს? |
Posted by: taknatuna 16 Feb 2019, 18:09 |
sesilia28 ჩვენ კარგად ძალიან. უკვე 2.5 თვისაა . ისე მალე გადის დროოოო. მსობიარობოს მიახლოებითი ტარიღი იცოდე მტავარია და დალსე დაიკიდე. აგერ მე 18 დეკემბერდ ველოდებოდი და 16 დღიტ ადრე გაჩნდა. რა მოუნდება შენს ცუნცულას რას გაიგებს კაცი ისე მე სულ 18ს მეიბნებოდნენ ყველა ეხოზე. |
Posted by: Salomea2018 16 Feb 2019, 18:09 | ||
26.1ზე დავიწყეთ მე7. მანდ ხომ არ იყავი ექიმთან? რამე სიახლე ხომ არ გითხრეს. |
Posted by: Liliko1 16 Feb 2019, 18:09 |
inertiacreeps11 ვეე გეტყვი არ მაქვს მე, ალბათ ზოგს ასე აქვს, წერდნენ სადღაც ამ დროს უკვე გამონადენიც კი იცისო და მე არაფერი მაქვს. ვინმეს აქვს? |
Posted by: taknatuna 16 Feb 2019, 18:10 |
inertiacreeps11 ეგრე მქონდა მეც და ვიცლიდი და მერე დამატენიანებეკს ვისვამდი. მგონი გამომშრალი კანოს ბრალია |
Posted by: Salomea2018 16 Feb 2019, 18:12 | ||
მე დამეწყო რამოდენიმე დღეა, ძალიან მტკიბდება, თავები მითეთრდება მომენტალურად და მერე მასე ფუფხივით უკეთდება. ექიმმა გუშინ დამინიშნა ბეპანტენი და ძალიან მიშველა აშკარად. დღეს შეღავათი მაქვს. |
Posted by: rocobarocco 16 Feb 2019, 18:14 | ||||
კი, ჩაგწერენ ადგილი თუ იქნება, მაგრამ მეეჭვება ადგილი იყოს |
Posted by: Liliko1 16 Feb 2019, 18:15 |
Salomea2018 აჰააა იასნა) 26 და 3 დღის ვარ ან 2 დღის. კი მე წამოვედი უკვე და დამეხვივნენ თავს, გუშინ მედამ უკვე ექიმს შემახვედრა , ექიმმა სამშაბათს დამიიშნა ეხოსკოპია რაღაც განსაკუთრებული ) არ ვიცი ზუსტად , სავარაუდოდ ბევრი ექიმი ნახვს რა ხდება. მერე დიდ ჰოსპიტალში უკვე ექიმები მნახავენ და გადაწყვეტენ სად და როგორ მამშობიარონ, ნუ სადაც უკეთესია იქო როგორც მთხრეს, გაოგნებული ვარ, ჯერ ექიმის მიდგომა და საუბარი, დამშვიდება და იმის თქმა რომ - ჩვენ ყველაფერს საუჯეთესოს გაგიკეთებთ არ ინერვიულოთ! ეს ყვლაფერი უკაპიკოდ. |
Posted by: inertiacreeps11 16 Feb 2019, 18:19 |
Liliko1 გამონადენი არ მაქვს ნაღდად... თეთრადშლა მაქვს ჩვეულებრივად როგორც ყოველთვის :// |
Posted by: google1 16 Feb 2019, 18:20 |
Liliko1 რა ბედნიერებაა როცა წინასწარ იცი პატარასთვის ყველაფერი გაკეთდება :* |
Posted by: Liliko1 16 Feb 2019, 18:20 |
ანუ შენნ თავს არაფრით არ იტკივებ, თავად გეგმავენ ყველაფერს |
Posted by: inertiacreeps11 16 Feb 2019, 18:21 |
Salomea2018 უი ტკივილით არ მტკივა.ნუ დისკომფორტს კი ვგრძნობ... ისე ფრჩხილით რომ ავაძრო ძვრება.. მარა ვერვკიდებ ხელს მეშინია :დდ ეტყობა ასე უნდა იყოს... |
Posted by: Liliko1 16 Feb 2019, 18:22 |
google1 კი მადლობა ღმერთს აქ ვარ , მანდ თავი მქონდა ახდილი ჯერ ფულის ხარჯვით მერე ჩემთ ვერ ვიგებდი სად წავსულიყავი. რა ძალიან დაუცველები ვართ * * * inertiacreeps11 inertiacreeps11 არა მკერდის თავიდან გამოსდით რაღაცო მაგაზე ვამბობ, ხსენი?!... |
Posted by: Salomea2018 16 Feb 2019, 18:28 |
Liliko1 აქ აბა რამდენი გამოგტყუონ და გული როგორ გიხეთქონ იმაზე არიან გადასულები რასაც ვაკვირდები რაა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმის საუბარსაც კი. და რაც მთავარია, დაცულად რომ გრძნობ თავს და ამაში არაფერს იხდი... ყველაფერი იქნება მაგრად! |
Posted by: Liliko1 16 Feb 2019, 18:32 |
Salomea2018 ზუსტად მასეა( ხოდა აი რავიცი, იმდენი ბავშვი ვიცი უკვე მანკიანი და თითოეულის ისტორია, ორი ვიცი ზუსტად ანალოგიურით 8 თვისები არიან ჯერ ოპერაცია არ გაუკეთებიათ მალე გაიკეთებენ, მსნამდე დაიბადნენ ჩვეულებრივად და არიან სრულიად ჩვეულებრივად. გაიხარე ❤️ |
Posted by: mariami2525 16 Feb 2019, 18:37 |
გოგოებო ვინც ტყუპებს ელოდებით როდის უნდა მივიდეთ ექიმთან ვინც გადაწყვეტს როდის და როგორი იქნება მშობიარობა? მე მკაცრად მაქვს გადაწყვეტილი საკეისრო რაც არ უნდა მითხრას გაგუამ |
Posted by: nature 16 Feb 2019, 18:44 | ||
Liliko1
თვეებს მე ციკლის რიცხვით ვითვლი. მაგალითად 5 თვის 21,5 კვირაზე გავხდი. 6 თვის ზუსტად 26 კვირაზე და 30,2 კვირის ვიქნები 7 თვის. |
Posted by: missi_i 16 Feb 2019, 18:54 |
google1 ვითონ თრომბოციტები ნორმაში მაქვს 150-400 დან მე მაქვს 224, ორ კვირაში მივალ, ანალიზსაც გავიკეთებ და ვნახოთ,ვიცი რომ თუ რამე სერიოზულია ჰემატოლოგთანაც გაუშვია პაციენტები |
Posted by: Liliko1 16 Feb 2019, 19:17 |
nature გაიხარე, ნუ გოგოებმაც დაახლოებით ასე თქვეს, ისე ათი დღის წინ გინეკოლოგს ვკითხე 6 თვის და 1 კვირის ხარო,ეტყობა ყველა სხვადასხვანაირად თვლის * * * არადა ინტრნეტში წერია 7 თვეში გადასვლაა.. |
Posted by: Aniani1995 16 Feb 2019, 19:22 |
nature 21,5 კვირის როგორ ხარ? მე 10ში მიწერია მშობიარობა და შენ 14ში. მე 20 კვირის ვხდები 19ში და 1 კვირაზე მეტით როგორ ხარ წინ? |
Posted by: rocobarocco 16 Feb 2019, 19:28 | ||
* * *
არ გვეტყვის ექიმი? ჯერ მგონი ადრეა, ასე 7 თვის მერე ვფიქრობ მე, მეც საკეისრო მაქვს გადაწყვეტილი აუცლებლად |
Posted by: makarena 16 Feb 2019, 20:31 |
Salomea2018 სალო პრენატალში უნდა გავსულიყვი დღეს და საორსულე ტანსაცმელზე მხოლოდ xs გვაქვსო. ასე რომ აღარ წავედი |
Posted by: Salomea2018 16 Feb 2019, 20:49 | ||
მადლობაა. აუფ ნეტა ის ორსული მანახა xs რომ რჩება ზომაში. აი ჩემს ნივთებზე რომ დავიწყებ სიარულს, დავწერ სად რა არის. ისე ყველამ დაწერეთ ხოლმე რომ ვიცოდეთ სად რას მივადგეთ. მე პირადად ბევრი სიარული მიჭირს. ხერხემლის პრობლემა მაქვს. |
Posted by: mariami2525 16 Feb 2019, 20:50 |
rocobarocco რავიცი ტყუპები ადრე იბადებიანო და მეშინია სასტიკად...თან უარი თუ მითხრა გაგუამ სხვასთან უნდა წავიდე კიდე...ამ ბოლო დროს მაგრად ჭედავენ საკეისროზეო * * * Salomea2018 მე ვარ იქსესი და ვერსად ვერაფერი ვერ ვნახე სულ იქსელებია ყველგან |
Posted by: Salomea2018 16 Feb 2019, 20:55 |
mariami2525 მოკლედ ჩემს დას ყავს ტყუპები. იმდენად უპრობლემო იყო, თავისით აპირებდა გაჩენას, თუმცა 34 კვირაზე რომ მივიდა და ანალიზები ჩააბარა, შარდში გამოჩნდა დიდი რაოდენობით ცილა. 3 დღე გააკეთებინა დექსამეტაზონი(მგონი არ ვცდები) ბავშვების ფილტვების მოსამწიფებლად, მერე კიდევ გადაამიწმეს ანალიზი და კიდევ უფრო მეტი ცილა იკარგებოდა. თირკმელებზე დიდი დატვირთვა იყო და მაგიტომ. ამიტომ გაუკეთეს საკეისრო. 30 კვირის შემდეგ ხშირად დაგიბარებენ და რაიმე გართულების შემთხვევაში, გაგიეკთებენ. თუ არადა, ისეთი მეანი უნდა მონახო, ვინც დაგთანხმდება უპრობლემოდ. უიი რას ამბობ. ყოჩაღ შენ. ტყუოზე რომ ეგ ზომა დარჩიიი. |
Posted by: nature 16 Feb 2019, 21:03 | ||
Aniani1995
გავხდები უნდა დამეწერა, 19 კვირის ვარ, მეოცეში გადავდივარ ხვალ |
Posted by: Aniani1995 16 Feb 2019, 21:03 |
Salomea2018 მე ვიცმევ xs ყველაფერს და 1-2 თვეში ალბათ გადავალ s ზომაზე :დ * * * nature გამიკვირდა მეთქი ან მე მეშლება რამე ან არასწორად დაწერათქო :დ |
Posted by: mariami2525 16 Feb 2019, 21:05 |
Salomea2018 ეხლა რო მითხრას მოდი დაველოდოთ რა იქნება და გადავწყვეტ საკეისრო თუ ბუნებრივადო ეგრევე წამოვალ: D მეშინია ბუნებრივად გაჩენის პანიკურად.. |
Posted by: Salomea2018 16 Feb 2019, 21:06 |
ოოო თქვენ ნამეტანი ახალგაზრდები ხართ აშკარად. მე დავბერდი და მეპატიება მ და ლ ზომა. ლ ისე დიდი მაქვს. უბრალოდ მსიამოვნებს არაფერი რომ არ მაწუხებს. მგონია შიშველი ვარ. (ბებრულად) |
Posted by: mariami2525 16 Feb 2019, 21:07 |
რაღა ახალგაზრდა გუშინწინ 26ის გავხდი |
Posted by: nature 16 Feb 2019, 21:15 | ||
აბა აბა? მოუკაკუნებია ასაკს |
Posted by: Salomea2018 16 Feb 2019, 21:20 | ||
ნუ მე (მთელი) 30 წლის ვარ :* |
Posted by: rocobarocco 16 Feb 2019, 21:31 |
გოგოებო, მე მგონი კარგ ხერხს მივაგენი წონა რომ არ გაიქცეს, ეს 1 კვირაა 8 საათის მერე აღარ ვჭამ და არ მომიმატია, მშიერიც არ ვარ |
Posted by: mariami2525 16 Feb 2019, 21:32 |
nature 22ის ვიყავი რო გავთხოვდი და 26 უკვე გადაცილებაა შვილებისთვის |
Posted by: Salomea2018 16 Feb 2019, 21:44 |
22 წლის თოჯინებით ვთამაშობდი, რაის შვილი. |
Posted by: mariami2525 16 Feb 2019, 21:49 |
Salomea2018 ფაქტიურად 30 და 26 ერთი ასაკია... |
Posted by: nature 16 Feb 2019, 22:03 | ||
mariami2525
აქ ზოგი 40 წლისაა და მეტი. ასე რომ დაგვინდე |
Posted by: Aniani1995 16 Feb 2019, 22:13 |
პლაცენტის მდებარეობაზე რა გიწერიათ ეხოებში? |
Posted by: makarena 16 Feb 2019, 22:18 |
რა ვქნა მე 31 წლის ვარ და M მჭირდება. არასაორსულეები რაც ვიყიდე L მაქვს კარგად ) ეჰ წლები წლები |
Posted by: sesilia28 16 Feb 2019, 22:22 |
taknatuna ეხლა იწყება თამაშის პერიოდი, ჩაჯმუჯნვა რომ მოგინდება, უკვე ემოციების გამოხატვას რომ იწყებს, ისე უცებ გადის მართლა დრო. ციკლით 24 აგვისტო მიწევს და ხეცურიანი ცოტა უფრო ადრე მიწერს ხოლმე ფეტომეტრიით. აგვისტოს შუა რიცხვების მერე იქნება რა :-) |
Posted by: mariami2525 16 Feb 2019, 22:31 |
nature ვაიმე ეს ჩემი აზრი არაა რათქმაუნდა...მე ყველასი მესმის ვისაც 18 წლის უნდა დედობა ან საერთოდ არ უნდა...ქართველებს სხვისი განკითხვა გვევასება რატოღაც..რო გავთხოვდი გადავწყვიტე რომ ჯერ ახალგაზრდა ვარ და შვილი არ მინდოდა ესეიგიიი ეს 3 წელი შემსვეს ცეცხლზე რო აი ღმერთს ნუ ვცოდავ და მერე შეიძლება საერთოდ აღარ მეყოლოს და ასე შემდეგ.. |
Posted by: Tess 16 Feb 2019, 22:40 |
Salomea2018 makarena mariami2525 Aniani1995 გოგოებო, დღეს ვიყავი პრენატალში და ძალიან მაგარი ჯინსი ვიყიდე. ისე მიხარია, რომ ამ ეტაოზე მომწონს ისე მაქვს. რაც შეეხება ზომებს, საორსულო xs სხვა არის. 36-38 ზომაა რეალურად. მე s ვიყიდე , არკ კი გავიზომე xs და სახლში მივხვდი რო ისიც კარგად მექნებოდა. უბრალოდ ეს ბოლომდე მექნება სავარაუდოდ. არ ვარ გამხდარი ორსული თან |
Posted by: Aniani1995 16 Feb 2019, 22:43 |
Tess ისეთი ჯინსი მინდა ფეხებზე ფართოდ რომ არ მექნება და არის კარგი არჩევანი? ღირს ანუ გასვლა. 45 კილო ვარ და ავარჩევ რამეს შენი აზრით? |
Posted by: Tess 16 Feb 2019, 22:45 |
Aniani1995 სქინი მოდელები არის კი. ნაქარგი აქვს წინ როგორც მახსოვს. xs-ები იყო , xxs-ები და L-ები. ჩემი s ზომები ფაქტიურად არ იყო |
Posted by: tinatinny 16 Feb 2019, 22:45 |
მე 40 წლის ვარ და პირველ შვილს ველოდები Tess ლიფები იყო პრენატალში? |
Posted by: Tess 16 Feb 2019, 22:47 |
უი შენ ალბათ xxs ხარ მე 69 კილოზე მომერგო და ფართოდაც მაქვს s |
Posted by: Aniani1995 16 Feb 2019, 22:48 |
მარტო მე ვარ 23 წლის? :დ Tess მადლობა ტეს გავალ აუცილებლად ♡ |
Posted by: tinatinny 16 Feb 2019, 22:49 |
Aniani ეგეთი სქინი ჯინსი ვაიკიკში ვიყიდე.პატარა ზომებიც იყო |
Posted by: Tess 16 Feb 2019, 22:49 |
tinatinny კი იყო. მაგრამ არ დამითვალიერებია დეტალურად , რომ არ ვაპირებდი ყიდვას |
Posted by: an_u_ka 16 Feb 2019, 22:49 |
tinatinny კი დავწერე კიდეც ძალიან მაგარი ლიფებია მეძუძურებისთვისაც და ისედაც და ძალიან მაგარ ფასებშია სანამ არის იყიდეთ |
Posted by: tinatinny 16 Feb 2019, 22:51 |
მადლობა,ხვალ გავალ.გოგოებო,რამდენი ზომით გაგიდიდდათ მკერდი? |
Posted by: Aniani1995 16 Feb 2019, 22:53 |
tinatinny ისეთ კარგ ფორმამდე მივაღწიე იმედია მერე არ ჩამეფუშება :დ |
Posted by: tinatinny 16 Feb 2019, 22:53 |
დღეს გადასხმა გავიკეთე,მაგრამ ამ ჩემს გულისრევას მაინც არ ეშველა/ |
Posted by: Tess 16 Feb 2019, 22:58 |
tinatinny ნახევარი მაგრამ ბევრად უკეთეს ვიდზეა რამდენი კვირის ხარ? |
Posted by: tinatinny 16 Feb 2019, 23:01 |
tess თორმეტნახევარი კვირის ვარ * * * მეც მომწონს,მაგრამ ძველი ფორმა მაინც მერჩივნა.მთავარია,მერე არ დაკარგოს ძაან ფორმა |
Posted by: Salomea2018 16 Feb 2019, 23:06 |
მკერდი ძაან გამიდიდდა. რაც ტკივილი და წვა დამეწყო, ლიფის ჩაცმაც აღარ მინდა და sport bra უნდა ვცადო. არ მინდა ჩამომეწელოს 80 წლის ბებოსავით. |
Posted by: Tess 16 Feb 2019, 23:09 |
tinatinny 1 რჩევა პირადი გამოცდილებით. ფორმას აკარგინებს ზომებში დიდი ცვლილება. ანუ ძირითადად ბუნებრივი კვების დროს. ამიტომ ეცადე არ ქნა ხოლმე ისე რომ ძალიან დაბერილმა იარო )) ანუ დროულად აჭამე ან სხვა გზით შეიმსუბუქე ხოლმე მდგომარეობა. ჩემს შემთხვევაში მარტივად დაუბრუნდა ზომას და ფორმას. თუმცა მე2ზე არ ვიხი რას იზავს |
Posted by: mariami2525 16 Feb 2019, 23:09 |
ჩემი მკერდი ისევ ისეთივეა იგივე ლიფები მაცვია |
Posted by: tinatinny 16 Feb 2019, 23:10 |
მეც სახლში როცა ვარ,ვერ ვიკეთებ.ხვალ ვნახავ,სპორტული თუ იქნა ვიყიდი მაგასაც * * * Tess მადლობა,გავითვალისწინებ რჩევას♡ |
Posted by: natiacr7 16 Feb 2019, 23:38 |
გოგონებო ექიმი რომ აგყავს პირველ ვიზიტზე თანხას ვიხდით თუ იმ თანხაში შედის რაც უნდა გადავიხადოთ აყვანაში. ხომ არ იცით. |
Posted by: s@likun@ 17 Feb 2019, 01:25 |
ნუ წონას სიმაღლეც გააჩნია )) 172 სმ გოგო ვერვიქნები 50 კგ )))) და არც მინდა ვიყო ))) ასე რომ დიდი წონა მაღალ გოგოებზე მოსულა :გაპრავებისსმაილი: ნუ რაღცეევი ს მაცვია რაღაცეები მ ი რაღაცეები ლ ი ))) მოტკეცილს ამ ეტაპზე ცოტა Fართხუნა ზედები მირჩევნია ^^ )))) და ეხლა რა მაინტერესებს მე მომცეს ვაუჩერი ანუ ეს საყოველთაოს ვიზიტები რვა უFასო სადაც შედის მარტო სამი უFასო ვიზიტი გინეკოლოგთან და ეს იმიტო რო მე ავიყვანე ექიმი ხო? დღეს მინტკიცებდნენ გოგოები რო რვავე ვიზიტის დროს უFასო არის გინეკოლლგიო ჩვენ არცერთ მისვლაზე არ გადაგვიხდია Fულიო და მე ვიხდი გინეკოლოგთან რო მიმაქვს ჩემი ანალიზების პასუხები მაგაში Fულს ალბათ ჩემი ექიმია Fასიანი ? ))) ეს სურათი მანახეს |
Posted by: Lucifurr 17 Feb 2019, 01:33 |
ანუ ლიფს თუ არ ვიხმარ ჩამომეწელება მკერდი? რაც ორსულად ვარ არც ჩამიცვამს ფაქტობრივად ვერ ვგუობ სულ მექავება თავები და მეწვება როცა მაცვია. ნუ ერთიც რომ აღარ მეტევა წესიერად და გასვლა და ყიდვა რომ მეზარება ახლების ეგ კიდე ცალკე თემაა |
Posted by: mariami2525 17 Feb 2019, 01:36 |
s@likun@ არც მე ვიხდი თუ კვირები ემთხვევა ზუსტად...13კვირამდე ორჯერ ვიყავი და ორივეჯერ გადავიხადე მერე 13 კვირაზე უფასო იყო მერე კიდე ვიყავი 16 კვირაზე ისევ გადავიხადე ეხლა 20ზე მივალ და არ გადავიხდი ისევ..8უფასო ვიზიტია უეჭ ვიცი |
Posted by: s@likun@ 17 Feb 2019, 01:43 |
mariami2525 ანუ 12 ზე მეც არ გადამიხდია არც 20 ზე მაგრამ 16 ზე გადავიხადე და მე რა Fურცელიც მომცეს იქ მარტო სამი უFასო მეან-გინეკოლოგის ვიზიტი წერია და არა რვა )) რვა ვიზიტი კი არის მაგრამ ანალიზებზეა და არა რვავე მენაგინეკოლოგის უFასო აი ესაა და იმათ გამოგზავნილში რვავეში წერია ეს მეანის უFასო ვიზიტი |
Posted by: mariami2525 17 Feb 2019, 01:47 |
s@likun@ ოფიციალურ საიტზეც ეგრე წერია და რავი აბა |
Posted by: s@likun@ 17 Feb 2019, 01:49 |
mariami2525 ხო ანუ ეს მანახეს მეც და აბა მე ეს Fურცელი რა მაქვს ? ))) ნუ ეგრე რო იყოს ანუ ექიმს ვაFშე არ უხდი Fულს და ეგ მეეჭვება ცოტა )) მაშინ 13 კვირამდე არ უნდა გადაგეხადა შEნც Fული |
Posted by: mariami2525 17 Feb 2019, 01:56 | ||
ცამეტ კვირამდე ვიყავი მე და გადავიხადე მაგრამ 13კვირაზე აღარ.,.ანუ რაც წერია შუალედში მე დამატებითად მივდივარ და იმიტო ვიხდი მაგრამ რო არ მივიდე შუალედში და იმ კვირებს დავუმთხვიო არ გადავიხდი არცერთხელ |
Posted by: s@likun@ 17 Feb 2019, 01:59 |
mariami2525 ხოდა ცამეტამდე წერია და არა ცამეტი მე შვიდ კვირაზე ვიყავი და არ გადამიხდია ))) ანუ რვაჯერვე უFასოდ მიხვალ? რავიცი მე იმედში ეს მომცეს და სულ რო ზუსტ კვირაზე მივიდე მაინც ვიხდი თუ ის სამი გამონაკლისო არაა რაც დადებულ სურათში წერია ანუ პირველ მეორე მეოთხე და მერვე ვიზიტზწ მაქვს ეგ უFასო |
Posted by: mariami2525 17 Feb 2019, 02:02 |
s@likun@ რო მივედი მეშვიდეზე მითხრა ეხლა გაგიტარო ეს უფასო ვიზიტი თუ შემდეგზე რო მოხვალო...და ჩემთვის რა მნიშვნელობა ქონდა და შემდეგზეთქო ვუთხარი და 13კვირაზე ანალიზებიც უფასო იყო და ვიზიტიც ექიმთან...სხვებმაც დაწერონ აბა თავისი გამოცდილება...მე ესე ვიცი რომ 8ჯერ კონსულტაცია ექიმის არის უფასო |
Posted by: inertiacreeps11 17 Feb 2019, 02:58 |
აუ ამ გაზებს რა მოვუხერხო აღარ ვიცი::// რამე მირჩიეთ. ეს ესპუმიზანი არ მშველის.... საშინლად ვარ ამის დედავატირე ლამის ქმარი სხვა ოთახში გავაგდო :დდდდ |
Posted by: Salomea2018 17 Feb 2019, 08:17 | ||
4 ვიზიტზე ვიყავი, 2 დღის წინაც და მხოლოდ ეხოს თამხა დავამატე. გინეკოლოგი შედის ყველა ვიზიტზე. ჟურნალშიც მიწერია 8ვე. 12 კვორამდე ვიყავი 7 კვირაზე, აღრიცხვაზე რომ დავდექი და მითხრა, 12ზე რომ მოხვალ, უფასოს მერე გაგიტარებ, ეხლა ბევრი არაფერი გექნება გადასახდელი და მერე 300ლარამდეო.ამიტომ ექიმმა თვითონ მირჩია. შუალედებში მხოლოდ ეხოს ვიკეთებ, არ მაწუხებს არაფერი და დამატებით ექიმთან არ მივდივარ. |
Posted by: tinatinny 17 Feb 2019, 09:38 |
მე პინეოში ვარ აღრიცხვაზე.პირველად რომ მივედი9 კვირაზე,გადამახდევინეს თანხა. პირველი ვიზიტი ფასიანია,სანამ დარეგისტრირდები და სმს მოგივაო. 12კვირაზე უფასო იყო ყველაფერი და ის ფურცელი არ მოუციათ და არ ვიცი,როგორ იქნება.წესით,გინეკოლოგთან 8ვე ვიზიტი უფასო უნდა იყოს. გოგოებო,ტოქსიკოზი ვისაც გაქვთ,ან გქონიათ.რითი შველიდით?დავიტანჯე, ყოველ დილით ღებინება.მთელი დღე გულისრევის შეგრძნება გადასხმამ არ მიშველა. თუ გაიკეთეთ, რა გადასხმას იკეთებდით? |
Posted by: natiacr7 17 Feb 2019, 09:56 |
მეც ვარ აღრიცხვაზე მაგრამ ყოველ ვიზიტზე ვიხდი 15 ლარს. რავიცი უფასო კი უწერიათ და მაინც მახდევინებენ. საერთოდ ჩემს შემთხვევაში დიდი შეღავათი ნამდვილად არ მქონია ამ აღრიცხვით. ნუ სისხლი შარდი კი უფასო. დანარჩენი დამატებითი ანალიზები და ეხო იმდენი თანხები მიმდის. * * * ორშაბათს უკვე ვინც უნდა მამშობიაროს იმასთან მიწევს ვიზიტი და ეგ ვერ გავიგე ვიხდი თანხას კონსულტაციის თუ ბოლოს რომ მამშობიარებს იმ თანხაში შედის რაც მას უნდა გადავუხადო |
Posted by: Salomea2018 17 Feb 2019, 10:11 |
tinatinny მე მქონდა 12 კვირამდე საშინელი ტოქსიკოზი. პირდაპირ გეტყვი, უნდა გაუძლო. წამლებიც ვსვი, პრემანოლ ფორტე იყო ერთ ერთი, გადასხმაც გავიკეთე მაჰრამ არაფერმა მიშველა. დღეში 5ჯერ მაინც ვაღებინებდი. 12 კვირის მერე დასტაბილურდა, 14 15 გამიარა. თუმცა, გემოები ახლაც არეული მაქვს. |
Posted by: Tess 17 Feb 2019, 10:21 |
natiacr7 უნდა იკითხო ალბათ. მე დაზუსტებით მახსოცს რომ გადავიხადე მეანთან პირველ ვიზიტშიც |
Posted by: natiacr7 17 Feb 2019, 10:32 |
ხო აი ორშაბათს გამოჩნდება. მეც ეგრე მგონია რომ უნდა გადავიხადო. |
Posted by: tinatinny 17 Feb 2019, 10:53 |
პრემანოლ ფორტეც არ მშველის. მე დღეში ერთხელ ან ორჯერ ჭამამდე მქოდა ღებინება,მაგრამ დღეს ცუდი დღე მაქვს.ჭამის შემდეგაც მივაყოლე.თან თავიც მტკივა რამდენიმე დღეა. 12 კვირა დავამთავრე, მაგრამ უკეთესობას ვერ ვგრძნობ. გავუძლებ ცოტა ხანს,იმედია გადამივლის |
Posted by: Salomea2018 17 Feb 2019, 11:28 |
მე მხოლოდ მაწონს და წიწიბურას ვირგებდი, ასევე მჟავე ვაშლს, აი დიეტურს რომ ეძახიან. მენთოლიანი კანფეტები ჭამე, შველი ეგეც. ცხიმიამებს და ცხარეებს მოერიდე. დილით წვრილ, პურის სუხარებს ან კრეკერებს ვჭამდი. გადავაგორე როგორღაც რაა. |
Posted by: tinatinny 17 Feb 2019, 11:51 |
საერთოდ არ მინდა ცხარე,შემწვარი და ხმელსუნელებიანი საჭმელები. ახლა ისე ვარ,ჩაი და ორცხობილა დავაძალე ჩემს თავს.წიწიბურას დანახვაც არ მინდა.ერთადერთი,მაწონი არ მბეზრდება.კარგია,რომ გადააგორე♡ მე იმის მეშინია,ბოლომდე არ გამყვეს ) |
Posted by: Salomea2018 17 Feb 2019, 12:05 |
წიწიბურა მეც მასე მეგონა, გამაღიზიანმა სუნმა. მერე დედამ მითხრა, 2ვე ორსულობაზე ვკვდებიდი ღებინებით და ძალით მაჭამეს წიწიბურა და ჭამა რომ დავიწყე, ვეღარ გავჩერდიო. მეც მასე დამემართა. გავსინჯე და... მართლა დღემდე ჩემი მეგობარია. |
Posted by: sesilia28 17 Feb 2019, 12:18 |
google1 გუგლ რა მინდა გკითხო, კლექსანს დღის რომელ მონაკვეთში იკეთებდი? ექიმს ხომ არ მიუთითებია დრო |
Posted by: tinatinny 17 Feb 2019, 12:49 |
აბა ვცდი მეც წიწიბურას.შევჭამ ძალით) |
Posted by: s@likun@ 17 Feb 2019, 12:53 |
Salomea2018 არც მე არ მივდივარ დამატებით მაგრამ თვეში ერთხელ რო ანალიზსვიღებ სისხლის და შAრდის და ეხოს ვიღებ ხო უნდა ვანახო გინეკოლოგს ამიტომ მივდივარ და ვიხდი Fულს :/ იმედის მოცემულ ჟურნალშიც 4 უFასო მეან-გინეკოლოგის ვიზიტი მიწერია :/ 20 კვირაზე რო ვიყავი და გადავიღე ეხო უFასო და ვიყავი გიბეკოლოგთან მერე 22 ზე რო გადავიღე სერგოსთან აღარ მივსულვარ მაგრამ ეხლა რო 26 ზე მიწევს ეს ანალიზები + კუალოგრამა ამათ პასუხებს რო ავიღებ ხო უნდა ვანახო და ამაში Fულს ვიხდი |
Posted by: Salomea2018 17 Feb 2019, 13:06 |
აა. მე მირეკავს თვითონ ექიმი, თუ ცვლილებაა, მინიშნავს ხოლმე წამალს. ანუ პასუხებზე არ მივდივარ. ახლა 26ზე დიაბეტი არ აღმომაჩნდა, შარდში ცილა არაა, ჰემოგლობინია დაბალი და კვება მითხრა, და გრავიდა ფერუმი დალიეო. აშკარად უფრთხილდება ჩემი ექიმი ჩემს ჯიბეს. |
Posted by: s@likun@ 17 Feb 2019, 13:10 |
Salomea2018 მეც საერთოდ არაFერი მაქვს არასდროა ანალიზებში 12 კვირამდე ვსვავდი მარტო მაგნიბე6 ს და სანთლებს ვიკეთებდი მერე ერთი თვე კალცი და ეხლა 20 კვირაზე დოჰაკომბის ვიტამინები დამინიშნა ))) მაგრამ ეს პასუხები მე უნდა შევუტანო თვითონ არ ააქვს :/ ნუ განყოFილების უFროსია და ალბათ მაგ პონტშიც უFრო ძვირად Fასობს ))))) მოკლედ შEნ კარგი ექიმი გყოლია ^^ ეს დიაბეტზე ანალიზი მიწევს ეხლა მეც და სისხლიდან კეთდება ? და ჰო თქვენ რო მიდიხართ მუცელს გიზომავთ ან გისმენთ ან რამე ? მე შევალ ამ ანალიზების პასუხებით დახედავს უი რა კარგი გოგო ხარ და მიშვებს ))) და ამაში ვიხდი 50 ლარს |
Posted by: კეკე_717 17 Feb 2019, 13:15 |
გოგოებო გამარჯობა <3 აქამდე ვერ შემოვაღწიე... გავაჩინე 12 - ში ჩემი გოგო ... ცხოვრებაში რაც კი კარგი გამიკეთებია ან მინდოდა რომ გამეკეთებინა ალბათ ყველაფერი ერთად შეგროვდა და ესეთი საჩუქარი დავიმსახურე ამ ცხოვრებისგან... მინდა რომ ვთქვა რა ბედნიერება მჭირს და ვერ ვამბობ... უბრალოდ არ ვიცი არც იმდენი სიტყვა, არც გრძნობა რომ ზუსტად გადმოვცე რა არის დედობა ... მინდა რომ ყველას ...ყველას ვინც გაცნობიერებულად ეოდება და ოცნებობს მიეცეს ესეთი ბედნიერება ცხოვრებაში ... თქვენ კიდევ ბევრი წარმატება და ძალა რომ ამ დღეს შეხვდეთ დიდი სიხარულით ... ეხლა გადავალ პრაქტიკულ საკითხებზე - გავაჩინე გაგუას კლინიკაში, აყვანილი მყავდა თვითონ გაგუა. ვისაც გახსოვთ ბევრი ვარჩIე სამშობიარო და ბოლოს შევჯერდი რომ ჩემი აზრით ,,საუკეთესო"-დ ეს კლინიკა მომეჩვენა... ალბათ ცოტა არჩევანი გამიკეთებია ესეთი სწორი, კლინიკით ვარ ძალიან კმაყოფილი... ძალიან ძალიან... ვერ ვიტყვი რომ თავი კლინიკაში ვიგრძენი. აღებული მქონდა "აპარტამენტი" და ნამდვილად საოცარი ინფრასტრუქტურა იყო თავის ყველაფრით თუმცა აუცილებლად სათქმელია რომ ყველა ტიპის პალატა ერთი და იმავე სტანდარტისაა უბრალოდ განსხვავებაა ოთახის სიდიდესა და საწოლების რაოდენობაში, ყველაფერი არის იდენტური უბრალოდ შენი პირადი კომფორტის ამბავია თორემ ოთხიან პალატებშიც აბსოლუტურად იგივე ხდებოდა რაც სხვაგან. - კლინიკის პერსონალი: ძალიან კარგი, თავაზიანი, არავინ გესაუბრება შენობით და "ქართული სერვისი" არ არის ნამდვილად. მილიონჯერ შემოდიოდა დღEში ათასი პროფილის ექიმი და ცდილობდა დახმარებას თუ რამეში მჭირდებოდა. სამშობიარო ბლოკი იყო ასევე უმაგრესი თავისი პერსონალით. ესეთ წუთებში თბილი მოპყრობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მეგონა რომ ყველა განსაკუთრებულად მგულშემატკივრობდა არადა ჩემნნაირი იწვა იქ უამრავი - გაგუა : ალბათ რამდენსაც გავაჩენ სხვაგან ვერ წავალ ამის მერე... უუუთბილესი იყო. ექიმი რომ გეუბნება ,,მამი შენთან ვარო" გგონია რომ ვსოოო ყველაფერი კარგად იქნება, მე ესე მეგონა და ამან ფსიქოლოგიურად ძალიან გამაძლიერა, მითუმეტეს რომ არ მქონია ადვილი მშობიარობა , გაგუა იყო იქ ჩემთვის ძალიან დიდი სანდოობა და ამისთვის უზომოდ მადლერი ვარ მისი. ძალიან დიდი ხანი ვაჩენდი და ძალიან რთული იყო მაგრამ საბოლოოდ ძალიან ,,ვუჯერებდი" და ეს დიდ ხნიანი ამბავი დავასრულე იმით რომ არც ერთი ნაკერი არ მაქვს და რეაბილიტაცია ადვილია ნამვილად. - მიუხედავად იმისა რომ აყვანილი არ მყავდა ასევე თავზე მედგა სულ პაატა მახარაშვილი რომელიც არის უკარგეესი, ირაკლი ვერულაშვილი და მარიამ კერესელიძე (გაგუას მისაღებში ვინც არის ის გოგოა ) , ანესთეზიოლოგი კორკოტა რომელიც არის უბრალოდ ძალიან კარგი ექიმი ! ძალიან ! და სხვა დანარჩენებიც რომლების სახელები სამწუხაროდ არ ვიცი მოკლედ ... უზომოდ კმაყოფილი ვარ ... გოგოებო მოკლედ წარმატებები თქვენ და ჩემი რჩევაა რომ მშOბიარობას დაესწროს მეუღლე ან ვინმე ძალიან ახლობელი რომ არ იყოთ მარტო, უშუალოდ გაჩენის პროცესში თუ გინდათ გამოუშვით ბლოკიდან მაგრამ იქამდე ნამდვილად კარგია რომ იქ გყავდეთ ძალიან ახლო გულშემატკივარი. (მე ასე ვქენი და ძალიან დამეხმარა). ასევე არ მოუსმინოთ სხვებს , არ დამთავრდება ეს ჯობია... ის ჯობია... ჩემი რჩევაა შემოიარეთ სამშობიაროები, დაათვალიერეთ, და სადაც თვენ ყველაზე მეტად "მიგივათ გული" იქ წადით. საშუალების გათვალისწინებით რათქმაუნდა მაგრამ უკვე ყველგან არის მეტ-ნაკლებად კომფორტი მთავარია თქვენ იგრძნოთ თავი კარგად. მშOბიარობა არის ძალიან სტრესული ,,გამოცდა" რომელსაც აბარებთ მხოლოდ თქვენ ამიტომ იფიქრეთ რა გჭირდებათ თქვენ და ახლობლებს ,,გადაუვლით" თუ რამეა მოკლედ მადლობა ფორუმს, ამ ჯგუფს და თქვენ ყველას ყველას რჩევებისთვის და გვერდში დგომისთვის. გისურვებთ სიხარულს და დედობის ბედნიერ წუთებს <3 |
Posted by: Salomea2018 17 Feb 2019, 13:21 | ||
დიაბეტის ანალიზი ჯერ უზმოზე გამიკეთა თითში გიჩხვლეტენ და გლუკომეტრით ზომავენ. მერე გლუკოზა დამალევინა და 1.5 საათში გადაამოწმეს. არა, ეხოს პასუხით შევდივარ ხოლმე დანრადგან ეხოზე ნორმაშია ყველაფერი, ბავშვი ვითარდება შესაბამისად და გულისცემაც რიტმილად ფიქსირდება, არაფერს მიზომავს. კეკე_717 გილოოოცააბ. როგორ გამიხარდა რომ დაწერე და ყველაფერი რიზეა. ჯანმრთელი და ბედნიერი გაგეზარდოს. მადლობა რჩევებისთვის. :* |
Posted by: natiacr7 17 Feb 2019, 13:34 |
კეკე_717 გილოცავ ღმერთმა ჯანმრთელი გაგიზარდოს. მეც ყოველ დღე ველოდები უკვე და ისე მეშინია ყოველ წუთს მშობიარობაზე ვფიქრობ. გულში იმასაც ვამბობ იქნებ საკეისრო დამჭირდესთქო. მე შემოვლის თავიც არ მაქვს რომ მივედი ჩაჩავაში ბოლომდე იქ ვჩერდები ისე დავიღალე უკვე. როგორ მინდა მეც შენს ადგილას ვიყო და უკვე მოთავებული მქონდეს. პირადი ნივთებიდან რა დაგჭირდა სამშობიაროში? |
Posted by: mariami2525 17 Feb 2019, 13:41 |
კეკე_717 გილოცავ ბედნიერ დედობას გუსურვებ...გაგუა ყოჩაღ!!მეც გადავწყვიტე მაგასთან მივალ |
Posted by: s@likun@ 17 Feb 2019, 14:14 |
კეკე_717 გილოცავ ^^ ბედნიერი დედა ყოFილიყავი სულ ❤️ მეც მინდაუკვე გაჩენილი მყავდეს )) Salomea2018 ანუ 1 საათში უნდა მივიდე ისევ? და თავიდან ამიღონ ? |
Posted by: missi_i 17 Feb 2019, 14:14 |
კეკე_717 ძალიან კარგია რომ კმაყოფილი ხარ და ყველაფერმა კარგად ჩაიარა.. გილოცავ და ბეეედნიერ დედობას გისურვებ! * * * მშობიარობამდეც გაგუა იყო ხო შენი ექიმი? |
Posted by: Aniani1995 17 Feb 2019, 14:20 |
კეკე_717 ვაიმე კეკე მგონი ვტირი ისე იმოქმედა რაღაცნარიად გიწერია ყველაფერი♡ ბედნიერი დედა ყოფილიყავი, შენი პატარა გოგოშკა სულ ჯანმრთელად გყოლოდეს ♡ |
Posted by: google1 17 Feb 2019, 14:27 |
sesilia28 არა სესილია, კლექსანს როცა მინდოდა მაშინ ვიკეთებდი, უბრალოდ ერთიდაიმავე დროს. კეკე_717 გილოცაავ <3 ბედნიერი დედიკო ყოფილიყავი! |
Posted by: inertiacreeps11 17 Feb 2019, 14:35 |
კეკე_717 რა მაგარია! გილოცავ ❤️❤️❤️ ბედნიერი დედიკო ყოფილიყავი, შენი ბაო კიდევ ჯანმრთელი და წარმატებული , მუდამ გეხაროს მისით ❤️ |
Posted by: Salomea2018 17 Feb 2019, 14:38 | ||
მე იქვე ველოდებოდი რავიცი, ასე დამიბარა ლაბორანტმა. დაგაკვალიანებენ შენც. |
Posted by: nature 17 Feb 2019, 15:10 |
კეკე_717 გილოცავ პირველ რიგში, ბედნიერები ყოფილიყავით <3 როგორც მახსოვს ყელი 1 თითზე გქონდა და აღარ იხსნებოდა, 12 მდე არაფერი იყო და 12 დაგიბარეს, დამაჩქარებლები გაგიკეთეს? ეპიდურული გაუმტკივარება გაიკეთე? საკეისრო გინდოდა თუ არ ვცდები. მოკლედ კაია რომ დაწერე მაგრამ გრძნობებზე უფრო საუბრობდი ვიდრე იმ დეტალებზე რომელიც ყველაზე მეტად საინტერესოა. ასაკსაც თუ დაწერ კაი იქნება, რადგან საავრაუდოდ პირველი მშობიარობა გქონდა და მაინტერესებს ფიზიოლოგიურით პირველი მშოიარობა რა ასაკზე მოგიწია? თუ ამ დეტალებს დაწერ კაი იქნება |
Posted by: Tess 17 Feb 2019, 15:10 |
კეკე_717 გილპცავ ჩემო კარგო. ბედნიერ დედოვას გისურვებ. 3 შეკითხვა მაქვს. 1. ტელეფონის შეტანაზე იყო რამე შეზღუდვა გაგუასთან? 2. ბებია ქალის აყვანა ღირს? 3. ბლოკში ხომ მარტო ხარ , ანუ შენ და შენი დამსწრე, სხვა მშობიარე ხომ არაა კიდე იმავე ბლოკში? |
Posted by: inertiacreeps11 17 Feb 2019, 15:19 |
ვისაც ჩემს მერე უწევს მშოვიარობა:დ ყველა დეტალს ავღწერ :დდდდ მშობიარობასთან დაკავშირებით, მგონი ყველაზე საინტერესო ესაა :დ |
Posted by: Lucifurr 17 Feb 2019, 15:54 |
კეკე_717 გილოცავ :* ბედნიერ დედობას გისურვებ :* |
Posted by: darling1990 17 Feb 2019, 15:57 |
გოგოებო 22 კვირიდან ვის გქონდათ წელის ტკივილები. 2 დღეა დამეწყო, მუცელში გადადის, ხან ფეხში ეს წელის ტკივლები, ექოზე ყველაფერი კარგადაა |
Posted by: Salomea2018 17 Feb 2019, 16:00 | ||
მე2 მშობიარობაა კეკესთვის. დიდი ყავს პირველი ბავშვი. Darling კი, ნორმალურია. ორსულთანუმეტესობას აქვს წელის ტკივილები. |
Posted by: tinatinny 17 Feb 2019, 16:13 |
კეკე,გილოცავთ. ბედნიერ დედობას გისურვებთ♡ |
Posted by: darling1990 17 Feb 2019, 16:15 |
Salomea2018 მადლობა ჩემო კარგო, ძაან კი აუტანელია. პაპავერინის სანთელი გავიკეთე ჩემით და სულ ცოტა ხნით ამიშვა და დამეწყო ისევ |
Posted by: makarena 17 Feb 2019, 16:46 |
კეკე_717 გილოცავ, თმერთმა ბედნიერი დედიკო გამყოფოს საყვარელო :* Salomea2018 სალო ესეთი ზედა ვნახე ამორე როა მაღაზია, გლდანში რომ სითი მოლია მანდ. მე საორსულე კოლგოტი და სპორტული ლიფი ვიყიდე ტესს, მეც ს ზომა მდომებია მაშინ. 70 კგ-მდე ვარ. იქსესი პატარა მომივა ( |
Posted by: tinatinny 17 Feb 2019, 16:48 |
Makarena რა კარგი მაისურია,რა მასალაა,ბამბისაა? |
Posted by: makarena 17 Feb 2019, 16:54 |
tinatinny აუ თინი, მაგდენი არ გამირკვევია. სავარაუდოდ ბამბაა. |
Posted by: Salomea2018 17 Feb 2019, 17:38 |
makarena უი რა კარგი გოგო ხარ რო მითხარი. მადლობა დიდი. :,* |
Posted by: ლუქსუს 17 Feb 2019, 17:41 |
Salomea2018 ჰ&მ აქვს .............. |
Posted by: an_u_ka 17 Feb 2019, 19:04 |
darling1990 ქამარი გაიკეთე თუ არ გიკეთია |
Posted by: mako2018 17 Feb 2019, 19:37 |
მომავალო დედიკოებო,გამარჯობა.თქვენი გამოცდილება გამიზიარეთ რა.5 კვირაზე ღია ყავისფერი მცირე რაოდენობით გამონადენი ვის გქონიათ?როგორც ვიცი,არაა საშიში.მაგრამ სანამ ექიმთან წავალ,მაინც ვღელავ ცოტას. |
Posted by: Tess 17 Feb 2019, 19:48 |
მეგობრებო, სიმფიზიტი ვის გაქვთ? |
Posted by: Liliko1 17 Feb 2019, 19:51 |
Mე მიწერია რომელიღაც ეხოზე ბოლოზე მგონი 7 მმ სიმფზიტი და რავი ექიმს არაფერი თქვია , რას ნიშნავს? |
Posted by: Tess 17 Feb 2019, 19:55 |
Liliko1 სიმფიზის ძვლების დაშორება გაქვს 7მმ. არ არის პრობლემა თუ არ გტკივა ძალიან ბოქვენოს ძვლები. 10მმ-იდან არის პრობლემა , თუ არ შეცვალეს ეგ გაიდლაინიც ბოლო 4 წელში * * * მე მტკივა უკვე საკმაოდ. დელს მიშლის ყ9ველდღიურობაში და მაინტერესებდა ალიან ადრე ხომ არაა. არ ველოდი ასეთ ვადაზე |
Posted by: Liliko1 17 Feb 2019, 19:59 |
რაღაც პერიოდი კი მტკიოდა დაბლა ეხლა აღარ... ანუ ეგ ყოფილა არ ვიცოდი, ექიმს უნდა უთხრა ალბათ. |
Posted by: Tess 17 Feb 2019, 20:04 |
26ში მაქვს შემდეგი ეხო სერგოსთან და იქამდე აზრი არ აქვს ექიმისთვის თქმას. ზოგადადც ვერაფერს შველიან ( არადა არ არის სასიამოვნო ასატანი |
Posted by: Liliko1 17 Feb 2019, 20:31 |
სადღაც წავიკითხე თუ ძაან არის მაშინნ მაგას საკეისრო ჩვენება აკვსო, აუ ფორუმზე სადღაც , გოგო ამბობდა სერგომ მითხრა საკეისრო გაიეთე თორე კოჭლი დარჩე შვილო გინდაო?)) აბა კითხე კაკრას მიდიხარ და რას გეტყვის |
Posted by: darling1990 17 Feb 2019, 20:32 |
mako2018 აუცილებლად მიდი ექიმთან, მე მქონდა 5 კვირაზე და პატარა ჰემატომა მითხრეს, სანთლები დამინიშნა ექიმმა და გაიწოვა |
Posted by: tinatinny 17 Feb 2019, 20:33 |
ჩემს დას ჰქონდა სიმფიზიტი,არ იცოდა მშობიარობამდე.მშობიარობის მერე ლოგინად ჩავარდა.საერთოდ ვერ ინძრეოდა. 1 თუ 2 თვე იწვა და გაუარა. მეორე და მესამე საკეისროთი გააჩინა. |
Posted by: Tess 17 Feb 2019, 20:42 |
tinatinny პირველზე ისე ცუდად ვიყავი . მეც მქონდა და მაინც გავიგიჟე თავი გაჩენაზე. იმედი მქონდა მე2ზე გადავრჩებოდი მაგრამ ძაან ადრე დამეწყო პირიქით |
Posted by: tinatinny 17 Feb 2019, 20:51 |
Tess, რამდენი კვირის ხარ? საკეისროს გაიკეთებ და ეგაა * * * ჩემს დას უთხრეს, მეორეს თუ იმშობიარებ, დაკოჭლდებიო. მაშინ ძალიან იშვიათად კეთდებოდა საკეისროები და ძლივს გაუკეთეს,არადა ჩვენება ჰქონდა აუცილებელი |
Posted by: Tess 17 Feb 2019, 20:55 |
tinatinny 20 კვირის ვარ. და ვნახოთ რამდენზე იქნება დაშორება. დავწერ ეხოს მერე |
Posted by: Salomea2018 17 Feb 2019, 21:09 | ||
პროგესტერონის პრეპარატებს იღებ? მახსოვს ინ ვიტროსთვის ემზადებოდი შენ. არ დაგინიშნეს დუფასტონი ან რამე? დაეკონტაქტე ექიმს უეჭველი. |
Posted by: mako2018 17 Feb 2019, 21:55 |
darling1990 მადლობა.ხვალ მივდივარ ექიმთან. სალო,ინ-ვიტრო უნდა დამეწყო ამ თვეში და ციკლს მოუთმენლად ველოდი.ტესტმა რომ ამინთო ორი ხაზი,შოკი მივიღე.პროგის ნემსი გავიკეთე დღეს. |
Posted by: Tess 17 Feb 2019, 21:57 |
mako2018 რა მაგარი ამბავია, გილოცავ. გელოდებით კარგი ამბებით ეხოდან |
Posted by: inertiacreeps11 17 Feb 2019, 23:01 |
ძალიან ცუდად ვარ.... დღეს ვიყიდეთ საწოლი ,ეტლი და რაღაცეები... მირეკავს დედამთილი აჩოტენის ჩასაბარებლად და რომ ვუთხარი მეუბნება გილოცავთო ჯანმრთელი ბავშვის გაჩენაშიო, ისე ეტლი რა ფერისაა და საწოლიო... ისეთი ხოა ბიჭსაც გამოადგესო... აგერ ბებომაც გადმოგცა მეორე ბიჭის გაჩენაშიო.... მოკლედ ისე იზამენ ბოლოს მეორეზე საერთოდ აღარ ვიფიქრებ...ესენი ვინარიან... ჯერ ეს არ გამიჩენია და მეორეს მიკვეთავენ და თან სქესსაც.... ძალიან გაბრაზებული ვარ.... ჩემს მეუღლეს ვუთხარი და მერე რააო...... |
Posted by: Tess 17 Feb 2019, 23:26 |
inertiacreeps11 მგონი დაკიდებადია )) არაფერი ისეთი, თავხედი და ეგოისტი ქალია და დამიჯერე თითონ იმდენ ნერვებს არ ხარჯავს შენზე, რამდენსაც შენ მასზე არ მისცე ამდენის უფლება, ანუ აწიე თავი და მოიშორე მასზე ფიქრები, ასეთი ლამაზი შენაძენების დღე შენია და არა დედამთილზე ნერვიულობის |
Posted by: Aniani1995 17 Feb 2019, 23:50 |
inertiacreeps11 დაიკიდე რას უსმენ, რის გამო იშლი ნერვებს კარგი რაა. შენს ადგილას ძაან დასტოინად ვეტყოდი როცა მეორე მეყოლება მეორეს კიდევ ვუყიდი რა პრობლემაა ახლა რაც ჩემს გულს უხარია იმას ვიყიდი ჩემი შვილისთვისთქო :დ ასე რომ რაც არ მოგწონს არ მიაქციო ყურადღება. ეგ მაკლია ახლა დედამთილის გამო ვინერვიულო და ჩემს ბავშვს შევუქმნა საფრთხე |
Posted by: inertiacreeps11 18 Feb 2019, 00:03 |
ძაან მაღიზიანებს ეს მისი უაზრო, უტვინო და არასწორი ლაპარაკი (((( პირდაპირ ტვინში მარტყამს... ძაან მინდა მეკიდოს... რამდენი ვიცი ეგეთი ავადმყოფი დედამთილ მამათილი ყავს და საერთოდ არააქვთ რეაქცია... მე რატომ ვნერვიულობ ასე რაააა... რა დებილი ვარ |
Posted by: natiacr7 18 Feb 2019, 00:04 | ||||||
მე მქონდა 7 კვირას ოღონდ. მემგონი ეგ მიმაგრების არის. ჩემს მეგობრებსაც ჰქონდათ. დუფასტონი მქონდა დანიშნული. არ ინერვიულო მაგრამ ჯობია ექიმთან მიხვიდე და დაგინიშნავს რაღაცას. * * *
მე დღემდე მაქვს წელის ტკივილები ხანდახან ვტირი ისეთი საშინელია ოღონდ დავაფიქსირე რა დროს მტკივა ყველაზე მეტად. ბავშვი როცა იზრდება ერთი ორი დღე კოშმარში ვარ მერე გადამივლის. წელის ქამარი გავიკეთე და დავისვენე. ერთი კვირის წინ ისე მტკიოდა ჩემით ვერ ვდგებოდი ლოგინიდან მერე გადამიარა. * * *
ისე ზოგადად ორსულობაში დაგეწყო ასეთი რეაქციები? თუ მანამდეც ნერვები გეშლებოდა. აი მე მაგალითად მუცელზე რომ ხელს მკიდებს ოჯახია წევრიც ისტერიკა მემართება. არ მსიამოვნებს ისეთი აგრესიული ვხდები თავს ძლივს ვიკავებ |
Posted by: inertiacreeps11 18 Feb 2019, 00:23 |
natiacr7 არა, რაც გავთხვოვდი იმის მერე მაქვს ფარული აგრესიები :დდდდ |
Posted by: natiacr7 18 Feb 2019, 00:46 | ||||
* * * * * *
მესამედ ვკრეფ ტექსტს. გაჭედა ფორუმმა * * * მე არაადეკვატური ვარ ორსულობის ბოლო თვეში. მუცელი ჩემია და მორჩა ეგეთი სახე მაქვს |
Posted by: inertiacreeps11 18 Feb 2019, 00:55 |
natiacr7 ეს ხელის დადება მაგარი იციან.... ძაან გვსიამოვნებს ვითომ |
Posted by: natiacr7 18 Feb 2019, 01:03 |
თავიდან ვიტანდი ეხლა უკვე სახეს ვერ ვასწორებ იმ დონეზე არ მსიამოვნებს. თან ბავშვსაც არ სიამოვნებს ასე მგონია |
Posted by: an_u_ka 18 Feb 2019, 01:08 |
inertiacreeps11 ვაიმე ძაან ვცოფდები ეგეთ რაღაცეებზე კარგით რაა ერთხელ რო უთხრა მე მარტო გოგოები უნდა გავაჩინოო ნეტა მეორეჯერქც ეგრე გეტყვიან უტქქტო ხეპრეები არიან არ გეწყინოს ( |
Posted by: natiacr7 18 Feb 2019, 01:11 |
არადა გოგოები როგორი საყვარლები არიან. 5 წელი ველოდებოდი და სქესზე რომ ვინმეს ხაზი გაესვა არ ვიცი რას ვიზამდი |
Posted by: an_u_ka 18 Feb 2019, 01:14 |
გოგოებო ვინ ხმარობთ საორსულო ქამარს? |
Posted by: natiacr7 18 Feb 2019, 01:15 |
მე ვიყენებ ძააან მიშველა. 6 დან მითხრა ექიმმა და 7 თვიდან დავიწყე ამოვისუნთქე |
Posted by: an_u_ka 18 Feb 2019, 01:30 |
მე 4 დან მითხრეს და ძაან კარგად ვხმარობ წელი პრსულობამდეც მტკიოდა და ეხლა საერთოდ ვეღარ ვგრძნობ მართლქ ყველას ვურჩევ |
Posted by: inertiacreeps11 18 Feb 2019, 01:45 |
an_u_ka მართლა მასე ვეტყვი კიდევ რომ მითხტამ რამე... ძაან გაგიჟებული ვარ უკვე მაგათი უგუნურობისგან |
Posted by: an_u_ka 18 Feb 2019, 01:50 |
კაი რაა რატო იშლი ნერვებს აქეთ მოუშალე მე გოგო მინდა მარტო თქო ერთი რო უთხრა ეგეთ ხალხს შიშით ვეღარ გეტყვიან მეორედ ვერაფერს პატარა ქალს ნუ ანერვიულებ |
Posted by: inertiacreeps11 18 Feb 2019, 01:55 |
an_u_ka ცოტა გავმხნევდი ახლა :დ მადლობა ❤️ |
Posted by: an_u_ka 18 Feb 2019, 01:57 |
❤️❤️ შენ მაგაზე არ ინერვიულო შენ ნერვიულობას ეგენი ანერვიულო ჯობია |
Posted by: Salomea2018 18 Feb 2019, 08:20 |
2 დღეა ვხმარობ ქამარს, სახლიც კი მაგითი დავალაგე. ეგ ყოფილა ადამიანი. ვისაც წელი და ხერხემალი გაწუხებთ, განსაკუთრებით გასიამოვნებთ. Mako2018 ძალიან გამიხარდა შენი ამბავი. წეროებიდან მახსოვხარ, ჯერ კიდევ მეც რომ ვპოსტავდი. ეხლა მალე ეხიზე გამოჩნდება სანაყოფე და დაისვენებ. :* |
Posted by: inertiacreeps11 18 Feb 2019, 09:08 |
მგონი ეგ ქამარი მარტო მე არ მესიამოცნა. შემოწკეპილი რომ მქონდა ბოქვენის ძვალთან მაწუხებდა ძააბ |
Posted by: Salomea2018 18 Feb 2019, 09:54 |
მებაი მართლა ძალიან დიდი მუცელი მაქვს, არადა ნამატი მაქვს 6 კილო. ტანზე არ მეტყობა არაფერი. და ხერხემალი რომ მაწუხებს მე ზოგადად, ძალიან მიშველა. |
Posted by: an_u_ka 18 Feb 2019, 10:01 |
inertiacreeps11 უნდა მოირგო და აი მართლა ძაან შვებაა თან მენჯებს ნაკლები დატვირთვა აქვს ჩვენ ორგანიზმს ძალიან ზოგავს რო არ მოიჭირო თავის საქმეს მაინც გააკეთებს |
Posted by: Tess 18 Feb 2019, 10:45 |
an_u_ka სად შეიძინეთ? , |
Posted by: an_u_ka 18 Feb 2019, 11:26 |
ერთი აქ ვიყიდე მეორე გამოვიწერე საქმეს ორივე გადასარევად აკეთებს მაგრამ გამოწერილი თან ძალიან რბილია და ფაქტიურად ვერ ვგრძნობ რო მიკეთია 20$ მივეცი და 2 დღეა ფეისბუქზე მიგდებს ფასდაკლებით 39 ლარად ზუსტად ეგეთს თუ კიდე ამომიგდო გაჩვენებთ |
Posted by: anibani18 18 Feb 2019, 11:27 |
გოგონებო, გამარჯობა! მამუკა ნემსაზეზე რა აზრის ხართ? ვინმეს გყოლიათ აყვანილი? |
Posted by: კეკე_717 18 Feb 2019, 11:42 |
Salomea2018 <3 <3 <3 natiacr7 არანაირი შიში პირიქით შენი შემართება ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია, რთულია მაგრამ კანონზომიერია გაძლება ასე რომ დაელოდე საოცრებების სამყაროში ამოყოფ თავს <3 missi_i დიდი დიდი მადლობა <3 დაახლოებით 7 თვის ვიყავი როდესაც დავიწყე კონსულტაციაზეც მანდ სიარული. სისტემა ანალიზების ჩაწერის რიგის და და დანიშნულების აქვთ აპლიკაციური და არის ძალიან მოსახერხებელი არ გიწევს რეკვა და სურბილი პასუხებზე , არ ვიცოდი თორემ თავიდანვე მანდ მივიდოდი . * * * Aniani1995 ძალიან დიდი მადლობა შენ <3 google1 დიდი მადლობა <3 <3 <3 nature ესე იგი ... ვარ 29 წლის, მეორე მშობიარობა იყო (ორსულობაც მეორე) პირველი მყავს 11 წლის ასე რომ იმხელა შუალედია რომ პირველად ითვლება. ყელი გახსნილი მქონდა ერთ თითზე დაახლ ერთი კვირა. 12 ში გეგმიურად დამიბარა მაგრამ რომ მივედი ორ თითზე ვიყავი უკვე , წყლები დამაღვრევინეს და ამიყვანეს ბლოკში. ჩემი პრობლემა ის არის რომ ყელი არ მეხსნება დროულად და რამდენიმე საათის შემდეგ დამიდგეს დამაჩქარებელი წვეთოვანი ოღონდ. სულ დაახლოებით 10 საათი ვმშOბიარობდი. გაუტკივარება გამიკეთეს ექიმების რეკომენდაციით იმიტომ რომ დიდი ხანი მტკიოდა ძალიან და ხანგრძლივად ამიტომ გამიკეთდა გაუტკივარება. პ.ს საკეისრო არ მინდოდა, მაგრამ რომც მდომოდა გაგუა არ აკეთებ თუ აუცილებლობა არ არის. Tess ტელეფონზე არანაირი შეზღუდვა, პირიქით ყველა სათითაოდ მეკითხებოდა დამტენი ხო მოგაქვს ))))))))) ბებია ქალი არ ამიყვანია რადგან დათო რომ მყავდა აყვანილი თვითონ გაგუამ მამაშOბიარა მაგრამ რომ არ აიყვანო მაინც თავზე დაგეხვევა ათასი კაცი . ბლოკი არის ინდივიდუალური, მხოლოდ შენ ხარ. თავისი ვანა-ტუალეტით, მშობიარეს კედლებიო და ბურთებით და ბავშვისთვის პირველადი საჭირო აპარატურით. ხო ნუ დამსწრეც რათქმაუნდა. ერთადერთი რაც აკრძალეს ის იყო რომ მითხრეს ვინც შემოვა უნდა იყოსო სადამდეც უნდაო, ანუ ჩადი ამოდის გარეშე. Lucifurr დიდი მადლობა <3 <3 <3 makarena მადლობა დიდი <3 <3 <3 |
Posted by: sesilia28 18 Feb 2019, 12:05 |
კეკე_717 კეკე გილოცავ, ჯანმრთელი გაგეზარდოთ, ბედნიერი დედაშვილობა თქვენ :-* :-* |
Posted by: magi_ 18 Feb 2019, 13:13 |
მგონი აჭარბებთ გოგოებო მე მსიამოვნებს მუცელზე რომ მადებენ ხელს ნუ ჯერ კი დიდი არ მაქვს... და ბიჭს და გოგოს რაც შეეხება კიდე მე მინდა ორივე მყავდეს და დედამთილს ან სხვას რა მოვთხოვო. ეხლა გოგო თუ მეყოლება , რამდენიმე წელში ბიჭზე ვიფიქრებ აუცილებლად. მერე ისევ გოგოზე და ისევ ბიჭზე... ( ოღონდ გარშემო შეკვეთა არავის მოუცია აუცილებლად ბიჭი გვინდა პირველიო, უნდა ვაღიარო ) ასე რომ სიმშვიდე შეინარჩუნეთ ხან ჩვენც საპანიკოს ვხდით ყველაფერს... მორალისტი არ ვარ, მეც ვპანიკირობ ხოლმე და ვხვდები მერე რომ სისულელეა... ^_^ კეკე_717 გილოცავ ^_^ s@likun@ სალო მშობიარობაზე გამახსენდა . იმედის კლინიკის სამშობიარო თუ იცი შენ როგორი გარემოა??! |
Posted by: natiacr7 18 Feb 2019, 13:27 | ||
მამუკა ნემსაძესთან იმშობიარა ჩემმა მეგობრებმა და ძალიან კმაყოფილები იყვნენ. ზოგადად პრობლემურ ორსულებში როგორც ვიცი ძალიან მაგარია. ასე ამბობენ. მაგაზე მეც ვფიქრობდი უბრალოდ ღია გულშია როგორც ვიცი და ლოკაცია ძაან შორია ჩემგან. |
Posted by: sesilia28 18 Feb 2019, 13:32 |
გოგოებო თავის ტკივილისთვის რა შეიძლება დავლიო? |
Posted by: google1 18 Feb 2019, 13:36 |
anibani18 მე მყავდა აყვანილი, საკეისრო გამიკეთა და უზომოდ კმაყოფილი ვარ. პრობლემური ორსული ვიყავი და ბოლო თვეში გადავწყვიტე მასთან გადასვლა. ყველაფერი სწორად დამიგეგმა, ოპერაციამ არაჩვეულებრივად ჩაიარა, ავდექი მეორე დღეს უპრობლემოდ, ტკივილები პირველი დღის მერე არ მქონია, ნაკერიც უცებ შეხორცდა და უმნიშვნელო ხაზივით მაქვს სამ თვეში. |
Posted by: makarena 18 Feb 2019, 13:57 |
sesilia28 პარაცეტამოლი მხოლოდ გამაყუჩებლებიდან. nature მიმიწერე ბიჭი. დღეს ვიყავით ეხოზე და კაცმაცუნააო გვითხრეს. |
Posted by: Aniani1995 18 Feb 2019, 14:37 |
ხო შეიძლება ირთი ეხოსკოპისტი ნათესავი ან ნაცნობი მყავდეს, დავიღალე უკვე ლომკა მჭირს ეხოდან ეხომდე რა :დ * * * anibani18 ჩემი ნათესავი დადის და ძალიან კმაყოფილია, მეც მექაჩებოდა წამოდიო :დ მშობიარობასაც მანდ აპირებს, თემქაზეა მე5 საავადმყოფოში |
Posted by: Tess 18 Feb 2019, 14:42 |
makarena გილოცავ მშვენიერი ამბავია |
Posted by: makarena 18 Feb 2019, 14:49 |
Tess მადლობა |
Posted by: nature 18 Feb 2019, 15:02 |
1 მარტი - sopo_s - გოგო 25 მარტი - natiacr7 - გოგო 7 აპრილი - maaari2003 - გოგო 18 აპრილი - *Artless* - ბიჭი 9 მაისი - inertiacreeps11 - გოგო 14 მაისი - Salomea2018 - ბიჭი 23 მაისი - Liliko1 - ბიჭი 1 ივნისი - ukrainka - ბიჭი 11 ივნისი - s@likun@ - ბიჭი 13 ივნისი - an_u_ka - გოგო 22 ივნისი - TeKooo - ბიჭი 25 ივნისი - darling1990 - გოგო 1 ივლისი - სიმბა - ბიჭი 2 ივლისი - Tess - ბიჭი 10 ივლისი - Aniani1995 - გოგო 14 ივლისი - nature - ბიჭი და გოგო 16 ივლისი - rocobarocco - ბიჭი და ბიჭი 17 ივლისი - mariami2525 - ბიჭი და ბიჭი 20 ივლისი - missi_i - ბიჭი და ბიჭი 29 ივლისი - magi_ 3 აგვისტო - Lucifurr 7 აგვისტო - makarena - ბიჭი 25 - აგვისტო - sesilia28 28 აგვისტო - tinatinny 20 სექტემბერი - annaanka |
Posted by: an_u_ka 18 Feb 2019, 15:07 |
გოგოებო ჯიპიაიში არავინ არ ხართ დაზღვეულები? |
Posted by: tweety86 18 Feb 2019, 15:09 |
magi_ გოგო-ბიჭებზე მეც ვიტყვი რა პირველი მყავს ბიჭი და სანამ მეორეს სქესს გავიგებდი მეგონა რომ არ ჰქონდა მნიშვნელობა. სქესი რომ გავიგე უბედნიერესი ვიყავი და საერთოდ სულ სხვაა გოგო და სულ სხვა ბიჭი. ჩემს ქმარს სულ "შურდა" მე რომ მეფერებოდა გაბრიელი. ახლა გოგო რასაც ქვია ადნობს და გადარეულია კიდევ მინდაო გოგო სახელიც კი შეარჩია. |
Posted by: Aniani1995 18 Feb 2019, 15:25 |
არავინ არ მიპასუხეთ პლაცენტის მდებარეობა წინა კედელზე ვინმეს გიწერიათ? რა განსხვავებაა წინა და უკანა კედელს შორის თუ იცით |
Posted by: magi_ 18 Feb 2019, 15:25 | ||
tweety86 კი, მამები ასე არიან გიჟდებიან გოგოებზე... ჰგონიათ ხოლმე რომ ბიჭი უნდათ, გვარის გამგრძელებელი, მაგრამ გოგოს ალერსს რომ გაიგებენ მერე ვის ახსოვს ბიჭი.
თუ საშუალებაა როგორც ფინანსური, ისე ემოციური და ენერგიაც გაქვს, 3 4 შვილი უნდა გყავდეს ოჯახში ^_^ ამ გადმოსახედიდან ასე ვფიქრობ და ამ ერთს რომ გავაჩენ არვიცი მერე როგორ ავჭიკჭიკდები |
Posted by: google1 18 Feb 2019, 15:30 |
Aniani1995 მე მქონდა, არანაირი დხვაობა არ არის უკანა კედელზე იქნება თუ წინა. მოძრაობებს უფრო გვიან და სუსტად ვგრძნობდი. არ აგერიოს პლაცენტის წინამდებარეობაში, ეგ სხვა რამაა და საყურადღებოა. |
Posted by: მზე 18 Feb 2019, 15:33 |
tweety86 მიდი მერე მესამე წრეზე magi_ აი პირველი ხანები ალბათ სხვანაირად აჭიკჭიკებდი, მაგრამ ძალიან მალე დაგავიწყდება ისევ ამ "სტარაია პესნიაზე" გადმოერთვები მე ეგრე ვარ ჯერჯერობით |
Posted by: anuki-anuki1990 18 Feb 2019, 15:33 |
გოგოებო თქვენი ბაიები რა სიხშირით მოძრაობენ? გუშინ ძალიან აქტიური იყო,დღეს საერთოდ მიჩუმებულია, შეიძლება ერთი დღე არ იმოძრაოს საერთოდ? |
Posted by: tweety86 18 Feb 2019, 15:34 |
magi_ ორივე რთული ორსულობა მქონდა ტოქსიკოზებით და ამბებით. ვიმშობიარე უმარტივესად მაგრამ 32 წლის ვარ უკვე და მგონი მესამედ ვეღარ გადავიტან 5 უნიტაზთან 5 თვიან ალერსს |
Posted by: Aniani1995 18 Feb 2019, 15:34 |
google1 პლაცენტა მდებარეობს წინა კედელზე ესე მიწერია ყველა ეხოზე და ექიმს რამე არ უთქვამს. რამე სხვაობა ხოარაათქო მეშინოდა * * * anuki-anuki1990 ჩემია ეგრე გუშინ მხოლოდ დილით ვიგრძენი ოდნავ და მერე მთელი დღე გაყუსული იყო, სამაგიეროდ ღამე ამოძრავდა. დღესაც დილას ოდნავ ვიგრძენია და მის მერე გაყუსულია. რამდენ კვირის ხარ? 20 კვირის ვარ მე |
Posted by: google1 18 Feb 2019, 15:37 |
Aniani1995 არანაირი სხვაობა და მნიშვნელობა, საკეისროს ჩვენებაც არაა. ბრაგუნით ნაკლებად შეგაწუხებს, პლაცენტა ბალიშის როლს ასრულებს |
Posted by: Aniani1995 18 Feb 2019, 15:39 |
google1 არა რა ვვიჟდები ეს ფორუმი და თქვენ რომ არ იყოთ რავიცი ♡ მადლობაა, ინტერნეტშიც კი დავქექე რაღაც ინფორმაციები მაგრამ ეგრე გამოცდილი რომ გეტყვის სულ სხვაა |
Posted by: anuki-anuki1990 18 Feb 2019, 15:39 |
Aniani1995 მეც წინა კედელზე მაქვს პლაცენტა, 20 კვირის ვარ,ხან ვგრძნობ ხან ასე მთელი დღე ხმას არ იღებს |
Posted by: tinatinny 18 Feb 2019, 15:44 |
მეც ეგრე მიწერია, წინა კედელზე მაქვს პლაცენტა |
Posted by: Salomea2018 18 Feb 2019, 15:47 | ||
არაფერი პრობლემა არ არის. მთავარია პლაცენტის წინამდებარეობა არ გეწეროს. ეგ თუ არ აიწევს, საკეისროს ჩვენებაა. ისე პლაცენტა ზოჰს წინა კედელზე აწვს, ზოგს უკან. მე უკან კედელზე მაქვს ცენტრალური მიმაგრებით. უი გუუგლს უპასუხია. მერე ვნახე. |
Posted by: Aniani1995 18 Feb 2019, 15:48 |
anuki-anuki1990 ხოდა ერთნაირად ვართ. გუგლმაც დაწერა რომ მაგ დროს უფრო სუსტად და გვიან ვგრძნობთ, ასე რომ დავმშვიდდეთ♡ მასე მეშინოდა და რომ გავიქეცი ეხოზე კარგადაა ყველაფერიო, ახლაც 25ში მივდივარ სერგოსთან. ანუ წინა მდებარეობა რომ აქვს მაგიტო ვერ ვგრძნობთ ხშირად, გუშინ დავწექი მარჯვნივ და იმდენი ვუკაკუნე სანამ ოდნავ არ ვიგრძენი მოძრაობა |
Posted by: magi_ 18 Feb 2019, 15:48 | ||
მზე
ღამისთევები არ უნდა იყოს მთლად სასიამოვნო მითუმეტეს ჩემნაირი ძილისგუდასთვის. თუმცა იმდენად მინდა ბევრი შვილი, მგონია რომ უკეთესები გაიზრდებიან ბევრ დედმამიშვილთან... tweety86 კი, ტოქსიკოზი საშინელებაა გეთანხმები, მე შედარებით მსუბუქად ვიყავი ისე რომ ახლა აღარც მახსოვს. 32 წელიც არაფერია და წესით კიდევ უნდა მოგინდეს 1 მაინც ( ქმრის შემართებასაც თუ გავითვალისწინებთ ) გოგოებო 16 კვირის ბოლოს ვიგრძენი მოძრაობები, სავარაუდოდ გაზები გამოვრიცხე და ეს ბაოს მოძრაობაა. ეხლა უფრო დაბლა ვგრძნობ, საზარდულთან და ეს ბუნებრივია??? 18 კვირა დავიწყეთ.... |
Posted by: Aniani1995 18 Feb 2019, 15:50 |
anuki-anuki1990 რატო არ ხარ ჩვენს სიაში? Natureს მიწერე და ჩაგსვამს |
Posted by: anuki-anuki1990 18 Feb 2019, 15:50 |
Aniani1995 დიდი ხანი რომ არ მოძრაობს მერე პანიკები მეწყება, მაგას მირჩევნია სულ აბრახუნებდეს და ვწუხდებოდე ერთი ეს გამაჩენია და მერე რაღა მომკლავს |
Posted by: Aniani1995 18 Feb 2019, 15:51 |
Salomea2018 google1 მადლობა გოგოებო♡ |
Posted by: anuki-anuki1990 18 Feb 2019, 15:53 |
nature 6 ივლისი გოგო, ჩამამატე მეც |
Posted by: Aniani1995 18 Feb 2019, 15:53 |
anuki-anuki1990 მეც ეგრე ვიძახი მირჩევნია სულ მოძრაობდეს :დ აღარ შემიძლია ეს სტრესი როდის მოვა ივლისიი რომ ამოვისუნთქო |
Posted by: Salomea2018 18 Feb 2019, 15:53 |
სულ ბრახუნი მე2 უკიდურესობაა, მაგაზე ამბობენ რაიმე უჭირსო, ძირითადად ჟანგბადი არ მიეწოდება კარგადო. ყოველთვის ერთნაირად არ მოძრაობენ. არის დღეები, შედარებით პასიურობენ. არ ინერვოულოთ მაგაზე. |
Posted by: Aniani1995 18 Feb 2019, 15:57 |
Salomea2018 ხო ეგ მეც გამიგია მაგ დროს ჟანგბადი არ მიეწოდება ძალიან რომ მოძრაობსო, როგორც ვიცი 24 კვირიდან უფრო ხშირი და ძლიერია დარტყმა ხო? |
Posted by: an_u_ka 18 Feb 2019, 16:10 |
23 კვირის ვარ და აი სულ ოდნავ ვგრძნობ ხოლმე ლივლივივით წამიერად ნეტა როდის უნდა მომიკაკუნოს ) |
Posted by: Salomea2018 18 Feb 2019, 16:25 | ||
რაც უფრო იზრდება, მით უფრო ძლიერია. თვენახევარია ალბათ საკმაოდ მირტყამს. ახლა 1 კილოს ასცდა და ბევრად უკეთ ვგრძნობ და უფრო აქტიურობს კიდეც. |
Posted by: makarena 18 Feb 2019, 17:02 | ||
Aniani1995
მე მიწერია წინა კედელზე და არანაირი განსხვავება არაა, მნიშვნელობა არ ქონია, უბრალოდ მდებარობას წერენ |
Posted by: Aniani1995 18 Feb 2019, 17:10 |
makarena მოძრაობას გრძნობ ხშირად? * * * 25ში ხომ არ მიდიოდით ვინმე სერგოსთან?ახლა დამირეკეს არ იქნებაო და 26ში გადამიტანეს |
Posted by: makarena 18 Feb 2019, 17:17 |
Aniani1995 მოძრაობა ჩემთვის ადრეა, 20 კვირამდე არ ველოდები, ჯერ 16 კვირის ვხდები. |
Posted by: Aniani1995 18 Feb 2019, 17:22 |
Tess ტეს შენ ხარ ხო 26ში სერგოსთან? რომელ საათზე ხარ |
Posted by: anibani18 18 Feb 2019, 17:30 |
მადლობა გოგონებო! თავიდანვე შეიძლება მასთან სიარული? რატომღაც მეანად უფრო აღვიქვამ და ცოტა მცხვენია თავიდანვე მასთან მისვლა. ამ კვირაში, თუ მშვიდობით ჩავატარე, გაგოშიძესთან მივალ და მერე მამუკასთან... |
Posted by: Aniani1995 18 Feb 2019, 17:36 |
anibani18 კი თავიდანვე მამუკასთანაა აღრიცხვაზე და კმაყოფილია, თუ რაიმე დაჭირდა ურეკავს კიდევაც უპრობლემოდ ყველაფერზე * * * makarena მოცუცქნული წერტილი ♡ |
Posted by: anibani18 18 Feb 2019, 17:48 |
Aniani1995 მადლობა ცოტა წელი მტკივა და მეშინია |
Posted by: inertiacreeps11 18 Feb 2019, 17:56 |
ეს 2დღეა ფეხებში ვგრძნოვ სიმძიმეს:/// ნამეტარი მკვ'ტ'არი ორსული ვიჩითებო. ვეღარ დავდივარ მგონი :დდდ ბარძაყებში მტკივა, თითქოს ვივარჯიშე და კუნთები მაქ დაჭიმული... მოკლედ მოძრაოვა ძაან მიჭირს და წინ კიდე 2თვე... ასე ინვალიდივით უბდა ვიყო ნეტა?:// |
Posted by: s@likun@ 18 Feb 2019, 18:32 |
magi_ გოგო არა ჯერ არ შემითვარიელბია არც ბლოკი და არც ოთახები )) მოძრაობით ძაან ცოტას მოძრაობს ჩემი ბაია ^^ დილას შუდღეს ძილის წინ )) სულ ერთAხელ ან ორჯერ გაილივლივებს და ეგაა ))) სერგომ მოძრავიაო არ გაჩერდბულაო ეხოზე და ამდროს მე ვერ ვგრძნობდი ))) აუ ბაკურიანში ვარ და ძაან ბედნიერი ვარ ))) მუცელზე ხელის დადებას რაც შეეხება ვგიჟდები ისე მომწონსთქო ვერ ვიტყვი მაგრამ ამით სითბოს გამოხატავენ და ამითიც ვერ ვღიზიანდები ))) |
Posted by: inertiacreeps11 18 Feb 2019, 18:34 |
რომ ვაკვირდები ყველას მშვიდი ბაიები გყავთ:დ ჩემია გიჟი და გადარეული სულ ცანცარებს, ღამის საათებში განსაკუთრებით |
Posted by: Lucifurr 18 Feb 2019, 18:35 |
მე 16კვირას გავცდი და ორი დღეა ვფრძნობ უკვე მოკაკუნებას. ხშირად არა მაგრამ აშკარად ვგრძნობ ❤️ და 20კვირიდან იწყებენ მოძრაობას?? ადრეა 16 კვირისთვის? |
Posted by: Aniani1995 18 Feb 2019, 18:37 |
s@likun@ სალოო მე მიკეთებ ამას? თოვლის გიჟს? თან ორსულობისას? კარგი რა კარგი შემიცოდე ამ თბილისში ხო არასდროს არ არის თოვლი რა არის რა რანაირა ზამთარი იცის სულ კარგი დრო ატარეთ ასუნთქე სუფთა ჰაერი შენს პაწაწინას♡ |
Posted by: Liliko1 18 Feb 2019, 18:47 |
მე ძალიან მიკაკუნებს ხოლმე წყნარად ხანდახანაა და კიდევ მუცლის ზომაზე როგორ ხართ მე 7 თვეში ვიც გადახვედით? არც ისე დიდი მაქვს მე და ვინერვიულო? |
Posted by: inertiacreeps11 18 Feb 2019, 18:51 |
აჰა, მე7ს ვამთავრებ მარტის 1ში :დდდ არც მე მაქვს დიდი |
Posted by: Aniani1995 18 Feb 2019, 18:52 |
inertiacreeps11 ეგ არაა 7 თვეზე დიდი მუცელი? ღიპუცა შენ რა საყვარელი ხარ, როდის მექნება მაგხელა მუცელი მინდა მინდა მინდა♡ |
Posted by: inertiacreeps11 18 Feb 2019, 18:56 |
Aniani1995 ამაზე ბევრად დიდები აქვთ მე7ეს ბოლოს :დ მე ეგეც მამძიმებს რაც მაქვს, ვეღარ ვექანები ://// |
Posted by: Aniani1995 18 Feb 2019, 18:58 |
inertiacreeps11 7 თვეზე ძალიან შესაფერისი მუცელია, პატარა ღიპუცა ნამდვილად არ გაქვს ♡ რა ქნას აბა ხო უნდა დიდი ადგილი თავისუფლად რომ იმოძრაოს :დ |
Posted by: Liliko1 18 Feb 2019, 19:20 |
ვააა) გადასარევი გოგოცუნა ხარ მუცელიც კოხტა! აი მე 26 კვირა და 5 დღე და თვე კიდე არ ვიცი და ვერ დავადგინე ზუსტად))) * * * აქ უფრო ჩანს მგონი |
Posted by: Aniani1995 18 Feb 2019, 19:37 |
აუ ღიპებო რა საყვარლები ხართ♡ 7 თვეზე აბა მეტი რა მუცელი გინდათ ზოგს 9 თვეზე აქვს ეგრე, ნათესავია 7 თვის თქვენი მუცლის ნახევარი აქვს მგონი. კიდე შემოგორდით თქვნი ღიპებით მაინც დავტკბები მე აბა რამე არ მეტყობა ჯერ :დ |
Posted by: Tess 18 Feb 2019, 19:40 |
Aniani1995 12:15 ზე. შენც ხომ არ ხარ? |
Posted by: Aniani1995 18 Feb 2019, 19:46 |
Tess მე 25ში ვიყავი 11ზე და 26ში გადამიტანეს იგივე დროს |
Posted by: Salomea2018 18 Feb 2019, 19:55 | ||
ლილიკო მეც ანალოგოური ზომა მაქვს და ვამბობ ძალიან დიდი მაქვსთქო. ჩემს გარშემო ყველას ისეთიბოატარა მუცლები ქონდათ, მე თავი მე9 თვეში მგონია. |
Posted by: Tess 18 Feb 2019, 19:58 |
Aniani1995 დღეს რეკავდნენ რისეპშენიდან, ვერ მივუსწარი და შეიძლება გადანაწილება უნდოდათ ხალხის |
Posted by: Aniani1995 18 Feb 2019, 20:01 |
Tess ხვალ მოდიო და გადავირიე ხვალ ვერ მოვალთქო, 26ში მოვალთქო და კარგი 26ში ჩაგწერთ არ არის პრობლემაო. იმედია ლოდინი არ მომიწევს და მალე შევალ, მერე ექიმთან მივდივარ და დრო ისე მაქვს განაწილებული არ მინდა ამერიოს. 26ში ისედაც გადაჭედილი იყო და 25 მთლიანად 26ში თუ გადავიდა რავიცი რას მოასწრებს |
Posted by: Tess 18 Feb 2019, 20:02 |
inertiacreeps11 კარგ ფორმაშო ხარ ძაან Liliko1 როგორ გაზრდილა შენი ბინადარიც )) ზპგს მართლა რა პატარა მუცელი აქვს, მე უკვე ვარ ზოგის 9 თვის ხელა ამ მხრივ)) |
Posted by: Liliko1 18 Feb 2019, 20:04 |
Salomea2018 შორიდან არ მეტყობა ძალიან დიდი))) მარა რომ ვთქვა პატარაა ძაან არა მაგრამ არც ძაან დიდია, ჩემი ქმარი მეუბნბა ეგ რა დიდიაო * * * Tess ჰო გაიზარდა , ძაან ირტყმევინება და მაგით უფრო ვხვდები |
Posted by: Aniani1995 18 Feb 2019, 20:10 |
რაღაც ახალი მეთოდია ახლა წავიკითხე და ნახეთ აბა იქნებ დაგაინტერესოთ |
Posted by: mariami2525 18 Feb 2019, 20:11 |
19 კვირა ტყუპები მგონი პატარა მუცელი მაქვს |
Posted by: Salomea2018 18 Feb 2019, 20:14 |
აიი ტყუპებთან ურთიერთობა აროს საოცრება. მერე გამიხსენებთ ვინც ელოდებით. ძალიან განსხვავებულები არიან, თითქოს უფრო მოსიყვარულეებიც კი მეჩვემებიან ჩემი დისშვილები. ქცევებიც კი სხვანაირი აქვ[ და ზოგადად, უფრო საინტერესოა მათთან კონტაქტი. |
Posted by: Aniani1995 18 Feb 2019, 20:15 |
გოგოებო ახლა ვნახე დავარაშვილთან რაღაც ახალი გაუტკივარების მსგავსი მეთოდია. არ ვიცი რამდენად აყუჩებს ან როგორია მაგრამ წაიკითხეთ შეიძლება დაგაინტერესოთ, ავტვირთე ფოტოები |
Posted by: tinatinny 18 Feb 2019, 20:19 |
ღიპუცებო,ძაან საყვარლები ხართ♡ ერთი სული მაქვს,როდის დამეტყობა.13 კვირის ვხდები და ჯერ არ მეტყობა. სრც მომიმატია ტოქსიკოზის გამო |
Posted by: Aniani1995 18 Feb 2019, 20:19 |
მგონი ვისაც ეპიდემიური გაუტკივარება არ უნდა რაიმე მიზეზების გამო ღირს გარკვევა როგორი მეთოდია |
Posted by: sesilia28 18 Feb 2019, 20:58 |
tinatinny მე და შენ თითქმის ერთი ვადის ვართ. 13კვირა 2 დღის ვარ. არც მე მეტყობა არაფერი, 2 კილო დავიკელი მეც, ტოქსიკოზი აქამდე არ მაწუხებდა და მგონი დღეს დამეწყო :-) ყოველდღე მუცელს გავყურებ როდის მოიმატებს :-) |
Posted by: magi_ 18 Feb 2019, 21:17 |
s@likun@ ძალიან მაინტერესებს როგორი გარემოა, მანდ იმშობიარებ ხო ალბათ? ბაკურიანი რა კარგიააა))) კარგი დასვენებაა ☺️☺️ რა საყვარლები ხართ გოგოებო ^_^ მე 17 კვირის ვარ და არაფერი მეტყობა ჯერ, ხვალ უნდა ვკითხო ექიმს ნორმაა ესე... |
Posted by: inertiacreeps11 18 Feb 2019, 21:37 |
Liliko1 ოუ, შენ ჩემზე დიდი გაქ აშკარად ❤️❤️ * * * Tess 12 კილო მაქვს მომატებული 29 კვირაზე არადა ((( მადლობა მაინც..... * * * გოგოებო, ვალერიანი დაგილევიათ რომელიმე? მწვანე აბების დალევა მინდა მარა უწერია ორსულევისთვის არ შეიძლებაი , არადა ბევრი სვამს |
Posted by: luckygirl15 18 Feb 2019, 23:03 |
Aniani1995 წინა კედელზე მაქვს მეც, არანაირი გასნხვავება წინ იქნება თუ უკან კედელზე მიმაგრებული. გვერდიც ხომ აქვს ამ საშვილოსნოს და ისე ამ წინ და უკანს რატომ წერენ ? წინა კედელზე უფრო გვიან იგრძნობო ექიმმა მითხრა. ნაკეისრალზე წინა კედლეზე არის ჭრილობაც და წინა კედელზე რომ არის პლაცენტის მიმაგრებაც ეგ ნეტა საყურადღებო არ არისუფრო? ანუ უფრო ახლოს იქნება ნაკერთან პლაცენტა და რომ გაიზრდება ნაყოფი უფრო არ დაქაჩოსთქო. |
Posted by: Tess 18 Feb 2019, 23:04 |
Aniani1995 ვნახე ეს მეთოდი. ისე რა არაესთეტიური ფოტოა. უსიამოვნო განცდა დამრჩა |
Posted by: makarena 18 Feb 2019, 23:19 |
რა კარგიაა ბაკურიანი და დასვენება, მეც მინდა ) 3 დღით მივდივართ მარტის პირველ კვირაში საირმეში და ისე ველოდები Lucifurr სქესი როდის უნდა გაიგო? |
Posted by: Liliko1 18 Feb 2019, 23:24 |
inertiacreeps11 8 კილო მე მოვიმატე , იმედია 9 თვემდე მხოლოდ 4 გა მოვიმატებ თორე ვაი! ნეტა თქვენ გოგოებო რო იცმევთ ლამაზად , იპრანჭებით, მე თმასაც კი არ ვიბარცხნი ხოლმე.. არც ხალისი მაქვს, მითუმეტეს აქ გადაკარგულში)) დავდივარ ბომჟივით)) |
Posted by: Tess 18 Feb 2019, 23:33 |
მე ძალიან ველოდები შემდეგ აწონვას. დაახლოებით 2 თვე მივიქეცი უკონტროლოდ და შეუზღუდავად სა 19 კვირაზე 6 კილო დამხვდა. ვცდილოვ რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე ამ წონაზე. ვნახოთ. მშობიარობის თარიღზე რომ დავფიქრდი შემეშინდა, ზაფხულში მსუქანი ძაან უშნო ვიქნები. ალბათ ფუშფუშა ქალებივუთ ფუშფუშა კაბების ჩაცმა მომოწევს და სასწრაფოდ ავიყვანე თავი ხელში ))) |
Posted by: tinatinny 18 Feb 2019, 23:45 |
Sesilia 12 კვირის და 5 დღის ვარ.28 აგვისტოს მიწერს ეხო. შენ 25 ხო? ჩემი დაბ.დღეა 25ში ახლაც გულძმარვა მკლავს. დღეს უკეთ ვიყავი და ცოტა პომიდვრის საწებელი ვჭამე და გავმწარდი ) Liliko მეც არაფრის ხალისი არ მაქვს,მეზარება ყველაფერი ამ ტოქსიკოზის გადამკიდე. ადგომა და დაჯდომაც კი მეზარება.იმედია გადამივლის მეორე ტრიმესტრში |
Posted by: mako2018 19 Feb 2019, 00:01 |
Salomea2018 სალო,მადლობა დიდი❤ხომ კარგად ხარ თქვენ ორნი?❤❤ პლაცენტის დეფორმაციაზე რა იცით,გოგონებო?რა იწვევს?თავისით სწორდება თუ მკურნალობა უნდა?კიდევ ერთი:ეხო რომ 4 კვირას წერს და ხეგე 5-ს,ეს როგორ გავიგო??? * * * სულ მჯეროდა,რომ ერთ დღეს ჩემი პოსტიც გაჩნდებოდა ,,მომავლებში",მაგრამ მაინც არ ველოდი ამ ეტაპზე და ახლა.ასე მოულოდნელი სიხარული ეწვიოს ყველა მომლოდინეს! კეკე,გილოცავ ჯანმრთელ ბაიას❤❤ |
Posted by: inertiacreeps11 19 Feb 2019, 00:09 |
ზეთისხილი ვჭამე ცოტა ბევრი გოგოებო და ხომარ მაწყენს? |
Posted by: tinatinny 19 Feb 2019, 00:11 |
მაკო,გილოცავთ!რა ბედნიერებაა, ინვიტრორომ არ დაგჭირდათ. მსუბუქ და მშვიდ ორსულობას გისურვებთ |
Posted by: Liliko1 19 Feb 2019, 00:30 |
tinatinny ხოოო) რავიცი აბა მე არ გადამიარა)) დავდივარ აესე ტილიანივით. ნუ მე ეს ჩემი პრობლემაც ხასიეთს მიმძიმებს. შენ გადაგივლის ) * * * inertiacreeps11რატომ უნდ გაწყინოს პირიქით სასარგებლოა * * * tinatinny გულძმარვაზე ცივი მაღაზიის რძე ყლუპ ყლუპად დალიე და გადაგივლის |
Posted by: natiacr7 19 Feb 2019, 01:00 |
გოგოებო დღეს ავიყვანე მეანი როგორც იქნა და დავისვენე რომ აღარ მომიწევს ღუდუშაურში სირბილი და გადავაგორე ნაადრევის საშიშროება. ვიყავი ნუკრი ქსნელაშვილთან და არც მეგონა ასეთი კმაყოფილი თუ გამოვიდოდი კონსულტაციიდან. ყველაფერი დეტალებში გაიარა ანალიზებით დაწყებული დამთავრებული ჩემი 3 თვიანი დენებით. |
Posted by: Lucifurr 19 Feb 2019, 01:25 |
makarena 28ში <3 აუ ბაკურიანიდან ჩამოვედით დღეს და ნუ მკერდს ქავილი იქვე დამეწყო, კინაღამ მოვიგლიჯე რასაც ქვია. ეხლა ყელზე გადამივიდა და იღლიებთან, მკლავებზე მაყრიასავით. სიწითლეს ვხედავ ოღონდ ძალიან მკრთალად. ნუ მექავება ზედა ტანი მთლიანად. ყურები, ყელი, კისერი, მკერდი, მუცელთანაც გვერდებზეც ოდნავ. რა ჯანდაბა შეიძლებაიყოს. ხვალ მივალ კანის ექიმთან მაგრამ იქამდე ვინმემ რამე თუ იცით დამამშვიდეთ თქვენ გახარებას * * * mako2018 მთელი გულით გილოცავ :* თითოეული შემომატებული წევრი მიხარია ამ თემაში ❤️ |
Posted by: Salomea2018 19 Feb 2019, 08:31 |
mako2018 კი ჩვენ კარგად ვართ, აქტიური ბიჭი მყავს. ადრეულ ვადაზე, გამიგია რომ სწორდება ხოლმე. შენ გითხრეს? არ ვიცი რამეს თუ ნიშნავენ ამ დროს მაგრამ ადრე აქაც წავიკითხე, რომ გასწორდა. ეხოზე რა გამოჩნდა აბა, სანაყოფე არის? ემბრიონი? ჯერ ვადები ადრეა. 10მმ სანაყოფე შეესაბამება 5 კვირას. Lucifer სავარაუდოდ ალერგია გაქვს, მე სიცივეზე მჭირდა ადრე, ოღონდ მხოლოდ სახეზე და ხელებზე. წვრილად დამაყარა და კინაღამ მოვიგლიჟე სახე. ანტოჰისტამინი დალიე, ფენკაროლი შეიძლება ორსულებზე. მე ვიღებდი 8 თუ 9 კვირაზე. |
Posted by: takotatuli1989 19 Feb 2019, 09:25 |
Lucifurr ორსულობოს მე8 თვეში დამემართა ფეხის ტერფი ლამის მოვიგლიჯე. დამამშვიდებელი მალამო მომცეს და ყოველი შემთხვევისთვის ნისტატინიც წაისვიო, თუმცა სოკო არ მქონდა. ორსულობამაც იცის საშინელი ქავილი. სიმფტომია ერთ_ერთი |
Posted by: mako2018 19 Feb 2019, 09:35 |
tinatinny მადლობა დიდი.გაიხარე! Salomea2018 პირველად მქონდა ტატიშვილთან შეხება და ეგრევე მივხვდი,რა სიტყვაძუნწი ყოფილა.მხოლო ეს დაწერა:პროგრესირებადი ორსულობა 4 კვირის.სანაყოფეს დეფორმაცია.არანაირი ზომები ყელის სიგრძის გარდა.მაკამ კი მითხრა,საშიში არააო,მაგრამ ეხოდან ეხომე 1 კვირა მაინც ღელვამ უნდა გამიწელოს |
Posted by: sesilia28 19 Feb 2019, 10:00 |
tinatinny ციკლის მიხედვით 24 აგვისტო მიწევს, ხეცურიანი თხემ-კუდუსუნოს ზომის მიხედვითაც ითვლის და ბოლოს 17 აგვისტო მითხრა, ზუსტი რომელია არ ვიცი :-) |
Posted by: Lucifurr 19 Feb 2019, 10:14 |
takotatuli1989 Salomea2018 აუ რა კარგი გოგოები ხართ ❤️ ალერგია იყო ალბათ და ღამე გამიარა. შეიძლება მართლა სიცივეზე დამემართა. მადლობა სალო რომ მითხარი ეგ წამლები. ყოველი შემთხვევისთვის ვიყიდი და მექნება სახლში. ისე შემეშინდა წუხელ აღარ ვიცოდი რა მექნა |
Posted by: Tess 19 Feb 2019, 10:20 |
გოგოებო 1 მნიშნელოვანი კითვა მქვს, თუ გაქვთ ვინმეს ინფრომაცია, სად შეიძლება ვნახო რეგისტრირებული მედიკამენტები სია. მუდმივად ვიღებ მსგავს პასუხებს სადაზღვევოდა და ფაქტიურად არ მიფინანსებენ წამლებს (( მინდა წინასწარ გადავამოწმო ხოლმე, ან საერთოდ აღარ მოვითხოვ ანაზღაურებას ან შევედავები მაინც. მადლობა თუ ვინმე შეძლებთ და დამეხმარებით |
Posted by: Salomea2018 19 Feb 2019, 10:21 |
mako2018 აუ ტატიშვილზე ამ ბოლო დროს ბევრი წერს მასე. მე ზუსტად 5კვირაზე ვიყავი, დამიდასტირეს ორსულობა ღრუში 10მმ სანაყოფე პარკით. გული მისკდებოდა გარე ორსულობა არ მქონდესთქო იმდენად ხშირად მესმოდა. არაფერი არაა სანერვიულო, მთავარია ღრუშია და 1 კვირაში ემბრიონიც იქნება ალბათ.სიმართლრ გითხრა, ჩემი ზუსტ 6 კვირაზე არ გამოჩნდა, ვიხეთქე გული და 6.2ზე ჩანდა უკვე. თითოეულ დღეს აქვს მნიშვნელობა. Tess დედაჩემს აქვს იმედი ლის დაზღვევა. ოჯახის ექიმი თავიანთ ბაზაში ამოწმებს და ისე უწერს წამლებს. გინეკოლოგი კონკრეტული სადაზღვევოა ბაზას ხ9მ ვერ შეამოწმებს. შეიძლება დაგიწეროს ისეთო წამალი, რომელსაც შენი სადაზღვევო არ აფინანსებს. თვითონ სადაზღვევოს მიმართე რომ მოგცენ სია. |
Posted by: makarena 19 Feb 2019, 10:41 | ||||
mako2018
ეს ორი სხვადასხვაა, შენ ვადაზე ჯერ პლაცენტა ვერ გექნება. პლაცენტა ყალიბდება 11-12 კვირიდან. მანამდე ნაყოფი ყვითრის პარკით იკვებება. |
Posted by: Tess 19 Feb 2019, 10:42 |
Salomea2018 ველაპარაკე სადაზღვევოს და ვერ მომცეს, ეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სიაა და ყველა სადაზღვევოზე და კლინიკაზე მოქმედებსო. ტონუსის წამალი არ ფინანსდება, ჰემოგლობინის არა, ეხლა ბაქტერიაზე სანთლები დამჭირდა და ეგეც დამიუარეს. ნუ ვიტამინებს აღარც ვგზავნი. არადა იმხელა თანხას ვიხდით დაზღვევაში და მედიკამენტებზე ფაქტიურად ვერ ვიყენებ. |
Posted by: s@likun@ 19 Feb 2019, 10:43 |
Aniani1995 მაპატიე მეტს არ ვიზავ ))) ვერ ვიტანდი თოვლს და ამ ორსულობის დროს შემიყვარდა ))) ერთადერთი ცვლილება მემგონი ეგ არის ჩემი ორსულობის დროს ^^ magi_ გოგო ალბათ კი ^^ მაიასთან მინდა და ეგ მანდ არის ისე ღია კარის დღეები ხო აქვთ როცა შეგვიძლია ვნახოთ ბლოკიც და ოთახებიც ? გავიგოთ და წავიდეთ )) ნუ ცუდი არამგონია იყოს ისათმა დაქალმა გააჩინა მანდ რო ეგ ისტერიჩკაა ))) აუ რა საყვარელი ღიპუცები გაქვს ❤️ ჩვემ დღეს 24 კვირის გავხდით გუშინ ჩავეწერე ჭიღლაძესთან ერთი სული მაქვს მოვიდეს 7 თან ცოტა მრცხვენია სერგოს რო ვღალატობ ))))) |
Posted by: ოჩოპინტრე8 19 Feb 2019, 11:14 |
sesilia28 როგორ გაემხარდა შენი აქ დანახვა ვერ წარმოიდგენ <3 ძალიან ბედნიერ, მშვიდ ორსულობას გისურვებ :* |
Posted by: მზე 19 Feb 2019, 11:42 |
Tess მემგონი ეს გინდა: http://apps.ssa.gov.ge/recepti/Camlebi მე დეჰა კომბს ვსვამდი ვიტამინს და ეგ არ იყო რეგისტრირებული მაგრამ ტონუსისთვის მაგნე ბ6-ს ვსვამდი და ეგ არის რეგისტრირებული და მინაზღაურებდნენ. შენ რას სვამ? |
Posted by: tinatinny 19 Feb 2019, 12:06 |
გოგოებო, სანამ აღრიცხვაზე დავდგებოდი, გინეკოლოგთან დავდიოდი და იმან ვიტამინები და ფოლიუმი დამინიშნა. ამ აღრიცხვის ექიმმა,არაფერი არ გინდაო. ცოტა გემოგლობინი მაქვს დაბალი და სორბიფერ დურულესი გამომიწერა. მე კუჭი მაწუზებს და ფოლიუმი გაგიღიზიანებსო და აღარ გინდაო. ვიტამინებს ვსვმადი მაინც და გამითავდა.ახლა ვფიქრობ,ვიყიდო და გაბაგრძელო თუ არა.თქვენ თუ სვამთ ვიტამინებს? |
Posted by: sesilia28 19 Feb 2019, 12:20 |
ოჩოპინტრე8 დიდი მადლობა ჩემო კარგო, სიკეთე მოგცეს ღმერთმა :-* :-* |
Posted by: Aniani1995 19 Feb 2019, 12:20 |
tinatinny რაც გავიგე რომ ორსულად ვარ ვსვამ ვიტამინს, 16 კვირამდე რაღაც სხვადასხვა ვიტამინებს ვსვამდი და 16 კვირიდან დამინიშნა დეჰა კომბი რომელს დალევასაც ვაპირებ მთელი ორსულობა. ძალიან კარგი ვიტამინია შეგიძლია დაგუგლო და შენს ექიმსაც უთხრა ეგ დაანიშნიო, არამგონია ისე კარგად ვიკვებებოდეთ რომ ვიტამინი არ ჭირდებოდეს ბავშვს. რომც ვიკვებებოდეთ მაიმც არ ავნებს პირიქით დაეხმარება მოძლიერებაში და გაზრდაში♡ * * * luckygirl15 მეც ნაკეისრალი ვარ მაგრამ რავიცი არც ეხოს და არც ექიმს არ უთქვამს რამე მაგ თემასთან დაკავშირებით, ვკითხავ აბა ახლა რომ მივალ სერგოსთან |
Posted by: makarena 19 Feb 2019, 12:33 |
tinatinny მე მეორე ტრიმესტრიდან დამინიშნა ვიტამინი, მხოლოდ გაზაფხულამდე. მერე ხილი და ბოსტნეული შემოდის და საჭირო აღარააო. მეც დეჰა კომბს ვსვავ. ოღონდ მე თვითონ ავირჩიე ვიტამინი. |
Posted by: tinatinny 19 Feb 2019, 13:07 |
მადლობა,გოგოებო. მე ვსვამდი კომპოსიტა მამას. 1 კაფსულა ვიტამინი და ორი კაფსულა ომეგა სამი ისმევა ერთად. ან იმას გავაგრძელებ, ან თქვენ რასაც მირჩევთ. მართლა ვერ ვიკვებებით ისე, რომ საკვებიდან შევივსოთ. თან ისეთი სეზონია, ბოსნტეული ნიტრატებიანია |
Posted by: Salomea2018 19 Feb 2019, 13:14 |
გაზაფხულზე ბოსტნეული და ხილი გარანტია არაა, რომ ჯანსაღს მივიღებთ, განსაკუთრებით ისინი, ვინც თბილისში ცხოვრობენ და არც სოფელი აქვთ, რომ გამოუგზავნონ.მე ვსვამდი ორთომოლ ნატალს 1თვე,მერე პრელარგოვიტს. ეხლაც ვაგრძელებ პრელარგოვიტს და გრავიდა რკინას, რადგან დაბალი მაქვს ჰემოგლობინი, ვამატებ შოკო კალცს. 30 კვირამდე დავლევ ჯერ ჯერობით. |
Posted by: Tess 19 Feb 2019, 14:43 |
მზე დავი-ს ვიღებ, მაგრამ მაგნე ბე6-ს თუ ანაზღაურებენ ჩავანაცვლებდი, იგივეა. |
Posted by: teklikie 19 Feb 2019, 14:50 |
Tess დაგუგლე "წამლის საძიებელი" და ამოგიგდებს საიტს http://apps.ssa.gov.ge/recepti/Camlebi სადაც რომ გახსნი არის ძებნის ფუნქცია, თუ იმ ველში ჩაწერ წამალს და არ მოძებნა ესეიგი არაა რეგისტრირებული * * * გოგოებო საკეისროს მერე ჰისტეროსკოპია და ეროზიის მოყინვა რამდენ ხანშია ეს პროცედურები შესაძლებელი? |
Posted by: Tess 19 Feb 2019, 15:20 |
teklikie მზე მადლობა გოგოებო * * * teklikie ჰისტერომდე და მოყინვამდე ოგადად საჭიროა რომ ყელი იყოს იდეალურად სუფთა. ამიტომ ჯერ აბათ იმკურნალებ ბაქტერიებზე, სოკოზე და ა.შ. და რაღაც დრო ამასაც ხო დაჭირდება, არ მგონია პრობლემა იყოს ვთქვათ 2-3 თვეში. |
Posted by: natiacr7 19 Feb 2019, 15:47 | ||
ჯი პი აი მიშვება ზუსტად ეგრე. არ არია რეგისტრირებულით ტვინი წაიღო და იმედიც არ მაქვს რომ რომელიმე წამალს დამიფინანსებს. |
Posted by: mako2018 19 Feb 2019, 15:48 |
Salomea2018 გაიხარე,მადლობა.1 კვირაში რა გამოჩნდება,ვნახოთ. makarena აუ,ინსტიქტურად დავწერე პლაცენტა ალბათ.არც კი მახსოვდა,რომ ეგ დავწერე.თორემ,ცხადია ვიცი და ვარჩევ სამივეს ერთმანეთისგან.ყვითრის პარკი რეალურადაც კი მინახავს საკუთარ ხელისგულზე. |
Posted by: teklikie 19 Feb 2019, 15:55 |
Tess მადლობა, ხო უნდა მივხედო ამ ჩემ ადენომიოზს სანამ გამიმწარა ცხოვრება, თან საკეისრო ამწვავებს ამ პროცესს კიდე უფრო და მინდა დროზე მოვიშორო..ეგაც და ეს ეროზიაც. უი შენც ბიჭს ელოდები? სიაში მოვკარი თვალი ანას გაუხარდა ბიჭი? |
Posted by: Tess 19 Feb 2019, 15:57 |
natiacr7 მეც ჯიპიაი (( ის სია მგონი არასსდროს ახლდება |
Posted by: nature 19 Feb 2019, 16:39 |
Tess რას ამბობ როგორ არ ახლდება. ბოლო დროს მარტო სიის გამოღა შემოვდივარ. ახლებიც დავამატე და სქესიც დავუმატე ვისაც არ ეწერა. არავინ დამიტოვებია უყურადღებოდ. |
Posted by: magi_ 19 Feb 2019, 16:43 |
s@likun@ უი აქვთ ღია კარის დღეები.... რა კარგიაა, მაინტერესებს ძალიან... ^_^ მშობიარობამდე კი უნდა შევირბინოთ ისე... დღეს ვიყავი სერგოსთან... ჩემი ბაოც ბიჭი აღმოჩნდა ^_^ ნორმალურად არის ყველაფერიო რაც ამ ეტაპზე შეიძლებოდა რომ ენახა დამათვალიერა მთლიანად <3 ექიმმა ფერმიკრონი დამინიშნა ორსულობის ბოლომდე სვიო. თუ იცით ამ პრეპარატზე რამე??!!!! |
Posted by: Tess 19 Feb 2019, 17:00 |
nature რა საყვარელი ხარ ჯანდაცვის რეგისტრირებული-არარეგისტრირებული მედიკამენტების სიაზე იყო საუბარი. წინა გვერდებიდან ))) შენ ძალიან ორგანიზებული ადმინი ხარ * * * teklikie კი ბიჭი აღმოჩნდა და ანას ძალიან უხარია, ისე უნდოდა ბიჭი, მეშინოდა გოგოზე რეაქციისაც კი )) |
Posted by: მზე 19 Feb 2019, 17:14 |
Tess კი მე მინაზღაურებდა იმედი ლ შარშან. ოღონდ ფორმა 100 უნდა წარმედგინა ყოველჯერზე და იქ უნდა ყოფილიყო გამოწერილი კონკრეტული რაოდენობა აბების. მგონი ერთ ფორმა 100-ით მხოლოდ 2 თვის დოზას გაძლევენ ნუ ეგ გაარკვიე მოკლედ |
Posted by: tatik234 19 Feb 2019, 17:19 |
გოგოებო თუ კერძო დაზღვევაში ხარ დაზღვეული სახელმწიფო მშობიარობის 500 ლარს მაინც გინაზღაურებს? |
Posted by: მზე 19 Feb 2019, 17:21 |
tatik234 კი, ოღონდ თუ სახელმწიფო სამსახურიდან ხარ დაზღვეული მაშინ არა |
Posted by: s@likun@ 19 Feb 2019, 18:18 |
magi_ კი კი უნდა ვნახოთ ^^ ბიჭების სეზონიათქო ხო ვამბობ ^^ კარგია ყველაFერი რო კარგადაა ❤️ სერგო ხო საყვარელია ? |
Posted by: Aniani1995 19 Feb 2019, 19:43 |
ფელამუში არ ჭამო ბავშვს საყმაწვილო ექნებაო. არ მჯერა ასეთი ხალხში განთქმული მითების მაგრამ რაა ეს საყმაწვილო გაგიგიათ ვინმეს? |
Posted by: s@likun@ 19 Feb 2019, 19:46 | ||
რაო ?? ))) -------------------------- |
Posted by: Aniani1995 19 Feb 2019, 19:49 |
s@likun@ აი არ ვიციი საყმაწვილო ექნებაო ფელამუში არ შეიძლება ორსულისთვისო :დ რაღაც მცენარეული წამალი ყოფილა მერე ამ საყმაწვილოსთვის, ინტერნეტში ვნახე სხვადასხვა აზრი ზოგი წერს კრუნჩვებს იწვევს ბავშვებშიო მაგრამ ზუსტად რაა ვერ გავიგე :დ რამდენ საოცარ მითს გადააწყდები ადამიანი გავოცდი |
Posted by: magi_ 19 Feb 2019, 20:49 |
s@likun@ კი მომეწონა, ძAლიან კარგად დაგვათვალიერა... სასიამოვნო ადამიანია. მე უპირატესობა მაქვს, შენ რომ იმშობიარებ დეტალურად მოგაყოლებ ამბებს )))) Aniani1995 ფელამუში არ მიყვარს, მაგრამ ბადაგს ვსვამ დიდი სიამოვნებით. ეს საყმაწვილო პირველად გავიგე... ერთI ისაა კიდე მართAლი რაა თაფლს ტუ შეEჭAმ დორბლიანი იქნებაო. თაფლსაც კარგად ვჭამ და ვნახოთ აბა ))) |
Posted by: Aniani1995 19 Feb 2019, 20:55 |
magi_ მეც ვსვამდი გემოგლობინისთვის არის კარგიო და ეს საყმაწვილო რა არის ვერ გავიგე, მეთქი აქ იქნებ იცოდეს ვინმეს ქონდეს მოხუცებისგან გაგებულითქო :დ |
Posted by: natiacr7 19 Feb 2019, 21:03 | ||
ეგენი წარმომიდგენია უკვე მშობიარობას როგორ დააფინანსებენ. დიდად არც მაქვს მაგათი იმედი. |
Posted by: sesilia28 19 Feb 2019, 21:43 |
Aniani1995 რამდენ სისულელეს იტყვიან ხოლმე რაა. მე გამიგია ბიჭებს ასმევდნენ რაღაც მცენარეულს საყმაწვილოს ეძახდნენ. წითელას დროს წითელი მამალი რომ მიჰყავდათ ძველად გაგიგია? წითელ ფერებში რთავდნენ ოთახს :-) მე გამიგია თმის შეჭრა არ შეიძლებაო, მაშინ ფრჩხილებიც არ უნდა დავიჭრათ :-) |
Posted by: Aniani1995 19 Feb 2019, 21:48 |
sesilia28 კიკი გამიგია და ათასი სხვა უაზრო მითი :დ საიდან იგონებენ, ან საიდან მოდის ან მე რატო მხვდება ეგეთი ხალხი რომ ათას სისულელეს მეუბნებიან არ ვიცი რა |
Posted by: sesilia28 19 Feb 2019, 22:08 |
Aniani1995 ეტყობა ცოტა ასაკოვანი ხალხი გხვდება და გიყვებიან ძველ ცრურწმენებს :-) |
Posted by: Nankusi 19 Feb 2019, 22:22 |
მოგესალმებით გოგოებო.პირველ რიგში ყველას მშვიდ და უპრობლემო ორსულობას გისურვებთ. -დიდი ხანია თვალს ვადევნებ ამ თემას,ვკითხულობ თქვენს მიმოწერას,ერთმანეთისადმი გვერდშიდგომას.და ჩემზე ეს ძალიან დადებითად მოქმედებს.წინა 100გვერდი გადაკითხული მაქვს ბოლომდე და ძალიან ემოციურად აღვიქვამდი,ბევრის პოსტზე ცრემლებიც ვერ შევიკავე.ზოგადად არ ვარ ემოციური,მაგრამ ორსულობამ სულ გარმდამქმნა. -ალბათ ფიქრობთ აქამდე როგორ არაფერი დავფოსტე,არადა ამ თემის გარშემო რამდენიც არ უნდა ვიცოდე კითხვები სულ მაქვს,თავიდან სამსახურში ვერ ვახერხებდი წერას,ხან დარეგისტრირება დამეზარა და მთავარი მიზეზი რაც არის დეპრესიაა,რომელიც ყველაფერში ხელს მიშლის. -დღეს შემისრულდა 10კვირა,მაგრამ ჩემთვის ეს დრო საუკუნეს უტოლდება ისე ვნერვიულობ ყოველ დღე,გასულ წელს 2ჯერ მომეშალა და მის მერე დამრჩა შიშები, არ დაიჯერებთ და უკვე 11ეხო მაქვს გადაღებული.აქამდე თუ ერთი კვირა მამშვიდებდა,ეხლა მეორე მესამე დღეს ისევ ეხოზე გავრბივარ უკვე ექიმის მერიდება( ბოლოს შაბათს ვიყავი და ხვალ ვაპირებ წასვლას.სულ ცუდი აზრები მიტრიალებს თავში და ერთადერთი დამაწყნარებელი გზა ჩემთვის ეხოა. -როგორც ვიცი პირველი ტრიმესტრი ხასიათდება პრობლემებით და ერთი სული მაქვს როდის გადავაგორებ. -ნეტა მარტო მე ვარ ასე თუ არიან ჩემნაირი ემოციური ორსულებიც( |
Posted by: Aniani1995 19 Feb 2019, 22:28 |
Nankusi კეთილი იყოს შენი ღიპი ჩვენთან ♡:დ აქ ყველა ეგეთი ეხოს გიჟები ვართ მარტო შენ არ ხარ, თუ კარგად კითხულობდი მიხვდები რა ფეთიანები ვართ უმეტესობა. ეხოს გარეშე არ შეგვიძლია, თავისთავად პირველი ტრიმესტრს თავისი ნერვიულობა ქონდა მაგრამ მშვიდობიანად გადაიტან♡ მეორესაც თავისებური სტრესი აქვს და თავისთავად მესამეს გასამმაგებული. ასე რომ ეცადე დამშვიდე ეგრე ყოველ 3 დღეში არ გინდა, ფსიქოლოგიურად კარგისკენ განაწყვე საკუთარი თავი და უფრო გაგიმარტივდება. მე ყოველ 2 კვირაში ეხოზე ვარ ისე რომ სულ არ ვეკითხები ჩემს ექიმს, მთავარია ჩემი სიმშვიდე ♡ |
Posted by: s@likun@ 19 Feb 2019, 22:32 |
magi_ კი მოგიყვები ყველაFერს ❤️ sesilia28 თმის შეჭრა მინდოდა და ჩემმა სტილისტმა სანამ სამი თვის არ გახდები არ შეგჭრი არ შეიძლებაო )))) რათქმაუნდა შევიჭერი ))) |
Posted by: *Artless* 19 Feb 2019, 22:36 | ||||
magi_
გელოდი დღეს. რა მაგარია, მარი. გილოცავ, სანატრელი დღე რომ დადგა და მისი სქესი გაიგე. შემდეგი გოგო გეყოლება და მანამდე იქნებ აზრიც შეიცვალოს შენმა მეუღლემ შენს ფავორიტ გოგოს სახელთან დაკავშირებით.
თუ არ დაგავიწყდებათ, თარიღთან დაკავშირებით მეც დამაინფორმირეთ რაა. ^^ იმ დღეს ძველი მეგობარი შემხვდა. წლების წინ ორჯერ უმშობიარია "იმედში". ძალიან მიქო. მმმ, მას კი ნაცნობი ჰყავდა იქ... ექიმი რძალი... და თუნდაც ამიტომ არ მოაკლდებოდა არაფერი, (მე კი არავინ მყავს არცერთ სამშობიაროში), მაგრამ მაინც. ეს და გაგუა მაქვს ამჟამად თეორიულ ვარიანტებად. |
Posted by: inertiacreeps11 19 Feb 2019, 22:39 |
მგონი ყველა ცრუ რწმენა ვიცი და აი ეგ საყმაწვილო არ გამიგია ერთი :დდდდ ახლა ვკითხე ბებიაჩემს და გამონაყარიაო :დდდდ * * * არადა ნაჭამი მაქვს ცოტა ახალ წელს :დდდ არ მჯერა მაგის, ერთადერთი ქათმის ნაღველის მჯერა , ისიც იმიტორო ფაქტები მაქ ნანახი |
Posted by: *Artless* 19 Feb 2019, 22:56 |
ყველა ახალშემომატებულს მოგესალმებით კლუბში. ^_^ Nankusi შეიძლება მაგ ნერვიულობითა და პანიკებით უფრო ავნო ნაყოფს. ამიტომ როგორმე ხელში უნდა აიყვანო თავი. inertiacreeps11 საყვარელი ღიპუცა გაქვს შენ. |
Posted by: inertiacreeps11 19 Feb 2019, 23:11 |
*Artless* მოციცქნული :@ მადლობა ❤️❤️❤️ |
Posted by: *Artless* 19 Feb 2019, 23:36 |
inertiacreeps11 |
Posted by: s@likun@ 19 Feb 2019, 23:50 |
*Artless* მარტის დასაწყისში მიწევს მისვლა გავიგებ როდის იქნება და მოგწერ ^^ |
Posted by: *Artless* 19 Feb 2019, 23:53 |
s@likun@ კარგი, სალ. მადლობა * 2-3 ყლუპი პეპსის დალევა მინდა და პრინციპულად არ ვსვამ. ამ დღეებში 2-ჯერ რომ ვჭამე ჩიპსები, ცოტა მაწუხებს სინდისი. არამგონია, ბავშვისთვის ევნო, მაგრამ მაინც. |
Posted by: tinatinny 19 Feb 2019, 23:58 |
Nankusi ყველანი ფეთიანები ვართ.მე ტოქსიკოზით ვხვდები,რომ ყველაფერი რიგზეა )). ცოტა დაგრჩა,3 კვირაც და მეორე ტრიმესტრში ხარ♡ |
Posted by: nature 20 Feb 2019, 00:24 |
Tess შენს წინა მესიჯზე ბავშვის სქესზე იყო საუბარი "სიაში მოვკარი თვალიო" და მერე იყო შენი პასუხი და მაგიტომ მეგონა მასე და ძალიან გამიკვირდა ვის წერდი სახელს აღარ შევხედე |
Posted by: Lucifurr 20 Feb 2019, 00:31 |
Nankusi კეთილი იყოს შენი ფეხი :* ნუ ნერვიულობ, ყველაფერი იქნება საუკეთესოდ! თუკი ექოსკოპიები გამშვიდებს გაიკეთე, რა პრობლემაა. 12 კვირას რომ გაცდები იგრძნობ რომ დამშვიდდები :* არ ინერვიულო, ბედნიერ ორსულობას გისურვებ :* |
Posted by: nature 20 Feb 2019, 00:37 |
1 მარტი - sopo_s - გოგო 25 მარტი - natiacr7 - გოგო 7 აპრილი - maaari2003 - გოგო 18 აპრილი - *Artless* - ბიჭი 9 მაისი - inertiacreeps11 - გოგო 14 მაისი - Salomea2018 - ბიჭი 23 მაისი - Liliko1 - ბიჭი 1 ივნისი - ukrainka - ბიჭი 11 ივნისი - s@likun@ - ბიჭი 13 ივნისი - an_u_ka - გოგო 22 ივნისი - TeKooo - ბიჭი 25 ივნისი - darling1990 - გოგო 1 ივლისი - სიმბა - ბიჭი 2 ივლისი - Tess - ბიჭი 6 ივლისი - anuki-anuki1990 - გოგო 10 ივლისი - Aniani1995 - გოგო 14 ივლისი - nature - ბიჭი და გოგო 16 ივლისი - rocobarocco - ბიჭი და ბიჭი 17 ივლისი - mariami2525 - ბიჭი და ბიჭი 20 ივლისი - missi_i - ბიჭი და ბიჭი 29 ივლისი - magi_ 3 აგვისტო - Lucifurr - ბიჭი 7 აგვისტო - makarena - ბიჭი 25 - აგვისტო - sesilia28 28 აგვისტო - tinatinny 20 სექტემბერი - annaanka |
Posted by: inertiacreeps11 20 Feb 2019, 00:44 |
გოგოებო, ძაან გაგეცინოთ შეიძლევა მარა მაინც უნდა ვთქვა :დ მოკლედ გვერდზე რომ ვწვები თითქმის მუცლის ნახევარს ვაწვები და ბავშვს ხოარ ვაწვები????:////// ასე მგონია ვჭყიპავ :/// |
Posted by: tinatinny 20 Feb 2019, 00:44 |
4 ტყუპი ერთად, რა მაგარია♡ ყველას მშვიდი ორსულობა♡ |
Posted by: s@likun@ 20 Feb 2019, 01:25 |
*Artless* გუშინ ჩიპსიც ვჭამე და დღეს ლუდიც დავლიე უალკოჰოლო თვეში ერთხელ მოსულა ცოტა დარღვევა )) სამაგიეროდ ორი დღეა 5 კმს ვსეირნობ სუFთა ჰაერზე :თავისდამშვიდებისსმაილი: |
Posted by: Salomea2018 20 Feb 2019, 08:39 |
Nankusi ძალიან მესმის შენი, რადგან 2018 იყო კოშმარი წელი ჩემთვის, 2 მოშლით. ეს მე3 2ხაზიანი ტესტი რომ დავინახე, სიხარულის ემოცია აღარ მქონდა უკვე, ვთვლიდი რომ ესეც დამთავრდებოდა ცუდად. ეხოზე ხშირად (თუმცა არა შენსავით ხშირად) დავდიოდი 12 კვირამდე, და 12ზე რომ მითხრეს, კარგადაა ყველაფერი, ახლა 1 თვეში ერთხელ დავდივარ. ჩემი რჩევაა, მოეშვა და ის გაიაზრო, რომ ყველაფერს თავისი მიზეზი და კანონზომიერება აქვს. ყოველ დღე კიარა, ყოველ წუთს რომ ვიჯდე ეხოზე, თუ ღმერთს არ უნდა, რომ ჩემი შვილი დაიბადოს, მაიმც არ გაჩნდება. შენი სტრესი ბავშვზე ძალიან მოქმედებს, მია ნერვულ განვითარებაზე. და მთელი 9 თვე ნუ დასტრესავ. ძალიან სტრესულია ისედაც ორსულობა. ვერ შეგპირდები, რომ აღარ ინერვოულებ არაფერ, ე მაჰრამ ნელ ნელა დასტაბილურდება და რაც შეიძლება, შეირგე. მე დავაჯერე ჩემი თავი, რომ ამ ბავშვს გავაჩენ ჯანმრთელს და 12 კვირიდან ტანსაცმელებს და ნივთებს ვარჩევ, 16 ვყიდულობ. წარმატებები |
Posted by: makarena 20 Feb 2019, 09:22 | ||
გოგოებო, კარტერსიდან გამოვუწერე პირველად ბაიას თან ვფიქრობ ადრეათქო ჯერ, მარა ყოველთვე, ნელ-ნელა რო ვუწერო, კი დავუგროვებ 16 კვირის გავხდი დღეს და ეს რო დავინახე
ანუ მარტო მე არ მჭირს ეს გაგიჟება ტანსაცმელებზე |
Posted by: Salomea2018 20 Feb 2019, 10:38 |
makarena საახალწლო ფასდაკლებებს ვერ გამოვტოვებდი. ყველაფერი გამოვიწერე. პლედებიც კი. 16 კვირიდან დავიწყე და მოვუგროვე ყველაფერი. დიდი ნივთებიღა დამრჩა საყიდელი. დედის ჩანთაც კი გამოვწერე walmart.com დან. ისეთი ფასდაკლება იყო sohoს ჩანთებზე. |
Posted by: magi_ 20 Feb 2019, 10:43 | ||||
nature ჩვენც ჩაგვამაატე სიაში - ბიჭი <3 Aniani1995 სხვას ვერაფერს ვერ ვსვამ წვენს... უცნაურ გემოს მოტოვებს ყველაფერი და ბადაგში ვნახე გამოსავალი Nankusi კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენთან... 10 კვირა სახუმარო აღარაა ასე რომ დამშვიდდი... რამე რომ ყოფილიყო ვფიქრობ აქამდე მოხდებოდა. მოშლებიც რა თქმა უნდა ცუდია,(გამოცდილი მაქვს ) მაგრამ ბანალურად გეტყვი, არ იქნებოდა სიცოცხლისუნარიანი ემბრიონი და ასე ამიტომ მოხდა. ეხლა ძლიერი პატარა გყავს 2 კვირაც და ამოისუნთქებ... <3 თუმცა სანერვიულო ვფიქრობ ახლაც არ გაქვს... ^_^ *Artless*
ბოლოს ლილეზე ჩამოვყალიბდით თუმცა გადაიდო ცოტა ხნით
პარამეცნიერებებმა ვერ შეგვახვედრა და იმედის კლინიკაში მაინც შევხვდეთ მუცლიანები პ.ს გამოთვლებს რაც შეეხება ჩემზე არაფერმა გაამართლა... ყველა გამოთვლებით გოგო უნდა მყოლოდა ^_^ |
Posted by: makarena 20 Feb 2019, 11:16 |
Salomea2018 ფასდაკლებები იმედია მეც მომიწევს, აგვისტომდე ვფიქრობ რომ კიდე ერთი ფასდაკლებების სეზონი უნდა იყოს და მაშინ მართლა მივაყრი |
Posted by: tinatinny 20 Feb 2019, 11:17 |
Salomea თავის დაჯერებაზე მეც ვიტყვი. ჯერ ვაჯერებდი ჩემს თავს,რომ ორსულად ვიყავი და გამართლდა) ახლა ვაჯერებ,რომ ჯანმრთელი შვილი მყავს და ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა. არ ვიცი,განწყობის თეორიაა,თუ რა,მაგრამ კი მოქმედებს |
Posted by: Aniani1995 20 Feb 2019, 11:21 |
კარტერსიდან როგორ იწერთ მეც მასწავლეთ რა, ჯერ არ ვაპირებ მაგრამ მინდა ჩემს გოგოს პრინცესული რაღაცეები ვუყიდო. ვინც იცით help me :დ |
Posted by: makarena 20 Feb 2019, 11:26 |
Aniani1995 usa2georgia-თი გამოვიწერე. გადამზიდია. თუ მისამართი არ გაქვს ჯერ მაგათ საიტზე უნდა დარეგისტრირდე. მერე კარტერსზე დარეგისტრირდები ამერიკული მისამართით და ვსო. ეგაა. შენი ბარათით გამოიწერ. მივა შენს ამერიკულ მისამართზე და ამერიკიდან წამოიღებს usa2georgia ზოგადად თუ როემლიმე უცხოური საიტიდან გამოგიწერია, ზუსტად იგივე პრინციპია. |
Posted by: Aniani1995 20 Feb 2019, 11:55 |
makarena ვცდი აბა, მადლობა♡ რამდენ ხანში ჩამოდის? |
Posted by: makarena 20 Feb 2019, 11:55 |
Aniani1995 2 დღეში მიდის ამერიკულ მისამართზე და იქიდან 1 კვირა უნდა. 10 დღე საშუალოდ |
Posted by: Tess 20 Feb 2019, 12:00 |
სერგოსთან ვინც ყოფილხართ , 22 კვირის მერე რა ვადაზე გიბარებთ კიდე? |
Posted by: sesilia28 20 Feb 2019, 12:05 |
გოგოებო შაბათს მათითაშვილი არ მიშაობს ხომ? |
Posted by: Tess 20 Feb 2019, 12:09 |
sesilia28 წესით არა. ჩაწერები არ აქვს ყოველშემთხვევაში და მაინც შეიძლება გადამოწმება ტეეფონით. |
Posted by: sesilia28 20 Feb 2019, 12:18 |
Tess ისე მეზარება ხოლმე ეს დარეკვები მადლობა :-* |
Posted by: inertiacreeps11 20 Feb 2019, 12:29 |
2კვირის უკან ვიმკურნალე ქავილზე და რძიანაზე, ანთებითი პროცესიც მქონდა რომ დამითვალიერა ... ვიმკურნალე ტერჟინანის სანთლებით, 5 დღე.. (10 მქონდა გამოწერილი ისე) ნუ შვება მქონდა მერე , ახლა ისევ დამეწყო... რა ჯანდაბა ვქნა? 5 ცალი მიგდია და ისიც გავიკეთო? კლოტრიდენკის მაზიც მაქვს... გქონიათ მსგავსი პრობლემა? |
Posted by: Tess 20 Feb 2019, 12:33 |
inertiacreeps11 მაგის მიტოვება არ შეიძლება, ექიმს კითხე შეიძლება ისევ 1ო გაგაკეთებინოს. მე ვმკურნალობ ამჟამად ბაქტერიაზე, ანტიბიოტიკით და ტერჟინანით. ერთად მიღებაა მნიშვნელოვანი ჩემთან |
Posted by: makarena 20 Feb 2019, 12:34 | ||
sesilia28
კი მუშაობს, მოკლე დღე აქვს ოღონ. მე ვარ ჩაწერილი შაბათს (30 მარტს). ჩვეულებრივად ონლაინით ჩავეწერე |
Posted by: sesilia28 20 Feb 2019, 12:40 |
makarena მადლობააა, შენ გაიხარე :-* |
Posted by: Salomea2018 20 Feb 2019, 12:46 | ||
ეხლა არის ძალიან კაი ფასდაკლება. სამეულებია 5დოლარებად. მკურნალობაზე ვერ გეტყვი ვერაფერს, ეწიმს უნდა მიყვე, მაგრამ არსებობს ძალიან ეფექტური გელი, რომელია პროფილაქტიკისთვის გადასარევია. ოქტენისანის ანტიმიკრობული გელი. გინეკოლოგმა მირჩია. დუშგელი ამივიღე ხმარებიდან და მხოლოდ ამას ვხმარობ ყველაფერზე. არანაირი ქავილი და ბაქტერია არ დამმართნია. არადა ორსულები მიდრეკილები ვართ. |
Posted by: makarena 20 Feb 2019, 12:49 |
Salomea2018 სალო, რომელ საიტზე? sesilia28 |
Posted by: natiacr7 20 Feb 2019, 12:51 | ||
ვაიმეე ეგ პრობლემა არის ჩემი სუსტი წერტილი. მეც ვიკეთებდი სანთლებს ცოტა შვება მქონდა მარა დიდი ვერაფერი. წესით ანტიბიოტიკები უნდაო ექიმმა მითხრა და ამაზე მეტს ვერაფერს ვერ ვიზამთ და შეეშვიო. მშობიარობის მერე მიხედეო. მე მეშინოდა ინფექცია არ ასულიყო საშვილოსნოში და ნუ გეშინიაო და კი მოვაღწიე აგერ მშობიარობამდე. მერე ვითომ გვირილით ვიბანდი გადადუღებული წყალი და მთელი ამბები მაგრამ აზრი არ ქონდა მაინც. მე სოკო და ტრიხამონა ამომიხტა |
Posted by: Salomea2018 20 Feb 2019, 12:51 | ||
კარტერსზე. ოშკოშებია კიდევ 1.79ად ზედები. |
Posted by: inertiacreeps11 20 Feb 2019, 12:58 |
natiacr7 მეც მაგის მეშინია, არ შეაღწიოს იქ (( ჯერ 30კვირაში ვარ |
Posted by: makarena 20 Feb 2019, 13:12 | ||
Salomea2018
ამ საიტს ვეღარ ვწყდები მადლობა |
Posted by: inertiacreeps11 20 Feb 2019, 13:20 |
Tess ანტიბიოტიკების კურსს გავდიოდი მე ბრონხების ანთების დროს.. ახლა ვერანაირად ვეღარ გამომიწერს ისევ (( ისე ანტიბიოტიკი სოკოს იწვევს ხოლმე... |
Posted by: anibani18 20 Feb 2019, 13:42 |
გოოგნებო, ვიყავი გენრიეტასთან, ჯერ არ ჩანს შენი კნუტიო და პარასკევს დამიბარა. მითხრა კარგი გემოვნება გაქვს მამუკასთან რომ აპირებ მისვლასო. ვნახოთ პარასკევს რას მეტყვის. |
Posted by: Salomea2018 20 Feb 2019, 13:59 |
რამდენ8 კვირის ხარ არ მახსოვს. მამუკა, ღია გულში რომაა, ეგ? |
Posted by: anuki-anuki1990 20 Feb 2019, 14:07 |
გოგოებო ახმეტელიდან მოვდივარ ეხლა გულგახეთქილი, პლაცენტაზე თრომბები მაქვს და ბავშვი 5 დღით ჩამორჩებაო რა ვქნა აღარ ვიცი |
Posted by: nature 20 Feb 2019, 14:10 |
5 დღით ჩამორჩენა არაფერია ზუსტად ვიცი და თრომბები პლაცენტაზე რას ნიშნავს და რამდენად საშიშია არ ვიცი თვითონ რა გითხრა? და ექიმთან ხო მიხვალ დღესვე? გაიგებ ზუსტად რა არის |
Posted by: anibani18 20 Feb 2019, 14:12 |
Salomea2018 4 კვირის და დღეების. ადრე იყო ჯერ მისვლა, მაგრამ წელი მტკიოდა და შემეშინდა. გასულ წელს მუცელი მომეშალა და დაშინებული ვარ. კი, ღია გულში რომ არის |
Posted by: nature 20 Feb 2019, 14:12 | ||
anibani18
ჭკვიანური გადაწყვეტილებააო მაინც ეთქვა, გემოვნების საკითხია ექიმის შერჩევა? |
Posted by: anuki-anuki1990 20 Feb 2019, 14:13 |
მოშლები მაქვს მე და სულ კლექსანზე და კარდიომაგნილზე ვარ მთელი ორსულობა,ეხლა ეს თრომბები მაინც რატომ გაჩნდა არ ვიცი,ექიმს ვურეკავ და არ სცალია,მერე დამირეკეო |
Posted by: sesilia28 20 Feb 2019, 14:13 |
anuki-anuki1990 კოაგულოგრამა და ანტიXA გაიკეთე შეენ ბოლოს? ნუ ხარ გულგახეთქილი, ერთ ფორუმელსაც იგივეს ეუბნებოდნენ თუ სწორად მახსოვს გუგლს, ქეთის პაციენტი იყო მახსოვს, წამლებით გამოასწორა. ექიმთან უნდა მიხვიდე აუცილებლად. დოპლერით ნახა სისხლის მიმოქცევა? |
Posted by: makarena 20 Feb 2019, 14:14 |
anuki-anuki1990 5 დღით თუ არ ეწევა ვადას, არ ნიშნავს რომ ჩამორჩება. ჩამორჩენას ვეძახით ექიმები 2-3 კვირა როცაა სხვაობაო, და 1 კვირა, 2 კვირამდეც დაჟე შეიძლებაო. რამდენი კვირის ხარ? |
Posted by: anuki-anuki1990 20 Feb 2019, 14:19 |
makarena 20 კვირის ვარ ეს თრომბები ხელს უშლის საკვების და ჟანგბადის მიწოდებას და ნაყოფის განვითარება ფერხდება ასე წერია ინტერნეტში ძაან დავითრგუნე,აღარაფერი აღარ მინდა |
Posted by: makarena 20 Feb 2019, 14:21 |
anuki-anuki1990 დამშვიდდი, ეგრე უფრო არ ავნო ბავშვს, ექიმს დაუკავშირდი და მიხედავ წამლებით, აგერ სესილიმ გითხრა რომ ერთს ქონდა და იმკურნალა |
Posted by: anuki-anuki1990 20 Feb 2019, 14:21 |
sesilia28 დოპლერი ნახა კი და ნორმაშია სისხლძარღვები,ბოლოს პროთრომბინი 113 მქონდა დდიმერიც მომატებული,ალბათ მაგის ბრალია ეს თრომბები რომ გაჩნდა ჰემატოლოგთან ვერ მივაღწიე სამსახურის გამო და თამთამ იგივე წამლები დამიტოვა,სხვა არაფერი დაუნიშნია |
Posted by: Tess 20 Feb 2019, 14:23 |
anuki-anuki1990 თრომბები საყურადღებოა როგორც მახსოვს და კლექსანის ტიპის ნემსებით მკურნალობენ. ექიმი არ გპასუხობს? ვინაა შენი გინეკოლოგი? |
Posted by: anuki-anuki1990 20 Feb 2019, 14:24 |
Tess კლექსანის ფონზე მაინც გაჩნდა მოგვიანებით დამირეკეო,იქამდე თუ არ გამისკდა გული ნერვიულობით |
Posted by: makarena 20 Feb 2019, 14:25 |
anuki-anuki1990 ანუკი, მათითაშვილთან რო მიხვიდე და დოპლერი რომ გაიკეთო? იქ ჩანს რამდენად ახდენს გავლენა პლაცენტის თრომბები ნაყოფზე. თურმე ყველა არ მოქმედებს, დოპლერი გაიკეთე და კარგ სპეციალისტთან |
Posted by: anuki-anuki1990 20 Feb 2019, 14:28 |
makarena დავრეკავ ეგებ ცოცხალი რიგით მიმიღონ |
Posted by: makarena 20 Feb 2019, 14:28 |
anuki-anuki1990 მიდი და ღმერთი შენსკენ |
Posted by: annaanka 20 Feb 2019, 14:38 |
გამარჯობათ გოგოებო გადავიკითხე ახალი თემა მე ცოტა არ იყოს ვპასიურობ მაგრამ გადევნებთ თვალყურს.. იცით რა მაინტერესებს სქესის გაგების დროს მინდა ასეთი რაგაც გავაკეთო.. ეხოზე დავაწერინო სქესი ისე რო არ მითხრას და მერე შევუკვეთო ბუშტი რომელშიც იქნება ვარდისფერი ან ცისფერი ლენტები ჩაყრილი. თან 16 კვირა ჩემი ქმრის დაბ დღეს ემთხვევა და მინდა მის დაბ დღეზე გავიგოთ სქესი. ვინმეს გაგიკეთებიათ ესე ეხოზე რო არ ათქმევინეთ და დააწერინეთ,, თან არ მინდა გიჟად ჩამთვალოს დამიწერეთქო რო ვეტყვი |
Posted by: sesilia28 20 Feb 2019, 14:39 |
anuki-anuki1990 ზუსტად მახსოვს ჰქონდა ეგეთი პრობლემა და წამლებით მოაგვარეს, ჰემატოლოგთან უნდა მიხვიდე და დოზა სწორად შეარჩიო, შეიძლება უფრო მეტი გჭირდება, ნუ დაპანიკდები მშვიდად იყავი. ასე ნერვიულობაც არ შეიძლება. როგორმე თავი ხელში აიყვანე, მიდი მათითაშვილთანაც |
Posted by: an_u_ka 20 Feb 2019, 14:50 |
anuki-anuki1990 სავარაუდოდ კლექსანის დოზა არ არის საკმარისი მოგიმატებს ექიმი დოზას და გაიწოვს თრომბიც დღეს წამოწექი და სითხეები მიიღე |
Posted by: Lucifurr 20 Feb 2019, 14:58 |
annaanka აკეთებენ კი, ჩემმა მეგობარმაც მასე ქნა. მეგობარი შეიყვანა და იმას უთხრა ექიმმა სქესი. დაწერაც არ იქნება პრობლემა ❤️ |
Posted by: Tess 20 Feb 2019, 15:00 |
annaanka კი მე გავაკეთე ასე 16 კვირაზე დავაწერინე, კოვერტშ ჩამიდო და დალუქული გამომატანა . ისეთი საყვარელი ეხოსკოპისტი იყო, იუმორიც მშვენიერი ქონია. კონვერტიდან პირველი რაც ამოვიღეთ ეწერა: გოგო ბიჭი გოგო ბიჭი ........ უამრავჯერ )))) მე-2 ფურცელიც ედო უკვე რეალური წარწერით |
Posted by: annaanka 20 Feb 2019, 15:03 |
Tess რომელ ეხოსკოპისტთან იყავით ? |
Posted by: Tess 20 Feb 2019, 15:07 |
annaanka მაგ ეხოზე რამაზ ჭიღლაძესთან, მედიქეაში მშვენიერი საჩუქარია მეუღლისთვის |
Posted by: annaanka 20 Feb 2019, 15:10 |
Tess ეგრეც ვიფიქრე რო რამაზთან იქნებოდით ძაან იუმორით სავსე კაცია.. მეც მაგასთან დავდივარ |
Posted by: Tess 20 Feb 2019, 15:13 |
annaanka კი, ძალიან მიყვარს, დადებითი ტიპია და ყოველთვის საკმარის ყურადღებას მითმობს. რამაზის თამამად შეგიძლია თხოვოთ კონვერტი ))) ველოდებით მეუღლის ემოციებს |
Posted by: annaanka 20 Feb 2019, 15:16 |
Tess ჯერ კი ადრეა მეათე კვირაში ვარ მეუღლის ემოციებს აპრილის 11ში მოგახსენებთ |
Posted by: teklikie 20 Feb 2019, 15:53 |
missi_i ბადრი არც მე მომეწონა 15 წთ ყურს ნახულობდა ბავშვის ყურს , ხელი რატომ აქო აფარებულიო და ისე წუხდა და ისეთი სახით იჯდა რომ აი ვერ ნახულობდა რომ რავიცი და ამ დროს ამას რომ ვყვები ყველას კომენატარი ასეთია " ბადრი დეტალების მიმართ ყურადღებიანია" მესმის რომ ყურადღებიანია მარა მანიაკალურ ქცევებში არ უნდა აგდაგივიდეს რა, ვიცი რომ აქვს ყური მეთქი ვეუბნეოდი და მიბაგუნებდა მუცელზე და ისე ამოიოხრა უკმაყოფილოდ რომ ვერ დაინახა ყური რო თითქოს გული ვერ ნახა ყური კი არა, სერგოსგან მსგავსი არასოდეს მიგრძვნია. მერე კიდე ისეთი სახით ამბობდა "ვაიმე ეს რა ვნახე" " ახლა ეს რა ვიპოვე" და ასეთ ფრაზებს სანამ დაასრულებდა რა იპოვა წნევა ამდიოდა დამოკიდებულება საშინელი მოკლედ და მეორედ მანდ რაღამ უნდა მიმიყვანოს * * * Tess სერგომ მე 22 -ის მერე 30-ზე დამიბარა მარა მაინც ვერ გავძელი 25-ზე მივედი და ახლა 31-ზე უნდა მივიდე სერგოსთან გოგოებო აბა ვინ დაესხით ტავს კარტერსს რა კაი სეილი აქვთ არადა მაზექეაში იყო 70% იმდენი რამე ვიყიდე და კიდე აქედან მივამატე და მგონი 1 წლამდე ბავშვი გაზმანულია * * * sesilia28 კი სერგო შაბათსაც არის მე ჩამწერეს 2 მარტს ონლაინ მინდოდა მიშვებდა საიტი და აგდავრეკე მაინც და კიო მუშაობსო და მეთქი კვირასაც მიშვებს საიტი ჩაწერაზე თქო და ისეთი დამცინეს რა კვირასო არადა ჯასთ ვიკითხე )) * * * anuki-anuki1990 დილით ადრე უნდა მიხვიდე სერგოსტან 9ზე იქ იყავი და ჯერ ცოცხალი რიგით ვინცაა ის შეყავს და შეხვალ პირველი |
Posted by: natiacr7 20 Feb 2019, 16:11 | ||
ხო პერიოდულად მინიშნავს სანთლებს. მეტს ვერაფერს ვერ ვიზამ ფიზიკურადო. ნუ გეშინიაო არ შეაღწევსო. ჩემმა ექიმმა მითხრა რეპროდუქტოლოგთან ვისთანაც დავდიოდი 6 თვის ორსულს გაუკეთეს გამორეცხვაო და ავარდა ინფექციაო. ქალი შოკში იყო. გამორეცხვა არაფრით არ შეიძლებაო. თან ხელოვნური გაიკეთა იმ გოგომ და მეც მაგრად შევშინდი. ყოველ წამში ვეკითებოდი ექიმს გიჟივით ეს სოკო და ტრიხამონამ არ დამღუპოსთქო და რავიცი ზედმეტი არ მიჩხიკინა. მაგრამ პერიოდულად სანთლებს მინიშნავს. ეხლა მშობიარობამდე ერთი 7 კიდე უნდა დამინიშნოს და ვსო. |
Posted by: sesilia28 20 Feb 2019, 16:14 |
teklikie მე 9 მარტს მინდოდა, საიტი არ მიშვებს 21 მარტამდე და როგორც ვიცი ჩასაწერად პარასკევს უნდა დავრეკო და იქნებ იყოს ადგილი |
Posted by: teklikie 20 Feb 2019, 16:20 |
sesilia28 დილითვე დარეკე პარასკევს. * * * გოგოებო ვის დაგილევიათ დოსტინექსი ეგრევე მშობიარობის მერე სამშობიაროშივე? |
Posted by: nature 20 Feb 2019, 17:00 | ||
teklikie
და გინეკოლოგი არ ერევა? ეხოს პერიოდულობას გინეკოლოგი არ გინიშნავთ? უბილავა 3 კვირაში ერთხელ მიბარებს, რადიოლოგს არ ვეკითხები არც თვითონ ერევა |
Posted by: Aniani1995 20 Feb 2019, 17:44 |
მუცელს რომ ვუყურებ მგონია ფეთქავსთქო გულის ცემა რომ არის აი ეგრე ადის და ჩადის :დ ეგაა სლოკინს რომ ეძახიან? |
Posted by: მზე 20 Feb 2019, 17:55 |
Aniani1995 არა ეგ არტერიის პულსაციაა :დ სლოკინი რტმული მორტყმებივითაა შიგნიდან |
Posted by: Aniani1995 20 Feb 2019, 17:57 |
მზე სულ გავაფრინე ამ ორსულობისას, რა მეშველება არ ვიციი :დ |
Posted by: Tess 20 Feb 2019, 17:59 |
nature გინეკოლოგი ცალკე მიბარებს და მე 2-ვეგან დავდივარ რადგან მშიშარა ვარ. მაგალითან გინეკოლოგთან ასე ვიყავი: 16 - 19 (19 უფასო იყო) სერგოსთან ასე: 12 - 22 ეხლა მოგზაურობა მიწევს და გაფრენის წინაც ვნახოთო თამუნამ, 24 კვირაზე ანუ. მაგრამ რომ არ მივფრინავდე 2 კვირაში აღარ გავიკეთებდი 22 კვირის მერე. |
Posted by: teklikie 20 Feb 2019, 18:33 |
nature კი როგორ არა მარა სანამ გინეკოლოგი დამიწერს მირჩევნია გავიკეთო და ისე მივიდე არ მაქვს სამსახურიდან იმდენი დრო რონ მივიდე დამიწეროს მერე წავიდე გავიკეთო და ისევ მივიდე ამიტომ წინასწარ ვიკეთებ ეხოს და ისე ივადგები ხოლმე გინეკოლოგს.26 ზე მოდიო და ეხოსაც გაგაკეთებინებ თუ საჭიროდ ჩავთვალეო და სად მეცალა მაგდენი გავიკეთე და მივედი |
Posted by: inertiacreeps11 20 Feb 2019, 18:45 |
natiacr7 გილოცავ ❤️❤️ ბედნიერი დედობა ❤️ და რომელ სანთლებს ხმარობდი? * * * natiacr7 აუ, მეთქი იმშობიარე უკვე :დდდდ * * * Aniani1995 აუ, მე უკვე ბიძგებთან ერთად ახალი შეგრძნებები დამეწყო. მუცელს წელავს შიგნიდან თითქოს აწვება ან ხწლით ან ფეხით.... თუთქოს რა. აწვება აშკარად:დდდ და მგონია მუცელი მეწელება, ხანდახან კიდე მიხიცინებს :დდდდ |
Posted by: Aniani1995 20 Feb 2019, 19:04 |
inertiacreeps11 მე და შენ რომ შეგრძნებები გვაქვს და ყველა დეტალს ვაკვირდებით მგონი სხვა ესე არავინ არააა :დ მოვალ მენც შენი ბაოს ვადაზე და ვნახოთ აბა ჩემი რას იზამს :დ ავიკიდეთ ჩვენ ნერვოზი :დ |
Posted by: natiacr7 20 Feb 2019, 19:18 |
inertiacreeps11 აუ ჯერ არააა. ნეტა მოშორებული მქონდეს მშობიარობა :დ მემგონი ტერჟინანის სანთელი იყო თუ რაღაც სხვა. ეხლა კიდე გამომიწერს ერთ კვირაში რომ მივალ და დავწერ. მარა არაფერს არ მიშვება :დ |
Posted by: nature 20 Feb 2019, 19:33 |
teklikie არა ვერ გაიგე, მეც ეხოთი ხელში მივედი გინეკოლოგთან დღეს, მარა მომავალი ეხოს თარიღი დამიწერა გინეკოლოგმა |
Posted by: rocobarocco 20 Feb 2019, 19:38 | ||
ისე ეხოც წერს ბოლოში შემდეგი ვიზიტის სასურველ დროს, ჩემთან სულ წერია |
Posted by: inertiacreeps11 20 Feb 2019, 19:54 |
natiacr7 ახლა ვნახე, რაღა დაგრჩა! ცოტაც და .... ❤️❤️❤️ Aniani1995 რაც დრო გადის ახალ-ახალ შეგრძნებებში ვარ, ნეტა მე9ში რასვიზამთ :დდდდ ან მშობიარობის დროს :დდ |
Posted by: google1 20 Feb 2019, 20:25 |
anuki-anuki1990 დამშვიდდი, კლექსანის დოზა გასაზრდელია სავარაუდოდ. 19 კვირიდან რომ დაიწყო ჩემი პრობლემები, მას მერე დღეებს ვითვლიდი, ბავშვი იმხელა მაინც გამეჩინა, რომ გადარჩენის შანსი ყოფილიყო. 39 კვირამდე მივედი და საკეისრო გავიკეთე. ძალიან ხშირად დავდიოდი ექოზე, ერთ მისვლაზე ერთი არტერიის დოპლერი ურევდა, მეორეზე მეორე არტერია, მესამედ ტვინის არტერია და ასეთი ტვინარეული დავრბოდი ექოდან ექოზე. საბოლოოდ არანაირი პრობლემა არ აღმოჩნდა. ბავშვმაც ნელნელა დაიწყო ჩამორჩენა და 10 პერცენტილი გაჩნდა ბოლოს. არანაირი პრობლემა არ აქვს. ანტი Xa ფაქტორის განსაზღვრას გირჩევ, რომ კლექსანის სწორი დოზა შეგირჩიონ. მამუკა ნემსაძესთან გირჩევ წახვიდე შენი ისტორიით და მისი აზრიც მოისმინო, მერე გადაწყვიტე რა და როგორ. |
Posted by: teklikie 20 Feb 2019, 22:14 |
nature ეგრე კი სულ მიწერს მარა 26 კვირაზე არ გინდაო და ჩემით მაინც გავიკეთე და ისე მივადექი. |
Posted by: Nankusi 20 Feb 2019, 22:23 |
სახელებს აღარ ჩამოვთვლი გოგოებო დიდი მადლობა ყველას რომ ასე მანუგეშებთ.❤️❤️❤️ დღეს ისევ ვიყავი ეხოზე,მითხრა რომ ყველაფერი ნორმაშია.წინა ეხოებს რომ შევადარე რაღაც ვერ გავიგე. 4დღის წინ 16თებერვალს ყელის სიგრძე 39მმ იყო,დღეს 35მმ დამიწერა.ასეთ მცირე დროში ნორმალურია ეს ცვლილება.თქვენ თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა? |
Posted by: Aniani1995 20 Feb 2019, 22:27 |
Nankusi 5 კვირაზე 37 მქონდა, 7ზე და 9ზე 32, მის მერე 18 კვირამდე სულ 36 მეწერა და 18 კვირაზე 32 დამიწერა ეხომ. ცვალებადია ხან იმატებს და ხან იკლებს, მთავარია 30ის ქვემოთ არ ჩამოვიდეს |
Posted by: nature 20 Feb 2019, 22:27 | ||
rocobarocco
არ დავკვირვებივარ, თამარი მიწერს სულ თარიღს |
Posted by: Nankusi 20 Feb 2019, 22:44 | ||
აჰაა..გასაგებია,ცოტა მომეშვა თორე მარტო ის რომ ნორმააო მითხრა ეხომ ,ვერ ვიკმარე და ძიება დავიწყე * * * * * * გოგოებო ვის მირჩევთ რადიოლოგებიდან: მათითაშვილი სერგო ჭიღლაძე რამაზი გენრიეტა --------------- ამ ეტაპზე იქიდან გამომდინარე რომ ინოვაში მყავს ექიმი ,ეხოზეც იქვე თამარ ხეცურიანთან დავდივარ,მაგრამ მალე სკრინინგული ეხოები მიწევს და მინდა სხვაგანაც გადავამოწმო * * * თამარ ხეცურიანთან თუ დადის აქედან ვინმე რამდენად კმაყოფილები ხართ? |
Posted by: natiacr7 21 Feb 2019, 00:07 |
Nankusi მე მქონდა 28 ერთი თვის წინ და ვიწექი. მაგრამ ცოტა ეჭვი მეპარება რომ 28 ყოფილიყო. ეხლა პარასკევს 35 მქონდა. მიდი და გაიგე ეხლა * * * ძაან მეეჭვება 28 ყოფილიყო. ტყუილად ვიწექი მგონი. მაგრამ ამინც მოერიდე შოკოლადს და ყავას |
Posted by: nature 21 Feb 2019, 00:58 | ||
სერგო 100 ლარი რამაზი 60 ლარი გენრიეტა 70 ლარი ხეცურიანი 100 ლარი თუ პრობლემა არ გაქვს ჩემი აზრით სულ ერთია ვისთან მიხვალ. ხეცურიანი და ჭიღლაძე ფერად ფოტოს ბეჭდავენ. სხვები არ ვიცი თუ ჯერ 5 კვირის ხარ? |
Posted by: inertiacreeps11 21 Feb 2019, 01:00 |
natiacr7 უზომოდ ბევრ ნუტელას ვჭამდი და შოკოლადსაც:/// შოკოლადი რისთვისაა არამიზანშეწონილი? |
Posted by: Nankusi 21 Feb 2019, 01:16 |
nature მე-11 კვირაში ვარ. უკვე 12 ეხო მაქვს გაკეთებული, თანხას აღარ ვუყურებ მთავარია მშვიდად ვიყო. სკრინინგულ ეხოზე თამარის გარდა სხვასთანაც მინდოდა მისვლა,გადმოცემით სერგოსკენ მიმიწევს გული. მადლობა რჩევისთვის |
Posted by: Salomea2018 21 Feb 2019, 06:31 | ||
შავ შოკოლადზე წერდნენ, ყელს არბილებს და გახსნას უწყობს ხელსო, ასევე ანანასი. მაგრამ, რამდენად მართალია არ ვიცი. ჩვეულებრივი, ტკბილი შოკოლადი მეც მიჭამია, არა დიდი რაოდენობით. ყავას ვსვამ დილაობით, რადგან წმევა მეცემა ძალიან. |
Posted by: inertiacreeps11 21 Feb 2019, 06:47 |
ვაიმე, საკვერცხეში ვგრძნობ ყრუდ ტკივილს... შეიძლება რომ ეს ბაშვი იყო? ძაან ცანცარებს, თან ქვემოთ, დღეს ეხოზე მივალ 3საათზე, მაგრამ მანამდე რა ვქნა... კისევ დაკვირვწბული ვარ, როცა ძაან მოძრაობს, რომ ვდგები და სიარულს ვიწყებ ჩერდება... თქვენც ეგრე ხართ?? |
Posted by: Salomea2018 21 Feb 2019, 07:00 |
როცა დავდივარ თითქმის არ მოძრაობს, ან უბრაკოდ ვერ ვგრძნობ ინდენად. მშვიდ მდგომარეობაში ხტუნაობს სულ. შენ უკვე დიდი ხარ, წონაც მეტი აქვს ბავშვს და ძალაც. მეტსაც იმოძრავებს. ჩემიც ხან ქვემოთ ფაჩუნობს, ხან ზემოთ, ხან გვერდებშია გასული. ნუ პანოკობ ყველაფერზე. დაასვენე ბავშვი. |
Posted by: makarena 21 Feb 2019, 09:13 |
ყავაზე დავწერ. უკოფეინო ყავა შევიძინე და სამსახურში უკოფეინოს ვსვავ. სახლში ყავას არ ვსვავ. ჩაის ვსვავ და ჩაიც შეიცავს კოფეინს, ასე რომ ყავის კოფეინი ამოვაგდე. |
Posted by: natiacr7 21 Feb 2019, 09:27 | ||||||||
ყელს არბილებსო და გახსნას უწყობს ხელსო. ზოგიერთზე საერთოდ არ მოქმედებსო მაგრამ რადგანაც გიმოკლდება არ ჭამოო. მე დამოკლება რომ დამიწყო მაშინ აღარ ვჭამდი მანამდე კი. სხვათაშორის სოკოც რომ მაქვს მაგ დროს გამონადენიც მემატებოდა მაგრამ შოკოლადი ისე მინდოდა ხოლმე ვერ ვძლებდი * * *
ყავას მეც ვსვამდი დღეში ერთხელ მაგრამ ბოლოს უკვე ნაადრევის საშიშროება რომ მქონდა არ დამილევია. მეც დაბალი წნევა მაქვს 90 60 ზე. რავიცი დედაჩემმაც ადრე შოკოლადს გვაჭმევდნენ ყელი რომ გახსნილიყოო და ჩემმა დედამთილმა წითელი ღვინო დავლიეო და იმ ღამეს მშობიარობა დამეწყოო. * * *
საკვერცხეში კი არა მალე ისეთს ამოგცხებს მერე ნახე შენ. ნუ ნერვიულობ ასეთ დეტალებზე. მთელი ღამე დღეს კუჭთან იყო გადავირიე კინაღამ ვერ ვტრიალდებოდი დახმარების გარეშე. წინა ღამეა შარდის ბუშტთან მთელი ღამე საპირფარეშოში გამატარებინა. ასე რომ ნუ აქცევ ყურადღებას |
Posted by: Aniani1995 21 Feb 2019, 10:08 |
აუ შარდის ბუშტზე ისე მაწვება ხოლმე და ისე მირტყამს განსაკუთრებით ღამე ეწყება რომ ვწვები გავგიჟდი გუშინ ვერ მოვშორდი საპირფარეშოს. 5 თვის ვარ მაგრამ ისეთებს ჩადის წარმომიდგენია წინ რა მელის, რა უნდა ამ ქვემოთ რომ დაძვრება არ ვიცი რა :დ გვერდებზე როცა წევს მაშინ ვარ ყველაზე მშვიდად * * * ვაიმე ეგ შოკოლადზე რა დაწერეთ, ნუთელას ვჭამდი ბევრს ძალიან და ყელის დამოკლება მინდა ახლა მე?ისედაც 32 რომ მითხრა პანიკა მაქვს ვწევარ სულ |
Posted by: natiacr7 21 Feb 2019, 10:11 |
ხო აი გგონია რო საპირფარეშოში გინდა ყოველ წუთს. გვერებზე კიდე რომ გაიზრდება მერე იცის კიდე ჩაწოლა. ეგ უფრო ბოლო ორი თვე. ეხლა დიდი ადგილი აქვს და დაგულაობს. მერე გაიჭედება |
Posted by: s@likun@ 21 Feb 2019, 10:12 |
აუ შარდის ბუშტი არ მაწუხებს ))) მაგრამ მარჯვენა მკერდის ქვემოთ მაწვება ხოლმე და ძაან არასასიამოვნო პროცესია :/ ბავშვი არამგონია იყოს ორგანოებს აწვება და ეგ ორგანო გაწვება მერეო :/ და რა მაინტერესებს წყლებს რო ღვრიან და ვერ იგებენ მაგას არ ააქვს რამე დამატებითი სიმპტომები ?? ანუ 9 თვეზე რი ღვრიან მაგას არ ვგულისხმობ |
Posted by: Aniani1995 21 Feb 2019, 10:14 |
s@likun@ არ არსებობს წყლის დაღვრა ვერ მიხვდე, უფეროა წყალივით მოდის თან თუ წამოვიდა შანსი არაა შეიკავო. ვერანაირად ვერ შეიკავებ ისე წამოვა |
Posted by: natiacr7 21 Feb 2019, 10:15 | ||
მთლად შოკოლადის ბრალი კი არაამ რაღაცა პროვიცირებას უწევს თორე 8 თვე მეც ვჭამდი შოკოლადს დღეში ერთხელ. ეგ უფრო შავ შოკოლადზეა საუბარი. და 32 პატარაა სიგრძე? ნორმალურია. სულ 35 მქონდა და უცებ ბრახ და 28 დამიწერეს. ძაან ეჭვი შემეპარა მარა ვიწექი. მუცელიც დაწეული მქონდა და მქაჩავდა. |
Posted by: Aniani1995 21 Feb 2019, 10:18 |
natiacr7 გუშინ ვღადაობდი სახლში კიდევ კარგი სოფელში არ ვცხოვრობ ადრე ლამის უბნის ბოლოში რომ ქონდათ საპირფარეშოებითქო :დ ისეთი ადგილი გახდა ჩემთვის თავიდან ტოქსიკოზის და ახლა კიდევ ჩემი ბაოს გამო რა მეშველებოდა შორს რომ ყოფილიყო :დ ხო აი გგონია გინდა დგები ყოველ 15 წუთში და ცრუ განგაში, ღამე უნდება მაინდამაინც შარდის ბუშტთან თამაში. მომენტებში ისეც მგონია არ გამოძვრესთქო ისეთებს ჩადის. დღე კია გაყუსული მისთვის :დ * * * natiacr7 36 მქონდა სულ და ბოლოს 32 რომ დამიწერა ეხომ შეეშინდა კიდს არ დამოკლდეს იწექიო, მე მიდრეკილება მაქვს ნაადრევისკენ თან წყლების დაღვრისკენ და მაგიტო ვფეთიანობ. ახლა გადავამოწმო უნდა კიდევ ყელი |
Posted by: natiacr7 21 Feb 2019, 10:22 |
ადგომა რომ მიწევს ღამე უკვე გული მიღონდება. მარცხენა მხარეს ვწევარ სანამ მე გადმოვბრუნდები , სანამ თავს ძალას დავატან და ავდგები. რამდენჯერმე მარტო რომ ვიყავი ამ ბოლოს ვერ ავდექი გავიჭედე თან გამხდარი ვარ და ბავშვი 3 კილოზე მეტია. ბოქვენის ძვლები კუდუსუნი ყველაფერზე მაწვება. გამობრძანდეს ერთი ნახოს მერე |
Posted by: Aniani1995 21 Feb 2019, 10:23 |
natiacr7 ცოტაც და გამობრძანდება მისი აპარტამენტებიდან რაღა დარჩა :დ * * * natiacr7 შენ წერდი ხო ექიმმა მითხრა იწექი 34 კვირაზე მივიდეთ წოლითი რეჟიმით ნაადრევის რისკი ხარო? |
Posted by: natiacr7 21 Feb 2019, 10:25 | ||
რამდენი კვირის ხარ ეხლა? ქამარი გამაკეთებინეს მე. მეც წოლითი მქონდა ეხლახანს მაგრამ დიდად რომ ვთქვა სულ ვიწექითქო არა. ვაგინალურად შეგიმოწმეს ყელი? |
Posted by: Aniani1995 21 Feb 2019, 10:27 |
natiacr7 21 დაიწყო, კი შემიმოწმა ვაგინალურადაც და 32 არისო. იწექი და მალ მალე გადაამოწმე რომ არ დაიწყოს დამოკლებაო, 28ზე როგორც ვიცი უკვე ნაკერს ადებენ და სულ წოლითი რეჟიმს ნიშნავენ |
Posted by: natiacr7 21 Feb 2019, 10:28 | ||||
კიი. გულგახეთქილი რომ ვიყავი. იმდენი ვინერვიულე მაგაზე. ღუდუშაურში წახვალ თუ ადრე დაგეწყოო და ვერც ექიმს ვიყვანდი და ინკუბადორში ძაან მეცოდებოდა პატარა. მაგრამ გადავრჩი. ეხლა ციკლით 35 ის ვარ ეხოთი 37 დავიწყე და ეხლაც რომ გავაჩინო არ არის პრობლემა ისეთი აიწყვიტა წონაში და ზრდაში * * *
ნაკერი არ უხსენებია საერთოდ. წოლა, ქამარი და წამალი დამინიშნა დავი. სხვათაშორის მგონია რომ მომიხდა. დღეში ორჯერ ვსვამდი 1 თვე |
Posted by: Aniani1995 21 Feb 2019, 10:31 |
natiacr7 ვაიმე რა მაგარია გასულხარ ბოლოსკენ ♡ უკვე ისეთ ვადაზე ხარ ყოველ დღე რომ დაგეწყოს არაფერია სანერვიულო, 37 კვირაზე საკეისროს აკეთებენ და არაა პრობლემა. აუ ღუდუშაურზე იმდენ ცუდსაც ვკითხულობ გული მისკდება არ დამჭირდესთქო, გაგუასთან ვნახულობდი ნაადრევ ბავშვებს ძალიან ბევრი გამოზარდეს ერთი 24 კვირის გადაარჩინეს |
Posted by: s@likun@ 21 Feb 2019, 10:39 |
Aniani1995 მშობიარობის წინ რო ღვრიან მაგ წყალზე არ ვამბობ ))) აი გამიგია ეხოზე მისულან შენთხვევით და აღმოჩენილა რო წყლებს აპარებდნენ და ბავშვს ცოტა წყალი ქონდა დარჩენნილი და მაგ დროს საკეისროს უკეთებენ რო გადაარჩინონ ბავშვი Aniani1995 28 ზე არა 25 ზე ადებენ ნაკერს |
Posted by: natiacr7 21 Feb 2019, 10:42 | ||
ნუ ფიქრობ საერთოდ ნაადრევზე. ბოლოს სახვეწარი გექნება რომ გამოძვრეს. :დ |
Posted by: rocobarocco 21 Feb 2019, 11:03 |
19 კვირის ვარ და მე არ უნდა მიწეერდნენ საშვილოსნის ყელის სიგრძეს? არცერთ ეხოში არ ნიწერია, ცერვიკალური არხი მიწერია და ეგ ხომ არაა ? |
Posted by: Tess 21 Feb 2019, 11:04 |
natiacr7 კიდე 3-4 კვირა უნდა გააჩერო მანდ შენი პატარა. არ განეწყო ეხლა დაწყებისკენ, წონა არ არის ყველაფერი, მაინც ჯობია თავის დროზე გაჩნდეს პატარა |
Posted by: Aniani1995 21 Feb 2019, 11:08 |
s@likun@ უი ეგ არ ვიცი მაგრამ ის ვიცი რომ ნელნელა ვინც ღვრის ავტომატურად იმატებს მუცელში წყალი და ისევ ივსებაო, თუ რაიმე ვირუსი ან დარღვევა არ აქვს ორსულს. მე მეგონა 18 კვირაზე წყლებს ვღვრიდი და გავვარდი ექიმთან ღამე, სარკითაც გამისნჯა და ხელითაც გამსინჯა არ ღვრიდი წყლებს შარდი იყოო. მე კი გამისკდა გული სანამ შემამოწმა * * * rocobarocco ყელის სიგრძე ყველა ეხოზე იწერება, 5 კვირიდან დაწყებული ყველგან მიწერია. ვისთან დადიხარ ეხოზე? |
Posted by: natiacr7 21 Feb 2019, 11:11 | ||
არა არც აპირებს მგონი უნდა ვეხვეწო. მთავარია ინკუბატორები და ღუდუშაური თავიდან ავიცილე. 15 რიცხვი მოინიშნა ექიმმა 15 მდე ეს ბავშვი გახდება 5 კილო და რა გააჩენს ამხელა წონიანს |
Posted by: s@likun@ 21 Feb 2019, 11:12 |
rocobarocco კი უნდა გეწეროს Aniani1995 უი მართლა? ეგ არ ვიცოდი რატომღაც ავიკვიატე ეგ დებილობა :/ |
Posted by: natiacr7 21 Feb 2019, 11:13 |
მეც ყოველ ეხოზე მიწერენ ყელის სიგრძეს . პირველივეში მიწერია |
Posted by: s@likun@ 21 Feb 2019, 11:14 |
36 კვირის მერე როცა უნდა დაიბადოს ^^ დღენაკლულად აღარ ითვლება და ჰო 5 კგს გაჩენას 3 გააჩინო ჯობია ))) |
Posted by: Aniani1995 21 Feb 2019, 11:15 |
s@likun@ კი ეგრეა, ნელნელა ცოტას დაღვრა არაა საშიში იმატებს ისევო. მთავარია ერთიანად არ დაიღვაროსო, ერთიან შეუჩერებელ დაღვრას კი მიხვდება ყველა. |
Posted by: natiacr7 21 Feb 2019, 11:21 | ||
ეხლა ეგ გამიხდა სანერვიულო. 15 მდე კიდე რამდენი დროა. თუნდაც 10 მარტი იყოს. |
Posted by: rocobarocco 21 Feb 2019, 11:38 | ||
ჭიღლაძესთან დავდივარ |
Posted by: Salomea2018 21 Feb 2019, 12:03 | ||||
ცერვიკალური არხი იგივე ყელია კი. გეწერება დახურულიაო, ან დილატაციის გარეშე და ზომასაც კიგიწერდნენ. |
Posted by: Baby Boo 21 Feb 2019, 12:10 |
გამარჯობათ გოგოებო, ვარ 32 კვირის ორსული, ნელნელა ვემზადები პატარათან შესახვედრად. მართალია პირველი არ არის, მაგრაამ ზუსტად აღარ მახსოვს, ან შეიძლება შეიცვალა უკვე რამე, დეკრეტულში გასასვლელად ფორმა 100 მომცემენ იქ სადაც ვარ აღრიცხვაზე, და ბიულეტენი, რომელიც უნდა წარვადგინო სამსახურში, სად უნდა გამოფირმონ? გმადლობთ |
Posted by: rocobarocco 21 Feb 2019, 12:35 | ||||||
მადლობა ცერვიკალური არხი ყველაში მიწერია |
Posted by: nature 21 Feb 2019, 13:05 | ||
rocobarocco
კი ეგაა |
Posted by: Nankusi 21 Feb 2019, 13:19 | ||
მოკლედ მე ყველაფერზე ვპანიკიორობ რა..იმაზეც კი რაც სანერვიულო არაა ყავას და შავ შოკოლადს საერთოდ არ ვღებულობ ჩაი კი ძალიან მიყვარს და როგორც ვიცი არც ეგ არის კარგი |
Posted by: natiacr7 21 Feb 2019, 13:19 | ||||||
მე დეკრეტს არ ვაფორმებ ოფიციალურად და სამსახურში მომთხოვეს ბიულეტენი და ანგარიშის ნომერი ბეჭედდარტყმული. ოღონდ ამ შემთხვევაში რომ ვიმშობიარებ მაშინ მივუტან. მაგრამ თუ უკვე დეკრეტში მგონი 37 კვირიდან იძლევა ექიმი. რომ ვიკითხე ექიმმა მითხრა საბუთი მომიტანე დეკრეტში როდიდან ხარო რომ გამოვწეროო. მე ეგრე ვერ გავაკეთე რომ დროულად ჩამირიცხოს სახელმწიფომ თანხა. ამიტომ მშობიარობის მერე წავიღებ * * *
ასე ყველაფერს ვერ დავიცავ მაინც რა. ჩაის ვსვამდი ბევრს ისე. მაგრამ მერე ერთ ჭიქაზე მეტს აღარ ვსვამდი. ეხლა ყავაც დავლიე უკვე დავიღალე რაც იქნება იქნება. |
Posted by: Nankusi 21 Feb 2019, 13:24 |
17OH ანალიზს იკეთებს ვინმე? რას ვიგებთ ამ ანალიზით? ნორმიდამ მაღალი ან დაბალი რაზე მიანიშნებს? |
Posted by: inertiacreeps11 21 Feb 2019, 13:34 |
natiacr7 მთელი ღამე თეთრად გავათენე.. გვერდში იყო გულის მხარეს, თან მაგ მხარეს ვწვები სულ და მეფიქრება რომ ვაწვები და მაგაზეც ვნერვიულობ. ვერც ვტრიალდებოდი, ჩემმა ქმარმა გადამატრიალა მეორე მხარეს და ისე ამტკივდა მეორე გვერდი ისევ გულის მხარეს გადავტრიალდი, საათნახევარი მეძინა სულ მგონი, და რომ გავიღვიძე დაბუჟებული მქონდა მთლიანად მარცხენა მხარე . ://// ახლა რო ასეთი აქტიური და გადარეულია მე9ში რა იქნება? პრინციპში 1 მარტს კი გადავდივარ მე-8ში უკვე,,,, მოკლედ ძაან მიჭირს.... ფეხებიც მტკივა ბაკეებთან, სიარულის და მოძრაობის დროს.... სიარულიც მიჭირს და საწოლში გადაბრუნებაც,,,, ახლა რომ ასეთი ინვალიდი ვარ უკვე მე9ში ეტლით უნდა ვიარო?????? ან რანაირად უნდა შევძლო მშობიარობა არ ვიცი..... ძაან მკვტარი ვარ ;დდდდ |
Posted by: Nankusi 21 Feb 2019, 13:41 | ||
ყველაფერი კარგად იქნება.კარგია რომ დროულად ნახე ეხოზე. მეც ვიკეთებ კლექსანს ორსულობის დადგენიდან.ცოტა ავფორიაქდი ნემსის მერეც თუ არის მაგის რისკი. იმედია კარგი პასუხებით დაბრუნდები |
Posted by: Salomea2018 21 Feb 2019, 13:48 | ||
უხეშად რომ ვთქვათ, ორგანიზმის იმუნიტეტს განსაზღვრავს, თუ მომატებულია, საშვილოსნო ემბრიონს აღიქვამს უცხო სხეულად და აძევებს. |
Posted by: Nankusi 21 Feb 2019, 14:02 | ||||
მადლობა. მე სულ სხვა რაღაც მეგონა,კარგი გოგო ხარ რომ ამიხსენი |
Posted by: natiacr7 21 Feb 2019, 14:34 | ||
როგორ მესმის შენი. მეც მჭირდება დახმარება გადაბრუნებაზე. ზურგზე წოლა ისე მინდა მარა ზურგზე რას დავწვები დამინგრევს ყველაფერს. ბალიშები ამოიდე ეგ შედარებით მიიოლებს. ფეხებს შორისაც ვიდებ და ზურგში ვიდებ კიდე. ადგომა არის კატასტროფა |
Posted by: teklikie 21 Feb 2019, 16:04 |
natiacr7 მეც პირველ მარტს აგდავდივარ მე8 თვეში და ახლ;ა რომ ვნახე შენი პოსტი კიდე კარგი ეგრე არ ვარ, ზურგზე წოლაზე ექიმმა გამაფრთხილა 20 კვირიდან აღარ დაწვეო და არ ვწვები არც მსიამოვნებს და გვერდულად კომფორტულად ვწერვარ რავიცი |
Posted by: natiacr7 21 Feb 2019, 16:26 | ||
ხანდახან გვერდზეც ვეღარ ვწვები უკვე. დავბოდიალობ მთელი ღამე. ბოლო პერიოდი ასეა რაა. თან დიდი როა გადამოგრდება გვერდს რომ ვიცვლი მერე გადმოგორდება და ასე |
Posted by: inertiacreeps11 21 Feb 2019, 18:50 |
გოგოებო, რას იტყვით?? |
Posted by: nature 21 Feb 2019, 19:17 | ||
Nankusi
მე გავიკეთე მაღალი მქონდა ცოტა. ბავშვის პონტში არ მგონია ცოტა გამონაყარი მქონდა სახეზე და მაგიტომ გამაკეთებინა. აღარ მიკითხია რას ნიშნავს, ან ორსულობაში რისთვისაა საჭირო. ისე საინტერესოა * * * Salomea2018 ზუსტად იცი რო მაგას ნიშნავს? მომატებული მქონდა და მსგავსი არაფერი უთქვამს, თან ხო იცი რა პანიკიორი ექიმი მყავს, რამე მასეთი რომ ყოფილიყო ცხრაჯერ მეტყოდა და მომაყრიდა წამლებს. |
Posted by: Aniani1995 21 Feb 2019, 19:20 |
inertiacreeps11 1.200 რამხელაა უკვე ვაიმე გოჭიი♡ მშვენიერი მონაცემები გაქვს და ნორმაში გაქვს ყველაფერი წუწუნი აღარ გაბედო :დ ვისთან იყავი? მათითაშვილის ეხოს გავს * * * anuki-anuki1990 ანუკი ექიმთან იყავი? გაგვაგებიე შენი ამბავი როცა მოახერხო შემოსვლა |
Posted by: Nankusi 21 Feb 2019, 19:36 | ||||
მე უკვე ორჯერ გამაკეთებინა ექიმმა და მესამედ სანამ მივალ მანამდე ვაპირებ გაკეთებას ვიცი მაინც დამინიშნავს.იცის რომ ემოციური ვარ და ალბათ დეტალებში აღარ განმიმარტა,უბრალოდ ის მითხრა რომ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორსულობაში და მთელი ორსულობა უნდა ვაკონტროლოთ. ინოვაში გავიკეთე რატომღაც არ ეწერა პირველი და მეორე ტრიმესტრის ნორმები.პირდაპირ მესამე ტრიმესტრი წერია ნორმა:2-12. მე 3.20 მქონდა და ნორმად ჩათვალა. |
Posted by: inertiacreeps11 21 Feb 2019, 19:39 |
Aniani1995 მე ბათუმში ვარ გოგო ❤️ აუუ ისე ვნერვიულობდი, არც ტონუსი არ გაქვსო მითხრა... ბავშვს ღამე ღვიძავს ესეიგი რომ დაიბადება მაშინაც ეგრე იქნებაო და მზად იყავიო :დდდ მოკლედ დავისვენე |
Posted by: Aniani1995 21 Feb 2019, 19:49 |
inertiacreeps11 ნახავ როგორი ჯანმრთელი იქნება შენი პატარა, ტყუილად პანიკობ ♡ (მე რომ მაგას გეტყვი, მაგრამ არა უკვე თავი უნდა დავარწმუნო რომ არ ვინერვიულო :დ) ბათუმელი ხარ?♡ კარგად იყოს, ჯანმრთელი იყოს და ღამის თევებს აიტან არაგიშავს :დ აუუ მოცუცქნული უკვე რამხელაა |
Posted by: Nankusi 21 Feb 2019, 19:51 |
გოგოებო ღამე საერთოდ ვერ ვიძინებ 4-5საათამდე.ორსულობის დასაწყისში სადღაც 7-8კირამდე სულ მეძინებოდა დღეც და ღამეც და ეხლა რა შეიცვალა არ ვიცი.ვამელანს ვსვამ დილა საღამოს და არაფერს მიშვება არც მაწყნარებს |
Posted by: tinatinny 21 Feb 2019, 20:40 |
მეც ხან დღისით მეძინება საშინლად,ხან ღამით გამეღვიძება და ვერ ვიძინებ.არაფერი არ დამილევია ჯერ |
Posted by: Nankusi 21 Feb 2019, 20:50 | ||
შენ რამდენი კვირის ხარ? მგონი ახალი ხარ ჩემსავით |
Posted by: tinatinny 21 Feb 2019, 21:01 |
Nankusi კი, ცამეტი კვირის ვარ ჯერ |
Posted by: mariami2525 21 Feb 2019, 21:28 |
გოგოებო კუჭის სპაზმი მაქვს და ნოშპა რო დავლიო შეიძლება? |
Posted by: inertiacreeps11 21 Feb 2019, 21:45 |
mariami2525 მე დამილევია... მომცა ექიმმა უფლება დალევის.. უვნებელია როგორც ვიცი... მაგრამ მე 20კვირის მერე ვსვამდი.. |
Posted by: Aniani1995 21 Feb 2019, 21:59 |
mariami2525 კი შეიძლება, მე ნოშპა ფორტეს ვსვამდი სპაზმებზე თავიდანვე მითხრა დალიე თუ შეატყვე მუცელს ტკივილი ან დაჭიმვაო |
Posted by: Salomea2018 21 Feb 2019, 22:25 | ||||
სანამ ორსულობა დადგება, მაგისთვის აკეთებინებდენე წეროებში და ინ ვიტროს გოგოებს და ორსულებს რატო უკეთებენ არ ვიცი. |
Posted by: tatik234 21 Feb 2019, 22:31 |
გოგოებო ჩაჩავაში ხართ ვინმე აღრიცხვაზე? ან მსობიარონბას თუ აპირებთ? ზურა დარახველიძეზე იცით რამე? |
Posted by: Nankusi 21 Feb 2019, 23:29 | ||
მე დავდიოდი ჩაჩავაში გასულ წელს.კარგად ვიცნობ მაგ კლინიკას, ექიმებიც კარგი ჰყავთ და რადიოლოგი ხო საერთოდ ტატიშვილი უძლიერესია.უბრალოდ მე ცუდი მოგონება დამიტოვა მაგ კლინიკამ და სხვაგან გადავედი,თუმცა ტატიშვილთან ერთხელ მინდა შევირბინო გაუხარდება მშობიარობას თუ მანდ აპირებ ზურა წამყვანი ექიმია.მეც მოვიაზრებ ერთერთ ვერსიაში ჩემი მეგობრებიდან ბევრმა იმშობიარა მანდ და ყველა კმაყოფილია,თუმცა ხშირად ზუსტად ეგეთ ცნობილ ექიმებზე უფრო ვრცელდება ნეგატივი,უკმაყოფილო პაციენტი ყველა ექიმს ჰყავს დატოვებული ისტორიაში.ტატიშვილზეც გამიგია ცუდი და მათითაშვილზეც ამ დროს ორივე ძლიერ სპეციალისტად ითვლება.ასევე სამშობიაროებოდან ჩაჩავაზეც დაწერილა ცუდი და გაგუაზეც. ჩემი რჩევა დადებითია ზურაზე,მაინც კარგად გაიკითხე და ისე გადაწყვიტე |
Posted by: natiacr7 22 Feb 2019, 00:52 | ||||||
მე ჩაჩავაში ვარ აღრიცხვაზე. დარახველიძე არა ნუკრი მყავს აყვანილი ქსნელაშვილი. თუმცა დარახველიძეს ბევრი დადებითი რეკომენდაციები აქვს. * * *
მეც კმაყოფილი ვარ ტატიშვილით. მე ისეთი პანიკებით გამოვცხადდი მასთან მშვიდად შემამოწმა და გამომიშვა. ანუ არ ვღელავ და არ მაგდებს შიშებში. ყელის დამოკლებაზე მითხრა ბოლოს დამოკლებული არა ისო. წადი აქედანო. მანამდე მასთან ვერ ჩავეწერე და სხვასთან შემიშვეს და იმან დამიწერა ყელის დამოკლება * * * თუმცა უფრო მეტი ინფოს მოწოდება შეუძლიამ მაგრამ რასაც ამბობს საკმარისია რომ მშვიდად ვიყო. |
Posted by: inertiacreeps11 22 Feb 2019, 01:21 |
გოგოებო, ჩემი გოგო 24კვირაზე იყო 700 გრამი... 1თვის მერე ანუ დღეს არის 1.200... მაინტერესებს 2 თვეში მე9 თვეზე ანუ 2.200 იქნება?? ასე თუ თვიურად 500-500 გრამს იმატებს მხოლოდ ეგეთი ციცქნა გამოდის ((( არადა მე დავიბადე 3.800 მამამისი 3.500 |
Posted by: natiacr7 22 Feb 2019, 05:33 | ||
მასე მოდელივით იყო ჩემი გოგოც და ეხლა ბოლოში ავარდა ისეთი 2 კვირაში მოიმატა ერთი კილო. მომდევნო ეხოზე არ ვიცი ვინ დამხვდება. ალბათ უკვე გიგანტი იქნება. არადა არ გეგონოს რომ თავს ვიკლავ ჭამით. ტკბილს მე არ ვჭამ და ცომს. |
Posted by: Salomea2018 22 Feb 2019, 10:22 |
ყველა ბავშვი ინდივიდუალურად იმატებს. თუ ექიმი არ გეუბნება, რომ ამ ეტაპზე წონას არ ჩამორჩება ან 500 გრამი ცოტააო (ზოგი გიხეთქავს გულს უაზრობაზე), მაშინ არაფერიც არაა და ბოლო კვირებში უფრო მოიმატებს. ზოგი უსწრებს წონით, ზოგი ზუსტად მისდევს. მთავარია 2 კვირა და მეტი არ იყოს ჩამორჩენა. |
Posted by: Liliko1 22 Feb 2019, 10:25 |
inertiacreeps11 |
Posted by: Salomea2018 22 Feb 2019, 10:32 |
Liliko1 შენი რა წონისაა ისე? ერთ ვადაზე რო ვართ მაინტერესებს ხოლმე. ზუსტად 26 კვირაზე ეს იყო 1140 გრამი. |
Posted by: natiacr7 22 Feb 2019, 10:52 |
ღმერთმანი ჩემი რამხელა ყოფილა 35 კვირაზე. ამ ცხრილის მიხედვით დიდია. 3 და 130 |
Posted by: Tess 22 Feb 2019, 10:52 |
inertiacreeps11 ბოლო თვეში საშუალოდ კვირაში 250 გრამს იმატებენ. * * * natiacr7 კი 35 კვირისთვის დიდია სავარაუდოდ დიდი ბავშვი იქნება, ცუდი მხოლოდ ისააა რომ ნიუბორნს ალბათ მაქს. 1 კვირა ჩაიცვამს |
Posted by: inertiacreeps11 22 Feb 2019, 10:57 |
უი. ზუსტად ჯდება ჩემი ამ ცხრილის მიხედვით * * * natiacr7 ეხო რამდენჯერ გაქვს გაკეთებული? |
Posted by: natiacr7 22 Feb 2019, 11:23 | ||||
ეხო ზოგადად მთელ ორსულობაში ბევრჯერ მაქვს გაკეთებული. პირველი სამი თვე თითქმის 2 კვირაში ერთხელ (დენების გამო) მერე თვეში ერთხელ როგორც მიბარებდნენ ვიზიტებზე. ეხლა 28 ში ვარ დაბარებული მაგრამ ეხო არ მოუთხოვიათ. აყვნილ ექიმთან ვარ 4 ში ალბათ ის გადამაღებინებს. * * *
ხოდა კიდე ერთი მინუსი დიდ ბავშვს რომ ვერ გავაჩენ და საკეისროს რომ გავიკეთებ კი ვიცი. არადა არც წონაში ვარ მომატებული და არც ვჭამ. (დაგროვილი ქონდა ალბათ მისი საჭმელი და ერთიანად გადაყლაპა :დ) |
Posted by: an_u_ka 22 Feb 2019, 11:30 |
სად გავიკეთებ ეხოს ურიგოდ მარტო გულისცემა რო გავიგო ? ისედაც ოდნავ ვგრძბობ ხოლმე და მეორე დღეა საერთოდ ვერაფერს ვერ ვგრძნობ 5 დღეში კი ვარ ჩაწერილი ეხოზე მაგრამ ვერ მოვითმენ |
Posted by: sesilia28 22 Feb 2019, 11:32 |
an_u_ka საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიდი სადმე ახლოს, გულისცემას ყველა მოისმენს |
Posted by: Liliko1 22 Feb 2019, 11:46 |
Salomea2018 არ მახსოვს ზუსტად მაგრამ ზუსტად მიდიოდა მგონი, წინ არ უსწრებს. 740 გრამი იყო 24 და 3 დღეზე მგონი. პირველ ორსულობა კი მახსოვს ძალიან პატარა მუცელი მქონდა სულ და ჩამორჩებოდა ოდნავ კი გავაჩინე 3,400. ზედმეტი სულ არაა საჭირო , ისედაც მაგ წონაზეც იმდენი ნაკერი მქონდა დავიტანჯე |
Posted by: an_u_ka 22 Feb 2019, 11:46 |
sesilia28 ისეთი მინდა რო ესე ისმენდეს მარტო გულის ცემას და არ გაუკვირდეს * * * sesilia28 ისეთი მინდა რო ესე ისმენდეს მარტო გულის ცემას და არ გაუკვირდეს |
Posted by: sesilia28 22 Feb 2019, 11:53 |
an_u_ka კერძო კლინიკებში მარტო გულისცემასაც ისმენენ და გადასახდელიც ნაკლებია, ინოვასგან შორს ცხოვრობ? |
Posted by: an_u_ka 22 Feb 2019, 12:03 |
sesilia28 დიდი მადლობა ზუსტად რა ადგილასაა ინოვა? ინტერკლინიკაში შევივლი და თუ დიდი რიგი იქნება წავალ პირდაპირ ინოვაში :-* |
Posted by: sesilia28 22 Feb 2019, 12:20 |
an_u_ka ინტერკლინიკაში არაა ხოლმე რიგები, ვაჟა-ფშაველას ბოლოში კაფე სტრადასთან არის შესახვევი და 50 მეტრშია |
Posted by: makarena 22 Feb 2019, 12:21 |
an_u_ka ინოვა, მეტრო უნივერსიტეტი რომ გაიხსნა, ვაჟას ბოლოში, თუ იცი ოკტოპუსი სავარჯიშო დარბაზი, სტრადა და ლუკა პოლარე როა ჩაყოლებაზე. აი სტრადას უკან არის ინოვა. |
Posted by: inertiacreeps11 22 Feb 2019, 12:47 |
natiacr7 შენი სურვილით გინდა საკეისრო? წონის პონტში? მეც ვფიქრობ თუ 3.400ს გადასცდა იმ შემთხვევაში... |
Posted by: rocobarocco 22 Feb 2019, 12:50 |
გოგოებო ვინც მუშაობთ მთელი დღე ორსულობისას, ტონუსი არ გაწუხებთ? ასე 3 საათის მერე უკვე ისე მეჭიმება მუცელი, ძლივს მივდივარ სახლამდე, არადა მაგნე ბ- საც ვსვამ და დავსაც . ცოტა თუ გადავიღალე მერე ხო საერთოდ, 2 დღე უნდა ვიწვე რო გადამიაროს |
Posted by: tinatinny 22 Feb 2019, 13:21 |
მე სკოლაში ვმუშაობ და დღის პირველი ნახევარი სტრესული მაქვს,ზოგჯერ ვგრძნობ დაჭიმულობას, მაგრამ ეხოზე რამდენჯერაც მივედი, ტონუსი არასდროს არ მქონდა |
Posted by: an_u_ka 22 Feb 2019, 13:27 |
sesilia28 დიდი მადლობა:-* მოვისმინე გულისცემა ცოტა დამცინეს ისეა ხერხემალზე აკრული ზურგიდან უფრო იგრძნობ ვიდრე მუცლიდანო ) |
Posted by: inertiacreeps11 22 Feb 2019, 13:49 |
rocobarocco მეც ეგრე ვარ არადა გუშინ ეხოზე მითზრეს არანაირი ტონუსი არ გაქვსო :///// |
Posted by: an_u_ka 22 Feb 2019, 13:59 |
rocobarocco ქამარი არ გიკეთია? მე მართლა ყველას ვურჩევ ისე ამსუბუქებს მდგომარეობას წელზე საერთოდ არაა დატვირთვა |
Posted by: sesilia28 22 Feb 2019, 14:07 |
an_u_ka ჰა ჰა :-) გეთამაშება შენი პატარა. ძალიან კარგი რომ კარგადაა ყველაფერი, დამშვიდდები შენც :-* |
Posted by: tinatinny 22 Feb 2019, 14:07 |
გოგოებო,ქამარს რომელი თვიდან ატარებთ? |
Posted by: magi_ 22 Feb 2019, 14:10 | ||
rocobarocco
მე ვმუშაობ სრულ განაკვეთზე... ძირითადად ვზივარ, ამ ცუდ ამინდშიც ნაკლებად ვსეირნობ და ერთი სული მაქვს მალე დათბეს. ტონუსს რაც შეეხება კი მეჭიმება მუცელი,ხან ქაჩვის შეგრძნება მაქვს, მაგრამ ეხოზე არ ჩანს... ამიტომ თავს ვიმშვიდებ რომ არაფერია. გოგოებო შეიძლება გამოგადგეთ ეს ცხრილი... მე დამეხმარა, რომელი ინიციალი რას ნიშნავს ^_^ ფოტოს ვერ ვტვირთავ... ((( |
Posted by: an_u_ka 22 Feb 2019, 14:10 |
4 თვიდან მიკეთია პრინციპში ღიპის ჩამოდებას რო შეძლებ უკვე შეგიძლია გაიკეთოო და 16 კვირიდან მიკეთია და დავისვენე |
Posted by: tinatinny 22 Feb 2019, 14:17 |
მე ხერხემლის პრობლემა მაქვს და უნდა ვატარო. ჯერ 13 კვირის ვარ, მუცელი არ მეტყობა.როდის დამეტყობა ერთი სული მაქვს ) |
Posted by: rocobarocco 22 Feb 2019, 14:17 |
პატარა მუცელი მაქვს ჯერ, 20 კვირის ვხდები, დავიწყე ვითომ ქამრის ტარება, თავიდან მომწონს, მაგრამ, მერე ეგეც მაწუხებს თითქოს ... მეშინია ხოლმე რო ნეჭიმება ან ნაადრევჯ არ დამეწყოს ან რავიცი და ვპანიკდები, ვიცი რომ კარგი არაა ეგ დაჭიმვა |
Posted by: makarena 22 Feb 2019, 14:20 | ||
tinatinny
დღეს ვიყიდე უკვე ისე ვიყავი, წელის ტკივილებით შეწუხებული. 16 კვირის ვარ და უკვე გაუსაძლისად მტკიოდა წელი, ისედაც პრობლემური წელი მაქვს. იმედია მიშველის, სულ ვზივარ სამსახურში. სახლში რომ მივდვიარ ძაღლი ჩამყავს ხოლმე 30-40 წუთით და სულ ესაა ჩემი ფეხით სიარული თითქმის. იმედია ქამარი მიშველის სკამისთვის, პატარა ბალიშიც უნდა ვიყიდო და დავიდო, თორე საღამოობით მართლა დივანზე ვეღარ ვზივარ, თუ არ ვიწექი |
Posted by: sesilia28 22 Feb 2019, 14:33 |
16 კვირაზე მუცელი გეტყობათ უკვე? მე 14 კვირის ვარ და ყოველდღე სარკეში ვიხედები მეტყობა თუ არა, ჯერ ღიპს გავს კარგ ნაჭამს :-( |
Posted by: tinatinny 22 Feb 2019, 14:39 |
მე ზოგადად დიდხანს ჯდომის დროს ხან წელი და ხან კისრის არე მტკივდება.ადრე ვაკეთებდი ხერხემლის ვარჯიშებს. მერე ექიმს უნდა ვკითხო, ორსულობის დროს თუ შეიძლება. მუცელი რო გამეზრდება,შემაწუხებს, ვიცი |
Posted by: Salomea2018 22 Feb 2019, 14:41 | ||
მეც ხერხემლის პრობლემა მაქვს და ვიყიდე და ვლოცავ. აი სახლსაც კი მაგით ვალაგებ და იმხელა შვებაა. 26 კვირიდან მიკეთია, მაგრამ როცა იგრძნობ რომ მუცელი გქაჩავს და გტკივა წელი, შეგიძკია იხმარო. ხერხემლის რა პრობლემა გაქვს თუბსაიდუმლო არაა. მე ოპერაცია მაქვს გაკეთებული. მშობიარობაზე რამე გირჩია ექიმმა? ჯერ ჯერობით ნწვროლოგთან ვერ მივედი რომ გავესინჯო და ვკითხო, ბუნებრივად რაიმე პრობლემა ხომ არ შემექმნება. |
Posted by: natiacr7 22 Feb 2019, 14:54 | ||
ძააან მინდა ფიზიოლოგიურად ვიმშობიარო მაგრამ 4 კილომდე თუ ავიდა ვერ შევძლებ. გაბარიტები არ მიწყობს ხელს და დავიტანჯები დარწმუნებული ვარ. ექიმის რეკომენდაციას გავითვალისწინებ. იქნებ არ ავარდეს კიდე წონა. ეხლა რომ დაიბადოს გავაჩენ მაგრამ 3 კვირა ან მეტი რომ არ გამოვიდეს უკვე 4 საც გადაცდება |
Posted by: tinatinny 22 Feb 2019, 14:57 |
სქოლიოზი მაქვს წელის არეში, ალბათ კისრისაც, არ ვიცი. ტომოგრაფია და რაიმე კვლევა არ გამივლია |
Posted by: Tess 22 Feb 2019, 15:08 |
natiacr7 გაბარიტებზე არაა ეგ ნათი, მენჯის ზომაზეა, ყელზეც. გეტყვის ექიმი თითონ. წონაშიც ცდებიან და კარგი იქნება ბოლოსკენ კარგ ეხოსკოპისტთან გადაიღო. |
Posted by: rocobarocco 22 Feb 2019, 15:10 |
გოგოებო გლუკოზა ამეწია ორსულობაში და ტკბილი და ცომეული შეზღუდეო ექიმმა, მაგრამ მაინცდამაინც ახლა მინდება, ხომ არ იცით, დიაბეტიკებისთვის რომ არის ცალკე პროდუქცია, ის რო ვჭამო ცუდია ნაყოფისთვის? |
Posted by: Tess 22 Feb 2019, 15:23 |
rocobarocco დიაბეტიკის პროდუქცია ზოგადად სიფრთხილით შესარჩევია , სახარინები და სხვა მსგავსი პროდუქტები საკმაოდ მავნეა ხოლმე და მე გირევდი მოითმინო. ან კონკრეტულ პროდუქტზე აიღო რეკომენდაცია შენი ექიმისგან. |
Posted by: natiacr7 22 Feb 2019, 15:25 | ||
აი ეხლა 4 ში დამაკვალიანებს ექიმი ალბათ უკვე. ყელი ძაან ვიწრო მაქვს ეგ ზუსტად ვიცი და ეგაც მაფიქრებს. ტატიშვილთან დავდივარ სულ და რავიცი ჯერჯერობით მეუბნება თავი პატარა ააქვსო ამიტომ წესით უნდა შეძლოო მაგრამ არ ჭამოო რომ არ მოიმატოსო. თან მომწვარი მაქვს წყლული და რაღაც დამიტოვეს ადრე გავიკეთე. ეს მენჯები როდის უნდა შემიმოწმონ ნეტავი მშობიარობა რომ დამეწყება? :დ |
Posted by: rocobarocco 22 Feb 2019, 15:29 | ||
არადა როგორ მინდა ტკბილი ჰო, ეგრე აჯობებს, მადლობა |
Posted by: darling1990 22 Feb 2019, 16:08 |
sesilia28 14 კვირაზე ძვლივს დამედო პატარა სიმრგვალე და 16 კვირაზე უკვე მეტყობოდა, თუმცა ძალიან ნელა მეზრდება მუცელი. მუცლის ზრდაზე არ უდარდო, ინდივიდუალურია. მაგაზე ვნერვიულობდი სულ |
Posted by: Lucifurr 22 Feb 2019, 16:13 |
sesilia28 16 კვირიდან ცოოტა დამეტყო მუცელი. თან მე ველოდებოდი რომ ძალიან ქვემოდან, ბოქვენის ძვლიდან უნდა ამომზრდოდა და მგონი ვცდებოდი შარვლებზე ღილი რომ ვეღარ შევიკარი მერე მივხვდი რომ თურმე მუცელი გამეზარდა შესამჩნევად კი მაინც არ მაქვს. ერთი სული მაქვს გაიზარდოს, ტრანსპორტში ძალიან მრცხვენია ხოლმე ადგილს რომ ვერ ვუთმობ ხალხს. წინაზე ერთმა გოგომ ჩემს დასანახად დაუთმო ადგილი, დედისტოლა ხართო და მე ახალგაზრდაო, სად ჩავმძვრალიყავი არ ვიცოდი. ხო არ ვიყვირებ ჰეიი ორსულად ვართქო |
Posted by: sesilia28 22 Feb 2019, 16:27 |
darling1990 ყოველდღე სარკეში ვიხედები ნეტა რა ხდებათქო, თან ვინც არ მინახავს ისინი რომ მეკითხებიან მუცელი თუ დაგეტყოო უფრო საფიქრალში ვვარდები :-) :-* :-* Lucifurr საორსულე შარვალი უკვე ვიყიდე, ღილიანი მაინც დისკომფორტს მიქმნიდა და შეხსნილი დავდიოდი :-) 16 კვირიდან ქამრის ხმარება დავიწყეთო წერდნენ გოგოები და მე როდის უნდა ვიფიქრო ამაზეთქო:-) ორშაბათს გავდივარ სამსახურში და იმედია შევძლებ ვიმუშაო. ჯერ საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ მიმგზავრია თორემ დათმობა კი არა თავს ისე მოვიმკვდარუნებ მოსულიერება დამიწყონ :-) |
Posted by: magi_ 22 Feb 2019, 16:34 |
გოგოებო შარიქაძესთან რა ღირს ეხო. 15 მარტისთვის ჩავეწერე. |
Posted by: Lucifurr 22 Feb 2019, 16:40 |
sesilia28 მე ჯერ არ მიზრუნია საორსულო რაღაცეებზე. ქამარი კი კარგი რამე იქნება ნამდვილად. ნუ ღმერთმა ქნას რომ არ შეგვაწუხოს წელის ტკივილებმა მაგრამ გამოსავალი რომ არსებობს მიხარია. მუშაობას წესით შეძლებ მაგრამ ეს ტრანსპორტი ძაან კოშმარია. ფეხზე დგომა მომიწია წინაზე და ბოლოს ისე ვიყავი კინაღამ ჩავიკეცე მუცელი მეჭიმება დიდხანს რომ ვდგავარ ფეხზე უმოძრაოდ |
Posted by: darling1990 22 Feb 2019, 16:43 |
sesilia28 მეც ეგრე, გათენდებოდა თუარა სარკესთან ვიდექი და დღემდე დილაობით პატარა მაქვს ხოლმე და საგონებელში ვვარდები, კარგ ნაჭამზე უფრო მეტყობა. საორსულე შარვალი დაახლოებით 18 კვირაზე ვიყიდე და მუცლით დღემდე ვერ ვავსებ, მძვრება. ირგვლივ ბევრი მაჩვენებდა ფოტოებს 10 კვირაზე იმხელა მუცელი ჰქონდათ ეხლა რომ მაქვს მე 22 კვირაზე წელის ტკივილმა 21 კვირაზე დამიწყო შეწუხება, მაგრამ ქამარს ხან ვატარებ ხან არა |
Posted by: sesilia28 22 Feb 2019, 17:01 |
Lucifurr მე არ მიწევს სახოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა და გამიმართლა, მეუღლე ჯერ მე დამსვამს და მერე ასწრებს ღვითონაც მისვლას. 12 კვირამდე იმდენად უსუსური ვიყავი თან წოლითი რეჟიმით თითქმის სულ ვიწექი და ეხლა ძირითადად ჯდომა მომიწევს. კარგია რომ ცოტა შემამსყბუქებელი რაღაცეები არსებობს darling1990 ჩემი თანამშრომელი ძალიან გამხდარია და მგონი 5 თვის მერე დაეტყო ეგ კარგი ნაჭამიც და მაგის გახსენება მამშვიდებს :-) საღამოობით მეც მაქვს ხოლმე უფრო დიდი, თან ბევრსაც არაფერს ვჭამ მაინცდამაინც. ერთი ვიყიდე საირსულე, ჯერ სადაა წონაში რამდენს მოვიმატებ ვინ იცის და ყოველთვე ახალს ხომ არ ვიყიდი :-) შენც გამხდარი ხარ ალბათ და ბოლოსკენ უფრო დაგეტყობა :-* თან ბოლოსკენ უფრო იმატებს ბავშვიც |
Posted by: Aniani1995 22 Feb 2019, 17:16 |
sesilia28 მე ვარ ეგრე ძაან გამხდარი 5 თვეს რამოდენიმე დღე მიკლია და მართლა კაი ნაჭამივით მაქვს მუცელი. მთავარია ბავშვი განვითარდეს კარგად და ბავშვს არ ქონდეს პრობლემა, არადა როგორ მიყვარს ღიპუცებიი იმედია დამეტყობა მეც მალე |
Posted by: darling1990 22 Feb 2019, 17:35 |
sesilia28 არა გამხდარი არ მქვია, უფრო მძვალსხვილი ვარ, მაგრამ არადა არ მეტყობოდა კარგა ხანს მუცელი, ასერომ, ბოლოს დავჯერდი რომ ინდივიდუალურია ყველა და შევეშვი დარდს |
Posted by: s@likun@ 22 Feb 2019, 17:47 |
მუცელზე ვითაგები )))) გოგოები FBმ ამომიგდო რაღაც მაღაზია კალიასკების მემგონი ნორმალურებია ნახეთ აბა nido.ge |
Posted by: sesilia28 22 Feb 2019, 17:54 |
Aniani1995 დაგეტყობა, თან მარტო მუცელი და ძალიან საყვარელი იქნები :-* მარტო ეხო თუ მაჯერებს ორსულობას ეხლა :-) darling1990 ხო მეც უნდა შევეშვა, გაიზრდება ბავშვი და გაიზრდება მუცელიც :-) s@likun@ რა კარგი ფოტოა და რა საყვარელი ღიპუცა ხარ:-* მე8 თვეში ხარ როგორც მახსოვს. წინა გვერდებზეც ისეთი საყვარელი ღიპუცები იყვნენ მეც მომინდა უცებ გაზრდა :-) |
Posted by: Aniani1995 22 Feb 2019, 17:57 |
sesilia28 ველოდები მოუთმენლად მაგ დღეებს :დ ♡ s@likun@ სალოო რა საყვარელი ღიპი გაქვს |
Posted by: tinatinny 22 Feb 2019, 18:07 |
ხო, დილით საერთოდ მეტყობა მუცელი, თან რო ვწერვარ ზურგზე და ხელს ვიკიდებ,ისევ ისეთია,როგორც ორსულობამდე. ტოქსიკოზის გამო არ ვიმატებ და მაგას ვაბრალებ,57კილოზე ვარ მყარად. საღამოს ვიხედები სარკეში და ოდნავ მეტყობა. ჩემი მეგობარია ორსულად და ავტობუსით უწევს მგზავრობა სამსახურში,ძალიან დიდი მუცელი აქვს,მაგრამ მაინც არ მითმობენო, მეკითხებიან, ორსულად ხარო? |
Posted by: s@likun@ 22 Feb 2019, 18:08 |
sesilia28 აუ ნეტა მართლა მერვეში ვიყო :შ ჯერ პატარა ვარ უბრალოდ დიდი ღიპი მაქვს ექვსი თვის ვარ მადლობა <3 Aniani1995 დიდი მადლობა <3 |
Posted by: Liliko1 22 Feb 2019, 18:10 |
მე მარტო ბუგაბუ-ს ეტლი მინდა და ისეთი კოშმარი ღირს ... ვფიქრობ ჯერ კიდევ, ადრე მაინც თავს ვიკავბ ყიდვისგან მაგრამ მხოლოდ ეგ მინდა |
Posted by: sesilia28 22 Feb 2019, 18:38 |
s@likun@ ვაუ, მე უფრო დიდი მახსოვდი, მშვიდობიანი ორსულობა :-* თავიდანვე დიდი მუცელი გექნებოდა :-) |
Posted by: s@likun@ 22 Feb 2019, 18:48 |
sesilia28 არა სადღაც 16 კვირის მერე გამეზარდა ^^ იქამდე არც მეტყობოდა შენც მშვიდობიანი ორსულობა + მშობიარობა შოკოლადი შემიყვარდა ამ ორსულობის დროს :/ იმედია ისევ გადამიყვარდება რო გავაჩენ ))) |
Posted by: rocobarocco 22 Feb 2019, 19:00 | ||
და წონაში როგორ ხართ? უცბად რომ გაუზარდა მუცელი წონამაც მოიმატა მკვეთრად? |
Posted by: s@likun@ 22 Feb 2019, 19:04 |
rocobarocco ნუ 8 კგ მაქვს მომატებული ირსულობის დროს მაშინ როცა საერთოდ არ ვიზღუდავ კვების მხრივ თავს )) ღამის 2 ზეც ვჭამ ^^ და ამ ჭამის Fონზე და + ექვსი თვისთვის 8 კგ ძაან მომწონს ))) |
Posted by: rocobarocco 22 Feb 2019, 19:14 | ||
კი, თუ არ იზღუდავთ ნორმალურია მგონი აბა მე გლუკოზას გამო ტკბილი და ცომეული არ მეჭმევა და თავისთავად ვიზღუდები |
Posted by: anuki-anuki1990 22 Feb 2019, 19:41 |
დღეს ვიყავი მამუკა ნემსაძესთან,დამამშვიდა არ არი სანერვიულო ეს ამბავიო,დამატებით ანალიზებიც დამინიშნა თრომბოფილიებზე რაც არ მქონია გაკეთებული,არადა მეგონა ყველაფერი მქონდა, პასუხებით გელოდებიო,მოკლედ წამოვედი კმაყოფილი და დამშვიდებული,ჰემატოლოგთან მაინც ვაპირებ მისვლას და ანტიXA გაკეთებას რომ დავწყნარდე საბოლოოდ |
Posted by: Salomea2018 22 Feb 2019, 19:50 |
anuki-anuki1990 გილოცავ კარგ ამბებს. ეხლა მშვიდად იყავი მაქსიმალურად. |
Posted by: sesilia28 22 Feb 2019, 19:52 |
anuki-anuki1990 რა კარგი გოგო ხარ, გელოდებოდი :-* ყველაფერი კარგად იქნება. დიდხანს ელოდე? მოგეწონა მამუკა? |
Posted by: anuki-anuki1990 22 Feb 2019, 20:09 |
sesilia28 მადლობა ჩემო გოგო :* 1 საათი ველოდე მარტო მე უფრო დიდხანს მომიწევდა მეგონა და საფუძვლიანად ვიყავი მომზადებული,წვენი და რაღაცეები მქონდა წაღებული მეთქი შუადღემდე რომ ვერ შევიდე შიმშილისგან გული არ წამივიდეს, კი მომეწონა ნამდვილად დამამშიდა და თან ამიხსნა რა და როგორ არის, ჰემატოლოგთან მაინც მივალ რომ მაინც გამოვრიცხო ყველაფერი და ეჭვი არ მქონდეს,მოკლედ მთავარია პლაცენტა არ არი მომწიფებული ნაადრევად და ეს თრომბები არ ყოფილა საგანგაშო,ასისტენტიც ძალიან კარგი ყავს,კარგი ვქენი ნამდვილად რომ მივედი Salomea2018 მადლობა :* კი დავმშვიდდი ნამდვილად |
Posted by: darling1990 22 Feb 2019, 20:10 |
rocobarocco ორსულობის მე-5 კვირიდან 22 კვირამდე მხოლოდ 3-4 კგ მოვიმატე, მიუხედავად იმისა რომ შოკოლადს უაზროდ ვჭამ ტოქსიკოზის გასვლის შემდეგ |
Posted by: Tess 22 Feb 2019, 20:16 |
[b]Liliko1[ლაივში კარგია? მე ამაზონზე დიდად ვერ მოვიწონე..შეფასებაც არ აქვს კარგი და ფასი საოცარი. ჩემს რძალს აქვს და ვკითხავ მერე როგორ მოწონს. აჩუქეს იმათ |
Posted by: sesilia28 22 Feb 2019, 20:20 |
anuki-anuki1990 ძალიან მიხარია რომ ყველაფერი კარგად გაქვთ, აწი მშვიდად და წყნარად მიხედავთ. შენც აღარ ინერვიულებ ამდენს :-* :-* :-* |
Posted by: Liliko1 22 Feb 2019, 20:27 |
Tess რავი რა გითხრა... აქ ეგ ბრენდი და ბრიო- შვედურია, ნომერ პირველია და უკომფორტულესია, აი დღესს უკვე რეალშიც ვნახე და მართლა ყველას ჯობს . აქ ჩიკო მიკო არაა არსად.. მარტო ჯერ თავიანთი მერე სხვა, რატომაც არა , უკომფორტულესია, ძლივს დავაგდე ხელიდან უსეთი კარგი იყო ორივე ბრიოც და ბუგაბუც |
Posted by: Aniani1995 22 Feb 2019, 20:29 |
anuki-anuki1990 როგორ გამიხარდა♡ მამუკას ძაან აქებენ ღუდუშაურის ექიმი იყო ეგ პრობლემური ორსულები ყავს და სწორად გეტყოდა ყველაფერს |
Posted by: Liliko1 22 Feb 2019, 20:30 |
მარა მერე აუთლეტშიც წავალ იქ ცოტა მოძველო მოდელებია და ფასებს ვნახავ გაცლებით იაფი იქნება თორე დრეს რაც ვნახე 1500 ევროს რა მიმაცემინებს |
Posted by: inertiacreeps11 22 Feb 2019, 20:33 |
7 :/// |
Posted by: sesilia28 22 Feb 2019, 20:36 |
inertiacreeps11 ძალიან ლამაზი და კარგ ფორმაში ხარ :-* |
Posted by: Liliko1 22 Feb 2019, 20:36 |
აი Eს ქამელეონი მინდა იცვლება სამნაირად.. |
Posted by: luckygirl15 22 Feb 2019, 20:38 |
[b]Liliko1[/b ბუგაბუს რომელი მოდელი გინდა? ბევრნაირია. ახლობელს აქვს და მართლა კომფორტულია, ტყუპების აქვს იმას ოღონდ და აი ტყუპებისთვის მართლა ღირს, თან ისეთი ბავშვები არიან აქამდე სხვას ძირი გასძვრებოდა. მაგრამ მართლა საშინელი ძვირი ღირს კომპლექტი. |
Posted by: Liliko1 22 Feb 2019, 20:40 |
luckygirl15 აი რომელიც დავდე ე მინდა) აუ ძაან კარგია ზაან პროსტა ფასია იუჰუუ!!! თუმცაღა აუთლეტში არ მინახავს) ძალიან გამძლეებია ძალიან კომფორტული და რავცი, მერე ბრიო- ბრიტაქსი ეგეც მაგარია * * * მარა ისიც უნდა ავღნიშნო რომ ამ ქვეყანაში ორმაგი და მეტი ფასების ყველაფერზე და შეიძლება სხვაგან ვიყიდო |
Posted by: Aniani1995 22 Feb 2019, 20:42 |
Liliko1 ძაან დაბალი ეტლები არაა? მე რა მოდელებიც ვნახე ძაან ქვემოთ არის დაწეული. მე სტოკეს მოდელები მომწონს ეგეც კაი ძვირია |
Posted by: anuki-anuki1990 22 Feb 2019, 20:47 |
Aniani1995 მადლობა :* კი ძალიან მოვიხიბლე მამუკათი * * * გოგოებო wishlistზე რომ ეტლებია მაგათზე რა აზრის ხართ, ევროპული ხარისხიო და თუ ასეთი ხარისხიანია ასე იაფი რატომ ღირს,გადავხედე და სამეულის ფასები 500-600ლარია,როცა სხვაგან ორმაგი და სამმაგი ღირს |
Posted by: Liliko1 22 Feb 2019, 20:53 |
Aniani1995 არაა არაა დაბლა, იცვლება ეგ როგორც გინდა |
Posted by: Aniani1995 22 Feb 2019, 20:54 |
მე შიკ ბებეში ვაპირებ ყიდვას, ქამის მოდელები მომწომს ძალიან. გამძლე და კომფორტულიცაა. ვიშლისტზე მგონია რომ უხარისხოებიათქო ფოტოებით რასაც ვნახულობ |
Posted by: Liliko1 22 Feb 2019, 20:55 |
anuki-anuki1990 ჰოდა აი ეგ ეტლები განოიწერ და ჩამოგივა რაღაც.. იმაითურ! რაღაცნაირი ნედადელანი)) * * * Aniani1995 მე საშინლად არ მომწონს აი მაღალზე კოსმოსურ ხომალდებს რო გავს, არ ვიცი რა ქვია მარა მე კალიას მაგონებს, სრული კოშმარი |
Posted by: anuki-anuki1990 22 Feb 2019, 20:59 |
Aniani1995 ხო მეც შემეპარა ხარისხში ეჭვი 500ლარი ძაან სასაცილო ფასია,და თუ გამიფუჭდა 2 თვეში ეგეთი რათ მინდა, მანეჟებიც ძალიან იაფად აქვთ და ზოგადად ყველაფერი ეტლი ისეთი რამეა მაგაზე ეკონომიის გაკეთება არ ღირს, ჯობია ძვირი მისცე და გაძლოს კაი ხანი |
Posted by: Aniani1995 22 Feb 2019, 21:05 |
Liliko1 მიმაზე ამბობ შენ, მიმა მომწონდა მაგრამ ძალიან არაკომფორტულად არია ბავშვი შიგნით რომ დაუკვირდე და მართლა ძაან მაღალია anuki-anuki1990 მგონია რომ ეტლში ცოტა ძვირი უნდა გადაიხადო, ისეთია დიდი ხანი გამოგადგება ბავშვის გასეირნება, წასვლა, წამოსვლა ისეთია ხარისხს დიდი პრივილეგია აქვს, მაგიტო ვიყიდი შიკ ბებეში რომ მომწონს სამეული 1200 ღირს |
Posted by: anuki-anuki1990 22 Feb 2019, 21:09 |
Aniani1995 კი ნამდვილად ეგრეა,თან ზოგი ბაია ისეთი ველურია ))თუ მოარყია მალევე და გამოსაცვლელი გაგიხდა ორმაგი ხარჯია |
Posted by: Aniani1995 22 Feb 2019, 21:11 |
Salomea2018 სალო როგორც მახსოვს შენ აკონტროლებ ყოველ თვეში tssh და ft4ს, რომელ კლინიკაში იღებ ანალიზებს და რას იხდი? მედისონში ვარ მე და 60 ლარიო რა ამბავია, დღესაც 60 ლარი გადავიხადე. ნათესავმა გორში იგივე ანალიზში ავერსის კლინიკაში 25 ლარი გადაიხადა |
Posted by: inertiacreeps11 22 Feb 2019, 21:38 |
უიმე, წავედი და ბაზრობაზე ვიყიდე მშვენიერი კალიასკა 400 ლარად, ეს ტრაკში პეროობა ნაღდად არ მიღირს:დდდ * * * ბრენდი და ის, რომ შევხედავ ვხვდები ღირს თუ არა ყიდვა,,, ჩემმა დაქალმა 1000 $ გადაიხადა რაღაც ძაააააან ბრენდობააო და ბავშვი არ ჯდება :დდდდ დაიდოს და უყუროს ახლა :დდდ ვერც ყიდის * * * კალიასკასაც რომ მოდაზე არჩევენ არშემიძლია |
Posted by: Salomea2018 22 Feb 2019, 21:43 |
Aniani1995 კი tsh ყოველ თვე ვამოწმებ, ft4 ნორმა მქონდა და აღარ გამიკეთებია ბოლო 2 თვეა. სინევოში ვიკეთებ 27 ლარად. |
Posted by: Liliko1 22 Feb 2019, 21:45 |
Aniani1995 რა თქმა უნდა , უნდა გადაიხადო, მითუმეტეს ამ ქვეყანაში უფრო კარგად იხმარება ეტლი, ავტობუსებში მგზავრობისას , ნუ ინმრასტრუქტურა აქ უფრო ხელს გიწყობს , ნუ აქაც და მანდაც საჭიროა რა. ტრაკში პერო მგონია აის კალია ეტლები თორე მე რავ დავდე ეგ ძალიან უბრალოდ და კარგად გამოიყურება ჩემი აზრით |
Posted by: Aniani1995 22 Feb 2019, 21:50 |
Salomea2018 სადაა ეგ ლაბორატორია ტერიტორიულად? 60 ლარი რა ამბავია გადავირიე Liliko1 ეგრე მგონია მეც, ტანსაცმელში ნამდვილად არ გადავიხდი ძალიან ძვირს და არც მოდის გამო ვიყიდი მიმას 3000 რომ ღირს მაგრამ 1200 არ მენანება იმაში რაც საჭიროა და ნამდვილად არ მემეტიჩრება ხარისხიანი კალიასკა |
Posted by: inertiacreeps11 22 Feb 2019, 21:52 |
არავის არ ვურჩევ ეტლში ძვირის გადახდას, რასაც ვუყურებ ჩემი მეგობრების გმოცდილებიდან)) ნუ თუ ფული თავზწ საყრელად გაქვთ სხვა თემაა :დდდდ |
Posted by: Liliko1 22 Feb 2019, 21:52 |
Aniani1995 1200 ლარი სულაც არაა ძვირი ნორმალურია ძალიან . კალიასკა ყველაზე საჭირო ნივთია * * * Aniani1995 აუუუ ვიხსენებდი კიდე რა ბრენდი იყო ... ჰო... სილვერქროსიც იყო ... აუ რა კომგორტული იყო გადავირიე მაგრამ ოცნებაც ზედმეტია მაგაზე. აი არაფერი ისეთი ფორმა არ ქონდა ძალიან ჩვეულებრივი მაგრამ ხელი რო მოვკიდე... აჰ!! ვეგარ ვუშვებდი ... ეგრევე გრძნობ კომფორტს))) უნაკლო იყო |
Posted by: Aniani1995 22 Feb 2019, 22:03 |
Liliko1 რა თქმა უნდა ხარისხს ეტყობა ეგრევე, რად მინდა ვიყიდი და 3 თვეში მოირყეს, უმეტესად მე როგორც ვიცი ბორბლებს აქვს დიდი მნიშვნელობა. მეტიჩრობად მგონია ბავშვის გამოსაყვანად ცალკე 500 ლარიან კალათებს რომ ყიდულობენ და უდევთ სამშობიაროდან სახლში მიტანილი უძრავად. არც იმ საწოლში გადავიხდი 1500 ლარს მოდის გამო მრგვალი რომ არის და გაბერილი ფასი აქვს. მშვენივრად ვიყიდი საბაში 300 ლარად საწოლს და ეტლში მე პირადად არ მენანება ფული. ვისაც რა უხარია ის უყიდოს მის პატარას |
Posted by: inertiacreeps11 22 Feb 2019, 22:04 |
Liliko1 უნაკლო იყო ის ეტლი ჩემმა მეგობარმა რომ იყიდა, სტოკე თუ რაღაც,,, ორიგინალი თან... ბავშვი ცოცხალი თავით არ ჩაჯდა,,, მსგავსი რომ დაგემართოთ რას იზამთ??? ზარალია და მეტი არაფერი და ზედმეტი ფოი ფოიობა :დ საწოლი უფრო მნიშვნელოვანია მგონი ვიდრე ეტლი, რომელშიც ან ჩაჯდება ან არა |
Posted by: Salomea2018 22 Feb 2019, 22:04 |
სინევოს ბევრი ლაბორატორია აწვს თბილისში. საიტზე ნახე შენთან ყვდლაზე ახლოს რომელია.synevo.ge |
Posted by: inertiacreeps11 22 Feb 2019, 22:06 |
Aniani1995 ცხადია, ვისაც რა უხარია ის უნდა უყიდოს მის პატარას ❤️❤️❤️ |
Posted by: Aniani1995 22 Feb 2019, 22:06 |
inertiacreeps11 ხო ეგ სტოკე და მიმა ძაან არაკომფორტულია გადმოყრილი აქვთ ბავშვებს ფეხები და ისეთია იქ როგორ უნდა გააჩერო ბავშვი. ბავშვი კომფორტულ კალიასკაში კომფორტულად ჩაწოლილი როგორ არ უნდა გაჩერდეს სეირნობის დროს? |
Posted by: Liliko1 22 Feb 2019, 22:08 |
inertiacreeps11 Mოიცა ეხლა... რაც მე სურათი დავდე სერი ეტლი იმაში არ ჩაჯდება? ამოხტება 1 თვის ბავშვი ? თუ მიჩივლებს?)) ნუ გადამრიე ახლა.. აი მე თუ მკითხავ საწოლი სულაც არაა აუციკებელი ტაკოი ჩემი ბავშვი ისტერიკებში ვარდებოდა არ ეძინა იქ, ნუ ხან შუადღეს 1 საათი ი ვსიო |
Posted by: Aniani1995 22 Feb 2019, 22:08 |
Salomea2018 ვნახავ სალო, მადლობა |
Posted by: Liliko1 22 Feb 2019, 22:10 |
Aniani1995 მე გეთანხმები პირადად რასაც ამბობ) |
Posted by: Aniani1995 22 Feb 2019, 22:12 |
inertiacreeps11 საწოლი მთავარია არ იყოს მომწალმვლელი საღებავით შეღებილი თორე ბაზრობაზე ნაყიდ 300 ლარიან საწოლშიც ისე ჩაწვება და დაიძინებს როგორც 1500 ლარიან საწოლში (რომელიც ბრენდის გამო ღირს ძვირი). ეგ უკვე გემოვნების და თანხის ამბავია. ეგრე ზოგ8 ისეთ გამოსაკრავებს ყიდულობს მარტო გამოსაკრავი 400 ლარი რომ ჯდება რაც საერთოდ არ აინტერესებს თვეების ბავშვს :დ ეტლი კი უნდა იყოს მაქსიმალირად კომფორტული თავისუფლად რომ ჩაწვეს და ხარისხიანი ჩვენს ქუჩებზე რომ არ აყირავ-დაყირავდეს ბორბლები. რამდენი ვიცი ხელით წვალობს იმხელა კალიასკის თრევას იამებზე უხარისხო ბორბლები რომ აქვს. მე შენ კიარ გედავები ზოგადად ვამბობ რომ ეტლს ხარისხი მთავარია |
Posted by: sesilia28 22 Feb 2019, 22:19 |
ჩემმა რძალმა 650ლარად იყიდა ლილოში მშვენიერი ეტლი (კომპლექტი), მშვენივრად ხმარობს. ჩემმა მულმა მხოლოდ სასეირნო ეტლი იყიდა და სულ ტყუილად, 5-ჯერ არ იქნება ბავშვი ჩამჯდარი, განა არაკომფორტული იყო, ბავშვი იყო აქტიური და არ ჯდებოდა. რაც შეეხება საწოლებს სულ არ მომწონს რაც იყიდება, ყველა ერთნაირია :-) 5 წლის წინ რაც იყო ეხლაც იგივეა. |
Posted by: Liliko1 22 Feb 2019, 22:26 |
Aniani1995 თბილისის ქუჩებს მიმა არ გამოადგება)) მანდ უნდ რაც მე დავდე, ჯანიანი, გამძლე)) |
Posted by: Aniani1995 22 Feb 2019, 22:31 |
|
Posted by: tinatinny 22 Feb 2019, 22:32 |
Salomea რამდენი გაქვს ტსშ? მე თავიდან 1.68 მქონდა და 0.65 ვსვამდი ლთიროქსინს, მე12 კვირაზე 4.85 მქონდა და 0.75მდე გამიზარდა დოზა ექიმმა და ვფიქრობ,ცოტა ხომ არაა. ფტ4 ნორმაში მაქვს |
Posted by: Aniani1995 22 Feb 2019, 22:33 |
Liliko1 მიმას სასეირნო პოზიცია ისეთია ისე საწყლად აქვთ ფეხები გადმოყრილი და ისე არიან ჩაწოლილი მე მეცოდება. ჩვილის პოზიცია კი ნორმალურია მაგრამ სასეირნო არის კატასტროფა |
Posted by: Liliko1 22 Feb 2019, 22:34 |
აუ კი ქამ ი კარგია კი ესპანურია მგონი. აქ არაა თორე დავფიქრდებოდი |
Posted by: Aniani1995 22 Feb 2019, 22:35 |
Liliko1 ქამის ყველა მოდელი მეკომფორტულება და ძალიან ხარისხიანია რომ ვნახე მაღაზიაში, დიზაინიც დახვეწილი და სამეულები რომ არის ეგეც მაგარია |
Posted by: mariami2525 22 Feb 2019, 22:44 |
ტყუპების ეტლები კარგები სადაა?მე ვერსად ვნახე ისეთი როგორიც მომეწონება...მიმა მინდოდა მეთქი რო გავაჩენ ბავშვს თეთრს ვიყიდი მალინისფერი შიგნით ჩასაწვენითთქო და ორი ბავშვი გამეჩითა თან ორივე ბიჭი მიმაც გვერდზე დამრჩა და მალინისფერიც |
Posted by: darling1990 22 Feb 2019, 23:06 |
გოგოებო, საღამოობით და განსაკუთრებით ღამის საათებში, გეჭიმებათ მუცელი და გაწვებათ შარდის ბუშტზე? დაახლოებით შარდის ბუშტზე დაწოლის გამო ღამით 7ჯერ მაინც მიწევს ადგომა. 23 კვირას ვუკაკუნებ |
Posted by: Aniani1995 22 Feb 2019, 23:09 |
darling1990 მაწვება კიარა დავიტანჯე რა უნდა ამ შარდის ბუშტთან. დავრბივარ წინ და უკან მთელი ღამე, თან აშკარად ვგრძნობ რომ შარდის ბუშტზეა მიწოლილი |
Posted by: Liliko1 22 Feb 2019, 23:11 |
Aniani1995 არ არის აქ თორემ ვიყიდიდი სიამოვნებით ნმდვილად კარგი სამეულები აქვს |
Posted by: darling1990 22 Feb 2019, 23:12 |
Aniani1995 ესეიგი მარტო მე არ ვყოფილვარ, წუხელ 15 წუთიანი შუალედებით დავრბოდი |
Posted by: Liliko1 22 Feb 2019, 23:13 |
darling1990 არა 7 ჯერ არა მარა ორჯერ კი ვდგები, ადრე უფრო მეტჯერ ვდგებოდი ახლა არა,მაგრამ იმხელაზე გაიფართხალებს ხოლმე გულს მიხეთქავს, ძალიან მოუსვენარია, დაბლაც აწვება |
Posted by: Aniani1995 22 Feb 2019, 23:18 |
darling1990 კი მეც ეგრე ვარ მეც მირბენია ყოველ 15 წუთში, ზოგჯერ დღე იცის და დღე თუ მარბენია ღამე უკვე აღარ დავრბივარ, თუ დღე მშვიდადაა ღამე მარბენიებს და ვართ ესე |
Posted by: Nankusi 22 Feb 2019, 23:18 | ||
გილოცავ რომ მშვიდობით დაბრუნდი.გამიხარდა. მეც კლექსანს ვიკეთებ და ძალიან ვნერვიულობ არაფერი გამომეპაროს.როცა თრომბი გითხრეს კოაგულოგრამა ნორმაში გქონდა? მე დღემდე ნორმაში მქონდა და დღეს ფიბროგენის კონცენტრაცია 4.62 ამოვიდა როცა ნორმა 2-4 მდეა დ-დიმერი სულ ნორმაში მაქვს,ექიმმა კლექსანის დოზა არ გამიზარდა 0.4დავიტოვა ისევ |
Posted by: natiacr7 22 Feb 2019, 23:20 |
Wishlisht ზე ვიყიდე 650 ლარად ზედმეტად ნორმალური და ხარისხიანი ეტლი. ზუსტად ისეთი რომელიც სხვაგან 1200 და მეტი ღირდა. შევამოწმეთ საბურავებიც სიმყარეც და ყველაფერი. იყო უფრო ძვირიანები მაგრამ ეს ძალიან მომეწონა ყველანაირად. 500 იანები მართლა არ მომეწონა ხარისხი. 650 იანი იყო ფასდაკლებით და ვიყიდე ეგრევე * * * თორე სხვაგან ზუსტად იგივე სხვა ფერში მქონდა შერჩეული 900 ლარად. უნდა მეყიდა და სრულიად შემთხვევით ამოხტა რეკლამა. |
Posted by: Nankusi 22 Feb 2019, 23:40 | ||
1.65 თუ გქონდა ეუთიროქსინს რატომ სვამდი? მე 1.80- 1.90 3 ჯერ გავიკეთე და არაფერი დამინიშნა.როგორც ვიცი ორსულს 2 ზე მაღლა არ უნდა ჰქონდეს |
Posted by: luckygirl15 22 Feb 2019, 23:42 |
ეტლის ხარისხი დამოკიდებულია იმაზე რამდენად გჭირდება და მოიხმარ. პირველი ბავშვი მაგალითად რაღაც პერიოდი აქტიურად დამყავდა ეტლით ყველგან, მაღაზიაში, აფთიაქში. სასეირნოდ. როგორც მიაჩვევ ბავშვს ისეა, თუკი თვიდანვე მიაჩვევ რომ ყველა გარეთ გასვლაზე ეტლში ჩასვამ აღარ გააპროტესტებს, ნუ 8 თვემდე მაინც, სანამ აზრზე მოვა გარემოსი. რარაც პერიოდი კერძო სახლში მომიწია ცხოვრება , სახლიდან ეზოში ახლა რითი გამოვიყვანდი ანუ 5 მეტრში მაქსიმუმ, აი სულ არ ქონდა მნიშვნელობა რა ხარისხის და რა ბრენდის იქნებოდა. ეზოს გარეთ უკვე მანქანიტ გავდიოდით და ეტლიც არ მიმქონდა. ახლაკარგი ეტლი მჭრდება რადგან მარტო ვზრდი და ერთს რომ ბაღში წავიყვან, მოვიყვან, მაღაზიაში წავალ, აფთიაქში, მეგობართან თუ სასეირნოდ ეტლით უნდა ვიმოძრაო აუცილებლად, ხოდა ამ შემთხვევაში გამძლე და კომფორტული ეტლია საჭირო. თავისი მოზრდილი ბარგის კალათით. ჩემმა ბიძაშვილმა საკმაოდ კარგი ეტლი იყიდა და რაში გამოიყენა, ოთახიდან ოტახში ბავშის გასაგორებლად, დიდი დიდი კორპუსის წინ ეზოში ჩაეყვანა.მეტ მანძილზე არ დაჭრვებია. ბავშვი გაიზარდა და ეტლი ახლაც ახალივით უდგას მისაღებ საპატიო ადგილას. ამ დროს მე ბორბლები გასძვრა ტარებისგან იმდენს ვატარებდი და ვაჯლიგინებდი ეტლით ბავშვს. |
Posted by: natiacr7 22 Feb 2019, 23:46 |
ხო აბა თუ შემოგატყდა რა აზრი აქვს ეგეთი ეტლის ყიდვას. ბრენდს მართლა არ ააქვს მნიშვნელობა მთავარია იყოს გამძლე. ჩემთვის პირველი ბავშვია და ყველა მაფრთხილებდა * * * მეყიდა მსუბუქი. მაგრამ თავიდან ასეთი მსუბუქები სად მენახა. ხომ უნდა ჩავაწვინო ბავშვი და მაინც დიდი გამოდის. რომ წამოჯდება მერე უკვე დასაჯდომი მსუბუქები კი ბატონო ვიყიდითქო ვფიქრობ. ჩემს მეგობრებსაც უდევთ ასე სახლში მეც გამოსაყენებლად მინდა რომ ვასეირნო და ვატარო. აბა ოთახში ლოგინშიც ჩავაწვენ და ათასი საშუალებაა კიდე. |
Posted by: Tess 22 Feb 2019, 23:49 |
მეტ-ნაკლებად გადავხედე გოგოებო და მეც საკუთარო და სხვების პირადი გამოცდილებით გეტყვით რომ ეტლში ყველაზე მეტად მემეტება თანხა. (შესაძლებლობის მოხედვით) იმიტომ რომ 3 წელი ვიყენებ ხოლმე და სახლში, პარკში, ბაკურიანში, სოფელში, ზღვაზე, ყველგან ჩემი საუკეთესო დამხმარეა. იშვიათად მაგრამ გამიგია ბავშვევზე რომლებიც არ ჩაჯდნენ ეტლში, მჯერა რომ მშობლის ბრალია როცა ასე ხდება. ისევე როგორც მანქანის სავარძელში არ ჯდებაო რომ იძახიან. თუ არ ანახებ რომ სხვანაირადაც შეიძლება მანქანაში ჯდომა, ჩვეულებრივად ჩაჯდება სავარძელში და ეს გახდება წესი მისთვის |
Posted by: Nankusi 22 Feb 2019, 23:51 |
გოგოებო კლექსანს ვინც იკეთებთ, ფიბროგენის კონცენტრაცია გქონიათ მაღალი? ძალიამ ვნერვიულონ და გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება. |
Posted by: natiacr7 22 Feb 2019, 23:52 |
ვაიმე მე ლოგინშიც უნდა ჩავაწვინო. თავის ლოგინში, რომ მოვრთე და მოვკაზმე. გავამზადე და ვუყურებ. მე არ ვწვებოდი თურმე ჩემს ლოგინში. გადავირევი კიდევაც არ ამოვიყვანთქო ვამბობ სანამ არ შეეჩვევა ამ ლოგინს.:დ |
Posted by: Tess 22 Feb 2019, 23:52 |
luckygirl15 გეთანხმები, უბრალოდ ტიპაჟზეცაა. მეც საკუთარ სახლში ვცხოვრობ, მაგრამ სასეირნოდ მუდმივად პარკში დამყავდა მანქანით და საათობით დავდიოდით ეტლით. მე არ მიყვარს მუდმივად სახლში ყოფნა. ვითრგუნები და მოძრაობა მჭირდება * * * natiacr7 ეგეც შენზეა. თუ მოინდომებ ჩააწვენ. თუ ჩემსავით გაზარმაცდი რაღაც მომენტში გადმოწვება მაშინვე )) |
Posted by: tinatinny 22 Feb 2019, 23:55 |
Nankusi მე ჰიპოთირეოზი მაქვს და მუდმივად ვსვამ. ახლა ამეწია მაინც და დოზა მეცოტავება ექიმის დანიშნული. მარტის ბოლოს გადაიმოწმეო, მაგრამ უფრო ადრე გავიკეთებ ალბათ ანალიზს |
Posted by: natiacr7 22 Feb 2019, 23:56 |
წარმოდგენაც არ მინდა რომ შეიძლება არ ჩაწვეს. თან რაც მე ეს ლოგინები ვარჩიე. მასალა ის ეს ბოლოს კინაღამ ვცემე გამყიდველი რამე არ მომატყუომეთქი. :დ ჩემსავით თავხედი იმედია არ აღმოჩნდება და დაეტევა თავის ადგილზე. |
Posted by: Tess 23 Feb 2019, 00:00 |
ჩაწვება რადგან ასე გინდა ))))))) არ გადაიწვინო ოღონდ და ბავშვ არ დააბრალო მერე )) |
Posted by: natiacr7 23 Feb 2019, 00:01 | ||
გოგოებო ეხლა ასეთი კითხვა მაქვს მკერდთან დაკავშირებით.თავები რომ არ დამისკდეს რომელი მალამი წავიღო კლინიკაში. ექიმთან ვიყავი და ქარტული მალამოები მირჩია და ვითომ ეფექტური იქნება? ერთმა მეგობარმა ბიოლაინის კრემს ვისვამ და ძალიან მშველისო. ალბათ ვინც მეორე ბავშვს ელოდებით ისინი უფრო მირჩევთ ძაან მეშინია დახეთქვების და ზედმეტი ტანჯვა წამების * * *
ეხლა კი ვამბობ არავითარ შემთხვევაში არ გადმოვაწვენთქო მაგრამ იმედია არ შემეცოდება რომ აწკმუტუნდება ან არ დამეზარება. მოვადგამ საერთოდაც მის საწოლს ჩემს ლოგინს თუ გამიპროტესტა და იქნებ მოვატყუო დდდდდ |
Posted by: tinatinny 23 Feb 2019, 00:05 |
ჩემი დები იდებდნენ კაკლის ნაჭუჭში ამოფენილ თაფლის სანთელს )) და არ უსკდებოდათ, მაგრამ დადიოდნენ წვეტიანი მკერდით) |
Posted by: natiacr7 23 Feb 2019, 00:07 |
აი ეგაც გამიგია. იყიდება ასე გამზადებული სადმე? |
Posted by: tinatinny 23 Feb 2019, 00:16 |
არა მგონია,მზა იყიდებოდეს. თაფლის სანთელი უნდა, თორემ ადვილი გასაკეთებელია. ოდნავ შემდნარი უნდა წაუსვა ნაჭუჭს |
Posted by: inertiacreeps11 23 Feb 2019, 01:11 |
Aniani1995 გეთანხმები რომ მთავარია და აუცილებელიცაა კარგი და საიმედო ეტლი. მაგრამ მე იმის თქმა მინდა , რომ 500 ლარადაც მშვენივრად ნახავ ეგეთს... 289283747282 ლარიანებია მაგრამ როგორც აღნიშნე არაა კომფორტული... * * * Liliko1 ზოგიერთი ბავშვი ისეთია არც კომფორტულში არ ჩერდება და შეიძლება ჩვენთვის კომფორტული მისთვის საერთოდაც არ იყოს კომფორტული)) ბევრი ვიცი, რომ არ ჩერდება... აქ კალიასკაზე კიარა ბავშვის ხასიათზეა.... და კიდევ, შეიძლება 500-600 ლარად ისეთი ეტლის შერჩევა ( არა ცნობილი ბრენდების) რომელმაც შეიძლება მაგ შენს 2828862936382 ლარიანს აჯობოს.. |
Posted by: anibani18 23 Feb 2019, 06:58 |
გუშინ ჩემი ნამცეცა გამოჩნდა ❤ გენრიეტამ მითხრა 3 კვირის არისო, მამუკა ნემსაძემ მითხრა 8 კვირის ხარო და ცოტა დავიბენი. ბეტა ჰეგე გავიკეთე და კიდევ სამშაბათს გავიკეთებ და ისევ მივალ მასთან |
Posted by: Salomea2018 23 Feb 2019, 08:00 | ||||||
7 კვირაზე მქონდა 5.8 და 50იანი ლთიროქსინით ჩამოვიდა 3.4ზე 12 კვირაზე. მერე იგივე დოზით ჩამოვიდა 1.5,ე და ბოლოს რაც ვიკეთებ 1.2 ან 1.25 მაქვს სტაბილურად. * * *
თავიდანვე გქონდა პრობლემა? წამლის გარეშე ისევ მაღლა ავა ჩვენს შემ[ხვევაში. ორსულობამდეც მაღალი მქონდა, 4 დაახლოებით. |
Posted by: sesilia28 23 Feb 2019, 09:31 |
Nankusi გამარჯობა, ფიბრინოგენის კონცენტრქცია ორსულობისას ყოველთვის იზრდება, ცოტათი მეც მაქვს მომატებული მაგრამ ეგ არაფერიაო ექიმმა, ასეთი ანალიზის მიხედვით კლექსანი არც გჭირდებაო, კოაგულოგრამა ნორმაში მქონდა * * * anibani18 როდის გქონდა ოვულაცია იცი? ბუნებრივი ორსულობის დროს როცა ოვულაციის მონიტორინგი არ ხდება ძნელია ვარაუდი როდის მოხდა განაყოფიერება და ა.შ. შეიძლება ციკლს რომ ელოდი იმ დღეს მოხდა, ვინ გაიგებს |
Posted by: anibani18 23 Feb 2019, 09:51 |
sesilia28 არა, არ ვიცი. არც მეგონა თუ ასე მალე დავრჩებოდი ორსულად მუცლის მოშლის შემდეგ. თან სანამ პირველად დავორსულდი საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ახლა საერთოდ არ ველოდებოდი ამ ამბავს |
Posted by: taknatuna 23 Feb 2019, 10:04 |
sesilia28 მე მაქვს ოვალურები როა. სპეციალურად დავამზადებინე ესეთი ფერის. განსხვავებული მინდოდა ცოტა. 1 კვირაა გადნოვაწვინე და იდეალურად ძინავს. გორგოლაჭებზეა და მივასრიალ მოვასრიალებ ხოლმე. ტან დიდია და კაი ხანს ეყოფა. აი ჩემი. ძაან განსხვავებული ფერია. ბიჭზეც წავა სამომავლოდ. |
Posted by: sesilia28 23 Feb 2019, 10:15 |
taknatuna რა კარგია, კომფორტული და მოხერხებული იქნება. მეც რაღაც ასე მარტივს და მოხერხებულს ვფიქრობ, გორგოლაჭებიც კარგია, გინდა საწოლთან მიიგორებ გინდა არა, საწვალებელი არაა. anibani18 არ ინერვიულო, ეხოზე თუ კარგად ვითარდება ციკლის დროს არ მიაქციო ყირადღება. |
Posted by: taknatuna 23 Feb 2019, 10:18 |
sesilia28 კი და ესენი რწევის ფუნწციითაც ხოა და კიდევ კაი აე ვიყიდე. რო ჩავაწვენ ჯერ ხო ეგრევე იძინებს და თუ წაიწკმუტუნა გავაგორებ ხოლმე ლოგინს და ითიშება ეგრევე. |
Posted by: Salomea2018 23 Feb 2019, 10:25 |
მეც რაც ვნახე საწოლები, ყველაზე მეტად გორგოლაჭზე მომეწონა ყოველგვარი რწევების და ქნევების გარეშე. თsesilia28 შენ წერდი ხო არ მომწონს ბაზარზე რაცააო? არის ესეთი კომპანია, წუნდა ქვია. ჩემმა მეგობარმა დაამზადებინა ისეთი, როგორიც მოწონდა. ძალიან კარგი ხაროსხის მასალით ამზადებენ. ცოტა ძვირია მაგრამ ხარისხიანია ნამდვილად. კიდევ გადავავლე თვალი ახლა ეტლებზე რაც დაიწერა. მე მაჩუქეს და ყუდვას არ ვაპირებ, ასე რომ არ შემომივლია გოგოებო ეტლებისთვის, მაგრამ იგივე მეგობარმა 700ლარად შეიძინა 3ეული,მგონი ლორელი თუ რაღაც ქვია. 2ვე ბავშვზე გადასარევად იხმარა. ამორტიზაცია შეამოწმეთ და კიდევ ბორბლები რა მასალითაა დამზადებული. დანარჩენი, ფასს დიდად არ აქვს მნიშვნელობა. მეც მიტარებია იმ ეტლით ჩემი ნათლული, 360 გრადუსით ტრიალებს ურბილესი ეტლია. |
Posted by: სიმბა 23 Feb 2019, 10:39 |
გამარჯობათ.გქონიათ ასეთი შეგრძნება. საღამოს რომ ვწვები აი მცხელა შინაგანად თითქოს სახე მიხურს......მერე გაივლის..სიცხე არ მაქვს. არვიცი რამდენად სწორედ ავხსენი.. მესამე ორსულობაა .პირველ ორზე მსგავსი რამ არ მქონია |
Posted by: Tess 23 Feb 2019, 10:43 |
გოგოებო რადგან არავის მოგწონთ სტოკეს ეტლები. ვინმე ხომ არ იცით ვინც ყიდის. მე სიამოვნებით ვიყიდდი. მესიმპატიურება და მლმწონს მაღალზე მყოფი ბავშვი, ჩემთან ახლოს როა |
Posted by: anibani18 23 Feb 2019, 11:01 |
taknatuna რა ლამაზი საწოლია <3 მოსახერხებელია გორგოლაჭებიანი საწოლები? |
Posted by: tinatinny 23 Feb 2019, 11:04 |
Sesilia ხო,უკვე 5 წელია ჰიპოთირეოზი მაქვს და მუდმივად ვსვამდი 50იან ლთიროქსინს. ორსულობას რომ ვგეგმავდი, ექიმმა 0.65 იანი დამინიშნა და 5 კვირაზე მქონდა 1.68.დოზა რომ არ მომიმატა,12 კვირაზე უკვე 4.85ზე ავიდა. იმედია,დაიწევს,2.5ის დაბლა.გონებრივ განვითარრბაზე ხო მოქემდებს ეგ და ცოტას ვნერვიულობ. Anibani გილოცავ, მშვიდ ორსულობას გისურვებ |
Posted by: inertiacreeps11 23 Feb 2019, 11:18 |
სიმბა ხშირად ვარ ეგრე ) |
Posted by: sesilia28 23 Feb 2019, 11:56 |
Salomea2018 taknatuna ხო აი სათავსოიანები, გადაკეთდება და გადმოკეთდება, კომპიუტერის მაგიდაც გამოდის ეგენი არ მომწონს, ადგილიდან რომ ვერ დაძრავ და მთელ ოთახს იკავებს. მირჩევნია მერე ერთსაწოლიანი ვუყიდო. ეტლი უფრო რთული ასარჩევია |
Posted by: სიმბა 23 Feb 2019, 12:01 | ||
ვიფიქრე საშიში ხომ არაა მეთქი.არადა ანალიზები ნორმაშია.. გემაგლობინი მაქვს დაბალი და წამლებს ვიღებ....ფერსინოლ z. |
Posted by: an_u_ka 23 Feb 2019, 12:11 |
სიმბა წნევა აკონტროლე მაგ დროს |
Posted by: Salomea2018 23 Feb 2019, 12:17 |
სიმბა ღამით ოფლში მცურავს ბევრჯერ გამიღვიძია და კლიმაქსიანივითაც წამომახურებს ხოლმე. ნორმალური მოვლენაა ორსულობისას. |
Posted by: Nankusi 23 Feb 2019, 12:26 | ||
მე მაქვს ზუსტად ეგრე და არა მარტო საღამოს. შინაგანად სულ მცხელა,ხანდახან გულის ფრიალიც მქონდა ასე 8კვირამდე .ექიმმა მითხრა რომ ნორმალირია ორსულობის დროს ერთერთი სიმპტომია. |
Posted by: whateverr 23 Feb 2019, 12:39 |
აქაც ვიკითხავ, თინა გაგუაზე რას ფიქრობთ? ვინმე დადიოდით მასთან? |
Posted by: Liliko1 23 Feb 2019, 13:12 |
Tess ისე მანდ კალიასკა ცოტა მაღალი უნდა ადამიანს, ტყვიის მაღალი შემცვლობაა ჰაერში და კოშმარია. ნუცუბიძიდან მოვდიოდი ამასწინათ ტაქსით , ვაშლიჯვრის გზით, ეს რა ვნახე ! იკიდან მთელი თბილისი ჩანდა გახვეული ყავისფერ კვამლში აი ზემოდან როგორც საბანი ისე ედო აი გავგიჟდი მართლააა რას სუნთქავს ადამიანი |
Posted by: Tess 23 Feb 2019, 13:15 |
Liliko1 კი ეგეც ერთერთი არგუმენტია. მაგრამ ამ ეტაპზე მაღაზიის ფასი არ მაწყობს და ჩვენთან აუთლეთის თემა არ მუშაობს მაგ მხრივ. ამიტომ ვსქროლავ მაიმარკეტს პერიოდულად |
Posted by: Liliko1 23 Feb 2019, 13:15 |
მე მთელი სამი თვე ქალაქგარეთ ვიყავი მანდ , თბილიში მხოლოდ ეხოზე ჩავდიოდი იდიც პირბადით * * * Tess მაი მარკეტი კარგი აზრია, მანდ იყიდი იაფად და აი აქ არ ვიცი ტვინი ამიდუგდა მილიონერი უნდა იყო |
Posted by: *Artless* 23 Feb 2019, 13:21 | ||
ყველას არ გვაქვს მაგის ფუფუნება. ზოგჯერ პირბადეც ვერ შველის. მაგ მხრივ ისეთი საშინელებები ხდება ქალაქში. ძალიან მაწუხებს და მაფიქრებს ეს საკითხი. |
Posted by: Tess 23 Feb 2019, 13:28 |
*Artless* Liliko1 ვინც აქ ვცხოვრობთ, ვმუშაობთ, მთელი დღეს ვმოძრაობთ. სახლი რომც მქონდეს სუფთა ჰაერზე აზრი არ აქვს. სამსახური, ბაღი, სკოლა, ყველაფერს ვერ გარქცევი და გიწევს შეეგუო გარემოს. ცენტრალური ქუჩია მაგივრად მეორახარისხოვანით ატარებ ბავშვს ეტლით მაგრამ. ჩემი შვილის ბაღთან რომ მთელი წელია მშენებლობა მიდის მაგას რა ვუყო |
Posted by: Liliko1 23 Feb 2019, 13:47 |
*Artless* ჩვენ ისედაც ძირითადად იკ ვცხოვრობთ , პირბადე ნუ ცოტას მაინც შველის თან ეს ვირუსებიც დაერთო გიჟს ვგავდი ისე მეშინოდა * * * Tess კი რა თქმა უნდა ვინც მანდ ცხოვრობს მუდმივად ვერაფერს იზამ ეგუები . |
Posted by: anibani18 23 Feb 2019, 14:10 |
tinatinny მადლობა დიდიი :* |
Posted by: inertiacreeps11 23 Feb 2019, 14:31 |
გოგოებო, ახლა დავაკვირდი... თითები მაქვს დასიებული და რატომ ნეტა?? |
Posted by: *Artless* 23 Feb 2019, 15:30 | ||||||
Tess
არც მეორეხარისხოვნებზეა ბევრად კარგი სიტუაცია. ... მანქანებისა და მშენებლობების გამო. განსაკუთრებით, დასაშვებზე მეტგამონაბოლქვიანი მანქანები და მათი უპასუხისმგებლო/'მკიდია' მფლობელები მაბრაზებენ. Liliko1
მშვენიერია. :* კი, კი, პირბადის გარეშე ბევრად სახიფათო იქნებოდა. * 32-ე კვირაში გადავედი. მშობლების კალენდარში წავიკითხე, რომ ბავშვი ამ დროს იწყებს ხმაურის აღქმას. საკმაოდ მაღალ ხმაზეა ახლა მუსიკა ჩართული და უჰუჰუ, მართლაც ესმის მგონი. |
Posted by: taknatuna 23 Feb 2019, 15:31 |
anibani18 მადლობა. კი საკმაოდ. ღამით ლოგინთან მაწვს მოდგმულიმ ასევე გამოსასუფთავევლადაც კაია გააგორებ გამ9აგორებ |
Posted by: an_u_ka 23 Feb 2019, 15:33 |
inertiacreeps11 თითქმის ბოლოში ხარ გასული და მარტო თითები თუ გაქვს შეშუპებული მადლობა უთხარი შენ ბაოს ჩემს ირგვლივ ბოლოთვეებში ვინც არის ფეხსაცმლის ზომა გაზარდა ყველამ |
Posted by: *Artless* 23 Feb 2019, 15:36 | ||
inertiacreeps11
მგონია, რომ ხანდახან ზოგიერთ რამეზე ზომაზე მეტად ამახვილებ ყურადღებას. და მგონია, რომ ახლა უნდა მოდუნდე და დასიების მიზეზებზე ფიქრით ტვინი არ იჭყლიტო. ორსულად ხარ. ცხადია, ხანდახან თავს წამოყოფენ გარკვეული 'უჩვეულობები'. |
Posted by: inertiacreeps11 23 Feb 2019, 15:40 |
*Artless* ხო, ნამეტარი ფოციანი ვარ :დდდ * * * an_u_ka ჯერ 2თვე მაქვს წინ (( |
Posted by: Salomea2018 23 Feb 2019, 15:57 |
ეხლა ჯერ თითებია დასიებული და მერე გადავა ტერფებზე და შეილება მთლიამად კიდურები დაგისივდეს. ბოლო თვეში საერთოდ "კალიცოს" თუ გაიკეთებ მართლა მადლობა უთხარი ბაიას. მეც ვეთანხმები რომ ზედმეტად ისტრესები, არადა რიგზე გაქვს ყველაფერი და არც რაიმე გართულებებით დაორსულებულხარ როგორც მახსოვს. |
Posted by: anibani18 23 Feb 2019, 16:01 |
[b]taknatuna[/b ბორბლების გაჩერების საშუალება არის? აი, ეტლებს რომ აქვს ისეთი რაღაც |
Posted by: *Artless* 23 Feb 2019, 16:11 | ||||
inertiacreeps11 :დ ყველაფერი დიდებულად გექნებათ შენც და შენს პატარასაც. მცირეოდები მოთმინებაღა გმართებს მხოლოდ.
ხო, არამგონია იშვიათმა დარღვევამ (ნამეტანი მიუღებელი შემცველობის საჭმელი & სასმელი თუ არაა) რაიმე ზიანი მიაყენოს პატარას. უბრალოდ, მაინც ვცდილობ, მაქსიმალურად შევიკავო თავი და გაზიანები არ ვსვა. ბურგერებთან და სასუსნავებთან დაკავშირებით უფრო სუსტი ვარ. უსასიამოვნოეს დასვენებას გისურვებთ, სალ.
ლილე ლამაზი სახელია. <3 მე ერთადერთი ვერსია გამიჩნდა და იმაზეც ხელი მიკრა ქმარმა, თორემ იმას დავარქმევდი. კარგი იქნებოდა. ისე, აფსუს, ჩვენი სახლი. როგორ მოვაკელით ყურადღება?! ახლა გაურკვეველი ასტ.ნიშნის იუზერი თუ შეივლის და გინდა თუ არა ტყუპები კი არა, კუროები ხართო, დაჟინებით და დაუღალავად გვარწმუნებს. საბუთად კი ვითომ ნასას ყალბ დასკვნას იშველიებს. |
Posted by: inertiacreeps11 23 Feb 2019, 16:28 |
ლილე როგორ მინდოდა და თაიაზე შევთანხმდით.. ჩემი ქმრის ყოფილს ერქვა და გაიგიჟა თავი :დდდდ |
Posted by: Nankusi 23 Feb 2019, 16:51 | ||
თაია მეც ძალიან მომწონს,გოგო თუ მეყოლება დავარქმევ ლილე..სულ ბიჭებს ჰქვიათ სვანეთში და ამ ბოლო წლებში გოგოებს არქმევენ. ცუდად არ მიიღო უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე * * * გოგოებო იმედის კლინიკაში აღრიცხვაზე ვინ ხართ? ლიკა ლილუაშვილზე რას მირჩევთ? იმედია იცნობს ვინმე |
Posted by: *Artless* 23 Feb 2019, 16:58 |
inertiacreeps11 ლილე ერქვა ყოფილს? :დ |
Posted by: inertiacreeps11 23 Feb 2019, 17:16 |
*Artless* მის ყოფილს ჩემსას კიარა :დდდდდ |
Posted by: sesilia28 23 Feb 2019, 17:20 |
Nankusi ბევრი აქებს ლუაშვილს, ჩემი დაც კი მასთან დადიოდა, ერთხელ მივედი და სიმართლე გითხრა რაც არ მომეწონა იყო კოლექტიური კონსულტაცია, ბევრი პაციენტი ჰყავს და ორსულები 2-2ად შეჰყავდა. |
Posted by: Aniani1995 23 Feb 2019, 17:24 |
inertiacreeps11 ვაიმეე :დ საღოლ ქმარიიი კარგად გამეცინა :დ თაია ძალიან ლამაზი სახელია, ნაზი და გოგოშკური ისეთი სახელია დიდად ვერც გადააკეთებენ როგორც ჩვევიათ :დ მეზობლის ბავშვს ალექსანდრე ქვია და ყველა ალეს უძახის მე ვეძახი მარტო ალექსანდრეს და დედამისი :დ * * * Nankusi ლილე ქვია ბიჭს? პირველად გავიგე რა უცნაურია სად ლილე და სად ბიჭი |
Posted by: inertiacreeps11 23 Feb 2019, 17:56 |
Aniani1995 გოგო ხო :დდდ არადა მე არ მქონდა გართულება იმაზე რომ მის ყოფილს ერქვა :დდ თაია მოგწონს ხო? <3 იმედია თათიას არ დაუძახებს ვინმე დ |
Posted by: Nankusi 23 Feb 2019, 18:11 | ||
ჰოო...ეგ მეც არ მომწონს მაგრამ კარგი ექიმი ვინც არის ყველას ეგეთი სიტუაცია აქვს. მე შარშან ჩაჩავაში ვიყავი და იქაც სულ ექიმთამ დალაპარაკების პრობლემა მქონდა,შემდეგ გადავედი ინოვაში ქეთი ოსიძესთან,მანდაც ეგრეა რამდენიმე ხშირად ერთად შეჰყავთ მაგრამ,ძალიან კარგი სპეციალისტია თავისი საქმის და ძალიან კარგი ასისტენტები ჰყავს,რომლებსაც ვახრჩობ ხოლმე კითხვებით მაგრამ მანდ აღრიცხვაზე არ აყავთ ორსულები,ამიტომ ვეძებ ისეთ ექიმს და კლინიკას სადაც აღრიცხვაზე ავალ,თუმცა ქეთის ისე ვენდობი, მშობიარობამდე მასთან მექნება კონტაქტი. |
Posted by: Aniani1995 23 Feb 2019, 18:16 |
inertiacreeps11 კიი თაია მართლა ძალიან მომწონს მამიკო რომ არ არქმევდეს ჩემსას დავფიქრდებოდი წართმევაზე :დ ისე უნდა თვითონ დაარქვას ვერ შევედავები სად თაია და სად თათია შეუსწორე ყველას თუ შეუცვალოს არ მოერიდო, რა უბედურებაა ეს სახელების მის ჭკუაზე გადაკეთება |
Posted by: Nankusi 23 Feb 2019, 18:29 |
Aniani1995 კი მართლა ოღონდ)) მე ვიცნობ ორ ბიჭს ლილეს,სვანები არიან და ზოგადად ეგ სახელი სვანეთში გავრცელებული იყო. * * * აუ რა ნელა გადის დრო როცა გეჩქარება. თქვენ უკვე ეტლებზე და საწოლებზე ლაპარაკობთ,მეც როდის გავხდები მაგხელა გოგო |
Posted by: Aniani1995 23 Feb 2019, 18:40 |
Nankusi ვაიმე ბიჭი ლილე სასწაულია :დ აუუ ახლა უფრო იწერელება დრო, 20 კვირა კი გავიდა მალე მაგრამ ახლა ყოველი დღე ძაან ნელა გადის რა |
Posted by: anuki-anuki1990 23 Feb 2019, 18:53 |
Nankusi მადლობა ჩემო კარგო ჩემი კოაგულოგრამა და დდიმერი მალევე ავარდა ზემოთ, ყველა მაჩვენებელი მაღალი მაქვს.0,4ზე ვიყავი და თრომბების გამო გადამიყვანა ეხლა 0,6 თუ მაღალი არ არი რისი გეშინია აკონტროლე ანალიზები და ეხოც,რამე თუ შეიცვლება მერე მოგიმატებს.0,6 საკმაოდ დიდი დოზაა და მაგიტომ არ გადაგიყვანა შენმა ექიმმა |
Posted by: Nankusi 23 Feb 2019, 19:47 |
Aniani1995 20კვიროს რომ ვიყო აღარ ვიწუწუნებდი,საშიში პერიოდო მაინც უკან მოტოვებულია მაგ ვადაზე თუმცა მაინც სულ გვეჩქარება,მერე ალბათ სხვა ფიქრებია. იმედია ყველას მშვიდობიანი ორსულობა+მშობიარობა გვექნება. |
Posted by: sesilia28 23 Feb 2019, 19:49 |
Nankusi მეც ქეთისთან ვარ და სულ ვივლი მასთან ბოლომდე, მე მამყკა ნემსაძესთან დავდექი, ვერ ვიტყვი რომ მასთან არაა რიგები, კოლექტიურად არ შეჰყავს. ჩაჩავაში საერთოდ რაღაც სასწაულია, ერთი თვით ადრე უნდა ჩაეწერო. |
Posted by: Aniani1995 23 Feb 2019, 19:56 |
Nankusi საშიში და სანერვიულო ბავშვის გაჩენამდე ნებისმიერ ვადას აქვს, მთავარია ყველაფერი კარგად იყოს და მშვიდობიანი ორსულობა გვქონდეს ყველას 20 კვირამდე სხვა სანერვიულო და ემოციები იყო ახლა სხვაა, უფრო გამიმძაფრდა სტრესი |
Posted by: Nankusi 23 Feb 2019, 19:59 |
anuki-anuki1990 სულ ვაკონტროლებ ეხოზეც და ანალიზებითაც. იმაზე ხშირადაც ვიდრე საჭიროა .წარმატებები და სულ კარგი ამბები |
Posted by: tinatinny 23 Feb 2019, 20:39 |
გოგოებო, კოაგულოგრამა და დ-დიმერი თუ ნორმალური გაქვთ,მაინც გაკონტროლებინებთ ექიმი პერიოდულად? მე ჩემი გინეკოლოი მაკონტროლებინებდა, პირველად კოაგულოგრამა ცოტა მაღალი მქონდა და კარდიომაგნილი დამინიშნა. 2 კვირაში გადავიმოწმე და ნორმალური იყო და კიდევ 2 კვირა გააგრძელეო. მერე აღრიცხვის ექიმთან რომ მივედი,არაფერი არ გჭირდებაო. ახლა ვფიქრობ,ხომ სრ გავიკონტროლო მაინც? |
Posted by: Salomea2018 23 Feb 2019, 20:42 |
tinatinny 16კვირამდე ვსვამდი 75იან კარდიომაგნილს, მერე ყველაფერი რიგზე იყო და მომიხსნა. 26 კვირაზე არ გამაკეთებინა კოაგულოგრამა მაჰრამ კითხრა 30ზე რომ მოხვალ დამატებით კოაგულოგრამას და სისხლის საერთოს შევხედავ ყოველი შემთხვევისთვისო. გეტყვის შენც ექიმი. |
Posted by: sesilia28 23 Feb 2019, 20:44 |
tinatinny კი უნდა იკონტროლო, მითუმეტეს თუ მაღალი გქონდა, ქეთისთან დადიოდი შენც ხომ? ეხლა მარტო აღრიცხვის ექიმთან დადიხარ? |
Posted by: tinatinny 23 Feb 2019, 20:57 |
მადლობა ,გოგოებო Sesilia არა,ლალი ფხალაძესთან დავდიოდი. 10კვირიდან - აღრიცხვის ექიმთან. მარტის დასაწყისში გავიკონტროლებ და მივალ ისევ |
Posted by: natiacr7 23 Feb 2019, 23:31 |
აი რომ გშია და რომ არ ჭამ. რა კოშმარია. უფრო სწორად ზოგზოგიერთები რომ გაშიებენ და სმუსნაობის ხასიათზე რომ მოდიხარ თან მუცელში რომ არ ჩერდება. რა უნდა ვუქნა ეხლა ამაას |
Posted by: Tess 24 Feb 2019, 00:12 |
natiacr7 სამაგიეროდ დილას რა ამაყი და გამხარი გაიღვიძებ. ვგიჟდები მაგ განცდაზე |
Posted by: natiacr7 24 Feb 2019, 00:14 |
ხო და მშვიდას რომ ღამე არ მოიმატა კიდე გრამები. ისე იცი როგორ მეცოდება ეხლა შია და ბრახუნით მაგებინებს მაჭამეო და მე რომ არ ვაჭმევ გული მტკივა :დ |
Posted by: inertiacreeps11 24 Feb 2019, 00:29 |
ბევრისგან გამიგია, წამიკითზავს კიდეც, რომ ძილის წინ წყლის დალევა არვარგა და ვითომ რატომ არა რეკომენდირებული?? მე სულ ვსვამ ნ რაოდენობით წყალს:/// ღამეც... |
Posted by: natiacr7 24 Feb 2019, 00:35 |
მეც ვსვამ არ შემიძლია წყლის გარეშე მაგრამ არ გებერება მუცელი თითქოს სიმძიმე გაწუხებს? მე ვარ ეგრე მაწუხებს მერე მაგრამ რა ვქნა წყალი მინდება სულ * * * ნუ მერე საპირფარეშოში სირბილი ცალკე ამბავია :დ |
Posted by: s@likun@ 24 Feb 2019, 00:40 |
დღეს ვიყავი საბაში მოკლედ ყველა Fასის საწოლები და კალიასკები აქვთ ^^ და იმდენნაირი შანსი არაა ვერ აარჩიო კიდე რამოდენიმე ადგილას ვნახავ და მერე აბათ საბოლოოდ გადავწყვიტავ რომელი მინდა ^^ ჰო ერთ კვირაში ექიმთან მივდივარ და სავარაუდოდ იმუნოგლობულინის ნემსიც უნდა გავიკეთო )) მარტო მე ვარ აქ რეზუს უარყოFითი ?? |
Posted by: Tess 24 Feb 2019, 00:46 |
s@likun@ მეც. ეგ ნემსი მშობიარობის მერე დამჭირდა. იქამდე არ მქონია ანტისხეულები. ეხლაც ვაკონტროლებ სულ |
Posted by: s@likun@ 24 Feb 2019, 00:49 |
Tess მე საერთოდ არ გადამიმოწმებია ჯერ :/ 22 კვირაზე მიწევდა და არ გინდაო 26 ზე ვნახოთო ნუ პირველ ბავშვზე იშვიათად იმატებსო ხო ზოგს გაჩენის მერე უკეთებენ ზოგს ორსულობის დროს მწარედ გასაკეთებელია ? |
Posted by: Salomea2018 24 Feb 2019, 09:19 |
s@likun@ ჩემი მამიდაშვილი არის რეზუს უარყოფითი. პირველ ბავშვზე არ დაჭირდა, მაჰასაც ესე უთხრეს, პირველზე უიშვიათესად არის საჭიროო და მე2 და მე3ზე გაუკეთეს. აუ საწოლები და ეტლები კიდე მანდ იმდენია, მართლა ამიჭრელდა თვალები და ვიფიქრრ, ნეტა 10 ცალი იყოს მარტოთქო, უფრო ავარჩევდითქო. |
Posted by: magi_ 24 Feb 2019, 10:10 | ||||||
*Artless*
ჩასახვის ზუსტ თარიღს რომ ითხოვს თან დრო გაქვთ ჯერ და შეჯერდებით რამე ,,კაცურ,, სახელზე <3 Nankusi
მე ვარ ლიკასთან. სიმართლე გითხრა დიდი ახსნებით არ გამოირჩევა, თავიდან მქონდა სიბრაზის მომენტებიც, მაგრამ ჩემთვის რაც პრიორიტეტია თავიდან ბოლომდე ვენდობი. გამოვცადე ბევრ სიტუაციაში და დავრწმუნდი რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. რაც შეეხება კოლექტიურ შეყვანას. კი ხან 2 შეჰყავს, მაგრამ რაღაც პრობლემა თუ გაწუხებს აუცილებლად მხოლოდ შენ გამოგიძახებს. თუმცა ყველაფერი ინდვიდუალურია და ბევრს არც მოსწონს ^_^ s@likun@
ერთი სული მაქვს ავარჩიო უკვე რაღაცეები... თან სქესი რომ ვიცი უკვე გუშინ კარტერსიდან გამოვწერე ბოდეებიი და წვრილმანი ტანსაცმელიი, 20 კვირამდე არაფერს გამოვწერთო და ხელი ვერ გაავჩერეეე მაინც |
Posted by: anibani18 24 Feb 2019, 11:07 |
გოგონებო, აქამდე მკერდი მტკიოდა, თავებზე ფერიც მქონდა შეცვლილი და თითქოს ცოტას გამეზარდა და ეს ორი დღეა გამიარა ამ ყველაფერმა. გქონიათ ასე? რას ნიშნავს ხომ არ იცით? |
Posted by: @ninuca@ 24 Feb 2019, 11:25 |
გოგოებო მიშველეთ,ჯერ 6 კვირის არც ვარ,გუშინ ჯერ ხელის გულის და თითების ქავილი დამეწყო,მერე მთელი ტანი მექავებოდა,ხან თეძოებთან ხან ბარძაყებთან,რო ვიფხანდი შემდეგ გამონაყარივით მიჩნდებოდა გეგონება ჭინჭარმა დამსუსხა,აბა ვინმეს თუ გქონიათ ? ჰელფ(( |
Posted by: Tess 24 Feb 2019, 11:46 |
@ninuca@ კეთილი იყოს შენი ფეხი აქ ნინუცა. ეგ სიმპტომები არ მქონია. რომელიმე ახალ.მედიკამენტზე ზომ არ გაქვს ალერგია დააზუსტე ექიმთან აუცილებლად . s@likun@ არ მახსენდება რომ მწარე ყოფილიყო. მგონი ჩვეულებრივი. |
Posted by: @ninuca@ 24 Feb 2019, 11:49 |
Tess ჯეტ თამამად ვერ ვწერ აქ <3 მადლობა ჩემო კარგო :* ახალი მედიკამენტი არ დამიწყია არაფერი ) |
Posted by: Salomea2018 24 Feb 2019, 12:06 |
@ninuca@ გილოცავ ამ თელაში გადმოსვლას. შენ პროგესტერონს არ იღებ? ინ ვიტრო ხო ხარ. პროგესტერონმა იცის. მე ლუთეინას ვიკეთებდი 10 კვირა და მეც მქონდა ქავილი უფრო მკერდის ქვეშ და იღლიის მიდამიში. წვრილად მაყრიდა. ფენკაროლს ვსვამდი მე ექიმმა დამინიშნა. კითხე მაინც შენც. |
Posted by: natiacr7 24 Feb 2019, 13:27 | ||||
თავიდან მქონდა მე და მერე გადამიარა. 8 თვეა რეაქცია არ ააქვს ჩემს მკერდს არაფერზე. იმედია რძე ჩამიდგება * * *
მე ბოლო ერთი კვირააა ზუსტად ეგრე მაქვს. მაგრამ მე მგონია რომ საპონმა მომცა ალერგია და რაც შევცვალე გადამიარა შედარებით მაგრამ მაინც მაქვს ცოტა. რაღაც გაძლევს ალერგიას როგორც ჩანს. |
Posted by: s@likun@ 24 Feb 2019, 13:43 | ||
Salomea2018
მეც ეგ გავFიქრე ))) იმდენნაირი იყო დავიბენი და წამოვედი magi_ დღეს დეიდაჩემს უყიდია ორი ბოდე თეთრეული პლედი Fეხსაცმელი და დედაჩემმა დამირეკა მეც ვუყიდე რაღაცეებიო )))) ჩემმა დამ მე ნასკები და ბოდე ვუყიდეო დღეს ნაყოFიერი დღე აქვს ჩემს ბაიას ისე ადრე იყო აქ თემა უნდა ვნახო მერე აი რა უნდა დავახვედროთ ბავშვს სახლში მაზები და ამბები მაინტერესებს ხო ძაან მომეწონა საბაში აბაზანის ამბები ანუ Fეხიანი სააბაზანო ბავშვის თავისი ვედროთი და ამბებით 75 ლარიო Fასიც ძაან კარგი აქვს არამგონია ამაზე იაFად სადმე იყოს |
Posted by: Aniani1995 24 Feb 2019, 13:47 |
მგონი მხოლოდ მე არ ვაპირებ ჯერ რაიმეს ყიდვას :დ |
Posted by: natiacr7 24 Feb 2019, 13:52 |
დედაჩემი ჩემი ბაიასთვისაც ყიდულობდა ოღონდ მე არ მეუბნებოდა. გაფრთხილებული მყავდა ყველა სანამ 8 თვის არ გავხდები არაფერი არ უყიდოთმეთქი ისე მეშინოდა რამე არ მომხდარიყო ისეთი. 6 ის რომ გავხდი მომიზიდა ერთი ტონა ტანსაცმელები :დ |
Posted by: Aniani1995 24 Feb 2019, 14:18 |
ეგრე ვფიქრობ, 8 თვემდე არ მინდა რამე ვიყიდო და დედაჩემიც გაფრთხილებული მყავს 1 ბოდეც არ იყიდო ჯერთქო |
Posted by: s@likun@ 24 Feb 2019, 14:28 |
ნუ მე არ მჯერა ცრურწმენების + ბოლოს ერთად ყიდვას ნელნელაყიდვა მირჩევნია ^^ უბრალოდ ჯერ კარგად ვერ გავერკვიე რა უნდა ვიყიდო ))) |
Posted by: inertiacreeps11 24 Feb 2019, 14:39 |
ძაან ვნერვიულობ, უკვე 14კილო მაქვს მომატებული...... მარტი და აპრილი კიდევ წინ....... ამდენ მასას რა დაიკლებს მერე?:///// რამეშველება.... |
Posted by: taknatuna 24 Feb 2019, 14:45 |
გოგოებო ცუდზე ნუ ფიქრობტ. გონება დადებიტისკენ მომართეთ. მე სქედის გაგების მომენტიდან დავიწყე ყიდვა. სეილებზე ვყიდულობდი. 1 წლამდე ლამის ყველაფერი მაქვს. ბოლოს ერთიანად ძალიან რთულია. ჯერ სასიარულოდ და მერე კიდე ფინანსურად |
Posted by: Aniani1995 24 Feb 2019, 14:46 |
inertiacreeps11 აი ეგ გაკლდა სანერვიული წონა და დაიმატე ახლა აბა შენ იცი :დ არ მოდუნდე სულ სანერვიულო ეძებე :დ * * * ნიუბორნები სადღაც 1 კვირა ერგებათ და ზოგს საერთოდ არ ერგება არ იყიდოთო ბევრი წერდა ძველ ფორუმებზე, ვინც ყიდულობთ უკვე რავიცი ბევრ ნიუბორნს ნუ იყიდით |
Posted by: magi_ 24 Feb 2019, 14:52 | ||
s@likun@ კი გვერდით ვნახე კარგი თემა... რა უნდა დავახვედროთ პატარას სულ ჩამოწერილია რა და როგორ გვჭირდება... ^_^ ცრურწმენას რაც შეეხება თანამშრომელმა გამაფრთხილა არაფერი იყიდოვო არც საწოლიო, არც ტანსაცმელიო... სანამ არ დაიბადებაო გამოვშტერდი აბა 3 დღის ბავშვი სად წავიყვანომეთქი მშობიარობის მერე რისი თავი მექნება... სულ რომ ცრუმორწმუნე ვიყო. taknatuna კი გეთანხმები ^_^ ძალიან კომფორტულია თავიდანვე შეურჩიო ყველაფერი... თან პლიუს არც იაფია ბავშვების ტანსაცმელი... იმდენი რამ სჭირდებათ. Aniani1995
აჰა ნიუ ბორნების ყიდვას ვაპირებდი და გადავიფიქრე. 3 თვემდე გამოწერეო გამოცდილმა ხალხმა მითხრა ვნახოთ როგორი ჩამოვა... |
Posted by: natiacr7 24 Feb 2019, 14:54 |
ხო როცა პრობლემა არ გაქვს და კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას მდგომარეობა რატო არ უნდა იყიდო ნელ-ნელა. თორე ძალიანაც მინდოდა რომ მეყიდა მაგრამ შიში მაინც თავისას შვებოდა. ამიტომაც როცა დავრწმუნდი რომ უკვე არაფერი აღარ ემუქრებოდა ბავშვს თამამად ვიყიდე ყველაფერი. 1 წლამდე აქვს ყველაფერი უკვე. |
Posted by: Aniani1995 24 Feb 2019, 14:58 |
ცრუმორწმუნე არც მე ვარ, ღმერთმა ყველა დაიფაროს ყიდვა არ ყიდვაზე არაა დამოკიდებული რა როგორ განვითარდება. ჯობია თავიდანვე ნელნელა დააგროვო ეგრე დადებული ერთიანი არც ფინანსებია და რომ გააჩენ ეგრევე ვერ ირბენ ყველაფრის საყიდლად. უბრალოდ მე არ მინდა არაფრის ყიდვა წინასწარ არა ცრურწმენის სხვა მიზეზების გამო, ვაგროვებთ ფულს კასა მაქვს და ისე ვაგროვებთ გავალ მერე და ვუყიდი სადღაც 2 კვირით ადრე |
Posted by: Salomea2018 24 Feb 2019, 14:58 |
მე 2 [უ 3 ცალი ნიუბორნი მაიმც ვიყიდე. მოჩაჩულ გადაკეცილ რამეებს ვერ ვიტან, ბავშვი რომ ცურავს შიგნით. მირჩევია 2 კვირა ჩავაცვა და ერგებოდეს ნორმალურად. ნუ ეს ჩემი წიკია. თაკნატუნას ვეთამხმები. საერთოდ არ ვფიქრობ ცუდზე, და ნელ ნელა ყველაფერი გამოვიწერე, 9თვის ზომის ტანსაცმელიც მაქვს ნაყიდი. ჩემი მუცელი ისეთი ტემპითნიზრდება, ეჭვი მეპარება 8 თვიდან შევძლო მაღაზიებში საათობით სიარული. თან 8 თვის ვიქნები აპრილში და ისეთი ფასდაკლებები მაინც არ იქნება არც ონლაინ და არც ისე მაღაზიებში. სამეულები მაქვს ნაყიდი 4 დოლარებად კარტერსის და children placeს. ახლა კომოდს მომიტანენ 2 დღეში და უკვე ორგანიზებას დავიწყებ ნელ ნელა. 29 კვირის კი ვიქმები მაგ დროს უკვე. |
Posted by: magi_ 24 Feb 2019, 14:59 | ||
natiacr7
ნუ ღმერთმა დაიფაროს როცა რთულადაა საქმე ტანსაცმლის ასარჩევად ნამდვილად არ გცხელა.. ეგ მომენტიც მესმის. აქ ცრურწმენაც არაფერ შუაშია. |
Posted by: Lucifurr 24 Feb 2019, 15:00 |
ნელნელა კიარა, ერთი სული მაქვს სქესი გავიგო და დავიწყო გამოწერები იმდენ ლამაზ რაღაცას ვაწყდები ხოლმე რომ აქამდეც გამოვწერდი სქესი რომ ვიცოდე. ნელნელა შევუძენ ტანსაცმელს და დიდ ნივთებს უკვე ივნისისკენ ალბათ. თან მე მშობიარობა აგვისტოში მომიწევს და ივლისში არამგონია სიარულის თავი მქონდეს უკვე ისე წამომაჯდა მუცელი. |
Posted by: natiacr7 24 Feb 2019, 15:03 |
ერთი საზაფხულო რაღაცეები არ მააქვს :დ . შორტები და სარაფნები. სამი თვის კი იქნება წესით მაგ დროს დამრჩა ბავშვი სარაფნების გარეშე :დ:დ :დ |
Posted by: Lucifurr 24 Feb 2019, 15:04 |
Salomea2018 სალო რომელი საიტებიდან იწერ შენ ბავშვის ტანსაცმელს? მე კარტერსის რაღაცეები ვნახე მხოლოდ და ბევრი რაღაც მომეწონა. კიდევ თუ იცი სხვა საიტები მითხარი რა :* ნუუ დედებისთვისაც თუ იცი რამე კოხტა საიტი მთლად გამახარებ ❤️ |
Posted by: natiacr7 24 Feb 2019, 15:06 | ||
და ბავშვი რამხელაა. ეგრე ვარ ზუსტად 14 კილო მაქვს მომატებული მეცხრე თვეში კი ვარ მაგრამ ტანზე არაფერი არ მაქვს საერთოდ. ბავშვია ძროხა, წყლები და მინიმალური მაქვს მე მატება. გეტყვის მერე ექიმი საღამოს არ ჭამოო და ამოიღე ტკბილი და ცომეულიო. სათქმელად კია ადვილი :დ |
Posted by: Salomea2018 24 Feb 2019, 15:48 |
Lucifurr Children placeდან გამოვწერე უიაფესად clearance ქონდათ სასწაული. ზაფხულის 2 პლედი 6 დოლარად, ზამთრის თბილი პლედი 6 დოლარად , 5 ცალი ბოდე 6.5 ად. ნუ კარტერსი თავისთავად, walmart. Comდან გამოვწერე muslin ებს რომ ეძახიან, 2 ცალი 9 დოლარად ფასდაკლება იყო. სოჰოს დედის ჩანთაც აქედან, და მგონი კიდევ აქვთ ფასდაკლება მაგეებზე. რაცია შევარჩიე 19 დოლარად და ზაფხულის რამეებია იაფად კიდე, შორტი+მაისური 4.5ად garanimalის ბრენდის. კარგი ხარისხებია ესენი ვიცი. ჩემი და ახმარებს. ცოტა ძვირიანებია gymboree da baby gap. ტთუმცა მანდაც ნახავ კარგ ფაადაკლებებს. |
Posted by: s@likun@ 24 Feb 2019, 15:53 |
magi_ აუ დალინკე რა ^^ ნიუბორნები ჰო ცოტა უნდა უყიდო )) გამოსაყვანად მაინც მე მგონია გოლიათი დაიბადება ))))) ნუ გრძელი მაინც ))))) |
Posted by: inertiacreeps11 24 Feb 2019, 15:53 |
Aniani1995 შენ ჩუ :დდდ მოხვალ ჩემამდე სულ მალე :დდდ natiacr7 29 კვირაზე 1.200ია... არაა დიდი მგონი მოციცქნულია ამ ვადაზე... მე ყველგან მოვიმატე... ჩემი ტანწერწეტობა მინდაააააა |
Posted by: Tess 24 Feb 2019, 15:57 |
მეც წიკი მაქვს რომ ტანსაცმელი ზუსტად უნდა ქონდეს, ისე არ მიყვარს ახალდაბადებულ ბავშვებს რომ ჩანჩურულად აცვიათ, ყველა ზომის ბავშვისთვის იყიდება რაღაც დღეს. მაღაზიებშიც და ონლაინაც. * * * 50 სმ-ია სტანდარყულად ახალშობილის ზომის ტანსაცმელი. ანა 53 გაჩნდა და სამშობიაროშივე გაჭედილი იყო იმ ნიუბორნებში მაგრამ სამაგიეროდ კოხტად იყო ის 5 დღე თუნდაც )) სახლში უკვე 0-1 ჭირდებოდა. ეს 0-1 საკაოდ დეფიციტური ზომაა და 0-3 ძალიან დიდია ნებისმიერი ახალშობილისთვის. |
Posted by: Lucifurr 24 Feb 2019, 16:03 |
Salomea2018 ძალიან დიიდი მადლობა ❤️ |
Posted by: google1 24 Feb 2019, 16:03 |
ვიდრე გავაჩენდი, ამ თემიდან რჩევები ისე დამეხმარა და იმდენი რამ გავთვალე სწორად, მეც დავწერ რამეს ჩანთის ჩალაგება არ გადადოთ, რაც არ უნდა უპრობლემო ორსულობა გქონდეთ. 7 თვემდე არც მუცელი მაწუხებდა და წონაც საბოლოოდ 10 კილომდე მოვიმატე, მაგრამ რასაც ქვია ერთბაშად მოვწყდი. მტკიოდა სახსრები, მუცელი დამაწვა და ძლივს ვმოძრაობდი. ბავშვის ტანსაცმელი გასარეცხი, გასაუთოვებელი, საყიდლები, სასწაულად დავიღალე. წინასწარ ყიდვას რაც შეეხება, ძალიან სწორია. აბა გაჩენის მერე ვის ექნება ამის თავი ან დრო. სამი შეწყვეტილი ორსულობა მქონდა მანამდე, ინვიტროები, ესეც პრობლემური. მაგრამ არ დამიშვია რამე ცუდი, 4-5 თვიდან უკვე დავიწყე რაღაცეების ყიდვა, სეილზე გამოწერები. თუ ბავშვი ბოლო თვეებში წონით პატარაა, ნიუბორნები ყველა შემთხვევაში საჭიროა თავიდან. 0-3 თვემდე ტანსაცმელი საერთოდ ვერ ჩავაცვი და საყიდელი გამიხდა, ფაქტიურად ტიტველი მყავდა. ძალიან გამომადგა და მომწონს chicco-ს ეტლი, ბოთლები, ჩოთქი, საწოვარები და სამაგრი, ცხვირის ასპირატორი, სველი ხელსახოცები, სავარცხლები. ძალიან კარგია სუავინექსის გამოსაწველი, არ მომეწონა ბოთლები და ცხვირის ასპირატორი. ბიოლანის ყველაფერი მომწონს, დასაბანი საშუალებები, კრემები. მეძუძურის ბალიში ვერ ვიყიდე და აშკარად საჭიროა, ხელში ჭერა საკმაოდ დამღლელია. ტანსაცმელი ისე გვიპატარავდება, რომ ვერ ვაცმევ, ბევრი არაა საჭირო. მთლიანი ფეხებიანი ბოდეები არის გადასარევი, ფაქტიურად სულ ესენი აცვია. ნექსტის აღმოჩნდა ძალიან კარგი ხარისხის, ფასდაკლებაზე 23 ლარად ვიყიდე და ყველა გამოწერილს სჯობია. გასაყვანადაც მთლიანი ჩასაცმელები კომფორტულია. |
Posted by: s@likun@ 24 Feb 2019, 16:04 |
50 სმ არის ნიუბორნი ხო? ჩემი მინიმუმ 55 იქნება ))) მაგრამ ჰო ეს გადაკეცილი სამიზომით დიდი ტანსაცმელი მართლა ცუდი სანახავია ბითლი რომელი ჯობია? |
Posted by: Tess 24 Feb 2019, 16:07 |
s@likun@ ანაც 53 გაჩნდა და 4 კილო, 55 საკმაოდ მაღალია, იშვიათია. ანუ ყველაზერ დიდ ახალშობილს ერგება 0-1, მგონი 54 სანტიმეტრია და იშვიათი ზომაა. თუ ნახავ სადმე მოიმარაგე რადგან დიდი ბაია გყავს * * * ბოთლი ბევრია კარგი, მე დოქტორ ბრაუნი მოეწონა საბოლოოდ, გაზების დაგროვების საწინააღმდეგო ცისფერი მილი აქვს შიგნით და გაზები ყველა პატარას პრობლემაა თითქმის. |
Posted by: Salomea2018 24 Feb 2019, 16:10 |
გუუგლ მთლიანები მართლა ყველა ასაკში ძალიან გამოსადეგია. წლინახევრის ტყუპებს დღემდე ღამე ეგენი აცვიათ და ზამთარში მით უმეტეს გადასარევია. ნექსთის რამეები გამომიგზავნა ეხლა მეგობარმა და ისე ველოდები. |
Posted by: s@likun@ 24 Feb 2019, 16:15 |
Tess ნუ ჯერ კი არ არის დიდი მაგრამ გენეტიკურად ეგრე უნდა იყოს))) აი მაღაზიებში სულ ან სამი თვის აქვთ ან უFრო ზემოთ 0-1 არც მინახავს მემგონი უნდა მოვძებნო ჰო ეგ ბოთლები მეც ვიცი ჩემი დაქალი ხმაროვდა და მოსწონს ^^ და ზომა რამხელა უნდა იყოს? და რამდენი უნდა მქონდეს? მაგრამ მე სურვილი მაქვს ბუნებრივ კვებაზე მყავდეს და მაშინ ალბათ ორი ბოთლიც საკმარისი იქნება ხო? |
Posted by: Aniani1995 24 Feb 2019, 16:19 |
ვაიმე როგორ არ მომწონს 2 ზომით დიდ ტანსაცმელებს რომ აცმევენ და გადაკეცილი აქვთ, აი არ ვიცი რააა პარაშუტებივით ყავთ ზოგ ტანსაცმელში მოცუცქნული ბაიები |
Posted by: Tess 24 Feb 2019, 16:21 |
s@likun@ 2 ბოთლი საკმარისია. ზომას ეტყვი აფთიაქში რომ ახალშობილისთვის გინდა და შეგირჩევენ. აუცილებლად გირჩევდი თერმოსსაც, მე თერმული ჩანთა მქონდა და ისეთი საჭირო ნივთია როცა ბევრი სეირნობა გიყვარს ადამიანს. google1 გუგლ-ს ვეთანხმები, მეც სულ მთლიან ფეხებიან ბოდეებს ვაცმევდი, შემოდგომისთვის ბარხატის ძალიან კომფორტულიც იყო და გაპრანჭულიც. ზაფხულში ალბათ იგივე ოღონდ კოტონის. ბიოლაინი დღემდე შეუცვლელია დასაბანად. დამატენიანებლად ტოპიკრემი ვარჩიე , რაც 2ვე მოვსინჯე. კიკოს ბოთლიც კარგი იყო. ბევრია კარგი მოკლედ, მანდ არის არჩევანი, ვის რა ესიმპატიურება იმის მიხ. ცოტა დიდ ასაკზე უკვე პლასტმასის ბოთლები ჯობია, ბავშვსვ თითონ დაჭერა სიამოვნებს და შუშას ვერ ერევა. |
Posted by: Salomea2018 24 Feb 2019, 16:25 |
s@likun@ თავიდან დიდი არ დაგჭირდება. 125იანი იყიდე რომ ადვილად მოქაჩოს. ჯერ ერთი იყიდე. იქმებ გაწვს რძე და არც დაგჭირდეს. არ ვიცი დოქტორ ბრაუნს აქვს თუ არა ეგ ზომა, მაგრამ ავენტს აქვს. საკმაოდ ბიუჯეტური და კარგია baby nova, 125იანი აქვს მაგას, ჩვენც გვქონდა და ძალიან კარგი იყო რავიცი, ჩვეუკებრივად წოვდნენ, არც იღვრებიდა გვერდებიდან. კოლიკები დიდად არ აწუხებდათ, თავიდანვე ასმევდა ჩემი და ბობოტიკს და ძალიან ლაითად ჩაიარა კოლიკების პერიოდმა. |
Posted by: magi_ 24 Feb 2019, 16:28 |
s@likun@ https://forum.ge/?f=97&showtopic=34494195 ესეიგი ნიუ ბორნებიც მჭირდება, ვფიქრობდი ეგ ძალიან პატარა ზომის ბავშვებზე იყო გათვლილი. ტვინი დამეღალა ამ ტანსაცმელებზე ფიქრით უკვე... ან როგორ უნდა ჩავაცვა რომ არ შესცივდეს, ზაფხულში კი დაიბადება, მაგრამ მაინც |
Posted by: inertiacreeps11 24 Feb 2019, 16:30 |
Aniani1995 ძაან მაღიზიანებს ეგ.... ან კიდევ ჩოხაში რომ სვამენ ხოლმე (((((((((((((( |
Posted by: s@likun@ 24 Feb 2019, 16:31 |
Tess Salomea2018 დიდი მადლობა გოგოებო ❤️ |
Posted by: Salomea2018 24 Feb 2019, 16:36 | ||
ჰაჰააა ჩოხაზე ძაამ გამეცინა. გოგონებს კიდევ აუცილებლად თეთრი ფუშფუშა მარგალიტებიანი და ბანტებიანი კაბა რომ უნდა ეცვას და თავზე გადასაჭერის ყვავილი თავზე და მგონი ბავშვზე დიდიც როა ხოლმე....რატომ შვილო რატომ. |
Posted by: sesilia28 24 Feb 2019, 16:43 |
გოგოები ჩიხტიკოპით და ბიჭები ჩოხით |
Posted by: Aniani1995 24 Feb 2019, 16:45 |
inertiacreeps11 ვითომ და ატრადიციულებენ თავიდანვე :დ არც მე არ მომწონს, ყოველთვის ისეთს ჩავაცმევ რომ არ დარბოდეს ტანსაცმელში :დ აი ეგ წიკი მაქვს, დიდი უყიდე მერეც გამოადგება რომ იციან და უკეცავენ მოცუცქნულს. ძალიან მისაღებ ფასად შეგიძლია გახვიდე ბაზრობაზე და უყიდო ყოველთვის მისი ზომა რამოდენიმე წყვილი სამოსი |
Posted by: anibani18 24 Feb 2019, 16:50 |
რა ბედნიერებაა თქვენი პოსტების კითხვა, გოგონებო ❤ ჩემთვის ჯერ ძალიან ადრეა რამის ყიდვა, მაგრამ მაინც ვათვალიერებ რაღაცეებს სალომეს მოცემული საიტებიც შევათვალიერე მინდა ლამაზი სტიკერები გავუკრა კედელზე, კომოდი იქამდე ვიყიდეთ სანამ გავიგებდით ამ ამბავს და ახლა გამოადგება ჩვენს ნამცეცას ისე როგორ თვლით, ბავშვის თავიდანვე ცალკე დაწვენა, ცალკე ოთახში, კარგი აზრია? მართალია, ცუდზე არ უნდა იფიქრო ადამიანმა, მაგრამ ხანდახან მაინც რომ მეფიქრება... გამივლის ალბათ. |
Posted by: tinatinny 24 Feb 2019, 17:21 |
გოგოებო, თქვენი რჩევით პრენატალში ვიყავი. კარგი ფასდაკლებაა ლიფებზე. ოღონდ უკვე დიდი ზომებია დარჩენილი.ძლივს შევარჩიე ორი ცალი.მეძუძურისთვის არ ვიყიდე,რა ვიცი,რა ზომა დამჭირდება და ახლა ვნანობ მეყიდა მაინც ვარაუდით. კოლგოტები სად იყიდება საორსულო,ხომ არ იცით? მანდ თხელები იყო. |
Posted by: annaanka 24 Feb 2019, 17:51 |
@ninuca@ მე დამეწყო ზუსტად ეგრე ქავილი 6-7 კვირიდან მაგიჟებდა ბოლოს კულუმბეგოვთან მივედი დამინიშნა ორი პრეპარატი და ამოვისუნთქე |
Posted by: @ninuca@ 24 Feb 2019, 18:22 |
annaanka მე მივწერე ექიმს და პროგესტერონის ნემსი მომიხსნა,მეთიპრედის დოზა მომატა და კლარიტინი დამინიშმა 5 დღე,კლარიტინი კაი,მაგრამ პროგესტერონის ნემსის მოხსნაზე ვნერვიულობ |
Posted by: Nankusi 24 Feb 2019, 18:38 |
magi კი ნამდვილად ეგრეა მთავარია ექიმს ენდობოდე ბოლომდე,ნდობის გარეშე რა აზრი აქვს მასთან სიარულს. მაგ მომენტს უკვე შევეჩვიე რომ კარგი ექიმი საათობით დროს ვერ დამითმობს ახსნისთვის.მთავარია ესმოდეს და არავინ დააზარალოს.მადლობა❤️ |
Posted by: inertiacreeps11 24 Feb 2019, 18:44 |
Aniani1995 მე მეუბნებოდა ის ქალბატონი!!!! ისეთი კალიასკა იყიდეთ მეორესაც რომ გამოადგესო..... ცოტა ნეიტრალურ ფერებშიო..... ძლივს ავიყვანე თავი ხელში.... ანუ მეორე ბიჭი იქნება უეჭველი რა (((( ფუ * * * რატომ ყოფენ ასე ცხვირს!!!! რატომ!!!! რა მათი საქმეა.... თვითონ ყიდულობენ თუ რა!!!! |
Posted by: Liliko1 24 Feb 2019, 18:57 |
ჩემი ნათესავი აგერ უკვე ფბ ზე ბავშვის სურათებს 6 თვეა ყოვეონდღე დებს, მარგალიტ პიპილოებიან უაბადოკოდ ბავშვი ჯერ არ მინახავს, საცოდვი სულ მგონია უჭერს ანთავი სტკივა გმერთო რა კოშმარია |
Posted by: inertiacreeps11 24 Feb 2019, 19:11 |
Liliko1 რასერჩიან ბავშვებს ((( უგემოვნოებად ზრდიან თოთოობიდანვე :დ მაგას რომ თავი დავანებოთ როგორ არ ეცოდებათ, შაკიკს უყალიბებენ საცოდავ ბავშვებს სამომავლოდ :დდ |
Posted by: Aniani1995 24 Feb 2019, 19:11 |
inertiacreeps11 გამაცანი რა ეგ ქალბატონი რომ ჩამოვალ, კაიხანია ეგეთი არ შემხვედრია და გავესაუბრები :დ მის შვილს უნდა შეხვედროდა ეგეთი და მერე ენახა წუწუნს რომ დაუწყებდა რა საშინელებაა რძლის საქმეში ჩარევა. ზოგმა ზღვარი არ იცის რაა |
Posted by: makarena 24 Feb 2019, 19:14 |
მე დავიწყე გამოწერები კარტერსიდან და ჩილდრენ ფლეისიდან. ყოველთვე ცოტ-ცოტას გამოვიწერ, რომ მერე მაგაზე აღარ ვიფიქრო. 27 კვირიდან მეც მოვზიდავ კომოდს რომ შევულაგო ტანსაცმელი და მერე საწოლს და კალიასკასაც ვუყიდი. აბა აგვისტოს დასაწყისში ველოდები და ივლისში შანსი არაა გარეთ ვიმოძრაო საყიდლებზე. მაქსიმუმ ივნისში უკვე ვუყიდი ყველაფერს |
Posted by: annaanka 24 Feb 2019, 19:18 |
@ninuca@ მეც უკვე ორი თვეა ვიკეთებ პროგესტერონის ნემსს და კრაინონსაც და ქავილის გამო არ მომიხსნა მხოლოდ ალერგიის წამლები დამინიშნა. ინვიტროა თუ ბუნებრივი ორსულობა? |
Posted by: tinatinny 24 Feb 2019, 19:28 |
მე პროტესტი მიჩნდება ხოლმე,რატომაა ვარდისფერი მაინცდამაინც გოგოს ფერი და ცისფერი ბიჭის. და რატომ უნდა უყიდო გოგოს ყველაფერი ვარდისფერებში. |
Posted by: Liliko1 24 Feb 2019, 19:36 |
inertiacreeps11 ჰო აბა, ის ბავშვი ვერ ეტყვის დედი თავი მტკივაო, ვინიცის როგორ სტკივა |
Posted by: mashusha 24 Feb 2019, 19:46 | ||
tinatinny
უფ, ისეთი მოსაწყენია, რომ პროტესტი გაგიცნდება მაგ ფერს მიმართ : )) მთავარა ლამაზად შეკრილი იყოს და ფერს არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მე ფერადების მომხრ ვარ საერთოდ. იასამნისფერიც მინდა ჰქონდს, ყვითელიც,წითელიც, შაიც აქვს საკმაოდ ბევრი, ლურჯიც, ვარდისფერიც და აშ.. |
Posted by: Salomea2018 24 Feb 2019, 20:06 |
ვის უნდოდა სახლში ეხო? აგერაა. |
Posted by: mako2018 24 Feb 2019, 20:58 |
გოგოებო,მიშველეთ!თქვენი გამოცდილება და თუ რამე გსმენიათ პირველ ტრიმესტრში კისტის ნაწილობრივ შემოგრეხაზე,გამიზიარეთ რა.დილას გადამიყვანა სასწრაფომ პინეოში.მეგონა მწვავე აპენდიციტი,ისე მტკიოდა.აღმოჩნდა 5სმ.ლუთეალური კისტა,ნაწილობრივ შემოგრეხელი.რამდენიმე საათი დამაკვირდნენ და გამომიშვეს.მოძრაობისაც კი მეშინია,სულ არ შემოიგრიხოს ან არ გასკდეს.ტკივილი პერიოდულია,ხან მაქვს,ხან არა. |
Posted by: Salomea2018 24 Feb 2019, 21:16 |
mako2018 არ გამიგია მსგავსი რამ. რა გითხრა ექიმმა, რაიმე დაგინიშნა? ბავშვი ხომ კარგადაა. |
Posted by: mako2018 24 Feb 2019, 21:44 |
Salomea2018 ვერაფერი დამინიშნეს პარაცეტამოლის გარდა.მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნა და დაკვირვება.ემბრიონი ჯერ არ ჩანს.გადაცდენიდან მე-9 დღეა.ამ დროს უკვე უნდა ჩანდეს ემბრიონი?სანაყოფე 9 მმ.და მიწერენ პროგრესირებადს. |
Posted by: tinatinny 24 Feb 2019, 21:49 |
Mako ღმერთმა მშვიდობა მოგცეს. რა გითხრეს მანდ ექიმებმა? * * * ჯერ არ გამოჩნდება ემბრიონი,ადრეა. რაც მთავარია, ღრუშია და პროგრესირებადი * * * ეცადე, მშვიდად იყო და არ ინერვიულო♡ |
Posted by: mako2018 24 Feb 2019, 22:14 |
tinatinny მადლობა დიდი❤ რადიოლოგმა:5 კი არა 10 სმ-იანი კისტა ჰქონიათ ორსულობაში და არ სტკიებიათ,გაწოვილა.შენი შემოიგრიხა და ამიტომ გტკივაო.გინეკოლოგმა:სრული შემოგრეხა რომ იყოს,სასწრაფოდ საოპერაციო იქნებოდა.ახლა უნდა დავაკვირდეთო.ტკივილის დროს მხოლოდ პარაცეტამოლიო.ანალიზებითაც არ იყო მწვავე და ორი გადასხმის მერე გამომიშვეს. |
Posted by: Nankusi 24 Feb 2019, 22:21 |
mako2018 დასაწყისში სანაყოფეს ზომას წერენ და პროგრესირებად ორსულობას ასე რომ არ შეგეშინდეს ჯერ ემბრიონი თუ არ ჩაგიწერეს.იმედია ყველაფერი კარგად გექნება.მეც ბევრისგან გამიგია და წამიკითხია რომ ორსულობამ გაიწოვა კისტა |
Posted by: tinatinny 24 Feb 2019, 22:33 |
Mako ვინ იყო ექიმი? პინეოში ვარ აღრიცხვაზე |
Posted by: mako2018 24 Feb 2019, 23:40 |
Nankusi tinatinny გაიხარეთ❤❤მე-9 წელია ამ ორსულობას ვნატრობდი და იმედია ღმერთით ყველაფერი კარგად იქნება. თამუნა გოგიამ გამსინჯა პინეოში.ბიჭი შემოდიოდა ხშირად და მგონი მიშა ჰქვია. |
Posted by: Aniani1995 25 Feb 2019, 00:04 |
დავიტანჯე ლამის საპირფარეშოში გადავცხოვრდე ტოქსიკოზმა ხო იცის 3 თვის მერე გავლა და გამიარა ახლა ხშირმა შარდვამ ორსულობის ბოლომდე უნდა შემაწუხოს? |
Posted by: ukrainka 25 Feb 2019, 08:08 |
მაისის ბოლოს ველოდები ბიჭს ❤️ * * * გოგოებო იქნებ დამეხმაროთ , შუგარინგის გაკეთებას ვაპირებ ღრმა ბიკინზე და გასაყუჩებლად მალამო ემლას გამოყენება შეიძლება თუ იცით? 27 კვირის ვარ |
Posted by: Salomea2018 25 Feb 2019, 08:41 |
mako2018 6 კვირის ეხოზე გამოჩნდება ემბრიონი. ვაგინალური გაგიკეთეს? მანდ ცოტა ადტეც ჩანს მარა 9 დღე გადაცდენა ცოტაა. დამშვიდდი. ჩემსავით არ იხეთქო გუკი მაგეებზე. Aniani1995 ვერაფრით დაგამშვიდებ. მინიმუმ 3ჯერ ვდგები ღამე, 6ჯერაც აბმდგარვარ. ახლა საღამოს ჩაის, წვენს, წყაკს ვზღუდავ. ხილს ისედაც არ ვჭამ საღამოს და შენც გირჩევ. ბევრად მოსვენებულად იქნები. |
Posted by: taknatuna 25 Feb 2019, 08:58 |
anibani18 anibani18 კი აქვს ჩამკეტი |
Posted by: magi_ 25 Feb 2019, 10:18 |
გოგოებო საწოლ მანეჟებზე რა აზრის ხართ??? 36 თვემდეა... კომპაქტურია დაკეცავ შეინახავ მეორე, მესამე ბავშვამდე დიდი ზომის ხის საწოლებს მგონი აჯობებს. ვისაც გამოგიყენებით რამდენად კომფორტულია??? 3 წლის მერე კი დააწვენ თავის ოთახში, თავისი გემოვნებით შერჩეულ საწოლში. ^_ ^ |
Posted by: makarena 25 Feb 2019, 10:28 |
magi_ მე მგონია რომ 1 წლის, ჰა ჰა 1.5 წლის ბავშვი გაგიჩერდეს მაგაში, მერე უნდა ნორმალური საწოლი. ხის საწოლები იშლება და იკეცება მერე შესანახად თუ ფიქრობ. ესე მგონია რომ ხის საწოლი უკეთესია, თუმცა ვისაც უხმარია იმას უფრო ეცოდინება |
Posted by: mako2018 25 Feb 2019, 10:39 |
Salomea2018 არა,სალო.ჩვეულებრივი ეხო გადამიღეს,მუცელზე.კი ვიცი,ადრეა ჯერ გამოჩენა.მადლობა.დღეს აღარ მაქვს ტკივილი და სიმშვიდე მოვიპოვე. |
Posted by: Tess 25 Feb 2019, 10:46 |
magi_ ამაში 3 წლამდე ვერანაირად ვერ დააწვენ )) ზოგადად საწოლის ფუნქციას სრულად ვერ ითავსებს ეს. შეიძლება აგარაჯზე აგმოდგეს, ან ბებიასთან. მაგრამ მაინც იცვლის ფორმაც დროთა განმავლობაში და მატრასი ძალიან მნიშვნელოვანია |
Posted by: Tess 25 Feb 2019, 10:51 |
makarena კი ხის უკეთესია, საკმაოდ კომპაქტურიც შესანახად. აი ასეთია ჩემი , ეხლა ზედა ვერსიას ვიყენებთ. 6 წლამდე თავისუფლად ეყოფა. |
Posted by: Salomea2018 25 Feb 2019, 10:53 |
მგონია რომ 6 7 თვემდე გამოდგება. მერე უკვე რომ იწყებენ თვითონ წამიდგომას და ხტუნაობას საწოლში... მგონია მოირყევა. 6 თვიდან მანეჟად გამოიყენო ჯობია. |
Posted by: magi_ 25 Feb 2019, 10:55 | ||
makarena
კი დიდ ადგილს რომ იკავებს არ მომწონს თან რომ არ იცი მერე სად წაიღო. ეს არ ვიცოდი ხის საწოლებიც თუ იკეცებოდა... Tess უფუნქციო ნივთები არ მომწონს მაქსიმალურად პრაქტიკული მინდა ვიყიდო ყველაფერი. მაშინ დასაკეცი საწოლის ყიდვა მომიწევს მადლობა გოგოებო <3 cam-ის ეტლებზე რა აზრის ხართ, სამეულებზე. წეღან ვათვალიერებდი და ვიზუალურად მომეწონა. ან როგორ უნდა შეარჩიო ეტლი ეგეც არ ვიცი... რას უნდა მიაქციო ყურადღება.... |
Posted by: makarena 25 Feb 2019, 11:02 |
magi_ მე მომწონს cam-ის ეტლები <3 იტალიური ბრენდნია, ხარისხიანი. ალბათ მაგას ვიყიდი საბოლოო. ნუ babyzen მომწონს კიდე, უფრო მსუბუქი ჩანს. babyzen ფრანგული ბრენდია და შიკ ბებეს აქვს. მაგათი ბორბლები თბილისში რამდენად გაუძლებს ეგ არ ვიცი. დიდად არც მე ვერკვევი მაგაში მაგრამ ვიცი რომ მსუბუქი უნდა იყოს და ბორბლებს დიდი მნიშნველობა აქვს, უნდა იყოს რეზინის ან კაუჩუკის. რომ დიდხანს გაძლოს. |
Posted by: magi_ 25 Feb 2019, 11:45 | ||
makarena
შიკ ბებეში ვნახე... ფასდაკლების გარეშე საკმაოდ ძვირი ღირს... 2500 2600 მიმაც მომეწონა... იმედია ჩვენ რომ გადავწყვეტთ ყიდვას იქნება კარგი შემოთავაზებები თორე 2600 ლარს რა გადაიხდის ეტლში მუქი ფერები უფრო მომწონს, ბავშვს ფერადი უხდებაო, მაგრამ მე ეს მომწონს და რა ვქნა |
Posted by: Aniani1995 25 Feb 2019, 11:51 |
Salomea2018 ეჰ სალო, ანუ ტყუილად მქონდა იმედი ზოგჯერ ისე ხშირად დავრბივარ ვგიჟდები რა. ეგრე ვარ მეც ვზღუდავ საღამოს მაგრამ რაც არ უნდა შევზღუდო ღამე 3ჯერ მაინც ვდგები. არადა ორსულობდე არასდროს არ ვდგებოდი ღამე * * * magi_ მე მომწონს ქამის ეტლები ძალიან და გადაწყვეტილი მაქვს ეგ ვიყიდო. ხარისხიანია, ბორბლები ისეთია რომ მალე არ მოირყევა და ლამაზია ვიზუალურად, რაც დადე ეგეთი ოღონდ სხვანაირი ხელის მოსაკიდებელით 1200 ღირს, ამიტომ ხელის მოსაკიდებლის გამო ზედმეტის გადახდა არ ღირს * * * magi_ 1116 ლარი ღირს |
Posted by: magi_ 25 Feb 2019, 12:02 |
Aniani1995 აჰა ესეც მშვენიერია... სახელურის გამო 1000 ლარით მეტის გადახდა არ ღირს. თუმცა ის უფრო კომფორტულია, ალბათ... ადგილზეც რომ ვნახავ უფრო მივხვდებიი, მთავარია ხარისხი და ფასი ემთხვეოდეს ერთმანეთს. ნუ ვიზუალურად ძალიან მომწონს. |
Posted by: Aniani1995 25 Feb 2019, 12:05 |
magi_ ხო იქ რომ მიხვალ უფრო აარჩევ, მე ნანახი მაქვს ოროვე მოდილი და ხარისხით ერთნაირია მოდელში არის ოდნავ განსხვავება უბრალოდ. ამიტომ ვფიქრობ ესეთი ხელის მოსაკიდებლით ყიდვას, არც ესაა არაკომფორტული. ფერები ლურჯიც არის. სამს აქვს ჩემს სანაცნობოში იგივე მოდელი და ისე კარგად იყენებენ არც მორყეულა ახალივითაა |
Posted by: makarena 25 Feb 2019, 12:08 |
magi_ შენ რაც დადე ეხლა, ზუსტად ეგ მოდელი სამეული ფასდაკლებაში აქვთ 1990 ლარი ღირს. 13 თებერვალს ესე ეწერათ და როდემდეა ფასდაკლება არ აქვთ მითითებული. ჩვენ რომ ყიდვას დავაპირებთ ჯობია ფასდაკლებებს დაველოდოთ და ჩავუსაფრდეთ. უეჭველი ზაფხულში კიდე იქნება ფასდაკლებები. |
Posted by: magi_ 25 Feb 2019, 12:16 | ||
Aniani1995 იცი რა მაინტერესებს ორი ბავშვი რომ ჰყავთ ხოლმე ერთს რომ წინ აყენებენ ფეხზე ეგ ფუქცია აქვს ნეტა ამ ეტლებს?? ისე მომწონს წამოსკუპულები რომ არიან ხოლმე makarena
იმედია ზაფხულში უფრო კარგი ფასდაკლება ექნებათ |
Posted by: Aniani1995 25 Feb 2019, 12:19 |
magi_ არაა ამ მოდელებს არ აქვს ეგ ფუნქცია, მგონი ქამის ეტლებს არცერთს არ აქვს. აუ ისე რომ შეხვალ შიკ ბებეში აგიჭრელდება თვალები იმდენი მოდელებია ოღონდ ისეთებია ძაან ცოტაა ყველა მოდელში სხვაობა. მეც ზაფხულს ველოდები :დ |
Posted by: Tess 25 Feb 2019, 12:23 |
ქამის ეტლების ფოტოები ლამაზია, თუმცა ის ხელისმოსაკიდებელი არ არის მთავარი განსხვავება, ბორბლებშია ძირითადი განსხვავება, აქ რაც დადეთ და მაგიტო ღირს ალბათ იაფი/ძვირი. ზოგადად როგორც მახსოვს, ბორბლების სიდიდეს, მასალას და ამორტიზაციას აქვს მნიშვნელობა, მერე უკვე დიზაინს, სიმსუბუქეს, ნაჭრის ხარისხს. კარგი იქნება და ევროპული ბრენდის ჩინურ ფეიქს არ შემოგვაპარებენ, თორე გამძლეობაზე აისახება მერე. რა კარგია აქ რო დებთ რაღაცეებს, საერთოდ ჩამოვრჩი ახალ პროდუქციას და თქვენგან ვიგებ ნაწილობრივ * * * 1 ივნისს არ უნდა იყოს წესით კარგი ფასდაკლება,?! იმედია არ გამოტოვებენ |
Posted by: Aniani1995 25 Feb 2019, 12:29 |
ვიზუალურად ესეც მომეწონა, ხარისხი არ ვიცი ოღონდ როგორია |
Posted by: makarena 25 Feb 2019, 12:30 | ||
Tess
აუ ეგ არ თქვა, ამიტომ უნდა ვნახოთ სად არის დამზადებული და მერე ვიყიდოთ. ეს საწოლი ლაბებე ბუტიკში ღირს 250 ლარი, არყის ხე არისო და კომოდი 290 ლარი. მე მომწონს ფასის გამო |
Posted by: Aniani1995 25 Feb 2019, 12:31 |
https://extra.ge/განცხადე |
Posted by: s@likun@ 25 Feb 2019, 12:42 | ||
აუ ემლას ამბავი მეც აინტერესებს |
Posted by: Tess 25 Feb 2019, 12:44 |
makarena საწოლი მეც მომწონს, თუმცა არ გადაკეთდება ბავშვი რომ გაიზრდება და ახალი იქნბა საყიდელი. ისე ლამაზია, ფერიც და ხეც არის. ამ სტილის კამოდები მე ზოგადად არ მომწონს, არ მგონია აუცილებელი ზუსტად საწოლისნაირი იყიდო, ისეც დიდი არჩევანია და ლამაზი დეტალებით არის ბევრი, მთავარია შესანახად იყოს კომფორტული |
Posted by: magi_ 25 Feb 2019, 12:48 | ||||
შუგარინგი ემლას გარეშე გამიკეთებია... უცბად ამთავრებენ არც გჭირდებათ. და როგორც ვიცი ეგეც დიდად არ აყუჩებს. |
Posted by: Lucifurr 25 Feb 2019, 12:59 |
ukrainka ემლა ზოგადად ძალიან კარგად მიყუჩებდა მე, ლაზერს რომ ვიკეთებდი მაშინ ვიყენებდი ბიკინზე და იღლიაზე და საერთოდ ვერ ვგრძნობდი ხოლმე იმ სიმწარეს რასაც ამ მაზის აღმოჩენამდე. ნუ ორსულებში რამდენად შეიძლება ეგ არ ვიცი ექიმთან გაარკვიო ჯობია. ბიკინი კაი მტკივნეული იქნება გაყუჩების გარეშე რითიც არ უნდა გაიკეთო :/ აქვე ვიკითხავ, ზოგადად ორსულობისას თმის ამოსვლა ფერხდება და მცირდება თმა თუ მე დავჯილდოვდი მხოლოდ ამ სასწაულით? ❤️ |
Posted by: s@likun@ 25 Feb 2019, 12:59 |
magi_ ერთხელ ავიხიე და სალონიდნ ნახევრად დაკრული გამოვიქეცი )))) მე Fეხებზე მემგონი ლიდოკაინს ვისმევ და ვიFუთავ კი მიყუჩებს და ემლა უFრო გააყუჩებს პროსტა 1000 ლარის ემლა დამჭირდებოდა მთელს Fეხებზე ))))) Lucifurr მეც ეგრე ვარ ))) არდა პირიქით გამიგია რო ორსულობის დროს უმრავლდებათ |
Posted by: mariami2525 25 Feb 2019, 13:03 |
გოგოებო ამ ორსულობაში გადავირიე პამიდორზე ნიგვზიანი სოუსით და ნეტა შეიძლება ჭამა? |
Posted by: s@likun@ 25 Feb 2019, 13:07 |
mariami2525 რავიცი მე სულ ვჭამ პომიდორსაც და ნიგვზიანებსაც )) თუ არ გიღიზიანებს ნაღველს პრობლემაც არ არის მემგონი |
Posted by: mariami2525 25 Feb 2019, 13:12 |
s@likun@ არ მაქვს ნაღველის პრობლემა...ჩემმა ექიმმა ადრე მითხრა ახალი წლის პერიოდში ბაჟე არ ჭამო ბევრიო და რის გამო მითხრა არ ვიცი შეიძლება ნახარშისგან რო კეთდებაა? არ ვიცი მეთქო ესეც ცუდი არ იყოსთქო |
Posted by: magi_ 25 Feb 2019, 13:15 | ||
Lucifurr s@likun@ აბა მე გამძლე ვყოფილვარ ერთადერთი ლიდოკაინს მასხავდნენ ნემსს რომ ვიკეთებდი მაშინ
ნიგოზი ზოგადად ძალიან სასარგებლოა. პომიდორს რაც შეეხება ჯერ არაა სეზონური. თუმცა ცოტას მაინც ვჭამ მე. mariami2525 |
Posted by: s@likun@ 25 Feb 2019, 13:18 |
mariami2525 ჰო ახალწლებზე მეც მითხრა ბევრი არ ჭამოო ))) ნუ ყველა საჭმელს ახალ წელს ნიგოზი აქვს და ძაან ბევრი რო არ მოგვსვლოდა )))) მე 5 ლებანს ყოველ დღე ვჭამ პირიქით კარგიაო ნუ ბოლო დროს მავიწყდება მაგრამ თავიდან სულ ვჭამდი magi_ აი მე საერთოდ ვერ ვიტან ტკივილს (( წარბების გაკეთების დროსაც მტკივა ))) |
Posted by: mariami2525 25 Feb 2019, 13:22 |
კი ესე ცალკე ჭამა კარგია მეც ვიცი..და თან ბაჟეს სუნელები რო აქვს შეიძლება მაგიტომაც არ არის ბევრის ჭამა კარგი |
Posted by: makarena 25 Feb 2019, 13:36 | ||||||
Tess
ეგ არაუშავს, არც მინდა რო კეთდებოდეს, აწერია 5 წლამდე ყოფნისო და 5 წლამდე კი არა, მეორეს ვაპირებ 2 წელში და შესაბამისად დამჭირდება ჩვილის საწოლი ჩვეულებრივად. გაზრდილს სხვა საწოლს ვუყიდი რაც მერეც გამოადგება. Lucifurr
არც ორსულობამდე არ მქონდა ბევრი, ძაან ცოტა ამომდის ყველგან და ეხლაც ეგრე ვარ. არც შემიმცირდა, არც გამეზარდა s@likun@
ფეხები საერთოდ ისეთი ზონაა, საერთოდ არ მტკიოდა მე, ბიკინის გარდა არსად არ მტკივა ისე, რომ გაყუჩება დამჭირდეს. აი ბიკინზე 2 ემლას ვიზელდი მახსოვს დიოდს ვიკეთებდი და ციკლი ამირია, ხოდა შევეშვი, ბიკინს მერე ელექტრო ნემსით ვიკეთებდი თავიდან გაყუჩებით და მერე მაგის გარეშეც, საერთოდ არ მტკიოდა ისე ძალიან. ნუ ღრმა ბიკინს ელექტრო ნემსით არა რა თქმა უნდა, მხოლოდ ზედაპირულს. |
Posted by: Lucifurr 25 Feb 2019, 13:40 |
magi_ ლიდოკაინით რომ გამიყუჩეს იმდენი ვიხტუნავე ნემსით ეპილაციისას რომ ფეხზე ვეღარ ვდგებოდი ფეხი გამეკვანძა თუ რაღაც ჯანდაბა დამემართა იმის მერე ვიყენებ ემლას. s@likun@ იმედია მშობიარობის მერე ერთიანად არ ამომივა ყველგან * * * makarena ბევრი არც მე მქონია მაგრამ ეხლა გათხელდა თმა, გაღიავდა და აშკარად ნელა იზრდება. ნუ მე მაწყობს ეს ამბავი რა თქმა უნდა |
Posted by: tinatinny 25 Feb 2019, 15:25 |
შუგარინგი მეც ვიფიქრე, მუცელი რომ გამეზრდება, მაგრამ რამდენად ასატანია? მგონია, ძაან მტკივნეული იქნება. |
Posted by: Salomea2018 25 Feb 2019, 15:31 |
შუგარინგს მე ვიკეთებ მიცელზეც, ხელებზეც და ჩვეულებრივად უგრძნობი ვარ მგონი. როგორც ორსულობამდე ვგრძნობდი მხოლოდ წიწკვნას, ისე ვარ ეხლაც. |
Posted by: tinatinny 25 Feb 2019, 15:39 |
Salomea ბიკინიზე მტკივნეულია? |
Posted by: takotatuli1989 25 Feb 2019, 15:47 |
tinatinny თითქმის უმტკივნეულოა, კანი როა გაწელილი ვერც იგებ მარტივად იღებენ თმას. თან ძალიან კარგად აკეთებენ პიქსელის შენობაში. ბიკინი მტკივნეულია. |
Posted by: inertiacreeps11 25 Feb 2019, 15:58 |
ბუნებრივად ვინც აპირებთ.... მოკლედ ახლა რაზე მეფიქრება :დდდდ მე ვიცი მენსტრუაციული უსაშველო ტკივილი... აი 6-8საათი ისე მტკოვა ვკივი , ვტირი და რავიცი.. მთელმა სამეზობლომ იცის მგონი როდის მეწყება:დდდდ ხოდა, როგორც მითხრეს მსგავსი ტკივილებია მშობიარობის დროსო, უფრო მკვეთრად უბრალოდო. ნუ იმაზე მკვეთრი საიქიოში წასვლა წარმომიდგენია მე პირადად პირდაპირ :დდდდ ხოდა მაგ დროს ძალა საერთოდ არ მაქვს არაფრის... ანუ ტკივილისგან იმდენად ვიცლები.... ახლა რომ მეფიქრება მსგავსი ტკივილი და კიდევ უფრო უარესი.... ისმის კითხვა!!!! ჭინთვები როგორ უნდა შევძლო?????? :დ ეს გაუტკივარებაც არ მინდა... მაგაზეც არის შანსი ვერ აკონტროლოო.. და გრძნობები აღარ გქონდესო.... რა ვქნა აღარ ვიცი... მგონი საკეისრო სჯობს მართლა :დდდ |
Posted by: magi_ 25 Feb 2019, 16:03 | ||
Lucifurr ვაიმე არაა მე მაგ მხრივ ჭკვიანი გოგო ვარ. ვიტან პატიოსნად. ალექსანდრიტსაც კი გავუძელი ბიკინზე. ოღონდ ზედპირულზე. Salomea2018
მუცელზე არ გიმრავლდება მერე თმა?? |
Posted by: Tess 25 Feb 2019, 16:05 |
inertiacreeps11 მშობიარობას ძალა ნამდვილად ჭირდება, რომელიც შენ აუცილებლად გექნება თუნდაც ადრენალინისგან იმ მომენტში. რაც შეეხება გაუტკივარებას, რა მომენტში არის შანსი ვერ აკონტროლო? ანუ რას გულისხმობ? თუ შენ ისე ძალიან გაგიმართლებს რომ ჭინთვებზეც გექნება გაუტკივარება , უბრალოდ ექიმს დაუჯერებ. მაგრამ უნდა გაგიცრუო იმედი, ჩვენთან არ აკეთებენ ასე გაუტკივარებას. სრულ გახსნამდე რომ გეყოს იმდენს გიმატებენ და გადასარევად იციან რამდენი და როდის დაგიმატონ, რომ ასე გეყოს ჭინთვებზე გაცდიან რომ შენით იყო . |
Posted by: inertiacreeps11 25 Feb 2019, 16:12 |
Tess ანუ ვიღაცას გაუკეთეს თურმე ეგ გაუტკივარება და ჭინთვებს ვეღარ გრძნობდაო მითხრეს და ისევ საკეისროზე გააცუნცულესო :/// |
Posted by: Tess 25 Feb 2019, 16:21 |
inertiacreeps11 ჩათვალე რომ იშვიათი შემთხვევა მოხდა, სავარაუდოდ არასდტანდარტული რეაქცია ქონდა ანესთეზიაზე ამ გოგოს ორგანიზმს. მაგალითად საკეისროს გართულების რაღაც დაბალი პროცენტი ხომ არსებობს, დაახლოებით ეგეთი შემთხვევა იქნებოდა. ძალიან ემოციური ხარ როგორც ვხვდები პოსტებიდან და ასეთი რისკი მინიმალურია, ნუ ღელავ |
Posted by: s@likun@ 25 Feb 2019, 16:24 | ||
2017 წლის თემას ვკითხულობ და ორმა დაწერა ჭინთვებზეც დამიმატესო )) ნუ უმეტესობა არ გიმატებს იმიტომ რომ მერე უFრო რთული სამართავიაო არადა წესით პირიქით უნდა იყოს )) პანიკაშI როცა არ არის მშობიარე ის უFრო კარგად მოუსმენს მეანს |
Posted by: Tess 25 Feb 2019, 16:31 |
s@likun@ ზოგადად ეგ მირებული პრაქტიკაა, მაგალითან ლონდონში გააჩინა მეგობარმა და დეტალურად მოვაყოლე. სრული პროცესის მანძილზე გაქვს გაუტკივარება და პლტით მართავ შენ თითონ. ჩვენთან კიდევ რამდენიმე წელი ჭირდება მაგის დამკვიდრებას , თორე რა თქმა უნდა გაბედავს ადრე თუ გვიან რომელიმე მეანი. ხომ არ გახსოვს სად იმშობიარა იმ 2-მა? სიამოვნებით მივაკითხავდი. ექიმის პასუხიმგებლობა მეტია უბრალოდ, პაციენტი რომ ვერ გრძნობს და მაგ პროცეს და ჯერ არ ირთულებენ ცხოვრებას ასე. |
Posted by: teklikie 25 Feb 2019, 16:36 |
makarena მაგ საწოლის ყიდვას ვაპირებ თუმცა საბაში რომ გავიარე 250 ად და 270 ად ზუსტად ასეთები იყო ბევრნაირი სხვადასხვა ფერებში და უფრო მომეწონა თითქოს საბაში ვიყიდი მიუხედავად იმისა რომ ეს მაღაზია სახლთან მაქვს |
Posted by: anuki-anuki1990 25 Feb 2019, 17:03 |
გოგოებო ვყიდი კლექსანს 0,4 იანს,დოზა შემიცვალა ექიმმა დიდ დოზაზე გადამიყვანა და შემრჩა 20 ცალი ტყუილად ნაყიდი ნაყიდი მაქვს ჯიპისიში შენახვის პირობები და ვადა რა თქმა უნდა დაცულია რაოდენობა: 20 ცალი, ფასი 7 ლარი. |
Posted by: makarena 25 Feb 2019, 17:08 |
teklikie |
Posted by: Salomea2018 25 Feb 2019, 17:43 | ||||
უი არაა. თეთრი ხაზი რომ ქვია, მაგას ვიკეთებ და პირიქით, ღინღლებიღა ამოდის. თან მუქი არ მაქვს ბეწვი. მე3 თვე დაიწყო და ეხლა გავიკეთებ. Intertiacreeps მე ვაპირებ ბუნებრივად, თუ ნევროლოგმა დამრთო ნება, რადგან ნაოპერაციები მაქვს ხერხემალი. მიუხედავად ჩემი ხერხემლისა, მაინც ვაპირებ გაუტკივარებას. ეგ საკითხი გარკვეული მაქვს და დასაშვებია ჩვეულებრივ. ჭინთვებზე მაინც დაგჭირდება მეანის მიხმარება, რაც არ უნდა გრძნობდე ყველაფერს, პირველი მშობიარობაა და რაც მეტად დაუჯერებ მაგ დროს ექიმს, მით უკეთესი. ჩემი და სულ მაგას ამბობს, მე რომ პანიკას ავყოლოდი და არ მივყოლოდი ექიმს, ჩახევებით და ნაკერებით დავამთავრებდიო. თუ შენი თავის იმედი არ გაქვს, ჯობია მოითხოვო საკეისრო. |
Posted by: moazrovne13 25 Feb 2019, 18:28 |
გოგოებო, მშვიდობიან ორსულობას გისურვებთ ყველას <3 ერთი შეკითხვა მაქვს, დაახლ. 1 თვის ორსული ვარ, სამშაბათს ექომ 3 კვირა მითხრა, პატარა წერტილი გამოჩნდა. შემდეგ პროგესტერონის ანალიზი გავიკეთე და მაქვს დაბალი (7.4 როცა 16-49 უნდა იყოს). ერთი კვირაა თითქმის ვწევარ, დღეს სისხლიანი გამონადენი შევამჩნიე ოღონდ ძალიან ცოტა. ჰორმონების დალევა ამ ვადაზე არ მინდა, ბევრი გვერდითი მოვლენა აქვსო და მეშინია, ნაყოფი არ დავაზიანო. ჰოდა, გქონიათ ვინმეს სისხლიანი გამონადენი დაბალი პროგესტერონის ფონზე და ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა? |
Posted by: mariami2525 25 Feb 2019, 18:35 |
moazrovne13 მე მქონდა დაბალი პროგესტერონი და რაც პირველი ექიმმა დამინიშნა ეგ იყო...შემანარჩუნებელი ჰორმონია და უნდა დალიო ბევრს უნიშნავენ |
Posted by: moazrovne13 25 Feb 2019, 18:37 | ||
დამსვა და ამიხსნა, რომ ბევრი უკუჩვენება აქვს, ეგეც მითხრა ნახევარი საქართველო სვამსო. მაგრამ ძალიან პატარა ვადაა და ამ ვადაზე შენ უნდა გადაწყვიტო თუ დალევო. იმიტომ რომ დიდი რისკიაო. ძალიან ბევრი რამე წავიკითხე და გადავწყვიტე, რომ ჰორმონი არ დავლიო, იმედი მქონდა რომ აიწევდა თავისით და დღეს შემაშინა სისხლმა ოთხშაბათს მიწევს განმეორებითი ანალიზი პროგესტერონზე |
Posted by: Salomea2018 25 Feb 2019, 19:46 |
რა უკუჩბენება აქვსო? ოვულაციიდან მოყოლებული ვიკეთებდი პროგესტერონს ვაგინალურად რომ შემენარჩუნებინა. მანამდე 2 მომეშალა მაგის გამო. არ გაშინებ მაჰრამ აქ უმრავლესობას მიგვიღია და მაშ ინ ვიტროებმა რა თქვან, ჩვენთან შედარებით ცხენის დოზას იღებენ და ჯანმრთელი ბავშვების დედები არიან. პროგესტერონი მეეჭვება თავისით ავიდეს მაღლა, თი ზოგადად ნაკლებობა გაქვს. მე შენს ადგილას მივიღებდი და შევინარჩუნებდი. პირველი რომ მომეშალა 600 ვიკეთებდი და მაიმც არ მეშველა. უკვე გვიან იყო. მაგრამ სანანებელი მაომც არ მაქვს უმოქმედობა. შენი გადასაწყვეტია.მიკიბ კ9კიბვა არ მიყბლვარს და გეტყვი რომ დაბალი პროგის ფონზე გამონადენი ჩემს შემთხვევაში არც ერთხელ არ დასრულდა კარგად. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ. |
Posted by: natiacr7 25 Feb 2019, 19:53 |
რომელ ჰორმონზეა საუბარი? მე დუფასტონს ვსვამდი შენარჩუნებაზე. ოდნავ გამონადენი კი არა იმდენი მქონდა გახსენებაც არ მინდა. |
Posted by: Nankusi 25 Feb 2019, 19:53 | ||||
ჩაჩავაში მეც იგივეს მეუბნებოდა ჩემი ექიმი,რომ პატარა ვადაზე რისკი იყო და მე უნდა გადამეწყვიტა მიღება,თუმცა სხვა ექიმმა ორსულობის დადასტურებამდე დამინიშნა პროგესტერონი.ვერ გაივებ რა...არადა მეც ძალიან მეფიქრება ამ საკითხზე,სულ ვკითხულობდი საიტებზეც მაგრამ დაბალ პროგესტერონზე უფრო წერია რამდენად საშიშია და მაღალი რას იწვევს ეგ ვერსად წავიკითხე. |
Posted by: Salomea2018 25 Feb 2019, 19:57 |
არც ერთი სერიოზული მეცნიერული კვლევა არ დაიდო რომ მეც დავფიქრდე, იქმებ არ ღირსთქო მაგრამ არგუმენტი ვერ ვნახე ვერაფერი. ჩემი ბავშვი სრულიად ჯანმრთელი და კარჰად განვითარებულია. არც მე დამმართნია რამე. პირველი მოშკიდან მოყოლებული ყოველ თვე პროგესტერონს ვიღებდი. დუფასტონი იგივე ოროგესტერონიაnatiacr7 კი გიზის ახლა მუცელში ბამბაოზი გოგო, ჯანმრთელი რაც მთავარია. იმ ვიტროების გაზრდილი ბავშვები მინახავს, არაგერი ჭირთ რავიცი ამ "გვერდითი მობლენების გამო". |
Posted by: Nankusi 25 Feb 2019, 20:06 |
დღეს სულ სხვა ექიმთან ვიყავი,აღრიცხვაზე მინდა დავდგე და შესაბამის კლინიკას მივმართე,რომ გაიგო რეაფემს(პროგესტერონის) ვიღებდი 4-5კვირიდან, გადაირია))რატო ნიშნავენო ამდენს 200იანი საკმარისია და 12კვირამდე ეს სისხლში მაინც არ შეიწოვება ანალიზებსაც სულ ტყუილად აბარებდიო.მერე ჩავეძიე თუ არ შეიწოვება დასაწყისში 17მქონდა ქვედა ზღვარზე და კეთება რომ დავიწყე 30-40ზე ავიდათქო. ეგ შენ ბუნებრივმა პროგესტერონმა მოიმატაო. მოხსენი ზედმეტობა და მარტო 200გაიკეთეო მე კი ვიცი რომ უცბათ დიდი დოზის დაკლება ან შეწყვეტაც არ შეიძლება ჰორმონია მაინც.მოკლედ აღარ ვიცი რა ვქნა. ორივე ცნობილი ექიმია ვინც ამტკიცებს რომ ავნებს და ვინც ამბობს რომ არაფერია |
Posted by: Salomea2018 25 Feb 2019, 20:18 |
17 არ არის დაბალი და თუ მანამდე არ გქონია პროგეატერონის პრობელმა, 200ზე მეტი არც გჭირდება, ან თუ მაგის გამო მოშლა არასდროს გქონია. არ ვიცი შენი ისტორია. ვისაც პრობლემა აქვს, მაგალითად მე, 1.5ზე ზემოთ როდესაც არ ამდიოდა პროგი, 200იანი რას მიშველის. 3 თვე ზედიზედ თვეში ორჯერ ვაბარებდი და ყველაზე მეტი 1.5 მქონდა. ანუ ორგანიზმი არ გამოიმუშავებს ბუმებრივად და ანუ გამოდის რომ ვერასოდეს ორსულობას ვერ შევინარჩუნებ. თორე, ვისაც არ გაქვთ მსგავსი პრობლემა და უპრობლემოდ ორსულდებით და მოშლები არ გაქვთ, არც გჭირდებათ ზედმეტი ჰორმომები და არც მე ვამტკიცებ რომ უნდა მიიღოთ უეჭველი. |
Posted by: natiacr7 25 Feb 2019, 20:33 |
მოკლედ ვერ გაიგებ ვერაფერს. თან რომ შენ გაწყვეტინებენ ექიმები. * * * Salomea2018 ეხლა ამ ჩემს ბუმბერაზ გოგოს ვაკვირდები რამეს ხომ არ აპირებს დღეს. მთელი დღეა უცნაურად ვარ. თითქოს ვშუპდები ეხლა ქვემოთ მწიწკნის , წეღან წელი ლამის გამიშეშდა. ვზივარ შეშინებული და ვაკვირდები. არადა მინდა თებერვალს გადააცილოს და მარტში დაიბადოს. |
Posted by: Salomea2018 25 Feb 2019, 20:38 |
საცობი ხოარ ჩამოგეშალა უკვე? მთავარია მშვიდობით მობრძანდეს. ნუ გეშინია. მიგხედავენ ექიმები როგორც საჭიროა, თუ რამე ქნა რა თქმა უნდა. იქნება გადაიღალე? ბევრი ხოარ იარე? |
Posted by: Lucifurr 25 Feb 2019, 20:43 |
მე საერთოდ არ მქონდა პროგის ნაკლებობა მაგრამ მაინც გამაკეთებინა. თავიდან წავეხმაროთ, არაფერი უჭირსო. როცა ხედავს რომ ნაკლებობა აქვს ამ გოგოს, რატომ არ დაუნიშნავს შესაბამის მკურნალობას, რატომ აგდებს საფრთხის ქვეშ ნაყოფს ვერ ვხვდები. ზოგი ექიმი მგონი ან დალაგებული ვერაა ან ძალიან გულგრილები არიან. პაციენტი მოდის შენთან, გენდობა და შენ არჩევანის უფლებას უტოვებ და პასუხისმგებლობას იხსნი, რავიცი. მე არ ვენდობოდი ექიმს რომელიც წამალზე მე მეტყოდა ან გაიკეთე ან არაო ფორუმზე უფრო შეგვტკივა მგონი ერთმანეთის ორსულობაზე გული ვიდრე ამ დებილ ექიმებს თავიანთ პაციენტებზე :@ გამებრაზა და ბოდიში ემოციურობისთვის. |
Posted by: moazrovne13 25 Feb 2019, 20:46 | ||
ჩაჩავაში დავდივარ მეც. საბოლოოდ სხვასთან გადახვედი და იღებ ამ ჰორმონს ანუ? 12 კვირამდე არ შეიწოვება რას ნიშნავს, აბა ტყუილად ნიშნავენ? სისხლიანი გამონადენი გქონდა? ყველას მადლობა გამოხმაურებისთვის |
Posted by: Lucifurr 25 Feb 2019, 20:46 |
აუ ესე მალე უნდა ვიღლებოდე? სახლის გამოგვა-გამოწმენდა, საჭმლის გაკეთება და უკვე აღარაფრის თავი აღარ მაქვს ხოლმე და თან ჭიპი ისე მეჭიმებაა გეგონება დენს გირტყამენო. ნორმალურია ეს ამბავი? |
Posted by: natiacr7 25 Feb 2019, 20:47 | ||
კი დღეს კი ვიარე მაგრამ დილიდან უცნაურად ვარ. ეს საცობი ვერ გავიგე როგორ უნდა გავიგო. მე სოკოს და ტრიხამონას გამო გამონადენი ისედაც მაქვს და ვერ ვხვდები. |
Posted by: Lucifurr 25 Feb 2019, 20:48 |
moazrovne13 ვაგინალურად ვიკეთებდი მე და მშვენივრად შეიწოვებოდა. რას ქვია 12 კვირამდე არ შეიწოვება 12 კვირამდეა საჭირო მიხმარება ზუსტად. |
Posted by: Salomea2018 25 Feb 2019, 20:48 |
ხოო აქ ადრე წერდა ერთი გოგო, ექიმმა მითხრა, წამლით შენარჩუნებული ბავშვი რათ გინდაო თუ არ მინდაო. შინაარსი დაახლოებით ეგეთი იყო... ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ წამლით შენარჩუნებული მირჩევია ჩემს სიცოცხლეს არ დაბადებულიც კი. როგორც ამბობენ მოვარდისფრო დიდი მასაა შედარებით. ზუსტად არ ვიცი, მაჰრამ ყველა წერდა მიხვდებითო. |
Posted by: moazrovne13 25 Feb 2019, 20:50 | ||
ჩემთვის პირველი ორსულობაა და საერთოდ აღარ ვეკუთვნი ჩემს თავს. უპრობლემოდ კი დავრჩი, მაგრამ ამ პროგესტერონის ამბავმა საერთოდ გამაგიჟა. |
Posted by: natiacr7 25 Feb 2019, 20:52 | ||
წამლით შენარჩუნებული ბავშვი რას ქვია ვერ გავიგე. თუ საჭიროა ცოტა წაშველება რატომაც არა მითუმეტეს ნაყოფს თუ არ ვნებს. ზოგადად დღეს არ უყვართ ბევრი წამლები მაგრამ რაც საჭიროა ალბათ უნდა დანიშნონ აუცილებლად. მე წამლის ფონზეც კი მქონდა სისხლიანი გამონადენი თან 2 აბი დღეში არ მყოფნიდა აშკარად და მერე დღეში 4 ს ვსვამდი. პლიუს წოლა. არც წოლითის დანიშვნა არ უყვართ. მოსვენებაო გეტყვიან მაგრამ ეს წოლითს არ ნიშნავსო არადა ამ დროს წოლა გჭირდება. * * *
ვაკვირდები ჯერჯერობით სხვა ფერის არაფერი ყოფილა მარა ისე მექაჩება ქვემოთ. გადავიდეს ერთი მარტში რაა.თებერვალი არ მიყვარს. დღეს მეგონა მთელი სახე ისე შემიშუპდა რომ გავსკდებოდი |
Posted by: moazrovne13 25 Feb 2019, 20:58 | ||
ეგრე ვარ უკვე, საერთოდ დამეკარგა ნდობა, არადა ძალიან გამოცდილი და ბევრისთვის საყვარელი ექიმია. ეხლა ჯერ ეხოზე უნდა ვნახო, თუა ადგილზე ისევ? ისე რა აზრი აქ პროგესტერონის ანალიზის გაკეთებას. |
Posted by: Salomea2018 25 Feb 2019, 21:03 |
რა ფერის სისხლი გქონდა და რამდენი? პაკეტი დაგჭირდა? ან ყრუ ტკივილები ხოარ გქონდა წელის ან მუცლის? თუ უპრობლემოდ დადგა ორსულობა, იქნებ ადრრ გაიკეთე ანალიზი და აიწია? გადაცდრნამდე გაიკეთე? |
Posted by: moazrovne13 25 Feb 2019, 21:07 | ||
არა, პაკეტი არა. ძალიან ცოტა მქონდა სისხლი, თხელი მოწითალო. ყავისფერი შედედებულივით არ ყოფილა. ტკივილები საერთოდ არ მაქვს. სამშაბათს გამოჩნდა ექოზე პატარა წერტილი და 3 კვირა დამიწერა ტატიშვილმა, მეორე დღეს გავიკეთე პროგესტერონის ანალიზი. შეიძლება ძალიან ადრეა და ტყუილად ავტეხეთ პანიკა? თუ ხავსს ვეჭიდები? |
Posted by: Salomea2018 25 Feb 2019, 21:12 |
რა გითხრა აბა. გადამოწმება ჭირდება. რაც უფრო პროგრესირებს ორსულობა, იმატებს ჰორმონიც. მე ოვულაციიდან მე9 დღეს მქონდა 16 და 400 ვიკეთებდი ლუთეინას.16 რო დავინახე, თვალებს არ ვუჯერებდი. მეგონა 1.6 იყო |
Posted by: moazrovne13 25 Feb 2019, 21:15 | ||
მადლობა, იმედია მშვიდობა გვექნება ყველას. მეც გეტყვით რას გავარკვევ, იმედს არ ვკარგავ. თუ არ იქნება აწეული და ორსულობა გრძელდება, ალბათ სხვა ექიმთან მივალ და წამალსაც გადავწყვეტ. |
Posted by: Nankusi 25 Feb 2019, 21:15 |
წინაზე 12 მქონდა და მომეშალა.მის მერე სულ ვაკონტროლებ.წარმოიდგინე ექიმი 2კვირაში მიბარებს ანალიზზე და და მე ყოველ მესამე დღეს ვაბარებდი, რომ ნორმიდან არ გადასულიყო ,ახლაც ვცდილობ 10დღეს არ გადავაცილო განმეორება და დღეს ეს ჩემი ახალი ექიმი მეუბნება რომ თურმე სულ ტყუილად ვიკეთებდი ანალიზს,12კვირამდე სისხლში არ შეიწოვება |
Posted by: natiacr7 25 Feb 2019, 21:16 |
Moazrovne13 ეგ სისხლი შეიძლება იყოს მიმაგრების და გადაგიაროს რამდენიმე დღეში მაგრამ ხომ არ ჯობია კიდე სხვასთანაც გადაამოწმო ექიმი რას გეტყვის თვითონ აბა თუ დაგინიშნავს მაინც რამეს პრევენციისთვის. |
Posted by: moazrovne13 25 Feb 2019, 21:18 | ||
ჰო, ეგრე ვაპირებ. თუ უკვე არ მორჩა ყველაფერი |
Posted by: natiacr7 25 Feb 2019, 21:18 | ||||
მეც ჩაჩავაში დავდივარ და დაჟე 20 კვირამდე ვსვი დუფასტონი. სანთელს აბები მერჩივნა. ან ლუთეინა უნდა მეკეთებინა ან დუფასტონი მესვა. * * *
არ ინერვიულო და ცუდზე არ იფიქრო. მე მქონდა 8 კვირიდან სასწაული ამბები მაგრამ ბავშვი კარგად იყო. ჩვეულებრივი დენები მქონდა. 3 კვირიდან ვისაც ააქვს ჩემს თანამშრომელს ქონდა მერე სვა რაღაც და გადაუარა. მე მქონდა თავიდან ყავისფერი გამონადენი მაგრამ არ მეგონა ორსულად რომ ვიყავი და არ მივაქციე ყურადღება ვიფიქრე ციკლი მეწყებათქო და რამდენიმე დღეში სულ გაქრა * * * ანუ ეგ იყო მიმაგრების. მაგრამ 8 კვირიდან უკვე კოშმარში ვცხოვრობდი კოლტებით მომდიოდა და ყოველ წუთს ვიყავი ეხოსკოპიაზე. სულ ველოდებოდი რომ იტტოდნენ შეწყვეტილი ორსულობა მაგრამ როგორც ჩანს კარგად იყო მიმაგრებული და პლაცენტა არ გამოყვა დენების დროს. ამიტომ არ ინერვიულო საერთოდ მაგაზე. თავიდან ცოტ ცოტა იცის ისედაც |
Posted by: moazrovne13 25 Feb 2019, 21:26 | ||||||
მადლობა დიდი <3, იმედია მეც წარმატების ისტორიას დავწერ მალე და ჩემსავით გზააბნეულებს დაამშვიდებს როდესმე ) |
Posted by: natiacr7 25 Feb 2019, 21:31 |
რა მადლობა. ცუდზე არ იფიქრო მაგრამ სხვა ექიმთან გაიარე კონსულტაცია მაინც. რავიცი მე ასე მოვიქცეოდი. მაგიტო მაინც ვარ ბედნიერი ორსულობის ამბავი თვენახევრის მერე რომ გავიგე თორე ალბათ მეც პანიკაში ვიქნებოდი. და ეხალ აღმოჩნდა რომ ციკლი რომ მქონდა მაშინ ვყოფილვარ ორსულად უკვე. |
Posted by: magi_ 25 Feb 2019, 21:31 |
moazrovne13 მე მქონდა გამონადენი მაგ ვადაზე სადღაც ერთI კვირა. რამდენიმე დღეში უნდა შEეწყდეს წესით. დააკვირდი გამონადენის ფერს და რაოდენობას. მიმაგრების დროსაც იცის სისხლი, მთავარია არ ინერვიულო. ნუ ანალიზები კი მეწყობრში მქონდა მე. რის გამო დამემართA არ ვიცი. |
Posted by: natiacr7 25 Feb 2019, 21:33 |
აუცილებლად წარმატებულად დასრულდება ყველაფერი. ჩემს ირგვლივ ყველას ქონდა ეგეთი გამონადენი თავიდან. მეც მქონდა მაგრამ მე არ ვიცოდი ორსულად თუ ვიყავი. არ ინერვიულო. მაგრამ ვიცი ალბათ ჩაშტერებული აკვირდები ალბათ რამე ხომ არ გამოგივიდა. დამანერვოზა მერე რომ გავიგე ორსულობის ამბავი. |
Posted by: Nankusi 25 Feb 2019, 21:36 | ||
ზუსტად მივხდი რომ ჩაჩავაში გეტყოდნენ იმიტომ რომ ნაცნობი სიტყვებით გადმოეცი,პირდაპირ გეტყვი ექიმსაც, ლია ფანჩულიძე გეტყოდა)) რაც შეეხება გამონადენს გააჩნია როგორი გაქვს,შეიძლება პოლიპი იყოს,შეიძლება ინპლანტაციის იყოს ანუ ღრუში როცა ემაგრება კვერცხუჯრედი და შეიზლება მოშლის წინაპირობა იყოს. არ შეგეშინდეს წინასწაე მაგრამ მიდი ეხოზე.იმედია მშვიდობა გექნება❤️❤️❤️ 2018ში დავდიოდი ჩაჩავაში. გამონადენი მქონდა.პროგ 12მქონდა და ექიმმა ისეთი ლაპარაკი დამიწყო გაიდლაინებით რომ შემეშინდა მიღება.რათ გინდა მაინც ჰორმონია ბევრ გადახრებს იწვევს ნაყოფშიო და შენ გადაწყვიტეო,მაშინ აზრზე არ ვიყავი ხოდა როგორც მირჩია დავეთანხმე.ისიც მითხრა რომ 12კვირის რომ ვიყო მერე უპრობლემოდ დამინიშნავდა არადა 12მდეა ეს ჰორმონი მნიშვნელოვანი. მერე გადავედი სხვა ექიმთან რომელიც რეპროდუქტოლოგია და რავიცი მგონი როგორც ფოლის მჟავას ისე უნიშნავს პროგესტერონსაც. უპრობლემოდ დავრჩი ორსულად არანაირი ჩარევა დახმარებები არ დამჭირდა,გავიკეთე ანალიზი და პროგ 17-ია.დამინიშნა 200მგ 3ჯერ,მაგრამ ჩემისით სულ ანალიზს ვიკეთებ ნორმას არ აცდეს.დღეს კი მესამე ექიმი მეუბნება რომ არ შეიძლება 12კვირამდე მიღება თან ამხელა დოზის თან ანალიზს აზრი არ ჰქონდა, არაფრის მთქმელია , სისხლში არ შეიწოვება ანუ რასაც დამატებით იკეთებ ის არ გამოჩნდება.ის პროგ ჩანს რაც ბუნებრივიაო |
Posted by: natiacr7 25 Feb 2019, 21:43 |
Nankusi არადა აშკარად საჭიროა ეგ ჰორმონი. მეც ვსვამდი ხათუნა შაიშმელაშვილთან დავდივარ და თავის დაზღვევის მიზნით 20 კვირის ჩათვლით დამალევინა.არასოდეს არ უთქვამს რომ არ შეიძლება ან რამეს იწვევს. ჯერ დიდი დოზებით დაიწყო და მერე ამცირებდა დოზებს და 20 კვირაზე შემიწყვიტა. შეიძლება მაგისნგარეშეც გამექაჩა მაგრამ არ გარისკა მაინც |
Posted by: tinatinny 25 Feb 2019, 21:49 |
მე პირველი მოშლა მქონდა მე5 კვირაზე, წავედი რეპროდუქტოლოგთან.არც აუღია ანალიზი, ისე დამინიშნა დუფასტონი, ყოველ თვე ვსვამდი, მე16დან 25ე დღემდე. როცა დავფეხმძიმდი, მითხრა, გააგრძელეო, დღეში 2 აბი. 10 კვირამდე ვსვი, აღრიცხვის ექიმმა აღარ გინდაო,მაგრამ რაც დარაცენილი მქონდა, მაინც დავლიე. ეტყობა, ექიმებშიც აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ ბევრი სვამს,ვიცი.ჩემი დისვილიც სვამდა და ჯანმრთელი შვილი ჰყავს 7 წლისაა უკვე. ინტერნეტშიც ვეძებე, რუსულ ფორუმებზეც იყვნენ მოწინააღმდეგეები, მაგრამ უმრავლესობა წერს, რომ სვამდა და არანაირი უკუჩვენება არ გამოუწვევია. საინტერესო იქნება, რამე კვლევა თუ არსებობს, მონაცემების გაცნობა |
Posted by: Nankusi 25 Feb 2019, 21:53 | ||
natiacr7 ამ ორსულობაზე დაზღვევის მიზნით დავიწყე მიღება.თორე შეიძლება 17რომ მქონდა თავისითაც აწეულიყო,მაგრამ ცდას ვერ ჩავატარებდი ხოდა გადავწყვიტე მიმეღო * * *
რეპროდუქტოლოგები ანალიზის პასუხს კი არა ოვულაციიდან უკე უნიშნავენ პროგესტერონს,თუ ფოლიკულის მონიტორინგი ხდება და ელოდებიან ორსულობას |
Posted by: google1 25 Feb 2019, 21:59 |
moazrovne13 როცა ანალიზით ნაკლებობა დგინდება, წამლის მიღებაზე ექიმმა უარი რა მიზეზით უნდა თქვას არ მესმის. სად ნახა ან წაიკითხა, რომ ორსულობისას ჰორმონის მიწოდება ცუდ რამეებს იწვევს? სასურველი არცერთი წამალი არ არის, მაგრამ როცა საჭიროა, რატომ არ ნიშნავს. აბა ინვიტროებმა რა ვთქვათ, 600 დოზა + პროგესტერონის ნემსებს ვიკეთებდი, მეთიპრედს ვსვამდი, 9 თვე კლექსანი ვიკეთე. Salomea2018 მეც მახსოვს, წამლებით შენარჩუნებული ბავშვი არ მინდაო ექიმმა რომ უთხრა, მაშინაც ავღშფოთდი მახსოვს მოვიდეს და მითხრას ვინმემ ჩემს ბუთქუჩაზე, წამლით შენარჩუნებული რად გინდაო |
Posted by: natiacr7 25 Feb 2019, 21:59 |
მე სხვათაშორის დაბალი არ მქონია მაგრამ მაინც არ გარისკეს და დამინიშნეს. ნუ ისეთი მდგომარეობა მქონდა რამე უნდა ექნათ. მეც მშვიდად ვიყავი რომ ვსვამდი რაღაცას იცი. ეგ კი არა ის ვერ მომინელებია თეთეი გამონადენი დამეწყო და ბათუმში მივედი ექიმთან მინიშნავდა ამ გამონადენზე რაღაცას და არ გავიკეთე მერე მომიმატა და მომიმატა. ეხლა სულ მაგაზე ვფიქრობ ის რომ გამეკეთებინა რაც იმ ექიმმა მითხრა ეხლა არხ სოკო მექნებოდა და არც ტრიხამონათქო |
Posted by: Nankusi 25 Feb 2019, 22:01 |
გოგოებო ეგრევე მოხსნაც არაა კარგი და როგორი ინტერვალით შეამცირეთ ვინც იღებდით პროგესტერონს |
Posted by: sesilia28 25 Feb 2019, 22:01 |
პტოგესტერონის თავისით აწევა 9-10 კვირამდე არ გამიგია, პლაცენტა იწყებს მერე გამომუშავებას. პირიქით დაბლა ვარდება ხოლმე უცებ. მაპატიეთ მაგრამ ზოგი ექიმი ძალიან ხისთაიანია რა, რა ჯობია წამლის ნაკლებობით შეწყვეტილი ორსულობა თუ წამლოს მიღება? არანაკლები სტრესია ორგანიზმისთვის შეწყვეტა, ყველა ჰორმონი თავდაყირა დგება. |
Posted by: natiacr7 25 Feb 2019, 22:07 | ||
მე ჯერ 4 ს ვსვამდი. მერე 2 ს . თუ ზუსტად მახსოვს ოღონდ. ერთიანად არ გაუწყვეტია ეგ ვიცი. 4 დან რამდენზე ჩამოვიდა არ მახსოვს მგონი 2 ზე |
Posted by: Nankusi 25 Feb 2019, 22:07 | ||
აუ გამონადენი მეც დამეწყო მავრამ მგონია პროგ სანთლებს რომ ვიკეთებ ისაა. ტრიხამონა და ქლამიდია და ეგეთები გადამოწმებული კი მაქვს |
Posted by: moazrovne13 25 Feb 2019, 22:07 | ||||
სხვათაშორის სხვამ მითხრა და ყველა თუ ერთი ტექსტით ლაპარაკობს, საერთოდ ვეღარ დავუჯერებ მაგ ექიმს :/
ყველაფერს დავლევ, რაც საჭირო იქნება, მაგრამ მართლა ისეთი რამეები მითხრა, არანაირი სურვილი არ გამჩენია წამლის მიღების. |
Posted by: google1 25 Feb 2019, 22:11 | ||
moazrovne13
იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გექნება. სხვა ექიმთან მიდი და თუ დაგინიშნავს, შენ მაგაზე არ იდარდო. ათიდან ცხრას მიღებული გვაქვს ეგ წამლები. |
Posted by: tinatinny 25 Feb 2019, 22:17 |
გოგოებო, ახლა მაქვს ოდნავ მოყვითალო მცირე რაოდენობის გამონადენი და ავიღო ნაცხის ანალიზი? თუ ნორმალურია? მე როგორც წავიკითხე, გამჭვირვალე ან მოთეთრო უნდა იყოს. 13 კვირის ვარ |
Posted by: natiacr7 25 Feb 2019, 22:19 | ||||||
სანამ ორსულად დავრჩებოსი ვიმკურნალე კარგად. მერე ჰისტეროსკოპია და ლაპარასკოპია გავიკეთე და ვიყავი არხეინად. რომ დავრჩი ორსულად მერე დამეწყო. ეგრევე არ მქონია სოკო მერე ნელნელა დამემართა. ალბათ წყლიდან. მერე ვითომ გადადუღებული წყალი და გვირილას ვიყენებდი თან სანთელი დამინიშნა მაგრამ ვერ უშველა რა. ანტიბიოტიკი უნდა და მერე მივხედავ * * *
ექიმი იტყვის თუ ჩათვალა საჭიროდ. |
Posted by: mariami2525 25 Feb 2019, 22:30 |
გოგოებო მე ვიცი რომ პროგესტერონი შეიძლება კარგი გქონდეს მაგრამ უცებ დაეცეს ორსულობამდე ვსვავდი იმიტო რომ მენსტრუაცია დუფასტონის გარეშე არ მომდიოდა საერთოდ და მაგ თვეში ორი ფოლეკულა გამისკდა ორივე მიემაგრა მგონია რომ მაგ ჰორმონს ვიღებდი მაგის გამო ვლოცავ რასაც ქვია...მერე დამეწყო მუცლის ტკივილები როგორც მოსვლის დროს და ველოდებოდი 5დღE მენსტრუაციას (გადაცდენამდე გავიგე ორსულობაზე 3დღით ადრე) რო აღარ მომივიდა ტესტი გავიკეთე რა ეგრევე პროგესტერონის კეთება დავიწყე და მაგით შევინარჩუნე ოროვე ნაყოფი სულ მეგონა ტუალეტში შესვლისას რომ სისხლს დავინახავდი მაგრამ კი მოვედი აქამდე პროგესტერონის დახმარებით |
Posted by: *Artless* 25 Feb 2019, 22:39 | ||
ბოლო თვეებში ხარ, ხო? |
Posted by: inertiacreeps11 25 Feb 2019, 22:47 |
როგორ ფიქრობთ, ვარჯიშები და ზედმეტო აქტიურობა ეხმარება იმაში, რომ ადვილად მოხდეს მშობიარობა?? ზოგი ამბობს არ შველისო, ზოგი შველისო. ვეღარ მივხვდი... |
Posted by: tinatinny 25 Feb 2019, 22:55 |
კი, როგორ არ შველის.სიამოვნებით ვივლიდი ვარჯიშზე, მაგრამ თბილისში არ ვარ |
Posted by: Liliko1 25 Feb 2019, 23:02 |
მე პირადად ფოსტის ცხენივით ან სულ ქალაქში დავჯლიგინებ ან თუ სახლში ვარ სულ ჩქარ მოძრაობაში ვარ, ხანსულ მავიქყდება მუცელი რო მაქვს და კიდე ვარჯიში მგონი აგარ მჭირდება) არც წელი მტკივა არც არაფერი.. ხან ვფიქრობ რაიმე მინც ამტკივდეს რო დისკომფორტი ვიგრძნო |
Posted by: tinatinny 25 Feb 2019, 23:15 |
მეც ისე ჩქარჩწარა დავდივარ, განსაკუთრებით დილით, სამსახურში რო ვაგვიანებ. მერე მახსენდება,რომ არსულად ვარ და სირბილით არ ვიარო |
Posted by: inertiacreeps11 25 Feb 2019, 23:16 |
ვახ, მე კიდე უკვე ინვალიდი ვარ ჩვეულებრივად :დდდ * * * 16კვირამდე ვიყავი პეპელასავით, მერე #####დი თანდათან :დ * * * უიმე, არ მიცენზურია და ასე რატომ ქნა:დდდდდ |
Posted by: makarena 25 Feb 2019, 23:28 |
moazrovne13 პროგესტერონი იმათ არ უნდათ ვისაც არც დენები აქვს და არც მოშლები. მე არგამიკეთებია პროგის აბები მაგალითად, არც გამიზომია პროგესტერონი, პირველი ორსულობა იყო, დენებიც არ მქონდა. შესაბამისად კი ვარ 17 კვირის. ვისაც ჭირდება იმან უნდა მიიღოს ნამდვილად. უბრალოდ ზოგი არც იზომავს არაფერი, გაიგებს ორსულადაა და ეგრევე პროგის აბებზე ჯდება. ეგ არის არასწორი. შენ თუ იცი რომ დაბალი ვაქვს და ეხლა გამონადენი ნახე, ჩემი რჩევაა ექიმთან მიხვიდე აუცილებლად, დაგინიშნავს პროგესტერონს * * * inertiacreeps11 ტ ყ ერთად სასაც ხედავს, იქ ადიეზებს |
Posted by: Nankusi 25 Feb 2019, 23:35 |
გოგოებო მე-12კვირის ეხო მიწევს და ისე ვნერვიულობ წინასწარ მაინც რაღაცნაირად განვიცდი თან ორგან ჩავეწერე ეხოზე ერთის ნათქვამი მგონია რომ უნდა გადავამოწმო აქაც ისეთები წამიკოთხია ზოგს რა უთხრეს ზოგს რა განსაკუთრებით კისრის ნაოჭზეა ხოლმე აქცენტი.თქვენ გქონიათ მსგავსი გაუგებრობა? ანუ იმიტომ გეკითხებით რომ რამდენად ხშირად ცდებიან.. ჩემ ექიმმა ზუსტად 12კვირაზე გაკეთება მირჩია ახალმა ექიმმა 11 დან და უკვე კი ვარ 11კვირის * * * ჯერ არ მივსულვარ და უკვე რეებზე ვფიქრობ |
Posted by: Lucifurr 25 Feb 2019, 23:46 |
makarena ყ და ლ ერთად თუა იქაცასე შვრება მშობიარობის მოგონებებში წყლები ყველგან გადიეზებულია ერთერთ თემაში |
Posted by: tinatinny 25 Feb 2019, 23:48 |
Nankusi არ ინერვიულო. მე ერთ ეხოზე 10.5 კვირაზე მითხრა, 2.6 იაო კისრის ნაოჭი, კი დაამატა, ამას უბრალოდ ჩემთვის ვინიაშნავო და ზუსტი არ არისო, მაგრამ ჩაწერა დასკვნაში და ექიმმა, ეს ახლა სრ უნდა ჩანდესო და რატომ ჩანსო. 12 კვირაზე ზუსტად გეტყვიო. შწვშინდი ეს რომ მითხრა, დავიწყე ინფრომაციის ძებნა, ვიფიქრე, რადგან ახლა ჩანს, ესე იგი, უფრო მწტი იქნებათქო 12ზე. მოვიძიე ინფრომაცია, აწაც მითხრეს გოგოებმა, რომ ჰქონიათ ეგეთი შემთხვევა და მერე ყველაფერი ნორმალურად იყო. 12 კვირაზე რომ მივედი, მართლაც წესრიგასი იყო 1.7, იმ დღესვე, შარიქაძეათან წავედი და მანაც იგივე მითხრა, თან თქვა, მე 3ზე მეტიც მომწონსო და ეგ საერთოდ რა გასაზომიაო. ანუ, გამოდის,ძალოან არ ამახვილება ამ კისრის ნაოჭზე ყურადღებას |
Posted by: Nankusi 26 Feb 2019, 00:02 |
9.6 კვირაზეც ვიყავი და 10.5 კვირაზეც.მე თითქმის კვირის შუალედს არ ვაკეთებ,მაგრამ მარტო გულისცემას, ემბრიონის ზომას და სანაყოფე პარკის ზომას მიწერს. tinatinny |
Posted by: magi_ 26 Feb 2019, 00:17 |
Nankusi სურათის ზემოთ სახლს შეგიძლია დააწკაპო და ნიკი თავისით დაითაგება. ხელით დაწერაზე აღარ შეწუხდები☺️ |
Posted by: Aniani1995 26 Feb 2019, 00:23 |
inertiacreeps11 აუ იმ დღეს რასაც მწერდი ჩემთანაც გაამართლა, გადავცდი 21 კვირას და დაიწყო მუცლის ჩანგრევები, წელის ტკივილი და სირბილი შარდზე ახლაც დავწექი დავიძინებთქო და აბაა თამაშობს და ისე ვარ მგონი მიწევს გათენება |
Posted by: inertiacreeps11 26 Feb 2019, 00:37 |
Aniani1995 29ს გადაცდე დაიცა:დდდ |
Posted by: mariami2525 26 Feb 2019, 00:41 |
makarena არც დენა მქონდა და არც მოშლა და ასევე პირველი ორსულობაა..ჩემ მეგობარი დაორსულდა 2თვის წინ და ექიმმა არც ანალიზი აუღო არაფერი გამოუშვა ფოლიუმის იმედად და დაეწყო დენა 1 კვირაში..მაშინ ექიმი უნდა გიკეთებდეს ანალიზს ეგრევე და ტუ საჭიროა უნდა გინიშნავდეს წამალს ყველამ ვიცით რა მოსაფრთხილებელია პირველი კვირები და მაქსიმალურაფ უნდა შევამციროთ რისკები...მე პროგესტერონის უარყოფითი გავლენა არ გამიგია არ ვიცი |
Posted by: Aniani1995 26 Feb 2019, 00:48 |
inertiacreeps11 შენიდან ვემზადები წინასწარ მაინც ვარ შემზდებული როდის რა მელის :დ ვემზადები ფსიქოლოგიურად |
Posted by: Nankusi 26 Feb 2019, 00:48 |
magi_ უი გაიხარეე მგონი გამოვიდა |
Posted by: Aniani1995 26 Feb 2019, 00:50 |
ორსულობა რომ გავიგე იმდენი ანალიზები გამაკეთებია ექიმმა 200 ლარზე მეტი გადავიხადე, შენახული მაქვს ანალიზსბის 10 ფურცელია. პროგესტერონიც დამინიშნა, ფოლიუმი თავისთავად და თავიდანვე გაკონტროლებული მქონდა ყველაფერი. ბევრი იძახის არაა საჭიროო მაგრამ თავი რომ დაიზღვიო მომავალში გართულებისგან ზუსტად საჭიროა თუნდაც 4 კვირაზე გაიკონტროლო ორგანიზმი |
Posted by: Nankusi 26 Feb 2019, 01:06 |
anuki-anuki1990 რამდენი მოგრჩენია რა ცუდია(( მე შემიძლია ავიღო მეც კლექსანს ვიკეთებ)) უკვე მიმთავრდება და ხვალ ვაპირებ განახლებას.მომწერე შენი ნომერი და დაგეკონტაქტები. 10 მარტამდე რაც მჭირდება იმდენს გამოგართმევ,მერე დაზღვევა მიგრძელდება და მინაზღაურდება ეგ ნემსიც. 1250 ლარი მქონდა ლიმიტი და 1.5 თვეში ამოვწურე იმდენი ეხოები და ანალიზები ვიკეთე,თავისთავად კლექსანიც |
Posted by: inertiacreeps11 26 Feb 2019, 01:15 |
აუ, ნაღვლისბუშტის სიმძიმე არავის გაწუხებთ?? :// დავიტანჯე... და კიდევ, ბრმა ნაწლავის ოპერაცია ვისაც გაქვთ გაკეთებული.... 20 წლის უკან გავიკეთე:დდდ და ახლა რომ იწელება ნაკერი მწიწკნის თითქოს და ნორმალურია? ხომარ გაიხსნება :დდდდდდ |
Posted by: mariami2525 26 Feb 2019, 01:20 |
Aniani1995 ეგრეც უნდა იყოს მაგრამ რა გიკვირს ხალხი ექიმთან არ მიდის გათხოვების მერე ელემენტარულად რო შეხედონ პრობლემა ხო არ აქვთ რამე..მე ისედაც სულ დავდიოდი ჰორმონალური დარღვევის გამო მაგრამ გათხოვების მერე შვილს არც ვაპირებდი პროსტა მივედი და უცებ მიკოპლაზმა გაქვსო გავგიჟდი ლამის მერე დავგუგლე და ისეთები ეწერა ნმკვდარშობადობაო დაბინძურებული სანაყოფე წყლებიო და ათასი სიგიჟე...რომ არ მემკურნალა მაგაზე და ორსულად დავრჩენილიყავი რავიცი რა მოხდებოდა..ჩემ მეგობარს აგერ აბორტი გაუკეთეს მე მაინც მგონია როცა შვილის გაჩენას აპირებ მომზადებული უნდა იყო და არჩეული გყავდეს გამოცდილი და სანდო გინეკოლოგი... |
Posted by: Salomea2018 26 Feb 2019, 08:49 |
Nankusi ზუსტად 12 კვირაზე ვიყავი მე აღრიცხვის უფასო ეხოზე ჰერაში, დამიწერა ნაოჭო 1.6.იმდენად ვნერვიულობდი ამ თემაზე, გადავამოწმე ახმეტელთან და 1.5 დამიწერა იმანაც. მას მერე სხვასთამ აღარ გადამიმოწმებია ჩემი უჟმურა ზურას დასკვნა. |
Posted by: makarena 26 Feb 2019, 09:41 | ||
mariami2525
არცერთი გაიდლაინით არაა პროგესტერონის ანალიზის გაკეთება ეგრევე და მაგიტო არ ნიშნავენ. თუ ჩვენება არაა რომ დაბალია პროგესტერონი, არ იზომება. თუ გამონადენი გაქვს, მაშინ უნდა შეიმოწმო. ორსულობის პირველი ანალიზები წერია სისხლის საერთო, შარდი და TSH. პროგესტერონს თვითნებურად თუ გაგიკეთებს ექიმი, თორე გაიდლაინებით არ იზომება |
Posted by: marikuna11 26 Feb 2019, 10:19 |
გამარჯობათ გოგოებო,ვარ 8კვირის ორსული(მეორე ორსულობაა).ძალიან მონდა მკერდი გაზრდილი და გამაგრებული,ეს ბოლო დღეებია,მოეშვა ძაან და თითქოს ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა.მახსოვს პირვლზე მთელი ორსულობა მქონდა გმაგრებული.გქონიათ ვინმეს ესეთი შემთხვევა? |
Posted by: anuki-anuki1990 26 Feb 2019, 10:28 |
Nankusi მოგწერე პირადში |
Posted by: Tess 26 Feb 2019, 10:54 |
დღეს ეხოს დღე მაქვს, სერგოსთან. ანტიბიოტიკს მოვრჩი გუშინ და უნდა ვნახო წყლები თუ დალაგდა. ცოტას კი ვღელავ. იმედია მშვიდობა იქნება |
Posted by: s@likun@ 26 Feb 2019, 10:56 |
Tess ამღვრეული გქონდა? გაციების გამო? ყველაFერი კარგად იქნება ^^ მე 7 ში მიწევს ეხო და საათებს ვითვლი (( |
Posted by: Tess 26 Feb 2019, 11:04 |
s@likun@ კი ცოტა ამღვრეული და წვრილმარცვლოვანი მიწერია, სერიოზული გაციება ვერც გავიხსენე და ნუ სურდომ თუ ქნა არ ვიცი . შენ უკვე დიდი იქნები, რამდენ კვირაზე გიწევს? |
Posted by: mako2018 26 Feb 2019, 11:18 |
გოგოებო,სანამ ცოცხალი რიგით მაკა ჩიქოვანთან შევაღწევ,შეიძლება გული გამისკდეს და იქნებ რამე იცოდეთ ჩემს მდგომარეობაზე.დამშვიდება არ მინდა,უბრალოდ,ვის რა გამოცდილება გაქვთ,მაინტერესებს...ტატიშვილმა დამიწერა,სანაყოფეს ძლიერი დეფორმაცია 5 კვირაზე.ემბრიონის გულის ცემა 100-ზე ნაკლები.შეიძლება მოიშალოსო.მეოთხე უიღბლო ორსულობაა და მგონია ვეღარ გავუძლებ ამ უბედურებას.გსმენიათ თავიდან სუსტი გულის ცემა და მერე გამოსწორებულა?თან ეხოზე შესვლამდე ანემბრიონემია ახსენა მაკამ და ისე ვინერვიულე,იქნებ ჩემი სტრესის გამო ჰქონდა ჩემს წერტილს სუსტი გულის ცემა... :-( |
Posted by: s@likun@ 26 Feb 2019, 11:22 |
Tess წვრილმარცვლოვანი ? პირველად მესმის ანუ სიცხეები არ გქონია? ვა ნუ მაგას ხო გაციება იწვევს თუ კიდე არის რამე ? 26 კვირაზე მივდივარ დღეს გავხდი ზუსტად 25 კვირის mako2018 100 ზე დაბლა არ ვიცი მაგრამ ჩემ მეგობარს ქონდა დაბალი გულისცემა და მერე დაურეგულირდა ისე 5 კვირაზე გულისცემა როგორ მოისმინეს? ანემბრიონემია არის რო ნაყოფი არ არის და თუ გულისცემა მოისმინეს ანემბრიონემია რა შუაშია? |
Posted by: marikuna11 26 Feb 2019, 11:25 |
mako2018 პირველ ორსულობაზე 5-6 კვირაზე მეც დეფორმირებული სანაყოფე პარკი ჩამიწერეს,მასე მითხრეს ზუსტად მოშლის საშიშროებააო,ნაყოფის გულის ცემაც 90 იყო,მაგრამ კი მყავს ახლა 6წლის ბავშვი.ასე რომ არ ინერვიულო. |
Posted by: magi_ 26 Feb 2019, 11:31 |
გოგოებო საწოლის ბალიშები დავათვალიერე sweet decor- ია ასეთი გვერდი ფბზე. 178 ლარი ღირს კომპლექტები ^_^ » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « ორთოპედიული ბალიშები და ანტიალერგიული შიგთავსით. |
Posted by: mako2018 26 Feb 2019, 11:33 |
რა კარგები ხართ,ასე მალე რომ გამომეხმარეთ❤❤ჯერაც რიგში ვარ მაკასთან და თქვენგან უკვე იმედი მომეცა. ლიკუნა,ანემბრიონემია იმიტომ ახსნეა მაკამ,რომ კვირას პინეოში ვიწექი კისტის ნაწიობრივი შემოგრეხის გამო ტკივილით და იქ ეხოზე მითხრეს,ემბრიონი არ ჩანსო. მარიკუნა,შენ გაიხარე!ცოცხალი მაგალითი ბევრად მეტს ნიშნავს ჩემთვის,ვიდრე თუნდაც გამოცდილი რადიოლოგის ვარაუდი.მხოლოდ ღმერთმა იცის,მომეშლება თუ არა და იქმებ მოძლიერდეს ჩემი წერტილი❤ |
Posted by: Nankusi 26 Feb 2019, 11:35 |
mako2018 მე როგორც ვიცი გულისცემა ნელნელა იწევს მაღლა,უკეთესია თუ გადაამოწმებ.დეფორმირებული გამიგია რომ ჰქონდათ და გამოსწორებულა.უმჯობესია ცოტა ხანს იწვე სანამ მეორედ მიხვალ გადამოწმებაზე და სისხლიანი გამონადენი და ტკვილი გაქვს? |
Posted by: marikuna11 26 Feb 2019, 11:36 |
mako2018 ნუ ნერვიულობ,კარგად იქნება ყველაფერი!დაწერე პასუხი მერე რას გეტყვინ. |
Posted by: s@likun@ 26 Feb 2019, 11:36 |
mako2018 არ ინერვიულო რო გამოხვალ ეხოდან დაწერე რას გეტყვიან |
Posted by: Nankusi 26 Feb 2019, 11:37 |
mako2018 წარმატებებს გისურვებთ და გაგვაგებინე შენი პასუხი |
Posted by: makarena 26 Feb 2019, 11:42 |
mako2018 ნუ გეშინია ყველაფერი კარგად გექნება, მითუმეტეს თუ 5 კვირაზე გულისცემა უკვე ისმოდა, მერე რა 100-ზე დაბლა თუა, გაძლიერდება. 5 კვირა ციკლით გითხრეს თუ ექოთი? |
Posted by: aileenn 26 Feb 2019, 11:47 |
გოგოებო გამარჯობა გუშინ გურგენიძემ ტონუსი გავქს მომატებული უკანა კედელზეო ხვალ მიწევს ექიმთან Vიზიტი მივუტან დასკვნას თQვენ როგორ Iცით , საშიშია რაიმე? PირვEლია და ცოტა შემეშინდა |
Posted by: mako2018 26 Feb 2019, 11:48 |
აღფრთოვანებული ვარ თქვენი თანადგომით და უამრავი მადლობა ყველას!❤ ვერ გნიშნავთ,მაგრამ კითხვებზე გიპასუხებთ. არანაირი ტკივილი და გამონადენი არ მაქვს.ციკლის დღეს მქონდა ღია ყავისფერი,ცოტა და შეწყდა მალევე. 16 იანვარს მქონდა ციკლი და 6 კვირაა გასული იქიდან.ეხოზე მითხრა ტატიშვილმა 5 კვირა.მაკა როდის დამიბარებს განმეორებით ეხოზე ან რას მეტყვის,დავწერ,გოგოებო❤ |
Posted by: makarena 26 Feb 2019, 11:49 | ||
aileenn მცირე ტონუსი საგანგაშო არაა, თუ არ გაწუხებს დაჭიმულობა, ან მულის ტკივილი. მეც დამიწერა ეხომ პირველად და ზედაც არ დახედა ჩემმა ექიმმა. თუ არ გაწუხებს, ტონუსი არაფერს არ ნიშნავს. ისეთი ტონუსი, სადა საშვილოსნოს ყელი დამოკლებულია, ან ღია, გაქვს დაჭიმულობა და ტკივილი, წამლებს ნიშნავენ. არ შეგეშინდეს. * * * mako2018
1 კვირა სხვაობა, მითუმეტეს დასაწყისში არაფერი არაა საერთოდ. ამაზე არ ინერვიულო. ყველაფერი კარგად იქნება |
Posted by: aileenn 26 Feb 2019, 11:54 |
მაკარენა მადლობა უღრმესი, ძაან კი შემაშფოთა ისე გაქვს დაჭიმული მიჭირს დანახვაო :/ |
Posted by: marikuna11 26 Feb 2019, 12:07 |
mako2018 ახლაც ხომ ეხოს იღებ? |
Posted by: makarena 26 Feb 2019, 12:10 |
aileenn გურგენიძე ისე არ დაბერდა? სხვასთანაც მიდი თუ გინდა. |
Posted by: mako2018 26 Feb 2019, 12:20 |
marikuna11 ეხო 1 სთ-ის წინ გადავიღე და დღევანდელი მონაცემები დავწერე აქ. |
Posted by: marikuna11 26 Feb 2019, 12:36 |
mako2018 უი დაწერე?ვერ ვიპოვე და მაგიტო გკითხე. * * * გამარჯობათ გოგოებო,ვარ 8კვირის ორსული(მეორე ორსულობაა).ძალიან მონდა მკერდი გაზრდილი და გამაგრებული,ეს ბოლო დღეებია,მოეშვა ძაან და თითქოს ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა.მახსოვს პირვლზე მთელი ორსულობა მქონდა გმაგრებული.გქონიათ ვინმეს ესეთი შემთხვევა? |
Posted by: s@likun@ 26 Feb 2019, 12:54 |
marikuna11 თავიდან მასკდებოდა მკერდი :/ მერე გამიარა რონელი კვირიდან არ მახსოვს ალბათ სადღაც 12 კვირის მერე ან 10 კვირის მერე და მაგის მერე არ შევუწუხებივარ |
Posted by: makarena 26 Feb 2019, 12:55 | ||
marikuna11
17 კვირის ორსული ვარ, გამარგრებული საერთოდ არ მქონია, უფრო დამებერა და მტკიოდა ხელის დადებისას. ეხლა უკვე გამიარა მაგანაც. ძაან ოდავ მტკივა ხელს თუ დავიდებ * * * გოგოებო ერთ კვირაში მიწევს ეხო და კუაგულოგრამა. თუ იცით ვისაც ჩაგიბარებიათ, უზმოზე უნდა ვიყო? |
Posted by: Aniani1995 26 Feb 2019, 13:09 |
მათითაშვილზე მინდა დავწერო ჩემი აზრი, რატომღაც კერპად ყავს უმეტესობას ქცეული და გიჟდებიან სასწაული რადიოლოგიაო. ესე განაგონი ძალიან ბევრისგან მქონდა მათ შორის ჩემი უამრავი ნაცნობისგან აუცილებლად მიდი უკეთესი არ არსებობს საქართველოშიო. მეც ისეთი მოლოდინით ჩავეწერე იანვარში და დღეს მივედი რავიცი საერთოდ არ გაამართლა პირადად ჩემი იმედები. ჯერ რომ შემიყვანა დაწექიო ავიწიე მაისური დავწექი და გავიდა 15 წუთი ველოდე, კაი ეგ არაფერი. მერე 5 წუთში გამომიშვა, შეიძლება ნაკლებ დროში. წყლები როგორაათქო ვკითხე რომ მითხრა უკვე ადექიო და დამაცადე ვნახავო, რა ნახა მერე წრ ვიცი მაგრამ წყალი კი ნორმააო. მგონია რომ ძალიან ზერელედ გამსინჯა და დაილოცოს მადონა ორსმედში, აი გადაყოლა იცის ნამდვილად აღარ მივალ სერგოსთან. გადაჭარბებული მგონია მაგ კაცზე ზედმეტად გაფეტიშება * * * აი ისე უცებ რა გაზომა და რა გადაამოწმა არ ვიცი. შეხვედრით კი ნამდვილად კარგად შემხვდა ისე მელაპარაკა რომ შევედი მეთქი ნაცნობია და არ მახსოვსთქო. რაში იღებს 100 ლარს არ მესმის, ჩემამდე ვიღაცას დისკზე ჩაწერა უნდოდა ეხოსი და რომ შევედი ეგ და მისი ასისტენტი ლაპარაკობდა რად უნდა დისკზე მაგანაც არ გააჩინოს ახლა გალაქტიონი ან წერეთელიო. ხალხო რატო ხართ ასეთი აღფრთოვანებული მაგ კაცით შეგიძლიათ მითხრათ? ჩვეულებრივი სხვა ექოსკოპისტი როგორცაა ისე რომ გამეგო ამ კაცზეც არაფერი კაი ჩვრულებრივიათქო ვიტყოდი, არც ამხელა ტექსტს მივუძღვნიდი მაგრამ გულწრფელად მაინტერესებს რატო გიჟდებით რატო? * * * ბავშვი არც დამინახია 4d არ უნდა გადაეღო? არც ფოტო გამომატანა, ფოტოები მარტო ორგანოებისაა ბავშვი რომ ჩანდეს ეგეთი არაა. 2 კვირაში გავიქცევი ჩემს მადონასთან, არც ფოტოებს დაიზარებს, არც ყველაფრის ახსნას და დეტალურად გადამოწმებას. შემთხვევით აღმოვაჩინე ეგ კლინიკა ინტერნეტში და ისე მივედი უმეტესობამ არც იცის ეგ ქალი მაგრამ კი ვარ უაზროდ კმაყოფილი. სერგო კი იცის მთელმა საქართველომ და დავრჩი გაოცებული უკმაყოფილებისგან |
Posted by: marikuna11 26 Feb 2019, 13:28 |
s@likun@ makarena მადლობა გოგოებო.❤️❤️ |
Posted by: tinatinny 26 Feb 2019, 13:37 |
მეც რატომღაც სერგოსთან არ მინდა წასვლა, ინტერნეტშიც წავიკითხე რამდენიმე უმაყოფილო კომენტარი. ერთი აემთხვევა იყო გახმაურებული, დაუნის სინდრომი აქვს ბავშვს და მოიშორეო, ერთი გოგოსთვიდ უთქვამს.რა თქმა უნდა, ყველა შეიძლება შეცდეს, მაგრამ რატომღაც არ მომინდა მასთან წასვლა. შარიქაძესთან ვიყავი, ძალიან გულდასმით დაათვალიერა, მაგრამ ბევრი იწუწუნა, რატომ არ ჩერდება, მე რომ მინდა ისეო. მანამდე ქეთი მკალავიშვილთამ დავდიოდი ვაკის ტატიშვილში და ისევ მას დავუბრუნდები.ძალიან მომწონს, ყურადღებიანია |
Posted by: Aniani1995 26 Feb 2019, 13:40 |
tinatinny აი არ ვიცი რატო აკერპებენ ეგ მაინტერესებს. იმიტომ წავედი ესე განთქმული რომ იყო და ჩემს იქ ყოფნაში ხო სავსე იყო მოსაცდელი იმდენი ელოდებოდა. კარგი მარკეტინგი და განთქმული სახელი ეგას და ეგ, 5 წუთში იღებს 100 ლარს, ყურადღებიანი მადონა რომ არის ეგეთი არ მინახავს ჯერ არავინ |
Posted by: Lucifurr 26 Feb 2019, 13:54 |
Aniani1995 რომ აქებენ იმიტომ მივედი მეც. 13 კვირაზე სქესიც კი არ მითხრა მადონაზე მეც გამიგია რომ კარგია და მივალ 22 კვირაზე ორსმედში. აუ მასეთი ლაპარაკი რა ცუდია, თვითონ დღეში 700ბავშვს ხედავენ და ფეხებზე კიდიათ უკვე და ჩვენთვის ერთი და განსაკუთრებული რომაა რატომ ვერ აცნობიერებენ. დებილივით დავყურებ ხოლმე ჩრდილების სურათებს და ისიც კი სიამოვნებას მგვრის. რა წესია. თუკი შეგიძლია დისკზე ჩაუწერო და რაღაცით გაახარო მშობლები რატომ იფასებენ თავს. მითუმეტეს 100 ლარი 10 თეთრი არ არის ნამდვილად მასე მეც ვეტყვი მაშინ 100 ლარი გადაგიხადო 5 წუთში ეხლა შენც არ მყავდე გალაქტიონითქო და ვნახოთ როგორ მოეწონება მე რაც გამიგია პათოლოგიებს გამორიცხავსო, ყველაზე მაგარი აპარატურა აქვსო და რავიცი, დავდივარ მეც მანდ. |
Posted by: Aniani1995 26 Feb 2019, 14:00 |
Lucifurr 13 კვირაზე კიარა 21 კვირის ვარ და დედაჩემმა რომ კითხა სქესი რა მნიშვნელობა აქვს სქესსო არ გვითხრა. ვიცოდი ისედაც მადონასგან რომ გოგოა მაგრამ კითხა მაინც, წინა მისვლაზე მადონამ ფოტო ვერ გამომატანა სახეს მალავდა ისე იყო და ისე შეწუხდა ვერ გატან ფოტოსო რავიცი. იცის რომ ჩვენთვის ის ფოტოც ძალიან ბევრს ნიშნავს. ხალხი კი ყავს უამრავი და კარგად ხედავს ყველაფერსო მაგოტო მივედი მეც ხო მაგრამ მადონაც ისე ამოწმებს არამგონია რამე გამორჩეს. აპარატს რაც შეეხება მადონას უფრო ახალი აქვს როგორც ვიცი * * * დისკზე ჩაწერაში ცალკე იხდიან ფულს ეგ გაითვალისწინე თან. ჩვენთვის ჩვენი შვილია პირველი და რა შუაშია ან წერეთელი ან გალაქტიონი. 42 წლის იყო ის პაციენტი და 42 წლის ქალს რა უნდაო მაგანაც არ გააჩინოს ახლა წერეთელი ან გალაქტიონიო. სრული შოკი |
Posted by: magi_ 26 Feb 2019, 14:11 | ||
Aniani1995 უი რა უტაქტობაა თან შენთან ერთად რომ საუბრობენ ასე. მე ვიყავი წინა ეხოზე და რავიცი შთაბეჭდილება ჩვეულებრივი დამიტოვა. დათვალიერებით ყველაფერი დამითვალიერა. და 22 კვირაზე დამიბარა, თუმცა შარიქაძესთან მივდივარ 21 კვირაზე. უფრო ყურადღებით გამოწმებსო ამბობენ და ვნახოთ აბა ბადრიც. ისე სქესზე რომ ვკითხე სერგოს მოიცადე რა იყო ხერხემალს ვუმოწმებ ჯერო, მაგრამ ცუდად არ მიმიღია მადონა არ გამიგია. მექნება ეგ რადიოლოგიც მხედველობაში. |
Posted by: missi_i 26 Feb 2019, 14:14 |
Aniani1995 სად არის ეს ორსმედი ან მადონა რა გვარია, და ტყუპებზე ხომ არ იცით რა ღირს ეხო? |
Posted by: Aniani1995 26 Feb 2019, 14:15 |
magi_ ეგაა ჩვეულებრივი რადიოლოგია. განსაკუთრებულად რატომ ყავთ და მარტო მანდ რატოა ჩაწერაზე მთელი რიგი აი ეგ მაინტერესებს, თორე ეგეთი განთქმული რომ არ იყოს ვიტყოდი ჩვეულებრივია შეამოწმა და გამომიშვათქო. ან მე შემხვდა მანდამაინც ესე ან არ ვიცი, ფაქტია ძალიან აგდებულადაა პაციენტების მიმართ * * * missi_i მადონა არის ორსმედში, ქაშვეთის ეკლესიის უკან, მადონა წიკლაური. 60 ლარია 1 ნაყოფი და ტყუპებზე არ ვიცი, ინტერნეტში ნახე აქვს თავისი გვერდი და უწერია ფასები |
Posted by: mako2018 26 Feb 2019, 14:19 |
მაკამ ხუთშაბათს,დღის მეორე ნახევარში დამიბარა განმეორებით ეხოზე.ყველანაირი შემთხვევა მინახავსო.უნდა დავაკვირდეთო.ასე მგონია,ხუთშაბათია ჩემი განაჩენის დღე! |
Posted by: Aniani1995 26 Feb 2019, 14:25 |
mako2018 ზედმეტი არ ინერვიულო ნერვიულობა უფრო ავნებს პატარას და ეცადე დამშვიდდე |
Posted by: Salomea2018 26 Feb 2019, 14:26 |
Mako რა გითხრა მაკამ? ხო მშვიდობაა? რავიცი რაა, ერთხელ დავწერე სერგოზე რაღაც შემთხვევები და რატო პიარდება ასეთქო და ისეთო ქარცეცხლი დამატყდა გავჩუმდი. მაგრამ, როცა ამხელა თანხას იხდი, და დღეს დღეობით 100 ლარი საკმაოდ თანხაა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში (ვისთვისაც არაა იმათ არ ვგუკისხმობ), უკმაყოფილების გრძნობით 5 წთში არ უნდა გამოვდიოდე. უფასო ეხოებიდან არ გამივსუკვარ 20 წთზე ადრე და დიახ, თუ ბავშვი ისე არ ჩანს როგორც რადიოლოგს უნდა, აქეთ იქითაც მიბურთავი რომ. ყველაფერი დაენახა და არც უწუწუნია არაფერზე. რა გარანტიაა კაცო, იქნებ ვაჩენ ილიას, აკაკის და ვაჟას ერთიანად. ოდესღაც ისინიც ხომ ვი[აცამ გააჩინა. * * * mako2018 ეხლა მთავარია ცოტა დამშვიდდე და დაწვე, მოსვენებით იყავი. რთულია ძაან მაჰრამ ნერვიულობა უარრსად აისახება შემს მდგომარეობაზე. ყველაფერი კარგად იქნება. |
Posted by: missi_i 26 Feb 2019, 14:30 |
Aniani1995 მადლობა. მე შარიქაძეზე ვიყავი ასე. ისე აქებდნენ მეც მივედი 1 თვით ადრე ჩავეწერე, ძალიან უკმაყოფილო წამოვედი.. იმდენს წუწუნებდა დავიტანჯე, ერთი სული მქონდა როდის ავდგებოდი,თან ისე მიკაკუნებდა მუცელზე შევწუხდი. არვიცი სულ ქება მესმოდა ერთი არავისი წამიკითხავს რომ უკმაყოფილო ყოფილიყო,მე კი ძალიან იმედგაცრუებული წამოვედი,თან ისეთი აპარატი აქვს საერთოდ ვერაფერს ვერ ვხედავდი ნორმალურად,ისეთი შეწუხებული სახით იჯდა უხერხულად ვიყავი მთელი ის ხანი,ახლა უკვე სხვა გოგოებისგანაც მოვისმინე ესენი რაც მე მანამდე უკვე გამოვხატე,მერე ვიფიქრე ალბათ ამ დღეს იყო ცუდ ხასიათზე,თორემ ისე აქებენ,რამე რომ სხვანაირად იყოს სხვებიც ხო იტყოდნენთო,არვიცი არვიცი |
Posted by: Aniani1995 26 Feb 2019, 14:30 |
Salomea2018 ქარცეცხლი რომ დაგატყდა და ლამის კერპია ეგ კაცი საქართველოში მაგიტო მაინტერესებს რატომ რატომ? თუარა ჩვეულებრივ უცნობ რადიოლოგთან რომ მივედი და უკმაყოფილი გამოვედი იქ კიარ გავკვირვებულვარ ესე. უბრალოდ ეს რატოა ასეთი 1 თვით ადრე ძლივს რომ ვეწერებით ეგ მინდა გავიგო * * * missi_i მე პირადად სერგოზე ცუდი არ გამიგია არავისგან. კმაყოფილი და უკმაყოფილო ყველას ყავს მაგრამ როცა ესე აღიარებულია რადილოგი ერთერთ წარმატებულად ესეთი უკმაყოფილო არ უნდა გამოვსულიყავი. ღმერთმა დამიფაროს და მაინდამაინც რამე ცუდი უნდა დაენახა რომ ამოეღო ხმა და აიხსნა რა როგორაა? |
Posted by: Tess 26 Feb 2019, 14:34 |
Aniani1995 წინა პოსტებშიც მიწერია, მე ვენდობი სერგოს წლების მანძილზე უამრავჯერ ვყოფილვარ და საშუალება მაქვს რომ მხოლოდ 1 ვიზიტით არ ვიმსჯელო, სერგოს აქვს ძალიან კარგი ალღო და საუკეთესოდ ხედავს ეხოს, (შეცდომები ყველას მოსდის საქმე სტატისკიკაშია) სერგო არის ის ტიპი ვინც ბოლომდე გადმოგყვება ზედ თუ რამე პრობლემა გაქვს, შენს გამო მთელ კლინიკას ფეხზე დააყენებს თუ რამე გასარკვევი და მნიშვნელოვანია. და არ განებებს თავს საამ ზუსტი დიაგნოზი არ უჭირავს ხელში. ყველა ჩემს მიერ დაწერილი წინადადების უკან პირადად ჩემი რამდენიმე ისტორიაა, სხვისი მაგალითები სპეციალურად აღარ მომყავს, შორს წაგვიყვანს. დისკის ჩაწერაზე ნამდვილად უტაქტობაა, თუმცა სამსახურში ყველას გვიხუმრია ვინმეზე, მაგრამ პაციენტის გასაგებად არ უნდა ხდებოდეს ეგ ერთადერთი როცა სერგოსგან დანაკლისის გრძნობით გაოდიხარ, არის როცა ჯანმრთელი ხარ და ყველაფერი რიგზე გაქვს |
Posted by: Aniani1995 26 Feb 2019, 14:38 |
Tess წყალზე ვკითხე კაცს უკვე დამთავრებული იყო ეხო და დაიცადე ვნახავო კიკი ნორმააო მერე რა ნახა? დაიცა თუ ჯანმრთელი ვარ უკმაყოფილო უნდა ვიყო? ნაკეისრალი ვარ და ნაწიბური რომ ვკითხე ეგ ახლა არა 30 კვირიდან მოწმდებაო. რა მოწმდება 30 კვირიდან რაც მადონას ეხოები მაქვს ყველგან მიწერია ნაწიბურის სიქე და სულ მიმოწმებს. ჯანმრთელ და არაჯანმრთელსაც დეტალურად ჭირდება დათვალიერება და საერთოდ არ ამართლებს ის ლოგიკა ჯანმრთელია რამეს არ ავუხსნი და არ გადავყვებიო |
Posted by: Tess 26 Feb 2019, 14:38 |
მეც დღეს ვიყავი და ძალიან სწრაფად გამომიშვა , მადლობა უფალს. ჩემამდე 3 გოგო ყავდა 40-40 წუთი, იმიტო რო ჭირდებოდათ იმათ . ფოტო და ვიდეო ვერც გავბედე იმდენად დიდი რიგი იყო, სიმართლე გითხრა. მთავარია ყურადღებით ნახოს რაც საჭიროა და ბავშVის სანახავად და სიამოვნებისთვის ჭიღლაძესთან დავდივარ ხოლმე |
Posted by: makarena 26 Feb 2019, 14:39 | ||
Aniani1995 სერგოს არ ეშლება თუ რამე პათოლოგია ნახა, პირველი ეგ ხედავს. სხვამ შეიძლება ვერ დაინახოს, სერგო დაინახავს. მაგიტომ დადის ნახევარი საქართველო. 5 წუთში ვისაც უშვებს, იმათ არაფერი არ ჭირთ, თორე ვისაც რაღაცას აღმოუჩენს, ძაან ბევრმა დაწერა 40 წუთი გაგვაჩერაო. რატო გინდა რომ 40 წუთი ეჯდე კაბინეტში თუ ჯანმრთელი პატარა გყავს? ერთი ისაა რომ დიდხანს უყურო მაგას მაგდენი დრო არ აქვს. მე რო ვიყავი 12 კვირაზე კაი ბაიაოო მითხრა, ყველაფერი დაუთვალიერა 10 წუთში გამოვედი, მაგრამ რასაც ამოწმებდა თან მიყვებოდა. ასე, რომ ნამდვილად მირჩევნია სერგოსთან მივიდე და თუნდაც 5 წუთში გამოვიდე, სამაგიეროდ ვიცოდე რომ პათოლოგია არ გამორჩა, ჩემი სიმშვიდისთვის მირჩევნია სერგო და არა დავუშვათ სხვა ვინმე რადიოლოგი. Lucifurr
16 კვირამდე კანონით იკრძალება სქესის თქმა და სერგო არ არღვევს. ზეგ გაიგებ ხო შენ? <3 |
Posted by: Aniani1995 26 Feb 2019, 14:40 |
Tess მე ვარ დაფეთებული ორსული პირველ ბავშზე ძალიან დიდ ვადაზე მოხდა ცუდი რამე და ყველა ეხოზე მეუბნებოდნენ ყველაფერი კარგადააო და რომ ავუხსენი სიტუაცია იმის მერე მარტო 3 წუთი გადამოწმება და მხოლოდ ერთი სიტყვა ნორმაა ჩემთვის არაა დამაკმაყოფილი. ზუსტად ვალდებულია 100 ლარს ვიხდი რომც არ ვიხდიდე ვალდებულია გადამყვეს თან და ისე ამიხსნას ყველაფერი როგორც მე მაინტერესებს და არა მოგდებულუ პასუხები ზერელედ |
Posted by: Tess 26 Feb 2019, 14:42 |
Aniani1995 ანუ ანი მე სერგოს ნათესავი კი არ ვარ, უბრალოდ შენ მესაუბრები მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტზე, რასაც მივესალმები და ვიზიარებ. მაგას წამყვანი და ასეთი დაკავებული სპეციალისტისგან ვერ მიიღებ, როგორ აგიხსნა, აი მაგალითად თემურ მიქელაძესთან დამყავდა ბავშვი გეგმიურ ვიზიტებზე, იმიტო რო საუკეთესოა და კაცი გიჟდებოდა, ურთულესი ბავშვები მიყავთ და მე ასაწონ-გასაზომად რო ვიდექი რიგში. ანუ მე გესაუბრები ქართულ რეალობაზე და გულწრფელად ვიძახი რომ 9 წელია სერგოსთან დავდივარ და რამე თუ გამიწირდა ისევ მაგას ვენდობი და არა რიგით მადონას ან ლევანის, რომელიც თბილად მიმიღებს და კარგ ფოტოებს გამომატანს |
Posted by: Salomea2018 26 Feb 2019, 14:44 |
5 წთიანებს 5 წთიანი თანხა უნდა დაუწესოს წესით. |
Posted by: Tess 26 Feb 2019, 14:46 |
Salomea2018 მე თანახმა ვარ სხვათაშორის ხშირდა უთქვამთ რომ ცუდ პასუხს ვისაც ეუბნება სულ არ ართმევს , რას უშველის მაგრამ ადამიანობაა ეგეც |
Posted by: s@likun@ 26 Feb 2019, 14:47 |
რავიცი ეგეთი უტაქტოობა და სერგო ცოტა მეეჭვება )) ნუ ჩემთან არაFერი მსგავსი არასდროს არ შეშლია )) და 5 წუთში რო უშვებს პაციენტებს ეგ ისედაც ყველამ იცის )) ბარძაყის გაზომვას და რაღაცეების ნახვას 30 წუთი მართლა არ უნდა თუ რამე დარღვევა არ ააქვს ბავშვს გაკერპება მეორე მარაზმია )) უბრალოდ ცნობილია როგორც კარგი რადიოლოგი და მაგას ეხლა ვერ დაუკარგავს ვერავინ )) შეცდომებიც კი ბატონო ქონია ისევე როგორც ბადრის გენრიეტას და საერთოდ ყველას )) ერთი ისტორია გამახსენდა სერგოსთან იყო დაქალის დქალი და ისეთი გაბრაზებული წამოვიდა არ ვიცი ამდროს ისტორიას რო მოისმენ ნუ რა შუაშია სერგო ვერ მივხვდი )))) მოკლედ რაღაცაზე უთქვამს სერგოს დედაშენს კითხეო რაღაც გენეტიკურზე ეს გოგო ეუბნება ვაიმე ვერ ვკითხავო სერგომ რას ქვია ვერ კითხავ კითხეო ამან ისევ ვერ ვკითხაო და ბოლოს უხეშად უთქვამს სერგოს კითხე მნიშვნელოვანიაო და ეს გაბრაზდა უხეშად მითხრაო და თან როგო მეკითხა დედაჩემი გარდაცვილიაო :/ ბოდიში და სერგოს დაესიზმრებოდა ?? :/ მოკლედ მსგავსი ხალხიც არსებობს )) სამი ეხო მაქვს გაკეთებული სერგოსთან და ძაან მომწონს ^^ ეხლა მართალია ჭიღლაძესთან ჩავეწერე ვნახო ერთი 30 წუთი რას ზომავს )))) + ახალი აპარატურა აქვსო |
Posted by: makarena 26 Feb 2019, 14:47 | ||
Aniani1995
ხოდა სერგომ თუ გითხრა კარგია ყველაფერიო, ესეიგი კარგია. იარე ყოველ ეხოზე მაგასთან და არ გამორჩება არაფერი, თუ ეს შენთვის შვებაა, მარა მზად იყავი რო 5 წუთში გამოხვალ. მირჩევნია 5 წუთში გამოვიდე (100 ლარს იმიტო ვიხდი რომ პათოლოგია არ გამორჩეს), და ჯანმრთელი იყოს, ვიდრე 40 წუთი გამაჩეროს პრობელმაზე. უპრობლემოებზე დიდ დროს არ ხარჯავს, კაცთან მართლა ნახევარი საქართველო დადის და ყველას ვერ ჩამოუჯდება და ალერსს და 40 წუთი ბავშვებით ეხოთი დატკბობას ვერ დაუთმობს დროს. ისევ ვიძახი, 100 ლარი მიღირს იმაში, რომ სერგომ მითხრას ყველაფერი კარგად არისო და არა ვინმე სხვა რადიოლოგმა 20 წუთის მერე, ან ფოტოების გამოტანების გამო გავაღმერთო. სულ არ მინდა ფოტო მაგალითად, ოღონდ კარგად იყოს ყველაფერი |
Posted by: Liliko1 26 Feb 2019, 14:47 |
Aniani1995 რატომ ვგიჟდებით და თუ ვინმეს ვინმეზე მანკი დაუნახია ეს მხოლოდ სერგოა დღესდღეობით აი დამიჯერე ვაბშე ყველასთან ვიყავი და ვერავინ დაინახა მაგის გარდა,რამდენი კვირის მხვედი?თუ ჯერ პატარა ეგრეც იზამდა, ძალინ კარგი თვალი აქვს და კარგად ხედავა ყელაფერს. აი 22 კვირაზე რო მიხვალ დიდხანს გნახავს, ანუ საჭირო როცაა თვითნ იცის როგორ ათვალიეროს. ასე რომ ენდე) |
Posted by: Salomea2018 26 Feb 2019, 14:49 |
ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს. ისე განვიცდი ხოლმე პრობლემურ ორსულებს. ექიმის მოსაცდელში გოგო ტიროდა, ყელი დაუმოკლდა უცებ და რავიცი ბავშვსაც რაღაც პრობლემა აქვსო და მეც ვტიროდი იმასთან ერთად. ყველა რომ ჯანმრთელები მივდიოდეთ ბოლოდმე ხომ შეოლება. რამდენი გამოცდის გავლა გვიწევს ცხოვრებაში. |
Posted by: Aniani1995 26 Feb 2019, 14:49 |
ღმერთმა ჯანმრთელი ამყოფოს ჩემი პატარა და რას დავეძებ რამდენიხანი გამაჩერებს უბრალოდ როცა ორსული დაფეთებულია და ყველა წერტილს ისე უყურებს და მერე ექიმს უყურებს რომ გაიგოს რას ეტყვის კითხვებს რომ უსვამს და ზერელედ პასუხობს ეგ არის სამწუხარო და მაღალი დონის მომსსხურება კიარა ჩემთვის არაფერია. პათოლოგიებს და ვისთან რას ხედავს სხვაზე ვერ ვიტყვი ვერაფერს, არავისგან მაგ კაცზე ცუდი არ გამიგია დეიდაშვილებმა სანამ არ მივედი ამიკლეს მაგრამ მე პირადად უფრო მეტ ყურადღებას ველოდებოდი |
Posted by: Tess 26 Feb 2019, 14:50 |
s@likun@ აი ხო , კაცია და გუნება მართლა ))) ჩემი მეგობარია ასე დარახველიძის (მეანის) უკმაყოფილო და რო მოვაყოლე დეტალურად აღმოჩნდა რომ რაღაც პატარა უყურადღებობა იყო დასაწყისში, რაც მძაფრად ახსოვს. თუმცა საბოლოოდ სხვა უზარმაზარი პრობლემისგან გადაარჩინა და საშვილოსნო შეუნარჩუნა ზურამ ზუსტად. მაგრამ მაინც ასე უარყოფითად დაამახსოვრდა საბოლოოდ |
Posted by: Liliko1 26 Feb 2019, 14:50 |
Lucifurr 13 კვირაზე სქესს არც გეტყვის, მე არცცინოვაში არც არსად არ მითხრეს სქესი, სერგომ 16 კვირაზე მითხრა ულაპარაკოდ ანუ როცა წესი და კანონია მაშინ მანამდე არავინ მითხრა. |
Posted by: Aniani1995 26 Feb 2019, 14:51 |
Liliko1 21 კვირაზე მივედი არაა პატარა ვადა, ნახვით ნახა შეიძლება იმ 3 წუთში რაც აინტერესებდა მაგრამ მე მოლოდინი ბევრად მეტი მქონდა * * * ნუ ჩამქოლავთ მე ჩემი აზრი დავწერე, ის რაც დავინახე და ის რაც გავიგონე. ნამდვილად არ ვაჭარბებ მაგიტომ დავწერე ეს ყველაფერი ესეთი ცნობილი რომ არის თორე ისე არც მოვყვებოდი და არც გამიკვირდებოდა. მიხაროდეს რომ ჯანმრთელია პატარა და იმედია მართლა რამე არ გამორჩა ჩემს შემთხვევაში. სხვა ყველაფერს გადავიტან |
Posted by: Liliko1 26 Feb 2019, 14:54 |
missi_i შარიქაძეს აკვს ძველ აპარატურა და მუცელ მიდანდალა 1 საათი თან მანკზეც ცხვირი დავადებინე თორე რავი დაინახავდა? და მეუბნება ფილტვის არტერია არ ჩანსო! მიხეტქავს გულს! უფფ რავი რაა |
Posted by: s@likun@ 26 Feb 2019, 14:55 | ||
Aniani1995
აშკარად არ გაგიმართლა )) 10 გოგოს ჩამოთვლა შემიძLია ვინც სერგოსთან დადის და არავის მსგავსი რამ არ უგრძვნია |
Posted by: Tess 26 Feb 2019, 14:56 |
Aniani1995 მესმის, განწყობას და მოლოდინს აცდა უბრალოდ. ძალიან რომ გიქეს ამლბათ მაგიტომ, მთავარია კარგად ხართ და მშვიდობაა ბავშვთანაც Liliko1 დღეს ვიყავი 22 კვირის ეხოზე და 10 წუთამდე დამითმო პატიოსნად, მაქსიმუმ 10 ეგეც. მგონი არცკი ნახა ყველაფერი და 4დ-ზეც გადამირთო რამდენიმე წამით სულ, მე თითონ მერიდებოდა და არაუშავსთქო ვუთხარი, მთავარია კარგად იყოსთქო კითხვა დამავიწყდა და შენ გემახსოვრება , შემდეგ ვიზიტზე რა ვადაზე უბარებს? |
Posted by: makarena 26 Feb 2019, 14:56 |
რავიცი, მე მირჩევნია თავიდანვე სერგოსთან ვამოწმო მნიშვნელოვანი ეხოები, ვიდრე მერე გვიან რამე ცუდი გამოხტდეს და სერგო გამიხდეს საძებარი 12 კვირაზე რომ ვიყავი, ჩემამდე ვიღაც გოგო შევიდა, დიდი მუცლით, დიდი ვადის ორსული იყო, 20 წუთი ველოდებოდი, სანამ გამოვიდოდა, მე კიდე ჩემი ეხო მეგონა მიშვნელოვანი და 10 წუთში გამომიშვა. ვისაც ჭირდება, იმას ყურადღებას არ აკლებს, და ვისაც არა, ეხლა არ სცალია მაგისთვის რომ დაგტოვოს და გათვალიეროს ტყუილად. |
Posted by: Aniani1995 26 Feb 2019, 14:58 |
26 კვირაზე დამიბარა და მივალ მაინც ვნახავ რას მეტყვის. რადგან 99% იძახის არ გამორჩება რამეო ისევ მივალ 100 ლარს არ დავეძებ ისეთი შეშინებული ვარ მაგრამ მარტო მაგასთან არა პარალელურად სხვასთან წავალ აუცილებლად |
Posted by: Liliko1 26 Feb 2019, 14:59 |
Tess კი ზუსტად მასე ქნა ჩემეც ორჯერ დამრეკა ტელეფონზე რა ქენიო მეც ურეკავდი ამიხსნა ყველაფერი, არ უტკვია არტერია არ ჩანსო, გული არ გაუხეთქია. ალღო აქვს სასწაული |
Posted by: natiacr7 26 Feb 2019, 15:00 |
გოგოებო მე 12 კვირამდე იმდენ ეხოსკოპისტთან ვიყავი ყველგან მიწერდნენ ყველაფერს სიგრძე, სისქე და რავიცი მე ყველა დეტალს და ასე ვიყავი შეჩვეული. სხვადასხვასვასთან იმიტომ ვიყავი, რომ ზაფხული დაემთთხვა და ბათუმში ვიყავი დედასთან მერე აქ საბახტარაშვილში მყავდა ექიმები და იქ დავდიოდი ეხოებზე. იქაც ყველა დეტალს მიწერდნენ. მერე აღრიცხვაზე რომ დავდექი ჩაჩავაში დავიწყე ტატიშვილთან სიარული. და პირველად ზუსტად ეგრე 10 წუთში გამოვედი და ჩემი ქმარი გიჟს გავდა ეს რა არის მეტი რატო არ თქვა არაფერიო. (თავი არის, ხელი არის ფეხი არის ის არის ეს არის :დ) წავიდეთ სხვასთანო მაგრამ იმდენად ყელში მქონდა უკვე ეს სხვადასხვებთან სიარული იყოს რაც იქნება იქნებათქო. შმედეგ ვიზიტზეც დაახლოებით მაგდენი ხანი ვიყავი. პრინციპში 10 წუთზე მეტი არ გავჩერებულვარ არასოდეს კახასთან ეხოსკოპიაზე. მერე დავფიქრდი და ალბათ პრობლემა არ მაქვს და მეტს არ ვსაჭიროებთქო. მეუბნებოდა ყველაფერი რიგზეა, სათითაოდ ჩამოთვლიდა რომ ყველაფერი აქვს , ერთ ორ რჩევას მომცემდა (ზედმეტად არ მოიხარო), სურათსაც ამომიბეჭდავდა და მატანდა. დღემდე ჩემი ქმარი დანაკლისს განიცდის. რატომ არ ამბობს რომ ხელის თითი ათი ცალი აქვსო ან ფეხის თითი 10 ცალიო. |
Posted by: Lucifurr 26 Feb 2019, 15:01 |
Aniani1995 ეხლა კიდე რომ არ მითხრას ფანჯრიდან გადავისვრი |
Posted by: makarena 26 Feb 2019, 15:01 |
Aniani1995 არავინ არ გქოლავს, როგორც შენ დაწერე შენი მოსაზრება, ისე გიზიარებთ ჩვენსას და სერგოს მუშაობის სტილს. 5 წუთისას რო გვართმევდეს მართლა კარგი იქნებოდა, თანხასთან დაკავშირებით, მაგრამ რავიცი, ჩემი სიმშიდვისთვის მიღირს 100 ლარი. თან მე რა, დაზღვევა მიხდის. 22 კვირაზე ვაპირებ მეც მისვლას მარტის ბოლოს მიწევს და ჩავეწერე უკვე. |
Posted by: Liliko1 26 Feb 2019, 15:02 |
Tess ეჰ მეც ასე 10 წუთში დამიმთავრა, უბრალოდ გულს მიუტრიალდა მერე კდევ არ ვიცი რატომ, კიდევ კარგი დაინახა. |
Posted by: Aniani1995 26 Feb 2019, 15:02 |
s@likun@ ხო ალბათ მე მხოლოდ მე გავიგონე ეგეთი დამოკიდებულება, მირჩევნოდა ჩემთან არ განეხილათ ის 42 წლის გოგო, ვინ იცის რა პრობლემები ქონდა გავლილი და მოსკოვში სხვა ექიმთანაც ამოწმებდა სიმშვიდისთვის პასუხებს. წინასწარ არავინ იცის წერეთელს გააჩენს ვინმე, გალაქტიონს თუ ბევრად უკეთეს ვინმე პირობითად ჯანელიძეს |
Posted by: s@likun@ 26 Feb 2019, 15:02 | ||
Tess ჩემს მენთანაც ჩემი დაქალის ყველა დაქალი მანდ დადიოდა ნუ ერთი წამოვიდა ძაან გაბრაზებული არ ახსოვდა ჩემი ისტორიაო ანუ მეორე ვიზიტზე რო მივიდა უკითხავს მეანს რა გქონდა დანიშნულიო და ამან აუ ეგ როგორ არ ახსოვდაო :/ მე რო არანაირ წამალს არ ვსვავ ყველაFერი ნორმაში მაქვს და მაგ მეანს ჩემს გარდა კიდე 100 ან მეტი ქალი ყავს რატო უნდა ახსოვდეს ზეპირად ყველას ისტორია მაშინ როცა მნიშვნელოვანი არაა ანუ ჩემი შემთხვევა გართულებული პაციენტების ისტორიები კი ემახსოვრება სერგო სულ 5 წუთში მიშვებს და სულ ამას ვწერ აქაც და ყველა მაგას ამბობს ანუ მოლოდინი მეტის არც უნდა გქონოდა ))) 22 კვირაზე უFრო დიდიხანი გამაჩერა როცა უFრო მეტი რაღაც ქონდა სანახავი makarena
ზუსტად )) ისიც ვიცი 22 კვირის მერე თუ არაFერი პრობლემა არ გაქვს ეგრევე 32 კვირაზე გიბარებს )) იმიტო რო სხვა ვისაც ჭირდება ის მივიდეს იმ დროს მარტო Fულზე რო იყოს დაგიბარებდა 26ზეც და ასე შემდეგ სურათზე რო ვუთხარი მეც მითხრა აი რათ გინდა არაFერი ჩანსო სიცილით მინდათქო და გამომატანა 4 სურათი ))) ნუ კარგ რადიოლოგსა და კარგ მესურათეს შორის მე რადიოლოგს ვირჩევ Aniani1995 აი გეუბნები რო 10 გოგოდან და მეტიდანაც არასდროს არავის არ გაუგონია სხვას როგორ დასცინოდა სერგო რავიცი დაგეთანხმე იმაზე რო ადრე უშვებს მაგრამ ის რო აგდებული დამოკიდებულება აქვს პაციენტების მიმართ ნამდვილად ვერ დაგეთანხმები |
Posted by: Liliko1 26 Feb 2019, 15:04 |
Tess შემდეგი ვიზითი მგონი 32 კვირაა ასე მახსოვს მე |
Posted by: s@likun@ 26 Feb 2019, 15:07 |
Tess სერგო 22 კვირის მერე თუ არაFერი პრობლემა არ არის 32 ზე გიბარებს მე დამიბარა 26 ზე ნუ მაინც გადავამოწმოთო ოდნავ გადიდებული ქონდა ბაიას მარცხენა თირკმელი და მაგიტო |
Posted by: Lucifurr 26 Feb 2019, 15:07 |
makarena კი ზეგ მივდივარ დილით და უკვე წუთებს ვითვლი ისე ვარ სქესი მაინტერესებს ისე რომ ვკვდები ყველამ გაიგო უკვე ჩემს გარშემო, ჩემხელევმაც და ჩემზე დიდებმაც და მე ისევ ქინდერ სიურპრიზი ვარ |
Posted by: Aniani1995 26 Feb 2019, 15:09 |
ინდივიდუალურად იბარებს შემდეგ ვიზიტებსაც. მე მითზრა 26 კვირაზე მოდიო და რადგან პირველ ორსულობაზე ვირუსი გაქვს გადატანილი კი ხარ ნამკურნალები მაგრამ მაინც გადაამოწმე და ისე მოდიო |
Posted by: Liliko1 26 Feb 2019, 15:10 |
ეჰ გოგოებო ერთს გერყვით ) მადლლობა ვთქვათ რომ ფუფუნება გგვაქვს მანდ კარგი რადიოლოგების რაც აქ არარსებობს! აგერ საათობით მტანჯეს მანკი არა ის დაინახეს)) არააო))) ახლა 1 ში კიდე ეხო მაქვს ჩანიშნული ოღონდ კარდიოეხო იმედია რაიმე გადაწყდება) |
Posted by: Aniani1995 26 Feb 2019, 15:11 |
Lucifurr უთხარი მაინტერესებს მინდა ვიცოდეთქო მასე არ მითხრა 21 კვირაზე, კი ვიცოდი ისედაც მაგრამ მაინც :დ * * * არ ვარ კმაყოფილი მაგრამ 26ზე მაინც მივალ. ის მაინც არ მექნება სათქმელი ნეტავ მივსულიყავი მენახა მაინცთქო |
Posted by: Tess 26 Feb 2019, 15:14 |
Liliko1 s@likun@ Aniani1995 მადლობა გოგოებო. შემდეგზე რამაზისთან მივალ მაშინ და მერე 32 -ზე ისევ სერგოსთან. |
Posted by: s@likun@ 26 Feb 2019, 15:15 |
22ზე რამდენი არის თქვენი ბაიები წონით ჩამოწერეთ აბა ^^ |
Posted by: magi_ 26 Feb 2019, 15:15 |
აუ ძალიან შევწუხდი ვისთან ვიარო ეხოზე დავიბენი სიმართლე გითხრათ. 21 საკმაოდ მნიშვნელოვანი კვირა მიწევს რა ვქნა ერთ დღეს 2 რადიოლოგთან ხომ არ მივიდე s@likun@ სალო 22 კვირაზე უფასო ეხოზე იყავი ხო იმედის კლინიკაში? გელამ კარგად დაათვალიერა??? შარიქაძის მერე გელასთან ხომ არ მივიდეთქო უფასოზე ეხლა ვფიქრობ. Liliko1 და იქნებ ეგ მანკი მართლაც არაა სერგოს გარდა დაინახა კიდე ვინმემ?? )))) |
Posted by: Lucifurr 26 Feb 2019, 15:16 |
Aniani1995 იმედია თვითონ მეტყვის ტანსაცმელი მაქვს საყიდელი კაცო და ვერ ვყიდულობ |
Posted by: Tess 26 Feb 2019, 15:16 |
s@likun@ 550 გრამი, შენი ? |
Posted by: s@likun@ 26 Feb 2019, 15:17 |
Tess ჰო თვითონ თუ არ გითხრა 26ზე მოდიო არაა აუცილებელი სერგოსთან მიხვიდე რამდენი არის შენი ბაია წონით ?? magi_ გეტყვი ))) წადი სერგოსთან არაFერი გამოეპარება და მშვიდად რო იყო და დიდხანს გათვარიელონ ჭიღლაძესთანაც ჭიღლაძესთან 60 ლარი ღირს Tess ჩემიც 550 ^^ და იცი რა მაინტერესებს სიმაღლეს წერს სერგო ?? ეხოზე არ წერია არსად :შ თუ წერია და მე ვერ ვიგებ |
Posted by: makarena 26 Feb 2019, 15:19 |
Lucifurr კარგა ხანს მოგიცდია მე აბა 16 კვირაზე მივედი და გავიკეთე ფასიანი ეხო და სქესი გავიგე Liliko1 ლილიკო სად ხარ შენ ეგეთ ადგილას? თურქეთში? |
Posted by: Aniani1995 26 Feb 2019, 15:20 |
400 გრამია ჩემი წერტილი 21 კვირაზე. ცეფალური ინდექსი რა არის? დამიწერა დღეს მაგრამ რაა ვერ გავიგე, 0.74 მიწერია |
Posted by: s@likun@ 26 Feb 2019, 15:21 |
და ხო ეს ცეფალური ინდექსი რას ნიშნავს ?? Aniani1995 აუ სანამ დავპოსტე შენც ეგ გიკითხავს |
Posted by: Aniani1995 26 Feb 2019, 15:21 |
აუ სიმაღლე მეც მაინტერესებდა და ვიქექე ეხოზე იქნებ არისო რომელიმეთქო მაგრამ ეგეთი ვერ ვიპოვე |
Posted by: Liliko1 26 Feb 2019, 15:22 |
makarena არა შვედეთში ვარ გაგიკვირდათ ჰო |
Posted by: Aniani1995 26 Feb 2019, 15:23 |
s@likun@ ინტერნეტშიც ვქექე მაგრამ ვერ ვნახე ვერაფერი ცეფალურ ინდექსზე :დ თან არსად არ მეწერა მარტო სერგოს ეხოზე წერია |
Posted by: Tess 26 Feb 2019, 15:26 |
Aniani1995 s@likun@ The cephalic index (CI) is a value calculated using two fetal biometric parameters which are the occipitofrontal diameter (OFD) and the biparietal diameter (BPD). It is calculated as: cephalic index (CI) = biparietal diameter (BPD)/occipitofrontal diameter (OFD) x 100 The cephalic index gives an idea of the fetal head shape. It can change according to various situations such as presentation, e.g. breech presentation ruptured membrances presence of a twin pregnancy The usual range is variable depending on various sources and different demographic groups. Often the mean value is taken ~78 (range 74-83 ref) A grossly decreased cephalic index suggests dolichocephaly while a grossly increased one can suggest brachycephaly. References |
Posted by: s@likun@ 26 Feb 2019, 15:26 |
Aniani1995 მე სულ მიწერს და არ ვიცი არასდროს არ არის ისინი გავშიFრე ფეტომეტრიის ქვემოთ რეებიც უწერია )) ამოვიწერე BPD-თავის გარშემოწერილობა OFD-შუბლ-კეFის ზომა HC-თავის გარშემოწერილობა AC-მუცლის გარშემოწერილობა FL-ბარძაყის ძვალის ზომა HL-მხრის ძვლის ზომა იქნებ გამოგადგეთ ^^ |
Posted by: magi_ 26 Feb 2019, 15:27 |
s@likun@ სერგოსთან აღარაა ადგილები. ჭიღლაძე სადაა რომელ კლინიკაში??? ამ რადილოგებზე რომ მიდგება საქმე ძაან ვიჭრები რაა ნერვები არ მყოფნის. თან ამდენი რამ რომ არის დამოკიდებული მათზე. |
Posted by: Salomea2018 26 Feb 2019, 15:27 |
სიგრძე აღარ იწერება ამ ვადაზე, მხოლოდ წონა. Crlს უკვე ვეღარ ზომავენ, რადგან მოკეცილია ბავშვი. ამიტომ იზომე ბარძაყის ძვალი. ცეფალური ინდექსი არის თავის განივი და სიგრძივი შეფარდება. |
Posted by: Tess 26 Feb 2019, 15:28 |
............................................. |
Posted by: Aniani1995 26 Feb 2019, 15:29 |
Tess როგორც მივხვდი მგონი რახიტს გამორიცხავს. ანუ თავის ზომების პარამეტრებია გამოთვლილი ტანთან შედარებით * * * magi_ ონლაინ რომ ჩაეწერო სერგოსთან 22 მარტიდანაა ადგილები და დღეს ისე იქ რომ ვიყავი დარეკეს ჩაწერაზე და მარტი სულ შევსებულიაო ესე უთხრეს |
Posted by: Liliko1 26 Feb 2019, 15:31 |
magi_ კი კი ჯოენში დამიდასტურეს, თუმცა უცნაურადაა რაღაც შევიწროვებაც არაა ანუ კიდე სოლოღაშვილმაც ნახა და ძაან არ აღშფოთებულა, ერთი ოპერაციით მოგვარდება წესითო |
Posted by: Tess 26 Feb 2019, 15:31 |
Aniani1995 შუბლკეფის შეფარდებაა , თავის გარშემოწერილობაასთან მგონი |
Posted by: Lucifurr 26 Feb 2019, 15:41 |
makarena ხო ნუ სადაც ამდენი ერთი კვირაც მოვიცდითქო და ვეღარ ვითმენ ეხლა უკვე |
Posted by: magi_ 26 Feb 2019, 15:41 | ||
s@likun@ ამის ფოტოს დადებას ვაპირებდი ტვალსაჩინოდ ავტვირთავ შენი ნებართვით. მაინცდამაინც ამ ფოტოს ვერ ვამატებ. მოკელდ ეს ლინკია და კვირების მიხედვითაა ზომები გაშიფრული. http://orsuli.ge/Snews?ns=45 |
Posted by: Aniani1995 26 Feb 2019, 15:42 |
პლაცენტის მდებარეობა 21 კვირაზე მმ რამდენი გიწერიათ თუ არ გეზარებათ ნახეთ რა, ძალიან მაინტერესებს |
Posted by: s@likun@ 26 Feb 2019, 15:44 | ||||
Tess და მაგის ზომები როგორაა ?? 0,81 დამიწერა მე და კაია ?? magi_
http://www.medicare-clinic.ge/index.php?option=com_content&view=article&id=74&Itemid=657&lang=ka როდის გინდა >?? 18 თებერვალს ჩავეწერე და მარტო 7 მარტს ქონდათ ადგილი magi_
აი დავამატებ კიდე )) რვეულში მაქვს ამოწერილი ჰო მაგ საიტიდან ვქენი მეც ^^ BPD-თავის გარშემოწერილობა OFD-შუბლ-კეFის ზომა HC-თავის გარშემოწერილობა AC-მუცლის გარშემოწერილობა FL-ბარძაყის ძვალის ზომა HL-მხრის ძვლის ზომა EFW-ნაყოFის სავარაუდო მასა CRL-ემბრიონის თხემ-კუდუსუნის სიგრძე AFI-ამნიონური(სანაყოFე) წყლების ინდექსი NTT-ნაყოFის საყელოს სივრცე Aniani1995 22ზე პლაცენტის მდებარეობა უკანა კედელზე 18 მმ |
Posted by: Aniani1995 26 Feb 2019, 15:51 |
s@likun@ ეგ რას ნიშნავს? წინა კედელზე 31მმ მიწერია მე, დაშორებას რომ ნახულობენ პლაცენტიდან რომ ზომავებ ეგაა? ჭიპს აცილებული უნდა იყოსო თუ რაღაც, ვერ ვხსნი ზუსტად რა არის |
Posted by: makarena 26 Feb 2019, 15:52 | ||
Liliko1
შვედეთისგან ამას არ მოველოდით, სუპერ განვითარებული ქვეყანაა და რა გაუჭირდათ ამისთანა |
Posted by: magi_ 26 Feb 2019, 15:53 |
s@likun@ 15 მარტს მივდივარ ^_^ ვნახოთ მანდაც დავრეკავ. მადლობა <3 Aniani1995 ანი მგონი შენ ამბობდი წინა კედელზეა პლაცენტის მდებარეობაო. მეც მასე მაქვს. და არაფერი ყურადღება არ გაუმახვილებიათ ამ ნიუანსზე. |
Posted by: Nankusi 26 Feb 2019, 15:54 |
Aniani1995 მე მინდოდა სერგოსთან ჩაწერა და რომ დავრეკე მხოლოდ პარასკევს წერენ შემდეგი კვირის ხალხს. ამაზე ადრე ვერ ჩაეწერები |
Posted by: s@likun@ 26 Feb 2019, 15:55 |
Aniani1995 აუ არ ვიცი :შ ერთი ეგ მიწერია მეორე საშვილოსნოს ყელის არხის სიგრძე - 39 მმ ----------------------------------------- magi_ ჰო დარეკე აქეს გოგოებმა აქ თან 4კვირის ჩამოტანილი აპარატი აქვსო + იაFია ))) წინ იქნება თუ უკანა კედელზე მნიშვნელობა არ ააქვს ^^ Nankusi კი დარეკვით მარტო პარასკევს გწერენ ისე ონლაინ ეწერები როცა გინდა |
Posted by: Lucifurr 26 Feb 2019, 15:57 |
Nankusi ონლაინ სჯობია ჩაეწერო პირდაპირ მაგათი საიტიდან :* |
Posted by: Aniani1995 26 Feb 2019, 15:58 |
magi_ კი წინა კედელზე არის ეგ გავიგე მაგრამ 31 მმ დამიწერა დღეს და რას ნიშნავს. 18 კვირაზე მეწერა 18 მმ და ამხელა სხვაობა რა არის ეგ ვერ მივხვდი. ზომებო ვერ მივხვდი თორე წინა კედელზე იქნება თუ უკანა კედელზე მაგას არ აქვს მნიშვნელობაო |
Posted by: s@likun@ 26 Feb 2019, 16:03 |
Aniani1995 და ყელი რამდენი გაქვს ? ძაან განსხვავებაა შენსა და ჩემს შორის და წესით რომელიმესთვის რამე უნდა ეთქვა ))) მე 18 შენ 31 |
Posted by: Aniani1995 26 Feb 2019, 16:06 |
s@likun@ ყელი 32 მაქვს. არაფერი არ უთქვამს და რა არის რატოა ეგეთი სხვაობა ვერ ვხვდები |
Posted by: magi_ 26 Feb 2019, 16:09 | ||
Aniani1995 18 კვირაზე მე 20 მიწერია, ალბათ გრძელდება რაც დრო გადის არ ვიცი s@likun@
აჰა ანი ღელავდა მგონი წინა პოსტები მახსოვს და ამიტომ გამახსენდა მეც ^_^ |
Posted by: Aniani1995 26 Feb 2019, 16:14 |
ყელზე ეხოს არაფერი უთქვამს მაგრამ ჩემმა ექიმმა რომ წაიკითხა 32 მალე გადავამოწმოთო 10 დღეში დამიბარა მარტო ყელი ვნახოთო |
Posted by: s@likun@ 26 Feb 2019, 16:14 |
Tess შენ როგორ გიწერია ?? Aniani1995 არ ვიცი ჩემთვისაც არაFერი არ უთქვამს მაგრამ აშკარად დიდი სხვაობაა ჩვენს შორის ალბათ არაFერია მნიშვნელოვანი 17 წევრი ათვალიერებს თემას და ხო მშვიდობაა ?? Aniani1995 არადა ყელის სიგრძე 32 საერთოდ არაა ეგეთი საგანგაშო რავიცი |
Posted by: makarena 26 Feb 2019, 16:15 | ||
Aniani1995
არა ანი, პლაცენტის სისქეა ეგ. ნორმები არ ვიცი, მაგრამ დაიკიდეთ შენ და სალიკუნამ, რადგან არაფერი არ გითხრათ, ნორმებშია ანუ |
Posted by: Liliko1 26 Feb 2019, 16:16 |
makarena ჰო აი არ ვიცი თან ის ეხისკოპისტი ისეთი შეშფოთებული იყო მეო ჩვეულებრივი ეხისკიპისტი ვარ და რატო გამოგიშვეს აქო და და პირდაპირ კარდიოლოგთან არაო? ანუ სერგოს რო იგივე ეთქვა ეხლა მე რა ვალდებული ვარ მანკი დავინახოვო რა)) ანუ თქვენ ყველამ უნდა დადგეთ მანდ და კარდიოლოგის ეხო ცალკე იკეთოთ ეგ პონტია რა)) |
Posted by: missi_i 26 Feb 2019, 16:17 |
სერგოსთან მგონი სქესის გაგება ფასიანია ხო? ანუ დამატებით იხდი სქესის თანხას ? და შენ რომ არ კითხო სქესი 16 კვირის შემდეგ თვითონ არ გეტყვის?? |
Posted by: Aniani1995 26 Feb 2019, 16:17 |
s@likun@ 32 არაა საგანგაშო მაგრამ ხშირად გასაკონტროლებელია არ დაიწიოს. 21 კვირაზე რომ 32 არის საშიშია დაწევის თორე 30 კვირაზე მეტის რომ ვიყო არ იქნებოდა ესე გასაკონტროლებელი |
Posted by: s@likun@ 26 Feb 2019, 16:17 | ||
makarena
გოგო მეკიდა სანამ ანიმ დაწერა 31 მიწერიაო უნდა მოვძებნო ერთი რა არის ეხლა ვნახე 12ზე 15 მმ მეწერა 16 ზე 19 მმ არც მაშინ არ უთქვამთ არაFერი რავიცი missi_i 16 ზე გეტყვის Fულის დამატების გარეშე მე 16 ზე მითხრა უFრო ადრე კანონის მიხედვით არცერთმა ეხოსკოპისტმა არ უნდა თქვას :/ |
Posted by: makarena 26 Feb 2019, 16:21 |
s@likun@ მთავარი ნაყოფის ზომები და მისი ზრდა-განვითარებაა, პლაცენტის სისქეს არ ქონია დიდად მნიშვნელობა, მაგიტომაც არ აქცევენ ყურადრებას. მთავარია ნაყოფი შეესაბამებოდეს ვადებს. მეც უნდა ჩავიხედო 12 კვირაზე 10 მმ მიწერია, 16-ზე 16 მმ. ეხლა 18-ზე მივალ და ვნახოთ რა იქნება მაგრამ არაა მნიშვნელოვანი მაჩვენებელი |
Posted by: Tess 26 Feb 2019, 16:22 |
s@likun@ პლაცენტის მდებარეობა: წინა კედელზე 32მმ ამას მეკითხები ხო? არ გამუახვილებია ყურადღება |
Posted by: Nankusi 26 Feb 2019, 16:24 | ||||
მე შვედეთში ვსწავლობდი იქ ჩასვლის დღიდან მქონდა თავის ტკივილები და დაბალი სიცხეები. 37- 37.2 მოკლედ შემოვლილი მქონდა მთელი კლინიკები,თან იქ ჩაწერიდან ძალიან გვიან გიბარებენ და ეგრევე სასწრაფოში მივდიოდი დიაგნოზი ვერ დამისვეს რავიცი ყველაფერზე გამსინჯეს თან მაშინ ძალიან პატარა ვიყავი ისე მეშინოდა... ეხლა კი გავიზარდე მაგრამ მაგ მხრივ ისევ მშიშარა ვარ მოკლედ საქართველოში ჩAმოვედი დედამ წამიყვანა ყელ-ყურის ექიმთAნ და გლანდების ბრალი იყო)) იქ კი ისე მაწვალეს... კი შვედეთი ძალიან განვითარებული ქვეყანაა,მაგრამ მედიცინის მხრივ არა |
Posted by: Tess 26 Feb 2019, 16:25 |
წინაზე მეწერა წინა კედელი და 21მმ. მაშინაც არაფერი. |
Posted by: Aniani1995 26 Feb 2019, 16:26 |
Tess ხო აი ეგ მაინტერესებს. ანუ როგორც მივხვდი ვისაც წინა კედელზე გვაქვს პლაცენტა ეგ მმ მეტია და სალოს და დანარჩენს ვისაც უკანა კედელზე უწერია მდებარეობა ნაკლებია |
Posted by: Liliko1 26 Feb 2019, 16:28 |
Nankusi კი ძალიან ვიწრო ხედვა აქვთ აი რაც უწერიათ კომპში ის იციანნ, არ აზროვნებენ , იგივეა ბრიტანეთი გაგაგიჟებენ , იქაც გამოვლილი მაქვს ეს |
Posted by: maaari2003 26 Feb 2019, 16:29 |
ბოლო 3-4 გვერდია ვკითხულობ პოსტებს "კარგ და ცუდ" ეხოსკოპოსტებზე და ყველაზე დიდი პრობლემა ამ ქვეყანაში და მენტალიტეტშია.სანამ ეს "კარგი". "განთქმული", და სახელიანი ექიმების (გაბლატავებულები და გაზულუქებულები რომ არიან და ორმაგს ახდევინებენ ) მცნება იარსებებს, მანამდე ვიქნებით ასე და არაფერი გვეშველება... პირველი გავაჩინე ინგლისში, სულ 2 ექოსკოპია მქონდა მთელს ორსულობაში 12 და 20 კვირაზე, რა სერგო, რის ბადრი...დანიშნულ დროს მივედი და ვინს დამხვდა იმან გადამიღო. რა ექიმის აყვანაზეა ლაპარაკი?ჩვეულ;ებრივად მივდიოდი დანიშულ ვიზიტებზე და რაც გეგმიურად იყო საჭირო იმას ვიკეთებდი.მერე მშობიარობაზეც 25 წლის გოგო შემხვდა ბებიაქალი და იმან მამშობიარა მშვენივრად. ექიმი თვალიტაც არ მინახავს. უპრობლემო ორსულობა მქონდა და მშობიარობაც ასევე. ყველანაირი ნარკოზის და გაუტკვარების გარეშე.წყალში ვიმშობიარე, ჭიპლარი გადამიჭრეს თუ არა, ავდექი და ძალიან ჩვეულებრივად ვიბანავე...რამოდენიმე ნაკერი დამადეს შიგნიდან და არც არანაირი განსაკუთრებული ტკივილი მქონია. ეხლა მეორეზე ვარ ორსულად და ვცხოვრობ თბილისში...ვერ დავითვლი რამდენი ექოსკოპია მაქვს გადაღებული.ყიოველ მისვლაზე "ჩადი მაინც გადაიღე, იყოს..." მეუბნება ექიმი და მეც ვიღებ და ვიღებ, ექიმიც აუცილებლად მოვიკითხე და კვლევა ჩავატარე ნაცნობ სამეგობროში "ვინ იყო კარგი"...ექოსკოპისტიც ასევე (თუმცა სერგოსთან არასდროს არ ვყოფილვარ, დამიჯერეთ სხვა კარგი სპეციალისტებიც არსებობენ და ვერ ვხვდები, რატომ უნდა გადავიხადო ორმაგი, იმიტომ რომ სერგოა)...მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ თითონ ვქმნით ამ კერპებს და მერე აღარ მოგვწონს მათი საკუტარი ტავის მიმართ დამოკიდებულება და ზერელეობა, სიძვირე, გულგრილობა... რას ნიშნავს გარეთ 40 კაცი ელოდება და მე მხოლოდ 5 წუთი უნდა დამითმოს?ჩემთვის გაუგებარია... პ.ს. მშობიარობა ერთ ერთ ყველაზე მარტივ ოპერაციად ითვლება და ორსულობაც მდგომარეობაა და არა ავადმყოფობა. დროა ეს გავიგოთ და შევიგნოთ. |
Posted by: tinatinny 26 Feb 2019, 16:29 |
Aniani1995 მე12 კვირაზე მიწერია, ყელის სიგრძე ნორმის ფარგლებშია,32მმ. მერედამერე შეიძლება დამოკლდეს? |
Posted by: Nankusi 26 Feb 2019, 16:30 |
s@likun@ Lucifurr ონლაინით ვეღარ ვასწრებ ალბათ ცოცხალ რიგში წავალ |
Posted by: Aniani1995 26 Feb 2019, 16:33 |
tinatinny 7 და 10 კვირაზე მეწერა 32 მერე მოიმატა 12დან 36 მეწერა 18მდე, 18დან დამეწყო ისევ 32. ხან იკლებს და ხან იმატებს ვერ მიხვდები. საყურადღებოაო მე ესე ამიხსნეს და ინტერნეტიდანაც ვიცი რომ ხშირად უნდა კონტროლი არ დამოკლდეს და 30ს არ ჩამოცდეს, 26 ზე თუ ჩამოვიდა მერე უკვე ნაკერს ადებენ |
Posted by: s@likun@ 26 Feb 2019, 16:34 |
makarena ჰო ზომები ყველაFერი შეესაბამება 22 კვირის ვიყავი და ნუ 5 დღით უსწრებსო მანამდე სულ ზუსტად ემთხვეოდა თავის კვირას ^^ Tess ჰო მაგას გეკითხებოდი ანუ არ ააქვს მნიშვნელობა ესეიგი |
Posted by: Liliko1 26 Feb 2019, 16:37 |
maaari2003 კი შენ უპრობლემო გქონდა ღმერთს მადლობა, ვიზუალურად ასევე მეც , ამათ იმედად რომ ვყოფილიყავი მე დღეს ისეთივე დღეში ჩავარდებოდი როგორსაც აქაური დედები წერენ ვისაც ასეთივე პრობლემიანი ბავშები გააჩინეს და 24 საათის მერე გაიგეს და წიოკით დარბოდა მერე მთელ განყოფილება იმიტო რო ზოგ სამშობიაროს აქ არ აქვს შესაბამისი ინკუპატორი, ამ ქალაქში სადაც მე ვარ ვაბშე კარდიო ქირურგები არ ყავთ, იქნებ ეგრევე უნდა ბავშვს ოპერაცია მერე? გოტენბურგში გადავლასლასდე 3 საათის ნამშიბიარები 7 საათის სავალზე? მოკლედ იმ დედეისგან როგორც გავიგე აი არცერთმა ადრეულად არ იცოდა მანკის შესახებ აი ვაბშე არავინ. ასევეა ბრიტანეთი ორი სკინტლიანი ეხო და ვსიო. |
Posted by: s@likun@ 26 Feb 2019, 16:40 |
maaari2003 კაცო არავინ არ გაძალებთ ამ სერგოს კაცი აკეთებს თავის საქმე 5 წუთში ვიღაცა როცა უნდება 20 წუთს იმედში დავდივარ და სალაროსთან Fულის გადახდის დროს 2წამი ვჩერდები იმდღეს გაგუშაი ვიყავი სალაროსთან ველოდე 20 წუთი მოვიდა ჩემი დრო და ქალი 1ო წუთი ითვლიდა 50 ლარიანი რო მივეცით და ვიზიტი 40 ლარი ღირდა რამდენი უნდა მოეცა :/ ვიღაცას 2 საათი ჭირდება რაღაცისთვის ვიღაცა იმ 5 წუთში უFრო ბევრს ხედავს ))) და ყველაFერი ისევ არის ინდივიდუალური ას ეხოს გადაღებას 50 ლარიანის მირჩევნია ერთი გადავიღო და ვიცოდე კარგად ნახეს :/ და ის რო საზღვარგარეთ მარტო 2 ეხოს იკეთებენ მერე რა ?? ადრე აქ არცერთს არ იკეთებდნენ მაგრამ კი აჩენდნენ ბავშვებს და ბევრი ეხლაც ბროგადის ექიმთან მშობიარობს |
Posted by: makarena 26 Feb 2019, 16:41 |
maaari2003 არც მე არ ვეთანხმები მაგ მიდგომას. აგერ ლილიკომ თქვა რატომაც, და მეორე საშვილოსნოს ყელი რო დაგიმოკლდეს, ეხოს გარდა როგორ გაიგებ, უებ რომ დაგეწყოს ნაადრევი, იქნებ იქამდე გაგეგო და ნაკერი დაგედო ან წოლითით გამოსულიყავი. მოკლედ ეს 2 ეხო ამართლებს უპრობლემო ორსულებში, შენ ნამდვილად უპრობლემო იყავი, ჯვარი გეწეროს და რამე რო დაგმართოდა იმის გამო რომ ეხო არ გაიკეთე, აპატიებდი ექიმს? სხვათაშორის წყალში მშობიარობაზე მეც ვფიქრობ, დიდ ვადაზე დაველაპარაკები კარგად მეანს და გადავწყვიტავ საბოლოოდ |
Posted by: s@likun@ 26 Feb 2019, 16:46 | ||
მეც ვერაFრით ვერ ვიგებ რა არის ამაში კარგი რო 9 თვის განმავლობაში 2 ეხოს იღებ :/ თვეში ერთხელ უნდა გადაიღოს მაინც ჩემი აზრით კიდე ერთხელ მაქვს მშვენიერი ორსულობა ექვსი თვის ვარ და ერთი წამალი არ დამილევია ზედმეტი ანუ არც გამაყუჩებელი არც გაციების და არაFერი ბავშვიც იდეალურად ჯდება ზომებში მაგრამ თვეში ერთხელ მაინც ვიღებ და საერთოდ არ ვთვლი რო ზედმეტია :/
ადრე მარტო ჩაჩავაში აკეთებდნენ მემგონი და ეხლა ყველგან აქვთ ?? ადრე მინდოდა მაგრამ ტკივილი მემგონი მაინც აქვს და მერე დამეზარა |
Posted by: magi_ 26 Feb 2019, 16:48 | ||
სამწუხაროდ ბევრ რამეში ვერ დაგეთანხმებით განსაკუთრებით ამ ბოლო წინადადებაში... და ის რომ ორსულობა ავადმყოფობა არაა აქ მგონი ყველამ ვიცით. ^_^ უმეტესობა ვმუშაობთ დაჩვეული რეჟიმით ვცხოვრობთ <3 maaari2003 |
Posted by: Liliko1 26 Feb 2019, 16:49 |
makarena ეგ კიდევ სხვა თემა, რა ყელი რის ყელი რის მღვრიე წყალი სიცილად არ ეყოთ დაჟე მორიდებით ვკითხე წონა იქნებ მითხრათ , უფ ეგ რადროსიაო ... მაგას დრო უნდა? |
Posted by: Nankusi 26 Feb 2019, 16:49 |
გოგოებო დღეს ვიყავი ეხოზე ზუსტად 11კვირის ვარ. 12კვირის ეხო უკვე დაგეგმილი მაქვს ორგან მივდივარ მაგრამ მანამდე ვერ მოვითმინე და 11ზეც შეიძლებაო და რადგან ანალიზებზე ვიყავი იქვე შევედი ეხოზე იმედის კლინილაში თამარ ბიწაძესთან. სანამ ეხოზე შევედი 2ვამელანი დავლიე ისე ვნერვიულობდი კისრის ნაოჭი 1.1მმ ცხვირის ძვალი 2.0 ნორმაა ეს? ცხვირის ძვალზე ზომები ვერ მოვიძიე ვერსად მართალია 5წუთში გამომიშვა,მაგრამ ერთ კვირაში ისევ მივდივარ და არაუშავს. ძალიან მშრალად დამიწერა პასუხები.არც ყელის სიგრძე აღნიშნა. ინოვაში ყველა დეტალს მიწერს ხოლმე ხეცურიანი |
Posted by: s@likun@ 26 Feb 2019, 16:51 | ||||||
ჰო ეს შენი ექიმის ბრალია თორე 12 კვირის ეხო რო ნახა ჩემმა ექიმმა 20 კვირაზე მიდი არ მიბდა 16 ის ეხოო )) მაგრამ მე ჩემი სურვილით მივედი 16 ზე Nankusi
მშვენიერია 3 მმ ზე მეტი არ უდა იყოსო და
ზომებს ვერც ნახავ არ ააქვს ზეომები მთავარია იზომებოდესო ^^ ასე რომ ყველაFერი კარგად გაქვს |
Posted by: Salomea2018 26 Feb 2019, 16:51 |
სადაო არაფერია. ვისაც უნდა იკეთებს, ვუსაც არ უნდა არა. არჩევანის თავიაუფელბა აქვს ყველას კაცო. მე იმაზე მწყდება გული, რომ ამ ჩვენა გაჭირვებულ ქვეყანაში სამედიცინო მომსახირება არის ძალიან ძვირი და ყველას არ აქვს დაზღვევა. ბევრი პრობლემური ორსულია, ვისაც არ აქვს საშუალება რომ ყოველ კვირა 100ლარები იხადოს ეხოებში თუნდაც. რაიმე შეღავათებს რომ ითვალისწიმებდნენ, კარგი იქნებოდა. |
Posted by: s@likun@ 26 Feb 2019, 16:55 |
Salomea2018 მაგათთვის ხო არის უFასო კაცო ?? ჩემმა მეგობარმა მთელი ცხრა თვე არც ეხოში და არც ექიმთან Fული არ გადამიხდიაო და მანახა ეს საყოველთაოს დაზღვევასადაც 8 ვიზიტი ეხოსი და ექიმის უFასოდ ეკუთვნის და ნუ ამ ქვეყანაში ბევრი რამე რო არის გამოსასწორებელი ეგ ცალკე თემაა და ვის რა უნდა ის უნდა აკეთოს კი მაგრამ 9 თვეში 2 ეხო გადავიღე და მეტი რათ გინდათ ცოტა სხვა თემაა )) ისევე როგორც თუ არაFერი გჭირს და ყოველ კვირა დარბიხარ ეხოზე თან ის გოგო ჰერაში დადიოდა რო ვუთხარი მე ჩემს ექიმს ვიზიტში 5ო ლარს ვუხდითქო დამცინა |
Posted by: makarena 26 Feb 2019, 16:59 | ||
s@likun@
პინეოს და ჩაჩავას აქვს. მე პინეოში ვგეგმავ, რადგან მანდ ვარ აღრიცხვაზე. ეხოებს გამოვეხმაურები, პირველ რიგში ვიგებთ რომ ნაყოფი ზრდას არ ჩამორჩება და ვითარდება ვადების მიხედვით. თვითონ 8 უფასო ვიზიტი, რაც საქართველოში ანტენატალური პროგრამით არის გათვალისწინებული, ზუსტად ბრიტანეთის მეანგინეკოლოგთა კოლეჯმა შეიმუშავა და ჩვენებმა გადმოიღეს. |
Posted by: Salomea2018 26 Feb 2019, 17:01 |
არა იცი რას ვგუკისხმობ? აი ვისაც ლილიკოსნაირი პრობლემა აქვს, ვუსაც ტვინზე პრობლემა აქვს, იმათ ხო სპეციალიზებულ კლინიმებში ჭირდებათ თინდაც კარდიოეხო და ეგეთები. ცალკე კონსუკტაციები. მე ვიცნობ ერთს, სერიოზული პრობლემა აქვს და ხშირად ჭირდება ეხოები, ყოველ კვირა. ის 8 ვიზიტი გიფინანსდება და შედის მხოლოდ 2 ეხო და სულ რომ 50 ლარიანი ეხოები იკეთო, თვეში 200ლარი მარტო ეხოებში უნდა და არ აწვს ამის საშიალება. მეც ყოველ თვე დავდივარ ეხოზე, თან ჰერაში და უფასო ვზიტებსაც ვიყენებ. ექიმთან კონსუკტაციის ჯერ არ გადამიხდია არც ერთი თეთრი. აქაც სულ რომ 2 ეხოს ითხობდნენ, მე თვითონ ვერ ვითმენ რომ არ მივიდე. ვიღაცა ითმენს და არ მიდის. რა ჩემი საქმეა. ყველამ ის აკეთოს, რაც უნდა. |
Posted by: Nankusi 26 Feb 2019, 17:03 |
s@likun@ ასისტენტს რომ უკარნახა სრლ ამოვისუნთქე,მაგრამ არც ესე დაბალს მოველოდი. სქელი რომ პათოლოგიებზე მეტყველებს ვიცი და 1.1 ცოტა პაარაა არაა?გქონიათ ვინმეს? |
Posted by: Salomea2018 26 Feb 2019, 17:06 |
makarena ბრიტანეთი არ ვიცი და, რაღაც აპლიკაციით ვარ დარეგიატრირებული ამერიკაში გათვალისწიმებულ ვიზიტებზე, დდ შეგყავს და გახსენებს როდის უნდა მიხვიდე. აქამდე ზუსტად მიყვენოდა ქართულ ვარიანტს და 26 კვირიდან ყოველ 2 კვირაში მიბარებს. ანუ 8ზე მეტო ვიზიტი გამოსდით. |
Posted by: narkozeli 26 Feb 2019, 17:07 |
მე თუ დამიჯერებთ,გეტყვით რომ სწორედ დიდ ბრიტანეთშია ერთ-ერთი ყველაზე გაუმართავი სამედიცინო დაზღვევის სისტემა, მოცდის ფურცელი და ვადები უზარმაზარი,კიდევ ძალიან ბევრი მიზეზია რის გამოც იძულებული "ხდება" სახელმწიფო მხოლოდ ორჯერ დაუფინანსოს ორსულს ექოსკოპია. ისე კი,არც მანდაა შეზღუდული, ვინც მეტად ყურადღებიანია,იმას შეიძლება მეტჯერაც მოუნდეს ექოსკოპიაზე მისვლა და ამაში ცუდი არაფერია, ფულის და ანაზღაურების თემაა მხოლოდ და მხოლოდ ასე რომ, ის რომ საქართველოში გოიმები ვართ და იქ ჭკვიანები, მასე არაა შეიძლება თქვენ არ გაგიგიათ მაგრამ ვიაიპ ექიმები არის ბრიტანეთშიც, შტატებშიც და თითქმის ყველა განვითარებულ სახელმწიფოში. ამაში უცნაური არაფერია, ტარიფებიც განსხვავებულია. ანტენატალური მეთვალყურეობა საქართველოში ნელ-ნელა უმჯობესდება (ვინადან ჯანმო-ს მიხედვით მათერნალ მორთალითი ე.წ. დედის მოკვდაობა (ზუსტად არ ვიცი ქართულად რომელი ტერმინი შეესაბამება) იყო ძალიან მაღალი, ნელ-ნელა უმჯობესდება და სწორ გზაზე ვდგავართ, ის 8 ვიზიტის საკითხიც (რომელიც ადრე 4 იყო) სწორედ ამ მაჩვენებლებიდან გამომდინარე გაიზარდა. ვისაც აქვს ფინანსურად შესაძლებლობა დიახ, იაროს ექოსკოპიაზე, ამით არაფერს აშავებს. რაც შეეხება ფრაზას, "ორსულობა ავადმყოფობა არ არის" დიახ, არ არის, ფიზიოლოგიური მდგომარეობაა თუმცა არც ისე ჩვეულებრივი მდგომარეობაა, დიახ, ეს არაჩვეულებრივი ფიზიოლოგიური მდგომარეობაა ქალისა, რომელსაც განსხვავებით არაორსულისგან, ორმაგი ყურადღება,ზრუნვა,მიხედვა და კონტროლი სჭირდება. ახლა გეტყვით რატომ ჰგონია ზოგს რაღაც-რაღაცეები ზედმეტი. არსებობს ნორმალურად/ ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობა და არსებობს პათოლოგიური. თუ გაგვიმართლა და ფიზიოლოგიურად მიდის ყველაფერი უპრობლემოდ მაშინ არაგვიშავს თუ მივყვებით მხოლოდ სახელმწიფოს/დაზღვევის გაიდლაინებს მაგრამ რა ხდება როცა ყველაფერი უპრობლემოდ არ მიდის? ასეთ დროს გვჭირდება ბევრი ფული, დიდი მონდომება და ყურადღება და მრავალჯერადი ვიზიტები ვიაიპებთან, დიახ, ძვირადღირებულ სერვისებზე ვიწყებთ ფიქრს,იმიტომ რომ ჩვენი და ჩვენი შვილის ჯანმრთელობაზე ძვირადღირებული არაფერი არ არის. ასე რომ შეარჩიეთ სანდო ექიმი, დაუჯერეთ მის რჩევებს, პარალელურად (სურვილის შემთხვევაში) გაეცანით ჯანმო-ს შემოთავაზებულ გაიდლაინებს და პროტოკოლებს როგორც ფიზიოლოგიურ ასევე არაფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის შემთხვევაში და თუ ოდნავ რამე საეჭვოა, არასდროს არასდროს არ დაინანოთ ფული,ვინაიდან, რამე ცუდი რომ მოხდეს, თქვენ თავს არასდროს აპატიებთ მერე. მეც ხშირად მეკითხებიან სამედიცინო დაწესებულებაზე და ექიმზე რჩევას და უნდა გითხრათ რომ ყველაზე მეტად ამ ცხოვრებაში ეგ კითხვა არ მიყვარს ძალიან რთულია ვინმეს ურჩიო ექიმი,ყოველთვის ჯობს პაციენტი იმასთან მივიდეს,ვისთანაც გული "მიუწევს", ვინაიდან ზოგჯერ ფსიქოლოგიურ ფაქტორს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. |
Posted by: Nankusi 26 Feb 2019, 17:12 |
სქესზე მინდა გკითხოთ რამდენად გამართლებულა თქვენთან პატარა ვადაზე ნათქვამი 12 კვირაზეც იშვიათად ეუბნებიან და მე 11-ზე მითხრა, 50/50ზეო,მაგრამ ისეთი ნათქამი იყო ვფიქრობ რომ ზუსტად დაინახა სქესი |
Posted by: Aniani1995 26 Feb 2019, 17:12 |
Nankusi ნუ ფეთიანობ 11 კვირის ხარ მშვენიერი ზომებია. მე 12 კვირაზე მიწერია 1.5 და 12 კვირაზეა ზუსტი ზომა. 12ზე მითხრა მასე 50/50 და 16ზე აღმოჩნდა საპირისპირო სქესი 11ზე ზუსტად ვერ გეტყვიან მაგ ვადაზე არაა ბოლომდე სქესი ჩამოყალიბებული |
Posted by: Tess 26 Feb 2019, 17:19 |
2 ეხო გაუმართებელ რისკად მიმაჩნია, თუ არის საშუალება რა თქმა უნდა. ბოლო ეხოს მერე მაგალითად ანტიბიოტიკი დამჭირდა და ეხლა ნორმაში დამხვდა წყლები, ხან ყელი მოკლდება ხან ტონუსი იმატებს. რომ არაფერი ვთქვა ჩემს ემოციურ მდგომარეობაზე, რა დამემართება მხოლოდ 2-ჯერ რო ვნახო ბავშვი 9 თვეში. მე მიყვარს არჩევანის უფლება რომ მაქვს, არ მომეწონებოდა მშობიარობაზე მხოლოდ 25 წლის ბებია ქალი დამხვდეს და ვინმეს იმედი არ მქონდეს გართულების შემთხვევაში. ზოგადად, იმდენად არ მსიამოვნებს უპატრონობის განცდა რომ უარი ვთქვი საზღვარგარეთ ბავშვის გაჩენაზე და მირჩევნია თბილისში ვიყო. |
Posted by: makarena 26 Feb 2019, 17:20 | ||
Nankusi
1.0 მქონდა მე 11 კვირაზე, 0.6-დან უწერია ნორმა ასე რომ ძალიან კარგი მაჩვენებელია. 12.3 კვირაზე მათითაშვილთან გავიკეთე და 0.6 მმ მიწერია. |
Posted by: Nankusi 26 Feb 2019, 17:23 |
Aნიანი1995 გოგოს ელოდები თუ ბიჭს? კი ხშირად ცდებიან გაცილებით დიდ ვადაზეც,მაგრამ თუ გოგო თქვეს დიდი ალბათობაა რომ მოგვიანებით ბიჭი იყოს, მაგრამ თუ ბიჭს ამბობენ პატარა ვადაზე მერე რომ გოგო იყოს ნაკლები შანსია ანუ იმის თქმა მინდა რომ თუ ბიჭი გითხრეს ესე იგი სასქესო ორგანო დაინახეს |
Posted by: narkozeli 26 Feb 2019, 17:26 | ||
სამწუხაროდ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ჯერ არ არის იმ დონეზე რომ ნებისმიერთან მივიდეთ და მივანდოთ თავი. ძალიან მრცხვენია ამას რომ ვამბობ მაგრამ სამწუხაროდ მასეა |
Posted by: s@likun@ 26 Feb 2019, 17:31 | ||
Salomea2018
ხოდა არ შედის 2 ეხოო შედის რვა ეხოო ჩემმა მეგობარმა არცერთ ეხოში Fული არ გადამიხდიაო ხო ნუ რასაც შენ ამბობ ეგრე რო იყოს რათქმაუნდა უკეთესია წამლების Fასებიც კოშმარია რო ვკითხულობ ზოგი წერს 10 დღის წამლებში 200 ლარს ვაძლევო და საშინელებაა Nankusi მემგონი 12ზე ცოტა მეტი გექნება თუ პირიქით იკლებს არ ვიცი მე 12ზე ზუსტად 1.7 მოქონდა პატარას არ ააქვს მნიშვნელობა მთავარია სამზე ზემოთ არ იყოს |
Posted by: Nankusi 26 Feb 2019, 17:33 |
makarena რა კარგია რომ ეს ფორუმი არსებობს.ექიმმა კი დამამშვიდა სანერვიულო არაფერია ყველაფერი ნორმაშია,მაგრამ გადამოწმების გარეშე მაინ არ შემიძლია 0.6 არც ვიცოდი ეგეთი პატარაც თუ იყო ე.ი შენთან კი არ მოიმატა უფრო დაუკლია მადლობა,ვწყნარდენი ხოლმე თქვენგამ რომ პასუხებს ვიღებ. ზოგადად ძალიან სხვანაირი ვარ და ორსულობამ ძალიან შემცვალა,ყველაფერზე ვნერვიულონ და მეშინია,მაგრამ ნელნელა დავამარცხებ ამ განცდებსაც |
Posted by: s@likun@ 26 Feb 2019, 17:36 | ||
narkozeli
ზუსტად რა )) ეს მიდგომა მაღიზიანებს თორე ვისაც უნდა სულ ნუ გადაუღია ეხო რაც დაწერე ყველაFერშI 100 % ით გეთანხმები |
Posted by: Nankusi 26 Feb 2019, 17:39 |
s@likun@ რამდენიმეს პასუხი რომ გავიგე დავწყნარდი მადლობა სალო❤️❤️ |
Posted by: Aniani1995 26 Feb 2019, 17:40 |
Nankusi ბიჭი მითხრეს 12 კვირაზე და 16ზე აღმოჩნდა გოგო :დ |
Posted by: Salomea2018 26 Feb 2019, 17:40 |
s@likun@ სოციალურად დაუცველი ხომ არაა ის გოგო? ამას არ უფინანსდება 8 ვიზიტზე ეხო და მით უმეტეს ყოველ კვირა. თავიდამ იმდენი წამლები და ეხოები დაჭორდა, სწრაფი სესხი გამოიტანა გოგომ. ესაა კოშმარი. |
Posted by: Nankusi 26 Feb 2019, 17:42 |
Aniani1995 ხოო? მეც ბიჭი მითხრეს დღეს და რატომღაც აქამდე სულ გოგოზე მეფიქრებოდა,მაგრამ ყველაფერი რომ ნორმაში იყო მთავარი ეგაა მაგრამ ინტერესი მკლავს ზუსტ სქესს როდის გავიგებ |
Posted by: s@likun@ 26 Feb 2019, 17:43 |
Salomea2018 არა არ არის სოციალურად დაუცველი :შ საიტზეც მანახა აი სურათი და მე დმცინა რამოდენიმე დღის უკან ვწერდი ამაზე თუ გახსოვს |
Posted by: Aniani1995 26 Feb 2019, 17:44 |
1 მარტი - sopo_s - გოგო 25 მარტი - natiacr7 - გოგო 7 აპრილი - maaari2003 - გოგო 18 აპრილი - *Artless* - ბიჭი 9 მაისი - inertiacreeps11 - გოგო 14 მაისი - Salomea2018 - ბიჭი 23 მაისი - Liliko1 - ბიჭი 1 ივნისი - ukrainka - ბიჭი 11 ივნისი - s@likun@ - ბიჭი 13 ივნისი - an_u_ka - გოგო 22 ივნისი - TeKooo - ბიჭი 25 ივნისი - darling1990 - გოგო 1 ივლისი - სიმბა - ბიჭი 2 ივლისი - Tess - ბიჭი 6 ივლისი - anuki-anuki1990 - გოგო 10 ივლისი - Aniani1995 - გოგო 14 ივლისი - nature - ბიჭი და გოგო 16 ივლისი - rocobarocco - ბიჭი და ბიჭი 17 ივლისი - mariami2525 - ბიჭი და ბიჭი 20 ივლისი - missi_i - ბიჭი და ბიჭი 29 ივლისი - magi_ ბიჭი 3 აგვისტო - Lucifurr - ბიჭი 7 აგვისტო - makarena - ბიჭი 25 - აგვისტო - sesilia28 28 აგვისტო - tinatinny 17 სექტემბერი-Nankusi -ბიჭი 20 სექტემბერი - annaanka * * * ჩვენი სია რაღაც მიჩუმდა, nature აღარ შემოსულა დიდიხანია და ხო კარგადაა ნეტავ. ახლებო თუ იცით მშობიარობის თარიღი დაწერეთ და ჩაგამატებთ |
Posted by: Salomea2018 26 Feb 2019, 17:48 |
ამ პროგრამით ვსარგებლობჶ ყველა მაგრამ მე2 ეხოს შემდეგ ეხოები უფასო აღარაა. არც წერია მანდ. 26 კვირაზე ანალიზები და ექიმი დამიფინანსდა, მაგრამ ეხოს 60ლარი ჩვეულებრივ გადავიხადე.ხოო ის მახსოვს, ანალიზის პასუხები რომ ვანახო, მაგაზეც ვუხდიო და მეც გამიკვირდა. მე არ ვიხდი ხოლმე. |
Posted by: s@likun@ 26 Feb 2019, 17:53 |
Salomea2018 ანუ მე ვიხდი ამის მიხედვით ანუ 16 კვირის ანალიზები რო ავიღე და ეხო მერე რო შევედი ექიმთან გადავიხადე იმიტო რო არ წერია უFასოდ მეკუთვნის 20 კვირაზე რო ავიღE ანალიზები და ეხო გადავიღე და შევედი ექიმთან არ გადამიხდია იმიტო რო წერია უაFასოო მაგრამ ეხლა 26 კვირაზე რო ავიღებ ანალიზებს გადავიღებ ეხოს მერე რო შევალ ექიმთან მომიწევს გადახდა იმიტომ რომ 25-26 ვიზიტიზე არ უწერია უFასო მეანგინეკოლოგის ნახვა |
Posted by: magi_ 26 Feb 2019, 17:55 | ||
Aniani1995 ჩემი ჩაასწორე რა პლს- ბიჭიაა ^_^
ადრე დაწერა აქ მხოლოდ სიის გამო შემოვდივარო ბოლო დროსო და იმედია კარგადაა <3 |
Posted by: Aniani1995 26 Feb 2019, 18:02 |
magi_ ჩაგასწორე ხო იმედია მშვიდობაა აღარ აქტიურობს |
Posted by: Nankusi 26 Feb 2019, 18:02 |
Aniani1995 17 სექტემბერი- ბიჭი |
Posted by: mariami2525 26 Feb 2019, 18:54 |
დღეს ვიყავი ექიმთან ლუთეინა არ მოხსნა ეგრევეო კიდე გაიკეთე ასიანი ორი კვირაო...მაგიტო მიხაროდა დღეს მისვლა მომიხსნისთქო...ბავშვები ზუსტად ერთნაირად ვითარდებიან ორივე 340 გრამი 20 კვირაზე...კიდე უნდა მივიდე თუ იცით 22ზე?თუ აღარ მჭირდება |
Posted by: Salomea2018 26 Feb 2019, 19:02 | ||
უიო რატო დაგაკლეს? მე სხვანაირი ჟურნალი მომცეს და ყველგან წერია მეან გინეკოლოგი და ქვემოთ რა ანალიზიც მეკუთვნის. |
Posted by: magi_ 26 Feb 2019, 19:33 |
გოგოები მე რაც ვიცი სხვადასხვა კლინიკას სხვანაირი პირობები აქვს.მაგალითად გაგუაში საერთო არაა უფასო ვიზიტები და ანალიზები. Aniani1995 ძლივს მიეწერა ჩემს ნიკს სქესი ^_^ |
Posted by: Aniani1995 26 Feb 2019, 19:38 |
გაგუაში არ ვიცი და დავარაშვილში არაფერია უფასო, ინტერნეტში წავაწყდი სადაც უფასო ვიზიტები არაა იმ კლინიკებში საკეისრო კვეთები ყოფილა ბევრი და მაგის გამო ჩამოერთვათ ეგ უფასო აღრიცხვაო. თუ ვიპოვე ეგ სტატია დავდებ. ჯანდაცვის საიტზე თუ სადღაც იყო. magi_ შენი ბიჭი ჩაეწერა მყარადაა სიაში |
Posted by: Lucifurr 26 Feb 2019, 19:39 |
Aniani1995 ჩემს ნიკს რომ დავხედე გამეცინა ბიჭი რომ წერია ვნახოთ აბა რამდენად დაემთხვევა მეც ბიჭი მგონია და სიამაც თუ გაარტყა მაგარი იქნება |
Posted by: Aniani1995 26 Feb 2019, 19:42 |
Lucifurr მე არ ჩამიმატებია ეგრე დავაკოპირე და არ იცი სქესი? არასწორად წერია? მეც ვეწერე მანდ ბიჭი და მერე გადავკეთდით გოგო ვართ ახლა |
Posted by: rocobarocco 26 Feb 2019, 19:52 |
გოგოები ქამარს ვინც ხმარობთ სად შეიძინეთ ან რომელი ბრენდისაა? რომელს მირჩევთ? ფასიც რომ მითხრათ |
Posted by: Lucifurr 26 Feb 2019, 19:54 |
Aniani1995 არ ვიცი ჯერ იყოს ეწეროს ვნახოთ აბა ხუთშაბათს რას მეტყვის სერგო ბატონი |
Posted by: Aniani1995 26 Feb 2019, 20:24 |
Lucifurr ვნახოთ აბააა ველოდებით ხუთშაბათს კიდევ ერთი ფორუმელი ბინადარის სქესი გავიგოთ |
Posted by: Salomea2018 26 Feb 2019, 20:29 |
rocobarocco მე ვიყიდე ავერსში საკმაოდ იაფიანი, ტონუს ელასტის, მშობიარობის შემდეგაც გამოიყენება. ღირდა 33 ლარი და 27ად ვიყიდე ფასდაკლებით. იყო ბევრად ძვირიანებიც, მაგრამ სრულიად ასრულებს თავის მოვალეობას. ვლოცავ. |
Posted by: Nankusi 26 Feb 2019, 20:33 | ||
მეც ძალიან გაურკვევლად ვარ პროგესტერონთან ერთმა ექიმმა 600 დამინიშნა მეორე ექიმმა მოხსენი საერთოდ ან მარტო 200მიიღეო გამიგია რომ ეგრევე შეწყვეტა არ შეიძლება და ჩემი გამოთვლებით უნდა დავაკლო ნელნელა თან ანალიზი ვაკონტროლო მეტი გზა არაა |
Posted by: kusia 26 Feb 2019, 20:39 |
გამარჯობა მომავალო დედიკოებო. ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან, თუ შეგიძლიათ მირჩიოთ. ღუდუშაურში კარგი გინეკოლოგები ვინ არიან? თუ გქონიათ შეხება? აყვანა მინდა. |
Posted by: Nankusi 26 Feb 2019, 20:41 |
ყველა ეხო ტონუსს მიწერს, არადა მაგნი ბ6 ვსვამ დღეში 3ჯერ.ვინმეს გააქვთ ასე? |
Posted by: Aniani1995 26 Feb 2019, 20:48 |
Nankusi აუ მეც ეგრე ვარ სულ ტონუუსს მიწერს ეხო და მეც 3ჯერ ვსვამ მგონი არაფერს არ მშველის ეგ მაგნე ბ6, არადა ტონუსის ეგააო |
Posted by: aileenn 26 Feb 2019, 20:49 | ||
კი დაბერდა ცოტა, მეც კი მაგან დამინახა დედაჩემის მუცელში ))) რამაზ ჭიღლაძე როგორია თუ იცი? : |
Posted by: makarena 26 Feb 2019, 21:04 |
Nankusi ან მათითაშვილმა გაზომა ზუსტად, 11 კვირაზე რო ვიყავი, ნაყოფის ზომები 10 კვირისას შესააბამებოდა, ხოდა 10 კვირაზე რა კისრის ნაოჭი გაუზომეს არ ვიცი. |
Posted by: Lucifurr 26 Feb 2019, 21:08 |
aileenn აუ მეც მაგ გურგენიძემ დამინახა დედაჩემის მუცელში სამი გოგოს მერე დედაჩემისთვის უთქვამს კიდე რო დააპირებ მოდი, დიეტას შეგიდგენო თუ რაღაცო და მეოთხე ბიჭი გეყოლებაო ერთი თვისას უკვე სქესს ხედავდაო და ბევრი ლეგენდა გამიგონია Aniani1995 ვნახოთ აბა გოგო წერტილი მყავს თუ ბიჭი წერტილი ❤️ |
Posted by: rocobarocco 26 Feb 2019, 21:08 |
Salomea2018 ვგიჟდები შენზე, კითხვას უპასუხოდ რომ არ ტოვებ |
Posted by: makarena 26 Feb 2019, 21:09 |
rocobarocco რაც მე ქამარს ვლოცავ. წელი დამავიწყსა სად მაქვს. GPC აფთიაქში ვიყიდე. 60 ლარად. ძაან კმაყოფილი ვარ * * * aileenn ძალიან აქებენ, აი ტესსი დადის მაგასთან |
Posted by: s@likun@ 26 Feb 2019, 21:11 |
Salomea2018 არ ვიცი (( magi_ გოგო შენც ხო იმედში ხარ და შენც ესე იხდი თუ უFასო გაქვს ექიმი? |
Posted by: rocobarocco 26 Feb 2019, 21:18 |
makarena ხო 60 ლარიც ნორმალურია, 100 და ზემოთ არ მინდა გადავიხადო, მადლობა გამოხმაურებისთვის |
Posted by: Nankusi 26 Feb 2019, 21:46 |
makarena მეც 11კვირაზე მითხრეს .10 კვირა მგონი ნამეტანი ადრეა.მე 10კვირაზეც ვიყავი ეხოზე მაგრამ ისე დასაწყნარებლად რომ გულის ცემა მომესმინა ,სხვა არაფერი შეუასებიათ და მგონი არცაა სწორი ეგრე ადრე,მერე წინასწარ უნდა ინერვიულო ზომები რომ არ ჩაჯდეს |
Posted by: tinatinny 26 Feb 2019, 21:49 |
აუ, გოგოებო, მე კიდევ მიხაროდა,ტოქსიკოზი მომშორდათქო და დღეს ისევ ძველებურად შემომიტია. ერთადერთი, რაც მინდა,კოკაკოლაა. მე არ ვყიდულობ, მაგრამ ჩემი ქმარი რომ იყიდის, 1 ჭიქას ვსვამ მაინც |
Posted by: magi_ 26 Feb 2019, 22:24 |
Aniani1995 ნელ ნელა ვეჩვევი აზრს ბიჭის დედა რომ ვიქნები s@likun@ მეც მაგ ცხრილით ვხელმძღანელობ სალო, თუმცა დაზღვევა რომ მაქვს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ... ზუსტად როდის რა გადავიხადე არ მახსოვს. მაგრამ ფაქტია ესე წერია 8 უფასო ვიზიტი აშკარად არ შედის. |
Posted by: Nankusi 26 Feb 2019, 22:52 |
მე არდის დაზღვევა მაქვს 1250ლარია ორსულობა-მშობიარობის ლიმიტი,რომელიც 1.5თვეში გავხარჯე, ეხლა როდის განახლდება ველოდები მარტს გოგოებო თუ იცით მშობიარობაზე თუ კერძო დაზღვევა გაქვს სახელწიფო დაფინანზება აღარ მოქმედებს? ისიც და ისიც რომ იყოს უკეთესია |
Posted by: google1 26 Feb 2019, 23:16 |
Nankusi მშობიარობა ყველას უფინანსდება, რა დაზღვევაც არ უნდა გქონდეს. 500 ლარით ფიზიოლოგიური და 800 ლარით საკეისრო (თუ ჩვენება გაქვს, თუ არა 500-ს დაგიფინანსებენ). ოღონდ კერძო დაზღვევაც თუ გიფინანსებს, ჯერ კერძო იხდის და მერე სახელმწიფო თუ პირიქით, ეგ დააზუსტე. kusia ღუდუშაურში მეანი მირჩიეს ნატა ფირცხალავა. ჩემი ექიმი საზღვაგარეთ იყო და იმ დროს რომ დამწყებოდა მშობიარობა, ნატასთან ვაპირებდი მისვლას. |
Posted by: *Artless* 26 Feb 2019, 23:17 | ||
სათქმელად ადვილია. მიდი და გაიგე, ვინაა სანდო. ყველა ექიმს ხომ ვერ ჩამოუვლი. * რამდენიმე დღეში ექოზე მივდივარ. ერთი სული მაქვს, ჩემი უკვე დიდრონი ბიჭი დავინახო და მისი მდგომარეობის შესახებ გავიგო. აშკარად ძალიან გაიზარდა. ისე მძაფრად ვგრძნობ ხოლმე. მეც მგონი ჩემი წონის რეკორდს მივაღწიე. 57,1 კგ. აქამდე 56 იყო. გაჩენამდე კიდევ გავაუმჯობესებ რეკორდს. |
Posted by: Salomea2018 26 Feb 2019, 23:55 |
rocobarocco ვაიჰ... მადლობა. რაც ვიცი და გადამხდენია, რატომაც არა. გაგიზიარებთ. :* :* |
Posted by: mariami2525 26 Feb 2019, 23:57 |
Nankusi გადაწყვიტე რო გავიკეთო 100იანი ერთი კვირა მაინც...კი მითხრა 20 კვირაზე არ არის საშიში პირდაპირ მოხსნაო მაგრამ კაი იქნება თუ მაინც 100იანს გაიკეთEბო და გავიკეთებ სხვა რა გზაა |
Posted by: Nankusi 27 Feb 2019, 00:37 |
mariami2525 თავიდან რამდენს იკეთებდი? რომელი თვიდან დაიწყე შემცირება |
Posted by: mariami2525 27 Feb 2019, 00:46 |
Nankusi 200იანს ვიკეთებდი გავიგე თუ არა ორსულობაზე იქიდან 20'კვირამდე ტყუპებია და მაინც თავის დაცვის მიზნით ეხლა 100იანს გავიკეთებ ერთი კვირა |
Posted by: magi_ 27 Feb 2019, 09:15 | ||
*Artless*
აუ სალ მეტი არ მოგიმატებია??? ძაან მაგარია გოგო ეხლა მეხუთე თვეში ვარ და 55 კგ ვარ უკვე 3 კგ მაქვს მომატებული. მუცელიც ძაან არ მეტყობა... ეხლა მესმის შენი ალბათ მეექვსე თვემდე არც დამეტყობა მOძრაობებიც ისეთი აქვს, ნელი და მშვიდი რომ ვიცი ორსუალდ ვარ თორე ისე ვერც მივხვდებოდი Nankusi ორივე მოქმედებს კი ^_^ იმედილ ი მაქვს და ჩემს შემთხვევაში დამიფინანსებენ დეტალებზე მაინც დარეკე სადაზღვევოში და სოციალურში. |
Posted by: anuki-anuki1990 27 Feb 2019, 12:13 |
აუ ტონუსს როგორ შველით? დამტანჯა, მუცელი სულ დაჭიმული მაქვს და მტკივა,ეხლა წელში და საკვერცხეებშიც გადამდის ტკივილი პაპავერინი და მაგნე არ მშველის |
Posted by: Tess 27 Feb 2019, 12:27 |
anuki-anuki1990 მაგნეს ნაცვლად დავი, დილა საღამოს 1-1 აბი. პაპავერინის ნაცვლად სპაზმოლიზინი - ეს სიმპტომურად, როცა მაწუხებს. დასვენება რა თქმა უნდა და პოზიციის ხშირი ცვლა. |
Posted by: Liliko1 27 Feb 2019, 12:31 |
თუ იცით... ანუ 59 კილომდე ვიყავი ორსულობამდე თავიდან ანუ 5-6 თვემდე მოიმატე მალევე ავედი 67 კილოზე, ეხლა აგარ ვიმატებ ასე მყცელი კი გამეზარდა ნუ მიდის ზრდა და მე რატო გავზარმაცდი? რა ხდება ხომ არ იცით? ანუ ეს ერთი თვეა ალბათ 1 მდე თუ მოვიმატე უკვე მეტი აღარ, ბევრს არც ვჭამ ისე... |
Posted by: Nankusi 27 Feb 2019, 12:35 |
google1 magi_ მშვენიერია თუ ორივე მოქმედებს,სადღაც მქონდა წაკითხული რომ მხოლოდ კერძო აფინანსებდა ასეთ დროს.2017 წლის პოსტი იყო ალბათ შეიცვალა. მადლობა გოგოებო |
Posted by: anuki-anuki1990 27 Feb 2019, 12:37 |
Tess მადლობა :* ეგ რატომ არ დამინიშნა ნეტა,2 დღის წინ ვიყავი აღრიცხვის ექიმთან და მუცელი სულ გაჭიმული გაქვსო, ენდომეტრინის სანთელი გამომიწერა რომელიც ვერ გამოვიყინე ისეთი საშინელი აბებია სულ ტყუილად ვიყიდე |
Posted by: Tess 27 Feb 2019, 12:42 |
anuki-anuki1990 ენდომენტრინი ხომ იგივე პროგესტერონია, მახოსვს უზარმაზარი აპლიკატორი მოყვება )) აქ წერდნენ მაგასაც იყენებენ ტონუსზეო, მაგრამ მე პრაქტიაში დავი უფრო მომეწონა. ინდივიდუალურია ალბათ |
Posted by: Nankusi 27 Feb 2019, 12:46 |
Liliko1 მე როგორც ვიცი მესამე ტრიმესტრში უფრო იმატებენ. მანამდე ზოგი შენსავით პირველში და მერე ჩერდება ზოგი ნელნელა იმატებს დროსთან ერთად აი მე ძალიან გამხდარი ვიყავი სულ.შეიძლება ითქვას ძვალი და ტყავი თან მაღალი ვარ 1.77 ეხლა საკმაოდ მოვიმატე მე-12 კვირაში ვარ ჯერ.თან იმასაც ვაბრალებ რომ სიგარეტს დავანებე თავი და ალბათ მაგის ბრალია,თორე ჭამით ბევრს არ ვჭამ და ტკბილეულს საერთოდ |
Posted by: anuki-anuki1990 27 Feb 2019, 12:49 |
Tess კი პროგესტერონია,აპლიკატორი არ მოყოლია ჩემსას და ისეთი საშინელი აბებია,თავიდან დასალევი მეგონა,2 ჯერ გავიკეთე მარტო ვცდი აბა დავს, ეგებ მიშველოს |
Posted by: Salomea2018 27 Feb 2019, 12:52 |
Liliko1 მე მაქვს 28 კვირაზე 7კილონახევარი ნამატი. ვიყავი 67,ტოქსიკოზზე დავიკელი 3 კილო, 64დან ავედი 71.5ზე.ტანზე არაფერი მეტყობა. სპეციალურად გავუსინჯე ძველი ჯინსები და შარვლები. ჩვეუკებრივად ამომდის უკანალზეც და ფეხებზეც, ნუ ღილთან იჭედება. სამაგიეროდ მუცელი იზრდება საოცრად. მართლა 9 თვის მუცელი მაქვს მგონი. ბევრს არ ვჭამ მეც. პური საერთოდ ბოლოს როდის ვჭამე არ მახსოვს. გესტაციური დიაბეტი არ მაქვს და ბავშვი მაინც ძალიან იზრდება. გენში კი გვაქვს ბამბაოზები მარა... 26 კვირაზე 29 კვირის წონა ქონდა. |
Posted by: nature 27 Feb 2019, 12:53 |
magi_ Aniani1995 კარგად ვარ გოგოებო როცა ჩასწორება გენდომებათ მომნიშნეთ * * * Aniani1995 თუ გინდა შენ მიხედე სიას, თუ არადა მომნიშნეთ რომ ვიპოვო |
Posted by: Aniani1995 27 Feb 2019, 13:11 |
nature უბრალოდ რომ არ შემოდიოდი აღარ ჩანდა და მაგიტო დავაკოპირე, შენ თუ შემოხვალ ხოლმე მიხედე მე არ მაქვს პრობლემა როგორც გირჩევნია |
Posted by: Liliko1 27 Feb 2019, 13:15 |
გასაგებია გოგოებო. ტკბილი არ მიყცარს ძალიან თანაც, არასოდეს მიდება შოკოლადიც კი, ისე თავიდან ბევრს ვჭამდი საჭმელს და ვფიქრობ ამიტომ მოვიმატე უცებ. ცომებსაც ცოტას ვჭამ , ბავშვი კი ზუსტად მიდის წონაში |
Posted by: Aniani1995 27 Feb 2019, 13:21 |
მხოლოდ 3 კილო მაქვს 5 თვეზე მომატებული |
Posted by: Liliko1 27 Feb 2019, 13:26 |
Aniani1995 ზატო 3 ეხლა ბოლოში მოვიმატებ მგონი მეტს აღარ კი გამოვა 12 კილომდე როგორც ადრე მოვიმატე ზყსტად მასე)) |
Posted by: natiacr7 27 Feb 2019, 13:38 | ||
მეც დავს გავუწევ რეკომენდაციას. მე მქონდა ტონუსი და დავი დამინიშნეს. აუცილებლად მოსვენებითი რეჟიმიც. დავი სხვათაშორის ეხლაც ვსვი ყელის დამოკლება რომ დამეწყო და რომ გვეგონა ადრე ვიმშობიარებდი. ფაქტია მიშველა ძალიან. თუმცა ინდივიდუალურია. |
Posted by: Lucifurr 27 Feb 2019, 13:51 |
anuki-anuki1990 აფთიაქში აპლიკატორი მოითხოვე აუცილებლად და უპრობლემოდ გაიკეთებ. მე კაი ხანი ვიკეთებდი მაგას, საკმაოდ კარგი წამალია. ყიდვის გარეშეც შეგიძლია მიხვიდე და უთხრა რომ არ მოგიყოლებიათ აპლიკატორი და მომეცითთქო :* |
Posted by: inertiacreeps11 27 Feb 2019, 14:19 |
30კვირაზე 14კილო მაქვს მომატებული,, კიდევ კაეგი სიმაღლეში 178 ვარ თორე რა მეშველებოდა არვიცი:დდდ თან წინ კიდევ 2თვე... ალბათ 20კილოს მოვიმატებ ჯამში |
Posted by: makarena 27 Feb 2019, 14:20 |
მე სირცხვილით როგორ დავწერო აბა, 17 კვირაზე 7 კგ რო მაქვს მომატებული |
Posted by: natiacr7 27 Feb 2019, 14:24 | ||
სულ ბაია იქნება ეგ 14 კილო და მუცელი. :დ :დ |
Posted by: Lucifurr 27 Feb 2019, 14:28 |
ისე მეშინია მომატების რომ რავიცი. მაღალი არ ვარ და 20-25 კგ რომ მოვიმატო თვალებიც კი აღარ გამომიჩნდება :'( იმედია 60ს არ ავცდები ან მაქსიმუმ 65ს. ესეც კატასტროფა იქნება ჩემთვის. * * * makarena 16 კვირაზე კილონახევარი მქონდა დაკლებული ეხლა ალბათ მოვინატებდი, მუცელმა დაიწყო ზრდა და. მეც მაინტერესებს რამდენი ვარ. ექიმთან იწონები ხოლმე თუ სახლშიც? |
Posted by: natiacr7 27 Feb 2019, 14:45 |
ბოლოს იცის აკრეფა წონამ. მეც ხვალ შემაგდებენ კიდევ ერთხელ სასწორზე. იმედია მეტი აღარ მომიწევს და მორჩება ჩემი ბაია თავის დაფასებას.:დ |
Posted by: makarena 27 Feb 2019, 15:23 |
Lucifurr სახლშიც და ექიმთანაც. რა დაკლებული, თავიდან 12 კვირამდე 4 კგ მქონდა მომატებული უკვე. ტოქსიკოზი საერთოდ არ მქონდა და მადა მქონდა მომატებული რა ინატროს ადამიანმა აღარ ვიცი, ტოქსიკოზი თუ უმადობა კაი ამ 2 კვირაში ჰა ჰა 1 კგ მოგემატებინოს. მომიწევს მესამე ტრიმესტრიდან შეზღუდვები ვატყობ |
Posted by: inertiacreeps11 27 Feb 2019, 15:42 |
natiacr7 შენ წარმოიდგინე მეც ეგრე მეგონა, მაგრამ ბაია 29 კვირაზე ზუსტად 1.200 იყო:// |
Posted by: Lucifurr 27 Feb 2019, 15:52 |
makarena მე ტოქსიკოზიც არ მქონია არ ინატრო ეგ! სანამ არ აფარფატდა მუცელში ვერც ვგრძნობდი ორსულად რომ ვარ მე იმის მეშინია ერთიანად არ ავკრიფო ყველაფერი. მადა უკვე კარგი მაქვს და რისკიც იზრდება გასუქების ნუ მე იმაში გამიმართლა რომ ტკბილი და ცომეული საერთოდ არ მინდება. ბოსტნეულზე მაქვს გადაკეტილი, ბორშზე ძირითადად. ორ ჯამ ბორშს ვჭამ თითო ჭამაზე |
Posted by: Tess 27 Feb 2019, 15:56 |
makarena 19 კვირაზე 7 კგ ძალიანაც არ მენერვიულება |
Posted by: nature 27 Feb 2019, 16:38 |
Aniani1995 ზოგი არ მნიშნავს ისე წერს ჩამასწორეთო და მასე ვერ ვიპოვი, ვერ ჩავასწორებ, ადრე ყველა მესიჯს ვკითხულობდი მარა ეხლა ბევრი გროვდება ვერ ვკითხულობ ყველას |
Posted by: aileenn 27 Feb 2019, 16:48 | ||
მართლა? რომელ წლიანი ხარ? ჩემს დროს პირველ სამშობიაროში იყო )) დღეს ჩემმა ექიმმა ამ ტონუსს სულ არ მიაქცია ყურადღება და ყელის სიგრძეზე მითხრა უნდა გავაკონტროლოთო |
Posted by: Aniani1995 27 Feb 2019, 16:50 |
aileenn რამდენი გითხრა ყელის სიგრძე? მეც ეგრე ვარ 10 დღეში გავაკონტროლოთ მარტო ყელი ვნახოთო |
Posted by: tinatinny 27 Feb 2019, 17:38 |
არ ინატროთ ტოქსიკოზი,ძაან ცუდია.მაგას კოდევ გასუქება ჯობია |
Posted by: Cruel Intentions 27 Feb 2019, 17:38 |
რამდენი ხანია არაფერი დამიპოსტავს და ყველაზე ბედნიერ თემაში დავბრუნდი ეგრევე მეც დამამატეთ სიაში როცა შეძლებთ: 4 აგვისტო, ბიჭი. ჩემ დაბადების დღეს ემთხვევა (იმედია ზუსტად მაგ დღეს არ გადაწყვეტს) ვიცი, ძალიან ბედნიერი პერიოდით ვერ ვტკბები, ყველაზე მეტად მინდა 28 კვირამდე მალე მივაღწიო რომ ნაადრევის რისკი ისე კატასტროფულად აღარ მაშინებდეს. კვირაში ერთხელ დავდივარ ექოზე რამე რომ არ გამომეპაროს. ცხოვრებაში რომ არაფერზე მინერვიულია და ემოციების კონტროლის უნარი მქონდა, ყველაფერი ერთად დამატყდა თავს |
Posted by: Tess 27 Feb 2019, 17:45 |
გოგოებო, კი იყო საუბარი მაგრამ ძალიან ამებნა თავგზა, მგონი აღარაფერი აღარ მომწონს საერთოდ და თუ შეგიძლიათ თქვენი სასურველი ეტლის ფოტოები დამიდეთ, ძალიან ლამაზებია როცა ჩვილის კალათი უკეთია უმრავლესობა და მერე უკვე როცა 3 წლამდე ჩასაჯდომს უკეთებენ, ყველა უშნო მგონია. თუ გავჭედე და გადავეკიდე არ ვიცი. Cruel Intentions გილოცავ, კეთილი იყოს შენი ფეხი. |
Posted by: Aniani1995 27 Feb 2019, 17:49 |
Tess ტეს ყელის სიგრძე მახსოვს შენც 33მმ თუ 34 გეწერა წინა ეხოზე და ახლა რა დაგიწერა მათითაშვილმა? * * * nature ჩაამატე ჩვენი ახალი ბინადარი Cruel Intentions |
Posted by: Tess 27 Feb 2019, 17:59 |
Aniani1995 ეხლა 40 დამიწერა, თუმცა წინა ვაგინალურად ნახეს და ეხლა ზევიდან, შეიძლება ამის ბრალია ცდომილება |
Posted by: Liliko1 27 Feb 2019, 18:02 |
Tess მე ამაზე შევჩერდი ფასიც კარგი აქვს და ვიდიც ყველანაირად |
Posted by: aileenn 27 Feb 2019, 18:02 |
Aniani1995 26 და მხოლოდ გავაკონტროლოთო, არც შემომთავაზა ნაკერი Xვალ კიდე გადავამოწმებ ზომას საშიშიაო 26 როგორც წავიკითხე |
Posted by: Tess 27 Feb 2019, 18:09 |
aileenn გასაკონტროლებელია და არა საგანგაშოდ დაბალი. რა ვადაე ხარ? |
Posted by: inertiacreeps11 27 Feb 2019, 18:10 |
პლაცენტის სიმწიფე 29კვირაზე 1 ხარისხი, ნორმალურია? და ყელი 35მმ |
Posted by: Tess 27 Feb 2019, 18:10 |
Liliko1 კარგია რმ გადაწყვიტე, მგონი ორსულობის გაჭედვა ამ ეტლზე დამემართა |
Posted by: tinatinny 27 Feb 2019, 18:11 |
მე 33 მქონდა ყელის სიგრძე 12 კვირაზე. 22მდე არ გინდაო ეხო,მაგრამ მინდა გავაკონტროლო, დამოკლებული არ იყოს |
Posted by: aileenn 27 Feb 2019, 18:18 |
თესს 13 კვირა შეიძლება შემდეგ ეხოზე გაზრდილიც კი იყოსო :/ თან ვკითხე ნუთუ არაფერი შეიძლება ვუშველოთქო და დაველოდოთო |
Posted by: Aniani1995 27 Feb 2019, 18:29 |
aileenn არ გაშინებ მაგრამ 26 თუ გაქვს მითუმეტეს 13 კვირაზე ნაკერი დაიდე კითხე სხვა ექიმსაც. მე ექიმმა მითხრა 28ზე თუ ჩამოვიდა ნაკერი დავადოთო, ახლა 32 მაქვს. დაელოდო რას ქვია როდემდე უნდა ელოდო? * * * inertiacreeps11 კი გოგო ნორმაა, 29 კვირაზე კიარა ახლა მქონდეს 35 ასე პანიკაში არ ვიქნებოდი |
Posted by: inertiacreeps11 27 Feb 2019, 18:34 |
Aniani1995 აუ, ახლა გადავხედე ზომებს ბავშვის, ყველაფერი პატარააქ ნორმაზე....:////// გავგიჟდები... ვისგავს კიმარა, ბებიამისს მაინცდამაინც? ;(((((((((((((((( * * * ქალს ფეხის ზომა 34 აქვს :დდდ მე 40-41:დდდდ |
Posted by: Aniani1995 27 Feb 2019, 18:40 |
inertiacreeps11 ჯერ წინ გაქვს დრო და აცადე ბავშვს გაზრდა, მთავარია თან ჯანმრთელი იყოს ნუ გადამრევ ნუ გამაგიჟებ შენ მე :დ ჩვენ აწ რისი გვეშინია ყელის ზომაო და ათასი რამე, ეგეთებზე ნუ დარდობ მთავარია იყოს ჯანმრთელი და ვადაზე ჩამორჩენა არ ქონდეს |
Posted by: anibani18 27 Feb 2019, 18:50 |
გოგონებო, 22-ში გაკეთებული ჰეგეს პასუხი იყო დაახლოებით 8350, გუშინ ჩაბარებული ანალიზის პასუხი 11417. კი მივწერე ექიმს, მაგრამ გული მეწურება, არ მომწონს რაღაც დინამიკა. თქვენს რას იტყვით? |
Posted by: rocobarocco 27 Feb 2019, 18:52 |
მე დავსაც ვსვამ, მაგნესაც და მაინც საშინლად მაწუხებს ტონუსი, გოგოებო, ანუ საკვერცხეებისკენაც რომ მეჭიმება ეგეც ტონუსია ხო? |
Posted by: Salomea2018 27 Feb 2019, 18:53 |
anibani18 მშვენიერი ზრდაა. ნუ ქნერვიულობ. ხეგე ორმაგდება თავიდან, თორემ 1000ებში რომ გადადია 48 საათში აღარ ორმაჰდება. მთავარია მატება იყოს. მგონი 3000 თუ 5000ის ზემოთ აღარ არის სავალდებულო გაორმაგება, მთავარია დინამიკა. |
Posted by: anibani18 27 Feb 2019, 18:54 |
Salomea2018 მადლობა დიდიიი! ვერ მოვისვენე ეს დღეები იმდენს ვნერვიულობ.... |
Posted by: Salomea2018 27 Feb 2019, 18:56 |
anibani18 ეხოზე აღარ გინახავს ხო მგონი? 11ათასზე კარგად გამოჩნდება უკვე წერტილა. |
Posted by: sesilia28 27 Feb 2019, 18:57 |
anibani18 რამდენი კვირის ხარ? ვფიქრობ ხეგე აღარ გჭირდება და პიდაპირ ეხოზე უნდა მიხვიდე უკვე :-) |
Posted by: Nankusi 27 Feb 2019, 19:08 |
anibani18 რამდენი კვირის ხარ? ასე მალ მალე რატომ გაიკეთე? მე ორსულოის დასადგენად ავიღე თავიდან და მერე 1კვირაში გადავამოწმე მოგვიანებით რატომ კეთდება ეგ ანალიზი? |
Posted by: Liliko1 27 Feb 2019, 19:29 |
inertiacreeps11 საიდან მოიტანე რო პატარაა 29 კვირის ყველაფერი ნორმებში იყო |
Posted by: Tess 27 Feb 2019, 19:35 |
aileenn 13 კვირისთვის მეცოტავება. ვაგინალურადაც ნახა? მგონი წუცილებლად უნდა გადაამოწმო |
Posted by: magi_ 27 Feb 2019, 19:47 |
inertiacreeps11 ვაიმეე შენი დედამთილი როგორ მაინტერესებს... რა ტიპია |
Posted by: inertiacreeps11 27 Feb 2019, 19:52 |
Liliko1 შევადარე ინტერნეტში ბლოგებზე რასაც წერენ, ზომებს... და აშკარად პატარაა... * * * magi_ ტიპიური "დედამთილი " როგორიც უნდა იყოს ეგეთი :დდდ |
Posted by: Aniani1995 27 Feb 2019, 20:04 |
inertiacreeps11 ეხომ ჩამორჩენა გითხრა? |
Posted by: anibani18 27 Feb 2019, 20:13 |
Salomea2018 sesilia28 Nankusi ეხოზე პარასკევს ვიყავი და ახალგამოჩენილი იყო. დამიწერა 3 კვირის ხარო. მერე მამუკასთან რომ მივედი, მითხრა 8 კვირის ხარო და მოდი ვნახოთ როგორ ვითარდება ორსულობაო. ამიტომაც გავიკეთე ეს ანალიზი. მართალი გითხრათ არა მგონია 8 კვირის ვიყო, ასე მგონია 5-6 უფრო ვიქნები. ერთ კვირაში მივალ ალბათ ისევ ეხოზე. |
Posted by: Liliko1 27 Feb 2019, 20:14 |
inertiacreeps11 ყველასი ხო გოლიათი ვერ იქნება, ნორმაში ზის და ტყუილად ნერვიულობ სულ ტყუილად, ჩემიც ზუსტად და კარგად მიდის. რათ გინდა დიდი იყოს? შეჯიბრი გინდა?))?გააჩენ კოხტად 3 კილოსა და 3-500 გარგლებში , იდეალურად |
Posted by: Lucifurr 27 Feb 2019, 20:16 |
aileenn 93 წლიანი ვარ |
Posted by: Aniani1995 27 Feb 2019, 20:16 |
მე დავიბადე 2 და 300, მინდა ჩემი გოგო 3 კილო მაინც იყოს |
Posted by: inertiacreeps11 27 Feb 2019, 20:18 |
Aniani1995 არა არაფერი უთქვამს :// Liliko1 ბუთქუჩა მინდააააა ((((( |
Posted by: Liliko1 27 Feb 2019, 20:18 |
Aniani1995 გოგოები უფრო პატარები იბადებიან კი, ჩემ რძალმა ორივე პაწაწუნები გააჩინა 3 კილო სანატრელი ქონდა)) * * * inertiacreeps11 ვაიმეეე ბუთქუჩაოო)) რეები მოგდის თავში)) აი მსგავსი არ მომსვლია მე აზრად ახახახა. მოიცა კაცო 0-3 ზომა ტანსაცმელი ტყულად ვიყიდე? ბუთწუჩა აი აბშე არ მინდა, გაიზრდება კაცო ვაჰ |
Posted by: Lucifurr 27 Feb 2019, 20:21 |
და უფრო კარგი არაა 3კგმდე რომ იბადებიან? უფრო ადვილი იქნება მშობიარობა ალბათ. თუ არ ვიცი რამე მე? |
Posted by: Aniani1995 27 Feb 2019, 20:22 |
Liliko1 თან გოგოებმა ცოტა ადრე იციან დაბადებაო და ბიჭებმა პირიქით გადაცილებაო. მე 2 კვირით ადრე დავიბადე inertiacreeps11 ხოდა კარგადაა შემი პატარა წერტილი მთავარი ეგაა მეც მინდა ცოტა ბუთქუჩა მაგრამ არ დავეძებ მთავარია იყოს ჯანმრთელი, რომ დაიბადება მერე მოვასუქებ :დ |
Posted by: inertiacreeps11 27 Feb 2019, 20:22 |
მე 4,100 დავიბადე :დდ 3,600 3,700 მინდა იყოს ჩემი გოგო (( |
Posted by: Liliko1 27 Feb 2019, 20:23 |
Lucifurr ჰოო რატო არა?! 2,800 , 3 კილომდე თუნდაც რა პრობლემაა?) ვაიმე ხალხნონ ჯანმრთელი იყოს რაააა ეგ არის მთავარი |
Posted by: inertiacreeps11 27 Feb 2019, 20:23 |
უიმე მე 10დღით გვიან გამოვძვერი აბა |
Posted by: Aniani1995 27 Feb 2019, 20:24 |
მთავარია ჯანმრთელობა, წონა არაა მთავარი ნამდვილად. ოღონდ ჯანმრთელი იყოს და მისი ტირილი გავიგონო რომ დაიბადება, წონას საერთოდ არ ვიკითხავ |
Posted by: inertiacreeps11 27 Feb 2019, 20:26 |
ჩემთვის ყველაფერი მთავარია... ყველა დეტალი და ნიუანსი :/// * * * ჯანმრთელობაზე მთავარი ცხადია წონა ვერიქნება :დდდდ |
Posted by: Liliko1 27 Feb 2019, 20:28 |
Aniani1995 რავი მე შევარდნაძის დროს გავაჩინე გაგანია კერასინკების დროს სულ ორი ეხო მეღირსა და 22 დეკემბერი მეწერა და კი გაჩნდა 12 ში,3,400 იყო წონა და იმდენი ნაკერი მკონდა ისეთი სიმწარე იყო არ ვიცი.. თან საშობიარო იყოო უიმეეეე ბოსელი და სულ არ მინერვულია პალატაში რო ყინავდა)) მერე ტურბო დავიდგი სითბოზე დამეძინა და რო გავახილე თვალი სადღა იყო ექთნებს წაუღიათ და თბებოდნენ , რო მოვიკითხე გამლანძღეს, ასე იყო ეს ამბავი))) |
Posted by: Salomea2018 27 Feb 2019, 20:29 |
inertiacreeps11 შენ ინტერნეტში სხვების ზომებს რას უყურებ კაცო. მთავაროა არ ჩამორცება ხა მიყვენა ნორმებს. ექიმი და ეხო რომ გეტყვიან, უი დედა ჩამორჩებაო, მაშინ გაწვს სანერვოულო. ყველა ერთნაირად ხოარ განვითარდება. ინტერნეტმა გადამრია მე თავიდან, ჩემი ხეგე ისე[ი დაბალი იყო მეთქი კიდე მეშლება მარა კი ვარ 28 კვირის. დამშვიდდი მაგ საკითხზე. |
Posted by: inertiacreeps11 27 Feb 2019, 20:30 |
უბრალოდ სურვილია... ვგიჟდები ფუმფულა ბავშვებზე. დს მთელი ცხოვრება ვოცნებობდი ეგეთ პატარაზე :დდ თან მეც ეგეთი ვიყავი, ჩემი ქმარით ფუნთუშა იყო ჩვილობაში... და ჩვენი ბავშვი რაღა დედამთილს ემსგავსება |
Posted by: Liliko1 27 Feb 2019, 20:31 |
აბა რა , ღმერთმა გაშოროთ მე რა შიშებიც ახლა მაქვს კი აღარ ვიმჩნევ შევეგუე, თუ მომიწია იქ სავადმყოფოში დარჩენა კარგი ხანი ... მარა რას ვიზამ |
Posted by: Aniani1995 27 Feb 2019, 20:31 |
Liliko1 ვაიმე მაპატიე ბოლოზე გამეცინა :დ რა პერიოდი გამოგივლია მალადეც შენ. 3,400 მშვენიერი წონაა მე გამიგია რომ წონაზეც არის ბევრი დამოკიდებულიო და მაგიტო მინდა 3 კილო მაინც იყოს |
Posted by: inertiacreeps11 27 Feb 2019, 20:32 |
უი რამაინტერესებს, მშოვიარობის დროს ბევრია ერთად ??? თუ მარტო უნდა ვიყოთ... |
Posted by: Aniani1995 27 Feb 2019, 20:33 |
inertiacreeps11 შენ დედამთილი ძაან გიჩალიჩებს ყველაფერს, რაკაი გასართობი დედამთილი გყავს |
Posted by: Salomea2018 27 Feb 2019, 20:33 |
3 კილოც რომ დაიბადოს ისე უცებ გაფუთქუჩდება.ზოგადად, გამიგია პატარები უცებ იმატებენ უფროო. ჩემი დისშვილები ტყუპები 2.250ები დაიბადმენ და 3 თვისები იმხელები იყვმენ უკვე, ბურთულები. |
Posted by: inertiacreeps11 27 Feb 2019, 20:34 |
Aniani1995 გადი რა :დდდდ |
Posted by: Aniani1995 27 Feb 2019, 20:35 |
როგორ მიყვარს ეს ფორუმი, არც facebook არ მაქვს მივაუქმე, ვზივარ სულ სახლში უმეტესად ვწევარ და ძალიან შევეჩვიე აქაურობას ალბათ მერეც როცა მოვიცლი ახალბედება გამოუცდელებს დავუწერ რაც მეცოდინება ახლა მე რომ ვარ დაბნეული |
Posted by: inertiacreeps11 27 Feb 2019, 20:36 |
Aniani1995 კი, მერე უეჭველი მოიცლი :დფფფ |
Posted by: Liliko1 27 Feb 2019, 20:37 |
Aniani1995 ჰო)) აესე გავლსლასდი ჩვრებ ამოდებული მაშინ პაკეტებიც არ იყო ეგ ფუფუნება იყო)) კოლიდორში , ხოდა ოთახში იჯდნენ თბილაფ კოფეს სვავდნენ ,სადაა ჩემი ტურბო რო ვიკითხე, დახედე ,, ამათი,, რძალი რა უზრდელი ყოფილაო ))) ხოდა აესე უბედურად ატირებული შევედი პალატაში , ჩემი გალურჯებული ბავში ჩავიწვინე და ერთად გავთბით)) არ ვაჭარბებ) |
Posted by: Aniani1995 27 Feb 2019, 20:39 |
inertiacreeps11 აუ გადი რააა :დ * * * Liliko1 ვაიმე მალადეც შენ, რა დრო იყო ადრე მართლა რააა, დედაჩემიდანაც ისეთები ვიცი მე რომ დავიბადე 95ში რა იქნებოდა ხო წარმოგიდგენია, ახლა კიდევ კარგი მაგ მხრივ კომფორტი უმეტესად ყველა კლინიკაშია. მაგრამ ახლა რატომღაც სხვა სანერვიულო და პრობლემები გვაქვს |
Posted by: Liliko1 27 Feb 2019, 20:41 |
ჰო კაია ეს ფორუმი ხან) ვითომ მნდოდა გასვლა არადა რა ვაკეთო * * * Aniani1995 ეეეე საშინელი ეპოქა იყო, 90 ები ვინც საფუძვლიანად გადავიტანეთ წესით შემდეგ ჩვენ სამოთხის კარი ღია უნდს დაგვახვედრონ)))) |
Posted by: rocobarocco 27 Feb 2019, 20:47 |
გოგოებო, ესეიგი ავიღე ბიულეტენი დ ვწევარ ტონუსის გამო ხან ერთ გვერძე ხან მეორეზე, ეს ბავშვები ჩამოიყრებიან ცალ მხარეს და ეს მუცელიც ჩამოიწელებასავით რომელ მხარესაც ვწევარ, მერე რო გავსწორდები ცალ მხარეს იმხელაზეა ამობურცული მუცელი გული მისკდება, ცოტა ხანში სწორდებიან თავისით ...ნორმალურია ეს ყველაფერი? ასე უნდა მიდოდეს ეს მუცელი ხან ერთ მხარეს და ხან მეორეზე? |
Posted by: Liliko1 27 Feb 2019, 20:48 |
Aniani1995 ეხლა შეიცვალა გარემო მართლა რა ხდება არ ვიცი .. მართლა 299 ეხოა საჭირო და ყვლაფერს მიხედვა უნდა( |
Posted by: Aniani1995 27 Feb 2019, 20:48 |
rocobarocco კი ეგრე დახტის ჩემიც რომელ მხარესაც ვარ დაწოლილი :დ Liliko1 შენ რომ გაქვს გამოცდილი უფრო მიხვდები ახლანდელ განსხვავებას. დედაჩემმახ 2ჯერ ვიყავი ეხოზეო და კი დავიბადე სრულიად ჯანმრთელი. მე აბა დავრბივარ სულ და კიდე არ მაქვს ნორმაში ყველაფერი |
Posted by: Lucifurr 27 Feb 2019, 21:11 |
Liliko1 4-5 კილოს, 2.800 მირჩევია |
Posted by: s@likun@ 27 Feb 2019, 21:13 |
Cruel Intentions ჰეი გილოცავ ^^ მახსოვს შენი ნიკი |
Posted by: Lucifurr 27 Feb 2019, 21:15 |
Liliko1 ვაიმე რა დღეები გაგივლია. * * * rocobarocco რა საყვარლად მოყევიი ჩამოიყრებიან ბავშვები კარგი იყო ❤️❤️ |
Posted by: rocobarocco 27 Feb 2019, 21:34 |
Aniani1995 ანუ ნორმალურია ეს ყველაფერი )))) ❤❤❤ * * * Lucifurr ვაიმე მართლა ეგეთი შეგრძნება მაქვს და განვიცდი, მგონია ერთმანეთს აწუხებენ ❤❤❤ |
Posted by: Aniani1995 27 Feb 2019, 21:36 |
rocobarocco კიკი ნორმალური მოვლენაა არ შეგეშინდეს |
Posted by: Liliko1 27 Feb 2019, 21:38 |
ჰო აბააა) მახსოვს რაღაც მითხრა ექიმმა ყვითელი სხეულებია მომატებული თუ რავი არ მახსოვს და ისე კოხტად დავიკიდე))) 9 თვე ბედნიერად გავლიე. კი ნამდვილად ასეა მეც 2.800 მირჩევნია 4 კილოს |
Posted by: mariami2525 27 Feb 2019, 22:06 |
გოგოებო ჭიპის ამობრუნება როდის ხდება?ან რამე წინასწარ შემიძლია გავაკეთო რო არ ამომიბრუნდეს? |
Posted by: s@likun@ 27 Feb 2019, 22:08 |
mariami2525 ნუ ალბათ ვისაც ამოწეული აქვს იმას ამოუბრუნდება )) მე ისე ღრმად მაქვს ჩაწეული მეეჭვება ეგ ამოიწიოს ))) და რო ამოიწიოს გავგიჟდები |
Posted by: tinatinny 27 Feb 2019, 22:14 |
და რა ხდება ჭიპი რომ ამობრუნდება,მტკივნეულია? |
Posted by: s@likun@ 27 Feb 2019, 22:19 |
tinatinny მტკივნეული არამგონია მე სასტიკად არ მომწონს მაისურებში რო ეტყობათ :შ და ცუდად ვხდები მოკლედ ყველაზე ძალიან ეგ არ მინდა რო დამემართოს |
Posted by: mariami2525 27 Feb 2019, 22:23 |
მე მაქვს ჩვეულებრივი სექსი ჭიპი ჩაბრუნებული მოკლედ ხოდა მუცელი რო მეზრდება დაიწყო დაპატარავება რაღაცნაირად და გულიც გამისკდება რომ ამოიწიოს...მოტკეცილ კაბებში ემჩნევათ ხოლმე და არ მინდააააა |
Posted by: inertiacreeps11 27 Feb 2019, 22:25 |
ებიჯო მიპასუხოს ვინმემ :დდდ მშოიარობა მარტო მომიწევს თუ კიდე იქნება ჩემს გარდა სხვა ორსულებიც !!!! როგორ ხდება * * * დედაჩემმა 90იანებში ბევრი ვმშოვირობდით ერთადო და ახლა არვიცი როგორააო :დდდ |
Posted by: Aniani1995 27 Feb 2019, 22:31 |
inertiacreeps11 გააჩნია კლინიკას ესე ვერავინ ვერ გიპასუხებს, არის კლინიკები სადაც ბლოკში რამოდენიმე შეყავთ და არის კლინიკები სადაც ინდივიდუალური ბლოკებია და მარტო მშობიარობ, გაიგე ძეტკა? :დ |
Posted by: Liliko1 27 Feb 2019, 22:32 |
inertiacreeps11 რა ერთად კაცო პირველად მესმის, მართალია ბოსელში ვიმშობიარე))) მარა მხოლოდ მე ვიყავი ბლოკში |
Posted by: Aniani1995 27 Feb 2019, 22:33 |
Liliko1 არის ეგეთებიც, გამიგია რამოდენიმე ერთად ყვირის წივის ბლოკში :დ |
Posted by: inertiacreeps11 27 Feb 2019, 22:40 |
არადა ასწორებს ბევრი ერთად :დდდდ მარტო არ ხარ , მე გამისწორდებოდა :დდდ ცოტა ვიხალისებდი :დ ვიღაც შენს დღეში როა უფრო გიმარტივდება :დ * * * სულარ მინდა მარტო მშობიარობა :დდდ იყოს 2,3 ჩემს გარდა კიდევ :დდ |
Posted by: Aniani1995 27 Feb 2019, 22:46 |
inertiacreeps11 შენ დედამთილი შეიყვანე აუცილებლად ნარკოზი ეგ იქნება შენთვის რომ დაგიწყებს ლაპარაკს ისე გააჩენ ვერ გაიგებ |
Posted by: natiacr7 27 Feb 2019, 22:52 |
ყოველ საღამოს რიტუალი მაქვს თავის მოწესრიგების და გარკვეულ ადგილებს ვეღწრ ვწვდებიიი. იქნებ დამდოს პატივი ბავშვმა და ამ დღეებში ქნას რამე. ყველა შუგარინგს იყენებთ? მე ბიკინის ზოლში ცოტა მეშინია ზედმეტი სიმწარის ნაადრევად რამე არ გამოვიწვიო. სანამ შემეძლო ეპილატორს ვიყენებდი ყველგან. რამე მარტივი ხერხი ხომ არ იციიით? * * * inertiacreeps11 რას ამბობ რა 2 , 3 ჰაჰაჰა. ხო გადავირიე და გავგიჟდი. მგონი ისედაც გაიგებ ისტერიულ წივილ კივილს გვერდითა ბლოკებიდან :დ ისე ძააან მინდა რომ არ ვიკივლო იმედია შევძლებ. ეხლა კი ვარ დიდ გულზე მაგრამ ადგილზე რას ვიზამ ნეტავიიი |
Posted by: s@likun@ 27 Feb 2019, 23:12 |
------------------------------------------------------------- |
Posted by: tinatinny 27 Feb 2019, 23:20 |
შუგარინგზე მეც მაინტერესებს,ვინმე იკეთებთ ბიკინიზე? |
Posted by: Nankusi 27 Feb 2019, 23:25 |
გოგოებო მე დათვალიერებული მაქვს საიტებზე სამშობიაროს პალატები და სამშობიარო ბლოკები შეგიძლია ცალკე ინდივიდუალურ ბლოკში მოითხოვო მშობიარობა,ნუ რა თქმა უნდა ამას სხვა ფასი აქვს. ყველაზე დიდი არჩევანი ოთახების ჩაჩავას აქვს,შეიძლება სხვასაც აქვს არ ვიცი მაგრამ საიტზე არ უდევთ თუ მაღალფასიან პაკეტს აიღებ,ინდივიდუალურ ბლოკშიც გამშობიარებენ და ლუქსშიც მოგათავსებენ. მე პირადად ცალკე თუ სხვასთან ერთად მშობიარობაზე არ მიფიქრია,მაგრამ პალატაში მარტო ნამდვილად არ მინდა,არადა კი მომწონს ლუქს ოთახები მაგრამ არ ჯობია ვინმე ნორმალურთან მოხვდე დაელაპარაკები გაერთობი,რავი მე ეგეთ დროს სხვასთან კომუნიკაცია მირჩევნია ვიდრე ცალკე ლუქსში ყოფნა 2კაციანში ვფიქრობ ნორმალური იქნება |
Posted by: Liliko1 27 Feb 2019, 23:27 |
Aniani1995 არ ვიცოდი პირველად გავიგე რაკოშმარიააა |
Posted by: Lucifurr 27 Feb 2019, 23:37 |
Nankusi მე ცალკე პალატა იმიტომ მინდა რომ ქმარი ან დედა ან დედამთილი შევიყვანო თან არ მინდა ვინმე გიჟი შემხვდეს მშობიარობის მოგონებებში წერდნენ მგონი, ზოგს ისეთი ფეთხუმი შეხვდა პალატაში რომ გაქცევაზე იყვნენ. და ბლოკს რაც შეეხება გაგუაში ინდივიდუალურია როგორც მახსოვს. ისე 2ში აქვთ ღია კარის დღე მაგათ და ვინმე თუ წახვალთ დაწერეთ რა რა მოგეწონებათ და რა არა ❤️ |
Posted by: s@likun@ 27 Feb 2019, 23:45 | ||
Nankusi
და ნორმალური რო არ შეგხვდეს ?? მე უცხოსთან არ მინდა მეზარება მირჩევნია ქმარი დავიტოვო ღამე |
Posted by: natiacr7 27 Feb 2019, 23:56 |
მემგონი უკვე ყველგან ინდივიდუალურია. ჩაჩავაში ზუსტად ვიცი რონ ბლოკში მარტო იქნები. გავარკვიე უკვე მანდ უნდა ვიმშობიარო. ორიანში უნდა შევიდე. ისე ერთიანი მინდოდა რომ მის გემოზე შემოსულიყვნენ ოჯახის წევრები. სხვა რომ არ შეაწუხონ. მაგრამ ფიზიოლოგიურად თუ ვიმშობიარე სულ 3 დღე ვჩერდები. ერთ დღეს ისედაც ბლოკში ატარებ და რეალურად დღე ნახევარი ხარ პალატაში და რავიცი ვინ უნდა დააწვინონ ისეთი :დ |
Posted by: inertiacreeps11 27 Feb 2019, 23:59 |
პალატა ნაღდად ცალკე უბდა ავიღო..არავის თავი არ მექნება...და მერე კიდე სხვისი მნახველები რომ მოვა და ტვინი გაგეღუნება... თან რომ არიცი ვინ შეგხვდება.... მნახველებს პალატაში უშვებენ მგონი როცა საერთოში ხარ... |
Posted by: natiacr7 28 Feb 2019, 00:02 |
იქნებ იმ დღეს არავინ არ იმშობიაროს და მარტო ამოვყო თავი ორიანში :დდდდდ დეიდაჩემი შევიდა ორიანში და იმ დღეს თან ერთი ეწერებოდა და იყო მარტო 2 დღე. :დ |
Posted by: magi_ 28 Feb 2019, 09:21 |
ბლოკში მარტო უნდა იყო აბა თუ გინდა ვთქვათ ქმარი დაგესწროს.... პარალელურად სხვასაც ხო არ ,,უგულშემატკივრებს". არამგონია დღეს სადმე წყვილ წყვილად ამშობიარებდნენ გოგოებს.... მე არ მენდომება ყოველშემთხვევაში სხვის წივილ კივილს ვუსმინო და დავისტრესო. ასევე ლუქს პალატას ვფიქრობ.(დაზღვევაც თუ გამიქაჩავს) მე, ჩემი შვილი და ქმარი იდეალურად ვიქნებით ^_^ |
Posted by: makarena 28 Feb 2019, 09:50 |
ბლოკები მემგონი ყველგან ინდივიდუალურია, უბრალოდ ვინც ფიზიოლოგიურად აჩენს, იმათ სანამ ყელი იმ დონეზე გაეხსნებათ რომ ბლოკში გადაიყვანონ, წვანან ხოლმე პალატებში სხვა მათნაირებთან ერთად და აი წივილ კვილია ნამდვილად. მე პინეო ლაქშერიში ვაპირებ და სულ მარტო ვიქნები (და და ქმარი შემოვა), ღამე დავიტოვებ ქმარს ან დედას და ეგაა. რათ მინდა ვინმე მშობიარეს ჭინთვებს და ტანჯვა-წამებას ვუყურო. |
Posted by: Tess 28 Feb 2019, 09:58 |
მართლა ძაან უსიამოვნოა სხვისი მშობიარობის ყურება, მე მომიწია ჰერაში. მე კი ვიყავი მარტო ბლოკში, მაგრამ მშობიაროის მერე კიდე 12 საათი ველოდებოდი პალატის გათვისუფებას - ისევ ბლოკში და არაერთ გოგოს ვუშლიდი ალბათ ნერვებს, ისისნი რო წვალობდნენ და მე გვერდზე ვიწექი ჩემი ბავშვით და ჩემოდნით უკვე )) ნუ მეც მერიდებოდა და გავდიოდი დეფერანში, რა პონტია |
Posted by: Salomea2018 28 Feb 2019, 10:07 |
ჩემი მშობიარობა და წვალება არ მხიბლავს დიდად, ახლა სხვისი. არაესთეტიურია ბოლო ბოლო. მე რომ ვინმე მიყურებდეს, საერთოდ ავირევი და ალბათ ცუდად წავა ყველაფერი. ვინმე რომ მელოდება საპირფარეშოს გარეთ, მოშარდვაც კი მიჭირს. არათუ ვინმეს ვაყურებინო ჩემს მშობიარობას. |
Posted by: magi_ 28 Feb 2019, 10:37 | ||
ლუქს პალატაა რომ ავიღო იგივენაირად შემიყვანენ??? რა უბედურებაა makarena ასე არ მაწყობს. გამორიცხულია. უნდა ვიკითხო იმედის კლინიკაში როგორაა... |
Posted by: Tess 28 Feb 2019, 10:53 |
magi_ ყველგან ასე არ არის, ჰერაში ამაგლითად თავიდანვე ბლოკში ვიყავი. ჩაჩავაში მგონი თავიდანვე მარტო ხარ 1 ადგილიან პალატაში და იქვე აჩენ, ცალკე ბლოკშI არ გადაყავხარ ანუ. ყველგანს სხვადასხვა წესია |
Posted by: eleonoraa12345 28 Feb 2019, 10:57 |
Tess ტესს პირადში მოგწერე და გთხოვ ნახე რა ❤️ |
Posted by: Cruel Intentions 28 Feb 2019, 10:57 |
ისე ქმრის დატოვებაზე დავარაშვილის კლინიკაში უარი უთხრეს ჩემ მეგობარს. ქალის დატოვება შეიძლება მარტო, დედის ან დედამთილისო წარმოდგენა არ მაქვს სად წავიდე, პინეოში ნეტა ექთნები როგორები არიან ან ბავშვებს როგორ უვლიან. რატომღაც არ მაშინებს მშობიარობის პროცესი, მაგრამ მაგის მერე როგორ მოიქცევიან და რამდენად ყურადღებიანი იქნებიან, ეგაა ყველაზე მნიშვნელოვანი |
Posted by: inertiacreeps11 28 Feb 2019, 10:59 |
არ მესმის ქმრების დასწრება რატომ უნდათ ხოლმე... ასე მგონია დიდი ეგოისტობაა... კაცი ისტრესება მაგ დროს მაგრად )) ნაღდად ვერ გავწირავ ეგრე ... * * * თუ ქმრის დაჟინებული თხოვნა და სურვილი არაა, ძაან ცუდია როცა ქალები ითხოვენ ამას... |
Posted by: magi_ 28 Feb 2019, 11:10 | ||
inertiacreeps11
9 თვე ბავშვს რომ მუცლით ატარებ ყველაფერს იტან 10 საათი რომ შენს გვერდით იყოს უბრალოდ ეგსაუბროს, გაუტკივარებაც გაკეთებული გექნება, სანამ ჭIნთვები დაგეწყება რა დიდი ეგოისტობა ეგაა... უშუალოდ მშობიარობის დროს რომ უყუროს ჩემს ტანჯვას ეგ რა თქმა უდნა არ მინდა. მაგრამ ჩემს გვერდით რომ არ იყოს გაჩენამდე, ვფქირობ ვერც ის მოისვენებს. Tess კი ჩემს მამიდაშVილს ვკითხე ეხლა ჩაჩავაში გააჩინა და სადაც შემიყვანეს ტავიდან იქ ვიმშობიარეო. მერე პალატაშI გადამიყვანესო... ჩაჩავაში ბებიაქალიც აჰყავთო ექიმის გარდა, ანუ გაქვს მაგის საშუალებაც. მგონი ცუდი აზრი არაა... სხვაგანაც თუ არის. |
Posted by: Tess 28 Feb 2019, 11:12 |
Cruel Intentions როგორ ვერ ვიტან მსგავს დისკრიმინაციას. ბავშვთა კლინიკებში ხდება სასწწაული, მამას არ აქვს უფლება ბავშვთან დარჩეს ძირითადად. ზოგი ბავშვისთვის ძალიან მნშვვნელოვანია 2-ე მშობლის იქ ყოფნა, ზოგი მამას უფრო ეკედლება ასეთ დროს, რა უაზრობაა ეს შეზღუდვა. ისედაც დედა კლინიკაში ბავშვს ადგეს თავზე და მამას სახლშI ეძინოს რა საქციელია რავიცი მე არ მესმის ასეთი რამე. * * * eleonoraa12345 მოგივიდა პააუხი? არ გამომიჩნდა გაგზავნილებში რატომღაც |
Posted by: s@likun@ 28 Feb 2019, 11:20 |
inertiacreeps11 აი სულ ვიძახდი აქაც დავწერე რო ვერ დავასწრებ ირაკლისთქო იმდენად მგრძნობიარეა ))) მაგრამ იმდღეს ცოტა სუსტად ვიყავი ოთახში ვიწექი მიგდებული შემოვიდა ირაკლი ჩამეხუტა და ვსო გამიარა და გამახსენდა მერე რამდენჯერაც რამე მტკენია ირაკლი თუ არის ჩემს გვერდით ეგრევე უკეთ ვხდები )) თან ისტერიკაში თუ ჩავვარდები ერთადერთია ვისაც ჩემი დამშვიდება შეუძლია და მივხვდი რო მშობიარობის დროს ირაკლი რო ჩემს გვერდით იქნება ბევრად გამიადვილდება ^^ როცა ვუთხარი მიპასუხა რო ისედაც აპირებდა დასწრებას ბევრი ვიFიქრე მეცო და გარეთ რო ვიყო და არ ვიცოდე შიგნით რა ხდება ეგ უFრო გამაგიჟებსო ამიტმ ბედნიერად შევთანხმდით ამ საკითხზე ^^ + გაუტკივარებას ვიკეთებ და არ იქნება ისეთი ჯოჯოხეთური საყურებელი magi_ გოგო იმედია იმედს ქმრის დასწრებაზე პრობლემა არ ააქვს თორე სხვა სამშობიაროს ძებნა მომიწევს )))) აი რა მარაზმია მდედრობითი სქესის დაყოვება შეგიძლია და ქმრის არაო :/ ან ის რო არ ასწრებენ როდის უნდა შეიგნის ამ ხალხმა რო მშობელია ორივე და ორივეს აქვს ერთნაირი უFლებები :შ იმენა ტრაკში ვცხოვრობთ :/ კლინიკა რო ამით უნდა აარჩიო არიქა დააასწრებენ თუ არა ქმარს ან დატოვებენ თუ არა :შ |
Posted by: Aniani1995 28 Feb 2019, 11:22 |
Cruel Intentions რაა? მანდ ვაპირებ და მინდა ლუქსი ავიღო ჩემი ქმარი ჩვენთან ერთად რომ იყოს, ანუ უარს მეტყვიან? როგორ შეიძლება ეგრე შეზღუდვა გადავირევი. ვიხდი ლუქსის ფულს მარტო ვარ და ვინც მინდა იმას დავტოვებ. ეგეთ მომენტში არც დედა მინდა და არც დედამთილი, როგორც ჩემთვისაა ბავშვთან ყოფნა ბედნიერება ისე უხარია ჩემს ქმარს, პირველი შვილია მითუმეტეს და მინდა ერთად ვიყოთ * * * ს@ლიკუნ@ დაქალმა გააჩინა იმედის კლინიკაში და თავისუფლად დაესწრო ქმარი |
Posted by: s@likun@ 28 Feb 2019, 11:26 |
Aniani1995 აუ რა კარგი გოგო ხარ თორე ახალგაღვიძებულზე უკვე ცოFებს ვყრიდი |
Posted by: Aniani1995 28 Feb 2019, 11:30 |
s@likun@ ზუსტად ვიცი შარშან გააჩინა და დაესწრო, ასე რომ მშვიდად იყავი მაგრამ მე თუ დავარაშვილში არ დამატოვებინეს ქმარი გავგიჟდები რაა |
Posted by: s@likun@ 28 Feb 2019, 11:32 |
Aniani1995 აუ არ მახსოვს დავრაშვილზე მიყვებოდა თუ სხვა კლინიკაზე ჩემი დაქალი ნუ ესე ამიხსნესო რატო არ ტოვებენ ქმრებსო რო სხვა გოგოები ვინც დერეFანში ასეირნებენ ბავშვებსო და ხალათებით არიან ეუხრეხულებათ კაცები რო მოძრაობენო და ბევრი უკმაყოFილო იყო ამის გამოო და ჩვენც ავრძალეთო და იმ ქალებს რო ჩაეცვათ სპორტულები და ისე ევლოთ დერეFანში რათქამუნდა ვერ მოიFიქრეს ალბათ :/ |
Posted by: Aniani1995 28 Feb 2019, 11:37 |
s@likun@ ვაიმე რა ჩარჩენილობაა რა უაზრო მიზეზებია. ეგეთ კლინიკაში თუ უარს იტყოდნენ ნამდვილად არ მეგონა რაა. ტიტველი ხოარ დადიან ჩაიცვან ნორმალურად და თუნდაც ხალათით რომ იარონ დერეფანში მერე რა მოხდაა მაგ მიზეზის გამო კლინიკას ვერ შევიცვლი მაგრამ მომეშალა ნერვები რაა |
Posted by: s@likun@ 28 Feb 2019, 11:40 |
Aniani1995 ჰო ნუ არ ვიცი ეტყობა კოჭები უჩანდათ და წუხდებოდნენ სხვა მამრი რო უყურებდათ და თუ ესე აწუხებდათ ჩაეცვათ :/ ვიღაცა თინიკოს გამო მე ეგ კოFორტი რატო უნდა წამართვან რო ჩემთან იყოს ჩემი ქმარი მაშინ როცა ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი ხდება ჩვენს ცხოვრებაში |
Posted by: Tess 28 Feb 2019, 11:41 |
s@likun@ რა დებილური მიზეზია, სხვა რა დავარქვა ისე უნდა გეცვას რომ არ გრცხვენოდეს დერეფანში გავლის. ზოგი ქორწილის ღამის პენუარით იყო იქაც ისე )))))) და ზოგი ციმბირში მეგონა იმხელა ფუმფულა ხალათი ეცვათ |
Posted by: Nankusi 28 Feb 2019, 11:41 |
გოგოებო ღიპუცებო პალატა თუ იმიტომ გინდათ ლუქსი რომ ქმარი დაიტოვოთ ეგ ძალიან კარგია ,მე როგორც ვიცი ყველა სამშობიაროში არაა ეგ ფუფუნება(დატოვების)და რავიცი მარტო ბუსავით ჯდომას ვინმე კარგ ტიპთან მირჩევნია)) მიუხედავად იმისა რომ კერძო დაზღვევა მაქვს საუკეთესო პირობებით. სამშობიაროში არც გადი გამოდია და მნახველების ოთახი ცალკეა და არა პირდაპირ პალატაში. მემგონი ეგეთი სიტუაცია ამ საუკუნეში აღარსადაა სხვისი მნახველი თავს დაგესხას სამშობიარო ბლოკშს კი უეჭველი ინდივიდუალურს ავიღებ რადგან დაინფიცირების დიდი შანსია)) მე მინდა ღია კარის დღეები როცა იქნება დათვალიერება,.თქვენც თუ მოხვდით დაწერეთ შთაბეჭდილებები.. |
Posted by: Cruel Intentions 28 Feb 2019, 11:42 |
Tess ხოო, ძალიან უნდოდა მამას დარჩენა და იქვე სწავლა ბავშვს როგორ მიხედოს, პირველივე დღეებში ღამე იქ ყოფნა და დამშვიდება. მეც არ მესმის რა მიდგომაა. Aniani1995 მაინც იკითხე, ოქტომბერში გააჩინა ამ გოგომ და უარი უთხრეს ვერ დავტოვებთ ღამეო. იქნებ წინასწარ თუ შეუთანხმდები აღარ თქვან უარი. თუ იკითხავ გვითხარი რა რას გეტყვიან, ძალიან მაინტერესებს მეც. მეც გაგაგებინებთ თუ გავიგებ. ჯერ არ ვჩქარობ, ადრეა მაინც ** ისე ქმრის დასწრებას რაც შეეხება, ვისაც როგორ ურჩევნია მართლა. მეც და ჩემ ქმარსაც გვინდა დაესწროს. რაც 1 წლის წინ გადავიტანე მარტომ და რა უბედურებაც გამოავიარე, ვეღარ წარმომიდგენია ესეთი ბედნიერი, თუნდაც მტკივნეული და არც ისე ლამაზი ( ) მომენტი როგორ არ უნდა გავიზიაროთ ერთად. |
Posted by: Aniani1995 28 Feb 2019, 11:45 |
Cruel Intentions 10ში მივდივარ და ვიკითხავ აუცილებლად. ძაან გავბრაზდი რაა, როგორ მინდოდა ჩემი ქმარი ჩვენს გვერდით |
Posted by: Cruel Intentions 28 Feb 2019, 11:48 |
Aniani1995 ჰო, მესმის. მეც მინდა. მაგრამ თუ გავიგებ ყველასგან რომ სხვა მხრივ ყველა სამშობიაროს სჯობს, მაშინ ალბათ მაინც მანდ მივალ. ძალიან გავბრაზდი ეგ რომ გავიგე, მამებმა რა დააშავეს, ისე გამოყავთ, თითქოს თავიდანვე ბავშვის ცხოვრებაში უფრო ნაკლები როლი აქვთ. s@likun@ ეგ რა მიზეზი მოიგონეს |
Posted by: Aniani1995 28 Feb 2019, 11:50 |
მაინც მანდ მიწევს ახალი საკეისრო მეთოდი რომ არის ეგ მინდა გავიკეთო და დავარაშვილიც ისე მიქეს და მიდიდეს მაგის გამო ვარ იქ აღრიცხვაზე. უბრალოდ ძალიან მეწყინა ეგეთი უაზრო მიზეზის გამო მარტო რომ უნდა ვიყოთ მე და ჩემი შვილი |
Posted by: Tess 28 Feb 2019, 11:58 |
Aniani1995 მოლაპარაკებადი იქნება აუცილებლად, ცოტა პრეტენზიული ტონი მოიშველიე, თან დაამატე რო მეტი არავინ გყავს დამრჩენი და ეს როგორ არ გიტხრეს წინასწარ ან რამე მსგავი |
Posted by: Nankusi 28 Feb 2019, 12:02 |
s@likun@ კი ეგეც შეიძლება,მოკლედ რავიცი რა.. იმდენი რამეა ამ ორსულობაზე საფიქრებელი.არა ეხლა რომ ისევ სამსახურში დავდიოდე ამ ტვინით ზუსტად ვიცი ვერაფერს გავაკეთებდი. არადა მომენატრა Lucifurr დედამთილი შევიყვანოო გამეცინა)) ცუდად არ გაიგო უბრალოდ მე ვერ წარმოვიდგინე❤️❤️ |
Posted by: Aniani1995 28 Feb 2019, 12:04 |
Tess ვცდი კი იქნებ გაამართლოს. ლუქსში რომ ვუხდი იმდენ ფულს როგორ არ უნდა დატოვონ, თან ისე უნდა თვითონ სულ იძახის ერთად ვისწავლოთ თავიდანვე პატარას მოვლაო. ყველა ხერხს გამოვოყენებ იქნებ გაამართლოს და დამრთონ ნება მაგრამ თუ არავის ტოვებენ არამგონია გამონაკლისი დაუშვან |
Posted by: inertiacreeps11 28 Feb 2019, 12:07 |
ვისაც როგორ ურჩევნიათ... მე პირადად არ მინდა დამესწროს :// და დავამახსოვრდე ეგეთი.... ვიცი , რომ უსაზიზღრესი სანახავი ვიქნები... არც კი მინდა მე თვითონ ჩემი თავის წარმოდგენა მაგ დროს.... მენსტრუაციის დროს ერთი ამბავი რომ მქონდა , ისეთი უმწეო იყო რომ ვუყურებდი ,,, წარმომიდგენია მშობიარობის დროს როგორ იქნება :დდდ მირჩევნია ვინმე ისეთი შევიყვანო ვინც გამახალისებს და მაგრად გამამხნევებს... ჩემი ქმარი მაგ დროს იქეთ დამირჩება გასამხნევებელი :დდდდდ * * * საშინლად იბნევა ცუდად რომ მხედავს :დდდ და მარტო ხელის დაჭერა მაგ დროს არ მეყოფა :დდდდ ლაპარაკი მინდა ბევრი :დდდ ტვინი რომ მიღუნოს :დდდ და გადამატანინოს ყურადღება:დ |
Posted by: magi_ 28 Feb 2019, 12:16 |
s@likun@ ყოჩაღ ირაკლის მახსოვს შენც არ გინდოდა, ადრეც ვსაუბრობდით ამ თემაზე. თუმცა დაბლა შამპანიურების ჭექა ქუხილი და ყურის აწევები რომ არის მაგას ჯობია ცოლი გაამხნევო... <3 ნუ ყველაფერი ინდივიდუალურია და ვისაც არ უნდა მე ეგეც მესმის ^_^ მაგრამ ქმარი რაც ადრე მიხვდება მამობის სიტკბოს ეგ უმჯობესია. ჯეკოს ყოველდღე ვუყვები მისი პატარას ანატომიას ახლა რა ზომისაა და რომელ ბოსტნეულს ჰგავს , ქალებს გვიჭირს ჯერ იმის აღქმა რომ შვილი გვეყოლება და კაცს რა უნდა მოვთხოვოთ თუ არ ჩავრთავთ ყველა იმ პროცესში რასაც ორსულობა მშობიარობა და შვილის ყოლაზე პასუხისმგებლობა ჰქვია... |
Posted by: Lucifurr 28 Feb 2019, 12:22 |
Nankusi ვაიმე ჩემი დედამთილი ისეთია ბევრ დაქალს რომ ჯობია ❤️ ასე რომ გამიხარდება თუ იქ მეყოლება ❤️ nature გოგოა გოგოო, შეგვასწორეთ ❤️ თხაკიკინა გოგო უნდა მყავდეს ❤️❤️ |
Posted by: Nankusi 28 Feb 2019, 12:23 | ||
უი ეგ არც ვიცოდი მე მეგონა პალატაში უკვე ნამშობიარები შეყავდათ. ოო.. ეგრე საშინელებაა მაშინ ვიღაცა წივილ-კივილით რომ შემოგივარდება |
Posted by: magi_ 28 Feb 2019, 12:28 | ||||
Lucifurr
ვაიმეე გილოცავ ^_^
ზოგი ჯიგარი ''დედიკო დედამთილია '' მაგაშიც ვერ ხვედავ პრობლემას. მე მულმა შემომთავაზა შენს გვერდით ვიქნებიო თუ დაგჭირდებიო, გამოცდილი გოგოა 2 ბავშვი გააჩია... მე ქმარს ვფიქრობ, მაგრამ დასაფასებელია ნამდვილად გვერდში დგომა <3 |
Posted by: Nankusi 28 Feb 2019, 12:31 | ||
გეთანხმები 100% მეც მაგის დაწერას ვაპირებდი რა სიამოვნებაა ნეტა ქმარს რომ ჭინთვებზე და წამებაზე ასწრებენ ჩემი ქმარი ისეთი ემოციურია ნაღდად არ დავტანჯავდი მე საკეისროს ვფიქრიბ და ამიტომ ალბათ დაესწრება.თუ საკეისროზე არ ასწრებენ? ვაი ეგ კი არ ვიცი * * * magi_ ეგრე შეიძლება რო ესწრებოდეს სანამ ბლოკში შეგიყვანენ? მაშინ კარგია მე სამშოიარო ბლოკში რომ იტანჯებიან და ქმრები უყურებენ ეგ ვერ წარმომიდგენია რომლისთვის არის სასიამოვნო * * * Aniani1995 ახალი საკეისრო მეთოდი რას გულისხმობს? |
Posted by: Lucifurr 28 Feb 2019, 12:47 |
magi_ მადლობა დიიდი ❤️ ნუ ჩემი დედამთილი სხვა ტიპია, ძაან ჯიგრული ურთიერთობა გვაქვს ❤️ დედიკო-შვილიკოს ძახილის გარეშე |
Posted by: magi_ 28 Feb 2019, 12:58 | ||||
Lucifurr
არა ეს გავიხმურე თავისთავად. Nankusi
კი რატომაც არა, გამოვა გარეთ უბრალოდ უკან აღარ შეუშვებენ მე სადაც ვყოფილვარ ასე იყო. |
Posted by: inertiacreeps11 28 Feb 2019, 12:59 |
Aniani1995 ჩემს დედამთილს აქვს სურვილი დამესწროს ისე :დ აი ეგ მაკლია სრული ბედნიერებისთვის იქ :დდდ |
Posted by: Nankusi 28 Feb 2019, 13:00 |
Lucifurr დედამთილი რომ ახსენე უცებ სხვა ნიკში ამერიე მეგონა ღადაობით თქვი დედამთილის დასწრება. ზოგისთვის დედამთილი კი დედასავით არის და ძაან მაგარია |
Posted by: inertiacreeps11 28 Feb 2019, 13:01 |
Nankusi საკეისრო მგონი არ მიწევს :// თორე მაგაზე რაუჭირს :დდ |
Posted by: Tess 28 Feb 2019, 13:01 |
მშობიარობა გრძელდება საათები, 6 ან 8 ხან 20 იც და მეტიც და ეს ჭინთვები სულ 40 წუთი ალბათ. ჰოდა ქმრის დასწრება შეიძლება დანარჩენი ვთქვათ 7 საათი, მაინცდამაინც ბოლო ეტაპზე თუ არ გინდათ ან არ შეუძLია და ასე შემდეგ. მთელი დანარჩენი პროცესიც მნიშვნელოვანია, და ამ დროსაც მნიშVნელოვანია ერთად ყოფნა. |
Posted by: Lucifurr 28 Feb 2019, 13:04 |
Nankusi მშობიარობაზე ქმარი შემომყვება და პალატაში იყოს დედამთილი, პირიქით გამიხარდება ❤️ magi_ ვიცი ვიცი რომ იხუმრე მეც მყავს ახლობელი დედიკოს რომ ეძახის დედამთს და ისე ცუდად მხვდება ხოლმე ყურში რომ რავიცი * * * inertiacreeps11 აუ რა კარგად გამაცინე |
Posted by: Aniani1995 28 Feb 2019, 13:12 |
Nankusi ფრანგული მეთოდია ახალი მინიმალური გაჭრა და მინიმალური ნაკერი. ვინც გაიკეთა ყველა წერს რომ რეაბილიტაცია ბევრად მარტივია, 3 საათში ჩვეულებრივად ფეხზე ვიყავითო და მაგოტომ ვფიქრობ ეგ გავიკეთო, მარტო დავარაშვილი აკეთებს * * * inertiacreeps11 გითხარი მე შენ და არ გესმის :დ იმდენ ლაპარაკს დაგიწყებს გაბრუვდები და მაქსიმალურად დაუჯერებ ექიმს მალე რომ გააჩინო და დაეხსნა დედამთილს :დ მე არ ვაპირებ ისე არავის შეყვანას |
Posted by: inertiacreeps11 28 Feb 2019, 13:15 |
სანამ მშობიარობა დაიწყება ისე მაგ დროს ხო სხვა ოთახში ყავთ? თუ ერთ სივრცეში ხდება ლოდინის პროცესიც და ბავშვის გაჩენაც :დდ * * * Aniani1995 მე ჩემს მეჯვარეს შევიყვან თუ მაინცდამაინც ვინმე გადავწყვიტე :დდ გამოცდილია და კარგადაც გამართობს :დ დედამთილის ნერვები ნაღდად არ მექნება მაგ დროს შეიძლება პირში მივანთხიო ყველაფერი რაც მომადგება ენაზე და მაწყობს ახლა ეგ ამბავი?:დდდდდდ |
Posted by: Aniani1995 28 Feb 2019, 13:17 |
inertiacreeps11 ეგეც ინდივიდუალურია, ზოგ კლინკაში არის ბლოკ პალატა და იქვე ამშობიარებენ და ზოგ კლინიკაში პალატაში ყავთ და მერე გაყავთ ბლოკში. შენ სადაც აპირებ ესე ვიცი რომ ჯერ პალატაში შეყავთ და რომ დაეწყება მშობიარობა მერე გაყავთ ბლოკში |
Posted by: Nankusi 28 Feb 2019, 13:17 |
Aniani1995 ე.ი ეს დავარაშვილის კლინიკა ინოვაციებით გამოირჩევა.სად არის ტერიტორიულად? ეგ ძაან დიდი პრივილეგიაა თუ რეაბილიტაცია გაცილებით გამარტივებული აქვს |
Posted by: inertiacreeps11 28 Feb 2019, 13:18 |
Aniani1995 ხო , ეგრეა მგონი... |
Posted by: Aniani1995 28 Feb 2019, 13:20 |
Nankusi კი ეგრეა მაგიტო მივედი მანდ თავიდანვე. ვაჟა ფშაველას 83 ნომერშია, მედისონი კლინიკა თუ იცი მანდაა მე4 სართულზე. ხო ვიდეოებსაც დებენ საიტზე ვინც გაიკეთა ეგ ახალი მეთოდით და ყველა ამბობს 3 საათში ჩვეულებრივად ვიყავითო. მე ჩვეულებრივი საკეისრო მაქვს გამოცდილი და 1 კვირა ძლივს დავდიოდი ისიც რამოდენიმე ნაბიჯს ვდგამდი მოხრილი ვიყავი, ამიტომ ვფიქრობ მაგ მეთოდს |
Posted by: magi_ 28 Feb 2019, 13:24 | ||
inertiacreeps11
არ შემიძლიააა ეს ქალი (შენი დედამთილი) |
Posted by: Nankusi 28 Feb 2019, 13:26 |
Aniani1995 ტერიტორიაც როგორ მაწყობს ახლოს ვცხოვრობ. თან აღრიცხვაზეც რომ მანდ ვყოფილიყავი. იმედში ვარ გადაკარგულია დიდ დიღომში)) ექიმი მირჩიეს და კლინიკაზე თვალი დავხუჭე მაგრამ უკე მაღიზიანებს ის ფაქტი რომ ჩაწერა არ ხდება სულ ცოცხალ რიგში უნდა იდგე და ანალიზებს მაილზე არ აგზავნიან და 4ის მერე რეგისტრატურას კეტავენ. ნეტა გადასვლა აღარ შეიძლება? |
Posted by: Aniani1995 28 Feb 2019, 13:30 |
Nankusi ანალიზებს მაილზე არც აქ გიგზავნიან, ჩაწერით ვეწერები ვურეკავ ჩემს ექიმს როდის მოვიდეთქო და ისე მივდივარ. აღრიცხვას რაც შეეხება შეგიძლია სადაც ხარ იქ დარჩე უფასო სახელმწიფო ვიზიტები მანდ გამოიყენო აქ არ მოქმედებს ეგ უფასო ვიზიტები. ყველაფერში ფულს ვიხდი, ნუ თუ მანდ ექიმის კმაყოფილი ხარ შეგიძლია უკვე ბოლოსკენ აიყვანო დავითი და დავარაშვილის კლინიკაში გააჩინო |
Posted by: inertiacreeps11 28 Feb 2019, 13:50 |
magi_ ძაან მძიმე არტილერიაა (( |
Posted by: Nankusi 28 Feb 2019, 13:55 |
Aniani1995 ანალიზებში და ეხოებში მეც ყოველ კვირა ვიხდი, მე რომელი საყოველთაო მეყოფა კვირაში ორჯერ ეხოზე დავდიოდი, ეხლა გადავედი კვირაში 1ვიზიტზე. |
Posted by: makarena 28 Feb 2019, 14:08 | ||
Tess
+1 ზუსტად, ანუ ვინც ბუნებვირად ვაპირებთ მშობიარობა გრძელდება (სანამ სრული ყელის გახსნა იქნება) 10-12 საათი, და ჭინთვები მაქსიმუმ 40 წუთი, ქმარი მეყოლება მთელი ეს დრო, ჭინთვებზე გავა გარეთ, რომ არ ნახოს და არ დაისტრესოს, და დანაჩენი პერიოდი, ჩემ გვერდით მინდა იყოს. ეს სრულიად ნორმალურია, რატოა არაესთეტიური სანახავი და რატო ვერ უნდა შეძლოს სანამ ჭინთვები დაიწყება, ვერ ვხვდები. Aniani1995 შენ ხო საკეისროს აპირებ? ხოდა ვინც საკეისროს იკეთებს მემგონი ქმარიც იქვე უნდა იყოს, იმიტომ რომ ბავშვს გულზე მამას აწვენენო როგორც ვიცი. ჩემი მაზლის ცოლი აპირებს საკეისროს ჩაჩავაში 3 კვირაში და იმასთან ქმარი შედის რომ ბავშვი დააწვინონ გულზე. ასე ვიცი |
Posted by: Nankusi 28 Feb 2019, 14:10 |
magi_ შენც ხო ლიკასთან ხარ? ასე მახსოვს მოკლედ მე 11კვირაზე მივედი მანდ. ლიკამ პირდაპირ მითხრა ჩემთან თუ არ აპირებ ბოლომდე ანუ მშობიარობაც იგულისხმა,მაშინ სხვაგან გადადიო. არ ვიცი ეგეთი პრინციპი აქვს თუ მე იმიტომ მითხრა რომ სხვაგანაც დავდივარ, ექიმი რომ ვუთხარი დაქალები ყოფილან. |
Posted by: Aniani1995 28 Feb 2019, 14:13 |
makarena ეგ სურვილზეა და კი მინდა ქმარს დააწვინონ გულზე, გვერდით პალატაში შეყავთ ქმარი და რომ დაიბადება ბავშვი გაყავთ და აწვენენ გულზე. დავარაშვილში ეგრეა, საკეისროზე არ მინდა შევიყვანო დიდი ტრამვა გვაქვს გადატანილი და არ მინდა რომ შემოვიდეს * * * Nankusi ბოლოს შენ ვის აიყვან მეანად შენი უფლებაა რა შუაშია ეგ რას ქვია მაინდამაინც მანდ უნდა იმშობიარო? მე ბევრი ვიცი სხვაგან რომ იყვნენ აღრიცხვაზე და სულ სხვა კლინიკაში გააჩინეს |
Posted by: ოჩოპინტრე8 28 Feb 2019, 14:50 |
გოგოებო აუცილებლად დაისწარით ქმრები მშობიარობაზე ნუ არ იძალადოთ ოღონდ ))) გპირდებით გამიხსენებთ ) |
Posted by: mashusha 28 Feb 2019, 14:58 | ||
Aniani1995
შემოგეჭებით მტლად ცამორჩენილობა არ მგონია. ისე ხარ ახალნამშობიარეი, არც ნორმალურად ჩაცმის ტავი გაქვს, მე საკეისრო გავიკეთე და წელში მოკუზული დავდიოდი. ხან პალატის კარებს ვტოვებდი ღიას. ხან მკერდს გიმუშავებენ, ხან სემოწმებაზე სემოდან. ან უბრალოდ წევხარ და ცოტა დაუდევრად გაფარია... კი, ყველაზე მეტად მაგ დროს ზუსტად ქმარი გინდა, მაგრამ, მხოლოდ შენი ქმარი და არა სხვისი : ))) ამ დროს ის ცაივლის, ეს ფეხებში გებლანდება, ის შემოგეფეთება და ვერ გრძნობ ტავს ბოლოდე კარგად პრინციპში ჩემს ქმარს უშვებდნენ, ოღონდ არა რამის თევით. ხოდა, თუ მაინც უშვებ, ღამე დარცება თუ რა, რა განსხვავებაა? ერტხელ აბორტი მომიწია და პალატაში ვიწექი. ხასიათი წამხდარი, ყველაფერი მტკივა, ვერ ვაკონტროლებ ვერც ემოციას, ვერც იმას როგორ მაფარია საბანი. ამ დროს შემოლაგდა ტანაპალატელის ქმარი სასტავით. მომიშვირეს ტაკოები, იყო დიდი აჟიოტაჟი და აქ ცამოჯდომა, იქ საუბარი... მე ამ დროს საბანს ვისწორებ და ვფიქორბ, როდს წავლენ! : ))) მერე ცემი სემოვიდა და ალბათ, ის ფიქრობდა : )) |
Posted by: Aniani1995 28 Feb 2019, 15:04 |
mashusha რამოდენიმე როცა არის პალატაში კი გეთანხმები ეგრე სხვისი სტუმრების შემოსავლა სხვისთვის არაკომფორტულია მაგრამ ლუქსი იმისთვისაა ლუქსი რომ მაქსიმალურად ვიყო ჩემს პალატაში ისე როგორც მინდა და იქ მყავდეს ქმარი. არამგინია ეგრე დერეფანში სულ სიარული და ოთახიდან ოთახში ყურება დაიწყოს რომელიმეს ქმარმა, როგორც დედისთვისაა მთავარი პირველივე დღეებში იყოს პატარასთან ასეა მამისთვის და ეგ ბედნიერება არ უნდა მოაკლდეს სხვების გამო. ეგრე ექიმიც დადის შემოწმებაზე და მაშინ საერთოდ უნდა აიკრძალოს მამრის სიარული იქ ზადაც ახალნამშობიარები არიან. რავიცი მე ვერ გეთანხმები მაგ საკითხში |
Posted by: Tess 28 Feb 2019, 15:05 |
mashusha საქმე ისაა რომ 2-ვე ადგილას შემიძლია თავის წარმოდგენა და ჩემი დისკომფორტის გამო , სხვის 1 ადგილიან პალატაში ქმარი არ შეუშვათ. რომ მე დერეფანში უფრო თავისუფლად ვიაროთქო არ ვიტყოდი. ან მე გადახდილი უნდა ვიწვე და კარები ღია მინდა მქონდესთქო. მიუხედავად იმისა რომ შეიძლება სიმართლე იყოს. რაღაცის უფლებას ვაძლევთ თავს და რაღაცის არა. წესით მარტივად მოგვარებადია მსგავსი, 1 ადგილიანში უნდა შეეძლოს შესვლა ულიმიტოდ და სადაც რამდენიმე წევს , ვთქვათ დღეში მხოლოდ 2 საათი, როცა ვიზიტის დროა. მკერდის დამუშავებაზე და სხვა მსგავს პროცედურებზე, ღია კი არა , ჩაკეტილი უნდა იყოს კარები. |
Posted by: Aniani1995 28 Feb 2019, 15:06 |
პალატები უნდა იყოს ისე დაცული რომ კარი კარი რომც იყოს ღია არ ჩანდეს ვინ როგორ წევს და დერეფანში სიარულის დროს პერანგი და ხალათი ყველას აცვია ასე რომ არაფერია მანდ მოსარიდებელი. მე პირიქით იმ გოგოების მიკვირს ვისაც არ უნდა პირველივე დღეებში პატარასთან ორივე მშობელი იყოს * * * ლუქსის დანიშნულება ეგაა ზუსტად. მნახველების შესვლას პალატაში სადაც რამოდენიმე გოგოა ერთად არ ვეთანხმები, მგონი ეხლა აღარც უშვებენ მნახველებს რამოდენიმე სადაც არის იქ. ცალკე გაყავთ და ისე ნახულობენ |
Posted by: Tess 28 Feb 2019, 15:08 |
Aniani1995 მეც მიკვირს, რამდენიმე თვე რომ ბებიები და დედები უვლიან ბავშვს მხოლოდ, დაბანა რომ მარტო ქალის საქმედ ითვლება ეგეც. და ჩემი მეუღლის ნათესავმა ნიშნობაზე რომ მხოლოდ ჩემი მეუღლე დაპატიჟა, რადგან მე რამდენიმე კვირი ნამშობიარები ვიყავი და ალბათ მაინც ვერ მოვაო დაამატა, ეგეც მიკვირდა |
Posted by: magi_ 28 Feb 2019, 15:09 | ||
კი ლიკასთან ვარ... უი მართლაა ჩემთვის არაფერი უთქვამს, არც ჩამოვარდნილა ამ თემაზე საუბარი ალბათ თვლის რომ უეჭველი მასთან ვიქნები მე... მაგრამ პირობები თუ არ მომეწონა ვინ დამიშლის სხვაგან მშობიარობას??!! ისე აქვთ ამის უფლება? ბოლოს რა გადაწყვიტე ლიკასთან ხარ თუ სხვა კლინიკაში გადახვედი??? |
Posted by: teklikie 28 Feb 2019, 15:09 |
Aniani1995 მეც დავარაშვილში ვაპირებ ახალ საკეისროს გაკეთებას, ზეგ მივდივარ დავიტთან კონსულტაციაზემ, ვკითხო რაც მაინტერესებს. დაქალს დამასწრებენ საკეისროზე? და მამას გულზე დააწვენენ ანუ?? რა ინფოსაც ფლობ ამ დავარაშვილსი კლინიკაზე გამიზიარე რა გთხოვ არც ვიცოდი სად იყო ტერიტოტირულად ჩაწერისას დავგუგლე )) მე პირველი ჩვეულებრივი საკეისრო გავიკეთე და ახლა განსხვავებას უფრო დავინხავ და გამოვაცხობ აქ კარგ პოსტს მერე , პირველიც არ გამჭირვებია 3 დღეშ დავხტოდი უკვე )) მარა თუ კათეტერი არ მექნება შარდის და მუცლის დაწურვა აღარ დამჭირდება რასაც ჩვეულებრივ საკეისროზე გიკეთებენ გაწვებიან ამ მუცელზე და ვწიოდი და ვკიოდი ისეთი მწარე იყო, -მაგას რა ჯობია თუ ეგ არ მომიწსვს და ადვილად აგდავიტან. შაბათს აბა ვნახოთ დათო რას მეტყვის. თან იქნებ მილების გადაკეტვაზეც დავკერო. 2 ბავშვის მერე გამიკეებს ვითომ მილების გადაკეტვას? |
Posted by: Aniani1995 28 Feb 2019, 15:13 |
Tess ზოგი მამაკაცი არაა ეგრე მონდომებული და მიიჩნევს რომ ჯობია ქალი დაეხმარეოს მის მეუღლეს და არ უნდათ პირველივე დღეები ერთად გაატარონ ან თუნდაც ბავშვს პამპერსი გამოუცვალონ ეგ ცალკე თემაა რომელიც არ მესმის მაგრამ როცა ჩემი მეუღლე ჩემნაირად ელოდება პატარას დაბადებას, როცა ვიცი ჩემნაირად იზრუნებზ და მოუვლის, როცა ვიცი რომ ძალიან უნდა პირველივე დღიდან ერთად გავაკეთოთ მისთვის ყველაფერი რატო უნდა ამიკრძალონ და დამიშალონ სხვების გამო? მაგისთვოს ვიხდი მეტ ფულს რომ ვიყო ჩემს კომფორტში |
Posted by: tatik234 28 Feb 2019, 15:13 |
ჩვენება თუ არ გაქვთ შანსი არაა დავარაშვილმა საკეისრო გაგიკეთოს, ორჯერ ვიყავი, თან ჩემი ბავშვი გარდიგარდმო მდებარეობითაა და ჩვენებაა მარა მაინც არ მთანხმდება მობრუნდებაო, არადა უკვე 37 კვირის ვარ. მოკლედ მაგ ამბავში სიმკაცრეს იჩენს გუშინ ვიყავი დარახველიზესთან, საკეისროზე დამთანხმდა მარა რაღაც უჟმური და უხასიათო მომეჩნვენა)))) ვინმეს ხოარ გქონიათ შეხება ან გაგიგიათ რამე მასზე? ხასიათს არ დავეძებ თავის საქმის პროფესიონალი იყოს მთავარია ))) |
Posted by: ოჩოპინტრე8 28 Feb 2019, 15:16 |
Tess გეთანხმები, ახლახანს სულ სხვა ტიპის ოპერაცია გავიკეთე და სულ სხვა კლინიკაში , ბევრად უხერხული მომენტები იყო და ქმრები და ნათესავები დადიოდნენ დერეფნებში თავიანთი ახლობლების სანახავად, რაღაც ძააან უაზრო მიზეზი აქვთ დავარაშვილთან მეც მანდ ვიმშობიარე და ლუქსი მქონდა აღებული, ბევრი ვეხვეწე დარჩება და საერთოდ არ გავა პალატიდანთქო, მაგრამ არაო (( |
Posted by: teklikie 28 Feb 2019, 15:16 |
tatik234 მე საკეისროს ჩვენება მაქვს ისე არ მივდივარ დავარაშვილთან უბრალოდ მილების გადაკეტვას თუ გამიკეთებს თქო.... დარახველიძესთან მე არ გავიკეტებდი, მქონდა შეხება უჟმურია და საკუთარ თავში იმდენად არის დარწმუნებული მამა ღმერთი ჰქონია თავი და ჩემ თანამშრომელის ცოლს რომ პლაცენტა ჩაუტოვა ხო იცი და მერე მეორემ რომ გააჩინა უფრო სწორედ საკეისრო გაიკეთა და ეღვიძა ამ გოგოს უთქვამს რომ პლაცენტა არ ჩამიტოვო 2 ბავშვია მანდო და 1 არ მომიღო მარტოო და ისეთი აგდახედა რომ თითქოს არასოდეს ჩარჩენია |
Posted by: Aniani1995 28 Feb 2019, 15:17 |
teklikie მეც მაქვს გამოცდილი ეგ კათეტერი მთელი მუცელზე დაწოლით და მისი ამბებით ამიტომ გადავწყვიტე თუ უკეთესია და განვითარდა ეგრე მედიცინა რატომაც არ უნდა ვცადო. თან დატესტილია და რავიცი ვინც გაიკეთა ყველა იძახის ბევრად განსხვავებააო. მილებს რაც შეეხება ეგ არ ვიცი მაგრამ საკეისროზე შეგაყვანინებენ ვინც გინდა, მეუღლე გ ერდით პალატაში ეყოლებად გამზადებული და რომ დაბადება პატარა შეიყვანენ და დააწვენენ გულზე. რაც ვკითხე დავითს მირჩია ეგ საკეისრო ყველანაირად და რავიცი აბა მგონი მართლაც ეფექტურია. აბა შენ იცი შენი შთაბეჭდილებები გვანიტერესებს ძალიან * * * ოჩოპინტრე8 ალბათ მართლა პაციენტებს უმეტესობას არ უნდოდათ და მაგოტო აკრძალეს თორე არამგონია დავარაშვილისთვის მნიშვნელობა ქონდეს ქმარი დარჩება თუ დედა. პირიქით მისი ინტერვიუები რაც ვნახე სულ იძახის თანაბრად უნდა იყვნენ მშობლები ჩართულიო, ყველას ვურჩევ შემოყვეს მშობიარობისას მეუღლეს და საკეისროს როცა ვაკეთებ მამებს ვრთავ ნებას ჭიპლარი მან გადაჭრას და სიმბოლურად დაამახსოვრდეს რომ მონაწილეობა მიიღო ბავშვის დაბადებაშიო. ასე რომ ეგ პაციენტების მოთხოვნა უფრო მგონია |
Posted by: teklikie 28 Feb 2019, 15:21 |
Aniani1995 იმაზე ხო არ გაჭედავს რომ რახან პირველი საკეისრო გქონდა გაკეთებულიო მეორე მერე რა მოხდა ფიზიოოლოგიურად გააჩინეო. ანუ ჩვენებად ეგ ხო ითვლება -პირველი საკეისრო რომ მაქვ სგაკეთებული? ხომ არ იცი კიდე ბავშვს რომელ ხელოვნურ საკვებს აჭმევენ სამშობიაროში? |
Posted by: Cruel Intentions 28 Feb 2019, 15:21 |
ვაიმე გული მისკდება საკეისრო არ დამჭირდეს. მაგის გამო ვფიქრობდი დავარაშვილზე კიდევ, გამორიცხულია საკეისრო გააკეთოს თუ გამოუვალი მდგომარეობა არაა. სამაგიეროდ, მაშებს იყენებს ხოლმე რთულ შემთხვევებში, რაც არ არის კარგი ჩემი აზრით (თუმცა, მაინც მიღებულია). არ ვიცი რა, გაგუას კლინიკაზეც უამრავი კარგი რამ მსმენია და დარჩენაზეც როგორც ვიცი არ არის პრობლემა. მგონი არც პინეოში კრძალავენ. ყველაფრის ღია კარის დღეზე მივალ 26 კვირიდან. ჯერ 18მდე მივიდე |
Posted by: mashusha 28 Feb 2019, 15:24 | ||
Aniani1995
ბოლომდე არც მე ვეტანხმები : )) უბრალოდ, აქვს უხერხული მხარეებიც და ეს ვთქვი. ყველაზ მეტად მინდოდა ჩემი ქმარი ცემს გვერდით. მის სიხარულზე კი არ ვფიქორბდი, უბრალოდ, მინდოდა ჩემს გვერდით. ჩვენ, ერთი ოჯახი! ამიტომ, ცხადია მესმის, მაგრამ, აქვს თქო უარყოფითი მხარეც. მთლად სიბნელე და ყრუობაც არ არის ტქო, ეს ვთქვი. ჩემს დროს, რაღაც ვირუსი იყო კატატსროფულად გავრცელებული და კარანტინი გამოაცხადეს, ოღონდ, უფრო ბავსვების მიმართ. პატარები არ შემოიყვანოთო კრძალავდნენ. ბაღის ბავსვებს დედები ენატრებოდათ და შემოვსლა უნდოდათ, მე ვნერვიულობდი რამე არ სემოიტანონ თქო... ხომ გესის, ყველაფერს აქვს ორი მხარე, ეგაა, თორე, ვიცი ეს განცდა... ქორიძესტან ვიყავი მე და იქ 1 კაციანი პალატებია მხოლოდ. |
Posted by: teklikie 28 Feb 2019, 15:25 |
ოჩოპინტრე8 Aniani1995 საკეისროზე ქმარს კი ასწრებენ უბრალოდ ღამე არ ტოვებენ მე ასე ვიცი * * * mashusha მეც ქორიძესთან გავიკეთე საკეისრო 2014 ში და უზომოდ კმაყოფილი ვარ და უბედნიერესად მახსენდება ეგ 5 დღე. |
Posted by: Aniani1995 28 Feb 2019, 15:27 |
teklikie რამდენიხანია გასული პირველი საკეისროდან? მე 1 წელი არ იყო გასული რომ დავორსულდი და მჭირდება საკეისრო ყველა ვარიანტში, ისიც მითხრა რატო გაიკეთე საკეისრო თავისუფლად გააჩენდიო. ნუ თუ საკეისრო ჩვენება არაა არ აკეთებს, ყველანაირად ფიზიოლოგიურს ემხრობა. თუ დიდი დროა გასული პირველი საკეისროდან და თავისუფლად შეძლებ ფიზიოლოგიურად მშობიარობას არ გაგიკეთებს ეგრე, საჭმელს რაც შეეხება ეგ არ ვიცი კი საკეისროზე ასწრებენ თავისუფლად მაგრამ არ ტოვებენ ღამეო ეგ აქ გავიგე |
Posted by: mashusha 28 Feb 2019, 15:29 |
Aniani1995 9 თვე მიტხრა შუალედი ქორიძემ. ისე, დაორსულების წინ გადამოწმება ჯობია ხოლმე. ზოგის ორგანიზმი ისეთია, 2 თვეში აღიდგენს ტავს, ზოგის ცოტა ნელა... |
Posted by: teklikie 28 Feb 2019, 15:31 |
Cruel Intentions არც ეგრე არაა საქმე რა ტქმა უნდა ბუნებრივად ჯობია ყველანაირად მაგრამ მე მაგალითად იქ ნაკერს მირჩევნია მუცელზე მქონოდა ნაკერი და დავმჯდარიყავი სკამზე მაინც ნორმალურად. ამიტომ 4700 კგ ბავშვზე არ გავრისკე ფიზიოლოგიური. 1 დღე იყო რომ ვიწექი და მაწვებოდნენ ჭრილობაზე წამის საქმე იყო ეგაც სულ რამდენჯერმე დამაწვნენ და გავიდნენ და მეორე დღესვე რომ წამომაგდეს არც გამაყუჩებელი გამიკეთებია არც არაფერი. ორივე შემთხვევაში ყველაფერი ინდივიდუალურია და პირადი ექიმი აფასებს ამას, უბრალოდ ზოგმა რომ იციის უფ მე 5 კგ ბუნებრივად გავაჩინეო და მორალის კითხვა რომ თურმე რატომ გავიკეტე საკეისრო ეგ ხალხი მაოცებს ხოლმე(მყავს გარშემო რამდენიმე) და თვეობით რო ვერ იჯდნენ თვითონ იმას აღარ იხსენებენ ხოლმე * * * Aniani1995 4 .5 წელია გასული მარა ვენების მე2 ხარისხის ვარიკოზი მაქვს საშვილოსნოში და ექიმმა ჭინთვები არაა შენთვის კარგიო ისეთ დღეში გაქ ვენებიო და ამის გამო ციკლი ტონაზე ტონა და კიდე მაგის გამო დავიმძინო ვითარება არ მინდა ისედაც სულ რკინის დეფიციტი მაქვს ამხელა დანაკრგის გამო ხოლმე, და თუ გაჭედა წავალ ისე ქორიძესთან გავიკეთებ |
Posted by: Aniani1995 28 Feb 2019, 15:33 |
mashusha რამდენად შეძლებ საკეისროს შემდეგ მშობისრობას ეგ დროზეცაა დამოკიდებული და რაც მთავარია დამოკიდებულია როგორაა ნაწიბური შეხორცებული. რაღაც ზღვარი აქვს ნაკეისრალს და იმ ზღვარს შეიძლება ზოგის ორგანიზმი 2 წელზე ნაკლებ დროში აცდეს და თავისუფლად იმშობიაროს. ისეთიც მინახავს 5 წლის გაკეთებული ქონდა საკეისრო და ნაწიბური ისე ქონდა 5 წლის შემხეგაც ვერ შეძლო მშობიარობა და ისევ საკეისრო გაუკეთეს. ინდივიდუალურია ყველას ორგანიზმი, დათოც არ აკეთებს საკეისროს თუ არ გჭირდება. რას ქვია პირველი საკეისრო გაიკეთეო გადაირია ჩემზე |
Posted by: Salomea2018 28 Feb 2019, 15:34 |
teklikie სულაც არაა სავალდებულო ამხელა ნაყოფი გააჩინო ბუნებრივად და ჩახევები გქონდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცეები მორალისტობენ. მაოცებს ეს ხალხი რაა. ზოგს იმდენად ვიწრო მენჯი აწვს, 4 კილომდე ბავშვის გაჩენაც უჭირთ. ეხლა არ გაწვს ჩვენება საკეისროსი? იცი რატო გეკითხები. ჩემმა დაქალმა ძლივს დაითანხმა დავარაშვიკი საკეისროზე პირველი საკეისროს მიუხედავად, მაჰრამ ეს 3 წლის წინ იყო დაახლოებით. აბა გაარკვიე ეგ საკითხი კარგად. |
Posted by: Aniani1995 28 Feb 2019, 15:35 |
teklikie თუ გჭირდება და აუხსნი შენს სიტუაციას არამგონია ისეთი ტირანი იყოს ძალით გამშობიაროს, რავი რაც ვიცი ბევრი საკეისრო კეთდება მაგ კლინიკაში მაგრამ ჩვენების გარეშე რომ არ აკეთებს თვითონ მითხრა |
Posted by: mashusha 28 Feb 2019, 15:35 | ||
teklikie
დაქალმა იანვარში გააჩინა პირველი და მე მარტის დასაწყისში. მე მუცელზე ნაკერიტ გამოვედი, ის ქვემოდან ნაკერით. არადა, ბავში არ იყო დიდი, მაგრამ, რაღაც მოხდა და დახრჩობის საშიშროება წარმოიქნა, ამიტომ ჩაჭრეს. ხოდა, მე რომ მარტში ვწუწუნებდი მტკივა ნაერი ტქო, ეგ მამსვიდებდა, შენ ქე მაინც მუცლის ნაკერი გტკივა, მე თუოდესმე ორივე დუნდოლოზე დავჯდები, არ მგონიაო : ))) ნუ, ცხადია ბუნებრივს არაფერი ჯობია, მაგრამ, რისკები გაართებული არ მგონია |
Posted by: Aniani1995 28 Feb 2019, 15:37 |
აი ეგ მეც ვიცი.ჩემი კურსელი ჩაჭრეს მშობიარობისას და 2 თვე ვერ ვჯდებოდიო, ან დავდიოდი ან ვწვებოდიო |
Posted by: teklikie 28 Feb 2019, 15:42 |
Salomea2018 ბავშვი არ ვიცი ჯერ 1 კვირით გვიანი ოვულაციის გამო ჩამორჩებოდა წონას და ახლა 2 კვირით უსწრებს ანუ გამოდის რომ 3 კვირით დაწინაურდა ) და არა მგონია ეს იყოს სტანდარტული ზომის, სად ვზრდი ამხელა ბავშვებს არ ვიცი რააა... და პლიუს ეს საშვილოსნოს ვენების ვარიკოზი, ეს სპეც ეხო დუპლექს სკანირებით მ,აქვს დადგენილი და მაქვს მაგისი დოკუმენტიც,,რავიცი მაგ ყველაფერს თუ ჩათვლის ჩვენებად არ ვიცი ქორიძემ ისაც არ იცოდა 4 კგ-ზე მეტი იქნებოდა თუ არა მარა მაინც დავიყოლიე საკეიროზე 5 წთში და ახლა ამ დავარაშვილს ხვეწნას ვერ დავუწყებ ამ ახალი საკეისროს გამო სიედაც თორე ქორიძეს ვერ გავცვლიდი ვერავიში. ზეგ მივდივარ 31 კვირის ვხდები , სერგოსტან ჯერ ეხოზე და მერრე დავარასთან ეხოზე და ვნახოთ რას მეტყვის აბა... მენერვიულება უარი რომ მიტხრას მხიბლას ამ ახალი საკეისროს კომფორტი mashusha ხო ამხელა რომ გავაჩინე ვიცი ქალად არ უნდა დავრჩენილიყავი 4700 ის მერე თუმცა ზოგი 5 კგ-ს აჩენს ისე რომ არაფერი ეტყობა , უბრალოდ რისკია მაინც და ვერ გავრისკავდი რა ვქნა. Aniani1995 ხო არ ვიცი არასოდეს მქონია შეხება და არ ვიცი დაველოდები შაბათს 31 კვირაზე მივდივარ ადრე კია მარა ვიცოდე წიანსწარ გამიკეტებს თუ არა ჯობია რომ მშვიდად ვიყო.. |
Posted by: Cruel Intentions 28 Feb 2019, 15:46 |
teklikie 4700 ბავშვზე ჩემი ზომის ადამიანი აქეთ მოვითხოვ საკეისროს ექიმს რომ არ შემოეთავაზებინა მე მირჩევნია პირადად ფიზიოლოგიური თუ მამას არ დაემსგავსება და დიდი არ იქნება ძალიან. რატომღაც წარმომიდგენია, რომ რეაბილიტაციის პროცესი უფრო მარტივი იქნება ჩემთვის. ჯერ კი ვჭიკჭიკებ მარტივად, ვნახოთ რა იქნება იქნებ ჩვენება მაქვს საკეისროსი. ზოგადად, არ ვემხრობი, როცა რამე 1 მეთოდზე არიან ფიქსირებული ორსულები, მშობიარობის დროს არავინ იცის ვის რა დასჭირდება და ტრაგედიად არ უნდა იქცეს თუ სხვა გზით მოუწევს ბავშვის გაჩენა. საკეისროც და ფიზიოლოგიურიც ძალიან რთული პროცესებია, ორივეს აქვს თავისი პლუსები და მინუსები. მთავარი შედეგია მაინც |
Posted by: Nankusi 28 Feb 2019, 15:49 |
mashusha უკაცრავად და ჩაგეკითხები)) სად იყავი ეგეთ ადგილას რომელ სამშობიაროში რო პალატაში სასტავი შემოუშეს? მე ბევრჯერ მომიწია ამ ბოლო წლებში სამშობიაროებში მეგობრების და ახლობლების მონახულება და არასდროს პალატაში არ შევსულვარ.ამისუფლება არავის მოუცია. მნახველისთვის ცალკე ფოიე იყო |
Posted by: Salomea2018 28 Feb 2019, 15:53 |
teklikie უი ჩემიც დიდია წონით 2 კვირით მაინც და მე თავს ვიგიჟებ ბუნებრივი მინდა ჯერ ჯერობით. მთავარია აბა ბოლოსკენ რა წონა ექნება. ჯერ 29ე კვირას ვიწყებ. იქნებ მერე აღარ აკრიფოს წონა ძაან. თუ ილუზიაში ვარ. |
Posted by: Tess 28 Feb 2019, 15:55 |
Nankusi ჩაგეჭრებით, გაგუაში, ჰერაში, ჯან. სახლში და ჩაჩავაში ჩვეულებრივად შემიშვეს ნახვის საათებში. ასევე ემბრიოშიც. თქვენ სად არ გიშვებდნენ? |
Posted by: tinatinny 28 Feb 2019, 15:58 |
გოგოებო, ასაკი არის საკეისროს ჩვენება?პირველ ორუსლობაზე? |
Posted by: Salomea2018 28 Feb 2019, 15:59 | ||
ჰერაში 4იანშიც ვყოფილვარ მნახეველი და ლუქსშიც დავრჩენილვარ ღამე. 4იანში რომ შევედი, შემიშვეს მცოლოდ 1,მერე რამდენიმე ხანში გამოვედი და შეუშვეს უკვე დეიდაჩემი და ასე თითო. სასტავი მართლა არ შევსულვართ რავიცი. * * *
ჩამონა[ვალი ვნახე ეხლა, და ასაკი არ არის ჩვენება. |
Posted by: Nankusi 28 Feb 2019, 16:08 |
magi_ მე ეგ კლინიკა არც ვიცოდი,ლიკა მირჩიეს და მივედი,თუმცა მანდ მშობიარობაზე არ მიფიქრია.ალბათ გვიან რომ მივედი,თან მოვუყები გასულ წელს ჩაჩავაში დავდიოდი ეხლა ინოვაში და თემა არც ჩამოვარდნილა მაგრამ მაინც ეგრე მითხრა მეც ვუთხარი როგორც იყო,ორსულობის მონიტორინგისთვის რომ მივმართე მას და მშობიარობის ექიმზე ჯერ არ მიფიქრია აუ არ ვიცი დავჩე წავიდე.ისეთი კლინიკა მინდოდა სადაც აღრიცხვაზე ვიქნებოდი კარგი ლაბორატორია იქნებოდა და ეხოზეც გამოცდილი ექიმი. ორგანაც ცუდია რა.მეორე ექიმი სხვა რამეს მეუბნება ეს ლიკა სხვას აღარ ვიცი რა გავაკეთო.ავტორიტეტით კი ორივე სარგებლობს. * * * tatik234 დარახველიძე ზურას თუ გულისხმობ ჩაჩავაში აქებენ ძაან.ბევრი ვიცი მაგასთან იმშობიარა და კმაყოფილია |
Posted by: teklikie 28 Feb 2019, 16:15 |
Nankusi ჯან. სახლში ყველა 1 კაცია პალატაა და უშვებენდნ ნახვის საათებში 2-2 მნახველს ჩემტანაც |
Posted by: inertiacreeps11 28 Feb 2019, 16:16 |
Salomea2018 რამხელაა შენი ბაო სალ? |
Posted by: Salomea2018 28 Feb 2019, 16:25 | ||
26 კვირაზე 1200გრამამდე იყო და რაღა შევზღუდო, აღარ ვიცი. ცომეულს არ ვჭამ, პურს არ ვჭამ და მშიერი ხოარ ვივლი...ფეხით დავდივარ საკმაოდ და. ნამდვილად არ მინდა ძალიან დიდი წონის იყოს. ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს. ხერხემალი. |
Posted by: Nankusi 28 Feb 2019, 16:27 | ||
ჩაჩავაში ვიყავი ბოლოს.ბიძაშვილის ცოლი იწვა პალატაში შეგიშვეს??? თან რამდენიმე? მართლა გამიკვირდა ჯერ დაბლიდან არ უშვებდნენ რამდენიმეს ერთად არამც თუ პალატაში)) |
Posted by: inertiacreeps11 28 Feb 2019, 16:30 |
Salomea2018 1200 29 კვირაზე იყო ჩემი... დიდი ბუთქუჩა წონა აქ, მე რო მიყვარს ისეთი:დდ გენეტიკური ფონი როგორი აქვს მაგ მხრივ? |
Posted by: Tess 28 Feb 2019, 16:31 |
Nankusi პალატაში კი, რამდენიმე არა. სათითაოდ გვიშვებდნენ. ჩაცავაში ყველაზე უხეში და უზრდელური დამოკიდებულება აქვთ ისე, სადაც ვყოფილვარ იმ ჩამონათვალიდან. ჯერ მხოლოდ ტელეფონის ჩამორთმევა რად ღირს, თან დაცვა რო გიყვირის. ბოლოა სადაც წავალ ალბათ |
Posted by: Salomea2018 28 Feb 2019, 16:33 |
inertiacreeps11 გენეტიკით კი ორივე დიდები დავიბადეთ, მეც და ჩემი ქმარი, 3.800 ვიყავი მე. ისედაც დიდები ვართ, 176 ვარ სიმაღლეში მე, 184 ჩემი ქმარი. შენი გოგო მშვენივრად მიყვება თავის ზომებს. მარტო წონა ხომ არაა. რომ აკრიფოს წონა და მერე ფილტვები სათანადოდ არ იყოს მომწიფებული ან რამე ვერ ეწეოდეს წონას, ეგრე არ მინდა. ჯერ ჯერობით კი ნორმალურად ვითარდება და ვნახოთ ბოლოსკენ რას იზამს. |
Posted by: narkozeli 28 Feb 2019, 16:34 |
Nankusi ჩაჩავაში ლუქსში გიშვებენ უპრობლემოდ, თუ ორიან და მეტ პალატაში ხარ, აქეთ უნდა გამოხედო მნახველს. Tess ტელეფონი რატომ ჩამოგართვეს? |
Posted by: Nankusi 28 Feb 2019, 16:37 |
magi_ თხაკიკინა გოგოს რომ ელოდები რომელ თვეზე გითხრეს მანამდე რომ ბიჭი გეგონა მე 11კვირაზე მითხრეს ბიჭი.ერთი სული მაქვს ზუსტი გავიგო |
Posted by: Tess 28 Feb 2019, 16:37 |
narkozeli ტელეფონი მშობიარობას რომ ვესწრებოდი მაშინ ჩამომართვეს, მეც და მშობიარესაც. დაბლა ჩამოსვლის და აბრუნების უფლება არ მქონდა. სრულ იზოლაციაში ხარ რომ ვერაფერი გააგებინო ვერავის, ძალიან უსიამოვნო განცდა იყო. და ზოგადად დაბალი დონის გოიმური რაღაცეები ახასიათებთ, მაგალითად ბახილები და ხალათი შენ უნდა იყიდო, მამას ღამის 4 სააათზე ცოლთან და ახალშობილთან იქამდე არ უშვებენ სანამ მშობიარობის თანხას სრულად, ქეშად და ზუსტად (ხურდის გარეშე) არ მიიტანს, და ა.შ. |
Posted by: narkozeli 28 Feb 2019, 16:40 | ||||||
Tess
კი, ეგ მასეა და სწორიცაა (თუმცა მეც რომ წარმოვიდგენ თავს მშობიარის პოზიციაში, არ მეკომფორტულება ნამდვილად)
მაგასაც აქვს თავისი მიზეზი,ჰიგიენური თვალსაზრისით
ეს ტეხავს,მაგრად. |
Posted by: inertiacreeps11 28 Feb 2019, 16:44 |
Salomea2018 ხო, აი მე 4.200 დავიბადე.. სიმაღლეში 178 ვარ ჩემი ქმარიც ეგრე და ბავშვი რატოა ასე პატარა ვერ გამიგია :/// მეშინია.... გუშინ საერთოდ არ მიძინია ყელა წამს მოძრაობდა და ახლაც აგრძელებს.... იმედია ჟანგბადი კარგად მიეწოდება... ექიმმა მითხრა ჟანგბადის მიწოდების პრობლემა რომ ჰქონდეს შენხ იგრძნოვდი უკმარისობასო... არვიცი რავიფიქრო |
Posted by: Nankusi 28 Feb 2019, 16:45 | ||
კი მეც ეგ ავღნიშნე რომ პალატაში სადაც სხვაც წევს იქ სასტავებს არ უშვებენ.გარეთ გამოდიხარ და იქ ხვდები მნახველს. |
Posted by: Tess 28 Feb 2019, 16:47 |
narkozeli სწორი რატომაა? მე როგორც მშობიარეც და მე როგორც დამსწრეც, უფლებაშზღუდულად ვგრძნობდი თავს. 8 საათი ვმშობიარობდი და რატო უნდა გამოვყრუვდე და მხოლოდ უცხო ადამიანების გარემოცვაში ვიყო. იმიტომ რომ ექიმებს ეშინიათ რამე ისეთი ინფო არ გავიტანო, რაც მათ იმიჯს დააზიანებს? თუ სხვა რა ლოგიკაა? ანუ რატო უნდა ვიყო არაკომფორტლუად ვერ ვხვდები აზრს. რაც შეეხება ჰიგიენურ მიზეზს, ტელეფონი რომ იყოს ჩასვლაც არ მომინდებოდა ეს 1 და მე-2 არაფერი არაჰიგიენური მართლა არ არის მაგაში, მშობიარობა ფიზილოგიური პროცესია და არა ოპერაცია. რამდენჯერმე თუ მეუღლე ან დედა დამხედავს 5-5 წუთით, ამ 10 საათის განმავლობაში, რა ჰიგიენურობის რისკის ჩემთვის მართლა სრულიად გაუგებარია. გულწრფელად ვერ ვხვდები ვინმე რატო თვლის ამას სწორად და ამიტომ გეძიები |
Posted by: makarena 28 Feb 2019, 16:48 |
ტელეფონი რო არ გაქვს, მართლა გგონია სულად მოწყვეტილი ხარ გარე სამყაროს და რატო ართმევენ ვერ ვხვდები. გაგუაში მემგონი ესე არაა. Nankusi მაგის სწორედ უთხრეს ბიჭი, ანიანის უთხრეს ბიჭი და მერე გოგო |
Posted by: Salomea2018 28 Feb 2019, 16:49 |
inertiacreeps11 ფართხალებს სულ? არა მგონია რამე იყოს, რამოდენიმე დღია წინანდელი ეხო ხო დადე და ჭიპლარი ნ9რმაში იყო და რა შეიცვლებოდა ასე უცებ. რაც იზრდება, აქტიურდება ალბათ. ჩემიც ბევრად აქტიურია. ნუ ნერვიულობ. |
Posted by: Nankusi 28 Feb 2019, 16:50 |
inertiacreeps11 ეხლა თუ პატარაა არ ნიშნავს რომ სულ პატარა იქნება დაბადებიდან ბევრი დიდი კარგავს წონას და ბევრი პატარა გაცილებით სწრაფად იზრდება ასე რომ... შენი ბაოც გახდება დიდი ბუთხუზა თუ გენეტიკაც ხელს უწყობს |
Posted by: magi_ 28 Feb 2019, 16:50 | ||
Nankusi
ჩემი ბაო ბიჭია lucifuri ელოდება გოგოს ^_^ ისე ზუსტ სქესს 16 17 კვირაზე გეტყვიან <3 მე 17 კვირაზე გავიგე მანამდე მოთმინებით ველოდი. ლიკაზე აღარ მიპასუხე ვერ ნახე ალბათ... ბოლოს დარჩი იმედის კლინიკაში??? თუ სხვაგან ხარ? |
Posted by: Nankusi 28 Feb 2019, 16:55 |
makarena კი ანიანის ვიცი და მეგონა სხვაც იყო სქესი რომ ხშირად ეშლებათ ეგ ხო ცხადია, უბრალოდ ჯერ ბიჭი გითხრან და მერე გოგო რამდენად შეშლიათ ეგ მაინტერესებდა მეც გაურკვევლად ვარ ჯერ და |
Posted by: narkozeli 28 Feb 2019, 16:57 | ||||
Nankusi
ხოდა მამენტ ეს სწორია, ვიღაცის მნახველი რად უნდა ახალნამშობიარებ ქალს გვერდზე Tess
ასეპტიკა აუცილებელია, ფიზიოლოგიური პროცესი არ ნიშნავს იმას რომ ჰიგიენა ზუსტად ისე არ იყოს დაცული,როგორც საჭიროა ჰიგიენურობა ჩემი მოსაზრებაა და ისე მაგისი აკრძალვის მიზეზი ისაა რომ რეკვები,ზარები და ამბები შუა მშობიარობაში ხელს უშლის (იდეაში) ექიმებს და ბებიაქალებს. მე შევიტან, სადაც არ უნდა ვიმშობიარო, არ გეგონოს რომ უტელეფონოდ დავიტოვებ თავს, გამორიცხულია სულ რომ მაგათი გასულელება დამჭირდეს, ჩუმად მაინც შევიტან :დ |
Posted by: Aniani1995 28 Feb 2019, 17:00 |
1. 1 მარტი - sopo_s - გოგო 2. 25 მარტი - natiacr7 - გოგო 3. 7 აპრილი - maaari2003 - გოგო 4. 18 აპრილი - *Artless* - ბიჭი 5. 9 მაისი - inertiacreeps11 - გოგო 6. 14 მაისი - Salomea2018 - ბიჭი 7. 23 მაისი - Liliko1 - ბიჭი 8. 1 ივნისი - ukrainka - ბიჭი 9. 11 ივნისი - s@likun@ - ბიჭი 10. 13 ივნისი - an_u_ka - გოგო 11. 22 ივნისი - TeKooo - ბიჭი 12. 25 ივნისი - darling1990 - გოგო 13. 1 ივლისი - სიმბა - ბიჭი 14. 2 ივლისი - Tess - ბიჭი 15. 6 ივლისი - anuki-anuki1990 - გოგო 16. 10 ივლისი - Aniani1995 - გოგო 17. 14 ივლისი - nature - ბიჭი და გოგო 18. 16 ივლისი - rocobarocco - ბიჭი და ბიჭი 19. 17 ივლისი - mariami2525 - ბიჭი და ბიჭი 20. 20 ივლისი - missi_i - ბიჭი და ბიჭი 21. 29 ივლისი - magi_ ბიჭი 22. 3 აგვისტო - Lucifurr - გოგო 23. 4 აგვისტო- Cruel Intentions-ბიჭი 24. 7 აგვისტო - makarena - ბიჭი 25. 25 - აგვისტო - sesilia28 26. 28 აგვისტო - tinatinny 27. 17 სექტემბერი-Nankusi -ბიჭი 28. 20 სექტემბერი - annaanka |
Posted by: Tess 28 Feb 2019, 17:00 |
narkozeli მეც ვაპირებ ნებისმიერ შემთხვევაში თან მქონდეს ტელეფონი. უბრალოდ იმდენად მძაფრად ვრეაგირებ უსამართლობაზე რომ სურვილი გამიჩნდა იურიდიული საფუძველი მოვთხოვო ამ შეზღუდვაზე. და თუ არ აქვთ პასუხი მაინც. უბრალოდ სხვის მშობიარობაზე თავს ამდენის უფლებას ვერ მივცემდი, მე თუ შემიქმნეს პრობლემა, აუცილებლად ბოლომდე გავყვები. |
Posted by: makarena 28 Feb 2019, 17:02 |
Tess სად გაქვს გადაწყვეტილი მშობიარობა? |
Posted by: Aniani1995 28 Feb 2019, 17:03 |
Sesilia28, tinatinny სქესი მოიწერეთ ჩაგამატოთ ♡ დავამატებ მე ნელნელა ვინც შემოგვატება და შენც დაამატე როცა შემოხვალ nature. არა აქტიური რომ არ გვქონდეს სია ახლები მეტი არ ხართ? |
Posted by: Nankusi 28 Feb 2019, 17:04 |
მაგი_ უი რა მოითმენს 16კირამდე მეგონა მოგწერე. არ ვიცითქო გაურკვევლად ვარ ძაან .სულ ერთხელ ვიყავი 11კვირაზე ამ ორშაბათს.ლიკასი კმაყოფილი დავრჩი იცი რამდენი ხანი გამაჩერა და დეტალებში ამიხსნა? არ ველოდი მაგრამ მანდ მშობიარობა არ ვიცი რა.. კი ჩემი ნებაა ბოლოს სად წავალ ძაან ბევრია ეგრე სხვაგან მშობიარობს ვის რა ეკითხება მაგრამ ეგრე რომ მითხრა რაღაც უხერხული სიტუაციაა რა.. |
Posted by: Tess 28 Feb 2019, 17:05 |
makarena არ მაქვს გადაწყვეტილი, ჰერას ან გაგუას ვფიქრობ. გაგუა პირობებით უფრო მომწონს, მაგრამ ჰერას ბავშვთა რეანიმაცია (ღმერთმა არ დაგვაჭირვოს) ბევრად გამოცდილია, გაგუამ ეხლახანს დაამატა რომ მოთხოვნებში ჩამჯდარიყო უბრალოდ და ეს მაფიქრებს. შენ მგონი პინეო ხო? |
Posted by: inertiacreeps11 28 Feb 2019, 17:07 |
ძაან მაინტერესებს ვინ დაადგინა, რომ ნაკეისრალი ბავშვები დონდლოები არიან :/// ერთმა მითხრა... საკეისროთი დაბადებული ბავშვები სულ ავადმყოფობენო და ბლუცუები არიანო!!!! ანუ საკეისრო რომ დამჭირდეს ჩემი ბავშვი ეგეთად უნდა მიაჩნდეს?:/// რამდენი ბუნებრივად დაბადებული მინახავს ბლუცუნა და ლონდრე :დდდ |
Posted by: narkozeli 28 Feb 2019, 17:07 |
Tess გაგუამ დაამატა ბავშვთა რეანიმაცია, ჩემი თანამშრომლის დის შვილი გამოწერეს დღეს, თითქმის 1 თვე იწვა პატარა (ნაადრევად დაიბადა). ჰერა არის სამშობიარო,რომელიც სულ რომ უკანასკნელი იყოს, ქუჩაში გავაჩენ და მანდ არა, მძულს ორგანულად (სრულიად საფუძვილანად და ადეკვატურად) ერთი შემთხვევა რომ ყოფილიყო ვაპატიებდი. inertiacreeps11 კიდევ ბევრ სისულელეს გაიგებ, გირჩევ ერთი ყურიდან შეუშვა და მეორედან კი იცი რაც უნდა უქნა მხოლოდ ევიდენს ბეიზდ ამბებს უნდა დავუჯეროთ)) |
Posted by: teklikie 28 Feb 2019, 17:07 |
Tess გაგუაში რეანიმაციის უფროსი ვინცააა ჩემი მეგობრის დედაა უძლიერესია ის ქალი (დარწმუნებული ვარ არც დაგჭირდება) გადმოიყვანეს ეპციალურად ღუდუშაურიდან ვიცი ასე რომ სანერვიულო არც იქ გექნება |
Posted by: magi_ 28 Feb 2019, 17:09 |
Nankusi გირჩევნია მოითმინო, მანამდე შეცდომის შანსი დიდია... ალბათ რთულია ერთი სქესი იცი და მეორეზე გადაერთო <3 კი, მეც ვენდობი ლიკას, თუმცა მშობიარობის პირობები მეც გასარკვევი მაქვს. იმედია ყველაფერი მომეწონება. ანალიზებზე კიდე ლაბორატორიის ნოემრი მაქვს და უპრობლემოდ ჩაგიგდებენ მაილზე, თუმცა ლიკა ისე მიბარებს მივდივარ ვაბარებ ანალიზს, ვიკეთებ ეხოს და რამდენიმე საათში იქვე ვიგებ პასუხს და პასუხებით ავდივარ ექიმNან. ესეთი წესია მანდ. ნუ ერთი დღე უნდა მოიცალო მაგ საქმისთვის. |
Posted by: teklikie 28 Feb 2019, 17:09 |
inertiacreeps11 მე გავაჩინე საკეისროთი მარა 1 წლამდე ბავშვს არც დაუცემინებია ტან პლიუს ძუძუ არ მქონდა.. წლის მერეც სეზონში ერთხელ ჰქონდა ვირუსი, ბაღმა მოგვიმატა უბრალოდ ბოლოს და ეგ ადაპტაციის წელი ყველა აპტარას აქვს ასწ რომ ეგ მითია. |
Posted by: makarena 28 Feb 2019, 17:12 |
Tess კი, ლაქშერი ოღონდ. პინეოს ჩვეულებრივ კლინიკაში გააჩინა ჩემმა მეგობარმა და თავიდან რომ ვაჩენდე, ლაქშერის ავირჩევდიო, ბევრად მეტ ყურადღებას უთმობენ მშობიარესო და ისე სულ მარტო ყოფილა სანამ სრულად გაიხსნებოდა, ძაან იშვიათად შემოდიოდნენ და მსინჯავდნენო. |
Posted by: Aniani1995 28 Feb 2019, 17:12 |
teklikie narkozeli სიაში რატო არ ხართ? |
Posted by: Tess 28 Feb 2019, 17:16 |
teklikie ეს მოსანიშნიინფოა, მადლობა თეო. narkozeli ვიცი რომ დააამატა, მაგას ვწერდი ახალი დამატებულია და გამოცდილება აკლიათთქო. მაგრამ აი ტეკლიკიემ დადებითი ფაქტი გვითხრა. ჰერას მინუსები მეც შიგნიდან ვიცი, არ არიან იდეალურები გეთანხმები. სამწუხაროდ ვერ ვიპოვე იდეალური, მაგრამ რა ჩაიდინეს მითხარი რომ უფრო ფრთხილად ვიყო არჩევანის გაკეთებისას. |
Posted by: Nankusi 28 Feb 2019, 17:16 |
გოგოებო რატომ გიკვირთ რომ სამშობიარო ბლოკში ტელეფონს არ გატანინებენ თუ გითიშავენ? სამშობიარო ბლოკში კი არა ბევრ დაწესებულებაში გაკრულია ტელეფონის გათიშვის ნიშანი მაგალითს მოვიყვან ჩემს სამსახურში თანამშრომელს ვაჯარიმებთ ანუ ეკრძალებათ ანალიტიკაზე ჩართული ტელეფონით დასწება ერთერთი შინაგანაწესია და მეტი არაფერი ევროპაში კი ისეთ ადგილებშია ეგ ნიშანი გამოკრული მართლა გაოცდები ნეტა ყველას მშვიდობიანი მშობიარობა გვქონდეს და ტელეფონს 1კვირით გამოვრთავ |
Posted by: Tess 28 Feb 2019, 17:18 |
makarena კარგია, ჩემთვის უცხოა რაღაცნაირად. არცერთ ახლობელს არ გაუჩენია და კი შეიძლება ერთხელ ვესტუმრო. დაზღვევასაც დავხედავ როგორ მეყოფა |
Posted by: tinatinny 28 Feb 2019, 17:19 |
Aniani1995 90% პროცენტი გოგოაო,გოგო ჩაწერე |
Posted by: narkozeli 28 Feb 2019, 17:19 |
Aniani1995 მე ვერ დავემატები ჯერჯერობით, მომლოდინეთა სიაში ვარ იმედი მაქვს მალე შემოგიერთდებით * * * Tess ჩემი დეიდაშვილი, ჩემი ერთი დაქალი და ჩემი ჯგუფელი-- ეს სამი ადამიანი გააუბედურა. სამწუხარო ამბებია და არ მოვყვები,მაგრამ ფრთხილად იყავი, არაფერი გამოეპაროთ მშობიარობის დროს/შემდეგ :* |
Posted by: makarena 28 Feb 2019, 17:20 |
Tess დაზღვევაზე მე კარგად მიმართლებს, ახალ პოლისს ვიღებ ივლისში და აგვისტოს დასაწყისში მიწევს მშობიარობა, ანუ თითქმის სრულად ვიყენებ ლიმიტს, ლიმიტი 2500 ლარი მაქვს. ასე, რომ ბევრის დამატება არ მომიწევს. ამიტომ გადავწყვიტე ლაქშერი. შეიარე აუცილებლად, თუ არ გაქვს ბოლომდე გადაწყვეტილი სად გინდა. |
Posted by: Aniani1995 28 Feb 2019, 17:20 |
არ ვიცი გაგუას ბავშვთა რეანიმაცია ვინმე ნაცნობისგან მაგრამ ბევრი ნაადრევად დაბადებული ყავთ გადარჩენილი, დევს მაგათ გვერდზე და ბევრი ვნახე. ხომ ვერ მოიტყუებოდნენ რეალური ფოტოები დევს და ბევრი გადაარჩინეს. მე მეშინია ძალიან ნაადრევის და ეგ ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ღუდუშაურზე ბევრ ცუდს ვკითხულობ, უყურადღებობდა და ანტისანიტარიააო ვეღარ გავიგე რომ დამეწყოს ნაადრევი რა ვქნა. დავარაშვილშიც ყავთ 26 კვირის პატარა გამოზრდილი მაგრამ რავიცი რომელია უფრო საიმედო * * * 1. 1 მარტი - sopo_s - გოგო 2. 25 მარტი - natiacr7 - გოგო 3. 7 აპრილი - maaari2003 - გოგო 4. 18 აპრილი - *Artless* - ბიჭი 5. 9 მაისი - inertiacreeps11 - გოგო 6. 14 მაისი - Salomea2018 - ბიჭი 7. 23 მაისი - Liliko1 - ბიჭი 8. 1 ივნისი - ukrainka - ბიჭი 9. 11 ივნისი - s@likun@ - ბიჭი 10. 13 ივნისი - an_u_ka - გოგო 11. 22 ივნისი - TeKooo - ბიჭი 12. 25 ივნისი - darling1990 - გოგო 13. 1 ივლისი - სიმბა - ბიჭი 14. 2 ივლისი - Tess - ბიჭი 15. 6 ივლისი - anuki-anuki1990 - გოგო 16. 10 ივლისი - Aniani1995 - გოგო 17. 14 ივლისი - nature - ბიჭი და გოგო 18. 16 ივლისი - rocobarocco - ბიჭი და ბიჭი 19. 17 ივლისი - mariami2525 - ბიჭი და ბიჭი 20. 20 ივლისი - missi_i - ბიჭი და ბიჭი 21. 29 ივლისი - magi_ ბიჭი 22. 3 აგვისტო - Lucifurr - გოგო 23. 4 აგვისტო- Cruel Intentions-ბიჭი 24. 7 აგვისტო - makarena - ბიჭი 25. 25 - აგვისტო - sesilia28 26. 28 აგვისტო - tinatinny- გოგო 27. 17 სექტემბერი-Nankusi -ბიჭი 28. 20 სექტემბერი - annaanka |
Posted by: makarena 28 Feb 2019, 17:23 | ||
narkozeli
გაგუაში? სად ეგ? Aniani1995 აუ რა კაია რო დანომრე. ესე უფრო მარტივია ათეულის და ოცეულის კონტროლი |
Posted by: tinatinny 28 Feb 2019, 17:26 |
ჩემი დისშვილები და მათი შვილებიც საკეისროთი გაჩნდნენ,მაგრამ დონდლოები კი არა,მთებს დგამდნენ და იშვიატად ავადმყოფობდნენ) |
Posted by: narkozeli 28 Feb 2019, 17:26 |
makarena ჰერაში. ჩემს დეიდაშვილს ტყუპები ყავს და რეანიმაციის გამო აირჩია ჰერა და მეც გავუწიე რეკომენდაცია მაშინ, ნეტა შემეშალა ხელი. სამწუხაროდ ერთ-ერთ ტყუპს ხორხსარქველი დაუზიანეს (მანამდე დიაგნოზი დაუსვეს არასწორად) და ახლა წლინახევირისაა და 12 წლამდე უნდა ედგეს ტრახეოსტომა, ვერც ილაპარაკებს, ვერც საჭმელს შეჭამს წესიერად და ვერც ვერაფერი, ფაქტიურად დააინვალიდეს ბავშვი და დაუმახინჯეს ცხოვრება. დასკვნაში წერია რომ ცალსახად კლინიკის და პერსონალის ბრალია და სასამართლოს გადაეცა საქმე. პათოლოგიურებში ღუდუშაური უკონკურენტოა. რამე ოდნავ საფრთხე რომ ვიგრძნო,მანდ გავვარდები ზუსტად ვიცი. |
Posted by: Tess 28 Feb 2019, 17:27 |
makarena ჰერაზე მწერდა მაგას მაკა. გკითხავ ბრემ თუ იცი, პინეო ლაქშერიში როგორ არის პალატები, ყველა 1 ადგილიანია? |
Posted by: Salomea2018 28 Feb 2019, 17:29 | ||
ექიმიც უნდა დაწერო რომ ყურადრები ვიყო. მეც ჰერაში უნდა ვიმშობიარო. ჩემს გარშეო ყველამ ჰერაში გააჩიმა და უკმაყოფილო არ ყოფილა არც ერთი.მით უმეტეს საკმაოდ რთული იყო ჩვენი ტყუპების მდგომარეობა. |
Posted by: Tess 28 Feb 2019, 17:32 |
narkozeli პათოლოგიურზე გეთანხმები, 2 აზრი არ არის, თუ წინასწარ გამოხატული რისკი იქნება რა თქმა უნდა ღუდუშაურში, ნამდვილად აღარ დავეძებ პირობებს და პალატის ტიპს. კიდევ 1 მინუსი ჰერას მოკლედ . სხვათაშორის გაგუაც საკმაოდ დიდი შეცდომების მერე გამოსწორდა, არ ახმაურებდნენ და ლიცენზიაც ქონდა შეჩერებული ნახევარი წელი. ვითომ საზრვარგარეთ იყო. |
Posted by: an_u_ka 28 Feb 2019, 17:32 |
Tess გაგუას უძლიერესი რეანიმაცია აქვს. ყველაზე პატარა ბავშვი ყავთ გადარჩენილი 5 თვის და დღეების დაიბადა და დღეს უკვე ჯანმრთელი გოგოა |
Posted by: Nankusi 28 Feb 2019, 17:32 |
მოკლედ რომელს უნდა ენდო.. ისე მაგაზე არც მიფიქრია და კარგია რომ ეხლა ამაზე წამოვიდა თემა თუ რომელ სამშობიაროს აქვს ბავშვთა რეამინაცია...ღმერთმა ყველა დაგვიფაროს მაგ საჭიროებისგან მაგრამ მაინც გასათვალისწინებელია. |
Posted by: Tess 28 Feb 2019, 17:33 |
Salomea2018 როგორც ჩანს ნეონატოლოგის შეცდომა იყო, მე ასე მივხვდი. |
Posted by: Tess 28 Feb 2019, 17:35 |
an_u_ka მადლობა ინფოსთვის. |
Posted by: Salomea2018 28 Feb 2019, 17:35 |
Tess ხოო ადრეც დაწერა ჰერაზე და მაშინაც ვკიხე და აარ უნახავს ეტყობა რომ ეპასუხა. ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ თან წერდნენ ექიმსაც და გარემოებებსაც. ყველას გვეშინია. შვილები უნდა ვანდოთ. |
Posted by: Nankusi 28 Feb 2019, 17:36 |
makarena პინეო ლაქშერი ერთი მეგონა,ანუ სხვადასხვაა? გაყოფილია თუ როგორ არის რა პრივილეგიები აქვს? |
Posted by: narkozeli 28 Feb 2019, 17:37 | ||
Tess
ჩემს დას ღუდუშაურმა 29 კვირაზე დაბადებული ბიჭი გადაურჩინა, 24 კვირაზე დაღვარა წყლები და 24დან 29-მდე გადასხმებით შეანარჩუნებინეს. ჯადოქრები არიან ჩემს თვალში |
Posted by: Nankusi 28 Feb 2019, 17:39 |
narkozeli ჰერაში მოხდა ეგ ამბავი? რა საშინელებაა(( |
Posted by: Salomea2018 28 Feb 2019, 17:40 |
narkozeli მორიგეებიდან ერი ქერა გოგოა, საოცრად არ მომწონს მეც. სოსო ღოღობერიძეა მანდ მგონი. აქებენ ძაან. მე არ მქონია მაგასთან შეხება. და კიდევ, ბელა არის მანდ საოცრად დაბნეული ექიმი. გვარი არ ვიცი. კონსულტაციის დროს უკვე ორჯერ შემოგვივარდა და ჩემა ექიმს სთხოვდა, დანიშნულებაში დამეხმარეო, ყელი უმოკლდება გოგოსო. თუ მართვა არ შეგიძკია, რისთვის ხარ ექიმი. |
Posted by: Aniani1995 28 Feb 2019, 17:42 |
ღმერთმა ყველა დაგვიფაროს გართულებებისგან მაგრამ ბავშვთა რეანიმაცია აუცილებლად გასათვალისწინებელია თავის დასაზღვევად. იმის გამო რომ რეანიმაცია არ ქონდათ და ბავის ატირებას ცდილობდნენ ფეხებით დაკიდებით და ტაკოზე რტყმევით დამღუპეს. ფილტვები რომ არ გაეხსნას ბავშვს ახლა უკვე ვიცი რომ იმ წუთას ნევს უკეთებენ და ეგრევე ინკუბატორში. მაგ დროს ყველა მომენტი, ყველა წუთი მნიშვნელოვანია |
Posted by: Salomea2018 28 Feb 2019, 17:44 |
აი საეროდ არ მიკვირს ბელას თუ მოუხდა რამე. ზალდასტანიშვილს საერთოდ კორიდორში მისდევდა კარდიოგრამით და კაცი ყვირილით მოუტრიალდა ლამის, მშობიარე მყავს, დავიალე უკვეო. ანუ კოლეგებსაც აწუხებს ძაან ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა. |
Posted by: Nankusi 28 Feb 2019, 17:44 |
narkozeli ანუ ღუდუშაურში პრობლემურებისთვის მეტი სანდოობა ყოფილა * * * ისე მეშინია ნაადრევი მშობიარობის აი მაშინ რა უნდა ქნა ან ექიმი და სამშობიარო უცებ სად უნდა შეარჩიო (( დავითრგუნე |
Posted by: tinatinny 28 Feb 2019, 17:47 |
პინეოზე რა იცით,გოგოებო?მანდ ვაპირებ გაჩენას. და ლაქშერიშიც იგივე ექიმები არიან,თუ სხვა? |
Posted by: Tess 28 Feb 2019, 17:51 |
მე დავესწარი სოსოს ფიზიოლოგიურს და თავად გავაჩინე ზალდასტანიშვილთან. 2-ვე ძალიან ჭკვიანი და გამოცდილი ექიმია. აი ნეონატოლოგის ამბავმა კი ნამდვილად დამაფიქრა. და კიდე დღეს გავიგე რომ ბელა 100 მეტრზე არ უნდა მოუშვა ადამიანმა. ჯანდაბა რა მადლობა გოგოებო |
Posted by: Salomea2018 28 Feb 2019, 17:57 |
აი რომ დამეწყება და მორიგე ბელა დამხვდეს,არ ვიცი.მართლა არ უნდა მოუშვა ახლოს.სანამ ექიმი მოვა,მაინც ვერ ვიქნები მშვიდად. ნეონატალოგი ძალიან ყოჩაღი ახალგაზრდა ქალი იყო ჩვენს დროს.სახელი არ მახსოვს.ძალიან ყურადღებით იყო ყველაფერზე. |
Posted by: tinatinny 28 Feb 2019, 18:03 |
და საერთოდ რატომ უნდა ჰყავდეთ ეგეთი ექიმი? ან თვითონ რატომ არ აწუხებს თავისი არაპროფესიონალიზმი? |
Posted by: Lucifurr 28 Feb 2019, 18:04 | ||
მე თუ მგულისხმობ არ მითხრეს დღემდე (18 კვირამდე). 12 კვირაზე არ ჩანსო სერგომ და მე დღემდე მგონია რომ დაინახა და დამიმალა რახან გოგო იყო და ისევ ვბრაზდები სიას რაც შეეხება, შეეშალათ და შეცდომით მიმიწერეს ბიჭი |
Posted by: Nankusi 28 Feb 2019, 18:09 |
გოგოებო მწარეს ხო უკრძალავენ ორსულებს და კონკრეტულად რისთვის არის ცუდი? ძალიან მიყვარს ცხარე საწებელი და ვერ ველევი * * * Lucifurr სერგოსთან ვაპირებ სამშაბათს და ე.ი მაგის იმედი არ მქონდეს რომ სქესს მეტყვის 12კვირაზე? რა ცუდია * * * Lucifurr ანუ ბიჭი რომ ყოფილიყო გეტყოდა გგონია?ეგ რა წესია |
Posted by: Lucifurr 28 Feb 2019, 18:26 |
Nankusi შეიძლება ვცდები მაგრამ მე ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა. სქესის გამო რახან იშორებენ თავის დაზღვევის ამბავია რა. ნუ გამიჭირდა მოთმენა მაგრამ მოვედი 18 კვირამდე ისე რომ არ ვიცოდი ვინ იყო ჩემი წრიპა ❤️❤️ სხვა მხრივ ძალიან კმაყოფილი ვარ სერგოსი. თითო დეტალს მიხსნიდა დღესაც, ყველაფერი დამანახა. ნეკნები მოგწონსო და კითქო, მეც ძალიან მომწონსო არ დამრჩენია შეგრძნება რომ მალე გამომაგდო. შეიძლება ცოტა ხალხი რომ იყო მაგის ამბავიცაა რავიცი. მაგრამ სრულიად კმაყოფილი გამოვედი. |
Posted by: missi_i 28 Feb 2019, 18:26 |
ვინც ერკვევით დ დიმერი ისევ გაზრდილია ანალიზით, 2 კვირის წინ იყო 6000 ეხლა არის 6 350,არადა ვიკეთებდი კლექსანს 0,4 იანს, ძალიან შემეშინდა, ხვალ ჰემატოლოგთან ვაპირებ წასვლას მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებს, ექიმმა იცის ასეო მაგრამ ამხელაზე? როცა ნორმაში წერია ნაკლები უნდა იყოს 1300 ზეო ამ დროს კოაგულოგრამას მონაცემები ნორმაშია,უბრალოდ ფიბრინოგენი რომ უნდა იყოს 450 ჩემია 476 |
Posted by: Lucifurr 28 Feb 2019, 18:37 |
გოგოებო, იქნებ ვინმე ერკვეოდეთ, საშვილოსნოს ყელის სიგრძე 12 კვირის ექოზე 40 იყო და ეხლა 33ია და ნორმაა ეს ამბავი? ყელის დამოკლებას რომ ეძახიან ესაა თუ სხვა რამეა? |
Posted by: tinatinny 28 Feb 2019, 18:39 |
მე 33 დამიწერა 12 კვირაზე და უწერია ნორმის ფარგლებშიო. მანამდე 35 მქონდა.იმედია,არ დამოკლდება |
Posted by: Nankusi 28 Feb 2019, 18:40 |
Lუციფურრ ხო შეიძლება ეგრეა.მე კი ბიჭი მითხრეს და ესეიგი ზუსტად დაინახა აი თან როცა მითხრა მერე კი დააყოლა ზუსტად არვიციო, მაგრამ ისეთი გამომეტყველება ჰქონდა რომ ზუსტად დაინახა და ბევრი არ უთვალიერებია როცა ვკითხე |
Posted by: tinatinny 28 Feb 2019, 18:41 |
28-ის დაბლა არ უნდა იყოს,როგორც ვიცი |
Posted by: Nankusi 28 Feb 2019, 18:46 |
Lucifurr მე 40 ხან 38 მიწერდა ძალიან ხშირად დავდივარ ეხოზე. 10კვირაზე 35დამიწერა და ცოტა არ იყოს შემეშინდა მაგრამ ექიმმა არააო საშიში ასეთ პატარა ვადაზე,თან ტონუსიც ცვლის, |
Posted by: mashusha 28 Feb 2019, 18:51 |
Nankusi 11 კვირაზე ცამოყალიბებული არაა სასქესო ორგანოები და ზუსტად როგორ გეტყოდა? ახლა ალბათობით შეიძლება იყოს კიდეც ბიჭი, მაგრამ, ზალიან ადრეა ამ ვადაზე ზუსტი პასუხის ტქმა ისე, ცემზე დაახლოებით მაგ ვადაზე შეეშალათ, უფრო 10 კვირის ვიქნებოდი : ) მთელი სიგრძით მაჩვენა ბავშვი და მართლა ბიწს გავდა . მ ვადაზე ზალიან გვანან ერთმანეთს |
Posted by: Nankusi 28 Feb 2019, 18:53 |
missi_i დ დიმერს მეც ვაკონტროლებ და ვიცი ეგ ანალიზი.კლექსანს ვიკეთებ მეც თუმცა დ დიმერი ნორმაში მაქვს.სავარაუდოდ კლექსანის დოზას გაგიზრდის თუ კოაგულიგრამაშიც დიდი ცვლილება იქნება ფიბროგენის კონცენტრაცია 4.62 მქონდა მე და არაფერი შეუცვლია ექიმს.ნორმა ხო 4მდეა და ორსულობაზე ეს მაჩვემებელი ცოტათი იმატებს რამდენი თვის ხარ .როგორც ვიცი დ-დიმერს 12კვირიდან აკეთებინებენ თუმცა მე მანამდე ჩავაბარე * * * mashusha და მერე გოგო აღმოჩნდა? |
Posted by: missi_i 28 Feb 2019, 19:08 |
Nankusi მე ტყუპებზე ვარ და ექიმს ახლა რომ დავურეკე შეშინებულმა,იცისო აწევაო მითუმეტეს ტყუპებზე თან ხომ იზრდებიანო, 18 კვირის ვარ, მაგრამ სხვაობამ შემაშინა, ნაკლები უნდა იყოს 1300 ზეო და მე მაქვს 6400, ძაან სხვაობაა ხო? ჰო, კოაგულოგრამაში სხვა ყველაფერი ნორმაშია,ერთი ფიბრინოგენი იყო 450 ზედა ზღვარია და მქონდა 476, დღეს 0,6 მიტხრა უკვე გაიკეთეო,გაზარდა დოზა მაგრამ ჰემატოლოგთან მაინც წავალ,ხვალამდე რა გაძლებს, ნეტა ეხოც გამეკეთებია დღეს, როგორ არიან ნეტა ბაოები |
Posted by: Nankusi 28 Feb 2019, 19:11 |
ნუ ნერვიულობ კარგად იქნებიან აი ნახაც რა საყვარლობაა 2ბაია ერთად მუცელში სულ ვფიქრობ ხოლმე ტყუპებზე❤️❤️ დ-დიმერი 1ტრიმესტრი 0.05-0.95 მდეა ნორმა ჩემთან ასე წერია |
Posted by: missi_i 28 Feb 2019, 19:11 |
Nankusi დ დიმერი 12 კვირის მერე არ გაგიკეთებია? |
Posted by: Nankusi 28 Feb 2019, 19:15 |
missi_i ფიბროგენი ოდნავ მაღალი რომ მქონდა,ჩამაბარებინა დ-დიმერი. ეგ რომ ნორმაში დახვდა აღარ გამიზარდა დოზა.შენ ვისთან დადიხარ? რა ჩვენება ოყო შენთან კლექსანი რო დაგინიშნეს? * * * missi_i ჯერ 11.4კვირის ვარ.როგორც ვიცი 12დან იზრდება დ-დიმერი, და ამ დღეებში მინდა ჩაბარება |
Posted by: Cruel Intentions 28 Feb 2019, 19:18 |
Lucifurr გადავიმოწმებდი ვაგინალური ექოთი აუცილებლად. 33 არ არის საშიში ნამდვილად, უბრალოდ ვაგინალური ექოს გარეშე ზუსტ სიგრძეს ვერ გეტყვიან და რომ არ ინერვიულო, ჩემი აზრით ჯობია გადამოწმება |
Posted by: Nankusi 28 Feb 2019, 19:19 |
მე როგორც ვიცი დ-დიმერი აჩვენებს თრომბის ალბათობა თუ არის ან თვითონ თრომბი.იმაზე მეტს ამბოს ვიდრე კოაგულოგრამა. შენ როგორ იცი?missi_i |
Posted by: missi_i 28 Feb 2019, 19:19 |
Nankusi მე 2 ტრიმესტრში ვარ, ალბათ ჩემიც ოდნავ აწეული რომ იყო მაგიტომ გამაკეთებინა? არვიცი... კლექსანი დავიწყე დ დიმერის ანლიზის მერე * * * Nankusi მეც ასე ვიცი და მაგიტომ შემეშინდა |
Posted by: Nankusi 28 Feb 2019, 19:25 |
missi_i აა გასაგებია. შენ ანალიზის მერე დაგინიშნეს.კარგი გიქნია რომ ჩააბარე,ისე გამიგია მაგ ანალიზს ბევრი ექიმი არც უნიშნავს და რატო მიკვირს,როცა ასეთი მნიშვნელოვანია |
Posted by: civilistka 28 Feb 2019, 19:28 |
missi_i დ-დიმერი არის ბევრად უფრო მგრძნობიარე ანალიზი, ვიდრე კოაგულოგრამა. ანუ შეიძლება კოაგულოგრამაში ყველაფერი ნორმაში იყოს, მაგრამ დიმერი იყოს მომატებული. მაგალითად, გენეტიკური მუტაციების დროს შეიძლება კოაგულოგრამამ საერთოდ არც გაჩვენოს ცვლილება, მაგრამ დ-დიმერი აწეული იყოს. გენეტიკურზე გამოკვლეული ხართ? მინიმუმ 2 ლიტრი წყალი მიიღეთ დღის განმავლობაში და სასურველია, ჰემატოლოგს მიმართოთ. შესაძლოა, კლექსანის დოზა გაზარდოს. |
Posted by: tinatinny 28 Feb 2019, 19:32 |
მე ექიმმა კოაგულოგრამა და დ-დიმერი ერთად გამაკეტებინა. თქვენ როგორ იკეთებთ? მარტო დ-დიმერს? |
Posted by: Nankusi 28 Feb 2019, 19:32 |
missi_i კლექსანი საუკეთესოა მაგ პრობლემისთვის. თან 0.6 პატარა დოზა აღარაა.ყველაფერი კარგად იქნება ერთი წევრიც წერდა ამის წინ. დოზა გაუზარდა ექიმმა და მშვენივრად არის |
Posted by: Aniani1995 28 Feb 2019, 19:34 |
ეგ დ-დიმერი რისთვისაა? კოაგულოგრამა გამაკეთებია მაგრამ ეგ ანალიზი არ უხსენებია |
Posted by: civilistka 28 Feb 2019, 19:35 |
tinatinny თავიდან მეც ორივე ერთად გავიკეთე. ჰემატოლოგთან თვეში ერთხელ დავდივარ და მხოლოდ სისხლის საერთოს (თრომბოციტოზიც მაქვს) და კოაგულოგრამას მაკეთებინებს. მაგრამ მე ვერ ვითმენ და დ-დიმერს ჩემი ინიციატივით ვიკონტროლებ ხოლმე. |
Posted by: missi_i 28 Feb 2019, 19:40 |
Nankusi მართალი ხარ, ბევრი არ უნიშნავს, მაგრამ ტუკი ასეთი მნიშვნელოვანია თავიდანვე უნდა აკეთებინებდეს ყველა ექიმი პაციენტს |
Posted by: Nankusi 28 Feb 2019, 19:43 |
missi_i კი ნამდვილად. მე წინა რომ მომეშალა. ახლა ორსულობის დადგენიდან ვაბარებ კოაგულოგრამას და დ დიმერს სულ,მითუმეტეს 12კვირიდან აჩვენებს * * * Aniani1995 დ-დიმერი აჩვენებს თრომბი ან მისი წარმოქმნის ალბათობა თუ არის,რის შედეგადაც ნაყოფს ჟანგბადი ცუდად მიეწოდება. ბევრი ექიმი არ უნიშნავს და რატო არ ვიცი.კოაგულოჰრამა ხანდახან ნორმაშია და დ-დიმერი მაღლა გარბის |
Posted by: missi_i 28 Feb 2019, 19:49 |
სისხლის საერთოში თრომბოციტები 221 მიწერია როცა ნორმაა 150 - 400მდე, თრომბოციტების საშუალო მოცულობა 6,8 ნორმაა 7-11 და თომბოციტების განაწილების საზღვრები 17.8 როცა ნორმაა 15 - 17მდე, ანუ სხვა ანალიზები თითქმის ნორმაშია,ძალიან უმნიშვნელო სხვაობებია თუ სადმეა სხვაობა, ერთი ეს დ დიმერია უაზროდ მაღალი და 0,4 იანმა ვერაფერი უყო და 0, 6 უშველის ნეტა? [b]civilistka[/არანაირი გენეტიკური არასდროის არაფერი გამიკეთებია.. პირველ შვილზე დ დიმერი საერთოდ არც გაუკეთებიათ ჩემთვის,მაგრამ დასაწყისში ჰემატომები მქონდა და რთული ორსულობა და კლექსანს ძალიან დიდხანს ვიკეთებდი მუდმივად.კოაგულოგრამას ვიმოწმებდი მხოლოდ შეიძლება რომ ასე გაიზარდოს ტყუპებზე? ვინმეს თუ ჰქონია ასეთი შემთხვევა ნეტა? |
Posted by: mako2018 28 Feb 2019, 19:50 |
გოგოებო,თუ გახსოვთ,5-6 კვირაზე სანაყოფეს და ემბრიონის ზომებს გიწერდნენ ეხოზე?მესამედ დამჭირდა დღეს ეხო და ტატიშვილი არც ახსენებს ზომებს.ორი დღის წინ დამიწერა სანაყოფეს ძლიერი დეფორმაცია და გულის ცემა 100-ზე ნაკლები.დღეს სულ არ დაუთვლია გულის ცემა.რაღას გამიხეთქა გული ორი დღის წინ,ვერ გავიგე.ვინმე ყოფილხართ კახასთან ამ ვადაზე და ზომები არ უთქვამს? |
Posted by: Salomea2018 28 Feb 2019, 19:56 |
mako2018 სხვაგანაც რომ გაიკეთო ხ9ლმე? აშკარად განერვიულებს ეგ კაცი. 5 კვირაზე სანაყოფეს ზომა 10მმ იყო. ყოველთვის მიწერდნენ ზომებს. დღეს რა გითხრანისე, დეფორმაცია აღარ არის? და გულისცემა რითმულია თუ არა ხონუნდა ნახოს, ან რამდენი დარტყმაა. |
Posted by: tinatinny 28 Feb 2019, 20:00 |
ახლა ვნახე,4.5 კვირაზე არ მიწერია ზომები და 6.5ზე უკვე წერია ემბრიონის ზომები |
Posted by: Aniani1995 28 Feb 2019, 20:02 |
სხვათაშორის ძველ ფორუმებზე უმეტესებოა წერდა ტატიშვილზე ცუდს, გვიხეთქავს გულს ისეთ რაღაცეებს გვეუბნება ვამოწმებთ სხვაგან და არაფერიაო. რამოდენიმე იმასაც წერდა ბავშვის გულის ცემა არ ისმის მოიშორე ბავშვიო და სხვაგან რომ გადაუმოწმებიათ ისმოდა, არ ვიცი მაგ კაცზე იმდენი ცუდი წავიკითხე არც გავეკარები. რომ დაეჯერებია იმ გოგოებს და მოეკლა ბავშვი ვერავინ ვერ გაიგებდა რომ ისმოდა გულის ცემა რეალურად |
Posted by: Lucifurr 28 Feb 2019, 20:14 | ||||
ექიმთან არ ვყოფილვარ ამ ექოსკოპიის მერე და ანუ კომიწევს მისვლა ხო? * * *
40ფან 33ზე ჩამოხტომა გამიკვირდა ცოტა. ხოო ალბათ მართლა ბიჭუკელა გყავს ❤️❤️ ვნახოთ აბა რას გეტყვიან რომ მიხვალ ❤️ |
Posted by: civilistka 28 Feb 2019, 20:25 |
mako2018 6 კვირის ექოზე არც გულისცემაზე წერია რამე და არც ემბრიონის ზომაზე. უბრალოდ უწერია პროგრესირებადი ორსულობა და ემბრიონი ნორმალური განვითარების. გულისცემის სიხშირეზე მე ვკითხე და ნორმალურიაო, მითხრა. თუ რამე პრობლემაა, მაშინ გეუბნება. ანუ აღარ უთქვამს დეფორმირებული ან სუსტი გულისცემაო? ნორმალური განვითარების ემბრიონი წერია? |
Posted by: mako2018 28 Feb 2019, 20:32 |
Salomea2018 tinatinny aniani1995 civilistka მადლობა,გოგოებო❤ დღეს მაკა შემომყვა ეხოზე და ერთად ნახეს.არაფერი დაუწერია დღეს კახას.სიტყვიერად მითხრა,რომ დეფორმაცია ისევ არის და ემბრიონი პატარაა.მაგრამ რომ გაეზომა,თვითონაც მივხვდებოდი რამეს.ვერ ვუთხარი,გაზომეთ-მეთქი.აბდომინალურად ,თან არასავსე შარდის ბუშტზე ისედაც ხომ ნაკლებად ჩანს,ვიდრე ვაგინალურად!გუშინ წინ თუ დათვალა გულის ცემა ,დღეს რატომ აღარ,ესეც არ ვიცი.კახასგან რომ გამოვდივარ,მაკა მამშვიდებს ხოლმე.ისეთი რაღაცები დაწერეთ კახაზე,ხვალ სხვაგან გადავამოწმებ ! * * * ემბრიონზე მითხრა,ასანთის ღერის თავის ოდენააო.ასეთ რამეს თუ ეუბნებიან ეხოზე,რა ვიცი!ნეტში მაქვს ნანახი,რომ ციკლით 6 კვირაზე 0.4-0.5 სმ-ია.და გუშინწინ ემბრიონზე რომ 5 კვირა დამიწერა,სანაყოფე შეესაბამება 6-7 კვირასო.კიდეც მაშინებს და კიდეც მაბნევს ეს კაცი.... |
Posted by: tinatinny 28 Feb 2019, 20:38 |
mako2018 აუცილებლად სხვასთან წადი |
Posted by: sesilia28 28 Feb 2019, 20:41 |
mako2018 ინოვაში მიდი ხეცურიანთან, ვაგინალურად გაგიკეთებს 40ლარი ღირს, არ შეგაშინებს და ნორმალურად დაგიწერს ყველაფერს. ყველა ეხოზე მიწერდა ზომებსაც და გულისცემასაც, უთხარი მოკლედ ანამნეზი, კითხვებზეც გიპასუხებს. რაღაცნაირად თბილი ქალია |
Posted by: Nankusi 28 Feb 2019, 20:42 | ||||
როგორ მიდის შენი ამბები.მახსოვხარ იმ დღეს პოსტავდი სანაყოფეს დეფორმაციაზე,ხო მშვიდობა გაქვს რაო ექიმმა? ტატიშვილთან მეც დავდიოდი და არასდროს ზომებს არ მიწერდა * * * Aniani1995 ჩემზე ძალიან დადებითად მოქმედებდა ტატიშვილი .ვერ გაიგებ ვისთვის როგორ ისეთი დაფეთებული შევდიოდი და მაგისგან ყოველთვის დაწყნარებული გამოვდიოდი კი მინუსიაბ რომ ეხოს პასუხებს ნორმალურად არ გიწერს და ძალიან მალე გიშვებს ვერც დაელაპარაკები მაგრამ თუ რამე პრობლემაა არაფერი გამოეპარება.შეცდომებინრომ ჰქონდეს დაშვებული რავი მაგდენი ხალხი საიდან ჰყავს * * *
აქამდე კიკინებიანზე კი ვფიქრობდი,მაგრამ მთავარია ჯანმრთელი იყოს❤️❤️❤️ |
Posted by: tinatinny 28 Feb 2019, 20:55 |
მე ძალიან კმაყოფილი ვარ ქეთი მკალავიშვილით. ვაკის ტატიშვილშია.ყურადღებით ათვალიერებს,რაც იმ ვადაზე საჭიროა, ყველაფერს გეტყვის, თამ გიხსნის თუ რამეა |
Posted by: Cruel Intentions 28 Feb 2019, 20:59 |
Lucifurr ჯერ დაურეკე უთხარი 33 დამიწერეს თქო და შეიძლება გითხრას, ჯერ ექო გაიკეთე და ისე მოდი ჩემთანო. ხდება ხოლმე, ცდომილებაც აბდომინალურად 5მმ-ც შეიძლება იყოს. ვაგინალური ექო მაქვს გაკეთებული 15 კვირაზე, ყველა გაზომვაზე განსხვავებულ სიგრძეს წერდა, ბოლოს 40ზე შეთანხმდნენ და მითუმეტეს ზედაპირულად შეიძლება ისეთი კუთხით დაინახა რომ ეგრე გამოჩნდა და რეალურად 38 გაქვს. ისიც შეიძლება, ცოტა დამოკლებული იყოს რამის გამო და შემდეგ მისვლაზე ისევ დაგრძელებული დაგხვდეს. 18 კვირაზე მეც ვაპირებ გადამოწმებას. ორშაბათს ან სამშაბათს. ნებისმიერ შემთხვევაში ყურადღებით ყოფნა კარგია |
Posted by: Nankusi 28 Feb 2019, 21:00 | ||
ხეცურიანის მეც უზომოდ კმაყოფილი ვარ.აი მართლა როცა არ ვითხოვდი ეგეთ ეხოებზე მიწერდა მაინც დეტალებს. უბრალოდ გულის ცემა რომ მომესმინა მაგიტომ მივდიოდი ყოველ 3-4დღეში ერთხელ და ის კი ყოველთვის ყველაფერს ამოწმებდა და წერდა ფოტოები ხო იმდენი მაქვს მაგის გამოტანებული რომ ალბომს გავაკეთებდი |
Posted by: Cruel Intentions 28 Feb 2019, 21:03 | ||
Nankusi
აუ მართლა? 20 კვირაზე მინდა მისვლა ვინმესთან, მერე 22ზე სერგოსთან მივდივარ და ვფიქრობდი ვინც მეტ ფოტოს გამომატანს, იმასთან ჩავეწერები მეთქი დიდი რიგები აქვს და მაგასთანაც 1 თვით ადრე უნდა ჩაწერა? |
Posted by: Nankusi 28 Feb 2019, 21:07 |
sesilia28 ინოვაში შენც ქეთისთან ხარ? მგონი ადრეც გკითხე აღარ მახსოვს მაინტერესებს მანდ აპირებ ბოლომდე? * * * Cruel Intentions არ არის დიდი რიგები.ძალიან კომფორტულად მოივლი მანდ ეხოს.არც ახსნა ეზარება,აპარატურა უახლესია თბილისში რომ რამოდენიმეს აქვს( ასე მითხრეს) ფოტოებს პოზებში გადაუღებს.კმაყოფილი დარჩები ნამდვილად * * * გოგოებო ბავშვის მოძრაობას როდის გავიგებ? მერე ცოტა დავწყნარდები ეხლა სულ ეხოზე მინდება წასვლა რო ვნახო კარგადაა.მერე მოძრაობით მიმახვედრებს და ასე აღარ ვინერვიულებ |
Posted by: sesilia28 28 Feb 2019, 21:13 |
Nankusi კი ქეთისთან ვარ და ბოლომდე არ მოვშორდები, 12 კვირის რომ გავხდი ვიკითხე კიდევაც იქნებ ქეთისთან აღარ უნდა მოვიდე აწი დამაკვალიანეთთქო და უნდა იაროო, ქეთი ჭუმბურიძეს მიმაბარა და მას შეაქვს დამუშავებული ინფორმაცია ქეთიმდე, ისიც ანალიზებს და დანიშნულებას გვაძლევს. ნემსაძესთან ვარ აღრიცხვაზე და ვათანხმებ იქით-აქეთ დანიშნულებას, მამუკასთანაც მიმაქვს ყველა ანალიზი * * * Aniani1995 ბიჭი მითხრეს და მიაწერე აბა :-* |
Posted by: mako2018 28 Feb 2019, 21:16 |
მადლობა რჩევებისთვის,გოგოებო❤დედამ დაურეკა თავის ნაცნობ რადიოლოგს და ხვალ ალბათ იმასთან წავალ. Nankusi მადლობა.ცოტა ზემოთ დავწერე დღევანდელი ეხოს ამბები.ბევრი ვერაფერი გავიგე,გარდა იმისა,რომ სანაყოფე ისევ არ მოეწონა და ემბრიონი პატარააო. |
Posted by: sesilia28 28 Feb 2019, 21:17 |
ორშაბათიდან გავედი სამსახურში, 14 კვირის ვიყავი უკვე. მეგონა გამიჭირდებოდა იმდენად კარგად ვარ ეგეც მაფიქრებს, 2 კვირაზე მეტია ეხოზე არ ვყოფილვარ და ვეღარ ვითმენ, მივალ ალბათ ხვალ ვიესთან სამსახურთან ახლოს, გულისცემას მოვისმენ და დავმშვიდდები |
Posted by: Aniani1995 28 Feb 2019, 21:18 |
Nankusi მე არ მქონია შეხება ტატიშვილთან, არც ვიცი როგორია უბრალოდ იმდენი ცუდი წავიკითხე და იმდენი წერდა ცუდს რომ არც გამიჩნდება მისვლის სურვილი. შეიძლება კმაყოფილეც ყავდეს უბრალოდ მე კმაყოფილი არაფერი წამიკითხავს * * * 1. 1 მარტი - sopo_s - გოგო 2. 25 მარტი - natiacr7 - გოგო 3. 7 აპრილი - maaari2003 - გოგო 4. 18 აპრილი - *Artless* - ბიჭი 5. 9 მაისი - inertiacreeps11 - გოგო 6. 14 მაისი - Salomea2018 - ბიჭი 7. 23 მაისი - Liliko1 - ბიჭი 8. 1 ივნისი - ukrainka - ბიჭი 9. 11 ივნისი - s@likun@ - ბიჭი 10. 13 ივნისი - an_u_ka - გოგო 11. 22 ივნისი - TeKooo - ბიჭი 12. 25 ივნისი - darling1990 - გოგო 13. 1 ივლისი - სიმბა - ბიჭი 14. 2 ივლისი - Tess - ბიჭი 15. 6 ივლისი - anuki-anuki1990 - გოგო 16. 10 ივლისი - Aniani1995 - გოგო 17. 14 ივლისი - nature - ბიჭი და გოგო 18. 16 ივლისი - rocobarocco - ბიჭი და ბიჭი 19. 17 ივლისი - mariami2525 - ბიჭი და ბიჭი 20. 20 ივლისი - missi_i - ბიჭი და ბიჭი 21. 29 ივლისი - magi_ ბიჭი 22. 3 აგვისტო - Lucifurr - გოგო 23. 4 აგვისტო- Cruel Intentions-ბიჭი 24. 7 აგვისტო - makarena - ბიჭი 25. 25 - აგვისტო - sesilia28- ბიჭი 26. 28 აგვისტო - tinatinny- გოგო 27. 17 სექტემბერი-Nankusi -ბიჭი 28. 20 სექტემბერი - annaanka |
Posted by: Nankusi 28 Feb 2019, 21:20 |
sesilia28 უჰჰ.. შენც მოდებული ყოფილხარ ჩემსავით ქეთი ჭუმბურიძე მაღალი ქალი არის ხოლმე ქეთის კაბინეტში ლურჯფორმიანი ეეგ? ხო მეც მითხრა აღრიცხვაზე სხვაგან და სადაც წავედი მისი დაქალი დამხვდა რა მაინტერესებს იცი? ქეთისთან რაც დანიშნული გაქვს ალბათ აჩვენებდი აღრიცხვის ექიმს, დაეთანხმა? ჩემთან არა და ძაან ავირიე რა გავაკეთო აღარ ვიცი. |
Posted by: sesilia28 28 Feb 2019, 21:22 |
Aniani1995 12,3 კვიტოს ვიყავი რომ მივედი ტატიშვილთან, არც ციკლის ბოლო დღე უკითხავს არც არაფერი. ათვალიერა თავისთვის ჩუმად, წადი ეხლა გაიქეცი ბაბუებს ახარე ბიჭიაო და ორსიტყვიანი დასკვნა გამომატანა. ხეცურიანის დასკვნა 12 კვირაზე თავისი სურათებით მგონი 3 ფურცელია |
Posted by: Nankusi 28 Feb 2019, 21:25 |
Aniani1995 კი მართალი ხარ როცა ცუდს ისმენ იქ მისვლა არც მოგინდება.სერგოზეც ყველა წერს რომ მალე გიშვებსდა არაფერს გიხსნის მაგრამ მაინც გულისსიღრმეში ყველა ენდობა და ისევ იქ მიდიან, ხალხიც არ აკლია ასეა ტატიშვილიც. მეც 12კვირაზე მაინც სერგოსთან მიმიწევს გული,ჯერ არ ვიცნობ,ბევრი უკმაყოფილოა მაგრამ მაინც |
Posted by: sesilia28 28 Feb 2019, 21:28 |
Nankusi ქეთის ჩაგაბარებდა შენც. მე აღრიცხვაზე თითქმის 11 კვირის მივედი, მანამ მაინც ქეთის დანიშნყლება მქონდა და არ მიჩქარია, ჩემი პრობლემა შენარჩუნება იყო. პტოგესტერონი შემიმცირა მამუკამ, სხვა იგივე დამიტოვა. დავიც უნდოდა მოეხსნა და ჯლექსანიც მაგრამ მე არ დავთანხმდი და მერე თვითონაც დამთენხმდა. პროგესტერონის ანალიზიც ჩაბარებული მქონდა და ზედა ზღვარზე იყო, თან უკვე ვადაც არ იყო პატარა და არც შევეწინააღმდეგე. უბრალოდ შრყძლებელია იქით-აქეთ რამე დაუმალო, ორივე სხვადასხვა დანიშნულევას რომ მოგცემს მერე რა უნდა ქნა |
Posted by: Nankusi 28 Feb 2019, 21:39 |
sesilia28 მეც შენსავით ვარ ზუსტად.მეც 11კვირაზე წავედი აღრიცხვაზე.მეც წინა ორსულობაზე რომელიც მომეშალა დაბალი პროგ მქონდა. ქეთიმ მაღალი დოზა დამინიშნა 200იანი 3ჯერ აღრიცხვის ექიმმა მოხსენი და 200 საკმარისიაო. ეგეც გამიგია რომ ერთიანად მოხსნა არაა კარგი მაგრამ არც ამხელა დოზა მეც ბოლო ანალიზით ზედა ზღვარზე მაქვს ბოლოს რა გადაწყვიტე შეამცირე დოზა? |
Posted by: Lucifurr 28 Feb 2019, 22:50 |
Nankusi კიიი მთავარია ჯანმრთელი იყოს ❤️❤️❤️ სქესი გადამწყვეტი არასოდეს ყოფილა და ღმერთმა მასე არც დამადებილოს რომ სქესით ვწყვეტდე შვილის ყოლა-არყოლას. Cruel Intentions მივწერ აბა ჩემს ექიმს და ვნახოთ რას მეტყვის. ანუ ცოტა რომ მოეკლო ვერც შევამჩნევდი მაგრამ 40დან 33ზე ერთ თვეში ჩამოსვლა რა ვიცი, გამიკვირდა :/ |
Posted by: tatik234 1 Mar 2019, 00:03 |
ტატიშვილს ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, რასაც საჭიროდ თვლის ამბობს მაგრამ შანსი არაა რაიმე პრობლემა გამოეპაროს, მინიმალურსაც ხედავს და გეუბნება. მე როგორც რადიოლოგს ძალიან ვენდობი და კმაყოფილი ვარ. |
Posted by: an_u_ka 1 Mar 2019, 00:18 |
Nankusi მე 2 დღეა რაც ვგრძნობ და მიხარია ) არადა გავგიჟდი ამ ვადაზე ყველა გრძნობდა ჩემს გარდა 25 კვირის ვარ |
Posted by: natiacr7 1 Mar 2019, 00:22 |
გოგოებო მე დავდივარ ტატიშვილთან ამას წინადაც ვწერდი. ჩემთვისაც არ უკითხავს ბოლო ციკლი. თუმცა ზრდის მიხედვით დამიწერა რამდენი კვირის ვიყავი და ზუსტად დაემთხვა სხვა ეხოებსაც. ჯერ არ უკითხავს ბოლოს როდის გქონდა ციკლიო. რავიცი მე კმაყოფილი ვარ იმით რომ მისგან დაძაბული არ გამოვდივარ არასოდეს. * * * თუმცა თავიდან მეც გაოცებული ვიყავი არაფრის ზომებს რომ არ მიწერდა. 32 კვირიდან დაიწყო ზომების დაწერა და წონის. ვბრაზობდი მეთქი წონა მაინც დამიწეროსთქომ სხვებთან რომ ვამოწმებდი ტონუსი გაქვსო ის გაქვსო ეს გაქვსო და კახასთან რომ შევდიოდი დამშვიდებული გამოვდიოდი. ზუსტად იგივე დამემართა ყელის სიგრძეზე. სხვასთან მომიწია შესვლა და გულგახეთქილი გამოვედი 28 ყელის სიგრძით. 2 კვირაში კახასთან გადავამოწმე და აქ ვერაფერა ვერ ვხედავო და ჯერ სულ არ აპირებს ბავშვი გარეთ გამოსვლასო. კი გავხდჯ აგერ 37 კვირის. |
Posted by: Salomea2018 1 Mar 2019, 08:32 |
Lucifurr ყელი ძალიან ცვალდებადია, შეილება 2 კვირაში იყოს ცვლილილრბა. 43დან 36ზე მქონდა, მერე 39 აჩვენა. მთავარია ზღვარს არ ჩამოსცდეს. 25მმზე ადებენ ნაკერს. 33 ცოტა არაა. მაიმც კითხე ექიმს მაგრამ სანერვოულო არ გაქვს. |
Posted by: makarena 1 Mar 2019, 09:48 | ||||
Tess
რა უბედურებები დაწერა ჰერაზე, გამაჟრიალა. ღმერთმა ყველა დაიფაროს ესეთი ამბებისგან. მტერს არ ვუსურვებ
კი კი, ყველა 1 ადგილიანია, და 1 ადამიანის დატოვება შეგიძლია ღამე, ჩაჩავას ლუქსის მსგავსია ზუსტად. ოთახები აქვთ სულ 4 ოღონდ ნიუ იორკი, ტოკიო, ჟენევა და წყალში მშობიარობის ოთახი. ნახე მაგათ ფეისბუქ გვერდზეა, უდევთ სურათები |
Posted by: anibani18 1 Mar 2019, 09:52 |
გოგონებო, ბეტაჰეგეს მართებული მატება თუ არ აღინიშნება, რა არის ჩვეულებრივ ამის მიზეზი? ვიცი რასაც იწვევს, მაგრამ რა არის მიზეზი ვერ ვხვდები. შეიძლება მშობლების ასაკი იყოს? გუშინ მომწერა ნემსაძემ, კი არის მატება მაგრამ სათანადო ოდენობით არ არისო. მაგრამ ეს არაფერიო, ორ კვირაში ეხოზე გადავამოწმოთო. დიდად არ დამამშვიდა ამ "ეს არაფერიო"-მ |
Posted by: makarena 1 Mar 2019, 09:54 | ||||
Nankusi
პინეო ლაქშერი ერთია და პინეო კიდე სხვა. ორი განსხვავებული დონის კლინიკებია, თუმცა პინეოში ვიკეთებ ანალიზებს, ეხოებს და ყველაფრით კმაყოფილი ვარ, სხვაობა სამშობიარო პალატებშია, ლაქშერი იგივე ლუქსია და პინეოში არის 1 კაციანი, 2 კაციანი და ალბათ 4 კაციანი პალატებიც. სხვადასხვა სართულებზეა. ლაქშერი მე-4 სართულზეა და ძალიან კომფორტულად არის მოწყობილი და ჩვეულებრივი პალატები სადაც არის, იქ ნორმალური სიტუაციაა. არაფრით განსხვავებული სხვა სამშობიაორების ჩვეულებრივი პალატებისგან * * * mako2018
კი წერენ, ტატიშვილი არ წერს ზომებს როგორც ვიცი, წერს ნორმა და მორჩა. პირველი ეხო, 6.6 კვირის ვიყავი რომ გავიკეთე და სანაყოფე 22 მმ იყო, ემბრიონი 3.4 მმ. გულისცემა 109. |
Posted by: Salomea2018 1 Mar 2019, 10:04 |
anibani18 ასაკი არაფერ შუაშია.ემბრიონი ან არია გამართული და ვითარდება, ანა არა. 15 წლის გოგოებიც აჩენენ ჯანმრთელებს და 50 წლისებიც. რამდენი წკის ხარ კიმარა. ასაკით დიდი ხარ? დაგუგლე და ნახავ რომ 11ათასზე გაორმაგება აღარ მოითხოვება და თუ მაგას ელოდება შენი ექიმი არ ვიცი. ეხოზე ეხლაც გამოჩნდება. |
Posted by: makarena 1 Mar 2019, 10:09 | ||
Cruel Intentions
ჩვენ თითქმის ერთ ვადაზე ვართ და ჩაეწერე უკვე სერგოსთან 22 კვირაზე? მე 30 მარტს ჩავეწერე |
Posted by: anibani18 1 Mar 2019, 10:12 |
Salomea2018 ვფიქრობ სხვა ექიმთან ხომ არ მივიდე, მაგრამ სულ არ ამერიოს ტვინი... ეხოზე გამოჩნდა უკვე პატარა წერტილად. მეც მაგას ვფიქრობ, ან ვითარდება კარგად ან არა, ეს არის და ეს. დაველოდები კიდევ 2 კვირა და მივალ ექოზე. 33 მე, მეუღლე 46 |
Posted by: maaari2003 1 Mar 2019, 10:12 |
Tess tinatinny Nankusi გოგოებო, პინეოში დავდივარ იმის მერე, რაც გავიგე რომ ორსულად ვარ, ასე რომ ზეპირად ვიცი მაგათი ყველაფერი გავედი თიტქმის ბოლოში, 35 კვირას ვასრულებ.აგიხსნით მოკლედ როგორ და რანაირადაა. ანუ პინეო ეკოსისტემა არის ჩვეულებრივი მრავალპროფილიანი კლინიკა,( სხვათასორის ძალიან ძლიერი კარდიოლოგიური განყოფილება აქვთ ) რომელშიც განთავსებულია მე 4 სართულზე კერძო სამშობიარო "პინეო ლაქშერი". სამეანო განყოფილებაც მე 4 სართულზეა სადაც ორსულთა პათოლოგიაა ძირითადად. ფაქტიურად ერთი კარი ყოფთ. მთელი სამეანოს უფროსი (პინეოსიც და ლაქშერისიც ) არის ზაზა სინაურიძე. ასევე მეანებიც არის ერთი გუნდი. მათშორის თამარ მაჩიტაძე და ირმა ხვიჩია, რომლებიც ზაზას არ ყოფნაში ემსახურებიან ზაზას პაციენტებს.ძალიან კარგები არიან ორივე. მე 5 თვეზე მომიწია წნევების გამო 3 დღით დაწოლა ოღონდ ჩვეულებრივ პინეოში და გადამყვნენ თან, გვერდით მეწვა გოგო , რომელსაც დამაჩქარებლებით უნდა ემშობიარა და იმასაც ასევე გადაყვნენ თან. დღეში რამოდენიმეჯერ უღებდნენ ეხოს, საათში ერთხელ უსმენდნენ ბავშვის გულის ცემას და ასე შემდეგ...სულ ტავზე ადგნენ ექთნები, ასე რომ, ის, რომ ჩვეულებრივ პინეოში ექთანი ყურადღებას არ გაქცევს მე მაგის არ მჯერა. კვებაც არის ჩვეულებრივი , 3 ჯერადი. და აქაც რა თქმა უნდა ხარ ზაზას და მისი გუნდის მეთვალყურეობის ქვეშ. ერთადერთი რაც არ მომეწონა იყო საწოლი, მატრასები იყო მაგარი . მე თავიდანვე მინდოდა პუინეო ლაქშერი, იმიტომ რომ ვაპირებდი წყალში მშობიარობას, რადგან ამის გამოცდილება მაქვს პირველ ბავშვზე (ის ბრიტანეთში გავაჩინე ოღონდ წყალში ) და ძალიან კმაყოფილი ვარ. ლაქშერის გარდა სხვაგან ეს სერვისი არ აქვს არავის. თუმცა ისევ ჩემი ჯანმრთელობის გამო შეიძლება ეს არ მოხერხდეს და თუ საკეისრო გავიკეთე, აუცილებლად ვიმშობიარებ ჩვეულებრივ პინეოში, სადაც საკეისრო თავისი ექიმის აყვანით, ლუქსით ,გაუტკივარება/ნარკოზით და ყველაფრით დამიჯდება მაქსიმუმ 1000 ლარი (სახელმწიფო აფნინანსებს 800 ლარს) და არა 3200 როგორც ეს ღირს ლაქშერიში. (კერძო დაზღვევაზე ლიმიტი აღარ მაქვს).ექიმები და ექთნები მეყოლება იგივე.უბრალოდ ვიწვები დერეფნის მეორე მხარეს და ჩემს პალატას არ ერქმევა "ტოკიო" ან "ნიუ იორკი" რომლოს კედლებზეც არ იქნება ამ ქალაქების პოსტერები . კიდევ ერთი ფაქტი რაც არ მხიბლავს ლაქშერიში, ბევრჯერ მივსულვარ და საერთოდ არც ერთ პალატაში არ ყოფილა არავინ ( სულ 3 ლუქსია) , მაგრამ ბოლო ვიზიტზე ყველა დაკავებული იყო, წყალში მშობიარობის პალატაც კი გადაკეთებული ქონდათ პალატად და ნამშობიარები გოგო იწვა. მიმღებს ვკითხე ეხლა რომ კიდევ ვინმე მოვიდეს რას იზავთთქო და არ ვიცითო სხვა მხრივ არის ძალიან სისუფთავე და სიწყნარე. |
Posted by: Cruel Intentions 1 Mar 2019, 10:18 | ||
Lucifurr გაგვაგებინე რას გეტყვის მთავარია, სანერვიულო არაფერია. makarena
დღეს ვაპირებ აპრილის დასაწყისში ჩავეწერო, 1 ან 2. ვიფიქრე, გიჟი არ ვეგონო თებერვალში რომ გადავწყვიტე აპრილის დაკავება მეთქი და მარტს ველოდებოდი ისე, აპირებ დისკზე ჩაწერას? მე ვფიქრობ 4D-ზე მივიდე 26-29 კვირის შუალედში და დისკზე ჩავაწერინო. *** გოგოებო, როდის დაიწყებს ცოტა ძლიერ დარტყმებს? 14 კვირიდან ვგრძნობ ამის კაკუნს და 18 კვირაზე ისევ არ არის ისეთი ძლიერი ჩემმა ქმარმაც რომ იგრძნოს |
Posted by: civilistka 1 Mar 2019, 10:22 |
makarena შეგიძლიათ, მითხრათ, სერგოსთან 30 მარტისთვის როგორ ეწერებით? მე 12 მარტს მინდოდა, 1 თვით ადრე დავრეკე და მითხრეს, მხოლოდ წინა პარასკევს ვავსებთ მომდევნო კვირასო. |
Posted by: makarena 1 Mar 2019, 10:31 | ||||
Cruel Intentions აუ დისკზე ჯერ არ ვფიქრობ, ალბათ არა, ფოტოს წამოვიღებ თუ გამომატანს და მორჩა.
მე ჯერ ვერ ვგრძნობ ვერაფერს. 20 კვირიდან ჩავუსაფრდები civilistka
ონლაინით ჩავეწერე 1-2 კვირის წინ, როცა გინდა ჩაეწერები, მთავარია ის დღე თავისუფალი იყოს. http://www.smartultrasound.ge/index.php?page=1&lang=geo ეს არის საიტი. ონალინ ჩაწერაზე რომ გადახვალ, მონიშნე მეანობა, მერე დღე და საათი. განახებს არის თუ არა თავისუფალი. მესიჯზე მოგივა მერე დასტური, რომ ჩაწერილი ხარ და მორჩა. მე არასდროს დამირეკია, საიტიდან ვეწერები ხოლმე, უბრალოდ 3-4 კვირით ადრე უნდა * * * anibani18 რას ამბობ რა ასაკი, 31 წლის ვარ მე და პირველი ორსულობაა ჩემთვის. ასე, რომ ეგ ამოიგდე თავიდან, ყველაფერი კარგად გექნებათ. სალომემაც გითხრა რომ გაორმაგება აღარაა საჭირო. მე მამუკა ნემსაძეს დავუჯერებდი, ეგ არაფერიო, ხო გითხრა. დაელოდე ეხოს დღეს მშვიდად. ცუდზე ნუ იფიქრებ და ყველაფერი გადასარევად გექნებათ შენ და შენს პატარას |
Posted by: civilistka 1 Mar 2019, 11:15 |
makarena მარტო 1 კვირას მიხსნის, სხვა დღეები მიუწვდომელიაო. გავგიჟდები ახლა |
Posted by: Cruel Intentions 1 Mar 2019, 11:21 |
civilistka ზუსტად 5 წუთის წინ დამიდასტურეს 1 აპრილს ჩაწერა. ცოტა ხნის წინ გავაგზავნე. Online ჩაწერას რომ აჭერ, ქვევით კალენდარს არ გიხსნის რომ დღე ამოარჩიო? |
Posted by: makarena 1 Mar 2019, 11:27 |
civilistka ის კვირა აქვს დაკავებული, როცა მიუწვდომელს გიწერს, გადადი სხვა დღეებზე და ჩაეწერები. მე ისე გავბრაზდი 18 კვირაზე რომ ვერ ჩავეწერე, 2 კვირით ადრე, 22 კვირაზე თვე ნახევით ადრე ჩავეწერე მერე. |
Posted by: civilistka 1 Mar 2019, 11:28 |
გთხოვთ, უბრალოდ ნახეთ- 12 მარტს გიხსნით? მარტი სრულად მიუწვდომელია და მარტო აპრილის პირველი კვირაა ხელმისაწვდომიო. |
Posted by: makarena 1 Mar 2019, 11:38 |
civilistka შევსებული აქვს ჩემო კარგო, 12 მარტი თუ გინდა, ეხლა რაღას ჩაეწრები, 3-4 კვირით ადრე უნდა ჩაწერო. 26 მარტს აქვს თავისუფალი. მერე 28-ში. დანარჩენი მარტი დაკავებული აქვს. გადადი აპრილზე ან 26-28-ზე გააკეთე არჩევანი. |
Posted by: civilistka 1 Mar 2019, 11:45 |
makarena მადლობა. ძალიან საინტერესოა, რომ დავრეკე, მაშინ რატომ მითხრეს ასე. წავალ ისევ ჩემს ტატიშვილთან 12 კვირაზე. |
Posted by: makarena 1 Mar 2019, 11:48 |
civilistka დარეკვით ეგრეა, მომდევნო კვირას ავსებენ და ონლაინ ჩაწერით როცა გინდა ეწერები, უბრალოდ იმ დღეს უნდა ეცალოს. ხოდა იმდენი ეწერება რომ 1 თვით ადრე უნდა დაიჭირო თადარიგი. ტელეფონზე უნდა გაგიმართლოს რომ ადგილები დაგხვდეს მომდევნო კვირისთვის. გოგოებო რეზუსუარყოფითიანებო, 26 კვირაზე ნემსის გაკეთება ხდება თუ მშობიარობის ბოლოს? s@likun@ შენ მახსოვს აპირებდი 26 კვირაზე მისვლას და ნემსი დაგჭირდა? ანალიზს აბარებ და თუ მომატებული არაა მშობიარობის მერე კეთდება ხო მარტო ნემსი? |
Posted by: Aniani1995 1 Mar 2019, 12:15 |
civilistka ცოცხალი რიგიც არის სერგოსთან და თუ ძალიან გინდა მისვლა შეგიძლია ცოცხალ რიგში დაელოდო. მე რომ ვიყავი იყვნენ რამდენიმე და ელოდებოდნენ |
Posted by: natiacr7 1 Mar 2019, 12:33 | ||
იქნებ გვიან ჩაისახა ბავშვი და სჭირდება რამდენიმე კვირა რომ განვითარდეს ისე როგორც საჭიროა. ჩემს მულს უთხრეს არ ვითარდებაო პირველ ეხოსკოპიაზე პატარა იყო ზომებში, მეორე მულსაც ეგრე. თან ტყუპებზე იყო ორსულად და სერგომ პირდაპირ აბორტზე გაუშვა მაგრამ ამან არ გაიკეთა. 2 კვირის მერე გადაამოწმა იდეალურად იყვნენ ტყუპჩები. და უჯანმრთელესი ბავშვები არიან. მე საერთოდ რომ მივედი 6 კვირის ვიყავი და ეხოზე იმხელა ბავშვი იყო 2 კვირით ასწრებდა. მე პირიქით ადრე ჩამესახა, ასე რომ დაელოდე და არ ინერვიულო |
Posted by: Nankusi 1 Mar 2019, 12:43 |
makarena მადლობა ასეთი ინფორმაციული ახსნისთვის❤️❤️❤️ |
Posted by: anibani18 1 Mar 2019, 12:49 |
მადლობა, გოგონებო! დაველოდები ორი კვირა და მივალ მერე. |
Posted by: Tess 1 Mar 2019, 13:04 |
makarena თუ ანტისხეულება არ მოგემატა (ანალიზით კონტროლება) მაშინ არ არის საჭირო მაკა 26 კვირაზე და მშობიარობი მერეც საჭიროა მხოლოდ იმ შემთვევაში თუ დედა უარყოფითია და ბავში დადებითი აღმოჩნდება. |
Posted by: mako2018 1 Mar 2019, 13:12 |
makarena მადლობა დიდი. გუშინ 6-კვირაზე(ციკლით) არ მითხრა არანაირი ზომები და მომდევნო ეხო სამშაბათს დამინიშნეს.იმედია,რამე კარგს მეტყვის... |
Posted by: Cruel Intentions 1 Mar 2019, 14:20 |
არ ვიცი რა ჯანდაბა მჭირს, ბავშვის ტანსაცმელი ავარჩიე, ძალიან მომწონს და ვერ ვიწერ. ვერ გადავლახე გაურკვეველი შიში. ცრურწმენების გამო არა, უბრალოდ ჯერ კიდევ ადრე მგონია. არადა კარგი ფასდაკლებაა |
Posted by: makarena 1 Mar 2019, 14:23 | ||||
Nankusi mako2018 აუცილებლად დაგხვდება გაზრდილი და ზომებსა გეტყვიან Tess ხო, მეც ესე ვიცი, ბავშვის რეზუსს მალევე ადგენენ ხო?
ვითომ თუ მოშლა არ იყო მანამდე ან მშობიარობა, შანსი არაა პირველ ორსულობაზე 26 კვირაზე ანტისხეულები მომატებული იყოსო იმიტომ, რომ მაგას იწვევს ბავშვის სისხლის შერევა დედის სისხლთანო და ეგ ან აბორტის დროს ხდება, ან მშრობიარობის დროსო. ასე, რომ კი გავიკეთებ მაინც ანალიზს, მაგრამ ალბათ მარტო მშობიარობის მერე დამჭირდება, თუ ჩემი რეზუსი არ ექნება. მადლობა ტესს. Cruel Intentions
მაგის გამო გამოვიწერე მეც ეხლა 7-ში ველოდები ჩამოსვლას. გამოუწერე თუ გულით გინდა, მერე ერთიანად რთულია |
Posted by: sesilia28 1 Mar 2019, 14:31 |
Nankusi მე ჰემატომის გამო 3ჯერ ლუთეინას + 2პროგესტერონის ამპულას ვიკეთებდი კიდევ, მე11 კვირიდან მხოლოდ 200-იან ლუთეინას ვიკეთებ დღეში ერთხელ. მე10კვირიდან უკვე პლაცენტაც გამოიმუშავებს და ერთხელ საკმარისი იქნება, 12 კვირაზე ქეთისთან არ ყოფილხარ? * * * civilistka სერგოსთან ონლაინ ჩაწერა ხდება მცოლოდ 3 კვირით ადრე, დანაეჩენი პარასკევს ხდება მომდევნო კვირის ჩაწერა დარეკვით. მე დღეს დავრეკე და ჩავეწერე 9-ში შემდეგ კვირას |
Posted by: Lucifurr 1 Mar 2019, 14:41 |
civilistka გუშინ მაგალითად ძალიან ცოტა ხალხი ყავდათ. ერთი იყო ცოცხალ რიგში და ჩემს გარდა ერთი ჩაწერილი. ასე რომ შეგიძლია სცადო. ან დარეკე და იკითხე თუ ღირს რომ გამოვიდე და ცოცხალ რიგში ჩავდგეთქო. გეტყვიან ბევრი ხალხი თუა. Cruel Intentions დავწერ აუცილებლად :* რამდენ რამეში მეხმარებით ❤️ Salomea2018 ანუ დიდად საშიში არაა ხომ? ❤️ ვნახოთ აბა მაკა რას მომწერს. იმედია ექოსკოპია და რაღაცეები არ დამჭირდება * * * Cruel Intentions makarena საიტი დაწერეთ რა სადაც ფასდაკლებაა მეც უკვე ვიწყებ მაიმუნობების შერჩევას ჩემი გოგოსთვის ❤️ ვაიმე გოგოს რომ ვწერ ისეთი სითბო მეღვრება გულში რომ მგონი გავაფრენ რომ გაჩნდება |
Posted by: tinatinny 1 Mar 2019, 14:46 |
maaari2003 უღრმესი მადლობა ამომწურავი ინფორმაციისთვის♡. ირმა ხვიჩიასთან ვარ აღრიცზვაზე, ესე იგი სწორი გადაწყვეტილება მივიღე |
Posted by: Cruel Intentions 1 Mar 2019, 14:59 | ||||
makarena
აუ რა კარგია, ალბათ რა თბილი და ბედნიერი გრძნობაა მაგ წერტილა ტანსაცმელს ხელში რომ დაიჭერ და ზომას აღიქვამ Lucifurr
აუუ გოგო რომაა თან რა სილამაზეები ექნება. მინი დედა რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ მეც გოგო მეყოლებოდა. გაუცნობიერებლად გოგოთი მოვიხსენიებდი სანამ სქესს გავიგებდი და ბიჭი აღმოჩნდა ჩემი ბუთქუნა . ეხლა ვნახულობ კარტერსზე და რაც წავიკითხე კარგი ხარისხია, შეფასებაც გადასარევი და ფასიც მშვენიერი. https://www.carters.com/ |
Posted by: makarena 1 Mar 2019, 14:59 |
Lucifurr https://www.carters.com/ ძაან მომწონს ეს საიტი https://www.childrensplace.com/us/home ესეც კაია. ჯერ-ჯერობით ეს ორი საიტი ვიცი. გოგოებო ეტლებზე, მოკლედ yoyo გადავწყვიტე (babyzen), სიმქუბუქის გამო, მარტივად კეცვის გამო და ხარისხის გამო. ხოდა აქ ღირს 2100 ლარი 0 თვიდან 6 თვემდე და 6 თვიდან 3 წლამდე. პრაღაში ცხოვრობს ჩემი ძმა და იქ ჯდება 700$ ანუ 200 ლარით ნაკლები. 1 ივნისს დაველოდები, ფასდაკლებების დღე იქნება, ვნახავ აქ რამდენი დააკლდება და იქ რამდენი და მასე შევიძენ. თუ პრაღაში უკეთესი სეილი იყო, იქ მირჩევნია ვიყიდო და ჩემ ძმას ჩამოვატანინო. |
Posted by: civilistka 1 Mar 2019, 15:04 |
Aniani1995 sesilia28 Lucifurr მადლობა ♡ მოკლედ, წინა პარასკევს დავრეკავ, იქნებ, გამიმართლოს. თუ არადა, დილაადრიან მივალ ცოცხალ რიგში. 10-დან იწყებს მუშაობას? |
Posted by: makarena 1 Mar 2019, 15:05 | ||
აუ მეც, 15 კვირამდე გოგო გოგოათქო, სიზმარშიც ვნახე რომ გოგო უნდა ყოფილიყო და სულ გოგოს ზმანებს ვათვალიერებდი და შემრჩა კაცმაცუნა |
Posted by: inertiacreeps11 1 Mar 2019, 15:08 |
გოგოებო უნდა დაგამწუხროთ და გითხრათ, ჭიპებზწ ვისაც ჰქონდა გართულება ჩემსავით:დდდ იდეალური ჭიპიც კი იცვლის ფორმას :დდდდდდ ახლა დავაკვირდი და მგონი ზემოთ ამომდის :დდდდ * * * და ვისაც ჩემსავით აწუხებს ბავშვის მოძრაობა ღამე!!! ყოველთვის მოისაქმეთ და ისე დაწექით:დ აგარ იმოძრავებს ბევრს:დდდ ჩემა შემთვევაში ეგრეა,, :დ |
Posted by: s@likun@ 1 Mar 2019, 15:31 |
makarena დღეს ვიყავი ანალიზებზე ^^ ნუ ექიმისთვის არ მიჩვენებია დღეს ბარემ ეხოს რო გადავიღებ მერე მივალ ერთად ანტისხეულები არ მაქვს მომატებული მაგრამ მაინც ვიკეთებ იმ ნემს ალბათ 7 მარტს რო მივალ გავიკეთებ ჩემმა ექიმმა მომატებული არ გექნებაო პირველზე მაგრამ მე გირჩევ მაინც გაიკეთოო და მეც ვიკეთებ ჩემმა დაქალმა არ გაიკეთა და ბავშვი რო გაუჩნდა მერე აუღეს ანალიზი და მერე გაიკეთა მე მეზარება ლოდინი და გავიკეთებ პირდაპირ ცუდი არ არის გაკეთება როგორციქნა დაბალი ჰემოგლობინი მაქვს 118 და გლუკოზა 78 მაქვს და ხო კარგია ?? და ხო კოაგულოგრამის ნორმები თუ იცით ?? სანამ ექიმი ნახავს გადავამოწმებდი ^^ |
Posted by: rocobarocco 1 Mar 2019, 15:36 |
გოგოებო 21 კვირაზე რო გავიკეთო ეხო, 22ზე ან 23ზე კიდე ხომ არ დამჭირდება? |
Posted by: Lucifurr 1 Mar 2019, 15:37 |
Cruel Intentions makarena აუ მგონი ეგ სიზმრები პირიქითაა მე სულ კაცს დავძახდი გაუცნობიარებლად სიზმარშიც ორჯერ ვნახე რომ ბიჭი იყო და კი აღმოჩნდა გოგო ეგ ორი საიტი მეც ვიცი ❤️ სხვებიც მინდა რომ გადავქექო |
Posted by: s@likun@ 1 Mar 2019, 15:48 |
rocobarocco არა 21 ის მერე 22 ზე და 23 ზე აღარ დაგჭირდება Lucifurr კი უკუღმაა )) მე გოგო დამესიზმრა და კი არის ბიჭი ^^ 26 კვირის ანალიზები ვინ აიღეთ ?? |
Posted by: Liliko1 1 Mar 2019, 15:56 |
makarena ზუსტად ახლა ვარ მაგ ეტლებთან და ძალიან მოცქნაფულია და დაბლაა.. რავი მსუბუქი კია მარა აეს პატარა რომაა და პლიუს ბორბლებიც პატარა რავი... |
Posted by: Salomea2018 1 Mar 2019, 16:02 |
s@likun@ მე ავიღე, ჰემოგლობინი და დატვირთვა გკუკოზით, შარდში ცილა. მარტო ესენი. |
Posted by: Cruel Intentions 1 Mar 2019, 16:09 |
Lucifurr აუ ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი საიტია ეს: https://www.maisonette.com/ უბრალოდ ძააააალიან ძვირია :დ მაგრამ რაღაცები 15-20 დოლარად შეიძლება ნახო თუ ძალიან გაგიმართლა . გოგოსთვის უფრო ვფიქრობდი ისეთი სილამაზეებია. |
Posted by: s@likun@ 1 Mar 2019, 16:12 |
Salomea2018 ჰემოგლობინი რამდენი გქონდა ?? გლუკოზა მეც დამალევინეს და მერე კიდე ამიღეს 1 საათში 78 მაქვს შენ ?? და თუ იცი ნორმაა ?? ცილა შარდში ნეგატივი მიწერია ანუ არ მაქვს ხო ?? |
Posted by: Salomea2018 1 Mar 2019, 16:15 |
s@likun@ ჰემოგლობინი ნამეტანი დაბალი მაქვს, 61 და რკინის პრეპარატრბზე ვარ ეხლა. გლუკოზა ამომივიდა 6.9 და შეიძლება ეს შეესაბამება 69ს და სხვა ერთეულითაა დათვლილი, მითხრეს 10მდეა ნორმაო. ცილა მეც უარყოფითი მაქვს კი. ნორმები არ უწერია? თუ 78 გაქვს და ეგ ჩემი ლაბის ერთეულებით 7.8 არის, მაშინ არ გაქვს. |
Posted by: s@likun@ 1 Mar 2019, 16:19 |
Salomea2018 130 უწერია მარტო ქვედა ზღვარი არა თან ზოგი წერს რო სამი საათის მეერე აიღეს და მე რო 1 საათში დამიბარეს იმედია პრობლემა არ არის ჰემოგლობინის ნორმები 120-140 წერია შენთანაც ? |
Posted by: Salomea2018 1 Mar 2019, 16:24 |
კი ნორმა 120დანაა აქაც. არა მეც 1 საათოს მერე ავიღე გლუკოზა. თუ გაქვს დიაბეტი, 1 საათში კიარა,პირველივე აღებაზე აჩვენებს. ჩემს დას ტყუპებზე ქონდა და პირველივე ჯერზე მაღალი იყო. |
Posted by: s@likun@ 1 Mar 2019, 16:27 |
Salomea2018 აჰა ანუ მშვიდად ვიქნები მადლობა ^^ |
Posted by: makarena 1 Mar 2019, 16:35 | ||||
s@likun@
ეგ არ ვიცოდი, ანუ მაინც შეიძლება რომ გაიკეთო ნემსი? მშობიარობის მერე აუცილებლად, თუ ბავშვს სხვა რეზუსი ექნება. მე 1 კვირაში ვაპირებ კუაგულოგრამის აღებას, მასე მიწევს. ჰემოგლობინი ძაან ოდნავ გაქვს დაბალი და შესაძლოა კვებითაც უშველო, ასე მგონია. Lucifurr
აუ ხო რა |
Posted by: inertiacreeps11 1 Mar 2019, 16:38 |
Salomea2018 110 ნორმაა ? დღეს გავიკეთე და 104 მქონდა წინა თვეში, ახლა 110 მქვს * * * s@likun@ ეს ანტისხეულების ანალიზი რაარის?? არასდროს უხსენებია ჩემს ექიმს:// და 118 რაის დაბალი ჰემოგლობინია :დდ |
Posted by: Nankusi 1 Mar 2019, 16:43 |
sesilia28 1კვირის წინ ვიყავი ქეთისთან . მე-12კვირაში ვარ და ორშაბათს ვაპირებ მისვლას |
Posted by: Lucifurr 1 Mar 2019, 16:45 |
Cruel Intentions გადავხედო აბა ❤️ აგვისტომდე დიდი დროა და ნელნელა ვუყიდი. ხან ფასდაკლება იქნება ხან რაღაცა და s@likun@ აიი მერამდენე ხარ უკვე ვინც ეგ თქვა მატყუარა სიზმრები. |
Posted by: Salomea2018 1 Mar 2019, 16:48 |
inertiacreeps11 ჰემოგლობინზე მეუბნები? 120დან არის ნორმა. საგანგაშო არაფერი გაქვს. გახეხილი, დაჟანგული ვაშლი, წიწიბურა და მოხარშული ხბოს ხორციც გიშველის წესით. მე გრავიდა რკინას ვსვამ რომ ავწიო ცოტა. რეზუს ანტისხეულების ანალიზია ეგ. 12 კვირაზე ყველას გაგვიკეთეს. დადებითი ხარ ეტყობა და არაფერი გითხრა მაგიტო |
Posted by: s@likun@ 1 Mar 2019, 16:49 | ||||||||
makarena
ნუ მე როგორც ამიხსნეს უკეთესია თუ 26 კვირაზე გაიკეთებო ანუ შემდეგი ორსულობისთვის ამზადებ ორგანიზმსო რავიცი აბა კი თუ განსხვავდება ჯგუFები მერე გიკეთებენ მაგრამ უმეტესობა უკვე ორსულობის დროსვე აკეთებს
კი ცოტა ამერია კვება ბაკურიანში რო ვიყავი ვერ მივხედე კარგად თან პირველად მაქვს დაბალი და იმედია ისევ კვებით აიწევს ^^ inertiacreeps11
ეტყობა არ ხარ შენ რეზუს უარყოFითი და მაგიტო ^^
გოგო სულ 140 ები მქონდა მემგონი და ცოტა მედაბლა ეხლა |
Posted by: makarena 1 Mar 2019, 16:50 |
inertiacreeps11 რეზუს უარყოფითი სისხლი ვისაც აქვს იმას უკეთებენ. შენ ეტყობა დადებითი გაქვს. |
Posted by: maaari2003 1 Mar 2019, 16:52 |
tinatinny კიი, ირმა ძალიან კარგია , ყურადღებიანი. გუშინწინ რაღაც პატარა განგაში მქონდა, ცოტა სისხლი წამომივიდა და ზაზას ვერ დავუკავშირდი, ირმას დავურეკე და რავიცი, გადამყვა თან.ყოველ მისვლაზე როცა მხვდება დეტალურად მეკიტხება ყველაფერს. დაჟე ვფიქრობ ირმასთან ხომ არ ვიმშობიარო მეც |
Posted by: makarena 1 Mar 2019, 16:55 | ||
Liliko1
კი დაბალია, მაგაზე მეც ვფიქრობ. მაგრამ, ბორბლებზე მითხრეს პატარა უნდა იყოსო და ვითომ კარგი ხარისხიაო. ამიტომ ბორბლების ზომა დავიკიდე, მაგრამ სიმაღლეში კი დაბალია. |
Posted by: Cruel Intentions 1 Mar 2019, 16:58 |
Lucifurr ესეც მიყვარს ძალიან, ამასაც გადახედე. არის ხოლმე კარგი ფასდაკლებები <3 https://www.pebbleandpebble.com/ მთელი დღე ამაში დავხარჯე :დ |
Posted by: tinatinny 1 Mar 2019, 17:14 |
makarena რამდენი კვირის ხარ? მე ერთხელ ვიყავი 12 კვირაზე და ჯერჯერობით არაფერი მომთხოვა გეგმიური ანალიზების გარდა.არც კოაგულოგრამა და არც რამე სხვა.18 კვირაზე დამიბარა.ახლა ვფიქრობ, რაღაცები ჩემით ხო არ გადავამოწმო |
Posted by: mariami2525 1 Mar 2019, 17:24 |
ჩემმა ექიმმა ბარძაყი მოიტეხა და რა რთული ყოფილა სხვა ექიმისთვის ახსნა ყველაფრის და თან რო არ ენდობი |
Posted by: Liliko1 1 Mar 2019, 17:48 |
makarena ბორბლები სავარაუოდ მაინც კარგი და გამძლე ექნება მაჰრამ აი სიდაბლეზე ვფიქრობ თორე მარტლა კარგია არადა, სიპატარავეც დავიკიდო მეთქი მაგრამ რაავი.. კიდე ვფიქრობ მოკლედ |
Posted by: Lucifurr 1 Mar 2019, 18:02 |
Cruel Intentions ძალიან დიიდი მადლობა <3 რა კარგი გოგო ხარ <3 Salomea2018 სალო 18კვირაზე რა ანალიზები გაქვს ჩაბარებული? |
Posted by: Salomea2018 1 Mar 2019, 18:21 |
Lucifurr 12ზე რომ ჩავაბარე, შარდში მქონდა ბაქტერია, ეგ გადავამოწმე 19 კვირაზე და სისხლის საერთო. მეტი არაფერი მოუთხოვია. ის ბაქტერიაც აღარ ამოვიდა. |
Posted by: sesilia28 1 Mar 2019, 19:29 |
Salomea2018 სალი შარდში ბაქტერიაზე რას სვამდი? |
Posted by: Aniani1995 1 Mar 2019, 19:31 |
მეც მქონდა შარდში ბაქტერია და ანტიბიოტიკს ვსვამდი 5 დღე, პლიუს 10 დღე შარდმდენს. როგორც ჩანს ეს ბაქტერია ბევრს აქვს |
Posted by: Salomea2018 1 Mar 2019, 19:46 |
sesilia28 ბერნი დამინიშნა, 2 საშეტია, ძილის წინ დავლიე 5 დღის ინტერვალით. აშკარად ვატყობდი რომ შარდში ცვლილება მექნებოდა. და წამლის შემდეგაც შევატყვე რომ ალაგდა. |
Posted by: nature 1 Mar 2019, 20:46 | ||
Aniani1995
გქონდეს ბარემ სია შენ, როცა აქტიური ვიყავი არ მეზარებოდა ნამდვილად და ეხლა შენ მაინც უფრო ხშირად ხარ და 1 წუთის საქმეა აბა დღევანდელი დღე ეწერა sopo_s რა ქნა არ გამოჩენილა? სიახლეები ხო არაა და მე გამომრჩა? |
Posted by: narkozeli 1 Mar 2019, 21:17 |
ვინ მკითხა გუშინ სიაში რატომ არ ხარო? რა ენა გაქვს, გამოდი!! ტესტი გავიკეთე და დადებითია))) ეხოს მერე,იმედია ყველაფერი კარგად იქნება და შემოგიერთდებით დიდი სიხარულით და 5 თვიანი ლოდინის შემდეგ : )) |
Posted by: s@likun@ 1 Mar 2019, 21:26 |
narkozeli ეე რა მაგარიააა გილოცავ -------------------------------- |
Posted by: narkozeli 1 Mar 2019, 21:32 |
s@likun@ მადლობა დიდი |
Posted by: Lucifurr 1 Mar 2019, 21:50 |
narkozeli აუუ ეს რა მაგარი ამბავიაა ❤️❤️❤️ გილოცავ! წეროებში ლილუს ველოდები ეხლა რა იქნება ყოველდღე თითო შემოგვემატოს ❤️ |
Posted by: makarena 1 Mar 2019, 21:57 |
tinatinny 18 კირის ვხდები და მეც გეგმიურევს ვიტარებ მარტო. 18 კვირაზე კუაგულოგრამა უწერიათ პროგრამაში ფასიანი რა თქმა უნდა * * * narkozeli გილოცააავ. ძალიან მალე დაგეპოსტოს უკვე როგორც სრულუფლებიან წევრს. აბა 1 კვირაში ეხოზე |
Posted by: s@likun@ 1 Mar 2019, 22:02 | ||
makarena
18 კვირაზე ?? ვა აბა ჩემთან 26 ზე რატო ეწერათ ?? მოკლედ ყველა სხვადასხვანაირად უბერავს რა |
Posted by: makarena 1 Mar 2019, 22:04 |
s@likun@ პინეოს პროგრამაა. თავიანთია. ანუ უფასოები რაც არის და თუ რამე თავისი მოთხოვნითაა მიმატებული აქვთ. 18 კვირაზე ექიმთან ვიზიტი და ეხოსკოპია წერია უფასო და მერე კუაგულოგრამა ფასიანი |
Posted by: s@likun@ 1 Mar 2019, 22:05 |
makarena ჰო მეც იმედის თავიანთი პროგრამით ვარ ანუ მაგათი ჟურნალით და Fასიანი ეწერათ ამათ 25-26 კვირაზე |
Posted by: Aniani1995 1 Mar 2019, 22:06 |
narkozeli ვაიმე რა მაგარიაა ♡ ხოდა რომ გკითხე მალე გაიგე ახლა რიცხვი და თვე რომ ჩაგამატოო, გილოცავ გილოცავ მალე ოფიციალური ღიპუცა ყოფილიყავი nature კარგი ჩავამატებ ხოლმე მე ♡ სოფო აღარც შემოდის მგონი თორე გაგვაგებინებდა |
Posted by: Lucifurr 1 Mar 2019, 22:09 |
makarena s@likun@ აუ მე ვაფშე არ მაქვს არანაირი პროგრამა მაკამ გამაკეთებინა 12 კვირაზე სისხლის საერთო, შარდის საერთო, კოაგულოგრამა და ჩემი სურვილით TSH მივაყოლე. ეხლა გონზე არ ვარ რა უნდა გავაკეთო ნუუ ამ დამოკლებული ყელის გამო კი მაინც მომიწევს მისვლა და მეტყვის ალბათ რამე თუა საჭირო. |
Posted by: Aniani1995 1 Mar 2019, 22:10 |
ვაიმე დამოკლებულ ყელს რომ ვკითხულობ ნერვები მეშლება, ისე მაშინებს რომ რავიცი რააა |
Posted by: s@likun@ 1 Mar 2019, 22:11 |
Lucifurr მე ისეთი საყარელი ჟურნალი მაქვს იმედის ^^ თავისი უFასო და Fასიანი გამოკლვლევებია ჩამოწერილი რომელ კვირაზე რომელი უნდა გაიკეთო 18 ის გაინტერესებს ხო ?? მე 18 ის არ გამიკეთებია ჩემთან 16 ი იყო და 20 ^^ აი ესეთია ^^ |
Posted by: Aniani1995 1 Mar 2019, 22:16 |
s@likun@ აუ რა კარგია იცი წინასწარ რა ანალიზები გჭირდება თან ფასებიც იცი რა მაგარიაა, მე აბა არ ვიცი არაფერი სანამ არ მომცემს ანალიზების ქვითარს ვიზიტზე არც ვიცი რა და რამდენი მჭირდება |
Posted by: s@likun@ 1 Mar 2019, 22:20 |
Aniani1995 კი მართლა ძაან კოFორტულია ^^ ზემოთ პასტით რო აქვს მიწერილი ეგ ინდივიდუალურად უწერს ყველას ანუ ეხლა აპრილში 3-8 აპრილის განმავლობაში მიწევს ექიმთან ვიზიტი და ასე შემდეგ მოკლედ ეს ჟურნალი მართლა ძაან კარგია დაქალს ქონდა და თავიდან მემგონი ამ ჟურნალის გამო მივედი იმედში ისე მომწონდა |
Posted by: tinatinny 1 Mar 2019, 22:21 |
Lucifurr გილოცავ! მშვიდი ორულობა გქონოდეს♡და წეროებიდან ყველა აქეთ გადმოსულიყოს♡ |
Posted by: s@likun@ 1 Mar 2019, 22:23 |
გავხსნი ახალ თემას ავიდა ეს ასზე ^^ https://forum.ge/?f=97&showtopic=35081878 ------------------------------------------ |