forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (83) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Forex FAQ, part 8
Levan_i
///


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1775
წევრი No.: 131527
რეგისტრ.: 21-May 11

გამოგზავნილია: 19 Jul 2016, 18:11  #48388086      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
8922111
საქართველოდან ვერ დარეგისტრირდები თორე მართლა კაი საკომისიოები აქვთ მანდ. ფუნდამენტური ანალიზი კარგია მარა მოკლევადიანი ინვესტირებისთვის მგონი არ გამოდგება, თან თანხაც მეტია საჭირო.
Lilith
¡ŋ ђθς ş¡ģŋθ ұ¡ŋςəş


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8753
წევრი No.: 370
რეგისტრ.: 8-October 01

გამოგზავნილია: 19 Jul 2016, 18:13  #48388096      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
https://www.fidelity.com/
აი ამათ 7.95$ აქვთ საკომისიო. საკმაოდ კარგი ბროკერია ესეც.


--------------------
აფრენით ყველა ვაფრენთ შე კაცო, ასაფრენი ბილიკების მეტი რა გვაქვს, დასაფრენი ბილიკები თქვი შენ... (c) gia1970
8922111
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2487
წევრი No.: 151059
რეგისტრ.: 17-June 12

გამოგზავნილია: 19 Jul 2016, 20:36  #48389088      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რამდენიმე საბროკერო დავსერჩე კიდევ, რომლებსაც კარგი რეპუტცია გააჩნიათ. გასარკვევია საქართველოდან წვდომა რამდენად არის შესაძლებელი

https://welcome.tradeking.com/promotions/

https://www.merrilledge.com/pricing#tab1 - bank of america-ს შვილობილი

https://www.lightspeed.com/pricing/commission/

და რა თქმა უნდა ძალიან ცნობილი Scottrade, თუმცა არ ვიცი რამდენი აქვთ მინიმალური დეპოზიტის მოთხოვნა, შეიძლება საკმაოდ დიდია.




ე.წ პენი სტოკებზე, რომლებიც ივაჭრებიან 5$ ქვემოთ ფასად, წავიკითხე რომ ესენი არის ძირითადად ახლად შექმნილი კომპანიების აქციები, რომელთა რეალური საბაზრო ღირებულების შეფასება რთულია და ხასიათდებიან მაღალი ვოლატილობით.
ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი: ისინი ივაჭრება საკმაოდ იშვიათად და არიან ძალიან არალიკვიდურები - ეს მაინტერესებს თუ გაგიტესტავთ რამდენად სიმართლეა.
Levan_i
///


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1775
წევრი No.: 131527
რეგისტრ.: 21-May 11

გამოგზავნილია: 20 Jul 2016, 00:05  #48390949      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
8922111
ტრეიდკინგს ზუსტად მახსოვს რომ მივწერე და საქართველოდან ვერაო, დანარჩენი ორიც შემოწმებული მექნება და არ მახსოვს უბრალოდ;
QUOTE
ე.წ პენი სტოკებზე, რომლებიც ივაჭრებიან 5$ ქვემოთ ფასად, წავიკითხე რომ ესენი არის ძირითადად ახლად შექმნილი კომპანიების აქციები

არ არიან ახლადშექმნილი კომპანიები, ნუ გააჩნია რა კრიტერიუმებით გაფილტრავ, უნდა მოძებნო ის აქციები რომელთაც საკმარისი დღიური სავაჭრო მოცულობა აქვთ და შესაბამისად ლიკვდურობაც ნორმალური
Volkssturm
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 548
წევრი No.: 88600
რეგისტრ.: 11-April 09

გამოგზავნილია: 20 Jul 2016, 15:21  #48395073      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეც დავდებ სავაჭრო პატერნებს ახალბედებისათვის. ეს გამოგადგებათ როგორც სკალპინგში, ასევე დღის შიგნით ვაჭრობაში და რა თქმა უნდა სვინგ ტრეიდინგის შემთხვევაშიც. ეს არის ვაჭრობა ფასის ახსლეტვაზე წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის დონეებიდან.

როგორც სურათიდან ჩანს პოზიციაში შევდივართ, მე-4 სანთელზე, გააჩნია სიტუაციას. პირველი არის დონის შემქმნელი, დანარჩენი ორი, დონის დამადასტურებელი სანთლები. სანთლები დონეს არ უნდა კვეთავდნენ 1 პიპითაც კი. პირველი ორი სანთელი უნდა ურტყავდნენ ერთ დონეს. ბოლო მე-3 სანთელი შეიძლება არ ურტყავდეს ზუსტად იმავე დონეს, მაგრამ არ უნდა კვეთავდეს მას. დაშორება მესამე სანთლის სხეულის ან კუდის დონესთან არ უნდა იყოს 3 პუნქტზე მეტი (იგულისხმება მე-4 ციფრი მძიმის შემდეგ).

დონის ცრუ გარღვევა, დონეს აძლიერებს. რაც უფრო მეტი ცრუ გარღვევებია, მით უფრო ძლიერია დონე.

არსებობს დონის ცრუ გარღვევა ერთი სანთლის მიერ და დონის ცრუ გარღვევა ორი სანთლის ან რამდენიმე სანთლის მიერ. მეორე შემთხვევა უფრო ძლიერ სეტაპად ითვლება.

თუ ამასთან ერთად შეგიძლიათ შესაბამის სავალუტო ფიუჩერსზე მოცულობებისა და ლენტის წაკითხვაც, თქვენი ვაჭრობის ეფექტურობა ერთი ორად იზრდება.

აღნიშნული სისტემის გამოსავლიანობა არის 40%, რაც ნიშნავს იმას, რომ 100 გარიგებიდან, 40 დაიხურება take profit-ით, 60% სტოპით.

აუცილებელია, რომ შეფარდება წაგებასა და მოგებას შორის იყოს 1 - 4 -თან.

მიმაგრებული სურათი
Trading_patterns.jpg
Levan_i
///


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1775
წევრი No.: 131527
რეგისტრ.: 21-May 11

გამოგზავნილია: 20 Jul 2016, 15:30  #48395144      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Volkssturm
user posted image

ამ ორ პატერნს ვიყენებ აქციებზე მარტო. ლენტა ჯერ-ჯერობით ვერ დავამუღამე...
Volkssturm
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 548
წევრი No.: 88600
რეგისტრ.: 11-April 09

გამოგზავნილია: 20 Jul 2016, 17:57  #48396441      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ არის რთული ლენტის წაკითხვა. ჩემი აზრით აქ რამდენიმე პრინციპია მთავარი:

1) ბაზარს ამოძრავებს მარკეტ და არა ლიმიტ ორდერები;

2) იმისათვის რომ ფასმა იმოძრაოს საჭიროა რომ მოხდეს საწინააღმდეგო მიმართულების მარკეტ და ლიმიტ ორდერების დაკავშირება ერთმანეთთან.

3) ყიდვა შესრულებული Bid ფასით არის ლიმიტ ორდერი, ხოლო ყიდვა შესრულებული Ask-ით არის მარკეტ ორდერი

4) გაყიდვა შესრულებული Bid ფასით არის მარკეტ ორდერი, ხოლო გაყიდვა შესრულებული Ask-ით არის ლიმიტ ორდერი

ყოველივე ზემო თქმულიდან გამომდინარეობს, რომ იმისათვის, რომ ფასმა იმოძრაოს ქვემოთ აუცილებელია, რომ ლენტაში გამოჩნდეს მსხვილი გაყიდვის ორდერი, რომელიც შესრულდება Bid-ით, ხოლო თუ ფასმა ზემოთ უნდა იმოძრაოს აუცილებელია რომ ლენტაში გამოჩნდეს მსხვილი ყიდვის ორდერი, რომელიც შესრულდება Ask-ით.

გაყიდვის შემთხვევაში Sell მარკეტ ორდერის კონტრაგენტი აუცილებლად უნდა იყოს Buy Limit ორდერი და პირიქით ყიდვის შემთხვევაში Buy Market ორდერის კონტრაგენტი იქნება Sell Limit ორდერი.

ეხლა რა ხდება, იმისათვის, რომ მასამ ვერ აღიქვას თუ რა ხდება რეალურად ბაზარზე, მსხვილი მოთამაშე მიმართავს შემდეგ მეთოდს.

მას შეუძლია მსხვილი მარკეტ ორდერი, რომლითაც ის ამოძრავებს ბაზარს, დაშალოს უფრო წვრილ ორდერებად და ამ სახით მოგაწოდოს ლენტაში. ეს სავსებით ლეგალურია, მას არა აქვს უფლება ეს ინფორმაცია დაგიმალოს, მაგრამ მსხვილი ორდერის დაშლის უფლება აქვს.

შედეგად, ლენტაზე იღებ შემდეგ სურათს: ფასი მოდის ქვემოთ, მაგრამ ლენტაზე ხედავ ბევრ წვრილ ორდერებს გაყიდვაზე (რომელიც გავიდა Bid-ით), რომლებიც სწრაფად სრულდება და თვალი ვერ ასწრებს მათ აღქმას და ამავე დროს ამ Sell ორდერებთან ერთად ლენტაზე გამოდის მსხვილი Buy ორდერები, რომლებიც შესრულდა Bid-ით.

ამის შემხედვარე ადამიანი იბნევა და ვერ ხვდება თუ რა ხდება. რატომ არის, რომ გამოვიდა რაღაც რაოდენობა წვრილი Sell ორდერების და ამავე დროს გამოვიდა რამდენიმე დიდი Buy ორდერი და ფასი ქვემოთ წავიდა.

სინამდვილეში, ეს ლოგიკურია: Buy Limit ორდერის კონტრაგენტი ხომ Sell Market ორდერია. შესაბამისად, თუ ლენტაში დაინახავ მსხვილი ყიდვის ლოტებს, რომლებიც Bid-ით შესრულდა უნდა იცოდე, რომ ფასი კი არ მოიმატებს, არამედ პირიქით, დაიკლებს.

გარდა ამისა, მსხვილი მოთამაშე კი შლის დიდ ორდერს, მაგრამ თვითონ ეს პროგრამა ისე არის მოწყობილი, რომ დიდი ორდერის დაშლა ხდება გარკვეული ალგორითმის მიხედვით. როგორც წესი მსხვილი ორდერი იშლება მცირე ზომის წყვილ ორდერებად.

მაგალითად, თუ ლენტაზე დაინახავ, რომ ერთი და იგივე დროს (წამის სიზუსტით), ერთი და იმავე დონეზე გამოვიდა ბევრი Buy Market ორდერები, ვთქვათ 15, 15, 15; 10, 10, 10; 5, 5, 5; ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დონეზე მსხვილმა მოთამაშემ შეაგდო მსხვილი ორდერი, რომელიც სპეციალური პროგრამის მეშვეობით დაშალა უფრო წვრილ ლოტებად.

გარდა ამისა, მიაქციე ყურადღება შემდეგ ფაქტს: თუ დაადგინე, რომ რაღაც დონეზე გამოსულია მსხვილი ორდერი ვთქვათ ყიდვაზე, და აქცია არ მოძრაობს, თუნდაც ერთი ტიკით ზემოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ზემოთ არის დადებული მსხვილი გამყიდველის iceberg ორდერი, რომელიც არ აძლევს ფასს ზემოთ წასვლის საშუალებას და როცა გამყიდველი მთლიანად გამოისყიდის მყიდველისაგან მთელ ლიკვიდურობას, ის ფასს წამოიყვანს ქვემოთ.

კიდევ ერთი მომენტი, როგორც წესი მსხვილ ორდერებს ლენტაზე 5 წუთზე მეტს არ აჩერებენ, ამიტომ სასურველია, რომ გქონდეს რამდენიმე ლენტა - 3 ან 4 გარკვეული size ფილტრებით.

მაგალითად პირველი ლენტა ფილტრით - 1 – 99. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ლენტა გამოიტანს ეკრანზე ორდერებს რომლის ზომაა მინიმუმ 1 ლოტი და მაქსიმალური ზომა 99 ლოტი.

მეორე ლენტა ფილტრით 100 – 499 და ა.შ.

კიდევ ერთი მომენტი გაითვალისწინე, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე, ისევე როგორც NASDAQ-სა და AMEX-ზე, განსხვავებით ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟისაგან არსებობს ე.წ. Dark pool-ები.

აი, მაგალითად სურათზე შეგიძლია ნახო, თუ როგორ მაქვს დაყოფილი ლენტა სხვდასხვა ფილტრების მიხედვით.

მიმაგრებული სურათი
Time_and_Sales.jpg
gio7654321
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 215
წევრი No.: 174330
რეგისტრ.: 3-October 13

გამოგზავნილია: 20 Jul 2016, 18:10  #48396560      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ, თუ იცით შესაძლებელია თუ არა, რომ დოლარის და ევროს გარეშე ივაჭრო მაგალითად ასე დოლარით ყიდულობ ლირას,, ლირათი ყიდულობ რუბლს, რუბლით ყიდულობ უკრაინულ ფულს და მერე ყიდულობ ევროს ასეთი ოპერაციის შესრულება შესაძლებელია?
Levan_i
///


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1775
წევრი No.: 131527
რეგისტრ.: 21-May 11

გამოგზავნილია: 20 Jul 2016, 20:05  #48397366      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Volkssturm
არაა ნამდვილად პატარა თემა. შენ ალბათ დეი-ტრეიდერი ხარ, სვინგ ტრეიდერისთვის ღირს საერთოდ ლენტის ყურება? მე პირადად მაინტერესებს უშუალოდ რაღაც დონესთან რა მოცულობები წამოვა და ამას ვოლუმიც მაჩვენებს, ლენტის ყურების აუცილებლობას ვერ ვხედავ...

gio7654321
ანუ პირდაპირ გინდა დოლარი გადაცვალო ჯერ ლირაში მერე რუბლში და ა.შ.?
gio7654321
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 215
წევრი No.: 174330
რეგისტრ.: 3-October 13

გამოგზავნილია: 21 Jul 2016, 00:51  #48399910      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Levan_i
არა დოლარი მინდა რო გადავცვალო ლირაში და ლირა მინდა რო გადავცვალო რუბლში და ა.შ დოლარის გარეშე. შესაძლებელია?
Levan_i
///


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1775
წევრი No.: 131527
რეგისტრ.: 21-May 11

გამოგზავნილია: 21 Jul 2016, 02:20  #48400399      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
gio7654321
არა მასეთი რამე არაა შესაძლებელი
Volkssturm
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 548
წევრი No.: 88600
რეგისტრ.: 11-April 09

გამოგზავნილია: 21 Jul 2016, 10:48  #48401332      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სვინგ ტრეიდერისათვის ლენტის ყურებას აზრი არა აქვს, ეგ მართალია. აქციებზე სვინგ ტრეიდინგი სერიოზული და რთული თემაა, წარმატებები!
Levan_i
///


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1775
წევრი No.: 131527
რეგისტრ.: 21-May 11

გამოგზავნილია: 21 Jul 2016, 11:20  #48401552      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Volkssturm
QUOTE
რთული თემაა

მარტო ერთი რამის გამოა რთული და ესაა გეპები, და ჯერ-ჯერობით არ ვიცი როგორ შეიძლება ამ რისკის შემცირება
8922111
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2487
წევრი No.: 151059
რეგისტრ.: 17-June 12

გამოგზავნილია: 24 Jul 2016, 21:47  #48428101      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
The Intelligent Investor - BENJAMIN GRAHAM

წაკითხული გაქვთ ვინმეს? ცოდნის მხრივ რამდენად სასარგებლო წიგნია. ვაპირებ ჩავუჯდე თავისუფალ დროს
60-70 წლის წინ დაწერილი წიგნია და მოძველებული მიდგომები ხომ არ არის


უორენ ბაფეტი გრეემის სტუდენტი იყო და აღმერთებდა მას

Levan_i
///


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1775
წევრი No.: 131527
რეგისტრ.: 21-May 11

გამოგზავნილია: 24 Jul 2016, 22:07  #48428236      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
8922111
ერთი პერიოდი დავიწყე კითხვა მაგრამ მალე მივხვდი რომ ძაან ბევრი ფული უნდა მქონდეს მაგ წიგნში მოყვანილი თეორია პრაქტიკაში რომ განვახორციელო და დამეზარა მაგრად გაგრძელება. ისე ძაან მაგარი წიგნია წაიკითხე დრო თუ გაქვს და არ გეზარება, თუ გეზარება მაშინ შეგიძლია ჩემსავით იუთუბზე ნახო რამდენიმე ვიდეო და ზოგადი წარმოდგენა შეგექმნება value investing-ზე.

This post has been edited by Levan_i on 24 Jul 2016, 22:09
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
1 წევრი: chicharito12
Topic Options Pages: (83) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.9917 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]