forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (90) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Forex FAQ, part 8
superseller
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 907
წევრი No.: 105976
რეგისტრ.: 27-November 09

გამოგზავნილია: 24 Jul 2016, 22:40  #48428500      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
HDFOREX როგორი კომპანიაა იცით ვინმემ?
Levan_i
Volkssturm
Lilith
Levan_i
///


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1807
წევრი No.: 131527
რეგისტრ.: 21-May 11

გამოგზავნილია: 24 Jul 2016, 23:36  #48428973      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
superseller
რეგულარული და სტაბილური მოგებები რომ მქონდეს მაშინ მე პირადად არ დავრეგისტრირდებოდი მანდ. 50 დოლარით თუ გინდა დროის გაყვანა მაშინ დარეგისტრირდი
superseller
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 907
წევრი No.: 105976
რეგისტრ.: 27-November 09

გამოგზავნილია: 24 Jul 2016, 23:47  #48429047      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მინიმალური თანხა ანგარიშზე მანდ 1000 დოლარია
Levan_i
///


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1807
წევრი No.: 131527
რეგისტრ.: 21-May 11

გამოგზავნილია: 25 Jul 2016, 00:31  #48429398      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
superseller
1000 დოლარით სხვაგან დავრეგისტრტირდებოდი.

This post has been edited by Levan_i on 25 Jul 2016, 00:32
Volkssturm
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 555
წევრი No.: 88600
რეგისტრ.: 11-April 09

გამოგზავნილია: 25 Jul 2016, 09:09  #48430360      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
1000 დოლარით შეგიძლია ჩიკაგოს ბირჟაზე ივაჭრო. ფორექსი კარგია სასწავლებლად, მცირე თანხით რომ იმუშავო. მაგრამ სერიოზულად ფორექსზე მუშაობას არავის ვურჩევ. ფორექს კომპანიებს თქვენი ორდერები ბანკთაშორის ბირჟაზე არ გააქვთ, მუშაობენ კლიენტის წინააღმდეგ. ასე, რომ ჯობია, სხვა ალტერნატივა ნახოთ, რომელიც არც თუ ისე ცოტაა.
superseller
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 907
წევრი No.: 105976
რეგისტრ.: 27-November 09

გამოგზავნილია: 25 Jul 2016, 16:48  #48433244      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რავი ესენი იძახიან ჩვენ არ გვაწყობს თქვენი წაგებაო იმიტომ რომო ჩვენი შემოსავალი არისო საკომისიო რომელსაც ვიღებთო როცა ტრეიდერი ორდერს ხსნისო. თუ წააგებს კლიენტიო შესაბამისად მეორედ აღარ ივაჭრებსო და ეს არ გვაწყობსო. ასე მითხრეს მე
Volkssturm
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 555
წევრი No.: 88600
რეგისტრ.: 11-April 09

გამოგზავნილია: 25 Jul 2016, 17:21  #48433506      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რეალურად რომ გაიტანონ კლიენტების ორდერები ბანკთაშორის ბირჟაზე იმის მეოთხედი მოგება არ დარჩებათ, რასაც ეხლა იღებენ.

მაშინ აბა ასეთი თხოვნით მიმართე: გაჩვენონ შესრულებული გარიგების ნიმუში, სადაც ნაჩვენები იქნება, თუ ვისზე იქნა გადაცემული ეს ორდერი, ანუ ვინ იდგა გარიგების მეორე მხარეს.

როგორც ეგენი ამტკიცებენ, მათ უკან დუკას კოპი დგას. იდეაში გამოდის რომ, შენს მიერ შესრულებული ორდერი მიდის დუკას კოპიში და შემდეგ დუკას კოპი მას შესრულებაზე გადასცემს იმ ლიკვიდურობის პროვაიდერს, რომელიც იმ მომენტისათვის იძლევა საუკეთესო ფასს შენი ორდერის შესასრულებლად. ეს შეიძლება იმ მომეტისათვის იყოს ვთქვათ Deutsche Bank, UBS, Barclays Capital, Goldman Sachs ან Morgan Stanley, ბანკი მარკეტმეიკერები, რომლებიც მუშაობენ ფორექსზე.

თუ გითხრეს, რომ ეს ტექნიკურად შეუძლებელია, ან კომერციული საიდუმლოებაა და ა.შ. ესეიგი კლიენტის ორდერები არსად არ გადის smile.gif
iko-iko
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2004
წევრი No.: 62988
რეგისტრ.: 30-May 08

გამოგზავნილია: 25 Jul 2016, 17:45  #48433699      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვფიქსირდები ამ თემაში.

გილოცავთ ახალ თემას და წარმატებებს გისურვებთ!
Lilith
¡ŋ ђθς ş¡ģŋθ ұ¡ŋςəş


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8780
წევრი No.: 370
რეგისტრ.: 8-October 01

გამოგზავნილია: 25 Jul 2016, 18:36  #48434142      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
superseller
Volkssturm
HDForex-ი Dukascopy-ს White Label ბროკერია, Dukascopy აცხადებს რომ არის ევროპული, რეგულირებადი, გამჭირვალე ბროკერი. სულ თავიდან მეც dukascopy-თ დავიწყე, ვიცნობ რამოდენიმე ადამიანს, ვინც წლებია სერიოზული თანხებით ვაჭრობს ამ ბროკერთან და კმაყოფილები არიან.

Dukascopy-ს მთავარი liquidity provider-ი არის LMAX-ი. ასევე ერთერთი საუკეთესო პლატფორმაა JForex, რომელიც მე პირადად მეტატრეიდერს ბევრად მირჩევნია.

ეს რაც შეეხებოდა დადებით მხარეებს, უარყოფითებს რაც შეეხება, ყველაზე დიდი მინუსი ჩემთვის - რაც არ უნდა მიაწვნენ თავის ევროპულობას, dukascopy თავიდან ბოლომდე არის რუსული ბიზნესი, რუსული საბროკეროების მიმართ კი ზოგადად უარყოფითად ვარ განწყობილი gigi.gif

რაც შეეხება მარკეტმეიკერებს და პატიოსან ბროკერებს, ამაზე ადრეც დამიწერია და კიდევ ბევრჯერ დავწერ, ბანკთაშორის ბირჟაზე არ ხდება ლოტის წილადი ნაწილებით ვაჭრობა, მხოლოდ სრული ლოტები, რომლებიც იგივე EUR/USD წყვილზე წარმოადგენენ 100,000 ერთეულს. ამაზე თავად LMAX-ის წარმომადგენლებს აქვთ დადასტურებული, რომ წილადი ნაწილების შემთხვევაში არ ხდება არსად ამ ორდერების გატანა და ყველა წილადი ორდერი (რომელიც მოაღწევს LMAX-მდე) "იმართება" LMAX-ის მიერ, ანუ LMAX-ი ამ შემთხვევაში არის მარკეტმეიკერი.

Volkssturm
იცი რა მაინტერესებს, ჩიკაგოს ბირჟაც ნიუ-იორკის ბირჟისნაირად ამერიკის სამუშაო საათებში მუშაობს, არა? ანუ როდესაც ბირჟა იხურება, მსოფლიოში კვლავ გრძელდება ვალუტებით ვაჭრობა და კურსი იცვლება. მეორე დღეს ჩიკაგოს ბირჟაზე ფასი ფაქტიურად ყოველთვის რაღაცა გეპით იხსნება, თუ როგორ ხდება?

შენ რამდენი ხანია რაც ჩიკაგოს ბირჟაზე ვაჭრობ? მე ვარჩევ და ვერ გადამიწყვეტია რომელი ერთს მოვკიდო ხელი, ამჟამად ამერიკაში ვარ და ყველაზე დიდი დაბრკოლება ის მაქ, რომ ბირჟა როცა მუშაობს მეც მაგ დროს ვმუშაობ. ამის გამო ვერიდებოდი სტოკებს, მაგრამ არც ფორექსზეა მაინცადამაინც სახარბიელოდ საქმე, ყველაზე პოპულარული US ბროკერი არის OANDA, რომელიც 100%-ით მარკეტმეიკერია და არსად არ გააქვს ორდერები. კი არის მკაცრად რეგულირებადი და ხალხიც საკმაოდ კარგ შეფასებებს აძლევს, მაგრამ მაინც...

მინდა ცოტა მეტი ინფორმაცია მოვიძიო ჩიკაგოს ბირჟაზე, ninjatrader-ი ჩამოვქაჩე, მაგრამ ძალიან მერთულა თავიდან. ალბათ youtube-ზე ვნახავ ვიდეოებს როგორ უნდა გამოიყენო.


--------------------
აფრენით ყველა ვაფრენთ შე კაცო, ასაფრენი ბილიკების მეტი რა გვაქვს, დასაფრენი ბილიკები თქვი შენ... (c) gia1970
superseller
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 907
წევრი No.: 105976
რეგისტრ.: 27-November 09

გამოგზავნილია: 25 Jul 2016, 19:26  #48434435      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Lilith
ანუ LMAX თუ უნდა მოგაგებინებს და თუ უნდა წაგაგებინებს?
Lilith
¡ŋ ђθς ş¡ģŋθ ұ¡ŋςəş


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8780
წევრი No.: 370
რეგისტრ.: 8-October 01

გამოგზავნილია: 25 Jul 2016, 21:33  #48435242      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
superseller
QUOTE
ანუ LMAX თუ უნდა მოგაგებინებს და თუ უნდა წაგაგებინებს?

არა, ეგრე მარტივად არაა ყველაფერი. ზოგადად როგორც პირველ გვერდზე დავწერე გირჩევ მაქსიმალურად დიდი დრო გაატარო დემო ანგარიშზე. ეგ 1000$-იც შეგენახება და გამოცდილებასაც მიიღებ.
Levan_i
///


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1807
წევრი No.: 131527
რეგისტრ.: 21-May 11

გამოგზავნილია: 25 Jul 2016, 22:39  #48435748      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
superseller
QUOTE
ანუ LMAX თუ უნდა მოგაგებინებს და თუ უნდა წაგაგებინებს?

ძაან უხეში ნათქვამია, LMAX ცოტა სხვა დონეა, კონტროლი მკაცრია. თუმცა რითეილ ბროკერებს მტ4 პლატფორმით თავისუფლად შეუძლიათ "წაგაგებინონ" ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. LMAX-ის შემთხვევაში მისი როგორც მარკეტ-მეიკერის პირდაპირი მოვალეობაა ორდერების ლიკვიდურობის უზრუნველყოფა, შესაბამისად მან იცის სად რა მოცულობის ორდერი დგას - ვინ სად ყიდის და ვინ სად ყიდულობს. მას შეუძლია მყიდველისგან იყიდოს იაფად და გამყიდველს მიყიდოს ძვირად, რაშიც სპრედს იღებს.

ისე პირველ გვერდზე ინფოს სახით სხვა დანარჩენებთან ერთად ბროკერებზეც უნდა დაგვეწერა ორი სიტყვა

This post has been edited by Levan_i on 25 Jul 2016, 22:42
Volkssturm
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 555
წევრი No.: 88600
რეგისტრ.: 11-April 09

გამოგზავნილია: 25 Jul 2016, 22:53  #48435865      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Lilith

ჩიკაგოს ბირჟაზე ზოგი ინსტრუმენტი (როგორიცაა ვთქვათ სავალუტო წყვილები, მეტალები და ა.შ.) 24 საათი ივაჭრება. 1 საათი მიაქვს კლირინგს.

ამ კუთხით ჩიკაგოს ბირჟაზე სავალუტო ფიუჩერსებით ვაჭრობა არაფრით განსხვავდება ფორექსზე ვაჭრობისაგან. აი, რომ შეადარო კიდევაც, ნახავ რომ ფორექსზე არსებული ძირითადი წყვილებისა და სავალუტო ფიუჩერსების გრაფიკები ერთმანეთს მიყვებიან. მათ შორის პრაქტიკულად 100% კორელაციაა.

ზოგი ინსტრუმენტი, როგორიცაა ხორბალი, სიმინდი, ხორცი ივაჭრება მხოლოდ ამერიკული სესიის დროს.

ინფორმაცია თითოეული ინსტრუმენტის შესახებ, შეიძლება მოძიებული იქნას თავად ჩიკაგოს ბირჟის საიტიდან, მაგალითისთვის:

http://www.cmegroup.com/trading/fx/g10/eur...ifications.html

აქ არის ინფორმაცია, თუ დროის რა ინტერვალში ხდება ვაჭრობა, ამა თუ იმ ინსტრუმენტზე, ფიუჩერსის ექსპირაციის ვადები, მარჟინალური მოთხოვნები და ა.შ.

რაც შემეხება მე, უკვე წელიწადზე მეტია, რაც ჩიკაგოს ბირჟაზე ვარ, მანამდე 3 წელი ფორექსზე ვვაჭრობდი.

ჩემი ბროკერია Ninja Trader Brokerage (ყოფილი Mirus Futures). რაც ბროკერები ვნახე, ყველაზე ნორმალური პირობები ამათ აქვთ. საკომისიოც საკმაოდ ნორმალური აქვთ. მაგალითად სავალუტო წყვილებზე პოზიციის გახსნა დახურვაში (იმ შემთხვევაში, თუ ამ პროგრამის უფასო ვერსიას იყენებ) ბროკერს მიაქვს $ 5.32, ხოლო თუ ფასიან ვერსიას იყენებ მაშინ საკომისიო $ 4.48 არის.

ვიყენებ მაგათ პროგრამას Ninja Traders. მეც თავიდან რთულად მეჩვენებოდა, მაგრამ ეხლა შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ კარგად შევისწავლე ეგ პროგრამა. თუ რამე შეკითხვა გექნება ამასთან დაკავშირებით, მზად ვარ დაგეხმარო.

შენ რომელი ვერსია დააყენე, 7 თუ 8? მერვე ვერსია, ჯერ დემო რეჟიმში აქვთ და ამით ვაჭრობა არ მიმდინარეობს. რეალურად ძალიან მცირე განსხვავებებია ამ ვერსიებს შორის.

ერთად ერთი რაც მომეწონა, რომ დაამატეს მე-8 ვერსიაში, ეს არის ჰორიზონტალური მოცულობები, რომელიც გამოდის პირდაპირ DOM-ში.

ასე, რომ თუ გადაწყვიტავ, რომ ჩიკაგოს ბირჟაზე ივაჭრო, არანაირი პრობლემა არ გექნება, თავისუფლად შეძლებ აზიური და ევროპული სესიების დროს ვაჭრობას.

სავალუტო წყვილების გარდა იგივე ინდექსებიც, ვთქვათ ES საკმაოდ მაღალ ლიკვიდურია აზიური და ევროპული სესიების დროსაც, ამ მხრივ არჩევანი საკმაოდ დიდია.
Lilith
¡ŋ ђθς ş¡ģŋθ ұ¡ŋςəş


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8780
წევრი No.: 370
რეგისტრ.: 8-October 01

გამოგზავნილია: 26 Jul 2016, 04:24  #48437534      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
Volkssturm
მე-7 მიყენია. კაი ხანია დავაყენე, ვეღარ მოვიცალე, აი პირველი თემა რო გახსენი მაშინ ჩამოვქაჩე, მაგრამ ვეღარ ჩავუჯექი. ეხლა დრო მაქვს და გავარჩევ.

შენ ფორექსზე ვაჭრობ თუ future-სებით? როგორც ვხვდები ცალცალკე ანგარიში უნდა გახსნა იმის და მიხედვით რომელი გაინტერესებს, არა?
Volkssturm
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 555
წევრი No.: 88600
რეგისტრ.: 11-April 09

გამოგზავნილია: 26 Jul 2016, 11:27  #48438458      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე ფიუჩერსებით ვვაჭრობ. თუ ფიუჩერსებით ვაჭრობა გინდა ცალკე ანგარიშია, ფორექს რაც შეეხება Ninja Trader-ის პარტნიორი FXCM-ია და თუ ფორექსის ანგარიშს გახსნი, გამოდის რომ FXCM-ზე ივაჭრებ.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (90) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0192 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]