forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> პალმები
M-A-S-E-R-A-T-I
exquisite member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13753
წევრი No.: 103763
რეგისტრ.: 31-October 09

გამოგზავნილია: 12 Apr 2011, 16:40  #24934500      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image
პალმები
პალმები (Arecaceae ანუ Palmae), ერთლებნიანი ხისებრი მარადმწვანე მცენარეების ოჯახი. ჩვეულებრივ დაუტოტავი, სვეტისებური ღერო აქვთ, რომლის სიმაღლე 60 მ, დიამატრი 1 მ აღწევს. იშვიათად გვხვდება დატოტვილი (დუმ-პალმა) და კასრისებრ გამსხვილებულღეროვანიანი სახეობები. პალმების ღერო უმთავრესად გლუვია ან დაფარულია ფოთლების ყუნწების ნარჩენებით, რომელზეც ზოგჯერ ეკლებიცაა განვითარებული. ზოგიერთი პალმები წვრილი, ძალზე გრძელღეროიანი (300 მ-მდე) ლიანებია. პალმების ფრთისებრი ფოთლების სიგრძე შეიძლება აღემატებოდეს 15 მ-ს, ხოლო ყველაზე დიდი მარაოსებრი ფოთლების დიამეტრი — 5 მ-ს; ფოთლები ღეროს კენწეროში მორიგეობითაა განლაგებული. ყვავილობენ 5-12, ზოგჯერ 30-35 წლის ასაკში. ყვავილედი ტაროსებრი ან თავთავისებრი, ზოგჯერ მტევნისებრი ან საგველასებრია. ვითარდება ფოთლის იღლიებში, ზოგჯერ კენწეროზე. უკანასკნელ შემთხვევაში მცენარე მონოკარპულია და ყვევილობის შემდეგ მთლიანად იღუპება ან ზოგჯერ ღეროს ძირთან ივითარებს მრავალრიცხოვან ამონაყარს. ნაყოფი უხსნელია, წვნიანი ან მშრალი, მეტწილად კურკიანა ან კენკრა.

ოჯახში 240-მდე გვარი და 3400-მდე სახეობაა, რომლებიც ძირითადად გავრცელებულია ტროპიკებში, ნაწილობრივ სუბტროპიკებშიც. სამხრეთ ევროპაში ველურად იზრდება მხოლოდ 1 სახეობა — ქონდარა პალმა (Chamaerops humilis). პალმების ბუნებრივი არეალის ჩრდილოეთი საზღვარი ჩრდილოეტ განედის 38°, სამხრეთის — სამხრეთ განედის 42° აღწევს. გვხვდება სხვადასხვა ეკოლოგიურ პირობებში: ტენიან ტროპიკებსა და სუბტროპიკულ ტყეებში. სავანებში, უდაბნოს ოაზისებში და სხვაგა. პალმები კულტივირებულია დეკორატიულ მცენარედ ღია გრუნტში, ორანჟერეებსა და ოთახებში. ყოფილ სსრკ-ში ამრავლებდნენ 20 სახეობაზე მეტს ყირიმის სამხრეთ სანაპიროსა და კავკასიაში შავი ზღვის სანაპიროზე, ძირითადად დასავლეთ საქართველოში; მცირედ — ზოგან აღმოსავლეთ ამიერკავკასიაშიც. ჩვენს ბაღ-პარკებში ყველაზე ხშირია Butia capitata, Chamaerops humilis, Erythea armata, Phoenix canariensis, Phoenix dactylifera, Sabal palmetto, Trachycarpus fortunei. ამრავლებენ ძირითადად თესლით. სამშობლოში პალმებს ძალზე დიდი გამოყენება აქვს. ზოგიერთ ტროპიკულ რაიონში მათგან ამზადებენ საკვებ პროდუქტებს. ზეთისა და ქოქოსის პალმისაგან ღებულობენ საკვებ და ტექნიკურ ზეთს, ბევრი პალმები შაქრის, ღვინის, სპირტის, მცენარეული ცვილის წყაროა. პალმების ღერო ძვირფასი სამშენებლო მასალაა, ფოთლებს იყენებენ ქაღალდის მისაღებად, შენობების გადასახურავად, კალათების
http://ka.wikipedia.org/wiki/პალმები
კატეგორია:პალმები
<a href='http://ka.wikipedia.org/wiki/კატეგორია:პალმები' target='_blank' rel='nofollow'>http://ka.wikipedia.org/wiki/კატე

ყველაზე ყინვაგამძლე პალმები
1. Rhapidophyllum hystrix – 29 C
2. Sabal minor -31C
3. Trachycarpus fortunei - 32



This post has been edited by M-A-S-E-R-A-T-I on 12 Oct 2013, 13:00
M-A-S-E-R-A-T-I
exquisite member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13753
წევრი No.: 103763
რეგისტრ.: 31-October 09

გამოგზავნილია: 14 Apr 2011, 10:26  #24964429      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვაშინგტონია (Washingtonia), მარაოფოთლებიანი პალმების გვარი. შეიცავს 2 სახეობას — Wachingtonia filifera და Wachingtonia robusta: 25 მ-მდე სიმაღლის ძალიან ლამაზი მსხვილღეროიანი პალმებია. ველურად იზრდება სამხრეთ კალიფორნია, არიზონისა და ჩრდილოეთ-დასავლეთ მექსიკის გვალვიან რაიონებში. კულტივირებულია კავკასიის შავი ზღვის სანაპიროს (მ. შ. საქართველოს) ბაღებში, ისზრდება საკმაოდ სწრაფად და უძლებს -12გრადუს ტემპერატურას, აქვს 1.5მ დიამეტრის ბუმბულისებრი ფორმის ფოთლები და სიმაღლეში 30 მ აღწევს, ვაშინგტონია გამოიყენება როგორც დეკორატიული მცენარე თუმცა ინდიელები ნაყოფს საკვებადაც იყენებდნენ

california fan palm
user posted image
Washingtonia filifera
user posted image
M-A-S-E-R-A-T-I
exquisite member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13753
წევრი No.: 103763
რეგისტრ.: 31-October 09

გამოგზავნილია: 8 May 2011, 22:41  #25364683      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Butia
მოიცავს შემდეგ სახეობებს
Butia archeri
Butia campicola
Butia capitata (Wine Palm, Jelly Palm, Pindo Palm)
Butia eriospatha (Woolly Butia Palm)
Butia microspadix
Butia paraguayensis (Dwarf Yatay)
Butia purpurascens (Purple Yatay Palm)
Butia stolonifera
Butia yatay (Yatay Palm)
*************************

Butia capitata
იზრდება სამხრეთ ამერიკის ტენიან ადგილებში და სიმაღლით 5 მეტრს აღწევს, ხოლო მისი ფუნჯის ფორმის ფოთლები 2.5—4 მეტრამდე იზრდება. ბუტიას მეორენაირად მარმალადის ან ჟელეს პალმასაც უწოდებენ გემრიელი ნაყოფის გამო (გემოთი ანანასის და ბუშმულას ნაზავს წააგავს) თუმცა ამ მცენრეს პირველ რიგში მოვერცხლისფო მონაცრისფრო ფოთლები გამოარჩევს რომლებიც მაგალითად ფინიკისგან განსხვავებით თავიდანვე რკალის ან ნახევართვარის ფორმას იღებს და ზრდასთან ერთად მიწისკენ ეშვება. ბუტია ნაკლებად პრეტენზიულია და მისი სახლის პირობებში მოვლაც არ წარმოადგენს სირთულეს საჭიროებს მუდამ ტენიან ნიადაგს და ზამთარში ტემპერატურას 15-18°С (თუმცა დასაშვებიანაკლებიც)
მრავლდება თესლით და ეს პროცესი სახლის პირობებში საკმაოდ რთულია რადგან დათესვიდან მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ შემდეგ იღვიძებს მცენარსი თესლი და ისიც მხოლოდ იმ სემტხვევასი ტუ ტემპერატურა მტელი წლის განმავლობაში ოპტიმალური ანუ 26-28°С იქნება.
http://www.ganeymoledet.org/r_view1.php?r_id=313

user posted image
user posted image
irmushela
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2105
წევრი No.: 128454
რეგისტრ.: 8-March 11

გამოგზავნილია: 8 Jan 2012, 18:25  #29105327      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დიდი მადლობა კარგი თემისთვის ძალიან მომეწონა
Ziti
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1424
წევრი No.: 84517
რეგისტრ.: 12-February 09

გამოგზავნილია: 16 Jan 2012, 13:00  #29229116      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფინიკის პალმა ხო არ გინდათ ვინმეს?
4 წლის
სიმაღლე - 1.10 მ.
ლამაზი "ელეონორა" ქვია user.gif

M-A-S-E-R-A-T-I
exquisite member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13753
წევრი No.: 103763
რეგისტრ.: 31-October 09

გამოგზავნილია: 23 Jan 2012, 11:44  #29338483      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Ziti
QUOTE
ლამაზი "ელეონორა"

ასეთი დასახელებით პალმა ვერ ვიპოვე
pernata
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7096
წევრი No.: 67623
რეგისტრ.: 21-July 08

გამოგზავნილია: 23 Jan 2012, 12:14  #29338750      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
M-A-S-E-R-A-T-I
ფინიკის პსლმააო, ელეონორა "ნათლობის" სახელია, მგონი smile.gif
M-A-S-E-R-A-T-I
exquisite member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13753
წევრი No.: 103763
რეგისტრ.: 31-October 09

გამოგზავნილია: 23 Jan 2012, 15:25  #29341122      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
pernata
QUOTE
ფინიკის პსლმააო, ელეონორა "ნათლობის" სახელია, მგონი

biggrin.gif
მემგონი პალმებს საერთოდ არ მიეკუთვნება მარა იყოს მაინც აქ

Cycadaceae Cycas platyphylla
user posted image

Zamia furfuracea
user posted image
user posted image

Cycas_revoluta
user posted image

This post has been edited by M-A-S-E-R-A-T-I on 23 Jan 2012, 15:33
pernata
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7096
წევრი No.: 67623
რეგისტრ.: 21-July 08

გამოგზავნილია: 24 Jan 2012, 00:18  #29350727      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვერაფრით დავაფესვიანე ანანასი, სულ მილპება.. გაშრობა გიცდია? http://myfl.ru/blog/kak-vyrastit-ananas
M-A-S-E-R-A-T-I
exquisite member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13753
წევრი No.: 103763
რეგისტრ.: 31-October 09

გამოგზავნილია: 24 Jan 2012, 11:15  #29354438      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
pernata
QUOTE
ვერაფრით დავაფესვიანე ანანასი, სულ მილპება.. გაშრობა გიცდია?

შენც სცადე? მე იმ დასკვნამდე მივედი რომ ყველაზე კარგი ვარიანტია პირდაპირ გრუნტში ჩარგვა ჯერ ოდნავ გამოაშრობ და შემდეგ ჩარგავ წყალში სულ რატომღაც სულ ლპება sad.gif

This post has been edited by M-A-S-E-R-A-T-I on 24 Jan 2012, 11:16
pernata
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7096
წევრი No.: 67623
რეგისტრ.: 21-July 08

გამოგზავნილია: 24 Jan 2012, 11:41  #29354669      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
M-A-S-E-R-A-T-I
ვცადე, ხო. ახალწლებზე ანანასის ქოჩრების ჩაბარების პუნქტი გავხსენი biggrin.gif 6 ცალი მოგროვდა და 6 ვე დალპა უკვე :/ უკვე სპორტული ინტერესი მაქვს გარდა ბოტანიკურის. შენ ცადე პირდაპირ მიწაში? და "ცოტა" გაშრობაში რამდენი ხანი იგულუსხმე? ამ ლინკზე 2-3 კვირა წერია, და ამასობაში ხომ სულ გახმება?

This post has been edited by pernata on 24 Jan 2012, 11:45
M-A-S-E-R-A-T-I
exquisite member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13753
წევრი No.: 103763
რეგისტრ.: 31-October 09

გამოგზავნილია: 24 Jan 2012, 12:05  #29354905      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
pernata
QUOTE
ვცადე, ხო. ახალწლებზე ანანასის ქოჩრების ჩაბარების პუნქტი გავხსენი6 ცალი მოგროვდა და 6 ვე დალპა უკვე

მეც წყალში 2- წლის წინ (ვწერდი კიდეც აქ თუ გახსოვს) ვცადე და სამივე დალპა. ეხლა გაზაფხულზე მინდა ვცადო პირდაპირ გრუნტში
QUOTE
უკვე სპორტული ინტერესი მაქვს გარდა ბოტანიკურის

მეც, ბუტიებიც მაგიტო ვცადე ეხლა მალე ვაშინგტონიებიც მეყოლება ბუნებრივია ჩემს აივანზე არცერთი არ დაეტევა ჩემთვის მთავარია ფაქტი _გავახარო და მერე გავაჩუქებ ყველას rolleyes.gif
QUOTE
ამ ლინკზე 2-3 კვირა წერია, და ამასობაში ხომ სულ გახმება?

თბილისის კლიმატში დაობების შანსი მცირეა ამიტომ ერთი კვირაც საკმარისია ჩემი აზრით ამ პერიოდში მცენარე წყვეტს ნაყოფიდან სითხის მიღებას და ქოჩორის ქვეშ ფესვები იწყებს გამოღვიძებას ალტერნატიული გზების მოსაძებნად. ჰო ხშირად ქოჩორი გახვრეტილია პლასმასის მავთულით და თავისთავად ასეთი ქოჩრები არ ვარგა ყიდვისას კარგად შეარჩიე ყველაზე კარგი ვარიანტია ციგნების ბაზარი არ ვიცი რატომ მაგრამ სულ ახლები აქვთ სულ მწვანეები და უფრო იაფიცაა, თან არჩევანიც დიდია
pernata
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7096
წევრი No.: 67623
რეგისტრ.: 21-July 08

გამოგზავნილია: 24 Jan 2012, 12:28  #29355123      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
M-A-S-E-R-A-T-I
რომ მახსოვს, ამიტომ მოგმართე smile.gif
მივაკითხავ ციგნებს..

მოიცა- ბუტია რისგან გაახარე? ნაყოფი რომელია? baby.gif
M-A-S-E-R-A-T-I
exquisite member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13753
წევრი No.: 103763
რეგისტრ.: 31-October 09

გამოგზავნილია: 24 Jan 2012, 12:59  #29355434      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
pernata
QUOTE
მივაკითხავ ციგნებს.

biggrin.gif
QUOTE
მოიცა- ბუტია რისგან გაახარე? ნაყოფი რომელია?

თესლით, ზევით არის ფოტო smile.gif
pernata
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7096
წევრი No.: 67623
რეგისტრ.: 21-July 08

გამოგზავნილია: 24 Jan 2012, 13:59  #29356163      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
M-A-S-E-R-A-T-I
აა, ესაა?
პალმები (post #25364683)

და პირდაპირ აიღე თესლი თუ დამუშავებული გამოიწერე?
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0242 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]