მოგესალმებით პატივცემულო ფორუმელებო
ეს განყოფილება წელს და შარშან არ შექმნილა და შესაბამისად ყავს როგორც ახალი მომხმარებლები, ასევე ძველი, სტაჟიანი უსერები. ასევე შესაბამისად გვაქვს თავისებული ტრადიციები.
ხოდა ამჯერად მინდა თქვენი ყურადღება ერთ-ერთ ყველასთვის საყვარელ ტრადიციაზე შევაჩერო და...
ერთად შეკრება შემოგთავაზოთ.თან ყველა მოდერატორის დროს ვიკრიბებოდით ხოლმე და დიდ-გიორგის მეფობის ხანაში გამოგვრჩა რატომღაც...
შევიკრიბოთ, ვნახოთ დიდი ხნის უნახავი ფორუმელები, და/ან გავიცნოთ ისინი, ვისაც ჯერ პირადად არ ვიცნობთ.
ანუ ყველას გიწვევთ პურის ჭამა-ფართიზე (მოწვევა არ ნიშნავს რომ მე გადაგიხდით) მსურველებმა გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი სურვილის შესახებ.
შეკრების სავარაუდო თარიღია შაბათი, ანუ 27 ნოემბერი, საღამო. შეკრების ადგილის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით, თუმცა თქვენი მოსაზრებები სიამოვნებით მოისმინება და განიხილება კომისიის მიერ
წამოსვლაზე განაცხადი მიიღება ასე:
1. გადმოაკოპირებთ თქვენს ზემოთ დაფიქსირებულ წამომსვლელთა სიას;
2. მიაწერთ თქვენს მომხმარებლის სახელს (user name);
3. თუ საეჭვოა თქვენი წამოსვლა, თქვენი უსერის შემდეგ დასვით კითხვის ნიშანი "?"
4. თუ ეჭვი მოიხსნა, გადმოწერეთ სია ხელახლა და წაშალეთ კითხვის ნიშანი "?"
5. თუ დაფიქსირებული გქონდათ წამოსვლა და ვეღარ ახერხებთ, გთხოვთ, გადმოაკოპიროთ სია და ამოშალოთ თქვენი უსერის სახელი.
გმადლობთ ამხელა პოსტის წაკითხვისთვის, წერის ხასიათზე ვიყავი ალბათ, თავისით მუშაობდნენ თითები
წამომსვლელთა სია:
1. banker This post has been edited by Did_Giorgi on 22 Nov 2010, 23:34
კარგი ფინანსისტი ისაა, ვინც სწორად ახსნის ხვალ თუ რატომ არ შესრულდა ის ყველაფერი დღეს რაც მან გუშინ იწინასწარმეტყველა
------------------------------------
Milan fu, è e sempre sarà il campione