maritunaორი პარტნიორი ვართ და 6 თანაშემწე.
1 თვის განმავლობაში ვცდილობდით კომპანიის რეგისტრაციას.
არასტანდარტული წესდება გვაქვს: გვინდოდა თანამშრომლებისთვის ისეთი გარანტიები მიგვეცა, რომელიც წესდებით იქნებოდა გათვალისწინებული, თუმცა რეესტრმა გადაწყვიტა ცხვირი იქ ჩაეყო რაც მათი საქმე არ იყო.
საბოლოოდ მაინც მივაღწიეთ სასურველ შედეგს. თუ დაგაინტერესებთ იხილეთ "სოხაძე, ბარამაშვილი და პარტნიორები"
ბიუროდ ორგანიზების შემდეგ საქმე გაათმაგდა და თავისუფალი ფული შემცირდა. საკუთარ თავზე თითქმის აღარ ვხარჯავ.
უამრავი პროექტი შემოდის და გადის; უამრავი იდეა ჩნდება და თითოეულმა კომპანიის მიზნების ფილტრი უნდა გაიაროს და თან ისე რომ უკმაყოფილო არავინ დარჩეს.
თითოეულ ადამიანს საკუთარი მოთხოვნები აქვს და რაღაცნაირად ისეთი სივრცე უნდა შეიქმნას რომ ყველა კმაყოფილი იყოს.
მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ აღმოვაჩინე რომ კომპანიის და საკუთარი ინტერესების გამიჯვნა საოცრად რთულია.
აქამდე თავისუფალი ვიყავი როცა მინდოდა მაშინ ვიწყებდი მუშაობას. ახლა ყოველდღე 10ზე მიწევს სამსახურში მისვლა, რადგან ყველა თანამშრომელი 10ზე მოდის და არ მინდა იფიქრონ, რომ მე ვისვენებ და ისინი მუშაობენ.
ამ სამი თვის განმავლობაში ძალიან დიდი ნდობა ჩამოყალიბდა:
ზოგიერთი თამანშრომელი უკვე ისე აკეთებს საქმეს არ ინტერესდება შედეგის გამოყენება როგორ მოხდება - უბრალოდ ასრულებს დავალებას ზუსტად და შედეგიანად, რაც სწორად აწყობილი მექანიზმისთვის უმნიშვნელოვანესია.
იმის გარდა, რომ ყოველდღიურად სტანდარტულად სამუშაოა და იურიდიული საქმეა გასაკეთებელი, მუდმივად საფიქრალია ადამიანური რესურსის მართვა, ტექნიკური რესურსის ათვისება და გაუმჯობესება, ფირმის განვითარება შიგნიდან და პარტნიორების გამონახვა.
2 თვის თავზე წამოვიწყეთ ახალი პროექტი: არბიტრაჟი.
1 თვის თავზე უკვე იდეალურად გამართული არბიტრაჟი გვაქვს და სრულად გადამზადებული კადრები.
ვგეგმავთ დაინტერესებული პირების გადამზადებასაც და ამ მიზნით სალექციო კურსები წამოვიწყეთ.
მოკლედ აი ესეთი მდგომარეობაა 3 თვის მუშაობის თავზე. ყოველ-კვირეულად რაღაც ახალს ვაკეთებთ, თუმცა სულ იმის შეგრძნება მაქვს რომ ერთ ადგილას ვართ გაჩერებულები და მეტი წინსვლა მინდა.
პირველი თვე საერთოდ არ მეძინა სულ იმაზე ვფიქრობდი რა გვეკეთებინა.
ვნახოთ რა იქნება შემდგომ