theodousვცდილობ დრო გამოვნახო ხოლმე და დავპოსტო...
ზოგადად ყველა პროგრამისტს თავისი past path აქვს და ყველა თავის ქეისს თვითონ ქმნის. არ არსებობს walkthrough რომელსაც გაივლი და ბოლოში იტყვი ვსო, პროგრამისტი ვარ და ყველაფერი ვიცი.
მთავარია შრომისმოყვარე იყო და თვითმიზანი განვითარება გქონდეს და არა ფულის შოვნა. ყოველ დღე მინიმუმ 3-4 საათი დაუთმე რაღაცის გარჩევას.
ჩემი პირადი რჩევაა რომ არ გადახტე/გადმოხტე თემიდან თემაზე.
ხშირად მსმენია დამწყებისგან, ახლა შენს პოტსშიც ამას ვხედავ, იმას დავამუღამებ, ამას დავამუღამებ, მაგრამ რეალურად დროს ზუსტად იმაში ხარჯავს, რომ ვერ წყვეტს რა უნდა ქნას...
სუფთა html და css, ვერ მივხვდი რა იგულისხმე. html/css 2-3 კვირაში დაღეჭავ. მაგრამ მუღამი არ არის რას რამდენ ხანში დაღეჭავ და როგორ ისწავლი. კარგი პროგრამისტი 'ბევრის' ცოდნით არ ფასობს, არამედ იმით, რომ იცის სად რა როგორ მოძებნოს.
ყოველ დღე ჩელენჯები გექნება და სოლუშენი უნდა მოიფიქრო...
დააფოლოვეთ ქომუნითის ლიდერები ნახეთ რას აკეთებენ...
https://overreacted.io/things-i-dont-know-as-of-2018/ <-- მაგალითად დენ აბრამოვის ერთ-ერთი პოსტი საკუთარ ბლოგზე. კარგად აქვს გარჩეული ის რის ახსნასაც მე ვცდილობ...
ბოლოს ისევ დავძენ. მთავარია შენი საქმისადმი დამოკიდებულება. რამდენად უმკლავდები ჩელენჯებს. როცა თასქი გაქვს შესასრულებელი და შეფასებული არ გაქვს და უკვე ნებდები, ეს პრობლემაა...
ამიტომ, გისურვებ წარმატებებს პირველ რიგში
და გირჩევ, უბრალოდ ნუ დახარჯავ დროს, დაიწყე საიდანმე და გაიყვანე ბოლომდე კურსი (თუ კურსს გადიხარ). შემდეგ შექმენი რაიმე მიღებული ცოდნით და გადადი შემდეგზე...
არასდროს ჩაიკეტო ერთ სივრცეში. გამოდი კომფორტის ზონიდან...
This post has been edited by Optimer on 2 Feb 2019, 16:14