მოგესალმებით
ფორმულა 1-ის ვებ გვერდმა (www.formula1.com) ოფიციალურად გამოუშვა ფენთეზი გეიმი, რომელიც სტარტს აიღებს ბაქოს გრანდ პრიზე
წესები მარტივია, რომელსაც მოკლედ აღწერილს ქართულ ენაზე იხილავთ ქვევით
აარჩიე გუნდი- აარჩიე შენი გუნდი, 100$ მილიონის ჯამური ბიუჯეტიდან, რომელიც შედგება 5 პილოტის და 1 კონსტრუქტორისგან.
- აარჩიე ტურბო პილოტი, რომლის მონაგარიც გაორმაგდება.
- სეზონის დაწყებამდე (წლევანდელ შემთხვევაში ბაქოს გრან პრი) გუნდში შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერი რაოდენობის ცვლილებები.
- არ მოქმედებს შეზღუდვა ერთი გუნდის ორივე პილოტის არჩევაზე.
გუნდის მართვა- სეზონის დაწყებმადე (ბაქოს გრანდ პრი) აკეთებთ ნებისმიერი რაოდენობის ცვლილებებს.
- სეზონის დაწყებიდან რეისიდან რეისამდე შეგიძლიათ განახორციელოთ ერთი ცვლილება.
- ტურბო პილოტი შეგიძლიათ შეცვალოთ თითოეული გრანდ პრისთვის.
- სეზონში მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაილდ ქარდი და შეცვალოთ გუნდის სრული შემადგენლობა.
ქულების დათვლა- მოთამაშეებს (ჩვენ) ქულები ეწერებათ თავიანთი გუნდების რეალური მონაცემების მიხედვით.
- კონსტრუქტორებს ქულები ეწერებათ თავიანთი პილოტების მონაცემების მიხედვით, გარდა Driver Only ქულებისა, როგორებიცაა Beat Teammate (გუნდელზე გამარჯვება) და Driver's Streak (პილოტის სტრაიკები).
ქულების მატრიცა:მოთამაშეს ქულები ეწერება კვალიფიკაციის და გრანდ პრის შედეგების მიხედვით!ლიგები- გუნდის შექმნის შემდეგ, მოთამაშე შედის 3 საჯარო ლიგაში: გლობალ ლიგაში, საყვარელი კონსტრუქტორის ლიგაში (საყვარელი და არა გუნდში არჩეულ კონსტრუქტორი) და ქვეყნის ლიგაში... საქართველო არ არის სიაში
ქართული ლიგასახელი: G-E-O
კოდი: d5c685
მადლობა ყურადღებისთვის,
ჩემი გუნდია Scuderia F1 Geo
მგონი კარგი ფენთეზი უნდა გამოგვივიდეს
ოფიციალური საიტი: fantasy.formula1.com