Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > უსათაურო > პირადობის მოწმობის აღდგენა


Posted by: SPIRIT CRUSHER 10 Nov 2010, 00:51
ესეიგი,კაროჩე არ ვიცი როდის და სად მაგრამ დავკარგე პირადობა,სტუდბილეთი,სტუდენტური ბარათი,დინამოს საშვი და ა.შ. აი ძალიან ბევრი საბუთი ერთ საფულეში მოთავსებული... იმ საფულეში სადაც 5 თეთრიანიც კი არ მედო იმ მომენტში...


ხოდა კაროჩე რა მაინტერესებს რა ჯდება პირადობის მოწმობის აღდგენა ხო ვერ მეტყვით???

Posted by: Jules Winnfield 10 Nov 2010, 01:18
SPIRIT CRUSHER
დაკარგული პირადობის მოწმობის ნაცვლად ახალი მოწმობის ასაღებად წარმოადგინეთ:

* განცხადება-ანკეტა (მიიღებთ ტერიტორიულ სამასახურებში);
* დაბადების მოწმობა ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი (დედანი და ასლი);
* 2 ფერადი ფოტო-სურათი (ფოტოსურათს გადაიღებთ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში);
* ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ნებისმიერი ბანკიდან. ჯარიმა შეადგენს 3 ლარს

შენიშვნა:

თუ დაკარგული პირადობის მოწმობა აღებული იყო სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სხვა ტერიტორიულ სამსახურში, წარადგინეთ 3 სურათი, ხოლო რეგისტრაციისთვის - საცხოვრისის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან საცხოვრისი მესაკუთრის თანხმობის დადგენილი ფორმა.

http://www.cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=2#sp6

Posted by: Fed 10 Nov 2010, 01:20
10 ლარად გამიკეთეს დაჩქარებული ზაფხულში მეც დავკგარგე და 5დღეში იყო თუ 3ში არ მახსოვს givi.gif იტოგში 3 ლარი ღირს მგონი მოსახურება და 10დღეში იქნება. 5-10 ლარი ჩაიდე ჯიბეში და მიდი მეტი არ დაგიჯდება რაა ამდენ ლაპარაკს wink.gif

Posted by: Kanye 10 Nov 2010, 01:24
SPIRIT CRUSHER
QUOTE
ხოდა კაროჩე რა მაინტერესებს რა ჯდება პირადობის მოწმობის აღდგენა ხო ვერ მეტყვით???


3 ლარი ეწერა ჩმპრშგვთვ

Posted by: SPIRIT CRUSHER 10 Nov 2010, 01:32
Jules Winnfield
ესეიგი იქ რომ მივიდე ზუსტად სადაც ავიღე თავის დროზე პირადობა მივიტან ჩემს დაბადების მოწომობას და ჯანდაბას პასპორტსაც წავიყოლებ.პლიუს ამას იქვე გადავიღებ სურათებს სავარაუდოდ დისკზეცვე და... გამოვა,რომ 3 ლარი მექნება მინიმუმ გადასახდელი,ხომ? ანუ სხვა რამე საბუთი ხომ არ დასჭირდება,მაგალითად ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ...

Posted by: Jules Winnfield 10 Nov 2010, 01:49
SPIRIT CRUSHER
ვერაფერს გეტყვი. მე უბრალოდ დავაკოპირე ის რაც საიტზე ეწერა. smile.gif


Posted by: AAmON 25 Feb 2011, 20:36
დავკარგე პირადობა. ჩაწერილი ვარ ქუთაისში აღებული მქონდა ქუთაისში და აღსადგენად აუცილებლად მომიწევს წასვლა ქუთაისში ?. სხვა ალტერნატივა არ არის?

Posted by: CIGAR 12 Feb 2012, 15:34
ბიომეტრიული დავკარგე და აგდგენა რა ჯდება არ იციტ?

Posted by: Trance In Trance 12 Feb 2012, 16:12
QUOTE
რა ჯდება პირადობის მოწმობის აღდგენა ხო ვერ მეტყვით???

აზიზეის მეჩეთი უნდა ააგო ჯერ და მერე მოგცემენ უფლებას აღადგინო yes.gif

Posted by: FinaLLe 12 Feb 2012, 16:17
საფულე აღადგინე პირდაპირ yes.gif

-----------------------------

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)