მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ეკონომიკის მთავარი დაავადება უარყოფითი სავაჭრო ბალანსია. მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანას: აშშ, კორეა, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი და ასე შემდ. აქვთ უზარმაზარი დადებითი სავაჭრო ბალანსი, ანუ ბევრად მეტი გააქვთ ექსპორტზე ვიდრე ქვეყანაში შემოდის. ესაა სწორედ ეკონომიკის ხერხემალი, ეროვნული ვალუტის სტაბილურობის საფუძველი და სამუშაო ადგილების შექმნის, ეკონომიკის განვითარების ქვაკუთხედი.
როგორი სიტუაცია გქვონდა ამ მხრივ საქართველოში? დამოუკიდებლობის შემდეგ 2016 წლამდე, თითქმის ყოველ წელს საქართველოდან ექსპორტი მცირდებოდა ხოლო იმპორტი იზრდებოდა. ქართული ეკონომიკის ეს დამანგრეველი ტრენდი ათწლეულები გრძელდებოდა და საბოლოოდ 2016 წლისთვის უარყოდითმა სავაჭრო ბალანსმა 6 მილარდ დოლარამდე შეადგინა. უარყოფითი სალდო გვაქვს ჩვენს ყველა მეზობელ ქვეყანასთან (სომხეთი თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი). 2016 წლიდან სიტუაციამ გამოსწორება დაიწყო და როგორც ჩანს მთავრობამ სწორი პოლიტიკის გატარება დაიწყო. ქართული ექსპორტის გაძლიერებაზე დიდი, დადებითი გავლენა მოახდინა ასევე ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ, რაც ჩემი აზრით სწორი ნაბიჯი იყო.
ამის შემდეგ 2018 წელს საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა, ხოლო იმპორტი შემცირდა. იგივე განმეორდა 2019 წელსაც. 2019 წელს ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 0.8%-ით შემცირდა.
საქსტატი“ 2019 წლის საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2019 წელს ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 0.8%-ით შემცირდა.
კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 3 771.5 მლნ აშშ დოლარი იყო (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ აშშ დოლარი (0.8 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წელს 5 291.8 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტი შეადგინა.
უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კვლავ რჩება კატასტროფულა დიდი, თუმცა ტრენდი დადებითია.
https://www.bpn.ge/article/64430-2019-cels-...8-it-shemcirda/
გინდა ცხონება? – იყავი ეკლესიაში და იგი არ გაგცემს შენ. ეკლესია ზღუდეა: თუ ამ ზღუდის შიგნით იმყოფები, მგელი ვერ შეგეხება; ხოლო თუ გარეთ გახვალ, ნადირი მოგიტაცებს. ნუ განეშორები ეკლესიას, ქვეყნად მასზე ძლიერი არაფერია; ის არის შენი იმედი, მასშია შენი ცხონება.
( წმ. იოვანე ოქროპირი)