ჩეხი მწერლის, ბოჰუმილ ჰრაბალის რომანის „ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“ პრეზენტაცია
პარასკევს, 20 ივნისს, საღამოს 7 საათზე გეპატიჟებით წიგნის მაღაზია „დიოგენეში“ - დიდი ჩეხი მწერლის, ბოჰუმილ ჰრაბალის რომანის „ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“ პრეზენტაციაზე.
მისამართი: ა.აფაქიძის 9 (სპორტის სასახლის გვერდით)
2213321, 2183787
სერია „დიოგენეს ბიბლიოთეკა“
ფასი 9.90ლ
შეხვედრა მთარგმნელ სულხან მუხიგულაშვილთან.
არაოფიციალური ნაწილი.
„ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“ მეოცე საუკუნის დიდი ჩეხი მწერლის, ბოჰუმილ ჰრაბალის (1914-1997) ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია. 1971 წელს დაწერილი რომანი ცენზურის მიერ კარგა ხანს იყო აკრძალული და მხოლოდ 1989 წელს გამოქვეყნდა (თუმცა არაოფიციალური გამოცემები მანამდეც არსებობდა).
იან დიტე ძალიან დაბალია. ამის გამო ხან თავში წაუთაქებენ ხოლმე, ხანაც პატარასავით უყვავებენ. ოფიციანტად მსახურობს და ამქვეყნად ორი რამ აღელვებს - ფული და გოგოები... „ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“ მის თავს გადამხდარი ამბებია, რომლებსაც თავად ყვება - მთლად შესაშური სიმწყობრით ვერა, თუმცაღა მთელი მონდომებით.
ბოჰუმილ ჰრაბალი დაიბადა 1914 წელს ბრნოში. უნივერსიტეტში იურისპრუდენციას სწავლობდა. მუშაობდა ტელეგრაფისტად, რკინიგზის სადგურის მორიგედ, კომივოიაჟერად, სცენის მუშად... ჰრაბალის წიგნებს შორის ყველაზე ცნობილია რომანები „ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“ და „მკაცრი კონტროლის ქვეშ მყოფი მატარებლები“. ორივე მათგანის მიხედვით ცნობილმა ჩეხმა რეჟისორმა ირჟი მენცელმა ფილმები გადაიღო. 1997 წელს ბოჰუმილ ჰრაბალი ტრაგიკულად დაიღუპა - იგი საავადმყოფოს მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა.
This post has been edited by tezevs on 17 Jun 2014, 15:40
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)