ჯოან, "ჯო" მიურეი (Joanne "Jo" Murray), როულინგი (Rowling), დაიბადა 1965 წლის 31 ივლისს, იეიტსში, გლოსტერშირის საგრაფოში, ინგლისი. ინგლისელი მწერალი, უფრო ცნობილია ლიტერატურული ფსევდონიმით ჯ.კ. როულინგი (ჯოან კეტლინ როულინგი). ავტორი რომანების სერიის ჰარი პოტერზე, რომელიც ითარგმნა 65-ზე მეტ ენაზე. მთელ მსოფლიოში გაიყიდა 350 მილიონზე მეტი ეგზემპლიარი (აშშ - 80 მილ, გერმანია - 17,5 მილ, რუსეთი - 13,5 მილ, დიდი ბრიტანეთი - 8 მილ, კანადა - 6 მილ, ავსტრალია და ახალი ზელანდია - 5,3 მილ, იტალია - 3,7 მილ, პოლონეთი - 2,2 მილ, ლიტვა 2,1 მილ. და ა.შ.) . 2001 წელს როულინგმა მიიღო პრემია ჰიუგო (სწორედ ამ პრემიის საპატივცემულოდ ქვია ჰარის ერთ-ერთ შვილს - ჰიუგო) რომანისთვის "ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი". ასევე ის არის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი.
ბიოგრაფია
ჯოანის მშობლებმა, ჯოან პიტერ ჯეიმს როულინგმა და ენნ ვოლანტმა ერთმანეთი ლონდონის ვაგზალ "კინგს-ქროსზე" გაიცნეს. არბროთისაკენ მიმავალ მატარებელში, ერთ კუპეში აღმოჩნდნენ. ორივე 45-ე სადივერსიო-სადესანტო რაზმში (პიტერი ახალწვეული იყო, ენნი კი დამხმარეთ მუშაობდა სამხედრო-საზღვაო ფლოტში) მიემართებოდა. როდესაც რამოდენიმე თვეში ენნი დაფეხმძიმდა ორივემ გადაწყვიტა არმია დაეტოვებინა, და 1965 წლის 14 მარტს, როდესაც ენნი მეხუთე თვეში იყო ისინი, ჩრდილო ლონდონში, ტაფნელ-პარკის ყველაწმინდას ეკლესიაში დაქორწინდნენ. ორივეს სულ ახლახანს 20 წლი შესრულებოდათ. ქორწილის შემდეგ, 1965 წელს ისინი ბრისტოლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, გარეუბან იეიტსში, გლოსტერშირის საგრაფოში, დასახლდნენ. პიტერი მოსწავლედ მოეწყო საკონვეიერო ქსელ "ბრისტოლ სიდლ"-ში, ბრისტოლის ჩრდილოეთით, ფილტონში. იმავე წლის 31 ივლისს კი, ჩიპინგსში სამშობიარო სახლ "სოდბერში" ქვეყნიერებას ჯოან როულინგი მოევლინა. ხოლო 2 წელიწადში, 28 ივნისს 1967 წელს მისი და, დაიანა "დი" დაიბადა.
როდესაც ჯოანს 4 წელი შეუსრულდა, ოჯახი ბრისტოლის სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ ვინტერბორნში გადასახლდა. ჯოანი და დიანა იქ და-ძმა პოტერებს დაუახლოვდნენ. ჯოანი, სენტ-მაიკლის დაწყებით სკოლაში დადიოდა, რომელიც 200 წლის წინ უილიამ უილბერფორსმა დაარსა.
დედა მთელ თავის დროს ქალიშვილებს უთმობდა. ენს შვილებისთვის წიგნების კითხვა უყვარდა. 5 წლისთვის ჯოანმა უკვე ყველა საბავშვო წიგნი თითქმის ზეპირად იცოდა. საყვარელი წიგნი ელიზაბეტ გოუჯის "პატარა თეთრი ცხენი" იყო. ასევე, ძალიან უყვარრდა "მენის თაგვი", ავტორი პოლ გალიკო, და კლემენ ფრეიდის "გრიმბლი". 6 წლისამ მან დედას თავისი პირველი მოთხრობა აჩვენა კურდღელზე სახელად კურდღელი, რომელსაც წითელა შეეყრება და მის სანახავად მის მეგობრები მოდიან, მათ შორის გიგანტური ფუტკარი სახელად მისს ფუტკარი.
როცა ის 9 წლისა იყო ოჯახი კვლავ გადაბარგდა. ამჯერად ბრისტოლის ჩრდილო-დასავლეთით, ტატშილში. სწავლობდა ვიედინის საშუალო სკოლაში. ის ძალიან ჩუმი, მორიდებული, ჭორფლიანი, არასპორტული, აღნაგობის ბავშვი იყო. საყვარელი საგანი მშობლიური ინგლისური, და სხვა უცხო ენები იყო. იგი ხშირად თხზავდა დაუჯერებელ ისტორიებს თავის მეგობრებზე, სადაც ისინი წარმოუდგენელ გმირობებს ჩადიოდნენ. მეგობრები ძალიან კმაყოფილები იყვნენ.
როდესაც ჯოანი 15 წლის იყო დედა ავად გახდა. დიაგნოზი - გაფანტული სკლეროზი.
გამოსაშვებ კლასში ჯოანმა გადაწყვიტა ოქსფორდში ჩაბარება. მან წარმატებულად ჩააბარა გამოსაშვები გამოცდები, მისი გვარი კანდიდატების სიაში მოხვდა, მაგრამ პრესტიჟული უნივერსიტეტის სტუდენტი ის მაინც ვერ გახდა. ჯოანმა გადაწყვიტა მეტი აღარ ეცადა და წელი არ დაეკარგა, მან საბუთები ექსტერის უნივერსიტეტში შეიტანა და მოეწყო კიდეც იქ, 1983 წელს. მას უნდოდა მშობლიური ინგლისური შეესწავლა მაგრა მშობლების რჩევით ფრანგულ განყოფილება აირჩია. მათი აზრით 2 ენის ცოდნა მდივნის კარიერაში წაადგებოდა.
უნივერსიტეტი ხელოვნების ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა. გადავიდა ფორკსში, სადაც არაერთი სამუშაო ადგილი შეიცვალა. ის მთარგმნელ-მდივნად მუშაობდა ორგანიზაცია "ინტერნაციონალური ამნისტიის" ლონდონის განყოფილებაში. ცოტა ხნით მანჩესტერის სავაჭრო პალატაში.
1900 წელს ჯოან როულინგი მანჩესტერში გადასახლდა.
1900 წლის 30 დეკემბერს ჯოანის დედა გარდაიცვალა, რომელიც სიკვდილამდე რამოდენიმე წელი პრაქტიკულად პარალიზებული იყო. ამის შემდეგ ჯოანმა გადაწყვიტა ინგლისი დაეტოვებინა და საცხოვრებლად პორტუგალიაში გადავიდა.
1991 წელს, 26 წლის როულინგი პორტუში ჩავიდა. ის კერძოდ ინგლისურის გაკვეთილებს ატარებდა, სადილის შემდეგ და საღამოს. ხოლო დილაობით ქმნიდა. ამ დროს ის თავის მესამე რომანზე მუშაობდა (პირველი ორი გადააგდო როგორც "ძალიან ცუდი") ბიჭზე რომელმაც გაიგო რომ იგი ჯადოქარია, და ჯადოსნურ სკოლაში მოხვდა. რომლის იდეა მას 1990 წელს მანჩესტერიდან ლონდონში მიმავალ მატარებლის ვაგონში გაუჩნდა. მატარებელი მოულოდნელად შუა გზაზე გაჩერდა, და ფანჯარაში როულინგმა გამხდარი ბიჭი დაინახა დიდ სათვალეებში.
პორტუში, 1992 წელს ჯოანი სტუდენტ-ჟურნალისტ ჟორჟი არანტეშზე გათხოვდა. ერთი წლის შემდეგ, მათ ქალიშვილი, ჯესიკა გაუჩნდათ. ქალიშვილის დაბადების შემდეგ ქმარმა გაყრაზე განცხადება შეიტანა. გაყრის შემდეგ ჯოანი შოტლანდიაში, ედინბურგში, დასთან, დისთან ახლოს გადმოსახლდა.
შემწეობაზე მყოფი, დეპრესიაში, ის კაფე "ნიკოლსონში", ყოველ დღე "ჰარი პოტერს" წერდა. ჯესიკას კი მის გვერდზე საბავშვო ეტლში ეძინა. ჯოანი ერთ–ერთ ინტერვიუში იხსენებს – "ვაცნობიერებდი რომ თუ წიგნს უახლოეს პერიოდში არ მივიყვანდი ბოლომდე ამას ვეღარასდროს შევძლებდი. სამუშაო და ბავშვი თავისუფალ დროს პრაქტიკულად არ მიტოვებდა. როდესაც ჯესიკას ჩემს გვერდზე ეძინა მე არანორმალურ რიტმში ვიწყებდი წიგნის წერას. ასეთი ტემპებით ვმუშაობდი უახლოეს კაფეში თითქმის ყოვე დღე.".
ასე გამოიყურება ის შენობა სადაც კაფე "ნიკოლსონი" მდებარეობდა, მისამართზე 2-8a Nicolson Street. (კაფე მარცხნივაა).
და მემორიალური დაფა რომელიც გვაუწყებს: "ამ შენობის მეორე სართულზე ჯ.კ. როულინგმა დაწერა "ჰარი პოტერის" პირველი ნაწილის რამოდენიმე თავი."
შოტლანდიის ხელოვნების საბჭომ მას წიგნის დასამთავრებლად გრანტი გამოუყო, და ბევრი უშედეგო ცდის შემდეგ ბოლოს და ბოლოს მან "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" ბრიტანულ გამომცემელ "ბლუმსბერის" მიყიდა 4000$. ამ დროისთვის როულინგი ფრანგულის მასწავლებლად მუშაობდა.
რამოდენიმე თვეში საგამომცემლო ფირმა "არტურ ლივაინი/ სახელმძღვანელო ლიტერატურა" ყიდულობს წიგნზე უფლებებს ამერიკაში. ჯოანი საკმაოდ სოლიდურ ჰონორარს იღებს და კერძო პედაგოგობას თავს ანებებს.
"ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" 1997 წლის ივნისში გამოვიდა და სენსაცია გახდა - დამწყები და ყველასათვის უცნობი მწერლის რომანი წლის საბავშვო წიგნად აღიარეს დიდ ბრიტანეთში. აშშ-ში წიგნი 1998 წელს გამოჩნდა ცოტათი შეცვლილი სახელით "ჰარი პოტერი და ჯადოქრის ქვა". (ეს ერთადერთი შემთხვევა იყო როცა ჯოანმა სათაურის დამახინჯების უფლება მისცა ამერიკაში).
პირველ ტომს მოყვა "ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი" (1998), "ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე" (1999), "ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი" (2000), "ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი" (2003), "ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი" (2005). მეშვიდე, ბოლო რომანი, "ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები." დიდ ბრიტანეთში, აშშ–ში და რამოდენიმე ქვეყანაში 2007 წელს გამოჩნდა.
ძირითადი სერიის დამატებად როულინგმა კიდევ 3 წიგნი დაწერა რომელიც ჰარი პოტერის ჯადოსნურ სამყაროს ეხება. ყველა ეს წიგნი ნახსენებია ჰარი პოტერის რომანებში, ოღონდ მათ სხვა, გამოგონილი ავტორები ყავთ. ესენია "ბარდი ბიდლის ზღაპრები", "კვიდიჩი ძველი დროიდან ჩვენამდე" და "ფანტასტიკური ცხოველები და მათი საცხოვრებელი არეალი".
ასევე 800 სიტყვიანი მოთხრობა, სირიუს ბლექზე და ჯეიმს პოტერზე, რომელიც მათი ახალგაზრდობისდროინდელ ერთ ამბავს მოგვითხრობს.
1998 წელს კინოკომპანია Warner Bros-მა პირველი ორი რომანის ეკრანიზების უფლება შეისყიდა.
2001 წელს ეკრანებზე რეჟისორ კრის კოლამბუსის "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" გამოჩნდა. კოლამბუსი ცნობილია შემდეგი ფილმებით - "მარტო სახლში", "200 წლის ადამიანი", "მისის დაუტფაიერი", "დედინაცვალი"... მეორე ნაწილის "ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი" რეჟისორი ისევ კოლამბუსია. III, IV , V ნაწილები 2004, 2005, 2007 წლებში გამოვიდა. VI "ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი" 2009-ში. ბოლო ნაწილი კი ორად გაყვეს და ისინი 2010 და 2011 წლებში იხილა მილიონობით მაყურებელმა.
სერიის წარმოუდგენელმა პოპულარობამ მკითხველებში, ასევე რომანების ეკრანიზაციებმა როულინგს საქვეყნო აღიარება და დიდძალი ქონება მუტანა. 2004 წლიდან როულინგი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარ ქალთა რიცხვში შედის. ჟურნალმა Forbes როულინგის კაპიტალი 1 მილიარდ შეაფასა. "ჰარი პოტერი" როგორც ბრენდი კი 15 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. უკანასკნელმა ოთხმა ნაწილმა კი რეკორდი დაამყარა, როგორც ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაყიდვადმა წიგნებმა
ჯოან როულინგი უამრავი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის მფლობელია, მათ შორის Nestle Smarties Gold Award (სამჯელ), British Book Awards, Children’s Book Award (ორჯელ), he Booksellers Association/The Bookseller Author of the Year Award (ორჯელ), Scottish Arts Council Children’s Book Award (ორჯელ).
2000 წელს დაჯილდოებული იქნა ბრიტანეთის იმპერიის ორდენით.
როულინგი აქტიურადაა დაკავებული ქველმოქმედებით. ძირითადად მარტოხელა დედების და გაფანტული სკლეროზის კვლევის ფონდებს სწყალობს.
2001 წელის 26 დეკემბერს ჯოანი მეორედ გათხოვდა ედინბურგელ ექიმ-ანესთეზიოლოგ ნილ-სკოტ მიურეიზე. 2003 წელს მათ ვაჟი დევიდ გორდონ როულინგ მიურეი შეეძინათ. 2005-ში კი ქალიშვილი მაკენზი ჯინ როულინგ მიურეი.