Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ელექტრონული კომერცია > Building an SEO Agency


Posted by: Skinheada 21 Aug 2019, 04:39
11+ წელია ფორუმზე შემოვდივარ და დღესაც კი უკმაყოფილო ვარ იმ ინფორმაციით რასაც ეს კონკრეტული განყოფილება შეიცავს. მგონია რომ ძალიან ბევრ აქაურ იუზერს აქვს საკმაო გამოცდილება იმისთვის რომ გაგვიზიაროს სხვადასხვა ციფრულ ინდუსტრიაზე.

დღეს მე მინდა გაგიზიაროთ ის სრული პროცესი თუ როგორ შეგიძლიათ შექმნათ ხუთნიშნა შემოსავლის მქონე სააგენტო ერთ კონკრეტული ნიშის გარშემო.

ზოგადად ციფრული სააგენტოს გაკეთება თითქმის ყველა ნიშაში შეიძლება, მათ შორის - Facebook Ad, Ecommerce branding, Amazon Product Optimization, Amazon Product Research, Email Marketing, Media Buying, etc. - მოკლედ ამით იმის თქმა მინდა რომ არსებობს თითქმის ულევი ნიშა რაზეც შეგიძლიათ დააფუძნოთ თქვენი ციფრული სააგენტო და მაინც ძალიან ბევრი კლიენტი გეყოლებათ.

რატომ კონკრეტულად SEO? - მე პირადად საიტის ოპტიმიზირების დიდი გულშემაკტივარი ვარ, და გარკვეუწილად ე.წ. რომანტიულ ურთიერთობაში ვარ გუგლთან რადგან მიმაჩნია რომ ორგანული ტრაფიკი ყველაზე მეტად დაფასებულია და ყოველთვის (99% შემთხვევაში) ამართლებს იმ ჩადებულ ინვესტიციას (თანხას, დრო, ენერგია და ნერვები).

Media Buying-სგან განსხვავებით საძიებო სისტემებიდან გადმოდიან ზე-ტარგეტირებული მომხმარებლები რომლებსაც კონკრეტული ქვეცნობიერი დავალება აქვთ რომ მიიღონ ინფორმაცია + იყიდონ პროდუქტი/სერვისი თქვენგან. შესაბამისად ყველა ბიზნესი (ყოველ შემთხვევაში ციფრულ მარკეტინგში კარგად გარკვეული ბიზნესი) ყოველთვის მიისწრაფის ორგანული ტრაფიკისკენ.

დღეს მინდა გაგიზიაროთ ის კონკრეტული მეთოდი რითაც შევძელი SEO კლიენტების აყვანა (კლიენტების აყვანა არა მხოლოდ აშშ-დან არამედ, ევროკავშირის ქვეყნებიდან და აზიიდან).

უკეთესი ხომ არ არის SEO-ს ცოდნის შემთხვევაში უბრალოდ ჩემს პროექტებზე იმუშავო? რატომ ჯობია სააგენტო გაკეთება?

პირველ რიგში მინდა ავღნიშნო ეს არის ერთ-ერთ უმარტივესი გზა იმისთვის რომ შემოსავალი/მოგება ნახო SEO ინდუსტრიაში. ახლა არ დავიწყებ იმის ახსნას თუ რა ძვირი სიამოვნებაა SEO ყოველი საიტისთვის თუმცა თუ PRO დონეზე იცი რასაც აკეთებ, ყველაფერი მარტივდება და აღარც დიდი ბიუჯეტი გჭირდება მედიუმ/მარტივი დონის ქივორდებზე გასასვლელად.

როცა გყავს SEO კლიენტი, გაქვს წვდომა იმ ფინანსებთან (კლიენტის ბიუჯეტთან) რომელთანაც შეიძლება პირად პროექტებზე არ გქონდეს. გაქვს შანსი რომ არა მხოლოდ წარმატებით გაუკეთო საქმე კლიენტს, არამედ შენც ნახო დიდი სარგებელი - დატესტო შენი იდეები იმ ფინანსებით რასთანაც მოგცეს წვდომას კლიენტი. კლიენტებთან ურთიერთობა გაძლევს საშუალებას რომ დატესტო უამრავი ინდუსტრია, უამრავი ქვეყნის თუ ქალაქის ლოკალ ოპტიმიზაცია და რეალურად გაიზარდო ამ პროფესიაში. დებატი იმის შესახებ თუ რა ჯობია SEO Agency თუ უბრალოდ პირადი SEO პროექტები - ჩემთვის პირადად ყოველთვის სააგენტო სასარგებლოდ მთავრდება (განსაკუთრებით ახლა როცა წარმატებული სააგენტო მაქვს და ჩემს უნარებს ვტესტავ 11 სხვადასხვა ინდუსტრიაში/ნიშაში).

რა არის საჭირო დასაწყებად?

მე პირადად პირველი კლიენტის დროს საერთოდ არ მქონდა ე.წ. Landing Page მზად. უბრალოდ მქონდა წარსული ურთიერთობა ამ კლიენტთან და ყოველგვარი საიტის და ზედმეტი ვერიფიკაციების გარეშე მენდო.

თუმცა შემდგომ ეტაპზე დამჭირდა საიტი სადაც მექნებოდა მითითებული საბაზისო ინფორმაცი (ვინ ვარ(თ), რა არის ჩვენი მიზანი, რა პროექტებზე გვიმუშავია, საკონტრაქტო ინფორმაცია). ჩემი დაკვირვებით ყველა კლიენტი შენი სააგენტო საიტს უყურებს როგორც გარკვეულ ვერიფიკაციას რომ სანდო და "ლეგიტიმური" ხარ ამ ინდუსტრიაში. რეალურად რომ დატესტო და 1000 სისულელე ჩაწერო ამ საიტზე ნებისმიერ გვერდზე, მაინც არ მიაქცევენ ყურადღებას, უბრალოდ უყურებ დიზაინს და რწმუნდებიან იმაში რომ საიტი გაქვს = სანდო ხარ lol

მართლა არიან ასეთი ენტრეპრენერები და ბიზნესმენები რომელთათვისაც ლენდინგ ფეიჯის არსებობა სრულიად საკმარისია მიუხედავად იმისა რაც გიწერია იმ გვერდზე. მთავარი ნახონ რომ ონლაინ არსებობ smile.gif

ამიტომ ჯობია გქონდეს სააგენტოს საიტი - რა არის საჭირო ამისთვის

1. ჰოსტინგი - $10/15 თვიურად
2. დომენი - $12-15 წლიურად
3. Wordpress ძრავი - უფასო
4. Wordpress დიზაინი - $49/$70

ვორდპრესის დიზაინი შეგიძლიათ აარჩიოთ აქედან - https://themeforest.net/category/wordpress?tags=seo%20agency#content ; საშუალოდ $50 დოლარად საკმაოდ ლამაზ და რესპონსივ დიზაინს იყიდით;

თუ არ აპირებ შენი სააგენტო საიტის ოპტიმიზირებას გუგლისთვის მაშინ შეგიძლია უბრალოდ ვორდპრესის დიზიანი "demo data" ატვირთო და დაახლოებით 5-10 წუთში გექნება მრავალფუნქციური საიტი;

თუ აპირებ შენი სააგენტოს საიტის ოპტიმიზირებას გარკვეული ქივორდებისთვის და მზად ხარ გარკვეული ბიუჯეტის დასახარჯად მარტო SEO-სთვის, მაშინ demo data-ს საერთოდ არ გაეკარო, და ნებისმიერ დიზაინზე შექმენი ნებისმიერი data შენით;

მაქვს საკუთარი საიტი, მზად ვარ სააგენტო ასამუშავებლად - ახლა რა ვქნა

ეხლა იწყება ყველაზე საინტერესო შენი სააგენტოსთვის. საიდან შეიძლება მოვიყვანო კლიენტი? Self-proclaimed გურუები ყოველთვის იწყებენ ორგანული ტრაფიკით, რომ ის ყველაფერს ჯობია და თუ არ შეგიძლია შენი საიტის ოპტიმიზირება მაშინ უნდა შეეშვა ამ საქმეს - ისინი ცდებიან და იმიტომაც არიან გურუები და კურსების გაყიდვის გარდა სხვა შემოსავალი არ აქვთ, for real.

კლიენტის მოზიდვის უამრავი გზა არსებობს. კი, გარკვეულ ქივორდებზე გასვლა და ორგანული ტრაფიკის (მიზნობრივი აუდიტორიის) მიღებას არაფერი სჯობს მაგრამ რეალურად ასეთ სტატიებს და გაიდლაინებს უმეტესად ისინი კითხულობენ ვისაც სურს ე.წ. უფასო (ან იაფი) გზა იმისთვის რომ კლიენტზე გავიდეს. შესაბამისად ამ თემაში მხოლოდ ჩემს იმ მიდგომაზე ვისაუბრებ, რომელიც ძვირი არ ჯდება და დიდ მარკეტინგულ ცოდნას არ საჭიროებს. კონკრეტულად კი შევეხები Cold Emailing-ს.

პირველი ნაბიჯები

მაშინ როცა დიდი ბიუჯეტის გარეშე აპირებ კლიენტი აყვანას, ყველაფრის გაკეთება მოგიხდება manually. დაწყებული იმეილების ბაზის შექმნის, დამთავრებული რეპორტების გაკეთებით.

პირველ რიგში საჭიროა, მიზნობრივი აუდიტორიის გაკეთება. მყავს უცხოელი მეგობარი რომელიც მხოლოდ Injury Lawyer-ებისთვის აკეთებს საქმეს, ანუ ძალიან შეიმოკლა სამიზნე აუდიტორია თუმცა ფიქრობს რომ კონკრეტულ ნიშას კარგად იცნობს და შედეგებიც აქვს, მიუხედავად იმისა რომ Law ნიშა გუგლში არის ძალიან კონკურენტული.

შენ თუ დამწყები ხარ, არ უნდა შეიზღუდო თავი არცერთი ნიშით, უბრალოდ დაიწყე. აიღე ნებისმიერ ნიშა და მოძებნე კონკრეტული ქივორდი.

საცდელად ავიღოთ სასესხო ინდუსტრიის რომელიმე მიმართულება. კონკრეტული ქივორდი იყოს - Invoice factoring in Nevada (კონკრეტული შტატი/ქალაქი იმისთვის რომ უფრო მეტად მიზნობრივი კლიენტი მოძებნო).

ეს არის შედეგები ქართული აიპიდან

user posted image

ეს არის შედეგები ამერიკული აიპიდან (Ahrefs)

user posted image

შედეგები სრულებით განსხვავდება ტერიტორიული პრინციპიდან გამომდინარე. ორივე შედეგები არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი

ვიწყებთ ძალიან დამღლელ პროცესს - ყველა ბიზნესის ვებსაიტის (რაც ამ ქივორდზე შეგვხვდება - მნიშვნელობა არ აქვს პირველ თუ 100ე პოზიციაზეა) და მათი საკონტაქტო იმეილის შენახვას. ამისთვის დაგვეხმარება Google Sheets რაც ძალიან მიმარტივებს მე პირადად ყველაფერს, თან ლეპტოპშიც არაფრის შენახვა არ მჭირდება, ყველაფერს ქლოუდ დონეზე ვაკონტროლებ.

ახლა იწყება კიდევ უფრო დამღლელი პროცესი რომლებიც რამდენი საითს წაგართმევს - ყველა საიტი რომელიც ამოიწერე უნდა გაატარო ე.წ. scan-ში. აქ დაგჭირდება premium ან freemium tools.

Semrush - აქვს 30 დღიანი უფასო ვერსია
Ahrefs - აქვს 7 დღიანი ვერსია $7-ად.

აქვს დავკონკრეტდები:

ზოგადად SEO იყოფა ორ ძირითად ნაწილად: On-page (technical SEO, meta tags, headings, content optimization, sitemap, siloing, etc.) & Off-page (Link building). თითქმის ყველა პრემიუმ პროგრამა რომელიც ყველა SEO სპეციალისტს აქვს 99% შემთხვევაში ორიენტირებულია იმაში რომ დაგეხმაროს off-page SEO-ში ანუ Link Building.

On-page SEO - ეს არის საიტის ოპტიმიზირება და გამართვა იმისთვის რომ გუგლის რობოტები (ქროულერები) შემოვიდნენ და მათ არ გაუჭირდეთ შენი საიტიდან/ახალი გვერდიდან რელევანტური ინფორმაციის მიღება და შემდეგ მათ დაინდექსება. თუ ტექნიკურად ყველაფერი არის გამართული, თითქმის 70% საქმის შესრულებული გაქვს, თუმცა ტექნიკური SEO არის ძალიან ძვირი და ცალკე არსებობენ technical SEO specialist-ს რომლებმაც შეიძლება იმაზე მეტი თანხა აიღონ შენი საიტის ტექნიკური გამართვისთის ვიდრე off-page SEO-ში მოგიწევს რო დახარჯო.

Off-page SEO - უკვე არსებული ვებ-გვერდის პრომოუშენი სხვა საიტებზე (Private Blog Network-ის აგება და ხელოვნური გზით საიტის გაყვანა გარკვეულ ქივორდზე, ან guest post საიტების მოძებნა და იქიდან ლინკის მიღება, და ა.შ.)

(off-topic: მომდევნო დღეებში, კვირებში ვაპირებ ძალიან ბევრი გაიდლაინის დაწერას რომელსაც სრულად ტექნიკურ და ოფ-ფეიჯ SEO-ს მივუძღვნი, ამიტომ თუ ჯერ დამწყები ხარ ამ საქმეში, დაელოდე მომდევნო გაიდლაინებს რომ უფრო მეტი გაიგო. ან უფრო სწრაფი გზაც არსებობს - დაგუგლე და დღესვე შეიქმენი სრული სურათი SEO-ზე).

მაგალითად Ahrefs არის ძალიან მაგარი პროგრამა იმისთვის რომ შენი კონკურენტების ლინკ ბილდინგს ადევნო თვალი, და ნახო მათი წარსული ლინკები, საიდან და როგორ ახერხებდნენ off-page campaign-ების წარმოებას. შეამოწმო კონკრეტული დომენი ღირს თუ არა გამოიყენო ლინკ ბილდინში, გამოდგება PBN-ისთვის, ა.შ. - იგივე სიტუაციაა SEMRush-ის შემთხვევაში, თითქმის იგივე ფუნქციები და ა.შ.

თითქმის არ არსებობს იდეალური თული რომელიც დაგეხმარება ტექნიკური SEO-ს შესრულებაში. ანუ ამ შემთხვევაში ყველაფერი უნდა შეამოწმო (ნუ არსებობს მაგალითად screaming frog, თუმცა მე პირადად ვერ ვენდობი ვერთცერთ თულს ამ დროს) დეტალურად. ამიტომ ყველაფრის გაკეთება გიწევს manually და საკმაოდ დიდი დრო შეიძლება დაიხარჯოს ამაში, თუმცა ერთიანი სისტემის შექმნის შემდეგ საკმაოდ გაგიმარტივდება ყველაფერი.

რატომ უნდა ვკონცენტრირდე ის საიტზეც, რომელიც უკვე პირველ ადგილზეა? ხომ არ ჯობია, რომ უფრო დაბალ საფეხურზე მყოფ საიტებების მფლობელებს დავეკონტაქტო?

რომელიმე კონკრეტულ ქივორდზე პირველ ადგილზე ყოფნა, არ ნიშნავს რომ ამ კონკრეტული საიტის მესაკუთრე ზრუნავს SEO-ზე. შეიძლება ზრუნავდეს თუმცა უხარისხოდ რადგან ის საძიებო ქივორდი სრულებით არ აძლევდეს ბევრ მიზნობრივ მომხარებელს გუგლიდან. მაგალითად ჩვენი აღნიშნული ქივორდი ტოპ 1 ვებსაიტს შეიძლება აძლევდეს 2,000 მომხმარებელს თვიურად ხოლო ტოპ 2 ადგილზე მყოფ ვებსაიტს აძლევდეს 400 მომხმარებელს - თუმცა არსებობს უამრავი სხვა ქივორდი ამავე ინდუსტრიაში რომელთა სრული ოპტიმიზირების შემთხვევაში ამ საიტებმა შეიძლება მიიღონ 50,000 მომხარებელი ყოველ თვე - ანუ გუგლი იმდენად განვრცობადი სისტემაა რომ იქ სულ არსებობს უფრო მეტი საძიებო ფრაზა ყოველ კონკრეტულ ნიშაში და ჩვენ (SEO Specialists) შეგვიძლია უფრო მეტი ტრაფიკი შემოვუყვანოთ მათ.

პლიუს ამას, შეიძლება მათ უკვე ჰყავთ SEO Team და თუ მოეწონები, შეიძლება აგვიყვანონ საკმაოდ მაღალ ხელფასზე - trust me, been there, done that.

გვაქვს პოტენციურლი კლიენტების სია (მათი ვებსაიტები), გვაქვს მათი მეილების ბაზა - ახლა რა ვქნათ.

ახლა კიდევ უფრო დამღლელი პროცესი იწყება და ვიყენებთ შემდეგ პროგრამებს

იმეილის გასაგზავნად გვჭირდება პლატფორმა. შეგიძლია შენი პირადი @gmail-იდან აგზავნო იმეილები თუმცა ძალიან არაპროფესინალურად ჩანს სხვის თვალში, ამიტომ მაშინ როცა უკვე შენი სააგენტო ვებსაიტი გაქვს, გამოიყენე GSuite - და გადააბი შენი ვებსაიტი ამ პლატფორმას.

Gsuite - თვეში 10 ევროზე ოდნავ მეტი ღირს და დამწყებებს შეგიძლიათ 2,000 იმეილის გაგზავნა დღიურად (რაც საკმარისზე მეტია რომ დაიწყო). პლიუს ამას გექნება პროფესიონალური იმეილი - შენისახელი@შენივებსაიტი.com

თითოეულ იმეილს მიუდექი ინდივიდუალურად, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ეს ხერხი ყოველთვის ამართლდება. ვიცი რომ 2019 წელში ვართ უკვე და ყველაფრის აყვანა ავტომატიზირებულ სისტემაში გვინდა, მაგრამ რეალურად მოდი ერთ რამეზე შევთხნამდეთ - ქალაქ ნიუ ორკში, 7ე ავენიუზე არსებულ coffee shop-ის მესაკუთრეებს ვერ დაარწმუნებ შენი ავტომატუზირებული და დასპინული ტექსტებით. მოგნიშნავენ როგორც სპამს და გუგლის Gsuite პროგრამასაც საკმაოდ ცუდი რეაგირება ექნება ამაზე.

გვაქვს Gsuite, გვაქვს პოტენციური კლიენტების სია (მათი საიტები), გვაქვს მათი იმეილები - ახლა რა ვქნათ.

ვაგზავნით იმეილებს თუმცა აქვე უნდა ავღნიშნო რომ ასეთ მარტივიც არაა როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ყველა რჩევა რომელსაც ქვევით მოგცემთ, აუცილებლად უნდა გაითალისწინოთ რომ წარმატებული cold email campaign-ები გქონდეთ. მაშ ასე.

რჩევა N1 - არ ეცადო რომ პირველივე იმეილის გაგზავნისას სცადო რომ შენი სერვისი მიჰყიდო პოტენციულ კლიენტს. არავითარ შემთხვევაში არ გააკეთო, რადგან ყველაზე მარტივი გზაა რომ საერთოდ არ გაგცეს პასუხი.

რჩევა N2 - ტექსტი უნდა იყოს საკმაოდ მოკლე, და მარტივი.

რჩევა N3 - შესთავაზე უფასო დახმარება, ეს იქნება 1 დღიანი კონსულტანცია თუ 1 კვირიანი ასისტენტობა SEO სამყაროში.

რჩევა N4 - სანამ იმეილს გაუგზავნიდე, მანამდე მოახდინე მათი საიტის დათვალიერება და ყველა იმ ტექნიკური ხარვეზის ამოწერა რომელიც მათ საიტს აქვს. მე გაგიზიარებთ ჩემს პირად Google sheets-ს რომელსაც ტექნიკური SEO-ს ანალიზის დროს ვიყენებ, და თქვენც შეგიძლიათ იგივე დოკუმენტით იხელმძღვანელოთ - პლიუს ამას შეგიძლიათ აღნიშნული დოკუმენტი (რეპორტი) შეავსოთ ყოველი კონკრეტული საიტის შემოწმების შემდეგ და აღნიშნული რეპორტი გაუგზავნოთ რათა დაუმტკიცოთ რომ ბევრი რამის შეცვლა შეგიძლიათ მათ სასიკეთოდ.

ლინკი - https://drive.google.com/file/d/1KOnTdzReURlBLST3g0oYF0w883VtZn6Q/view?usp=sharing

პს. ეს დოკუმენტი (რეპორტი) არ არის ჩემი ნოუჰაუ. წლების წინ ერთ-ერთმა კლიენტმა მთხოვა რომ აღნიშნული დოკუმენტით მეხელძღვანელა და იმდენად მომეწონა (ამომწურავი სისტემის გამო) რომ დღემდე ამ დოკუმენტს ვიყენებ.

რჩევა N5 - კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ არ ეცადო რაიმის მიყიდვას პირველი რამდენიმე ურთიერთობის პერიოდში. აჩვენე რომ შენ იმისთვის დაეკონტაქტე მას რომ მზად ხარ გარკვეული დახმარება გაუწიო სრულიად უფასოდ. ოღონდ მზად იყავი რომ აჩვენო შენი სქილები, და სწორედ შენი სქილების ჩვენების შემდეგ უმეტეს შემთხვევაში თავად გიგზავნიან კონტრაქტს.

რჩევა N6 - არ გაექცე ლაივ ქოლს ან ვიდეო ჩატს. პირიქით, მოთხოვე რომ ლაივ ქოლით ან ვიდეო ქოლით გქონდეს მათთან ყოველი მომდევნო ურთიერთობა, ამ მხრივ შეძლებ ნდობა კიდევ უფრო გაზარდო სანამ კონტრაქტს დადებ.

რა თანხას იხდიან SEO სერვისებში აღნიშნული ბიზნესები?

საშუალოდ პატარა და მედიუმ ბიზნესები დაგიდებენ 3-6 თვიან კონტრაქტს, გააჩნია როგორ დაარწმუნებ პროექტის ხანგრძლივობაში;

დამწყებებისთვის ძნელია ისეთი კლიენტების მოძებნა რომლებიც იხდიან $2000 თვიურად. ძნელია გამომდინარე იქიდან რომ დამწყებ სპეციალისტებს არ აქვთ იმ უნარების ერთობლიობა რაც ნებისმიერი დონის ამერიკულ თუ ევროპულ ბიზნესის მფლობელს დაარწმუნებს უფრო მეტის გადახდაში. თორე რეალურად ყველა დონის (მცირე, საშუალო და დიდი) ბიზნესის მფლობელებს აქვთ იმის რესურსები რომ თვიურად არა მხოლოდ ოთხნიშნა, არამედ ხუთნიშნა თანხა გადაგიხადონ.

მაგალითად ჩემი ერთ-ერთი კლიენტი (საფინანსო ორგანიზაციაა, კონკრეტული პროფილით - სესხები ომის ვეტერანებისთვის) ყოველთვიური თანხის გარდა მაძლევს საშუალებას რომ off-page SEO-ზე ანუ ლინკებისთვის დავხარჯო $5,000.0 ყოველთვე.

ამიტომ კონკრეტული თანხის დასახელება ძნელია. თუმცა დამწყებებისთვის თვიურად $750-800 საკმარისი ანაზღაურება უნდა იყოს. imho.

კიდევ ერთხელ - (off-topic: მომდევნო დღეებში, კვირებში ვაპირებ ძალიან ბევრი გაიდლაინის დაწერას რომელსაც სრულად ტექნიკურ და ოფ-ფეიჯ SEO-ს მივუძღვნი, ამიტომ თუ ჯერ დამწყები ხარ ამ საქმეში, დაელოდე მომდევნო გაიდლაინებს რომ უფრო მეტი გაიგო. ან უფრო სწრაფი გზაც არსებობს - დაგუგლე და დღესვე შეიქმენი სრული სურათი SEO-ზე).

პს. მომიტევეთ გრამატიკული შეცდომებისთვის.

Posted by: zzlevani_6 21 Aug 2019, 10:18
კარგი სტატიაა ნამდვილად , ბევრს გამოადგება . Respect ! ისე მეილის რამდენიმე ვარიანტს თუ დადებ კარგი იქნება , ზოგადად დამწყებებისთვის რთულია კარგი მეილის დაწერა დამაჯერებელი და საქმეზე ორიენტირებული რომ იყოს (და არ აღიქმებოდეს სპამად)

Posted by: zaziki 24 Aug 2019, 07:59
ძაან მაგარია,
PBN-ზე ცოტა მეტი შეგიძლია დაწერო?
რა ინტენსივობით შეიძლება ლინკების დადება, რომელი ჰოსტები ჯობია და ა.შ...


Posted by: negatoni 24 Aug 2019, 22:29
....0 ვარ ველოდები შემდეგ პოსტებს

Posted by: ABGREITORA 26 Aug 2019, 13:37
Skinheada

მშვენიერი პოსტია!

რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ ისევ ვიწყებ სეოს, ვიწყებ ჩემს პროექტებს ლოკალ სეოს მიმართულებით. გზადაგზა წაგახმართ ჩემს გამოცდილებასაც

წარმატებები

Posted by: Skinheada 1 Sep 2019, 09:37
რამდენიმე დღეში ახალ გაიდლაინს შემოგთავაზებთ : )

მინდა რომ სექტემბრის პერიოდში სრულად დავფარო SEO-ს თემა ფორუმზე. ასე რომ ოქტომბრიდან ერთი დიდი თემა იქნება სადაც გავაერთიანებ ყველაფერს

Posted by: neo> 1 Sep 2019, 11:36
Skinheada
მადლობა ინფორმატიული თემისთვის
სეო-ში ჩემი ნაბიჯები 2 თვის წინ დაიწყო, აღამოვაჩინე რომ 1 წლის წინ გაკეთებულ საიტზე ძალიან თარგეთირებული ტრაფიკ შემოდის biggrin.gif
ვაფშე ვიყიდიდე დომენი და გაუქმებას ვაპირებდი, ანალიტიკა ვნახედა გავოცდი, მე-10 პოზიციაზე არის ქივორდი და ტრაფიკი შემოდის :დდდდდ
ვაფშე დომენი რომელიც ვიყიდე, აღმოჩნდა 9 წლის, და ეგეც ვიფიქრე expired რომ იყო მაგის გამო ხომ არაო, ხზ ნუბი ვარ

ისე პმ შეილება რომ რაღაც გკითხო? country top level domain ზე მაინტერესებს ძაან რაღაც

Posted by: niangiko 1 Sep 2019, 11:43
QUOTE (ABGREITORA @ 26 Aug 2019, 13:37 )
რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ ისევ ვიწყებ სეოს, ვიწყებ ჩემს პროექტებს ლოკალ სეოს მიმართულებით

ააქვს ისევ აზრი? თუ იცი ანუ აჩერებს საიტებს პოზიციებზე თუ short term პროექტებით გინდა ცადო რაღაც ფულის შოვნა უბრალოდ? ეხლა მაგ ცპა-ში ფულს დებენ რეკლამაში ძირითადად რა რომ ალგორითმზე აღარ იყო დამოკიდებული

PS

ავტორს მადლობა კარგი თემაა!!

Posted by: Rust_Cohle 1 Sep 2019, 12:40
მადლობა
ძააან საინტერესო იყო

——————-///—————

Posted by: Skinheada 1 Sep 2019, 13:08
neo>
რა პრობლემაა, ნებისმიერ დროს.


Posted by: Deme777 2 Sep 2019, 16:22
კარგია! ღირებულ ინფორმაციას ავრცელებ ხოლმე.


Posted by: notte 2 Sep 2019, 16:22
მინდა რაღაც ახლის სწავლა , ველოდები შენს შემდეგ თემას , კარგად ხსნი და კარგად აყალიბებ !!!!
Respect up.gif

Posted by: kautokeino 10 Sep 2019, 23:20
ტეხავს ეს თემა მეორე გვერდზე.
სერიოზული ნამუშევარია.
ვკითხულობთ და ველოდებით გაგრძელებას.
ქართულ და ამერიკულ კურსებს გავდივარ ერთმანეთის პარალელურად, თუმცა პრაქტიკოსი სეოსგან, საქართველოდან დასავლეთში მუშაობის სპეციფიკის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ვერსად ნახავთ.
ასე რომ მიეძალეთ.
ძალიან მაგარი თემაა და ვინც ინგლისური იცით, ძალიან სერიოზული შემოსავლები შეიძლება მიიღოთ, თანაც დასავლელ ცივილეზებულ ადამიანებთან მუშაობით.))
ნუ დაიზარებთ და შეისწავლეთ ეს საქმე

Posted by: xx3xx 11 Sep 2019, 01:37
Skinheada
მადლობა ამ დიდებული თემისთვის, კარგად არის დაწერილი მშვენივრად და დალაგებული, კითხვა მავვს მაინტერესებს კლიენთან ურთიერთობის ძირითადი ასპეკტი რაც მაშინებს არის ის რომ ვერ მისცემ ვერანაირ გარანტიას რომ მისი საიტი ტოპში გავა პირველზე ან მეორეზე, ამდროს რახდება იქნებ დაწერო გაგვიზიარო შენი გამოცდილება და კონტრაქტის პირობები როგორია ?

Posted by: Skinheada 14 Sep 2019, 03:53
QUOTE (xx3xx @ 11 Sep 2019, 01:37 )
Skinheada
მადლობა ამ დიდებული თემისთვის, კარგად არის დაწერილი მშვენივრად და დალაგებული, კითხვა მავვს მაინტერესებს კლიენთან ურთიერთობის ძირითადი ასპეკტი რაც მაშინებს არის ის რომ ვერ მისცემ ვერანაირ გარანტიას რომ მისი საიტი ტოპში გავა პირველზე ან მეორეზე, ამდროს რახდება იქნებ დაწერო გაგვიზიარო შენი გამოცდილება და კონტრაქტის პირობები როგორია ?

არანაირი გარანტია არ არსებობს მითუმეტეს მაშინ როცა ერთი კომპანიის არსებობის (გუგლის) საშუალებით აკეთებ საქმეს;

აი ასე უბრალოდ გუგლის ალგორითმს რო მოუნდეს შეიძლება ხვალვე დე-ინდექსი მისცეს კლიენტის ვებსაიტს და მორჩა გათავდა;

ამიტომ პირველ რიგში სანამ კონტრაქტს დადებ, მანამდე გაქვს რამდენიმე ზარი კლიენტთან ლოგიკურად, ხოდა მაგ პერიოდში უხსნი როგორ არის მოწყობილი საძიებო სისტემა და რომ გარანტია არ არსებობს;

რეალურად მთავარი მიზანია რო დაარწმუნო შენი სტრატეგია იქნება ყველაზე კარგი არსებულ სიტუაციაში, ოღონდ არა გარანტიის მომცემი;

რაც შეეხება კლიენტთან კონტრაქტს - ეს უკვე უნდა დაალაგო ჭკვიანურად. ანუ შენ რა გიღირს არსებულ თანხაში რო კლიენტს გაუკეთო?

მაგალითად

მთლიანი on-page ოპტიმიზირება (და იქ ჩაშლი ყველაფერს რაც რეალურად ხდება ოპტიმიზირების დროს)
2/5/10 guest post/sponsored post/press release (თუ თანხაში გიღირს, რა თქმა უნდა ამას ჩაწერ)
ან PBN სისტემის აწყობა (მხოლოდ სამი საიტით ან უფრო მეტით);

რეალურად შენ აწვდი სერვისს ოღონდ ეს სერვიცი არის გაწერილი დეტალებში;

შენ რო მიაწვდი ამ სერვისს რა თქმა უნდა იმ თვის ურთიერთობა წარმატებული აღმოჩნდება.

მინახავს რო უცხოურ ფბ ჯგუფებში ტიპები წერენ მე კლიენტს ვთავაზობ გაყიდვების აწევასო, და ასე შემდეგ - ეს არის სისულელე, არანაირი გარანტია არ გაქვს რო აეწევა გაყიდვები იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს, არანაირი ცოდნა არ გაქვს წინასწარი თუ როგორ მუშაობს კონკრეტული ნიშა გუგლში და ასე შემდეგ - ამიტომ ყოველთვის სჯობს მიუთითო კონკრეტული Task-ები რომლებიც გაკეთებას შეძლებ და დაარქვი ამას შენი სტრატეგია - ესაა და ეს;

+ დანარჩენი კონტრაქტი უკვე რეგულარული ინფო, ვინ ვისთან დებს, რა ვადით, რა ანაზღაურებით, ასე შემდეგ;

Posted by: kautokeino 10 Oct 2019, 00:51
cold calling-ზე რას იტყვით? cold emailing-ზე ეფექტური არ იქნება?
ვფიქრობ აფვორქიდან, ან Fივერიდან ავიყვანო პროფესიონალი, რომელიც ჩემს მიერ მიწოდებულ ნომრების ბაზას ჩამოუვლის და შესთავაზებს მომსახურებას.
უბრალოდ არ ვიცი sales closing-ის იმედი მქონდეს, თუ მხოლოდ lead generation შეუძლიათ რეალურად. და მერეც პროცესში როგორ მოხდება კლიენტთან კომუნიკაცია ასეთ შემთხვევაში, საინტერესოა
ჩემით რომ ვცადო გამიჭირდება. ინგლისური კი ვიცი, მაგრამ იქაურ ბიზნესმენს ვერ დავკერავ ჯერჯერობით. გაყიდვების სქილებით არ ვარ დიდად დაჯილდოვებულიsmile.gif)
ვინმეს თუ გაქვთ გამოცდილება, სპეციალისტის დაქირავება ღირს თუ არა, ფინანსურადაც და პროფესიულადაც, იქნებ გაგვიზიაროთ გამოცდილება..

Posted by: spichuka 11 Oct 2019, 22:14
Skinheada
ბრავო !! მგონი პირველი ღირებული, მნიშვნელოვანი, საინტერესო და ნამდვილად კარგი პოსტი რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ზოგადად ქართულ ინტერნეტ სივრცეში წამიკითხავს ელექტრონული კომერციის მიმართულებით !!!

seo.ge-ს გათიშვის შემდეგ მსგავსი საინტერესო თემა რავი ალბათ 1-2 თუ მოიძებნება ფორუმებზე ...

კარგი ნამუშევარია, წარმატებები ავტორ და რავი, იმედია არ დაგეკარგება მუღამი წერის, იმიტომ რომ დამიჯერე შეიძლება ბევრი კომენტარი არ დაიწეროს აქ, მაგრამ ბევრი კითხულობს და ბევრს დაეხმარები თან ძალიან მნიშვნელოვნად..

კიდევ ერთხელ წარმატებები, ჯიგარი ხარ wink.gif

Posted by: kautokeino 4 Jan 2021, 21:40
აბა, ხალხო, რა ხდება, როგორ მიდის თქვენი სააგენტოების საქმეები?
რა გავლენა იქონია კორონამ? ვითარდებით, ერთ ადგილს ტკეპნით, თუ ცუდადაა საქმე?

გამოჩნდით, თუ ხართ ფორუმზე ვინმე.
ქართულ ნეტში ნორმალური პლატფორმა მე ვერ ვნახე სეო-ზე სამსჯელოდ და გამოვიყენოთ ეს ფრიად საინტერესო თემა.

რომელ ბაზრებზე ვმოღვაწეობთ, რომელ ნიშებში, რა ტენდენციებია...
თუ იქნება გამოხმაურება, მეც მოგახსენებთ, საკუთარ თავთან დიალოგი რომ არ გამომივიდეს.

Posted by: BOBOKHA 3 Aug 2021, 11:02
სადაა ეს კაცი?

გამოჩნდი, განაახლე თემა.

ამჟამინდელ სამსახურში ჩემი მინიმალური ცოდნით დავიმსახურე ნდობა. გავიდა რამდენიმე თვე და დღე-დღეზე აუთსორსზე დაქირავებული სააგენტოს მოვალეობას მე ვიბარებ მთლიანად.

ძალიან კარგი იქნებოდა იმ გაიდლაინების წაკითხვა, რომელსაც პოსტში ახსენებდი. არამარტო ჩემთვის, არამედ დარწმუნებული ვარ აქ მყოფი ძალიან ბევრი ადამიანისთვის.

Posted by: thefreeman 4 Aug 2022, 13:38
ძალიან საინტერესო პოსტია 3 წლის შემდეგაც კი, ჩავუღრმავდები ამ საკითხს აუცილებლად. Respect

Posted by: Fredo_Corleone 8 Aug 2022, 22:27
ძალიან საინტერესო თემაა
შევისწავლიდი ამ საქმეს (თუ უკვე დაგვიანებული არაა?)

Posted by: buxxx 27 Aug 2022, 15:32
თემა ინფორმატიულია მაგრამ აქ ვინც დაინტერესდით თქვენზე არაა გათვლილი.
სეოს შესწავლა თან იმის გამო რომ კონკრეტულად ამ მარკეტინგული გზით გააკეთო მონეტიზაცია არის სიდებილე.
ეს თემა იმათ უფრო გამოადგებათ ალბათ ვინც უკვე მაგ საქმეშია და ვინც მაგ საქმეშია კიდევ ათასი მონეტიზაციის გზა არსებობს.
ამ მეთოდით სეო კი არა შეგიძლიათ ვაშლიც გაყიდოთ და შესთავაზოთ მომხმარებლებს ამიტომ თემის ავტორის ეს კონკრეტული გამოცდილება მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში იქნება სასარგებლო.
სეოს სწავლა თუ გინდათ მანამდე ბევრი რაღაცით უნდა დაიწყოთ და გამოცდიოება დააგროვოთ.
და ამ მეილებით სპამის არ მჯერა, რომც მუშაობდეს მაგრად უდიდესი კ9ნკურენციაა უკვე ინდოელებისგან.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)