გამარჯობათ , მოკლედ ცოტა რთული სიტუაცია შეექმნა ჩემს ახლობელს და შევეცდები ავხსნა , თუ დამეხმარებით ვინმე
ან მიმართულებას მაინც მოგვცემთ მადლობელი დავრჩებით .
მოკლეთ სიტუაცია არის ასეთი , ბანკში ჩადებული არის ობიექტი "მაღაზია" , მაგრამ კლიენტი ვეღარ ახერხებდა ვალის გადახდას
და მიმართა კიდევაც ბანკს რომ დაეკლოთ ცოტა გადასახადი , ამის შემდეგ შექონდა მხოლოდ თვიური გადასახადის 60-70%
დაურეკეს ბანკიდან და დაემუქრნენ რა თქმა უნდა სტანდარტულად როგორც ხდება და უთხრეს სასამართლოზეა გადაცემულიო
ამის მერე საერთოდ აღარ იხდიდა და ელოდება სასამართლოს , მაგრამ წინა კვირას დარეკეს და აღმოჩნდა რომ თურმე არაა სასამართლოზე გადაცემული , და რასაცც არ იხდიდი იმის ჯარიმა გადაიხადეო და ყოველთვიურად გადასახადს დაგიწესებთო , სამაგიეროდ სასამათლოზე არ გავაო და ეს გადასახდი არის ძველი რაოდენობის 120 %
))))))) ან სხვა ბანკში გადაიტანეთ სესხიო )))))
1. მოკლედ რა მაინტერესებს , სასამათლოს გარეშე რა ქონება შეუძლია გაყიდოს ბანკმა ? ანუ გარდა მაღაზიისა
რაც ჩადებულია ბანკში , საკუთრებაში არსებული სიტყვაზე მიწები შეუძლია გაყიდოს ეგრევე ?
2. ამ პიროვნების საკუთრებაში არის რამოდენიმე მიწა , რომელსაც ყადაღა ადევს საგადასახადოს მიერ , სულ რაღაც 100 ლარის
დავალიანების გამო , ნუ ეგ ურჩიეს მასე მოიქეციო და ბანკი ვერ შეეხებაო , რამდენად სწორია ეს ?
3. ამ პიროვნების და მისი დედმამიშვილის სახელზე იხსნება სამკვიდრო , სოფელში არსებულ სახლზეა სულ საუბარი და
საყანე მიწებზე , რა პრობლემები შეიძლება შექმნას ბანკმა ამ დროს ? ანუ 100 % საკუთება არც სახლზე ექნება და არც მიწებზე
მხოლოდ 50 % . ბანკს რითი შეუძლია ხელი შეუშალოს ამ პროცესებს ?
დიდი მადლობელი დაგრჩებით , პატარა უფასო კონსულტაციას თუ გაგვიწევთ
This post has been edited by levan88 on 1 May 2019, 17:05