https://www.youtube.com/watch?v=Q0leWGIr-i4რამდენჯერაც არ უნდა ვნახო ვერ ვახერხებ ბოლომდე ყურებას იმდენი სისულელე იფრქვევა სამივე მხრიდან
კაცი პროკურორია და ამბობს, რომ თანამონაწილეობის დროს თითოეული მონაწილის ქმედება აუცილებელი პირობა უნდ აიყოს შედეგისთვისო.
საიდან მოაქვთ მსგავსი სიბრძნეები?
თანამონაწილეობის დროს ამსრულებლისგან განსხვავებით არ არსებობს მსგავსი წინაპირობები,
დამხმარე მაინც დაისჯება, თუ დადგინდება, რომ ამსრულებელი მისი დახმარების გარეშეც შეძლებდა შედეგის გამოწვევას.
ეს ერთი სისულელე, და მეორე უფრო დიდი სისულელეა ის, რომ მ.კ.-ს დამხმარე ჰგონიათ, ან წარმოაჩენენ, მაშინ, როცა ცალსახა და გაბატონებული მოსაზრების თანახმად, რაზეც არსებობს დიდი სასამართლო პრაქტიკა, პირი, რომელიც წაცეულ კაცს აკავებდა, თანაამსრულებელია და არა დამხმარე.
https://www.youtube.com/watch?v=9MxipWaPGQwამათი ცოდვით ქვა გასკდება
მდინარაძეს ჰგონია, რომ დამხმარესა და ამსრულებელს შორის წინასწარი განზრახვა და შეთანხმება უნდა არსებობდეს, რომ დახმარების კვალიფიკაცია მივიღოთ, მაშინ, როცა შეთანხმება დახმარების შემთხვევაში საერთოდ არ არის აუცილებელი კი არა საერთოდ არარელევანტურია, რამდენადაც, საკმარისია მხოლოდ ერთიანი განზრახვა (ერთი პირი კლავს მეორეს, გამვლელმა დაინახა, დაეხმარა მკვლელობაში, დამხმარესა და ამსრულებელს შორის არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა - ესეც ცალსახად დახმარებაა)
კიდევ, საბოლოო დაგვირგვინებაა კახიძის ახალი თეორია, რომლის მიხედვითაც, თურმე თანაამსრულებლობა ყოფილა თანამონაწილეობის ქვეკატეგორია, მაშინ, როცა თანამონაწილეობა არის დახმარება, წაქეზება და ორგანიზება. ამსრულებლობა კიდევ სულ სხვა კატეგორიაა, რომელიც იმ დოქტრინის თანახმად, რასაც სსკ ეფუძნება სულ სხვა წინაპირობებსა და სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება.
ახლა,
მე მაინტერესებს,
ამხელა პარლამენტში, ნორმალური იურისტები ვერ მოიძებნენ, რომ ამდენი სისულელე არ ვისმინოთ?
რა უბედურებაა, დავიწვი ამათი ცოდვით!
This post has been edited by nnn_lll on 4 Aug 2018, 14:06