forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (460) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ქართული კალათბურთი, ნაკრები, ლეგიონერები, ჩემპიონატი
Vako_Barca
/


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15345
წევრი No.: 62995
რეგისტრ.: 30-May 08

გამოგზავნილია: 31 Aug 2016, 15:44  #48698296      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები !

user posted image

ისტორია
ქართული კალათბურთის ისტორია XX საუკუნის 20-იანი წლებიდან იწყება. 1922 წელს მოსკოვში გამართულ ვსევობუჩის (“ვსენაროდნოე ვოენნოე ობუჩენიე”) სპარტაკიადაში მონაწილე თბილისელმა მძლეოსანმა ალექსანდრე ჭელიძემ შემთხვევით ნახა ბოძებზე დამაგრებული კალათბურთის ფარები და უცხო თამაში. ჭელიძე საქართველოს მუშფაკის (შემდგომში – ინდუსტრიული ინსტიტუტი) ფიზკულტურულ წრეს ხელმძღვანელობდა და, თბილისში დაბრუნებულმა, მუშფაკის ეზოში (ახლანდ. უშანგი ჩხეიძის ქუჩა) კალათბურთის პირველი მოედანი მოაწყო. 1923 წლის მარტში ამ მოედანზე გაიმართა პირველი ოფიციალური მატჩი მუშფაკის ორ გუნდს შორის. პირველ კალათბურთელთა რიგებში იყვნენ გიორგი ეგნატაშვილის ტანვარჯიშული ჯგუფის წევრები – მიხეილ ცხვედაძე, გიორგი საყვარელიძე, ბორის გერასიმოვი, ალექსანდრე დავიდოვი, მიხეილ იზაშვილი და სხვები. 1924 წელს თბილისელ რკინიგზელთა თაოსნობით მოეწყო ტურნირი 6 გუნდის მონაწილეობით, რომელთაგან ერთი – “სინათლე” – იმავე წელს ამხანაგური მატჩების გასამართავად ბაქოში გაემგზავრა. “სინათლის” გამარჯვებით დამთავრდა თბილისის პირველი ჩემპიონატი (1925). იმავე “სინათლის” კაცთა და ქალთა გუნდებმა მოიგეს 1927 წელს ქუთაისში ჩატარებული საქართველოს პირველი ჩემპიონატიც. იმ პერიოდში თბილისში მომრავლდა კალათბურთის მოედნები. გუნდები ჩამოყალიბდა სპორტულ და პროფკავშირულ ორგანიზაციებში, ქართული დივიზიის ნაწილებში, სასწავლო დაწესებულებებში. პარალელურად, კალათბურთი გავრცელდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ქუთაისში კალათბურთის პირველი ფარი 1923 წელს აღიმართა გივი კილაძის თაოსნობით ე.წ. მესამე ლეგიონის ეზოში. 1926 წელს მოეწყო პირველი საქალაქო შეჯიბრება. იმავე წელს ქუთაისელი კალათბურთელები ბათუმს ეწვივნენ და ადგილობრივ გუნდებს შეხვდნენ. 1927 წელს ფიზკულტურის უმაღლესმა საბჭომ კალათბურთის პოპულარიზაციის მიზნით აფხაზეთში მიავლინა ალექსანდრე ჭელიძე. შეიქმნა კალათბურთის შემსწავლელი ჯგუფები, მოეწყო შეჯიბრებები, ჩამოყალიბდა აფხაზეთის ნაკრები, რომელიც აქტიურად ჩაება საქართველოს პირველობაში. კალათბურთით განსაკუთრებით დაინტერესდა სტუდენტი ახალგაზრდობა. მარტო თბილისის უნივერსიტეტს ათეულობით გუნდი ჰყავდა, საქალაქო პირველობის სხვადასხვა ჯგუფში კი უნივერსიტეტელთა 12 გუნდი გამოდიოდა. 1930-იანი წლების დასაწყისში საქართველოში რამდენიმე ძლიერი გუნდი იყო, რომელთა შემადგენლობაში გამოდიოდნენ ლევან ფალავანდიშვილი, ვლადიმერ და რობერტ მდივნები, ვახტანგ ციციშვილი, არჩილ წერეთელი, ლეონიდ ძეკონსკი, შალვა ყიასაშვილი, გიორგი ავალიშვილი, შალვა დიასამიძე, სურენ ოგანეზოვი და სხვები. 1934 წელს ვახტანგ ციციშვილმა შეადგინა კალათბურთის სასწავლო პროგრამა. მანვე სპორტსაზოგადოება “სტროიტელთან” ჩამოაყალიბა კალათბურთის პირველი სკოლა, რომელმაც შემდგომ არაერთი ცნობილი კალათბურთელი აღზარდა.
ქართული გუნდები სსრკ ჩემპიონატებში 1934 წლიდან ჩაებნენ. ომამდელ წლებში ყველაზე უკეთ გამოდიოდა თბილისის “ლოკომოტივი”. 1944 და 1946 წლებში სსრკ ჩემპიონი იყო თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც თამაშობდნენ ნოდარ ჯორჯიკია, ლეონიდ ძეკონსკი, ბორის სარქისოვი, გივი ახვლედიანი, მიხეილ ფილიპოვი, ოთარ სულაბერიძე და სხვები. შემდეგ ქართულ კალათბურთში ლიდერობდა თბილისის “დინამო”, რომელიც 1950, 1953, 1954 და 1968 წლებში სსრკ ჩემპიონი იყო, 1949, 1950, 1951 და 1969 წლებში – სსრკ თასის მფლობელი, 1962 წელს კი ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი მოიპოვა.
ქართველ კალათბურთელებს სსრკ ნაკრების შემადგენლობაში არაერთ საერთაშორისო ტურნირში გაუმარჯვიათ, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებში (ზურაბ საკანდელიძე, მიხეილ ქორქია), მსოფლიოს (ზურაბ საკანდელიძე, ნიკოლოზ დერიუგინი) და ევროპის (ოთარ ქორქია, ნოდარ ჯორჯიკია, გურამ მინაშვილი, ვლადიმერ უგრეხელიძე, ზურაბ საკანდელიძე, ამირან სხიერელი, სერგეი კოვალენკო, მიხეილ ქორქია, ნიკოლოზ დერიუგინი) ჩემპიონატებში. კალათბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სხვადასხვა დროს სსრკ დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭათ გიორგი ავალიშვილს, ლეონიდ ძეკონსკის, შალვა დიასამიძეს, მიხეილ კეკელიძეს, გერონტი ბაბახანიდს, გრიგოლ მეუნარგიას, ალექსანდრე მესხს, სულიკო თორთლაძეს და ოთარ ქორქიას. წლების განმავლობაში სხვადასხვა თაობის მწვრთნელთა ნაყოფიერმა მუშაობამ და კალათბურთელთა ოსტატობამ საქართველოს სახელი გაუთქვა კალათბურთის სამყაროში. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, ოფიციალური თუ ამხანაგური მატჩების გასამართავად ჩვენში ჩამოდიოდნენ ევროპის წამყვანი საკლუბო და ეროვნული ნაკრები გუნდები. 1958-72 წლებში თბილისს ოთხჯერ ეწვივნენ აშშ-ის კაცთა და ქალთა სამოყვარულო ნაკრებები.
ქალთა პირველი გუნდები საქართველოში 1930-იან წლებში შეიქმნა. მათგან საუკეთესო იყო თბილისის “ბურევესტნიკი”, რომელმაც სსრკ ჩემპიონატში ზედიზედ ორჯერ (1965-66) დაიკავა მეორე ადგილი, 1969 წელს კი თასის გათამაშების ფინალში გავიდა. ამ გუნდში გამოდიოდნენ ელზა დურმიშიძე, ლიანა ქველიძე, ნელი ჯაფარიძე, ციალა ჯანელიძე, მედეა სურგულაძე, ალექსანდრა კოვზირიძე-რუსკინა და სხვები. ქართველ კალათბურთელ ქალთაგან ყველაზე ტიტულიანია ალისა ასიტაშვილი. მან სსრკ ნაკრებთან ერთად ორჯერ გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონატში (1954, 56).
1991 წლიდან ქართული კალათბურთი დამოუკიდებლად ვითარდება, 1994 წელს შეიქმნა საქართველოს კაცთა და ქალთა ეროვნული გუნდები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირებში მონაწილეობენ. რამდენიმე ქართველი კალათბურთელი ევროპის ცნობილ კლუბებში თამაშობს, ვლადიმერ სტეფანიას, ნიკოლოზ ცქიტიშვილს, თორნიკე შენგელიას აშშ-ს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში უასპარეზიათ , დღეს კი იქ ჩვენი ერთადერთი ( იმედია დროებით ) წარმამომადგენელი , ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია ასპარეზობს.
user posted imageuser posted image

საქართველოს კალათბურთის ფედერაციადაფუძნდა 1991 წლის 4 ივნისს. 1992 წლის 10 ივლისიდან კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციისა (FIBA) და ევროპის კალათბურთის კონფერენციის, ხოლო 2003 წლიდან ფიბა-ევროპის ფედერაციის წევრია. პრეზიდენტები: ალექსანდრე ალექსანდრე ჩხეიძე (1991-95), ავთანდილ საყვარელიძე (1995-97), გიორგი ქათამაძე (1998-2001), ბესიკ ლიპარტელიანი (2001-2014), მიხეილ გაბრიჩიძე ( 2014 - დღემდე)
ვიცე პრეზიდენტები: კახა შენგელია, ვლადიმერ ბოისა; გენერალური მდივანი – გიორგი ქართველიშვილი

ოლიმპიური თამაშები
I ადგილი
ზურაბ საკანდელიძე 1972
მიხეილ ქორქია 1972
II ადგილი
ოთარ ქორქია 1952
ნოდარ ჯორჯიკია 1952
გურამ მინაშვილი 1960
ვლადიმერ უგრეხელიძე 1960
ლევან მოსეშვილი 1964
III ადგილი
სერგეი კოვალენკო 1968
ზურაბ საკანდელიძე 1968
მიხეილ ქორქია 1976
ნიკოლოზ დერიუგინი 1980

მსოფლიოს ჩემპიონატი
I ადგილი
ზურაბ საკანდელიძე 1967
ნიკოლოზ დერიუგინი 1982
III ადგილი
ანზორ ლეჟავა 1963
გურამ მინაშვილი 1963
ვლადიმერ უგრეხელიძე 1963
ზურაბ საკანდელიძე 1970

ევროპის ჩემპიონატი
I ადგილი
ოთარ ქორქია 1947, 51, 53
ნოდარ ჯორჯიკია1947
ალისა ასიტაშვილი 1954, 56
გურამ მინაშვილი 1957, 59, 63
ვლადიმერ უგრეხელიძე 1961
ზურაბ საკანდელიძე 1965,67,69,71
ამირან სხიერელი 1965
მიხეილ ქორქია 1971
ნიკოლოზ დერიუგინი 1981
II ადგილი
მიხეილ ქორქია 1975, 77
III ადგილი
ოთარ ქორქია 1955
ზურაბ საკანდელიძე 1973


სუპერლიგა

user posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted image

შემადგენლობები: http://superleague.ge/club.php
სტატისტიკა: http://superleague.ge/statistic.php

___________________________________

საქართველოს 2015-2016 წლების სუპერლიგის გამარჯვებული ქუთაისი

user posted image

___________________________________



საქართველოს ნაკრების 12-კაციანი განაცხადი და სამწვრთნელო შტაბი

user posted image


user posted image

user posted image


საშინაო თამაშების განრიგი

user posted image

გასვლითი თამაშების განრიგი

3 სექტემბერი სლოვაკეთი - საქართველო
10 სექტემბერი ალბანეთი - საქართველო
17 სექტემბერი მონტენეგრო - საქართველო




წინა თემის ლინკი

ქართული კალათბურთი

წინა თემის TOP-10 მპოსტავი

QOMAGI 839
Sno 683
გიო81 324
ratomac aRa 250
java83 245
York 227
SGG 182
Irakli2013 182
alikantura 164
თბილისელი 160


წარმატებები ჩვენს ეროვნულ ნაკრებს

3 საათში ვიწყებთ bis.gif




მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
13925561_1438409636175520_8651561417161388453_o.jpg
George Best :)
არ გავიქცევი,თქვე ბოზებო


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16867
წევრი No.: 125288
რეგისტრ.: 27-December 10

გამოგზავნილია: 31 Aug 2016, 16:28  #48698729      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
დღეს დიქსონს სავარაუდოდ დაასვენებენ მონტენეგროსთვის და სწორსაც იზავენ

ერთ კვირაშია მონტენეგრო,მაქამდე სლოვაკეთია,რა შუაშია?

რამდენი ქულით მოვიგებთ ვითომ დღეს biggrin.gif?

გილოცავთ ახალ თემას
ევროპა დადებულიყოს და სულ კაი ამბები

ისრაელი,რუმინეთი და ეგ ტიპები რატო გავიდნენ უკვე ევროპაზე?

This post has been edited by George Best :) on 31 Aug 2016, 16:29


--------------------
ოღონდაც,პლეხანოველი მოგელა ამას დიდად ვერ ხედავდა,ჩასჩერებოდა ქვაფენილს და უქუდან თავამოყოფილ ბალახს და ფიქრობდა,ნახე როგორ დავიყვირე,ამის დედას ######ო.@
მე, როგორც ყოველთვის, რომელიღაც სამიკიტნოდან მოვდიოდი,
ღამენათევი და გალეშილი, უწესო და უსაქციელო.@
ეს სასტავი თუ არ დაშალეს@Junior2tudebi
voxx.



******
ჯგუფი: Members
წერილები: 9324
წევრი No.: 18238
რეგისტრ.: 16-March 06

გამოგზავნილია: 31 Aug 2016, 16:32  #48698787      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
George Best smile.gif
QUOTE
რამდენი ქულით მოვიგებთ ვითომ დღეს


25 ალბათ მაქსიმუმ, არ გაიგიჟებენ თავს, რაში ჭირდებათ?
akkai
liverpool


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 34479
წევრი No.: 47018
რეგისტრ.: 16-November 07

გამოგზავნილია: 31 Aug 2016, 16:47  #48698936      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აიპინა თემა:
წარმატებები ნაკრებს;
...................................................

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
14102608_1147738221939823_6042674192132881154_n.jpg


--------------------
ზედმეტი ემოცია საღი აზრის მტერია!

ძალიან მიყვარს ტყუილის მოსმენა, როდესაც ვიცი სიმართლე!
ambicilini
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4658
წევრი No.: 67963
რეგისტრ.: 23-July 08

გამოგზავნილია: 31 Aug 2016, 16:58  #48699043      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ესეც რამხელაა
წარმატებები ევროპაზე გასვლა თან საკაიფოდ
და საერთოდ ზაზა სპორტის კაპიტანია ხო?))

This post has been edited by ambicilini on 31 Aug 2016, 17:26
crack94
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5263
წევრი No.: 172356
რეგისტრ.: 26-August 13

გამოგზავნილია: 31 Aug 2016, 16:59  #48699044      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კალათბურთის ფედერაციის დედა ###### რა გასკდომაა 10 ლარი ბილეთების 10% იყო მარტო 5 ლარიანი და აღარ არის საერთოდ სალაროში 5 ლარიანი ბილეთები


--------------------
ლორია(კვასხვაძე)
კაკაბაძე(გეგეჩკორი) ხოჭოლავა(კაშია) კვერკველია(დვალი) ქიმაძე(თევზაძე,ნავალოვსკი)
გვილია(კვეკვესკირი) აბურჯანია(ხარაიშვილი)
ჭანტურია(ზარანდია) ჩაკვეტაძე(ჯანო,ოქრი) არაბიძე(ვაკო)
---------მჭედლიძე(ქვილითაია)
logotip
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3588
წევრი No.: 152381
რეგისტრ.: 25-July 12

გამოგზავნილია: 31 Aug 2016, 17:01  #48699066      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (ambicilini @ 31 Aug 2016, 16:58 )
ესეც რამხელაა
წარმატებები ევროპაზე გასვლა თან საკაიფოდ

არადა 2 ფაჩულიას აწევს ერთად ატაცით.
როგორი დასაჯერებელია.ეგაა რეკორდი :დ
Irakli2013
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7126
წევრი No.: 174435
რეგისტრ.: 4-October 13

გამოგზავნილია: 31 Aug 2016, 18:42  #48699776      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქსირ

წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს



--------------------
You see, in this world there's two kinds of people, my friend: those with loaded gun and those who dig. You — dig

Heavy is good, heavy is reliable. If it doesn't work you can always hit them with it

—²√௵☑▄●◆►

F.C Liverpool
Dallas Mavericks
გიო81
being of life


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19456
წევრი No.: 83964
რეგისტრ.: 4-February 09

გამოგზავნილია: 31 Aug 2016, 18:43  #48699782      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აბა ჰე და აბა ჰო
ექვსი თამაშიდან ერთი წაგების უფლება გვაქვს



--------------------
მამიკოს ოცნება:)
alikantura
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6001
წევრი No.: 109238
რეგისტრ.: 14-January 10

გამოგზავნილია: 31 Aug 2016, 18:51  #48699832      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გილოცავთ თემას.
წარმატებები,
დანარჩენი მატჩის შემდეგ.
Irakli2013
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7126
წევრი No.: 174435
რეგისტრ.: 4-October 13

გამოგზავნილია: 31 Aug 2016, 19:03  #48699909      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დაიწყო თამაში

ცოტა ხალხია არენაზე
crack94
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5263
წევრი No.: 172356
რეგისტრ.: 26-August 13

გამოგზავნილია: 31 Aug 2016, 19:18  #48700008      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლეჟავა ბოისა და ბურჯანაძე ერთად მოედანზე ხო არ ღადაობს ზუროსი
barcabarcabarca
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1247
წევრი No.: 145791
რეგისტრ.: 31-March 12

გამოგზავნილია: 31 Aug 2016, 19:24  #48700057      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (crack94 @ 31 Aug 2016, 19:18 )
ლეჟავა ბოისა და ბურჯანაძე ერთად მოედანზე ხო არ ღადაობს ზუროსი

რატო ღადაობს?
სწორს არ შვება?
სადაც საშუალება გვაქვს, იქ არ უნდა გადავღალოთ ბირთვი.
alikantura
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6001
წევრი No.: 109238
რეგისტრ.: 14-January 10

გამოგზავნილია: 31 Aug 2016, 19:24  #48700058      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სათადარიგოები




არ შემიძლია
JCH
COYS


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3261
წევრი No.: 198073
რეგისტრ.: 14-February 15

გამოგზავნილია: 31 Aug 2016, 19:24  #48700063      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (crack94 @ 31 Aug 2016, 19:18 )
ლეჟავა ბოისა და ბურჯანაძე ერთად მოედანზე ხო არ ღადაობს ზუროსი

ისეთი გუნდია, მაგათთანაც თუ ვერ ითამაშეს და შეეშვან საერთოდ კალათბურთს givi.gif


--------------------
To Dare is To Do
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (460) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.9843 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]