არადა არაა ეს სიმღერა ცუდი.
შეიძლება ითქვას, რომ ამ ალბომის ყველაზე ნათელი წერტილიც კია.
ტექსტი ნამდვილად არ არის რაიმე განსაკუთრებული და ღრმა მნიშვნელობის მატარებელი, თუმცა თვითონ მუსიკა ძალიან ლამაზია.
სასიამოვნოდ დაკრავს 80-იანების სინთპოპის ელფერი.
სინთეზატორის ჟღერადობა ვოკალთან ერთად კი მელანქოლიურ და ამავდროულად ეიფორიულ განცდებს იწვევს.
საბოლოო ჯამში, მთლიანი ალბომი საკმაოდ ნორმალურია. მე მომეწონა.
title track-მაც მოიტანა.
reddit-ზე თქვეს რამდენიმე დღის წინ, წელს კიდევ ერთ ახალ ალბომზე მუშაობას ვიწყებთო.
ამ სიმღერასაც არაუშავს.