qobulaრატომ უნდა დაბრუნდეს აქვსენტი საქართველოში?
კაცმა დიდი სამსახური გაუწია ქართულ რეგბის და წავიდა საფრანგეთში ფულის გასაკეთებლად და მუშაობს მწვრთნელად, როგორც ჩანს კარგი წარმატებებიც აქვს. რატომ უნდა დაბრუნდეს საქართველოში?
გაიხსნას ქართული ფრენჩაიზი, ვათამაშოთ პროფესიონალურ ლიგაში და აქვსენტიც ჩამოვა, გორგოძილაც, პელეც(ზირაქა)
, და სხვებიც.
ფინანსებია საჭირო და თან სასწრაფოდ თორე პიკში ჩემი აზრით 2015-2016 წლებში ვიყავით ამის მერე თუ შევინარჩუნეთ ფორმა იქნება უდიდესი წარმატება. მაგრამ ამაზე შორს ვეღარ წავალთ! მარტივი ლოგიკის გამო, არაა საკმარისი მოთამაშეები, სამწვრთნელო შემადგენლობა, საკლუბო სტაფი და სხვა ბევრი რამ.
10 ლიმონი ბიუჯეტიდან და აღმასვლაც გაგრძელდება და 10 წელიწადში უკვე სხვა სიმაღლეებს წავეთამაშებით. ფინანსების გარეშე იმედი ვიქონიოთ რომ ფორმას შევინარჩუნებთ და რეგრესისკენ არ წავალთ. თორემ უკვე ვხედავთ რომ ახალგაზრდები ისეთი ნაკადით ვეღარ გადიან საფრანგეთში და თუ გადიან უჭირთ თავის დამკვიდრება.
საკუთარი პროფესიონალური კლუბი გვჭირდება და სასწრაფოდ!