heart
ნიკი გაუქმებულია
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1444
წევრი No.: 137066
რეგისტრ.: 17-October 11
|
#31782091 · 22 Jun 2012, 06:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „ნორდ-ოსტის“ ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა საჩივრების განხილვის შედეგად იქნა მიღებული, ძალაში შევიდა. რაც ნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მოსკოვში, დუბროვკას თეატრალურ ცენტრში მომხდარი ტერაქტისა და ხელისუფლების მიერ ჩატარებული მძევლების გათავისუფლების ოპერაციისას დაღუპული ყველა პირის სიკვდილის გარემოება უნდა გამოიძიოს.
სარჩელი სტრასბურგში 64 ადამიანს ჰქონდა შეტანილი. ისინი არიან ყოფილი მძევლები და „ნორდ-ოსტის“ ტრაგედიისას დაღუპულთა ნათესავები. ტრაგედია დუბროვკაზე 2002 წელს მოხდა, როცა თეატრალურ კომპლექსში სპექტაკლი „ნორდ-ოსტი“ მიმდინარეობდა. ამ დროს შენობაში 40 ტერორისტი შეიჭრა, რომლებმაც მაყურებლები მძევლებად აიყვანეს - სულ შენობაში მყოფი 912 ადამიანი. მათ შორის, ქალები და ბავშვები. ეს ჩეჩნების დაჯგუფება იყო, რომელიც ძალადობრივი აქტით რუსეთის ხელისუფლებაზე ზეწოლას და ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანის მიღწევას ცდილობდა.
სამი დღე-ღამის განმავლობაში, ეს ადამიანები ტერორისტთა ტყვეები იყვნენ. სამი დღის შემდეგ კი ხელისუფლებამ შენობაზე შტურმის გადაწყვეტილება მიიღო, რომლის შედეგადაც ტერორისტებთან ერთად მძევლებიც გაანადგურეს, - 139 ადამიანი, მათ შორის, 10 ბავშვი. გარდა ამისა, სპეცოპერაციისას გამოიყენეს დღემდე უცნობი გაზი, რომლის ფორმულაც ამ დრომდე გასაიდუმლოებულია და რომლის ზემოქმედების შედეგადაც ასევე დაიღუპნენ ადამიანები.
„ტრაგედიის მსხვერპლთ არ გაუწიეს ადექვატური სამედიცინო დახმარება „ფსბ“-ს მიერ უცნობი გაზის გამოყენების შემდეგ, რის გამოც დაიღუპნენ არა მარტო ტერორისტები, არამედ მძევალთა დიდი რაოდენობა, გარდა ამისა, არ ჩატარებულა მომხდარის ეფექტური გამოძიება, რითად რუსეთის ხელისუფლებამ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფუძემდებლური პრინციპები“ - თვლიან სტრასბურგში.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთს დაზარალებულებისთვის კომპენსაციის სახით საბოლოო ჯამში მილიონ 300 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. ამ თანხის გადახდა 3 წლის ვადაში უნდა მოხდეს. თუ კომპენსაციის გადახდა აღნიშნულ პერიოდში არ მოხდება, მას პროცენტები დაემატება.
აღსანიშნავია, რომ სტრატსბურგის სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით არ ითხოვს თავად ტერაქტის ფაქტის გამოძიებას. საუბარია ხელისუფლების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისა და შტურმის გამოძიებაზე.
რუსეთის „ფსბ“-მ არ გაამხილა გაზის ფორმულა (რომელიც ბოევიკების ნეიტრალიზებისთვის გამოიყენა), მათ შორის, არ გაუმხილა არც გამოძიების ეროვნულ ორგანოებს. ასევე არ დადგენილა, რამდენი ექიმი იყო შტურმის დღეს იმ საავადმყოფოებში, რომლებიც სამაშველო ოპერაციებში იღებდნენ მონაწილეობას. გამოძიებას არ დაუდგენია იმ თანამდებობის პირთა ვინაობა, რომლებიც უშუალოდ უწევდნენ კოორდინაციას ექიმების, მაშველებისა და სამხედრო მოსამსახურეების მოქმედებას შემთხვევის ადგილზე. ასევე არ დადგენილა, რატომ დაიწყო მძევლების ევაკუაცია შტურმის დაწყებიდან მხოლოდ 2 საათის შემდეგ - ეს ის საკითხებია, რაც ერთ-ერთი ადვოკატის თქმით ევროპის სასამართლოსთვის გაუგებარია და რისი გარკვევაც სტრასბურგმა რუსეთს დაავალა.
P.S .რუსებმა „ნორდ-ოსტის“ სპეცოპერაციის დროს გამოიყენეს იმ ტიპის იდენტური გაზი რომელიც თბილისში რუსთაველის გამზირზე 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის ნაწილებმა გამოიყენეს მშვიდობიანი მიტინგის დაშლის დროს , რუსმა გენერლებმა მაშინაც არაფრით არ გათქვეს თუ რა ტიპის გაზი გამოიყენეს 9 აპრილის სპეცოპერაციის დროს და განაცხადეს რომ იხმარეს მხოლოდ მცრემლსადენი გაზი სიესი ( CS ) და ქლორაცეტოფენონი ( CN ) სიმართლეს არ შეესაბამება მათ ამ გაზებთან ერთად გამოიყენეს უცნობი გაზი !!!
ჩემი აზრით რუსებმა „ნორდ-ოსტის“ სპეცოპერაციის დროს სავარაუდოდ გამოიყენეს მომწამლელი ნივთიერება ქლორპიკრინი !!!
ქლორპიკრინი, იგივე ტრიქლორნიტრომეთანი (ქლორი და ბერძნ. pikros მწარე) — ძლიერი მომწამვლელი და ძლიერი ცრემლდენი ნივთიერება, მწვავე სუნის მქონე უფერო ზეთისებრი სითხე, რომელიც აღიზიანებს ლორწოვან გარსს და აზიანებს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემას და კანს. მისი ქიმიური ფორმულაა Cl3CNO2; დუღილის ტემპერატურა — მინ 64°С და მაქს 113°C; სიმკვრივე — 1653,9კგ/მ2. ქლორპიკრინი მაღალი ტემპერატურის დროს ღებულობს მოყვითალო ფერს. პრაქტიკულად წყალში უხსნადია, კარგად იხსნება ორგანულ გამსხნელებში, არ ჰიდროლიზდება წყლითა და ტუტეების წყალხსნარში. 400°C-ისას იშლება ფოსგენად და C1NO ღებულობენ პიკრინმჟავას ან მათი მარილების ქლორირებით. იყენებენ პესტიციდად, არილმეთანური საღებავების სინთეზში და სხვა. ქლორპიკრინის გამოყენება ადამიანის წინაამღდეგ კანონით აკრძალულია მაშინაც კი, როცა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება კანონით ნებადართულია.
ქლორპიკრინის ისტორია 1848 წელს იწყება თავდაპირველად მას იყენებდნენ საწარმოებში მოგვიანებით კი პირველი მსოფლიო ომის დროს 1914 - 1918 წლებში სამხედრო მიზნებისთვის, პირველად სამხედრო მიზნისათვის 1915 წელს რუსეთის არმიამ გამოიყენა პირველ მსოფლიო ომში, მოგვიანებით კი გერმანიის არმიამ 1916 წელს. ქლორპიკრინის სამხედრო ვარიანტის სახელწოდებაა „სიენსი“ (CNS ).
ქლორპიკრინი საბჭოთა არმიის ნაწილებმა გამოიყენეს 1989 წლის 9 აპრილს თბილისში, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მიტინგის დარბევის დროს, რამაც გამოიწვია ასობით უდანაშაულო ადამიანის ძლიერი მოწამვლა დასახიჩრება და სიკვდილი, მშვიდობიანი მიტინგის ერთ-ერთი მონაწილე არასრულწლოვანი 16 წლის გოგონა ქლორპიკრინით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა, 9 აპრილის ტრაგედიის გამოძიების შექმნილმა კომისიამ ანატოლი სობჩაკის თავჯდომარეობით კომისიის ერთ-ერთ მოხსენებაში კომისიის წევრებმა ოფიციალურად დაადასტურეს ქლორპიკრინის გამოყენების ფაქტი სხვა უფრო ნაკლებად საშიში და ნაკლებად მომწამლავი ნივთიერებების ცრემლსადენი გაზების კერძოდ სიესი ( CS ) გაზის და ქლორაცეტოფენონი ( CN ) ერთად.
დღეს მსოფლიოში მკაცრადაა აკრძალური ქლორპიკრინის გამოყენება საომარი მოქმედებების დროს, სამხედრო მიზნებისთვის და შეტანილია მასობრივი განადგურების იარაღების ნუსხაში.
This post has been edited by heart on 22 Jun 2012, 06:46
|