forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (46) « პირველი ... 44 45 [46]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ფორუმელი, თარჯიმნები
nutsiko
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5811
წევრი No.: 7747
რეგისტრ.: 11-December 04

გამოგზავნილია: 10 Jul 2017, 12:32  #50934329      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორც წესი, გვერდს ითვლიან სიმბოლოების მიხედვით (გამოტოვების გარეშე).
მთარგმნელობითი ბიუროს ფასები მერყეობს: 10 ლარიდან 15 ლარამდე.
მთარგმნელობითი ბიუროს მინუსი ისაა, რომ მთარგმნელები ჰყავთ, რომლებმაც უმეტესად არ იციან სფეროს ტერმინოლოგია.
ფასი ნაკლებია მათთან, რადგან 50/50-ზე იყოფენ შემოსავალს. 5-6 ლარი მთარგმნელს და დანარჩენი ბიუროს.
შესაბამისად, თარგმნის ხარისხიც ადეკვატურია.
სამაგიეროდ, მთარგმნელობითი ბიუროს ფასი შემკვეთისთვის მისაღებია, რადგან იაფია (აქაც საკამათოა, რადგან ძუნწი ორჯერ იხდის).
ხშირად ბიუროდან გამოგზავნილი თარგმანები ბრუნდება ხელახალი თარგმნისთვის ან ჩასასწორებლად ან თავად დამკვეთი აქართულებს ან ასწორებს ტერმინებს.
ვინც მამა-მგელია თარგმანში და მუშაობს საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ფასებიც შესაბამისი აქვს: 10-15 ამერიკული დოლარი.
ბაზარი გაჯერებულია რუსულ-ინგლისურის მცოდნეებით. დღეს ყველა ცოდნას იბრალებს და თარგმნიან.
იშვიათ ენებთან, სადაც ნაკლებია მოთხოვნა და სპეციალისტიც ნაკლები გვყავს (აღმოსავლური ენები, არაბული და ა.შ.), ფასები გაცილებით მაღალია. კონკურენცია პრაქტიკულად ნოლი. თუმცა თარგმნის ხარისხს ალაჰმა უწყის, ვინ ამოწმებს (შენ თვითონ არ იცი ის ენა და შემმოწმებელი კიდევ ვინ არის, ვინც იტყვის, კარგია თუ ცუდი).
აი, ასეთი ამბებია მთარგმნელობით სფეროში. აღარაფერს ვამბობ მხატვრულ ლიტერატურაზე, რომელსაც სულ ვკითხულობ ,,საბა"-ზე.
დიდი ვერაფერი სანუგეშო.
B/S
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1803
წევრი No.: 107199
რეგისტრ.: 23-December 09

გამოგზავნილია: 12 Jul 2017, 23:15  #50952179      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მჭირდება თარჯიმანი, ერთი გვერდის გადათარგმნაა საჭირო.
304 სიტყვაა, არის სამაგისტრო ნაშრომის ანოტაცია, შესაბამისად ხარისხიანი თარგმნა მჭირდება და არა გუგლის გამოყენება. დაინტერესებულმა ადამიანებმა პირადში მომწერეთ თანხა.
თემა ძალიან ძალიან ლაითად ეხება სამართალს, ანუ რაიმე განსაკუთრებული ტერმინების თარგმნა არ მოგიწევთ.

ხო კიდევ, ზარმაცები, უსაქმურები ნუ გამომეხმაურებით. ერთხელ ვიწვნიე უკვე მაგის გემო, 3 დღე მეუბნებოდა სახლში მივდივარ და გადავთარგმნიო და ბოლო დღეს ღამის 4-ზე მითხრა ეხლა ვჯდები სათარგმნელადო, ამიტომ ეგეთებმა თავი შორს დაიჭირეთ, პლზ smile.gif))
ninicool
წნევიანი იეღოველი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10377
წევრი No.: 119119
რეგისტრ.: 3-August 10

გამოგზავნილია: 14 Jul 2017, 21:31  #50965571      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
B/S
QUOTE
მჭირდება თარჯიმანი, ერთი გვერდის გადათარგმნაა საჭირო.
304 სიტყვაა, არის სამაგისტრო ნაშრომის ანოტაცია, შესაბამისად ხარისხიანი თარგმნა მჭირდება და არა გუგლის გამოყენება. დაინტერესებულმა ადამიანებმა პირადში მომწერეთ თანხა.
თემა ძალიან ძალიან ლაითად ეხება სამართალს, ანუ რაიმე განსაკუთრებული ტერმინების თარგმნა არ მოგიწევთ.

ხო კიდევ, ზარმაცები, უსაქმურები ნუ გამომეხმაურებით. ერთხელ ვიწვნიე უკვე მაგის გემო, 3 დღე მეუბნებოდა სახლში მივდივარ და გადავთარგმნიო და ბოლო დღეს ღამის 4-ზე მითხრა ეხლა ვჯდები სათარგმნელადო, ამიტომ ეგეთებმა თავი შორს დაიჭირეთ, პლზ ))

304 სიტყვის თარგმნას 20 წუთი უნდა smile.gif)))
გამომიგზავნე და გადაგითარგმნი უფასოდ, თუ ისევ გადასათარგმნი გაქვს. იურიდიული ინგლისური ვიცი ასე თუ ისე smile.gif


და კიდევ ერთი, ფორუმელებო, ხომ არ იცით citation form რა უნდა იყოს?

The number can be found on the front of your citation form. - ნაფიც მსაჯულს ეუბნებიან.
kate01
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 6
წევრი No.: 161269
რეგისტრ.: 9-February 13

გამოგზავნილია: 15 Jul 2017, 12:59  #50968690      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE

და კიდევ ერთი, ფორუმელებო, ხომ არ იცით citation form რა უნდა იყოს?

The number can be found on the front of your citation form. - ნაფიც მსაჯულს ეუბნებიან.


citation - არის მოპასუხის გამოძახება სასამართლოში, მთლიანი წინადადება შესაძლოა ნიშნავდეს - რაოდენობას მიაგნებთ მოპასუხის გამოსაძახებელი ფორმის წინო, ან წინა გვერდზეო, რის გამო ეუბნებიან, იქნებ კონტექსტში ჩაჯდეს
ninicool
წნევიანი იეღოველი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10377
წევრი No.: 119119
რეგისტრ.: 3-August 10

გამოგზავნილია: 15 Jul 2017, 14:05  #50969087      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
kate01
QUOTE
citation - არის მოპასუხის გამოძახება სასამართლოში, მთლიანი წინადადება შესაძლოა ნიშნავდეს - რაოდენობას მიაგნებთ მოპასუხის გამოსაძახებელი ფორმის წინო, ან წინა გვერდზეო, რის გამო ეუბნებიან, იქნებ კონტექსტში ჩაჯდეს

კი, ეგ მეც ვნახე გილ.გე-ზე, მოპასუხის გამოძახებაო, ჰოდა ნაფიცი მსაჯულის გამოძახება გამოვიყენე. ტელეფონის ნომერზეა ლაპარაკი number-ით.

სანამ დავამთავრებ, იქნებ გამინათდეს გონება.

მადლობა.
kate01
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 6
წევრი No.: 161269
რეგისტრ.: 9-February 13

გამოგზავნილია: 15 Jul 2017, 21:33  #50971295      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
კი, ეგ მეც ვნახე გილ.გე-ზე, მოპასუხის გამოძახებაო, ჰოდა ნაფიცი მსაჯულის გამოძახება გამოვიყენე. ტელეფონის ნომერზეა ლაპარაკი number-ით.

სანამ დავამთავრებ, იქნებ გამინათდეს გონება.

მადლობა.


ნაფიცი მსაჯულის გამოძახება არ იქნება, სასამართლოს დოკუმეტების თარგმნისას ხშირად შემხვედრია citation და ყოველთვის მოპასუხის კონტექსტშია გამოყენებული

This post has been edited by kate01 on 15 Jul 2017, 21:48
ninicool
წნევიანი იეღოველი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10377
წევრი No.: 119119
რეგისტრ.: 3-August 10

გამოგზავნილია: 15 Jul 2017, 22:29  #50971564      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
kate01
QUOTE
ნაფიცი მსაჯულის გამოძახება არ იქნება, სასამართლოს დოკუმეტების თარგმნისას ხშირად შემხვედრია citation და ყოველთვის მოპასუხის კონტექსტშია გამოყენებული

დოკუმენტის ნაირსახეობაა ამ შემთხვევაში.
იატეზეც კი არ არის განმარტება
აი, კონტექსტი
1. If you wish to speak to a member of staff before your jury service begins, the telephone number is given on your juror’s citation and in the local information leaflet.
2. YOU MUST BRING YOUR CITATION AND YOUR EXPENSES CLAIM FORM WITH YOU TO COURT.
3. If you want to apply for excusal or exemption from jury service you should read the enclosed ‘Guide to Jury Service Eligibility and Applying for Excusal’ and fill in the ‘Application for Exemption or Excusal from Jury Service’ form which is enclosed with your citation.
4. When writing or calling, please state your juror citation number and date of attendance.
5. The telephone number is shown on your citation.
6. However, if a trial is expected to last several weeks, the court officials will try to warn jurors by enclosing a letter with the citation for jury service.
7. IF YOU DO NOT ATTEND COURT AS REQUIRED, AND HAVE NOT ALREADY BEEN EXCUSED, THE COURT MAY FINE YOU FOR FAILING TO COMPLY WITH YOUR CITATION.
8. You should telephone the jurors’ attendance update line as mentioned in your citation.
9. The court contact details can be found on your citation and in the cover of this booklet.
* * *
შოტლანდიური ტერმინი ყოფილა. ადრეც შემხვდა რამდენიმე ტერმინი შოტლანდიური მაგ კაცის პრეზენტაციას რომ ვთარგმნიდი..
kate01
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 6
წევრი No.: 161269
რეგისტრ.: 9-February 13

გამოგზავნილია: 16 Jul 2017, 17:58  #50975581      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აა, უშუალოდ ნაფიც მსაჯულებზე ყოფილა საუბარი, citation form რაღაც დოკუმენტია ისეთი, რომელშიც ნაფიცი მსაჯულებია ჩამოთვლილი. ჰო აშკარად გადატანითი მნიშვნელობითაა გამოყენებული, რაც დაწერე ის მიესადაგება მშვენივრაად

This post has been edited by kate01 on 16 Jul 2017, 17:58
reddoc555
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 128
წევრი No.: 206404
რეგისტრ.: 14-August 15

გამოგზავნილია: 19 Jul 2017, 15:40  #50993047      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ, სამედიცინო ტექსტის თარგმნა ვის შეუძლია?
ბევრი არაა, 3 გვერდი იყოს მაქსიმუმ.

და ფასიც რომ მითხრათ აქვე.

დიდი მადლობა smile.gif
kate01
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 6
წევრი No.: 161269
რეგისტრ.: 9-February 13

გამოგზავნილია: 23 Jul 2017, 00:01  #51012885      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
გამარჯობათ, სამედიცინო ტექსტის თარგმნა ვის შეუძლია?
ბევრი არაა, 3 გვერდი იყოს მაქსიმუმ.


ჩათში მოგწერეთ
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (46) « პირველი ... 44 45 [46]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0299 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]