chanichanorecycle-ის შესატყვისად "გადამუშავებას" ვამბობთ.
ნაგვის უტილიზაციას დ გადამუშავებას პირველი რიგში სახელმწიფოს სურვილი უნდა, შემდეგ საზოგადოების ცნობიერება, რომ ნაგავი დახარისხდეს და შემდეგ შესაბამისი საწარმო, რომელიც გადაამუშავებს ამ ნაგავს, და ბოლოს, მიღებული გაზის გამოიყენება გარკვეული დანიშნულებით.
ახლა უცბად წარმოვიდგინე რა ძნელია ჯერ-ჯერობით ეს საქართველოში. ხალხს ურნაში ვერ უსწავლია ნაგვის ჩაგდება და რა დახარისხებაზე ლაპარაკი
თუმცა შეიძლება საწარმო ნარჩენებით დავიწყოთ და აქამდე იქნებ ცნობიერებასაც რამე ეშველოს.
შარშან ჩვენს აეროპორტში ვნახე ურნა, რომელსაც რამდენიმე განყოფილება ჰქონდა სხვადასხვა სახის ნარჩენებისთვოს. ჯობდა შიგნით არ ჩამეხედა
რაც შეეხება ევროპას, ჩვეულებრივი პრაქტიკაა ნაგვის დახარისხება და გადამუშავება.
მაგალითისთვის, შვედეთში საზოგადოებრივი ავტობუსები მუშაობენ ბიოგაზზე, რომელიც მიიღება გადამუშავებული ნაგვისგან!
გერმანიაში, ასევე შვედეთში, საკუთარ ეზოებში აქვთ საკომპოსტე ორმოები, სადაც საოჯახო ნარჩენებს ყრიან, შემდეგ ხდება დუღილი, კომპოსტირება, მიღებული მიწისებრი მასა კი გამოიყენება ნიადაგის გასანოყიერებლად.
ორგანიზას, სადაც მე ვმუშაობ, გვაქვს სადემონსტრაციო ცენტრი, გვაქვს მოწყობილობა პლასტიკური ნარჩენების გადასამუშავებლად და ვიღებთ საწვავს. თუ ვინმეს კონკრეტულად აინტერესებს შემიძლია წავიყვანო და ვაჩვენო.