რა რუსეთი დაჩოქება განადგურება ჩაძირვა გინდათ?
არავინ არ იცის 10-20 წელიწადში რა მოხდება რეალურად, მაგრამ რუსეთის "ჩაძირების" თითქმის იდეალური ვარიანტი ის იქნება, რომ საკმარისად დასუსტდეს ისე, ან უბრალოდ პოლიტიკა შეიცვალოს ისე (რევოლუციით ან რამე სხვა გზით), რომ აგრესიულ და დამპყრობელ ქმედებებს შეეშვას. მეტი რაღა გვინდა არა? თუ რეალურად არ იქნება "შემაწუხებელი" (დამპყრობელი) ქვეყანა, იყოს თავისთვის, იარსებოს. ჩვენი ზოგიერთების დიდი სურვილის მიუხედავად, რთული წარმოსადგენია რო ქვეყანა თავისით ადგეს და დაიშალო "ჩაიძიროს", ომის და დაპყრობის გარეშე ეს ვერ მოხდება. უბრალოდ ჩემი აზრით "დაშლის" აზრისკენ იმისგამო მივდივართ, რომ საბჭოთა კავშირი რადგან თავის დროზე "დაიშალა" ახლა რუსეთიც უნდა "დაიშალოს", არადა ქვეყანაა დარჩენილი მხოლოდ, ძალით აღარავინ ყავს მის შემადგენლობაში (პატარა გამონაკლისების გარდა, რომლებიც არ არიან მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონენი ეკონომიკურ თუ სხვა კუთხით), უბრალოდ ტერიტორიულად დიდია და ეგაა, მარა ერთი ქვეყანაა ხო მაინც. ჩემთვის რუსეთის "დაშლა" იქნება მისი საგარეო პოლიტიკის რადიკალური ცვლილება. მაინცდამაინც დაშლა და განადგურებაა არაა ამისთვის საჭირო ფიზიკურად თუ ეკონომიკურად. შინაგანად რო მინდა მთელი კრემლი ცეცხლში დამწვარი მენახოს ეგ სხვაა
ამის კონტრა არგუმენტად კი იტყვით ეკონომიკურად უნდა დასუსტდესო იმდენად რო შეიცვალნონო ან ხალხს მეტის მოთმენა აღარ შეეძლოთო, მაგრამ დასუსტება სულ სხვაა მეგობრებო და "დაშლა", "ჩაძირვა" და ა.შ. ტერმინები სხვაა და რეალურად შორს არ არაა რუსეთი ამისგან.