Dato-Tolordavaმეგობარო,
შენ თუ მხოლოდ წარმატებით აფასებ ლიდერს და სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია, მაშინ უამრავი ,,წარმატებული" სერიული მკვლელი, მანიაკი და ფსიქოპათი არსებობს, რომელსაც იგივე წარმატებით შეგვიძლია ვუწოდოთ დიდი პიროვნება.
აგერ ჩიკოტილამ რა დააშავა მაშინ?
მაგრამ ყველაზე ღადაობა ის არის, რომ წარმატებულიც არ იყო ტიპი, იმიტომ რომ შექმნა ყველაზე უფრო იდიოტური ეკონომიკური სისტემა კაცობრიობის ისტორიაში (კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი იდიოტიზმების ტოპ 10-ეული რომ გააკეთო, მე არ ვიცი საბჭოთა ეკონომიკაზე წინ რა უნდა დადგეს). ეს სიტემა გარდა იმისა, რომ ხუხულასავით ჩამოიშალა, მისმა მემკვიდრეობამ იმდენი ზიანი მიაყენა პოსტ საბჭოთა ქვეყნებს, თაობები სჭირდება მის მოშორებას.
ის პროექტები კიდე, რომლებიც სტალინის დროს გაკეთდა გაცილებით წარმატებული, უფრო მაღალი ხარისხის და კონკურენტუნარიანი იქნებოდა კაპიტალისტურ რუსეთში საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით რომ გაკეთებულიყო.
აქედან გამომდინარე, ,,პაივცემული" დჟუღაშვილი იყო ერთი მიზანთროპი, ფსიქოპათი ლუზერი, რომელმა დაამარცხა ფაშისტური გერმანია, მაგრამ დღეს რა ქვეყანაა გერმანია და რა რუსეთი ვხედავთ კარგად
პინოჩეტიც მანიაკი და არაკაცი იყო, მაგრამ რასაც ვერ დაუკარგავ არის ის რომ უწარმატებულესი ეკონომიკური მოდელი შექმნა და ჩილე დღესაც დონეა მაგის გამო. სტალინი კი არაკაცთან ერთად პიტალოც იყო...