Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > კულინარია > კონსერვები, მარინადები, მწნილები, კომპოტები და მურ |
Posted by: miau 18 Dec 2006, 21:07 |
ვფიქრობ აუცილებელია ეს განყოფილება. დავდებ ლიმონის მურაბის რეცეპტს. სხვანაირად ლიმონის თაფლსაც ეძახიან 1. მანქანაში გავატაროთ კურკაგამოცლილი ორი დიდი ლიმონი ქერქიანად. 2. 2 კგ. + 2,5 ჭიქა წყალი მოვადუღოთ სიროპი, ჩავუშვათ ლიმონი და მოვადუღოთ დაახლოებით 30 წუთი. მერე ქილებში ჩავასხათ და რომ გაცივდება შევსანსლოთ. უხდება ჩაის. ვაშლის ჟელე. 5 კგ. გათლილ-გასუფთავებულ და კუბიკებად დაჭრილ ვაშლს დავაყაროთ 1,5 კგ. შაქარი, დავასხათ 2 ს/კ თეთრი ღვინის ძმარი და მთელი ღამით დავდოთ. დილით მოვადუღოთ დაბალ ცეცხლზე, სანამ არ დააშრება სითხე. |
Posted by: auau 22 Dec 2006, 00:24 |
ლეღვის ცუკატი ღრმა ტაფაში ან ალუმინის, ან ნერჟავეიკის ან ტეფლონისზედაპირიან ქვაბში ფენა-ფენა ჩააწყეთ ლეღვი და შაქარი. შედგით ღუმელში და დააცადეთ მანამ, სანამ შაქარი არ დადნება და საკმაოდ არ შეიწოვს ლეღვი. მერე დააწყვეთ რაიმე ბადეზე ან საცერზე გასაშრობად. რომ გაშრება შეგიძლიათ პირდაპირ შეინახოთ ნაჭერში გადახვეული და ხის ყუთში, ან არა და ბადაგში ამოავლოთ და მერე ისევ გააშროთ. გადასარევი გამოდის. შოკოლადივითაა. |
Posted by: DODI 22 Dec 2006, 09:27 |
ყველაზე მაგარი მჟავე - საზამთროს მჟავე: იღებთ ჯერ კიდევ დაუმწიფარ პატარა საზამთროებს გული ჯერ კიდევ რომ სულ თეთრი აქვს და კურკაც არ არის ჩამოყალიბებული დაახლოებით ასე 1 კგ.-მდე მისულს (უკეთესია მოზრდილი პამიდვრის ხელა როცაა, ამათ დაჭრა არ სჭირდებათ), ჭრით ოთხად ან ორად, დებთ ემალიროვან ან კერამიკულ ჭურჭელში. ფენა ფენა ამატებთ წითელი წიწაკა, ნიორი, დაფნის ფოთოლი, ნიახურო (ბლომად), მუხის და ალუბლის ფოთლები (10-15 ცალი დიდ ჭურჭელზე), ხრენის ფოთლები. ადუღებულ წყალში ხსნით მარილს 1ლიტრაზე- 1 სუფრის კოვზი მარილი და ერთი ჩაის კოვზი სახლის კარგი ძმარი. გააციებთ და დაასხავთ. მაგრად უხდება ლობიოს და მჭადს. |
Posted by: Doloress 24 Dec 2006, 05:08 |
ვინმემ ხო არ იცი, სოკო როგორ უნდა შევინახო?! მითხრეს, ძაფზე უნდა აასხა კარგად გარეცხილი სოკო და ისე დაკიდო თბილ ადგილასო, მაგრამ ..... შედეგს არ ვიტყვი.. ვინმემ მითხრათ ეგება, როგორ შევინახო.. |
Posted by: DODI 25 Dec 2006, 10:56 |
dolores თავი დაანებე მაინც საშიშია. |
Posted by: miau 25 Dec 2006, 11:17 |
dolores უნდა წამოადუღო კარგად გარეცხილი სოკო, ფენა-ფენა დააწყო და ბევრ-ბევრი მარილი დააყარო, ზემოდან სიძიმე დაადო, რომ ზემოთ არ ამოვიდეს სოკო, წვენში იყოს. რომ ამოიღებ დიდი ხანი გამდინარე წყალში უნდა გქონდეს, რომ მარილი გაუვიდეს. გარეცხო და გაყინო საყინულეში. ძალიან, ძალიან დაბალ ცეცხლზე აირ-ღუმელში ბადეზე დააწყვე გაურეცხავი სოკო და გააშრე სუხარივით, რომ გამოიღებ, გააციე და ნაჭრის პარკში შეინახე, აქ დაკიდებულს ვერ გააშრობ. ეს ყველა ვარიანტი რუსი ახლობლის ნასწავლია და ვიყენებთ. გაყინულიც გვაქვს, დამარილებულიც და გამშრალიც. |
Posted by: SnowFlakes 25 Dec 2006, 11:36 |
საერთოდ მშრალ საყინულეში ყველაფერი ინახება 24/7 შუქი როცა იყო კარგ დროში მარწყვსაც მასე ვინახავდით ხოლმე,მაგრამ ახლა არ ვიცი რანაირად მოვახერხო ცოცხლად შენახვა. |
Posted by: revolucioneri 4 Jan 2007, 18:59 |
უჩვეულო მწნილი, სტაფილო!!! იაფი და სასარგებლო!!! ხალხნო, გიჭამიათ სტაფილოს მწნილი? აუ, რა მაგარია, კიტრის მწნილს გავს მაგრამ გაცილებით სჯობია! ანუ კიტრის მაგივრად ჩადებული, კიტრი ხომ ზამთარში არ არის მანდ და სტაფილო ყოველთვის, არა? გაცილებით სჯობს, რამეთუ კიტრის მწნილი მაშინ არის კარგი როცა მაგარია, და ეს სულ მაგარია, ან რგოლებად, ან ორად ან ოთხად გაჭრილი ჩადეთ , როგორც კიტრის, მაგარი რამეა, აბა, ვინც ჩადებთ და იგემებთ, დაფოსტეთ როგორია |
Posted by: killer 9 Jul 2007, 18:56 |
დეიდებოო... მამენტ ბიძიებოც.... მალინის მურაბის გაკეთება მასწავლეთ რააა |
Posted by: gabarzgaleba 10 Jul 2007, 00:57 | ||
ჯერ ერთი, მალინა კი არა, ჟოლო, მეორე კიდე კილო კილოზე უნდა დააყარო შაქარი, უნდა დაიყენოს წვენი, რამდენიმე საათის შემდეგ (წვენი რო ჩადგება) ვდგამთ გაზზე და ადუღებ 15 წუთი, შემდეგ გადმოდგამ და გაგრილების მერე (უფრო სწორად, გაცივებულზე) ისევ დგამ და იწყებ მართლა მურაბის ხარშვას. ადუღებ მანამ, სანამ წყლიან ჭიქაში, მურაბის წვეთი ფსკერამდე არ ჩაეშვება. სხვათა შორის, არც ისე დიდხანს უნდა ადუღო, რომ მურაბამ ფერი იცვალოს, თუ მალინისფერი არ შერჩა, "ზნაჩიტ" დეენძრა მურაბას (მალინისას). დას ისტ ჟოლოს მურაბა, თუ რამეა, აქა ვარ. |
Posted by: Solveig 10 Jul 2007, 01:25 | ||
ზუსტად ეგრე ვაკეთებ მეც. ოღონდ პირველად რომ გავაკეთე (13 წლის ვიყავი), ცოტა დამეწვა და ბევრი დუღილისგან წვენი გამუქდა..მოყავისფრო გახდა. კოვზით ვერ ამოიღებდი |
Posted by: gabarzgaleba 10 Jul 2007, 01:31 | ||
ჰოდა ზუსტად მაგიტომ დავწერე ი ბოლო წინადადება, წვენი უნდა იყოსთქვა იდეალური, ცოცხალი ჟოლოსფერი, ინტენსიური (არც ღია და არც ყავისფერი) |
Posted by: miau 10 Jul 2007, 23:01 | ||
killer
ისა და, არ გირჩევნია კილოზე კილო და 100გ. შაქარი დააყარო საცერში გაქნილ ჟოლოს და ასე შეინახო ცოცხლად? უფრო სასარგებლოცაა და ძალიან გემრიელიც. მე ბლის მურაბა გავაკეთ ბეიაჩემის კონსულტაციებით და მართლა მშვენიერი გამომივიდა, 5 კგ კურკაგამოცლილ ბალს დავაყარე 5,500 კგ. შაქარი, დავდე სანამ წვენი გაუშვა, მერე 5 ჭიქა წყალი დავასხი და სამჯერ წამოვადუღე, მესამედ ვანილი და კარდამონი დავუმატე, მერე ჩავასხი ქილებში... ახლა კიდევ გავხსენი და ვღორმუცელობ |
Posted by: auau 15 Jul 2007, 00:47 |
miau ჰქენი მადლი და გარგარის და ატმის მურაბაბიც დაწერე,შენ უფრო კარგი გამოგდის ვიდრე მე . |
Posted by: BEKO 15 Jul 2007, 00:56 | ||
gabarzgaleba მამაკაცი ერთი ვიცი საქართველოში, ვინც მურაბაბს ხარშამს და ქილებსაც ლამაზი ნახატებით აფორმებს, მერე ყიდის კიდეც miau
ჯერ ადრეა, მაინც)) მურაბების ოსტატი ჩემი დედამთილია. ჰოდა, თეთრი ბლის მურაბას, ბოლოს, რომ მოიხარშება, აუცილებლად აჭრის ლინონს. უგემრიელესია |
Posted by: Solveig 15 Jul 2007, 00:58 | ||||||
კი, მართალი ხარ. მურაბას ბევრად სჯობს.
მე შაქრის სიროფს (1კგ შაქარზე 250მლ წყალი) ვაკეთებ და შიგ ვყრი დაკურკულ ბალს..ბოლოს ვანილს ვუმატებ. ვადუღEბ სვენებ-სვენებით.
ატმის მურაბა: აიღე საშუალო ზომის ატმები, ისე რომ კურკა დაზიანებული არ ჰქონდეს, გაფცქვენი წმინდად და დაჩხვლიტე ჩანგლით. მოხარშე შაქრის სიროფი-1კგ შაქარზე 250მლ წყალი. 4 კგ ატამს სჭირდება 2 კგ შაქარი. მდუღარე სიროფში ჩაყარე დაჩხვლეტილი ატმები და გადმოდგი. გააჩერე ასე 2-3 საათი. მერე სვენებ-სვენებით ადუღე. მზა მურაბას უნდა ჰქონდეს მუქი ოქროსფერი და სიროფი უნდა იკვრებოდეს, ანუ წყალში რომ ჩაასხამ, წვეთი არ უდნა გაიშალოს. მე ძალიან ძუნწი ადამიანი ვარ და ასე ვაკეთებ ხოლმე: ატმის ნაფცქვენს კარგად გავწურავ(რამდენ წვენსაც გამოიღებს) და სიროფს მაგით ვაკეთებ (წყლით ვავსებ საჭირო რაოდენობამდე). გარგარის მურაბისათვის 1 კგ კანგაცლილ გაკურკულ გარგარზე 1კგ შაქრის და 250მლ წყლის სიროფს ვიღებ და ასევე სვენებ-სვენებით ვხარშავ. ბოლოს ვანილს ვუმატებ. |
Posted by: miau 15 Jul 2007, 00:59 |
ატმის მურაბა (ქ-ნ. აუაუს შეკვეთით ) კილოზე კილო შაქარი დავაყაროთ დაჭრილ და დაფცქვნილ ატამს და დავდგათ დილამდე, სანამ სეროფს არ გაუშვებს, ემდეგ შევდგათ ცეცხლზე და 15 წუთი ვადუღოთ სანელებლებან ერთად. სანელებლებიდან აუცილებელია კარდამონი (კილოზე დაახლოებით 5 ცალი გუგამოცლილი მარცვალი) და ვანილი გემოვნებით, უხდება ძალიან მიხაკიც. დანარჩენი თქვენი ფანტაზიისთვის მომინდვია ცხელს ვასხამთ ქილებში და ვინახავთ, რაც ქილებში არ ჩაეტევა ვასხამთ სამურაბეში და მივირთმევთ ესეც ატმის მურაბა. * * * ვააა, დულ დამავიწყდა ბლის მურაბაზე - მეორე წამოდუღებზებლები უნდა ამოვიღოთ და მარტო სეროფი წამოდუღდეს, მესამეზე კი ბლებიანად წამოდუღდეს. |
Posted by: gabarzgaleba 15 Jul 2007, 01:48 | ||
თეთრი ბლის ყველაზე რთული (შესაძლოა ბევრისთვის ნაცნობი) რეცეპტი არ ჩამომაკაკლინო ეხა, თუ გინდათ რო არ დაიშალოთ. |
Posted by: პერწკლი 15 Jul 2007, 02:27 |
კაკლის მურაბის რეცეპტი მინდა წელს მაინც მაღირსოს დედაჩემმა როგორ მიყვარს, არადა სახლსჰი არ მიკეთებენ ძნელიაო. რა ჭშირს ამისთანა ძნელადგასაკეთებელი აა? |
Posted by: gabarzgaleba 15 Jul 2007, 02:50 | ||
ჯერ ადრეა, სამურაბე კაკალი მალე შემოვა და მერე ჩამოგიკაკლავ |
Posted by: პერწკლი 15 Jul 2007, 02:52 |
gabarzgaleba კაი ისე, ბაზარში რო წავიდე და ვიყიდო, ხო არ მომწამლავს? არაა საშიში? |
Posted by: gabarzgaleba 15 Jul 2007, 03:01 | ||
ალაბათ არა, მე არ მიცდია, მარა არც ის გამიგია, კაკლის მურაბამ მოწამლაო |
Posted by: patriciia 15 Jul 2007, 11:55 |
პერწკლი აუტკივარი თავის ატკივებას არ გირჩევ, ძაან ბევრი ჩალიჩი უნდა, გემრიელი კია. მე მიხაკ-დარიჩინს და ვანილს ვუმატებ. ასამი დღე წყალში უნდა გქონდეს და ყოველ წუთში წყალი უნდა უცვალო სამჯერ უნდა წამოადუღო წყალში და გადაუქციო მერე კიდევ ახალ წყალში უნდა წამოადუღო, წყალს შაქარი უნდა დაუმატო, ყოველ100 კაკალზე თითო ჭიქა იმასაც გადააქც ევ, მერე მოხრშავ სიროფს, და ჩაყრი კაკალს, ხაღსავ, ვიდრე არ გამზადდება, პატარა ტომსიკაში ცაყრი მიხაკის პატარა ჯოხებს და დარიჩინს და ქვაბში ჩააგდებ,დარიჩინი შენ თვითონ უნდა დაფქვა, თორემ ნაყიდს სუნი უკვე გასული აქვს, ცოტა ვანილსაც დაუმატებ. 100 კაკალზე 2კილო შაქარი მაინც უნდა * * * gabarzgaleba საზიზღარო, ზუსტად შენ გეპოსტავებოდი, ჟოლოს მურაბა რო გადამეხარშა |
Posted by: miau 16 Jul 2007, 10:07 |
სამი დღე კაკალს წყალი ვუცვალოთ, მერე ცივ წყალში ჩავყაროთ და რომ წამოდუღდება, გადავღვაროთ წყალი, მერე შაბიან წყალში (უნდა იყოს მომწკლარტო) წამოვადუღოთ და გადავღვაროთ, მერე ისევ გადავღვაროთ, მერე კილოზე კილო და 100 გ და წამოვადუღოთ 1 კგ-ზე ტოპსიკაში ჩავყაროთ 3-4 ილი, 3-4 მიხაკი, 1/2 ჩკ დარიჩინი, 1/2 ჩ-კ ვანილი და ამდენივე მუსკატი 100 ცალ კაკალზე. * * * ქლიავი (ბებიას რეცეპტი) დაფცქვნათ დიდი მაგარი მწვანე ქლიავები, დავჩხვლიტოთ, ჩავყაროთ კირში (1 ვედრო წყალზე ორი მუჭა კირი ), პერიოდულად ვურიოთ ხის კოვზით, რადგან კირი ძირში მიდის. რომ გამაგრდება სამურაბე კაკალივით, ჩამდინარე წყალზე დავდგათ და კარგად გავრეცხოთ, კირი რომ კარგად გაუვა, 1 კგ. ქლიავზე დავასხათ 1 ჭიქა წყალისა და 1კგ და 50 გ. შაქრის მდუღარე სეროფი და დავტოვოთ ღამით. დილით ამოვიღოთ ქლიავები დაწამოვადუღოთ სეროფი, კვლავ დავასხათ ქლიავებს. მესამე დღეს დავდგათ მთლიანად ცეცხლზე და სეროფის გამზადებამდე ვხარშოთ. მურაბა მზადაა მაშინ, როდესაც ნაყოფები ბზინავს და სეროფი შესქელებულია. რომ ჩავაქრობთ, გავუკეთოთ ვანილი და მერე ჩავასხათ ქილებში. ცოტა საჩალიჩოა, მაგრამ ჩალიჩად ღირს. |
Posted by: patriciia 16 Jul 2007, 11:12 | ||
patriciia
შაბი დამავიწყდა |
Posted by: killer 16 Jul 2007, 11:19 |
gabarzgaleba არ არის ადრე. პირიქთ კარგი დროა. იყიდება ბაზარში უკვე კაკლები. |
Posted by: gabarzgaleba 16 Jul 2007, 16:02 | ||
ეგ იმასავითაა, საზამთრო რო შემოვა ივნისში და რო არ იჭმება იტოგში. |
Posted by: Solveig 21 Jul 2007, 18:39 | ||||
dolores
სოკოს ჩვენ (დედა და მე) ვინახავდით მხოლოდ მიქლიოს და მანჭკვალას, სხვა არ გვიცდია. მიქლიო (ლისიჩკა რუსულად) უნდა გაასუფთავო (გააკრიალო), კარგად გარეცხო, დაასხა იმდენი წყალი, რომ დაფაროს და მოხარშო..მერე ჩატენო ქილაში, დაასხა ადუღებული წყალი, თავზე-მაგარი ძმარი (1სუფრის კოვზი 1 ლიტრიან ქილაზე), დაახურო ხუფი და გაასტერილო 15 წუთი დუღილით, მერე დახუფო. მანჭკვალაც ეგრე კეთდება, მაგრამ მოხარშულ მანჭკვალას ძალიან დიდხანს უნდა რეცხვა, რომ ლორწო და უსიამოვნო სუნი გაეცალოს..მე დიდად არ მიყვარს. საერთოდ სოკოს მარინადები და კონსერვები საშიშია, ბოტულიზმის გამო...მაგრამ ჩვენ კონსერვს ყოველთვის თერმულად ვამუშავებთ ხოლმე (ვხრაკავთ მდუღარე ზეთში ან ვახარშავთ წვნიანში) და ასე საშიში აღარაა. ერთი-ორჯერ გავახმეთ მიქლიო (ავასხით და დავკიდეთ)..მერე წვნიანი გავაკეთეთ, მაგრამ დიდი არაფერი იყო. * * *
ვისაც ნერვები ყოფნის, შეუძლია კურკის მაგიერ თეთრი ბლის გული თხილით ამოავსოს. ძაიან გემრიელია. ნიგოზიც უხდება, მაგრამ თხილი სჯობს. ჩემმა რაჭველმა ბიძამ, რომელსაც შიგადაშიგ გამოუნათებს ხოლმე თავში კულინარიული აზრები , მიწის თხილი სცადა და უგემრიელესი გამოვიდა. ალუბლის მურაბა მაქვს გასაკეთებელი კიდევ ბლის და კიდევ მოცხარის ჟელე მე კიდევ აქ ვწერ რაღაცებს...უუუ, რა გამოკურკავს ახლა 20კგ ალუბალს. |
Posted by: miau 24 Jul 2007, 22:22 | ||||
dolores
არსებობს სამი ვარიანტი. 1. დაკონსერვება (რომელსაც ჩვენ ვერიდებით) 2. დაარილება ცოცხლად 3.მარინადში ჩადება წამოდუღებული სოკოსი 4. გაყინვა 5. გაშრობა ყველაზე ნაღდია გაყინვა წამოდუღებული სოკოსი, - ვდებთ კონტეინერში და ვყინავთ გაშრობა ჩვენს პირობებში ეს ასე ხდება: გაურეცხავ დიდ სოკოებს (კარგია თეთრი სოკო (ბელი გრიბ), მასლიატა, გრიბ ზონტიკი, ქამა. ) ვდებთ გაზქურაში სეტკაზე, ქვემოთ ძირზე ვდებთ თუნუქის ფურცელს (იგივე ჟარონა ) და ძალან დაბალ ცეცხზე ნახევრად გამოღებულ ღუმელში ვაშრობთ, სანამ ბოლომდე არ გამოიფიტება, შემდეგ ვაციებთ გაზეთზე და ბამბის მატერიის პარკში ვინახავთ მშრალ ადგილზე. როცა მოგვინდება სოკო, გამოვიღებთ, 1-2 საათით ჩავყრით წყალში, სოკო დაიბრუნებს აბიომს, გაფუვდება და რაც გვსურს, შეგვიძლია გავაკეთოთ მისგან. გამშრალი სოკოს სუპი გაცილებით გემრიელია, ვიდრე ახალი სოკოსი, განსაკუთრებით კარგია ამ მხრივ რგიბ ზონტიკი. დამარილება წამოდუღებულ სოკოს ან ემალირებულ ან კიდევ ფაიფურის ან მინის ჭურჭელში ვაწყობთ ფენა-ფენა ბევრ მარილთან ერთად, გადამლაშების ნუ შეგეშინდებათ. როდესაც დაგჭირდებათ, გამოიღებთ, ან 1-2 გამდინარე წყალშI ჩაყრით, ან კიდევ უმარილო წყალში წამოადუღებთ და სულ გაუვა მთელი მარილი. გემოთიმიხვდები, როცა მარილი გაუვა. ეს მეთოდებოი არის 100%-ით უსაფრთხო. ახლა, თუ სოკოშხამიანია, ისეც მოგწამლავს და ასეც დაკონსერვებისგან თავს ვიკავებთ, სხვა კონსერვებსაც არ ვაკეთბთ. წლებია სოკოს ვაგროვებთ და ასე ვინახავთ, შეგიძლიათ ენდოთ
ალუბალიც გავაკეთე, ბალიც, მაგრამ მეორედ ბალი არავინ მიხსენოოოოოოოოოოოოოოს, კურკების ცლამ დამტანჯააააა! სხვა ხილი, რამდენიც გინდა.... მითუმეტეს, ნიგვზით? - დიდი ბოდიში, ეს მაზოხისმი ბბიაჩემის საქმეა დადაე იმან აკეთოს ზემოთ ჩეს მიერ დაწერილ ქლიავის მურაბასთან ერთად ახლა საზამთროს მურაბაზე ჩალიჩობს... |
Posted by: Doloress 25 Jul 2007, 09:25 |
miau გაიხარე! |
Posted by: miau 25 Jul 2007, 11:50 |
dolores ჰო, დამარილებულს რომ ადებ, ზემოდან წნილივით საფარებელი და ზემოდან სიმძიმე დაადე. შენ გაიხარე |
Posted by: tata-naka 25 Jul 2007, 12:37 |
მეგობრებო ტყემალი როგორ გავაკეთო ხომ ვერ მასწავლით? |
Posted by: miau 25 Jul 2007, 14:05 | ||
tata-naka
ჩვენ ასევაკეთებთ ოჯახში: ჩაყარე ქვაბში კარგად გარეცხილი და ყუნწებ დაცლილი ტყემალი, დაასხი ცოტა წყალი (არ უნდა დაფაროს) და წამოადუღე, კურკა რომ ადვილად გამოეცლება, გადმოდგი და გააცე. წყალი ცალკე გადაწურე და გადაასხი, დასამატებლად ანადუღარი ჩვეულებრივი წყალი იხმარე, ტყემალი დურშლაგზე გახეხე ისე, რომ კურკები და კანები დარჩეს მარტო. განახეხი თუ სქელი იქნება თვალის ზომით დაამატე წყალი. ამის შემდეგ 1 კგ. ტყემალზე დაახლოებით 1 თავი ნიორი, 2 კონა ქინძი, 2 კონა ომბალო, 1 კონა ცერეცო და სურვილისამებრ ცოტა პიტნა (პიტნა იმ შემთხვევაშია აუცილებელი, თუ ომბალო არა გაქვს) , მარილი და წიწაკა გემოვნებით. ამ ყველაფერს ან დანაყა, ან ხორცსაკეპ მანქანაში გატარებ, ან ბლენდერში აქვეფ ცოტა ტყემალთან ერთად და დანარჩენ ტყემალს დაუმატებ. საერთოდ, სანელებლები მაინც უფრო გემოვნებით უკეთდება დათავად განსაზღვრე, ვის როგო მოსწონს... აის შემდეგ შეგიძლია პიდაპირ მიირთვა, თუ შენახვა და დასტერილება გინდა კიდევ, 5-10 წუთი უნდა წამოადუღო და დაასტერილო. |
Posted by: Solveig 25 Jul 2007, 21:11 | ||
მეც.. მაგრამ მოვრჩი მაგ სატანჯველს კიდევ კარგი. |
Posted by: tata-naka 26 Jul 2007, 10:46 |
miau მადლობთ მომიწევს ალბათ გაკეთება |
Posted by: killer 26 Jul 2007, 21:40 |
miau და ტყემლის წყალს რატომ არ ხმარობთ გასათხელებლად? |
Posted by: miau 26 Jul 2007, 22:42 | ||||
tata-naka
გაიხარე killer
თუ ტყემალი ძალიან მჟავეა, ნახარშიც ცოტა მომწარო გამოდის და ამჟავებს, თუ ტყემალი ძალიან მჟავე არაა, მაშინ ვხმარობ. ისე, ზოგი შაქარს ამატებს ტყემალს ჩვენ კიდევ მჟავე გვიყვარს ოჯახში და ტკბილი ტყემალი ვერ დავამუღამე. |
Posted by: killer 26 Jul 2007, 22:44 |
miau მადლობა |
Posted by: Solveig 28 Jul 2007, 00:18 | ||
მეც ეგრე... მაინც ყოფნის ხოლმე თავისივე წვენი გახეხილ ტყემალს.. |
Posted by: Gerard 28 Jul 2007, 00:32 |
გრეიფუტის მურაბა ვინმეს გაგისინჯიათ? გირჩევთ მურაბის მოყვარულებო გასინჯეთ, უგემრიელესია ახალ გემოს აღმოაჩენთ! |
Posted by: tamrikor 28 Jul 2007, 19:00 |
ქლიავის ხილფაფას როგორ აკეთებთ? |
Posted by: Solveig 28 Jul 2007, 20:39 | ||
tamrikor
გავთუთქავ ქლიავს, წვენს ცალკე გადავიღებ. მერე ქლიავს გავხეხავ, რომ ჩენჩო და კურკა მოვაცილო. წვენს ვუმატებ საჭიროების მიხედვით და დიდხანს ვადუღებ. შაქარს გემოვნებით ვაძლევ. |
Posted by: მონიკა 29 Jul 2007, 14:09 | ||
ასეთი რამე თუ გაგიკეთებიათ ვინმეს : ვიღებთ მშრალ ქილას, პრთხლიად ვაწყობთ შიგ გარეცხილ და მშრალ(ეს ძალიან მნიშვნელოვანია) ხილს, რომელიც უნდა იყოს საღი და დაუზიანებელი ფრთხილად ვდეფთ პატარა სანთელს(რა თქმა უნდა ისე რომ ხილს არ ეხებოდეს ცეცხლის ალი) ვუკიდეფთ ცეცხლს და ვხუფავთ, როცა ჟანგბადი გამოილევა ცეცხლი ჩაქრება, ვინახავთგრილ ადგილას. მე პირადად არ გამიკეთებია ადრე ORT-ზე ვნახე რაგაც საოჯახო გადაცემაში, მაგრამ ჩემმა ახლობელმა მასე ქლიავი შეინახა ზამთრისთვის, მაინტერესებს ვინმეს ხომ არ უცდია ასეთი რამე? * * *
წამოდუღება რათ უნდა? მე გარეცხილ, დაჭრილ ,მშრალ , სოკოს ვყინავ, მშვენივრად ინახება.(ტემპერატურაა მნიშვნელოვანი -18 -20 გრადუსი) |
Posted by: miau 29 Jul 2007, 18:06 | ||
Monica Bellucci
ასე უფრო კარგად ინახება და წამოდუღებული სოკო არ იმტვრევა გადნობის შემდეგ და ფორმას კარგავს, წამოდუღებული კი არა, თან გემო ორივეს ერთი აქვს, შემწვარი განაყნი სოკო არც ისეა საუკეთესო და არც ასე და მაინც რაიმე სხვა ვარიანტტშ უნდა მოამნზადო. მე პირადად ყველაზე მეტად გამშრალი მომწონს. სკოსაც გააჩნია , ზოგჯერ მასეც ვინახავთ გარკვეულ სახეობებს, ზოგს პირდაპირ გარეცხილს ვაყრით მარილს და ისე ვინახავთ მაგრამ სოკოს, რომელსაც ლორწოიანიზედაპირი აქვს, ისე ვერ გარეცხავ, რომ ბოლომდე გასუფთავდეს, ან თუ ძალიან რბილია, მალე იმტვრევა. დაჭრას რაც შეეხება - საერთოიდ არ ვჭრი, ასე უფრო ლამაზია ითქოს, მთელ-მთელი. არის რაღაც მეთოდი, როდესაც მარილთან ერთდ მაწონს ან არაჟანსაც უკეთებენ და ზემოდან შავი პურის ნაჭერს ადებენ, ასე არ გვიცდია. |
Posted by: lasha23 4 Aug 2007, 21:52 |
ძალიან მიყვარს ყველანაირი კომპოტი, რასაც ქვია ვგიჟდები და სულ მაქ ,დღე არაა რო არ დავლიო |
Posted by: gabarzgaleba 4 Aug 2007, 22:54 |
ზაფხულში მართლა მისწრებაა კამპოტები. ფეიხოას კომპოტია ძაან მაგარი, ცივი-ცივი, არომატული, ლიმნით, რამე. |
Posted by: Duff 5 Aug 2007, 12:20 |
უუუჰჰ ფეიხოას კომფოთI რა მაგარიააა უჰჰჰ პირდაპირ გულზე მიდის რა |
Posted by: lasha23 5 Aug 2007, 12:56 |
აუ მაგარია კამპოტი რა, ვერანაირი სხვა დასალევი ვერ შეედრება.ვაშლატამას კამპოტი არი უძლიერესი |
Posted by: maknatuna 11 Sep 2007, 21:18 |
შესანახად მომზადებულ ტყემალს შაქარი თუ უნდა? და კდევ: ცხელი ჩავასხა, თუ ცივი? |
Posted by: BEKO 11 Sep 2007, 22:10 |
maknatuna გასინჯე და თუ ძალიან მჟავეა, დაუმატე შაქარი. ცივი უნდა ჩაასხა. და მგონი დედაჩემი რომ შეინახოს, თითო ლიტრზე თითო აბ ასპირინს უმატებს. |
Posted by: maknatuna 12 Sep 2007, 00:27 | ||
BEKO
მე მომწონს როგორიც არის გმადლობთ |
Posted by: bubu1234 12 Sep 2007, 11:46 |
საწებელი პამიდვრის როგორ უნდა გავაკეთო? |
Posted by: ShadowCat 12 Sep 2007, 13:54 |
bubu1234 აბა სოუსების თემაში ნახე |
Posted by: ფიჭა 23 Sep 2007, 16:46 |
ყურძნის წვენი ზამთრისთვის 3 ლიტრიანში რომ კეთდება,როგორ მოვამზადო |
Posted by: ikebana 23 Sep 2007, 19:49 |
ფიჭა როგორ უნდა გაკეთდეს? ჩაასხავ და გაასტერილებ, მერე ვდახუფავ. ბადაგს თუ გულისხმობ, ჯერ უნდა დააბადაგო წვენი (ადუღო რომ წყალი ნაწილობრივ ამოშრეს), მერე ჩაასხა და გაასტერილო. ისე 3ლიტრიანის გარდა სხვა მოცულობის ჭურჭელიც შეგიძლია გამოიყენო, არაფერი მოუვა |
Posted by: forever`s_NEVER 1 Oct 2007, 17:07 |
კომშის მურაბა როგორ გავაკეთო? |
Posted by: BEKO 3 Oct 2007, 23:47 |
forever`s_NEVER იღებ კომშს, თლი და ჭრი თხელ ნაჭრებად. მთლად სასიამოვნო პროცესი არაა, მჭრელი დანა გინდა, მერე ამზადებ სიროფს - 1 ჭიქა წყალი 1კგ შაქარი. მერე ყრი ამ კომშს და ადუღებ 10 წუთი, მერე გააცივებ, მერე კიდევ ადუღებ 10 წუთი, მერე ჩაასხამ ქილებში და მოხუფავ. მე ლიმონის ნაჭრებს ვაყოლებ, კარგ არომატს აძლევს. შეგიძლია არც მოხუფო, მაინც არ გუჭდება. |
Posted by: forever`s_NEVER 4 Oct 2007, 12:27 |
BEKO მადლობა |
Posted by: maknatuna 18 Oct 2007, 21:22 |
გოგოებო, მსხლისგან და ვაშლისგან როგორ მოვამზადო ჯემი? უნდა გავხეხო? |
Posted by: gabarzgaleba 25 Oct 2007, 20:49 |
ჩემმა დამ ჩააწყო 5 დღის წინ მწვანე პამიდორი, შუაში ნიახურით და ნივრით. დღეს შემოვიდა, ისეთი გემრიელი იყო, თითებიც დავიზიანე. გუშინ კიტრით (პატარა შუშებით) გამოვტენეთ 5 კილოიანი ქილა. ნოემბრის პირველ რიცხვებში დაპაიჟებული ხართ. |
Posted by: miau 26 Oct 2007, 19:37 | ||
maknatuna
საერთოდ ჯემს მე და დედაჩემი ბლენდერში ვთქვეფთ და ერთიანი ხილ-ფაფა გამოდის, მაგრამ აბა ასე სცადე, მე ძალიან მომეწონა: ვაშლის კონფიტიური. დაფცქვნილი, გულგამოცლილი და პატარა კუბიკებად დაჭრილი ვაშლი - 5 კგ. შაქარი - 1,5 კგ. ძმარი - 3. ს/კ ვანილი - გემოვნებით. ვაშლს ვაყრით შაქარს, ვასხამთ ძმარს და ხელით კარგად ვურევთ ერთმანეთს, დილამდე ვდგამთ და დილით ვხარშავთ დაბალ ცეცხლზე წვენის დაშრობამდე, თან ვურევთ შიგადაშიგ. ბოლოს ვუმატებთ ვანილს და ყოველგვარი დასტერილების გარეშე ვდებთ ქილებში. ქილებს შიგნითან საფარებელზე ვუდებთ პერგამენტის ან კალკის ქაღალდს. არის ძალიან ადვილი და გემრიელი. არ არის ერთიანი ხილ-ფაფა, შიგადაშიგ არის პატარა ვაშლის ნაჭრები, ძალიან გემრიელია. ასევე მინდა მსხლის გაკეთებაც. რომ გავაკეთებ, შეგეხმიანები როგორი გამოვა. * * * ფეიხოა მეც ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ცოცხლად. ამ რამოდენიმე დღის წინ ვიყავით ტყეში, მე და ჩემმა რძალმა დავკრიფეთ ასკილი, კუნელი თავისი ფოთლებიანად და მაჟალო-ვაშლი. ეს ყველაფერი ცოტ-ცოტა ავურიეთ და კომპოტი მოვხარშეთ. აააარაჩვეულებრივი გამოვიდა. ადესის კომპოტი მომწონს ძალიან, ალუბალი და ატამია ერთად კარგი მოხარშული, შინდის კომპოტი, გარგარის კომპოტი. კიდევ ძალიან გემრიელია არის იცით? - კარკადეს ჩაი უნდა აურიო ვაშლის კომპოტში - ზაფხულში არის მისწრება. |
Posted by: nanka_iuristka 27 Oct 2007, 01:20 |
ისე ვერაფრით ვერ ვისწავლე მწნილის ჩადება არა და მაგრად მევასება განსაკუთრებით წიწაკის და კომბოსტოს მწნილები.... მარინადებში კი სოკოს ვცემ პატივს - პროვალი აქამდე არ ყოფილა |
Posted by: margusha 27 Oct 2007, 17:53 |
ნეტა რა დავაშავე რომ ვთქვი მასლიატების და რიჟიკების მარინადი მომწონსთქო რომ წამიშალეთ, არ გაგიგიათ არასოდეს? სოკოს ჯიშია ორივე და ყველაზე გემრიელი მარინადი მაგ ჯიშებისგან გამოდის. მდააა! |
Posted by: Dr_Zuzumbo 27 Oct 2007, 21:00 | ||
ბოლეტისებრთა ოჯახიდან არიან(სოკოს ქვედა მხარე ღრუბელივით რომა აქვთ) შესანიშნავია დამარინადებული. ასევე ძალიან კარგია მარილში ჩამწნილებული მექელა(რუსულად რიჟიკ). დამწნილებისას არ დაგავიწყდეთ ქილის ძირში შავი "სმაროდინის", ან მუხის ფოთლების მოფენა. |
Posted by: nanka_iuristka 27 Oct 2007, 21:12 |
სოკოს მარინადებში ერთადერთი შამპინიონს ვენდობი..... სხვა სოკოს ისედაც უნდობლობას ვუცხადებ და მემოგნი მარინადიც ცოტა სარისკო უნდა იყოს.... ერთი ძალიან მაინტერესებს არტიშოკის მარინადის გასინჯვა... |
Posted by: BadbadGirl 27 Oct 2007, 21:18 |
მე არაფერს არ ვამწნილებ და არც ვიმარაგებ საზამთროდ ცოცხალი ხილი და ბოსტნეული აქ ისე ძვირი ღირს მაგას ჯობია უკვე გაკეთებული მურაბა და მწნილი ვიყიდო . ტყეში სოკოს ამოცნობა რომ ვიცოდე ზამთრისათვის სიამოვნებით გავახმობდი ან საყინულეში გავყინავდი, მაგრამ ეგეც კი არ ვიცი |
Posted by: ShadowCat 27 Oct 2007, 21:37 | ||
margusha მაპატიე, შემთხვევით წამეშალა, როცა ოFტოპიკებს ვშლიდი კარგია, რომ ხელახლა დაპოსტე BadbadGirl
არც მე საწებელ-ტყემალით დედი მამარაგებს (წელიწადში ჰაააჰაა 3 ბოთლი "დამჭირდეს" ), სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ, "Fაბრიჩნი" ჯემები მომწონს, ჟელატინიანი რომაა.. და მაგასაც ვყიდულობ. და მაგასაც არც ისე ხშირად გეახლებით :-) იშვიათად მურაბას თუ შევჭამ.. კაკრაზ ორიოდე დღის წინ მიბოძა ერთმა გოგომ (სახელსა და გვარს არ დავასახელებ ) |
Posted by: nanka_iuristka 27 Oct 2007, 21:46 |
აუ მე მევასება კომპოტები სახლში გაკეთებული, განსაკუთრებით ვიციკლები ბლის და ატმის კომპოტებზე, ნაყიდები მაგრად არ მევასება მარა მაგის გამო ნაღდად ვერ დავიწყებ კომპოტობანას..... ბიცოლას თუ დავაწერო ხოლმე 1 ქილას თორემ ჩემი გაკეთებული კომპოტი უკაცრავად.... მურაბებს საერთოდ არ ვჭამ.... ჯემები დამევასა პარიზში, გავგიჟდი მაგ ხალხს რა ჯემების კულტი აქვთ და რისგან არარ აკეთებენ..... მარა ეგ ყველაფერი ხომ ხშირად არ გინდება ადამიანს..... |
Posted by: BadbadGirl 27 Oct 2007, 21:46 |
ShadowCat მურაბა კი მინდა კაკლის , მაგრად მინდა აი ძალიან მაგრად. კიდე ვარდის მურაბა მინდა,საქართველოში რომ ჩამოვალ წამოვიღებ მთელი წლის მარაგს . დედას და ბებიას უკვე გაკეთებული აქვთ . |
Posted by: ShadowCat 27 Oct 2007, 21:48 | ||||
nanka_iuristka
ატამზე მეც ვაფანატებდი რამდენიმე წლის წინ მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან იშვიათად, რომ ვჭამო..
ეგ არის რა!.. შეიძლება ადამიანმა სცადო (მე, მაგალითად ) და ინტერესის გამო გააკეთო მურაბა ან ჯემი.. მაგრამ.. ჰმ.. ეგებ მომავალი წლისთვის დავფიქრდე |
Posted by: nanka_iuristka 27 Oct 2007, 22:01 |
ShadowCat არა კი შეიძლება სცადო მარა იმდენი სრომა უნდა... თან ვისაც ტკბილი უყვართ კიდე ჰო, მარა მე ოღონდ მჟავე მწარე მაჭამე სულ არ მახსენდება ტკბილი.... ამდენად ნამდვილად ვერ დავიწყებ მურაბობანას და ჯემობანას როცა ვიცი დიდი შანსია საერთოდ არ გამახსენდეს მისი ჭამა... |
Posted by: ShadowCat 27 Oct 2007, 22:04 |
nanka_iuristka კაცო, მარტო მურაბობანაზე და ჯემობანაზე ხომ არაა ლაპარაკი! თუ გიყვარს მწარე-მჟავე, ადექი და მწნილების გაკეთება სცადე (მე საერთოდ არ მიყვარს მწნილეული მარტო პიკულები და ისიც, "Fაბრიჩნი", ცხადია ან ნეტა სად შოულობენ ასეთ მინიატურული ზომის კიტრებს ნეტა ) |
Posted by: BadbadGirl 27 Oct 2007, 22:05 | ||
ჰეჰეე, მე დამპატიჟე ხოლმე და გაგახსენებ მნიამ |
Posted by: nanka_iuristka 27 Oct 2007, 22:08 |
ShadowCat ცხარეს ქე ვაკეთებ - ეგეთ აჯიკას ვაკეთებ როოომ, ნიამ ნიამ ოღონდ მართლა ტყემალიც მევასება მარა მაგით ბილოცა მამარაგებს - წლიურად შენი არ იყოს მაქსიმუმ 3 ბოთლი მჭირდება. უფრო აჯიკისტი ვარ ხოდა მწნილებს კიდევ ბებია მიკეთებს სულ ნაირ ნაირებს ვიანიდან იცის რა მწნილ-addict ვარ ეგ ისეთ სუპერებს აკეთებს - ჩემი მწნილობანას თამაში რარა საჭიროა.... საქართველოში არ ვიცი ამრა თურქეთში ეგეთი ზომის კიტრები უამრავია არა მარტო ოდენობით,დაჟე სახეები მგ კიტრების პიკულებზე ვამბობ * * * BadbadGirl ეგრე იყოს ისე ვარდის მურაბა არა მაგრამ უგემრიელესი კაკლის მურაბა კი მაქვს სახლში რომ ჩამოხვალ შემატყობინე და ერთ ქილას გიწილადებ ბებიაჩემის კაკლის მურაბა განთქმულია მართლა ოღონდ ასე რომ კაკლის მურაბაზე - ინვაითიდ |
Posted by: BadbadGirl 27 Oct 2007, 22:39 |
nanka_iuristka ოოო, გაიხარეე დიდი მადლობა კაკლის მურაბის მონა ვარ |
Posted by: ShadowCat 27 Oct 2007, 22:41 | ||
nanka_iuristka
მე კეტჩუპისტი ვარ ისე, ვარდის მურაბა ნამდვილად არასოდეს გამისინჯავს რაღაც წარმოუდგენლად მეჩვენება კარგია? |
Posted by: BadbadGirl 27 Oct 2007, 22:45 |
ShadowCat უკარგესი უნდა შეჭამო უშაქრო ჩაისთან ერთად. ჯერ სურნელი აქვს გადასარევი, მერე გემოოო, მერე გულსტვიაა კარგი. მოკლეთ ძალიან გემრიელია |
Posted by: margusha 27 Oct 2007, 22:55 |
ShadowCat აუუუუ ვარდის მურაბა არის მურაბების მეფე და როგორც ცუდმა გოგომ თქვა გულს უხდება ნამნეტნავად. ვარდის მურაბის მერე კაკლის მურაბის ფანი ვარ, მერე საზამთრო მოდის, და მერე ლეღვი. |
Posted by: Breaky 27 Oct 2007, 22:59 | ||
ShadowCat
ეგეც მაქვს შემდეგში მაგას გაგასინჯებ. აქამდე არ გიხსენებია, თორემ თეთრ ბალს ეგეც გამოყვებოდა ხურდაში |
Posted by: Bivrili 27 Oct 2007, 23:24 |
ძალიან მიყვარს წიწაკის მწნილი, მაგრამ საქმე ისაა, რომ როცა ამოვიღებთ მალევე შავდება.............. ............ასეთ გაშავებულს კი მხოლოდ გადაყრა უხდება ................ჰოდა იქნებ მასწავლოთ რა უნდა დავამატო , რომ არ გაშავდეს?............ან საერთოდ როგორ აკეთებთ წიწაკის მწნილს?................. |
Posted by: nanka_iuristka 27 Oct 2007, 23:29 |
ShadowCat მეც მაგრად მევასება ვარდის მურაბა საერთოდ მურაბები არ მევასება მარა ვარდის მურაბა ძაან კაი რამეა.... BadbadGirl მართალი ხარ ხო იცი ჩაი აღმოვაჩინე ვარდის მურაბის არომატით უმაგრესია.... |
Posted by: ikebana 27 Oct 2007, 23:30 |
margusha ვარდის მურაბა თანაც ღეჭვის დროს ჭრაჭუნებს ისე მე ლეღვის მურაბაზე ვაფანატებ. |
Posted by: margusha 27 Oct 2007, 23:37 |
ikebana აი მაგაზე ვაფრენ რომ ჭრაჭუნობს. მე მგონი მაგის გამო უფრო მიყვარს |
Posted by: BadbadGirl 27 Oct 2007, 23:42 |
nanka_iuristka ჩაი მეც მაქვს, "Summer romance" - ს ქვია მაგრამ ვარდის მურაბიან ჩაის სად მიედრება. margusha ikebana მიხარია რომ თქვენც ამ მშვენიერი მურაბის მოყვარულები ყოფილხართ |
Posted by: ShadowCat 28 Oct 2007, 00:28 | ||||||||
BadbadGirl
მგონი ნებისმიერი მურაბა კარგია უშაქრო ჩაისთან ერთად margusha
ლოლ! ზუსტად ეგ მურაბები მიყვარდა ადრე ახლა - თეთრი ბალი.. ლეღვიც.. და ის კიდე.. პატარა ვაშლუკები რომაა, სამოთხის ვაშლი ქვია მგონი მაგრამ ყველა დროის საუკეთესო მურაბა არის ჟოლოს (მალინის) მურაბა! Breaky
შენა და... რა არა გაქვს? Bivrili
ვსმისლე? თეფშზე რომ ამოიღებ ქილიდან? |
Posted by: Bivrili 28 Oct 2007, 00:51 | ||
ShadowCat
..............ერთიანად შავდება ცოტა ხანში................ |
Posted by: ShadowCat 28 Oct 2007, 00:55 |
Bivrili უცნაურია.. ხვალ ვკითხავ დედაჩემს (ეგებ მიზეზი იცოდეს) და იმასაც ვკითხავ, როგორ აკეთებს დარწმუნებული ვარ, სხვა აქაური იუზერიც დაგეხმარება (აცადე ოღონდ ხალხ, ყველა კი არ ზის კომპთან ) ერთი ეს მითხარი, შენ მწვანილეულით აკეთებ თუ უმწვანილოდ? |
Posted by: Bivrili 28 Oct 2007, 01:16 | ||||||
ShadowCat
უმწვანილოდ.................როგორც ნამდვილი მწნილი.................
მე ვერ.............დეიდაჩემი აკეთებს................
კარგი, ოლიმპიური სიმშვიდით ვარ აღჭურვილი უკვე................. ................... |
Posted by: maknatuna 28 Oct 2007, 01:36 |
მკვახე პომიდვრის მჟავე როგორ გავაკეთო? |
Posted by: miau 28 Oct 2007, 23:52 | ||||
რიჟიკი თუ მექელა იყო, ეგ არ ვიცოდი nanka_iuristka
ქარხნული წესით საშიში არაფერია, შინ დამზადებული კი - დამიჯერე ყველაზე საშიში (თუ კარგად იცის ცნობა ვინც აგროვებს, პრობლემა არც ეგაა ) შამპინიონია, ვინაიდან იგი საოცრად გავს მისსავე მსგავს მომაკვდინებელ შხამა სოკოს ბლედნაია პოგანკას, რომელიც შამპინიონისგან იმით განსხვავდება, რომ შიგნიდან სპორები ქათქათა თეთრი აქვს, შამპინიონს კი მინიმუმ ღია ვარდისფერი და ამასთან შამპინიონს სპეციფიური სუნი აქვს. კარგად ჭირდება ამ ყველაფერს ცოდნა. ჩემმა რუსმა მეზობელმა მომიყვა, თუ როგორ შეაგროვა ერთმა კაცმა 1 ტომარა ბლედნაია პოგანკა და ჩემი მეზობლის რჩევაზე - არ წაეღო სახლში, უპასუხა, რომ იგი ატყუებდა და სოკო თავისთვის უნდოდა მოკლედ ასეააა. |
Posted by: miau 29 Oct 2007, 00:34 |
maknatuna მკვახე პომიდორის მწნილი: ვარიანტი I პომიდორი ნატურალური გემოთი პომიდორი გავრეცხოთ და მჭიდროდ ჩავაწყოთ წინასწარ ცხელი წყლით გარეცხილ ქილებში, წამოვადუღოთ მარილ-წყალი (1 ლ. წყალს სჭირდება 2 ს/კ მარილი), გავაციოთ და დავასხათ ქილებში ჩაწყობილ პომიდვრებს ისე, რომ ბოლომდე დაიფაროს. დავახუროთ პლასტმასის სახურავები და რამოდენიმე დღე სამზარეულოში გავაჩეროთ, შემდეგ კი სადაც გვინდა შევინახოთ. მზად უიქნება დაახლოებით ერთ თვეში. საშიში არ არის, სტერილიზაცია არ სჭირდება. II ვარიანტი ქილებში პომიდორთან ერთად ჩავდოთ რამოდენიმე კბილი ნიორი, წითელი მწარე წიწაკა, ნიახური, ალუბლის ფოთლები და იგივე წესით იგივე კონსისტენციის მარილ-წყალი დავასხათ, იგივე წესით შევინახოთ. ასევე ესეც არ არის საშიში. პომიდვრის მწნილის შენახვა შეიძლება ემალის ვედროში ან ასევე ემალის ქვაბში. როდესაც ქვაბში ვდებთ, პომიდვრებს ზემოდან უნდა დავადოთ ტვირთი ისე, რომ მთლიანად წყალში ჩაიძიროს. ესეც auau -ს შემოქმედებიდან |
Posted by: maknatuna 29 Oct 2007, 00:53 |
miau გაიხარე. |
Posted by: nanka_iuristka 29 Oct 2007, 08:14 |
miau ნუ რა ვიცი მე ვერიდები ყველა სხვა სახის სოკოს..... როგორც მარინადში ისე ცოცხლად... აი მაგალითად ხის სოკო მაგრად მაინტერესებს მაგრამ ისე მეშინია, შანსიც არაა გავსინჯო... ისე მარინადში მე არ მინახავს შამპინიონის გარდა სხვა სოკო, რატომღაც.... ============================= კონსერვებს ენდობით ხალხო? მე ორაგულის კონსერვი მევასებოდა ტომატში მარა ბოლო დროს რღაც აღარ მომწონს... მთლად ისეთი ვერაა... პოსტი დაედიტდა და ოFტოპიკი წაიშალა. |
Posted by: miau 29 Oct 2007, 14:02 | ||||||
nanka_iuristka
არადა, ხის სოკო საერთოდ უვნებელია მიწის სოკოა საშიში. ახლა წვიმების შემდეგ წავალთ ტყეში და თუ ბევრი იქნა, აუცილებლად დავამარილებთ და გავყინავთ. სათბურისა და ნამდვილი მიწის სოკო საოცრად განსხვავდება ერთმანეთისგან,
არა! არაფერს ვაკეთებთ ისეთს, რომ დავაკონსერვოთ, მეშინია. სოკოსაც არ ვასტერილებთ, საშIშIა, ან ვამარილებთ, ან დაუსტერილებლად ვამარინადებთ, ან კიდევ ყველაზე უკეთესი - ვყინავთ.
მე კიდევ კილკა მიყვარდა - ყველაზე იაფი და ბანძი რაც შეიძლება წარმოიდგინოს კაცმა ამ ცოტა ხნის წინ ბიძაჩეემა მოიტანა მოლუსკების კონსერვი ზეითუნის ზეთში და აღფრთოვანებული დავრჩი - ცოტა შპროტს გაგონებს არომატით, მაგრამ ჯობია რა თქმა უნდა და სხვანაირია. |
Posted by: amadeus 1 Nov 2007, 13:50 |
მოკლედ ხალხო ყველას გირჩევთ გასინჯოთ კაპარი. ეს არის საუკეთესო და სამკურნალოც კი რაც მე შემხვედრია ძირითადად მას უცხო ქვეყნებში შეხვდები ესპანეთი, მექსიკა და რავი სხა და სხვა და რაგინდ გასაკვირიც არ უნდა იყოს ის საქართველოშიცაა და მე რომ პირველად გავსინჯე ისე მომეწონა რომ სპეც ზაკაზით ვამზადებინებ ხოლმე ქართლელებს |
Posted by: ShadowCat 1 Nov 2007, 23:26 |
amadeus მე არ მომეწონა რაღაც მჟავე გემო აქვს |
Posted by: Dr_Zuzumbo 2 Nov 2007, 00:23 | ||
განსაკუთრებით პიცას უხდება , რომელში პროშუტოა ერთ -ერთი კომპონენტი |
Posted by: Vika 2 Nov 2007, 00:36 | ||
ვროდე ჯონჯოლია. |
Posted by: amadeus 3 Nov 2007, 15:36 |
ShadowCat პახმელიაზე გასინჯე და დამერწმუნე მოგეწონება Dr_Zuzumbo კი პიცასთან მართლაც კარგია მსოფლიო გააგიჟა კაპარით გაკეთებულმა პიცამ Vika LOoooooooLLLLL ჯონჯოლი არა ფლავი |
Posted by: n_j 3 Nov 2007, 16:06 | ||
და როგორ გავაკეთოთ? * * * ვინმე თუ აკეთებთ მურაბებს და ჯემებს კვიტინით? მე გატარებულ ხილს ვუმატებ და ძაან მაგარია , რაღაც ჟელესავით არის ოღონდ სქელი.გამიკეთებია გარგარი, შინდი, ალუბალი, ორივენაირი მოცხარი, მოცვი, ქაცვი, ჟოლო, მარწყვი, ფორთოხალი, იცით რა მაგარია? თან 5 წუთში კეთდება და კარაქიან ტოსტებზე რო წაუსმევ დაცემაა განსაკუთრებით შავი მოცხარი და მოცვი მიყვარს სცადეტ არ ინანებთ მე სულ ასე ვაკეთებ და ყველას მოსწონს |
Posted by: ShadowCat 3 Nov 2007, 22:34 | ||||||
amadeus
პახმელია არ მაქვს ხოლმე n_j
პარდონ, ვას ისტ დას?
ეს როგორ? |
Posted by: n_j 4 Nov 2007, 19:50 | ||
ShadowCat
კვიტინი არის სპეციალური ნივთიერება მურაბების ჯემების და ჟელეების გასაკეთებლად.სემადგენლობა არის ჟელატინი და ლიმონმჟავა.მომზადების წესი ზედ აწერია რუსულ ენაზე.მხოლოდ 5 წუთი უნდა ადუღო ხილი და მერე ცხელი ჩაასხა ქილებში.ეს კვიტინი იყიდება ბაზრობაზე გალინა ბლანკებთან, პილპილებთან, ვანილებთან ჟელეებთან და ეგეთ რამე-რუმეებთან ერთად |
Posted by: ShadowCat 4 Nov 2007, 20:48 |
n_j უი, ეგაა ზნაჩიტ, რის გამოც მიყვარს Fაბრიჩნი ჯემები! რა საინტერესოა.. მადლობა, რომ ეს კაი ინფო მითხარი! |
Posted by: Vika 5 Nov 2007, 04:25 | ||
amadeus
შენ ფლავი გეგონოს და მართლა ერთი ოჯახია. |
Posted by: amadeus 6 Nov 2007, 10:22 | ||
არა ჩემო კარგო ერთი ოჯახი არანაირად არ არის თუ გაინტერესებს რომელი ოჯახიდანაა წაიკითხე საბჭოთა ენციკლობედია და იქ ნახავ მაგის შესახებ ყველაფერს თუ მაგას არ ენდობი შეგიძლია დაგუგლო და ისიც გეტყვის თავის სათქმელს ფორუმის წესებით "ჩაშენებული ციტირება" აკრძალულია. |
Posted by: Vika 6 Nov 2007, 17:24 |
amadeus ok, will do. |
Posted by: ALEF 6 Nov 2007, 19:44 | ||||
მეც ზუსტად მათი ფანი ვარ...და 1 თვის წინ გავაკეთე ლეღვის მურაბა(არადა 7 ცელია არ მიჭამია)...პირველად ცხოვრებაში...მომიწონეს და დამიფასეს. ShadowCat
მახსოვს ბებია აკეთებდა თეთრ ბალს ნიგვზით... მალინის მურაბას რაც შეეხება,ძალიან მიყვარს,მაგრამ როცა გაციებული ვარ მაშინ... |
Posted by: ShadowCat 6 Nov 2007, 19:55 | ||||
ALEF
იამი!
უფფფ! გაციებულზე მალინიანი ჩაი ნამდვილი წამალია.. "ჯანმრთელ მდგომარეობაში" - პროსტა სასიამოვნოა |
Posted by: amadeus 9 Nov 2007, 09:53 |
ShadowCat რა ჩაშენებებზეა ლაპარაკი? |
Posted by: ShadowCat 9 Nov 2007, 12:40 |
amadeus ვთქვათ, ვინმემ სხვის პოსტზე დააქლიქა "ციტირებას", ჰო? მერე შენ ამ ვინმეს პოსტზე რომ დააქლიქო "ციტირებას" და დაპოსტო, გამოგივა "ციტირებულის ციტირება" მიხვდი? ამაზე ვორნს არავინ მოგცემს, ნუ დარდობ.. უბრალოდ ეს გათვალისწინებულია ფორუმის წესებში და მე შენიშვნას იმიტომ ვაკეთებ ხოლმე, რომ სამომავლოდ გაითვალისწინონ სხვებმა. ეს მუქარა არაა, ლოლ! დონტ ფრიქ აუთ |
Posted by: amadeus 9 Nov 2007, 14:22 |
ShadowCat კაი კაი მე კიდე გული გამისკდა |
Posted by: ShadowCat 10 Nov 2007, 20:54 |
Bivrili როგორც იქნა, დავაყენე საშველი წიწაკის მწნილი: A. მოკლედ, დედის ვკითხე გაშავებაზე და ასეთი რამ მითხრა: იმისათვის, რომ დამწნილებული წიწაკა არ გაშავდეს, მწნილად ჩადების დროს კარგი იქნება, თუ ჩააყოლებ სიმინდის ფუჩეჩსო. ანუ: ჯერ 3 დღე უნდა გედოს ისე, ცოტა რომ მოჭკნეს. რომ ჩადებ, მარილისა და კამის გარდა არაფერი უქნა + სიმინდის ფუჩეჩი. ასე დამწნილებულს ძალიან კარგი ფერი აქვს. თუ სიმინდის ფუჩეჩი არ გაქვს, არის ასეთი ვარიანტიც: B. ჯერ უნდა გააჩერო მარილწყალში (ბლომად მარილით) 2-3 დღე.. შემდეგ უნდა გადაიტანო სხვა, უფრო პატარა ჭურჭელში (იმიტომ, რომ ამასობაში მარილწყალში მორბილდება და ნაკლებ მოცულობას დაიკავებს). ახალ ჭურჭელში გადაწყობილს ნაკლები მარილი უნდა და - ხმელი კამა. ვოტ. თუ რაიმე კითხვა გაქვს, მითხარი და ვკითხავ |
Posted by: gabarzgaleba 19 Dec 2007, 00:36 |
ნოემბრიდან მოყოლებული, მწნილების ოქროს ხანა იწყება, რომელიც საშობაოდ აღწევს პიკს, იმიტო, რო მაგ დროისთვის უკვე იმდენი ხორცი მაქვს ნაჭამი, რო მხოლოდ მწნილით ვანეიტრალებ ხოლმე. ნიახურიანი და ნივრიანი მწვანე პამიდვრით, ყვავილოვანი კომბოსტოს, ნივრის, პრასის მწნილით... და რაღა თქმა უნდა ჯონჯოლიიიიით. |
Posted by: Rebecca 19 Dec 2007, 16:15 | ||
gabarzgaleba
ყველაზე მაგარია მწნილებში. ისე მენატრებააააა!... |
Posted by: gabarzgaleba 23 Dec 2007, 01:14 |
მურაბას იშვიათად ვჭამ, მარა ძაან ვაფასებ. საბერძნეთიდან ფისტაშკების (ქართულად ფსტა) მურაბა გამომიგზავნეს. ეს რა ყოფილა ტო, მე იმ წლებს რა ვუთხარი ეგ მურაბა რო არ მქონდა გასინჯული, გადამრია, ეგეთი ცოცხალი მომწვანო ფერი არც ერთ მურაბას არა აქვს, გემოზე კიდე ისეთი დახვეწილია და მრავალფეროვანი რო რავიცი... მწვანე ჩაისთან სასწაულებს ახდენს, მესხი-მეტრეველივით არიან. ეხლაც გიახლებით და ისეთი სახე მაქვს, ჩემმა ცოლმა ეჭვიანობა დაიწყო... ჩემს დიად სამეულს, რომელშიც ლეღვის, კაკლისა და თეთრი ბლის მურაბა (ნიგვზისა და ლიმნის გულებით) შედიოდა, კიდე ერთი, უდასტოინესი წევრი შეემატა. |
Posted by: Blue Note 23 Dec 2007, 01:29 | ||||
gabarzgaleba
აუჰ, ეგ არ გეთქვა შე კაცო და... ასე მგონია ცხრა მთას იქიდან ჩემს თავს ველაპარაკებოდე. აი, რომ თქვეს, სიყვარულზე უფრო ტკბილი განა არის რამეო და კახელმა რომ თქვა, თეთრი ბლი მურაბაო, ეგ მე ვიყავ, ჰო. თანაც სამ ეგზემპლარადა - ერთ ვარიანტში თეთრი ბილისას ვამბობ, მეორეში - კაკლისას, მესამეში კი - ლეღვისასა (დაილოცოს მაგათი გამჩენი). სხვათა შორის, კარგი ალუბლის მურაბაც არ არის ურიგო. ბავშვობაში ალქიმიური პერიოდები მქონდა და თეთრი ბლისას ვურევდი ხოლმე.
აი, მწნილებზე კი ახლა ვეღარაფერს ვიტყვი, თორემ მთლად გასტრო-ნოსტალგიური შოკი დამემართება... |
Posted by: gabarzgaleba 23 Dec 2007, 01:47 | ||
Blue Note
ასამბლაჟს (ანუ კუპაჟს) აკეთებდი ე.ი. მე კიდე, რადგან დედულეთის, რაჭის გამო ნიგოზი არ მაკლდა, ალუბლის მურაბას ბლომად ნიგოზს ვაყრიდი ხოლმე, წვრილად დაჭრილს |
Posted by: Blue Note 23 Dec 2007, 02:13 | ||
gabarzgaleba
ოო, ეგეც ვიცოდი. ალუბლის მურაბას, სხვათა შორის, მართლა "ვაკუპაჟებდი" ხოლმე. ალუბლის მურაბის წვენს წყალში ვურევდი, ჩუმ-ჩუმად წითელ ღვინოს ვამატებდი (მაშინ პატარა ვიყავი და ღვინის სმის უფლებას არც მაძლევდნენ და ვერც მე ვბედავდი) და ჩემი ჭკუით ხერესს ვამზადებდი. სათავგადასავლო რომანებში სულ რომს და ხერესს სვამდნენ მეზღვაურები და იქიდან მქონდა ძირითადად აკვიატებული. გვიანობამდე ვიჯექი ხოლმე სამზარეულოში, თან "რობინზონ კრუზოს" ან "განძის კუნძულს" ვკითხულობდი და თან თვითნაკეთ ხერესს ვურტყამდი. მერე და მერე, როცა თვითონ დავიწყე ზღვებზე და კონტინენტებზე ხეტიალი, ნამდვილ ხერესსაც დავუმეგობრდი. განსაკუთრებით გავუშინაურდი Sandeman-ს. აპერიტივად კარგია |
Posted by: gabarzgaleba 23 Dec 2007, 02:20 | ||
Blue Note
ვა, დაჟე აპერეტივად?... ეჰ, არადა ღვინის ან კონიაკის ასამბლაჟის კაი ოსტატი დადგებოდა შენგან. ხერესს არ ვიცნობ კარგად, რომი კი იცოცხლე... მარა მაგაზე მაგარ სასმელკებში გავაგრძელოთ სხვა დროს. |
Posted by: Blue Note 23 Dec 2007, 04:00 | ||
რა თქმა უნდა. ასამბლაჟს რაც შეეხება, დღემდე დაშლა-აწყობით ვარ დაკავებული, ოღონდ უფრო სხვა სფეროებში. დაბოლოს ისევ გაუმარჯოს კონსერვებს, მარინადებს, მწნილებს, კომპოტებს და მურაბებს... |
Posted by: gabarzgaleba 23 Dec 2007, 13:03 | ||
Blue Note
რავი, აპერიტივად უფრო მაღალი მჟავიანობის ცოცხალ ღვინოებსა და ბრუტებს ვარჩევ ხოლმე, ხო იცი, ჩვენში ხერესი იშვიათობაა. |
Posted by: Tiko-Tiko 23 Dec 2007, 13:13 |
gabarzgaleba ბარძგალ ბიძია,რო გადაყევი ამ ჭამა-სმას ,საქმე რომ არა გქონდეს რა,კლას.მუს.განყ-შიც შემოიხედე ხოლმე რა,თორე ჩაკვდა იქაურობა შენი ბარძგლიმუნობების გარეშე |
Posted by: gabarzgaleba 23 Dec 2007, 14:21 | ||
Tiko-Tiko
მოვდივარ, გენაცვალოს ბიძია, ამ ლუკმასაც გადავყლაპავ, ერთ ყლუპსაც დავაყოლებ და მოვდივარ... |
Posted by: WOMAN IN LOVE 23 Dec 2007, 14:31 |
Tiko-Tiko gabarzgaleba http://smiles2k.net/admin_moder_smiles/index.html |
Posted by: Blue Note 23 Dec 2007, 15:26 | ||
gabarzgaleba
მეც არ მეთქმის არც ხერესის და არც საერთოდ აპერიტივების ექსპერტი, მაგრამ მშრალ ხერესს ერთ დროს სიამოვნებით გეახლებოდით აპერიტივად (ასე მასტავლეს გერმანელებმა). თუმცა ხერესი ლიტერატურაში ძირითადად სადესერტო ღვინოდ მოიხსენიება. საქმე ისაა, რომ ძალიან ბევრი სახეობა არსებობს. მშრალები აპერიტივად მუშაობს რაც შეეხება ჩვენს თემას, რომლიდანაც გადავუხვიეთ, თუ იცის ვინმემ, რა ჰქვია იმ მურაბას, რომელსაც შვლის ხორცთან ერთად ჭამენ. ტრადიციული რეცეპტია ცენტრალურ ევროპაში. შეიძლება ვარშაველმა ავგუსტმა იცოდეს. მეც ვეცდები დავადგინო. მე მგონი, საქართველოში არ უნდა იყოს არც ეგ ტრადიცია და არც ეგ კენკრა. |
Posted by: gabarzgaleba 23 Dec 2007, 15:30 | ||
Blue Note
მაგაზე სპეციალურ თემაში გიპასუხებ ახლავე, რო არ გავაოფო. |
Posted by: undula 9 Jan 2008, 01:20 |
ვინმემ ხო არ იცით მანდარინის მურაბის რეცეპტი, აი ის მთლიანად (დაუჭრელად) და კანიანად რომ მზადდება. ერთხელ გავსინჯე და ძაააააალიან გემრიელი იყო იმის მერე ვცდილობ და ვერ ვიშოვე რეცეპტი. მანდ მთავარი ის არის რომ კანი უნდა იყოს რბილი და აი მაგას ვერ მივაღწიე |
Posted by: gabarzgaleba 9 Jan 2008, 01:35 |
ყველანაირი მჟავეულ-მწნილეული დაგვიმთავრდა და ვარ ასე, საწყლად, შემოდგომის აზნაურიშვილივით (არადა სინამდვილეში გლეხი ვარ ). რა ვქნა არ ვიცი, არც ერთ მაღაზიაში აღარაფერი არ შემოაქვთ, კი ვიფიქრე, კომბოსტოს მაინც ჩავაწყობინებ მეთქი ჩემს დას მარა, მერე დამეზარა, დრო უნდა თან. დელისთანაც უვარგისი მჟავეული იყიდება, აი ისეთები, პამიდორს დამჟავებული მწვანე ფერი აქვს და შიგნიდან რო საზარლად საღი მწვანე ფერის ნიახური რო გამოიჭყიტება ახლთახალი ნივრის ცალი კბილითურთ. |
Posted by: kanonika 9 Jan 2008, 02:53 |
Blue Note არა მარტო შვლის, არამედ ირმის ხორცტანაც, მგონი გერმანულად ჰაიდელბერე ქვია, ისე მტალდ მუარაბ არ არის, კეკრა მომჟავოა და თაფლის ან შაქრის დამატებიტ ცოტა კარამელის გემო ეძლევა, მაგრამ საბოლოო ჯანში არ ტოვებს კლასიკური მურაბის გემოს და კვების რეცეპტორები კარგად აღიქვამენ. |
Posted by: Blue Note 9 Jan 2008, 23:37 |
kanonika Heidelbeere მოცვია ქართულად, თუ არ ვცდები. მე რაც ვიგულისხმე, იმას Preiselbeere ჰქვია. საქართველოში არასოდეს მქონდა ნაჭამი. ისეთი არც არაფერია, არც ვიცი, ხორცის გარეშე იჭმევა თუ არა. |
Posted by: WOMAN IN LOVE 10 Jan 2008, 04:37 | ||
kanonika Blue Note
|
Posted by: WOMAN IN LOVE 10 Jan 2008, 04:39 | ||
ეს მართლა არ ვიცი რა არის... |
Posted by: auau 10 Jan 2008, 15:11 |
WOMAN IN LOVE Blue Note ეს არის გერმანიაში ძალიან პოპულარული კენკრა ლათინურად Vaccinium arctostaphylos - ქართულად "მაღალი მოცვი," კავკასიური ანუ წითელი მოცვი. ხარობს ალპურ ზონაში, არის ძალიან სასარგებლო, შეიცავს ვიტამინების დიდ რაოდენობას, განსაკუთრებით ვიტამინ ცეს და პექტინს. მისგან მზადდება სამკურნალო კაფსულები.კულინარიაში გამოიყენება ჟელეების, ტორტის, მარმელადის და ბევრი სხვა ტკბილეულის დასამზადებლად. მისგან კეთდება საწებწლი ხორცისთვის, მოთუშულ ხორცთან ხმარობენ კენკრას ცოცხალი სახითაც. http://911beats.com/preiselbeer.cfm?pt=2&rpt=1&kt=1 აქ არის რეცეპტი ამ კენკრის გამოყენებით. კიდევ თუ მოვიძევ რაიმეს, გაგაგებინებთ |
Posted by: Dr_Zuzumbo 11 Jan 2008, 18:37 | ||
შენ რაზეც მიუთითე - Vaccinium arctostaphylos ეგ რუსულად Клюква-აა , ხოლო ქართულად მოცხარი ჰქვია. მოცხარი ძირითადად დაჭაობებულ ტყეებში იზრდება. ალპიურ ზონაში მეეჭვება. ის, რაც ალპიურ ზონაში იზრდება Vaccinium vitis-idaea, რუსულად Брусника არის. ქართულ სახელს სამწუხაროდ ვერ ვიხსენებ WOMAN IN LOVE-ის დადებულ სურათზე ბრუსნიკაა მოცხარი კი აი, ესაა |
Posted by: gabarzgaleba 11 Jan 2008, 19:17 | ||
Dr_Zuzumbo
უკაცრავად, მარა მაგრა აურიე ეხა შენ... Vaccinium arctostaphylos არი მაღალი მოცვი, ანუ რუსულად ჩერნიკა კავკაზსკაია. აი ესა: Клюква სუ სხვა რამეა, ქართულად კლუკვას ქვია შტოში, რომელსაც ლათინურად ეწოდების (ეხა გადავამოწმე თორე გიჟი კიარავარ ზეპირად მახსოვდეს ) oxycoccus quadripetalus: მოცხარი კიდე იგივეა რაც "სმაროდინა". ანუ აი ესა. ესეც რიბეს ნიგრუმი, ანუ შავი მოცხარი: |
Posted by: Dr_Zuzumbo 11 Jan 2008, 19:25 | ||||
ნე პო ადრესატუ, პატივცემულო ნიკო ჩუბინიშვილს მიმართეთ- თუმცა პრობლემებს შეხვდებით- გაანათლოს დიდი ქართველისა და კლასიკური რუსულ-ქართული ლექსიკონის ავტორის სული. ჩუბინიშვილის მიხედვით კლიუკვას ქართულად მოცხარი ჰქვია, პატივცემულო. ვის დავუჯეროთ, თქვენ, თუ ჩუბინიშვილს? მე უფრო ჩუბინიშვილისაკენ ვიხრები |
Posted by: gabarzgaleba 11 Jan 2008, 19:27 | ||||
ეგაა წითელი მოცვი... Vaccinium vitis-idaea-ს გარდა მეორე ლათინური სახელიც ქონია. rhodococcum vitis idaea ანუ ესა: რა მინდოდა ფილოლოგიურზე, გავყოლოდი ბოტანიკას... * * *
სჯობს ენდოთ ალექსანდრ კონსტანტინოვიჩ მაყაშვილს და მის ფუნდამენტურ "ბოტანიკურ ლექსიკონს". მე ყოველთვის ამ წიგნით ვხელმძღვანელობ და არა ჩუბინაშვილით, როცა საქმე მცენარეებზე მიდგება. ისევე როგორც, როცა ტექნიკურ ტერმინოლოგიაზე ჩამოვარდება სიტყვა, მირჩევნია ვუკოლ ბერიძე გადავშალო და არა ჩუბინაშვილი. დამიჯერეთ ჩემო ბატონო, კლუკვა მოცხარი არაა, ეგაა შტოში. გნებავთ ბრწყინვალე ბოტანიკოსისა და ბოტანიკური ტერმინოლოგიის მამის, გია ნახუცრიშვილის ტელეფონს მოგცემთ და მასთან გადაამოწმეთ. |
Posted by: Dr_Zuzumbo 11 Jan 2008, 19:43 | ||
გიჯერებთ, გიჯერებთ. უბრალოდ, ამ შორეულ ჩრდილოეთში , წიგნების თაროზე, ჩუბინიშვილის რუსულ-ქართული ლექსიკონის გარდა სხვა არ გამაჩნია და ვიფიქრე, ნუთუ ასეთი პატივცემული კაცი ცდებოდათქო? ისე კი- "კლიუკვა" ჭაობებში იზრდება(ჩემი საყვარელი კენკროვანია- განსაკუთრებით მისი ჩირი მიყვარს, როგორც მოცვისა), ხოლო ბრუსნიკას აქაური ტყეები მიაქვს(საქართველოში , ალპიურ ზონაში უნდა იზრდებოდეს). როგორც ბრუსნიკა, ასევე კლიუკვა- შაქარში ჩამწნილებული, შესანიშნავად უხდება ხორცეულს, განსაკუთრებით ნადირის, ხარ-ირმის(Лось)ის ხორცს |
Posted by: blear_witch 11 Jan 2008, 19:48 |
Dr_Zuzumbo მოცვი ბატონო ჩემო, მოცვი ალპებში ეგ იზრდება. |
Posted by: Dr_Zuzumbo 11 Jan 2008, 19:51 | ||
ნი პონიალ, მოცვი რა შუაშია? მოცვი ხორცს კი არა, აშლილ კუჭს, ტოესწ, ფაღარათს უხდება |
Posted by: blear_witch 11 Jan 2008, 19:53 |
Dr_Zuzumbo დამავიწყდაო სახელი და შეგახსენეთ. ამასობაში ბარძგალას გადაუბდღვნია მაყაშვილი |
Posted by: Dr_Zuzumbo 11 Jan 2008, 19:59 |
მოცვი მარტო ალპებში არ იზრდება- აქაური ტყეებიც მიაქვს მოცვს(черника), მაგრამ ჩვენებური, მაღალი მოცვისაგან განსხვავებით, აქაური მოცვი მიწაზეა გართხმული. ბავშვობაში, რაჭაში როცა ავდიოდი დასასვენებლად, ბებიაჩემს დავყვებოდი ხოლმე მოცვის მოსაგროვებლად საწალიკეზე- უფრო დაბლა, 1200 მეტრზე არ იზდებოდა. |
Posted by: WOMAN IN LOVE 11 Jan 2008, 20:35 | ||
ხურტკმელი ბიძაშვილად ერგება ალბათ მაგათ... რუსულად მგონი კრიჟოვნიკ ქვია... * * * Dr_Zuzumbo
ს რა ქვია ნეტავ? |
Posted by: Dr_Zuzumbo 11 Jan 2008, 21:15 | ||||
როგორც ბატონმა gabarzgaleba-მ მოგვახსენა, წითელი მოცვი რქმევია |
Posted by: auau 11 Jan 2008, 21:41 | ||
gabarzgaleba
ეგ ჩემი მაგიდის წიგნია. ძველი გამიცემა მქონდა და დედაჩემმა მამას წიგნებთან ერთად სადღაც შეინახა. ახალი ვიყიდე და ისეთი უხარისხო აწყობილია, პირდაპირ სამარცხვინო. მაქვს გერმანულენოვანი ილუსტრირებული ლექსიკონები და თუ გადავვარდი მაგეების თარგმანში, მერე რამდენიმე დღე ვერ ამაწყვეტენ წიგნებიდან. ცალკე კიდევ მერქნიანი ჯიშების ლექსიკონი აღმოვაჩინე და ზამთრის ღამეები ასე მიდის პოლიტიკის გვერდის ავლით ბოტანიკასთან ჩახუტებული. Dr_Zuzumbo ციმბირში ვარ ნამყოფი სექტემბერში და იქ ვნახე და ვიგემე პირველად брусника, черника და голубика. ეს მოცვები ასხია ბუჩქებს ტაიგაში, ზედ თოვლი ადევს და ქვემოდან ფერად- ფერადი მძივებივით ჩანს. ამ დროს ჯერ კიდევ აგროვებენ კენკრას და ღამით სოფლებში ვერ გამოდის გარეთ ვერავინ, რადგან სანამ კენკრა ასხია, დათვები დაბოდიალობენ მორებით დაგებულ სოფლის ტროტუარზე.ამიტომ მაინცდამაინც არ ურჩევენ მოშიებულ მურა დათვებთან ურთიერთობას. ბრუსნიკა არის წითელი, ჩერნიკა შავი და გალუბიკა მოლურჯო. ხორცთან ხმარობენ წითელს. შავით სასმელებს აყენებენ და გამშრალი სახით ინახავენ, მოლურჯო ყველაზე ძვირფასად ითვლება, რადგან ნაკლებ მსხმოიარეა და უფრო იშვიათია, ვიდრე წითელი და შავი. მაგისგან მურაბებს და კამპოტებს აკეთებენ. ციმბირში ერთგვარი ვაშლი მოდის, ჰგავს ჩვენს სამოთხის ვაშლს, ოღონდ ცოტა დიდები, ყვითელია და ლოყა ვარდისფერი აქვს, შეიცავს დიდი რაოდენობით პექტინს და ძალიან გემრიელია, სასიამოვნო მომჟაო გემო აქვს. კომპოტი მოცვის ყველა სახეობით და ასეთი ვაშლებით არის უგემრიელესი. ამ ხილისა და კენკრის კომბინაციით მარმელადს და კონფიტიურსაც აკეთებენ. ასეთ კომპოტებში ცოტა ცირცელსაც უმატებენ და ძალიან უცხო გემოზე მიჰყავს. რუსეთის მერე ცირცელი (რიაბინა) არსად არ შემხვდა, რომ მოვხარშო. მაგისი მურაბა არის სასარგებლო, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. ცირცელი საქართველოში ვნახე ერთხელ გომბორში, ერთხელ ყაზბეგში, მაგრამ დიდი ხნის წინ.......... |
Posted by: Breaky 11 Jan 2008, 21:49 |
კლუკვა ანუ შტოში სად ვიშოვო, კეთილო ხალხო, დამეხმარეთ |
Posted by: auau 11 Jan 2008, 22:19 |
Breaky ხვალ გავიკითხავ და დაგირეკავ. |
Posted by: WOMAN IN LOVE 11 Jan 2008, 22:30 | ||
Dr_Zuzumbo
არა ხურტკმელი არ არის წითელი... |
Posted by: gabarzgaleba 11 Jan 2008, 22:33 | ||
WOMAN IN LOVE
ბრუსნიკაზე გიპასუხა შე ქალო, რა ვერ გაიგე, ბრუსნიკაა წითელი მოცვი. |
Posted by: auau 11 Jan 2008, 22:46 |
WOMAN IN LOVE ხურტკმელი კრუჟოვნიკია, ეგ სულ სხვა რაღაცაა. ძალიან მიყვარს მკვახე! ბავშვობაში მკვახეს ვკეფდი ხოლმე დედაჩცემს რომ არ დაენახა, მწიფე ძალიან ტკბილია და არ მიყვარს. ახლა სიამოვნებით მივირთმევდი! მაგისი ჟელე არის კარგი. |
Posted by: Breaky 11 Jan 2008, 22:48 | ||
auau
ჩვენებს აქვთ სოფელში დარგული ჩემი თხოვნით, ძალიან მიყვარს, ოღონდ მკვახე არა, მწიფე ჯერ ახალი დარგულია და ნაყოფი არ ქვს, მაგრამ 1-2 წელში ალბათ იქვე, ბუჩქთან საჭმელი რაოდენობა მოვა. |
Posted by: samuraj 31 May 2008, 01:50 |
გამანათლეთ ჯონჯოლი როგორ კეთდება? აკაციის ყვავილებისგან???????????? რანაირად? წინასწარ მადლობა. |
Posted by: (c)TG 31 May 2008, 02:00 |
samuraj რა აკაციის ყვავილები, ჯონჯოლის ბუჩქებია და იმას კრეფენ როცა აყვავებას იწყებს უფ ეხლა მომინდა |
Posted by: Don Quixote 31 May 2008, 03:42 | ||
samuraj
ჯონჯოლი კეთდება ჯონჯოლისაგან. თუმცა ვინც არ იცოდა და სადაც არ იყო გავრცელებული აკაციისაგანაც აკეთებდნენ. ჯონჯლის გაკეთებე სულ პირველად გორის რაიონში დაიწყეს. კეთდება ჩვეულებრივი მწნილისავით. |
Posted by: მონიკა 31 May 2008, 19:01 | ||
©TG
მე შარშანღა გავიგე თურმე რასაც ვყიდულობთ ყოველთვის ჯონჯოლი არაა, ხშირ შემთხვევაში აკაციის და იასამნის ყვავილებია. |
Posted by: Don Quixote 31 May 2008, 19:10 | ||
მონიკა
იასამანი პირველად მესმის... 5 ფურცლიან თუ შეჭამ 5-იანს მიიღებო და ჭამდნენ ბავშვები, მარა მწნილი პირველად გავიგე. ისე დიაბეტს შველის იასამნის ყვავილები. |
Posted by: ხორხე 31 May 2008, 19:40 |
ჯონჯოლის მწნილი მიყვარს რაღაცა მსუბუქი და საკაიფოა |
Posted by: xumara 31 May 2008, 19:40 | ||
მონიკა
კაიფობ? ეგეთი რამე პრიველად გავიგე |
Posted by: Peppi 31 May 2008, 19:47 | ||
Don Quixote
ხოო, და მერე გავრცელდა ალბათ კონტინეტიდან-კონტინენტზე |
Posted by: BAUSHKE_ 31 May 2008, 19:51 |
ქართველებისგან არ გამიკვირდება იასამანი ჯონჯოლად მოგასაღონ Peppi ევროპაშიც ნახე ჯონჯოლი? |
Posted by: Peppi 31 May 2008, 20:00 |
სრულიად იდენტურია, გემოთიც და გარეგნობითაც, აღწერაც მცენარის ძალიან გავს ჯონჯოლის აღწერას, უბრალოდ ერთი და იგივეა თუ მარტო ერთი ოჯახის წარმომადგენლები არ ვიცი. ფართოდაა გავრცელებულია იტალიურ და ჩრდილო აფრიკის ქვეყნების სამზარეულოში ისე ჯონჯოლი ლათინურად ან რუსულად როგორ არის? მე რომ ვამბობ, მას capers ქვია ინგლისურად და რუსულად: каперсы ( род съедобных растений семейства каперсовых ) |
Posted by: მონიკა 31 May 2008, 20:06 | ||||
Peppi
მე რუსულ ლიტერატურაში წამიკითხავს ჯონჯოლის განმარტება როგორც კაპერსის მსგავსი მცენარე. xumara
რა მეკაიფება, რომ წარმოვიდგენ რამდენჯერ შემომაპარეს იასამნის მწნილი |
Posted by: BAUSHKE_ 31 May 2008, 20:09 |
Peppi ეგ სხვა რაღაცაა. საქართველოშიც მაქვს გასინჯული. გემრიელია. მე მგონი კაპარს ეძახიან. |
Posted by: Peppi 31 May 2008, 20:23 | ||
მონიკა იასამანი არ ვიცი, მაგრამ ჯონჯოლსა და აკაციას ყვავილების მწნილს შორის ვინმე ამჩნევს ნეტა განსხვავებას? BAUSHKE_
შეიძლება, მაგრამ გემოთი სრულიად იდენტურია - ჩემთვის სამწუხაროდ, ჯონჯოლის ბუჩქი არ მაქვს ნანახი, თორემ ამდენი მკითხაობა არ დამჭირდებოდა (: სასწრაფოდ "სუფრაზე" ჯონჯოლის მცენარის სურათი |
Posted by: WOMAN IN LOVE 31 May 2008, 20:27 |
მონიკა კი მაგრამ , როგორ უნდა გავარჩიოთ ჯონჯოლია, აისამანი თუ აკაცია? ეს რა დღეში ვართ... |
Posted by: BAUSHKE_ 31 May 2008, 20:27 |
Peppi ჯონჯოლი მე მგონი ხეა. კაპარი კიდევ ბალახოვანი. |
Posted by: WOMAN IN LOVE 31 May 2008, 20:30 |
რაღაცას მივაგენი... http://www.imereti.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1073&info_id=1606 ჩემს სოფელშიც იდგა ჯონჯოლი, ბებიაჩემი აკეთებდა ხოლმე მწნილს, მაგრამ იმ ბუჩქს რაღაც მოვარდისფრო ყვავილები ჰქონდა, როგორც მახსოვს... |
Posted by: Peppi 31 May 2008, 20:40 |
წყარო N1; კოლხური ჯონჯოლი (Staphylea colchica), ბუჩქი ან ტანდაბალი (5 მ-მდე სიმაღლის) ხე ჯონჯოლისებრთა ოჯახისა. აქვს გრძელყუნწიანი, სამ- ან ხუთფოთოლაკიანი ფოთლები. გავრცელებულია ბალკანეთსა და მცირე აზიაში. საქართველოში ძირითადად კოლხეთში იზრდება. წყარო N2: ბოტან. ჯონჯოლი; ჯონჯოლის ხე. იგივეა, რაც კაპარი (ი. ... წყარო N3: კაპერსი კი ლათინურად Capparis spinosa-აა მაგრამ როგორც დავადგინე: ერთი და იგივე კლასის "მაგნოლიასებრთა" ოღონდ სხვადასხვა ოჯახის წარმომადგენლები არიან; ანუ წყარო N2 ამბობს, რომ ერთი და იგივეა, რასაც გემოვნების და გარეგნობის მხრივ ვეტანხმები, მაგრამ ერთი და იგივე მცენარე ნამდვილად არ ყოფილა და არც მარტო საქართველოშია გავრცელებული როგორც ხედავთ |
Posted by: Peppi 31 May 2008, 20:50 |
WOMAN IN LOVE ძირითადად კოლხეთშიო - წერია, თორემ ბორჯომის ხეობაშიც კარგად მოდისო . . ვიკიდან არის ეგ მასალა, ოღონდ არ გადავტვირთე ძალიან პოსტი (დიდები გამომდის ხოლმე ძალიან და . . ) ისე, მემგონი ჯონჯოლი უფრო აღმოსავლურია, ვიდრე დასავლეთ საქართველოში გავრცელებული, იმერეთში დიდად არ ფასობდა ადრე, როგორც მახსოვს . . . |
Posted by: (c)TG 31 May 2008, 23:07 |
WOMAN IN LOVE Peppi კახეთში სავსეა ჯონჯოლის ბუჩქები. 2 ძირი ბებიაჩემმაც ჩაგვირგა ნაკვეთში (მაგრამ არ ვკრეფთ და ნათესავები კრეფენ) დუისში მთელი პლანტაცია მაქვს ნანახი, ჩვეულებრივი უსახური ბუჩქია, ნუ მაშინ არ ყვაოდა თორემ აყვავებული უფრო ლამაზი სანახავი იქნება. ისე ძალიან აყვავებული ჯონჯოლის ყვავილებისგან უხეში მწნილი გამოდის, ცოტათი რომ ყვავის მაშინ უნდა მოასწრო დაკრეფა. საჩხერეში აკეთებენ უგემრიელეს ჯონჯოლის მწნილს (იქიდან გამოგზავნილს მივირთმევ და ამიტომ იასამნებს და აკაციებს არ მაჩეჩებენ ბაზარში თორემ ვერც გავარჩევდი სავარაუდოდ) |
Posted by: WOMAN IN LOVE 31 May 2008, 23:22 |
©TG აბა, კაი იასამნის მწნილი აქეთ... |
Posted by: Peppi 31 May 2008, 23:29 |
მაინც "ამოვთხარე";) რუსულად არის Клекачка (колхидская) და რუსეთის წითელ წიგნშიც ქონიათ შეტანილი; ფართოდ არის გავრცელებული სოჩის მიდამოებშიო . . известно на Кавказе под названием «джонджоли». Иногда соленые бутоны называют также «каперсами», поскольку по вкусу они действительно очень похожи на каперсы, хотя в ботаническом отношении клекачка не состоит в родстве с настоящими каперсами. მოკლე თარგმანი: ადგილობრივი სახელი ქვია ჯონჯოლი-ო. და ხშირად დამარილებულ ჯონჯოლს კაპერსებსაც ეძახიანო, რადგან ძალიან გავს გემოთიო, მაგრამ თუ მეცნიერულად განვიხილავთ - საერთო არაფერი აქვთ-ო! ხო, კიდევ მსოფლიოში 5 სახეობა ყოფილა გავრცელებული, აქედან 2 თურმე ამერიკის კონტინენტზე, დანარჩენი ევროპასა და კავკასიაში; ©TG ჯონჯოლს "პატივს სცემთ" როგორც მივხვდი, თან ნამეტნავად |
Posted by: Internet_Contraband 31 May 2008, 23:29 |
http://images.google.ge/images?hl=ka&q=Staphylea%20colchica&um=1&ie=UTF-8&sa=N&tab=wi |
Posted by: Peppi 31 May 2008, 23:36 | ||||
WOMAN IN LOVE
ასეთი ოპერატიული მოდერი ჯერ არ მინახია Internet_Contraband გაიხარე, სახელი რომ გავიგეთ როგორ არის - მერე სურათიც ქე "ამოვთხარეთ" პ.ს. ისე ქართული "სორსის" აშკარა ნაკლებობაა ნეტში (: უნდა "დევიკაპიწოთ" ხელები სუყველამ |
Posted by: Don Quixote 1 Jun 2008, 00:14 | ||||||||
Peppi
რა კონტინენტზე? მაგის მწნილი სხვაგანაცაა?? Peppi
მწნილს არა, მაგრამ ხეს ადვილად გაარჩევთ. აკაციას მომრგვალებული ღია ფერის პატარა და უფრო ხშირი ფოთლები აქვს. ჯონჯოლს კი დაფნისებრი და უფრო მუქი.
აფსუს! დღეს ბნელოდა სოფელში რომ ვიყავი, თორემ წამოვიღებდი ფოტოს. * * * Peppi
საგარეჯოში ჯონჯოლი არც იცოდნენ რა იყო ჩემს ბავშვობაში. ერთი თბილისელი მოხუცისაგან კი ვიცი, რომ არც კი ვიცოდით რა იყოვო. მერე ზერტული ჯონჯოლი სახელგანთქმული ყოფილა საქართველოში. ძირიტადად მაგ სოფელში მისდევენ ჯონჯლი წნილი კეთებასა მახსოვს ბავშვობაში მისი ტკაცუნა თესლები. ყვავილებს თუ დასტოვდი იზრდებოდა ჰაერით გაბერილი "ნაყოფი", რომელსაც შიგნით პატარა, ბლის კურკის ხელა თესლი ქონდა. ხო და ამას ვატკაცუნებდით ხოლმე, დიდი ხმა ჰქონდა ძალიან |
Posted by: Peppi 1 Jun 2008, 00:23 | ||||
ხორხე
"ბის" სიცილაკი რომ დაინახა - უადგილოდ ჩამასმევინა, "მიხტი"? Don Quixote
როგორც საბოლოოდ გავარკვიე - ეგ კაპერსის მწნილია, მაგრამ სულ პატარა კაპერსების მწნილი ძალიან გავს გემოთიც და გარეგნობითაც ჯონჯოლის მწნილს. კიდე ბევრი რამ გავარკვიეთ და ამავე გვერდზე წერია - ცოტა ზემოთ |
Posted by: (c)TG 1 Jun 2008, 00:39 | ||
Peppi
ისე რა, თუ არის ვჭამ და თუ არადა არც მახსენდება წლიდან წლამდე. სუფრებზე ვერ ვჭამ (მეზიზღება ყველა რომ იღებს ერთი თეფშიდან) და თუ გამოგვიგზავნეს ახლობლებმა, მაშინ მივირთმევ კახური ზეთით და ხახვით |
Posted by: ხორხე 1 Jun 2008, 00:41 | ||
Peppi
იეს |
Posted by: Peppi 1 Jun 2008, 00:45 | ||
©TG
ხოო, მასე კარგია ოო, მომინდა ეხლა წითელ, ზეთიან ლობიოსთან ერთად +მჭადი, მომშივდააა . . . |
Posted by: annak 2 Jun 2008, 15:40 | ||
ძალიან მიყვარს ჯონჯოლი. სუფრაზე თავს ვიკავებ ზრდილობის გამო რომ მთლიანად არ გადმოვიღო. |
Posted by: kote-1962 2 Jun 2008, 16:04 |
სოკო საუცხოო რამაა,მაგრამ გამოთქმა ხომ გაგიგიათ: საპიორ ტოლკო 1 რაზ ოშიბაეტსია-ო. ძალიან კარგად უნდა ერკვეოდეთ,ისე არ გარისკოთ. მე უკვე 25 წელია ვაგროვებ და ვამზადებ სოკოს,ჰობია ჩემი. თუ თეორია და პრაქტიკა თანაბრად არ იცი ნუ გარისკავ. ბევრი რუსული წიგნია სოკოებზე ძალიან საინტერესო ,დამზადების მეთოდებიც ფართოდაა აღწერილი. მე პირადად მარინადს ვამჯობინებ,ოღონდ ტყის სოკოსგან: რიჟიკი,მასლიატა.გრუზდი,ლისიჩკა(მიქლიო)...... ,სტერილიზაციას არ უკეთებ. ვინც კარგად ცნობთ სოკოებს გეტყვით ჩემს რეცეპტს: იდეალურად გასუფთავებულ,გადარჩეულ და გარეცხილ სოკოს ვდებ ემალის ქვაბში.ვასხამ წყალს,რომ დაფაროს,ნამდვილ ღვინის ძმარს და მარილს(გემოვნებით),ვხარშავ,მოხარშვის პროცესში გემოვნებით ვუშვები დაფნას,დუშისტი და შავ გაროხ წიწაკას,კარიცას,მიხაკ-დარეჩინს. ყველა სოკოს მოხარშვის თავისი დრო აქვს,ამიტომ ერთი ჯიშის სოკო ცალკე კეთდება. როგორც სოკო მოიხარშება(ძირითადათ 7-20 წუთამდე სჭირდება) სინჯავთ წვენს-მარინადს და გემოვნებით ვუმატებთ მარილს, ძმარს და სპეციებს( მარინადი ოდნავ მლაშე უნდა იყოს,რომ მერე გაუჯდეს სოკოს და არ დააკლდეს).სოკოს ვყრით სუფთა მინის ქილებში და გაგრილების შემდგომ ვასხამთ მარინადს.თავზე არ ვახურავთ,როცა სოკო შეიწოვს ცოტათი მარინადს ვუმატებთ(წინასწარ ცოტა მეტს ვაკეთებთ),ვუმატებთ ისე რომ მასზე 0.5 სმ-ის სისქის ზეთი დაესხას,რომელიც ობს არ გაუჩენს სოკოს. შემდეგ ვახურავ პლასტმასის სახურავს ან ვაფარებ მარლას და თავს ვაკრავ ძაფით.ვინახავ მაცივარში ან შესაბამის დაბალ ტემპერატურაზე მარანში და ა შ. 0-დან 10 გრადუსამდე 8-9 თვე შემინახავს,არ გამფუჭებია ერთი პრაკოლიც არ მქონია.თუნდაც ობი მოიკიდოს ზოგჯერ,. არ მოგწამლავთ,მოაშორეთ ჩაის კოვზით და ზეთი ან შემონახული მარინადი დაუმატეთ პირამდე გაავსეთ ქილა. ბოტულიზმი მხოლოდ უჰაერო სივრცეში ჩნდება,სტერილიზაციისას,ასე რომ მთავარია სოკოში სწორად ერკვეოდეთ-შედეგი გარანტირებულია. თუ ვინმეს უფრო მეტი რამ გაინტერესებთ მზად ვარ მოგიყვეთ და გასწავლოთ,თქვენგანაც ვისწავლი თუ რაიმე ახალს მეტყვით. |
Posted by: annak 2 Jun 2008, 16:07 | ||
kote-1962
საქართველოში თეთრი სოკო "ბელი გრიბ" არის სადმე? |
Posted by: kote-1962 2 Jun 2008, 16:15 | ||
მაგარი კითხვაა,იმიტომ რომ ყველაზე გემრიელი სოკოა "ბელი გრიბ". ჩვენთან იზრდება მანგლისის "ქვედა როშჩაში"-იქ მე მომიგროვებია-ივნისში,ივლისში და მგონი მერეც,მაგრამ ცოტაა ....თუ გიჭამია მისგან გაკეთებული სუპი ან შემწვარი ხახვთან გემოს ვერ დაივიწყებ |
Posted by: annak 2 Jun 2008, 16:20 |
kote-1962 რუსეთში ვკრეფდით ოღონდ არც იქ იყო ბევრი დღეში ერთს თუ მოკრეფდი ან ორს უკვე დიდ რამედ ითვლებოდა. და მართლა არ დამავიწყდება გემო. ბავშობაში ისეთი "გოჭი" ვიყავი მაგ სოკოსი ჩემს დეიდაშვილებს თეფზე გულმოდგინედ ვუთვლიდი შემთხვევით ჩემზე მეტი ხომ არ დაუდეს მეთქი. |
Posted by: kote-1962 2 Jun 2008, 16:36 |
სხვათაშორის მე იგივე მომდიოდა მანგლისში დასვენებისას..... ერთი ეგ სოკო მირჩევნია 100 კგ სხვა ბევრს, თუმცა "მუხამორ ცეზარია" ანუ ჩვენებურად ნიყვიც საუცხოოა შემწვარი,რიჟიკები კი "მარინოვანი"-ა საუცხოო.... |
Posted by: annak 2 Jun 2008, 16:42 |
"მარინოვანი" სოკო მეც ძალიან მიყვარს მაგრამ, თავისთავად დიდი ცოდნა ჭირდება და სოკო კარგად უნდა გაასუფთაო. რუსეთში ჩემი ამხანაგის დედა გაგვიმასპინძლდა ერთხელ "მარინოვანით" და უამრავი მატლები იყო სოკოსთან ერთად რომ ვუთხარი ხალისიანად მითხრა ჭამე რა სისულელეა ეგეც ძალიან ნოყიერიაო. იმის შემდეგ რამდენი მარინადს გადმოვიღებ ის სურათი მიდგება ხოლმე თვალწინ. |
Posted by: kote-1962 2 Jun 2008, 17:02 |
იცი,მართალი ხარ.მე რა მიწერია ზემოთ რეცეპტში ხომ წაიკითხე..... სოკოში როცა ეჭვი გეპარება უნდა გაჭრა 2 -ად ,ან 4-ად და თუ ჭიანია გადააგდო.ის სურათი რომ წინ გიდგება სულ ეს ლოგიკურია,იმიტომ რომ სოკო საკმაოდ დელიკატური მისართმევია,სულ რო არაფერი სოკო გინდოდა გეჭამა და არა ჭია,თორემ ჭიებიც აქვთ დელიკატესად ბევრგან..... ისე იმ ქალის მესმის,ხომ გაგიგია:"რიბაკ რიბაკა ვიდიტ სდალეკა",რატომ გეუბნებით იცით: რაც ჩვენ ხილში,ბოსტნეულში და ა.შ. ჭია გვიჭამია ვინ მოთვლის,თუმცა ეს არ ნიშნავს რომ კარგია. ასეა სოკოშიც, თუ შეგყვა კიდევაც გემო არა აქვს,მითუმეტეს მოხარშულს-შემწვარს,მაგრამ თუ დაინახე იმ კერძს აღარ შეჭამ. |
Posted by: kukuruku 16 Jun 2008, 03:07 | ||
gabarzgaleba
ვგიჟდები ისე მაინტერესებს კაი თეთრი ბლის მურაბა როგორ კეთდება! ამ დღეებში მინდა გავაკეთო. ჩამოკაკლე, გელოდები მელანშეუშრობელი კალმით ხელში |
Posted by: gabarzgaleba 17 Jun 2008, 21:09 | ||
kukuruku
ჩვეულებრივი თეთრი ბლის მურაბის გაკეთება გეცოდინება, კილო-კილოზე შაქარი და დუღილი-გაციება, დუღილი გაციება და ბოლოს დადუღება (ამას დეტალურად ქალები გეტყვიან). ჩემს მიერ ნახსენები რეცეპტის სირთულე კი იმაში მდგომარეობს, რო თითოეულ გამოკურკულ ბალში ნიგვზის ნაჭერი იდება, ან ლიმნის ცედრა. ხოდა წამოიდგინე ეხა რა სასტაული გამოვა |
Posted by: kukuruku 17 Jun 2008, 21:18 |
gabarzgaleba მასე მეც კი ვიცი მე რაღაც ,,ჯერ არ ნახულს, ჯერ არ გაგონილს" მეტყოდი მეგონა მაინც გმადლობ! |
Posted by: Tikk 17 Jun 2008, 21:18 | ||
gabarzgaleba
დედაჩემი აკეთებს ხოლმე და თხილს დებს სათითაოდ ყველა ბალში, ძალიან შრომატევადია - მე მარტო ჭამისთვის მყოფნის ხოლმე ნერვები აი უუუუუგემრიელესია! |
Posted by: Unfinished_Sympathy 17 Jun 2008, 21:26 |
Tikk მე ეგ კაკალზე ვიცოდი, ბებიაჩემმა გააკეთა ერთხელ, ახლა მე ვაპირებ იგივეს გაკეთებას |
Posted by: Fe_male 17 Jun 2008, 22:04 |
...ალუბლის მურაბა გავაკეთე, ჯერ ცოტა (საცდელად) ხოდა რატომღაც ჩვეულებრივზე თხელი გამოვიდა, წყალი არ დამიმატებია.. რა შეიძლება იყოს მიზეზი, იქნებ უფრო დიდხანს უნდა ვადუღო?.......)) |
Posted by: Unfinished_Sympathy 17 Jun 2008, 22:35 |
Fe_male წყალი საერთოდ არ გიქნია? ჩვენ გავუკეთეთ წყალი და კი გამოვიდა ცოტათი თხელი მარა ძალიან არა უბრალოდ წვენი ქონდა ბევრი და ის წვენი რაც მორჩა შემოვინახე მერე ნატურალური წვენების გასაკეთბლათ |
Posted by: Fe_male 18 Jun 2008, 00:28 |
არა საერთოდ არ მიქნია და მაინც თხელი გამოვიდა.......)) მე მაინც მგონია რომ დუღილი დააკლდა, არადა 15-15 წუთი ვადუღე სამჯერ, როგორც მასწავლეს.......)) ასე უნდა ხო??? |
Posted by: kukuruku 7 Jul 2008, 16:16 |
შეკითხვა მაქვს: იქნებ ვინმემ იცით სოკო ნიყვი როგორ შევინახო ზამთრისთვის უსაფრთხოდ. ძალიან მაინტერესებს. მარინადი კეთდება თუ ვინმეს მშრალად შეგინახავთ? მოშუშული თუ შეინახება, როგორც კონსერვი? |
Posted by: (c)TG 7 Jul 2008, 16:28 |
kukuruku ნიყვი არა და სხვა ყველა რაც არსებობს (შოვში დავკრიფეთ უამრავი და ერთმანთში ავურიეთ სხვადასხვა ჯიში) გავაშრეთ აივანზე ჩრდილში, ისე დაპატარავდა ერთი ციცქნა შავი რაღაცეები იყო. დედაჩემმა კინაღამ გადაყარა. კარგად გამშრალ/გამხმარი ტილოს პარკით შევინახეთ და დაგვავიწყდა. ზამთარში უცებ გაგვახსენდა და მოვხარშეთ, ჯერ წყალში დავალბეთ და მერე მოვხარშეთ. გავგიჟდით, ერთმა მუჭა გამხმარმა სოკომ ქვაბი გაავსო ანუ ისევ იმდენად იქცა რამდენიც გახმობამდე იყ, გადიდდნენ ისევ. ძალიან გემრიელი შაშუშული სოკო გავაკეთეთ, ოღონდ წინასწარ მოვხარშეთ და ნახარში გადავღვარეთ, მუქი წვენი გაუვიდა. მოკლედ არ ვიცი ეს ტექნოლოგია რამდენად სწორია, ვაბშეტა ექსპერიმენტი ჩავატარეთ, მაგრამ გაამართლა, არც დავწამლულვართ, გემრიელიც გამოვიდა და მერე მივადექით და სადამდეც გვეყო, ვხარშეთ, შუშეთ. რუსები აკეთებდნენმარინადებს და ვითომ მივბაძეთ - არყა სოკო დავამარინადეთ და ჩალპა, მწარე იყო და გადავყარეთ |
Posted by: WOMAN IN LOVE 7 Jul 2008, 16:39 |
©TG ეგრე ახმობენ ხოლმე ბადრიჯანს ზამთრისთვის, მაგრამ მე არ გამიკეთებია არასდროს. |
Posted by: kukuruku 7 Jul 2008, 16:42 |
©TG გმადლობ, მე მარტო ნიყვი მაინტერესებს. იქნებ ამხელა ფორუმზე გამოჩნდეს ვისაც ნიყვი შეუნახავს საზამთროდ |
Posted by: მონიკა 7 Jul 2008, 16:42 | ||
kukuruku
შარშან შევინახე საყინულეში, წინასწარ გარეცხილი და დაჭრილი. შესაწვავად გაყინული არ გამოდგება, ჩაშუშული კარგია. ოღონდ პროდუქტის დიდი ხნით შესანახად საყინულეში ტემპერატურა -18 მაინც უნდა იყოს. გაყინულს ვინახავ მწვანე ლობიოსაც გარეცხილს და დაჭრილს, მშვენივრად ინახება, არც გემო ეცვლება. მოკლედ დიდი საყინულე მაქვს, დაკონსერვებულ პროდუქტებსაც დიდად არ ვწყალობ და ყველაფერს ვყინავ |
Posted by: kukuruku 7 Jul 2008, 16:45 |
მონიკა მონიკა, ნიყვი შეინახე? ნიყვის საზამთროდ შემნახველი კაციშვილი ვერავინ ვიპოვე და აქწ იმიტომ ვიკითხე. რამე სპეციფიური შემადგენლობა აქვს თუ რატომ არავინ წერს არსაც, სადაც წამიკითხავს, მაინცდამაინც ნიყვზე, საინტერესოა. |
Posted by: მონიკა 7 Jul 2008, 16:51 | ||
kukuruku
ნიყვი შევინახე, ჩემმა ქმარმა ბევრი მოიტანა და რომ შევატყვე ვერ ავითვისებდით დაფასოებული გავყინე. გაყინული ლღობისას ცოტა წვენს უშვებს და შესაწვავად იმიტომ ვთქვი არ ვარგაო სხვა კი არაფერი ჭირს, ჩაშუშულიც გავაკეთე, რიზოტოც და სუპშიც გამოვიყენე. არომატიც კარგად შეინახა და ფერიც. |
Posted by: kukuruku 7 Jul 2008, 16:54 |
მონიკა გაიხარე, ეგ მაინტერესებდა ზუსტად, მხოლოდ ნიყვზე. აბა საყინულე-მაცივრები როა, მშრალი ყინულით, ის უკეთესად და დიდხანს შეინახავს. |
Posted by: (c)TG 7 Jul 2008, 17:09 | ||
WOMAN IN LOVE ბადრიჯანი კარგი იდეაა, მაინცდამაინც არ გვიყვარს, მაგრამ ექსპერიმენტის სახით შეიძლება გაკეთება. უნდა დავჭრა თუ შუაზე გაჭრა ეყოფა? kukuruku
ძვირი ღირს და იშვიათად იყიდება და იმიტომ |
Posted by: WOMAN IN LOVE 7 Jul 2008, 18:46 |
©TG მე როგორც ვიცი, გაფრცქვნილს ჭრიან ოთხად, ოღონდ ბოლომდე არა, რომ ძაფის გასაყრელი ადგილი ქონდეს და ასე მძივივით ასხმულს აშრობენ... ზამთარში კი გარეცხავენ, დაალბობენ და თან ბევრდება, თან გემრიელიაო... |
Posted by: miau 7 Jul 2008, 20:44 |
kukuruku ჩვენ ყველანაირ სოკოს ვყინავთ, ეს მართლა საუკეთესო სშუალებაა, თუმცა, არანაკლებ კარგია, დამარილებაც, განსაკუთრებით კარგია რიჟიკები დასამარილებლად, ასევე სირაეჟკები, თავზე კანგადაცლილი მასლიატა, მაკრუხა, მელანა, შამპინიონი. მაკრუხა, შამპინიონი, სირაეჟკები და რიჟიკი მარინადისთვის არის ძალიან კარგი. რა ვიცი, ჩვენ ასე ვაკეთებთ ხოლმე. |
Posted by: Unfinished_Sympathy 7 Jul 2008, 23:07 |
ეეეეიჰ კაკლის მურაბას რამდენი ხანი უნდა ხარშვა? 4 -5 საათი ხო? ხოო , და კიდევ, გუაფცქვნელის მოხარშვა შეიძლებოდა? |
Posted by: WOMAN IN LOVE 7 Jul 2008, 23:13 | ||
Unfinished_Sympathy
რა ჩაიდინე? |
Posted by: Unfinished_Sympathy 7 Jul 2008, 23:36 |
WOMAN IN LOVE ბაზარში ვიყიდეთ გაუფცქვნელი იყო, მარა დაჩხვლეტილი უკვე და გამყიდველმა თქვა ეგრევე მოხარშეთ, წყალის გადავლება ჭირდება მხოლოდო 3 დღე ვრეცხეთ, მეზობელმაც დაგვიდასტურა რომ გაუფცქვნელსაც ხარშავენო, ხოდა მოვხარშეთ , 7 საათი იხარშა და ოო ბოჟე, დაჭმუჭნულ-მიჭმუჭნულია, და შიგნით არის სულ რბიილი. |
Posted by: WOMAN IN LOVE 7 Jul 2008, 23:45 |
Unfinished_Sympathy აბა, სოდაში უნდა ჩადებაო და რაღაცეები? ერთხელ მე უნდა მეყიდა, ეგრე გასაყიდად გამოტანილი რომ დავინახე, მაგრამ იმხელა ინსტრუქცია დააძრო გამყიდველმა(დაქსეროქსებული ჰქონდა რამდენიმე ცალი კლიენტებისთვის) რომ გადავიფიქრე ია კაკლის მურაბა ტოლ'კო კუშაც ლუბლიუ |
Posted by: Unfinished_Sympathy 8 Jul 2008, 12:57 |
WOMAN IN LOVE არა. კირში გამოვლებული და უკვე გაშავებული ვიყიდეთ, ანუ ეს ყველა პროცედურა უკვე გატარებული ქონდა ალბათ დიდი ხანი რომ ვხარშეთ მაგის ბრალი იყო მაინც არაუშავს ))) ხოო,კუშაწ ია ტოჟე ლიუბლიუ |
Posted by: nanana 9 Jul 2008, 11:50 |
ძაან ნი ვსეზონ, მაგრამ ძალიან მაგარ მარმელადს ვაკეთებ. 1 კგ ფორთოხალი, 1 ცალი ლიმონი, 1 კგ შაქარი, 1 ლ ანანანის წვენი. ჯავზი, ილი, ვანილი მოკლედ 1. ვჭრი შუაზე ფორთოხალს და ვწურავ წვენს ქვაბში. 2. წვრილ გრძელ ჩხირებად ვჭრი ნახევარ ფორთოხლებს და ვყრი ქვაბში 3. ვასხამ 1 ლიტრ ანანასის წვენს 4. ვადუღებ ნახევარი საათი 5. ვამატებ შაქარს 6. ვადუღებ საშუალო ალზე დაახლოებით 2 საათი. 7 დუღებისას ( ბოლოსკენ) ვამატებ ვანილს ილს და ჯავზს 8. ვაცივებ 9. მივირთმევ ისე და ნმაგარია "პეჩენიებშიც" |
Posted by: kote-1962 9 Jul 2008, 14:58 |
ნებისმიერი ინფორმაცია შემიძლია მოგცეთ სოკოებთან დაკავშირებით,ჩემი ხობია მათი შეგროვება და დამზადება.ძველი და ახალი რუსულენოვანი ძალიან საინტერესო წიგნი არსებობს სოკოებზე,20 წელია ვაგროვებ და ვაკეთებ მარინადს,ვამარილებ,ვაშრობ. შეიძლება ჩაქაფული,ღვეზელი,ქინძში და ნიორში შეწვა,ჟულიენი და ა შ. რაც შეეხება ნიყვს,ლათინურიდან მისი თარგმანია:,, მუხამორ ცეზარია".... არ გაგიკვირდეთ,ეს მუხამორის ჯიშის სოკო მსოფლიოში საუკეთესოა ტრიუფელის შემდეგ,რომელიც 1კგ ღირს ასეულობით დოლარი. ალბათ კეისრის სოკო ტყუილად არ შეარქვეს. რაც შეეხება მის დამზადებას ცხიმის გარეშე კეცზე შემწვარს არაფერი სჯობს,ოდნავ მარილით,მთლიანად იწვება. შენახვა ზამთრისთვის გაუფუჭებს გემოს,არც გამიგია ვისმეს იმდენი ენახოს,რომ შეენახოს. ისე კი რამდენიმე ხერხია შენახვის,თუ დაგაინტერესებთ მოგწერთ. |
Posted by: (c)TG 9 Jul 2008, 15:59 | ||||
nanana
და გამოეცალა ყველა ციტრუსს ყველანაირი ვიტამინი kote-1962
ცოტ-ცოტა რეცეპტებიც მოგვაწოდე ჟულიენით დავიწყოთ, აქ კი დევს ჟულიენის რეცეპტი, მაგრამ სოკოს სპეციალისტისგან საინტერესოა რეცეპტების გაგება |
Posted by: nanana 9 Jul 2008, 16:03 | ||
©TG
ეგ ავიტოამინოზის სამკურნალოდ საშუალება კი არ არის, უბრალოდ გემრიელობაა ანანასის წვენში შაქრის გარეშე იმიტომ უნდა ხარშვა რომ ქერქები დარბილდეს, თორემ ისე პირდაპირ რომ დააყაროთ შაქარი ვერ დაღეჭავ დამავიწყდა აღმენიშნა რომ ფორთოხლები და ლიმონიც ქერქიანად უნდა. |
Posted by: (c)TG 9 Jul 2008, 16:13 |
nanana გემრიელი კი იქნება და გემრიელად გამოიყურება |
Posted by: kote-1962 9 Jul 2008, 23:15 | ||
ხახვი წვრილად იჭრება და დაბალ ცეცხლზე ითუშება კარაქში(ოდნავ ზეთიც),ცალკე კარაქში დაბალ ცეცხლზე წვავთ ქამა სოკოს,ასევე წვრილად დაჭრილს,ხშირად ვურევთ. დაახლოებით 10-15 წუთში,როცა ხახვი ოდნავ ფერს შეიცვლის და სოკოც მოიწვება გადაგვაქვს ერთ შედარებით დიდ ტაფაზე ერთად,ვუმატებთ შავ წიწაკას.სმეტანას(გემოზე) დანელ-ნელა ვაყრით,რომ არ დაბურბუშელდეს პურის ფქვილს,მარილს და ვახეხავთ სულგუნს(გემოზე).ამ მასას ვურევთ 5-10 წუთი და მზადაა.(შეიძლება ეს მასა ჩავასხათ პატარ-პატარა ფორმებში და შევდგათ ფეჩში ან ღუმელში,როგორც ვარდისფერი ''კორკა'' გაუჩნდება მზადაა. |
Posted by: (c)TG 9 Jul 2008, 23:19 |
kote-1962 გმადლობთ 1. და წვრილად დაჭრილი ქამა შეწვის დროს უფრო დაპატარავდება და მასე უნდა იყოს? 2. სულგუნი შეწვის დრო რომ არ ავურიოთ და ბოლოს ღუმელში შედგმის წინ მოვახეხო, ხომ არ გავაფუჭებ? (შაბათს გავაკეთებ და სურათს დავდებ რა გამოვა) |
Posted by: kote-1962 10 Jul 2008, 15:57 | ||
იცოცხლეთ,შეგარგოთ. კამა არ არის აუცილებელი,მაგრამ თქვენ თუ გემოს არ გაგიფუჭებთ, უკვე შემწვარს, ცოცხალი კამა წვრილად დააჭერით.სულგუნი შეგიძლიათ მანამდეც ჩაახეხოთ და ღუმელში შედგმის წინ აუცილებლად დაახეხეთ(წითელი ფერის ,,კოროჩკას'' გაიკეთებს და უფრო ლამაზიც იქნება და გემრიელიც.
როცა გენდომებათ მარინადის გაკეთება მომწერეთ.... ტყის სოკოსგან კეთდება,უგემრიელესია,განსაკუთრებით არაყთან და მოხარშულ კარტოფილთან(ისედაც კარგია). |
Posted by: kukuruku 17 Jul 2008, 00:30 |
თეთრი ბლის მურაბა როგორ გავაკეთო, ქარვასავით ყვითელი, ნათელი ფერი რომ გამოვიდეს, მასწავლეთ თუ ვინმემ იცით, გთხოვთ და კიდევ გარგლის ჯემი მინდა გავაკეთო, ესეც თუ იცით... |
Posted by: rtuli 27 Sep 2008, 12:19 |
აქ სადღაც წავიკითხე ჯოლოს მურაბაზე და მინდა ჩემი რეცეპტი დავდო 10 წუთიანი,რომელშიც შენარჩუნებულია მეტი წილი ვიტამინების და არომატი ისევ-ისეთი ცოცხალი რჩება.გუშინ გავაკეთე ჯოლოს კონფიტიური: 1 კილო ჯოლოს დავაყაროთ 1 კილო შაქარი გავაჩეროთ 5-6 საათი ,დავდგად ცეცხლზე ,ვადუროთ 5 წუთი,მოვაყაროთ ,,კვიტინი,,1 პაკეტი 1 კილოზე,ვადუღოთ კიდევ 5 წუთი და ცხელცხელი ჩავასხათ ქილებში.მე კიდევ ერთი ლიმონის წვენი დავუმატე 2 კილო ჯოლოზე(უფრო ასქელებს ).მარტივია ძალიან |
Posted by: MEZGVAURI 27 Sep 2008, 12:24 |
rtuli იცი კიდევ როგორ შეიძლება? აი დედაჩემი ეგრე აკეთებს, კილოს კილოზე მოაყრის შაქარს და დადგამს ისე თავდახურულ ქვაბში, უცეცხლოდ რა, იმას ამოურევს შიდაგაშიდ და ის თვითონ დადუღდება, ეგრე ცოცხლად ვინახავთ(მაინც გაიკითხე სანამ ასე გააკეთებ-ჩვენ კი ვაკეთებთ მარა თავს ვიზღვევ), და ნუ ფეიხოს რო ინახავენ ცოცხლად მასე ვინახავთ მოცხარს და მისთანებს და ჟოლოს პონტში კიდევ მალინას! |
Posted by: rtuli 27 Sep 2008, 12:29 | ||
MEZGVAURI მე ცოცხლად ვინახავდი ადრე,ეხლა დამეზარა ჩალიჩი ,ოღონდ 1კილოზე 2 კილო შაქარს ვაყრიდი და 4დღე ვურევდი რომ შაქარი კარგად დამდნარიყო
მალინა-ჯოლოა |
Posted by: MEZGVAURI 27 Sep 2008, 12:36 |
rtuli უი ის ვიგულისხმე-მაყვალი, შემეშალა, ეგ კი ვიცი, ისე მეტი შაქრით ჯობია, მართალი ხარ-გაფუჭების შანსი ნაკლებია |
Posted by: Reference Frame 27 Sep 2008, 12:46 |
ხალხო იცით ვინმემ ფორთოხლის მურაბის დამზადება ქერქისგან??? |
Posted by: MEZGVAURI 27 Sep 2008, 12:55 |
Reference Frame ვა რა საინტერესოა, არ ვიცი და არც გამიგია, არომატული იქნება |
Posted by: rtuli 27 Sep 2008, 12:55 | ||||
Reference Frame
მურაბა არვიცი,მაგრამ მე კანს ვხეხავ და 1თი-1ზე შაქართან ერთად ვურევ,მაცივარში ვინახავ(თავს ვიზღვევ) , კეკსებში და ნამცხვრებში ვხმარობ.ოღონდ თურქულ ან ბერძნულ ფორთოხალს,უფრო ლამაზი ფერი აქვს * * * MEZGVAURI
მაყვალს,ალუბალს,ქლიავს,ჯოლოსაც,სმაროდინას პატარა პლასმასებში ვაწყობ,შაქარს ცოტას ვაყრი და საყინულეში ვინახავ ცოცხლად.ზამთარში ღვეზელებს(პეროგებს) ვაცხობ |
Posted by: MEZGVAURI 27 Sep 2008, 13:00 | ||
rtuli ფილტვი ხარ ნუ! მეც ეგრე ვიზამ აწი! ვგიჟდები ნამცხვრებში ფორთოხლის არომატზე
აუ რა მაგარი ხარ! რა კარგი იდეები მომაწოდე მარა მერე სხვა რამეები არ დაეტევა ჩემს საყინულეში, ეჰ |
Posted by: rtuli 27 Sep 2008, 13:05 | ||
MEZGVAURI
გადააგდე და დიდი იყიდე ,ისე მწვანე ლობიოსაც(ნედლს) და ბადრიჯანს(შემწვარს) საყინულეში ვყინავ.თავს ვიზღვევ ბოტულიზმისაგან |
Posted by: POMPADOUR MADAM DE 12 Oct 2008, 19:49 |
მოკლედ ამ ფორუმის კულინარიულმა განყოფილებამ და მისმა სასწაულმოქმედმა დიასახლის-მამასახლისებმა განსაკუთრებით: აუაუ დეიდამ, მიაუმ, გაბარძგალებამ (ჩემმა მეზობელმა) და აღარ გავაგრძელებ ჩამოთვლას ყველას მიგიძღვით წვლილი რომ მომიყვანეთ ხასიათზე და დღეს ვიყიდე შინდი და პატარა პომიდვრები და ვაკეთებ მურაბას შინდის მურაბის რეცეპტი აქ ყველამ იცის და ამიტომ დავდებ პატარა მწვანე პომიდვრების რეცეპტს რომელიც მასწავლეს ასურეთში დღეს: გავრეცხოთ და დავჩხვლიტოთ ჩანგლით პომიდვრები და ჩავაწყოთ სოდიან წყალში (წყალი იმდენი რომ დაიფაროს და 3 სუფრის კოვზი სოდა-ცივ წყალში გახსნილი) ნახევარი საათით, შემდეგ დავყაროთ საწურზე და გამდინარე წყალში იყოს 15 წუთი. შემდეგ 10 ჩაის ჭიქა წყალში ჩავყაროთ 2 კილო შაქარი და გავაკეთოთ სიროფი. რომ წამოდუღდება პომიდვრები ჩავყაროთ და მოვადუღოთ. მოკლედ მოდუღების ტექნოლოგია როგორც მითხრეს ყოფილა იგივე რაც საზამთროს მურაბის პ.ს. ეხლა სამზარეულოში შევალ და მივხედავ ჩემს მურაბებს დედაჩემი შორიდან უყურებს ჩემს "შემოქმედებას" და ვერ იჯერებს შედეგებს შეგატყობინებთ |
Posted by: n_j 12 Oct 2008, 20:07 | ||
მურაბა არ ვიცი, მე ქერქისგან ცუკატებს ვაკეთებ და რაც შეჭმას გადაურჩება და გადამალვას მოვასწრებ იმას კექსებსი ვიყენებ და პასკაში აღდგომას, მაგარია ძალიან |
Posted by: abelo 20 Oct 2008, 15:33 |
Artgeo სოკო მარინადში: 1კგ სოკო წამოვადიღოთ 3-5 წუთი და გადავწუროთ. ცალკე მოვამზადოთ მარინადი: 1ჩ/ჭ წყალი 1ჩ/ჭ ძმარი (თუ მაგარია ჭიქის 2/3) 4 ცალი დაფნის ფოთოლი 6 ცალი დუშისტი 1 სავსე ს/კ მარილი 1 დესერთის კოვზი შაქარი მარინადი 5 წუთი ვადუღოთ და მერე ჩავუშვათ სოკო. 5 წუთის შემდეგ სოკო ცალკე ამოვიღოთ ქაფქირით და გავაციოთ. (მარინადიც უნდა გაცივდეს). ქილებში გადავანაწილოთ სოკო თავის დაფნებით და რამე-რუმეებით და დავასხათ მარინადი და დავხუფოთ. ყველაფერი უნდა იყოს ცივი. შევინახოთ გრილ ადგილას ან მაცივარში. 2-3 კვირაში მზადაა საჭმელად. |
Posted by: miau 20 Oct 2008, 19:25 | ||
nanana
დამასწარი დაწერა სააერთოდ ძალიან საინტერესო რეცეპტებს დებ! რაღაცა სასწაული გემრიელი რაღაცა ჩანს და აუცილებლად გავაკეთებ!!!!!!!! |
Posted by: WOMAN IN LOVE 20 Oct 2008, 20:29 | ||
rtuli
ეს რა არის? |
Posted by: nanana 21 Oct 2008, 01:13 |
miau დიდი მადლობა |
Posted by: miau 21 Oct 2008, 01:24 | ||
WOMAN IN LOVE
პაკეტებით იყუიდება და რომ დაუმატებ, ჟელესებრ მასად აქცევს, ანუ კრავს |
Posted by: მონიკა 21 Oct 2008, 13:20 | ||
rtuli
მწვანე ლობიოს და კიდევ უამრავ სხვა რამეს მეც საყინულეში ვინახავ. აი შემწვარი ბადრიჯანი არ შემინახია, გამოყენების წინ მხოლოდ ადნობ თუ აცხელებ კიდევაც? |
Posted by: WOMAN IN LOVE 21 Oct 2008, 13:25 |
ამას წინათ დილის გადაცემაში აკეთებდნენ ბოსტნეულის ნაზავს საზამთროდ, საერთოდ, ბოტულიზმის საფრთხის გამო კონსერვირების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ აქ იმან მომხიბლა, რომ მოხუფვა და ამბები არ ჭირდება, პირდაპირ ქილაში ინახება და უმარტივესი გასაკეთებელია. თუ სწორად მახსოვს, თითო კილო პამიდორი, სტაფილო, ბულგარული უნდა გატარდეს, + მწვანილები და 1 კგ მარილი. გაგიკეთებიათ ვინმეს? პრაქტიკულად, კარტოფილს მოხარშავ, მერე ამ მასის რამდენიმე კოვზს ჩაამატებ და წვნიანიც მზადაა... |
Posted by: rtuli 21 Oct 2008, 13:34 | ||||||
WOMAN IN LOVE
miau მართალია,ეს კვიტინი მცენარეული ჯელატინია , სასარგებლოა ორგანიზმისთვის და გვაძლევს საშუალებას რომ,მინიმალურად დაუკარგოთ ვიტამინები ხილს(ანუ დუღილის დრო მინიმალურია)
საყინულედან ვიღებ ღამით და მაცივარში ვდებ,იქ ნელა დნება.გაცხელებით თუ გჭირდება გააცხელე,მე პირდაპირ ვამზადებ ან ნიგვზით ,ან მაიონეზით და სუნელებით.სხვა კერძებშიც შეგიძლია გამოიყენო.monika |
Posted by: Artgeo 22 Oct 2008, 09:09 |
abelo დიდი მადლობა და სოკო რა სოკო უნდა ავიღო? შამპინიონი თუ ის... ჩვეულებრივი, ყველგან რომ იყიდება |
Posted by: killer 22 Oct 2008, 11:17 |
ჟოლო ცოცხლად როგორ ინახება, ვინმემ ხომ არ იცით? მურაბის რეცეპტი ვნახე უკვე. დღეს საღამოს უნდა გავაკეთო. გაციებისას რომელი ჯობია, ცოცხალი თუ მურაბა? * * * ცოცხლად შენახვის რეცპეტიც ვნახე, მაგრამ "საცერში" გაქნილი ჟოლო რას ნიშნავს? * * * ანუ მთლიანი ჟოლოები მინდა რომ იყოს. |
Posted by: rtuli 22 Oct 2008, 11:34 | ||
killer
წინა გვერძე მე დავდე ჯოლოს კონფიტიურის რეცეპტი.ცოცხლად მე ვინახავ საყინულეში,პატარა პლასტმასის კონტეინერებში,თითო ფენას ცოტათი შაქარს ვაყრი.ასე შენახულს ძირითადათ ვხმარობ ნამცხვრებისთვის |
Posted by: მონიკა 22 Oct 2008, 11:42 | ||||||
მე უშაქროდ ვყინაც, მთელ და საღ კანკრას ვარჩევ, ცოტა ხანს ჩაის ტილოზე ვშლი რომ სისველე აღარ ქონდეს. killer
ცოცხალი
საცერში გაქნილი ჟოლო პიურესავითაა, მთლიანებსაც ისევე გააკეთებ ერთი ერთზე მოაყრი შაქარს, მაგრამ მაგ შემთხვევაში შაქრის ნაწილი შეიძლება არ დადნეს. |
Posted by: n_j 22 Oct 2008, 12:04 | ||
მეც ყოველთვის ვიყენებ ხოლმე , შინდის ,ალუბლის, მარწყვის, ჟოლოს, გარგრის, მოცხარის, ქაცვის , ჩერნიკას( ქართულად ვეღარ გავიხსენე) ჯემებს ვაკეთებ, როგორ მიყვარს დაბრაწულ ტოსტებთან ერთად მაგრამ ამ შემოდგომით ვერ ვიშოვე კვიტინი, სადაც ვიკითხე არსად ჰქონდათ |
Posted by: killer 22 Oct 2008, 12:06 |
rtuli მონიკა ვაუ რა კარგი იდეაა. ანუ პლასტმასისი კონტეინერში ჩავყრი და საყინულეში გავყინო ხო? წელს ცოტას მოვსინჯავ და თუ გამომივიდა მომავალ წელს უფრო მეტს გავაკეთებ |
Posted by: მონიკა 22 Oct 2008, 12:10 | ||
killer
ერთად არ ჩაყარო, ჯერ რამეზე გაშლილად გაყინე და მერე ჩაყარე კონტეინერში, მასე რამდენსაც გინდა იმდენს ამოიღებ ისე კი ერთმანეთს მიეკრობა და ცოტა თუ დაგჭირდა ვერ მოტეხავ |
Posted by: killer 22 Oct 2008, 12:26 |
მონიკა მადლობა |
Posted by: abelo 22 Oct 2008, 13:40 |
Artgeo რიჟიკებისგან (მგონი მიქელა ქვია) ყველაზე გემრიელი გამოდის, მაგრამ შამპინიონიც შეიძლება, ოღონდ პატარები უნდა იყოს. |
Posted by: მონიკა 22 Oct 2008, 13:44 | ||
abelo
მიქლიო |
Posted by: miau 22 Oct 2008, 14:24 | ||
მონიკა
რიჟიკი თუ მიქლიო იყო, არ ვიცოდი |
Posted by: WOMAN IN LOVE 22 Oct 2008, 14:46 | ||
აქ ხახვი გამომრჩა მგონი. გაგიკეთებიათ ვინმეს? ღირს წვალებად? |
Posted by: auau 22 Oct 2008, 16:12 | ||
WOMAN IN LOVE
ასეთი რამეები კარგად იცის ალეგრომ. ორ დღეში ჩაურთავენ ინტერნეტს და ვთხოვ, რეცეპტი დადოს. ხაშლამაც აკეთებს მაგდაგვარრაღაცას, მთელი ზამთარი სარგებლობენ სიამოვნებით. |
Posted by: მონიკა 22 Oct 2008, 16:16 | ||
WOMAN IN LOVE
ხახვის რა გითხრა, მაგრამ ცოტა ნიორს დავამატებდი, ექსტრემალურ სიტუაციაში კარგი გამოსადეგია. უნდა ვცადო ერთი. |
Posted by: POMPADOUR MADAM DE 22 Oct 2008, 16:45 |
მონიკა მე გავაკეთე წელს პირველად და დავდო რეცეპტი? პ.ს. მადლობა დახმარებისთვის მაგრამ არ გამოვაო შეF-მა |
Posted by: მონიკა 22 Oct 2008, 16:54 | ||||
POMPADOUR MADAM DE
რატომ არის უკვე სხვა?
|
Posted by: POMPADOUR MADAM DE 22 Oct 2008, 16:58 |
[B]ბულგარული და სტაფილო "ნაცრისფერი ზამთრის ფერადი დღეები" © POMPADOUR MADAM DE 5 კგ ბულგარული (ჩვენ წითელი ბულგარულით ვაკეთებთ) 3 კგ სტაფილო 2 კგ ხახვი 3 თავი ნიორი ნახევარ კილოიანი პომიდვრის პასტა მწვანილი ყველანაირი (ეს გემოვნების მიხედვითაა და რაოდენობაც შესაბამისად) 3 ჩაის ჭიქა ზეთი წითელი წიწაკა გემოვნებით ასევე მარილიც უნდა დაჭრა ყველაფერი პატარა კუბიკებად: ჯერ ხახვს და ნიორს მოშუშავ ზეთში და ჩაამატებ სტაფილოს (იმიტომ რომ სტაფილო მაგარია ბულგარულზე მეტად და უნდა მოიხარშოს) მერე ბულგარულს, მწვანილებს და რომ მოიხარშება ჩაამატებ პომიდვრის პასტას და წითელ წიწაკას თუ ცხარე გიყვართ და მარილიც გემოვნებით და რომ მოიხარშება მიხვდები გემოს რომ გაუსინჯავ. და გადაიტან რომ მოიხარშება დამდუღრულ ქილებში და 20 წუთიანი სტერილიზაცია გააკეთე და მერე შეინახავ. ესეც სურათი http://bin.ge/file/212495/Image009.jpg.html |
Posted by: chocolate123 29 Oct 2008, 00:57 |
ვინმემ კარგი პამიდვრის საწებელი ხომ არ იცით?? |
Posted by: gabarzgaleba 29 Oct 2008, 14:07 |
ჰე ახა, ქალებო, მოვიდა მწნილის სეზონი, დაყარეთ რეცეპტები აი მე უკვე დავაგდე ბლოგზე ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტები http://vinoge.com/samzareulo/mwnilebi/marinadebi/mwnili-kitris-saaxlod http://vinoge.com/samzareulo/mwnilebi/marinadebi/kombostos-mwnili |
Posted by: abelo 29 Oct 2008, 14:15 | ||
gabarzgaleba
კიტრის მწნილი- საფუვრად შენახული დამჟავებული პურის ცომი- ძმარი არაო? კომბოსტოში - შავ კაკალი - რას გულუსხმობს? |
Posted by: (c)TG 29 Oct 2008, 14:18 |
მონიკა killer როგორ ფიქრობთ ერთჯერად ცელოფნებში პორციებად რომ შევინახო (მასე ნიკუშას ხორცს ვუნახავ ხოლმე და მერე მარტო ერთ პორციას ვიღებ და ვადნობ) ჟოლო, შეინახება? თუ კონტეინერში უკეთესია |
Posted by: gabarzgaleba 29 Oct 2008, 14:20 | ||||||
abelo
არაო, მხოლოდ ხაშიო
დუშისტია ეგა. ©TG
ხეხ, ჩემი ცოლიც მასე ინახავს ლაშას ხორცეულს |
Posted by: მონიკა 29 Oct 2008, 14:54 | ||
©TG
მე ძირითადად პროდუქტების საყინულეში შესანახ ცელოფანში ვინახავ. კონტეინერი უფრო დიდ ადგილს იკავებს, ცელოფანით კი უფრო კომპაქტურად იდება (ძალიან არ უნდა გადაივსოს პარკი და ადვილად მოერგება თავისუფალ ადგილს). როგორც ზემოთ დავწერე ჯერ გაშლილად ვყინავ, მერე საყინულეშივე სწრაფად ვყრი პარკში და თავს ვუკრავ. მასე გაყინულს თუ მინდა ცალობითაც ამოვიღებ http://imageshack.us |
Posted by: POMPADOUR MADAM DE 29 Oct 2008, 14:56 | ||
მონიკა
მოგეწონა? გააკეთე და თუ კი მაშინ როგორი გამოვიდა? |
Posted by: მონიკა 29 Oct 2008, 15:02 | ||
POMPADOUR MADAM DE
ფოტოზე ძალიან ლამაზად ჩანს, მაგრამ ვერ მოგატყუებ ზეთში გაკეთებული და გასტერილებული პროდუქტების ფობია მაქვს. არა და როგორ მიყვარს კაი მწარე წიწაკის კონსერვი. |
Posted by: (c)TG 29 Oct 2008, 15:04 | ||
gabarzgaleba
ჭკვიანი ქალი მასე მოხერხებულია |
Posted by: rinow519 1 Nov 2008, 23:21 |
ვაშლი ასკილის ნექტარში–ძალზედ სასარგებლო და გემრიელია. |
Posted by: rtuli 2 Nov 2008, 01:15 | ||
rinow519
მერე რეცეპტი |
Posted by: gabarzgaleba 6 Nov 2008, 00:39 |
ეხა რა ხდება, გოგუებო და ქალებო, თქვენ მოგმართავთ. მოვიდა სეზონი, მწნილების ოქროს ხანა, ყველაფერია, ყველანაირი კომბოსტო, წიწაკა, კიტრი, მწვანე პამიდორი, პრასი, რამე-რუმე. ხოდა ძალიანა გთხოვთ ჩვენი სარჩევის უმწირეს მწნილ-განყოფილებას შემატოთ კაი-კაი, ორიგინალური, გამორჩეული, კლასიკური და ა.შ. რეცეპტები, კოხტად, ლამაზად ჩამოყრილი. პახოდუ ჩემს ბლოგზეც დავაგდეთ შესაბამისი კოპირაიტის ნიშნით, როგორც აქამდე ვაგდებდი. |
Posted by: auau 7 Nov 2008, 15:25 |
gabarzgaleba პამიდვრის მწნილის უუუუმარტივესი ხერხი! 2 ან 3 ლიტრიან ქილებში ჩავტენით მწვანე პამიდვრები.ჩავაყოლოთ ნივრის კბილები, მწარე წითელი წიწაკა, ნიახური. მოვამზადოთ მარილწყალი: 1 ლ წყალზე 2 სუფრის კოვზი მარილი ავადუღოთ და შევაგრილოთ. გადავწუროთ და შევავსოთ პოლიდვრიანი ქილები, დავხუროთ პლასტმასის სახურავებით და 1 კვირა მაინც ოთახის ტემპერატურაზე ვამყოფოთ, რომ დროზე დამწნილდეს, მერე აუცილებლად ბნელ ადგილას დავდოთ, რათა პომიდორმა ფერი არ შეიცვალოს და არ გახუნდეს. დუღილის დროს იცის ცოტა გადმოსვლა და არ ახადოთ, თვითონვრ "დაწყნარდება". ხაშლამა და ალლეგრო! თქვენებური ჭარხალთან დაკეპილი კომბოსტოს მჟავე გვინდა! |
Posted by: gabarzgaleba 7 Nov 2008, 17:07 | ||
auau
კარგი ხარ, სეზონი გაიხსნა, მივბაძოთ აუაუას. |
Posted by: (c)TG 7 Nov 2008, 17:24 | ||
მონიკა
უი ეს პოსტი ეხლა ვნახე, დიდი მადლობა მეც მაქვს მასეთი ზიპიანი ცელოფნები და კი ვფიქრობდი, რომ გამოდგებოდა.............. გაიხარე |
Posted by: rtuli 7 Nov 2008, 20:21 |
ბადრიჯანი სატენით: |
Posted by: MXK 7 Nov 2008, 21:41 |
rtuli დიდი ბოდიში, ბადრიჯნის რა რაოდენობაზეა ეს რეცეპტი და ასე მომზადებული უნდა მოვბეჭდოთ, თუ პლასტმასის ხუფებიც ყოფნის?(შვილის ნიკით ვარ შემოსული) ასევე მადლობა მინდა გითხრათ თევზის რეცეპტზე(მგონი თქვენ დადეთ), სტაფილოტი რომ გააკეთეთ, ძალიან გემრიელი გამომივიდა |
Posted by: rtuli 7 Nov 2008, 23:05 | ||
MXK
სასიამოვნოა ჩემს დადებულ რეცეპტებს რომ იყენებთ .რაც შეეხება ბადრიჯანს 5 კგ. ბადრიჯანზე 500გრ.სტაფილო,500გრ.ნიორი და დიდი კონა ოხრახუში.მოუხდება ბულგარული წიწაკის დამატებაც თუ მოგწონთ.3 ლიტრიან ქილებში ჩაალაგეთ,დაასხით მარინადი,პლასმასის ხუფი დაახურეთ,ბნელ და გრილ ადგილზე შეინახეთ.თუ გინდათ 5-6 დღეში დააგემოვნოთ მაშინ ოთახის სითბოში დადგით და დამწნილდება,მერე სიგრილეში გადაიტანეთ. |
Posted by: MXK 8 Nov 2008, 11:53 |
rtuli, გმადლობთ რეცეპტისთვის, ძალიან გემრიელი ჩანს, ვეცდები გავაკეთო. საერთოდ, ხშირად შემოვდივარ და ძალიან მომწონს ყველას ნახელავი. სურათებითაც უმეტესობას გიცნობთ. და მართლაც, კულინარები ყველაზე კეთილი და გემრიელი ხალხია! |
Posted by: dali19 19 Nov 2008, 17:46 |
nanka_iuristka აჯიკის რეცეპტი დაწერე თუარ დაგეზარება. წინასწარ დიდი მადლობა. * * * Bivrili წიწაკის წნილს არ უნდა ნიახური ის აშავებს წიწაკას უნდა გაუჭრა ბილოები, თუ ძალიან მწარეა ჩაყარო რამდენიმე საათი ცივ წყალში, ჩხელშიც შეიძლება, მაგრამ შეიძლება ზოგი გაშავდეს, შემდეგ გადაწურე ჩატენე ემალის ჭურჭელში ნაწილი, სპეციალურ მიტკლის პარკში მოათავსე სიმინდის ფოჩი, ულაში, კამა და დარჩეული ნიორი, შემდეგ ისევ წიწაკა და ზემოდან დაადე სიმძიმე რომ წიწაკებს წყალი ფარავდეს, 10 ლიტრ წყალზე უნდა 1 კგ მარილი და და ტოვე ვიდრე ფერს არ შიცვლის დაახლოებით 3-4 დღე, გადაიტანე ქილებში კარგად გატენე, ზემოდან დაადე მხოლოდ სიმინდის ფუჩეჩი დაასხი თავისივე წყალი და შეინახე. პერიოდულად ნახე რომ წყალი არ დაიშროს, ეს იმშემთხვევაში თუ ბევრს გააკეთებ და გაზაფხულამდე დაფჭირდება შენახვა. შეგიძლია მოხუფო კიდეც, ამშემთხვევაში კარგად დაწურე და გამოტენილი ქილები თავდაღმა დააწყვე, რომ რაც შეიძლება წყლისაგან განთავისუფლდეს. შემდეგ წამოვადუღოთ თავისი წყალი მდუღარე დავასხათ და მოვხუფოთ. რომც აიბურცოს საშიში არ არის. * * * gabarzgaleba ერთერთ ჯურნალში ეწერა იმუნიტეტის ასამაღლებლად მძიმე ავადმყოფობის შემდეგ კარგია ხურტკმელის მურაბა და სურათიც იყო, რომელიც გავდა გარეულ ქლიავს, რომელსაც როგორც ვიცი ეძახია კვრინჩხს და აქვს კურკა როგორც ქლიავს, ხოლო ბოტანიკის წიგნში ვნახე ნაყოფი ჭრილში და აქვს ისეთი კურკები როგორც დაახლოებით კივს, მაგრამ ნაყოფი მოცულობით პატარაა. იქნებ ამიხსნათ რა მცენარეა. |
Posted by: amadeus 21 Nov 2008, 22:26 |
სირვაშლა გაგიგიათ ხალხნო და ჯამაათნო? |
Posted by: მონიკა 21 Nov 2008, 22:43 | ||
dali19
კვრინჩხი ქლიავს გავს და პატარა ზომისაა უფრო, ხურტკმელს მეორენაირად კინკრიჟასაც ეძახიან, მოცხარს გავს ოღონდ ცოტა უფრო დიდია, ორნაირი ფერისაა(ყოველ შემთხვავაში მე ორნაირი მინახავს ) ჩემს ბავშვობაში დედაჩემი აკეთებდა მაგის მურაბას, ზუსტად არ ვიცი როგორ კეთდება, მახსოვს ხარშვისას ალუბლის ფოთლებიც უნდოდა. http://imageshack.us http://imageshack.us |
Posted by: gabarzgaleba 21 Nov 2008, 22:45 | ||
dali19
ბოტანიკოსი არ გეგონო ხურტკმელი არი იგივე კრიჟოვნიკი, ძალიან ჰგავს შავ მოცხარს (სმაროდინას), ზემო რაჭაში რუსულ მოცხარსაც ეძახიან (ინგილოები ურუსი ყურზენს ). აი ესაა. ეს კიდე კვრინჩხია, ანუ ქლიავის ბიძაშვილი, კაი სამურაბე რამე. |
Posted by: amadeus 21 Nov 2008, 22:51 |
ჩემს შეკითხვაზე არავინ მიპასუხებს? |
Posted by: gabarzgaleba 21 Nov 2008, 23:25 | ||||
amadeus
ეხა შევამჩნიე, იზვინი. რომელი სპეციალისტი მე ვარ მარა მოგახსენებ ჩემს აზრს. სირვაშლა საბასთანაცაა ნახსენები, მაგრამ მხოლოდ ნახსენებია და მორჩა. გეცოდინება ძვ. ქართულად სირი ჩიტია, ამიტომ რო მოვთარგმნოთ, გამოვა ჩიტის ვაშლი (ნიკო ჩუბინაშვილთანაც ჩიტის ვაშლა შეესატყვისება სირვაშლას). მემგონი ეგ მცენარე უნდა იყოს ჩიტავაშლა, ძალიან ცნობილი მცენარე, რომელსაც ყველა ვიცნობთ გარეგნულად. მელიყურძენს ეძახიან სამეგრელოში. |
Posted by: amadeus 21 Nov 2008, 23:30 |
gabarzgaleba ოოო ზუსტად მაგაზემოგახსენებ ჩემო ბატონო დედაჩემმა ჩამოიტანა რაჭიდან გინდა თუ არა სამკურნალოაო, მეც ბევრი შემხვედრია ტყეში რა ვიცით მის შესახებ როგორ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში მაინტერესებს * * * ეხლა ვანახე ეგ ფოტო დედაჩემს და ეგ არ არისო წვრილია ეს უფრო და მოყვითალო ეგ ძახველსგავსო |
Posted by: gabarzgaleba 21 Nov 2008, 23:35 | ||
amadeus
არანაირი ძახველი. ეგარი ჩიტავაშლა, მელიყურძენი, იგივე კიზილნიკ კრასნი, Firethorn ინგლისურად, და ლათინურად pyracantha coccinea. საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ დგას მაგის უზარმაზარი ხე აი ნახე, ძახველის ფოთოლი სულ სხვანაირია, ნაყოფს რო ტავი დავანებოთ. |
Posted by: amadeus 21 Nov 2008, 23:48 |
gabarzgaleba გადავუღებ სურათს და დავდებ მოგვიანებით, ჩემ დასთან ქონია აქვს დატოვებული |
Posted by: gabarzgaleba 22 Nov 2008, 00:07 |
amadeus ასეთი ფერისაცაა |
Posted by: amadeus 22 Nov 2008, 16:34 |
gabarzgaleba ეგეც არაა აბაიდუუუუ http://www.radikal.ru აბაიდაააა http://www.radikal.ru დურხანიიი http://www.radikal.ru |
Posted by: niki_ niki 22 Nov 2008, 19:11 |
ვაააააააააა................ მეორედ ვწერ 5 კგ ბადრიჯანი გავფცქვნათ, დავჭრათ წვრილად და შევწვათ ზეთში, გადადუღებულ ძმარში ჩავყაროთ მსხვილად დაჭრილი ხახვი, პილპილი და გავაციოთ. გაციებული მასაში ჩავყაროთ ბადრიჯანი, მარილი გემოვნებით. ვინახავ ჩვეულებრივ ბანკებში |
Posted by: gabarzgaleba 22 Nov 2008, 20:26 | ||||||
amadeus
ეუფ, მიქელანჯელოა მაგსი ავტორი? ხელოვნების ნიმუშია რა... |
Posted by: miau 22 Nov 2008, 20:34 | ||
amadeus
რეცეპტები ვ სტუდიუუუუუუ! პლზ. |
Posted by: amadeus 22 Nov 2008, 22:49 |
აეეე თქვენ გენაცვალეთ ქე ვარ ეხლა გაბრუებული კაი კასპის ჩინურით იფ რა კარგია ეს დალოცვილი რა დროს კონსერვი და მწნილია? მწნილი ხვალე ბატონო პოხმელიაზე და ვგონებ მერე რქაწითელი ჩაანაცვლებს ხვალე ანჩისხატის ბიჭებთან მომიწევს გიორგობის აღნიშვნა ხო ისა და რა მაგის პასუხია და ინგლისური ხელოვნებაა ჯონი ჩამო ვა და გაგვაცნობს მეც ზუსტად არ ვიცი მისი რეცეპტი |
Posted by: bell 7 Dec 2008, 18:05 |
ბავშვებო ძალიან მინდა კომბოსტოს მწნილი ჩავდო და ალუმინის ქვაბში ხო შეიძლება? და მარილწყალი როგორ უნდა გავაკეთო? რა პროპორციებით? |
Posted by: მონიკა 7 Dec 2008, 18:08 | ||
bell
|
Posted by: bell 7 Dec 2008, 18:40 |
მონიკა უი რატო? არადა რა იმედი მქონდა პლასმასის ჭურჭელში? |
Posted by: Solveig 7 Dec 2008, 18:57 |
bell მწნილის ჩადება ლითონის ჭურჭელში არ შეიძლება, რადგან მჟავები ლითონთან რეაქციაში შედის. არც პლასტმასის ჭურჭელს გირჩევდი, რადგან სპეციფიკური გემო აქვს მერე... ყველაფერს სჯობს მომინანქრებული (ემალირებული) ლითონის ჭურჭელი (ოღონდ ემალი დაუზიანებელი უნდა იყოს, თორემ ჟანგდება მერე), მინის დიდი ქილა, ან მთლად უკეთესი-ფაიფურის (ან ნებისმეირი კერამიკის) ქოთანი, დერგს რომ ეძახიან. შუშის ქილაში თუ ჩადებ, ფოლგა შემოახვიე გარედან-ასე უკეთესია. |
Posted by: bell 7 Dec 2008, 22:13 | ||
Solveig
დიდი მადლობა ემალის დიდი ქვაბი არ მაქვს არც 3ლიტრიანზე დიდი ჭურჭელი რაღაცა უნდა მოვიფიქრო არადა ისე მინდა მწნილი ორსულობაში არ მინდოდა ასე |
Posted by: rtuli 7 Dec 2008, 22:15 | ||||
bell
რანაირი? ანუ დაჭრილი+ სტაფილო,თუ კომბოსტოს მეოთხედები+ ჭარხალი? |
Posted by: bell 7 Dec 2008, 22:18 | ||
rtuli
ხოო ეგ ვაიმე დავიხრჩე ნერწყვთა ყლაპვით |
Posted by: rtuli 7 Dec 2008, 22:38 | ||
bell
გაჭერი ოთხად კომბოსტო(უკეთესია ძალიან მკვრივი თავი არიყოს,ასე სიწითლე კარგად გაუჯდება ფოთლებ შორის). დათალე ჭარხალი და მრგვალად დაჭერი. სურნელოვანი პილპილი(душистый перец),დაფნა,ოხრახუში და ნიახური მოიმარაგე.ალუბლის ფოთლებიც კარგია, მაგრამ სადარის. ჩაალაგე ქილაში ან მე 10 ლიტრიანი წყლის ბოთლი ვიყიდე(ღვინოსაც მაგაში ვინახავ,ანუ საჭმლის ჭურჭელია,пищевой) და თავი გადაუჯერი,ან სულაც განიერ თავიანებიც არის ელიავაზე . მოამზადე მარინადი 1 ლიტრა წყალზე 2 თავმობმული ს. კ. მარილი+1 ს.კ. შაქარი+ 3 ს.კ. ძმარი დადგი სახლში და როგორც სიმჯავე დაეტყობა ,გაიტანე გარეთ ,სიგრილეში. წითელი წიწაკაც მისაღებია თუ ცხარეს მოყვარული ხარ. |
Posted by: bell 7 Dec 2008, 23:08 |
rtuli ძალიან დიდი მადლობა........ პირველ რიგში ჭურჭლის საქმეს მოვაგვარებ მერე რო ავიხდენ ოცნებას და გავაკეთებ, სუ შენი მადლიერი ვიქნები ......... პირველად ვაკეთებ......... 2kiss: |
Posted by: rtuli 9 Dec 2008, 12:35 | ||
bell
თუ პირველად აკეთებ მაშინ დავამატებ რომ ,ზემოდან სიმძიმის დადება არდაგავიწყდეს.ანუ თეფში დაადე და ქვას იჭოვი მემგონი სადმე ,გარეცხე და დაადე.მარინადი უნდა ფარავდეს კომბოსტოს. კიდევ ერთი მე მომწონს როცა შაქარი მეტი აქვს და 1 ს. კ. მეტი რომ უყო უკეთესია,თან შაქარი აჩქარებს დამწნილებას. მარილი სუფრის არუყო,მსხვილი უნდა იყოს. |
Posted by: bell 9 Dec 2008, 13:28 | ||
rtuli
კი, პირველად ვაკეთებ და კიდე კაი მითხარი შაქარი არ ვიცოდი თუ უნდოდა და მსხვილი მარილი ჩვეულებრივათ იყიდება ხო მაღაზიებში? |
Posted by: Princess 10 Dec 2008, 12:28 |
rtuli უი ვიპოვე ვიპოვე ერთი შეკითხვა მაქვს, მამიდაჩემმა გააკეთა ზუსტად ასე და რაღაც რბილი გამოვიდა ძალიან კომბოსტო? გემრიელია მაგრამ რბილია და ამ მომწონს, მე ხრაშუნა უფრო მიყვარს. რისი ბრალია? |
Posted by: Anie 16 Dec 2008, 12:48 | ||||||
გუშინ ჩავდე და მარილი ვუქენი 1 თავმობმული ს. კ. შაქარი და ძმარი არ მიქნია ხო არ გამიფუჭდება
მე ნიორიც ვუქენი
ყველაზე კარგია "დახუჭუჭებული" ფოთლები რომ აქვს იმის მწნილი |
Posted by: rtuli 16 Dec 2008, 13:55 | ||||
Anie
მე სამი დღის წინ ჩავდე და რაც დავწერე იმდენი უყავი ყველაფერი,დაჯე ძმრის და მარილის დამატება დამჯირდა.ეს იმან განაპირობა რომ ჭარხალი ძალიან ტკბილი გამომადგა. საერთოდ მარინადს ვსინჯავ მე. ჯერ გვიანი არარის, გაუსინჯე მარინადს გემო და დაუმატე მარილი+ძმარი
მეც და დამავიწყდა მიმეთითა. |
Posted by: Anie 16 Dec 2008, 16:26 | ||
OK ძმარი არ მინდა ცუდ (ჩემთვის ცუდ) გემოს აძლევს |
Posted by: そソふいイあア だダ 好 25 Dec 2008, 00:53 |
ცოტა ფრთხილად იყავით ამ ყოველივესთან ბოლო ხანებში ისე მომრავლდა ბუტილიზმის შემთხვევები დიდი რჩევაა და მიზანშეწონილიცააა წამოადუღოთ ხოლმე |
Posted by: n_j 24 Jan 2009, 16:22 |
მწვანე ლობიოს გაყინვის წესი სპეციალურად ბრეიკისთვის მწვანე ლობიოს ვარჩევ, ვამტვრევ, ვრეცხავ და ადუღებულ მარიწყალში ვყრი რამდენიმე წუთით, რომ წამოდუღდება დაახლოებით 5 წუთში გადმოვიღებ საწურზე და ვაცლი სანამ წყლისგან დაიწურება, შემდეგ თხლად გავშლი დაფაზე, ან დიდ თეფშზე და საყინულეში შევდგამ. რომ შემაგრდება სეგიძლია პარკში ჩაყარო და ზამთრისთვის შეინახო. მომზადების წინ მე გავალღვე. ვყინავ ასევე ბადრიჯანს, უკვე შემწვარს, მერე გავადნობ და შევაზავებ სურვილისამებრ. ახალ შემწვარს რა თქმა უნდა სულ სხვა ეშხი აქვს, მაგრამ ზამთარში ნიტრატებიანი ვითომ ახალი ბადრიჯნის ყიდვას ჯობია ზაფხულში გაყინო და მერე მიირთვა როცა მოისურვებ კიდევ ბროკოლის ვყინავ ხოლმე, წამოადუღებ ლობიოსავით 3-5 წუთი და ეგაა |
Posted by: rtuli 24 Jan 2009, 18:05 | ||
n_j
მე პირდაპირ ვყინავ მოუხარშავს,უკვე მესამე წელია. ბადრიჯანს კი შენსავით ვწვავ და პლასმასის კონტეინერში ვინახავ საყინულეში. |
Posted by: Breaky 24 Jan 2009, 21:05 | ||||||
n_j
ანუ ამ წამოდუღების და დაწურვის შემდეგ ჰაერზე ყინავ (ანუ გაშლილს, რაიმე ზედაპირზე), ხოლო შემდეგ დებ პლასტმასის კონტეინერში, ან სპეციალურ ჩამკეტიან პარკებში (მაქვს ეგენი ოხრად და სულ სხვა მიზნით ვიყენებ ) და ისევ საყინულეში მიაბრძანებ ხო? და მერე, როცა დაგჭირდება, გაალღვობ და რა? პირდაპირ სადილში უშვებ, თუ ჯერ წამოადუღებ?
დიდი მადლობა პ.ს. რამდენი ხანია ვფიქრობ, საიდან მეცნობითქო, გასკდა თავი ფიქრით, მაგრამ ვერ ვიხსენებ. არადა მეცნობი... |
Posted by: n_j 24 Jan 2009, 21:39 | ||||||
rtuli
სადღაც წავიკითხე რომ მოუხარსავი არ გაყინოთო, ახსნილიც იყო რატომ, კარგად არ მახსოვს. ნეტში მოვძებნე ბოსტნეულის გაყინვის წესები და ყველგან ეწერა რომ უნდა წამივადუღოBreaky
ჰო, იმიტომ რომ ერთად თუ შავყრი მიეყინება ერთმანეთზე და ცოტა რომ გინდოდეს ვერ აიღებ. პირდაპირაც შეგიძლია და თუ გინდა გაალღვე
არ ვიცი , მე არ მეცნობი |
Posted by: rtuli 24 Jan 2009, 22:30 | ||
n_j
ჩემს მაცივარს მოყვა პროდუკტის სენახვა-გაყინვის წესები და ისე ვაკეთებ. მოვიძიებ თუ რატომ არშეიძლება |
Posted by: nini_blini 8 Feb 2009, 03:19 |
კეთილო კულინარებო.. იქნებ დამეხმაროთ .. წინა კვირას ჩავდე იასამნისფერი კომბოსტო მწნილად და ბებიაჩემმა თავზე დაადო პლასტმასის თავსახური.. აი არაჟნებს და მაწვნები რო იყიდება იმ ყუთის თავსახური რომელიც დიდი ქონდა და უბრალოდ ეფარა ... არ უნდა მეტიო... ახლა ჩავსუნე და ობის სუნი ქონდა.. და თეთრად მოუკიდებია წვრილად და ზედა ფენები ოდნავ დამპალა.. ახლა მოვაშორე ეგ ყველაფერი და რაც დარჩა იმას წესიერად დავახურე თავსახური..... ხოდა იქნებ მითხრათ მაგიტო დაობდა რო წესიერად არ ეფარა? თუ ბოტულიზმის ჩხირი შეეპარა..?? არადა საიდან არ ვიცი სუპერმარკეტში ნაყიდი პარკებში გამოტკეცილი კომბოსტო იყო.. იქნებ იცოდეთ?? ბებიაჩემს კი დავურეკავ ხვალ მარა თქვენი აზრიც მაინტერესებს.. |
Posted by: nini_blini 8 Feb 2009, 04:43 |
რა შუაშია ეგ მწნილებთან და კამპოტებთან.... კულინარებო გთხოვთ რომ შემოხვალთ უპასუხოდ არ დამტოვოთ რაა |
Posted by: rtuli 8 Feb 2009, 10:57 | ||
nini_blini
ნუ გეშინია ,ეს იმიტომ მოხდა რომ,სითხე არქონდა შენს მწნილს თავზე და ობი მოიკიდა.სახურავი რომ დააფარე,სიმძიმე უნდა დაადო რამე,ან ქვა გარეცხო დაადო,ან მინის ბანკა წყლით სავსე. ასე მწნილს ზემოდან მარილწყალი მოადგება და აღარ დაგიობდება. |
Posted by: nini_blini 8 Feb 2009, 14:05 |
აა გასაგებია, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა |
Posted by: kartveluri enebi 8 Feb 2009, 18:21 |
ხომ არ იცით, წითელი კომბოსტოს დამწნილებაც შეიძლება? |
Posted by: SnowFlakes 4 Jun 2009, 13:19 |
ჩვეულებრივი ვაშლის კომპოტი როგორ გავაკეთო? აუცილებლად უშაქრო ოღონდ. დავჭრა ვაშლი და დავასხა ცივი თუ ცხელი წყალი და რამდენ ხანს ვხარშო? |
Posted by: rtuli 4 Jun 2009, 13:59 | ||
SnowFlakes
თუ უშაქროს აკეთებ მაშინ ბევრი ვაშლი დაგჭირდება,ხარშვისას მაინც დაიკლებს,აარჩიე ტკბილი ძიშის ვაშლი,წყალი დაასხი და თუ გინდა,მოგწონს ,რამოდენიმე მარცვალი მიხაკის და დარიჩინი დაამატე. |
Posted by: SnowFlakes 4 Jun 2009, 15:03 |
rtuli დიდი მადლობა . ) |
Posted by: August 5 Jun 2009, 11:39 |
ბადრიჯნის მწნილი მთელ-მთელი კანგაცლილი ბადრიჯნები და ნიორი დავმდუღროთ. გავაცივოთ. დავჭრათ მწვანილი: ნიახური, ქინძი, კამა, ქონდარი და რეჰანი. გაცივებული ბადრიჯანი ჩავჭრათ სიგრძეზე და შიგ ჩავდოთ 1-2 კბილი ნიორი ( ბებიაჩემი სიგრძეზე გაჭრილ 1/4 წიწაკასაც აყოლებდა) და ეს მწვანილი. შევკრათ (გარედან ქამარივით შემოვახვიოთ) ნიახური. ჩავაწყოთ ქილაში და თან მარილი მოვაყაროთ. დავასხათ მოდუღებული ძმრიანი წყალი. |
Posted by: pompaduri 17 Jun 2009, 07:30 |
ასეთი რამე აღარ გამიგია. იმ დღეს ამხანაგთან ვიხუმრე, ჩემებს მურაბა ისე უყვართ, გირჩისგან რომ კეთდებოდეს გააკეთებდნენთქო. იმან კი: კეთდება და საკმაოდ ძვირიც ღირს, ხველების პირველი წამალიაო. ცოტა მომწარაო გემო აქვს მარა ისე არა უშავსოოოოო. ბორჯომში უყიდია თვითონ ერთხელ. |
Posted by: lelukaa 17 Jun 2009, 09:32 |
ჰო ვერ მასწავლით კიტრის მწნილი, მალასოლნის რომ ეძახიან როგორ გავაკეთო? |
Posted by: G-111 28 Jun 2009, 01:56 |
ძალიან კარგი ვარდია ჩემს ეზოში.... საუცხოო არომატით... გადავწყვიტე მურაბა გავაკეთო.... ბევრი რეცეპტი ვნახე ინტერნეტში. მე მაინც ტრადიციული, ქართული მეთოდი მინდა. გელოდებით......... |
Posted by: Mako Subladze 29 Jun 2009, 08:22 |
G-111 ვ ა რ დ ი ს მ უ რ ა ბ ა ვარდის ფურცლებს თეთრი თავები მოვაჭრათ, თესლი არ მივაყოლოთ, დავაყაროთ 1 (ერთი) კილოგრამი შაქრის ფხვნილი და ხელით კარგად ვსრისოთ; მაგრად გავწუროთ; დასრესილი, გაწურული ვარდის გუნდა ქილაში მოვათავსოთ, დავაყაროთ ზემოდან დარჩენილი შაქრის ფხვნილი, დავასხათ გამონაწური წვენი, დავახუროთ ტავსახური და გრილ ადგილას შევინახოთ ერთი-ორი დღე. ამის შემდეგ გადმოვიღოთ ქილიდან თავისი წვენით, კიდევ კარგად დავსრისოთ და გამოვწუროთ მისგან წვენი. ჭურჭელში ჩავყაროთ შაქარი, დავასხათ წყალი, ავადუღოთ, მერე მოვათავსოთ შიგ გაწურული ვარდი და ნელ-ნელა ვხარშოთ. შუა ხარშვაში რომ იქნება, ვარდის გამონაწური წვენი დავასხათ და ავადუღოთ, სანამ სიროფი კარგად არ შესქელდება. მურაბას უნდა ჰქონდეს ფაფისმაგვარი შესახედაობა. მ ა ს ა ლ ა : ვარდის ფურცელი (გაწურული) - 1 (ერთი) კილოგრამი შაქრის ფხვნილი - 4 (ოთხი) კილოგრამი წყალი - 7 (შვიდი) ჩაის ჭიქა * * * G-111 ვ ა რ დ ი ს მ უ რ ა ბ ა (მეორენაირად) ვარდის ფურცლებს თეთრი თავები მოვაჭრათ, თესლი არ მივაყოლოთ, მოვათავსოთ შესაფერის ჭურჭელში, მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი და დავტოვოთ, სანამ ფურცლები არ დაშაქრდება. ტაშტში ან ქვაბში ჩავყაროთ დანარჩენი შაქრის ფხვნილი, დავასხათ ერთი ჩაის ჭიქ წყალი, ერთი ლიმონის წვენი, ვურიოთ და მოვხარშოთ სიროფი. მერე მომზადებული სიროფი გადმოვიღოთ ცეცხლიდან, ცხელ სიროფში ფრთხილად ჩავუშვათ გამზადებული ვარდის ფურცელი, დავდგათ ბნელ ცეცხლზე და მოვხარშოთ, მხოლოდ დროგამოშვებით შევანჯღრიოთ და თანაც ქაფი მოვხადოთ. მურაბა მზად იქნება, როცა ფოთლები გაიშლება სიროფში და თვით სიროფი კი გამჭვირვალე და წებოვანი გახდება. გამზადებული მურაბა ქილებში ჩავასხათ, თავი მაგრად მოვუკრათ და მშრალ, გრილ ალაგას შევინახოთ. მ ა ს ა ლ ა : ვარდის ფურცელი - 500(ხუთასი) გრამი შაქრის ფხვნილი - 1,5 (ერთნახევარი) კილოგრამი წყალი - 2 (ორი) ჩაის ჭიქა ლიმონი - 2 (ორი) ცალი ორივენაირად ძალიან კარგი გამოდის. |
Posted by: kukuruku 30 Jun 2009, 18:46 |
Mako Subladze თეთრი ბლის მურაბას ხომ ვერ მასწავლით, ღია ქარვისფერი რომ გამოვიდეს, ცოცხალივით? ყავისფერი რომ გამოდის არ მინდა . წინასწარ გმადლობთ. |
Posted by: gabarzgaleba 30 Jun 2009, 18:57 | ||
kukuruku
მაინ გოტ, რა უცნაური დამთხვევაა http://forum.vinoge.com/index.php?showtopic=51&st=30entry8238 |
Posted by: kukuruku 30 Jun 2009, 19:08 |
gabarzgaleba ბარძგალ, მანდ მურაბა არაა,თეთრი ბლის მწნილია ისე დიდი უცნაური რამეა, ბლის მწნილი მართლა არ გამიგია. |
Posted by: gabarzgaleba 30 Jun 2009, 19:13 | ||
kukuruku
ჩვენს ფორუმზე ბევრ სხვა უცნაურობასაც ნახავ... ვახ კაცო, რატო მეგონა რო მწნილი იკითხე იმიტომ ვახსენე უცნაური დამთხვევა, თორე მურაბა ისედაც ხო ყველამ ვიცით... |
Posted by: kukuruku 30 Jun 2009, 19:23 | ||
gabarzgaleba
სრულიად მექანიკურად და ბუნებრივად. გარდა ვარდის მურაბის რეცეპტისა, ჩემს ზემოთ, ამ ბოლო გვერდებზე სულ მწნილებზეა ლაპარაკი და იმიტომ. ისე მე რით ვერ ვისწავლე კაი თეთრი ბლის მურაბა, გასაკვირი ესაა. |
Posted by: Mako Subladze 30 Jun 2009, 20:40 | ||
kukuruku
სიამოვნებით. თ ე თ რ ი - ბ ლ ი ს - მ უ რ ა ბ ა ბალი გადავარჩიოთ, გავრეცხოთ და ფრთხილად გამოვაცალოთ კურკა; მოვაყაროთ შაქრის ფხვნილის ნახევარი (500 გრამი). გავაჩეროთ, სანამ სიროფს მოვადუღებთ. წყალი ავადუღოთ, ჩავყაროთ დარჩენილი შაქრის ფხვნილი და მოვადუღოთ სიროფი; ჩავყაროთ შაქრიანი ბალი და ვადუღოთ 15-20 წუთი. ცეცხლიდან გადმოვიღოთ და გავაცივოთ. რამოდენიმე საათის შემდეგ ისევ ცეცხლზე შევდგათ და ვადუღოთ, სანამ სიროფი საკმაოდ არ შესქელდება, ხოლო თვით ბალი ყვითელ ქარვისფერს არ მიიღებს. დავამატოთ ცოტა ვანილი, გადმოვდგათ ცეცხლიდან, გავაგრილოთ, ჩავასხათ ქილებში, მოვუკრათ თავი და შევინახოთ გრილ ადგილას. მ ა ს ა ლ ა : თეთრი ბალი (უკურკო) - 1 კილოგრამი შაქრის ფხვნილი - 1 კილოგრამი წყალი - 3/4 ჩაის ჭიქა (სამი მეოთხედი ჩაის ჭიქა) ვანილი - გემოვნებით წარმატებას გისურვებთ. * * * მე მურაბებს წამოდუღება-გაცივებით ვადუღებ. კარგად გაცივებულს წამოვადუღებ ხოლმე. |
Posted by: kukuruku 30 Jun 2009, 21:16 |
Mako Subladze თქვენ გაიხარეთ! დიდი დიდი მადლობა! |
Posted by: mzi 11 Aug 2009, 16:39 |
ალუბალი მინდა შევინახო სპირტში და შაქარში, მირჩიეთ გთხოვთ როგორ გავაკეთო |
Posted by: kokogorgo 21 Aug 2009, 00:30 |
აფხაზური აჯიკა წითელი, გამხმარი წიწაკა ერთი აკინძვა[ ბაზარში იყიდება] 2 ჩ. ჭ. უცხო სუნელი 1 ჩაის წიქა ქინძი 250 გრ. ნიორი. გამხმარი წიწაკა გარეცხეთ, დაალბეთ , ჩამოკიდეთ რომ დაიწრიტოს და გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში[მექანიკურში, ეს მნიშვნელოვანია]. ჯერ ფქვავთ მსხვილად, შემდეგ წვრილად[ ბაჟესთვის რომ ბადეა იმაში] შემდეგ უკვე ნიორთან და სუნელებთან ერთად რამდენჟერმე უნდა გაატაროთ, წვრილ ბადეში. ამ მასას აყრით მარილს და ამატებთ ანადუღარ [ცივ] წყალს. ნელნელა უნდა მივიღოთ სქელი ჰომოგენური მასა. ქინძი და უცხო სუნელი თქვენ დაფქვით[მნაყიდს ნუ ენდობით] ეს აჟიკა ხორციანი საჭმელისთვის კეთდება. ლობიოსთვის და ბოსტნეულისათვის, უცხო სუნელს ნუ გაუკეთებთ. გაუკეთეთ: ქინძი , გამხმარი შაშკვლავი[ ვახმობ და ვინახავ], ცერაცო[ მწნილისტვის რასაც ვიყენებთ]. ყვავილიან ცერაცოს ვახმობ, ყვევილებს და ღეროს ვიYენებ მწნილისათვის, ხოლო ქვემოთ ფოთლებს აჯიკისათვის. გამხმარს ხელით ვაქუცმაცებ. წიწაკას რაც შეეხება უკეთესია იყიდოთ, გაახმოთ და მტელი ზამთრის მარაგი აჯიკა ერთბასად გააკეთოთ. * * * მეორე აჯიკის პროპორციები; 1.5კგ. წიწაკა, 4კონა შაშკვლავი, 2/3 ჩ.ჭიქა ქინზი, 5 დიდი თავი ნიორი. ცერაცო- ერთ კონას რაც გამოერჩევა. |
Posted by: rtuli 21 Aug 2009, 01:09 | ||||
kokogorgo
როგორც მივხვდი თესლსაც ვიყენებთ წიწაკის!?
ეს ხმელი თუ ცოცხალი ? კარგი გამახურებელი აჯიკა გამოვა |
Posted by: Natia_N_N 21 Aug 2009, 15:06 |
დიდი ბოდიშის მოხდით მოდერებთან, მაგრამ ვერსაც ვიპოვე. მოკლედ ატამი მაჩუქეს და მარტო ვარ და იმას რა შეჭამს და გადავწყვიტე კონფიტიური გავაკეთო - ანუ პავიდლო (ხილფაფა) კი არა, კონფიტიური, ჟელესავით გუსტოი რომაა და ატმის ნაჭრებიც რომ არის შეგნით. დამეხმარეთ პლიზ, დაწერეთ რეცეპტი. არ დამიხუროთ რა თემა, კულინარიის განყ-ს შეიძლება ახალგაზრდა თაობა შეგემატოთ |
Posted by: August 21 Aug 2009, 15:25 |
Natia_N_N Конфитюр из персиков 2,5 кг персиков, 1 кг сахара, лимонная кислота, 250 г жареных грецких орехов. Спелые, но твердые персики нарезать на четвертушки или восьмушки (предварительно вымыв и очистив от кожицы). Посыпать сахаром. Через 7—8 ч поставить на огонь и варить 10 мин. Снять с огня и через 3—4 ч доварить конфитюр до необходимой густоты. За несколько минут до окончания варки положить лимонную кислоту. По желанию в готовый конфитюр можно положить жареные ядра грецких орехов. Разлить горячим в банки, которые лучше закупорить герметически. აქაც ნახე: http://www.gotovim.ru/recepts/conserve/konfitur ან კიდევ http://www.gastronom.ru/rcp_group.aspx?gr=2414 |
Posted by: Natia_N_N 21 Aug 2009, 15:47 |
August მადლობა დეიდა ავგუსტა, პოლონეთიდან ვგრძნობ თქვენს კეთილ ხელს და წყალი არ უნდა? |
Posted by: rtuli 21 Aug 2009, 15:58 |
Natia_N_N მე მოვამზადე კონფიტიური ატმის. გავფცქვენი ატამი ,დავჭერი,დავაყარე შაქარი 1:1ზე,გავაჩერე 4 საათი. დავჭყლიტე ნაწილი,შევდგი გაზქურაზე და წამოვადუღე 5 წუთის განმავლობაში. ვიყიდე ,,კვიტინი,, ან ,,ჯელინკა,,(ვაგზალლზე იყიდება) მოვაყარე 1:1 ზე,ანუ ერთი პაჩკა ერთ კილო ატამზე+1კილო შაქარზე მიდის,დავამატე 1 ლიმონის წვენი,კიდევ წამოვადუღე 5 წუთის განმავლობაში და ცხელი ჩავასხი ქილებში. |
Posted by: Natia_N_N 21 Aug 2009, 16:16 |
rtuli ქილები უნდა მოვხუფო? თუ ხრახნიანები რომაა, იქაც წავა? და სად ვიყიდო? (( მადამმა მითხრა რთული დეიდას დაელოდე, ის დაგაყენებს გზაზეო |
Posted by: rtuli 21 Aug 2009, 17:47 | ||
Natia_N_N
ხრახლინიან ქილებში უნდა ჩაასხა. აადუღებ წყალს ქვაბში და ჩაალაგებ ქილებს,10წუთის სტერილიზაციას ჩაუტარებ,სახურავებსაც. თუქილები გაინტერესებს სადიყიდება,მე ნათლუღის ბაზარში ვყიდულობ,2 ლიტრიანებიდან დაწყებული 500გრ.ქილებით დამტავრებული აქვთ. თუ კონფიტიურის ყიდვა გაინტერესებს,დინამო სტადიონის მოპირდაპირე მხარეს,მანდ დოლორ სტორის მაღაზიის მიმართულებით შესასვლელში უნდა შეხვიდე და ბევრი პატარა ,,ოპტავოი,,მაღაზიებია აი მანდ იკითავ.პატარა საკონდიტრო მარაზიაშიც იკითხე მანდაც ქონდათ. ისე ქილების შესახებ მანდ იკითხე,იქნებ მიგასწავლონ მანდ ახლო-მახლოში. |
Posted by: kokogorgo 21 Aug 2009, 19:10 | ||||||
rtuli
შეგიძლია თესლის გარეშეც.
ცოცხალი
თუ ძალიან ცხარე არ გინდათ. გამოიყენე წვრილი კი არა სქელი , გრძელი წიწაკა[ სამწუხაროდ სურათს ვერ დავდებ], თან თესლის გარეშე. ნაკლებად ცხარეა. |
Posted by: auau 21 Aug 2009, 19:38 |
საზამთროს მწნილი საზამთროს ქერქებს გავაცლით მწვანე ნაწილს და დავჭრით ისევე, როგორც მურაბისთვის. ქილებში ჩავაწყოთ, ჩავდოთ თითო ღერი პიტნა და რეჰანი. ნიახურით არ მომეწონა და ახლა ასე გავაკეთე. ავადუღოთ წყალი ასეთი შეფარდებით: 1 ლ წყალი+ 2 სუფრის კოვზი მარილი და 2 ჩაის კოვზი შაქარი. როცა შეგრილდება, დავასხათ ქილებში დაჭრილ საზამთროს,ისე რომ დაფაეოს, დავაფაროთ ალუბლის ფოთლები. შემდეგ დავამატოთ ძმარი ან ძმრის ესენცია. 1 ლიტრიან ქილაზე ძმარი - 1 ს/კ ან ესენცია 1ჩ/კ, 2 ლიტრიანზე გაორმაგებული, 3 ლიტრიანზე - გასამმაგებული. დუღილს რომ დაიწყებს, ცოტა გადმოვა. აუცილებლად გაუკეთეთ პლასტმასის სახურავები * * * სამოთხის ვაშლის მურაბა სამოთხის ვაშლებს ყუნწი დავუტოვოთ და დავჩხვლიტოთ.გავაკეთოთ ვაჟინი (სეროფი) 1 კგ ვაშლზე 1 კგ შაქარი +3-4 ჭიქა წყალი. რომ მოდუღდება ვაჟინი, შევაგრილოთ და ჩავყარით შიგ ვაშლები. ერტხელ წამოვადუღოთ და გადმოვდგათ. შეგრილების მერე კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ. მესამედ კი ნელ ცეცხლზე ვხარშოთ მომზადებამდე.ანუ როცა სეროფი შემოსულია და ვაშლი მოხარშული |
Posted by: HoNeY 21 Aug 2009, 20:52 | ||
auau
უღრმესი მადლობა |
Posted by: kokogorgo 21 Aug 2009, 21:05 | ||
auau
სეროფში ჩაყრამდე, დაჩხვლეტილ ვაშლს ვასხამ მდუღარე წყალს, ვაჩერებ 10-15 წუთს. გადავწყრავ და მერე ვყრი მოდუღებილ სეროფში. |
Posted by: rtuli 21 Aug 2009, 22:48 | ||
kokogorgo
+1 ასე არიჭმუჭნებასავით |
Posted by: kokogorgo 21 Aug 2009, 23:26 | ||
rtuli
მასეა. და კიდევ, 4ჭიქა წყალი ცოტა ბევრია. 3 წიქაც ყოფნის. ბევრი წყალი მოითხოვს დიდხანს დუღილს და ნაYოფი ძალიან მუქდება. |
Posted by: kokogorgo 23 Aug 2009, 23:05 |
კულინარებო, მინდა მოვხარშო მსხლის მურაბა. რას მირჩევთ, რომელი ჯიშის მსხალი ავირჩიო და როგორ მოვხარშო? |
Posted by: miau 24 Aug 2009, 00:08 |
kokogorgo კარგი აჯიკა ჩანს, განსაკუთრებით შაშკვლავით მომზადებული ნაკლებად წვნიოაი და ხორციანი მსხვალი შეარჩიე, გულაბი არ გამოდგება არანაირად ჩემი ახლობელი სანელებლად მიხაკს და ძალიან მცირე რაოდენობით ბადიანს უკეთებს და უპიკანტურესი მურაბა გამოსდის |
Posted by: rtuli 24 Aug 2009, 01:01 | ||
kokogorgo
ყველაზე გემრიელი პანტისგან გამოდის და ფაკტიურად სამოთხის ვაშლის მოხარშვის მეთოდით იხარშება+მიხაკი. |
Posted by: kokogorgo 24 Aug 2009, 13:19 | ||
rtuli miau დიდი მადლობა rtuli
პანტა ვერაფრით ვიშოვე. ზოგმა მითხრა სამოთხის ვაშლის შემდეგ შემოდისო, ზოგმა დაიგვიანე, უკვე მოილიაო. |
Posted by: Natia_N_N 24 Aug 2009, 18:28 |
rtuli გავაკეთე კონფიტიური შენი რეცეპტით, , დანქე, კარგი გამოვიდა, მაგრამ იმედი არ მაქვს რომ არ აფეთქდება - ეს ჩემი პირველი მურაბა-კონსერვია ცხოვრებაში კიდევ რისი კონფიტიურის გაკეთება შეიძლება? ფორთოხლის უნდა იყოს საინტერესო |
Posted by: rtuli 24 Aug 2009, 18:39 | ||||||
Natia_N_N
არაგიფეთქდება,მითუმეტეს კონფიტიური
ჟოლო გავაკეთე,მარწყვი,ალუბალი,მაყვალი,ატამი. აი ფორთოხლის მართლა საინტერესოა და მაქვს სადღაც ჯურნალ ,,ლიზაში,, კარგი რეცეპტი მოვძებნი დადავდებ. kokogorgo
არსად შემხვედრია მეც |
Posted by: niki_ niki 24 Aug 2009, 18:45 |
auau miau მაგრები ხართ ამ საკითხში ბებიაჩემმაც რამდენი მასწავლა და ვერ ვიყენებ დღეს კიტრის მწნილი ჩავდე დავუმეტე ალუბლის ფოთოლი, ცერეცო, წიწაკა, დაფნა და ნიორი |
Posted by: miau 24 Aug 2009, 19:55 | ||
niki_ niki
ეს უფრო აუაუზე ითქმის, მე ჯერ შესწავლის პროცესში ვარ ახლა სახეჩი ატმის მურაბა მოვხარშე, საოცრება გამოვიდა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ იმათ ვუწილადებ, ვისაც ძალიან უყვარს მურაბა. |
Posted by: kokogorgo 24 Aug 2009, 23:25 | ||||
miau
მეც გართულება მაქვს მაგ მურაბაზე. განსაკუთრებულად ნაზია და არომატული. წელს მურაბის წელი მაქვს. ოჯახის გამო ცომეულს ვერიდები და მურაბებზე გადავედი. მურაბა არ უყვართ. niki_ niki
მე კიტრთან ყვაილოვან კომბოსტოს ვდებ. მწვანე ბულგარული წიწაკას ვჭრი და იმააც ვდებ. თუ ლამაზად დაჭრილ სტაფილოსაც დაამატებ ულამაზესი მწნილი გამოდის. |
Posted by: niki_ niki 24 Aug 2009, 23:57 | ||||
ყვავილოვანი კომბოსტოს მწნილს მე ცალკე ვდებ ყველაფერი ცალკე და თავისი გემო აქვს ყველაფერს miau
ვინც დამპატიჟებს, მე თვითონ მოვიტან |
Posted by: miau 31 Aug 2009, 00:31 | ||
niki_ niki
მობრძანდი |
Posted by: Maykuna 1 Sep 2009, 11:27 | ||
რა მინდა გკითხო შავი ქლიავი დავაბლენდრე და დავაყარე კილო - კილოზე შაქარი უკვე ერთი ოთხი დღეა მიდევს მაცივარში ქვაბით შესქელდა და კარგი კონსტიტენციაა მინდა ქილებში გადავიტანო და თან არ ვიცი, რომ არ წამოვადუღო შემენახება თუ არა? თუ შეგინახია ასე ქლიავი |
Posted by: miau 1 Sep 2009, 15:32 |
Maykuna თუ კილო ქლიავზე 2 კილო შაქარი აყრია, გარანტიას გაძლევ, რომ არ გაფუჭდება და დანარჩენის რა გითხრა |
Posted by: tasikuna-taso 1 Sep 2009, 16:22 |
Maykuna ჯობია წამოადუღო 20 წუთი მაინც უნდა ადუღო განუწყვეტელი მორევით * * * შავი ქლიავის ჩირი როგორ კეთდება, ხო არ იცით? |
Posted by: Maykuna 1 Sep 2009, 18:01 |
miau tasikuna-taso მოკლედ აღარ გავრისკე წამოვადუღე და ჩავასხი ქილებში. მადლობთ ყურადღებისთვის |
Posted by: miau 1 Sep 2009, 18:57 | ||
tasikuna-taso
გამოაცალე კურკები, გადაავლე მდურარე, უფრო უკეთესი - მდუღარე მარილ-წყალი და მარლა გადაფარებული ჩრდილში გააშრე ჩემმა რძალმა გააკეთა და უგემრიელესი გამოვიდა. |
Posted by: tasikuna-taso 3 Sep 2009, 14:52 | ||
დიდი მადლობა აუცილებლად გავაკეთებბ |
Posted by: FCB-87 7 Sep 2009, 20:38 |
ძალიან გთხოვთ მიშველოთ. ძაან მაგრად მიყვარს კიტრის მწნილი ვგიჯჟდები. სახლში არავინ არ იცის გაკეთება კარგად. ეხლა მითხრეს არ გავაკეთებთ არ ვიცითო ((( მე კიდე მთელი ზამთარი უიმისოდ გავგიჟდები. იქნებ ვინმემ დეტალურად მასწავლოს როგორ უნდა და მე თვითონ გავაკეტებ. მიშველეთ რა ( |
Posted by: rtuli 7 Sep 2009, 21:41 | ||
FCB-87
მე ასე ვამზადებ: 2 ლტრიან ქილაში,ვდებ პიკულებს(კიტრს)ნივრისკბილებს,დაფნის ფოტოლს,გამხმარ კამის ტოტს,ნიახურის 2 ტოტს,3-4 ღერ ოხრახუშს,დუშისტი პილპილის მარცვლებს 2-3 ცალს. ვადუღებ წყალს და ვასხავ პირამდე,ვაფარებ სახურავს და 10 წუთს ვაჩერებ. გადაუღვრი წყალს,2 ს.კ. მარილი(ძალიან არუნდა იყოს თავმობმული) ჩააყარე,70მლ.ძმარი ჩაასხი და 2 აბი აცეტილსალიცილის მჟავა ჩააგდე,დაასხი ისევ ქაფქაფა ადუღებული წყალი და მოხუფე,გადააბრუნე ქილა დასახურავზე დადგი,ასეთ მდგომარეობაში უნდა გაცივდეს. შეინახე ზამთრამდე. გამოდის ძალიან ხრაშუნა კიტრი |
Posted by: WOMAN IN LOVE 7 Sep 2009, 22:59 |
rtuli მოხუფული ხომ საშიშია? თავღიად არ ჯობია შენახვა? |
Posted by: xachapuridze 7 Sep 2009, 23:29 | ||
WOMAN IN LOVE
მოხუფული საშიშია ისეთი პროდუქტები, რომლებსაც თავისი ბუნებრივი სიმჟავე ანდა მარილი და წიწაკა არა აქვთ, მაგ., მწვანე ლობიო, ბადრიჯანი, დანდური და ა. შ., სხვები – ნაკლებად. რაც შეეხება კიტრის მწნილს, კასრში დამჟავებული მირჩევნია, ბაზარში რომ იყიდება, ისეთი (აი, ახლაც კბილები ამიკაწკაწდა, რომ წარმოვიდგინე), თუმცა, რა თქმა უნდა, ქილისაზეც არ ვიტყოდი უარს. |
Posted by: rtuli 7 Sep 2009, 23:52 | ||
WOMAN IN LOVE
ასე ვხუფავ უკვე 22 წელიწადია და არასოდეს პრობლემები არ გვქონია .მითუმეტეს მე ადრე ვხუფავდი სახუFის საშვალებით,ახლა აღარ.შევიძინე ხრახლინიანი(აუ რართული სიტყვაა )ქილები თავისივე ხუფებით და მშვენივრად დავტესტე შარშან ,წელს უნდა მოვამზადო კვლავ,კიტრიც და პამიდორიც. |
Posted by: xachapuridze 7 Sep 2009, 23:57 | ||
მთლად ძალიანაც ნუ გალაღდები. კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს. |
Posted by: WOMAN IN LOVE 7 Sep 2009, 23:58 |
xachapuridze rtuli ბოტულიზმის საშიშროება მაინც არსებობს, ჩხირებით დაბინძურებული მიწის სულ პატარა ნამცეციც რომ შეჰყვეს პროდუქტს დაკონსერვებისას. ზუსტად მოხუფული კიტრის მწნილით მოიწამლა ერთი ნაცნობის ოჯახი |
Posted by: rockataka 8 Sep 2009, 00:03 |
აბა ვინ მასწავლის, გემრიელად ყაბაყის ჩამწნილებას? ოღონდ ისეთი, რაც შეიძლება მალე რომ დამჟავდეს/დამწნილდეს ბევრი ლოდინის ნერვები არ მაქვს და ვიცი დაუმწნილებელი შემომეჭმევა |
Posted by: rtuli 8 Sep 2009, 00:08 | ||
xachapuridze
რატომ მეგონა რომ ბოტულიზმი ვითარდება მხოლოდ ბადრიჯნის,მწვანე ლობიოს,სტაფილოს კონსერვებში მაშინ ფაკტიურად არც მალასოლნი მწნილისგან ვართ დაზღვეული და არც კასრში დამჟავებულისგან |
Posted by: WOMAN IN LOVE 8 Sep 2009, 00:12 |
ერთადერთი, რისი შენახვაც თამამად შეიძლება მოხუფულ მდგომარეობაში, არის მურაბა, ვინაიდან შაქარი კლავს ბოტულიზმის ჩხირებს. * * * rtuli ნინო, აქ მთავარია, არ მოიხუფოს ქილა, რადგან სწორედ მოხუფულში მრავლდება და აქტიურდება ბოტულიზმის ჩხირი. ასე რომ, კასრში, თავღიად დამჟავებული მწნილი საშიში არაა. |
Posted by: rtuli 8 Sep 2009, 00:20 | ||||
WOMAN IN LOVE
კომბოსტოს მწნილი და მაგის ჯანი +უამრავი ვიტამინი C აქვს * * * rockataka
თუ მალე გინდა: რგოლებად დაჭერი ყაბაყები(დაახლოვებით 1,5-2 სმ.სისქეზე) +წვრილად დაჭრილი ოხრახუში,ბულგარულიც დაამშვენებს მოგრძო ნაჭრებად დაჭრილი,რამოდენიმე ნივრის კბილი,პილპილის მარცვლები და დაფნა,მწარეწიწაკა გემოვნებით. აადუღე წყალი ჩააყარე მარილი ,დაასხი ძმარი+ცოტა შაქარიც.გემო გაუსინჯე, კარგათ უნდა ეტყობოდეს მარილი და ძმარი,ანუ უნდა გსიამოვნებდეს მარინადის გემო.დაასხი ყაბაყს და დაასვენე 2-3 სუტკა.ისე თეფში დააფარე და ცოტა სიმძიმეც დაადე,ანუ მარინადი უნდა ფარავდეს ბოსტნეულს. |
Posted by: rockataka 8 Sep 2009, 00:47 |
rtuli Mეღსი ბოკუ ჭურჭელის ხარისხს თუ აქვს მნიშვნელობა? ემალირებული ხომ არ უნდა იყოს? |
Posted by: xachapuridze 8 Sep 2009, 00:50 | ||
rtuli
არა, იქ არ შეიჭრება ანაერობული ინფექცია - არ გამრავლდება ბოტულიზმის ჩხირი. |
Posted by: rtuli 8 Sep 2009, 00:51 | ||
rockataka
, შუშის კილა, ქოთანი ემალ გამოვლებული. მე წყლის პლასტმასის ქილას თავი წავაჭერი და მანდ ჩავდე,შუშის ქილაში არმეტეოდა ოთხად გაჭრილი კომბოსტოს ნაჭრები რავი იქნებ ეს ინფოც გამოიყენო |
Posted by: rockataka 8 Sep 2009, 00:53 |
rtuli იასნა. ამ დღეებში ჩავდებ და რეზულტატს გაგაგებინებ |
Posted by: Kavkasia 9 Sep 2009, 19:18 |
მოგესალმებით! შავი ქლიავის ჩირის გაკეთება გადავწყვიტე-უკვე ერთი კვირაა, მაგრამ არ შრება-აივანზე მაქვს.იქნებ გამოცდილება გამიზიაროთ |
Posted by: auau 9 Sep 2009, 19:41 |
rockataka ემალის ქვაბი არის მშვენიერი გამოსავალი rtuli WOMAN IN LOVE მე მაგალითად პამიდორს ასე ვამწნილებ და 1 წელი მშვენივრად ძლებს, თან საშიშიც არ არის: ქილაში ჩააწყობ მწვანე პამიდორს,დაუმატებ ნიორს, წიწაკას, ნიახურს, დაფნის ფოთოლს. წყალში გახსნი მარილს ასეთი ანგარიშით - 1ლ წყალზე 2 სუფრის კოვზი მარილი. ვასხავთ ქილებში პირამდე და ვუკეთებ პლასტმასის ხუფებს. ქილები აუცილებლად რაღაც სინზე დადგით, რომ დუღილის დროს ხსუფის შიგნიდან წყალი გადმოვა. როცა დაიდუღებს, დადგით ჩვეულებრივ. ასე მომზადებული აბსოლუტურად უშიშარია და პამიდორი არაჩვეულებრივი გამოდის. გუშინწინ გავხსენით ბოლო ქილა და მშვენიერი იყო. უბრალოდ, ლოდინი უნდა. კიტრის მწნილს ერთი ჩემი დაქალი ასე აკეთებს, ოღონდ ქილებს მზეზე დგამს დუღილის დასაჩქარებლად.რა ვიცი, უძმროდაც კარგად მჟავდება და... |
Posted by: miau 10 Sep 2009, 00:08 |
Kavkasia ცოტა გვიან გაშრება ახლა ჩემმა რძალმა 2 კვირაში გააშრო აგვისტოში, ახლა მზე ნაკლებად ინტენსიურია და ეგ არის პრობლემა. დააცადე... |
Posted by: Kavkasia 10 Sep 2009, 00:23 |
miau უნდა დავაცადო, მეტი რა გზა მაქვს ვიფიქრე, ხომ არ ჯობდა ჯერ ქურაში გამომეშროთქო, მაგრამ არასოდეს გამიკეთებია და ამიტომ დავინტერესდი, სხვები როგორ აკეთებენ. |
Posted by: miau 10 Sep 2009, 00:54 |
Kavkasia იცი, ქურაში რატომაც არ შეიძლება? - მე მაქვს მარმელადის რეცეპტები, სადაც ქურაში ძალიან ძალიან დაბალ ტემპერატურაზე ხის სინით იდგმება მარმელადი და შრება, ასევე ვაშრობთ სოკოს, : ძირზე უდებ თუნუქის ფურცელს (ჟარონა), შემდეგ გაზ-ქურის ბადე და ზემოდან ჩირი. ცეცხლი არის ყველაზე დაბალი, რაც შეიძლება იყოს, კარს ტოვებ გამოღებულს და ასე აშრობ. ექსპერიმენტისკენ ვერ მოგიწოდებ , მაგრამ ვფიქრობ, სრულიად რეალური უნდა იყოს. |
Posted by: tos-ka 10 Sep 2009, 13:57 |
მეც დავიწყე დამწნილების პროცესი. წუხელ წიწაკა ჩავდეთ. ჯერ სიმინდის ფუჩეჩმა დამსუსხა (ვიმეტიჩრე და ხელთათმანები არ გავიკეთე) მერე კიდევ წიწაკამ - ეტყობა ცოტა მაინც გაერია მწარე. ჰო და დღეს დავდივარ დასიებული ხელებით |
Posted by: auau 10 Sep 2009, 14:50 |
Kavkasia ლეღვის ჩირი ქურაში გამიკეთევ-ბია ასეთი მეთოდით: მაშინ ალუმინის ქვაბები იყო, ახლა კი სჯობია უჟანგავი, მონიკელებული გამოვიყენოთ. ქვაბში ფენა-ფენა აწყობთ ლეღვს და აყრით შაქარს თხლად. მერე ქვაბს დგამთ ქურაში ნელ ცეცხლზე. შაქარი დნება და შედის ლეღვში. როცა ეს პროცესი მორჩება, ანუ ამოშრება დამდნარი შაქარი, ლეღვებს ამოიღებთ და დააწყობთ გასაშრობად გინდაც ჩრდილში. რომ შეშრება, სანამ გახმება, მინის ქილებში ჩააწყეთ. არაჩვეულებრივი ცუკატია |
Posted by: Kavkasia 10 Sep 2009, 17:05 | ||
miau
რატომ, კულინარიაში ექსპერიმენტები აუცილებელიც კი არის ამიტომ ვცდი-ვნახოთ რა გამოვა auau გმადლობ, შესანისნავი რეცეპტისათვის! ლეღვი ძალიან მიყვარს, ყველანაირი სახით და გავაკეთებ უეჭველი |
Posted by: womanly 11 Sep 2009, 12:15 |
გამარჯობათ დიდო კულინარებო. მე ხშირად ვათვალიერებ კულინარიის თემას და არა მარტო თქვენი რეცეპტებით ვსარგებლობ კიდევაც. რაც ფრიად საინტერესოპ და გემრიელია. გუსშინ გავაკეთე ზეთიანი აჯიკა ძაან მაგარი გამომივიდა. დავწერ რეცეპტსაც: 5 კგ ბულგარული წითელი, 1 კგ. მწარე წითელი წიწაკა. 1 ლ. ზეთი და 800 გრამი ტომატი. ნახევარი კგ. ნიორი და ხარჩოს სუნელი 1 ჭიქა მარილი გემოვნებით. ჯერ ტომატს და ზეთს აურევთ ერთმანეთს და და წამოვადუღებთ და გავაცივებთ. დანარჩენ მასალას გავატარებთ და გაცივებულ ზეთ-ტომატ ნარევში ავურევთ. ეს მასა 3 დღე უნდა იდოს ემალის ჭურჭელში და დროდადრო ურიეთ მერწმუნეთ ძაან გემრიელი რამე გამოდის. ხელთათმანით კი გავარჩიე მწარე წიწაკა მარა მთელიღამე წყალში მქონდა ხელები გადავირიე ისე მეწვოდა. |
Posted by: rtuli 11 Sep 2009, 13:36 | ||
womanly
კარგი რეცეპტია,მიყვარს ბულგარულ წიწაკიანი აჯიკა. მოვამზადებ აბა |
Posted by: gurigordi 11 Sep 2009, 18:36 |
ხალხნო! წიწაკის მწნილის ან რეცეპტი დადეთ ან რეცეპტის ლინკი. წინწასწარ გმადლობთ. * * * წიწაკისგან კიდევ რა შეიძლება დავამზადოთ? |
Posted by: miau 11 Sep 2009, 19:40 | ||
gurigordi
აქ არის მწნილი - http://forum.ge/?showtopic=33697964&f=&st=105entry7290479 * * * ნესვის მურაბა კანგაცლილი ნესვის ნაჭრები ( ძალიან მწიფე არ უნდა იყოს) - 3კგ. შაქარი - 4 კგ. წყალი - 6-7 ჭიქა კონიაკი - 3 ს/კ კანგაცლილი ნესვი დავჭრათ რომბებად, მოვასხათ კონიაკი, მოვაყაროთ 2 კგ. შაქარი და დავდგათ. 2 კგ. შაქრისა და წყლისაგან გავაკეთოთ სეროფი და დავასხათ ნესვის ნაჭრებს. რამოდენიმე საათის შემდეგ შევდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ, სანამ ნაჭრები და სიროფი გამჭვირვალე არ გახდება. ბადრიჯნის მწნილი ბადრიჯანი - 5 კგ. ნიახური - 250 გ. ოხრახუში - 150 გ. რეჰანი - 150 გ. ნიორი - 50 გ. წიწაკა - 25 გ. მარილი - 350 გ. ძმარი - 250 მლ. გასერილ და გარეცხილ ბადრიჯნებზე გადავანაწილოთ და გასერილ ადგილებში ჩავტნოთ ნიორი და წიწაკა, ჩავაწყოთ ჭურჭელში, ზემოდან მოვაყაროთ დამდუღრული მწვანილი, დავასხათ 70%-იანი მარილ-წყალი და ძმარი, ზემოდან დავადოთ სიმძიმე და დავახუროთ საფარებელი. ჩემი მეზობელი ამზადებს და უმაგრესია. ქლიავის მარმელადი 700 გ. კარგი მწიფე ქლიავი გავარჩიოთ, გამოვაცალოთ კურკა, დავაყაროთ 900 გ. შაქარი და დილამდე დავაყოვნოთ. დილით წამოვადუღოთ, თან ვურიოთ. შემდეგ გავატაროთ საცერში, ჩავასხათ შაქარმოყრილ ყალიბში და შევდგათ ძალიაბნ დაბალ ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში. ძირზე ღუმელს დავუდოთ თუნუქის ფურცელი, რათა ტემპერატურა დაიჭიროს და ღუმელის კარი სულ ოდნავ გამოვხსნათ, ასე იყოს მანამ, სანამ არ გამოშრება. გამშრალს ამოვიღებთ, დავჭრით ნაჭრებად და ამოვავლებთ შაქარში. |
Posted by: macaco-fast65 12 Sep 2009, 23:54 |
gurigordi წიწაკა შეგიძლია გააკეთო ზეთში და შეგიძლია კიდევ პამიდორში,ორივე ძალიან კარგია.კარგად ინახება და გემრიელია. |
Posted by: miau 13 Sep 2009, 00:25 |
macaco-fast65 წიწაკის რეცეპტებს გაგვიზიარებ? ძალიან მიყვარს ზეთში |
Posted by: kokogorgo 13 Sep 2009, 00:58 |
miau წიწაკას ზეთში მეც ვაკეთებ. დღეს ვერა და ხვალ დავდებ რეცეპტს. |
Posted by: miau 13 Sep 2009, 14:24 | ||
kokogorgo
ქენი სიკეთე... |
Posted by: kokogorgo 13 Sep 2009, 17:57 |
5კგ. წიწაკა 1კგ.მწვანილი[პეტრუშკა, ქინძი, ნიახური,[ნაკლები]] 1წიქა მარილი[ცოტა ნაკლები] 1ც.წიქა საქრის ფხვნილი 3წიქა ზმარი 3 წიქა ზეთი 300გრ. ნიორი წიწაკა გავრეცხოთ,. ყუნწები მოვაჭრათ. წვერიდან ცავწრათ , წიწაკა, ნახევრამდე. 2 დრე და ღამე გავაცეროთ წყალში. დაფარული უნდა იყოს წყლით.[ ეს საჭიროა ზედმეტად მწარე რომ არ გამოვიდეს] წყალში ჩავყაროთ წიწაკა და წამოვადუღოთ დარბილებამდე[ზედ მეტად არ უნდა ჩახარშოთ] ამოვიღოთ და ცივი წყალი დგადავავლოთ. გავწუროთ. ცალკე ზეთი, ძმარი, შაქარი და მარილი ავადუროთ ქვაბში. ჩავამატოთ გატარებული მწვანილები და ნიორი. ეს ყველაფერი დავასხათ წიწაკას და ხელით ავურიოთ. ცეცხლზე დავადგათ და 10-15 წუთი ვადუროთ. მდურარეს ჩავასხავთ წინასწარ გასტერილებულ ქილებში და მოვხუფავთ. ამოვიღოთ , ცივი წყალი გადავავლოტ და გავწუროთ * * * ცუდად ამიკრეფია. იმედია გაიგებთ რა დავწერე. |
Posted by: miau 13 Sep 2009, 18:17 |
kokogorgo დიდი მადლობა ეს ვარიანტი იყო, დედა რომ აკეთებდა, მერე რეცეპტო სადღაც გაქრა და ვერ ვიპოვე, აუცილებლად გავაკეთებ და შედეგებს სეგატყობინებთ. |
Posted by: kokogorgo 14 Sep 2009, 22:46 |
კულინარებო, კიტრის მწნილის გაკეთებას ვაპირებ. მე ვიყენებ: ნიახურს, კამას, ნიორს ალუბლის ფოთოლს , ნიორს, წიწაკას, მარილს და ძმარს. ალუბლის ფოთლების გარეშე არ გამიკეთებია. ვერ ვიშოვე ფოთლები. თქვენ რა გამოცდილება გაქვთ? რბილი ხომ არ გამოვა მწნილი? ველი თქვენს გამოხმაურებას. |
Posted by: rtuli 15 Sep 2009, 00:30 | ||
kokogorgo
ალუბლის ფოთოლიარომატს მატებს მწნილსდა მის გარეშეც გამიკეთებია უპრობლემოდ. მე მწნილს არვასტერილებ. მხოლოდ ორჯერ დუღარე წყალს ვასხავ და ვხუფავ. |
Posted by: kokogorgo 15 Sep 2009, 00:55 | ||
rtuli
მადლობთ . არც მე ვასტერილებ. |
Posted by: სულხანი 15 Sep 2009, 12:50 |
გუშინ დედაჩემმა ლეჩოს ზამთრის მარაგი დაამზადა ერთი ქილა მოვიპარე და ვშთანთქე ლეჩოს ამზადებთ ვინმე? გემრიელი რამეა |
Posted by: samomee 15 Sep 2009, 13:06 |
rtuli დედაჩემიც ესე აკეთებს ოღონდ ორჯერ არ ყოფნის 3 ჯერ აკეთებს ანუ ასხავს მდუღარეს და აცივებს მერე ისვე იგივეს ადურებს და ასხავს ბოლოს უმატებს ძმრის ესენციას მარილი თავიდანვე აქ წყალში.კიტრის ჩალაგების მერე წყალს ცივს ასხაავს რომ ნახავს რამდენი ლირია მერე 2 ლ-ზე 2 სუფრის კოვზი მარილი და მერე ადუღებს საბოლოოდ ოდნავ ფერს ცვლის კიტრი და ბოლო დასხმაზე ეგრევე ხუფავს.. კიტრი არი ხრამუნა ნებისმიერ დროს თუნდაც 3 წლის მერე ალუბლის ფოთოლი კარგახანია არ გაუკეთებია ბავშობაში მე მომქონდა სადრაც ეზოში ვპოულობდი ახლა სულ გაჩეხილია სადღაა ალუბალი |
Posted by: macaco-fast65 15 Sep 2009, 23:46 |
miau ეს ორი დღეა მეც წიწაკებს და პამიდვრებს ვაკეთებ და ვეღარ მოვიცალე რომ დამედო რეცეპტი. წიწაკის რეცეპტი 10 კგ.წიწაკას დავაჭრათ ყუნწები ,გამოვაცალოთ მარცვლები,გავრეცხოთ და გავთუთქოთ. გათუთქვის შემდეგ გადავიღოთ საწურზე.და დავწრიტოთ წყლისაგან. შემდეგ 1 ლიტრი ზეთი მოვშუშოთ ემალის დიდ თასზე,დავასხათ ერთ ლიტრამდე ძმარი(ძმარი თუ ძლიერია ,მაშინ ნაკლები დასჭირდება)და წამოვადუღოთ ორივე ერთად., მდუღარეს დავამატოთ1 ჭიქა მარილი.ვადუღოთ და მარილი რომ დადნება ჩავყაროთ შიგ წიწაკა და ვურიოთ. დუღილის დროს ჩავყაროთ შიგ ოხრახუში,ნოირი,ნიახური. ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ და ვადუღოტ.,მანამ სანამ მწვანილს ფერი არ შეეცვლება.. ცხელ-ცხელი ჩავასხათ ბანკებში და გავუეთოთ სტერილიზაცია.(ზოგი არ უკეთებს ,მაგრამ მე ისე მაინც მეშინია) მასალა:10კგ .წიწაკა 1ლიტრი ძმარი 1ლიტრი ზეთი. 1ჭიქა მარილი 300-400 გრამი ნიორი გატარებული(ზოგი წვრილად დაჭრილს უკეთებს.) 1 მოზრდილი კონა ნიახური 1 მოზრდილი კონა ოხრახუში.წვრილად დაჭრილი. |
Posted by: miau 16 Sep 2009, 00:19 |
macaco-fast65 მსხლის მურაბა მსხალი - 1 კგ. შაქარი - 1 კგ. მსხლის ნახარში წვენი - 1,5 ჩაის ჭიქა დაფცქვნილ-დაჭრილი მსხალი ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი რომ დაფაროს და ვხარშოთ, სანამ არ დარბილდება. სამურაბე ტაშტში ჩავყაროთ შაქარი, დავასხათ მსხლის ნახარში წვენი 1,5 ჭიქა და ვხარშოთ, ცხელ სიროფში ჩავყაროთ მსხალი და გემოვნებით მიხაკი. რომ მოიხარშება, ცხელი ჩავასხათ ქილებში. |
Posted by: rtuli 16 Sep 2009, 01:47 | ||||
samomee
macaco-fast65
ანუ თესლ გაცლილს ამზადებ? |
Posted by: Varvara 16 Sep 2009, 21:36 | ||
გავაკეთეთ ამ მეთოდით ჩირი გუშინ. შაქარი რომ გადნა, დაიწყო წვენის გამოყოფა ლეღვმა. ვეღარ მივხვდით მერე რა უნდა გვექნა - გაგვეგრძელებინა ,,დუხოვკაში'' ეს პროცესი, თუ ქვაბი გამოგვედგა გარეთ. მერე გადავწყვიტეთ, რომ გამოგვეღო. წვენი გადავწურეთ (უგემრიელესი დასალევი იყო) და ეხლა გვიდევს ლეღვები გასაშრობად. მარა გარედან ეს ტკბილი სითხე აქვს და არ ვიცი რანაირად გაშრება ლეღვები. თუ შეიძლება დამეხმარეთ და ცოტა დეტალურად დამიწერეთ ეს პროცესი. დიდი მადლობა წინასწარ. |
Posted by: macaco-fast65 17 Sep 2009, 01:16 |
rtuli კი თესლს და ყურწებს ვაცლი.უფრო სუფთაა. |
Posted by: miau 17 Sep 2009, 12:53 |
Varvara აუაუმ დამაბარა -ან სულ ცოტა "დუხოვკაში" კიდევ გააშროს, ან კიდევ დადოს ჰაერზე და გაშრებაო. საბოლოოდ იქნება ცოტა წებოვანი, მაგრამ სირტბილეც შეუნარჩუნდება. |
Posted by: Varvara 17 Sep 2009, 13:14 |
miau დიდი მადლობა თქვენ და აუაუ-საც. დაახლოებით რამდენ დღეში შემეძლება შუშის ქილებში გადატანა და სად შევინახო (მაცივარში თუ გრილ ადგილას)? თავზე ქილებს პლასტმასის სახურავები რომ დავახურო, ხომ არ გააფუჭებს? არ ვარ ამ საქმეში გამოცდილი და ამდენ კითხვას ამიტომ ვსვამ |
Posted by: miau 17 Sep 2009, 13:22 |
Varvara ჰაერზე უნდა გამოშრეს დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში, სულ ოდნავ უნდა იყოს ჩირი წებოვანი. შემდეგ გადაიტანეთ ქილებში, გაუკეთეთ პლასტმასის საფარებლები და ჩვეულებრივ, გრილ ადგილზე შეინახეთ. ,ეც აუაუს ვეკითხები, თორემ ჩირის ამბები მეც არ ვიცი. |
Posted by: Varvara 17 Sep 2009, 13:28 |
miau მოკლედ შეგაწუხეთ, მაგრამ ეხლა უკვე თავისუფლად შეძლებთ რომ გააკეთოთ ჩირი. დიდი მადლობა |
Posted by: ყურძენი 21 Sep 2009, 21:27 |
მე კომპოტები გავაკეთე, რა თქმა უნდა ყურძნისგან და ძაან გემრიელი გამოვიდა |
Posted by: miau 21 Sep 2009, 21:31 | ||||
Varvara
ყურძენი
რეცეპტი! მე დღეს ექსპერიმენტს ვგეგმავ - ღვინოში უნდა მოვხარშო მსხლები ტრადიციული წესით, დავუმატო სპირტი და ასე შევინახო |
Posted by: nanana 21 Sep 2009, 23:21 |
ადესის კომპოტი არის უგემრიელესი. |
Posted by: annak 22 Sep 2009, 10:49 |
გუშინ საღამოს გავაკეთე მაყვლის "სეროფი" მაყვალს ვხეხავთ, ვუმატებთ შაქარს. 1 კილო მაყვალზე 2 კილო შაქარი. ვათავსებთ ემალირბულ ჭურჭელში და დილა საღამოს ვურევთ ხის კოვზით 4 დღის განმავლობაში. მიიღება ბლანტი სითხე. მე ძირითადად ვიყენებ ნამცხვრებში. ამბობენ რომ თუ წყალში გავხსნით და უზმოზე დავლევთ ძალიან კარგია ღვიძლისთვის. |
Posted by: mzi 22 Sep 2009, 12:23 | ||
მეც მასწავლეთ |
Posted by: Dancer 22 Sep 2009, 12:29 |
როგორ მიყვარს ჯემები, მურაბები, საწებელები და კომპოტები მე ჯერ არ მიცდია გაკეთება, არადა სხვის გაკეთებულს სიამოვნებით ვჭამ და სულ ვფიქრობ ვისწავლო და მეც გავაკეთო |
Posted by: annak 23 Sep 2009, 14:44 | ||
Dancer დარწმუნებული ვარ კარგად გამოგივა
გადამიყვარდა რატომღაც :უსერ: აიჰ მე ესენი მიყვარს (დიდი ხანი არ არის რაც აღარ მიმალავენ ) აი ჩემი ჩირები თბილსის აივანზე. http://www.radikal.ru |
Posted by: macaco-fast65 23 Sep 2009, 23:05 |
annak ყოჩაღ,ძალიან კარგად გიშრომია .გემრიელი და ბევრი ჩირი გექნება ზამთარში. |
Posted by: annak 24 Sep 2009, 12:45 | ||||||
macaco-fast65
ჩემი გაკეთებული არაა დედამ გააკეთა თეანეთში მე უბრალოდ "გაჩვენეთ" ...
ჰომ |
Posted by: rtuli 24 Sep 2009, 20:59 | ||
womanly
აი ამას ვამზადებ ეხლა ,სურნელი დატრიალდა ნუიტყვი ვნახავ სამ დღეში რა დადგება |
Posted by: miau 24 Sep 2009, 23:03 |
დღეს დავასრულეთ მე და აუაუმ ლეგენდარული მსხლის მურაბის მომზადება. ტრადიციულ მურაბას დავუმატეთ მოხარშული ღვინის სიროფი დარიჩინითა და ვარდის ზეთით... მართლა არაჩვეულებრივი გამოვიდა. მურაბის რეცეპტი კი ასეთია: 2 კგ. მსხალი 2 კგ. შაქარი 1-2 ჭიქა მსხლის ნახარში დადუღებული ღვინის სიროფი ვარდის ზეთითა და დარიჩინით (მე მორჩენილი მქონდა ღვინის სიროფი, სადაც მანამდე მსხლები მოვხარშე) 1 ჭიქა მსხალს დავჭრით, დავფცქვნით, ჩავყრით წყალში და მოვხარშავთ მანამ, სანამ არ დარბილდება. მსხლის ნახარშს დავასხამთ შაქარს და წამოვადუღებთ სიროფს, შემდეგ დავასხამთ მოხარშულ მსხალს და და დავიწყებთ მურაბის ხარშვას, სანამ ბოლომდე არ მოიხარშება, შემდეგ წამოვადუღებთ ღვინის სიროფთან ერთად და ჩავასხამთ ქილებში ცხელს. რაც შეეხება ღვინის სიროფის მომზადებას - ვხარშავთ ტრადიციულ გლინტვეინს ოღონდ ბევრი შაქრით ლიმონის ქერქებთან და დარიჩინთან ერთად. ხარშვას მაშინ ვწყვეტთ, სიროფი რომ შემოსული იქნება, მერე ვუმატებთ ვარდის ზეთს. |
Posted by: anatoreli 25 Sep 2009, 02:24 |
ერთი კარგი წიწაკის მწნილის(ზეთში) რეცეპტი დადეთ რაა... |
Posted by: rtuli 25 Sep 2009, 02:26 | ||
anatoreli
27 გვერდზე შეიხედე ორი რეცეპტი დევს. |
Posted by: miau 25 Sep 2009, 02:30 |
anatoreli წინა გვერდები დაათვალიერე კოკოგორგომ დადო მშვენიერი რეცეპტი |
Posted by: anatoreli 25 Sep 2009, 02:34 |
rtuli miau მადლობა,ვნახავ... ბოლოს მოხუფვა აუცილებელია? მაგას ვერ ვიზავ |
Posted by: annak 25 Sep 2009, 09:59 |
გუშინ შევინახეთ პამიდორი. ჩვენ ვაკეთებთ ასე. ჩვეულებრივ პამიდვრის სალათას, ხახვით, ოხრახუშით, რეჰანით, წიწაკით ვუმატებთ ცოტა ნიორსაც ვათავსებთ ქილებში ვდებთ 2 საშუალო ზომის დაფნის ფოთოლს და მერე ვხუფავთ. http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: mzi 25 Sep 2009, 10:53 | ||
miau
ვარდის ზეთი სად შევიძინოოოოოოო და კიდე, რომელი მსხლით გააკეთეთ მურაბა????????? |
Posted by: macaco-fast65 25 Sep 2009, 11:05 |
annak არაფერს არ ასხამთ?ასევე ინახება?აბა დაწერე დაწვრილებით რეცეპტი რა?მე კიდევ მწვანე პამიდვრის სალათების რეცეპტებს დავწერ ზამთრისათვის შესანახს. |
Posted by: annak 25 Sep 2009, 11:16 | ||
macaco-fast65 არაფერს ვასხავთ, ჩვეულებრივი სალათაა ერთადერთი ვამატებთ ნიორს და დაფნის ფოთოლს. გააკეთე ისეთი სალათა როგორიც გიყვარს ჩვენ ბევრ მწვანილს ვაჭრით(ოღონდ მხოლოდ ოხრახუშს და რეჰანს, ქინძი არ დაამატო ამჟავებს) ვუკეთებთ სტერილიზაციას და ვხუფავთ სულ ესაა. ზამთარში ვიყენებთ კერძში. მე ისედაც მიყვარს ხანდახან წამოდუღებული და ცხიმდამატებული.
ჩვენც ძალიან კარგი ვიცით დღეს ვაკეთებთ ზუსტად და დავწერ მერე |
Posted by: rtuli 25 Sep 2009, 11:28 | ||
annak
მე რატომღაც ყელს მწვავს სავით,ნიპრიატნი აშუშენიას მიტოვებს გუშინ ვნახე პიკულები ბაზარში,თითის სიგრძის იყვნენ ,დღეს უნდა შევიძინო და მწნილი გავაკეთო. კარგი ხრაშუნები გამომდის |
Posted by: annak 25 Sep 2009, 11:41 | ||
rtuli
მესმის რასაც ამბობ, მაგრამ ეს არ იწვევს ასეთ შეგრძნებებს. მართლა ძალიან კარგია, ერთადერთი "დისიკომფორტი" ჩემთვის ისაა რომ ბევრ ცხიმს იყენებს და მე ზედმეტად ცხიმიანს ვერ ვჭამ, მაგრამ მაინც ძალიან გემრიელი და განსხვავებულია. |
Posted by: miau 25 Sep 2009, 11:52 | ||
mzi
ქიმრეაქტივის მაღაზიაში იყიდება ვაჟაზე რესპუბლიკურის ფანტანის პირდაპირ, სხვაგან ზეთი არ შემხვედრია და ესენცია - კი ბატონო. : მარინა ემხვარი იკითხე. annak ეს რა საოცრება დაწერე, ძალიან საინტერესოა |
Posted by: gurmani 25 Sep 2009, 11:58 |
კონსერვებთან ფრთხილად იყავით... ბატულიზმიოოოოოოოო......................... |
Posted by: macaco-fast65 25 Sep 2009, 20:32 |
annak ძალიან საინტერსოა,აუცილებლად გავაკეთებ ეგრე პამიდორს. rtuli მე რომელ სალათებსაც ვამბობ არ წვავს ყელს ,ძალიან სასიამოვნო საჭმელია ზამთარში. annak მოგვიანებით დავწერ მწვანე პამიდვრის სალათების რეცეპტებს, საერთოდ არ იყენებს თავზე ზედმეტ ცხიმს. |
Posted by: annak 28 Sep 2009, 10:28 |
მწვანე პამიდორი დავაწნილეთ, ნიგზვნიანს მოგვიანებით გავაკეთებთ, აქაც გაჩვენებთ და რა თქმა უნდა რეცეპტსაც დავწერ. ისევ პამიდორი გავაკეთეთ ოღონდ სხვანაირად. ამის გაკეთება ალბათ თქვენც იცით, მაინც დავწერ. 5 კილო ხახვი მოვშუშეთ ნახევარ ლიტრზე მეტ ზეთში და დავაჭერით 3 კილო გაფრცქვნილი პამიდორი. ერთად ვთუშავთ და ბოლოსკენ ვამატებთ მწვანილს (ოხრახუში, რეჰანი,) ბლომად წითელი წიწაკა მარილი გემოვნებით. ვუკეთებთ სტერილიზაციას და ვხუფავთ. http://www.radikal.ru |
Posted by: xanka 28 Sep 2009, 12:00 |
ძალიან გთხოვთ თუ არის სადმე დაწერილი მკვახე პომიდვრის სალატა მიმანიშნეთ------------ |
Posted by: miau 28 Sep 2009, 19:23 | ||
xanka მწვანე პომიდვრის სალათა © Kesi
ეს არის ძალიან გემრიელი. შეგიძლია ნიგვზიტაც მიირთვა. |
Posted by: hirondelle 29 Sep 2009, 01:14 |
ჯონჯოლის რეცეპტი დევს ააქ? |
Posted by: rockataka 29 Sep 2009, 04:48 | ||
hirondelle
მახსოვს, ლობიოს ვერ პოულობდი მანდ და ეხლა რა ჯონჯოლისა აგიტყდა? |
Posted by: hirondelle 29 Sep 2009, 05:47 | ||||
ლუვენის ბოტანიკურ ბაღში ყოფილა აღმოვაჩინე Staphylea colchica ქვია (ანუ კოლხური სტაფილო ) ჩავალ დავკრიფავ თუ არ დამიჭირეს |
Posted by: auau 29 Sep 2009, 09:57 | ||
hirondelle
საერთოდ ხის კასრში დებენ, მაგრამ ემალის ან უჟანგავი ლითონის(ნერჟავეიკა) ქვაბშიც შეგიძლია. I ვარიანტი ფენა -ფენა ჩააწყე ჯონჯოლის მტევნები და თან მარილი აყარე. დაადე სიმძიმე, დაახურე და დადგი, დანარჩენს თვითონ იზამს II სწრაფი ვარიანტი ჯონჯოლი ჩატენე მაგრად ქვაბში. გააკეთე ხსნარი - 1ლ წყალი + 2 ს/კ მარილი + 1ს/კ ძმარი ან 1ჩ/კ ძმრის ესენცია. დაასხი, დაადე სიმძიმე და 3-4 დღეში იქნება თუ ძმარს არ დაასხავ, უკეთესია, თვითონ ჩამჟავდება, მაგრამ ცოტა მეტი დრო უნდა. ალბა ამ ვარიანტს გირჩავდი. წყალი და მარილი წამოადუღე და გააციე. იოდიანი მარილი არ იხმარო მინის ქილებში თუ ჩადებ, გარედან შავი ცელოფანი შემოაკარი, რომ ჯონჯოლი არ გამუქდეს იგივე შეგიძლია აკაციის გაუშლელი კვირტებიანი მტევნებით გააკეთო, თუ მანდ არ არის ჯონჯოლი |
Posted by: mzi 29 Sep 2009, 10:19 |
"კეტჩუბის" რეცეპტი იცის ვინმემ.... |
Posted by: macaco-fast65 29 Sep 2009, 10:30 |
annak მეც ძალიან ბევრი რამ გავაკეთე ,დაგავუღებ მერე სურათებს და დავდებ. ეხლა კი მწვანე პამიდვრის სალათა,მე ასე ვაკეთებ ძალიან მოსწონთ და ბევრმა გამომართვა რეცეპტი.,იქნებ თქვენც მოგეწონოთ. 5 კგ.მწვანე პამიდორი დავჭრათ სასურველ ნაჭრებად,ალყა-ალყა,დავაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 2-3 საათი. 1კგ ხახვიც დავჭრათ ალყა-ალყა. 200 გრამი ნიორი. ძმარი გემოვნებით. ნახევარი ლიტრი ზეთი. ქინძიდა უცხო სუნელები,ყვითელი ყვავილი. ზათი ავადუღოთ.პამიდორი ამოვწუროთ მარილიდან და გადავავლოთ წყალი რომ მლაშე არ გამოვიდეს და კარგად გავწუროთ. შემდეგ აურიოთ ყველაფერი ერთმანეთში ,დავასხათ გაციებული ზეთი,გავსინჯოთ მარილად ,ცოტა ხანი გავაჩეროთ ასე და შემდეგ ჩავტენოთ ბანკებში. ცოტა ხანს ვასტერილოთ. |
Posted by: hirondelle 29 Sep 2009, 18:09 |
auau გმადლობთ მარა გაზაფხულზე უნდა დავკრიფო ალბათ არა? და შენახვით დიდხანს ძლებს? |
Posted by: Kavkasia 29 Sep 2009, 22:49 |
auau მოგესალმებით! გავაკეთე ლეღვის ჩირი, თქვენი რეცეპტით, ძალიან კარგად გამოიყურება. ფოტოსაც დავდებ ამ დღეებში |
Posted by: Varvara 1 Oct 2009, 00:18 | ||
Kavkasia ჩვენ საბოლოო ჯამში არ გამოგვივიდა (ობი მოეკიდა ლეღვებს). შეგიძლია, რომ პროცესი ცოტა დაწვრილებით აღწერო? |
Posted by: ninoma 1 Oct 2009, 07:48 |
[მკვახე პამიდორთან არვმეგობრობ,რარაც მწკლარტე-მწარე გემოს მიტოვებს და ბოიკოტი გამოუცხადე ] rtuli გავბედავ და შემოგთავაზებ მწვანე პომიდვრის მწნილს. უფრო სწორედ მწვანე პომიდვრის სალათის მწნილს. თვალის ზომით ვიღებ მწვანე პომიდორს, სტაფილოს, მწარე წიწაკას, ბულგარულ წიწაკას,, ნიორს, ოხრახუშს, ნიახურს, კამას და დაფნის ფოთოლს. მიხლოებით დავწერ. 5 კგ. მწვანე პამიდორი 1კგ. სტაფილო ოხრახუში საშუალო ზომის კონა, ნიახური 2 პატარა კონა(თავის გემოზე რომ არ წაიყვანოს)მწარე წიწაკა იმის მიხედვით რამდენად მწარე გიყვართ, ნიორიც გემოვნებით, 10- 15 ცალი დაფნის ფოთოლი,კამას მე მწვანეს ვაჭრი რადგან ხმელი აქ არ მაქვს და კარგი გამოდის, საქართველოში თესლიან ხმელ კამას ვამატებდი .წითელი ტკბილი წიწაკა . პომიდორს ვჭრით ისე როგორც სალათისთვის,სტაფილოს თხლად , დანარჩენ ინგრედიენტებსაც სურვილის მიხედვით ვჭრით, ვაყრით მარილს გემოვნებით, ავურევთ კარგად, დავტოვებთ ერთი დღე ემალის ქვაბში. მეორე დღეს მჭიდროდ ჩავტენით ქილებში ,თავისივე გამოშვებულ წვენში. გავუკეთებთ სახურავს და ვდგამთ გრილად. ვიზუალურად გამოდის ლამაზი და გემოვნებით თქვენ შეაფასეთ.ნამდვილად არ ინანებთ. ნიგვზიანი აჯიკა 2კგ,წითელი ტკბილი წიწაკა,2კგ.წითელი მწარე წიწაკა,0.5კგ ნიორი,300გრ.მწვანე ქინძი, 300გრ.ოხრახუში, 150გრ.ნიახური,100გრ.ყვითელი ყვავილი, 100გრ. უცხო სუნელი,50გრ ხმელი ქინძი, 300გრ.გატარებული ნიგოზი, ძმარი და მარილი გემოვნებით. გატარებული მასა უნდა მოვათავსოთ ემალის ქვაბში. ვურიოთ ყოველ დღე დადუღებამდე. რომ დაიდუღებს ჩავასხთ ქილებში. გააკეთეთ და არ ინანებთ. |
Posted by: macaco-fast65 1 Oct 2009, 16:33 |
ninoma პამიდვრის სალათა რომელიც ეხლა დაწერე ძალიან კარგია .არ ტოვებს არავითარ მწკლარტე გემოს.მეც ვაკეთებ ყოველთვის და ყველას ძალიან მოსწონს. ვინც ერთხელ გააკეთებს ,მერე აღარ მოეშვება მის გაკეთებას. |
Posted by: rtuli 1 Oct 2009, 21:31 | ||||
ninoma
macaco-fast65
რეცეპტს ვკითხულობდი და ნერწყვი მომადგა,უცებ წარმოვიდგინე როგორი გამოვა. ვიყიდი ყველაფერს და მოვამზადებ აუცილებლად. მადლობა გოგოებო რეცეპტისთვის და რჩევისთვის |
Posted by: pleita 1 Oct 2009, 22:55 |
ჟოლოს მურაბა გავაკეთე დღეს და რატომღაც ბევრი და თხელი წვენი აქვს, ვერც ვადუღე დიდხანს, დაიწვებოდა და მუქ ფერს მიიღებდა |
Posted by: miau 2 Oct 2009, 00:26 | ||
pleita
შაქარი ხომ არ დგაკლდა?ბევრი წვენი პრობლემა არ არის... საჭირო რაოდენობისა დაუმატე ნაყოფებს და დანარჩენი სითხე ცალკე ჩაასხი, ნამცხვრის დასანამდ გამოგადგება ან ბოლო-ბოლო წყალში გახსნი და დალევ. |
Posted by: pleita 2 Oct 2009, 00:50 |
miau არა არა პირიქით ვფიქრობდი ზედმეტიც იქნება თქო,, საჭირო პროპორციებით გავაკეთე როგორც ყოველთვის, მაგრამ შედეგი ვერ იყო სახარბიელო. ჩავასხი უკვე ქილებში :/ |
Posted by: natykuna 2 Oct 2009, 10:43 |
იქნებ მიმითითოთ ყვავილოვანის მჟავე თუ წერია სადმე დროის სიმცირის გამო ვერ ვახერხებ გადაკითხვას მადლობა წინასწარ |
Posted by: mzi 2 Oct 2009, 11:36 | ||
annak
ასე რომ გავაკეტო მაყვალი მაცივარში უნდა შევინახო? თუ ცივ ადგილასაც შეინახავს თავს |
Posted by: annak 2 Oct 2009, 11:39 | ||
mzi
მაცივარი არაა აუცილებელი ჩვენ გარეთ აივანზე ვინახავთ. ეს ისე... http://www.radikal.ru |
Posted by: macaco-fast65 2 Oct 2009, 11:45 |
annak მეც სავსე მაქვს ზამთრის მარაგით სარდაფი,მაგრამ შენი მაინც მშურს.იმდენი კარგი რამე გაქვს გაკეთებული. |
Posted by: annak 2 Oct 2009, 11:51 | ||
macaco-fast65
ჰო, "გამოვფინე" ყველაფერი და... თუმცა ეს "დალიკო ნე" ყველაფერი.. |
Posted by: Kavkasia 2 Oct 2009, 11:53 | ||
Varvara
ლეღვი-3კგ შაქარი-0.5კგ გარეცხილ ლეღვს მოვაჭრათ ყუნწები,ჩავალაგოთ ალუმინის ქვაბში , ფენებს შორის მოვაყაროთ შაქარი. წყალი არ უნდა . შევდგათ ჰაერღუმელში ყველაზე დაბალ ტემპერატურაზე. მანამდე სანამ ბოლომდე ამოშრება. ვალაგებთ ჩალის მოწნულ სინზე და ვაშრობთ მზეზე ან ჰაერღუმელში. პერიოდულად ვატრიალებთ, რომ ორივე მხრიდან გაშრეს. მე მზეზე გავაშრე აივანზე, ოღონდ ღამე შემომქონდა. აი, ასეთი გამოვიდა http://www.radikal.ru |
Posted by: mzi 2 Oct 2009, 12:02 | ||
შინდის ჯემი მინდა გავაკეტო ნამცხვრებისათვის, კილოზე რამდენი შაქარს უკეტებთ ხოლმე? |
Posted by: pleita 2 Oct 2009, 12:06 | ||
annak
ვაი მიყვარს, გუშინ მითხრეს დაგვიანებულია, ნიორი სანამ ახალი შემოსულია მაშინ უნდა ჩადოო და მართალია ? და სოკოს მარინადის რეცეპტები თუ გაქვთ, რაიმე განსხვავებული, იქნებ არ დაიზაროთ |
Posted by: annak 2 Oct 2009, 12:17 | ||||||
mzi
ჩვენ შვინდის "კონფეტიურს" ვაკეთებთ 1 კილო შვინდი 2 კილო შაქარი. საერთოდაც ესეთ პროპორციას ვიცავთ ( თუმცა ჩემი აზრით "ზედმეტად" ტკბილია.) pleita
ჰო, ცოტა ნედლი უნდა იყოს
ჩემმა მეგობარმა იცის ძალიან კარგი რეცეპტი, ვკითხავ და დავწერ მოგვიანებით. |
Posted by: ninoma 2 Oct 2009, 18:28 |
მე ასე ვაკეთებ ყვავილოვან კომბოსტოს. ყვავილოვანი კომბოსტო დავანაწევროთ, ჩავაწყოთ ჭურჭელში ფენა-ფენა. კომბოსტო, დაჭრილი ჭარხალი, დაჭრილი სტაფილო,ნიორი( მე ამასაც ვჭრი),დაფნის ფოთოლი,ცოტა ნიახური, კამა, წითელი მწარე წიწაკა და დავასხათ მარილწყალი, რომელიც ცოტა მლაშეა. თუ წითელი არ გინდათ, ჭარხალი არ უყოთ. |
Posted by: rtuli 2 Oct 2009, 18:46 | ||
ninoma
ასე ვამზადებ მეც,ორივე ფერს ვაკეთებ და თეფშზე ორივე ლამაზად გამოიყურება. ტუ მალე მინდა დამჟავდეს ძმარს და ოდნავ შაქარს ვამატებ და ტბილს ვასხავ მარილწყალს. არასოდეს პროპორციებს არვიცავ, გემოს უსინჯავ მოწონებამდე (მარილწყალს) |
Posted by: nadin 2 Oct 2009, 19:02 |
ყვავილოვანი კომბოსტოს მჟავე: ქილაში ვაწყობ ცალკე პატარა თავებად დაშლილ კომბოსტოს, სტაფილოს დაჭრილს, ბულგარულს თესლგამოცლილს შუაზე გაჭრილს, პატარა მოგრძო პამიდორს, პიკულის კიტრს, დაფნას, წითელ წიწაკას, შავი პილპილის მარცვლებს, ნიორს. ვაკეთებ მარილწყალს ნადგამი წყლით 1ლ წყალზე 1 სავსე სუფრის კოვზი მარილი. ქილას თავზე მარლას ვაფარებ რამდენიმე პირს 3-4 დღეში დუღილს როცა დაიწყებს, გადმოვასხავ მარილწყალს და ვადუღებ, ცხელ-ცხელს ვასხამ ქილაში ჩაწყობილ პროდუქტებს. პლასტმასის თავსაფარს ვახურებ და ვინახავ. ლამაზიცაა და ძალიან გემრიელიც |
Posted by: ninoma 2 Oct 2009, 19:09 |
ნივრის მწნილი საუკეთესო ბუნებრივი ანტიბიოტიკა. მართალია ცოტა "სურნელოვანია", მაგრამ სასარგებლო. მე ვერ ვაკეთებ. ნედლი ნიორი ვერსად ვნახე. |
Posted by: natykuna 2 Oct 2009, 23:18 |
ninoma rtuli nadin |
Posted by: macaco-fast65 3 Oct 2009, 14:49 |
ninoma ნივრის წნილის გაკეთება ეხლა უკვე გვიანია .ეგ გაზაფხულზე კეთდება. |
Posted by: kokogorgo 4 Oct 2009, 12:51 |
მწნილის სპეციალისტებო, თქვენი დახმარება მჭირდება. გუშინ გავაკეტე ყვავილოვანი კომბოსტოს მწნილი. მოვხუფე. დღეს , მაციმარში, ნიახური რომ დავინახე ,მივხვდი ნიახურის გაკეთება დამავიწყდა. გავუკეთე, ნიორი, ხრენი[არ ვიცი ქარტულად ], დაფნა, კამის უვავილები. ძმარი, შაქრის ფხვნილი, წიწაკა. ნიახურის გარეშე არ გამიკეთებია. არ ვიცი როგორი იქნება. დამჟავდება თუ არა. ან ხომ არ დარბილდება. მირჩიეთ რამე. |
Posted by: rtuli 4 Oct 2009, 13:07 | ||
kokogorgo
ნიახურის გემო არექნება მხოლოდ,არინერვიულო,იმდენი სხვა ბალახი დაამატე რომ არც კი შეემჩნევა. რაც შეეხება დარბილებას,ნიახურის არყოფნით არაფერი ემუქრება,აი ხრენის ფოთოლი კი ამაგრებს,განსაკუთრებულად კიტრის მწნილს უხდება |
Posted by: kokogorgo 4 Oct 2009, 13:28 |
rtuli მადლობთ. მართლა გავნერვიყლდი. ამოყრას ვაპირებდი. |
Posted by: hirondelle 4 Oct 2009, 13:52 | ||
kokogorgo
პირშუშხა |
Posted by: Varvara 5 Oct 2009, 15:37 | ||||
Kavkasia დიდი მადლობა პასუხისთვის. პირდაპირ ჩასაკოკლოზინებლად გამოიყურებიან. ჩვენ როგორც ჩანს, შაქარიც ბევრი მოგვივიდა, დუხოვკაშიც დიდ ცეცხლზე გვედო და ჩირის ნაცვლად სხვა რაღაცა მივიღეთ, რომელიც დაჟე მაცივარში დაობდა ) |
Posted by: womanly 6 Oct 2009, 20:50 |
არ შეიძლება ეს მოხუფვა რომ არ არსებობდეს? ვერ ვხუფავ გოგოებო არადა ძაან მინდა წიწაკის გაკეთება ზეთში აგერ macaco-fast65 მშვენიერი რეცეპტი უდევს კიდევ სხვებიც ვნახე. მე ისეთ რამეებს ვაკეთებ ხოლმე რომ მოსახრახნიან ბანკებში ცავასხა და მოვახრახნო მაგრამ ამას მგონი აუცილებლად ჭირდება ხო სტერილიზაცია? rtuli თქვენ როგორც გამორჩეული კულინარი მითხარით სტერილიზაციის გარეშე ივარგებს? |
Posted by: ninoma 6 Oct 2009, 21:43 |
womanly [სტერილიზაციის გარეშე ივარგებს? ] სტერილიზაცია საჭიროა, მაგრამ რატომ სწუხართ? ხრახნიანი ქილებს გაუკეთეთ სტერილიზაცია. უბრალოდ დაახურეთ ხუფები, არ მოუჭიროთ. ბოლოს, რომ გამორთავთ გაზს კარგად მოუჭირეთ ხუფებს. სულ ეს არის. ოღონდ ქილებში ძალიან რ ჩატენოთ წიწაკა, თორემ სტერილიზაციის დროს გადმოვა. |
Posted by: kokogorgo 6 Oct 2009, 21:47 | ||
womanly
მაცივარში თუ შეინახავთ, ხრახნიანი ქილებით, არ გაგიფუჭდბათ. |
Posted by: womanly 6 Oct 2009, 22:02 |
ninoma kokogorgo გაიხარეთ გოგოებო უნდა ვცადო. რა ვქნა ცარიელ ბანკებსაც ვერ ვხუფავ ვიცი სასაცილოა მაგრა მასეა. ასე მგნია შემომატყდება ხელში |
Posted by: auau 6 Oct 2009, 22:45 |
womanly ზეთიანი წიწაკა და მწვანე პამიდვრის სალათები, ასევე სუნელებში შენახული ზეთში შემწვარი ბადრიჯანი თავისუფლად შეგიძლია შეინახო სტერილიზაციის გარეშე. უფრო სწორად, გაცილებით სანდოა და მშვიდად შეგიძლია იყო, რომ არაფერი გემუქრება. მე უკვე დიდი ხანია არ ვასტერილებ და ასე ვინახავ აივანზე. თუ სარდაფი გაქვს - კიდევ უკეთესი! |
Posted by: macaco-fast65 6 Oct 2009, 22:51 |
womanly როგორ ხარ?ხრახნიანი ბანკები გაასტერილე,ჩვენ რომ აღარ გვყოფნის ჩვეულებრივი ბანკები ხრახნიანს ვასტერილებთ. კი ინახავენ გაუსტერილებლად წიწაკებს ,მაგრამ დედაჩემი ვერ ისვებს თუ არ გაასტერილა. ეს სამი დღეა იმდენი რამე გავაკეთეთ რომ ხელებს ვეღარ ვამოძრავებძალიან გადავიღალეთ.ვიტყვით აღარ გავაკეთოთო და მაინც ვაკეთებთ. |
Posted by: anatoreli 7 Oct 2009, 01:08 | ||
auau
რამე სხვა რეცეპტია საჭირო თუ ზემოთ მოყვანილი რეცეპტით შეიძლება გაკეთება? კიდე რამდენი ხანი იქნება წიწაკა ნეტა.... |
Posted by: macaco-fast65 7 Oct 2009, 01:35 |
anatoreli წიწაკის გაკეთება თუ გინდა აღარ გადადო,ამ დღეებში უკვე გააკეთე .რეცეპტები კი თემაში წერია. |
Posted by: womanly 7 Oct 2009, 10:05 |
macaco-fast65 კარგად ვარ შენ როგორ ხარ? ყოჩაღ შენ რამდენი რამეები გცოდნია. მე მარტო აჯიკა და სუპის მასალას რომ ეძახიან ეგ გავაკეთე და ეხლა პამიდორი მინდა რო გავაკეთო და წიწაქა ზეთში. ვცდი აბა სტერილიზაციის გარეშე |
Posted by: natka-q 7 Oct 2009, 10:23 | ||
annak აუუ, გთხოვ, სრულად დაწერე როგორ აკეთებთ. მაინტერესებს, შინდი კურკიანად უნდა თუ უნდა გავხეხო? |
Posted by: rtuli 7 Oct 2009, 10:28 | ||
womanly
თქვენს მიერ დადებული რეცეპტით მოვამზადე აჯიკა,სუპერ აჯიკა გამომივიდა+სხვებმაც გამომართვეს რეცეპტი. მადლობა! აქ დაიდო ნიგვზიანი აჯიკა და ისიც მინდა მოვამზადო,კარგი რეცეპტი ჩანს |
Posted by: macaco-fast65 7 Oct 2009, 10:55 |
womanly მეც კარგად ვარ.კი მართლა ბევრი რამეების გაკეთება ვიცი.დედაჩემის ხელში რას არ გააკეთებ. rtuli ნიგვზიანი აჯიკა მართლაც კარგი ჩანს,მეც მინდა ცოტა გავაკეთო. ეს აჯიკაც ძალიან კარგია: აჯიკა ზეთში 4 კგ.ბულგარული წითელი წიწაკა 1,500 წითელი მწარე წიწაკა 300 გრამი ნიორი 500 გრამი მწვანე ქინძი 4ჭიქაზეთი 3-4 ჭიქა ძმარი სუნელები:უცხო სუნელი,ქინძი მარილი გემოვნებით. ამას ყველაფერს აურევ ერთმანეთში და ნახევარი საათი ადუღებ. შემდეგ ჩაასხავ ბანკებში და შეინახავ . ძალიან გემრიელი გამოგვდის. * * * ესეც აჯიკა ზეთში.. http://www.radikal.ru * * * მწვანე პამიდვრის სალათა..... http://www.radikal.ru მწვანე პამიდვრის სალათა სუნელებში. http://www.radikal.ru |
Posted by: womanly 7 Oct 2009, 21:06 | ||
macaco-fast65 აუ რა გოგო ხარრრრრრრრრრრრრრრ . ამათი რეცეპტები დევს სადმე ზემოთ? * * *
ეს არის ალბათ სუნელებში ხომ? |
Posted by: macaco-fast65 7 Oct 2009, 21:17 |
womanly კი,რეცეპტები დევს და თუ რამე დაგაინტერესებს მკითხე. |
Posted by: ninoma 7 Oct 2009, 21:19 |
macaco-fast65 მწვანე პომიდვრის სალათას ასტერილებთ? როგორც კი მოამზადებთ მაშინვე ქილებში დებთ, თუ ცოტას ამჟავებთ? ქილას როცა ხსნით სალათა ჩვეულებრივია თუ მჟავე ეს მაინტერესებს. |
Posted by: macaco-fast65 7 Oct 2009, 21:33 |
ninoma კი,ვასტერილებთ,გასტერილებით არაფერი არ უსავდება,პირიქით დაცულია და საშიში არაა მაინც.ქილებში რომ შევაზავებთ მაშინვე ვდებ.და რომ ვხსნით ზამთარში ისევ ისე ცოცხალივითაა,როგორც შეკაზმვისას.არ მჟავდება. |
Posted by: annak 8 Oct 2009, 11:10 | ||
natka-q
ეხლა ვნახე შვინდს (ან სხვა ხილს) გავხეხავთ, გახეხილ მასას ავრწყავთ,ვნახავთ რმდენი კილოა და დავუმატებთ ორმაგ შაქარს. გადავიტანთ ემალირებულ ჭურჭელში შემდეგ დილა საღამოს კარგად ვურევთ (სასურველია ხის კოვზით) სანამ შაქარი მთლიანად არ გაიხსნება. ამის შემდეგ გადაგვაქვს ქილებში და ვინახავთ. macaco-fast65 |
Posted by: macaco-fast65 8 Oct 2009, 12:01 |
annak კი,შინდი ეგრე გააკეთეთ.მე მალინასაც ეგრე ცოცხლად ვინახავ კილოზე ორ კილო შაქარს ვაყრი,ვაჩერებ და ვურევ დრო და დრო და რომ ვნახავ რომ დადუღდებასავით მერე ვასხამ ქილებში. |
Posted by: natka-q 8 Oct 2009, 12:02 |
annak მადლობა. იმედია, შინდის გახეხვა არ დამეზარება და გავაკეთებ. |
Posted by: macaco-fast65 8 Oct 2009, 15:16 |
natka-q კარგად როცაა ჩამწიფებული გახეხვა ძალიან ადვილია. |
Posted by: domina333 11 Oct 2009, 23:30 | ||
kokogorgo
რეცეპტი დადე რააა, ............. * * * უი, ყოფილა ვიპოვე...................................... |
Posted by: anatoreli 14 Oct 2009, 18:45 | ||||
macaco-fast65
ბოდიში პრიმიტიული კითხვისთვის მაგრამ ჩემთვის გათუთქვა ჩინურია....უფრო კონკრეტულად როგორ უნდა ვქნა ხომ ვერ მეტყვი...მინდა რო ძალიან ზუსტად გავაკეთო რო მერე ძალით არ ვჭამო
მაგხელა ემალის ქვაბი სად ვიშოვო....სხვა რო იყოს ფეხებს გავფშიკავ?მითუმეტეს სტერილიზაციას და მოხუფვას არ ვუპირებ ქინძი არ უნდა? |
Posted by: macaco-fast65 14 Oct 2009, 19:58 |
anatoreli მდუღარე წყალში რომ ჩაყრი ,გააჩერებ და წიწაკა შერბილდება ეგაა გათუთქვა.ფერსაც შეიცვლის. ემალის თასი უზარმაზარი კი არ უნდა და თუ თასი არ გექნება მოდიდო ქვაბი იყოს არა უშავს. სტერილიზაციას რახან არ უკეთებ მაშინ კარგად იდუღოს ყველაფერს რომ შეურევ და ცხელ-ცხელს რომ ჩაასხავ ბანკებში რამეში შეფუთე და ერთი დღე გქონდეს ასე შეფუთული. უფრო საიმედოა. ქინძი არ უნდა. |
Posted by: anatoreli 14 Oct 2009, 21:19 | ||
macaco-fast65 ერთს უნდა გაეკეთებინა ჩემთვის და გადამაგდო და ამიტომ ვარ ამ დღეში....მარა კაია სწავლა სიკვლილამდეო...
რევიცი მეთქი 10 კილო უნდა ჩამეყარა და უზარმაზარი დაჭირდებათქო |
Posted by: macaco-fast65 15 Oct 2009, 00:04 |
anatoreli 10 კილოს რომ მდუღარეში ჩაყრი დაცოტავდება. შენით რომ გააკეთებ უკეთესია,სხვა რამდენჯერ გაგიკეთებს. |
Posted by: anatoreli 15 Oct 2009, 01:02 |
macaco-fast65 მართალია.....მაგრამ ეხლა გავიგე რო თურმე სხვასაც გაუკეთებია ჩემთვის,აბა ვნახოთ რომელი აჯობებს |
Posted by: cesdeba 15 Oct 2009, 16:50 |
კეთილო ხალხო, კომშის მურაბის რეცეპტი დამიდეთ ვინმემ გთხოვთ, და მიმითითეთ ასევე კვიტინის გამოყენება თU შემიძლია ამ შEმთხვევაში. მადლობა წინასწარ, |
Posted by: pleita 15 Oct 2009, 20:04 |
ტაკს, გავაკეთე სოკოს მწნილი,მაგრამ ქილების მოტანა სულ მავიწყდება და დევს მაცივარში, ქვაბში,თავის წვენში უკვე 5 დღეა :/ გაფუჭდებოდა?გემო კარგი აქვს.. რა მნიშვნელობა აქვს ქილაში იდება თუ ქვაბში |
Posted by: OZI 15 Oct 2009, 20:12 |
ისა და თევზის მწნილი თუ გიჭამიათ, გიჭამიათ რა ეხლა, თუ გინახიათ საერთოდ? წამაჭამა ჯგუფელმა თავი, გინდა თუ არა არსებობსო |
Posted by: auau 15 Oct 2009, 20:15 | ||
pleita
დამჟავებული სახი არცერთი პროდუქტი არ ფუჭდება |
Posted by: irinol-ka 15 Oct 2009, 20:48 |
მეგობრებო ჩვეულებრივი მთელი წიწაკის და მთლიანი მწვანე პომიდვის წნილის გაკეთება მთხოვეს ჩემმა შვილებმა და კარგი რეცეპტი გამიზიარეთ, გთხოვთ მწვანე პომიდვრის სალათას და დაჭრილ წიწაკას ყოველ წელს ვაკეთებ ზეთით და ძმრით, მაგრამ მაინცდამაინც ისინი უნდათ, მე კი არასდროს გამიკეთებია და არ მინდა ჩამირბილდეს, კარგი ხრაშუნა რომ არის ისეთი მოსწონთ. წინასწარ გიხდით მადლობას |
Posted by: rtuli 15 Oct 2009, 21:19 | ||
irinol-ka
მე ასე ვამზადებ : ვჭრი მწვანილს(ნიახურს,ოხრახუშს).მწარე წიწაკას თესლს ვაცლი და ვჭრი.ასევე ფირფიტებივით ვჭრი ნიორს. ავურევ ამას ყველაფერს. მკვახე პამიდორს შუაზე(არაბოლომდე)ვჭრი და ვტენი მწვანილის გულსართს. ვალაგებ ქილაში ფენებათ,ცოტას ,,დუშისტი,,პერეცას ვაყრი,დაფნას თითო ფოთოლს ვადებ,კამის ტოტებს და ვასხავ მარინადს: ვაDუღებ წყალს,ვამატებ მარილს+ძმარი (გემოვნებით შეანელე,ცოტა სიმლაშე რომ იგრძნობოდეს). ვასხავ მარინადს მწვანე პამიდვრებს და სიმძიმეს ვადებ.ველოდები დამჟავებას. |
Posted by: Miss_Nata 15 Oct 2009, 21:42 |
rtuli უგემრიელესია მასეთი სახით მომზადებული პომიდვრის მწნილი, მომინდა |
Posted by: ninoma 15 Oct 2009, 22:18 |
წიწაკის მწნილი მე ასე ვაკეთებ. მწვანე ტკბილი წიწაკა, ხმელი კამა, ალუბლის ფოთოლი, სიმინდის ქეჩეჩი. წიწაკას მოჭერით გაშავებული ყუნწები(ძირში არ მოაჭრათ, დაუტოვეთ ხელის მოსაკიდი). სადაც თესლებია იქ გამჭოლად შეჭერით დანით. თუ რამე სიშავე აქვს ისიც მოაჭერით და ფენა-ფენა ჩააწყეთ ჭურჭელში. წიწაკა. კამა, ალუბლის ფოთოლი და სიმინდის ქეჩეჩი. ბოლო ორი წიწაკას აყვითლებს. ცივ წყალში გახსენით მარილი(ცოტათი უნდა იკბინებოდეს, ანუ სიმლაშე იგრძნობოდეს) დაასხით წიწაკას, დააფარეთ მარლა და დაადეთ სიმძიმე. rtuli მასეთ პამიდორს თუ ჩააყოლებთ ფენა- ფენა სტაფილოს და ქონდრის ხმელ ღეროებს ზემოდან დაადებთ ძალიან მოუხდება. |
Posted by: Maykuna 18 Oct 2009, 12:29 |
რა მინდა გკითხოთ გავაკეთე ყვავილოვანი და მწვანე პომიდვრის მწნილები მშვენიერი ხრაშუნა ყვავილოვანია, პომიდორს ცოტა ალია. ჰოდა ყვავილოვანმა თეთრი აპკი მოიგდო რაღაც არ მომწონს, წყალი საკმაოდ აქვს და რამეს ხომ არ მირჩევდით |
Posted by: rtuli 18 Oct 2009, 12:43 | ||
Maykuna
ეს ჩვეულებრივი მოვლენაა,თუ გაღიზიანებს მოხადე ცოტა. |
Posted by: frontushka 18 Oct 2009, 15:41 | ||
rtuli
პლასტმასის ჭურჭელში შეიძლება მაგის გაკეთება? |
Posted by: rtuli 18 Oct 2009, 15:47 | ||
frontushka
კი მე 10 ლიტრიანი პლასტმასის ჭურჭელი მაქვს განიერ ყელიანი და მაგაში ვდებ მწნილს. აი დღეს ბადრიჯნის მწნილის ჯერია |
Posted by: frontushka 18 Oct 2009, 16:05 | ||
rtuli
კარგია? არ მიჭამია |
Posted by: rtuli 18 Oct 2009, 17:53 | ||||
frontushka
უმაგრესია მე ლინკს დაგიდებ,აქ ნაჩვენებია,ოღონდ მე ასე შუაზე არვჭრი ბადრიჯანს,მხოლოდ მუცელს უჭრი და მერე ვტენი ბოსტნეულს შიგნით და ნიახურის ტოტს ვახვევ გარშემო დავდებ მერე სურათსაც http://www.liveinternet.ru/community/1767220/post44176870/ * * * frontushka
აი ასე დავამზადე ბადრიჯნები და მარინადი დავასხი,მარინადსაც გემოვნებით ვამზადებ,ვადუღებ წყალს ვაყრი ცოტა საქარს+მარილს+ძმარს,ვაციებ და ვასხავ,ვდგავ გრილ ადგილას დასამწნილებლად http://www.radikal.ru ზეთ(კახური,ნამდვილი,სურნელოვანი!) მოსხმული+ხახვ მოჭრილი უგემრიელესია |
Posted by: anatoreli 19 Oct 2009, 18:20 |
macaco-fast65 გავაკეთე წიწაკა ზეთში,ხოშიანი გამოვიდა...დიდი მადლობა |
Posted by: domina333 19 Oct 2009, 19:16 |
ყვავილოვანის მჟავე........................... |
Posted by: macaco-fast65 20 Oct 2009, 01:21 |
domina333 ხრახნიან ბანკებში აკეთებ ხო?რალამაზად გამოიყურება შენი მწნილი. |
Posted by: Peppi 20 Oct 2009, 01:26 |
დღეს სოკოს ნარევის მჟავე გავაკეთე პ.ს. ჩემი პირველი პოსტია ამ თემაში. საერთოდ პირველად შემოვედი, მემგონი სულაც .. მეც მიკვირს |
Posted by: Peppi 20 Oct 2009, 01:38 | ||
rtuli
რა ლამაზია შეჭმა არც მოგინდება - დაგენანება . . მე ერთხელ გავსინჯე და რაღაც ის არ ვარგოდა ეტყობა - არ რბილდება? არადა, წესით გემრიელი უნდა იყვეს * * * პ.ს. აი, ესეც კიტრის "სწრაფი" მჟავე . . მარტივი რეცეპტია - 1. 1 ლიტრი წყალი, 1 სადილის კოვზი მარილი, 1 სადილის კოვზი შაქარი; შავი წიწაკა, ნიორი, ნიახური, კამა, სხვადასხვა ხილის ხის ფოთლები, ვაშლი, კომშI, მალინა და ა.შ. ძმარი - 1 ჩაის კოვზი. 2. კიტრი უნდა გაჩერდეს ცივ წყალში მინიმუმ 6 საათი, რომ შემდეგ მეზობლები დააფრთხოთ ჭამის დროს - ხმაურით, ანუ ხრატუნა რომ გამოვიდეს . . 3. მოადუღეთ მარინადი ჩამოთვლილი მასალით; 4. კიტრი ჩააწყვეთ ქილებშI , მწვანილიც ჩაუფინეთ და დაასხით ზემოდან მარინადი; 5. დადგით 2-3 დღით მზეზე და შემდეგ 1 დღე მაცივარში გააჩერეთ. 6. შემდეგ მიირთვით გემრიელად პ.ს.ს. თევზის მჟავეც აქ დავდო? |
Posted by: rtuli 20 Oct 2009, 11:25 | ||||||||
domina333
რა ლამაზად გამოიყურებიან macaco-fast65
მეც მწნილებისთვის ხრახნიან ბანკებს ვიყენებ,ძალიან კარგატ ინახება მწნილები. Peppi
აი ვიზუალურად რა ლამაზია გემრიელიც იქნება
დადე აბა ერთი ჩაუწვდე |
Posted by: miau 20 Oct 2009, 11:32 |
გუშინ აუაუმ სოკოს მარინადი გააკეთა. დანარჩენი გაყინა და ველოდებით წვიმას, რატა კიდევ ერთხელ მოვაგროვოთ ეს სანუკვარი პროდუქტი ზამთრისთვის * * * იქნებ სოკოს გაშრობაც მოვახერხოთ, ძალიან გემრიელია ეს ოხერი გამშრალი სოკო, განსაკუთრებით წვნიანებში |
Posted by: Peppi 20 Oct 2009, 11:58 | ||
rtuli
ხო იცი "თვალი ჭამს ჯერ" როგორ მინდა ეგ ბადრიჯნის მჟავე ვცადო - "წაგჭამე ტვინი" რაა . . აქ პატარა ბადრიჯნები არ არის და დაჭრილი ისევე გემრიელი იქნება?, რაის ფიქრობ . . |
Posted by: rtuli 20 Oct 2009, 12:44 | ||
Peppi
დაბალანშირება ჭირდება ბადრიჯნებს 5 წუთიანი. ის დიდები იქნება მანდ,შავები,ხორციანები, უთესლოები ტოლმის ვარიანტად რომ აქციო? ანუ ამოღრუტნო და ჩატენო გულსართი? მე ასე გავაკეთე: ჩავჭEრი,მდუღარეში 5 წუთით(მარილიანში) ვადუღე,დავწურე(წნეხი დავადე ცოტახნით) და გულსართით ამოვტენე(ნიორი,ოხრახუში,ცოტა კამა,მწარე წიწაკა,ნიახური შემოვახვიე(შენ დააჭერი გულსართს)).ხო დამავიწყდა კოწახურის მარცვლებიც ჩავყარე გულსართში . |
Posted by: hirondelle 20 Oct 2009, 13:03 | ||
miau
მაგისგან ბევრად უფრო გემრიელი სოკოს სუფი გამოდის |
Posted by: miau 20 Oct 2009, 14:00 | ||
rtuli
ანუ დათუთქვა, თუ მაინცადამაინც - ბლანშირება |
Posted by: domina333 20 Oct 2009, 14:59 | ||||
macaco-fast65
გმადლობ, ხრახნიანია კი....... rtuli
გმადლობ , ყვავილოვანი პირველად გავაკეთე და გემრიელი გამომივიდა......... ბროწეულის წვენი როგორ შევინახო? რეცეპტი ვერსად ვნახე............ |
Posted by: Peppi 20 Oct 2009, 18:26 | ||
rtuli
ჭკვიანურია მასე ვიზავ დღეს უკვე ვიყიდე რაღაცეები, ვითომ ბადრიჯნის და ყაბაყის მჟავე უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ნამცეცა ბრიუსელის კომბოსტოები და ბოლქ ძირხვენიანი ნიახური გაიჩითა და იმათკენ წამძლია სულმა იმედია ამ საღამოს მოვახერხებ ჩადებას |
Posted by: Maykuna 21 Oct 2009, 10:03 |
სიმინდის ფუჩეჩს იყენებენ მჟავეებში და მაინტერესებს რომელ მჟავეებში შეიძლება და რა დანიშნულება აქვს თუ გამოგიყენებიათ ვინმეს |
Posted by: kokogorgo 21 Oct 2009, 16:10 | ||
Maykuna
სიმინდის ფუჩეჩი, მე გამოვიყენე წიწაკის მწნილში და შედეგით კამაყოფილივარ. Mწნილი გამოვიდა ქარვასავით ყვითელი. გემოც მშვენიერი. |
Posted by: domina333 21 Oct 2009, 16:45 |
ბროწეულის წვენი როგორ შევინახო? რეცეპტი მინდა |
Posted by: tasikuna-taso 21 Oct 2009, 16:51 | ||
გამოწურე ბროწეული. თითო ლიტრ წვენზე დაამატე თითო აბი ასპირინი, ჩაასხი ბოთლებში და მჭიდროდ თავდაცობილი შეინახე გრილ ადგილას. |
Posted by: amadeus 21 Oct 2009, 16:57 | ||
tasikuna-taso
უებარია თავის ტკივილის დროს |
Posted by: domina333 22 Oct 2009, 13:13 | ||
tasikuna-taso
მოდუღება და სტერილიზაცია , საჭირო არ არის? |
Posted by: tasikuna-taso 22 Oct 2009, 15:49 |
[quote]მოდუღება და სტერილიზაცია , საჭირო არ არის? [/quote არ უნდა. ასპირინი ინახავს და არ ფუჭდება. გემოც არ ეცვლება |
Posted by: domina333 22 Oct 2009, 17:40 |
tasikuna-taso საინტერესოა.... გმადლობ........ |
Posted by: kozet 23 Oct 2009, 12:32 |
არასდროს გამიკეთებია ფეიხოას კომპოტი და ახლა ვაპირებ. გამოცდილო კულინარებო რამე განსაკუთრებული მითითება ან რჩევა თუ შეგიძლიათ მომცეთ, თუ ჩვეულებრივ დავასხა წყალი და მოვხარშო? |
Posted by: ninoma 23 Oct 2009, 16:10 |
kozet ჩვეულებრივად კეთდება ფეიხოას კამპოტი. ძალიან არომატული და გემრიელი გამოდის. |
Posted by: kozet 23 Oct 2009, 16:36 |
ninoma გავაკეთე, მაგრამ ცოტა ვინანე, რამე სხვა ხილიც უნდა შემერია ალბათ. რაღაცნაირი მძაფრი გემო აქვს, ბევრს რომ ვერ დალევს ისეთი, ანუ ცუდი კი არ არის, უბრალოდ არატრადიციული გემო აქვს |
Posted by: მონიკა 23 Oct 2009, 16:44 | ||
kozet
კანიანი თუა ცოტა უნდა ჩაყარო ან გაფრცქვნა (სასარგებლო მინერალები კი კანშია, ვიტამინებს კი მაინც არ შეინარჩუნებს). ყველა შემთხვევაში ფეიხოა ბევრი არ უნდა იყოს და მერე გაზავება დიდ შედეგს არ მოგცემს. |
Posted by: ninoma 23 Oct 2009, 17:05 |
როცა გახსნით, სხვა კომპოტს გადაურიეთ და არ ინანებთ. |
Posted by: hirondelle 23 Oct 2009, 20:39 |
გადასარევია ფეიხოას კომპოტი მართლაც, ოღონდ ცოტა ნაკლები შაქარი და მეტი წყალი თანაც ცივია მისწრება ჩემი საყვარელი კომპოტების სამეულში გადის მარწყვის და პაპაიას კომპოტებთან ერთად მიყვარს არომატული და არატკბილები მაინცდამაინც |
Posted by: macaco-fast65 24 Oct 2009, 10:33 |
kozet მე გათლილს ვაკეთებ და ისეთი გემრიელი გამოდის რომ რა ვიცი .არომატულია და სასარგებლო. შენი კომპოტი ჯერ ალბათ ახალი გაკეთებული რომაა იმიტომ მოგეჩვენა მძაფრი გემო,დააცადე გაუჯდეს შაქარი და წვენი თვითონ ნაყოფს და კარგი იქნება. |
Posted by: kozet 24 Oct 2009, 11:07 | ||
macaco-fast65
მეც გათლილი გავაკეთე. გემო კარგი აქვს, ცუდი კი არა, რომ სვამ გსიამოვნებს, მაგრამ როგორც კი ტუჩიდან მოვიშორებ და ბოლო ყლუპს ჩავყლაპავ პირში მრჩება რაღაც უცნაური გემო, დამწვარი შაქრის გემოს გავს თითქოს |
Posted by: tasikuna-taso 26 Oct 2009, 16:53 |
რაც შეიძლება დიდები და პუტკუნები შეარჩიეთ და არაჩვეულებრივი გამოვა |
Posted by: macaco-fast65 26 Oct 2009, 19:16 |
tasikuna-taso კი,მე მსხვი-მსხვიებს ვყიდულობ,გასათლელადაც ადვილია და კარგი გამოდის. |
Posted by: Peppi 26 Oct 2009, 23:58 |
ნიახურის ძირხვენისა და ბრიუსელის კომბოსტოს მწნილი ნიახურის ბოლქვი - 1 ცალი; წყალი - 600 მლ.ლ; ძმარი 9 %-ანი - 1 ჭიქა; მარილი - 1 სადილის კოვზი; შაქარი - 1 სადილის კოვზი; დაფნის ფოთოლი; შავი პიპლიპი - 15 კაკალი; ნიახურის ფოთლები; კამა - 1 კონა; ნიორი - 8 კბილი. მომზადება: 1. ნიახურის ბოლქვი გაასუფთავეთ, გარეცხეთ დაჭერით კუბებად. გარეცხეთ კომბოსტოები; 2. წყალში გააზავეთ მარილი და შაქარი, ჩაუშვით დაფნის ფოთოლი, შავი პილპილი, ნიახურისა და კამის ფოთლები, ნიორი; 3. დადგით ცეცხლზე და ადუღეთ დაახლოებით 10 წუთი, შემდეგ ჩაუშვით ნიახური და კომბოსტო და გააჩერეთ დაახლოებით 4-5 წუთი, ძალიან არ ჩარბილდეს; 4. გადმოდგით ცეცხლიდან და ჩაალაგეთ ქილებში. ჯერ ცოტა მწვანილი მოაფინეთ ქილის ფსკერზე და შემდეგ ჩაუშვით ბოსტნეული, ბოლოს ისევ მწვანილით გადაფარეთ; 5. დაასხით მდუღარე მარინადი, გააცივეთ და დადგით ნათელ ადგილას 2-3 დღე. შემდეგ შედგით 1 დღით მაცივარში, რომ საჭმელად ვარგისი და გემრიელი იყვეს; 5.1. თუ ზამთრისთვის აპირებთ შენახვას - მაშინ, მარინადის დასხმის შემდეგ ქილებს გაუკეთეთ სტერილიზაცია 95 გრადუსზე. ნახევარ ლიტრიან ქილებს 20 წუთით, ლიტრიანებს - 25 წუთით; 6. ამ რაოდენობის ბოსტნეული საკმარისია 1 ლიტრიანი ქილისთვის. |
Posted by: radiology 27 Oct 2009, 09:54 |
კომშის მურაბა როგორ გავაკეთო? |
Posted by: radiology 28 Oct 2009, 16:40 |
ამასობაში დალპა კომში გმადლობთ ოპერატიულობისთვის |
Posted by: nadin 28 Oct 2009, 17:30 | ||
radiology
კომში 1 კგ შაქარი 1 კგ წყალი2 ჭიქა კომში გარეცხე კარგად, გაფცქვენი და დაჭერი სასურველ ნაჭრებად. აადუღე წყალი და ჩაყარე შიგ კომშის ნაჭრები, დაახლოებით 3-5 წთ, ამოალაგე კომში თუშფალანგზე. კომშის ნახარში წყალი გადაწურე, რა რაოდენობაც დაგჭირდება ნახარში (2 ჭიქა ერთ კგ კომშზე) ჩაყარე საჭირო ოდენობის შაქარი და მოხარშე სიროფი. ცხელშივე ჩაყარე მომზადებული კომში და ნელ ცეცხლზე დადგი. მიიყვანე ადუღებამდე და გადმოდგი. გააჩერე სანამ არ გაცივდება. ასე გააკეთე ორჯერ, მერე კი მიიყვანე მზადყოფნამდე. შეგიძლია მოამზადო ჯემიც, ან მარტო კომში, ან ანტონოვკა და კომში, კარგია მსხალთან ერთადაც. |
Posted by: radiology 28 Oct 2009, 20:23 |
nadin მადლობა |
Posted by: rtuli 3 Nov 2009, 22:45 |
ლეჩო 4 კგ. ბულგარული წიწაკა(სხვადასხვა ფერის) დასუფთავებული და დაჭრილი 1 სმ.სისქის მოგრძო ზოლებათ. მარინადი: 2 ლიტრა ტომატის სოუსი(მე ტომატ პასტა შევიძინე და წყლის დამატების მიხედვით დავამსგავსე სოუსს). 200მლ.ზეთი 200 მლ.ძმარი 200 გრ. შაქარი 2 ს.კ.პაპრიკა ცხარე წიწაკა გემოვნებით და მარილიც გემოვნებით. წამოვადუღოთ ტომატის მასა და ჩავყაროთ ბულგარული წიწაკა,ვადუღოთ 10-15 წუთის განმავლობაში(თან ამოურიეთ). მოვამზადოთ გასტერილებული ქილები და ჩავასხატ ჯერ მხოლოდ წიწაკები და მერე ზემოდან შევავსოთ ტომატის წვენით.შევინახოთ გრილ ადგილას. ტომატის მასა არ არის ზალიან ბევრი ამიტომ ორად გავყავი და ისე ვხარშე,ჯერ ერთი ნაწილი და ქილებში ნახვრეტებიანი კოვზით ვალაგებდი ბულგარულებს და მერე თავზე ვამატებდი სოუს. დარჩენილ ტომატის სოუსში მეორე ნაწილი მოვხარშოთ. მე ზუსტად მეყო ტომატის სოუსი http://www.radikal.ru |
Posted by: amadeus 3 Nov 2009, 22:52 | ||
ერთი აზრი მომივიდა რაც შეიძლება ბევრი კონსერვები გააკეთეთ კულინარებო, მერე თითო ოროლა მომიკითხეთ, მე დეგუსტაციას მოვაწყობ და შედეგებს და აღფრთოვანებებს აქ დავწერ. როგორია ა? rtuli
ერთადერთი რაშიც მიყვარს ბურგალური ეს ლეჩოა. ჩემი მეგობრის დედა ამზადებს ძალიან კარგს. ნუ არც დედაჩემი აკეთებს ცუდს, მაგრამ იმის გაკეთებული პირველად გავსინჯე და მის მერე სულ ლეჩო მიდგას თვალწინ. ასე რომ თქვენ მაგ სურათით მომკალით მადამ |
Posted by: rtuli 3 Nov 2009, 22:59 | ||||
amadeus
|
Posted by: buttercup 4 Nov 2009, 16:47 |
rtuli ლეჩოს სტაფილო არ უნდა? მახსოვს ბებიაჩემი აკეთებდა რაღაც მსგავსს, ოღონდ სტაფილოს დამატებით. უბრალოდ "ლეჩო" თუ ერქვა არ ვიცოდი |
Posted by: rtuli 4 Nov 2009, 19:52 | ||
buttercup
ორიგინალს არუნდა,თორე შეგიძლია დაამატო. მე დღეს კიდე შევიძინე ბულგარული და უნდა დამატებით მოვამზადო. ბავშვები ,,ვითომ,, არმიირთმევდნენ ბულგარულს მაგრამ,დღეს მეორე ქილა გახსნეს |
Posted by: miau 4 Nov 2009, 20:38 | ||
rtuli
დაანებე შენ ბავშვებს თავი, თავად ამბობენ - ჯერ გააკეთებს და მერე - რატომ სუქდებითო? |
Posted by: catherina_10 6 Nov 2009, 17:56 |
ვაშლის აჯიკა 2 კგ. პამიდორი 1 კგ. ვაშლი 1 კგ, სტაფილო. 1 კგ. ხახვი. 300 გრ. ნიორი 400 გრ ზეთი და მარილი გემოვნებით ინგრედიენტებს გავატარებთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავამატებთ ზეთს და მარილს, დავდგავთ ცეცხლზე, 35 წუთი უნდა იდუღოს და ჩავასხავთ ქილებში და სტერილიზაციას გავუკეთებთ და მოვხუფავთ პ.ს. ჩვენ ცხელცხელი ჩავასხით წინასწარ გასტერილებულ ქილებში და ისე მოვხუფეთ, მგონი არ უნდა აფეთქდეს. ვაშლი არ უნდა იყოს ძალიან ტკბილი |
Posted by: tasikuna-taso 6 Nov 2009, 19:27 | ||||
რაოოოო? დედაჩემმა არ წაიკითხოს თორე გააკეთებს. * * *
ეს რა არის? |
Posted by: xanka 9 Nov 2009, 11:48 |
http://www.radikal.ruთქვენი რეცეპტით გავაკეთე. |
Posted by: rtuli 9 Nov 2009, 19:18 | ||
tasikuna-taso
წითელი წიწაკის სახეობაა,ოღონდ ტკბილია |
Posted by: Johnnie Walker 9 Nov 2009, 21:09 | ||
ვინმემ ხომ არ იცით, როგორ კეთდება ასეტრინის მარინადი? ჩემი დიდი ბები აკეთებდა, ნინა.... ფანტასტიკურად გემრიელი რამ იყო, მაგრამ გემოსა და ვიზუალური შთაბეჭდილების გარდა, არაფერი მახსოვს ბაქოელი ძმაკაც მყავს, ამ ზამთარს ჩემტან ჩამოდის 1 კვირით და საჩუქრედ რა ჩამოგიტანო, შენ თვითონ მითხარი, ასე მირჩევნიაო. ხოდა ალბათ ვეტყვი, რომ ასეტრინა ჩამოიტანოს, მაგრამ მისი ხელგაშლილობა რომ ვიცი, აიღებს და ერთ მთლიან ასეტინას ჩამომიტანს ხოდა ნაწილი მინდა დავამარინადო აბა, ფორუმელო ტკბილო ბიცოლებო, რას მომიჯადოქრებთ ამ თემაზე? თან მინდა თქვენი, შინაური, თორემ გატოვიმ.რუ-ზე მეც ადვილად გავდივარ * * * rtuli
აუ, როგორ მიყვარს და დიდი მადლობა მე მაგის მჩალიჩებელი არა ვარ, მაგრამ ვეტყვი ჩემს მონაპოვარს |
Posted by: miau 9 Nov 2009, 22:11 | ||
Johnnie Walker
არ ვიცი რა არის და როგორია ეგ მარინადი, მაგრამ ერთი არც თუ სასიამოვნო ამბის შესახებ, მაგრამ ამასთან ძალიან სასაცილო ამბავი მახსენდება: პაპაჩემის ქელეხის შემდეგ დიდი რაოდენობით დაგვრჩა ყველაფერი, ყოველ კვირას დიდი სუფრა იყო გაშლილი სახლში (თითო-ოროლა სტუმარი ისედაც ყოველდღე დადის ) და ასე ქეიფ-ქეიფით მივედით ორმოცამდე (პაპა ძალიან მხიარული კაცი იყო და დაებედა აშკარად )... ბებიამ მოხარშული ასეტრინა ჩადო მარინადში, რატა არ გაფუჭებულიყო და ორმოცამდე მივირთმევდით. გემრიელი იყო ძალიან, თუ გაინტერესებს, აუაუს ვეტყვი და დაწერს |
Posted by: Johnnie Walker 10 Nov 2009, 00:02 | ||||
miau
ხო, ძალიან მაინტერესებს იმიტომ, რომ რაღაც ეგრე გამიგონია, რომ ეგ ნაღდი ასერტინა უნდა იყოს, წესით, რგოლებიანი. თან პრინციპში მახსოვს, რომ მოხარშული სტაფილო ფიგურირებს იქ და ძმარი, ცხადია, დუშისტი პერიცაც, მაგრამ რა სახით - აზრზე არა ვარ იმიტომ, რომ ბუნდოვნად, ეგეც მახსოვს: ჩემი დიდი პაპას ქელეხში (ძალიან პარატა ვიყავი, სადღაც 7-8 წლისა, - აი საიდან ჩემი კულინარული ინტერესები! ) "მარინოვანი ასეტრინა" თითქოს უკვე ქილებიდან ამოიღეს-სავით, სადაც მანამდე შენახული იყო. ხოდა ეგ ჩამარინადების და შენახვის მომენტი მაინტერესებს |
Posted by: TAMTAD 13 Nov 2009, 15:48 |
გამარჯობა. ხომ ვერ მეტყოდით როგორ მოვამზადო ხურმის და კარალიოკის ჩირი? ძალიან ბევრი მაჩუქეს, მეც დავარიგე, მაგრამ იმდენი დარჩა, ამის მომრევი არაა ჩემი ოჯახი და გასაფუჭებლად ნამდვილად მენანება. და კიდევ ერთი კითხვა, ბროწეულის წვენის შესანახად რომელი ასპირინია საჭირო? |
Posted by: annak 13 Nov 2009, 16:02 | ||
TAMTAD
უნდა გათალოთ( კანი მოაცალოთ) შემდეგ ყუნწებით თოკზე აასხათ და აივანზე გაფინოთ. შეგიძლიათ ზემოდან მარლაც გაადააფაროთ. |
Posted by: rtuli 13 Nov 2009, 16:09 | ||
TAMTAD
ჩვეულებრივი აცეტილსალიცილის მჟავა |
Posted by: TAMTAD 15 Nov 2009, 01:13 |
მადლობ დახმარებისთვის და ყურადღებისთვის.. უკვე შევუდექი საქმეს იმედია გამომივა... |
Posted by: irinol-ka 15 Nov 2009, 10:36 |
მოკლედ გავაკეთე "ლეჩო" rtuli-ს რეცეპტით და ისეთი გამოვიდა ვინც გასინჯა სასწრაფოდ ჩაიწერა რეცეპტი და იმავე ტემპით გააკეთაhttp://smajliki.ru/smilie-542895207.html უგემრილესი გამოვიდა მარტო ბულგარულითაც და სტაფილოსთან ერთადაცhttp://smajliki.ru/smilie-168719559.html დიდი მადლობა rtuli-ს და forum.ge-ს |
Posted by: rtuli 15 Nov 2009, 12:46 | ||
irinol-ka
სასიამოვნოა რომ მოგეწონათ ჩემი შვილები არწამდნენ ბულგარულს ფაკტიურად,მაგრამ ლეჩოს მშვენივრად მიირთმევენ,ძალიან მოეწონათ. ისე, პიცას მინდა დავადო ერთხელ ეგ ბულგარულები,მგონი მოუხდება. |
Posted by: Varvara 15 Nov 2009, 22:05 |
rtuli ლეჩო სტერილიზაცის გარეშე არ გამოვა? ზემოდან ზეთი რომ მოასხა მაგალითად. |
Posted by: rtuli 15 Nov 2009, 22:12 | ||
Varvara
რათუნდა სტერილიზაცია.მხოლოდ ადუღებული ლეჩო(ქაფქაფა)სტერილურ ბანკებში ჩაასხი და ეგ არის. ტომატის სითხე არც ისე ბევრი აქვს ამიტომ,ჯერ ბულგარულებით ვტენით(მე ნახვრეტიანი კოვზი მაქვს,რაც გაუვა სიტხე საკმარისია )მერე ტომატის საწებლით შეავსებ ზემოდან და მოხუფავ. |
Posted by: Varvara 16 Nov 2009, 00:44 |
rtuli ეტყობა კარგად არ წავიკითხე რეცეპტი. გმადლობთ |
Posted by: annak 16 Nov 2009, 11:33 | ||
TAMTAD
იმედია სწორად აგიხსენი აი სპეციალურად შენთვის გადავუღე აივანზე ჩვენს ხურმას http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: Maykuna 22 Nov 2009, 10:54 | ||
და რამდენი დრო ჭირდება სასურველ შედეგამდე მიყვანას? |
Posted by: elene 775 24 Nov 2009, 23:45 |
ნიგვზიანი მწვანე პომიდორი როგორ გავაკეთო ქალბატონებო ? |
Posted by: rtuli 25 Nov 2009, 22:37 |
დღეს ჩავდე კომბოსტოს მწნილი და ერთ კვირაში მზად იქნება ვაშლები მქონდა წვრილები და დავამატე,ძალიან უხდება . http://www.radikal.ru |
Posted by: mzi 26 Nov 2009, 10:40 | ||
რა ლამაზად გამოიყურება ყველა ალბათ თავისებურად აკეთებს, მაგრამ თქვენი ყველაფერი მაინტერესებს |
Posted by: annak 27 Nov 2009, 13:05 | ||||
Maykuna
ამინდზეა დამოკიდებული, თუ თბილა დაახ. 1 კვირა ან ცოტა მეტი ჭირდება. ეხლა უკვე ისეთი სიცივეებია მგონი აღარ ღირს გაკეთება. rtuli
პირველად გავიგე ძალიან მიყვარს კომბოსტოს მწნილში ჩადებული ჭარხლის გემო. |
Posted by: kardinali 1 Dec 2009, 20:30 |
თქვენ რა მითხარით თუ იცით, სელიოტკის შენახვა თუ შეიძლება ხახვით შეკაზმული |
Posted by: აჯიკა 16 Dec 2009, 20:05 |
მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში დიდი საყვედრი მაქვს ყოველ თქვენგანთან, იმიტომ რომ ამ განყოფილებაში რომ შემოვდივარ ისეთ გემრიელ რამე რუმეებს ვკითხულობ რომ გონებას ვკარგავ ხოლმე და გათიშულს რომ მპოულობენ სასწრაფოს უძახებენ. მაგრამ გპატიობთ (ძალიან მიმტევებელი ვარ) ახლა რა მაინტერესებს: როგორ მზადდება კომბოსტოს მწნილი? აი ის, სტაფილო და კომბოსტო რომ არის ხოლმე ორივე დაჭრილი და დამწნილებული? რამდენი ხანი ჭირდება მომზადებას? და მეორე რომაა წითელი კომბოსტო ის როგორღა უნდა მოვამზადო? |
Posted by: marilis 16 Dec 2009, 20:22 |
კომბოსტო უნდა დაჭრა, ოდნავ დაბეგვო, მოაყარო მარილი, გახეხილი სტაფილო და პილპილი. წითელი თუ გინდა, ჭარხალს დაამატებ და ეგაა. დრო უნდა ოღონდ დამწნილებას, რამდენი, არ მახსოვს კიდევ, წყალი არ დაასხა, საზარელი გემო რომ აქვს ხოლმე მწნილებს, იმისი ბრალია, რომ წყალს ასხამენ, თავისივე წვენს გამოუშვებს რა დრო დამიდგა, რეცეპტებს ვიძლევი! |
Posted by: ninoma 17 Dec 2009, 00:15 | ||
აჯიკა
კომბოსტო დაჭერი წვრილად. სტაფილო გახეხე, დააყარე მარილი და ნაზად ასრისე. მინის ან ემალის ჭურჭელში ჩატენე და ფენა-ფენა ჩააყოლე დაფნის ფოთოლი და პილპილის მარცვლები. კარგად დატკეპნე, რომ თავისივე წვენი მოადგეს. პროპორცია უნდა აიღო კომბოსტოს ზომის მიხედვით. საშუალო ზომის კომბოსტოს 2-3 სტაფილო. წითელი კომბოსტოს მწნილი კომბოსტო დაჭერი 4 ან 6 ნაწილად. გააჩნია რა ზომისაა კომბოსტო. ჩაალაგე ჭურჭელში ასეთი მიმდევრობით. პირველი ფენა კომბოსტო მეორე ფენა, თხლად დაჭრილი ჭარხალი მესამე-დაჭრილი ნიორი მეოთხე ორად გადაჭრილი ნიახური, შემდეგ მოაფრქვიე ცოტა შაქრის ფხვნილი.ასე გაიმეორე ბოლომდე. აადუღე წყალი,ჩაყარე დაფნის ფოთოლი, წიწაკა, მარილი, ხმელი კამა(ეს თუ გინდა ფენა-ფენა ჩაამატე).მარილწყალი უნდა იყოს ცოტათი მლაშე მდუღარე დაასხი ფენებად ჩაწყობილ კომბოსტოს. ზემოდან დაადე სიმძიმე ისე,რომ წყალმა კარგად დაფაროს და შეფუთე ერთი დღე და ღამე |
Posted by: აჯიკა 17 Dec 2009, 02:31 |
marilis ninoma და რამდენი ხანი უნდა დამწნილებას? რა ტემპერატრაში უდნა მქონდეს? |
Posted by: ninoma 17 Dec 2009, 02:54 |
დაჭრილი სამი დღე გქონდეს ოთახის ტემპერატურაზე. როგორც კი შემჟავდება სიგრილეში დადგი. მე მაცივარში ვდგამ. კარგი იქნება, თუ ხის ჩხირით ჩაჩხვლიტავ. წითელიც ოთახის ტემპერატურაზე და როგორც კი შემჟავდება, ეგეც სიგრილეში. ამას ცოტა მეტი დრო უნდა დასამჟავებლად. სიგრილეში იმიტომ, რომ არ გადამჟავდეს. |
Posted by: rockataka 4 Jan 2010, 20:45 |
ფეიხოს კომპოტი როგორ კეთდება? და როგორ და რა პირობებში უნდა შევინახო? |
Posted by: rockataka 5 Jan 2010, 11:50 |
არავინ იცით? -------------------------------- |
Posted by: Maykuna 5 Jan 2010, 13:46 | ||
წინა გვერდებზე დევს |
Posted by: Marie Menard 24 Jan 2010, 23:54 |
ხომ არ იცით, როგორ მზადდება გარგრის ჩირი? ზაფხულში ვცადე და ერთიანად ჩაშავდა, თითქმის ბოლომდე ”დაიწვა”. სოფელში მზის გულზე დავაწყე დათლილი, კურკაგამოცლილი ნაყოფი, რამდენიმე დღეში კი ეს შედეგი მივიღე. * * * ისე, ქიშმიშის დამზადების წესიც მაინტერესებს (სახლის პირობებში). |
Posted by: macaco-fast65 25 Jan 2010, 19:56 |
rockataka ფეიხო გათალე ,ჩაყარე ბანკებში,დააყარე შაქარი,დაასხი წყალი და გაასტერილე.შენახვას არაფერი განსხვავებული და განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება,.ჩვეულებრივ დადე სადაც სხვა კომპოტებს ინახავ. |
Posted by: likaberaia 27 Jan 2010, 11:13 |
ფეიხო დარეცხეთ და მოაჭერით ბოლოები.3 ლ ქილაში ჩაყრეთ ქილის მესამედი ფეიხო,დაასხით სავსე მდუღარე წყალი,დაახურეთ ხუფი(არ მოხუფოთ),დააფარეთ ზემოდან პირსახოცი(ან რაც გინდათ)და ასე გააცივეთ.შემდეგ გადმოუწურეთ წყალი,დაამატეთ2–3 ჩ/ჭ შაქარი(გემოვნების მიხედვით)და წამოადუღეთ,ცხლადვე დაასხით ფეიხოს და მოხუფეთ.გადმოაბრუნეთ თავდაღმა,შეფუთეთ და გაცივების შემდეგ სადაც გსურთ იქ შეინახეთ,ძვრა არ ექნება.ფეიხოც ცოცხალივით ხრაჭუნა რჩება. პ.ს.საერთოდ ფეიხო თერმული დამუშავებისას კარგავს იოდს,მაგრამ ამ მეთოდით გაკეთებულს ც ვიტამინს შეუნარჩუნებთ.ისე,ცოცხალი რომ გააკეთოთ,გატარებული,და მერე წყალთან ერთად ბლენდერში გათქვიფოთ,არაჩვეულებრივი გამაგრილებელი სასმისი გამოდის,ზაფხულში უკეთესს რას დალევთ(სტუმრებს ცოტა არაყს და ყინულსაც ვუმატებ,კოქტეილი რა... ) |
Posted by: Letakhizi 13 Feb 2010, 02:55 |
როგორ კეთდება ან სად შეიძლება ყიდვა? |
Posted by: auau 13 Feb 2010, 21:07 | ||
Letakhizi
უნდა მოხარშო |
Posted by: August 13 Feb 2010, 21:25 | ||
Letakhizi
ჯერ ადრეა, რადგან ფიჭვის მწვანე გირჩა ივნისის დასწყისში იკრიფება ( მაშინ არის დამტვერვის პერიოდი და ამითაც არის სასარგებლო). დაიჩხვლიტება და 1:2 შაქარი დაეყრება, წყალი 1 კგ გირჩაზე 1ჩ/ჭიქა. |
Posted by: fiamifero 13 Feb 2010, 23:52 |
რამე სამკურნალო დანიშნულება აქვს თუ რა გაჭირვებაა გირჩები რომ არ ვჭამოთ? |
Posted by: Utopian 13 Feb 2010, 23:56 | ||
მე მაპატიეთ |
Posted by: sexi-bicola 14 Feb 2010, 00:44 |
გირჩ იჭმევაააა ვაიიიიი ხალხნოოო როგორი გემოავს გედვირიე |
Posted by: პერწკლი 14 Feb 2010, 00:51 | ||
|
Posted by: მამაო ენუქი 14 Feb 2010, 00:53 |
ციყვებსაც აღარ დაუტოვოთ საჭმელი ისე გემრიელი რაღაცაა მე მიჭამია. |
Posted by: rockataka 14 Feb 2010, 00:58 |
გირჩის სემიჩკები, დელეკატესია სალათში მაგრამ, ნედლი როგორ უნდა ჭამო?! |
Posted by: kriketi-1985 14 Feb 2010, 01:00 |
უნდა გავსინჯო, მაინტერესებს, თან თუ სასარგებლოა - მით უფრო, ჩემი სოფლის სახლის უკან მთელი ,,პლანტაციაა'' ფიჭვის ხეების |
Posted by: шапокляк 14 Feb 2010, 01:08 |
ყუნწის მხრიდან თუ ამოჭრით პაწია ორმოს და თხილს ჩადებთ შიგ, ძალიან უხდება. ნიგოზიც შეიძლება. |
Posted by: shumeri 14 Feb 2010, 02:16 |
sexi-bicola ძალიან გემრიელია მერწმუნე... წელს პირველად გავსინჯე კეჩხობში და მომეწონა...... ბოლოსკენ რაღაც წიწვოვან არომატს ტოვებს.... კარგია ბრონქებისთვის ძალიან. |
Posted by: sexi-bicola 14 Feb 2010, 02:39 |
shumeri გამიჩნდა სურვილი რომ ვცადო მურაბა არასდროს გამიკეთებია მაგრამ ეს უნდა ვცადო шапокляк ეგ მურაბის დროს ჩავაგდოთ rockataka სალათაში როგორ გმაოიყენება? |
Posted by: Mescaline 14 Feb 2010, 02:52 |
sexi-bicola ციყვის ხორცისგან უნდა გააკეთო სალათი, შებოლილს თუ იშოვი უფრო მაგარია, პოპულში იყიდება თუ არ ვცდები |
Posted by: rockataka 14 Feb 2010, 02:56 | ||
sexi-bicola
ჩვეულებრივად. მზა სალათს მოაყრი ამ სემიჩკებს. ასევე მისგან ამზადებენ ზეთს, რომელიც ძალიან სასარგებლოა და გამოიყენება სამკურნალოდაც. http://www.radikal.ru აი ასეთი მარცვლებია გირჩში http://www.radikal.ru ესეც, უკვე გარჩეული http://www.radikal.ru |
Posted by: rtuli 14 Feb 2010, 11:37 | ||
rockataka
ნამდვილად. ეს არის კედერის კაკალი,რომელიც კედერის ხე ისხავს,ანუ გირჩებს და შიგნით კაკლებია. ჩვენთან საქართველოში არ არის,ციმბირშია. |
Posted by: miau 14 Feb 2010, 11:40 | ||||
rtuli
მაგ გირჩებს (ნედლი სახით) დავეძებთ მე და მანო, მაგრამ არ იშოვება და ალბათ არც უნდა გვქონდეს იმედი. ოსტეოხონდროზის უებარი წამალია! * * * shumeri
თვითონ დაკრიფეს? |
Posted by: Letakhizi 14 Feb 2010, 15:02 | ||||
სად იკრიფება ხოლმე ხომ არ იცი, ან რომელ რეგიონშია ყველაზე კარგი? ივნისამდე ოთხი თვეა კიდე და სადმე რომ იყიდებოდეს ხომ არ იცი? ერთი კვირის წინ პირველად გავიგე გირჩის მურაბის არსებობა, მაგრად მაინტერესებს როგორია |
Posted by: shumeri 14 Feb 2010, 15:07 | ||
miau
კი, ადგილობრივები თავად კრეფენ და აკეთებენ... ბიზნესი აქვთ მაგის. |
Posted by: kokogorgo 14 Feb 2010, 15:30 | ||
გირჩის მურაბა ,პირველად მესმის. რაც შეეხება მაის -ივნისში მოკრებილ გირჩას, მზადდება წვენი[ შაქრით, ფაქტიურად სეროფი] ბრონქიტის წამალია. |
Posted by: n_j 14 Feb 2010, 22:16 |
იყიდება აბასთუმანში, სურამსა და ბორჯომში, მანდეთ თუ ვინმე გყავს გაიკითხონ და ზუსტად ვიცი რომ აკეთებენ ხოლმე, ოღონდ ეხლა არა მგონია ქონდეთ |
Posted by: violet 15 Feb 2010, 00:58 | ||
....................................... .................... |
Posted by: Varvara 15 Feb 2010, 02:13 |
ძალიან მანტერესებს, ნეტავი ფოტო არ იქნება სადმე? |
Posted by: August 15 Feb 2010, 15:50 |
Letakhizi მე მხოლოდ იმდენი ვიცი, რომ 1947 წელს გერმანელების ტყვეობა და მერე მაგადანში რუსული "ლაგერ" გამოვლილი მამაჩემი უმძიმესი ფორმის ჭლექით იყო დაავადებული ... ერთ-ერთ სამკურნალო საშუალებად მაგასაც სვამდა ... მახსოვს დედა უშველებელი კათხით ცხელ რძეს ასმევდა შიგ ჩაგდებული თხის ქონით. მაქვს კიდევ ბაბუაჩემის ხელით ჩაწერილი "ფილტვების სისუსტის წამალი"... ეგ "რეცეპტიც" იმ ჩანაწერებიდანაა მამა 1989 წელს გარდაიცვალა არა ფილტვებით ... ის კი არა ბოლო 30 წელი სიგარეტსაც ინტენსიურად ეწეოდა |
Posted by: iSofia 15 Feb 2010, 17:22 | ||
ბაკურიანში იყიდება დახლებზე აქვთ ჩამომწკრივებული, წელს გავსინჯე პირველად და ძალიან მომეწონა |
Posted by: August 15 Feb 2010, 17:44 | ||
fiamifero
ეგრე რა გაჭირვებაა ღორებს არ შევეცილოთ საზამთროს ქერქის ჭამაში? ან იქნებ "სამოთხის ვაშლი" გგონია მურაბის გარეშე საჭმელად ვარგისი |
Posted by: amadeus 15 Feb 2010, 17:46 |
რაჭული გირჩი გადის საზღვარგარეთ ტონობით. |
Posted by: salomea_j 15 Feb 2010, 17:56 |
არ მგონია უბრალო გირჩი იყოს, უკრაინაში მეც გამისინჯევს გირჩი, თხილივით აქვს შიგნით და "კედრი" ქვია. ძალიან სასარგებლოა. |
Posted by: amadeus 15 Feb 2010, 18:04 |
salomea_j სწორედ კედრია რაჭულ გირჩზე რომაა მოთხოვნა. გამოიყენება პარფუმერიაში |
Posted by: August 15 Feb 2010, 18:14 | ||
ფიჭვის პროდუქტებს იყენებენ უშუალოდ თერაპიაში, ამზადებენ პრეპარატებს, საცხებს, აბაზანებს. იყენებს ჰომეოპათია და ტექნიკა.წიწვებიდან მიღებული ეთერზეთი შედის მრავალი პრეპარატისა და აბაზანების შემადგენლობაში. იყენებს პარფიუმერია. ფიჭვის კვირტებს იყენებენ სადეზინფექციოდ, როგორც დიურეზულ და ხველების საწინააღმდეგო და კონკრემენტების დამშლელი საშუალებას. ეთეროვან ზეთს და სკიპიდარს იყენებენ ზედა სასუნთქი გზების პათოლოგიებისას საინჰალაციოდ. შედის რევმატიზმის, მიოზიტის, იშიასის, ნევრალგიის საწინააღმდეგო გარეგან საშუალებებში. http://ecopharm.sangu.ge/teqn/MEDPL/kavkasiuri_fiWvi.htm ხალხურ მედიცინაში იყენებენ აგრეთვე ფიჭვის კვირტების სპირტიან ნაყენს ფილტვების ტუბერკულოზის დროს, მაგრამ მისი სპეციფიკურობის გამო იხმარება მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში ტუბერკულოზის კომპლექსური მკურნალობის დროს. ჰიპოკრატეს დროიდან დაწყებული დღემდე, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იყენებენ ფიჭვის წიწვების წყლიან ექსტრაქტებსა და ფიჭვის ფისებისაგან დამზადებულ სკიპიდარს ბრონქებისა და ფილტვების დაავადების დროს. ხალხურ მედიცინაში ზემოთ აღწერილი წესით მომზადებული ნახარშების გარდა, ბრონქიტებისა, ანგინის, რევმატიზმის, გაცივების, იშიასის სამკურნალოდ შემდეგნაირად მომზადებულ ნაკრებს იყენებენ: 100 გრ ფიჭვის კვირტებს დაასხით 2,5 ლ წყალი, ხარშეთ მანამ, სანამ არ დადგება 0,5 ლ, ცხელი ნახარში გადაწურეთ და დაუმატეთ 250 გრ კრისტალური შაქარი, ხოლო გაცივების შემდეგ 250 გრ თაფლი. ბულგარელები მასში უმატებენ აგრეთვე 10 გრ დარიჩინს, 5 გრ მიხაკს და 1 მუსკატის კაკალს, სვამენ ყავის ფინჯნით – 3-ჯერ დღეში ჭამის წინ. http://www.mkurnali.ge/index.php?option=com_encyclopedia&task=search&term=%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%AD%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1&Itemid=351 amadeus
კედარი სხვაა და ფიჭვი სხვა ... თუმცა კედარიც ფიჭვისებრთა ოჯახიდანაა |
Posted by: eliso_elo 15 Feb 2010, 18:29 |
ხალხნო ჯონჯოლი ჩამომიტანეს რაჩიდან და რითი შევკმაზო მასწავლეეეეეეეეეეეეეთ......... |
Posted by: gabarzgaleba 15 Feb 2010, 23:22 | ||
eliso_elo
კახური ზეთი და წითელი ხახვი ალყა-ალყა |
Posted by: მამაო ენუქი 15 Feb 2010, 23:24 |
კეჟერა ფხალს როგორ აწნილებენ თუ იცით ? |
Posted by: marilis 15 Feb 2010, 23:25 | ||
ეხლა გული წამივა! ძაალიან მომინდაა! |
Posted by: UK_addicted 16 Feb 2010, 00:45 |
ხალხო მანდარინის მურაბა როგორ გავაკეთო? დიდი მადლობა წინასწარ! |
Posted by: WOMAN IN LOVE 16 Feb 2010, 00:59 |
UK_addicted იღებ 1 კგ. მანდარინს, გარეცხავ, გაამშრალებ, დაჩხვლეტ ჩანგლით გარშემო და ჩაყრი მდუღარეში ცოტა ხნით, რომ ცოტა მოითუთქოს და სიმწარე გამოუვიდეს. მერე ამოიღებ და საწურზე გააჩერებ. ამასობაში მოადუღე 1 კგ. შაქარს+1 ჭ. წყალი - სიროფი, ჩაყარე შიგ ეს მანდარინები და გააჩერე დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთით. მერე გამორთე, აცადე შეგრილება. ასე მოიქეცი კიდევ 2-3-ჯერ, წვენი უნდა შესქელდეს, მიხვდები მოკლედ. სულ ბოლოს ჩააწურე 1 ლიმნის წვენი და გაციებული ჩაასხი ქილებში |
Posted by: fiamifero 18 Feb 2010, 14:01 | ||
August
აი საზამთროზეც სულ მიკვირს ხოლმე... მაგრამ მაგ კითხვაში მთავარი აქცენტი გაჭირვებაზე კი არ გამიკეთებია, ის უფრო მაინტერესებდა სამკურნალო დანიშნულება ჰქონდა თუ არა : ) და ეტყობა სწორადაც მაინტერესებდა, იმიტომ რომ ვიღაცამ დაწერა ბრონქებისთვის არის კარგიო წავედი, უნდა ვიშოვო გირჩის მურაბა |
Posted by: tasikuna-taso 18 Feb 2010, 14:27 | ||
რა გიკვირთ? საოცრებაა საზამთროს მურაბა. უგემრიელესია. |
Posted by: UK_addicted 19 Feb 2010, 01:15 |
WOMAN IN LOVE დიდი მადლობა |
Posted by: natN 24 Feb 2010, 00:49 | ||
რა მაინტერესებს იცით, მაგდონალდსში რომა ნაყინზე მოსხმული ეგ კონფიტიურია? |
Posted by: tavadze 24 Feb 2010, 01:47 | ||||||
eliso_elo
შეგიძლია ნიგვზითაც გააკეთო ჩვეულებრივი ფხალის ინგრედიენტებით. მამაო ენუქი
როგორც სხვა რამეებს, არაფერი განსაკუთრებული. ისე, აჭარლები მაგას პატარა ქვევრებში ამწნილებენ და მერე ნიგვზით აკეთებენ ფხალად. WOMAN IN LOVE
კანიანად თუ კანგაცლილს? |
Posted by: WOMAN IN LOVE 24 Feb 2010, 02:33 | ||
tavadze
|
Posted by: rtuli 24 Feb 2010, 14:32 | ||
natN
ეს უკეთესია |
Posted by: auau 25 Feb 2010, 00:11 |
ჩვენი allegro-ს და xashlama-ს მეთოდით ჩავდე კომბოსტო და არაჩვეულებრივი გამოვიდა. თან განსაკუთრებული რეცეპტურაც არ ჭირდება და რაც მთავარია, ძალიან მალე კეთდება ვჭრით კომბოსტოს თხელ ზოლებად, ვაყრით ცოტა მარილს, ამოვურევთ და დავტოვებთ ერთი ღამე. მეორე დღეს ვწურავთ კომბოსტოს, ვხეხავთ სტაფილოსა და ჭარხალს, ვჭრით ნიახურს, ვამატებთ გაწურულ კომბოსტოს და კარგად ვტენით ქილაში. ვასხავთ თავისივე წვენს, მაგრამ ის არ ეყოფა, ამოტომ ანადუღარ წყალში ვხსნით მარილს და შაქარს - 1 ლიტრზე 1სუფრის კოვზი მარილი და 1ჩაის კოვზი შაქარი, 1 სუფრის კოვზი ძმარი და ვამატებთ ბოსტნეულს, რომელსაც აუცილებლად რაიმე უნდა დაედოს მძიმე. დადგით თბილ ადგილას და 3-4 დღეში მზად იქნება. |
Posted by: ninavia 2 Mar 2010, 18:24 |
მე უფრო ადვილად გასაკეთებელ რეცეპტს დაგიწერთ კომბოსტო დავჭრათ, დაუმატოთ გახეხილი სტაფილო , მარილი გემოვნებით, დაფნის ფოთოლი,. შავი წიწაკა და ხელით აურიოთ შემდეგ. ქილაში ჩავტენოთ კარგად ,დავდოთ ჯამზე რადგან იმდენ წვენს გამოიტანს გადმოვა . რამდენიმე დღეში მზადაა საჭმელად. |
Posted by: Baltimore 2 Mar 2010, 23:36 | ||
დადგა, მამაო ენუქი, მარხვისა და ფხალის დრო? |
Posted by: მამაო ენუქი 3 Mar 2010, 00:20 | ||
Baltimore
გასნვედ, ჩემგან მაცდურო |
Posted by: ninavia 4 Mar 2010, 12:30 |
მამაო ენუქი კეჟერა ფხალს გაასუფთავებ და მოწალავ, ანუ მოხარშავ ძალიან არა, ჩადებ ქვაბში და ჩაუმატებ ნიახურს, კამას ,ნიორს დაფნას წიწაკას და დაასხავ მარილ წყალს და დამწნილდება .ისე სადღაა კეჟერა, იმერეთი დაცლილია ხალხისგან? |
Posted by: მამაო ენუქი 4 Mar 2010, 13:21 |
ninavia დიდი მადლობა და რის ჭურჭელში ჯობია დავაწნილო ? |
Posted by: ninavia 4 Mar 2010, 13:50 |
მამაო ენუქი შეგიძლია ემალის ან თიხის ჭურჭელში. ისე კი ადრე ბებიაჩემი ქვევრში დებდა და ძალიან გემრიელი იყო |
Posted by: tasikuna-taso 4 Mar 2010, 13:58 | ||
რას ამბობ, აქა ვართ. იმერეთს რა დაცლის. კეჟერას დამწნილებისას დედაჩემი ყვითელ სიმინდს აყრის სასიამოვნო ქარვისფერი ექნებაო და კიდე ღვინის თხლეს ასხამს, დამწნილებისთვის აუცილებელიაო |
Posted by: ninavia 4 Mar 2010, 16:52 |
tasikuna-taso მე ზაფხულში ვიყავი და მოხუცების გარდა აღარავინაა დარჩენილი, ნახევარი სახლები დაკეტილია და მიტოვებული. |
Posted by: tasikuna-taso 5 Mar 2010, 13:36 | ||
სამწუხაროდ გეთანხმები. სოფლები მაღალმთიანეთში მთლად დაიცალა. |
Posted by: ninavia 10 Mar 2010, 11:40 |
tasikuna-taso მაღალმთაში არა დაბლობში, საზანოში ვიყავი, რომელზეც ვახუშტი ბატონიშვილი წერდა... ეს ადგილები ისე იყო დასახლებული რკინის ხიდზე, ბაზარს ეძახოდნენ ადრე, თხა სახურავზე რომ შეხტებოდა შორაპნამდე ჩადიოდა ,სახურავებზე სიარულით .ეხლა წარმოიდგინეთ როგორი დასახლება იქნებოდა ადრე.... |
Posted by: rockataka 8 Apr 2010, 19:18 |
ყაბაყის მწნილის ჩასადებად, დიდ მარცვლიანი(კრუპნის რომ ეძახიან რუსები) მარილი რომ გამოვიყენო შეიძლება? მითხრეს, უკეთესი გამოდის მწნილი, როცა ასეთი მარილით აკეთებო და თქვენ რას მირჩევთ? |
Posted by: tasikuna-taso 9 Apr 2010, 18:27 | ||
დედაჩემი მწნილებზე ყოველთვის მაგ მარილს იყენებს. სხვა მარილით არაფრისდიდებით არ გააკეთებს. |
Posted by: ninavia 10 Apr 2010, 15:08 |
აი მეც მოვედი ჩემი საზამთროს მწნილით http://www.radikal.ru |
Posted by: tasikuna-taso 10 Apr 2010, 15:39 | ||
რა საინტერესოააა. რა პატარებია. როგორ გააკეთე. |
Posted by: ninavia 10 Apr 2010, 16:21 |
tasikuna-taso კახეთში მაჩუქეს ერთი სამლიტრიანი, როგორც კიტრის მწნილი იმნაირად კეთდება და სტერილისაცია უკეთდება. ძალიან გემრიელია!!!!!!! |
Posted by: rockataka 10 Apr 2010, 18:12 |
ყაბაყის მწნილი ჩავდე გუშინ და დღეს მთელი დღეა დავსტრიალებ ნერწყვის ყლაპვით - როდის დამჟავდება?! |
Posted by: tasikuna-taso 10 Apr 2010, 18:37 | ||
ვაააა დააცადე ცოტა. სვანი ხო არა ხარ, ვაშლის ჩირი მოუნდა. დათალა, გაფინა და გვერდით მიუჯდა დაველოდები როდის გახმებაო. ანეგდოტი არ გეგონოს ნამდვილი ამბავია. თავად შევესწარი. |
Posted by: rockataka 10 Apr 2010, 19:12 | ||||
tasikuna-taso
ვაცდი... სხვა რა გზა მაქვს?!
|
Posted by: ninavia 10 Apr 2010, 20:45 |
rockataka მალე თუ გინდა დამწნილდეს ცოტა ძმარი ჩაუმატე . |
Posted by: rockataka 10 Apr 2010, 21:12 |
ninavia დავამატე 3ს კოვზი ვაშლის ძმარი - სხვა არმქონდა http://www.radikal.ru |
Posted by: ninavia 10 Apr 2010, 21:21 |
rockataka გეთქვა რომ არ გქონდა, ორი ოც ლიტრიანი კახური ღვინის ძმარი გადავღვარე. ცეცხლივით იყო რომ იტყვიან. |
Posted by: rockataka 10 Apr 2010, 21:47 | ||
ninavia
ეუF ნერწყვი მომადგა თქმას აზრი არ ქონდა, რადგან არ ვარ საქართველოში. |
Posted by: lylu5 5 Jun 2010, 13:43 |
გოგოებო იქნებ ვინმემ ალუჩის ტყემლის რეცეპტი დაწეროთ... ძალიან მინდა გავაკეთო და არ ვიცი როგორ... |
Posted by: rtuli 5 Jun 2010, 15:02 | ||
lylu5
ჩაყარე გარეცხილი ალუჩა ქვაბში,ცოტა წყალი დაასხი 3 კილოზე 1/3 ჩ.ჭ. ,შედგი ძალიან დაბალზე და მოიხარშება. როცა კურკა კარგათ გაეცლება ,,ხორცს,, გამორთე,შეაგრილე და გახეხე თუშფალანგზე. ნიორი+ცოცხალი ქინძი+ომბალო+მარილი+წიწაკა გაატარე ხორცსაკეპ მანქანაში და შეანელე გემოვნებით მე ცოტა შაქარსაც ვამატებ ზოგჯერ. |
Posted by: lylu5 5 Jun 2010, 16:20 |
rtuli დიდი მადლობა |
Posted by: forum girl 14 Jun 2010, 17:15 | ||
პ.ს როგორც მახსოვს, ქილები იყო გასტერილებული და ხრახნიანი სახურავით |
Posted by: ბესიკის26 24 Jun 2010, 23:25 |
დღეს დავამთავრე კაკლის მურაბის გაკეთება.8ივნისს რომ მოვკრიფე,სანამ დაითალა,დამუშავდა წყალში,კირში და მოდუღდა გავიდა ამდენი დრო. მეც და ოჯახშიც ყველას გვიყვარს,კარგიც გამოვიდა,კანფეტებივითაა. |
Posted by: mzi 28 Jun 2010, 12:30 |
კოწახური როგორ გავაკეტოოოოოოოო |
Posted by: LUCKY7 28 Jun 2010, 14:07 | ||
საზამთროს მწნილი? ღადაობ? |
Posted by: mzi 28 Jun 2010, 15:44 |
[quote]კოწახური როგორ გავაკეტოოოოოოოო tongue.gif tongue.gif tongue.gif tongue.gif[/q თეთრი ბლის მურაბაც დამიწერეთ რაააააააა გემრიელი |
Posted by: rockataka 28 Jun 2010, 17:01 | ||
LUCKY7
ჰეჰ! რომ იცოდე რა გემრიელია |
Posted by: rtuli 28 Jun 2010, 17:17 | ||
rockataka
+1 პირველად სოჭში გავსინჯე დეიდაჩემთან.....უგემრიელესია! პ.ს. ყაბაყის მწნილს აღარ დებ? |
Posted by: rockataka 28 Jun 2010, 17:23 |
rtuli კაი ხანია არ ჩამიდია ძირითადათ, სალათებზე გადავედი. ხორცი და ცხიმიანი შევამცირე და მწნილის მოთხოვნილებაც არ მაქვს ჯერ |
Posted by: rtuli 28 Jun 2010, 17:31 | ||
rockataka
უჰუ.......დიეტაზე ხარ ფაკტიურად ლუდის გარეშე ფეხბურთს როგორ უყურებ ნეტა |
Posted by: rockataka 28 Jun 2010, 17:39 | ||
rtuli
უნდა ამერჩია: ან ლუდი, ან ცხიმიანები+ხორცი. ჰოდა, ავწონ დავწონე+ ფეხბურთი+ ძალიან საშინელი სიცხე (+38 გრადუსია ეხლა) + მთელი მეგობრები სვავენ და მე დებილივით ნერწყვის ყლაპვით რომ არ გავთავდე.. ავირჩიე ცივ-ცივი ლუდი. თან ინგლისელმა დოქტორებმა დაასკვნეს, რომ ნათელი ლუდი, სასარგებლო ყოფილა სიცხეში თორემ, მაგათ გარეშე არ ვიცოდით რა ეგ |
Posted by: rtuli 28 Jun 2010, 18:12 | ||
rockataka
+ფეხბურტის მერე მუცლის პრესები ფეხბურთის და ლუდის შედეგის მსხვერპლი არგახდე დაემსგავსები ლუარსაბს |
Posted by: miau 28 Jun 2010, 18:43 | ||
rockataka
ჩემი ბებია აკეთებდა ხოლმე და ჩვენც მივბაძეთ. ძალიან გემრიელი გამოვიდა, თან რა ლამაზიაააააააა ვიცი, რომ პატარა საზამთროებს ამწნილებენ, ბებია ქერქს ამწნილებდა ხოლმე. |
Posted by: kukarachamokles 30 Jun 2010, 18:06 |
ვაიმეეეე როგორ მომანდომეთ ეხლა რამე მჟავისმაგვარიიი..... ჩავედი სასწრაფოდ სარდაფში თავი უნდა ავხადო ყველაფერს |
Posted by: rockataka 30 Jun 2010, 18:59 | ||
miau
მე პირადათ არ გამიკეთებია, მაგრამ ხშირად გამისინჯია უკრაინელების და ბელორუსების ოჯახში მაგარ პრიკოლს მოგიყვები. ერთხელ პატარა რომ ვიყავი, ზაფხულში ვისვენებდი სოფელში. ბებიაჩემისთვის ვიღაცას მიუცია თესლები და უთქვამს, მრგვალი ყაბაყის ჯიშისააო. გაყვავილდა ეს ყაბაყი. გაიზარდა ნელნელა. მუშტის ხელა რომელიც გახდა, მამიდაჩემმა მოკრიფა და ჩაამწნილა საზაფხულოდ - უცბად რომ მჟავდება. ისეთი გემრიელი გამოვიდა, რომ ერთი დიდი ქილა ერთ დღეში იჭმეოდა. ვჭამეთ ასე ღიღინ ღიღინით, სადღაც 1 თვე. ბოლოს ბებიაჩემმა თესლი რომ აეღო, რამოდენიმე აღარ მოკრიფა და დაელოდა რომ დამწიფებულიყვნენ. არ დაიჯერებთ! რომ გაიზარდნენ, აღმოჩნდნენ ჩვეულებრივი გოგრები პირები დაგვრჩა ყველა ღია კაი გემრიელი კი იყო - ლობიოზე(ნედლი, ხმელი) მიდიოდა მალამოსავით |
Posted by: fermina 1 Jul 2010, 11:30 | ||||
სხვათა შორის, გოგრის მწნილს სრულიად შეგნებულად (და არა შეცდომით) აკეტებენ გურიაში. გოგრასაც და კიდევ უკეთესი, ბამბუკსაც ამწნილებენ, ჩვილ ტოტებს და უგემრიელესია, ზოგჯერ ნიგვზითაც აზავებენ როგორც ფხალეულობას. |
Posted by: miau 1 Jul 2010, 11:34 |
rockataka მაგარი ამბავია შემოუსვლელი გოგრის მწნილს კი აკეთებენ. ჩემს ახლობელს გაუკეთებია და ისიც აღრთოვანებული იყო. |
Posted by: psyxo 1 Jul 2010, 14:46 |
კიტრის მწნილს რომ ჩადებ ერთი და იგივე რეცეპტით დოზირება მარილი მწვანილი ყველაპერი ერთნაირია, მაგრამ ერთ შემთხვევაში გამოდის კაი კრაჭუნა მწინილი და მეორე შემთხვევაში ჟელატინივით ჩაფლავდება ხომ არ იცით მიზეზი? ალბათ კიტრში მგონია ძველი დაკრეფილი თუა, ან კიდევ მგონია რაღაც ლპობის ბაქტერიები სჯაბნიან სიმჟავისას ...... ზუსტად მაინც ვერ დავადგინე მიზეზი! რაიმე უნივერსალური რეცეპტი ხომ არ იცით? ერთი ხანობა ვიფიქრე კირში გამოვიყვანთქო როგორც კაკლის მურაბას ამზადებენ ისე, ან შაქრის დამატება ხომ არ მოსპობს იმ ლპობის მიკრობებს... რიავი აბა?..... |
Posted by: rockataka 1 Jul 2010, 19:21 | ||||
fermina
ჩემი ამბავი, შიდა ქართლში მოხდა და მანდ ნამდვილად გასაკვირი იყო psyxo თვითონ კიტრის ჯიშზეც არის დამოკიდებული miau
ნამდვილად გემრიელია თქვენ ვაშლის მწნილი თუ გაგისინჯიათ? |
Posted by: Dr_Zuzumbo 1 Jul 2010, 21:10 | ||
მწნილი რომ არ ჩაფლავდეს ჭურჭლის ფსკერზე შავი "სმაროდინის" ფოთლები უნდა ჩააფინო. თუ ეგ ვერ იშოვე, მუხის ფოთლები |
Posted by: miau 1 Jul 2010, 22:01 | ||
rockataka
დედა აკეთებდა ხოლმე კომბოსტოსთან ერთად - უგემრიელესია. |
Posted by: psyxo 2 Jul 2010, 00:46 | ||
Dr_Zuzumbo
გმადლობ! გამახსენდა,... ადრე ოჯახში კიტრის მწნილს რომ დებდნენ, ალუბლის ფოთლებიან ნაზ ტოტს აყოლებდნენ და ეგაც მაგ მიზანს ხომ არ ემსახურებოდა? |
Posted by: gogonia 2 Jul 2010, 02:13 |
აუუუუუ, მაგრა მომშივდააააააა, ნერწყვები მომადგა კიტრის მწნილი რომ გამახსენდა.. ეუფ.. და ისა, ალუბლის მურაბა ნეტავ იცით ვინმემ როგორ კეთდება? |
Posted by: ninoma 2 Jul 2010, 08:06 | ||
gogonia
გარეცხილი ალუბალი(კურკიანი) მოათავსე ემალის ჭურჭელში, დააყარე შაქრის ფხვნილი და მაშინვე დადგი დაბალ ცეცხლზე. 1კგ ალუბალს დააყარე 1კგ შაქრის ფხვნილი. თავიდან ჭურჭელი პერიოდულად შეანჯღრიე(როგორც ხინკალს რომ ხარშავენ და ქვაბს ატრიალებენ ისე) შაქარი რომ დადნება ფრთხილად მოურიე ხის კოვზით(ჩვეულებრივი კოვზიც წავა). მურაბა დუღილს რომ დაიწყებს, პერიოდულად ურიე კოვზით. ადუღებიდან 15-20წუთში გამორთე და მდუღარე ჩაასხი მდუღარე გამოვლებულ ქილებში(უკეთესია ხრახნიანი ქილები, მობეჭვდა არ დაგჭირდება). |
Posted by: gogonia 2 Jul 2010, 22:45 |
ninoma მადლობაააააააა. თუ დრო მექნება (და სანამ ალუბალი გაქრება) აუცილებლად გავაკეთებ.. |
Posted by: shumeri 3 Jul 2010, 01:23 |
გოგოებო, იქნებ მირჩიოთ, როგორ გავაკეთო გარაგარის კონფიტიური? |
Posted by: dogville 8 Jul 2010, 15:07 |
იქნებ ვინმემ იცოდეს აქ, აი ალუბლის მურაბები რომ იყიდება, მკვრივია თვითონ ალუბალიც და სხვა ფერიც აქვს ვიდრე სახლში გაკეტებულს. აი ეგ როგორ კეთდება ვინმემ იცით? იმედია მიხვდით რაც ვიკითხე რამე სხვა ჯიშის ალუბლისგან ხომ არ კეთდება? |
Posted by: Maykuna 13 Jul 2010, 13:51 |
საზამთრო ვიყიდე და ძალიან სქელ კანა აღმოჩნდა მენანება გადასაყრელად თან აღდგომის ხაჭოს პასკაში არის უგემრიელესი, არასდროს გამიკეთებია ზოგადად ვიცი რომ გამოყვანა უნდა როგორც კაკლის მურაბა და იქნებ დამიწეროთ, სარჩევში ვერ ვნახე და |
Posted by: ninoma 13 Jul 2010, 19:15 | ||
Maykuna http://cook.boom.ge/index.php?m=516&cat_id=69&pid=2184 აბა ეს ნახე. ამას წინათ გავაკეთე ამ რეცეპტით და კარგი გამოვიდა.
აშრობ და ისე ამატებ, თუ მაშინვე იღებ და ისე? |
Posted by: Maykuna 14 Jul 2010, 10:40 | ||||
გუშინ მეც მოვძებნე ეგ რეცეპტი და რა უნდა გკითხო მანდ 1.5კგ. შაქარი წერია და მომზადებისას 600-600 ცალცალკე მე 1.200 უქენი და ხომ არ ამჟავდება? მართალი გითხრა ძაან ტკბილი არ მინდა გამოვიდეს
მე გამიმასპინძლდნენ და არ გამიკეთებია მაგრამ ჩემი აზრით სიროპი უნდა მაქსიმალურად მოაშორო |
Posted by: rockataka 25 Jul 2010, 22:59 |
აი Fილ სო გუდ!! http://www.radikal.ru |
Posted by: guruliqali 28 Jul 2010, 10:13 |
დღეს ატმის კონფიტიური გავაკეთე, კვიტინით და ლიმნით, და იცით რა მაინტერესებს - ვანილი არ უნდა? რომ გავსინჯე, რაღაც თითქოს აკლდა. კიდევ რისი გაკეთება შეიძლება ატმით? ეხლა ბევრია და მენანება, ნუ ტრადიციულ ატმის კომპოტს და მურაბას (მაინცდამაინც არ მიყვარს) არ ვგულისხმობ. |
Posted by: Johnnie Walker 28 Jul 2010, 11:18 | ||
guruliqali
მე მიყვარს, მაგრამ ძალიან ზომაზე |
Posted by: viko 28 Jul 2010, 11:27 | ||
guruliqali
შარშან გავაკეთე 1კგ ატამი+ 1კგ შაქარი+ 400გრ სპირტი ლიქიორადაც მოიხმართ და ნამცხვრებშიც. |
Posted by: guruliqali 28 Jul 2010, 14:54 |
Johnnie Walker მადლობა, კიდევ როცა გავაკეთებ, ცოტას მეც ვუზამ ვანილს. viko მაგარი იქნება, გავაკეთებ აუცილებლად. მადლობა. ისე დღეს დამებადა აზრი, ვაშლატამა როცა ასე გავრცელებული არ იყო, რას ვჭამდით? ძალიან მიყვარს, მაგისგან შეიძლება რამე გავაკეთოთ? კომპოტი კარგი იქნება, მაგრამ კონფიტიური ან რამე მსგავსი ალბათ არ ივარგებს, არც ისე არომატულია, არა? |
Posted by: viko 28 Jul 2010, 14:59 |
guruliqali არაფრის ვაშლატამათი არაფერი არ გამიკეთებია, ვერ გეტყვი როგორი გამოვა. PS სპირტი 400მლ უნდა მეწეროს |
Posted by: rtuli 28 Jul 2010, 20:04 | ||
guruliqali
უზარმაზარ,ყვითელ,სახეჩ ატამს.... აი რომ ჩაკბეჩავ და წვენი თაფლივით ჩამოგდის, ისეთს ვჭამდი და ვჭამ ვაშლატამა ვერ მოვა მაგასთან ახლოს ,სუპერ არომატით და ნაზი გემოთიhttp://smiles.33b.ru/smile.129868.html |
Posted by: mzi 29 Jul 2010, 10:53 | ||
ატამი უნდა გავთალო და კურკა გამოვუღო? თუ როგო ალიბუხარის მურაბა თუ გაგიკეთებიათ? კურკიანი შეიძლება? |
Posted by: guruliqali 29 Jul 2010, 11:25 |
სპირტს სად ყიდულობთ ხარისხიანს? |
Posted by: volli35 29 Jul 2010, 11:48 | ||
guruliqali
აფთიაქში ... ოღონდ მართლა |
Posted by: rtuli 29 Jul 2010, 11:51 | ||
guruliqali
volli35 ქიმრეაკტივების მაღაზიაა ვაჟაზე,თინა დეიდას(აუაუსი) ახლობელი მუშაობს მანდ....სანდო სპირტია+ზალიან კარგი...მე სულ მანდ ვყიდულობ.... ვიკითხავ ზუსტ მისამართს.... |
Posted by: volli35 29 Jul 2010, 11:54 | ||
rtuli
იკითხე საინტერესოა .... თუმცა ჩემები რაც თავი მახსოვს ჩვეულებრივ აფთიაქში ყიდულობენ .... |
Posted by: nanana 29 Jul 2010, 11:59 |
აუ აფთIაქში სპირტის ყიდვას არ ჯობია იყიდო რამე იაფიანი ვისკი, მაგალითად გრანტსი ან ქართული ბრენდი და ის გამოიყენო? სპირტის გემოს გამო ატანა არ მაქვს ოჯახური ლიქიორების |
Posted by: rtuli 29 Jul 2010, 12:03 | ||
nanana
გააჩნია როგორ ლიქიორს ამზადებენ ოჯახში....ჩემს ჟოლოს და ალუბლის ლიქიორებს საერთოდ არეტყობათ სპირტის გემო...ჰო კიდო ადვოკატი მოვამზადე სუპერ გემრიელი ქართულ ბრენდებს ყველას სპირტის გემო აქვს |
Posted by: volli35 29 Jul 2010, 12:16 | ||
nanana
სწორედ მომზადებულს მგონი არ აქვს სპირტის გემო ხოლმე ..... რა ვიცი მე ჯერ არ მსმენია ჩემთან ეგეთი რამე |
Posted by: nanana 29 Jul 2010, 12:28 |
volli35 რავი მე არ გამისინჯია ოჯახური ლიქიორი რაღAც უსიამოვნო ჭაჭის თუ სპირტის არომატის გარეშე საშობაოებიც არ მევასება მაგიტომ |
Posted by: volli35 29 Jul 2010, 12:33 | ||
nanana
საშობაო სუფთად ჭაჭაზე მზადდება ჩემთან ..... და თან უმეტეს წილ სპირტ-ალკოჰოლს ხილიც უშვებს .... რა ვიცი მე კი მიყვარს |
Posted by: viko 29 Jul 2010, 16:47 | ||
mzi
guruliqali სპირტს აფთიაქში ვყიდულობ. |
Posted by: guruliqali 29 Jul 2010, 17:37 |
volli35 viko დიდი მადლობა. rtuli ვაჟაზე სამედიცინომდე რომ დიდი მაღაზია იყო ადრე, მოპირდაპირე მხარეს, იმას ხომ არ გულისხმობთ? ეხლაც არის ეგ მაღაზია? |
Posted by: rtuli 29 Jul 2010, 19:00 | ||
guruliqali
მანდ არის ორი მაღაზია...ერთერთში მარინა ემხვარი იკითხე ....ძალიან კარგ ფასსი აქვს+კარგი სუფთა და ძლიერი სპირტია |
Posted by: guruliqali 30 Jul 2010, 09:11 |
rtuli დიდი მადლობა, აუცილებლად მივაკითხავ. |
Posted by: mzi 30 Jul 2010, 12:43 | ||
ისევ მაინტერესებს, რომელი სუნელები მოუხდება? |
Posted by: fermina 2 Aug 2010, 12:03 |
ერთი კარგი ხრაშუნა საზამთროს მურაბის რეცეპტი რომ დაწეროთ არავის გინდათ? |
Posted by: saba444 2 Aug 2010, 14:06 |
fermina მე დაგიწერ: 1კგ.გაფცქვნილ-დაჭრილ საზამთროს ქერქს ვყრით ცივ წყალში, რომელშიც გავხსნით წინასწარ 4-5 ჩ.კ. საჭმლის სოდას.გავაჩეროთ 5-6 საათი შემდეგ გამდინარე წყალში გავავლებთ კარგად.გავაჩეროთ შიგ 1-2 საათი. 1,5 შაქრით და 4-5 ჩ,ჭ.წყლით მოვადუღოთ სიროფი,ჩავყაროთ საზამთო და 15 წუთი ვადუღოთ. გავაჩეროთ დილამდე და შემდეგ მოვხარშოთ. |
Posted by: fermina 2 Aug 2010, 15:39 | ||
დიდი მადლობა საზამთროს ქერქის სისქეს მნიშვნელობა აქვს? ერთხელ გამიკეთებია რამდენიმე წლის წინ, ძალიან კარგი კი გამოვიდა, მაგრამ საერთოდ აღარ მახსოვს არაფერი. ანუ სიროფში 15 წუთი ვადუღებთ საზამთროს, მერე ვაჩერებთ 7-8 საათი ანუ დილამდე და მერე რამდენ ხანს ვხარშავთ? |
Posted by: volli35 2 Aug 2010, 15:49 |
fermina ჩაგერევით თქვენის ნებართვით საზამთროს ქერქის სისქეს აუცილებლად აქვს მნიშვნელობა .... აუცილებლად უნდა იყოს სქელი ჰო და კიდე სეროფში აუცილებლად უნდა დაუმატო ცოტა ვანილი და მიხაკი * * * ესეიგი ეხლა დავწერ საზამთროს მურაბას "პროფესორის" რეცეპტით საზამთროს მურაბა 1 კგ საზამთროს ქერქი 1.200 კგ შაქარი წყალი უამრავი ულევი (თვითონ განსაზღვრავთ) ვანილი მიხაკი (3 ცალი) საზამთროს ქერქები (სასურველია ბუთქუნები) გავასუფთაოთ მწვანე კანისგან და მოვაცილოთ წითელი რბილობი (თუ რაც ქვია), დავჭრათ ქადის დანით და დავჩხვლიტოთ ჩანგლით. ჯამში ჩავასხათ5 ჩაის ჭიქა წყალი და დავამატოთ 1.5 ჩაის ჭიქა წყალში გახსნილი 1.5ჩაის კოვზი სოდა ამაში ჩავყაროთ საზამთრო და დავტოვოთ 4 საათი (დროდადრო ვურიოთ) ცალკე ქვაბში ჩავასხათ 3 ჩაის ჭიქა წყალი, დავამატოთ 600 გრამი შაქარი და წამოვადუღოთ საკაიფოდ. 4 საათი რომ გაირბენს საზამთროს ქერქები ამოვიღოთ სოდიანი წყლიდან და კარგად გავრეცხოთ გამდინარე წყლის ქვეშ .... შემდეგ ჩავყაროთ ცხელ სეროფში და ვადუღოთ 15-20 წუთი ..... ეს დრო რომ გავა გამოვრთოთ და დავტოვოთ მთელი ღამით მეორე დღეს დავამატოთ დარჩენილი 600 გრამი შაქარი + 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი და ვადუღოთ მუტაბა სანამ წვენი არ იქნება მზად ( წვენის შემოწმება გეცოდინებათ ყველას) ....როცა გამოვრთავთ დავამატოთ ვანილი და სურვილის მიხედვით მიხაკი (ანუ წინასწარ შევახვიოთ 3 ცალი მიხაკი ბინტსჰი და ჩავდოთ წვენში ცოტა ხნით პ.ს. სადაც დამიწერია ჩაის ჭიქა იქ იგულისხმეთ 200 გრამიანი ნათალი ჭიქა რომ ჰქვია ის წარმატებები ყველას |
Posted by: saba444 2 Aug 2010, 18:35 |
volli35 fermina ჰოო დაჩხვლეტა და ვანილი დამავიწყდა,მიხაკი კი არ ვიცოდი..... 200 გრამიანი ჭიქით არ ეყოფა 4 ჭიქა,-6-7 მაინც დასჭირდება. მე დამაკლდა და რომ მოიხარშა მერე დავამატე,რავიცი აბა ჯერ კარგად არის..... რეცეპტში მეც ასე ვნახე ჯერ 600გრ.შაქარი და მერე კიდე 600.მე დამეზარა და მთლიანად ჩავყარე მშვენივრად მოიხარშა. |
Posted by: miau 2 Aug 2010, 18:56 |
საზამთროს მურაბის სეზონია ფორუმზე და ბებიას რეცეპტსაც შემოგთავაზებთ. საზამთროს მურაბა საზამთროს ქერქები დავჭრათ, დავჩხვლიტოთ და ჩავყაროთ კირიან წყალსი თან ვურიოთ შიგადაშიგ. 2-3 საათის შემდეგ ორჯერ-სამჯერ გავავლოთ გამდინარე წყალში, ერთხელ მსუბუქ შაქარ-წყალში წამოვადუღოთ და გავაციოთ. შაქრითა და წყლით მოვამზადოთ ვაჟინი და შიგ ჩავყაროთ გაციებული საზამთროს ქერქები. (1 კგ ქერქზე1 კგ შაქარი და 2-2,5 ჭიქა წყალი) დავუმატოთ ილი და ვანილი და სანამ მურაბა არ შემოვა, ვხარშოთ. მურაბა ცხელივე ჩავასხათ ქილებში. თუ ვინიცობაა და ვაჟინი (სიროფი) დააკლდა, ზემოხსენებული პროპორციით მოამზადეთ ვაჟინი ცალკე და დაასხით, მაგრამ არ დაჭირდება. კარგი კნატუნა გამოდის. ჯერჯერობით მე თავად არ გამიკეთებია ,ბებია პირველობას არ თმობს |
Posted by: volli35 2 Aug 2010, 19:58 | ||||
saba444
არ ვიცი რა გითხრა ..... ასე აკეთებს დეიდაჩემი ბევრი წლებია .... მოკლედ რაც მომყიდაააა მეც ის მოგყიდეთ ... სასტიკად კნატუნა და წვნიანი მურაბა გვაქვს ხოლმე და ამიტომ ვენდობი რეცეპტს miau
საკმაოდ სასიამოვნო და ადვილი რეცეპტია .... მადლობა ბებიას |
Posted by: CLOWN_ 24 Aug 2010, 01:24 |
ძალიან გთხოვთ ერთი რაღაც მასწავლოთ. ვარ საზღვარგარეთ სადაც ვერც სახუფავს ვიშოვი და ვერც ,,კრიშკებს'' ძალიან მინდა შევინახო კომპოტები. საქმე ის არის რომ არც 2 და 3 ლირტიანი ქილები არსებობს აქ. ჩვენტან რომ ქარხნულ ქილებშია კირტის პიკული(ტურქულები რო შემოდიოდა) ეგეთი და მაგაზე დიდი არ არსებობს აქ ქილა. მასეთ ,,რეზმიან;; ტავსახუტიან ქილაში როგორ შევინახო კამპოტი რომ არ გაფუჭდეს და ხანგრძლივად შეინახოს? და არც ჯანმრტელობისთვის გახდეს საშიში? აი ჩვენთან რაღაცას რომ უკეთებენ ასპირინს თუ რარაცას,ეგ უნდა გავუკეთო რომ არ იყოს საშიში ჯანმრთელობისთვის და არ გაფუჭდეს რამდენიმე თვის მანძილზე? მიპასუხეთ რა წინასწარ დიდი მადლობა.... |
Posted by: Bella Moretta9 24 Aug 2010, 12:03 |
შავი ქლიავის ჯემი როგორ გავაკეთო? ძალიან მიყვარს |
Posted by: selena380 26 Aug 2010, 01:45 | ||
CLOWN_
საშისია მასე შენახული, კომპოტები კიდევ ასპირინით არცკი გამიგია რომ ინახებოდეს, |
Posted by: rtuli 26 Aug 2010, 01:56 | ||
CLOWN_
უი დაგიგვიანეთ პასუხი მხოლოდ აჯიკას და მწნილებს ვინახავ,ნუ მურაბებს თავისთავად ხრახნილიან სახურავებიან ქილებში... კამპოტი არშემინახია და რატომრაც არც გამიგია რომ ვინმეს ქონოდა მსგავსი გამოცდილება |
Posted by: kiwiii 4 Sep 2010, 22:03 |
მწვანე წიწაკისგან რამე გემრიელი მინდა გავაკეთო ზამთრისთვის...... აბა ველოდები რეცეპტებს |
Posted by: ninavia 6 Sep 2010, 17:43 |
დღეს დავამთავრე საზამთროს მურაბის კეთება უგემრიელესი ხრაშუნა გამოვიდა... http://www.radikal.ru |
Posted by: anatoreli 6 Sep 2010, 19:56 |
წითელი პამიდვრის მწნილი მოხუფვის გარეშე არ კეთდება?! |
Posted by: mzi 7 Sep 2010, 11:47 | ||
n_j
შინდი როგორ გავაკეთო კვიტინით?, უნდა გავხეხო თუ კურკებიანად, ქაცვიც მაინტერესებს |
Posted by: ninavia 8 Sep 2010, 15:08 |
mzi-- უნდა გახეხო ორივე და ისე გააკეთო.პურზე გადასმული კურკებიანი ჯემი გინახავს? |
Posted by: tamunia:) 11 Sep 2010, 15:11 |
ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ და მასწავლეთ როგორ უნდა სამოთხის ვაშლით მურაბის გაკეთება. წინასწარ მადლობ |
Posted by: viko 11 Sep 2010, 15:38 |
tamunia:) http://www.liveinternet.ru/users/inessa_rjabinina/rubric/1156874/page4.html anatoreli თქვენც ნახეთ ეს საიტი, კონსერვირებაზე მგონი ყველაფერია. |
Posted by: anatoreli 11 Sep 2010, 15:55 | ||
viko
მადლობა... |
Posted by: tamunia:) 11 Sep 2010, 16:37 |
viko დიდი მადლობა იმედია გამომივა რამე |
Posted by: viko 11 Sep 2010, 16:46 |
tamunia:) გამოგივა აუცილებლად, მე შარშან გავაკეთე მშვენიერი გამოვიდა. tamunia:) anatoreli არაფერს. სურათებს დაველოდებით |
Posted by: iren765 14 Sep 2010, 14:21 |
დღეს გავაკეთე პომიდვრის სოუსი სუნელებით.http://www.radikal.ru |
Posted by: frontushka 14 Sep 2010, 19:02 |
iren765 ასე მოხუფული შეინახება საზამთროდ? როგორ გააკეთეთ? |
Posted by: iren765 14 Sep 2010, 19:43 |
ა/ ზეთში მოვთუშე წვრილად დაჭრილი ხახვი/გამჭვირვალე უნდა გახდეს/,ჩავამატე დაბლენდერებული,კანგაცლილი პომიდორი.ადუღების შემდეგ ვამატებ ხმელ ქინძს,ხმელ სუნელს,შავ პილპილს,მწარე პლპილს,ყვითელ ყვავილს,ნიორს და მარილს გემოვნებით.გარეცხილ,მშრალ ქილას ვასტერილიზირებ,ვასხამ სოუსს და მჭიდროდ ვახურავ გამოხარშულ თავსახურს.ასე ვინახავ მრავალი წელია. ბ/ თუ დაამატებთ გახეხილ სტაფილოს,დაჭრილ ბულგარულს და ჩათუშავთ ხახვთან ერთად,მიიღებთ ძალიან გემრიელ ლეჩოს. |
Posted by: frontushka 14 Sep 2010, 20:34 |
iren765 ასპირინს რომ ყრიან ხოლმე არ უნდა? |
Posted by: iren765 14 Sep 2010, 20:56 |
მხოლოდ ასეთ ქილებში ვაკეთებ ,ასპირინს არ ვუშვები. |
Posted by: frontushka 14 Sep 2010, 21:04 |
iren765 დიდი მადლობა |
Posted by: Snow Crash 15 Sep 2010, 13:50 |
iren765 პამიდვრის სოუსის პროპორციები დაწერე რაა? |
Posted by: iren765 15 Sep 2010, 14:10 |
პომიდვრის სოუსის მოსამზადებლად საჭიროა---პომიდორი -5 კგ, ზეთი-200გრამი,ხახვი-2კგ, ნიორი-1 თავი, ხმელი ქინძი 3 ჩ/კ, უცხო სუნელი-5 ს/კ, ყვითელი ყვავილი 1ჩ/კ, წითელი წიწაკა15 ჩ/კ,შავი პილპილი-0,5 ჩ/კ,მარილი. |
Posted by: Snow Crash 15 Sep 2010, 14:14 |
iren765 მადლობა. სადილში ჩასასხმელად გამოდგება? |
Posted by: iren765 15 Sep 2010, 14:39 |
ეს სოუსი სადილის მოსამზადებელია,ტომატ-პასტის ნაცვლად ვხმარობ. კეტჩუპის მოსამზადებლად საჭიროა-- 7კგ.პომიდორი,5კგ.წითელი ბულგარული,3კგ.მწვანე ვაშლი/ანტონოვკა,და სხვა/.2კგ.ხახვი,1კგ.მწარე წიწაკა,2 თავი ნიორი,2ცალი დაფნის ფოთოლი,2 ცალი მიხაკი,1ჩ/კ ხმელი ქინძი,1ჩ/კ ხმელი სუნელი,7ს/კ კარტოფილის სახამებელი/თუ არ შესქელდება დამატეთ/,300 გრამი შაქარი,100 გრამი მარილი,300 გრამი ძმარი,შავი პილპილი/კაკლები/,5 ცალი დაფშვნილი ასპირინი,.1/კანგაცლილი,გაწურული პიმიდორი,ვაშლი,ბულგარული,მწარე წიწაკა დააბლენდეეთ,2/ხახვი დაჭერით,3/აადუღეთ ზემოთ ჩამოთვლილი ინდეგრიენტები,სუნელების,მარილის და შაქრის გარდა.4/გაწურეთ ადუღებული მასა,5/ ისევ ჩაასხით სუფთა ქვაბში,დაამატეთ მარილი,შაქარი,სუნელები და წამოადუღეთ,ჩააყერეთ დაფშვნილი ასპირინი,მოურიეთ.6/5წუთის შემდეგ მიღებული კეტჩუპი ჩაასხით სტერილიზირებულ კეტჩუპის და მაიონეზის ხრახნიან ქილებში. |
Posted by: saba444 19 Sep 2010, 20:39 |
შინდის მარინადი 1 ლიტრიან ქილაში ჩავყაროთ შინდი,1ც,წითელი მწარე წიწაკა,3 კბილი ნიორი 3-3 ღერი კამა-ნიახური,დავასხათ ადუღებული წყალი,გავაჩეროთ 10 წუთი. გადმოვწუროთ, იმავე წყალს დავუმატოთ 1ს,კ, მარილი, 1ს.კ. ძმარი, 1ჩ.კ. შაქარი ,წამოვადუღოთ დავასხათ მდუღარე და მოვხუფოთ. http://www.radikal.ru |
Posted by: TT-KK 28 Sep 2010, 17:36 |
გულისხმიერო კულინარებო! ღოღნაშოს მურაბის შესახებ რა იცით? წყალი უნდა დავასხა თუ უწყლოდაც იხარშება? ინფორმაციისთვის წინასწარ გიხდით მადლობას. |
Posted by: nanana 28 Sep 2010, 17:43 |
TT-KK უწყლოდ. მურაბებს წყალი არ უნდა. შაქართან ერთად გააჩერეთ რამოდენიმე საათი და ხილი წვენს გამოუშვებს. ეს წვენი საკმარისია. მერე რა რომ არცერთი მურაბა არ გამიკეთEბია ხომ მინახავს არა, ფორთოხლის ჯემს ანუ მარმელადს ვაკეთებ ძაან მაგარს |
Posted by: TT-KK 28 Sep 2010, 17:50 |
nanana [quote]უწყლოდ.[/quote] ეს მინდოდა,მეც.[ quote]ფორთოხლის ჯემს ანუ მარმელადს ვაკეთებ ძაან მაგარს [/quote] როგორ? |
Posted by: volli35 28 Sep 2010, 17:53 | ||
nanana
ფაქტები დაიდოს ..... TT-KK ღოღნოშოს მურაბას უნდა დაჩხვლეტა ... ასევე სეროფის მოხარშვა და მერე კიდე მოხარშვა .... დეტალებს მოგახსენებ მალე (3-5 წუთში) |
Posted by: TT-KK 28 Sep 2010, 18:10 | ||
volli35
აბა,გელოდები,თორემ გადამწიფდა ღოღნაშო |
Posted by: nanana 28 Sep 2010, 18:50 | ||||
volli35
რომ გავაკეთებ გავფაქტავ ძაან ადვილია TT-KK 6 ფორთოხალი კარგად გარეცხილი დავჟეჟოთ მაგიდაზე რომ წვენი ბევრი გამოიყოს. გავჭრათ და წვენი ქვაბში ჩავასხათ. ნაყოფი ქერქიანად წვრილ ისრებად დავჭრათ. + 1 ქილა ანანასის წვენი+ 1 კგ შაქარი ვადუღოთ უსასრულობამდე შიგადაშიგ მოვურიოთ . + ვანილი + მიხაკი + შეიძლება დარიჩინიც. ასე 2-3 საათში მზადაა volli35
მართალი ხარ ხო იცი ბებო გამახსენდა |
Posted by: volli35 28 Sep 2010, 18:56 | ||
1 კგ ღოღნოშო 1 კგ შაქარი 1 ჩაის ჭიქა (240 გრ) წყალი შაქრით და წყლით მოხარშავ სეროფს ღოღნოშო ამ დროს Dაჩხვლიტე ჩანგლით ნელთბილ სეროფში ჩააწყე ღოღნოშო და ერთხელ წამოადუღე როცა გაგრილდება კიდე წამოადუღე მაქსიმუმ 15 წუთი .... თან გასინჯავ მურაბის წვენს ... რომ მოგეწონება მზადაა და დურთავ ქილებში ღოღნოშოს გადახარშვის შემთხვევაში ახასიათებს ჩაფლავება ჩახარშვა .... ასე რომ აკონტროლე მაქსიმალურად * * * nanana
აჰააააა შენ და ბებოს http://www.SmileS.Ge |
Posted by: TT-KK 28 Sep 2010, 19:21 |
nanana volli35 ღოღნაშოც გადარჩა და ფორთოხლის მარმელადს გაკეთებაც ვისწავლე! უსაყვარლესები ხართ! მე კი თუ ასე გავაგრძელე ერთი 10 წელიწადში კარგი კულინარი დავდგები. |
Posted by: upwave 29 Sep 2010, 11:58 | ||
iren765
ცხელს ვასხამთ ჭურჭელში? |
Posted by: iren765 29 Sep 2010, 16:13 | ||||
სტერილიზირებულ ქილაში მდუღარე მასას რომ ჩაასხამთ,მჭიდროდ დაახურეთ ქილის გამოხარშული ხრახნიანი თავსახური. |
Posted by: irmaco 30 Sep 2010, 10:53 | ||
Doloress
სანამ ძაფზე ავასხამთ, უნდა გადავარჩიოთ, დაზიანებული ადგილები მოვაშოროთ, გაირეცხოს შევაშროთ და რაც მტავარია იქ ახლომახლო უნდა დავკიდოთ სადაც დავკრიფედ, აი მაგალითად თუ ბორჯომის ტყეებში აგვისტოში დაკრეფილ სოკოზეა საუბარი შანსი იმისა რომ ეს სოკო ივარგებს ზამთარში დიდია, ანუ იქვე ახლოს სადაც დაკრიფედ სოკო იქვე უნდა გააშროთ აივანზე, მიახლოებით 2-3 კვირა საკმარისია რო კარგად გამოშრეს, მხოლოდ შემდეგ შეგიძლიათ თბილისში დადოთ ან დაკიდოთ მშრალ და გრილ ადგილას, მე პირადად ბორჯომში გამოვაშრე ეგრე სოკო და ძალიან ვისიამოვნეთ კიდეც ზამთარში, ხოლო თბილისში(ვერც ბათუმში, მესმის ბათუმი ნესტიანია, მაგრამ ტბილისზე გამიკვირდა ძალიან) ვერანაირად ვერ მოვახერხე გამომეშრო,გამოვაშრე ადრე თუ იცით ესეთი კურორტი "ბეშუმი" აჭარის მთებში, იქაც ფანასტიურად გამოშრა და უგემრიელესი სოკოც მივირთვით |
Posted by: ladywin 1 Oct 2010, 13:50 |
მკვახე პომიდვრის სალათი. http://www.radikal.ru |
Posted by: irmaco 1 Oct 2010, 15:50 |
ladywin მეც ვამზადებდი ადრე ძალიან გემრიელია . |
Posted by: usaqmurologi 2 Oct 2010, 20:35 |
ე.ი. შინდის კონფიტურის გაკეთება გადავწყვიტე და იქნებ მასწავლოთ როგორ კეთდება........ ეს კონფიტური სად უნდა შევიძინო, ფხვნილიაააა?? თუ დიდი სისულელე ვიკითხე? |
Posted by: upwave 2 Oct 2010, 21:15 |
usaqmurologi კვიტინი სინჯე, მაღაზიებში იყიდება და გემრიელი კონფიტიური გამოდის |
Posted by: usaqmurologi 2 Oct 2010, 22:22 |
upwave იქნებ უფრო დაწვრილებით ამიხსნა, , რას ნიშნავს კვიტინი ვსინჯო?????? * * * ანუ კვიტინი როდის და როგორ უნდა გამოვიყენო??? |
Posted by: volli35 2 Oct 2010, 22:37 | ||
usaqmurologi
კვიტინი არის სპეც. ფხვნილი, რომელიც კრავს ხილის წვენს და ასე კეთდება კონფიტური კვიტინი თუ არ ვცდები ემატება უკვე ბოლოსკენ .... გამოყენების ზუსტი წესები აწერია შეფუთვაზე |
Posted by: upwave 2 Oct 2010, 23:19 |
usaqmurologi კაი ხანია აღარ გამომიყენებია. არ მახსოვს როგორ გავაკეთე, მაგრამ მეც ზედ დაწერილი ინსტრუქციით ვიმოქმედე და მინდა გითხრა, ძალიან კარგი კონფიტიური გამომივიდა მაშინ. უბრალოდ მე ჯემები, მურაბები და ,,ძმანი მისნი" დიდად არ მხიბლავენ (მხოლოდ ნამცხვრებში) და ვცდილობ უფრო მწარე-მჟავე-ცხარე გავაკეთო ასე, რომ თამამად გააკეთე, კარგი გამოგივა |
Posted by: volli35 2 Oct 2010, 23:27 | ||
upwave
მეგონა მე დავწერე ეს .... http://www.SmileS.Ge |
Posted by: usaqmurologi 2 Oct 2010, 23:29 |
volli35 upwave გმადლობთ.... იმ ცნობილ სუნელების კაცს მივაკითხავ მაგ კვიტინისთვის...... |
Posted by: upwave 3 Oct 2010, 00:06 | ||
volli35
ხოო. ნუ ეხლა ,,არყისტიც" არ არ თავისი სიმწარის გამო, მაგრამ ამიტომ ლიქიორებსაც ნაკლებად ვეტანები. |
Posted by: volli35 3 Oct 2010, 00:18 | ||
upwave
"არყისტი" ვერც მე ვარ .... ერთადერთი რომელიც ოდნავ მხიბლავს ესაა ნემიროვის წიწაკიანი .... ლიქიორები კი მხიბლავს ... აი ბოლო რომელიც გეახელით და სასტიკად მოვიხიბლე გემოთიც და სახელითაც Женский соблазн http://www.radikal.ru + უგემრიელესი შტრუდელი |
Posted by: tako-dachi 4 Oct 2010, 11:48 |
rtuli რა შეიძლება ეხლა საყინულეში რო გავყინო ბოსტნეულიდან და ხილიდან? და საშიში თუ არის ესე შენახვა? |
Posted by: max-14 4 Oct 2010, 13:45 | ||
რეცეპტი თუ შეიძლება... მადლობთ |
Posted by: rtuli 4 Oct 2010, 14:24 | ||
tako-dachi
მე ვყინავ ბოსტნეულიდან მხოლოდ მწვანე ლობიოს .... ხილიდან ალუბალს,მაყვალს,ჟოლოს.... საშისი არ არის უბრალოდ,6 თვე აქვს მაქსიმუმ ვადა |
Posted by: ბესიკის26 4 Oct 2010, 17:07 | ||
rtuli
მართლა მხოლოდ 6 თვეში უნდა გამოვიყენო ხილი?იმდენი რამ მაქვს შენახული:მოცვი,მარწყვი,შავი ბალი და ალუბალი,მოცხარი. აგვისტოში რომ შევინახე თებერვლამდე უნდა გავხარჯო? |
Posted by: upwave 4 Oct 2010, 19:05 |
ბესიკის26 უი ეგ პირველად მესმის. ვიცი, რომ გაყინული ხილი ძალიან დიდხანს ინარჩუნებს ვიტამინებს პირველადი სახით. სად შეიძლება ინფო მოვიძიოთ? |
Posted by: tako-dachi 4 Oct 2010, 21:05 |
rtuli შემწვარი ბადრიჯანი არა??? როგორ უნდა შევინახო? |
Posted by: rtuli 4 Oct 2010, 21:30 | ||||||
ბესიკის26
მე ასე მიწერია მაცივრის რეკომენდაციაში მაგრამ,სიმართლე გითხრა 6 თვეზე მეტი მედო მე.... upwave
http://zakatki.com/poleznye-sovety/zamorozka-zagotovok.html tako-dachi
მე მქონდა შარშან შენახული...შევწვი და პლასტმასის,საჭმელ ყუთებში მოვათავსე.გავყინე.ზამთარში ჩვეულებრივად ვიყენებდი.... |
Posted by: irmaco 5 Oct 2010, 09:49 | ||
tako-dachi შარშან მეზობლის რჩევით გავყინე პომიდორი და ბულგარული(ბოსტნეულიდან), ძალიან ვისიამოვნე ზამთარში,სადილისთვის 2 საათით ადრე გამოვიგებდიდა ფანტასტიური იყო, და რაც მტავარია პიცისტვის იყო უგემრიელესი. ხილიდან მე პირადად დიდი ხანია ვინახავ მალინას,მარწყვს, მაყვალს,როგორც ვიცი ყველა კენკროვანი ხილი შეიძლება გაიყინოს, მაგრამ როგორც ზემოტ გირჩიეს ვადები უნდა იყოს დაცული ანუ მიახლოებით 6 თვე . * * * ბესიკის26
პირველად იმ ხილის გამოყენება დაიწყე რომელიც პირველი შეინახე, და ეგრე ნუ თუ არ გალღობილა მთელი ამ 6 თვის მანძილზე მე 7 თვეც არაუშავს |
Posted by: მონიკა 5 Oct 2010, 10:25 | ||||
არ მახსოვს ზუსტად, გასაყინ პაკეტებზე ეწერა რამდენ ხანს შეიძლება რისი შენახვა. 6 თვე მინიმალური ზღვარია, რამდენადაც მახსოვს ძირითადად კენკრას ეხება. ზოგიერთი რამ 12 თვესაც ინახება. მწვანე ლობიო ინახება გადასარევად. დაკონსერვებულს ვერიდები და ყოველ წელს ვყინავ. rtuli
შემწვარი ბადრიჯნით მეც კმაყოფილი დავჩი, უმი კი არ ვარგა. |
Posted by: rtuli 5 Oct 2010, 11:23 | ||
მონიკა
6 თვის მერე გემოც ეცვლება კენკრას რატომღაც.....ყველაზე კარგად და დიდხანს ძლებს ალუბალი,აი მაგას არც გემო ეცვლება და არც ვადები აქვს შენახვის ჟოლო და მაყვალი ცოტა კაპრიზნები არიან...თუმცა მაგათი შენახვა მაინც ღირს... შავი ქლიავი შევინახე ერთხელ და როცა გალღვა წყლად იქცა,აღარ ვინახავ.... |
Posted by: ladywin 6 Oct 2010, 17:22 |
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru გახეხილი შინდი ცოცხლად. |
Posted by: usaqmurologi 6 Oct 2010, 18:59 |
ladywin იფ, როგორ მიყვარს კარაქიან პურთან ერთად... მხოლოდ გახეხვა საკმარისია?? და მერე სტერილიზაცია როგორ გაუკეთე?? |
Posted by: rockataka 6 Oct 2010, 19:33 | ||
ladywin
მზად ვარ ზამთარში ხელი გთხოვოთ |
Posted by: ladywin 6 Oct 2010, 19:50 | ||||
usaqmurologi
გავხეხე შინდი დავაყარე შაქარი 1კგ-ზე 2კგ. და ემალის ჭუჭელში გავაჩერე სამი დღე , ხშირად უნდა მორევა რომ შაქარი კარგად გაიხსნას, ბოლოს სტერილურ ცხელ ბანკებში ვინახავთ. * * * rockataka
ვაააააააა ასე ძალიან გიყვარს გახეხილი შინდის ჯემი? |
Posted by: upwave 6 Oct 2010, 20:44 | ||
rtuli
რას არ მოიფიქრებ ხოლმე მოკლედ ექსპერიმენტების დედა ხარ |
Posted by: rtuli 6 Oct 2010, 20:52 | ||||
rockataka
ეს სურათების თემაში დაწერე upwave
ცხოვრება ყველაფერს გასწავლის |
Posted by: frontushka 6 Oct 2010, 23:43 |
ladywin ძალიან ტკბილი ხომ არ გამოდის 1 კგ შინდზე 2 კგ შაქარი? |
Posted by: ladywin 7 Oct 2010, 08:46 |
არა ნამდვილად არ არის ძალიან ტკბილი, შინდი იღებს საკმარისად სიტკბოს და ძალიან არომატული გამოდის, სხვა ვარიანტში ამჟავდება შაქარი ინახავს... |
Posted by: reziko17 14 Oct 2010, 01:12 |
ladywin როგორ გააკეთე? ჩვენ გავაკეთEთ დღეს მაგრამ სტერილიზაცია არ გაგვიკეთებია ემალის ქვაბშI დავტოვეთ. სტერილიზაცია გაუკეთე??? 3კგ მწვანე პომიდორზე გავუკეთეთ 2კგ წითელი და მწვანე ბულგარული , ნახევარი კილო ხახვი, ნახევარი კგ. სტაფილო ნიორი წიწაკა ძმარი ზეთი გემოვნებით და თვალის ზომით... შენი რეცეპტი დადე რა თუ შეგილია მქონდა მაგრამ დავკარგე.... მარა ესეც უგემრიელესი გ ამოვიდა |
Posted by: zizi13 15 Oct 2010, 08:17 |
გოგოებო მირჩიეტ მკვახე პამიდვრის სალათა გავასტერილო? მიპასუხეთ რა, სალათას უკვე ქილებში ვტენი |
Posted by: rtuli 15 Oct 2010, 10:51 | ||
zizi13
http://forum.ge/?showtopic=33697964&f=&st=435entry15749271 http://forum.ge/?showtopic=33697964&f=&st=435entry15779202 |
Posted by: tavadze 15 Oct 2010, 10:58 | ||
ninoma
ამ რეცეპტს დავამატე ტომატი - ისედაც ხომ გემრიელია, მაგრამ ამით კიდევ უფრო მაგარი გამოვიდა. ოღონდ რატომღაც გვიან იწყებს დუღილს. შარშანაც და წლეულსაც რომ მეგონა, დაამთავრა-მეთქი, მერე დუღდა ქილებში. ახლაც თასზე მიდევს და ნელ-ნელა ამთავრებს დუღილს. თან პროფილაქტიკისთვის თავზე ცოტა ზეთი მოვასხი, ხრახნიან ქილებში ჩავდე და ცოტ-ცოტა გადმოდის ზეთი. |
Posted by: zizi13 15 Oct 2010, 11:22 |
მადლობტთ rtuli ეს რეცეპპტები მეც ვნახე მაგრამ იქ მიტითებული არ არის , რაც მე მაინტერესებს |
Posted by: upwave 15 Oct 2010, 16:19 |
zizi13 კი ორივეში მითითებულია. I-ს უნდა სტერილიზაცია II-ს არ უნდა |
Posted by: ninoma 15 Oct 2010, 17:31 | ||
tavadze
კარგად რომ დადუღდება დაამატეთ ასპირინი და მერე ჩაასხით ქილებში. პირამდე ნუ გაავსებთ. |
Posted by: tavadze 15 Oct 2010, 17:43 | ||
ninoma
უკვე ჩასხმული მაქვს. იყოს რაცაა - ნელ-ნელა ამთავრებს დუღილს. არადა, მართლა გემრიელია - ის რამდენიმე დღე, რაც დასადუღებლად მედგა, ისეტი არომატი იყო სამზარეულოში, ლამის შემომეჭამა. |
Posted by: Salome_L 22 Oct 2010, 10:58 |
ბულგარულ წიწაკას ზეთში რომ ინახავენ რეცეპტი ხომ არ გაქვთ როგორ უნდა გაკეთდეს ? აი შემდეგ ნიგვზით რომ უნდა შეანელო. |
Posted by: anatoreli 22 Oct 2010, 13:25 |
მწვანე პამიდორი როდემდე იქნება ხო არ იცით?! |
Posted by: frontushka 22 Oct 2010, 14:10 |
გავაკეთე შინდის ცოცხალი ჯემი, უგემრიელესია |
Posted by: LEKS86 29 Oct 2010, 20:01 |
პამიდორი & წიწაკა, კაი მწნილი რომ გამოვიდეს გთხოვთ დადოთ რეცეპტი წინასწარ დიდი მადლობა |
Posted by: perry-wuna 7 Nov 2010, 16:55 |
გამარჯობათ გოგოებო,ფეიხოას თუ ინახავთ ზამთრისთვის და როგორ?იქნებ ვინმემ დაწეროთ |
Posted by: ninavia 7 Nov 2010, 17:14 |
perry-wuna- ფეიხოას ცოცხლად მაშინკაში ატარებენ და შაქართან ერთად ერთი-ერთზე ინახავენ, კარგია გულისთვის, მე კი -კომპოტს ვაკეთებ კომშთან ერთად და ძალიან გემრიელია ,თან უცხო არომატი აქვს... |
Posted by: perry-wuna 7 Nov 2010, 17:24 |
ninavia არასოდეს გამიკეთებია არ ვიცი როგორ კეთდება,ალბათ კანიანად უნდა გავატარო,კომპოტს როგორ აკეტებთ,ტუ არ დაგეზარებათიქნებ დამიწეროთ კანი უნდა გავაცალო,დავჭრა თუ როგორ? |
Posted by: ninavia 7 Nov 2010, 17:58 |
perry-wuna--თავი და მოლო მოაჭერი და კანიანად გაატარე ,შემდეგ შაქარი დააყარე ,აურიე და დადგი რამდენიმე დღე, თან მოურიე, შემდეგ ჩაასხი ქილებში და შეინახე. კომპოტი-3ლიტრიან ქილაში ვყრი 4-5 ცალ ფეიხოას ვუმატებ 1-2ცალ დაჭრილს კანიანად კომშს და 3 ჩ.ჭ შაქარს თუ კარგი ტკბილი გინდა, თუ არა და 2ჭ.ნახევარს ,ნორმალურია, ვასხავთ წყალს ,ვადუღებთ და ვხუფავთ. |
Posted by: perry-wuna 7 Nov 2010, 18:13 |
ninavia დიდი მადლობა. |
Posted by: თბილი_სი 7 Nov 2010, 18:23 |
კომპოტები და მურაბები ცალკე თემად რომ ყოფილიყო უფრო ლოგიკური და სასარგებლო არ იქნებოდა? მოსაძებნადაც და თუნდაც თემატურად, რატომ უნდა ვეძებდე მურაბების ტოპიკში მწნილს და პირიქით, გამაგებინეთ ერთი. ალბათ უხსოვარი დროიდან ასეა, ვერავინ მოიფიქრა პატარა რეორგანიზაციის მაგვარი და შერჩა... არადა ადგილი არის და თავისუფლად დაეტეოდნენ ცალ-ცალკე ამხელა ფორუმზე. :დ |
Posted by: zizi13 7 Nov 2010, 18:35 |
perry-wuna ფეიხოს კომპოტი ორივენაირად შეიძლება გაკეთდეს, მე გათლილი უფრო მომწონს, მსუბუქი არომატი აქვს. შეიძლება კანითაც, ამ დროს მოაჯრი თავს და ცოტაზე ჩასერავ, გემო რომ გამოუშვას, ასეთი კომპოტი უფრო მძაფრი გემოსია მაგრამ ვიტამინებით სავსე |
Posted by: bancala 8 Nov 2010, 18:19 |
ქაცვი როგორ შევინახო მირჩიეთ რა |
Posted by: Angel1 8 Nov 2010, 19:15 |
ქაცვი ელექტრო წვერსაწურში გაატარე, გამოწურულ წვენს დაამატე შაქარი 1:2(შაქარი 2 წილია) ჩაასხი ემალის ჭურჭელში და ურიე დილა-საღამოს.კარგად რომ გაიხსნება ,რასაც კარგა ხანი დასჭირდეება ამოიღე მინის ქილბში( ხრახნიანი თახსახურით ) და შეინახე გრილ ადგილას. p.s. მართლა სულ პირველად ქაცვს გარეცხავ გაფენ სუფთა ტილოზე და რომ გაშრება ამი შემდეგ გაწურავ. * * * ქაცვი ელექტრო წვერსაწურში გაატარე, გამოწურულ წვენს დაამატე შაქარი 1:2(შაქარი 2 წილია) ჩაასხი ემალის ჭურჭელში და ურიე დილა-საღამოს.კარგად რომ გაიხსნება ,რასაც კარგა ხანი დასჭირდეება ამოიღე მინის ქილბში( ხრახნიანი თახსახურით ) და შეინახე გრილ ადგილას. p.s. მართლა სულ პირველად ქაცვს გარეცხავ გაფენ სუფთა ტილოზე და რომ გაშრება ამი შემდეგ გაწურავ. * * * ფეიხოა შაქარში რომ შევინახო ტერმული დამუშავების გარეშე შაქრის მინიმალური რაოდენობა რამდენი ავიღო, რომ არ გაფუჭდეს იქნებ ვინმემ მითხრათ |
Posted by: perry-wuna 8 Nov 2010, 20:52 |
zizi13 მადლობა,აუცილებლად გავაკეთებ |
Posted by: თბილი_სი 11 Nov 2010, 23:14 | ||
bancala
თუ ელექტროწვენსაწული არ გაქვს და გაქვს ბლენდერი, მაშინ ქაცვი კარგად გაარჩიე, გარეცხე, საწურზე დაყარე რომ კარგად ჩამოიწუროს, მერე ჩაყარე ბლენდერში და ორჯერ ჩართე-გამორთე, წვნად რომ იქცევა გადაასხი ისევ საწურში და გაატარე, ჩენჩები დარჩება და გადაყრი, ხოლო ჯამში დარჩენილი მასა, ისევ უნდა გაწურო სამმაგ მარლაში, წვრილი კურკებიც რომ არ გავიდეს, სუფთა ერთგვაროვანი მასა უნდა გამოვიდეს. ცოტა საწვალებელია, მაგრამ სამაგიეროდ გამოგივა ტექნოლოგია ე.წ.ცივი გაწურვით, როგორც ზეითუნის არ სხვა ზეთის წარმოების დროს ხდება ცხელი და ცივი გაწურვა. ცხელი ნიშნავს რომ გახურებით, ადუღებით ხდება წვენის გამოდენა ნაყოფიდან და შედარებით იაფი ღირს, ხოლო თუ პროდუქტზე წაიკითხავ ,,ექსტრა ვირჯინ" ის აუცილებლად ცივი გამოწურვით ხდება და უფრო სასარგებლოა, ნაყოფის მინერალები და ვიტამინები არ იკარგება. გამოწურვის შემდეგი პროცესი კი იგივეა როგორც ზედა პოსტში, 1 წილი ნაყოფის წვენზე 2 წილი შაქარი და ა.შ.... |
Posted by: niki_ niki 26 Nov 2010, 03:50 |
დამეხნარეთ http://www.radikal.ru წყალი გადმოდის ე.ი. დუღს მაგრამ http://www.radikal.ru ამ ბანკიდან არ გადმოდის განსხვავება არის |
Posted by: perry-wuna 30 Nov 2010, 17:11 |
niki_ niki რა გემრიელად გამოიყურება,როგორ გააკეთეთ,კომბოსტო ჯერ ადუღებულ წყალში გაატარე თუ როგორ? |
Posted by: ninoma 1 Dec 2010, 00:53 | ||||
perry-wuna
niki_ niki-ს მოსვლამდე მე გიპასუხებ.
არა, ეს არ არის საჭირო. ყვავილოვანი კომბოსტოს მწნილი. ყვავილოვანი კომბოსტო დავანაწევროთ, ჩავაწყოთ ჭურჭელში ფენა-ფენა კომბოსტო, დაჭრილი ჭარხალი და სტაფილო, ნიახური, კამა, ნიორი, დაფნის ფოთოლი გემოვნებით დავასხათ მარილწყალი, რომელიც ცოტა მლაშეა. დავადოთ სიმძიმე, რომ ბოსტნეული ზემოთ არ ამოვიდეს. თუ წითელი არ გინდათ, მაშინ ჭარხალი არ ჩადოთ. |
Posted by: Peppi 1 Dec 2010, 01:27 | ||
perry-wuna zizi13
მე კანიანად მომწონს, წვენი უფრო გემრიელია დედაჩემია კამპოტების და ზამთრის "შესანახის" მასტერი.. მე აქ რა ვაკეთო? 7 საშუალო ან პატარა ფეიხოიაში 3 ევრო გადავიხადე.. რა კამპოტი უნდა გავაკეთო შესანახად..ლოლ |
Posted by: volli35 1 Dec 2010, 01:35 |
ninoma შევცხვი შენთან .... სკლეროზ ... ხვალ გამოვასწორებ http://www.SmileS.ge |
Posted by: perry-wuna 4 Dec 2010, 21:11 |
ninoma მადლობა,გავაკეთე ჭარხლის გარეშე,ველოდები დამჟავებას. |
Posted by: marikagaga 7 Dec 2010, 17:02 |
ესეიგი დროა შენც ისწავლო სადამდე უნდა უყურო დედამთილს თუ არც უკურებ ერთი ჩვეც გვითხარი რეცეპტი იქნებ დრო გამოვნახო და გავაკეთო ტან რისთვი მინდა იცი მაწონში შესარევად მაგარი იოგურტიაააა |
Posted by: Peppi 25 Jan 2011, 16:06 |
ქლიავის მჟავე გავაკეთე - რა გამოვა ჯერ არ ვიცი - ექსპერიმენტია.. სტაფილოთი და მწვანილით დატენილი მკვახე პამიდორის მჟავის რეცეტი ვინ იცით? - დამაკვალიანეთ |
Posted by: MKL-111 26 Jan 2011, 17:17 |
Posted by: გიო777 13 May 2011, 11:28 |
კარგი მეგრული აიკა მასწავლეთ .......... |
Posted by: გიო777 15 May 2011, 11:15 | ||
ხალხო, ნივრის წნილი (კახური) როგორ კეტდება? * * *
აჯიკა....................................................................... |
Posted by: mia_nano 16 May 2011, 15:55 | ||
Peppi
თუ კიდევ გაინტერესებს დაგიწერ |
Posted by: killer 20 May 2011, 16:20 |
მარწყვის შენახვა როგორ შეიძლება? ან მარწყვის წვენის თუნდაც? მურაბაც მინდა. თუმცა ცოცხლად შენახვას ვანიჭებ უპირატესობას, თუ არსებობს ასეთი რაღაც ბუნებაში |
Posted by: drozera 20 May 2011, 17:01 | ||
killer
მე გეტყვი როგორც ვიცი და სხვებიც დაწერენ ალბათ: მარწყვს გარეცხავ ძალიან კარგად, არ უნდა იყოს ძალიან დარბილებული, მყარი ჯობია, გარეცხავ, საზურავზე ფრთხილად გაშლი, არ უნდა შეყვეს გაფუჭებული, დამპალი, დაწურავ წყლისგან, მერე სამზარეულოს ხელსახოცზეც გადაიტან უკეთესად გასამშრალებლად, გაშლი სათითაოდ ლანგარზე და შედგავ საყინულეში ცოტა ხნით, ოდნავ რომ მოიყინოს, მერე გადაიტან კულინარიულ პარკში და ისე შეინახავ საყინულეში, თუ არ ვცდები რთულმა ადწერა ადრე და მეც მასე გავაკეთე, სიმართლე გითხრა დიდი ხანი ვერ მოვითმინე და ზაფხულში უკვე აღარ მქონდა, მაგრამ ალბათ გაძლებს დიდი ხანიც |
Posted by: killer 20 May 2011, 17:15 |
drozera მადლობა |
Posted by: mia_nano 20 May 2011, 19:22 |
killer შეგიძლია უცეცხლოდ შეინახო, გემრიელია და ნამცხვრებშიც გამოგადგება. ერთ კილო მარწყვზე ორი კილო შაქარი დააყარე, დადგი გრილ ადგილზე და ურიე დღეში რამდენჯერმე, შაქარი რომ გაიხსნება და მარწყვის მასა ცოტა შესქელდება, გადაიტანე მინის ხრახნიან ქილებში და შეინახე. მარწყვი უნდა იყოს საღი და აუცილებლად მშრალი, თანდათან გაიშლება მორევის პროცესში,მინის ან ემალის ჭურჭელი იხმარე ამ პრინციპით კეთდება მაყვალი და მალინა, აგრეთვე გახეხილი შინდიც. |
Posted by: n_j 20 May 2011, 20:18 |
mia_nano ეს ხომ ძალიან ტკბილი იქნება? მე ვერ ვხმარობ ასეთ ტკბილ მურაბებს და ჯემებს, ,ირჩევნია 5 წუთით წამოვადუღო |
Posted by: killer 20 May 2011, 23:33 |
mia_nano მადლობა. ჟოლო გავაკეთე მასე შარშანწინ გამოვიდა, შარშან ამჟავდა სანამ შაქარი გადნა და მომიწია წამოდუღება. 1X2 ბევრი არაა? 1X1,5-ზე ხომ არ ჯობია? მაინც მაცივარში უნდა შევინახო. |
Posted by: guruliqali 21 May 2011, 09:30 |
1:2-ზე პროპორციით ვაკეთებ მხოოდ შინდს, ისიც ამ ბოლო დროს შევამცირე შაქრის რაოდენობა და 1.5-ითაც მშვენივრად შეინახა. დანარჩენს კვიტინით გირჩევდით, ან მამა-პაპური მურაბა მარწყვის შემთხვევაში, კვიტინით შენახვა ალბათ საუკეთესო ვარიანტია, ეხლა უკვე შეიძლება ამ მარწყვით გაკეთება თუ დაველოდოთ ნამდვილი ქართული მარწყვი როდის შემოვა? რა ვიცი, ყველაფერი აირია ამ ბუნებაში და ნამდვილი რა არის და როდის - საკითხავია |
Posted by: mia_nano 23 May 2011, 16:55 |
killer მაცივარში თუ ინახავ დაუკელი შაქარი, ხშირად მოურიე და აუცილებლად გადნება. შარშან იწვოდა თბილისი და ალბათ იმიტომ ადუღდა. ყოველ წელს ვაკეთებ და ჯერ არ გაფუჭებულა, კვიტინი არ მიყვარს, რაღაც ხელოვნურს მაგონებს, და ისე ნაკლებ ქიმიას ვღებულობთ რომ ეხლა ჩვენი ნებით არ ჩავუმატოთ? guruliqali მართალი ხარ, ისე ჩემი დედამთილის რჩევით, ქართლიდან რომ შემოვა, იმ მარწყვით ჯობია გაკეთება და 2 კილოზე მეტს არ ვხარშავ თიტო გაკეთებაზე, შრომატევადია მაგრამ კარგი გამოდის * * * n_j დაუკელი შაქარი მალინას, ერთი ერთზე გააკეთე და მაცივარში შედე, მარწყვი კი იტანს შაქარს , არ არის ძალიან ტკბილი, ყოველშემთხვევაში ჩემებისთვის შეგიძლია ერთი ერთნახევარზეც გააკეთო მარწყვი, ისე კლასიკური პეცეპტით ერთი ორზე კეთდება, მაგრამ ლავირება შეიძლება |
Posted by: mia_nano 3 Jun 2011, 22:10 |
გიო777 ნივრის წნილი მე არ გამიკეთებია მაგრამ ვინც მითხრა ვენდობი, დაგიწერ და თუ გინდა ცოტა სცადე გავფცქვნით ნიორს (ახალი, ოღონდ შემოსული) და ერთ კანზე დავტოვებთ, ჩავაწყობთ მინის ქილებში, დავასხავთ ონკანის წყალს და 3 ან 4 დღე ვუცვლით წყალს, მე- 4 ან მე- 5 დღეს დავასხავთ მარილწყალს(1 ლირტიან ქილაზე 1სავსე სადილის კოვზი მარილი) და დავაფარებთ პლასტმასის ხუფებს. |
Posted by: ninoma 3 Jun 2011, 23:59 | ||
გიო777
მე ასე ვაკეტებდი და კარგი გამოდიოდა. http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=547&Itemid=55 |
Posted by: mia_nano 4 Jun 2011, 15:46 |
ninoma მასე ნივრის სუნი ექნება ძალიან მძაფრი, ჯობია ხშირად წყლის ცვლა |
Posted by: ninoma 5 Jun 2011, 02:09 | ||
mia_nano
ერთ წელს მასაც გავაკეთე და დარბილდა ნიორი. ასე გაკეთებულს ნიორს არ ჰქონია მძაფრი გემო და სუნი. მზეზე დგომას გამოაქვს მისგან ის სიმწარე და "არომატი" |
Posted by: mia_nano 5 Jun 2011, 18:36 |
ninoma შეინარჩუნა სიმკვრივე არა? კარგი იქნება მაშინ, თუ სუნიც არ აქვს უფრო კარგი, თორემ მძაფრი სუნი იცის ნიორმა |
Posted by: gvancuta 10 Jun 2011, 16:19 | ||
მე გავაკეთე ეხლა ზუსტად. მოკლედ 1 კილო მარწყვზე 1 კილო შაქარი დააყარე და რამოდენიმე დღე მოუწევს დადუღება, არ გინდა მურაბა, ასე ბევრად შეინარჩუნებს თავის თვისებებს. მე 2 დღე დამჭირა, ხშირად ვურევდი და თავისით გადნა შაქარი. ისეთი გემრიელი გამოვიდა რომ რა. მერე უბრალოდ ქილებში ჩაასხამ და შეინახავ მაცივარში თუ ძალიან ტკბილი გიყვარს 2 კილო საქარი უქენი მე უბრალოდ არ მიყვარს ძალიან ტკბილი და თვითონ სიროფს გაუშვებს ისეთ გემრიელს მარმელადივით |
Posted by: mzi 10 Jun 2011, 17:51 | ||
მაცივარში უნდა შეინახო? სარდაFში შეინახება? |
Posted by: mia_nano 10 Jun 2011, 19:10 |
mzi მე ვაკეთებ ერთ კილო მარწყვზე კილო ნახევარი(ან2) შაქარი და ინახება უმაცივროდ |
Posted by: gvancuta 20 Jun 2011, 17:57 |
მაცივარში, რავი, მე მაცივარში ვინახავ ხოლმე, ისედაც ჩაციებული მიყვარს მურაბა გოგოებო, თუთის მურაბის გაკეთება თუ გიცდიათ? დღეს გავაკეთე, რაღაც უგემრიელესი გამოვიდა! როგორც იტყვიან ჭამით ვერ გაძღები!:) |
Posted by: guruliqali 20 Jun 2011, 18:01 | ||
ბორჯომში ვიყიდე გირჩების მურაბა, ძალიან სასარგებლო ყოფილა ფილტვებისა და ბრონქებისთვის. gvancuta
შავი თუ თეთრი? აქვს მნიშვნელობა? |
Posted by: mia_nano 20 Jun 2011, 21:54 |
guruliqali მეც მინდა და ვერ მივდივარ ჯერ, არაჩვეულებრივია, და კიდევ სახსრებისთვისაც კარგია და სისხლძარღვებისთვისაც. კიდევ მითხრეს ფიჭვის მტვერი, ნუ წიწვოვანის, და მაგის ყიდვაც მინდა , ეგეც იყიდე თუ შეგხვდება. ექიმმა მითხრა საუკეთესო პროფილაქტიკური და იმუნური სისტემის გასაუმჯობესე ბელი საშუალება არისო gvancuta მე გამიკეთებია, თაფლივით არის, თეთრი თუთით გავაკეთე ადრე და მართლა გემრიელია, თუთით ბაქმაზს ( თუ რაღაც ამდაგვარს ეძახიან ) აკეთებენ კიდევ და ისიც მაგარი გემრიელია, სქელი სეროფივით არის. თაფლივით, მომინდა თუთის მურაბა |
Posted by: gvancuta 20 Jun 2011, 22:34 |
აუ ხო, ძალიან გემრიელი გამოვიდა, ოღონდ მე შავი თუთით გავაკეთე, აი ძალიან ძალიან კარგია! თეთრით არ ვიცი, ვცდი ერთი მაგასაც ) |
Posted by: guruliqali 21 Jun 2011, 00:09 | ||
mia_nano
ხო, ნაძვის მტვერი იყიდებოდა და არ ვიყიდე, როგორ ვნანობ, არადა დაწვრილებით გამოვკითხე რისთვის გამოიყენება და როგორ უნდა მივიღო. აუცილებლად უნდა დავაბარო და ჩამოვატანინო, ერთი ულუფა 5 ლარი ღირს, უნდა გაურიო 200 გრამ თაფლში და დილაობით მიიღო უზმოზე თითო კოვზი. |
Posted by: mia_nano 21 Jun 2011, 15:06 |
guruliqali ზუსტად მითხარი რა სად იყიდებოდა მურაბა და მტვერი? ჩემს ქმარს საქმე აქვს მაქეთ და თუ ზუსტად ავუხსნი იქნებ შეიაროს, და მურაბა რა ღირს? რამდენია ნეტა საჭირო ხომ არ იცი ზუსტად, ეგეც მითხარი რა, მე სხვადასხვანაირად გავიგე და რომელს დავუჯერო არ ვიცი |
Posted by: guruliqali 21 Jun 2011, 16:00 |
mia_nano პარკის შესასვლელში იყიდება - სადაც ეხლა სამშენებლო სამუშაოები მიდის და ქვაფენილს აგებენ, პარკის სალარომდე არ უნდა მივიდეს, სახლებიდან აქვთ გამოტანილი და გარეთ ყიდიან დახლებზე ერთი-ორ ადგილას, გირჩების მურაბა ერთჯერადი პატარა ჭიქით - 10 ლარი ღირს, მტვერი კი - ერთი ულუფა 5 ლარი, ეს ულუფა უნდა შეურიო 200 გრამ თაფლში (კონცენტრაცია არ გაზარდოთო მკაცრად მითხრეს) და თითო კოვზი უზმოზე უნდა მიიღო დილითო. დღეს გავიგე, რომ ამ მტვრის აღებას თავისი წესები ჰქონია (მამალი/დედალი თუ რაღაც ამდაგვარი), ვცდილობ თვითონ ბორჯომელებთან სანდო წყაროებით გავარკვიო, დღესაც დავურეკე და გამიგებენ ვის შეიძლება ვენდო და ვისგან შევიძინო (თან გავიგე, რომ 2-ლარად ყიდიან მტვრის ერთ ულუფას, ცხადია არა პარკის შესასვლელში), როგორც კი რამეს დავაზუსტებ (ჩემს მეგობრებსაც უნდათ), გაგაგებინებ. ისე, ნამდვილად კარგი და სასარგებლო რომ არის, ამას ყველა მეუბნება. მე ერთ თვეში შვილს ვუშვებ ევროპაში სასწავლებლად და ვცდილობ, მანამდე მის იმუნიტეტზე ვიზრუნო+გავატანო სასარგებლო პროდუქტები. |
Posted by: mia_nano 21 Jun 2011, 17:50 |
guruliqali ძალიან დიდი მადლობა ველოდები შენს ინფოს, რათქმაუნდა სანდო ადამიანისგან ყიდვა ჯობია, ყველაფერს კადრულობენ და წამლის ნაცვლად შეიძლება საძაგელი რაღაც გაყიდონ წარმატებებს ვუსურვებ შენს ბიჭს და ყველაფერს საუკეთესოს |
Posted by: guruliqali 23 Jun 2011, 01:09 | ||||
mia_nano
დიდი მადლობა
გავარკვიე და პმ მოგწერე, თუ დაგაინტერესებს, შემატყობინე, უნდა ჩამოვატანინო და შენთვისაც გავითვალისწინებ. |
Posted by: cicatridina 29 Jun 2011, 17:58 |
რაშია საქმე მეგობრებო, მინდა რომ გავაკეთო კიტრის მწნილი,ოღონდ არ მინდა რომ მოვხუფო და არც ეს ასპირინები და სალიცინები მინდა.უბრალოდ ეხლა რომ გაკეთდეს და ვჭამო ისეთი.რას მირჩევთ,ან პლასტმასის ჭურჭელში თუ შეიძლება ნეტა.http://smajliki.ru/smilie-1083294759.html |
Posted by: ninoma 29 Jun 2011, 18:40 | ||
cicatridina
მაგას ჰქვია მალასოლნი , 2-3 დღეში მზადაა, ესეც რეცეპტი მე გემოვნებით ვაკეთებ და დაახლოებით დაგიწერ. 1კგ.კიტრზე, 1ც.მოზრდილი დაფნის ფოთოლი, ხმელი კამა ერთი ღერი თავისი ქოლგით, ნედლი- პატარა კონა, ნიახური 2ღერი, ნიორი 3-4 კბილი დაჭრილი, ალუბლის ფოთოლი 4-5 ცალი, წიწაკა გემოვნებით. 1ლიტრ ანადუღარ წყალზე 60 გრამი მარილი. გარეცხე კირტი კარგად, მოაჭერი პატარაზე თავი და ბოლო. ჩაალაგე ჭურჭელში კიტრი, დაფნის ფოთოლი,კამა(ხმელი ან ნედლი), ნიახური, ალუბლის ფოთოლი, მწარე წიწაკა, ნიორი. დაასხი გრილი მარილწყალი. სულ ეს არის. მე გავაკეთე ამ დღეებში და პლასმასის ჭურჭელში მქონდა. რომ შემჟავდება, მერე მაცივარში შეინახე. |
Posted by: cicatridina 30 Jun 2011, 20:13 |
ninoma დიდი მადლობაააა. ძალიან დამეხმარეთ. |
Posted by: COPACABANA 3 Jul 2011, 19:53 |
guruliqali ნაძვის მტვერზე უნდა გკითხო. 1 ულუფაში დაახლოებით რამდენი გრამია. 3 ლარი მითხრეს 1 ულუფის ფასი და ზომით რამდენია იქნებ მითხრა |
Posted by: guruliqali 3 Jul 2011, 20:56 |
COPACABANA ერთ ულუფად ჩაის კოვზის ტოლ რაოდენობას ყიდიან (ძალიან გადასწორებულიც არა, ოდნავ ათავიანებული კოვზი). გუშინ ჩამომივიდა. |
Posted by: COPACABANA 3 Jul 2011, 22:04 |
guruliqali მადლობა! ბრონქებისთვის უნდა დედაჩემს და ვნახოთ როგორ გამოადგება. |
Posted by: guruliqali 4 Jul 2011, 09:18 |
COPACABANA ჯანმრთელობას ვუსურვებ დედას, ჩვენ რაიმე განსაკუთრებული დანიშნულებით არ ვიღებთ, მხოლოდ იმუნიტეტის ასამაღლებლად. გირჩების მურაბაც იყიდე, ისეთი არომატულია, "ნაძვის კევის" სუნი აქვს. |
Posted by: COPACABANA 4 Jul 2011, 10:29 |
guruliqali მადლობა დედაჩემისთვის ყოველი ზამთარი ბრონქების გაციებით და ხველებით იწყება. ვნახოთ აბა ეს თუ უშველის. გირჩის მურაბა 1 წელი იდო ისე და ეხლა გაგვახსენდა რო გვქონდა თან რა ლამაზადაა ჩაწყობილი . |
Posted by: drozera 4 Jul 2011, 15:11 |
ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან... კომპოტებს, საწებლებს და მურაბებს, საერთოდ კონსერვებს ყოველთვის სოფელში ვაკეთებდით და თბილისში ჩამოგვქონდა ხოლმე მერე, ჩულანში ვინახავდით და ნორმალურად ინახებოდა, ეხლა ერთი პრობლემა ამქვს, ახალ ბინას არც ჩულანი აქვს და არც სარდაფი, აივანზე მიდგას ერთი პატარა რკინის კარადა, ხოდა რა მაინტერესებს, შეინახება კარგად კონსერვები? რაღაც მზე ადგება და მეშინია... იქნებ მირჩიოთ რამე? |
Posted by: patriota17 4 Jul 2011, 19:39 |
ვგიჯდები კიტრის მჯავეზე.....ხრასჰუნა როა:D:D:D:D:D:D:D:D:D |
Posted by: mia_nano 13 Jul 2011, 20:44 |
ძალიან მარტივი და სასარგებლო ასორტი ზამთრისათვის, გააკეთეთ არ ინანებთ, ასეთი კარგი თუ გამოვიდოდა ნამდვილად არ მეგონა ასორტი 3 კილო ალუბალი 25 ცალი კომშის ფოთოლი 25 ცალი მაყვლის ფოთოლი 10 ლიტრი წყალი შაქრის ფხვნილი გემოვნებით დიდ ჭურჭელში ჩავყაროთ გარეცხილი ალუბალი და ფოთლები, დავასხათ წყალი, წამოვადუღოთ, დავუწიოთ ცეცხლს და ვადუღოთ 30 წუთით, შემდეგ გავაგრილოთ, გადავწუროთ, წვენი დავატკბოთ ჩვენი გემოვნებით და ხელახლა წამოვადუღოთ 10 წუთით, ცხელივე ჩავასხათ ბოთლებში და დავხუფოთ პლასტმასის ხუფებით. |
Posted by: Mr.Drummer 29 Jul 2011, 00:19 |
სახლში რო მივალ რა კარგი ტყემლის კამპოტი დამხვდებააააააააააააააააააააა |
Posted by: ninicool 29 Jul 2011, 02:50 | ||
drozera
მზეზე გაფუჭდება და ისეთი რამე გააკვრევინე კარადის შიგნით, რომ მზემ არ შეატანოს, მაგალითად სამგზავრო მაცივრები თეთრი ქაფის მასალისგა კეთდება და იგივე მასალა რომ გადააკრა გარედან და შემდეგ კიდევ რაიმე დამცავი, უფრო დაცული იქნება ეგ მურაბა-კომპოტები. |
Posted by: drozera 2 Aug 2011, 16:12 |
ninicool ეხლა ვნახე შენი რჩევა, მგონი გამოდგება, თუ არადა სექტემბრის ბოლოს ჩამოვიტან და მერე კი აღარ იქნება ისეთი მზე, რომ გააფუჭოს, თან მაღალი არ არის კარადა, აივნის მოაჯირის სიმაღლეა, მხოლოდ ზემოდან ადგება მზე და არც ბევრი რამ შემეტევა, ასე რომ კიტრის მჟავეს რომ აკეთებთ ბოლოების მოჭრის შემდეგ ძალიან ხომ არ რბილდება? რამე საიდუმლო ხომ არ იცით რომ მაგარი გამოვიდეს და ხრაშუნა, სადღაც წავიკითხე, კიტრი 6 სთ მაინც ჩადებამდე წყალში უნდა გააჩეროვო და გიცდიათ? |
Posted by: Suleluka 4 Aug 2011, 15:37 |
rtuli ბადრიჯანი მინდა გავაკეთო ზამთრისთვის, აქ მხოლოდ 2 რეცეპტი ვნახე. შეგიძლია დამეხმარო? |
Posted by: rtuli 4 Aug 2011, 15:46 | ||
Suleluka
სიმართლე გითხრა არ ვამზადებ ბადრიჯნის კონსერვს იყიდება ზამთარში მისაწვდომ ფასად და აღარ ვამზადებ...+მოწამვლის შანსი მაღალია და არმიღირს გარისკვა |
Posted by: Suleluka 4 Aug 2011, 16:08 | ||
rtuli
ჩვენც წლებია არ გაგვიკეთებია, ვინმემ თუ იცის გამოცდილი მეთოდი... სომხურ "ბადრიჯნის იკრას" ვყიდულობთ ხოლმე. წელს ვიფიქრე სახლის პირობებში მოვამზადებ რამეს თქო... |
Posted by: saba444 4 Aug 2011, 20:51 |
rtuli Suleluka შარშან მე საცდელად შევწვი და გავყინე ბადრიჯანი ,კარგად შეინახა, მარა მე ახალ წელს გავხარჯე დიდხანს არ გამიჩერებია დაკონსერვებულის ძალიან მეშინია.. |
Posted by: Suleluka 5 Aug 2011, 09:50 | ||
saba444
გაყინვის არ მაწყობს, ისედაც საყინულეში არასდროს არ მყოფნის ადგილი :/ |
Posted by: volli35 5 Aug 2011, 13:51 | ||
Suleluka
ჰოდა ამიტომაა რომ მეორე საყინულე უნდა ვიყიდო ... ეხლა |
Posted by: Suleluka 5 Aug 2011, 17:19 | ||
volli35
მერე დენის ფულზე მიბმული ნაგვის ფული :/ |
Posted by: volli35 5 Aug 2011, 17:49 | ||
Suleluka
ნუ მე არ ვფიქრობ რომ კიდე ერთი საყინულე გამყიდის .... ისე რა იდიოტობაა ეგ ახალი წესი რა |
Posted by: Suleluka 5 Aug 2011, 17:54 | ||
volli35
მე კიდე უკვე ყველაფერს ვფიქრობ... ზაფხულობით 2 მქონდა ხოლმე, მარა ეხლა უკვე დიდი ფუფუნებაა 2 მაცივრის ჩართვა. სამურაბე საზამთრო გამართლებაზეა? თუ რამე წესი არსებობს მაგის ასარჩევად? |
Posted by: volli35 5 Aug 2011, 18:11 | ||||
Suleluka
გამართლებაზეა ... ანუ საზამთრო უნდა იყოს სქელკანიანი .... მე ვედზებ მეორე წელია და არ შემხვედრია ჯერ .... არადა ერთადერთი მურაბაა რომელსაც ვცნობ და გეახლებით
მეც ვფიქრობ ეგეთებზე ... მაგრამ დიდი განსხვავებას არ მომცემს +1 საყინულე და ამიტომ დიდად არ განვიცდი |
Posted by: Torwika 31 Aug 2011, 13:33 |
ბადრიჯანი ზამთრისთვის ბადრიჯანი 8კგ ხახვი კილო ნახევარი ზეთი ლიტრნახევარი ძმარი ნახევარი ლიტრი 4-5ც მწარე წიწაკა 4ც. დაფნის ფოთოლი 4-4 ჩ. კოვზი ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი. უცხო სუნელი, 250გრ. ნიორი. ბადრიჯანი გავფრცქვნათ, დავჭრათ სიგრძეზე, დავაყაროთ მარილი და დავდგათ 4სტ. შემდეგ გამდინარ წყალიში გადავწუროთ, შემწვათ ბლომად ზეთში. ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა. ძმარი და დაფნის ფოთოლი მოვადუღოთ და გავაციოთ, შემდეგ ნიორი და წიწაკა გავატაროთ. სუნელები და გატარებული ნიორი და წიწაკა გავხსნათ გაციებულ ძმარში. შემდეგ ამ მასას დავუმატოტ ბადრიჯანი, ავურიოთ და ჩავდოთ ნახევარ ლიტრიან ქილებში, შეგვიძლია დავუმატოტ ბროწეულიც. ასე დამზადებულ ბადრიჯანს სტერილიზაცია არ სჭირდება, უნდა შევინახოთ მაცივარში. ძალიან გემრიელია და საშიში არ არის. * * * ვინმემ ხომ არ იცით მწვანე პამიდორი ზეთში ჩადებული ხახვით? |
Posted by: mzi 31 Aug 2011, 18:30 |
წითელი პამიდორი (სლივკი) მარინადში ხრახნიაბ ქილებში შეინახება? გთხოვთ დაწვრილებით დამიწეროთ |
Posted by: ninoma 31 Aug 2011, 19:16 | ||
mzi
ამაში რას გულისხმობ დაწერე და თუ ის არის რასაც ვფიქრობ, დაგიწერ. მე შარშან ჩავდე მთელ მთელი პომიდორი ხრახნიან ქილებში და ეხლაც მაქვს, მთავარია, სახურავი არ იყოს დაზიანებული და ჰაერს არ უშვებდეს. |
Posted by: mzi 1 Sep 2011, 11:52 |
აი ასეთს ვგულისხმობ http://forum.ge/?f=82&showtopic=33697964&st=675 |
Posted by: teo-n@ 1 Sep 2011, 15:56 |
საზამთროს მურაბა მასწავლეთ რაა ვინცხამ |
Posted by: ninoma 1 Sep 2011, 19:41 | ||
teo-n@
http://cook.boom.ge/index.php?m=516&cat_id=69&pid=2184 mzi საღი წითელი მაგარი პომიდვრები გარეცხე კარგად, მაგალითად, 1ლიტრიან ქილაში ჩააწყე ფენებად პომიდორი, ნიორი-3-4კბილი, ნიახური 1მოზრდილი ღერო თავის ფოთლებიანად, ან 2 პატარა ღერო,, ოხრახუში1-2 ღერი, შავი პილპილის მარცვლები4-5ცალი, დაფნის, 2პატარა ან 1დიდი ფოთოლი, მწარე წიწაკა გემოვნებით(რამდენად ცხარე გიყვარს), ხმელი კამის ქოლგა ან ნედლი კამის2-3ღერი. დაასხი მდუღარე წყალი და გააჩერე 15 წუთი. ამასობაში აადუღე წყალი და ჩაყარე მარილი 1ლიტრ წყალზე 2სუფრის კოვზი. ქილებიდან გადაწურე წყალი და დაასხი ეს მარილწყალი, მაშინვე მოხუფე, გადმოატრიალე ქილები, დადე თბილ ზედაპირზე და შეფუთე 1დღე და ღამე. ქილები უნდა იყოს კარგად გარეცხილი და მდუღარე გამოვლებული, სახურავებსაც მდუღარე წყალი დაასხი. მთავარია, ხრახნიანი ქილების სახურავები იყოს დაუზიანებელი და არ უშვებდეს. |
Posted by: teo-n@ 1 Sep 2011, 21:45 |
ninoma ხვალ ვცდი, გაიხარე მადლობა |
Posted by: 200000 3 Sep 2011, 09:56 |
ამ თემაში დადეს ადრე შინდის წნილის რეცეპტი ( კიტრის წნილისას გავდა ) და ვეღარ ვპოულობ , იქნებ დამეხმაროთ ? |
Posted by: S_A_B_A_82 3 Sep 2011, 13:33 | ||
200000
რა ეგეთიც არსებობს? რას აღარ გაიდებს ადამიანი |
Posted by: 200000 3 Sep 2011, 16:04 |
S_A_B_A_82 http://forum.ge/?showtopic=33697964&view=findpost&p=21669223 აი ვიპოვე რეცეპტი |
Posted by: S_A_B_A_82 3 Sep 2011, 20:13 |
200000 ძალიან ლამაზად გამოიყურება და ცოტა უცნაურადაც ნეტა რა გემო აქვს? |
Posted by: 200000 4 Sep 2011, 08:58 |
S_A_B_A_82 გუშინ გავაკეთეთ სახლში , საცდელად 3 ქილა, რო გავსინჯავ დავწერ აუცილებლად |
Posted by: guruliqali 4 Sep 2011, 09:49 |
200000 მეც მაინტერესებს, შარშანაც ვაპირებდი გაკეთებას და ვეღარ მოვახერხე |
Posted by: rtuli 4 Sep 2011, 17:33 | ||
guruliqali
გემრიელი იქნება წარმოიდგინე რომ საზამთროს მწნილია გემრიელი და ეს რატომაც არა ზეთის ხილივით იქნება სუფრაზე...მე უნდა მოვამზადო,არაფერი განსაკუთრებული აქვს,ჩვეულებრივი მწნილის რეცეპტურა აქვს.. მარტივი და უცხო |
Posted by: Miss_Nata 5 Sep 2011, 02:04 |
მწიფე პომიდვრის მწნილი როგორ გავაკეთო, ხომ ვერ მასწავლით?? მეშIნია არ ამეხადოს და გამოცდილი,აპრობირებული რეცეპტი მჭირდება. |
Posted by: Miss_Nata 10 Sep 2011, 01:09 |
არავინ არ მასწავლეთ პომიდვრის მწნილის გაკეთება,ჰოდა ვისაც ვკითხე სტერილიზაციით გააკეთეო,გავაკეთე და წეღან დიდი ხმაურით აიხადა პირველი ქილა...დანარჩენი მე გავხსენი,რადგან უკვე ყველა ახდაზე ყო((((( რა დავაკელი,ან რა შემეშალა მეტყვით ვინმე??? ჩავალაგე,ლამაზად პომიდორი,ნიახური წიწაკა და ნიორი.დავასი წყალი,ლიტრზე კოვზი მარილი და ძმარი გავუკეთე და გავასტერილე,შემდგომ მოვხუფე..მაგრამ.... არადა ისეთი გემრიელი სუნი დგას ახლა სამზარეულოში რომ არ ვიცი,ალბათ ეს პომიდორი უნა გადავყარო არა?? ჯერ ოთხი დღეა რაც მოვხუფე... |
Posted by: gloneli 10 Sep 2011, 01:41 | ||
Miss_Nata
რამდენი გიშრომია და არ გადაყარო.გირჩევს ვინმე. |
Posted by: tavadze 10 Sep 2011, 02:04 |
Miss_Nata - თუ დაძებნი (სამწუხაროდ, მე არ გამომდის ეგ პროცესი, თორემ მოგიძებნიდი), ადრე აუაუ-მ დადო სწორედ პომიდვრის მწნილის რეცეპტი, რომელსაც მოხუფვა-სტერილიზაცია არ სჭირდება. როგორც მახსოვს, მარილი, წიწაკა, ნიორი და მაკიდო (მგონი, არ მეშლება სახელი - წითელღერებიანი, ამოლესილ ლობიოზე რომელიც მიდის, იმას ვგულისხმობ). პლასმასის ხუფს დააფარებ და დადგამო, ოღონდ დაბლა რამე დაუდეთ, რადგან დუღილისას ცოტა სითხე გადმოიღვრებაო. ან იქნებ მიაუ-მ გასწავლოს ეგ რეცეპტი. |
Posted by: Miss_Nata 10 Sep 2011, 12:41 | ||||
tavadze
მეც ვეძებე სანამ გავაკეთებდი და ვერაფერი ვიპოვე gloneli
იმედი მაქვს რაიმე რჩევას მივიღებ ჩვემს მეუღლეს ძალიან დაწყდა გული და კიდევ მოგიტან პომიდორს და აუცილებლად გაკეთეო,მე კიდევ საშინელიო ჩვევა მაქვს თუ რაიმე არ გამომივიდა,მერე ვეღარ ვბედავ კვლავ გაკეთებას,ასე რომ წინასწარ მეშინია |
Posted by: n_j 10 Sep 2011, 13:52 |
Miss_Nata http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=910&Itemid=55 იქნებ მოგეწონოს |
Posted by: tavadze 10 Sep 2011, 13:59 |
Miss_Nata - გული არ გაიტეხოთ. თქვენი საცოდაობით მე მოვქექე ეგ რეცეპტი. ქილაში ჩააწყობ მწვანე პამიდორს,დაუმატებ ნიორს, წიწაკას, ნიახურს, დაფნის ფოთოლს. წყალში გახსნი მარილს ასეთი ანგარიშით - 1ლ წყალზე 2 სუფრის კოვზი მარილი. ვასხავთ ქილებში პირამდე და ვუკეთებ პლასტმასის ხუფებს. ქილები აუცილებლად რაღაც სინზე დადგით, რომ დუღილის დროს ხუფiს შიგნიდან წყალი გადმოვა. როცა დაიდუღებს, დადგით ჩვეულებრივ. დუღილის დასაჩქარებლად ქილები დავდგათ მზეზე. |
Posted by: tasikuna-taso 10 Sep 2011, 14:31 | ||
ღმერთ ოჩემო! რა მწვანე. წითელი, მწიფე პომიდვრის აინტერესებს. რა ტყუილად გაისარჯეთ... * * * http://forum.ge/?showtopic=33697964&view=findpost&p=27167424 ნახეთ ninoma ს უწერია აქვე. |
Posted by: Miss_Nata 10 Sep 2011, 14:38 | ||||
n_j დიდი მადლობა,მეც თითქმის მასე გავაკეთე,იმ განსხვავებით რომ ძმარი სამი სუფრის კოვზი ჩავასხი და არა ერთი ჭიქა (( tavadze
ჰო,წითელი მაინტერესებდა,მაგრამ ძალიან დიდი მადლობა გულისხმიერებისათვის * * * tasikuna-taso
მადლობააა |
Posted by: etrati 10 Sep 2011, 15:51 |
მწნილები ჩემი სისუსტეა, ჰოდა, ახლა ვიდრე სეზონია ხელები უნდა დავიკაპიწო და მოვამზადო ზამთრისთვის. მოკლედ, რჩევა მჭირდება: საოცრად მეშინია კონსერვირებული ბოსტნეულის, ამიტომ მხოლოდ დაუხუფავი ვარიანტი მაწყობს. მწნილი დამზადება კი ვიცი, მაგრამ დიდი ხნით რომ შეინახოს თავი და არ გადამწნილდეს ეგრე არ გამომდის. რას მირჩევთ? ალბათ ძმარი და მარილი უნდა დავაკლო, კიდევ? |
Posted by: rtuli 10 Sep 2011, 18:44 | ||
n_j
ნინ 3 ლიტრიანზე 1ს.კ.მარილი ცოტაა...კითხე აბა დედიკოს... Miss_Nata უმარტივესად ვამზადებ,ხრახლინიან ქილებში: ქილები გარეცხე,სახურავები გაასტერილე. მწვანილი,ნიორი და წიწაკა სურვილის მიხედვით+დაფნა. ადუღებ წყალს და პამიდვრით+მწვანილებით სავსე ქილას ასხავ პირამდე.აცდი 10 წუთს. ამ დროს სხვა წყალი აადუღე. ქილიდან ღვრი პირველ წყალს და ამატებ ქილაში: 1 ლიტრიანზე:1 აბი სალიცილის მჟავა+1ს.კ.მარილი( თავმობმული არა)+50მლ.ძმარი ასხავ ადუღებულ წყალს და ხუფავ სახურავით.ამოაბრუნე და ისე გააცივე. სულ ესარის არასოდეს გამფუჭებია 23 წლის მანძილზე ...კიტრიც იგივენაირად იხუფება |
Posted by: Miss_Nata 10 Sep 2011, 21:16 |
rtuli დედაც მეუბნებოდა სალიცილით გააკეთე4ო,მაგრამ მე უფრო უსაფრთხოდ სტერილიზაცია ვარჩიე ( |
Posted by: n_j 10 Sep 2011, 21:31 |
rtuli მაგ სუფრის კოვზში ვგულისხმობ ძველებურ კომუნისტურ დიიდ სუფრის კოვზს თავმობმულს, ყველა ოჯახს აქვს სახლში ასეთი მაგის მერე მოდის ნორმალური ზომის სუფრის კოვზი, შემდეგ დესერტის და ა.შ. თუმცა, მართალი ხარ, ჯობია ჩავასწორო, ''ამირან გულში მღეროდა'' რომ არ გამომივიდეს |
Posted by: tavadze 12 Sep 2011, 00:09 | ||
tasikuna-taso
უპსსს - მე მაპატიეთ, შემშლია. თუმცა თავის ადგილას ეგეც კარგია - იოლი და იორღა. |
Posted by: tasikuna-taso 12 Sep 2011, 00:11 | ||
კი, ნამდვილად კარგია. |
Posted by: Bivrili 15 Sep 2011, 10:43 |
შინდის მარინადი როგორ კეთდება ? ვერ გავიგე შინდი უნდა მოიხარშოს თუ ცოცხლად უნდა დაესხას წვენი |
Posted by: rtuli 15 Sep 2011, 22:56 | ||
Bivrili
მე მოვამზადე იგივე პრინციპით როგორც პამიდვრის მწნილს ვამზადებ 4 პოსტის ზევით მიწერია. |
Posted by: perry-wuna 16 Sep 2011, 13:23 |
rtuli მე მოვამზადე იგივე პრინციპით როგორც პამიდვრის მწნილს ვამზადებ smile.gif შინდი დაწიფებული უნდა იყოს თუ მკვახე?ადუღებულ წყალს რომ ასხავთ არ სკდება შინდი?მწვანილებსაც იგივეს უკეთებთ?ძალიან მინდა რომ გავაკეთო წელს,ამბობენ ძალიან გემრიელიაო,თქვენ რას იტყვით?მოგეწონათ? |
Posted by: Bivrili 16 Sep 2011, 14:00 |
ერთი რეცეპტი ვნახე სადაც შაქარიც წერია, ამიტომ ერთ ქილას შაქრის დამატებით გავაკეთებ, მეორეს კი თქვენი რეცეპტით, ვნახოთ როგორი გამოვა. სალიცინი თუ უნდოდა არ ვიცოდი, დავამატებ აუცილებლად |
Posted by: rtuli 16 Sep 2011, 14:49 | ||
perry-wuna
არ გამისინჯია ჯერ შინდი უნდა იყოს მაგარი და შემოსული. აი ასეთია ქილაში: http://pix.ge/ |
Posted by: ladywin 16 Sep 2011, 21:30 |
შავი ყურძნის კომპოტი http://pix.ge/ |
Posted by: orchidea 16 Sep 2011, 23:37 | ||||
perry-wuna
rtuli
დაახლოებით ზეთის ხილს გავს თუ კარგად მახსოვს გემო კიდე დიდი ხნის წინ გვიკეტებია ხოლმე |
Posted by: tavadze 17 Sep 2011, 01:20 |
ესე იგი, ადრე, ოდესღაც აქ წავაწყდი აჯიკის ამ ორ რეცეპტს. პირველის ავტორია ვომანლი (რაღაც არ ჩანს ამ ბოლოს), მეორის - ნინომა. მე რაღაც მიქსი გავაკეტე და ძაან მაგარია. ჯერ ეს რეცეპტები" 1). 5 კგ ბულგარული წითელი, 1 კგ. მწარე წითელი წიწაკა. 1 ლ. ზეთი და 800 გრამი ტომატი. ნახევარი კგ. ნიორი და ხარჩოს სუნელი 1 ჭიქა. მარილი გემოვნებით. ჯერ ტომატს და ზეთს აურევთ ერთმანეთს და და წამოვადუღებთ და გავაცივებთ. დანარჩენ მასალას გავატარებთ და გაცივებულ ზეთ-ტომატ ნარევში ავურევთ. ეს მასა 3 დღე უნდა იდოს ემალის ჭურჭელში და დროდადრო ურიეთ. 2). 2კგ,წითელი ტკბილი წიწაკა,2კგ.წითელი მწარე წიწაკა,0.5კგ ნიორი,300გრ.მწვანე ქინძი, 300გრ.ოხრახუში, 150გრ.ნიახური,100გრ.ყვითელი ყვავილი, 100გრ. უცხო სუნელი,50გრ ხმელი ქინძი, 300გრ.გატარებული ნიგოზი, ძმარი და მარილი გემოვნებით. გატარებული მასა უნდა მოვათავსოთ ემალის ქვაბში. ვურიოთ ყოველ დღე დადუღებამდე. რომ დაიდუღებს, ჩავასხათ ქილებში. შერეული ვარიანტი შარშანაც გავაკეტე და იმის წინაც სრულიად შემთხვევით. სამზარეულოში რომ არ შევიშვები, აქაურმა ნაცნობებმა კარგად იციან, ჰოდა, სულ პირველად ამერია ეგ რეცეპტები - ნინომას ვარიანტს ვაკეტებდი, მაგრამ ტომატი ვუქენი, თუმცა გაამართლა. შარშან ზუსტად მივყევი რეცეპტს და რაკი ტომატი არ ჰქონდა, რაღაც აკლდა, არ ჰქონდა ისეთი გემო. ბოლოს ტომატი გამახსენდა და ყველაფერი დადგა თავის ადგილას. წელს გადავწყვიტე ორივეს ცალ-ცალკე გაკეთება. ამიტომ ჯერ პირველი გავაკეტე, ცუდი ნამდვილად არ იყო, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, იმ განსხვავებული რამე-რუმეების დამატება, რაც მეორესთან შედარებით აკლდა, არ აწყენდა. თან ვიცოდი, უტომატოდ არც ეს გამოვიდოდა ისეთი და ამიტომ იმ პირველს ჩავამატე ამ მეორის ინგრედიენტები, რაც არ ჰქონდა და ისეთია, სასწრაფოდ უნდა ჩავტენო ქილებში, სანამ შემომეჭამა. ამ დღეებში სტუმრები მყავდა და იმათ საერთოდ წამართვეს ქილებით. ოღონდ შარშან ტომატი გაკეტებულს ვუქენი (რაკი დამავიწყდა) ანუ არ წამომიდუღებია, ახლა კი ზეთი და ტომატი ავადუღე. ასრ ვიცი, ამის ბრალია ტუ რისი, მაგრამ წელს ძაან იოლად დადუღდა. შარშანაც ასე მეგონა და ჩავასხი ქილებში, მაგრამ მერე ორი კვირა მელაგა ჯამებზე, ვიდრე დუღილი არ დაასრულა და წვენის გადმოდენაც არ დამტავრდა. ახლა რამდენიმე დღე მაქვს საცდელად ქილებში, რომელსაც ყოველ დღე ლამის ვეხვეწები, თუ რამე, ბარემ წამოდუღდი და სდანარცენს არ ჩავასხამ ჯერ-მეთქი, მაგრამ ძვრას არ შვება. მოკლედ, გირჩევთ, ეს ორი რეცეპტი გააერთიანოთ, არ ინანებთ. ოღონდ ამ შემთხვევაში ხარჩოს სუნელს თუ გამოაკლებთ, არაფერი დააკლდება - წიწაკის მასა ისედაც ბევრია. წიწაკა შეგიძლიათ მეორე ვარიანტის დოზები აიღოთ - მე ამჯერად პირველით გავაკეტე და ბევრია ძალიან. დღეს forever`s_NEVER-ის რეცეპტით სვანური მარილიც გავაკეთე. კარგია, სუნიც არომატული აქვს, მაგრამ 1 კილოგრამი მარილი რამ ჩააწერინა, კაცო. მე ნახევარზე ცოტა მეტი ვუქენი და შხამარაა. ნახევარი ეყოფოდა ტავისუფლად. ოღონდ ერთი პრობლემა მანდაც წარმომექმნა - შერეული მასა ორჯერ გაატარეთ წვრილ ხორცსაკეპშიო და ე, მანდ დაიწყო ჩემი წვალება - საშინელი გასატარებელი იყო, თუმცა მართლა უწვრილეს ბადეში ვატარებდი. კინარამ მანქანა გავტეხე. ტან მანამ ნიორი გავატარე და ცოტა სველიც იყო, რის გამოც შეკრული მასა გამოვიდა, რომელიც ახლა გაშრა და გახმა. ამიტომ გადავწყვიტე, დანარცენი არ გამეტარებინა, ისედაც ძალიან კარგია და ფხვიერი. თუმცა ის სველი რატომღაც ბევრად უფრო მწარეა - რატომ, ვერ ვხდები. |
Posted by: ninoma 17 Sep 2011, 20:43 | ||||
tavadze ირაკლი შეიძლება პატარა შენიშვნა შევიტანო შენს მიქს აჯიკაში? ზეთს ნუ აადუღებ, სჯობია უმი დაამატო, თორემ გექნება აჯიკა ქოლესტეროლის ბომბით.
ეს რეცეპტი არ ვიცი, მაგრამ ჩემს რეცეპტში 2კილო მარილი იყო და სუნელებიც შესაბამისად პროპორციით. მე მარილი გავამეოთხედე, სუნელებიც და ნიორიც. ეს პორცია საკმარისია, სვანურმა მარილმა არომატი რომ არ დაკარგოს. და კიდევ რად გინდოდა ძალიან წვრილ ბადეში გატარება, საშუალოც(ანუ ჩვეულებრივი წვრილი, რომელიც თავიდანვე მოყვება მანქანას) საკმარისია. თან ეტყობა ბევრს ყრიდი, თითი კოვზი უნდა ჩაყარო და ნება-ნება გაატარო. წინა ჯერზე წიწაკის დოზა ამერია, მეუღლე მაშაყირებდა, სვანური მარილი კი არა, სვანური წიწაკააო.
ირაკლი სვანური მარილია და არა აჯიკა. |
Posted by: tavadze 18 Sep 2011, 01:48 | ||||||||||
ninoma
შეიძლება, როგორ არ შეიძლება! შეიძლება კი არამ, აუცილებელიცაა შენიშვნა ჩემს ნაცოდვილარში - რეცეპტი საჯარო განხილვისთვის დავდე აქ, მაგრამ ეტყობა, ჩვენს მეტს არ უყვარს აჯიკა.
ქოლესტერინებს და კალორიებს რომ არ ვცნობ ეს დიეტოლოგიის მამა და მარცენალი, ქე იცი. ამიტომ მაგეებში ვერ ვერკვევი, მაგრამ ტომატს წამოდუღებას აქვს რამე მნიშვნელობა? აი, შარშან რომ დუღილი დაიწყო და არ ტუ ვერ დაამტავრა, ეგ რატომ მოხდა, ის მაინტერესებს. მაშინ ბოლოს ვუქენი და არ ამიდუღებია ტომატი. ninoma
უუჰ - გვერდზე ჩავლილ კაცსაც კი დაშაშხავდა, არათუ იმას, ვინც გაბედავდა და პირს დააკარებდა მაგას.
ბევრს კი ვყრიდი და ცოტა რომ აჯობებდა, ეგ მეც ვიფიქრე. მერე მივანებე თავი და სულ არ გამიტარებია დანარჩენი - მაინც მშვენიერია.
და მე მიწერია სადმე სვანური აჯიკა? დევიბენი. |
Posted by: ninoma 18 Sep 2011, 07:05 | ||||||
tavadze
არ ვიცი ირაკლი, მე არასდროს ვამატებ ტომატს, არც ზეთს, ასე რომ მაგ კითხვაზე ვერ გიპასუხებ.
თუ გრილ ადგილას გედგა ჭურჭელი ეგ იმოქმედებდა დუღილის პროცესი გაგრძელებაში. კიდევ ერთი, უკეთესია ყველაფერი ერთ დროს აურიო და არა როცა გაგახსენდება, ესეც აგრძელებს პროცესს. ერთხელ მასე რომ აღარ დაადგა საშველი, ჩავაყარე ასპირინი, მალევე დადუღდა და ჩავასხი ქილებში. მეც დავისვენე და იმ ჭურჭელმაც.
არა მარილი გიწერია და მაგიტომ არ უნდა გაგკვირვებოდა მისგან დაშაშხვა. |
Posted by: tavadze 18 Sep 2011, 13:44 | ||||||||
ninoma
უზეთობა არც დაეტყობა, მაგრამ ტომატმა მართლა კარგი გემო მისცა. სცადე საცდელად. ოღონდ ტომატიც კარგი უნდა იყოს, თუმცა მანდ მაგის პრობლემა არ გექნებათ, მე კი მხოლოდ თურქულ კინგდომს ვიყენებ. მარნეული თავიდან კარგი იყო - არაფრით ჩამოუვარდებოდა მაგ თურქულს, მაგრამ ახლა გააფუჭეს. პ.ს. ამ გახსენებაზე - ქართული ზეთებიდან "მზიურია" ძალიან მაგარი. შარშან ზაფხულში არ გამოდიოდა და სხვა ზეტებით გემო ვერ ჩავატანე ვერაფერს, წლეულს კი ყველაფერი მომწონს ჩემი გაკეთებული. სხვა ქართული ზეთები რაღაც არ მომეწონა.
გრილი კი არა, პირიქით, ძალიან თბილი ბინაა. თან სამზარეულო სამზეოზეა - დილით თაკარა მზე აჭერს.
ეგ ყველაფერზე მასე ჯობია, მაგრამ ჩემნაირი მზარეულისგან ისიც დიდი გმირობაა, ოდესღაც მაინც რომ გაახსენდება და რომელიმე ინგრედიენტის გარეშე არ რჩება კერძი. უნდა გენახა, რამდენი ხანი ვფქირობდი მაშინ, ნეტავ რა დავაკელი, რატომ არ აქვს შარშანდელი გემო-მეთქი. ერთხელ პომიდორში კვერცხი ჩავხრაკე, მაგრამ კვერცხის ჩახლა დამავიწყდა. ლამის ერთი საათი ვიჭყლიტე ტვინი, ნეტა რა აკლია-მეთქი. ხან რა სანელებელი დავამატე და ხან - რა, მწვანილეული, მგონი, სამმაგი დოზა ვუქენი, მაგრამ მაინც არ ეშველა არაფერი. ბოლოს უგემურ პომიდორს დავაბრალე და გეახელით უგემურად, კვერცხი კი რამდენიმე საათის მერე გამახსენდა, როცა დეიდაშვილს ანგარიში ჩავაბარე, დღეს პომიდორი ჩავშუშე კვერცხში-მეტქი. ე, მაშინ გამახსენდა, კვერცხი რომ არ ჩამიხლია.
ააა - ახლა მივხვდი, რაც გიგულისხმია იმ პოსტში. |
Posted by: iren765 18 Sep 2011, 17:00 |
აჯიკის რეცეპტი,მათთვის,ვისაც ძალიან მწარე არ უყვარს,ან ბავშვებისათვის. დააბლენდერეთ და დრუშლაგზე დაწურეთ 3,5 კგ ტკბილი და 2კგ მწარე პილპილი.ცალკე დააბლენდერეთ თითო კილოგრამი სტაფილო და ჭარხალი.200 გრამი ნიორი.მომხადება-1.მწარე და ტკბილი პილპილი,ჭარხალი,სტაფილო წამოადუღეთ, 2.დაამატეთ 1 ლიტრი ზეთი და 800 გრამი ტომატი.3.დუღილის დასრულებისას დააგემოვნეთ მარილით,ნახევარი ჭიქა დაფქვილი ქინძით და 200 გრამი გატარებული ნიორით.4.გადაიტანეთ სტერილურ ჭურჭელში და შეინახეთ. |
Posted by: Lady_Bird 19 Sep 2011, 10:41 |
კულინარებო მირჩიეთ, ტკბილი წიწაკები რომ იყიდება საცდელად მინდა მწნილის გაკეთება, ოღონდ შესანახად არა, რამოდენიმე დღეში რომ მჟავდება.... იქნებ რეცეპტი მირჩიოთ. ხომ არ იცით დიდ ქილებს მწნილისთვის სად შევიძენ? |
Posted by: S_H_I_N_Y 19 Sep 2011, 11:13 |
tavadze ძალიან გთხოვთ იქნებ სვანური მარილის რეცეპტი ან ლინკი მიმითითოთ რა . რამდენი ხანია გაკეთება მინდა. კარგს ვერ ვყიდულობ და სახლში გავაკეთო მირჩევნია, მით უმეტეს კარგი გამოსულა |
Posted by: shilaida 19 Sep 2011, 11:36 | ||
S_H_I_N_Y
მე ასე ვამზადებ: მაგრამ ყველაფერს თავლის ზომით ვაკეთებ თუმცა არამგონია რაიმე საოცარი სტანდარტი არსებობდეს დაახლოებით --- ნახევარი კოლოფი ქვა-მარილი(წმინდაც შეიძლება) თითო-თითო კონა ქინძისა და კამის თესლი,(ცოცხალი უმჯობესია),_ჩვეულებრივი ქინძი რამოდენიმე ღერო 1ჩაის კოვზი ხმელი ქინძი და უცხო სუნელი, ცოტა ტარხუნა და ცოტა პიტნის ქორფა ფოთლები 1თავი გარჩეული ნიორი 1ცალი მწარე მწვანე ან წითელი წიწაკა ინაყება ქვა-სანაყში,სანამ ერთიან მწვანე,სურნელოვან მასას არ მივიღებთ (არის ოდნავ სველი ფაქტურის,ინახება ქილაში,თავდახურულ ქილაში) |
Posted by: tavadze 19 Sep 2011, 12:33 |
iren765 - მაგას ჩემი დეიდაშვილი აკეთებს. კარგია - რეკომენდაციას ვუწევ. S_H_I_N_Y - shilaida-მაც დაგიწერა და ჩემიც დაახლოებით მასეა, მაგრამ მაინც დაგიწერ, რაც მომეპოვება. ;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;; forever`s_NEVER @ სვანური მარილი © დედაჩემი (რამეთი ყველას თავისი ვარიანტი აქვს) 1 ჭიქა დაფქვილი უცხოსუნელი 1/2 ან 1 ჭიქამდე დაფქვილი ქინძი 1/2 ჭიქა დაფქვილი კამა 1/2 ჭიქა ყვითელი ყვავილი 250 გრამი გატარებული ნიორი 1/2 ჭიქა დაფქვილი წიწაკა 1 კგ მარილი ეს ყველაფერი ძალიან კარგად არეული ერთმანეთში, ორჯერ უნდა გატარდეს წვრილ ბადიან საკეპ მანქანაში (დედაჩემი ასე აკეთებს, და მის ნახელავზე უკეთესი მე არსად მინახავს ) 2. მეორე ვარიანტი 1კგ მარილი 300გრ გარჩეული ნიორი 1ღვინის ჭიქა უცხო სუნელი დასაფქვავი 1-2 ჩ.კ. ხმელი ქინძის მარცვლები 6-7ყვითელი ყვავილი 6-7 მწარე წითელი წიწაკა ხმელი ხორცსაკეპში გაატარეთ უცხო სუნელი, შემდეგ ნიორი, ქინძი, წიწაკა და ყვითელი ყვავილი, დააყარეთ მარილი კარგად აურიეთ ხელით და მთელი ეს მასა ხელმეორედ გაატარეთ ხორცსაკეპში.შეინახეთ მინის ქილებში მჭიდროდ თავდახურული. ;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;; აქედან მე პირველი ვარიანტი გავაკეტე, მაგრამ მარილი ნახევარზე ცოტა მეტი ვუქენი და არა ბოლომდე. გატარებამ გამტანჯა, მაგრამ რომ არ გამეტარებინა, არაფერი დააკლდებოდა. ამ რეცეპტის ავტორი არ მახსოვს და მაპატიოს, ვისიცაა. ;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;; უგემრიელეს სვანურ მარილს ამზადებს ბებიაჩემი! მაშ ასე: არავითარი ყვითელი ყვავილი! თვალის ზომითაზ შეგიძლიათ და გემოვნებით რა თქმა უნდა მწვანე ქინძის თესლი, კამის თესლი, ნიორი, მწვანე წიწაკა, პიტნის ფოთლები, შეგიძლიათ ცოტა ტარხუნაც დაუმატოთ, უგემრიელესი გამოდის და მარილი თავისთავად! აუცილებელიაეს ყველაფერი დაინაყოს .მწვანე ხასხასა ფერი და საოცარი სურნელი აქვს! ;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;; პ.ს. ოღონდ ამათგან მ,ე მხოლოდ პირველი გავაკეთე, სხვაზე ვერაფერს გეტყვი. წარმატებები. |
Posted by: S_H_I_N_Y 19 Sep 2011, 12:43 |
shilaida tavadze დიიიდი მადლობა ასეთი სწრაფი და დაწვრილებითი პასუხისთვის წელს გემრიელი სვანური მარილი გვექნება ... ხელებს ვიფშვნეტ მოუთმენლობისგან |
Posted by: shilaida 19 Sep 2011, 12:50 | ||
S_H_I_N_Y მე შემწვარი კარტოფილი მიყვარს სვანური მარილით,ნუ ჩემი სუბიექტური აზრით კი ყველაზე მეტად კიტრი-პომიდორის სალათს უხდება))თან შემოდგომის,ვარდისფერი პომიდორი tavadze
ეს ჩემია |
Posted by: S_H_I_N_Y 19 Sep 2011, 12:57 | ||
shilaida
ოჰოოჰ ... ერთხელ ვჭამე მეგობართან და ისეთი გემრიელი იყო, რომ ის გემო ჩამრჩა. მაგრამ მერე რამდენჯერაც ვიყიდეთ საერთოდ არ გავდა და ამიტომ ვიფიქრე იქნებ სახლში გაკეთებულმა გაამართლოს მეთქი |
Posted by: shilaida 19 Sep 2011, 13:14 | ||
S_H_I_N_Y
აუცილებლად გაამართლებს ბაზარში,მშრალი,უფრო მოწითალო-მოყვითალო შეფერუილობის იყიდება-მშრალი სუნლებითაა დამზადებული ეს კიდევ "სვეჟია",მწვანე,ხასხასა და სუპერ-არომატული! |
Posted by: tavadze 19 Sep 2011, 14:41 | ||||
shilaida
მივაწერ აბა! S_H_I_N_Y
სხვა ვარიანტები არ ვიცი, მაგრამ რომელიც გავაკეტე, იმას ისეთი სუნი და არომატი ჰქონდა, ვხუმრობდი, სვანობას მოგანდომებს-მეთქი. |
Posted by: rtuli 19 Sep 2011, 17:54 | ||||
Lady_Bird
ფაკტიურად კომბოსტოს სახელდახელო მჟავესავით გინდა გამოგივიდეს წყალი აადუღე+მარილი+ცოტა შაქარი+ძმარი(ეს ყველაფერი გემოვნებით შეანელე,ოდნავ მარილი რომ იგრძნობოდეს მეტად)...წიწაკებს ბოლოები ჩაუჭერი და გაციებული მარინადი დაასხი...დააფარე რამე თეფშისმაგვარი და ცოტა სიმძიმე დაადე რომ წვენი ზემოდან მოიქციოს.დადგი ოთახში და დაელოდე დამწნილებას...მალე დამწნილდება მე სამლიტრიანი შუშის ქილები სამგორის ბაზარში შევიძინე. shilaida
ასეთი ტიპის სვანური მარილი პირველად გავიგე ...რა საინტერესოა... მარილი რამდენი უნდა,ფხვიერი მასა რომ მივიღოთ როგორც ჩვეულებრივი სვანური მარილი,თუ აჯიკის მაგვარი მასა,მოსველო? |
Posted by: shilaida 19 Sep 2011, 18:27 | ||
rtuli
მარილის დამატება არ არის პრობლემა,შEსაბამისად,რაც მეტია მარილი მით მშრალია მასაც მე სველი მიყვარს ოდნავ ბებიაჩემი კახელია სვანების რძალი,ყოველთვის აღნიშნავდნენ თურმე სვანი ნათესავები,რომ ბებო საუკეთესო "სვანურ მარილს " ამზადებდა და ამზადებს)) |
Posted by: rtuli 19 Sep 2011, 18:59 |
shilaida მადლობა შენ და ბებოს უი,ალბად გრილ ადგილას უნდა შევინახო ხომ? |
Posted by: shilaida 19 Sep 2011, 19:07 |
rtuli მე ქილაში ჰერმეტულად ვინახავ ხოლმე,რა თქმა უნდა მაცივარში,მაგრამ არა მგონია ისეც რომ გაფუჭდეს,მარილის გამო)) |
Posted by: ninoma 19 Sep 2011, 20:50 | ||||
shilaida
ესენიც ნედლი? კამის ნედლი თესლის შოვნა შემიძლია და ქინძის ნედლი თესლის შოვნა არა, რამდენი წელია დავეძებ და არ შემხვედრია. უბრალოდ ნედლი ქინძით არ გამოვა? იქნებ მაინც დაწეროთ მიახლოებითი პროპორციები? გთხოვთ. |
Posted by: shilaida 20 Sep 2011, 09:35 | ||||||
ninoma
რა თქმა უნდა გამოვა
არ მიყვარს ტყუილი,ამ დღეებში ვგეგმავ გავაკეთო და ზუსტ პროპორციებს აუცილებლად მოგახსენებთ,მიახლოებით კი დავცერე ზედა პოსტში ტარხუნაც და პიტნაც განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს, ჩემთან ვისაც გაუსინჯავს,ყველას მოწონებია,.ეხლა არ მაქვს,გავაკეტებ და ფოტოსაც დავდებ |
Posted by: womanly 20 Sep 2011, 11:40 |
tavadze ეგ არის ჩემი უსაყვარლესი აჯიკაააააა. ხო სწორად აღნიშნე აღარ ვჩანვარ...........არ ვპოსტავ ან იშვიათად ვპოსტავ მაგრამ დღე არ გავა აქ არ შემოვიხედოოოოოოო ვგიჟდები კულინარიაზე და შესაბამისად მირთმევაც მიყვარს |
Posted by: Lady_Bird 20 Sep 2011, 12:07 |
rtuli დიდი მადლობა, მოვსინჯავ აუცილებლად.... |
Posted by: shilaida 20 Sep 2011, 17:13 |
rtuli ninoma დაპირებული სვანური მარილი ვერ მოვისვენე და დრესვე გავაკეთე ნახევარ კოლოფამდე მარილი დაჭირდა http://pix.ge/ http://pix.ge/ |
Posted by: tavadze 20 Sep 2011, 18:45 | ||
womanly
ჰოდა, დიდი მადლობა რეცეპტისთვის. თუმსა ცინჯე სენც ის სერეული ვარიანტი. მე ზეთიანს სხვასაც ვაკეთებ მაგის მსგავსს. თან მაგას ნიგოზი ძალიან უხდება. სხვა სუნელებიც აძლევს ტავისებურ გემოს. აი, ნინომას ნიგვზიან ვარიანტს კი ზეთმა ცოტა სისველე და სითხე მისცა - უმაგისოდ ძაან მშრალია. ისიც მაქვს შარშანდელი შემორჩენილი და ამიტომ ახლა ასეთი ვარჩიე. |
Posted by: ninoma 20 Sep 2011, 19:15 | ||
shilaida დიდი მადლობა. იმ ჭურჭელში რა რაოდენობის სუნელებია? ქინძის და კამის თესლი ვიცანი, მესამე უცხო სუნელია? ვარდისფერი პამიდორი. მეუღლის სოფელში რომ მივდიოდით,გზად უნდა გაგვევლო თათრების სოფელი, სახელი აღარ მახსოვს. იქ გზაზე ჰქონდათ გამოტანილი ახალ დაკრეფილი ვარდისფერი პამიდვრები. სულ იმ პამიდვრის გემოს ვნატრულობთ. ძალიან გემრიელი იყო. tavadze
ეს პოსტი რომ ვნახე, სასწრაფოდ გადავშალე ჩემი რეცეპტების რვეული, რამე ხომ არ დამავიწყდა ჩამეწერა მაგ აჯიკის რეცეპტში? ამ აჯიკაში ისეთი ინგრედიენტებია, არ უნდა გამოგდიოდეს მშრალი. მე არ გამომდიოდა მშრალი. ეტყობა ისევ რაღაც დაგავიწყდა შენებურად |
Posted by: shilaida 20 Sep 2011, 19:32 | ||
ninoma
|
Posted by: tavadze 20 Sep 2011, 19:47 | ||
ninoma
აფხაზურ აჯიკასავით მშრალი არ იყო, მაგრამ სულ ოდნავ ჰქონდა სისველე. თუმცა გემრიელი კი არის. გურიაშიც დიდი მოწონება დაიმსახურა. დისშვილები ერთმანეტს უმალავდნენ მაგასაც და ვომანლის აჯიკასაც. |
Posted by: ninoma 20 Sep 2011, 20:02 |
shilaida დიდი ბოდიში ასე რომ ჩაგეძიეთ, მინდა პირველივე ჯერზე გემრიელი გამომივიდეს. რა რაოდენიბით არის ეგ სუნელები? |
Posted by: shilaida 21 Sep 2011, 09:30 |
ninoma თითო ჩაის კოვზი გამოვიყენე მწვანილიდან კი მხოლოდ ფოთლები,ღეროების გარეშე |
Posted by: ninoma 21 Sep 2011, 19:25 |
shilaida დიდი მადლობა. წავედი ახლა ვიყიდო ტარხუნა და პიტნა. შედეგს მოგახსენებთ, ისე ტარხუნა იშოვებოდეს და თესლიანი ქინძი არა, გაგიგიათ. სათბურშიც კი ვკითხე და არაო, როცა მასეთ თესლებს იკეთებს ვჭრითო |
Posted by: shilaida 21 Sep 2011, 19:33 |
ninoma დაფქული ქინძითაც კარგი იქნებაწარმატებებიაუცილებლად კარგი გამოგივათ |
Posted by: ninoma 23 Sep 2011, 00:36 |
shilaida გავკეთე http://www.radikal.ru ძალიან მომეწონა, არომატულია. მწვანე ქინძის თესლით უკეთესი არომატი ექნებოდა. დიდი მადლობა გადაეცით ბებოს. თქვენც რათქმა უნდა ირაკლი გააკეთე მოგეწონება. |
Posted by: imereti 24 Sep 2011, 02:17 |
ახალციხეში მოხვდი ოჯახში, საღამოთი მაგრად ვიქეიფეთ და მეორე დილით ნაბახუსევზე მწნილი მოიტანეს, ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ კარტოფილის დამწნილება თუ შეიძლებოდა არ მეგონა, მართლა დიდებული რამ ყოფილა ნაბახუსევზე... |
Posted by: FloRenCiaN 24 Sep 2011, 03:34 | ||
imereti კაიფობ?
ძალიან ადრე მაქვს ნაჭამი, ანუ პირველად რო ვჭამე დიდი ხნის წინ იყო, უმაგრესი რამეა... აუ ახლა ისე მომინდა რო ერთ ლიტრიან ქილას შევჭამდი იმენა ბოლომდე, თან ხო აზრზე ხარ როგორი ნოყიერია მარა მაინც აი გავარტყი კიტრის მწნილს რა მართლა, კარტოფილის მსგავსი მაგ მომენტში არაფერია! |
Posted by: grusha 24 Sep 2011, 08:57 | ||
imereti
კარტოფილის მწნილი გამიგია, მაგრამ, არ მიჭამია არასოდეს. |
Posted by: iaiameri 24 Sep 2011, 10:19 |
მწვანე ლობიოს მწნილი მაქვს დაგემოვნებული..ბერძენი ქალი გამიმასპინძლდა საუკუნის წინ სოხუმში..ძალიან მაგარი რაღაცა იყო აი ძალიან მაგარი. |
Posted by: _sofa_ 25 Sep 2011, 00:12 |
გამარჯობათ ჩემო კარგებო, მეც მინდა შემოგიერთდეთ შორიდან ყოველთვის გადევნებდით თვალს. მართლა არასოდეს გამფუჭებია წნილები თU არ ჩავთვლი 1 საათის წინ თარო რომ ჩამიტყდა და მთელი ჩემი ავლადიდება დავამტვრიე...ეხლა როგორ ვამზადებ ; გინდათ კიტრებს, გინდათ წითელ პომიდვრებს ცალ-ცალკე ჩავალაგებთ, შეიძლება ერთადაც მე ასე უფრო მომწონს. ჩავაყოლებთ ნიახურს, დაფნის ფოთოლს, ნიორს, მწარე წითელი წიწაკა, დავასხათ მდუღარე წყალი და დავადოთ ზემოდან თUნუქის სახურავი, როდესაც წყალი გაგრილდება გადააქცევ, ჩავყრით შიდ ლიტრიან ბანკაზე ერთ სუფრის კოვზ მარილს, ერთ კოვზ ძმარს ერთცალ ასპირინს დავასხავთ აკვარჩხალებულ წყალს ბოლომდე რომ ჰაერი არ შეეპაროს და მოხუფავ. ოღრონდ ეს ყველაფერი წინასწარ ძალიან კარგად უნდა გაირეცხოს და ერთი საათი სუფთა ტილოზე დაწყობილი გავაჩეროთ რომ კარგად დაწდეს. * * * კიდევ ვაკეთებ მწნილის ასორტს. 3 ლიტრიან ბანკაში ვალაგებ, კარგად დარეცხილ კიტრს, გრძელ პომიდვრებს, ყვავილოვანს, გასუფთავებულ წვრილ სტაფილოს, ბულგარულის მეოთხედს სიგრძეზე გაჭრილს, მწარე წიწაკა, ნიორი, დაფნა, ნიახური და მოვამზადებთ იგივენაირად როგორც წინ დავწერე. გამოდის უგემრიელესი და უცხო. |
Posted by: ValenTine_Kelly 25 Sep 2011, 00:17 |
ლეჩოა ახლა კეთების პროცესში :ყეს: დღეს დედამ გააკეთა ბულგარული სანელებლებით უგემრიელესი რამაა თითქმის ყველანაირ კერძზე მიდის საწებლად და ისეც საკმაოდ გემრიელია ერთი ქილა უკვე შევჭამე |
Posted by: _sofa_ 25 Sep 2011, 00:18 |
ვაიმე სურათი როგორ უნდა დავდო მასწავლეთ რაა....ვერ მივაგენი |
Posted by: rtuli 25 Sep 2011, 00:20 | ||||||
ValenTine_Kelly
ლეჩო საწებლად როგორ იქცა ვერ მივხვდი _sofa_
http://pix.ge/ აქ ატვირთე და გადმოაკოპირე. |
Posted by: goga025 25 Sep 2011, 00:30 |
არავინ იცით კარტოფილის მწნილი, დაწერეთ რა. |
Posted by: _sofa_ 25 Sep 2011, 01:16 |
http://pix.ge/ * * * ესეც ჩემი მწნილის ასორტი.... წიწაკა გაინტერესებდათ კიდევ, თუ დამიჯერებთ, სამ ლიტრიანს 3 ს.კ მარილი, 3 ს.კ ძმარი და ჩვეულებრივი ცივი წყალი. როცა დაიკლებს კიდევ შეავსებ წყლით, დააფარებთ პლასმასის თავსახურავს, მეტი არაფერი არ უნდა. ხრაშუნა და ქარვისფერი რჩება ბოლომდე და არა ისეთი ბაზარში რომ იყიდება ყავისფერი. დავდებ მის სურათსაც მეტი ნდობისთვის უკვე გაკეთებული მაქვს... * * * http://pix.ge/ * * * აქ კიდევ არის ზეთში მოწალული მწვანე წიწაკა, ნახევრიანებში ვინახავ, უგემრიელესია... თუ დაგაინტერესებთ მზად ვარ გემსახუროთ... * * * http://pix.ge/ * * * http://pix.ge/ * * * [url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/i/evx * * * ]http://b.pix.ge/i/evx6a.jpg[/img][/url] * * * ვაიმე ვერ ვსვავ სურათებს, მერე ვცდი კიდევ და ამათი წაშლა მე არ შემიძლია? * * * http://pix.ge/ * * * http://pix.ge/ * * * http://pix.ge/ * * * http://pix.ge/ |
Posted by: ValenTine_Kelly 25 Sep 2011, 12:16 | ||
rtuli
არა ლეჩო არაა საწებელი ლეჩო კეთების პროცესში იყო ეგ რომ დავწერე მანამდე გააკეთა ბულგარული სხვანაირად და ეგ იმაზე ვთქვი |
Posted by: mia_nano 25 Sep 2011, 16:06 |
გამარჯობათ გოგონებო, რა გემრიელობებს აკეთებთ ზამთრისთვის, მეც ვამზადებ რაღაცეებს და ახლა ლეჩო მოვრჩი, გემრიელი გამოვიდა და გორული წიწაკის გაკეთება მირჩიეს ცოტა სხვანაირად, ანუ ნაწილ ნაწილ მოთუშვა ზეთში და ძმარში და გაამართლა, მშვენიერი გამოვიდა ბულგარული წიწაკაც გავაკეთე მაგ პრინციპით და თუ დაგაინტერესათ დავწერ * * * tavadze ჩემს უსაყვარლეს აჯიკის რეცეპტს დავწერ, ამას დადუღება არ უნდა , გემრიელია და მარტივი 5კგ წითელი ბულგარული წიწაკა 1კგ მწარე წითელი წიწაკა 400გრ გატარებული ნიგოზი 3 თავი ნიორი 1 ს.კ. უცხო სუნელი 1 ს.კ. ქინძი 3 ჩ. ჭიქა ზეთი. წიწაკები გავაშროთ და თესლი გამოვაცალოთ, გავატაროთ მანქანაში. ავადუღოთ ზეთი. ჩავყაროთ წიწაკის მასა და ვადუღოთ 40-50 წთ-თ დაბალ ცეცხლზე, შემდეგ ჩავამატოთ ნიგოზი, სუნელები და მარილი, 20 წუთის შემდეგ კი ნიორი, ვადუღოთ კიდევ 40 წუთით დაბალ ცეცხლზე. გამორთვის შემდეგ შევურიოთ ასპირინი. დავფქვათ 5-6 აბი ასპირინი გავხსნათ ცოტა აჯიკაში კარგათ და შემდეგ მთლიან მასაში, ცხელივე ჩავასხათ ხრახნილიან ქილებში |
Posted by: tavadze 25 Sep 2011, 18:31 | ||||
mia_nano
დიდი მადლობა, მაგრამ წლეულს დავამტავრე აჯიკების კეტება, მგონი. თუმცა ჩავინიშნავ საგაისოდ. ოღონდ ეგ ლამის იგივეა, რაც მე გავაკეტე შერეული ვარიანტი - მაგას ტომატი, ძმარი და ნედლი სუნელები არ აქვს, თორემ სხვა იგივეა.
მაიტა, დაგვაინტერესე უკვე. |
Posted by: _sofa_ 26 Sep 2011, 22:46 |
ცოცხალ აჯიკას არ ინახავთ ხოლმე ძვირფასებო? მე ტყემლის დიდი მოტრფიალე არა ვარ, ჩემი ქმრისთვის ვინახავ ხოლმე, ხოლო ჩემთვის აჯიკას ვაკეთებ და ვგიჯდები ისე მომწონს. ერთი სიტყვით: 5 კგ პომიდორი 3 კგ წითელი ბულგარული 1 კგ მწარე წითელი წიწაკა 500 გ ნიორი 2 ჩ.ჭ ძმარი ყვ.ყვავილი, ხმ ქინძი, უცხ სუნელი, თითო ჩაის კივზი მარილი გემოვნებით გავატარებთ ამ ყველაფერს, დავასხავთ ემალის თასზე, დავაფარებთ თავს და დავდგავთ 2 დგე უნდა დაიდუღოს თავისით, მხოლოდ დილა-საღამოს ვურევთ. მესამე დილით მივცემთ დაფხვნილ ასპირინს, კილოზე ერთ ტაბლეტს და ჩავასხავთ ბოთლებში. პირობას ვდებ რომ მოგეწონებათ. * * * მე მაგ ზეთში მოთუშული წიწაკის დედაჩემის რეცეფტი ვიცი და სხვაზე მეტად ის მომეწონა, იმის გამო რომ არ აიზილა და მთელ-მთელი დევს ბანკებში. ერთი პორცია არის: 3კგ სამწნილე წიწაკა, 0,5ლ ზეთი . 0,5ლ ძმარი. 300გრ ნიორი. 3-3 კონა ქინძი, პეტრუშკა და კამა. 3ს.კ მარილი, 6ს.კ შაქარი დაფნის ფოთოლი და შავი წიწაკის მარცვლები ემალის დიდ თასზე დავასხავთ ზეთს და თითო-თითო ფენად მოვთუშავთ წიწაკას, ცალკე გამზადებული უნდა გვქონდეს დაჭრილი მწვანილი და ნიორი, შემწვარ წიწაკას ვათავსებთ ემალის ჭურჭელში და ყველაფენაზე ვაყრით მწვანილს, დაფნას და პერიცის მარცვლებს, ასე ვაგრძელებთ ბოლომდე. შემდეგ 3ს.კ მარილს, 6ს.კ შაქარს ვხსნით ძმარში, ვამატებთ შენაწვავ დარჩენილ ზეთს და გადავასხავთ თავზე. გავაჩერებთ 24 საათი, შემდებ გვერდიდან ფრთხილად ვიღებთ და ვაწყობთ ნახევრიან ბანკებში ოგონდ ბოლომდე არ გაავსოთ თუ არა სტერილების დროს გადმოგეღვრებათ, გავასტერილოთ 20-30 წუთი და მოვხუფოთ. ზუსტად ესენია წინა სურათებში ნახევარ ლიტრიან ბანკებში. არცერთი წიწაკა არ დაიხევა ისე დევს მთელ-მთელი და არის უგემრიელესი. |
Posted by: mia_nano 26 Sep 2011, 23:07 |
დავწერ ხვალ და ნახავ მერე თუ არ მოგინდება გაკეთება _sofa_ კარგი რეცეპტი ჩანს, გავითვალისწინებ კიდევ დავწერ ერთ რეცეპტს , არც ამას უნდა დადუღება 3 კგ წითელი ბულგარული 1 კგ წითელი მწარე წიწაკა 2-3 თავი ნიორი ერთი დიიდი კონა ქინძი 50 გრ. ძმარი 2 სადილის კოვზი უცხო სუნელი მარილი გემოვნებით 4-5 აბი ასპირინი გავრეცხავთ ყველაფერს, გავაშრობთ, გავატარებთ მანქანაში, ჩავურევთ ძმარს და სუნელს, მარილს, დავფხვნით ასპირინს, გავხსნით ჯერ ცოტა მასაში შემდეგ მთლიან მასაში და ვ ურევთ პერიოდულად, ნახევარი საათის შემდეგ ჩავასხავთ ხრახნიან ქილებში |
Posted by: **DIMMU*** 29 Sep 2011, 18:00 | ||
სოფა მწვანე წიწაკის მწნილზე რომ წერ დამჟავებას, დაწვრილებით დაწერე რაა? არ უნდა წიწიაკას რამდენიმე დღე გაჩერება და მერე დამწნილებაა? გელოდები დაწვრილებით რაა? |
Posted by: mia_nano 30 Sep 2011, 20:18 |
_sofa_ წიწაკის რეცეპტში კამა გიწერია, ნიახური არა , და ხომ არ შეგეშალა? * * * აჯიკის რეცეპტში გამომრჩენია, ბულგარულსაც და მწარე წიწაკასაც თესლები უნდა გამოვაცალოთ |
Posted by: xanka 30 Sep 2011, 20:41 |
http://www.radikal.ru |
Posted by: _sofa_ 3 Oct 2011, 19:18 |
არა მოთუშულ წიწაკას ნიახურს არ ვუშვები, უნაკლო გამოდის დამიჯერეთ. * * * ხოლო წიწაკის მჟავეს აჩერებენ კი მეც ერთი პორცია გავუჭერი ცხვირები და გავაჩერე ერთი ღამე და მეორე პორცია პირდაპირ ჩავდე არ გამიჩერებია ისე, ორივენაირად კარგია. ეს წყალში ცაწყობა და ჭყლის გამოცვლა რომ იციან 2, 3 დღე სისულელეა ნამდვილად, არაფერი მწარე არ გამომდის. რომ ჩააწყობ 3 ლიტრიან ბანკებში, ჩაამატებ 3 კოვზ ძმარს, 3 კოვზ მარილს გახსნი წყალში და დაასხავ. მეორე დგეს ცოტა წყალი ექნება დაკლებული და ისევე შეავსებ ბოლომდე, დააფარე პლასმასის სახურავები და ეგ არის. * * * http://pix.ge/ * * * ეს კიდევ პატარებში არის მკუხე პომიდვრის კუჭმაჭი.... |
Posted by: tavadze 4 Oct 2011, 21:26 | ||
_sofa_
შეიძლება ცოტა უფრო დაწვრილებით? |
Posted by: _sofa_ 4 Oct 2011, 22:26 |
ერთი პორცია არის 10 კგ პომიდორი, ნუ თუ ამდენი არ გინდათ გაანახევრებ ყველაფერს. პომიდორი 10 კგ, ხახვი 3კგ ზეთი 1,5 ლ ნიორი 500გრ ნიახური, ხრახუში, რეჰანი 3-3 კონა ძმარი 0,5 ლ მარილი 1ჩ,ჭ ხმ ქინძი 4ჩ,კ-ზაფრანა 3ჩკ-უცხ სუნელი 4ჩ,კ-წიწაკა. ესეიგი საშუალო ზომის პომიდვრებს დავრეცხავთ, დავაშრობთ და დავჭრით ნახევარმთვარეებად, ჩავყაროთ მდუღარეში 5 წუთი მხოლოდ და გადავიტანოთ საწურზე რომ კარგად დაწდეს. მწვანილი გავრეცხოთ, გავაშროთ და გავატაროთ, ასევე გავატაროტ ნიორიც. ხახვი დავჭრათ წმინდად და მოვშუშოთ ზეთში, დავაყაროთ პომიდორი და გავაგრძელოტ სუსვ ნელ ცეცხლზე. ძმარი წამოვადუღოთ, დავამატოთ სუნელი და მარილი და ჩავასხათხახვიან პომიდორს. დავამატოთ ნიორი და მწვანილი, ავურიოთ, ჩავტენოთ ბანკებში, ვასტერილოთ 10-15 წუთი მეტი არ უნდა და მოვხუფოთ. ბანკებს ცოტა ადგილი დავუტოვოთ თუ არა ზეთი დაიქცევა სტერილების დროს. აი ასე..... |
Posted by: tavadze 7 Oct 2011, 00:53 | ||
_sofa_
აი, ეს გავაკეთე დღეს. უფრო სწორად, დღეს დავამთავრე, რადგან ჩემი კატორღა-სამსახურის გადამკიდემ ამისთვისაც ძლივს მივიცალე. რაღაც სხვანაირად კარგი, პიკანტური გემო აქვს, რაც ძმარისა და შაქარის სეხამება მგონია. თავიდან 6 კოვზი შაქარი ბევრი მომეჩვენა, რადგან აშკარად დაატკბო, მაგრამ მერე კარგად გაჯერდა. თუმცა სამომავლოდ შაქრის დოზას ცოტას დავაკლებ და მარილისას გავზრდი. კიდევ ერთი რჩევა - რადგან სითხე ნაკლები აქვს (მხოლოდ ნახევარი ლიტრა ძმარი) და ცოტა მაღალ ქვაბში მომიწია ჩადება, ისე გამოვიდა, რომ ძმრიან სითხეში შუას ქვევით დარჩა, ზევითა ნახევარს კი მხოლოდ ის ძმარი შეხვდა, რაც გადავავლე. ამიტომ მერე გობზე გადმოვიღე, სადაც ძმარი უფრო ტანაბრად გადანაწილდა. ერთი კითხვა ავტორთან - ამ რეცეპტს ხახვი არ მოუხდება? მე მგონი, გემოს წაადგებოდა. და კიდევ - ასპირინი რომ იყოს სტერილიზაციის ნაცვლად? |
Posted by: rtuli 7 Oct 2011, 01:54 | ||
tavadze
ამ წუთას მოვამზადე წიწაკები ზეთში და ძმარში(ცოტა სხვა რეცეპტით),ჰოდა სტერილიზაციის გარეშე ვამზადებ+ასპირინს ვამატებ ოღონდ მე ცხელცხელი ჩავტენე ქილებში(თითები დამეწვასავით ) |
Posted by: tavadze 7 Oct 2011, 02:14 | ||
rtuli
უჰ, აგაშენა ღმერთმა, თითების დაწვას დავეძებ. ჩემი დაც მასწავლიდა, ასპირინტან არ უნდაო, მაგრამ მაინც... პ.ს. შენეული რეცეპტიც საინტერესო ჯადოქრობა იქნება, თუ გაგვიზიარებ. |
Posted by: tos-ka 7 Oct 2011, 14:56 |
tavadze უფ! რაც შენ წელს სოუსები და აჯიკები გიკეთებია . . . სუ რო აქეთ გვემუქრება, აზრად გამკრა და ხო არ ვესტუმროთ, ხალხებო? ისა და ჩემმა გურულმა მოგიკითხა |
Posted by: tavadze 7 Oct 2011, 22:09 | ||||||
tos-ka
ჩემგანაც მოიკითხე. სოფელში მაინცდამაინც იმ დროს ჩამოვიდა, მეორე დილით რომ მოვდიოდი უკვე.
მესტუმრეთ, მესტუმრეთ, მაგრამ მანამ მაქეთ გესტუმრებით ამ დღეებში. დღეს გადამირჩით ამ კატორღა-სამსახურის გადამკიდე. rtuli
მადამ, არ გაგვიმხელთ ამას? |
Posted by: _sofa_ 8 Oct 2011, 01:21 | ||||
იცით რა მე პატარები მყავს სახლში და დედაჩემმა სასტიკად ამიკრძალა სტერილების გარეშე შენახვა ყოველ შემთხვევისთვის, ისე ასპირინითაც შეინახა ჩემმა მეზობელმა ოღონდ მე ხომ ვაჩერებ 24 სთ ის ამის ნაცვლად ერთიანად ჩაშუშავს, დააყრის ასპირინს და ხუფავს, მაგრამ მე ასე უფრო მომწონს აგარ იზილება. წვენს რაც შეეხება, ბანკებში რომ ჩავალაგებ წიწაკებს წვენს მერე ვუნაწილებ ყველას ერთნაირად. ისე ჩემი ახლობელი მაგარი კულინარი ბებო მყავს ერთი, მასე ასპირინით ინახავს ოგონდ სხვა ტექნოლოგიით და ისიც ძალიან კარგია, რომ მცოდნოდა ვკითხავდი და დაგიდებდი რეცეფტს. |
Posted by: ninoma 8 Oct 2011, 01:26 | ||
_sofa_
არც ეხლაა გვიანი. მე მაინტერესებს |
Posted by: faustina 8 Oct 2011, 01:35 |
_sofa_ რა გემრიელად გამოიყურება წიწაკები, მომინდა მეც.... იქნებ გავაკეთო...... თU ვიჩოვე აქ მასეთI წიწაკა |
Posted by: tavadze 8 Oct 2011, 02:20 | ||||
_sofa_
არა უშავს, შენ მაგაზე არ იდარდო - ესეც კარგი იყო და დიდი მადლობა რეცეპტისთვის. თუმცა ნინომას აინტერესებს თურმე. მოკლედ, მაინც მოგიწევს რეცეპტზე ჩალიჩი. faustina
გამოგიგზავნით. |
Posted by: faustina 8 Oct 2011, 02:26 | ||
tavadze
უკვე გაკეთებლსა და ლამაზად ჩალაგებულს ქილებში |
Posted by: tavadze 8 Oct 2011, 03:26 | ||||
faustina
ნუ, გაგვიჭირდება თუ რა! _sofa_
ესეც დავაგემოვნე და მეგემრიელა. ოღონდ შესანახად როცა გინდა, ცხელი უნდა ჩადო თუ ცივი? პ.ს. სახვალიოდ მანჭკვალა სოკო მაქვს გასაკეტებელი - ჩემდა ჭირად ვიყიდე სახლთან, მეტროსთან ჰქონდათ. რჩევებში კი ვიკითხავ, მაგრამ აქაც დაგიტოვებთ ნაკოლს - მასწავლეთ რა ვინმემ, ჯერ როგორ გავრეცხო, მერე - როგორ გავაკეთო. |
Posted by: taktakuna 8 Oct 2011, 12:27 |
tavadze ცოტა საჩალიჩო გასარეცხია გამდინარე წყალში ჩაყარე გარჩეული, მერე ერთს წამოადუღებს ხოლმე ბებიაჩემი სოფელში და ძველებურ სქელძირიან ტაფაში ყრის ბლომად ხახვთან ერთად და შუშავს, ბოლოს ამატებს ხოლმე ქინძს ბევრს და გამოდის ძალიან გემრიელი.ისე თბილისში ისეთი კარგი არ გამომდის, ეტყობა სოფელში ფეჩზე გაკეთებულს სხვა მუღამი აქვს. |
Posted by: tavadze 8 Oct 2011, 19:53 | ||||
taktakuna
გაიხარე. დიდი მადლობა, მაგრამ ისევ დამრჩა კითხვები და ოფი მაპატიეთ, მოდერებო (ან შემოდით რჩევების თემაში) - ის ძირები ბოლომდე უნდა წავაჭრა თუ დავუტოვო? ნიორი და ტომატისმაგვარი არ უნდა შუშვისას? ალბათ, ზეთი+კარაქი კარგი იქნება მოსაშუშად...
ცეცხლზე გაკეთებული უფრო გემრიელია, ვიდრე - გაზზე, მაგრამ სოფელში წყალსაც და მწვანილეულსაც სხვა არომატი აქვს. ისიც განსაზღვრავს გემოს. იქ მართლაც ბევრად გემრიელად გამომდის ყველაფერი. |
Posted by: taktakuna 8 Oct 2011, 23:35 |
tavadze ალბათ დაგვიანდა პასუხი და სოკო სავარაუდოდ უკვე შეჭმულია მაგრამ ძირები უნდა წააჭრა ცოტა. ბებიაჩემი რომ აკეთებს, მარტო ხახვს უშვება ბევრს და მწვანილს, უმეტესად ქინძს, ისე პომიდორიც კი უხდება, აი ნიორი სოკოში არ მომწონს მე პირადად. ცეცხლზე გაკეთებული ნატურალური ყველაფერი კარგია |
Posted by: tavadze 9 Oct 2011, 00:38 | ||
taktakuna
ჯერ არა. იმედია, ხვალ მაინც გავაკეტებ, მაგრამ 8 საათიდან მეწყება გადარბენა. პასუხისთვის მადლობა, მოდერებს კი ბოდიში - დავამთავრე ოფებიც და ოფოფებიც. |
Posted by: _sofa_ 9 Oct 2011, 21:37 | ||||||
ეს უდა გასტერილდეს 10-15 წუთი და რა ვიცი მე მაშინნვე ვდებ ვასტერილებ და ვხუფავ. |
Posted by: Melano 10 Oct 2011, 22:36 |
გამარჯობათ ,"მონადირის სალათის" რეცეპტი მაინტერესებს ...G-მარტში ვყიდულობ ხოლმე.ყვავილოვანი კომბოსტო ,სტაფილო ,ხახვი და ბულგარულია ინგრედიენტები.ზუსტი რეცეპტი თუ იცის ვინმემ ძალიან დამავალებთ |
Posted by: faverliki 11 Oct 2011, 20:19 |
სტერილირება ბოტულიზმისაგან მაინც არ იცავს მთავარია ბაქტერია არ შეყვეს ბოსტნეულს თორემ სტერილიზაცია ვერ შველის .პირადად მე არაფერს არ ვასტერილებ მშრალ ქილებში ვტენი და ვხუFავ ხშირად ასპირინის გარეშე და არასდროს გაფუჭებულა, თუმცა ყველა დახუფული პროდუქტი მაინც საზიანოა რადგან სახურავები დახუფვის შემდეგ კადმიუმს გამოყოფს. * * * ერთ რეცეპტს მეც შემოგთავაზებთ ერთი კგ გატარებული ნიგოზი ერთი კგ გატარებული მწარე წიტელი წიწაკა 200 გრ ნიორი უცხო სუნელი ხმელი ქინძი ცოცხალი ქინძი და მარილი აურევთ ერთმანეთში და პირდაპირ შეინახავთ ქილებში მხილოდ ყველაფერი მშრალი უნდა იყოს |
Posted by: ladywin 12 Oct 2011, 13:30 |
ადესა + ადესა-კომშის ასორტის კომპოტი http://pix.ge/ |
Posted by: drozera 12 Oct 2011, 13:38 |
ladywin ვაიმეე, როგორ მიყვარს ადესა+კომში, ბებო მიკეთებდა ხოლმე ( აუ ბებო მომენატრა ეხლა |
Posted by: tavadze 12 Oct 2011, 14:03 | ||
ladywin
კარგია? დედაჩემი კომშსაც აქტიურად იყენებდა კომპოტებში და - ადესასაც, მაგრამ მასეთი მიქსი არასოდეს გაუკეთებია. პ.ს. ადესა ვაშლისა და მსხლის კომპოტებშიც კარგად მიდის. შეგიძლია სამივე აურიო ერთად. |
Posted by: ladywin 12 Oct 2011, 14:05 | ||||
tavadze
ძააააალიან არომატულია * * * drozera
ბებოც და კომპოტიც ხომ ?????? |
Posted by: tavadze 12 Oct 2011, 14:09 | ||
ladywin
ცალ-ცალკე ორივე მაგარი არომატულია, მაგრამ ასე მგონია, დიამეტრულად განსხვავებული გემო აქვთ. ვცდი ერთი - ამ დღეებში ნამდვილ, არომატულ გურულ ადესას ჩამომიტანენ. |
Posted by: ladywin 12 Oct 2011, 15:41 | ||
tavadze
ცადე არ ინანებ |
Posted by: drozera 12 Oct 2011, 16:23 | ||
ladywin
ხოო, ისეთ კომპოტს ვეღარავინ გამიკეთებს ვერასდროს, ასე მგონია |
Posted by: ladywin 12 Oct 2011, 16:30 | ||
drozera
|
Posted by: tavadze 12 Oct 2011, 19:16 | ||
ladywin
მე რა - დავასაქმებ დეიდაშვილს. მაგრამ მუშაობს ახლა და იმდენად აღარ სცალია ჩემთვის. |
Posted by: ladywin 12 Oct 2011, 19:49 | ||
tavadze
თავს უშველა დეიდაშვილმა??? |
Posted by: likaberaia 15 Oct 2011, 09:21 | ||
ძაააააააალიან მაგარია ადესისა და კომშის დუეტი.ჩემს შვილს უყვარს ძალიან და ყოველ წელს ვუკეთებ.არომატულიცაა და საოცრად გემრიელი. * * *
iaiameri მე სოხუმელი ვარ და მწვანე ლობიოს მწნილს ჩვენში ბერძნები და სომხები აკეთებდნენ და მას თურშას ეძახოდნენ.ჩემი დედამთილიც აკეთებს და მართლაც უგემრიელესია,ასეთი ცხოვრებაში არაფერი მიჭამია.რომ გავთხოვდი არ მქონდა განასინჯი და დედამთილმა მთხოვა ჩემი ხათრით შეჭამეო,ხატრი ვერ გავუტეხე და გავსინჯე და გავგიჯდი,მართლაც შეუდარებელია.ჩვენტან ბიცჰები რომ ქეიფობდნენ უამისოდ სუფრას არ უჯდებოდნენ.ვკითხავ ჩემ დედამთილს რეცეპტს და დავწერ. კარტოფილის მწნილი არ გამიგია,მაგრამ ეაჩემი აკეთებს და მარტლაც გემრიელია მიწის ვაშლის მწნილი,რომელიც შესახედავად მართლაც გავს კარტოფილს. * * * მეც გავაკეთე უგემრიელესი ლეჩო,წუხელ ჩავასხი.დღეს კი მწვანე პომიდვრის სალათს მოუწევს დაბინავება,დაამთავრა დუღილი,მაგრამ ლამის ნახევარი შემოგვეჭამა სანამ დადუღდა...ახლა კაზახური სალათის ჯერია.ხვალ უნდა გავაკეთო და ძეთსი მოშუშული წიწაკები. კაზახური სალათა თუ ვინმეს გაინტერესებთ: თითო კგ კომბოსტო,სტაფილო,ხახვი, წ/ტკბილი წიწაკა,პომიდორი,კიტრი. მარინადი - 5 ჩ.კ. მარილი, 5 ჩ.კ. შაქარი, 1 ჭიქა ზეთი, 1 ჭიქა ძმარი.შევურიოთ ერთმანეთსდა მოვასხათ დაჭრილ ბოსტნეულს, გავაჩეროთ 1 საათი და შემდეგ ვხარშოთ 10 წუთი დუღილის მომენტიდან.ცხლადვე ჩავასხათ სტერილებულ ქილებში და მოვხუფოთ. გადავაბრუნოთ ქილები და შეფუთულად ვამყოფოთ შეგრილებამდე.მე მთელი ღამით ვტოვებ.აქვს ჩემს ბავშვობაში რომ იყო ბულგარული კონსერვი "გლობუს"ი იმის გემო.ძალიან მაგარია.მე 5 პორციას ერთდროულად ვაკეთებ, |
Posted by: tavadze 15 Oct 2011, 10:20 | ||
ladywin
ასე გამოდის. likaberaia - საინტერესო რამეებს წერ. |
Posted by: tasikuna-taso 15 Oct 2011, 11:38 | ||
პროპორციები დაწერე, რა. საინტერესო ჩანს. |
Posted by: tavadze 15 Oct 2011, 13:30 | ||
tasikuna-taso
მე მგონი, ყველაფერი თითო კილოგრამიო, ასე იგულისხმა. |
Posted by: TT-KK 15 Oct 2011, 16:59 | ||
likaberaia
-კაი იყო მაშინ და ახლა რა საშინელია |
Posted by: ladywin 15 Oct 2011, 23:33 |
,და ისევ ადესა ............... ამჯერად ბროწეულის თანხლებით......... http://pix.ge/ |
Posted by: khatia88 19 Oct 2011, 13:32 |
miau თქვენი პოსტი ვნახე 2007 წლის და ძალიან დამაინტერესა. შეგიძლიათ ზუსტად დამიწეროთ რეცეპტი საცერში გაქნილი ჟოლო როგორ შევინახო. პატარა მყავს სახლში, ვაპირებდი ჟოლოს მურაბა გამეკეთებინა, გაციებისთვის უებარია, მაგრამ როგორც თქვენ დაწერეთ ეგრე უფრო სასარგებლოა. |
Posted by: _sofa_ 19 Oct 2011, 18:04 |
http://pix.ge/ * * * http://pix.ge/ აი კიდევ ამეებით გავამდიდრე ჩემი საკუჭნაო.... |
Posted by: RakhmAnna 19 Oct 2011, 22:22 | ||
_sofa_
შენ რა ყოჩაღი გოგო ხარ... მე წელს მხოლოდ ლეღვის მურაბა მოვამზადე....ძალიან მიყვარს.. |
Posted by: miau 19 Oct 2011, 23:30 |
khatia88 1. ფორუმულ-კულინარიული დამოკიდებულებები თქვენობით საუბარსა და აღმატებით ხარისხს გამორიცხავს! 2. რაც შეეხება ჟოლოს - მურაბას თავისი სასარგებლო თვისებები გააჩნია. როგორც წავიკითხე, თუ ცოცხლად შენახული კენკრის შემთხვევაში თერმული დამუშავების გარეშე შენახული რბილობი უფრო სასარგებლოა, მოხარშულის შემთხვევაში წიპწა მუშავდება და სასარგებლო ნივთიერებებს გამოყოფს. მომზადება მარტივია - 1 კგ საცერზე გატარებულ ჟოლოს (თუ წიპწები არ შეგაწუხებს, ნუ გაცრი, დაჭყლიტე, ასე ერთის მხრივ სასარგებლოცაა, წიპწას თავისი სიკეთე აქვს.) დააყარე 1,5 -2 კგ შაქარი და 2-3 დღის განმავლობაში ხანდახან ამოურიე, შაქარი უნდა გაიხსნას. შეგიძლია დააბლენდერო და ერთი დღე გააჩერო. შემდეგ პირდაპირ ცივად გადაანაწილე ქილებში, გაუსტერილებლად დაახურე სახურავი და გრილ და მშრალ ადგილას შეინახე. შაქრის რაოდენობას რაც შეეხება - 2 კგ შაქრის დამატება უფრო ზაფხულშია რეკომენდებული. საერთოდ, მეტი შაქარი უკეთ შეინახავს, მაგრამ მცირე რაოდენობის შაქრით უფრო გემრიელია. შემოდგომაზე, როდესაც გრილა, 1,5 კგ შაქარიც საკმარისია. ან უკეთესი - 2 კგ-ს დააკელი ცოტა და ისე დააყარე. ზემოხსენებული სამი დღის განმავლობაში ცივად უნდა შეინახო. თუ შემოდგომის ცივი და გრილი დღეებია - გარეთაც შეიძლება, თუ არა - მაცივარში. ამაზე მარტივი არაფერი არსებობს. ადრე ერთად გავაკეთე ჟოლო, მოცხარი (სმაროდინა) და ხურტკმელი (კრიჟოვნიკი) - ძალიან კარგი იყო. ამ პრინციპით შეგიძლია შეინახო ხორცსაკეპში გატარებული ფეიხო, ქაცვი დაა.შ> ქაცვი უნდა აუცილებლად გაიხეხოს. თესლებს შეგიძლია ცალკე ზეთი დაასხა, გადაიტანო მინის ცეცხლგამძლე ჭურჭელში და ძალიან დაბალ ცეცხლზე 4-6 საათით შედგა ღუმელში. ამ დროს წიპწები ზეთს გამოყოფს და დამწვრობისთვის და სხვა დაავადებებისთვის ძალიან სასარგებლოა. |
Posted by: tavadze 20 Oct 2011, 02:20 | ||
_sofa_
ქილებში კომში და კიდევ რა არის? ამ მეორეს ტრადიციული რეცეპტით აკეთებ თუ რამე განსხვავებულია, როგორც ის მწარე წიწაკა იყო? |
Posted by: _sofa_ 20 Oct 2011, 03:42 |
მეორე მსხლის კომპოტია, ჩვეულებრივად ოღონდ ცოტა მიზეზიანიზ მსხალი და შედარებით დიდ ხანს ვადუღებ.... |
Posted by: tavadze 20 Oct 2011, 03:49 | ||
_sofa_
მკუხე პომიდორი ვიგულისხმე მეორეში და არა კომპოტები. ანუ მეორე ფოტო. გავხსენი ახლა და დავაკვირდი, მსხალი მკუხე პომიდორში როგორ ამერია-მეთქი. |
Posted by: _sofa_ 23 Oct 2011, 02:50 |
ააააააააა, კარგად ვიცინე..... ეს მწვანილებით გამოტენილი პომიდორია, დაჭრით ნიახურს, ოხრახუშს, ცერეცოს, წითელ წიწაკას, ნიორს, აურევ მარილს და გამოტენი შუაზე მაგრამ არა ბოლობმდე ჩაჭრილ პომიდორებს. ჩააჭყობ ბანკაში დააფარებ პლასმასს და ეს თვითონ გამოიღებს თავის საკმარის წვენს. ცოტას გარეთ თუ მოიტოვებ დაიწევს კიდევაც და შეგიძლია დაამატო რომ ნაკლულა ბანკები არ შEინახო...აი ასე......... |
Posted by: guruliqali 23 Oct 2011, 08:06 | ||||
miau კარგი იდეაა, ეხლა გაკეთება და შაქრის დაკლება, ჯერ კიდევ ყვირის ხოლმე ის ქალი "მალინა მალინააა"-ს ქაცვის შესახებ ჩემი ტექნოლოგი მეგობრები ამბობენ, რომ წიპწა თუ თესლი თუ არ გატყდა, ისე სასარგებლო თვისებებს ნაკლებად გამოყოფსო.
ყველანაირი წყლულოვანი დაავადებისთვის კარგია * * * _sofa_ თავაძეს აღარ აჩვენო ქილები, გადამალეთ! თორემ ჯერ იმდენი აჯიკა აკეთა ... (სირცხვილით როგორ ვთქვა მხოლოდ ერთი ულუფა აჯიკა გავაკეთე), ეხლა პომიდვრის მწნილს დაადგა თვალი და დავიღუპეთ, (გავსკდი გულზე )... როგორც "ბიზნეს ლანჩს"გადაერქვა სახელი თავის დროზე, ვატყობ, ამ თემასაც მალე "კონსერვები, მარინადები, მწნილები თავაძესთან ერთად" დაერქმევა |
Posted by: tavadze 23 Oct 2011, 13:22 | ||
guruliqali
სულ ტყუილად ეჭვობ. მჟავეული ძალიან მიყვარს, მაგრამ გაკეთებაზე მაინც არ ვარ ჩაციკლული. მხოლოდ 2 ქილა წიწაკა ჩავდე და მწვანე პომიდორს ჩავდებ უახლოეს ხანებში. იმასაც აუაუს-რეცეპტით, არაფერი რომ არ უნდა. წინა წლებშიც მხოლოდ მაგას ვინახავდი, 1-2 ქილას და იმასაც ნახევარს ვყრიდი. ალბათ, ლობიოს რომ იშვიათად ვაკეთებ, იმიტომაც არ მეხარჯება ბევრი მჟავე. თუმცა _sofa_ს მწვანე წიწაკის ის განსხვავებული ვარიანტი ზეთსი მართლაც კარგი გემოსი იყო, სცადე. |
Posted by: khatia88 23 Oct 2011, 13:31 |
miau ძალიან დიდი მადლობა |
Posted by: chiburashka111 24 Oct 2011, 09:00 |
_sofa_ მარილს რამდენს უკეთებ? მე წყლის დამატება ყოველთვის მჭირდება და სულ მარილი მაკლდება ანუ წყალში რამდენი მარილი უნდა? მწვანე პომიდორზე გეკითხები |
Posted by: _sofa_ 24 Oct 2011, 18:57 |
ასე არ განმისაზღვრავს სიმართლე რომ გითხრა, მწვანილებშივე ვურევ, იცი რა, რომ იფიქრებ ეხლა კარგად აქვსო კიდევ დაამატე, ცოტა ზედმეტი უნდა მისცე იმიტომ რომ სასწაულად ისრუტავს მარილს. კეთების პროცესში შეწითლებული რომელიც არის სულ ვჭამთ ხოლმე სინჯვა-სინჯვაში ძალიან გემრიელია და გასინჯე, ასე უფრო მიხვდები აკლია თუ არა მარილი. |
Posted by: chiburashka111 24 Oct 2011, 20:28 |
_sofa_ დაქალებშიც გავიკითხე და ასე მითხრეს 1 ლიტრ წყალზე 1 სუფრის კოვზი მარილი უნდაო, მოვსინჯავ ხვალ |
Posted by: mia_nano 24 Oct 2011, 21:10 |
_sofa_ მწვანე პომოდვრის მწნილს ალუმინის ჭურჭელში ინახავ თუ გადაგაქვს მერე? მე როგორც ვიცი მაგდაგვარ ჭურჭელში მწნილის ჩადება არ შეიძლება და ვეძებ ახლა ემალის დიდ ქვაბს, ავითვისე მკვახე პომიდვრით რაც სახლში მქონდა ემალის ჭურჭელი და წითელი კომბოსტოსთვის აღარ დამრჩა არაფერი |
Posted by: miau 24 Oct 2011, 21:33 | ||
guruliqali
ჰოო, ეგ დამავიწყდა სულ, კარგია რომ დაწერე. |
Posted by: _sofa_ 24 Oct 2011, 22:13 | ||||
გადამაქვს კი რა თქმა უნდა. ისე მჟავეები პლასმასის ბალონები რომ არის მრგვალ წითელ თავიანები იმაშიდაც კარგად ინახება.... * * *
მაგ კი 1 ლიტრიან ბანკას უნდა 1 კოვზი მარილი, მაგრამ მკუხე პომიდორს რომ ჩაალაგებ ამას მერე წყალს ხომ არ ასხავ და ისე მშრალად ხომ ვერ ჩააყრი მარილს, ამიტომ გეუბნევი რომ ამას თვალით ვუკეთებ. მაგალითად მე ეხლა 4 კილო პომიდორი მქონდა და 2 სამ ლიტრიანი ბანკა გამოვიდა. ესეიგი დაახლოებით დაჭრილ მწვანილებში,წესით უნდა აურიო 5 ს.კ მარილი, მაგრამ მაინც თვალით ნახე ბევრი არ მოუვიდეს. |
Posted by: chiburashka111 25 Oct 2011, 15:50 |
_sofa_ როცა ჩავალაგებ ქილებში პამიდორს მერე რაც აკლდება ვასხავ მარილიან წყალს, ხოდა მაგ წყალზე გეკიტხებოდი და მაგაზე მითხრეს 1 ლიტრაზე 1 სუფრის კოვზი. ვნახავ რა გამოვა მერე |
Posted by: _sofa_ 26 Oct 2011, 16:57 |
არ დააკლდება არაფრით, ის თვითონ გამოიღებს თავის სამყოფ წყალს, ცოტა პამიდორი მოიტოვე ზემოთ ჩასალაგებელი და ბანკებში რომ დაიწევს 2-3 დღEში ჩაამატე და ისევ შეავსე. არცერთხელ არ დამჭირვებია წყლის დამატება. |
Posted by: fsevdokacobrioba 27 Oct 2011, 16:46 |
კაკლის მურაბა რომ არ დარბილდეს რა უნდა გავაკეთო არ იცით? |
Posted by: catherina_10 28 Oct 2011, 17:38 |
http://www.radikal.ru url=http://www.radikal.ru][/url] ესეც ჩემი ყვავილოვანი კომბოსტოს მარინადი |
Posted by: S_H_I_N_Y 1 Nov 2011, 12:31 |
დამეხმარეთ რაა... კომში მაქვს ბევრი, ძალიან არომატული და როგორ გავაკეთო ჯემი? და შეიძლება რომ არ გავთალო და ისე გავაკეთო, მარტო გულები რომ ამოვაცალო? ძალიან არომატულია და არც უხეში კანი არ აქვს თითქოს |
Posted by: drozera 1 Nov 2011, 17:52 |
გუშინ გავაკეთე ყვავილოვანი კომბოსტოს მწნილი ქილებში და პლასტმასის სახურავები გავუკეთე, იმედია არაფერი დაემართება, ხოდა შაქარი არ დამიმატებია, მარტო ძმარი დავამატე და ხომ არ გავაფუჭებ? ხო კიდევ, ბოლოკები ჩავამატე ერთ ქილაში, მაინტერესებს ბოლოკის მწნილი, მითხრეს საუცხოოაო და ჯერ კომბოსტოსთან ერთად ვცდი სურათებს დავდებს საღამოს, თუ არ დამავიწყდა ვინმეს თუ უჭამია ბოლოკის მჟავე? |
Posted by: guruliqali 1 Nov 2011, 18:03 | ||||
S_H_I_N_Y
მე გამიკეთებია ვაშლი და კომშის ჯემი ერთად, დაახლოებით 5 კგ კომში და 2 კგ ვაშლი, ვაშლი ცოტა ამსუბუქებს კომშის მძაფრ არომატს (რამდენად სწორად აგიხსენი, არ ვიცი, მაგრამ მარტო კომშს სჯობდა აშკარად), და კიდევ ერთი - შაქარს ცოტა მეტს ვამატებდი, ვიდრე ზოგადად ჯემებს, თუ გინდა დაგიზუსტებ და მოგწერ სახლიდან გვიან. ჰო, ყოველთვის ვთლიდი, კანიანად არ გამიკეთებია. drozera
ძალიან საინტერესოა, მოგვიყევი მერე, როგორი გამოვა. და ფოტოებსაც ველოდები |
Posted by: drozera 1 Nov 2011, 18:22 | ||||
guruliqali
აუცილებლად დავდებ, ჯერ მხოლოდ როგორც დანამატი ისე გავაკეთე და ზუსტად რომ გამიგებენ რეცეპტს, გავაკეთებ აუცილებლად. და იქნებ ამ კითხვაზეც მიპასუხოთ?
|
Posted by: ninoma 1 Nov 2011, 19:21 | ||
drozera
მთავარია მარილი ჰქონდეს კარგად. უშაქრობა არაფერს ავნებს. მწნილებს, რომელსაც არ ვხუფავ,არც შაქარს ვუკეთებ და არც ძმარს. |
Posted by: S_H_I_N_Y 1 Nov 2011, 20:34 |
guruliqali დიდი მადლობა პასუხისთვის. მეც გამიგია რომ ვაშლი უხდება კომშის ჯემს, მაგრამ ახლა მოულოდნელად მოგვიტანეს კომში, ვაშლი არ გვქონდა და ისე გავაკეთეთ. ახლა დუღს კანიანად . იმედია კარგი გამოვა თუ არა და მერე დავამატებ ვაშლის პიურეს . შაქარს რამდენს უმატებ მაინტერესებს და თუ არ შეგაწუხებ მომწერე რა |
Posted by: guruliqali 1 Nov 2011, 21:03 |
S_H_I_N_Y მარტო კომშის ჯემიც ძალიან კარგი გამოდის - ოქროსფერი და არომატული, შაქრის რაოდენობას რაც შეეხება, ჩემს ჩანაწერებს არ ვენდე და დედასაც გადავურეკე, მოოკლედ - 10 კგ კომშზე 8 კგ შაქარს ვამატებთო (საშუალო 1 კგ კომშზე 3 ჩ. ჭ. შაქარს ვანგარიშობდიო), თუ ვაშლს ამატებ, შაქრის რაოდენობა შეიძლება შეამციროო. 8 კგ-ს ფეხი არ მოუცვალა () , კომშს ბევრი უნდა შაქარიო. დედა კანიან-გულიანად ხარშავდა წყალთან ერთად (გულს წებოვნების გამო ხარშავდა), მერე კი თურშფალანგზე ხეხავდა, შაქარს ამატებდა და ისევ ხარშავდა. მე ცოტა უფრო მარტივ ვარიანტს ვაკეთებდი -კანგაცლილ და გულგამოცლილ დაჭრილ კომშს ვხარშავდი, რომ დარბილდებოდა, ვაშლს ჩავამატებდი, ისევ ვხარშავდი, მერე შაქარი. |
Posted by: S_H_I_N_Y 1 Nov 2011, 23:32 |
guruliqali უუჰ გამეხარდა კანიანადაც რომ აკეთებდა დედა . ჩვენ მგონი ასე ბევრი შაქარი არ ჩავამატეთ ნეტა გაფუჭდება? თან მე ვაქტიურობდი მურაბა ხომ არაა არ უნდა ბევრი შაქარიო . იქნებ ხვალ გადავადუღო და დავამატო შაქარი |
Posted by: mzi 2 Nov 2011, 11:43 | ||
დაახლოებით რამდენ ხანს ადუღეთ? მურაბას უფრო ბევრი დუღილი უნდა თუ ჯემს |
Posted by: rockataka 2 Nov 2011, 13:11 | ||
აუუუუ!!!!!!!!!!! ვაფრენ ყვავილოვანი კომბოსტოს მწნილზე! |
Posted by: ladywin 2 Nov 2011, 18:59 |
მწვანე პომიდვრის მწნილი http://www.radikal.ru |
Posted by: S_H_I_N_Y 2 Nov 2011, 20:11 | ||
mzi
ასე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დედამ ასე თქვა რომ ჯერ კარგად ჩავხარშეო და მერე დავაყარე შაქარიო. შაქარს რომ დააყრი მერე ძალიან ხშირად უნდა ურიო რომ არ მიიწვას ძირზე. მგონი მურაბაზე დიდი ხანი უნდა ხარშვა |
Posted by: guruliqali 3 Nov 2011, 09:45 | ||
S_H_I_N_Y როგორი გამოვიდა?
|
Posted by: S_H_I_N_Y 3 Nov 2011, 09:58 | ||
guruliqali
კარგი გამოვიდა, ცოტა შაქარი აქვს ნაკლები ვიდრე მითხარი და იმედია კარგად შეინახება |
Posted by: guruliqali 3 Nov 2011, 10:38 |
S_H_I_N_Y კარგად რომ შეინახოს, ჩვენ ქილაში ჩასხმულ ჯემს თავზე ვადებთ სპირტში ან მაგარ არაყში დასველებულ შესაბამის ზომაზე გამოჭრილ ქაღალდს, მერე - პლასტმასის ხუფი. ასე უფრო დაზღვეული ხარ. მეც მომინდა კომშის ჯემი, ამ შაბათს გავაკეთებ, ოღონდ ვაშლით. |
Posted by: rockataka 3 Nov 2011, 11:49 | ||
ladywin
|
Posted by: drozera 3 Nov 2011, 20:37 |
http://pix.ge/ ეს ჩემი ყვავილოვანის მწნილი... მმმ, როგორ ველოდებიიი |
Posted by: nana korinteli 3 Nov 2011, 20:45 |
მაგრად მევასება ჟოლოს მურაბა ადვილი გასაკეთებელია? |
Posted by: giorgi gegidze 3 Nov 2011, 20:47 |
კი ადვილია ოღონდ გააცნია უნდა მოადუღო თუ საქარს და კონსერვანტებს დააყრი და ისე შეინახავ |
Posted by: neliko kirtadze 3 Nov 2011, 20:48 |
მე კიდევ შორს ვარ რამის დაკონსერვებისაგან |
Posted by: kuskusa19 3 Nov 2011, 21:20 |
კომბოსტოს რამდენი დღე ჭირდება დასამჟავებლად? |
Posted by: dato_abo 3 Nov 2011, 21:56 | ||
მეც მაგარი მევასება |
Posted by: chiburashka111 4 Nov 2011, 11:26 | ||||
_sofa_
შენ ალბათ დაჭრილზე ამბობ, აი ladywin-ის სურათზე რომაა ისეთზე ვამბობ მე, პრინციპში უკვე თითქმის მჟავეა ჩემი ოღონდ მგონი მარილი აკლია და უნდა დავამატო, მეშინია არ დარბილდეს * * * kuskusa19
სითბოში თუ დგას უფრო მალე მჟავდება, მარტო კომბოსტო კი არა ყველა |
Posted by: ninoma 4 Nov 2011, 17:11 | ||||
chiburashka111
საუკეთესო პროპორცია არის 1ლიტრ წყალზე, 2ს.კ.მარილი kuskusa19
ოთახის ტემპერატურაზე შემჟავებას იწყებს 3 დღეში, მერე უკვე სიგრილეა საჭირო, რომ არ გადამჟავდეს |
Posted by: drozera 4 Nov 2011, 17:14 | ||
ninoma
მე თავმობმული 1 კოვზი ვუყავი 1 ლიტრზე მე დუღილს რომ დაიწყებს, წყლის გადმოსხმას, ადუღებას და ცხელის ჩასხმას ვაპირებ და დუღილისას რომ დავუმატო მარილი, ხომ შეიძლება? არ მინდა გამიფუჭდეს, 4 ქილა ჩავდე |
Posted by: ninoma 4 Nov 2011, 19:07 | ||
drozera ალბათ მოხუფვას აპირებ და ამიტომ უნდა დაასხა ადუღებული წყალი?
ეხლა უკვე გემოვნებით დაამატე, რადგან კომბოსტოს რაღაც დოზით უკვე მიღებული ექნება მარილი. წყალი იყოს ზომიერად მარილიანი, რომ არ დაგიმლაშდეს მწნილი. |
Posted by: mia_nano 4 Nov 2011, 23:03 |
drozera საინტერესოდ გამოიყურება ყვავილოვანის მწნილი, ბოლოკიც გემრიელია? დაწერე რა რეცეპტი ვაშლის და კომშის ხილფაფა გავაკეთე და ძალიან კარგი გამოვიდა, ჯემი შავი ქლიავით მოვადუღე guruliqali მეც მასე ვაფარებ თავზე არყიან ქაღალდს და ძალიან კმაყოფილი ვარ |
Posted by: TaTa_TaTuLi 5 Nov 2011, 18:37 | ||
mia_nano guruliqali
წყალი რამდენი უნდა? |
Posted by: kactus 5 Nov 2011, 19:25 |
drozera მასწავლე რა, ყვავილოვანი კომბოსტოს მჟავე! ზამთრისთვის არ მინდა, ისე,სახელდახელოდ რომ დავამჟავო. |
Posted by: guruliqali 6 Nov 2011, 09:51 | ||
TaTa_TaTuLi
1 კგ გარჩეულ კომშზე - 2 ჩ. ჭ. წყალი. მეც დილიდან ვარჩევ კომშს, გავთალე, გამოვაცალე გულები (მერე ცალკე მოვხარშავ ამათ), ავწონე, გავრეცხე, დავასხი წყალი და ვხარშავ. მოხარშულს დავაყრი ვაშლს, ამ მასას ან ქვაბში ჩავსრისავ , ან ხორცსაკეპ მანქანაში გავატარებ , მერე შაქარი, ხარშვა და მზად იქნება. |
Posted by: anatoreli 6 Nov 2011, 16:47 |
წითელი პამიდვრის ახალგაკეთებულ მწნილში ნიორმა რაცხა ფერი იცვალა რისი ბრალი შეიძლება იყოს?!გაფუჭდა თუ იჭმევა ნეტა კიდე.... |
Posted by: TaTa_TaTuLi 6 Nov 2011, 19:00 | ||||
guruliqali გზადაგზა მახსენდება კითხვები
და ჯემს დაუმატებ ხომ? დეტალები მითხარი, გთხოვ... პროპორციები, დაახლოებით რამდენი ხანი უნდა ხარშვა კანს და რამდენი კანგაცლილებს ... კიდევ სახურავის ქვეშ დასადები არყიანი ქაღალდის დაზუსტება მინდა პერგამენტის ქაღალდი უნდა დავასველო თუ თაბახისაც გამოდგება? ქაღალდს ორივე მხრიდან უნდა დასველება? ხრახნიანი სახურავიც გამოდგება ქაღალდის ზემოთ?
მორჩი ალბათ უკვე და წარმომიდგენია, რა არომატულს მოამზადებდი |
Posted by: likaberaia 6 Nov 2011, 19:36 | ||
მოგესალმებით დიასახლისებო.ძალიან ბევრ საინტერესო რამეს ვგებულობ თქვენგან და ძალიან მიხარია აქ შემოსვლა. რაც შეეხება კომშს...ჯემისთვის არასდროს გამითლია კომში,კანიანს უფრო კარგი მოწითალო ფერი აქვს და არც უხეშია,ცოტა უფრო ფაფუკი რომ გამოვიდეს 10 კგ კომშის ფაფას ვასხამ 1 ლ წყალს და ნელ ცეცხლზე ვხარშავ.ბებიაჩემმა მასწავლა,ჯერ ცამოადუღე ჩქარ ცეცხლზე,გააცივე სრულად და მერე შემოდგი ნელ ცეცხლზე და ისე ადუღეო.შაქარს ვუშვები ბოლოსკენ,დაახლოებით ნახევარი სთ-ით ადრე დუღილის დასრულებამდე. როდესაც კომშის მურაბას ვაკეთებ,მაშინ ვთლი კომშს და კანებს და გულებს ცალკე ვხარშავ,სანამ კისელივით არ გახდება,ხველების უუუუუუუუუებარი წამალია.მურაბას კი ორი მეთოდით ვხარშავ |
Posted by: gvancunci 6 Nov 2011, 20:26 |
ძალიან გთხოვთ იქნებ ვინმემ დამიწეროთ როგორ კეთდება ბულგარული კი არა მეორე გრძელი მწვანე წიწაკები რომ არის (ოღონდ არა მწარე) ზეთში და მწვანილში,ძალიან მიყვარს და მინდა გაკეთება ვისწავლო.მადლობა წინასწარ |
Posted by: tasikuna-taso 6 Nov 2011, 20:56 | ||
ჩინური ნიორი ყოფილა. ნუ გეშინია. |
Posted by: guruliqali 6 Nov 2011, 22:59 | ||
TaTa_TaTuLi კომში-ვაშლის ხილფაფის ჩემს დღევანდელ ვარიანტს დავწერ: 5 კგ კომში (ბაზარში ვიყიდე ქართული კომში) გავთალე (ჩემები მიკროსკოპით ათვალიერებენ ჯემებს და კანიანს ამიტომ არ ვაკეთებ, დამიწუნებენ), გამოვაცალე გულები, ავწონე და გამოვიდა 3 კგ. გავრეცხე, ჩავყარე ქვაბში, დავასხი ცივი 250 მლ-იანი 6 ჭიქა წყალი და დავდგი საშუალო ცეცხლზე და გამანაწილებელზე. ვხარშე დაახლოებით 40-50 წუთი, პერიოდულად ვურევდი ხის კოვზით. ამ შუალედში გავთალე ვაშლი, ავწონე 1 კგ და 200 გრამი. კომშის ნაჭრები ხის სამზარეულო ნიჩბით რომ ჩავჩეხე და შევატყვე, რომ დარბილდა, დავაყარე ვაშლი და კიდევ 40-45 წუთი ვხარშე. შემდეგ ავსრისე კარგად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მერე დავამატე შაქარი, 2 კგ 800 გრამი. კიდევ ვხარშე 30-40 წუთი, ამ დროს უფრო ხშირად ვურევდი. გადავიტანე ხრახნიან ქილებში ცხელ-ცხელი, ქილებში ჩასხმას რომ მოვრჩი, პატარა ფიალაზე დავასხი არაყი, ქილის პირის ზომაზე დავჭერი თაბახის ფურცლები შესაბამისი რაოდენობით, მთლიანად დავასველებდი ქაღალდს არაყში და ვაფენდი ოდნავ შეგრილებულ ხილფაფას ზედაპირზე, მაშინვე ვახურავდი ხრახნიან თავსახურს. გამოვიდა 9 ქილა, აქედან 6 საშუალო (არ ვიცი რამდენგრამიანებია, ალბათ სადღაც 700 გრამამდე იქნება) და 3 პატარა ("ნუთელას"ქილის ზომის). გაცივებისას აღმოვაჩინე, რომ ოდნავ სქელია და ცოტა წყალს კიდევ დაიმატებდა 2 ჭიქას მაინც. თუმცა ეს სისქე პეროგებისთვის უფრო მისაღებია. რაც შეეხება, გულების ცალკე მოხარშვას, ამას ხილფაფასთან ამ შემთხვევაში კავშირი არ აქვს, ყელის ტკივილისთვის მოვხარშე, ბლანტი ნახარში დღევანდელ კექსშიც ჩავურიე, ძალიან გააგემრიელა. likaberaia თქვენ ყოველთვის საინტერესო რეცეპტებს წერთ
მაინტერესებს კომშის ფაფას როგორ აკეთებთ? კომშს გაატარებთ და მერე ასხამთ წყალს? მურაბაც საინტერესოა, დაწერეთ რა რეცეპტი |
Posted by: TaTa_TaTuLi 7 Nov 2011, 00:07 |
guruliqali რა გულისხმიერი ხარ! დიდი მადლობა ვაშლიც მირჩიე, გთხოვ (სკლეროზ ) ალბათ ნაკლებად მჟავე ხომ? და კიდევ, ქართული კომში როგორ გამოვარჩიო, უფრო მომცროებია? |
Posted by: anatoreli 7 Nov 2011, 00:19 | ||
tasikuna-taso
და უნდა გალურჯდეს?!დიდი მადლობა.... |
Posted by: guruliqali 7 Nov 2011, 07:27 |
TaTa_TaTuLi არაფრის, ჩემო კარგო, ვაშლი მე შერეული გამოვიყენე, თუმცა რა თქმა უნდა, ნაკლებად მჟავე აჯობებს. ქართული კომში ცოტა მომცროა და ბუსუსიანი, ნაკლებადპრიალა, ძირითადად ბაზარში ეგ აქვთ, გამყიდველებიც აპიარებენ - ქართული კომშიაო. დეზერტირების ფასები 1.2-დან 2 ლარამდე სიდიდის მიხედვით. არ მოგერიდოს, მკითხე კიდევ თუ რამე გაინტერესებს . |
Posted by: ninoma 7 Nov 2011, 09:55 |
kactus სანამ drozera გიპასუხებთ, მე დაგიწერთ, ოღონ არამკითხე მოამბეობაში არ ჩამითვალოთ. ყვავილოვანი კომბოსტოს მწნილი. ყვავილოვანი კომბოსტო დავანაწევროთ, ჩავაწყოთ ჭურჭელში ფენა-ფენა კომბოსტო, დაჭრილი ჭარხალი და სტაფილო, ნიახური, კამა, ნიორი, დაფნის ფოთოლი გემოვნებით დავასხათ მარილწყალი, რომელიც ცოტა მლაშეა. დავადოთ სიმძიმე, რომ ბოსტნეული ზემოთ არ ამოვიდეს. თუ წითელი არ გინდათ, მაშინ ჭარხალი არ ჩადოთ. ოთახის ტემპერატურაზე სამ დღეში შემჟავდება, შEმდეგ უკვე სიგრილეა საჭირო |
Posted by: kactus 7 Nov 2011, 12:28 | ||||
ninoma
როგორ გეკადრება.
დიდი მადლობა. |
Posted by: gvancunci 7 Nov 2011, 14:34 |
ვინმე ღვთისნიერმა დამიწერეთ რა როგორ კეთდება ეს ე.წ ზეთში მოთუშული თუ მოშუშული წიწაკა,დავიჯერო არავინ იცით? |
Posted by: Maykuna 7 Nov 2011, 14:56 |
gvancunci http://forum.ge/?f=82&showtopic=33697964&st=390 |
Posted by: tasikuna-taso 7 Nov 2011, 21:03 | ||||
ხო, რა. სამწუხაროდ ლურჯდება. რაც ეს დავაფიქსირე, ჩინურ ნიორს აღარ ვეკარები. * * *
http://forum.ge/?showtopic=33697964&view=findpost&p=15499392 აი, სარჩევში ვიპოვე. |
Posted by: chiburashka111 7 Nov 2011, 21:18 | ||
ninoma
მადლობაააა ათასნაირად მასწავლეს და ეს ბოლო იყო 1 ლიტრზე 1 სუფრის კოვზი და ისე გამოვიდა ერთი სუფრის კოვზი დავამატე კიდევ, როგორც ჩანს მართლა საუკეთესო პროპორციაა |
Posted by: TaTa_TaTuLi 7 Nov 2011, 23:15 |
guruliqali მადლობთ |
Posted by: drozera 8 Nov 2011, 12:20 |
mia_nano kactus მაპატიეთ დაგვიანებისთვის, ვერ შემოვიხედე ამ დღეებში, თუმცა ძალიან გამიხარდაninoma-მ რომ დაწერა მეც მასე გავაკეთე, ოღონდ სტაფილოს გარეშე. 5 დღის შემდეგ წვენი გადმოვასხი, ავადუღე, ცოტა მარილი დავუმატე და მდუღარე ჩავასხი ქილებში, ოღონდ არ მომიხუფავს. ჩვეულებრივ პლასტმასის ხუფები დავაფარე. ეხლა მართლა უგემრიელესია. ბოლოკიანი არ გამისინჯავს ჯერ და შემდეგ აუცილებლად დავდებ შედეგს |
Posted by: gio gio gio 10 Nov 2011, 15:56 |
ოჯახში გაკეთებულ მჟავე კიტრს არ ჯობია არაფერი........ |
Posted by: keckhoveli 12 Nov 2011, 13:56 |
საერთოდ ყველფერი კარკია რაც ოჯახის არის... |
Posted by: madona111 14 Nov 2011, 12:09 |
ვგიჟდები მარინადებზე, სადაც არ უნდა იყოს გაკეთებული... განსაკუთრებით წითელი მჟავე კომბოსტო მიყვარს |
Posted by: panza 14 Nov 2011, 12:55 |
მოგესალმებით .. მანჭკვალა სოკოს მარინადების რეცეპტი მითხრით ვინმემმ ვერსად ვპოულობ.. სასწრაფოდ მჭირდება |
Posted by: drozera 14 Nov 2011, 13:42 |
გოგოებო, მანდარინის მურაბის გაკეთება მინდა, სარჩევში ვერ ვნახე რეცეპტი, არადა თითქოს მახსოვს რომ იყო და იქნებ დამეხმაროთ? ვნახე ვინოჯის საიტზე, მაგრამ იქ კანიანია და ვინმეს კანგაცლილი არ გაგიკეთებიათ? არ მომწონს კანიანი |
Posted by: pluralisti 15 Nov 2011, 17:23 |
კაკლის მურაბა მეფეა მურაბების...... |
Posted by: saly 16 Nov 2011, 02:59 |
კი მართლა მაგარია კაკლის მურაბა . |
Posted by: taleiran-perigori 16 Nov 2011, 14:28 |
საზამთროს და თეტრი ბლის მურაბაც ხომ კარგია?? |
Posted by: popinjay 22 Nov 2011, 00:28 |
ძალიან მიყვარს ყველანაირი კომპოტი, რასაც ქვია ვგიჟდები და სულ მაქ ,დღე არაა რო არ დავლიო |
Posted by: mekvle 23 Nov 2011, 00:21 | ||||
ძალიან მინდა კვრინჩხის მწნილის ან მარინადის გაკეთება. დავკრიფე, მოვიტანე, მაგრამ ცოლი აგდებულად უყურებს ამ კვრინჩხს – მე მაგას არ გავაკეთებო არადა, მჯერა, შინდზე უკეთესი იქნება. http://mecnieraa.ucoz.com/news/k'vrinchkhi/2010-04-01-134 აი, აქ წერია, რომ ფრანგები მას აკეთებენ ზეთისხილის მწნილის მსგავსად. სხვა ცნობები და მითუმეტეს, რეცეპტი ვერ ვიპოვე. თქვენი შინდის მწნილი ისე გამოიყურება, რომ სავარაუდოდ, სწორედ ასეთი რეცეპტით უნდა გაკეთდეს კვრინჩხის მწნილიც. თუმცა, ძალიან არ მინდა სალიცინის და მსგავსი ნივთიერებების გამოყენება. რას მირჩევთ? |
Posted by: UFolk 30 Nov 2011, 04:47 |
http://www.picz.ge/img/s3/1111/30/2/208e916221b4.png |
Posted by: volli35 30 Nov 2011, 21:41 |
http://www.radikal.ru |
Posted by: frontushka 30 Nov 2011, 22:50 |
volli35 რა კარგი იდეაა აკვარიუმი მიდევ უსაქმურად და იქნებ მეც დავასაქმო ასე? |
Posted by: guruliqali 30 Nov 2011, 22:54 |
volli35 რას არ მოიფიქრებ! არაჩვეულებრივია |
Posted by: rtuli 30 Nov 2011, 22:59 | ||
mekvle
გვიან შემოვიხედე კიტრის მწნილის მსგავსად ჩავდე: 1ს.კ. მარილი+40მლ.ძმარი ერთ ლიტრიან ქილაზე. სალიცილს ვხმარობ თავის დასაზღვევად,ანუ როცა სტერილიზაციას არ ვუკეთებ. სტერილიზაციით მომზადებულს არუნდა სალიცილი. volli35 თევზები შეწვი |
Posted by: volli35 30 Nov 2011, 23:12 | ||||||
frontushka
ეს პატარა აქვარიუმია 12 ლიტრიანია ... ყვავილების ლარნაკის ფუნქცია აქვს ცხოვრებაში ..... ვიყიდე აქვარიუმად და გამომადგა სამწნილედ guruliqali
აი ესე იცის უსაქმურობამ ეკა .... ... იმედია დატესტავ ჩემთან ერთად ჩემს მწნილს rtuli
ხვალ უნდა შევწვა .... შენთვის ოქროსები გადავინახე პ.ს. მწნილი სულ ახალი ჩადებულია ამიტომაა კერ კომბოსტო თეთრი .... ცნობისთვის |
Posted by: frontushka 30 Nov 2011, 23:17 | ||
volli35
ჩემი 18 ლიტრიანია ნაყიდი მაქვს კომბოსტო, ხვალ ვაპირებდი ჩადებას, წავალ ჩავდებ, მეუღლე რომ მოვა, გულიანად იცინებს მე რთულის რეცეპტით ვაკეთებ ხოლმე, შენ რამე განსხვავებული რეცეპტი ხომ არ გაქვს შენებურად? |
Posted by: volli35 30 Nov 2011, 23:51 | ||||||
frontushka
ვერ ვიცი რთულის რეცეპტი ..... მიმანიშნეთ ერთი რომელია მე მოვწალე ცოტა კომბოსტო .... წინასწარ დაჭრილი .... იმავე წყალში ჩავადგე 1 წუთიღ ნიახური .... ცალკე დავჭერი ჭარხალი ....მოვამზადე ნიორი .... კომბოსტოს წყალში გავაკეთე მარინადი .... ანუ მარილი ჩავყარე და გავაციე კარგად შემდეგ ჩავალაგე ფენაფენა კომბოსტო-ნიახური-ნიორი-ჭარხალი .... დავასხი მარინადი დავადე თეფში და შემდეგ სიმძიმე (ქვის სახით) ... ჰოდა ეხლა ველოდები * * * frontushka
ვაიმე ეხლა გამახსენდა .... შემომეტყუესავით .... 12 ლიტრიანი კი არა 6 ლიტრიანია ჩემი ბუთქი აქვარიუმი
შენი ისაა ხო პლასტმასის დასადები რომ აქვს ...... დიდი მრგვალი აქვარიუმი ანუ |
Posted by: frontushka 1 Dec 2011, 00:11 |
volli35 არა, სწორი ძირი აქვს ახლა ავრწყე ხელახლა, 14 ლიტრია, ისევ ჩემს 4 ლიტრიან ქილაში ჩავდებ მე მოუწალავი კომბოსტოთი ვაკეთებ ხოლმე, ამ პარტიას შენი რეცეპტით ვცდი 1 ლიტრ წყალზე რამდენი მარილი უნდა დაახლოებით? |
Posted by: volli35 1 Dec 2011, 00:17 | ||||
frontushka
25 გრამიო .... ანუ 5 ჩაის კოვზი გამოდის (1 ჩაის კოვზი არის 5 გრამი და 1 სუფრის კოვზი არის 15 გრამი ... მარილის შემთხვევაში) ... მაგრამ მე გემოც გავუსინჯე და სულ ოდნავ დავამატე მარილი .... უფრო მომლაშე რომ ყოფილიყო წყალი და ზემოთ დამავიწყდა დამეწერა წიწაკები ჩავაყარე წითელ-შავ-თეთრის მიქსი ....
ანუ ის არაა რომელიც მეგონა .... და რომელიც დედის ადრე შემოატყდა .... და რომელიც ჩემს მეზობელს აქვს და უკვე წლებია იყენებს მწნილეულისთვის |
Posted by: frontushka 1 Dec 2011, 00:37 | ||
volli35
ეგეთიც მაქვს აგარაკზე, მაგაშიც შეიძლება ჩადება? |
Posted by: volli35 1 Dec 2011, 00:43 | ||
frontushka
რა თქმა უნდა ... რატომაც არააა???? მთავარია რომ მწნილის ჭურჭელი უნდა იყოს მინის და არანაიარად პლასტმასის (თუნდაც პლასტმასი იყოს "პიშჩევოი" (მომიტევეთ ქართულად დამავიწყდა როგორაა ეს სიტყვა)) ... ჰოდა აქვარიუმის ფორმა ექნება თუ ჩვეულებრივი ქილის რა მნიშვნელობა აქვს??? .... და კიდე მთავარია ჭურჭელს თავი ჰქონდეს ფართე .... ვოტ!!! პ.ს. მე პატარა ზომის ჭურჭელში მირჩევნია კომბოსტოს დამწნილება ... რატომღაც |
Posted by: frontushka 1 Dec 2011, 00:48 |
volli35 მე მაქვს ფართეპირიანი 4 ლიტრიანი მინის ქილა, ყოველთვის იმაში ვაკეთებ ხოლმე კიდევ მინდოდა ეგეთი ქილის ყიდვა, მაგრამ ვერსად ვიშოვე |
Posted by: volli35 1 Dec 2011, 00:52 | ||
frontushka
მეც უნდა ვიშოვო ქილა ... თუმცა ჩემმა ჭურჭელმა მახალისა ისე ცოტას ჩადება და პერიოდულად განახლება ჯობია მგონი .... ვიდრე ბევრის და დაუმთავრებელის |
Posted by: frontushka 1 Dec 2011, 00:59 | ||
volli35
კი, ეს ზომა მომწონს ძალიან, მერე სულ ვაახლებ ხოლმე უფ, მომინდა ახლა, არა რა ორსულმა აქ არ უნდა შემოიხედოს, ნაყიდს არ ვჭამ, ეს როდის დამწნილდება |
Posted by: volli35 1 Dec 2011, 01:07 | ||||
frontushka
წესით 10 დღეში მზადაა .... მაგრამ ნუუუუ თუ ძალიან ვერ უძლებ ადამაინი ცდუნებას 5 დღეშიც შეიძლება შეეხო
ეჰ ... ჩემთვისაც არ შეიძლება აქ შემოსვლა ... მაგრამ მაქვს რო ჭკუა??? |
Posted by: frontushka 1 Dec 2011, 01:16 | ||
volli35
ეს განყოფილება ისეთია, გიზიდავს და ვერ შორდები, როგორც არ უნდა ეცადო |
Posted by: volli35 1 Dec 2011, 01:22 | ||
frontushka
ჰოდა ჩემთვის გემრიელად დამღუპველია ეს ყველაფერი |
Posted by: guruliqali 1 Dec 2011, 13:17 | ||
volli35 შენი არადანიშნულებისამებრ გამოყენებული აკვარიუმი ჩემი სიზმრების შთაგონება რომ გახდა, ხომ გითხარი უკვე... ფაქტიურად უკვე ბრენდია
ლობიოსაც გააკეთებ? |
Posted by: ვასასი 1 Dec 2011, 13:30 |
ქონდორომანია მჭირს ამ ბოლო დროს, აკეპილი კომბოსტოს წნილი გავაკეთე სტაფილოთი და რაღაც ჭირად (რამ მომაფიქრა)ქონდრიც ჩავაყოლე, საშინელი გემო მისცა, მითუმეტეს ისედაც გართულებე მაქვს ამ ბოლო დროს გემოებზე და სუნებზე სამ ლიტრიან წნილს გადაყრა ემუქრება. |
Posted by: volli35 1 Dec 2011, 15:24 | ||||
guruliqali
ვიხალისე შენს სიზმარზე ... და აქვე კიდე ერთხელ გაფრთხილებ რაღაც გელის ან შენ და ან მე და ხო იცი არ უნდა გამომაპარო
მე მაკადრე ეს ეხლა შენ??? ... ისე გავაკეთებინებ პირადად შენთვის .... იმ პირობით რომ რაც დარჩება ჩანთით გაიყოლიებ |
Posted by: mia_nano 1 Dec 2011, 19:41 |
volli35 რა კარგი გოგო ხარ შენ, იდეინი და რაც მთავარია ხორცისტკა, მაგ მწნილი, ღუმელში შეპიწკინებული კარტოფილი თავის ღორის ნეკნებიანად და მჭადი, ხო, ღვინო მოუხდება კიდევ წითელი...მოკლედ მივდივარ ბაზარში |
Posted by: volli35 1 Dec 2011, 21:08 | ||||||
mia_nano
ესაა ყველაზე გემრიელი კომპლიმენტი ჩემს ცხოვრებაში .... და ისიც ასეთი გემრიელი ადამიანისგან .... ანუ ტოჟე ხორცისტკასგან http://smiles.33bru.com/smile.164349.html
შენ ეხლა ზუსტად დამიხატე ჩემი სადილი 10 დღის შემდეგ http://smiles.33bru.com/smile.166027.html
მე აქვე ჩავცუნცულდები გულადისთან .... ისეთი ხორცებო აქვს .... უმად ჩასაყლაპი |
Posted by: mia_nano 1 Dec 2011, 23:53 | ||
volli35
ეგ ძალიან კარგია, როცა გინდა მაშინ მოარბენინებ |
Posted by: chiburashka111 8 Dec 2011, 17:16 |
volli35 ძმარი უნდა კომბოსტოს მჟავეს? ოდნავ მოვწალო ხოო? აი ხრაშუნა მინდა რომ გამოვიდეს კიდევ რომ გიწერია 10 დღეში მზადა იქნებაო, სითბოში დავდო თუ არ უნდა? |
Posted by: volli35 8 Dec 2011, 17:28 | ||
chiburashka111
თუ გინდა ხრაშუნა არ უნდა მოწალო ძმარი იმ შემთხვევაში დაამატე თუ გინდა რომ დააჩქარო დამჟავების პროცესი კი 10 დღე სითბოში ... (ჩემს შემთხვევაში).... სამზარეულოში დადგი |
Posted by: chiburashka111 8 Dec 2011, 18:34 |
volli35 უფფ მოვწალე უკვე, ოღონდ სულ ცოტათი, მაინც მაგრები იყო და ერთი დამირბილდასავით. ძმარსაც დავამატებ. მადლობაააააა |
Posted by: volli35 8 Dec 2011, 18:58 | ||
chiburashka111
არაფერია ... მოწალვა არ აფუჭებს საქმეს ... მეც ამჯერად მოწალული ჩავდე .... და აი ხვალ-ზეგ ველი საუკეთესო რეზულტატს .... ... შენც ასევე გემრიელობა გამოგივიდოდა ვიცი ზუსტად |
Posted by: chiburashka111 8 Dec 2011, 18:59 |
volli35 იმედი მაქვს თუ არადა ბევრი არ არის და მერე კიდევ ჩავდებ |
Posted by: volli35 8 Dec 2011, 19:01 | ||
chiburashka111
აი მეც ესევე ცოტა ჩავდე ... განახლება ჯობია გასაღებას |
Posted by: chiburashka111 8 Dec 2011, 21:55 | ||
volli35
აი ზუსტად, კიდევ ერთი კითხვა მაქვს და მეტს აღარ შეგაწუხებთ, ოღონდ ამ თემაზე, ისე ვერ შეგპირდებით ჭარხალიც რომ დავუმატო, მოხარშული უნდა თუ უმი? სურათი ვნახე კარგი წითელი ფერი ქონდა თქვენს კომბოსტოს |
Posted by: volli35 8 Dec 2011, 22:16 | ||||
chiburashka111
აი რა მაკადრე ეხლა???? რას ქვია არ შემაწუხებ??? .... მე გადავწყვიტე რომ როგორც "ბებერს" უფლებას გაძლევ სენობით მელაპარაკო
ჭარხალი უნდა იყოს უმი .... და საბოლოოოდ ასეთი გამოვა http://www.radikal.ru აი შეადარე 8 დღის წინანდელი და დღევანდელი ფოტოები .... ეს გააკეთა უმმა ჭარხალმა |
Posted by: chiburashka111 8 Dec 2011, 22:22 |
volli35 აუუ რა მაგარი გამოსულაააა, ხვალ ჩავამატებ მეც ჭარხალს ოღონდ ცოტაში, მამამ მე თეთრი მინდაო |
Posted by: volli35 8 Dec 2011, 22:27 | ||||
chiburashka111
ქაფს რომ მოიგდებს ცოტას ის მოხსენი ხოლმე ... აი ეხლა ჩანს ჩემს ფოტოზე .... დამეზარა ჩალიჩი
თეთრი როგორც ვიცი წვრილად დაჭრილი კეთდება სტაფილოსთან ერთად |
Posted by: chiburashka111 8 Dec 2011, 23:47 | ||
volli35
ეგეც მაქვს შენნაირი უნდა თეთრი ოღონდ, ჭარხლის გარეშე ხოდა 2 ჭურჭელში მაქვს გადანაწილებული და ერთს დავამატებ ჭარხალს ხვალ |
Posted by: მაკ-კი 14 Dec 2011, 20:06 | ||
tavadze
დაფქვილი კამა იყიდება? და კიდევ ერთი კითხვა მაქვს, მარილთან ერთად უნდა გაატარო? |
Posted by: volli35 14 Dec 2011, 20:54 |
ესეიგი მაგარი რომ ვიყავი იცით .... და რაც ჩემი მწნილი გავსინჯე მივხვდი რომ საოცრება ვარ |
Posted by: frontushka 14 Dec 2011, 21:16 | ||
volli35
მაგის დასაწერად შემოვედი ახლა, რა გემრიელი გამოვიდა რომ იტყვიან გემრიელი ქალი ხარ რა რისი რეცეპტიც არ უნდა დადო, ყველაფერი გემრიელია |
Posted by: volli35 14 Dec 2011, 21:19 | ||
frontushka
у всех свой недостатки (შუტკაა ეს რა თქმა უნდა ) პ.ს. არადა კომბოსტო მართლა გემრიელია .... |
Posted by: frontushka 14 Dec 2011, 21:25 | ||
volli35
მართლა გემრიელია, დღეს დაჭრილი მინდა გავაკეთო, ბავშვს რომ დავაძინებ |
Posted by: volli35 14 Dec 2011, 21:26 | ||
frontushka
დაჭრილი და ამ დროს ჭარხლიანი წითელი??? |
Posted by: frontushka 14 Dec 2011, 21:32 | ||
volli35
ეგ 4 დღის წინ ჩავდე, დღეს სტაფილოიანს ვაპირებ |
Posted by: ninoma 14 Dec 2011, 21:34 | ||
მაკ-კი
გატარებული ნიორი, სუნელები და მარილი აურიე ერთმანეთში და ისე გაატარე. |
Posted by: annak 15 Dec 2011, 00:42 | ||
volli35
აქვარიუმის იდეა მომეწონა რაც არ უნდა გაგიკვირდეთ კომბოსტოს წითელ მწნილში ყველაზე ძალიან მიყვარს ჭარხალი. ჭარხალზე როგორც ასეთზე არ ვგიჟდები, მაგრამ ეგ ჭარხალი უზომოდ მიყვარს. |
Posted by: volli35 15 Dec 2011, 00:46 | ||||
annak
კიკი ეს იდეა ამართლებს უკვე დიდი ხანია ჩემს სამეზობლოში ... ჰოდა დავტესტე მეც
არადა მე ჭარხალი მიყვარს ... და ამაში არ გადავირიე ... გემრიელია მაგრამ ისე სხვა ბრუნვაში უფრო მომწონს |
Posted by: tavadze 15 Dec 2011, 02:01 | ||||
მაკ-კი
მე მგონი, დასაფქვავი ვიყიდე - არ მახსოვს ზუსტად, სკლეროზ, და მერე ბლენდერის საფქვავში დავაფქვიე.
კი, მარილთან ერთად. ოღონდ მეორედ გატარებისას, რაც ჩაყრილი მქონდა მანქანაში, ნივრის სისველემ გაამკვრივა ის მასა. ამიტომ დარჩენილი მეორედ აღარ გამიტარებია და დარჩა მარილივით ფხვიერი. მოკლედ, მეორედ გატარება, მგონი, არცაა საჭირო, მაგრამ თუ გინდა, მიჰყევი რეცეპტს. ეგ ვარიანტიც კარგია, მაგრამ მე პირადად მეორე უფრო მომეწონა. და არა მარტო მე - ლამის წამართვეს ჩემებმა. პ.ს. ტოს-კას აჯიკაც მოძებნე - ისიც იოლია და ხორცეულში ფანტასტიურია. "აჯიკა ხორცეულისთვის" ასე ჰქვია რეცეპტს. ninoma - გაუმარჯოს. რაღაც აღარ აქტიურობ კულინარიაში, ხომ ხართ კარგად? |
Posted by: ninoma 15 Dec 2011, 21:25 | ||||
tavadze
სალამი.
დიდი მადლობა მოკითხვისათვის. კარგად ვართ. გოგოები ისეთ სურათებს დებენ იქით თემაში, რომ მირჩევნია ჩუმად ვადევნო თვალი და დავტკბე საოცრებებით. კომენტერებსაც კი აღარ ვწერ, ვინ როგორ შევაქო აღარ ვიცი. შენს კომენტარებს კი დიდი ხალისით ვკითხულობ. |
Posted by: მაკ-კი 15 Dec 2011, 22:15 | ||||
tavadze ისიც არ ვიცი რა სახით იყიდება კამა გარდა ნედლისა, კამის თესლი უნდა თუ გამხმარი ფოთLები? კითხე აბა დედას, როცა მოახერხებ.
კი, რეცეპტის მიხედვით გავაკეთებ.
ამას ვერ მივაგენი http://imageshack.us/photo/my-images/403/img1265x.jpg/ ესეც ჩემი მომზადებული გემრიელი, ხრაშუნა მწნილი http://imageshack.us/photo/my-images/64/img1269qm.jpg/ |
Posted by: tavadze 16 Dec 2011, 02:07 | ||||||
ninoma
ნუ, ახლა ხარისხზე თუ ვილაპარაკებთ, მაშინ მე საერთოდ არ უნდა შემოვდიოდე ამ განყოფილებაში, ხან დანით დასაჭრელი სუპი გამომდის, აბა, ყვავილოვანს ხომ ნუღარ იკითხავ და რავიცი, რამდენი კურიოზი გადამხდენია სამზარეულოში. მაკ-კი
კამის თესლი იყიდება. ხმელ სუნელებთან ექნებათ ეგეც.
აქაა რეცეპტი, ოღონდ მაგას აწერია "სანელებელი კუჭმაჭისთვის", რადგან კუჭმაჭის მსურველებს დაუწერა. იგივე რეცეპტია, ოღონდ ქონდარი არ უქნა - სწორედ ქონდარიანი საკუჭმაჭე (თვითონაც აქვს ეგ განმარტებული ავტორს, მაგრამ მაინც დავაზუსტე). http://forum.ge/?f=82&showtopic=34013875&st=195 |
Posted by: kotelnikovi 16 Dec 2011, 02:45 |
ერთი კითხვა მაქვს, კაი ნაღდი სვანური მარილი სად იყიდება არ იცით? კაი აჯიკაც |
Posted by: ninoma 16 Dec 2011, 07:29 | ||||||
tavadze
რას ამბობ ირაკლი.
შენ ამ განყოფილების კოლორიტი ხარ. თან რა გემრიელად იცი ამბების მოყოლა. kotelnikovi
სახლში გაკეთებული ყველაზე კარგია, თან ადვილი გასაკეთებელია. |
Posted by: tavadze 16 Dec 2011, 11:27 | ||||
kotelnikovi
მხოლოდ საკუთარ სამზარეულოში. მართალი გითხრა ninoma-მ. თან არც ძნელი გასაკეთებელია. განსაკუთრებით - სვანური მარილი. ninoma
კოლორიტობა - იცოცხლე. კიდევ არ ვწერ აქ ყველაფერს, ზოგჯერ საკუთარი თავის დანდობაც საჭიროა. |
Posted by: kotelnikovi 16 Dec 2011, 18:28 |
tavadze ninoma დამიწერეთ აბა როგორ აკეთებთ, ვსინჯავ მეც |
Posted by: tavadze 16 Dec 2011, 19:39 | ||||
kotelnikovi
ხორცეულის აჯიკის რეცეპტი აქ ნახე, ტოს-კას უწერია,
აფხაზური აჯიკა: 1 კგ. წითელი წიწაკა გაატარე, დაამატე ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, ქონდარი, მარილი, ძმარი - ყველაფერი გემოვნებით, თუ გინდა, ცოტა გატარებული ნიგოზიც, და აურიე ეს ყველაფერი. აუაუ-ს რეცეპტია, ძალიან კარგია. ოღონდ წიწაკას თავიდან 2-3 დღით თუ გააჩერებ, ცოტას მოჭკნება და გატარებისას ბევრი სითხე არ ექნება, მაგრამ თუ გეჩქარება, ისეც გაატარე, ოღონდ მერე ქონდარი და ხმელი ქინძი დაგჭირდება ცოტა მეტი, სისველე რომ შეიწოვოს. სცადე, იოლია - მეც კი მოვახლაფორთე. სვანური მარილის რეცეპტსაც მიგითითებ, ოღონდ ვინმე ქართულ შრიფტზე თუ გადაიყვანს, კარგი იქნება. forever`s_NEVER 1. dedaCemi (rameTu yvelas Tavisi varianti aqvs) 1 Wiqa dafqvili ucxosuneli 1/2 an 1 Wiqamde dafqvili qinZi 1/2 Wiqa dafqvili kama 1/2 Wiqa yviTeli yvavili 250 grami gatarebuli niori 1/2 Wiqa dafqvili wiwaka 1 kg marili es yvelaferi Zalian kargad areuli erTmaneTSi, orjer unda gatardes wvril badian sakep manqanaSi (dedaCemi ase akeTebs, da mis naxelavze ukeTesi me arsad minaxavs ) 2. meore varianti 1kg marili 300gr garCeuli niori 1Rvinis Wiqa ucxo suneli dasafqvavi 1-2 C.k. xmeli qinZis marcvlebi 6-7yviTeli yvavili 6-7 mware wiTeli wiwaka xmeli xorcsakepSi gaatareT ucxo suneli, Semdeg niori, qinZi, wiwaka da yviTeli yvavili, daayareT marili kargad aurieT xeliT da mTeli es masa xelmeored gaatareT xorcsakepSi.SeinaxeT minis qilebSi mWidrod Tavdaxuruli. |
Posted by: მაკ-კი 17 Dec 2011, 01:13 | ||||||||
tavadze
გაიხარე, არ მქონია ურთIერთობა გამხმარ კამასთან არასდროს.
მეგრელი ვარ, და კუჭმაჭის მეტი რა მიჭამია, ქონდარიანი ყველა )) ისე მართალი ხარ, სუნელების მოხმარება ვიცი მარტო, მე არ ვამზადებ, არც აჯიკას, სულ დედაჩემის იმედად ვარ ამ საკითხშI ჯერ-ჯერობით, ის ამზადებს ხორცის სუნელებს და კუჭმაჭIსაც. * * * tavadze
ორივე რეცეპტი კარგი ჩანს, წარმოვიდგინე უკვე როგორიც გამოვა. მადლობა. |
Posted by: tavadze 17 Dec 2011, 20:12 | ||||
მაკ-კი
არც მე, ვიდრე ამისთვის არ დამჭირდა.
ორივე მართლაც კარგია, მაგრამ პირველი გამოდის ფხვიერი მასა (ნუ, ჩემნაირი კურიოზი თუ არ დაგემართა და არ გაასქელე ), მეორე კი უფრო სქელია, მშრალი აჯიკის კონსტიტენციის. მე ეს უფრო მომეწონა და სხვებსაც, ვინც გასინჯა. აჯიკის მაგივრადაც შეგიძლია გამოიყენო. |
Posted by: მაკ-კი 18 Dec 2011, 00:35 | ||||||
tavadze
რა კურიოზი დაგემართა?
იცი მე სვანურ მარილზე სულ სხვა წარმოდგენის ვიყავი, ნიორსაც თU შეიცავდა არ ვიცოდი. გაფერადებული მარილივით წარმომედგინა შესახედაობით. მოვიცლი მაგისთვის და მერე უნდა გკითხო რაში გამოვიყენო, თორემ ეგეც არ ვიცი )) ნუ ერთI ვიცი რომ კუბდარშI იყენებენ |
Posted by: tavadze 18 Dec 2011, 00:53 | ||||
მაკ-კი
ნიორის გატარებისტანავე ცავუშვი ისევ ”მაშინკაში” და ნივრის სისველემ შეკრა ესეც. დანარჩენი არ გავატარე ხელმეორედ და დარჩა ისევ ისე ფხვიერი.
მართლაც გაფერადებულია, ოღონდ მეორე ფხვიერი არაა. მე აჯიკასავიტაც ვიყენებ ამ მეორეს და ხირცეულის კერძებშიც ვუშვები - ეგეც და ის ტოს-კას აჯიკაც მაგარ გემოს აძლევენ ძაან. ფხვიერი სვანური მარუილი ყველაფერში შეგიძლია გამოიყენო, რასაც კი მარილი სჭირდება. |
Posted by: მაკ-კი 18 Dec 2011, 00:58 |
tavadze გატარებულ ნიორს გაშრობა უნდა? მგონი ძალიან პრიმიტიულ კითხვებს ვსვამ |
Posted by: tavadze 18 Dec 2011, 01:46 | ||
მაკ-კი
ნიორს კი არ უნდა გაშრობა, მანქანა ხომ დასველდა მისი წვენით და როცა ეს ერთმანეთსი არეული ფხვიერი მასა გავატარე, ისიც დასველდა და შეიკრა, გამაგრდა. ამიტომ დანარჩენი აღარ გავატარე. |
Posted by: მაკ-კი 18 Dec 2011, 01:54 |
tavadze მოკლედ პირადად თუ არ მაჩვენე როგორ კეთდება, ვერაფერი გავიგე.. |
Posted by: tavadze 18 Dec 2011, 10:22 | ||
მაკ-კი
ჯერ გაატარე ყველა ინგრედიენტი ნიორის გარეშე, მისი უდიდებულესობა ნიორი სულ ბოლოს დაურთე და აურიე ერთმანეთში - სულ ესაა. |
Posted by: მაკ-კი 18 Dec 2011, 10:35 |
tavadze კარგი, გასაგებია ) |
Posted by: ninoma 18 Dec 2011, 21:18 | ||||
tavadze შეიძლება მეც ჩაგერთოთ ბაასში?
ეს იმიტომ რომ მეორე რეცეპტში ნიორი უფრო მეტია და ის იწვევს მასის გამკვრივებას. სვანური მარილი უნდა იყოს ფხვიერი, ანუ მარილივით. ორჯერ გატარება კი იმისთვის არის საჭირო, რომ ნიორი, მარილი და სუნელები კარგად აერიეოს ერთმანეთში და ნიორი ცალკე არ იგრძნობოდეს. ეს რეცეპტი სვანმა მასწავლა და მომწონს. 1კგ მარილი 1ჩ.ჭ ხმელი დაფქვილი ქინძი 1ჩჭ უცხო სუნელი 1/2ჩ.ჭ ყვითელი ყვავილი 1/2არყის ჭიქა ძირა 1/2არყის ჭიქა დაფქვილი ხმელი კამის თესლი. 1/2ჩ.ჭ წითელი მწარე წიწაკა(დაფქვილი) 250გრ. ნიორი ეს ყველაფერი გატარდეს ორჯერ. ორიგინალ რეცეპტში ხმელი კამა არ იყო. როცა ვამზადებდი მიაუს და ჩემი რეცეპტები ამერია ერთმანეთში და ძირა და კამა ორივე დავამატე. მომეწონა და იმის შემდეგ ორივეს ვამატებ. |
Posted by: tavadze 19 Dec 2011, 00:21 | ||||
ninoma
არა, აბსოლუტურად ერთი და იგივეა. უბრალოდ, პირველად სუნელები რომ გავატარე, მერე გავატარე ნიორი და ისე დავუმატე უკვე არეულ მასას. ამის მერე ხელმეორედაც უნდა გამეტარებინა რეცეპტით და იქ მოხდა ეგ ამბავი.
აი, მასე ამერია შენი და კიდევ ვიღაცის რეცეპტი, როცა ნიგვზიან აჯიკას ტომატი დავუმატე და მშვენიერი აჯიკა მივიღე. პ.ს. მაგ რეცეპტში მხოლოდ ძირაა დამატებული, თორემ იგივე ინგრედიენტებია, რასაც ვუყურებ, თუ რამე არ გამომრჩა. |
Posted by: yalin 19 Mar 2012, 16:05 |
სტაფილოს კონსერვი არავინ იცით? გუგლში არ აგდებს არსად არადა მინდაააააააააა |
Posted by: upwave 19 Mar 2012, 18:03 |
yalin ზეთიანს თუ გულისხმობ, აი ეს რეცეპტი ვნახე პომპადურის http://forum.ge/?showtopic=33697964&view=findpost&p=11269050 მეც მაქვს სახლში ძალიან კარგი რეცეპტი თუ ასეთი ტიპისას ეძებ და მოგიძებნი. ჯერ ეს ნახე |
Posted by: yalin 19 Mar 2012, 19:06 | ||
მირჩევნია თუ ძალიან არ შეგაწუხებ რა თქმა უნდა გმადლობ წინასწარ ეს რეცეპტი მეც ვნახე, მაგრამ რაღაც არ მომეწონა, უკიდურეს შემთხვევაში გამოვიყენებ თუ სხვა ვერაფერი ვნახე |
Posted by: buka79 22 Mar 2012, 14:07 |
თეთრი ბლის მურაბა ძალიან მიყვარს ნიგვზის შიგთავსით.:-):-):-):-) |
Posted by: mzi 28 May 2012, 17:35 |
[quote]gabarzgalebaQUOTE ჩვეულებრივი თეთრი ბლის მურაბის გაკეთება გეცოდინება, კილო-კილოზე შაქარი და დუღილი-გაციება, დუღილი გაციება და ბოლოს დადუღება (ამას დეტალურად ქალები გეტყვიან). ჩემს მიერ ნახსენები რეცეპტის სირთულე კი იმაში მდგომარეობს, რო თითოეულ გამოკურკულ ბალში ნიგვზის ნაჭერი იდება, ან ლიმნის ცედრა. ხოდა წამოიდგინე ეხა რა სასტაული გამოვა[/quot თეთრი ბლის მურაბის რეცეპს ვეძებდი, ლიმნის ცედრა პირველად გავიგონე, გემრიელი იქნება, ხომ არ გაგიკეთებიათ? ლიმონის კანია ნაგულისხმები ხოოო, ანათალი ალბათ |
Posted by: amadeus 29 May 2012, 11:40 |
კვრინჩხის მწნილი გაგისინჯავთ ვინმეს? |
Posted by: avgusta 12 Jun 2012, 22:11 |
სმაროძინის მურაბა ან ჯემი როგორ კეთდება ხოარ იცით გოგჩოებოოო : ) |
Posted by: ინფინიტი 12 Jun 2012, 23:27 | ||
ვეჟო გარკვევით უთხრა ქალმა , პირადად მაჩვენეო და ჯერ ეგენი გაატარე მაშინკაში და მერე ნიორიო |
Posted by: La hojarasca 13 Jun 2012, 12:06 |
თუ შეიძლება იქნებ მითხრათ თეთრი ბლის მურაბა როგორ გავაკეთო თხილით. თეთრი ბლის მურაბა ვიცი როგოც კეთდება, მაგრამ თხილით არ გამიკეთებია. თხილი ნედლი უნდა იყოს თუ უნდა მოვხალო? დიდი მადლობა წინასწარ |
Posted by: guruliqali 14 Jun 2012, 09:36 |
La hojarasca თხილი მოხალე და კანები გააცალე, წკაპა-წკუპით მოცილდება. |
Posted by: La hojarasca 14 Jun 2012, 15:56 |
guruliqali მადლობა! იმედი მაქვს გამომივა და არ დამცინებს ოჯახი. |
Posted by: guruliqali 14 Jun 2012, 20:17 |
La hojarasca გამოგივა, დარწმუნებული ვარ, კმაყოფილები დაგრჩებიან, ძალიან გემრიელია. ლიმონით აკეთებ ხოლმე? |
Posted by: fifqi29 14 Jun 2012, 21:25 |
გოგოებო როგორ გავაკეთო ალუბლის წვენი?მიმიხვდით ალბათ,მინდა მოვხარშო და მხოლოდ წვენი ჩვასხა ბოთლებში როგორ მივცე შაქარი და წყალი? ერთი ვედრო მაქვს ალუბალი თუ იცით დამიწერეთ რა გთხოვთ დამზადება |
Posted by: guruliqali 14 Jun 2012, 21:59 |
ალუბლის წვენს ჩვენ ასე ვაკეთებთ ("ბავშვების ღვინოს" ვეძახდით) და ძალიან გემრიელი გამოდის: 3 კგ ალუბალი 1.5 კგ შაქარი 10 ლ წყალი. 3 კგ ალუბალს დავასხათ 10 ლ ცივი წყალი, ჩავყაროთ 200 ცალი ალუბლის ფოთოლი, კარგად ვადუღოთ ალუბლის თითქმის ჩაქნამდე, გადავწუროთ ქვაბში ან სათლში თურშფალანგზე დოლბანდის საშუალებით, დავამატოთ შაქარი, ისევ წამოვადუღოთ. ცხელ-ცხელი ჩავასხათ გამზადებულ, მდუღარეწყალგამოვლებულ ქილებში , მოვხუფოთ. ამავე წესით შეიძლება გაკეთდეს მოცხარის წვენი მისივე ფოთლებით. |
Posted by: fifqi29 14 Jun 2012, 22:44 |
guruliqali გაიხარე დიდი მადლობა |
Posted by: tavadze 15 Jun 2012, 12:51 |
fifqi29 - მე ცოტა უფრო მარტივს გასწავლი. ალუბალი ჩაყარე ქვაბში, დაასხი იმდენი წყალი, რომ კარგად დაიფაროს, წამოადუღე, მერე გადაწურე და ის წვენი ისევ ააადუღე. თან დააყარე შაქარი გემოვნებით, შეგიძლია, ლიმონიც დააწურო+ვანილი - ეგეც გემოვნებითაა, თუ გინდა, სხვა ხილის წვენიც შეურიე. მოკლედ, აადუღე და ჩაასხი გინდ ბოთლებში, გინდ - ქილებში. მე რეზბიან ბოთლებში ვინახავ... მაგ წესით ყველა ხილი შეგიძლია გააკეთო. თან არომატისტვის ხილების შერევაც შეიძლება. დარჩენილი მასაც შეგიძლია გამოიყენო - კურკოვანი - მურაბად, უკურკო -ჯემად. მაგ შემტხვევაშიც შაქარი გემოვნების მიხედვით უქენი, პროპორცია 1+1 აუცილებელი არაა. |
Posted by: guruliqali 16 Jun 2012, 18:01 |
წელს პირველად გავაკეთე გარგარის+ალუბლის (ერთად) მურაბა. მითხრეს და დამაინტერესა: გარგარს გამოვაცალე კურკა ისე, რომ არ გავხლიჩე, შემდეგ შიგნით შევაცურე კურკაგამოცლილი ალუბალი და ისე მოვხარშე. ჯერ გემო არ გამისინჯავს, ცხელია, ეხლახანს ჩავასხი. ფერი კარგია - ოქროსფერს დაკრავს ოდნავ ალისფერი. |
Posted by: tasikuna-taso 16 Jun 2012, 20:07 | ||
ამ შემთხვევაში 1.5 კგ შაქარი საკმარისია? |
Posted by: guruliqali 16 Jun 2012, 20:31 |
tasikuna-taso კი, 3 კგ ხილზე 1.5 კგ შაქარი. სულ ასე აკეთებდა დედა. |
Posted by: ninoma 25 Jun 2012, 07:33 | ||
იმდენი ასხია ამ პატარა ალუბლის ხეებს, ტოტები დამტვრევაზე აქვს. გუშინ გავაკეთე ალუბლის წვენი. ეს ეხლა ვნახე. guruliqali
რა დატვირთვა აქვს ფოთოლს ალუბლის წვენში? |
Posted by: guruliqali 25 Jun 2012, 12:10 | ||
ninoma
სამი ვერსია ვიცი, მაგრამ რომელია სწორი, არ ვიცი. ერთი ვერსიით, ფოთოლი განსაკუთრებულ არომატს სძენს წვენს და ამიტომ ამატებენ, მეორე - ფოთლებსაც ამატებენ და ყუნწებსაც, და ჰემოგლობინისთვის არის კარგიო, მესამე - ოდნავ შუშხუნა ეფექტს სძენს წვენს. |
Posted by: fifqi29 11 Jul 2012, 19:36 |
tavadze მადლობა გაიხარეეეე * * * გოგოებო რა უნდა გკითხოთ,აი ჟოლოს გაკეთება მინდა, დამზადილი რომ იყიდება ისეთი მინდა რომ გამოვიდეს ძალიან (მასე ვერასდროს ვერ გავაკეთე) მირჩიეთ რა ისეთი რომ გამოვიდეს,არც ძალიან თხელი და არც ძალიან ჟელესავით,როგორ გავაკეთო დამიწერეთ რა |
Posted by: rtuli 11 Jul 2012, 19:59 | ||
fifqi29
ჟოლოს პეკტინების რაოდენობა ფაკტიურად მინიმალური აქვს ამიტომ,მე ასე ვამზადებ: 1:1-ზე ჟოლო და შაქარი+2-3 შეკვრა ჟელინკა ან კვიტინი დააყარე. ჯერ ჟოლოს აყრი ჟელინკას ამოურევ და მიიყვან ადუღებამდე,აყრი შაქარს და მიიყვან ადურებამდე,ადუღებ 5 წუთს...ამ დროს ქილები მოიმარაგე და ცაასხი ცხელი,მოხუფე და გადააპირქვავე...ასეთ მდგომარეობაში გააცივე კონფიტიური...სულ ესარის |
Posted by: fifqi29 11 Jul 2012, 23:01 |
rtuli მადლობაააა შენ გაიხარე , ისიც მითხარი ეს ჟელინკა ორ კილო ჟოლოზე რამდენი დაჭირდება და კიდევ ეს ჟოლო მთლიანები იქნება ,ანუ გადღვება არ უნდა ცოტა დაწვრილებით დაწერე გთხოვ |
Posted by: rtuli 12 Jul 2012, 12:32 | ||
fifqi29
2 კგ .ჟოლოს 5 შეკვრა დააყარე,ფრთხილად ამოურიე და მიიყვანე ადუღებამდე...მერე დააყარე 2 კგ.შაქარი და ისევ მიიყვანე ადუღებამდე(ფრთხილად ამოურიე რომ შაქარი დადნეს)ადუღების შემდეგ დანიშნე დრო 5-7 წუთი,როგორც კი გავა ჩაასხი ქილებში. ზოგი დაისლება ზოგი მთელი დარჩება.ჟოლო ზალიან ფაქიზი კენკრაა და მისი ფორმის შენარცუნება რთულია. |
Posted by: fifqi29 12 Jul 2012, 17:08 |
rtuli ძალიან დიდი მადლობაააა ეხლა გავაკეთებ |
Posted by: fifqi29 14 Jul 2012, 20:13 |
rtuli ცხელს რომ დავაყარე ეს კვიტინი ადრე ცოტა კურკუსშალები გაიკეთა,რა უნდა გავაკეთო რომ ისევ არ დაკურკუშალდეს? |
Posted by: rtuli 14 Jul 2012, 21:16 | ||||
fifqi29
ეს ნიშნავდა რომ,ჯერ აყრი და მერე ადუღებამდე მიგყავს |
Posted by: fifqi29 15 Jul 2012, 12:17 | ||
rtuli
კარგი გასაგებია,დიდი მადლობაააააა |
Posted by: miau 15 Jul 2012, 14:19 |
fifqi29 გელირებული შაქარი იყიდება პოპულში, არის ძალიან ,მაგარი რამე მე ჭერამი გავაკეთე - გავატარე, დავაყარე ეს შაქარი და 5 წუთი დუღილის შემდეგ ჩავასხი ქილებში და დავახურე სახურავები. ცოტა ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ პრინციპში, ჯელეფიქსიც დაახლოებით იგივე ჯდება - ოდნავ ნაკლები. ეს შაქარია 4 ლარია კილო და 1 კგ ხილზე 800-900 გ უნდა. ხილის წვენზე - 1:1. ისე, პექტინის შემცველ ხილს შეიძლება ნახევარი კილოც გაუკეთოს კაცმა. ასე, ცოტა რო ადუღო და მერე დააყარო შაქარი... უნდა ვცადო |
Posted by: mia_nano 19 Jul 2012, 21:40 |
miau ანუ ატამს შეიძლება დავაყარო ეგ შაქარი, ცოტა ხანს ვადუღო და ქილებში შევინახო? მურაბასავით, არ გაფუჭდება? მინდა არომატი შეინარჩუნოს და არ ჩაიხარშოს და თუ ეს შაქარი მაგის საშუალებას მომცემს ძალიან კარგი გამოსავალი იქნება |
Posted by: miau 20 Jul 2012, 11:19 |
mia_nano ატამი მსუბუქდ დაჭყლიტე და ისე დააყარე. მთელ-მთელი არ ვიცი, შეიძლება ვერ გაქაჩოს. ისე, არომატს ინარჩუნებს და უგემრიელესია. |
Posted by: mia_nano 20 Jul 2012, 16:36 |
miau მადლობა დავჭრი და დავჩხვლიტავ კარგად, ვცდი ცოტას ასეც იქნება გადარჩეს. შავ ქლიავს კი მასე გავაკეთებ მეც ახლა უნდა გაგახარო ყვარელიდან ჩამოსულმა სტუმარმა მირჩია ''გემრიელი''-დან ისეთი შოკოლადის ტორტი გამოვაცხე ''ბელასთან'' რატომ ყიდულობ ტორტებსო, რომ ვუთხარი ჩვენი გოგოებისია ეგ ჟურნალი თქო მეცა, აბა იქ რაღას დარბიხარო |
Posted by: miau 23 Jul 2012, 16:42 | ||
mia_nano
ძალიან კარგი. მერე, გვეწვიე ჟურნალში სტუმრად შენი ნახელავით და კიდევ უფრო გაოცდება შენი ყვარლელი ახლობელი ვაა, ნეტა რა გამოაცხო... მურაბას რომ გააკეთებ, შთაბეჭდილება გაგვიზიარე . |
Posted by: Иван Васильевич 5 Aug 2012, 18:41 |
ძალიან ბევრი ტყემალი ჩამოიტანეს სოფლიდან , ხო და მაინტერესებს რამდენი კილოსგან დაახლოებით რამდენი ლიტრი ტყემალი გამოდის? ნუ ძალიან დაახლოებით მაინც, სულ რომ არ გავაკეთო და ბოთლებიც გავთვალო |
Posted by: brolia 6 Aug 2012, 17:28 |
ერთი ვედროსაგან საახლოებით 14-15 ნახ. ლიტრიანი ბოთლი გამოდის. |
Posted by: yalin 10 Aug 2012, 21:44 |
სალამი , ხომ ვერ მეტყვით კონსერვების სეზონი უკვე არის? თუ არა, როდიდან შეიძლება გაკეთება? |
Posted by: chupa82 21 Aug 2012, 11:48 | ||
rtuli მე მაპატიეთ და ისევ ჟოლოს მურაბაზე უნდა გკითხოთ. აქამდე 1 კილოზე 2 შაქარს ვაყრიდი და ასე ვინახავდი ცოცხალს. ახლა დრო არ მაქვს რომ გავაჩერო მაგდენ ხანს. ხოდა რა ვერ გავიგე
ეს ხო მშრალი მასაა და როგორ მივიყვანო ადუღებამდე. თუ ცოტა წყალი უნდა? და ,, რეზბიან" ქილებში ვერ გაძლებს? * * * მირჩიეთ რაა, კეთილო ხალხო გამიფუჭდება ჟოლო. ამ საღამოს უსიკვდილოდ უნდა გავაკეთო * * * მირჩიეთ რაა, კეთილო ხალხო გამიფუჭდება ჟოლო. ამ საღამოს უსიკვდილოდ უნდა გავაკეთო |
Posted by: Felisa 5 Sep 2012, 17:39 |
ზამთრისთვის შესანახად მინდა პამიდვრის ტომატი გავაკეთო, აი ისეთი ქარხნული წესით გამზადებული რომ იყიდება. ვინმეს ხომ არ გაქვს დატესტილი რეცეპტი? ან იქნებ ვინმეს აქვს კონსერვირებული პამიდვრის რეცეპტი, რომელსაც სადილებში ვიყენებთ. მადლობა წინასწარ |
Posted by: n_j 5 Sep 2012, 18:58 |
Felisa დედაჩემი აკეთებს ხოლმე ასე: დაჭრის პამიდორს და ჩათუთქავს, გაცივების შემდეგ აცლის ზედმეტ წვენს, ისე რომ მხოლოდ პამიდვრის ნაჭრები დაზრჩეს. გახეხავს თუშფალანგზე ორჯერ, რომ თესლების მოცილდეს, რჩება პამიდვრის სქელი მასა. თუ თხელია ე.ი. კარგად არ მოხადე წვენი. მერე ამას წამოადუღებს და შიგნით აგდებს ოხრახუშის კონას, ნივრის კბილებს, მგონი ქონდარსაც, ცოტა წიწაკას. ამ ყველაფერს მერე უკან იღებს. მე მაგალითად დამეზარებოდა ამ მწვანილეულის დამატება, საჭმლის კეთების დროს ხომ მაინც ვამატებ მე ზარმაცი ვარ. მაგრამ უგემრიელესი ტომატი გამოდის. სულ ვეუბნები, მარტო წამოადუღე, მარილი დაამატე და მოხუფე, როგორც ნაყიდია, რას წვალობს ვერ გამიგია |
Posted by: Felisa 6 Sep 2012, 02:06 | ||
n_j
ნინო, მოკლედ დიდი მადლობა დედაშენს მაგრამ 1) თუშფალანგი არ მაქვს. 2) ვაპირებ საქმე გავიოლო და ბლენდერი გამოვიყენო. ხოდა თუ არ შეწუხდები კითხე დედაშენს აბა როგორ იქნება ჩემი საქმე, რომ დაიწურება ზედმეტი წვენისგან, შეიძლება დავაბლენდერო და წამოდუღების მერე ის მწვანილეულობაც მივაბლენდერო ? ეჭვიც არ მეპარება, რომ გემრიელი ტომატი გამოვა და შენ ამბობ ზარმაცი ვარო??? ღმერთი, რჯული.... იშვიათად მინახავს შენნაირი "ზარმაცები". მართლა! |
Posted by: tavadze 6 Sep 2012, 02:56 | ||||
Felisa
ნჯ და პროფები თავის აზრს გეტყვიან, მაგრამ ჩემი აზრით, ბლენდერი ძაან ათქვიფავს და ვერ იქნება ისეთი კარგი... n_j
ერთი კვირით ადრე მაინც დაგეწერა. თუმცა ქონდარი მეეჭვება და გადაამოწმე აბა ერთი, შენს გახარებას! |
Posted by: n_j 6 Sep 2012, 10:14 |
Felisa თეა, თუშფალანგი აცლის კანს და თესლებს, ბლენდერი ვერ იზამს მგონი ამას ... მაკარონს რომ წურავენ, ეგეთიც არ გაქვს? tavadze ქონდარს გადავამოწმებ |
Posted by: Felisa 6 Sep 2012, 11:52 | ||||
tavadze
ირაკლიი შენც ხომ არ გაქვს ტომატის, საწებელის ან კეტჩუპის კარგი რეცეპტი? პ.ს. მადლობა რჩევისთვის n_j
ნი, მაქვს რაღაც ბადესავით, პრინციპში დედაჩემისგან წამოვიღებ ან ვიყიდი ბოლოს და ბოლოს, მარა ბლენდერი იცი რატომ ვთქვი? დაბლებდერებული მერე დიდხანს რომ ვადუღო წესით ხო უნდა დაშრეს, განახევრდეს და გასქელდეს??? მაინ წყალწყალა იქნება ნეტა? მოკლედ შEნ ქონდარზე დააზუსტე და მეც რამეს მოვიფიქრებ მანამდე პ.ს. კეტჩუპს არ აკეთებ ხოლმე შესანახად? |
Posted by: upwave 6 Sep 2012, 12:41 |
tavadze n_j მეც მინდა რა პომიდვრის საწებელი, ოღონდ ისეთი სტერილიზაცია რომ არ სჭირდებოდეს. არ მიყვარს სტერილიზებული პროდუქტები, არ ვინახავ ეგეთს. ჩემი ახლობლის რეცეფტით ვაკეთებდით ყოველთვის, ძალიან კარგი რეცეპტია, მაგრამ ძალიან დიდხანს უნდა ხარშვა, ჯერ უნდა მოიხარშოს, მერე უნდა გაიხეხოს და მერე ისევ იხარშოს მინ. 6-8 საათი. დილიდან დაწყებული შუაღამისას ვამთავრებთ მაგის ხარშვას. უგემრიელესია, მაგრამ რამე უფრო მარტივი მინდა. აბა თქვენი იმედი მაქვს, იქნებ ამ შაბათ –კვირას გავაკეთო |
Posted by: tavadze 6 Sep 2012, 12:48 | ||||
n_j
რა დრო დადგა, რეცეპტებს მეკითხებიან! გუშინ ჩავასხი აჯიკა, ოღონდ ნაწილი - ბოთლები არ მეყო. ესე იგი, 5 კილო პომიდორი (სასურველია ე.წ. "სლივკა"), 2 კგ ბულგარული, 1 კგ მწარე წითელი წიწაკა, 0,5 კგ ნიორი გაატარე, აურიე ერთმანეთში, დაამატე ნახევარი ლიტრა ძმარი (თუმცა ნიორი და ძმარი, თუ ცხარე არ გიყვარს, შეგიძლია მოუკლო), მარილი გემოვნებით, ასპირინი - ეს აურიე, ჩაასხი ემალის ქვაბში და დილა-საღამოს ხის კოვზით ურიე. 2-3 დღეში დადუღდება და ჩაასხი ქილებში. პამიდვრის ტომატს კლასიკური რეცეპტით ვაკეთებ ანუ მოხარშულ პომიდორს ვხეხავ თუშფალანგზე, ზედმეტ წყალს ვაცლი და ვადუღებ. ვამატებ ნიორს, ხმელ წიწაკას, ხმელ ქინძს, უცხო სუნელს, ყვ ითელ ყვავილს და ასპირინს. კეტჩუპი ჩემმა დეიდაშვილმა გააკეთა ერთხელ და ზუსტად ნაყიდის გემო ჰქონდა. მახსოვს, ანტონოვკა ვასლი დაუმატა, ოღონდ იმას რაღაც სპეციალური სახეხი უნდა და მე არ გამომივიდა. იმის მერე არც მიცდია, მაგრამ რეცეპტის გაგება შემიძლია. აჯიკებს ისევ აქედან აღებული რეცეპტებით ვაკეთებ, მერე ზოგი ამერია და ასე მივიღე ძალიან კარგი აჯიკა - ნიგვზიანი. ბარემ დავდებ რეცეპტებს და სხვების ვალიც მოცილებული მექნება. macaco-fast65-ის რეცეპტია ზეთიანი აჯიკა, გემრიელია (ავენისელებო, ეს მქონდა იქ წამოღებული): 4 კგ წითელი ბულგარული, 1,5 კგ წითელი მწარე, 300 გრ ნიორი, 500 გრ მწვანე ქინძი, 4 ჭიქა ზეთი, 3-4 ჭიქა ძმარი. უცხო სუნელი, ხმელი ქინძი (ყვიტელი ყვავილიც წავა ამაზე, თუმცა აქამდე არ მიცდია), მარილი - გგემოვნებით. ამას ავურევთ, ვადუღებთ ნახევარი საათი და ჩაასხამ ქილებში. მე ხრახნიანებში ვინახავ და არის კაჟივით. შეცდომით მიღებული ის გენიალური აჯიკა vomanli-სა და ninoma-ს რეცეპტების აღრევით მივიღე. მაშ ასე: 5 კგ ბულგარული და 2 კგ მწარე წიწაკა (ორივე - წითელი), 1 ლიტრა ზეთი, 800 გრამი ტომატი, 0,5 კგ ნიორი, 300-300 გრ. მწვანე ქინძი და ოხრახუში, 150 გრ. ნიახური, 100-100 გრ ყვიტელი ყვავილი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, 300 გრ. გატარებული ნიგოზი, ძმარი და მარილი გემოვნებით. ტომატი და ძმარი წამოვადუღოთ და გავაცივოთ. დანარჩენი მასალა გავატაროთ და ავურიოთ ეს გაცივებული მასა, მოვათავსოთ ემალის ჭურჭელში და 3 დრე ვურიოთ. ოღონდ ჩემთან რატომღაც სამი დღე არ ჰყოფნის დადუღებას და შეგიძლია ცოტა მეტადაც გააჩერო, ოღონდ გადამალე, თორემ სუნიც და გემოც იმდენად არომატული აქვს, შენახვამდე შემოგეჭმევა. მე ლამის რომ გავანახევრებ, სასწრაფოდ ვინახავ მერე. ნიგოზი რომ აქვს, შენახვაზე ნუ შეგაშინებს - მე მეორე წლისა მქონდა შენახული და როგორი იყო, მანგლისელებმა თქვან. კარაქივით შეგიძლია, პურზე გადაუსვა. შეგიძლია, თავზე ცოტა ზეთიც მოასხა - უკეთ შეინახავს. აფხაზური აჯიკაც კარგია, მაგრამ მაგის ბმულს დაგიდებ. http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=125&Itemid=55 upwave
მე მეტი არაფერი ვიცი იმის გარდა, რაც დავწერე. |
Posted by: upwave 6 Sep 2012, 13:13 | ||
iren765-ის ვიპოვე http://forum.ge/?showtopic=33697964&view=findpost&p=21591239 + პროპორციები http://forum.ge/?showtopic=33697964&view=findpost&p=21601863 tavadze
მახსოვდა შენ გეწერა სადღაც |
Posted by: pleita 6 Sep 2012, 16:34 |
ბავშვებო , ლეღვის მურაბას ერთხელ რომ გამოვრთავ და გავაციებ, მერე კიდევ რამდენი ხანი უნდა ვხარშო ?? მადლობა |
Posted by: n_j 6 Sep 2012, 23:47 |
დავაზუსტე ტომატზე, ქონდარსაც ამატებს დედაჩემი,მერე უკან იღებს ტომატის სისქე დამოკიდებულია იმაზე რამდენ წვენს ამოაცლი წინასწარ |
Posted by: tavadze 7 Sep 2012, 00:18 | ||
n_j
საინტერესოა! |
Posted by: n_j 7 Sep 2012, 09:54 |
tavadze თუ არ მოგწონს მისი გემო, გამოაკელი |
Posted by: upwave 7 Sep 2012, 11:42 | ||||
iren765
შენი პომიდვრის გაკეთებას ვაპირებ და: 1) აქ 15 ჩ/კ წითელი წიწაკა უნდა ეწეროს ნამდვილად? არა, მწარე კი მიყვარს, მაგრამ 15 ძალიან გაამწარებს მგონი. თუ 1,5 უნდა იყოს? 2) ნიორს და სუნელებს რომ ჩავყრი, კიდევ რამდენ ხანს უნდა ვადუღო? |
Posted by: perry-wuna 8 Sep 2012, 18:44 |
მოკლედ მე ასე გავაკეტე ტომატი და ძალიან გემრიელი გამოვიდა: პომიდორი დავჭრათ და დავდგად ცეცხლზე ,ნელნელა თავზე მოადგება წყალი,ამოვიგოთ და დავტოვოთსქელი მასა,ადუღების მერე დავამატოთ ბულგარული წიწაკა,ხახვი, მწარე წიწაკა, ოხრახუში,ნიორი,კარგად ვადუღოთ,ბოლოს დავაბლენდეროთ,კიდევ ვადუღოთ და ცხელ-ცხელი ჩავასხათ ქილებში და მოვხუფოთ,მარილი არ დაგავიწყდეთ. |
Posted by: ninicool 8 Sep 2012, 23:03 | ||
n_j
ორეგანო და ბაზილიკიც დავამატე ხმელი და უგემრიელესი გამოვიდა |
Posted by: upwave 9 Sep 2012, 01:28 |
perry-wuna რამდენი ხანი გამოგივიდა ხარშვა? ჩემი რეცეპტით დაჭრილ პამიდორს მინ. 8 საათი გამოსდიოდა ხარშვა, ნერვი აღარ მქონდა მაგისი და დღეს ირენის რეცეპტით გავაკეთე-მშვენიერი გამოვიდა- 1 საათზე ცოტა მეტი ვადუღე სულ, თავში და ბოლოში |
Posted by: ბაბულა 9 Sep 2012, 03:53 |
მეხი დავაყარე პოლიტიკის განყოფილებაში წესების შემომღებებს. რა ვქნა ეხლა მე, კულინარიაში ვპოსტო? |
Posted by: Felisa 9 Sep 2012, 08:15 | ||||||||
tavadze
ეს რეცეპტი მგონი ჩემთვისაა, ხო? მადლობა pleita
ადუღებიდან ძალიან ცოტა ხანი, ასე 10 წუთი. თუ ისევ მოუხარშავი იქნება, გააციე და ხელეორედ 10 წთ n_j
მადლობა ნინო. ხვალ-ზეგ გავაკეთე ტომატს დედაშენის რეცეპტით |
Posted by: tavadze 9 Sep 2012, 18:59 | ||||
Felisa
შენი კიტხვის პასუხად დავწერე, მაგრამ ყველასთვისაა, ვინც გამოიყენებს. ბაბულა
ასე არატემატურად არც აქ დაგაპოსტინებენ - ჩეტაობას ეგრევე აღკვეთავენ. |
Posted by: perry-wuna 9 Sep 2012, 20:01 |
upwave გააჩნია რა რაოდენობას აკეთებ,მე ალბათ 30 ლიტრზე მეტი გავაკეტე და ადუღებიდან ყველაფერს 5 სთ მაინც დასჭირდა |
Posted by: Felisa 9 Sep 2012, 21:21 | ||
tavadze
n.j. გქონდა მონიშნული და ამიტომ გითხარი დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. |
Posted by: upwave 10 Sep 2012, 00:12 |
perry-wuna ნუ 5 საათი, ჯანდაბას კიდევ |
Posted by: ninicool 10 Sep 2012, 15:42 |
მე გავაკეთე 1 დიდი ყუთი პომიდორი და გამომივიდა 9 ლიტრიანი და 12 შვიდასგრამიანი. საღამოს დავიწყე და მეორე დღის შუადღეზე ჩასხმულ-დახუფული მქონდა უკ გავრეცხე პომიდორი, დავასხი ადუღებული წყალი და გავთალე. ვადუღე 3-4 საათი მწვანილებთან, ბულგარულ წიწაკასთან და ნიორთან ერთად. ღამე გამოვრთე და გავატარე ხორცსაკეპ მანქანაში. ისევ ცეცხლზე დავაბრუნე. ცალკე ხახვი მოვშუშე მანამ, სანამ გამჭვირვალე ფერი არ მიიღო, დავამატე გატარებულ პომიდორს და ვადუღე იმდენ ხანს, სანამ ნარინჯისფერი ქაფი არ გაიკეთა. მარილიც დავამატე მანამდე და ბაზილიკ-ორეგანოც, გამხმარ მდგომარეობაში. ცხელივე ჩავასხი მშრალ ქილებში და დავხუფე. ვისაც პომ იდვრის გარჩევა ეზარება, შეუძლია მოხარშოს, გახეხოს და გატარებული მწვანილი დაამატოს. ხახვის გარეშეც შეიძლება, მაგრამ ხახვიანი უგემრიელესი გამოდის. |
Posted by: guruliqali 10 Sep 2012, 20:56 |
აჯიკა (წითელი ბულგარულით, ტომატით, ზეთში): 5 კგ წითელი ბულგარული წიწაკა, 300 გ ნიორი, 400 გ წითელი მწარე წიწაკა, ნახევარი ლიტრი ზეთი, ტომატ პასტა 750 გ, მარილი გემოვნებით. გავარჩიოთ წიწაკა (ბულგარულიც და მწარეც, ჩემი რჩევაა, მწარე წიწაკას მთლიანად ნუ შეურევთ, ჯობია გემოვნების მიხედვით დაამატოთ თანდათან), ასევე ნიორი, გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, წამოვადუღოთ, დავამატოთ ზეთი და ტომატი, ისევ ვადუღოთ. მე ორი ულუფა გავაკეთე, 1 სთ ვადუღე დაბალ ცეცხლზე ზეთამდე და 1 სთ - შემდეგ. დავამატოთ მარილი გემოვნებით (ნახევარი ჩაის ჭიქა ყოფნის ან თქვენი გემოვნებით დაამატეთ). ჩავასხათ ქილებში (გამოდის 4 ცალი ლიტრიანი ქილა), გავუკეთებთ სტერილიზაციას 15 წთ. |
Posted by: iren765 11 Sep 2012, 04:43 |
ზეთით,წითელი ბულგარული და მწარე წიწაკით,ნიორით,ჭარხალით,ტომატით,სუნელებით,მარილით შარშან მოვამზადე აჯიკა.რომელზეც გადამერია უცხოელი და თანამემამულე ახლობლები.მოამზადეთ მთლად ტრადიციული არა,მაგრამ ვიტამინების საბადო და გემოს ზეიმია. |
Posted by: BEKERA 12 Sep 2012, 08:36 | ||
iren765
ყველა ინგრედიენტი გასაგებია მაგრამ ჭარხალი? საინტერესოა რეცეპტს თუ დადებთ |
Posted by: tamo-001 19 Sep 2012, 13:53 |
გამარჯობათ, ფორუმელებო! თქვენი დახმარება მჭირდება: მინდა მოვამზადო შინდის წვენი ზამთრისათვის შესანახად და იქნებ ვისაც გაგიკეთებიათ მასწავლოთ, თუ არ შეწუხდებით. დაახლოებით ვიცი როგორც კეთდება, მაგრამ წყალი და შაქარი რამდენი უნდა არ ვიცი. |
Posted by: Glow-Worm 21 Sep 2012, 10:48 |
გამარჯობათ , ფორუმელებო... იქნება დამეხმაროთ......მინდა ზამთრისთვის გავაკეთო აპლეპიხის წვენი ....თუ ვინმეს შეგიძლიათ იქნებ რეცეპტი დამიწეროთ და როგორ გავაკეთო მასწავლოთ.... |
Posted by: guruliqali 21 Sep 2012, 11:45 | ||
Glow-Worm
ქაცვის წვენის მომზადების რეცეპტი აქ წერია http://forum.ge/?f=57&showtopic=34185116&st=0 მე ცოცხლად ვინახავ შაქრის დამატებით, მერე ხან ნამცხვრებში (მშვენიერი სამარხვო ხრაშუნები გამოდის) ვიყენებ, ხან - წყალს ვასხამ და ისე ვსვამთ. |
Posted by: Glow-Worm 21 Sep 2012, 12:02 |
ცოტა გაუგებრად წერია და იქნება თქვენ მითხრათ...მანქანაში ატარებთ თუ საცერში ხეხავთ?....და შაქარ კილოგრამზე რამდენს აყრით?... |
Posted by: guruliqali 21 Sep 2012, 12:13 |
Glow-Worm აი, აქ გადახედე, შარშანდელი განხილვები და პრაქტიკული რჩევებია ქაცვის მომზადებასთან დაკავშირებით, ბევრი სასარგებლო ინფორმაციაა არამარტო ჩემი, სხვა იუზერებისაც. http://forum.ge/?f=82&showtopic=33782179&st=3495 მე საცერში გავხეხე. |
Posted by: mata4 24 Sep 2012, 18:21 |
გამარჯობათ, ერთი კიტხვა მაქვს თუ შეიდძლება მიპასუხეთ, მოდუღებული პამიდორი შეინახება რეზბიან ბანკებში? და თუ როგორ? |
Posted by: COPACABANA 24 Sep 2012, 19:37 | ||
კი. დედაჩემმა გააკეთა ხრახნიან ქილებში. მნიშვნელოვანია რომ ჩასხმისას პამიდორი იყოს ქაფქაფა ცხელი და ქილა ბოლომდე აავსე, ოდნავ გადმოვიდეს კიდეც და მაშინვე მოუჭირე თავსახური. ანუ შეეცადე ჰაერი რომ არ შეეპაროს. |
Posted by: mata4 25 Sep 2012, 08:59 |
COPACABANA გმადლობთ ვცდი |
Posted by: COPACABANA 20 Oct 2012, 22:24 |
დედაჩემის გაკეტებული ბროწეულის წვენი, ყოველგვარი ადუღებისა და სტერილიზაციის გარეშე: http://imageshack.us/photo/my-images/210/img0453rs.jpg/ http://imageshack.us/photo/my-images/826/img0491ce.jpg/ http://imageshack.us/photo/my-images/543/img0492k.jpg/ ბროწეულის ნატურალური წვენი ზამთრისთვის: ბროწეულს დამარცვლავთ, აწონით და რამდენი კილოც იქნება იმაზე ცოტა მეტ შაქარს დააყრით. დაახლოებით 1 კგ მარცვალს ჭირდება 1,2 კგ შაქარი. ემალის ქვაბში ხის კოვზით მოურევთ დილა-საღამოს. დაახლოებით 1 კვირაში გამოუშვებს წვენს, კურკები დარჩება ცალკე. გადაწურულ წვენს ჩაასხავთ ბოთლებში. ინახება ცივ ადგილას. 7-8 კგ ბროწეულის გარჩევისას გამოვიდა 4 კგ მარცვალი. არ ჭირდება ადუღება და სტერილიზაცია. სიროფივითაა, გააზავეთ წყალში და ისე მიირთვით. |
Posted by: dali19 24 Oct 2012, 10:25 |
COPACABANA დედათქვენმა გაიხაროს, ერთი კვირაა ვის არ ვკითხე როგორ უნდა შემენახა და ვერავინ მასწავლა. დიდი მადლობა. |
Posted by: COPACABANA 24 Oct 2012, 12:20 |
dali19 ძალიან კარგი თუ დაგეხმარეთ რამეში წელს პირველად ცადა ცოტა ნაკლები შაქრით, ანუ კილო კილოზე. ჯერ-ჯერობით არ გაფუჭებულა. თქვენ მაინც რეცეპტით გააკეთეთ, თავი რომ დაიზღვიოთ. |
Posted by: Tinker Bell 28 Oct 2012, 15:01 |
ასეთი ბანკები მინდა და სად იყიდება თU იცით და რა ფასები აქვს დაახლოებით? http://www.radikal.ru |
Posted by: tasikuna-taso 28 Oct 2012, 21:00 | ||
სუპერში ვნახე ამასწინათ. |
Posted by: drozera 29 Oct 2012, 15:17 |
გუშინ ჩავდე ყვავილოვანი კომბოსტოს მწნილი პლასტმასის კონტეინერში, მაღალი, ვედროს ფორმა აქვს, ცოტა მეშინია, რამდენად კარგად დამწნილდება. ვინც პლასტმასში დებთ მწნილებს, იქნებ გამიზიაროთ გამოცდილება, ან თქვენი შენიშვნები? |
Posted by: ninia84 3 Nov 2012, 16:06 |
Tinker Bell მემგონი დანიურშიც არის ეგეთი ქილები |
Posted by: guruliqali 3 Nov 2012, 18:09 | ||
Tinker Bell დღეს ვნახე "თურსაში" 4.2 ლარი ღირდა დაახლოებით ეს ზომა. drozera
სამწუხაროდ, ვერაფერს გირჩევ, არასოდეს გამიკეთებია პლასტმასში, ალბათ უფრო გამოცდილებიც შემოგეხმიანებიან.... ან, თუ არავინ აღმოჩნდა ასეთი, შენს რჩევებს მოვისმენთ მოგვიანებით |
Posted by: iren765 3 Nov 2012, 18:18 | ||
BEKERA
1.მასალა 2 კგ.წითელი მწარე პილპილი. 2 კგ. ბულგარული პილპილი. 1 კგ.სტაფილო. 1 კგ. ჭარხალი. 200 გრამი ნიორი. 1 ლიტრი ზეთი. 800 გრამი ტომატი. მარილი,ხმელი ქინძი,მშრალი წითელი წიწაკის ფხვნილი გემოვნებით. 1.გაატარეთ მწარე და ბულგარული პილპილი,სტაფილო,ჭარხალი,მოათავსეთ დრუშლაგზე,წვენი გადაასხით. 2.დაწურული მასა მოათავსეთ ცხელ 1 ლიტრა ზეთიან ქვაბში,დუღილს რომ დაიწყებს ჩაამატეთ ნიორი,ტომატი,მარილი,სუნელები.დააგემოვნეთ,თუ სიმწარე არ გყოფნით,დაამატეთ მწარე წიწაკის ფხვნილი.მიიყვანეთ სასურველ გემომდე.გააგრძელეთ დადუღება,ხშირად მოხადეთ ქაფი. გამზადებული აჯიკა ჩამოასხით პირთამდე სტერილიზებულ ხრახნიან ქილებში,დაახურეთ სტერილიზებული სახურავი./შეამოწმეთ სახურავები ახალი და დაუზიანებელი უნდა იყოს. 3.გაამოთ! თუ მოზარდები გყავთ,მოეწონებათ. |
Posted by: tavadze 4 Nov 2012, 02:15 |
ვინმეს გამოცდილება ხომ არ გაქვთ, კივი და კომში რამდენად კარგად მეგობრობენ ერთმანეთთან? |
Posted by: iaiameri 4 Nov 2012, 08:21 |
tavadze ფეიხოა და კომში ძალიან მეგობრობენ კივზე არ მსმენია |
Posted by: tavadze 4 Nov 2012, 13:43 | ||
iaiameri
ვოტ, ვოტ, ვოტ - ინწერესნა! გაიხარე, დიდი მადლობა. |
Posted by: guruliqali 5 Nov 2012, 11:47 |
კომშის მომზადების და შენახვის საინტერესო ვარიანტი მასწავლეს და თქვენც გაგიზიარებთ. კანიანად თხლად დაჭრილი კომში მოვათავსოთ ოდნავ ღრმა (მაგ. ტორტის ფორმა) ჭურჭელში, ჭურჭელი შევდოთ ღუმელში და საშუალო სიმხურვალეზე მოვშუშოთ თავისივე ორთქლში (კარგად უნდა ჩაიშუშოს), შემდეგ მოშუშული კომში ჩავჭყლიტოთ, მოვაყაროთ შაქარი და შევაბრუნოთ ღუმელში, როგორც კი შაქარი შეწითლდება, გამოვიღოთ, ავურიოთ, (შეიძლება ცოტა ვანილიც დავამატოთ) და მოვათავსოთ ქილებში, შევინახოთ გრილ ადგილას. როგორც მირჩიეს, ასე შენახული კომში სრულად ინარჩუნებს ყველა დადებით თვისებას, აქვს შემწვარი კომშის არომატი, საუცხოოა ნამცხვრებში. |
Posted by: iren765 5 Nov 2012, 19:42 | ||
tavadze
ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ფეიხოიასა და კომშის მურაბა .მომზადება- 2კგ.კომში დავჭერი, 1კგ; ფეიხოიას ბუსუსებიანი თავი წავაჭერი,ჩანგლით დავჩხვლიტე. შემდეგ ადუღებულ წყალში ცალ-ცალკე 5- 10 წუთიანი ბლანშირება გავუკეთე. ამოვიღე თასზე. ცალკე თასზე ავადუღე 4 ჭიქა ბლანშირების შემდეგ დარჩენილი წვენი .ჩავაყარე შაქარი 3,5 კილოგრამი. წამოვადუღე, ჩავუშვი ჯერ კომში,15 წუთის შემდეგ ფეიხოა ,ვადუღე,დავამატე 1 პაკეტი კვიტინი, 10 წუთი დუღილის შემდეგ ჩამოვასხი ქილებში./კვიტინით სწრაფად კეთდება,3-ჯერ წამოდუღება-გაციებისათვის არ მეცლება/. გემო აქვს ბარხატისებრი.ტკბილი კომშის არომატით,მაგრამ ბოლოს გიტოვებს ციტრუსის სასიამოვნო გემოს.სუნი აქვს ძალიან არომატული.სცადეთ,თქვენ უკეთესი გამოგივათ. ფერი აქვს გამჭვირვალე ქარვისფერი. |
Posted by: iaiameri 5 Nov 2012, 23:00 | ||||
კომპოტთა შორის უკომპოტესი დედოფალია რა |
Posted by: tavadze 6 Nov 2012, 00:46 |
iren765 iaiameri გაიხარეთ! აი, ამიტომაა ჭკვიან ხალხთან ურთიერთობა კარგი. მაგრამ კივი ან კომშთან, ან ფეიხოასთან როგორ მიდის, არავინ იცით? |
Posted by: mia_nano 6 Nov 2012, 17:18 |
guruliqali გამარჯობა ეკა კომში და შაქარი რა რაოდენობით ავიღოთ, თუ მაცივარში ინახება და არ გაფუჭდება? iren765 აუცილებლად გავაკეთებ მოვიხიბლე რეცეპტით მკვახე პომიდორი დაამწნილეთ უკვე? შარშან ადრე მომივიდა ყიდვა და მეორეთაც გამიხდა ჩასადები |
Posted by: guruliqali 6 Nov 2012, 19:53 |
mia_nano გამარჯობა, სად დაგვეკარგე? როგორც მითხრეს, მაცივარი არ უნდა, გრილ სარდაფშიც მშვენივრად ინახება. პროპორციებს ხვალისთვის დამიზუსტებენ და მოგწერ. |
Posted by: ninoma 6 Nov 2012, 20:11 | ||
guruliqali
ეს როგორ? ჭურჭელს ფოლგა გადავაფარო? ცოტა კომში მაქვს და მინდა ვცადო. |
Posted by: guruliqali 6 Nov 2012, 20:18 |
ninoma არა, ღუმელში რომ ვდგამთ, სიმხურვალით თავისივე ორთქლში იშუშება, ფოლგა არ უთქვამს, მეც ვცდი ამ დღეებში. |
Posted by: forumeli007 7 Nov 2012, 10:59 |
გოგოებო ძალიან დამავალებთ თუ ფეიხოასა და კომჭის კამპოტის რეცეპტს დამიწერთ, ძალიან მინდა გავაკეთო, ძალიან ძალიან, მომწერეთ გთხოვთ კარგი??? |
Posted by: guruliqali 7 Nov 2012, 17:04 | ||
mia_nano
დავაზუსტე რეცეპტი და დავწერ, კომშის შენახვა შაქრით: კომში დავჭრათ თხელ ლებნებად, ამოვუღოთ გული, კანი დავტოვოთ, გავრეცხოთ, გამზადებულ 5 კგ კომშს ვასხამთ 1 ჭიქა წყალს, ვათავსებთ ქვაბში, დავაფაროთ მჭიდროდ თავსახური და შევდგათ ღუმელში დაახლოებით 1 სთ. ამ დროის შემდეგ გამოვიღოთ, დავსრისოთ, მასამ შეიძლება მოითხოვოს ნახევარი ჭიქა წყლის დამატება, გადავხადოთ თავზე და ისევ მოვათავსოთ ღუმელში, როცა კომში კარგად დარბილდება დავამატოთ შაქარი. 1 კგ კომშზე დაახლოებით 700-800 გრამი შაქარი (კომშზეა დამოკიდებული) და ისევ შევდგათ ღუმელში. როცა შაქარი შეწითლდება, გამოვიღოთ, მოვაყაროთ ვანილი (არ არის აუცილებელი), მოვათავსოთ ქილებში, შევფუთოთ მეორე დღემდე. ხვალ მომიტანენ ტკბილ კომშს, გავაკეთებ და დაწვრილებით რჩევებს +"ხეზე ასვლებსაც" შემოგთავაზებთ . |
Posted by: ninoma 7 Nov 2012, 19:57 | ||
forumeli007
http://forum.ge/?f=82&showtopic=33697964&st=795 მაგ გვერდს თუ ჩაყვებით იქ კიდევ არის რჩევები. შეიძლება შემდეგ გვერდზეც გრძელდება. გადაათვალიერეთ. |
Posted by: forumeli007 8 Nov 2012, 11:25 |
ninoma დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის!!!! რა კარგია რომ არ იზარებთ და მწერთ ხოლმე |
Posted by: dogville 8 Nov 2012, 13:39 |
სალამი მეგობრებო, დავიწყე კომშის მურაბის კეთება მაგრამ ვატყობ რომ ვერ მიდის რაღაც კარგად საქმე, არ ვენდე რეცეპტს და წყალი დავამატე ჩემი ჭკუით შესაბამისად ძალიან ბევრი სითხე შეიყენა (( http://pix.ge/ |
Posted by: ninicool 8 Nov 2012, 15:57 |
dogville არაუშავს, რომ დაასრულებ, ჟელედ გადაიქცევა მურაბის წვენი და ცალკე შეინახე. ან თუ შაქარი არ მიგიმატებია, მოაკელი ცოტა. ცოტა მეტი შაქარიც დაგჭირდეს შეიძლება. |
Posted by: dogville 8 Nov 2012, 18:22 |
ninicool ვაიმე მართლა (((((( დავიღუპე მაგ კომშები თუ ჟელედ გადაიქცა, ქმარმა შეკვეთა მომცა მაგრები უნდა იყოსო (((((( რა ვქნა |
Posted by: ninicool 8 Nov 2012, 18:29 | ||
dogville
კომშები არა, წვენისგან მიიღება ჟელესებური მასა გაციების შემდეგ. თუ არადა კომშის მურაბაზე ნერვიულობაც არ გამიგია. |
Posted by: dogville 8 Nov 2012, 18:43 |
ninicool ნუ ნერვიულობის რა გითხრა, უბრალოდ სასტიკად არ მინდა რომ წყალში ჩაყრილი გამომივიდეს შრომა და ჩემი ქმრის ყბიდან რა ამოვა კიდე ))))) |
Posted by: MITIATO 8 Nov 2012, 21:46 |
შეიძლება წერია სადმე უკვე, მაგრამ არ მიძაბნია თემაში. შეგიძლიათ მირჩიოთ ხილი როგორ შევინახო ცოცხლად მშრალი ყინვის საყინულეში? უბრალოდ კოლოფში ჩავყარო და საყინულეში შევდო თუ რამე სხვაც ჭირდება გალღვობის მერე რომ არ მოიმჩვაროს და ლამაზად გამოიყურებოდეს? მადლობა წინასწარ. |
Posted by: mia_nano 8 Nov 2012, 22:10 |
guruliqali მადლობა ეკა რაც შეეხება ხეზე ასვლას გავრჩი ალუბალზე წელს ძლივს ჩამომიღეს იქიდან |
Posted by: Tinker Bell 9 Nov 2012, 13:57 |
კარალიოკის მურაბა თუ გაგიკეთებიათ ვინმეს და როგორია??? * * * ხოდა კიდე რა მაინტერესებს, ადესისგან რა შეიძლება გავაკეთო??? მირჩიეთ რაა * * * ninia84 guruliqali დანიურში მეც ვნახე ეგ ქილები. მაგრამ ძალიან ძვირია. ვიფიქრე სხვაგან იქნებ იაფად იყოსთქო სადმე. |
Posted by: guruliqali 9 Nov 2012, 14:31 | ||
Tinker Bell
კომპოტი კომშთან და სხვა ხილთან ერთად, საწებელი ბროწეულთან ერთად და მარტო ადესითაც, ტკბილი წვენი. |
Posted by: ninavia 9 Nov 2012, 15:11 |
Tinker Bell მე გამიკეთებია და კარგია, განსხვავებული გემო აქვს... ადესისგან შეგიძლია კომპოტი ან წვენი გამოხადო. |
Posted by: guruliqali 9 Nov 2012, 15:27 | ||
MITIATO
აქ ყველაზე კარგად არის ახსნილი: http://ratatui.me/2012/05/04/rogor-gavkinot-xili-da-bostneuli/ |
Posted by: MITIATO 9 Nov 2012, 16:48 |
guruliqali დიდი მადლობა |
Posted by: mia_nano 11 Nov 2012, 15:47 |
Tinker Bell თუ ბევრი გაქვს ბადაგი გააკეთე, არაჩვეულებრივი ფელამუშის მომზადება შეგიძლია პერიოდულად, სახალისოდ ცოტა ჩურჩხელის, გაზავებულს წვენათაც გამოიყენებ, ვაშლი და კომში სულ არის და სახელდახელო კომპოტის მოდუღებაც შეიძლება |
Posted by: Tinker Bell 12 Nov 2012, 16:58 |
mia_nano ფელამუშისთვის ბადაგს ვაკეთებთ ხოლმე, რამე განსხვავებული მაინტერესებდა რა კეთდება. მადლობა :* * * * guruliqali ბროწეულთან ერთად არ ვიცოდი საწებელი მადლობა :* ტყემალთან ერთად გავაკეთეთ და ძალიან გემრიელი გამოვიდა. |
Posted by: drozera 13 Nov 2012, 16:51 | ||
guruliqali
აი ჩემი პლასტმასში ჩადებული ყვავილოვანი კომბოსტო, მწნილინის ასორტში რა თქმა უნდა, ლობიოსთან ერთად. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, თქვენ უპასუხოდ არასდროს მტოვებთ ხოლმე http://pix.ge/ |
Posted by: mia_nano 14 Nov 2012, 14:20 |
drozera ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება ბოსტნეულის ხიზილალის რეცეპტს შემოგთავაზებთ, იოლია და გემრიელი, ვიტამინების საბადო 1კილო წითელი ბულგარული წიწაკა 1კილო სტაფილო 1კილო ჭარხალი 2 ან 3 თავი ნიორი 2 სადილის კოვზი უცხო სუნელი 2 სადილის კოვზი ხმელი ქინძი 500 მლ ზეთი, მარილი და მწარე წიწაკა გემოვნებით 700 გრ ტომატის პასტა ავადუღებთ ზეთს და ჩავუშვებთ ტომატის პასტას, ვადუღებთ 5 წთს, ჩავურევთ გატარებულ ბოსტნეულს და სუნელების ნახევარს, + მარილს, ვადუღებთ 40-50 წთ ძალიან დაბალ ცეცხლზე, გადმოდგმამდე 5 წუთით ადრე ჩავურევთ დარჩენილ სუნელებს და ცხელს ჩავასხავთ ხრახნიან ქილებში |
Posted by: mia_nano 16 Nov 2012, 16:23 |
iren765 მოკლედ დიიდი მადლობა მინდა გითხრა ეს რა არომატული მურაბის რეცეპტი გვასწავლე, ერთი პორცია გამინახევრეს უკვე და ახლა მორის მოხარშვას ვაპირებ, ყველას გირჩევთ მოამზადოთ ირენის კომშის და ფეიხოას მურაბა მართლა უცხო და გემრიელია |
Posted by: mzi 26 Feb 2013, 16:37 |
გუდვილში ვიყიდე სამურაბე შაქარი, კივის მურაბა მინდა გავაკეტო, ხომ არ მირჩევთ რამეს???? |
Posted by: ninavia 27 Feb 2013, 13:02 |
mzi მე გავაკეთე კივის მურაბა, საზამთროს მურაბის რეცეპტით და კარგი გამოვიდა, თავისებური არომატით. |
Posted by: გვ@ნც@ 6 Apr 2013, 16:33 |
ხომ ვერ მეტყვით, ვინმეს გაგიკეთებიათ ვარდის მურაბა? სად შოულობთ , სად იყიდება ხოლმე? |
Posted by: ninicool 6 Apr 2013, 23:12 | ||
გვ@ნც@
ბავშვობაში, მახსოვს, ბაღში გვქონდა სამურაბე ვარდი. ახლა სოფელში ვყიდულობთ ხოლმე. |
Posted by: nia4u 11 Apr 2013, 17:50 | ||
გოგოებო, ჯონჯოლის მწნილის რეცეპტი მინდა და დამეხმარეთ რა. გუგლმა რაც ამომიგდო, ყველა თამარ ლომიძის მიხედვით არის და ეგ ვარიანტი არ მომწონს, წვენი აკლდება და შავდება. და სხვა ვარიანტი ხომ არ იცით ვინმემ? გვ@ნც@ ბაზარში არის ხოლმე, სოფლელი ბებოები ყიდიან-ხოლმე. მე ლომიძის მიხედვით გამიკეთებია და კარგი გამოდის. თუ არ გაქვს ლომიძის წიგნი, დაგიწერ რეცეპტს. * * * ვიპოვე auau-ს არაჩვეულებრივად დაწერილი რეცეპტი და დავაკოპირებ, სეზონია ჯონჯოლის და ვინმეს, ჩემნაირს გამოადგება დიდი მადლობა auau
|
Posted by: გვ@ნც@ 11 Jun 2013, 16:41 |
nia4u ვერ ვიშოვე ვარდის ფურცლები წელს ბებოს რეცეპტი მაქვს და მინდოდა გამომეცადა .... კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს, დასპირტულ ალუბალს როგორ ინახავთ? ძალიან მომწონს, არომატულია, დოზები ხომ არ შეგიძლიათ რომ დამიწეროთ ვინმემ |
Posted by: pleita 14 Jun 2013, 22:00 |
ბავშვებო ახლა რა ხდება, ვიყიდე 15 კგ ალუბალი, ჰოდა გარჩევა რომ დავიწყე თურმე ბალი მიყიდია ჰოდა რა ვუყო ახლა ამ 15 კგ წითელ ბალს?? ან მურაბა ან კომპოტი გამოვა??? ცოტა მალე მიპასუხეთ მიდგას აქ საცოდავად წინ |
Posted by: guruliqali 14 Jun 2013, 22:26 |
pleita მაგ. 2-3 კგ გაყინე (ზამთარში გამოიყენებ ნამცხვრებში), 1 კგ - კექსი გააკეთე "კექსი ბლით" კარგი რეცეპტია http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=776 მურაბაც შეიძლება (კურკა ადვილად ცილდება?) და კომპოტიც, ცოტა შემოგეჭმება და ასე... ჰო, ატამთან ერთად შეგიძლია წვენიც გააკეთო თავაძის რეცეპტით, გემრიელი გამოვა. |
Posted by: pleita 14 Jun 2013, 22:39 |
guruliqali კექსის კეთების თავი არ მაქვს ახლა, თან ცხელა კომპოტი? და მატლები რომ გამოუვიდეს? კურკის გაცლა ჯერ არ მიცდია... მივაგდე გაბრაზებულმა |
Posted by: nia4u 14 Jun 2013, 22:44 |
გვ@ნც@ კიდევ შეიძლება ვარდის შოვნა, უფრო გვიანაც გამიკეთებია ალუბალს რაც შეეხება, "ვიშნოვკა"-ს რასაც ეზახიან არ გამიკეთებია, მაგრამ "საშობაო", სადაც ალუბალიც შედის სხვა ხილთან ერთად, ასე კეთდება: 1კგ.ხილი+ნახევარი კილო შაქარი+ნახევარი ლიტრი ხორბლის სპირტი. დიდ ჭურჭელში იწყებ და ყველა სეზონურ ხილს ამატებ თავის წილ შაქართან და სპირტთან ერთად. ძალიან გემრიელია |
Posted by: tavadze 14 Jun 2013, 22:52 | ||
guruliqali
ლოოოოოოოოოოოოლ - ესღა მაკლდა! აჯიკებით, ტორტებით და ყვავილოვანი კომბოსტოთი ომ გავიტქვი სახელი, ახლა ახალ ასპარეზს ვითვისებ. თუმცა ატამთან ერთად რა გამოვა, არ ვიცი, მაგრამ ცალკე თუ გააკეთებს, კარგი იქნება, ბლისგან მასისგან კი მურაბის გაკეტებაც შეიძლება - გამოუკურკავად. (პ.ს.მურაბათუგაფუჭდესმეარდამაბრალოთარასოდეს გამომიცდია). |
Posted by: ninicool 14 Jun 2013, 23:15 | ||
pleita
ჩაყარე წყალში ცოტა ხანს და თუ მატლები ჰყავს, მართლა გამოუვა და მერე გააკეთე კომპოტი. არ უნდა კურკების გამოცლა. ან მოხარშე და წვენი შეინახე ზამთრისთვის. |
Posted by: Tinker Bell 17 Jun 2013, 23:30 |
ვარდის ფურცლები მეც მინდა მურაბისთიის. ვინმეს არ შეგხვედრიათ არსად? ბავშობის მერე მაგ მურაბაზე ვოცნებობ და ვერსად ვნახე ეგ ვარდი. |
Posted by: jadvari 21 Jun 2013, 13:08 | ||
Tinker Bell
ყოველ წელიწადს ვაკეთებდით ვარდის მურაბას, მაგრამ ყველაზე გემრიელი და არომატული გამოდის ასკილით. დავდიოდით სოფელში და ვაგროვებდით. წინა კვირას ჩარგალში ვიყავი და ჟინვალიდან მოყოლებული სავსე იყო. კინაღამ ული გამისკდა, რომ ვერ მოვკრიფე. რამოდენიმე წელია ვეღარ გავაკეთეთ და მეც ძალიან მენატრებოდა. ხოდა მარკეტებში მივაგენი "კულა"-ს ფირმის მურაბებს და მათ შორის ვარდის მურაბასაც. ხოდა მინდა გითხრა საკმაოდ გემრიელია და სურვილი დავიკმაყოფილე. |
Posted by: სერაფიტი 1 Jul 2013, 16:30 |
ბლის და გარგარის მურაბის გაკეთებას ვაპირებ. მაინტერესებს, საზოგადოდ რომელი წესით ჯობია გაკეთება: შაქარს რომ დააყრი, გააჩერებ და მერე ნელ ცეცხლზე რამდენჯერმე ადუღებ თუ სიროფს რომ ცალკე აკეთებ და იმაში ყრი მერე ნაყოფს... ორივენაირი რეცეპტები დევს და რა სხვაობაა არსებითი მაინტერესებს |
Posted by: jadvari 6 Jul 2013, 15:30 |
მე პირადად ყოველთვის შაქარდაყრილს ვაკეთებ ხოლმე და ძალიან მომწონს. ხოდა რა მაინტერესებს. ვაშლატამასგან თუ გაგიკეთებიათ ვინმეს ან თუ შეიძლება საერთოდ გაკეთება კომპოტის ან რამის |
Posted by: astridi 9 Jul 2013, 19:59 |
rtuli rtuli სალამი რთული თქვენი კონფიტიურის რეცეპტში კვიტინის გარეშე გაფუჭდება 10 წუთიანი ჟოლოს მურაბა? |
Posted by: massima 19 Jul 2013, 11:14 |
ხალხო, ეს 85 გვერდი აღარ წამაკითხოთ რა. წინასწარ ბოდიშს ვიხდი, ეგებ წერია კიდეც და ხელახლა ვსვამ ამ შეკითხვას... ატმის ჯემის გაკეთება მინდა კვიტინით და როგორ ვქნა? ასეთი იდეა მაქვს და გამომივა? გავხეხავ 1 კგ ატამს დავუმატებ 1კგ.მდე შაქარს 5 წუთი ვადუღებ, მერე კვიტინს დავამატებ (1 პაკეტს) კიდევ 5 წუთი ვადუღებ და ეგაა ჰა???? |
Posted by: guruliqali 19 Jul 2013, 12:07 |
massima http://forum.ge/?showtopic=33697964&view=findpost&p=15170094 მე გამიკეთებია ამ რეცეპტით და ძალიან კარგი გამოდის, სარჩევს გადახედე ხოლმე და მოძებნი სასურველ რეცეპტს. ვაიმე, იმავე გვერდზე, ძველ რეცეპტში რა საინტერესო რაღაცებია... აუცილებლად უნდა გავაკეთო. |
Posted by: fermina 19 Jul 2013, 12:11 |
საზამთროს მურაბა იქნებ კულას ჰქონდეს.... არადა ერთხელ გავაკეთე დიდი ხნის წინ და ძალიან კარგი გამოვიდა. მეზარება და თან ისეთი კანიც აღარ აქვთ ამ საზამთროებს, სამურაბედ რომ გამოდგეს |
Posted by: massima 19 Jul 2013, 12:14 |
guruliqali გაიხარე, მადლობა დიდი |
Posted by: ucha95 7 Aug 2013, 23:49 |
Marketing campaign http://www.marketing4campaign.com |
Posted by: catherina_10 8 Aug 2013, 13:07 |
ვაშლის ხილფაფა როგორ გავაკეთო? აქ არის სადმე რეცეპტი? |
Posted by: saba444 9 Aug 2013, 22:07 |
დათალეთ, დაჭერით და 1;1-ზე ფენა-ფენა მოაყარეთ შაქარი, გააჩერეთ დილამდე. შემდეგ დაამატეთ ძმარი(10 კგ-ზე 1 ჭიქა) შემოდგით ცეცხლზე მზადყოფნამდე. |
Posted by: ninicool 9 Aug 2013, 23:06 | ||
სერაფიტი
სეროფი იმითაა უკეთესი, რომ შაქარს გააკონტროლებ და ნაკლები სჭირდება ხოლმე, როგორც წესი. შაქარდაყრილი იოლია უფრო, მაგრამ ხან მავიწყდება ხოლმე რამდენი ჩავაყარე და ძალიან ტკბილი გამოდის. გარდა ამისა, ზოგი შაქარი მეტად ატკბობს, ზოგი - ნაკლებად, ამიტომ სეროფი უკეთესია ჩემი აზრით, თუმცა ცოტა საწვალებელია. |
Posted by: tikusha 9 Aug 2013, 23:14 |
გოგოებო ატმის კომპოტის მომზადება მინდა თუა სადმე დაწერილი დამილინქეთ გთხოოოვთ |
Posted by: gloneli 10 Aug 2013, 01:27 | ||||
ninicool
რას ქვია ნაკლები შაქარი სჭირდება?! tikusha
ქილებით გინდა ზამთრისთვის შესანახად თუ სახელდახელოD? |
Posted by: ninicool 10 Aug 2013, 19:57 | ||
gloneli
კი, ტკბილი გამომდის ხოლმე ნამეტანი, როცა პირდაპირ ვაყრი და სეროფს თუ ვაკეთებ, ვსინჯავ გემოს და არც სათვალავი მერევა რამდენი დავაყარე. |
Posted by: TT-KK 11 Aug 2013, 17:36 |
ninicool სეროფი ყველა მურაბას არ ჭირდება, მაგ. კენკრა, ბალი, შინდი,ალუბალი, ყურძენი,მარწყვი,ჟოლო,მაყვალი,ტყემალი,ქლიავი,ატამი,გარგარი და სხვა იმდენ წვენს უშვებს რომ ჯობია შაქარი დააყარო და უწყლოდ მოხარშო, ნორმალური კონსისტენცია ექნება.პროპორცია ძირითადად 1:1 კაკლის და საზამთროს მურაბას აუცილებლად სეროფი ჭირდება. ლეღვის და კომშის მურაბასაც სეროფი უნდა, ოღონდ ძალიან ცოტა წყალი ჭირდება. |
Posted by: rtuli 11 Aug 2013, 21:58 | ||
TT-KK
+1 |
Posted by: ninicool 11 Aug 2013, 22:21 | ||
TT-KK
მე მურაბა არ მიგულისხმია, კომპოტზე ვსაუბრობდი. მურაბებს არც ვჭამ და აღარც ვაკეთებ. აუჰ, იქ მურაბა წერია, ახლა ვნახე, ნეტა კომპოტი საიდან მომელანდა |
Posted by: butka85 13 Aug 2013, 23:01 |
გამარჯობა დედამ მთხოვა მომეძებნა ინტერნეტში შუშა კიტრის წნილის მომზადების რეცეპტი, ეგეთი რამე საერთოდ არაა ნახსენები არსად რო შუშა კიტრისგან ვინმე მწნილს აკეთებდეს... და გადავწვიტე აქ მეკითხა... ვისაც კითხა ყველამ შუშა კიტრისგან ვინ აკეთებსოზამთრისთვის ანუ არ ხუფავენო... არადა უგემრიელესია ზამთარში 5-7 ლარი ღირს კილო ბაზარში და ამიტომ გადაწყვიტა სახლში გაეკეთებინა იმედია ვინმემ იცით ამის შესახებ რამე და დაწერთ |
Posted by: tikusha 13 Aug 2013, 23:41 | ||||
ზამთრისთვის შესანახად მინდა არასოდეს გამიკეთებია არანაირი კომპოტი |
Posted by: rtuli 14 Aug 2013, 00:30 | ||
butka85
გამარჯობა სიმართლე გითხრა არასოდეს გამიკეთებია და არც მინახია მწნილად ჩადებული(ზამთრისთვის)....თუმცა საინტერესოა რატომაც არა,ეგ ხომ კიტრია რაც შეეხება ბაზარში ნაყიდსს მაგ მწნილს სხვანაირად ამწნილებენ,კასრებში,ცოტა სხვა მეთოდით |
Posted by: gloneli 14 Aug 2013, 00:52 | ||
tikusha
აიღე დავუშვათ 3 ლიტრიანი ქილა,ჩაყარე გარეცხილ-გასუფთავებული ხილი,დააყარე 3 ჭიქა შაქარი,(ადრე თლილ ჭიქებს ეძახდნენ,200 გრამიანი იყო)დაასხი წყალი,ტავზე დააფარე გარეცხილი ხუფი,ჩადგი წყლიან ქვაბში,რომელშიც ჩაფენილი გექნება რაიმე,რომ სტერილიზაციის დროს ქილა არ გატყდეს ქვაბთან შეხებისასქვაბსაც დააფარე თავსახური,როცა ქვაბში ჩასხმული წყალი ადუღდება,იმ წამიდან ნახევარი საათის შემდეგ ამოიღე ფაქიზად და მოხუფე. შაქარი ემატება ქილას იმდენი ჭიქა,რამდენი ტევადობისაცაა თავად ქილა,მაგალითად,თუ 2 ლიტრიანია 2 ჭიქა შაქარი,1 ლირტრიანს 1 ჭიქა და ა,შ არც მე მომიმზადებია არასდროს,მაგრამ ასე ამზადებენ |
Posted by: tikusha 14 Aug 2013, 10:20 |
gloneli დიდი მადლობა * * * |
Posted by: butka85 14 Aug 2013, 17:57 | ||
rtuli
ხომარიცი ეგ მეთოდიც? ძალიან გემრიელია და ეტყობა არ მწნილდებაა როგორც ჩვეულებრივი კიტრიი? |
Posted by: thug 24 Aug 2013, 08:37 |
მოხარშული კვერცხის მწინლი ვის გაგისინჯავთ? არც ისე ძნელი ყოფილა გაკეთება ვინმე თუ ცდით დაწერეთ მე მეზარება გაკეთება http://www.food.com/recipe/pickled-eggs-29150 |
Posted by: eleven 24 Aug 2013, 21:58 |
კიტრი უნდა დავამჟავო ზამთრისთვის, 6 კილო ჩამომიტანა მეუღლემ კახეთიდან, ხოდა პიკულები არაა, ჩვეულებრივია, რეცეპტი მჭირდება პირველად ვაკეეთებ და შთაბეჭდილება უნდა მოვახდინო :დ ველოდები რეცეპტებს, მადლობა წინასწარ. |
Posted by: ninoma 27 Aug 2013, 22:39 |
eleven http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=1226&Itemid=55 კომენტარებში მოსახუფი კიტრის მწნილის რეცეპტიც არის * * * eleven http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=1226&Itemid=55 კომენტარებში მოსახუფი კიტრის მწნილის რეცეპტიც არის * * * eleven http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=1226&Itemid=55 კომენტარებში მოსახუფი კიტრის მწნილის რეცეპტიც არის |
Posted by: დოლორეს 10 Sep 2013, 17:18 | ||||
ეს მეთოდი ე.წ. ხრახნიან ქილებზეც გამოდგება? აი დაკონსერვებული პროდუქტი რომ იყიდება,იმ ქილებს ვგულისხმობ,იმდენი დავაგროვე,იმედია ტყუილად არა. |
Posted by: ninoma 10 Sep 2013, 17:34 | ||
დოლორეს
შარშან ატმის კომპოტი გავაკეთე. |
Posted by: დოლორეს 10 Sep 2013, 17:45 | ||
ვერსად ვერ ვიპოვე ვერც ფორუმზე და ვერც ნეტში,ჭანჭურის მურაბის რეცეპტი. ჩVენთან რომ ჭანჭურია,იმაზე დიდია ნაყოფი. კომპოტს კაი გავაკეტებბ ასე როგორც ზემოთ,მაგრამ დავიბენი ზედა კომენტარზე:
ანუ წყალი საერთოდ არ უნდა? არ ჩასქელდება? არ მინდა რომ ჩამიშაქრდეს,პირველად ვაკეთებ და არ ვიცი როგორ სჯობს. როგორი ცეცხლი უნდა დაბალი თუ საშუალო? დამეხმარეთ რა. ninoma დიდი მადლობა,ჭანჭურზეც ხომ არ იცით? |
Posted by: jadvari 10 Sep 2013, 18:26 | ||
დოლორეს
კიი ორი წელია ვაკეთებთ. ოღონდა სტერილიზაციის დროს ხუფები თავზე უნდა ეფაროს. დუღილიდან 20 წუთის შემდეგ ფრთხილად ამოიღებ, რომ ჰაერი არ შეეპაროს და ხუფს მოუჭერ . გადასარევია და ადვილი მოსახუფი |
Posted by: ninoma 10 Sep 2013, 18:32 | ||
დოლორეს
აბა ამ რეცეპტებს გადახედეთ, იქნებ გამოგადგეთ. http://cook.boom.ge/index.php?m=516&cat_id=69&pid=2164 http://cook.boom.ge/index.php?m=516&cat_id=69&pid=2163 |
Posted by: maknatuna 13 Sep 2013, 23:40 |
გამარჯობა შინდის ჯემი მინდა გავაკეთო, მაგრამ რეცეპტი ვერსად ვნახე. იმედია დამეხმარება ვინმე |
Posted by: tikusha 14 Sep 2013, 10:10 |
აი ამ ხრახნიან ქილებს ვერ დავუმუღამე რაააა, როგორ ხსნით მერე?? ძალიან მიჭირს ხოლმე გახსნა მთელი ოჯახი ჩართული ვართ ხოლმე რომ მოვხსნათ თავსახური ქილას |
Posted by: 200000 14 Sep 2013, 10:16 |
tikusha აიღე დანა და დანის წვერი შეყავი ქილასა და თავსახურს შორის რომ ადგილია , ოდავ გაწიე თავსახურის კიდე და მერე ადვილად იხსნება. იმედია გასაგებად ავხსენი , თუმცა მეეჭვება |
Posted by: tikusha 14 Sep 2013, 10:34 |
200000 მეც ეგრე ვქიცევი, მაგრამ ყოველთვის არ გამომდის და ვჭრი ქილის თავსახურებს |
Posted by: rtuli 14 Sep 2013, 11:45 | ||
maknatuna
მოადუგე სეროფი : 1 ჭიქა წყალი+1 კილო შაქარი,დაბალ ცეცხლზე მერე ჩაყარე შინდი 1 კილო,სიროფი თბილი უნდა იყოს.... წამოადუღე 15 წუთი და გააცივე,ისევ წამოადუღე 15 წუთი და გააცივე,და კიდევ ერტხელ იგივე,თან უნდა მოხადო ქაფი....მერე ჩაასხი ქილებში და შეინახე.... |
Posted by: ninicool 14 Sep 2013, 12:07 |
ატმის ჯემს როცა აკეთებთ გათლა სჭირდება თუ კანიანად აკეთებთ? |
Posted by: unicode 14 Sep 2013, 18:14 |
ხალხო,წითელი ტყემლის მოხარშვის მერე დარჩენილი ნახარში ისეთი კარგია,რომ მენანება გადასაქცევად,არც მწარე არაა.თან ცოტა ზედმეტად მომეხარშა მგონი ტყემალი და ანუ კარგი წვენი დაყენდა.ამ წვენს მგონი დაადუღებენ ხოლმე და ინახავენ,მერე ფელამუშს აკეთებენ მგონი.აბა თქვენც გამიზიარეთ რა შეიძლება ვქნა |
Posted by: disagree 14 Sep 2013, 18:19 |
unicode კვაწარახი გააკეთე, დაადუღე კარგად შესქელებამდე, მიყვარს ლობიოში, ჩაიში ყელის ტკივილის დროს და ისეც კარგია. |
Posted by: LUTA 14 Sep 2013, 20:18 |
ninicool გათალე და ისე გააკეთე . |
Posted by: ninicool 14 Sep 2013, 21:44 | ||
LUTA
კი, მე გათლილი გავაკეთე და მეგონა, ხომ არ შემეშალა მეთქი, თითქოს კარგია და თან რაღაც არ მომწონს. მაყვალი ძალიან კარგი გამომივიდა. |
Posted by: 15steps 15 Sep 2013, 15:49 |
15 კილო პამიდორი მაქვს და მინდა გავაკეთო საწებელი ხომ ვერ დამიწერდით მომზადების წესს? |
Posted by: maknatuna 16 Sep 2013, 02:31 |
rtuli მადლობა :* ................................ |
Posted by: rtuli 16 Sep 2013, 12:17 | ||
15steps
რომელი გინდოდა საწებელი მეგრული თუ ბულგარული წიწაკით? |
Posted by: jadvari 24 Sep 2013, 10:49 |
ადესას რა ხილი შეიძლება შევურიო , რომ კომპოტი უფრო არომატული და გემრიელი გამოვიდეს. მატრო ადესის კომპოტს ჩემს სახლში არავინ სვამს, არც ხილათ ჭამენ არადა ერთი ვედრო მომიტენეს |
Posted by: tavadze 24 Sep 2013, 11:04 | ||
jadvari
კომში, მსხალი - ე.წ ფრანგულა (კიფერი), ვაშლი - სინაფი და ახლა აღმოვაჩინე, რომ თურმე შავ ქლიავთანაც კარგად მიდის. ისე, ეს ყველაფერი შეგიძლია, ერთმანეთშიც აურიო. |
Posted by: jadvari 24 Sep 2013, 11:15 |
დიდი მადლობა. დღეს აუცილებლად გავაკეთებ. |
Posted by: jadvari 26 Sep 2013, 14:21 |
მსხალი და ვაშლი მე თვითონ არ მიყვარს კომპოტებში. ადესას შევურიე კომში და შავი ქლიავი და მოვხუფე. გუშინ ჩემმა მსუნაგებმა ერთი ქილა გახსნეს, მაგრამ ისევ ადესის გემო ჰქონდა და არ მოეწონათ. |
Posted by: qetidolche 1 Oct 2013, 11:54 |
გამარჯობა. გთხოვთ დამეხმაროთ. მალე გამომეხმაურეთ რა. მაქვს პიკულები, ნიახური, კამ , ნიორი, წითელი წიწაკა. მინდა დავამწნილო კიტრი და როგორ გავაკეთო? ხრაშუნა რომ იყოს და ტკბილი არ გამოვიდეს. მირჩიეთ. ახლა წყალში მაქ ჩადებული კიტრი. ასე უპრო ხრაშუნა იქნებაო წავიკითხე სადღაც. |
Posted by: ninavia 1 Oct 2013, 15:57 |
qetidolche ლიმონმჟავა უნდა დაუმატო, ხრაშუნა და მაგარი იქნება. |
Posted by: anon 2 Oct 2013, 00:47 |
გთხოვთ მასწავლოთ როგორ გავაკეთო კომშის მურაბა. |
Posted by: qetidolche 2 Oct 2013, 19:44 |
ninavia მადლობა და როგორ უნდა გავაკეთო ეს ყველაფერი. მარილი რამდენი უნდა ლიტრიან ქილებში რომ მოვათავსო? და კიდევ ძმარი არ უნდა ხომ თუ ლიმონმჟავას გავუკეთებ?და წყალი ადუღებული? |
Posted by: ninoma 2 Oct 2013, 20:16 |
qetidolche მე ხრახნიან ქილებში ვხუფავ და ასე ვაკეთებ. ქილის ძირში ჩააწყეთ პატარა ზომის 1 ცალი დაფნის ფოთოლი, 1-2კბილი(გემოვნებით)ნიორი, მწარე წიწაკა,თითო ღერი ახალი კამა(თუ ახალი არ გაქვთ, ძველი გამოიყენეთ), ნიახური და ოხრახუში,2-3 ალუბლის ფოთოლი,(თუ არ გაქვთ, არაუშავს) შემდეგ ვაწყობ გარეცხილ პიკულ კიტრებს(პატარა ზომის კიტრებს) ვასხავ მდუღარე წყალს(მდუღარე წყალს ვრწყავ და ვიცი რამდენი ლიტრი დავასხი) და ვაჩერებ 10 წუთი. ამასობაში ვიღებ იგივე რაოდენობის წყალს(ცოტა მეტს), ვადუღებ, რომ ადუღდება ვყრი 1ლიტრ წყალზე 2ს.კ.მარილს(თან გემოს ვუსინჯავ, უნდა იყოს ზომაზე ცოტა მეტად მლაშე). 10-წუთის მერე ქილებიდან ვწურავ წყალს და ვაყრი ლიმონმჟავას, ან ვასხავ ძმრის ესენციას(სულ ერთია რომელს გამოიყენებთ). 1 ლიტრიან ქილაზე 1/3 ჩაის კოვზი და ვასხავ მდუღარე მარილწყალს. მაშინვე ვუკეთებ ხრახნიან თავსახურს და ერთი დღით ვფუთავ. 2-3 კვირაში უკვე მზადაა და შეგიძლიათ გახსნათ როცა მოგესურვებათ. |
Posted by: anon 3 Oct 2013, 21:36 |
ბიის მურაბას არავინ აკეთებთ რომ მითხრათ როგორ კეთდება. |
Posted by: tavadze 3 Oct 2013, 21:52 | ||
anon
დასერჩე აქ, იქნება რეცეპტები. |
Posted by: sofi-18 4 Oct 2013, 20:44 |
მწნილებისთვის რომელ მარილს იყენებთ? ვერსად მივაგენი არაიოდიზირებულს. ქვის მარილი მირჩიეს (ჩვეულებრივი შეფუთვით), მასაც აწერია იოდიზირებული, მაგრამ როგორც ამიხსნეს– ძალაინ ცოტა აქვს იოდი, გამომადგება? |
Posted by: Naniko1 6 Oct 2013, 17:23 |
ძალიან გთხოვთ რეცეპტი მომაწოდეთ ქაცვი როგორ შევინახო? უშაქროდ თაფლში. და უკვე იყიდება ბაზარში? |
Posted by: tikusha 27 Nov 2013, 14:05 |
გოგოებო მანდარინის ჯემი როგორ მოვამზადო?? 1 კგ მანდარინზე რამდენი შაქარი უნდა?? |
Posted by: guruliqali 5 Dec 2013, 12:55 |
სტაფილოს ჯემი ძალიან საინტერესო ჯემია, ვერც მიხვდებით თუ სტაფილოა, შეგიძლიათ ახლობლებს გამოაცნობინოთ კიდეც თავდაპირველად და არ უთხრათ, რისი ჯემია... და მოისმენთ საინტერესო ვერსიებს: "გოგრის ჯემი", "ფორთოხლის" და ა. შ.. მეც ასე გამასინჯა თავიდან ჩემმა მეგობარმა და ვერც წარმოვიდგინე რომ სტაფილო იყო. სტაფილოს ჯემი 1 კგ სტაფილო გათალეთ, გარეცხეთ, მსხვილად გახეხეთ სახეხზე ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში (მე ორივენაირად გავაკეთე და გახეხილი უფრო მომეწონა, წვენს ნაკლებს ”უშვებს” და საბოლოოდ ჟელატინისებური მასა გამოდის, თუმცა ცოტა მშრალი გამოდის, გატარებული უფრო "წვნიანია", ქვემოთ ფოტოზე გატარებული ვარიანტია), დოლბანდის პატარა ნაჭერზე მოათავსეთ 8 ცალი მიხაკის მარცვალი და 2 ცალი დარიჩინის ჯოხი (შეგიძლიათ დარიჩინი არ დაამატოთ თუ არ გიყვართ). გამოკარით დოლბანდი პატარა ტომარასავით, ჩააგდეთ სტაფილოს მასაში. დაამატეთ 800 გრამი შაქარი. მოურიეთ და თავდახურული შედგით მაცივარში მთელი ღამით (8-9 სთ). მაცივრის ეტაპის შემდეგ დაუმატეთ 2 მომცრო ზომის ლიმონის წვენი და 2 საშუალო ზომის ფორთოხლის ცედრა. დადგით მაღალ ცეცხლზე ადუღებამდე, შემდეგ მოაცილეთ დოლბანდის ”ტომარა” და გააგრძელეთ შუშვა დაბალ ცეცხლზე 45-50 წთ. ჯემი მზადაა, შეგიძლიათ მოათავსოთ მშრალ ქილებში ხრახნიანი თავსახურით. http://pix.ge/ |
Posted by: აჯღაბუჯღა 23 Dec 2013, 01:52 |
ჩვენ უმ ალუჩას მდუღარეს ვასხამთ და ვხუფავთ, უშაქროდ. საოცარი კომპოტი გამოდის, თუ უშაქრო არ გიყვართ, მერე შაქარს დაამატებთ. მე მჟავე მიყვარს. ცოტას ვატკბობ ძალიან/.... ბებიაჩემს დიაბეტი ჰქონდა, ამიტომ ის ამზადებდა ხოლმე თავისთვის და მართლა მაგარი რამეა, განსაკუთრებით ზამთარში. წელს შემეშინდა ბოტულიზმის და მაინც ავადუღე, რომ გავხსენი. |
Posted by: nia4u 27 May 2014, 01:37 |
მარინადში შაქრის ფხვნილს რა ფუნქცია აქვს? უშაქროდ რომ გავაკეთო გაფუჭდება? მაგალითად კიტრისთვის? |
Posted by: tasikuna-taso 1 Sep 2014, 23:16 | ||
ლეღვს როცა მოვათავსებთ ქვაბში თავსახურიც უნდა დავახუროთ და ასე მოვათავსოთ ღუმელში თუ თავსახურის გარეშე. |
Posted by: his_girl 6 Sep 2014, 15:07 |
გამარჯობათ, გამიგია რომ ზოგი დუხოვკაში აკეთEბს სტერილიზაციას, ვინმეს თუ გაქვთ ამისი გამოცდილება? |
Posted by: _sofa_ 10 Sep 2014, 00:27 |
his_girl მე გავაკეთე შარშან, ოღონდ შეშის ფეჩის და არცერთი ქილა არ გაფუჭებულა, თან აჯაფსანდალი იყო...ისე მაგრად ათუხთუხდა ნუ იტყვი....აქ სვანის მეზობელი ქალი მყავს და იმან მითხრა ჩვენ სულ ასე ვასტერილებთ ხოლმეო და მეც ვცადე..... |
Posted by: italiashka 11 Sep 2014, 22:53 |
გამარჯობა, ხალხო, კეტჩუპის რეცეპტი მჭირდება, კარგად რომ ინახებოდეს მოხუფვის გარეშე. საწებელი არა, კეტჩუპი, სახამებლით და ასე შემდეგ. ნაყიდ კეტჩუპს რომ წააგავს გემოზე, აი ისეთი. დამეხმარეთ რაა |
Posted by: KOMBAT 2 Oct 2014, 20:59 |
ქაცვი უნდა შევინახო და დამეხმარეთ რა ჟოლოსავითაა ? გავატარო ხორცსაკეპში და შაქარი 1:2 ? და 2-3 დრე გავაჩერო სადმე და ამოვურიო ხოლმე ? მომწერეთ რა :3 |
Posted by: positive 7 Oct 2014, 16:40 |
ბოსტნეულის მწნილი რომ კეთდება, სტაფილო, ბულგარული და რაღაცა ამდაგვარები რომ არის ერთად.. მაგის რეცეპტი გაქვთ ვინმეს? |
Posted by: ninoma 8 Oct 2014, 01:29 | ||
positive
http://www.perfectcook.org/index.php/component/yoorecipe/recipe/544-e18393e18390e183ade183a0e18398e1839ae18398-e1839ee1839de1839be18398e18393e18395e183a0e18398e183a1-e1839be183ace1839ce18398e1839ae18398 |
Posted by: positive 8 Oct 2014, 09:57 |
ninoma მადლობა.. ამას ვეძებდი )) <3 |
Posted by: nia4u 2 Nov 2014, 17:13 | ||
KOMBAT
აუ, ახლა ვნახე ეს. გააკეთე უკვე ალბათ... guruliqali წიწაკის კონსერვი ზეთით (ეს რეცეპტი დედაჩემისგან დამრჩა, ისევე როგორც სხვა ყველაფერი კარგი, სასიამოვნო, თბილი და გემრიელი... ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მას მოგონებების გემო უფრო აქვს... მაგრამ სხვებსაც მოსწონთ... ) ინგრედიენტები: სამწნილე წიწაკა-6 კგ. ბულგარული წითელი წიწაკა-1-2 კგ. ნიორი-6 საშუალო ზომის თავი; ნიახური და ოხრახუში-თითო მოზრდილი კონა; ზეთი-4 ჩ.ჭ. (უმჯობესია კახური ზეთი) ძმარი-5 ჩ.ჭ. შაქრის ფხვნილი-1 ჩ.ჭ. მარილი-1 ჩ.ჭ. 10-15 ცალი დაფნის ფოთოლი; მომზადება: წიწაკები გადავარჩიოთ და გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და დავდგათ შესაშრობად. (გასუფთვებაში ვიგულისხმე, რომ ყუნწებთან ზედმეტ რაღაცეებს ვაცლი და თუ არ დამეზარა, შეიძლება, გვერდიდან ჩავჭრა ნაწილობრივ და თესლები ამოვაცალო, რომ სიმწარე მთლად დაკარგოს.) ბულგარულებიც დავჭრათ, თესლები გამოვაცალოთ, გავრეცხოთ, გრძლად დავჭრათ და შევაშროთ. მე ბულგარულს სუფთა ესთეტიკური თვალსაზრისით ვუმატებ, ლამაზია თუმცა არანაკლებ გემრიელი! ასევე დავარჩიოთ მწვანილი და ნიორი. დავჭრათ ყველაფერი. ნიორი შეიძლება გაატაროთ კიდეც, მაგრამ მე დაჭრილი უფრო მომწონს. მოზრდილ ქვაბში ჩავასხათ ზეთი, ძმარი, დავამატოთ დაფნა, შაქარი და მარილი და ავადუღოთ მორევით. ამ სითხეში ნაწილ-ნაწილ (კარგად რომ გაითუთქოს) ჩავყაროთ წიწაკა, გავთუთქოთ ფერის შეცვლა-გაყვითლებამდე, პერიოდულად მოვურიოთ-ხოლმე, ასე 10-15 წუთში ამოვიღოთ ქაფქირით ჯამზე, ასევე ბულგარული, ასევე მწვანილი და ნიორი გავთუთქოთ და ამოვიღოთ ცალ-ცალკე. ეს ყველაფერი ერთადაც შეიძლება რომ ჩაყაროთ გასათუთქად, მაგრამ დიდი მასაა და ძნელი მოსარევია, ამიტომ მე ნაწილ-ნაწილ უფრო მომწონს. ეს ყველაფერი გადავანაწილოთ ქილებში თანაბრად, წვენიც დავასხათ, დავახუროთ სახურავები, გავუკეთოთ სტერილიზაცია 15-20 წუთი და მოვხუფოთ. რჩევები: 1. ხელთათმანებით იმუშავეთ წიწაკასთან; (მახსოვს, პირველად რომ გავაკეთე, ამან რა უნდა მიქნას-მეთქი და ისეთ დღეში ჩავვარდი, მთელი ღამე წყლიან ჯამში მეწყო ხელები facepalm.gif ) 2. ქილები ძალიან არ გაავსოთ, თორემ სტერილიზაციის დროს გადმოდის და ეს ზეთიანი მასა ძალიან სვრის წყალს და ქილებს. დაბოლოს, გემრიელად მიირთვით ზამთრის გრძელ და მოწყენილ საღამოებში! |
Posted by: MasterJC 16 Nov 2014, 21:12 | ||||
ფიქსირ რა შთამბეჭდავად ჟღერს ეგება რძალი ავიყოლიოდ ა გავაკეთოთ ინთერესნო ოჩენ ოჩენ |
Posted by: CortinaDAmpezzo 17 Nov 2014, 14:06 | ||
მწნილები -წითელი კომბოსტოს -ნივრის -ჯონჯოლის მურაბა -თეთრი ბლის -საზამთროს -კაკლის -ბადრიჯნის -პამიდვრის -კომშის (მურაბების უგვირგვინო მეფე) |
Posted by: elchi 18 Nov 2014, 17:23 |
CortinaDAmpezzo ამ შაბათს ვიყავი ფერმერების მარკეტზე. ფორუმზე ვნახე კომშის მურაბის მომზადების წესი და მეთქი ვცდი. თითო კომში 3$ დამიბრეხვეს, მოზრდილებმა 5-ს გადააჭარბა. პ.ს. მაინც გავაკეთებ. უმაგრესი მურაბაა. |
Posted by: CortinaDAmpezzo 18 Nov 2014, 18:38 |
elchi უუფ ნამეტანი ძვირია აქ კილო 2 ლარია არადა კაი მურაბას რა გემო აქვს, რა ფერი, რა ბუკეტი?! მმმმმმმ ადამიანო შენ რა ყველაფერს აკეთებ?! აი საღოლ რა რესფექთ |
Posted by: elchi 18 Nov 2014, 20:25 | ||
გაიხარე. ყველაფერს ვერა, მაგრამ ვცდილობ რაააა. აი, მოვიშორო რაღაც პრობლემები და მერე თონეზე უნდა ვიჩალიჩო. ყველაფერზე ხელი მიმიწვდება, მაგრამ თონის პურზე ფიქრი მკლაამს. 14 წელია ჯონჯოლი და თონის პური მელანდება. |
Posted by: CortinaDAmpezzo 18 Nov 2014, 21:03 |
elchi რავი შენ აქ ფოტოები დადე, ღვინის ქარხანას შეშურდება უუფ კაია, კაი ჯონჯოლი, დედას პური, საფერავი, გუდის ყველი [მოგადინე ეგოისტურად ნერწყვები?!] 14 წელია რაც არ ყოფილხარ აქ?! |
Posted by: elchi 18 Nov 2014, 21:51 |
ბოლოს 2005-ის ფერისცვალებას ვიყავი 55 დღით, მასე მერე ვეღარ. ბოლოდან დავიწყებ. გუდის ყველი მუდმივად მაქვს, თანაც ალვანური. საფერავი ვერა მაგრამ, ჩემს დირბულას გეახლები, თავად ვწურავ და მერე ღვინოდ ვაქცევ. ჯონჯოლი ვეძებე აქ და ვერსად ვიპოვე, მეთქი დავრგავ და გავახარებ, მაგრამ არ არის. თონის პურებზე მოგახსენე. მაინც ჩავდგავ ეზოში თონეს. ახლა კიდევ ერთ სურათს დავდებ. ლეღვის ხე ეზოზე მაქვს, შარშან გამიყინა 3 მეტრის სიმაღლის ხე და წელს მაინც ამოიტანა, ნაყოფიც მოგვცა. კაი მურაბა გამოვიდა. მეორე ქილაში შინდის მურაბაა, სამეზობლოში ერთს ურგია ეზოზე და გარტყმაში არ არის რა უნდა უქნას. მესამეში კიდევ ტყემალია. 5 სხვადასხვა სახეობის ტყემალი ვნახე აქ./რასაც მე დავყეტიალობ ტყე-ღრეში./ ყოველ წელს ვავსებთ მარაგს. რაც შეეხება მწნილებს, კომბოსტოს და წიწაკას ფერმერებთან ვყიდულობ, თავის ნიახურ-ნიორ-ჭარხალიანად. პომიდორი კიდევ ჩემი ბოსტანიდან არის. სხვათაშორის ჭოპორტისაა. ერთხელ თესლი ჩამომიტანეს და მას მერე ვამრავლებ. დამეზარა მარანში გასვლა. მაქვს თეთრი ბლის მურაბა და შავი ბლის კომპოტები, ასევე კაკლის მურაბაც. შუშა კიტრის მწნილი ვერ ვიპოვე, ეტყობა გამოილია. http://www.radikal.ru |
Posted by: tavadze 19 Nov 2014, 03:17 |
ხვავი და ბარაქა შენს ეზო-კარსა და ბეღელ-მარანს, ელჩო! |
Posted by: CortinaDAmpezzo 19 Nov 2014, 13:09 |
elchi არ თქვა ეხლა გუდის ყველიც მე ამომყავსო?! ვაჰ მაგიჟებ რა! დირბულას რა სჯობია, კარგ დაყენებულს. ჯონჯოლის თესლის გამოგზავნა ხო შეიძლება?! თონეს დადგავ კი არა, არ გამიკვირდება შენ შტატის სახელი რო შეაცვლევინო და ლითლ ჯორჯია დაარქვა კაცო, შენ დიდ ტბებთან არ ცხოვრობ?! ლეღვი მანდ როგორ მოდის? უუფ რა ჯობია შინდს, შინდის კერკას არ აკეთებ?! ეხლა ჭოპორტის პამიდორიო!!! აბა რა გითხრა - იხარე, გამრავლდი, დალოცვილი იყავი |
Posted by: jadvari 19 Nov 2014, 16:43 |
მანდარინის მურაბა როგორ გავაკეთო თუ იცით ვინმემ? |
Posted by: nia4u 19 Nov 2014, 17:13 | ||
jadvari
http://vinoge.com/samzareulo/tkbileulinamcxvari/mandarinis-muraba http://vinoge.com/samzareulo/tkbileulinamcxvari/mandarinis-muraba-2 http://www.gemrielia.ge/ge/index.php?option=com_recipes&view=item&id=2022&catid=70&Itemid=181 და ბოლოს, ქერქის გარეშე http://www.perfectcook.org/index.php/component/yoorecipe/recipe/1776-e1839be18390e1839ce18393e18390e183a0e18398e1839ce18398e183a1-e183afe18394e1839be18398 |
Posted by: jadvari 19 Nov 2014, 17:22 |
nia4u ძალიან დიდი მადლობა. ქერქიანი მიყვარს მაგას ვეძებდი. გაიხარე. |
Posted by: elchi 21 Nov 2014, 00:03 |
tavadze გაიხარე ირაკლი. მადლობა ძამა. CortinaDAmpezzo შენც დიდი მადლობა. ყველი ყოველ წელს საქართველოდან ჩამოაქვთ ჩემს "დედიკოს და მამიკოს", ანუ სიდედრ-სიმამრს. მაგის გაკეთებაც არ არის პრობლემა. მაჭიკი, პეპსინი, ნატურალური რძე, რომელიც აქ დიდძალად იშოვება და ჩემი სიმამრის გამოცდილება. 15 წელი რძის პროდუქტების მთავარი ტექნოლოგი იყო რძის კომბინატში. ყველაფერი შესაძლებელია, დროა მთავარი. რაც შეეხება ჩემს ადგილსამყოფელს, "უშუშუს" ჩრდილო-დასავლეთში ვართ, წყნარი ოკეანის სანაპიროსთან, კერძოდ ორეგონის შტატში. |
Posted by: 88888 21 Nov 2014, 16:10 |
tasikuna-taso მე გეტყვი ჩემებურად როგორ კეთდება ლეღვის ჩირი. 100 ცალ ლეღვს უნდა ერთი კგ შაქარი. ჩაალაგებ ქვაბში და ფენა-ფენა აყრი შაქარს. ბოლო დაასხვამ წყალს. იმდენი უნდა, რომ ლეღვი ოდნავ დაიფაროს. ხარშე საშუალო ცეცხლზე, სანამ წყალი არ დაშრება. ბოლოსკენ რჩება მუქი ბლანტი სიროფი, მაქს. 1 ჭიქა. ანუ სულ უნდა დაუშრეს რაა, რაც კი სითხე აქვს. მერე გადმოაპირქვავე თუშფალანგზე(მგონი ასე ჰქვია:დ) რომ ჩამოიწრიტება და გაცივდება, სათითაოდ დადე ხის დაფებზე, გვერდიგვერდ. შრება მზეზე, პერიოდულად უნდა გადააბრუნო. საღამოს შეიტანე, რომ არ დანესტიანდეს. დაახლოებით 20-25 დღე უნდა გამოშრობას. ვიზუალზეც შეატყობ როდის შეიძლება შენახვა. ძალიან გემრიელი, სასიამოვნოდ მბზინავი გამოდის. პ.ს. მთავარია, ხარშვა არ დააკლო. |
Posted by: CortinaDAmpezzo 21 Nov 2014, 16:20 |
ვაჰმეე ჯო, ეს რეებს ყვებიან ლეღვის ჩირზე?! რა ქვაბები, რა შაქრები?! უნდა აიცვას სპეციალურ ხარიხებზე. ჩაიკიდოს თონეში დაბალ ცეცხლზე ამოღების მერე დალაგდეს მზეზე მერე ისევ თონეში მერე უნდა გაბრტყელდეს აი ესაა ლეღვის ჩირი ხინკლის და ამოზელილი ლობიოსი არ იყოს გამასხრდა ყველაფერი |
Posted by: 88888 21 Nov 2014, 16:41 |
CortinaDAmpezzo რა არ მოგეწონათ, პატივცემულო?)) თქვენებური ლერვის ჩირი გამოვა გაფშიკინებული და უგემური. ჩემი კიდე რბილი, ზომიერად ტკბილი და ლამაზია:დ ბჯოს! რა გამილანძღა რეცეპტი?!:დდდ |
Posted by: CortinaDAmpezzo 21 Nov 2014, 19:00 |
88888 რა და ქართული ეროვნული ბრენდის - "ლეღვის ჩირის" უპატივცემულობა. ლეღვის ჩირი მზადდება ისე როგორც აღვწერე, თანაც ითვლება მარტო კახური. თონე სხვაგან არსად არ იცოდნენ. აბა ცადოს ვინმემ და შამპანის ან კონიაკის იქით თავის ნაწარმს დაარქვას ეს სახელები?! თქვენ რეცეპტს ქვია - "გემრიელად დამუშავებული რბილი, ტკბილი ლეღვის ნაყოფი, რომელიც გამიუყურება ლამაზად" და არა "ლეღვის ჩირი" ვაბშე არ ვხუმრობ. |
Posted by: 88888 21 Nov 2014, 19:02 |
CortinaDAmpezzo ოკ. ............................... |
Posted by: CortinaDAmpezzo 21 Nov 2014, 19:04 |
88888 წამოდი ინტელექტ, ცოდნა, ლოგიკაში აცდენ 2 დღეა |
Posted by: jadvari 22 Nov 2014, 17:00 | ||
nia4u
ესეიგი ამ პირველი რეცეპტით მოვხარშე მაგრამ რაღაც არ გამოვიდა ან უღილ მოუვიდა ბევრი ან წყალი იყო ცოტა, მურწბის წვრნი ისე გასქელდა ცხელიც დასაღეჭი გახდა და ციცი ცომ საერტოდ საწუწნი კამფეტივით იყო. ეხლა მეორე რეცეპრი უნდა ვსინჯო იმიტომ რომ კანიანი მოყვარს. მესამე და მეოთხე გაფცქვნილია |
Posted by: nia4u 22 Nov 2014, 18:16 |
jadvari მოკლედ, ვერავის ვეღარ ენდობი, რა!... მეც ქერქიანი მიყვარს და მინდა გაკეთება... ამ დღეებში ვაპირებდი... ლიმონი დაუმატე და მაინც ეგრე გასქელდა? * * * jadvari ახლა გადავხედე მაგ ორ რეცეპტს კიდევ ერთხელ. და მგონია, რომ ორივეში წყალია ცოტა და შაქარი ბევრი. მეორე რეცეპტში უფრო ცოტა წყალია მითითებული. მერე ეს გადავიკითხე http://www.gemrielia.ge/ge/index.php?option=com_recipes&view=item&id=2022&catid=70&Itemid=181 ამ ლინკზე ქვემოთ კომენტარებში ვიღაც ქეთი ჩიქოვანს უწერია კანიანის რეცეპტი და ნახე, აბა, სხვა პროპორციებია და მგონი, უკეთესია. |
Posted by: აჯღაბუჯღა 13 Dec 2014, 18:21 |
ბროკოლის მწნილი გაგიკეთებიათ ვინმეს? ან თუ გაგიგიათ მაინც? დღეს მომივიდა ეს გენიალური იდეა და იმედია არ მოვიწამლები ))) |
Posted by: forumeli007 16 Dec 2014, 10:06 |
კომბოსტოს მწნილი დამიმწარდა! არანაირი წიწაკა არ მიქნია, არც ნიორი, არ უყვართ ოჯახობას, აღსანიშნავი ის არის, რომ 4 ქილიდან 2 ქილა არ ყოფილა მწარე, 2 კი საშინელებაა... ვერ ვხვდები რატომ გამწარდა, თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა გტხოვთ გამომეხმაურეთ, უბრალოდ ვერ ვხვდები ერთი და იგივე კომბოსტოდან გაკეთებული 2 ქილა რატომ იყო კარგი და 2 საშინლად მწარე.... |
Posted by: nia4u 1 Apr 2015, 22:01 |
_sofa_ სოფო, ჯონჯოლის გაკეთება მინდა წელს, ოღონდ მოხუფულის და თუ აკეთებ შენ, როცა მოიცლი, იქნებ შენი ვარიანტი დამიწერო... თუ მოხუფულს არ აკეთებ, როგორც აკეთებ ის რეცეპტი დამიწერე, რა პ.ს ჯონჯოლი რომ ანჯელინა ჯოლის ძმა იყო, იცოდით თქვენ? |
Posted by: _sofa_ 2 Apr 2015, 11:13 |
nia4u ჯერ დუღარე წყალში ჩაყრი გადარჩეულ ჯონჯოლს, ბებია ამბობდა ეს აუცილებელიაო, რაღაც შხამუკები ქონია და უნდა გამოიდევნოს........როცა წყალი შეგრილდება საწურზე დაწრიტავ, მერე ჩატენი კარგად ქილაში, ჩააყოლებ დაფნის ფოთოლს და ხმელ წიწაკას...დაასხავ მარილ-წყალს, წყალი ჩვეულებრივი ცივი და მარილი 1 ლიტრაზე 1 ს. კ......მერე აღარ ვასტერილებ ხოლმე, იმიტომ რომ რბილდება ჯონჯოლი, უბრალოდ პლასმასის თავსახურავი დაახურე და შეინახე.......აი ასეა გენაცვალე..... |
Posted by: nia4u 2 Apr 2015, 13:45 |
_sofa_ შარშან გავაკეთე და ჯერ წყალი დააკლდა ქილაში. ჩავამატე და მერე - გადმოვიდა... მერე თავი გაუშავდა და გადავყარე რაც გაშავებული იყო, რა თქმა უნდა... მოკლედ, დავიტანჯე, რა! ჰოდა, ვიფიქრე, მოვხუფავ-მეთქი, ბაზარში რომ ყიდიან სამლიტრიანებით, მასე... მაგრამ ვერ ვნახე წესი, როგორ გავაკეთო... მე არ დამიმდუღრია, არც დაფნა და წიწაკა ჩამიყოლებია, მარტო ჯონჯოლი და მარილწყალი... წელს შენს რეცეპტს ვცდი |
Posted by: _sofa_ 2 Apr 2015, 18:00 |
ლომიძის წიგნში წერია... გარეცხეთ ცივი წყლით, მერე გავწუროთ და ქილაში ან კასრში ჩაყარე+მარილი და ესე ფენა-ფენაო....კარგად უნდა ჩატენო, ანუ დაპრესო....ავავსოთ ბოლომდე და თავზე დავაფაროთ ალუბლის ფოთლებიო, მოვუკრათ თავი და დავდგათ გრილ ადგილზე, ერთი კვირის მერე ვნახოტ და თუ აკლია ქილას დავამატოტ ჯონჯოლი, მოვაყაროთ მარილი, მოვუკრათ ისევ თავი და შევინახოთო...... ჯონჯოლი არ იყიდო გაშლილი თუ არა ყველა ვარიანტში მოგირბილდება, გაუშლელი კოკრები უნდა იყოს.....მე ამ წიგნიდან რაც არ უნდა გავაკეთო ყველაფერი გემრიელი და უპრეტენზიო გამოდის, ასე რომ შეიძლება ცოტა ესეც ცადო.....მე მინდა ერტ ქილას ამასაც გავაკეთებ და თუ არ ცდი გაგიზიარებთ მერე შედეგს........ |
Posted by: nia4u 2 Apr 2015, 18:16 | ||||
_sofa_
ნახევარი ზუსტად მაგ წიგნიდან გავაკეთე... მეორე ნახევარი - აქ ვნახე აუაუ-ს რეცეპტი და იმით...
ეზოში მიდგას აგარაკზე და კოკრებს ვერ ჩავუსწარი, შეიძლება მაგის ბრალი იყო... |
Posted by: tavadze 3 Apr 2015, 13:12 | ||||
_sofa_
სოფა, ჩვენები ამას ეგრევე იღებენ, ანუ ჩადებენ თუ არა, მაშინვე ამოიღებენ - ასე მწნილი უფრო ქათქათა და ქარვისფერი გამოვა, თორემ თუ გააჩერე, მერე გაშავდებაო. თან, მე არ გამიკეთებია, მაგრამ ჩვენებიც მასე ტენიან ანუ პრესავენ ჯონჯოლს. ფენა-ფენად აწყობენ, ერთ ფენას აყრიან მარილს, მერე - მეორეს, ისევ დაპრესსავენ და ასე შემდეგ, სანამ ქილა არ აივსება. მარილწყალს უშვებიან ბოლოს, რომ მოივსოს ქილა. დაფნა მეც არ მახსოვს. nia4u
თავი უშავდება მაშინ, როცა წყალი ჩაუშრება. მამიდაჩემი პერიოდულად ამატებს ხოლმე, მაგრამ ვხუფავ და დასვენებული ვარ. ალუბლის ფოთლები მართლა უხდება - ამაგრებს მწნილს. ახლაა დასაკრეფი ჩემი ჯონჯოლი და მეზობლებს ვეხვეწები აქედან, ჯერ ვერ მივდივარ. აღდგომას წავლა და, იმედია, მაშინაც იქნება მოსაკრეფი. |
Posted by: nia4u 3 Apr 2015, 14:14 | ||||
tavadze
მოყევი, აბა როგორ აკეთებ და როგორ ხუფავ
ჩემთან ჯონჯოლი რომ დასაკრეფია, ალუბალს ფოთლები ჯერ არ აქვს-ხოლმე... კიტრის და ყაბაყის მწნილს კი ვაყოლებ |
Posted by: jadvari 3 Apr 2015, 16:00 |
თბილისში სადმე შეიძლება ნედლი ჯონჯოლის ყიდვა რომ სახლში მე თვითონ დავამწნილო? |
Posted by: tavadze 3 Apr 2015, 23:33 | ||||
jadvari
არსად მინახავს... nia4u
დამწნილება ისევ ისე, როგორც დავწერეთ - მეც და სოფამაც. რამდენიმე დღის მერე დავახუფინე ანუ ეგრევე არ მომიხუფია. ხრახნიანი 3-ლიტრიანი ქილებიც კარგია მაგისთვის. |
Posted by: გიო777 8 Apr 2015, 22:22 |
არასდროს მყიდულობდნე, არადა თვალები მრჩებოდა |
Posted by: ninicool 8 Apr 2015, 23:39 | ||||
გიო777
ვაშლის პიურე მეიდ ინ გორი |
Posted by: nia4u 10 Apr 2015, 13:50 | ||
გიო777
აუ, არც მე მყიდულობდნენ სად იპოვე ეს სურათი? |
Posted by: გიო777 14 Apr 2015, 13:45 |
ტარხუნის ლიმონათი? (ამოგაგდეთ თემიდან) |
Posted by: nia4u 14 Apr 2015, 15:21 | ||
ამის გარდა არაფერს ვსვამდი, ჯერ მარტო ფერის გამო |
Posted by: kosheen 20 Apr 2015, 12:31 |
კივის ჯემი მინდა გავაკეთო, მაგრამ ყველა რეცეპტი არის 1 კილო კივზე 1 კილო შაქარი, რაც არ მაწყობს, ძაან შაქრიანი და ტკბილი არ მინდა, თავისი სიმჟავე მინდა შერჩეს. ამიტომ რა შეიძლება გავუკეთო ძაან რო არ დავატკბილო? ჟელატინი რომ შევუტიო და ვთქვათ 1 კილო კივს 0,5 კილო შაქარი რომ გავუკეთო და ჯემი მაცივარში შევინახო რამდენ ხანში გაფუჭდება? ჰერმეტულად რომ მოვხუფო და რამე წამალი შევურიო რომ არ გაფუჭდეს, მოსულა? თუ რა ვქნა? |
Posted by: nia4u 21 Apr 2015, 13:48 |
kosheen http://povar.ru/recipes/varene_iz_kivi_bez_sahara-20987.html http://nnm.me/blogs/Ritamargot/izumrudnoe_varene_iz_kivi/ აბა, ნახე ეს ლინკები. პირველი უშაქროა და მეორე - ცოტა შაქრით |
Posted by: kosheen 26 Apr 2015, 18:58 |
nia4u მადლობა ) |
Posted by: erer 8 May 2015, 21:55 |
ძალიან გთხოვთ მასწავლეთ, ახალი მწვანე ტყემლის საწებელი შესაძლებელია რომ ზამთრისთვის შეინახო? თუ კი, როგორ? ვისაც ვკითხე, მარტო მწიფე ტყემლისგან მოხარშული ინახებაო, მწვანეს ვერ შეინახავო და მართლა ასეა? აბა, მარკეტებში რომ იყიდება მწვანეც? დიდი მადლობა წინასწარ! |
Posted by: nia4u 11 May 2015, 13:05 | ||
erer
მწვანე ფერი გაინტერესებს თუ ახალი ტყემლის გემო? ახალი მწვანე ტყემალი ცოტა შეიძლება შეინახო მაცივარში, ამბობენ, რომ დიდხანს არ ინახებაო... ფერს რაც შეეხება, მწვანე თუ გინდა, ტყემალი კურკას რომ გაიმაგრებს, დამსხვილდება და მწიფობისკენ წავა, ოღონდ, ჯერ ისევ მწვანეა, მაშინ უნდა გააკეთო. |
Posted by: erer 12 May 2015, 15:00 | ||
nia4u
ეს მაინტერესებდა. მადლობთ გამოხმაურებისთვის! |
Posted by: lebidor 13 May 2015, 22:28 |
გამარჯობათ, ინტერნეტში ვერ მოვიძიე ინფო, განსაკუთრებით ქართულად და ხომ ვერ მეტყვით ზეთისხილი როგორ მჟავდება? მწვანე ვარიანტიც მაინტერესებს და შავიც. მადლობა წინასწარ |
Posted by: murzayani 2 Jun 2015, 17:32 |
მარწყვი კომპოტო და მარწყვის მურაბა როგორ კეთდება? |
Posted by: PC_AMD 20 Sep 2015, 13:32 | ||
წიწაკის მწნილის რეცეპტი გაქვთ ვინმეს? ადრე ბებიაჩემს ასწავლეს უნდა მოთუქთო წიწაკაო და რო მოთუთქეს დარბილდა ძააან დამპალივით გახდა და მოთუთქვა უნდა თუ იცით? * * * frontushka
ადრე წინაზე გამიკეთა ახლობელმა, სოფელშ ტყიდან დავკრიფე შინდი, აი ტყისას განსაკუთრებული არომატი აქვს, ბაზარში რომ იყიდება ისინი ვერაა მაასეთი კარგები... დარა მაინტერესებს იცით, შარშან რო გავაკეთეთ ცოცხლად შაქრით ცოტა ტკბილი მეჩვენა, არადა დილით კარაქზე გადასმული უგემრიელესია, და წინა წელზე ახლობელმა მომცა ჯემის ვარიანტში მინდა იყოს, ცოტა სქელი და ეგეთი ვარიანტი როგორ კეთდება? დედაჩემი მიმტკიცებს შაქარი რომ დააკლო არ შეილებაო შაქარი ინახავსო |
Posted by: tavadze 21 Sep 2015, 10:37 | ||||
PC_AMD
აქ უამრავი რეცეპტია წიწაკის მწნილებისა და კარგებიც - დასერჩე. თუ ვერ იპოვი,მერე ჩაგიგდებ ამოწერილებს, მაგრამ შრიფტი ვერ გადამყავს და ამიტომ ვერიდები მოთუთქვა ნამდვილად უნდა (თუმცა იქნებ ვინმე ისეც აკეთებს, არ ვიცი), ოღონდ არ უნდა ჩაგეხარშოს.
შაქარი მართლაც ინახავს, მაგრამ სუუუულ ცოტას დაკლებაც შეიძლება. * * * აჰა, ნინომას რეცეპტი ახლავე გიპოვე: https://forum.ge/?showtopic=33697964&f=&st=495entry15994332 წინა გვერდზე თუ გადახვალ, მაცაცოს უწერია კიდევ რეცეპტი, ანატორელს წერს. მიმდებარე გვერდებს გადახედე და ბევრი რეცეპტია მანდ... |
Posted by: Gadareulli_uzomod 2 Oct 2015, 17:30 |
---------------------------------------------------------------------------------------- |
Posted by: tatariani 3 Oct 2015, 14:34 |
მოკლედ მეგობრებო პატარა არვიცი შეცდომაა ჩვენი თუ რისია ვერ გავიგე, მოკლედ ვიყიდეთ ყვითელი წიწაკა ბაზარში სამწნილე, და რომ მოვიტანეთ დილით გავშალეთ სახლში დაახლოებით 2-3 დღე, დედაჩემმა თქვა უნდა გაშლაო. მერე უცებ სოფელში მოგვიწია წასვლა დაა ჩამოვედით მეორე დღეს, წიწაკები რამდენიმე ცალი დალპობისკენ წავიდა, დანარჩენები საღად იყო შენახული და დედაჩემმა მეტად აღარ გავაჩერებ და ჩავდებ დღესვეო გარეცხა მარილწყალი გააკეთა, ძირები შეუჭრა ჩავაწყვეთ ფენა-ფენა. ჩავდეთ ყველაფერი დიდ ქვაბში, მწვანილებიანად სიმინდის ფუჩეჩით ისე ასე ყველაფრიანად, დავადეთ თავზე ქვებიც.ერთი 6 დღის წინ გავაკეთეთ.დღეს შევხდეთ დილას, და ზედა ნაწილს გაუჩნდა, პატარა თეთრი მატლები, და ზედა ნაწილი წიწაკებისა დამჩვარული და ეხლა ვცილოდბთ ზედა ნაწილი მოვაშოროთ, რისი ბრალია ვერ გავიგეთ? ვინმეს ხომ არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა... |
Posted by: nia4u 18 Oct 2015, 14:20 | ||||
WP-Rex
აი, ამ აჯიკის თუ სალათის თუ საწებლის ჩემი ვარიანტი, რომელიც გაცილებით უფრო მარტივი გასაკეთებელია ვგულისხმობ იმას, რომ არც ცეცხლზე მომზადება უნდა და არც დიდი დრო. ინგრედიენტები: ტყემლის საწებელი - 1 ლიტრი; ტომატის პასტა - 1 ლიტრი; სტაფილო - 1 კგ. წითელი მწარე წიწაკა - 1 კგ. (უფრო უმჯობესია გემოვნებით ) წითელი ბულგარული წიწაკა - 1 კგ. ნიორი - 400 გრ. უცხო სუნელი - 1 ჩ.ჭ. ქინძი (მწვანე) - 0,5 კგ. ძმარი - 1 ლიტრი; მარილი - გემოვნებით; მომზადება: ყველაფერი გავრეცხოთ და გავარჩიოთ, წიწაკებს თესლები გამოვაცალოთ და ყველაფერი მანქანაში გავატაროთ. დავამატოთ დანარჩენი ინგრედიენტები, კარგად ავურიოთ, მშრალ ქილებში გადავიტანოთ. არც მოდუღება უნდა, არც სტერილიზაცია, არც მოხუფვა და არც ასპირინი, ინახება გრილ ადგილას. გემრიელად მიირთვით |
Posted by: ninoma 21 Oct 2015, 11:34 |
nia4u ტყემლის საწებელი შეზავებულია საჭირო? უცხო სუნელი 1 ჩ ჭ დაახლოებით რამდენი გრამია? |
Posted by: nia4u 24 Oct 2015, 21:45 | ||
ninoma
კი ანუ გამზადებული, რასაც ინახავ, გინდა სახლში მომზადებული, გინდა ნაყიდი... უცხო სუნელი 1 ჩ.ჭ. ალბათ 200-250 გრამი იქნება, შეიზლებ ნაკლები, მსუბუქია შაქართან შედარებით... არ ვიცი ზუსტად... |
Posted by: Sophuka 17 Nov 2015, 13:15 |
მაქვს მწვანე ბულგარული წიწაკა , ამდენის ჭამას ვერ მოვერევით და შესანახად როგორ გავაკეთო ? |
Posted by: ninoma 18 Nov 2015, 01:03 | ||
nia4u მადლობა. Sophuka
ლეჩო გააკეთე http://www.perfectcook.org/index.php/recipe/482-e1839ae18394e183a9e1839d-hungarian-lecho |
Posted by: PC_AMD 30 Dec 2015, 17:38 | ||
samomee
წელს მეც გავაკეთებინე დედაჩემს პირველას სულ ეშინოდა მოხუფული საზამთროდ შენახული კიტრისა, ბოტულიზმზე მეც მსმენია ცუდი რაღაცეები და დღეს გავხსენით პირველად, თავი არც ამობურცულია და არც არაფერი უბრალოდ კიტრი არაა ხრამუნა ცოტა დარბილებულია და არ წავა? საშიშია რამე? |
Posted by: avgusta 30 Dec 2015, 18:16 |
წელს ჩვენთან ყველა "გადაირია" კეჩუპზე პომოდორი და ვაშლით რომ მზადდება... |
Posted by: დოლორეს 30 Dec 2015, 19:43 |
avgusta შენი რეცეპტი როგორია? დედამ გააკეთა წლების წინ ვაშლით და მაშინაც გადაირია ხალხი. რატო დაგვეკარგე განყოფილებიდან, ლაბარნა მ ხომ არ შეგაშინა? |
Posted by: avgusta 31 Dec 2015, 00:06 |
დოლორეს ვაშლი ,პამიდორი ,სუნელები,ნიორი დაბლენდერებული ..კრახმალის გარეშე შაქრით ... კიარ შემაშინა ფბ დამიმატა .... ოღონდ ჯერ არ მქონია დისკუსიები ... |
Posted by: დოლორეს 31 Dec 2015, 00:26 | ||||
avgusta
ეს რას ნიშნავს?
მაგ მიზეზით ნუ მიგვატოვებ,იქაც საინტერესო პოსტებს წერდი. |
Posted by: avgusta 31 Dec 2015, 00:56 |
დოლორეს მეგონა იცოდი" პეტჩუპის მასალებზე "და იმიტომ დავწერე კრახმალის გარეშე თქო ზოგი ურევს ჩვენ არა და მაინც კაი სისქის გამოვიდა.. შაქარი ისედაც უნდა .. თუმცა უმისოდ უფრო სასარგებლოა ალბათ .. ტყემალშიც ზოგი იმდენს ყრის "პავიდლოსავითაა" რააზრი აქვს იქ შესვლას თანამოაზრეები არიან უმეტესობა და ...... |
Posted by: დოლორეს 31 Dec 2015, 01:05 |
avgusta დედამ მოამზადა და არა მე.კრახმალი,იგივე სახამებელი ცალკე პროდუქტია,შაქართან ვერ დავაკავშირე.და სახამებელი ზუსტად ვიცი არ დაუმატებია დედაჩემს.შაქარი კი დაამატა.ტყემალს არ ვუკეთებ მე შაქარს,მით უმეტეს სახამებელს.ქარხნულად დამზადებულს თითქმის ყველაფერს სახამებელი აქვს და ვთვლი,რომ არაა საჭირო. |
Posted by: avgusta 31 Dec 2015, 10:05 |
დოლორეს ძალიან ძალიან გემრიელია კარტოფილსაც უხდება და ქათამსაც .. ქარხნული არც მჟავე კიტრი მომწონს მოტკბო გემო რომაქვს ... ტყემლით ჯემსაც კი აკეთებდა ბებია ... ნატურალური წვენიც " სახლის "მირჩევნა ქაცვი და მალინა,სმაროდინა .....♡♡♡ |
Posted by: nia4u 13 Apr 2016, 19:56 |
ახლა ჯონჯოლის სეზონია, ყვავის და და შეგიძლიათ დაამწნილოთ დიდი ხანი ვეძებდი ჯონჯოლის დამწნილების კარგ რეცეპტს და რამდენიმე წელი ვიწვალე, მაგრამ საბოლოოდ ვისწავლე და ამ ხერხს თქვენც გაგიზიარებთ შეიძლება ვინმეს გამოადგეს... დავკრიფოთ ახლადაყვავებული, ნახევრად გაუშლელი ჯონჯოლი. უფრო გაყვავებულიც შეიძლება, უბრალოდ, ყვავილები სცვივა-ხოლმე გავშალოთ ერთი-ორი დღე მაგიდაზე (ან რამე მსგავსზე), გადავარჩიოთ, მოვაცილოთ ფოთლები და ზედმეტი ღეროები. მესამე დღეს გავრეცხოთ ცივ წყალში. ბევრი რეცხვა არ უნდა, უბრალოდ ერთი-ორჯერ ამოვავლოთ და დავყაროთ თუშფალანგზე, ვიდრე მარილწყალს მოვამზადებთ: ჩვეულებრივ ონკანის ცივ წყალში შევურიოთ მარილი და ძმარი. 1 ლიტრ წყალზე ერთი სუფრის კოვზი მარილი(ძალიან სავსე არ უნდა) და ერთი სუფრის კოვზი ძმარი. კარგად მოვურიოთ, რომ მარილი ბოლომდე გაიხსნას. გემოთი ძალიან მლაშე არ უნდა იყოს. ექვს ლიტრიან ქილაზე დაახლოებით 5 ლიტრი მარილწყალი დამჭირდა. სუფთა ქილებში გადავანაწილოთ ჯონჯოლი, არც ძალიან ჩატენოთ და არც ძალიან გაავსოთ, დაახლოებით ნახევრამდე, რადგან სტერილიზაციის დროს ზემოთ ამოდის და ქილიდან გადმოვა. დავასხათ მარილწყალი, ოღონდ ძალიან არ გაავსოთ, იგივე მიზეზით. დავახუროთ სახურავები (მე ხრახნიან ლიტრიან ქილებში ვაკეთებ) და გავუკეთოთ სტერილიზაცია ადუღებიდან 15-20 წუთი,ისე რომ ჯონჯოლმა ფერი უნდა შეიცვალოს. შემდეგ მოვხუფოთ და დავდგათ თავდაყირა გაციებამდე. ინახება მთელი წელი კარგ ფერზე და კარგ გემოზე. არანაირი ასპირინი და სხვა საშუალებები არ სჭირდება. თუ რამე დაგაინტერესებთ კიდევ, მზად ვარ გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება |
Posted by: avgusta 14 Apr 2016, 00:20 |
nia4u იმდენი "წვალება" უნდა მხოლოდ ჭამა თუ დაგვაინტერესებს ; ) |
Posted by: Hobart 14 Apr 2016, 09:51 |
avgusta არადა საერთოდ არუნდა წვალება nia4u შაქარი არუნდა? ცეცხლზე დადგმაც არუნდა? |
Posted by: avgusta 14 Apr 2016, 11:08 |
Hobart აბა როგორ გავარჩიოთ ჯოჯოლის და აკაციის მწნილიიი ..??? |
Posted by: Hobart 14 Apr 2016, 11:45 |
avgusta აკაცია ხეა , ჯონჯოლი ბუჩქი |
Posted by: avgusta 14 Apr 2016, 11:57 |
Hobart ყოოოჩააღ ))))) უკვე დამჟავებული როდესაცაა ..?? |
Posted by: nia4u 14 Apr 2016, 12:35 | ||||||
Hobart
შაქარი არ უნდა, მაგრამ სტერილიზაცია ცეცხლზე დადგმის გარეშე არ გამოვა ... avgusta
დამიჯერე, ძალიან ზარმაცი და საქმისგაადვილებისმოყვარული ადამიანი ვარ სხვა დიასახლისურ საქმეებთან შედარებით ძალიან ადვილია
ჯერ ჯონჯოლის ყვავილისა და აკაციის ყვავილის და მათი სურნელის გარჩევა უნდა ვისწავლოთ |
Posted by: avgusta 14 Apr 2016, 15:25 |
nia4u ზარმაცობის არგეტყობა ...: )) დამჟავებულის გარჩევა რთულია .. |
Posted by: nia4u 14 Apr 2016, 15:43 | ||||
avgusta
ცოცხალ ჯონჯოლს და დამჟავებულს აქვს ერთნაირი არომატი, ასე რომ, თუ ცოცხალი ჯონჯოლის სუნი იცი, დამჟავებულზეც მიხვდები
მადლობა, მაგრამ შორიდან მასე ჩანს |
Posted by: avgusta 14 Apr 2016, 15:59 |
nia4u ჯონჯოლს ყველაზე ლამაზი ყვავილი ქონია თურმე .. მოკრეფა ზოგ ადგილას ძნელია ზოგან ყვავილივით დარგულია და კრიფავენ იოლად .. რაც მთავარია ძალიან სასარგებლოა, უფრო კაი იქნებოდა აკაცია არმოეფიქრათ გასაყიდად ჯონჯოლის მაგივრად .. |
Posted by: nia4u 14 Apr 2016, 19:49 | ||||||
avgusta
სამწუხაროდ, უკვე დავაკონსერვე, თორემ სურათს გადავუღებდი... თეთრი, ვარდისფრად შეფერილი ყვავილების მტევნებია... <3
მე მაქვს ეზოში, ორი, დაახლოებით ჩემი სიმაღლის ბუჩქი, ადვილად ვკრეფ, ტყეში ძნელია...
ეჰ, ქართველები რას არ მოიფიქრებენ... ისე, ჯონჯოლად რომ ასაღებენ, თორემ აკაციის ყვავილიც არ იქნება მთლად უსარგებლო... |
Posted by: elchi 29 Apr 2016, 04:09 |
nia4u ზუსტად მასე აკეთებს დედაჩემი. ორი რამ მენატრებოდა, ერთი იყო და არის თონის პური და მეორე ჯონჯოლის მწნილი. დედამ გამომიგზავნა სამ ლიტრიანი ქილით და ერთი კვირა ჯონჯოლის მწნილს გეახლებოდით დღეში სამჯერ. ზეითუნის ზეთი, წითელი ხახვი და ცხელი პური. გადავაქოთე აქაურობა და ვიპოვე ჯონჯოლის მრავალსახეობები, ესენი დეკორატიულ მცენარებად იყენებენ ბაღებში. დავუშვი მაგ რეცეპტით და "ემოვისუნთქე პაწა". მაგარი რამე გამოვიდა. თონის გაკეთება მინდა, ერთმა ფორუმელმა ძალიან მაგარი რეკომენდაციები მომცა, არ მინდა შემეშალოს მისი ნიკი, ლევანი ჰქვია, ზუსტად ჩამომიყალიბა თუ როგორ უნდა გაკეთდეს თონე. არ ვიცი როდის, მაგრამ მაინც გავაკეთებ როცა იქნება. |
Posted by: nia4u 29 Apr 2016, 09:21 | ||
elchi
იმდენი ვიწვალე სანამ ამ რეცეპტს ვიპოვიდი და ვისწავლიდი, სულ მიშავდებოდა და მიფუჭდებოდა აკაცია არ ხარობს მანდ? აქ ბაზრებში უმეტესად აკაციის ყვავილს ყიდიანო ჯონჯოლის ნაცვლად... მეც ძალიან მიყვარს <3 სამი დღის წინ კიდევ ჩამოვიტანე იმერეთიდან 4 კილო, ჭერათხევზე გვიან გაყვავდა... და ახლა დავადგი სასტერილიზაციოდ ბოლო პარტია... წუხელ მთელი ღამე ჯონ ჯოლი მესიზმრებოდა, ანჯელინას ძმა |
Posted by: elchi 29 Apr 2016, 10:39 |
არის აკაციაც, მაგრამ მისი ყვავილები მოტკბოა და ვამჯობინებ ნაღდი ჯონჯოლისგან გავაკეთო მწნილი. ასევე ვაკეთებ მწვანე პომიდორის და წითელი კომბოსტოს მწნილებსაც. ვისაც გავასინჯე ამოზელილ ლობიოსთან ერთად, პირღია დავტოვე. ლობიოს ჩემებურად ვაკეთებ, ნიგოზით და ლორით, მხეცი რამე გამომდის. ჰო, ჯონჯოლი ლათინურად არის STAPHILEA BOLANDERI, ასევე SIERRA BLADDERNUT-საც უძახიან. მეც მაქვს ერთი ბუჩქი და სამეზობლოში თითქმის ყველა მეორეს ურგია ეზოზე. დაკრეფვის ექსკლუზივი მოპოვებული მაქვს, მაგრა ვევასები მეზობლებს, სამაგიეროდ თევზი გამოულევად აქვთ ჩემგან. არ ვიცოდი თავიდან თუ ჯონჯოლის სახეობა იყო და გაყურსული ვნატრობდი. |
Posted by: nia4u 29 Apr 2016, 10:52 | ||
elchi
მწნილი არ გაასინჯო, თორემ შენ აღარ გარგუნებენ |
Posted by: elchi 29 Apr 2016, 12:11 |
nia4u არ ვიცი, შეიძლება არ უნდა ვამბობდე. ჩვენი ქართლისა არ იყვეს, გადაძეძგილია აქაურობა ხილით და ბოსტნეულით. სოკოს ვერა ვცნობ ვერაფრით და მაგაზე ვიშლები ბოლომდე. ენციკლოპედიის 33-ივე ტომი დამაზეპირებინა ბიცოლაჩემმა და სოკოს ცნობა ვერ ვისწავლე. არის რომ რაღაცაში აუცილებლად უნდა გაჭედო ადამიანმა. მაქვს "გაჩერებები" და ვაღიარებ. თუ რაიმეს გავურიკინე და მესმის ის საგანი, მერე ვერაფერი გამაჩერებს. მეზობელს ხეჭეჭურის მსხალი უდგია ეზოზე, უშველებელია ეს ხე. იმდენს ისხავს ყოველწლიურად, ვერ აწონი. მეორეა და გულაბი მსხალი აქვს აშოტილი ტყეში, წარმოიდგინე და ღოღნაშოს ნერგებით სადღაც ერთი ჰექტარი ტყე აქვს. გარტყმაში არაა რა აქვს. ფუტკარი და კრაზანა გაგლეჯილი მთვრალები დაფრინავენ ამ ხილების სიტკბოს შემდეგ. თხილს და კაკალს, ვაშლს და ბალ-ალუბალს დაკავებული აქვთ ვარგისიანი ტერიტორიები. საზამთრო-ნესვი-პომიდორი-შუშა კიტრი ბადრიჯანი და ა.შ. ხუთი სახეობის ტყემალი მაქვს მოპოვებული დღემდე და ორი სახეობის ალუჩა. გუშინ მოვუტანე უმცროსს ალუჩა და კისერზე მეკიდა ნახევარი დღე. გენეტიკა თავისას შვება. 4 წლის იყო როცა ჩამოვიყვანე, შევუწვი კარტოფილი და არ აკარებს პირს. ტყემალი სად არისო? "მოვიხოდე" მაშინვე და გადავწყვიტე ამხელა "დანაშაულის" შემდეგ, პატარა საქართველო აქაც მქონოდა. ხმამაღლა მაღრიალა, მე პატარა ქართველი ვარ და რატომ უნდა ვიცხოვრო აქო? გადამიყვანა ჭკუიდან და შეუძლებელი გამაკეთებინა. |
Posted by: nia4u 26 May 2016, 23:10 | ||
88888
მარწყვის მურაბა ინგრედიენტები: 1 კგ. მარწყვი; 1 კგ. შაქრის ფხვნილი; 2 ს.კ. კონიაკი (აუცილებელი არ არის) მომზადება: გადარჩეული და გარეცხილი მარწყვი და შაქარი ფენა-ფენა ჩავყაროთ სამურაბე ჭურჭელში, (მომინანქრებულ ანუ ემალის ჯამში ან ქვაბში) ზემოდან, სურვილისამებრ, მოვასხუროთ კონიაკი. დავდგათ რამდენიმე საათი, ვიდრე წვენს არ გამოუშვებს. შეგვიძლია ღამით დავდგათ და დილით დავიწყოთ ხარშვა. მოკლედ, წვენს რომ გამოუშვებს კარგად, დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვადუღოთ. პერიოდულად მოვურიოთ ფრთხილად, რომ მარწყვები არ დაზიანდეს და ქაფი მოვხადოთ. ვხარშოთ მომზადებამდე. მურაბის მზაობა შემდეგნაირად შეგიძლიათ გავიგოთ: უნდა შეიცვალოს ფერი, უნდა შესქელდეს წვენი. თეფშზე დავასხათ ერთი სუფრის კოვზი მურაბის წვენი, დაველოდოთ გაციებას და შუაში კოვზით ხაზი გავაკეთოთ. თუ მურაბის წვენი არ დაიწყებს შეერთებას, ესე იგი მზად არის. მომზადებული მურაბა ცხელცხელი ჩავასხათ სუფთა მშრალ ქილებში, დავახუროთ სახურავი და შევინახოთ გრილ ადგილას. |
Posted by: tavadze 27 May 2016, 02:35 | ||||||||||||
avgusta
მე ყველანაირი ხილიდან ვაკეთებდი ნატურალურ წვენს. მოკლედ, ნებისმიერი ხილი დაჭერით (შეგიძლია, სხვადასხვა სახეობები აურიოთ ერთმანეთში), ჩაყარეთ ქვაბში და დაასხით იმდენი წყალი, რომ ამ მასას თავზე მოადგეს, დადგით ცეცხლზე და ადუღეთ. კარგად რომ წადუღდება, გადმოწურეთ წვენი ცალკე, ან უმჯობესია, საწურზე გადმოიღოთ მთელი ეს მასა და აცალეთ, რომ კარგად ჩაიწუროს ქვაბში. მერე ამ გამოწურულ სითხეს დააყარეთ შაქარი და ისევ აადუღეთ თავიდან. მე ყოველთვის ვამატებდი ვანილსაც, თუმცა გემოვნების ამბავია და შეგიძიათ, დარიჩინი, მუსკატი ან რამე სხვაც დაუმატოთ. ცხელსვე ვასხამდი ლიტრიან ბოთლებში, ან 2-3-ლიტრიან ქილებში მოხუფვაც შეიძლება... მე არყის ხრახნიან, ლიტრიან ბოთლებში ვინახავდი , კარგად ინახებოდა. ხილის მასა რაც დარჩება, ისიც შეგიძლიათ, გაცხრილოთ და ჯემად წამოადუღოთ. თან იმას წვენი უკვე გამოცლილი აქვს და დიდხანს დუღილი არ უნდა. nia4u, რამდენიმე კითხვა მაქვს: ანუ თავიდან არ წალავ ცხელ წყალში, მხოლოდ სტერილიზაციისას ხვდება ცხელი წყალი? თავიდანვე ხრახნიან ქილებში ინახავ? დუღილისას არ გადმოდის სითხე შიგნიდან? ისე, მე უკვე დადუღებული მწნილი - ჯონჯოლიც და ნივრისაც ხრახნიანებში რომ გადავიტანე, აღარ იშრობს სითხეს ანუ ერთ დონეზეა და მუდმივი ყურადღება არ სჭირდება. პ.ს. ჯონჯოლის მწნილი ნიგვზით გამოდის საუკეთესო ფხალი. avgusta
ყვავილები კი ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ მაინც იოლად გასარჩევია. Hobart
ეგ - აღმოსავლეთში, მაგრამ აბა, გურიაში ნახე, რამხელა ხეებს იზრდება! ერთხელ ფლორა/ფაუნაში ჩემი ეზოს ჯონოლის ხის ფოტო დავდე - ლამაზად გაყვავილებული ტოტი იყო და გაუკვირდათ, რამხელა ხეაო. avgusta
კი. ჩვენსკენ რაც ყველაზე მიუვალი, ხევი და კლდოვანი ადგილია, იქ იზრდება. ჯერ ხომ საშინელი ეკალნარია სულ და მახსოვს, ერთხელ ჩემი ძმა გაგვირჩა კლდეზე - მოსაკრეფად კი გავიდა იქით, მაგრამ უკან ვეღარ ბრუნდებოდა. ეშინოდა გამოსვლა, ისეთი ხრამის ტავზე უნდა გადმოსულიყო. პ.ს. ყვავილი მართლა ძალიან ლამაზი აქვს და სუნი ხომ საერთოდ! nia4u
თავიდან ცხელ წყალში თუ მოწალავდი, მაინც შავდებოდა?
მე ერთ წესსაც დავამატებდი, რომელიც დეიდაშვილმა მასწავლა: მურაბის წვენი 1-2 წვეთი ჩაასხით წყლით სავსე ჭიქაში. თუ წვეთი მოწყვეტით ჩავარდა ფსკერზე, უკვე მზადაა, ხოლო თუ ზედაპირზე ან შუაში გაჩერდა, მაშინ ჯრ კიდევ აკლია დუღილი. დეიდაშვილი მოუხარსავადაც ინახავდა მარწყვს, მაგრამ ბევრი შაქარი სჭირდება: ხრახნიან ქილას ჯერ მარწყვით შეავსებ (სასურველია, პატარა ქილა იყოს - ნახევარლიტრიანი ან რამე მაგგვარი), მერე - შაქარით. დაახურავთ თავს და შეინახავთ მაცივარში. დროტა განმავლობაში ის თავის წვენს გაიგდებს. ასე შენახული ზამტარში კარგია ტორტებში და ნამცხვრებშიო, ახალივითააო, ამბობდა თვითონ. |
Posted by: nia4u 27 May 2016, 11:43 | ||||||
tavadze
ჯონჯოლს არ ვწალავ წინასწარ, მხოლოდ ცივ წყალში ვრეცხავ - ამოვავლებ რამდენჯერმე. სტერილიზაციას ვუკეთებ ხრახნიან ქილებში - სახურავს დავადებ და როცა სტერილიზაცია მორჩება, უბრალოდ მოვატრიალებ და მოვუჭერ. მერე ვამოწმებ, წყალი ხომ არ გადმოდის, ანუ კარგად თუა სახურავი მოჭერილი და თავდაყირა ვაციებ. ქილას არ ვავსებ ძალიან, საკმაო ადგილს ვუტოვებ და აღარ გადმოდის სტერილიზაციის დროს. ეს მეთოდი იმიტომ მომწონს კიდევ, რომ ძალიან არ მჟავდება, ახალივით რჩება ბოლომდე. ასევე, მარილის გადამეტების საშიშროება, ფაქტობრივად არ არსებობს - თავიდანვე აზავებ წყალს სასურველ გემოზე.
რა ვიცი, რა რეცეპტიც ვნახე, ყველა ვცადე, მშრალად მარილით ჩატენვა, მოწალვა, მარილწყალის დასხმა... ან თავი უშავდებოდა, ან ძალიან მჟავდებოდა, ან წყალი უშრებოდა ან სულ მიხედვა უნდოდა... შეიძლება იმიტომ, რომ მე ასპირინს არასდროს არაფერს არ ვუმატებ... ამას ერთხელ გააკეთებ და დგას თავისთვის, არაფერი აღარ უნდა ჭამის მეტი ჩემთან ნიგვზიანი დიდად არ მოსწონთ რატომღაც, ხახვი, ზეთი და ახალი ქინძი ცოტა - ასე მომზადებული + მჭადი და სხვა საჭმელს აღარ იკითხავს არავინ... ისე, შენი რეცეპტი დაწერე დაწვრილებით, როცა მოიცლი, მაგასაც ვცდი მომავალ წელს
მე ქაცვს და ფეიხოას ვინახავ მასე ცოცხლად, მაცივარი არ სჭირდება. კილო ხილზე ორი კილო შაქარი. ალუბალს, გარგარს, მარწყვს, ჟოლოს ცოცხლად მაინც მაცივარი უნდა, მჟავდება მერე. მურაბის მოხარშვის წესიც რამდენიმენაირია, წყალსაც უმატებენ, "კვიტინითაც" ხარშავენ, სხვა ხილსაც ურევენ, რამდენჯერმე აციებენ და ისევ ადუღებენ, 5 წუთიანი, რომელსაც ასევე მაცივარი უნდა და ა.შ. მაგრამ მოხარშული მურაბა რასაც ქვია, მე ეს ვარიანტი მომწონს და მეადვილება ყველაზე მეტად... |
Posted by: avgusta 27 May 2016, 12:00 |
tavadze არც თემაში არც ისე შემხვედრიხარ რამდენი ხანიააა (hug) |
Posted by: tavadze 27 May 2016, 15:58 | ||||||||
nia4u
ეგ იმიტომ, რომ წყალი გადმოდის დროტა განმავლობაში და დამატება უნდა. აი, მაგ ხარხნიან ქილებში თუ არ გადმოდის, მაშინ არც ფერს შეიცვლის.
დღეს გავაკეთეში დავწერე ამას წინათ, მაგრამ არაფერი საიდუმლო: ჯონჯოლის მწნილს ჩვეულებრივად ჩაალბობ ცოტა ხნით წყალში, ზედმეტი მარილი რომ გამოუვიდეს, მერე დააჭრი ხახვს, მწვანე ქინძს, წიწაკას,შეურევ და კაკალს. თუ გინდა - ცოტა ნიორიც უყავი, მაგრამ უმაგისოდაც კარგია. ფაქტობრივად, ეს ზეთში შესუნელებული ვარიანტის "გაგრძელებაა", რადგან იმ სანელებლების უმეტესობა მაგასაც აქვს, კაკალი, ძმარი და წიწაკა ემატება. შეგიძლია, ზეთი არ უქნა საერთოდ, თუმცა ცოტა თუ ექნება, ნამდვილად არ უფუჭებს არაფერს.
ქაცვი არ ვიცი და ფეიხოას კი ვატარებდი იმ ბედნიერ დროს, როცა ტკბილეული მეჭმებოდა, მაგრამ კილოზე კილო შაქარს ვუშვებოდი და მშვენივრად ინახებოდა. ახლა ხილის შაქრებით მინდა ვცადო - ეგენიც და ის წვენებიც, წუხელ რომ დავწერე. avgusta
ჰო, რაღაც იშვიათად ვპოსტავ ბოლო პერიოდში. საქმეებიც მემატება, მაგრამ ინტერესიც მიქრება ნელ-ნელა. |
Posted by: nia4u 27 May 2016, 17:03 |
tavadze ჯონჯოლის დამწნილების რეცეპტი ვიგულისხმე... ეგ ვნახე, რომ დაწერე მაშინ |
Posted by: tavadze 28 May 2016, 01:22 | ||
nia4u
აააა, გასაგებია... მე პირადად არასოდეს ჩამიდია (ჯონჯოლი, თორემ სხვები - კი), ჩემი და მიკეთებს, მაგრამ როგორც ვიცი, ჯერ მოწალავენ ცხელ წყალში, მაგრამ ჩადებ თუ არა (საწურით ჯობია), მალევე უნდა ამოიღო, რომ არ გაშავდეს... მერე ჩვეულებრივი პროცედურაა... |
Posted by: nia4u 31 May 2016, 17:25 | ||
kactus
აბაააა, მოვიდა სუპერ-პუპერ რეცეპტი ნივრის მწნილი მაისის ბოლოს-ივნისის დასაწყისში ვიყიდოთ კარგი ახალი ქართული ნიორი. ქართული იმიტომ, რომ ნაკლებად მწარეა, თორემ ნებისმიერი შეიძლება. გავაცალოთ ფოჩები და გარეთა მოვარდისფრო კანი, რომ დარჩეს თეთრი თავი. გასუფთავების დროს თუ ჭიანი შეგვხვდა ან თავი დაგვეშალა, შეგვიძლია, საღი კბილები ჩავაყოლოთ ქილაში ან ცალკე ქილაში ჩავამწნილოთ. გადარჩეულ ნიორს დავასხათ მდუღარე წყალი ერთი-ორი წუთით და მაშინვე გადავწუროთ. ეს დამდუღრული ნიორი რომ გაცივდება, ჩავალაგოთ ქილაში, დავასხათ ონკანის ცივი წყალი და დავაყაროთ მსხვილი მარილი, რამდენ ლიტრიანი ქილაც არის იმდენი სუფრის კოვზი. დავახუროთ სახურავი და დავდგათ გრილ ადგილას. მესამე დღეს ეს მარილწყალი გადავუღვაროთ, ნივრები, ქილაშივე, ონკანქვეშ კარგად გავრეცხოთ, და იგივენაირად, დავასხათ ახალი წყალი და დავაყაროთ მარილი. ასე გავაკეთოთ ყოველ მესამე დღეს სამი კვირის მანძილზე. ეს პროცესი რომ დამთავრდება, სამი კვირის შემდეგ, მოვამზადოთ მარინადიეს რაოდენობა არის სამლიტრიანი ქილისთვის, დაამზადეთ რამდენიც გჭირდებათ, ამ პროპორციით) 3 ლიტრ წყალს დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი შაქარი, 3 სუფრის კოვზი მარილი, ერთი ღვინის ჭიქა ძმარი(დაახლოებით 100-150 გრამი, გააჩნია როგორი ძმარია). სურვილისამებრ, ერთი-ორი დაფნის ფოთოლი და ცოტა მიხაკ-დარიჩინიც, უხდება ძალიან. ეს ნარევი წამოვადუღოთ, ყველაფერი რომ გადნება, გამოვრთოთ, გავაციოთ კარგად და დავასხათ გამოყვანილ ნიორს. დავახუროთ სახურავი და შევინახოთ სიგრილეში. ეს ჩემი ოჯახის ძველი რეცეპტია, ცოტა საწვალებელია, მაგრამ ბოლოს, კაათ შენელებულ ლობიოს, მჭადს და კარგ ღვინოს რომ მოუდგამთ გვერდით და გასინჯავთ, მიხვდებით, რომ ღირდა წვალებად!!! |
Posted by: kactus 1 Jun 2016, 07:53 |
nia4u გმადლობ,საყვარელო! |
Posted by: nia4u 1 Jun 2016, 11:24 | ||
kactus
აქ ორწერტილი და ფრჩხილი დავწერე და მოწყენილი სმაილი გამოვიდა |
Posted by: pvm 18 Jun 2016, 10:04 |
ხრახნიანი თავსახური ქილებისთვის სად იყიდება ხომ არ იცით? |
Posted by: tavadze 28 Jun 2016, 01:11 | ||
pvm
ნებისმიერ ბაზრობაზე, სადაც ქილები იყიდება, იქვე ჰყიდიან მაგასაც. |
Posted by: aninia 28 Jun 2016, 17:02 | ||
nia4u
ნია, მე როგორც ვიცი, სპილენძის, ან უკიდურეს შემთხვევაში, ალუმინის ჭურჭელში იხარშება მურაბა. მომინანქრებული იწვავს და რაღაცანირად, არსასიამოვნო გემოს აძლევს, როცა შაქრის ფხვნილის შემცველ მასალას ვხარშავ... არც ნამცხვრის მოხარშულ კრემს ვაკეთებ მაგის გამო ემალირებულში... შენთან არ იკრავს ძირზე მურაბას მინანქრიანი ჭუჭელი? * * * ხო, კიდევ, რაც შეეხება აკაციის და ჯონჯოლის ყვავილის მწნილის გარჩევას, მე ვიცი, როგორც უნდა, იქნებ გამოგადგეთ. ღეროს დააკვირდით და მასზე ყვავილების განლაგებას. აკაციის ყვავილს აქვს ერთი მთლიანი, წვრილი და ცოტა უხეში ღერო, რომელზეც ყვავილები აქეთ-იქიდან ერთმანეთის მოპირდაპირედ არიან განლაგებული, დამწნილებული კი ღეროს ქვემოდან ეკიდებიან მთელ სიგრძეზე ერთმანეთის გასწვრივ, ყვავილები ერთმანეთს ყუნწებით არ უკავშირდებიან, მხოლოდ ღეროს. უფრო ადვილად რომ წარმოიდგინოთ, აკაციის ფოთლების განლაგება გაიხსენეთ. ზუსტად ასევეა მისი ყვავილებიც. თავად ღეროს ბოლო ოოდნავ გამსხვილებულია, ხეზე მიმაგრების ადგილის გამო. ჯონჯოლის ყვავილები კი ღეროს ბოლოში ბუჩქად არიან ჩამოკიდებული, ერმანეთთან ახლოს. ყუნწებით ერთიანდებიან და ღეროს ისე ქმნიან. ამავე ღეროზე შესაძლოა, რამდენიმე განშტოება იყოს და იმასაც თავის მხრივ, ბოლოსკენ ბუჩქად ჰკიდია ყვავილები. |
Posted by: nia4u 28 Jun 2016, 18:14 | ||||
aninia
კი, სპილენძის ჭურჭელი ითვლებოდა ოდითგან სამურაბე ჭურჭლად, მაგრამ ჩვენ არ გვქონდა, ყოველ შემთხვევაში, ჩემს მახსოვრობაში... დედაჩემი ყოველთვის ემალის ჯამში ხარშავდა, დაბალ ცეცხლზე, ხშირი მორევით... (მე კი მიმეწვა ერთი-ორჯერ, მაგრამ ჩემი უყურადღებობის გამო, ემალს ვერ დავაბრალებ ) ალუმინში არასდროს ხარშავდა და მეც არ მომწონს და აი, რატომ: ზოგიერთ მურაბას დიდი ხნით უწევს მზადება, უნდა გააციო, მერე ისევ ადუღო და ა.შ. და ალუმინის ჭურჭელში დიდი ხნით საკვების გაჩერება არ არის რეკომენდებული...
კარგი რჩევაა, არ დავკვირვებივარ... მადლობა |
Posted by: aninia 29 Jun 2016, 10:44 |
nia4u |
Posted by: eldiablo 3 Jul 2016, 13:50 |
გამარჯობათ ბუშმალასგან რისი გაკეთება შეიძლება ხომ ვერ მეტყვით? კამპოტი, მურაბა ან რამე მსგავსი |
Posted by: kactus 6 Jul 2016, 09:44 |
უზერებო,თქვენს იქით გზა არ მაქვს,იქნებ დამეხმაროთ!:D ისეთი ყოჩაღები ხართ,წითელი და შავი მოცხარის მურაბის კარგი რეცეპტი გეცოდინებათ! მომიტანეს თითო-თითო კილო,რა ვუყო,არავინ არაა მაგის მჭამელი.ვიფიქრე,მურაბა ხომ არ გავაკეთო-თქო,მაგრამ არასდროს გამიკეთებია. არადა,ცოდოა,ვიცი,გაფუჭდება და უნდა გადავყარო! |
Posted by: nia4u 6 Jul 2016, 21:56 | ||
kactus
ეგ სამურაბედ ცოდოა ან გაყინე ან შაქარში შეინახე ცოცხლად... ნივრის მწნილის საქმე როგორ არის? |
Posted by: kactus 7 Jul 2016, 09:46 | ||||
nia4u
უი, გაყინვა კარგი აზრია! ისე,სამურაბედ რატომ არის ცოდო,ვიტამინების განადგურების გამო თუ არც ისე კარგი მურაბა გამოდის?!
კარგად. ეგ დედაჩემს და მამაჩემს გადავულოცე,მამაჩემს უყვარს ლობიოსთან. მე ნიორთან მიმკარებელი არა ვარ. |
Posted by: taktakuna 7 Jul 2016, 10:23 |
სმაროდინა ცოცხლად როგორ შევინახო? |
Posted by: nia4u 7 Jul 2016, 14:47 | ||||
kactus
ხო, ამიტომ, თორემ ისე მურაბაც მშვენიერია... taktakuna
როგორც სხვა რამეები - შაქარი 1/2-ზე ან 1/1-ზე და მაცივარში. შეგიძლია დასრისო, დააბლენდერო ან მთლიანებს ფენა-ფენა მოაყარო. ერთი-ორი დღე დადგი და ურიე, რომ შაქარი დადნეს და მერე გადაიტანე მშრალ ქილებში. |
Posted by: taktakuna 8 Jul 2016, 22:22 |
nia4u anu sul macivarshi unda iyos xo? isev gavyino jobia mgoni |
Posted by: ^Nos_ka 13 Jul 2016, 13:51 | ||||
nia4u
ამას სჯობს უბრალოდ გარეცხო, კარგად გააშრო, სპეციალურ პარკებში ჩაყარო და გაყინო. რად უნდა შაქარი გამოიღებ 30-40 წუთით ადრე და გალღვება... |
Posted by: nanuka15n 19 Jul 2016, 20:00 |
გამარჯობა, მოკლედ, დავშაქრე ჟოლო, გგავიდა ერთი დღე , ქაფი მოიკიდა და დუღს უკვე, როდის შეიძლება შევინახო? შაქარიც ჩამდნარია თითქმის |
Posted by: კუსლარხევი 30 Jul 2016, 13:19 |
ხის სოკო მარინადში , პირდაპირ იჭმევა მომზადების გარეშე? |
Posted by: Internet_Contraband 13 Aug 2016, 02:09 |
ვინმეს როდესმე "ბიკენტიას ქაბაბის" საწებლის მსგავსი რამის შექმნა ხო არ გიცდიათ? |
Posted by: ჰეისან 13 Aug 2016, 04:57 | ||
სუპერ საწებელია... სამი პორცია ქაბაბი შევჭამე (თითო პორციაში სამი მოზრდილი ქაბაბი რომ შედის, ისეთი) ანუ, სულ 9 ქაბაბი |
Posted by: qetusiaa_qetuu 13 Aug 2016, 12:59 |
Kechupi vashlit da pomidvrit rogor ketdeba damiweret ru icit .. |
Posted by: casalinga 15 Aug 2016, 19:23 | ||
ინგრედიენტები: პამიდორი 5 კგ ტკბილი წიწაკა, წითელი 2 კგ ვაშლი 500 გ ხახვი 600 გ შაქარი 100 გ მარილი გემოვნებით დარიჩინი 1 ჩ.კ მიხაკი 1/2 ჩ.კ მუსკატის კაკალი (ჯავზი) 1/2 ჩ.კ ძმარი 50 მლ ან გემოვნებით წიწაკა ჩილი, დაფქული გემოვნებით ტაბულა კეტჩუპის მომზადების მრავალი რეცეპტი არსებობს, მეტ-ნაკლები განსხვავებებით. ზოგიერთი მათგანი ვაშლის გარეშეა, ზოგში წიწაკაა ამოღებული. ამ რეცეპტში შაქრის მინიმალური დოზაა მოცემული, სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია მისი რაოდენობა გავზარდოთ. კეტჩუპისთვის მწიფე, კარგი წითელი ფერის პამიდორი შევარჩიოთ. სასურველი ძალიან წვნიანი ჯიშის არ იყოს. ვაშლს და წიწაკას ამოვაცალოთ თესლი, შემდეგ ხახვთან და პომიდორთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ. პიურე მოვათავსოთ ქვაბში, დავაყაროთ შაქარი, მარილი და წამოვადუღოთ. როდესაც ადუღდება, ცეცხლს დავუწიოთ. დრო და დრო ამოვურიოთ. დაახლოებით 2 საათის შემდეგ კეტჩუპი მზად იქნება, დავაყაროთ სანელებლები და გადმოვდგათ ცეცხლიდან. შეგრილებული მასა გავატაროთ საცერში, დავამატოთ ძმარი და მოვათავსოთ გასტერილებულ ქილებში ან ბოთლებში. შევინახოთ გრილ და მშრალ ადგილას. ზოგიერთი რეცეპტით, კეტჩუპს ნიორსაც ამატებენ. თუ ასეთი კეტჩუპი მოგვწონს, შეგვიძლია ნივრის გარჩეული კბილები დაუფქველ სუნელებთან ერთად მარლაში გამოვკრათ და ისე ვხარშოთ, შემდეგ კი გადავაგდოთ. სანელებლების რაოდენობა გემოვნების მიხედვით განვსაზღვროთ. თუ კეტჩუპი საკმარისად არ გასქელდა და მაინც თხელია სახამებელი დავამატოთ. დაახლოებით 4 ს.კ. სახამებელი გავხსნათ ცოტაოდენ გაგრილებულ კეტჩუპში, ჩავამატოთ მთლიან მასას და წამოვადუღოთ. |
Posted by: qetusiaa_qetuu 15 Aug 2016, 21:43 |
casalinga Didi madloba.. dzalian martivad da gasagebad giweria.. madlobaa |
Posted by: Naniko1 19 Aug 2016, 12:42 |
შავი ქლიავის ჩირი მინდა გავაკეთო. დავხლიჩავ და და დავალაგებ ფიცარზე. მერე მზეზე დავდებ, მაგრამ ბუზი რომ არ მიეკაროს რა დავაფარო? და დაშრობის მერე როგორ და სად შევინახო? თქვენი რჩევა მჭირდება კიდევ ჩირის აპარატები რომაა ეგენი თუ გიცდიათ და როგორია? |
Posted by: lukanini 22 Aug 2016, 14:08 | ||||
Naniko1
მარლა დააფარე * * * casalinga
ეს ინგრედიენტები უკვე გარჩეულის წონაა? თუ მთლიანის და ვაშლი გაფრცქვნილი თუ კანიანი? |
Posted by: aninia 22 Aug 2016, 15:34 | ||
Naniko1
მე ჩირებს, განსაკუტრებით, ლეღვს, შაქრის პუდრში ვავლებ და 3 კილოიან ქილაში ვტენი, მერე თავზე პოლიეთილენის ხუფს ვაფარებ. ჩირი აუცილებად ძალიან კარგად უნდა იყოს გამოშრალი რომ არ დაობდეს. თუ ეჭვი გეპარება ტენის არსებობაში - შეკერე პატარა ტომსიკა ტილოს, ჩითის ან მიტკლის ნაჭრისგან და მასში შეინახე კარგად თავმოკრული. ქსოვილი ჰაერს ატარებს და ჩირიც არ დაგიობდება, თან, რბილად ინახება. |
Posted by: Ezekia 22 Aug 2016, 17:30 |
კულინარებო, შეკითხვა მაქვს-ზეთიანი წიწაკა პლასტმასის ჭურჭელში შეინახება??? |
Posted by: tavadze 23 Aug 2016, 01:11 | ||
Ezekia
კულინარი რამდენად ვარ, არ ვიცი, მაგრამ მე პლასმასში არ შევინახავდი. ან კი რა საჭიროა - შუშის ქილების შოვნა ჭირს თუ რატომ გინდა მაინცდამაინც პლასმასი? |
Posted by: Ezekia 23 Aug 2016, 11:28 | ||
tavadze
ხო, ხვალამდე შუშის ქილის შოვნა მიჭირს, მოხუცთან ვარ მარტო და ვერ ვტოვებ. წიწაკა მოგვიტანეს და ვიფიქრე, დღეს გავაკეთებდი... ოკ, ხვალისთვის გადავდებ. დიდი მადლობა ) |
Posted by: Naniko1 23 Aug 2016, 13:29 |
lukanini aninia დიდი მადლობა ნაჭერში შევინახავ |
Posted by: summertime777 10 Sep 2016, 10:14 |
გუშინ ქუჩაში ისეთი კარგი სუნი მეცა. ბულგარულს ადუღებდა ვიღაც: მგონი პამიდვრით და ნივრით ან უბრალოდ ბულგარულს და ცხარე წიწაკას. კინაღამ სახლში მივადექი- რას ხარშავთ მეთქი. ძალიან გთხოვთ, იქნებ ვინმემ იცის მსგავსი რეცეპტი? პამიდვრის საწაბელას ვაკეთებთ, მაგრამ ბულგარულით არაფერი მომიდუღებია. დიდი მადლობელი დაგრჩებით რჩევისთვის. |
Posted by: The DoctoR 11 Sep 2016, 11:16 |
მწვანე პომიდორის რეცეპტი მინდა მშრალად რომ კეთდება, სუნელებში. შემწვარ კარტოფილს უხდება ძაან |
Posted by: nia4u 2 Apr 2017, 13:04 |
http://www.redmediatv.ru/kuhnya/zakroma/order-num1/1.html კარგი გადაცემების ციკლი - 30 გადაცემა ხილ-ბოსტნეულის კონსერვირების 100-მდე რეცეპტი... კარგი რჩევები და მარტივი ვიდეო-რეცეპტები... * * * вопрос - насколько полезны или вредны маринованные и консервированные овощи? Вот, собственно, статья по теме. Статья была напечатана в журнале "женское здоровье" 2009 годую Можно ли использовать в консервировании аспирин? Как консервировать, чтобы сделать пищу наиболее полезной? Консервирование с Аспирином. Аспирин (или Ацетилсалициловая кислота) - это не пищевой консервант, а лекарство. Консервирующее действие аспирина связано с тем, что в растворе создается кислая среда, в которой гибнут бактерии. При растворении и длительном нахождении аспирина в рассоле образуется фенольное соединение. Оно убивает микробы, но ядовито для организма человека. Комитет экспертов Всемирной организации здравоохранения вынес заключение, согласно которому салициловую кислоту и ее производные запрещено добавлять в пищевые продукты. Употребление продуктов, для консервировании которых использован аспирин, может привести к тяжелым для здоровья последствиям. В первую очередь, это угроза для почек, особенно в детском возрасте. Частое использование таких консервов может вызвать пиелонефрит. Страдают также желудок и кишечник. При постоянном использовании нарушается работа печени и поджелудочной железы. Использование аспирина в качестве пищевой добавки, приводит к повышению чувствительности организма к препаратам, содержащим ацетилсалициловую кислоту. При попытке снизить этим лекарством температуру будет происходить аллергическая реакция. При большом обилии натуральных безопасных консервантов, использование для засолки огурцов аспирина и других лекарств, которые могут негативно сказаться на здоровье, лишено всякого смысла и недопустимо. Безопасное консервирование Для того, чтобы консервированные овощи не испортились, в рассол чаще всего добавляют уксусную эссенцию и столовый уксус. Однако это совсем не полезно для организма. Даже несколько капель уксусной кислоты в блюде сильно возбуждает секрецию слюны, желудка и поджелудочной железы, раздражает печень и почки. Особенно опасен уксус пожилым и нервным людям. Блюда с большим содержанием уксуса противопоказаны при любых заболеваниях желудочно-кишечного тракта, особенно при гастритах с повышенной кислотностью и язве, а также при ожирении, гипертонии, диабете, болезнях печени и почек, особенно в стадии обострения. Кстати, даже здоровым людям обогащать свой стол маринованными продуктами следует в ограниченном количестве. Для консервирования столовый уксус нужно брать в небольшом количестве. Достаточно добавить 1 столовую ложку 9% уксуса в 1 литр жидкости. Гораздо полезнее использовать в качестве консерванта натуральный яблочный уксус. Будьте внимательны! В магазинах часто можно встретить ароматизированный яблочный уксус. В натуральном яблочном уксусе много калия, необходимого для сердца и улучшения состояния нервной системы. Консервировать овощи и фрукты с ним очень полезно. Тогда как ароматизированный уксус - обычный столовый, напоминающий яблочный лишь по вкусу и запаху. Если есть такая возможность, лучше всего не покупать готовый уксус, а сделать его самим. Процесс не слишком трудоемкий, а полученный продукт пригодится не только для приготовления огурцов. Полезным заменителем уксуса может стать сок красной или белой смородины, клюквы, брусники. Обычно на 1 л воды используют 200 г сока. Таким образом можно консервировать огурцы, кабачки и патиссоны. Подкислять овощи можно также лимонным соком или лимонной кислотой, добавляя ее в консервы вместо уксуса. Лимонная кислота продается в виде порошка и содержит почти 100% лимонной кислоты. Консервированные с лимонной кислотой овощи мягче на вкус и меньше раздражают слизистую желудка, чем те, что приготовлены с уксусом. Обычно при консервировании к 1 л заливки добавляют половину чайной ложки лимонной кислоты. При консервировании овощей выбирайте самый безопасный способ. Но в любом случае, помните, что маринованные продукты не являются диетическими и употреблять их нужно в ограниченном количестве. http://forum-wec.com/?showtopic=142120 |
Posted by: rati nwt 25 Jul 2017, 01:27 |
პირადი კითხვა, რაც ამასწინათ უეცრად დამებადა. - გაზიანი სასმელები მავნებელია, ლიმონათები ცუდია, პეპსი-კოკაკოლა და "ქიმიები" ცუდია. როგორც ვიცი ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ერიდებიან ამ ტიპის სასმელების დალევას არის შაქარი. სპორტსმენები და ა.შ შაქარი არის ის, რასაც ერიდებიან. გრამებს ითვლიან რომ ნაკლები შაქარი მიიღონ. ახალი გამოკვლევებით შაქარი ითვლება ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ ყველაზე საზიანო ნივთიერებად. კომპოტში ჩაყრილი 3 ჩაის ჭიქა არ არის მავნებელი? ის შაქარი ხომ არ იკარგება. მუდმივად კამპანია მიდის რომ ნატურალური კომპოტი უკეთესია, ჩავანაცვლოთ. მაგრამ დამზადების პროცესს რომ ვუყურებ ერთ ქილაში ამდენი შაქარი ძალიან ბევრია. არ ვიცი რატომ არავინ არ ლაპარაკობს კომპოტის მავნებლობაზე? ყველას სტანდარტად აქვს 1 ლიტრაზე, ერთი ჩაის ჭიქა შაქარი რა ამბავია. |
Posted by: emill 8 Aug 2017, 15:56 |
თუ ვინმემ იცით ქლიავის ჩირი როგორ მზადდება? პრიალა რომ იყოსო მგონი ცხელი თუ ცივი წყლის გადავლება უნდაო და უფრო კონკრეტულად ხომ არ იცით ვინმემ რა და როგორ უნდა |
Posted by: GURAM 26 Aug 2017, 01:25 |
სალამი მეგობრებო მაინტერესებს, რამდენ ხანს შეიძლება, რომ გაძლოს ნივრის მჟავემ, ხრახნიან ქილაში? სტერილიზაციების და ყველაფრის გარეშე. გავაკეთე მჟავე, ჩავასხი ქილებში, დავახურე თავი. ანუ მოხუფვას არ ვგულისხმობ... და კიდევ ერთი: ხრახნიანი ქილის თავსახური იგივე ფუნქციას შეასრულებს, რასაც ჰერმეტულად დახუფული "კრიშკა"? |
Posted by: avgusta 26 Aug 2017, 03:23 |
rati nwt ბოლო წლების მსოფლიო ტენდენციაა, მურაბის,ჯემის,კომპოტების ამოღება კვებიდან და სეზონური ხილის ცოცხლად მიღება,დღში 1 კგ. * სამ ლიტრიან ქილაში,თუ მომჟაო ხილია შეიძლება ნაკლები შაქრით დახუფული მალე გაფუჭდეს.. ძალიან ტკბილს წყალით აზავებენ .. * GURAM გრილ ადგილას შეიძლება არ გაფუჭდეს.მაგრამ,დარბილდეს ნიორი. იგივეს ვერ შეასრულებს, რადგან ჟანგბადი შევა მაინც .. * იმედია შენარჩუნდებიან ზამთრამდე და გემრიელად მიირთმეევთ .. |
Posted by: holden kolpildi 26 Aug 2017, 08:05 |
rati nwt მარტო შაქარში არა პრობლემა წაიკითხე შემადგენლობა მთელ მენდელეევის სისტემას შეიცავს კომპოტი იმასთან შედარებით ბევრად ჯანსაღად გამოიყურება თუმცა შაქრის ნორმა რასაც კომპოტს ამატებენ ჩემთვის ძალიან ტკბილია წყლით ვაზავებ ყოველთვის |
Posted by: north 26 Aug 2017, 22:31 |
ვისაც გამოცდილება გაქვთ, ბოტულიზმის საფრთხეს როგორ გამორიცხავთ? რაღაცეების გაკეთება მინდა და თან გული მეთანაღრება |
Posted by: GURAM 27 Aug 2017, 01:18 |
avgusta ანუ ქარხნულად დახურულ ქილაში შედის ჟანგბადი? მაგალითად, კულას ან მარნეულის მჟავეები რომაა, ეგენი ხომ ხრახნითაა დახურული და შენახვის ვადა აწერია 24 თვე. ალბათ კონსერვანტის ხარჯზე? |
Posted by: avgusta 27 Aug 2017, 11:07 |
north რას აპირებთ დახუფოთ.. GURAM არშედის ჟანგბადი, ქარხნაში ბაქტერიებისგან დაცულად მზადდება.. სახლშიც შეიძლება არ ვუარყოფ,გააჩნია რა კონსერვია.. ბადრიჯანი საშიშია,ჯემები და მურაბები არა.. |
Posted by: north 27 Aug 2017, 14:51 |
avgusta ბულგარული წიწაკა ზეთში და სუნელებში, , სხვადასხვა მწნილები, ტყემალი. ჯემები და მურაბები მეც გამიგია, შაქრიანი პროდუქტი არაა საშიში მაგ მხრივ. |
Posted by: avgusta 28 Aug 2017, 12:52 |
north ჰმმმ ბულგარული წიწაკა ზეთში, უგემრიელეესი.. რაც ჩამოთვალე,სრულიად უვნებელია ,რათმქაუნდა სწორად უნდა გაკეთდეს.. ჩემ ისრგვლივ წლებია ამზადებენ სახლში ტყემალ.საწებლებს,მჯავეებს და არავის შეხვედრია მსგავსი.. ყიდვისას ვიზულურადაც უნდა მოსაწონი იყოს და დუღილიც ზომიერად ჭირდება.. |
Posted by: GURAM 28 Aug 2017, 23:53 | ||
avgusta
დავუშვათ, ნივრის მწნილზეა საუბარი... მადლობა პასუხისთვის. |
Posted by: avgusta 30 Aug 2017, 00:59 |
GURAM რატოუნდა გაფუჭდეს თუ სწორად დამზადდებაა... * საცდელად ჯერ მცირე რაოდენობით გააკეთეთ.. * ქილას მდუღარე წყალში ჩადებული თავსახური დააფარეთ. უფრო მოეჭირება და არ შეეპარება ჰაერი.. ასე თვლიან დიდი ხნის დიასახლისებიი.. მთელი ზამთარიც ძლებს ნიორიც ჯონჯოლიც და მკუხე პამიდორიც .. |
Posted by: nia4u 14 Sep 2017, 02:23 |
https://www.shin.ge/index.php?option=com_content&view=article&id=1488:satseblis-retsepti-romelits-48-saatshi-8000-ze-metma-adamianma-gaaziara&catid=29:diasaxlisebistvis&Itemid=133 პამიდვრის საწებელი (რაღაც ძაან ადვილი ჩანს ) 10 კილო პომიდორს ამოაჭერით ყუნწები, გადაჭერით შუაზე და ჩაყარეთ ქვაბში + 1 კილო გასუფთავებული სტაფილო, 2 კილო გათლილი, დაჭრილი ვაშლი, 2 კილო ბულგარული წიწაკა, 500 გრამი მწარე წითელი წიწაკა, 1 კილო გაფცქვნილი ხახვი, 3 თავი ნიორი, ყველაფერი ერთად უნდა მოიხარშოს. რომ გაგრილდება დავაბლენდერებთ, დაუმატებთ მარილს გემოვნებით და 10 გრ (20 აბი) ასპირინს, ჩავასხამთ დამდუღრულ ქილებში ან ბოთლებში და ვინახავთ გრილ ადგილზე (გამოდის 20-22 ნახევარლიტრიანი) მოკლედ, ეს საწებელი გემრიელია ხორცთან, კარტოფილთან და წიწიბურასთანაც კი. ასევე აგემრიელებს წვნიანებს და ბოლო-ბოლო პურთან ერთადაც შეგიძლიათ მიირთვათ, განსაკუთრებით მარხვაში. ახლა გეტყვით, რა დამიჯდა ეს "სიამოვნება": 10 კილო პომიდორი - 5 ლარი, 1 კგ. სტაფილო - 1 Advertisement ლარი, 2 კგ. წითელი ბულგარული წიწაკა - 4 ლარი, მწარე წიწაკა - 2 ლ. ხახვი - 1 ლარი, ნიორი - 1 ლარი, მარილი - 30 თეთრი, ასპირინი - 50 თეთრი. სულ - 14 ლარი და 80 თეთრი. ერთი ნახევარლიტრიანის ფასი გამოგვივიდა დაახლოებით 67 თეთრი! ხომ ღირს თქვენი შრომა?! ვაშლის ფასი გამომრჩენია + კიდევ 1 ლარი!!!” |
Posted by: MARIMARI123 14 Sep 2017, 19:46 |
საზამთროს მწნილი .............. |
Posted by: kvatunia24 20 Sep 2017, 16:14 |
ხალხო ჭანჭურის ჯემი როგორ გავასქელო? დილის მერე დუღს და იდევ ისეთი თხელია გავგიჟდი |
Posted by: max-14 20 Sep 2017, 17:56 | ||
კარგია? თუ იყიდება სადმე? |
Posted by: avgusta 21 Sep 2017, 20:45 |
kvatunia24 ჭანჭურის ჯემი მუდამ თხელია .. თუ გულზე გხვდებათ, ჟელატინი შურიე და ეგაა... |
Posted by: MARIMARI123 21 Sep 2017, 21:02 |
max-14 კარგია ,გემრიელი დედაჩემი ამწნილებდა ხოლმე პაწაწუნა საზამთროებს... მომენატრა... |
Posted by: Mopirmkrtalo 21 Sep 2017, 21:33 | ||
makamariami
პირველად მესმის და ძალიან საინტერესოა |
Posted by: სერაფიტი 24 Sep 2017, 22:40 |
საზამთროს მურაბა სადმე არ იყიდება? იქნებ მიმასწავლოთ. |
Posted by: italiashka 11 Jun 2018, 12:10 |
ზაფხული აქტიურ ფაზაში შედის ( ) და მგონი დროა ეს თემაც წამოიწიოს წინ. მე მინდა წინასწარ დავგეგმო რას გავაკეთებ და ამიტომ, მჭირდება თქვენი რჩევა) ზოგადად, ძალიან მეშინია კონსერვების, ბოტულიზმი, შმოტულიზმი )) მაგრამ აგრეთვე ძალიან მიყვარს ისეთი კონსერვები, როგორიცაა მაგალითად ლეჩო. მინდა გავაკეთო და მაინტერესებს, ვინ როგორ ინახავთ, მოხუფვით თუ ხრახნიანი თავსახურით, ასევე როგორ "იზღვევთ" თავს ბოტულიზმის ნაირი საშინელებებისგან უშუალოდ ჭამის წინ რომ წამოვადუღოთ ლეჩოს კონსერვი, წესით აღარაა საშიში ხომ? |
Posted by: tavadze 11 Jun 2018, 23:45 | ||
italiashka
მე უკვე ყველაფერში აქტიურად ვიყენებ ხრახნიან ბოთლებს/ქილებს, აღარ ვწვალობ მოხუფვაზე. ბოტულიზმს რაც შეეხება, ყველაფერს სისუფთავე უნდა. ასპირინსაც ვიყენებ. პ.ს. როდინდელი თემა ამოსწიე! |
Posted by: italiashka 12 Jun 2018, 11:08 |
tavadze ჩუმჩუმად ვკითხულობ ხოლმე ))))))))) იმდენი საინტერესო რეცეპტია. ხრახნიანი ქილებით გადავწყვიტე მე და ზამთარში ჭამამდე კარგად წამოდუღება. ნუ სისუფთავე, რა თქმა უნდა ) |
Posted by: tavadze 12 Jun 2018, 20:58 |
italiashka - მე არც ვაცხელებ. მართალია, ჩემები კი მეჩხუბებიან, მაგრამ ჯერ ცოცხალი ვარ. |
Posted by: elchi 13 Jun 2018, 02:56 |
დავწერ ახლა და ზოგიერთი გაიფიქრებს, ეს ნორმალური არ არისო. თუ ბევრს გამიხურებენ, მერე სურათებს დავაყრი და დავამუნჯებ სათითაოდ. მაქვს პრასის, მწვანე პომიდვრის, წითელი კომბოსტოს, ჯონჯოლის, წიწაკის და პიკულა კიტრების მწნილები. ყველა ჩემი გაკეთებულია. ტყემალზე არაფერი მკითხოთ, 5 სხვადასხვა სახეობა მაქვს ნაპოვნი და ორნაირი ალუჩა ტყეებში ბოდიალისას. აჯიკას ადრე მე თვითონ ვაკეთებდი, მერე რაღაც ჩინური "ჯანდაბა" გავსინჯე და ისეთი გამოდგა, ჩვენი მეგრელები აჯიკის გაკეთებას გადაიფიქრებენ ის რომ გასინჯონ. |
Posted by: avgusta 13 Jun 2018, 08:54 |
elchi დაუჯერებელი რატოა. ფოტო კი საინტერესოა ; ) ის აჯიკა რომელიც ჩინურია ცოტა მუქი ფერისაა ხო? სასწაული მწარეა. და ასეთი რამდენად სასარგებლოა ესეც საკითხავია.. |
Posted by: nia4u 13 Jun 2018, 22:46 | ||
italiashka
სისუფთავის დაცვა არის თავდაცვის უპირველესი საშუალება, თუმცა 100 პროცენტიანი მაინც არ არის. ბოტულიზმის ტოქსინი იშლება მაღალ ტემპერატურაზე, ამიტომ ჭამამდე 20 წუთი დუღილი არის ერთ-ერთი გამოსავალი. კომპოტებით მოწამვლის შემთხვევებიც არის დაფიქსირებული, ასე რომ შაქრიანი არ არის საშიშიო - ეს მითია! ასპირინი კი იცავს ამჟავება - ადურებისგან, მაგრამ არა ბოტულიზმისგან, სამწუხაროდ... |
Posted by: avgusta 13 Jun 2018, 22:54 |
წინაზე მგონი ვიმსჯელეთ კონსერვში ასპირინი. ვერსიაც არსებობს თითქოს მავნეა. არადა რაც მახსოვს კონსერვი ისევეა ასპირინი მასში. |
Posted by: Solveig 14 Jun 2018, 00:14 | ||||
nia4u
შაქრიანს გააჩნია. კომპოტში ლიტრზე 1 ჭიქა შაქარია და არაა ეგ საკმარისი, ამიტომ არის საშიში. მურაბები არაა საშიში, მაგალითად, იმიტომ, რომ შაქარი 1:1-ზეა. მწნილებს რაც შეეხება-ბოსტეული უნდა მოწალო და ისე უნდა დაამჟავო პატარა ზომის დერგში. კიტრის მწნილიც ასევე. გასტერილებას, მაგალითად, მე ვერ გავრისკავდი ვერასოდეს. მიქლიო სოკო გამისტერილებია, მაგრამ, ვხარშავდი წინასწარ და ასე ვდებდი, თავზე მდუღარეს ვასხამდი და კიდევ, ძმარს. პატარა ულუფებად ვასტერილებდი, რომ გაკეთებისთანავე შეჭმულიყო. გავხსნიდი, მოვშუშავდი კარგად და მორჩა.. * * *
არასოდეს არ გამომიყენებია. ასპირინის თვითნებური მიღება არაა კარგი. |
Posted by: avgusta 14 Jun 2018, 00:20 |
Solveig სოკოს კონსერვი უკვე მიირთვით?? ; ) nia4u შარშან ბევრმა შაქრის უხარისხობას დააბრალა.მურაბას ბევრი წვენი გამოუვიდაო. და ცოცხლად შენახული ჟოლო, მოცხარი,შინდი გათხელდა. |
Posted by: italiashka 14 Jun 2018, 10:04 |
nia4u კი, კი მაგას ვამბობ ზუსტად. ანუ მაღალ ტემპერატურაზე აღარაა საშიში, ეგ მაინტერესებდა. ისე არც ვაპირებ ჭამას |
Posted by: avgusta 14 Jun 2018, 14:20 |
შეიძლება ყველანაირი წესების დაცვით სუფთად გამზადებაც. ყველაზე აუტანელი და მიუღებელი. როგორი ბოსტნეული და ხილი იყიდება. საიკითხავი აი ესაა.. |
Posted by: Solveig 14 Jun 2018, 15:09 | ||||
avgusta
წლების განმავლობაში ვამზადებდი და ვიკვებებოდით მისით, აბა რა ფასონად კი არ იდგა ქილები . ბოლო წლებში აღარ გამიკეთებია, ოღონდ, არა ბოტულიზმის საფრთხის გამო.
მაგათი შენახვა მეც ცოცხლად მირჩევნია. შინდი შეიძლება, გაყინო. არის შაქრით შენახვაც: ჟოლოსა და მოცხარს (როგორც წითელს, ისე-შავს) ვწურავთ, შინდს-ვხეხავთ და მერე 1:1 მოცულობით წილს ვურევთ შაქარს, ვასხამთ ქილებში, ვახურავთ თავს (ხრახნიანს ან პოლიეთილენისას და ვინახავთ მაცივარში. თვეობით ინახება გაფუჭების გარეშე. |
Posted by: avgusta 15 Jun 2018, 20:31 |
Solveig გასაკვირია 1 /1 შაქარი ისე ყოფნის რომ სქელი მასაა და არ მჟავდება კიმარა..რამის 2 კგ აყრიან ზოგი ჩემს ირგვლივ.. |
Posted by: nia4u 16 Jun 2018, 17:06 |
Solveig avgusta აქ საუბარია გასტერილებულ და მოხუფულ კონსერვზე, რადგან, გეცოდინებათ, რომ ბოტულიზმი მხოლოდ უჰაერო სივრცეში, ვაკუუმში ჩნდება... ასპირინი ჩემს ოჯახში არასდროს გამოუყენებიათ ოთხი თაობის ქალებს და არც აპირებენ |
Posted by: Solveig 16 Jun 2018, 18:55 | ||||
nia4u
მერე, გასტერილებულ-მოხუფულზე ვამბობ მეც. მურაბა არაა საშიში, რადგან დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს. სხვისი არ ვიცი და, მე მურაბას 1 კგ ხილზე 1 კგ შაქრით ვხარშავდი ხოლმე.
ბოტულიზმის ჩხირი ვაკუუმში კი არა, უჟანგბადო სივრცეში აქტიურდება და გამოყოფს მძიმე მოწამვლის გამომწვევ ტოქსინს. ძლიერ შაქრიან არეში ჩხირი ვერ აქტიურდება. avgusta აბა რა გითხრა, ჯერ დედაჩემი და მერე-მე, ეგრე 1:1-ზე ვურევთ შაქარში და თუ სუფთადაა გაკეთებული და მაცივარი კარგია, არაფერიც არ ემართება. დედდება მშვენივრად (პექტინების გამო) და მერე ძალიან კარგია პურზე გადასმულიც და ნამცხვრებშიც. |
Posted by: avgusta 16 Jun 2018, 22:04 |
Solveig მასე აკეთებდა ტყემლის ჟელესაც კი ბებიაჩემი. აი შარშან არ გამოვიდა ისეთი როგორც მანამდე წლებია.. წელსაც 1 პარტია ,წამოადუღეს უკვე და ისე შეინახეს. ტარტალეტკაში ვიყენებთ ჯემებს და ფაქტიურად ბევრნაირს ვაკეთებთ ხოლმე. nia4u ვცილოდბთ ნაცნობობით ვიყიდოთ შესანახი ხილი.იმის მერე რაც სოფლიდან ვერ გვიგზავნიან .ნაყიდი ამრთლაც სარისკოა ხოლმე ხილიც და ბოსტნეულიც. რა კარგია ტრადიციას რომაგრძელებთ <3 |
Posted by: Solveig 17 Jun 2018, 00:34 | ||
avgusta
გახეხილი შინდი უხდება ძალიან. |
Posted by: avgusta 17 Jun 2018, 00:45 |
Solveig ჰმმ აი ზუსტად. ტკბილმჟავე როა იმიტომ.. თან სოფლის ეზოს შინდს გვაძევს ნათესავი და ძალიან არომატულია. ხან მწიფეებს ისედაც მივირთმევ. |
Posted by: Kokoschka 25 Jun 2018, 11:28 |
გამარჯობა, მაინც მურაბების თემაა და წესიერი კაკლის მურაბის ყიდვა შეიძლება სადმე? კულასი და ეგეთი მაძუნგალობები არ მინდა, საშინელი გემო აქვს ოჯახში გაკეთებული სანდო და გემრიელი რომ იყოს ეგეთი. მურაბების კეთება არ ვიცი და რეცეპტს ვერ დავწერ, ბოდიში. |
Posted by: Universe 25 Jun 2018, 21:44 |
ტყემლის საწებელი ქილაში რომ გავასტერილო და მოვხუფო, ბოთლში ჩასხმის ნაცვლად, გაფუჭდება? |
Posted by: avgusta 25 Jun 2018, 22:16 |
Kokoschka მხოლოდ ქართული ნაწარმის მაღაზია როა.იქ შეიძლება იყოს სხვა ფირმისაც ან საოჯახო ბიზნესის ფარგლებში დამზადებული.. ჩემთან სადაც ხილ-ბოსტანია იქ აქვთ ძმარი,მჭადის ფქვილი ჯემები და მურაბები და არარსებობს თქვენთანაც იქნება. Universe არანაირად.. |
Posted by: Universe 25 Jun 2018, 23:07 |
avgusta ზოგმა აფეთქდებაო :დ რამდენი ხანი ასტერილებ? |
Posted by: avgusta 25 Jun 2018, 23:48 |
Universe ტყემალი როდესაც შეიკმაზება-ადუღდება -ისხმევა ქილაში -იხუფება. ახალს ტყემალს, კურკიანად ხუფავენ ტარხუნით (ხაშლამისთვის) და არავის უთქვამს გაფჭდაო. შეილება ყველა წესი დაიცვას და აფეთქდეს კომპოწით კი.გარეთ ხან 70 გრადუსია სიცხე. |
Posted by: Universe 26 Jun 2018, 00:13 | ||
avgusta
მეგონა დამატებით კიდევ ადუღებდნენ სავსე ქილებს წყალში. მადლობა |
Posted by: avgusta 26 Jun 2018, 00:45 |
Universe პომინდორს,მჟავეს ან კომპოტს კი მურაბის გაკეთება უფრო მიზიდავს,სმაროძინის და ჟოლოსი. ჩემ ნათლულს ყავდა უკრაინელი ბებია და იმან მასწავლა. კენკროვანი მურაბა 1-2 კგ უნდა წამოადუღო უფრო სხვა გემო აქვსო ჩვენთან რო იციან 5-7-10 კგ ერთად. ჰმმ ეხლა ის გამახსენდა ბევრნაირ მსხლის და ვაშლის პავედლოს რომ აკეთებდა ბებია.ძალიან დიდიდიდი ქვაბი იყო.. სასწაული სურნელი ტრიალებდა. მწიფე კარალიოკის პავიდლოსაც აკეთებდა და ტყემლისასაც.. |
Posted by: italiashka 26 Jun 2018, 10:40 |
მეგობრებო, მურაბებს ყველას 1/2 ზე უნდა შაქარი? თუ სხვადასხვა პროპორციით კეთდება სხვაასხვა ხილი? მაგალითად, ჟოლო რომ გავაკეთო, 1/2 ზე დასჭირდება? |
Posted by: avgusta 26 Jun 2018, 10:49 |
italiashka მემგონი ყველას თავისი მეთოდი აქვს დოზებზე.. წესით ხო 1/1 სჭირდება. ცოცხლად როდესაც ინახავენ 1კჰ მეტი კი ჭირდება და მურაბისთვის ჟოლოს 2 კგ 1 ზე ძალიან ბევრი იქნება. |
Posted by: Universe 27 Jun 2018, 01:39 | ||
avgusta
შვილიშვილებს გაახარებ ხოლმე შენც :დ თვითონ ხე მიყვარს ტყემლის, ამიტომ მის ნაყოფსაც სიამოვნებით ვამზადებ, ხალისით. რომ არ მოვკრიფო ეწყინება... ჩიტები ამას არ ჭამენ და ჭიანჭველის მეტი არაფერი ეკარება, ჩემს გარდა მიტოვებული ხომ მოიწყენისგან გახმება თან დაშაქრულ შაქარლამებზე სასარგებლოცაა |
Posted by: sophka 27 Jun 2018, 08:47 |
Universe ახლა შესანახად გამზადება ადრეა, სანამ არ დამწიფდება კარგად ტყემალი. არ უნდა გასტერილება, როცა შეკმაზავ, 5 წუთი ადუღე და ცხელივე ჩაასხი მშრალ ქილებში. კომპოტი მოიხარშე, არომატულია. ბიცოლა მურაბასაც კი ხარშავდა მისგან |
Posted by: Universe 27 Jun 2018, 18:40 |
sophka საღამოსვე გავაკეთე. ნამყენია ეს და ადრე შემოდის. დარჩენილი წვენიც მაცივარში ლიმონათად ქცევას ელოდება მადლობა |
Posted by: Geotrg025001 7 Jul 2018, 11:09 |
კიტრის მწნილი არის მწნილების მეფე |
Posted by: avgusta 7 Jul 2018, 22:09 |
მასე მეგონა სანამ თელავიდან გამოგზავნილ "ნივრის მჟავეს" გავხსნიდი. ისეკი აბსოლიტურად ყველა სათავისოდ კაია ყაბაყის მჟავეც გემრიელესია და ხრაშუნაა ბებია აკეთებდა ხოლმე.. |
Posted by: la reine 7 Jul 2018, 22:13 |
ძალიან მიყვარს ჭერამის მურაბა. ჰოდა მინდა მოვხარშო, მაგრამ ვერ გადავწყვიტე კილოზე კილო შაქარი ვუქნა თუ ნახევარი კილო. ბევრგან ვნახე 500-700 გ. ყოფნისო და აღარ ვიცი რომელს დავუჯერო. |
Posted by: avgusta 7 Jul 2018, 22:25 |
la reine 500 ცოტა იქნება ნამდვილად 700 კი შეიძლება, პატარა ზომის ხილია.. დაჩხვლიტეთ და გააჩერეთ შაქარშიო?? |
Posted by: la reine 7 Jul 2018, 22:29 |
avgusta შარშან გავაკეთე ასე: გავხლიჩე შუაზე, კურკა ამოვაცალე და ფენა-ფენა დავშაქრე. წვენი რომ გამოუშვა, ხუთ-ხუთი წუთით ვადუღე დილა-საღამოს. ძალიან ქარვისფერი, არომატული და ლამაზი გამოვიდა'მაგრამ ჩემთვის ზედმეტად ტკბილი იყო და ამიტომ გადავხედე იუთუბზე. მაშინ ვუზამ 700გ. იმედია, ეყოფა |
Posted by: avgusta 7 Jul 2018, 22:32 |
la reine შარშან შაქარი რამდენი დაჭირდა... |
Posted by: la reine 7 Jul 2018, 22:40 |
avgusta როგორც არის ხოლმე მურაბებში.. კილოზე კილო... ჩემები სულ ასე ხარშავდნენ |
Posted by: avgusta 7 Jul 2018, 22:42 |
la reine სანამ გაამზადებ რამდენიმე ცალი გასინჯე შარშანდელთან შედარებით უფრო მჟავე ან ტკბილია.. გცოდნია სწორად გაკეთება..მურაბას არაფლით არუნდა 10-15 წუთზე მეტი დუღილი.. ზოგს 5 ყოფნის |
Posted by: beqa321 7 Jul 2018, 22:46 |
MAGAღIAAAAAA წოოწოწო დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ |
Posted by: narmonana 22 Jan 2019, 20:09 |
ეს ცადეთ,ძააააააააააააააააააან მაგარია........................... +დაფნის ერთი ფოთოლი |
Posted by: ბუდა 18 Feb 2019, 12:20 |
თავსახურებს ვერ ვიყიდი თუ იცით ვერსად? მოსახუფები არა, რომ უნდა მოატრიალო ეგენი la reine ცუნდერე დეიდა, ხომ არ იცი? :დ |
Posted by: italiashka 18 Feb 2019, 12:26 |
ბუდა ბაზრობებზე არის. გლდანის ბაზარში მაგალითად ნამდვილად არის. ვაგზალზეც იქნება წესით და ისანშიც. კიდე ე.წ. 1000 წვრილმანის მაღაზიები რომაა ხოლმე იქაც. |
Posted by: ბუდა 18 Feb 2019, 12:42 |
italiashka მადლობა |