აჰა გამოსაჩენ ადგილასო და სხვათაშორის საიტმა შეიცვალა მისამართი.
ეს არის ერთადერთი ოფიციალური საიტი
https://dvprogram.state.gov/
აჰა ლინკზე აქედან გადადით
წინისწინა თემაში ყველაზე მეტი პოსტი მე მქონდა და ამიტომ მივეცი საკუთარ თავს უფლება გამეხსნა ახალი თემა .
რჩევები :
მე როგორც გამოცდილი მოთამაშე გეუბნებით რომ
თU ადამიანი მოდის თქვენთან და გეუბნებათ რომ ის მოგაგებინებთ ორი ვარიანტია ან თაღლითია ან ალექს ტრასკი (სუპერჰაკერი ) .წელს თამშდება დვ ლოტერი 2022 ( თარიღი არის გამგზავრების საპირწონედ ანუ 2020ში ითამაშებთ 21ში მოიგებთ და 22ში წახვალთ).
8 ოქტომბერს იწყება საქართველოს დროით და ეცადეთ დშაწყისშივე შეავსოთ ბოლო დღეებში პროგრამა ჭედავს თხოვნა : თუ ძალიან არ გინდათ არ ითამაშოთ!
კითხვები .~
ნუ შემოკლებით ასე ჩავსვი
1. რატომ ტარდება გრინქარდის გათამაშება :? პასუხი მარტივია:აშშს სურს შეინარჩუნოს მრალფეროვნება და არ იყოს მონონაციონალური (ანუ მთავარი საამაყო ეს აქვს აშშ რომ ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომI)
2. რომელი ქვეყნიდან შემიძლია ვითამაშო??
უკლებლივ ყველა ქვეყნიდან გარდა : ევროპიდან: დიდი ბრიტანეთისა და მასზე დამოკიდებული ტერიტორიების ( გარდა ჩრდილო ირლანდიისა ), აფრიკიდან : ყველა ქვეყნიდან ნიგერიის გარდა, აზიიდან ყველა ქვეყნიდან : გარდა ჩინეთის (ტაივანის ჩაუთვლელად ) < იაპონიის სამხრეთ კორეის, ინდოეთის, პაკისტანის , ბანგლადეშის, შრი ლანკის,იაპონიის ,ვიეტნამის ,ფილიპინების და წელს უკვე ჰონგკონგიდან.
ლათინური ამერიკიდან ყველგან გარდა: მექსიკა , კოლომბია,სალვადორი ,დომინიკის რესპუბლიკა ,.ბრაზილია.
და ჩრდილოეთ ამერიკა გარდა : კანადა, იამაიკა და რა თქმა უნდა თვითონ აშშდან !
3. ვის შეუძLია ითამაშოს? ყველას ვინც არის სკოლა დამთავრებული !
იმ შემთხვევაშI თუ არ გაქვს სკოლა დამთავრებული უნდა წარადგინო მუშაობის ცნობა 2 წლიანი სტაჟIთ .
(პროფესიების და სფეროების ჩამონათვალი იხილეთ აქ).
https://www.usadiversitylottery.com/jobs.html4 მართალია რომ მოგვიანებით აშშში ვიზის მიღებაში ხელს შემიშLის გრინ ქარდის ლატარია??
აბსოლუტური სიცრუეა ! 10 წლიანი ვიზაც მიუციათ ისეთებისთვის ვინც 5 წელი ავსებდა
5.რა ღირს გათამაშება და რამდენჯერ შემიძLია შევავსო??
აბსოლუტურად უფასოა თუმცაღა არსებობენ ოფისები ( აქ არ დავწერ რეკლამად რომ არ ჩAმეთვალოს ) რომელიც შეგივსებენ რაღაც თანხის სანაცვლოდ . რამდენჯერაც გინდა ,ოღონდ წელიწადში მხოლოდ 1-ხელ.
როგორც ყოველთვის 2
30-36 დღეა გამოყოფილი ოქტომბერ ნოემბერში.
5.მოგების შემთხვევაში ვინ შემიძლია წავიყვანო >>??
კანონიერ ქორწინებაშI მყოფი მეუღლე და 21 წლამდე შვილები !
6 როგორ შევავსო( ყველაზე საინტერესო კითხვა ) :
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ერთადერთი შევსების საიტი არის :
https://dvprogram.state.gov/ფორმაში უთითებთ ძირითად მონაცემებს თქვენ შესახებ: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, მისამართი და ტელეფონის ნომერი, ხართ თუ არა ქორწინებაში და რა ტიპის განათლება გაქვთ მიღებული. ასევე, საჭიროა ფოტოსურათი.
დამატებით, თუ დაქორწინებული ხართ, იგივე მონაცემები და ფოტოები იქნება შესავსები თქვენი მეუღლისთვის და თქვენი ყველა შვილისთვის. ქორწინებაში იგულისხმება მხოლოდ ოფიციალური ხელმოწერა, ქორწინების მოწმობით.
6.1 როგორი უნდა იყოს ფოტოსურათი??(ქვემოთ ფოტოცაა ატვირთული როგორი უნდა და როგორი არ უნდა იყოს),.
ფოტო უნდა იყოს ე.წ. “საბუთის ფოტო”, კონკრეტულ ზომაში და პარამეტრებში. ყველგან, სადაც საბუთის ფოტოებს იღებენ, ეს მოთხოვნები უკვე ზეპირად იციან. უბრალოდ ეტყვით, რომ მწვანე ბარათისთვის გჭირდებათ ფოტო და ყველაფერს თავად მიხედავენ. ასევე, ეს მოთხოვნები თქვენც გაითვალისწინეთ და გადაამოწმეთ, ხომ არ არღვევს რომელიმე პირობას თქვენი ფოტო:
ფოტო უნდა იყოს ფერადი, კვადრატული, ზომით 600 პიქსელი 600 პიქსელზე.
ფაილი უნდა იყოს მაქსიმუმ 240 კილობაიტის (kb) ზომის, JPG ფორმატში.
თქვენი სახე (ნიკაპიდან შუბლამდე) უნდა იკავებდეს მთელი ფოტოს სიმაღლის 50%-დან 69%-მდე ნაწილს. (უფრო ზუსტად წარმოსადგენად, იხილეთ ფოტოს შაბლონი).
უნდა იყოს გადაღებული ფორმის შევსებამდე მაქსიმუმ 6 თვით ადრე.
ფონზე უნდა იყოს ნეიტრალური, თეთრი ფერი, კედელზე არ უნდა ეცემოდეს თქვენი ჩრდილი.
უნდა იყურებოდეთ პირდაპირ კამერაში, არ უნდა იღიმოდეთ ან იბღვირებოდეთ, მიიღეთ ნეიტრალური სახე.
ფოტოს გადაღებისას, ჩაიცვით ჩვეულებრივი ტანსაცმელი, განსაკუთრებულად გამოწყობა საჭირო არ არის. არ შეიძლება გეცვათ სამხედრო, პოლიციის ან სხვა სპეციალური უნიფორმა. არ შეიძლება გეხუროთ ქუდი ან ნებისმიერი სხვა თავსაფარი.
ნებისმიერი ასაკის ბავშვის ფოტოში უნდა ჩანდეს მხოლოდ ბავშვი. არ შეიძლება ფოტოში ბავშვთან ერთად ჩანდეთ თქვენ ან ვინმე სხვა.
ახალი წესით კი, ფოტოს გადაღება სათვალეებით უკვე აღარ შეიძლება.
ფოტოს გადაღების სრული ინსტრუქცია და მოთხოვნები შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ საიტზე. როდესაც ფოტო მზად გექნებათ, უკვე შეგეძლებათ ფორმის შევსება.
6.2 კიდევ რა გავითვალისწინო:
აუცილებლად დაუკვირდით, როგორ წერთ სახელსა და გვარს — ფორმაში ეს ველი უნდა შეავსოთ ზუსტად ისე, ლათინური ასოებით, როგორც ეს პასპორტში წერია.
გაითვალისწინეთ, რომ მეუღლის და შვილების შესახებ ინფორმაციის შევსება სავალდებულოა. გამარჯვების შემთხვევაში, თქვენთან ერთად მწვანე ბარათს მიიღებენ მეუღლეც და შვილებიც 21 წლამდე. თუ ფორმის შევსებისას მათ მონაცემებს არ, ან არასწორად მიუთითებთ, ისინი ამ შანსს დაკარგავენ.
ასევე გირჩევთ, შეავსოთ ფორმა თქვენი მეუღლის სახელზეც. ამით, თქვენს ოჯახს გამარჯვების ორმაგი შანსი აქვს — თუ მოიგებს თქვენი მეუღლე, მწვანე ბარათი ავტომატურად გერგებათ თქვენც და თქვენს შვილებსაც.
7. თუ მოვიგე მერე მეორე დღესვე ამერიკაშ ვარ ?
არა მეორე დღეს არ ხარ რამდენიმე თვის ან 1 წლის შემდეგ დაგენიშNება გასაუბრება ( მეტს გეტყვით თუ მაღალი ნომერია საერთოდ არ დაგენიშნოთ შესაძლოა), ახლა რაც შეება ცნობილი კითხვებს :
ბილეთის ფული მე უნდა გადავიხადო?? რა თქმა უნდა . მეტიც რამდენიმე ასეული დოლარი დაგიჯდებათ ანალიზები :ტუბზე , ჰეპატიტზე და ა.შემდეგ. გარდა ამისა უნდა წარადგინო ნასამართლეობის ცნობა .
7.1 როგორ არჩევს მოგებულს . სერვერი აფის განლაგებული კენტუკის შტატში და უნივერსალური შემთხვევითობის პრინციპით არჩევს
. ასე რომ იღბალი უნდა გქონდეფ რომ მოიგოთ ან ალექს ტრასკი უნდა იყო.
8. ამის ფორმის შევსების შემდეგ მონაცემებს დაამუშავებს კენტუკის საკონსულო ცენტრი (KCC) აშშ-ში და მიიღებთ უნიკალურ ნომერს და თარიღს, როცა უნდა მიხვიდეთ თბილისში, აშშ-ს საელჩოში დანიშნულ გასაუბრებაზე.
9. რა შემთხვევაში გეტყვიან უარს ?თუ რაიმე მძიმე გადამდები დაავადება გაწუხებთ (მაგალითად ტუბი ან ჰეპატიტი ) , ან ნასამართლევი ხართ . ჰო კიდევ თუ ადრე არალეგალად ცხოვრობდით აშშში გინდ გითამაშიათ და მოგიგიათ გინდ არა. პრაქტიკულად გამორიცხულია გრინის მიღება.
კიდევ ხშირია შეკითხვები ბილეთის ფულზე, თქვენ უნდა გადაიხადოთ თუ არა . ბინით თუ უზრუნველგყოფენ რა თქმა უნდა არა არავინ არ უზრუნველგყოფს . თუ დაგასაქმებენ >? ლიმუზინი თუ იქნება თქვენს განკარგულებაშ ნუ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა სისულელეა . უბრალოდ აშშ-ში კანონიერი ცხოვრების უფლებას გებულობთ!
10 . გამარჯვების შემდეგ საჭირო იქნება სპეციალური DS-260 ფორმის შევსება ოფიციალურ ვებსაიტზე. ფორმაში კიდევ ერთხელ უთითებთ თქვენს პირად და თქვენი ოჯახის — მეუღლის და 21 წლამდე ასაკის შვილების მონაცემებს. ფორმის შევსების შემდეგ, აუცილებლად უნდა ამობეჭდოთ საბოლოო დასტურის გვერდი (Confirmation page). მის გარეშე გასაუბრებაზე არ დაიშვებით.
11. როდის წავიდე? :
აშშ-ში პირველი გამგზავრება პაკეტის მიღებიდან 6 თვის ვადაში უნდა დაგეგმოთ.
12. ჩასვლის შემდეგ როგორ გავხდე მოქალაქე??
5 წელი იცხოვრო ისე რომ არ დატოვო ერთი წლის მანძილზე 180 დღეზე მეტხანს აშშ და სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაიდინო ,. ამ შემთხვევაშ დაკარგავ გრინ ქარდს.
13. რითაა უკეთესი მოქალაქეობა : როგორც აღვნიშნე ზემოთ მწვანე ბარათი შეიძლება დაკარგო ზემოთაღნიშნული ორი ქმედების გამო . მოქალაქეობას კი ვერავინ დაგაკარგვინებს!
მე20-26 თემების ( პირველის გარდა ყველა დაუნომრავია ლინკები აგერ:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
P.S. თუ ალექს ტრასკი გაინტერესებთ ვინაა ჰიპერკუბს უყურეთ .
This post has been edited by ronald_wesley on 6 Oct 2020, 21:41