ძალიან საინტერესო საკითხია და ძალზედ ხშირად მიფიქრია იმაზე თუ რისი მჯერა ამ საკითხში უფრო, ანუ არის ორი გზა:
1. ვოლუნტარიზმის იდეა (ამ იდეის გამტარებლებს სჯერათ რომ ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანზე და მხოლოდ მასზე, რომ ის საკუთარი ბედის პატრონია და ა.შ.)
2. ფატალიზმის იდეა (ეს კი პირიქით ითვალისწინებს იმას რომ ყველაფერი წინასწარ არის განსაზგვრული და ჩვენ მხოლოდ პაიკები ვართ ამ ყველაფერში)
კაკ რაზ დღეს ერთ ჩემს ძმაკაცთან საუბრისას მისგან მოვისმინე შემდეგი რამ: მისი აზრით სრულიად შეიძზლება რომ ეს ორივე მცნება თანაარსებობდეს. ანუ დაბადების თანავე ადამიანის ცხოვრება ჰგავს ხეს, და თითოელ მის ნაბიჯს აქვს შესაბამისი გაგრძელება. ანუ ვთქვად თუ ის წავა ერთი გზით ის გადავა სხვა ტოტზე და ა.შ. მიუხედავად იმისა რომ ამ გზების რაოდენობა განსაზღვრულია წინასწარ ადამიანს მაინც აქვს იმის უფლება რომ აირჩიო რომელი გზა უნდა მას. ეს შემთხვევა აერთიანებს ჩემი აზრით ორივე თეორიას.
ისე ძალიან ხშირად ვფიქრობ იმაზე თუ რომელ იდეას ვემხრობი უფრო თუმცა საბოლოოდ ვერ ვთანხმდები ჩემ თავთან ამაზე.
თუმცა უფრო ალბათ ფატალისტი ვარ. ჩემი აზრით ჩვენ ცხოვრება არის სრული გამეორება ცხოვრებისა რომელიც ოდესღაც და მრავალჯერ უკვე გავიარეთ, ჩვენ გვგონია რომ ჩვენ ბედის პატრონები ვართ მაგრამ სინამდვილეში ყველაფერს ვიმეორებთ თავიდან ბოლომდე... ანუ როდესაც შენ იბადები შენ გადიხარ იმ ცხოვრებას ზუსტად ისე როგორც მანამდე, ანუ დაბადებამდე უკვე გაიარე და იმეორებ ამას მარადა და მარად...
ანუ დრო ერთმანეთის მიყოლებით კი არადა, ერთმანეთის პარარელუად არსებობს...
უფფ დავიღალე