ეს არის უმცირესი ჩამონათვალი იმისა, რაც ევროკავშირის და აშშ-ს დაფინანსებით გაკეთდა ქვეყანაში, თუნდაც მხოლოდ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით, რომ არაფერი ვთქვათ ასეულობით მილიონი ევროსა თუ დოლარის დაფინანსებაზე სხვადასხვა დარგების (სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, განათლება, ჯანდაცვა, საბანკო სისტემა, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, რეგიონების და სათემო განვითარება, ურბანული განახლება და ა.შ.) განსავითარებლად, ან კიდევ ცალკე აღებული - კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში.
(თანდათანობით დაემატება ხელმისაწვდომი ინფორმაცია, ხოლო ვინც კომპეტენტურია, დაამატეთ ასევე კომენტარებში)
რუსულ ოცნებას ვირეშმაკულად რომ თავი მოქონდა ამომრჩეველთან წლების განმავლობაში, სინამდვილეში ეს სიკეთეები ჩვენი დასავლელი პარტნიორების დამსახურებაა.
გინდათ რომ ეს ყველაფერი, ნაცვლად იმისა რომ გაათმაგდეს ან გაოცმაგდეს, შეჩერდეს?!
გინდათ რომ რუსეთის უკანა ეზოდ გადაქცევით, დავუბრუნდეთ ბნელ, კრიმინალურ, პერსპექტივამოკლულ 90-იანებს?!
გინდათ რომ მრავალათასწლოვანი ჩვენი ისტორია ლაფში ამოვსვაროთ?!
და ეს მაშინ, როცა ასე ახლოს ვართ ჩვენს უმთავრეს ისტორიულ მიზანთან?!
https://www.facebook.com/DeaTsilo/posts/pfb...edHwwRXd9jLbSbl This post has been edited by გამარჯობაათ on 24 Apr 2024, 09:51