#61112053 · 25 Mar 2024, 11:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
lasha kakauridze
QUOTE | Obser_ver QUOTE პრობლემის, ამოცანის გადაჭრის უნარს
ეს უფრო შეესაბამება ჩემს რწმენას
|
როდესაც რაღაც ამოცანის ამოხსნას ცდილობ - მოქმედებ შესაბამისად, შენი ტვინი ამოცანის ამოხსნისთვის მასში არსებულ ინფორმაციას იყენებს და გადაათამაშებს პასუხის მისაღებად.
ხელდაკრეფილი თუ დაჯექი და "რმენა" ჩაატარე, ამოცანა არ ამოიხსნება.
QUOTE | თუმცა რაღაც მომენტში გეთახმები რწმენაზე ....არცერთ ცხოველს არ გააჩნია რწმენა ...მხოლოდ ერთადერთი ადამიანია რომელიც რაღაცის სჯერავს, წამს ...მართლა საინტერესოა ადამიანი რომელიც არაფრით არ განსხვავდება სხვა ცხოველებისგან გამონაკლისის სახით აცხადებს რომ მას რწმენა გააჩნია |
როდესაც მტაცებელი ცხოველი აირჩევს საკუთარ მსხვერპლს და მას მონადირეებს, ის ასრულებს "აზროვნებასაც" და "რწმენასაც" (დაჯერებას). არჩევის პროცესში ის შეადარებს არსებულ შესაძლებლობებს და როდესაც გადაწყვეტს რომელ ნადირზე დახარჯოს კალორია (ენერგია) მას უჩნდება "რწმენა" (დაჯერება), რომ მან სწორი არჩევანი გააკეთა და შედეგს მიაღწევს და უმრავლეს შემთხვევაში ასეც ხდება.
QUOTE | ტვინში როგორც შენ ამბობ არ არსებობს მისი ფუნქცია მაშინ რა გააჩნია ისეთი ადამიანს რომ სხვა სცოველებისგან განირჩევა? ....მართლა საინტერესოა |
ზუსტად იგივე რაც ზემოთ, მტაცებელი ცხოველის შემთხვევაში დავწერე. ზუსტად იგივე ფორმულით ხელმძღვანელობს ადამიანი და სხვა ნებისმიერი ცხოველი.
ის აბსტრაქტული სამყარო, რომელიც შექმნა ადამიანმა, უქმნის ადამიანს იმის ილუზიას, რომ თითქოსდა ის, სხვა ცხოველებისგან განსხვავებული რაღაც ღვთიური არსებაა. * * * ადამიანს კი აბსტრაქტული სამყაროს შექმნის უნარი დიდის ალბათობით ჩამოუყალიბდა, იმის გამო, რომ მას გადარჩენისთვის უწევდა ჯგუფებად ცხოვრება. და ჯგუფებად ცხოვრებას კი სჭირდება ურთიერთობები - უნარების გაცვლა-გამოცვლა ინდივიდუალური თუ ჯგუფური ამოცანების ამოსახსნელად.
რაც უფრო მეტი რაოდენობის ადამიანებთან უწევდა მას ურთიერთობა, მით უფრო მეტი გამოწვევების წინაშე დგებოდა და მეტი საჭიროება ექმნებოდა აზროვნების, რათა არამარტო გარეული ცხოველებისაგან დაეცვა თავი, არამედ შიდა სოციალური დაპირისპირების დროს შექმნილ სიტუაციაში ეპოვნა გამოსავალი, რადგანაც ჯგუფიდან განდევნა და ველურ გარემოში მარტო დარჩენა 100 % სიკვდილს უდრიდა. * * * სავარაუდოდ, სწორედ მსგავს სიტუაციაში იღებს სათავეს რელიგიის წარმოქმნაც.
ის მითები და ცრურწმენები, რომელიც გროვდებოდა გარკვეული დროის მანძილზე ჯგუფის არსებობის ისტორიაში, რომელიც გადაეცემოდა ერთი თაობიდან მეორეს, გახდა თავის გადარჩენის ინსტრუმენტი რომელიღაც პირველი ჰომოსთვის, რომელსაც ჯგუფში მისმა უკიდურესად ცუდმა მდგომარეობამ, აიძულა ეაზროვნა და დაენახა ის დეტალები, რომლებიც მას არა მარტო გადაარჩენდა, არამედ სხვის ძალებს და ძალაუფლებას საკუთარი მიზნების მისაღწევად გამოაყენებინებდა.
This post has been edited by Obser_ver on 25 Mar 2024, 13:16
--------------------
მოვითხოვოთ 1.რეალური საარსებო მინიმუმის ევროსტანდარტების მიხედვით დადგენა 2.პენსიების ამ მინიმუმთან გასწორება 3.მინიმალური ხელფასის 20 ლარიდან ამ საარსებო მინიმუმამდე გათანაბრება 4.40 სამუშაო საათი კვირაში. დამატებით საათებზე ანაზღაურება 5.გამოსასვლელ დღეებში გაორმაგებული საათობრივი ანაზღაურება
|