ალევის სამება მდებარეობს ახალგორის (დღევანდელი ლენინგორის) ჩრდილო-აღმოსავლეთით უნაგირა მთის ერთ-ერთ კონუსზე. მთას ადგილობრივი მოსახლეობა ლორწომის კლდეს უწოდებს. ალევის "ოქროსკარიანი" სამება მეტად განთქმული სალოცავი იყო აღმოსავლეთ საქართველოში. მის მოსალოცად მოდიოდნენ ქსნის ხეობიდან, ნარეკვავიდან, ბაზალეთ-არაგვისპირიდან, კახეთიდან. ეკლესია დარბაზულია, სწორკუთხა საკურთხევლითა და ტრომპებზე დაყრდნობილი კონქით. სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლებზე პილიასტრებია, რომლებსაც ეყრდნობა კამარული გადახურვა. ცენტრალურ დარბაზს ჩრდილო, დასავლეთ და სამხრეთ მხრიდან აქვს მინაშენები, რომლებშიც შესასვლელებია გაჭრილი. მთავარ ეკლესიას აღმოსავლეთის მხრიდან მიშენებული აქვს მეორე ეკლესია, მომრგვალებული საკურთხევლით. ალევის სამება ნაგებია ქვის ბლოკებით და აქვს სადა ფასადები. მთავარი ეკლესია თარიღდება VIII - IX სს., ხოლო მცირე ეკლესია - X საუკუნით. ალევის სამებას გარს უვლის ფლეთილი ქვით ნაგები ოვალური ფორმის გალავანი, რომელსაც შიგნითა მხრიდან რამოდენიმე ნაგებობა აქვს მიშენებული. სამხრეთის მხარეს მიშენებულია გრძელი ვიწრო შენობა. იგი ორსართულიანი უნდა ყოფილიყო. ქვედა სართული მიწაშია, ზედა სართულის კარი კი მიწის ზედაპირის დონეზე. შენობას კედლებზე ეტყობა სართულებს შორის გადახურვის ძეგლების ფოსოების კვალი. ქვედა სართულს ჰქონია მიწისქვეშა შესასვლელი, რომელიც მწყემსების თქმით ეკლესიაში შედიოდა. შენობა, შესაძლოა, სატრაპეზოს წარმოადგენდა. გალავანს გარეთ ირგვლივ ორმოცამდე წვრილი სათავსოს ნაშთეხია. ალევის სამების კომპლექსი მონასტრის შთაბეჭდილებას სტოვებს. ლორწომის უნაგირა მთის მეორე კონუსზე საფორტიფიკაციო ნაგებობის ნაშთებია შემორჩენილი. ლორწომა||ლორწობა-ში დაცული უნდა იყოს „მატიანე ქართლისას" მიერ X საუკუნის დასაწყისისათვის მოხსენებული "ლოწობნის" ციხის სახელი. გიულდენშტედტისა და კლაპროტის მონაცემები გვეხმარებიან „ლოწობან"||"ლორწობანის" ალევის უნაგირაზე ლოკალიზაციაში. რაც შეეხება ფონეტიკურ მხარეს, "ლორწობანში" რ გვიანდელი გაჩენილი ჩანს, ხოლო ხალხში შემორჩენილი სახელი ლორწომა||ლოორწობა მიღებულია დაბოლოების შეკვეცით, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა ხალხურ მეტყველებაში. შემოგვრჩა "ნასტაკი“ ნაცვლად "ნასტაკისისა" და "ძეგნაკორა" ნაცვლად "ძეგნაკორანისა". ლორწომის ქარაფოვანი კლდე, რომელზეც აუგიათ სიმაგრე, საკმაოდ ძნელი მისადგომია და უჭირავს გაბატონებული მდგომარეობა ქსნის შუა წელის მარცხენა ნაპირზე; აქედან ხელისგულივით მოჩანს შიდა ქართლი და არაგვის გაღმა მხარე. ლორწობნის ძირზე უნდა გაევლო კახეთ-არაგვიდან ქსნის შუა წელისაკენ მიმავალ გზას. ამიტომ ბუნებრივი იქნებოდა აქ ციხის არსებობა. ციხის კედლები ფრაგმენტულად არის შემორჩენილი. ისინი ბუნებრივი სიმაგრის დანამატებს წარმოადგენენ. კედლები უკეთაა დაცული კლდის ჩრდილოეთ მხარეს. შეიმჩნევა კედლის ორგვარი წყობა, რაც შესაძლოა სხვადასხვა პერიოდისა იყოს. მოსახლეობის გადმოცემით ციხეში ლეკები მდგარან და შიგ ტყვედ წაყვანილებს მალავდნენ.
წყარო : ჯ. გვასალია (saunje.ge)
არ ვიცოდი ეს თემა სად გამეხსნა და მოდერს ვთხოვ თუ არასწორად მაქვს გახსნილი გადაიტანოს სადაც საჭიროა,
ყველას გილოცავთ მარიამობას, მისი მადლი და ძალა გფარავდეთ!
* * *
ღვთის წყალობით მონასტერი მოქმედია და მისი წინამძღვარი მამა იოანეა.
დღეს ჩამოვედი მონასტრიდან, საოცარი ბუნებაა, თავი სამოთხეში მეგონა, სამწუხაროდ მთლიანი ტერიტორია არ არის კონტროლირებადი
თუ გაქვთ სურათები გთხოვთ დადეთ.
* * *
* * *
* * *
საოცარი ბუნებაა
* * *
აპარატი ვერ მიწყობდა ხელს
* * *
* * *
ეს ტერიტორია ჩვენ აღარ გვეკუთვნის
* * *
ეს ტერიტორია ჩვენ აღარ გვეკუთვნის
აქ ნაჩვენებია თბილისიდან ჟინვალის წყალსაცავამდე გზა
აქ კი ჟინვალიდან მონასტრის გზა არის აღნიშნული
This post has been edited by giorgitab on 5 Sep 2011, 18:42