Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფსიქოლოგია > სიზმარი, ნაწილი VII


Posted by: Artist 29 Jun 2020, 15:05
სიზმარი რომელსაც ადამიანი ხედავს სხვა თვალით და არა ფიზიკური თვალით…
აქ შეიძლება ქვეცნობიერის შესახებ ბევრი რამის თქმა და შესაძლოა მომავლის ჭვრეტაც… smile.gif



გადავხედე წინა თემების უზერების სიას და გადავწყვიტე გამეხსნა ეს VII თემა, ვინაიდან GeorgeSword-მა
დახურა ეს თავისი გახსნილი VI თემა და ახალი არ გაუხსნია სანაცვლოდ, ეს მივიღე მინიშნებად რომ წინააღმდეგი
არაა რომ სხვამ გახსნას ეს თემა თავიდან, ამჟამად მე წარვუძღვები ამ თემას და იმედია შემდეგს კიდევ სხვა უზერი
გააგრძელებს…

წინა თემის ბმულები თემის ავტორების მინაწერით :
1. https://forum.ge/?showtopic=33861539&view=findpost&p=10033208 Miss_Witch
2. https://forum.ge/?showtopic=34421627&view=findpost&p=32431912 DrJohnes
3. https://forum.ge/?showtopic=34477149&view=findpost&p=34447140 DontGetM@d
4. https://forum.ge/?showtopic=34545937&view=findpost&p=36980208 DontGetM@d
5. https://forum.ge/?showtopic=34619134&view=findpost&p=39632832 Egyptian
6. https://forum.ge/?showtopic=34990971&view=findpost&p=51766412 GeorgeSword

აბა გისურვებთ ყველას კარგ და ტკბილ სიზმრებს... smile.gif

Posted by: დაშლიი? 29 Jun 2020, 15:08
გილოცავთ ახალ თემას. ტკბილ ძილს და ფერად სიზმრებს გისურვებთ! smile.gif

Posted by: marimarita 29 Jun 2020, 15:16
ახალ თემას გილოცავთ bis.gif

დავფიქსირდები, თუმცა სიზმრების ხშირი ნახვით ვერ დავიკვეხნი..

გუშინ დამესიზმრა აბდა-უბდა სიზმარი..
ვითომ ხორცს ჭრიდა ჩემი მეგობარი, მე გვერდით ვიდექი და ვუყურებდი.. უმი ხორცი რომ კარგი არ არის, ეგ გამიგია..

ჯერ ისედაც იშვიათად მესიზმრება რამე და რაღა ხორცი დამესიზმრა rolleyes.gif vis.gif

biggrin.gif

Posted by: Artist 29 Jun 2020, 15:28
საინტერესო შეკითხვა დასვა ამ თემის პირველმა უზერმა და აქ ვუპასუხებ ბარემ:

Miss_Witch

"და კიდევ ის მაინტერესებთ თუ გქონიათ ეგეთი შემთხვევა რომ სიზმარში ხართ და იცით რომ ეს სიზმარია?
გავგიჟდები რა, რამდენჯერმე მეძინა და ვარ სიზმარში, და ვიცი რომ სიზმარში ვარ, სიზმარში ვამბობდი რომ ეს სიზმარია,
გამეღვიძება და დამთავრდება ყველაფერი, ამიტომ ახლა იმას ვიზამ რაც მინდა! და ვიცოდი რომ სიზმარში ვიყავი. რატომ?
ერთხელ კიდე რაღაც ცუდი მოხდა სიზმარში და მოვიწყინე, მაგრამ სიზმარშივე ვუთხარი ცემს ტავს, რას ნერვიულობ ეს ხომ
სიზმარია, გაიღვიძებ და ყველაფერი კარგად იქნება! მაინტერესებს როგორ ხდება ასე, საიდან ვგრძნობ რომ სიზმარში ვარ?
თქვენ თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა? "

ეს ის შემთხვევაა როდესაც ადამიანს დღის ცნობიერება უფრო დიდხანს გაჰყვება ძილში ანუ ის ხედავს სიზმარს და იცის რომ
სიზმარშია, ის არ ხედავს ამ დროს მხოლოს ქვეცნობიერის მიერ შემოთავაზებულ სიზმარს ის დღის ცნობიერებითაა და შეუძლია
იმოგზაუროს კიდეც სიზმარში, გადადგას ნაბიჯები მარცხნივ ან მარჯვნივ ანდა პირდაპირ წავიდეს… რაც უფრო ცნობიერი ხდება
სიზმარი მით უფრო ეუფლება ადამიანი თავის ძილის მდგომარეობას, ეს მისი სულიერ განვითარების მაჩვენებელია, როდესაც
ადამიანი ნელ ნელა აღწევს ყველაფრის გაცნობიერებას, მაშინ მისთვის ღრმა ძილი აღარ იარსებებს ის სიზმრის ანუ სულიერის
ცნობიერებით იქნება იმ სამყაროში სადაც ძილის დროს არის ხოლმე, მხოლოდ მას მოუწევს იქ ნანახის თუ განცდილის გადმოთარგმნა
დღის ცნობიერებაზე… ეს მომავლის ამბავია, ხოლო ეს რაც აღწერე იმის მიმანიშნებელია რომ ახლოს ხარ ამ მომავალთან… smile.gif


Posted by: ripsta 29 Jun 2020, 15:39
ბათუმში ვიყავი, ოღონდ რაღაცნაირი ბათუმი იყო, თითქოს პარალელური სამყარო, სხვანაირად განვითარებული ტექნიკა და ამბები, აი ფილმებში რომ არის ხოლმე პარალელურ სამყაროებში თვითმფრინავების მაგივრად დირიჟაბლები რომ დაფრინავენ ცაზე რაღაც ასეთი. ხოდა გემი მოვიდა დიდი და დესანტი გადმოსხა
მტრები იყვნენ, მთელი ამბები ატყდა, რუსეთი იყო
guerilla ბრძოლები ბევრი, სისხლით გავაფერადეთ ზღვა
მერე ბარში წავედი, ღამე იყო და ბარის სკამზე ჩემი უფროსი იჯდა. მეთქი - იგორ, ხვალ ვერ მოვალ სამსახურში, ბრძოლა მაქვს თქო. იგორმა კაიო, მაგრამ საღამოს მაინც გამოიარე, დაბადების დღე მაქვს ხაჭაპურებს მოვიტანო და ულვაშებში ჩაიცინა. თან ქართული გვარი აქვს, მაგრამ კარგად არ იცის ენა, ამის მიუხედავად მაინც არასოდეს ლაპარაკობს რუსულად და თს მაგივრად ტს ამბობს - ქს მაგივრად კს. ისე თვეში ერთხელ რომ მივიდეთ ხოლმე კარგი იქნება, არა ვიქტორო - ბარის მაგიდის მეორე ბოლოში გაიხედა და ჭიქა აუწია სეიფტი მენეჯერს. იმანაც აუწია და მოდი ასე ვიაროთო
მერე მეორე სართულზე ავედი, ოთახი გამიმზადეს და დავიძინე

Posted by: Artist 29 Jun 2020, 15:53
ripsta
QUOTE
ერე მეორე სართულზე ავედი, ოთახი გამიმზადეს და დავიძინე 

საინტერესო სიზმარი გინახია, მთელი მოვლენებით სავსე, თან პარალელურად იგორთან მშვიდი საუბარი…
და ბოლოს სიზმარში ძილი… იმ ძილის დროსაც ხომ გინახავს სიზმარი? აი ეს იქნებოდა უფრო საინტერესო
სიზმარი სიზმარში… ეხლა ის ფილმი გამახსენდა უცბად, სიზმრებში რომ დადიან და ბრზრიალას რომ ატრიალებენ
იმის გასაგებად მორიგ სიზმარში არიან თუ ცხადში?... (არ მახსოვს ზუსტად როგორ ქვია იმ ფილმს)


Posted by: ripsta 29 Jun 2020, 16:10
Artist
ინსეფშენი?
სიზმარში რომ დავიძინე, გამეღვიძა
სამსახურშიც დავაგვიანე

ისე სხვა არკებიც ჰქონდა სიზმარს მაგრამ არ მახსოვს
კაი ხანი ვიყავი ბათუმში და ამბები ხდებოდა

ისე, არტისტო
უხეიროს იცნობ??? uxeiro

Posted by: fork 29 Jun 2020, 16:24
Artist
დაშლიი?
marimarita
ripsta
აქ მყოფებს დაგეკითხებით-სიზმრის გამეორება რას უნდა ნიშნავდეს?
თან ერთხელ კი არა,რამდენიმეჯერ.
ადგილებიც,სადაც რეალურად არასოდეს არ ვყოფილვარ და წარმოდგენა არ მაქვს სადაა-განმეორებით მინახავს.
სუბიექტებიც.

Posted by: Aleqto 29 Jun 2020, 17:25
Artist
გამიხარდა...

fork
მე მესიზმრება ხოლმე რამოდენიმე სიზმარი პერიოდულად...ოღონდ ძაან დიდი პერიოდულობით...
ერთი ზუსტად ერთიდაიგივე, ვერც ავხსნი რა სიზმარია, იმდენად უაზროა და არაფერია სათქმელი...ამას ბავშვობიდან ვხედავ და როგორც დავაკვირდი როცა ავად ვარ , ოღონდ აუცილებლად მაღალი სიცხით მარტო მაშინ მესიზმრება...ეს კი ძაან იშვიათად ხდება ...
მეორე სიზმარი რომელსაც ასევე პერიოდულად ვხედავ(როგორც დავასკვენი უკიდურესი გადაღლილობისას) ზუსტად ერთი_ერთში არ მეორდება, ისე როგორც პირველი სიზმარი, მარა იდეა ერთია _ შემიძლია ფრენა, ოღონდ სიზმარშივე ვხვდები რომ ეს ნონსენსია და იმდენად არარეალური, რომ არავისთან ვამხელ და ვიმჩნევ...როცა მარტო ვრჩები მხოლოდ მაშინ დავფრენ biggrin.gif ყველაზე უცნაური კი ის არის რომ საფრენად კიდურების ქნევა კი არა, პირიქით, გაშეშება მჭირდება. ანუ როცა გადავწყვეტ ხოლმე გაფრენას , ფეხებს ვატყუპებ, მთელი სხეულით ვიჭიმები_ვსწორდები, ხელები ჩამოშვებული და ტანთან ახლოს მაქვს ...ასე გაჭიმული ვდგავარ რამოდენიმე წამი და მთელი სხეულით ავდივარ მაღლა და მთელი fრენის პროცესში ასე ვარ... ეს ასე ავიხსენი _ იმ მომენტში ალბათ ზედმეტად განვიცდი ხოლმე თავისუფლების დანაკლისს, რომელიც რეალში დროის უკმარისობით არის გამოწვეული...ამ სიზმრის მერე გაღვიძება მიყვარს love.gif ყველა დაცლილ ენერგიას ერთად ვგრძნობ...

სავარაუდოდ შენს შემთხვევაშიც იქნება დასიზმრების რაღაც "კანონზომიერება"...

Posted by: Artist 30 Jun 2020, 01:29
ripsta
QUOTE
ისე, არტისტოუხეიროს იცნობ??? uxeiro

no.gif
fork
QUOTE
სიზმრის გამეორება რას უნდა ნიშნავდეს?

ეგ ან მომავლის ამბავია ანდა წინა ცხოვრების, უფრო მომავლის ალბათ…
ის ადგილები რომლებიც გიმეორდება იმითაა ღირშესანიშნავი, რომ არ დაგავიწყდეს უნდა
ეტყობა მნიშვნელობა აქვს და იმიტომ გიმეორდება… მეც ვხედავდი ადგილებს სადაც არ
ვყოფილვარ, უფრო ევროპის ქუჩებს, მაგრამ მაშინ აზრზე არ ვიყავი რა და რის მიმანიშნებელი
იყო ეს… ხოდა შსემდეგ აღმოვჩდი ევროპაში და იმ ქუჩებზე რომ გავიარა დეჟავუსავით მქონდა
მერე გავიხსენე კიდეც ის ნანახი სიზმრები… აი მიზეზი…

Aleqto
QUOTE
როცა მარტო ვრჩები მხოლოდ მაშინ დავფრენ  ყველაზე უცნაური კი ის არის რომ საფრენად კიდურების ქნევა კი არა, პირიქით, გაშეშება მჭირდება

ხელების ქნევა რომ არ გჭირდება ეს გასაგებია და ნორმალურიცაა… სიზმარში სულით იმყოფები და სული დაფრინავს არ დადის… უბრალოდ გარკვეული
შენარევი ხდება სიზმრის დროს, სხეულსაც განიცდი ეს დღის ცნობიერებიდან და თან დაფრინავ სულიერი ცნობიერებით… სიზმარს ხომ ფიზიკური თვალებით
არ უყურებ? თვალები დახუჭული გაქვს, მაგრამ შინაგანი თვალით ხედავ და განცდითი წვდომით გრძნობ სხეულს… საინტერესო ისაა რომ ფრენისას გაშეშება
გჭირდება, ეტყობა გარკვეული მეთოდი გაქვს შემუშავებული ფრენისა… მე მაგალითად უნდა მოვდუნდე და მერე შემეძლო ფრენა სიზმარში… ერთხელ მახსოვს
ხალხის მასა მომსდევდა უკან და როცა ვიძაბებოდი უფრო დაბალი იყო ჩემი ფრენის ხარისხი და ისინიც ცდილობდენ რომ ფეხებში ჩაევლოთ ხელი წკიპზე იყო
საქმე… მაგ დროს გამახსენდა რომ არ უნდა დავძაბულიყავი პირიქით უნდა მოვდუნებულიყავი და მოვდუნდი და მივენდე ჰაერს და ძალზედ მაღლა ავფრინდი…
ისინი ყველა დარჩნენ პირდაღებულნი...ისა კიდევ მაღალი ძაბვის გაყვანილობები მიშლიდნენ ხოლმე ხელს, როგორმე უნდა ამერიდებინა თავი, და მერე უკვე
სიმაღლეებს ვიბყრობდი…. ხოდა ადამიანს სხეულის მაგივრად აქვს თავისი ასტრალი და იმით დაფრინავს… smile.gif

Posted by: GeorgeSword 30 Jun 2020, 10:28
გილოცავთ ახალ თემას


ხშირად მესიზმრება სიმაღლიდან ვვარდები

სიმაღლის შიში მაქვს ისედაც rolleyes.gif

Posted by: marimarita 30 Jun 2020, 10:56
fork
QUOTE
აქ მყოფებს დაგეკითხებით-სიზმრის გამეორება რას უნდა ნიშნავდეს?
თან ერთხელ კი არა,რამდენიმეჯერ.
ადგილებიც,სადაც რეალურად არასოდეს არ ვყოფილვარ და წარმოდგენა არ მაქვს სადაა-განმეორებით მინახავს.
სუბიექტებიც.

სიზმრის ახსნის აზრზე არ ვარ, მაგრამ რაღაც რომ არსებობს ეგ ფაქტია.. ალბათ წინა ცხოვრების ადგილები და მოგონებებია..
მე მჯერა წინა ცხოვრების და მომავალისაც rolleyes.gif

GeorgeSword
QUOTE
გილოცავთ ახალ თემას

ჰაი ჯორჯ, გამიხარდა შენი ნახვა 2kiss.gif
ავატარს რა უქენი? ))

Posted by: Asklipiodotaa 30 Jun 2020, 11:13
ვერ ვიხსენებ რა მესიზმრება
ან ვიხსენებ და არ მინდა ხალხმა გაშიფროს ჩემი იდუმალება lol.gif

Posted by: Artist 30 Jun 2020, 11:32
GeorgeSword
QUOTE
ხშირად მესიზმრება სიმაღლიდან ვვარდები
სიმაღლის შიში მაქვს ისედაც

ქვეცნობიერი ამ შიშს ვარდნის სახით გიჩვენებს…
ისე ვარდნა სიზმარში, აი გული რომ ჩაგიქანდება
ასეთი განცდები ზრდის ასაკში აქვთ ხოლმე და ეს
ნშნავს რომ იზრდება ადამიანი… smile.gif

marimarita
QUOTE
მე მჯერა წინა ცხოვრების და მომავალისაც 

love.gif up.gif

Posted by: fork 30 Jun 2020, 12:57
Aleqto
Artist
marimarita
ძირითადად ეს ადგილები ჩემი ნაცნობი ადგილების სახელითაა-მაგალითად თბილისი,ჩემი სოფელი,ხარაგაული...
მაგრამ სხვაგვარი.
საერთოდ არაფერი საეთო რომ არა აქვს თბილისთან და მაგათთან.
თოვლიანი ტყეები მესიზმრება ხშირად.
ღრუბლებში მოლივლივე მირაჟები.
შემზარავი მკვლელობები.
და ძალიან ხშირია პოსტ-აპოკალიპტური სიზმრები,ნგრევა,წვა.
სამყაროს აღსასრული თვეში ორჯერ მაინც უნდა დამესიზმროს.



Posted by: Artist 30 Jun 2020, 13:07
fork
QUOTE
სამყაროს აღსასრული თვეში ორჯერ მაინც უნდა დამესიზმროს.

ესეიგი მომავალს ხედავ…

Posted by: marimarita 30 Jun 2020, 13:27
fork
თურმე რა ბედნიერი ვარ არაფერი რომ არ მესიზმრება biggrin.gif

Artist
QUOTE
ესეიგი მომავალს ხედავ…

აუ კაი რაა არტისტ no.gif

Posted by: fork 30 Jun 2020, 13:30
marimarita
QUOTE
თურმე რა ბედნიერი ვარ არაფერი რომ არ მესიზმრება

ჭეშმარიტად.

აი,დღეს დილისკენ დამესიზმრა რომ ჩემი სამსახური აღდგა.
წამოვხტი და წასვლას ვაპირებდი.
მერე გამახსენდა რომ ღამის სმენა ვარ. biggrin.gif

Posted by: marimarita 30 Jun 2020, 13:36
fork
რა კოშმარებში ყოფილხარ შენ lol.gif

rolleyes.gif

მე რომ თვალს დავხუჭავ, გავახელ და დილაა...

Posted by: fork 30 Jun 2020, 13:56
marimarita
QUOTE
რა კოშმარებში ყოფილხარ შენ

არ თქვა.

QUOTE
მე რომ თვალს დავხუჭავ, გავახელ და დილაა...

მე დავხუჭავ,გამიფრენს კოღო,ვკლავ,გავახელ,ერთი საათი ასე ვარ,მერე დავხუჭავ,გავახელ-ღამის ორი საათია,დავხუჭავ,ჩამომიფრენს ქინქლა,ვახელ თვალს და ვკლავ,ვიღებ ტელეფონს და მუსიკას ვუსმენ ერთი საათი,მერე ისევ ვხუჭავ თვალს,გავახელ დილის ოთხი საათია,ისევ ვხუჭავ,მგრამ აქ ბუნებრივი მოთხოვნილება მახსენებს თავს,გავივლი ჩეჩმაში,ვბრუნდები,ვხუჭავ თვალს,გავახელ-ჯერ ექვსი საათია,ყველას ძინავს,ისევ ვხუჭავ,გავახელ-შვიდი,ვხუჭავ,გავახელ-რვა...
რავარია? biggrin.gif

Posted by: marimarita 30 Jun 2020, 14:00
fork
lol.gif lol.gif
სიზმრის ნახვას რომელ მონაკვეთში ასწრებ?? biggrin.gif

Posted by: fork 30 Jun 2020, 14:07
marimarita
QUOTE
სიზმრის ნახვას რომელ მონაკვეთში ასწრებ?

ეგ მეც მიკვირდა,მაგრამ მერე აღმოვაჩინე რომ თხუთმეტწუთიან ძილისას მთელი ცხოვრება ვიცხოვრე სიზმრად,ყოველდღიური დეტალებით.
ასე ვნახულობ ყოველ ჩაძინებაზე სერიებად სიზმრებს. biggrin.gif

Posted by: GeorgeSword 30 Jun 2020, 15:44
marimarita
QUOTE
ჰაი ჯორჯ, გამიხარდა შენი ნახვა
ავატარს რა უქენი? ))


ჰაი მარ 2kiss.gif

ავატარი გავათხოვე smile.gif


Artist
QUOTE
ასეთი განცდები ზრდის ასაკში აქვთ ხოლმე და ეს
ნშნავს რომ იზრდება ადამიანი…


რით ვეღარ გავიზარდე :დ

ჰო რაღაც ქვეცნობიერი შიშია smile.gif

Posted by: marimarita 30 Jun 2020, 15:52
fork
QUOTE
ასე ვნახულობ ყოველ ჩაძინებაზე სერიებად სიზმრებს.

მეც ვნახულობდი ხოლმე სიზმრების სერიებს, მაგრამ უფრო მე ვქმნიდი..
ანუ, ვაიძულებდი სიზმარს რომ როგორიც მინდოდა ისეთი ყოფილიყო biggrin.gif

GeorgeSword
QUOTE
ავატარი გავათხოვე

sleep.gif

biggrin.gif

Posted by: vinchenz@ 30 Jun 2020, 18:33
GeorgeSword
http://dreammoods.com/cgibin/fallingdreams.pl?method=exact&header=dreamid&search=fallingintro

Posted by: GeorgeSword 30 Jun 2020, 18:59
vinchenz@

ჰაჰა

გამაცამტვერეს smile.gif


................................................

Posted by: vinchenz@ 30 Jun 2020, 19:27
GeorgeSword
ვარდნა არის ერთერთი გავრცელებული სიზმარი, ისევე როგორც კბილები რომ გცვივა, ან ტიტველი მიდიხარ სამსახურში და ა.შ. biggrin.gif არაა აუცილებელი ზუსტად ის იყოს რაც ლინკშია აღწერილი, მაგრამ ქვეცნობიერის გამოძახილია და შენ თვითონ უნდა აარჩიო და ჩაუღრმავდე იმას, თუ რაშია საქმე smile.gif

Posted by: GeorgeSword 30 Jun 2020, 19:33
vinchenz@
QUOTE
ქვეცნობიერის გამოძახილია და შენ თვითონ უნდა აარჩიო და ჩაუღრმავდე იმას, თუ რაშია საქმე


სუსტებს განსაცდელი გელითო, ეგ იყო მოკლე შინაარსი ^^



QUOTE
ან ტიტველი მიდიხარ სამსახურში


ეს 2 ერთად არასოდეს დამსიზმრებია :დდ

Posted by: vinchenz@ 30 Jun 2020, 19:41
GeorgeSword
QUOTE
სუსტებს განსაცდელი გელითო, ეგ იყო მოკლე შინაარსი ^^

არტისტმა რაც თქვა ის უფრო განავრცეს smile.gif
QUOTE
2 ერთად არასოდეს დამსიზმრებია :დდ

არც მე, კბილების ცვენა კი sad.gif და ნიშნავსო დაბალ თვითშეფასებას, მომავლის შიშს, უფულობის შიშს, სიბერის შიშს და ჯანდაბა კიდევ მაგათ კიდევ რის შიშს.

Posted by: Artist 1 Jul 2020, 13:48
GeorgeSword
QUOTE
რით ვეღარ გავიზარდე

შინაგანად ზრდა სულ თან ახლავს ადამიანს, უსასრულოდ… smile.gif

vinchenz@
QUOTE
არტისტმა რაც თქვა ის უფრო განავრცეს

რა ვთქვი ამისთანა რომ სხვებმა განავრცეს თურმე? smile.gif

Posted by: neo> 1 Jul 2020, 21:22
სოზმარს არ ვიცი უკავAორდება თუ არა
ცნობიერად დავფრინავ პერიოდულად , დღეს დილით მაგალითად გაღვიძების დროს ვგრძნობდი რომ ზემოთ ვიყავი აწეული, და რომ მივუშვი და წავედი კიდე ზემოთ, :დ

რაც წავიკითხე ასტრალია წინა მდგომარეობას გავს ძააან, წუილის და ტელევიOრის შიშინი რომ ესმით ხოლმე ,თავიდან. უსიამოვნოა ხოლმე და მერე ასწორებს მაგრა, რადგან ცნობიერად როგორც ფზიEლი ისე ხარ ჰაერში გამოკიდებული biggrin.gif

Posted by: Artist 2 Jul 2020, 14:46
neo>
QUOTE
ცნობიერად დავფრინავ პერიოდულად , დღეს დილით მაგალითად გაღვიძების დროს ვგრძნობდი რომ ზემოთ ვიყავი აწეული, და რომ მივუშვი და წავედი კიდე ზემოთ, :დ

ფიზიკურად დაფრინავდი თუ სიზმრისეულად ანუ სიზმარში ცნობიერად ყოფნისას? ალბათ ეს უკანასკნელი იყო ვინაიდან ასე ზემოთ ფიზიკურად ვერ წახვიდოდი ჯერ… smile.gif

QUOTE
რაც წავიკითხე ასტრალია წინა მდგომარეობას გავს ძააან

დიახ ასრალური სხეულით გადის ხოლმე ადამიანი ძილის დროს ზენა სამყაროებში, ხოდა ისევ შემოსვლის დროს ანუ გაღვიძებისას ნახულობს სიზმარს… თუ ის ასტრალურ ფრენას ისევ განიცდის
ეს ნიშნავს რომ უფრო სულიერიდან გამოყოლილ ფაქტს აქვს ადგილი, ხოლო თუ მიწიერ რამეს ხედავს სიზმარში მაშინ უფრო დღის ცნობიერებიდან გამოყოლილ და ქვეცნობიერებაში ჩარჩენილ ფაქტებთან
გვაქვს საქმე… შენს შემთხვევაში კი დღის ცნობიერებით განცდილი ასტრალურ ფრენის პროცესს აქვს ადგილი…

Posted by: fork 2 Jul 2020, 15:01
Artist
სიზმრად დაღლა რა ფენომენია?
სიზმარში ნავით მივცურავდი სადღაც თალხდაუკრავ წყალზე,მუქი მწვანე უკიდეგანო სივრცე,ტალღებიც კი არ წარმოიქმნებოდა.
მკლავები აღარ მივარგოდა,რომ გავიღვიძე ისე მქონდა დაღლილი.

და(მაპატიეთ,ცოტა უხერხული თემაა) სიზმრად ორგაზმის განცდის შემდეგაც გადასწორებული მეტრიკასავით ვარ ხოლმე.

Posted by: Artist 2 Jul 2020, 15:15
fork
QUOTE
სიზმრად დაღლა რა ფენომენია?

წესით ძილის დროს ადამანი ისვენებს, მისი სული ასტრალურ სხეულთან ერთად გამოდის სხეულიდან და
ამ დროს მის სხეულში იმყოფება მფარველი ანგელოზი რომელიც ალაგებს და ასვენებს სხეულს იმ მოუსვენარი სულის
ზემოქმედებისგან, რომელსაც ასტრალური სხეული იმდენად გადატვირთული აქვს, რომ ფიზიკურ სხეულს უზომოდ ღლის..
და როდესაც ისევ შემოსვლას იწყებს ის ასეთი ასტრალით ანუ გაღვიძების პროცესსი მიმდინარებოს ამ დროს ეგრევე იწყებს
ის ასტრალი სიზმარშივე მუშაობას და ღლის ფიზიკურ სხეულს ეგრევე, წყალში უყრის მფარველ ანგელოზს მთელ შრომას…

ეს ალბათ გამოწვეულია იმით, რომ ღამე კარგად არ გძინავს, ალბათ ღამის სმენებშიც გიმუშავია და ა.შ.

Posted by: neo> 2 Jul 2020, 16:22
Artist
QUOTE
ფიზიკურად დაფრინავდი თუ სიზმრისეულად ანუ სიზმარში ცნობიერად ყოფნისას? ალბათ ეს უკანასკნელი იყო ვინაიდან ასე ზემოთ ფიზიკურად ვერ წახვიდოდი ჯერ…

ეგ კითხვა მეც გამიჩნდა ბევრჯერ ,რადგან შეიძლებოდა მგონებოდა რომ ცნობიერად ვიყავი მაგრამ სიზმარში ვიყავი ცნობიერად

მაგრამ იმდენჯერ გამეორდა უკვე, თან ერთნაირ შეგრძნებებს აქვს ადგილი, თავიდან სხეულის პარალიზება და დაბუჟება, მერე რადიოს წუილის მსგავსი შეგრძნება რომელიც ძაან უსიამოვნოა და ბოლოს გრძნობ რომ სადღაც ხარ გამოკიდებული, საწოლის ზემოთ უწონადობა ში,
მგონი ამას ყველა განიცდის, ოღონდ აღარ გვახსოვს როცა ვიღვიძებთ ან გვეძინება , ,, და ზოგჯერ როცა გაცნობიერებულად ვხვდებით ამ მდგომარეობაში და არ ვეწინააღმდეგებით, და არ გვეშინია, ეს შეგრძნებები მოდის
როცა შემეშინდა ეგრევე განომგადი რაღაცამ, და თვალებიც გავახილე. biggrin.gif
ეს ძილი , ცალკე მეცნიერებაა, რამდენი რაღაც ხდება რაცა რ ვიცით,

Posted by: fork 2 Jul 2020, 16:37
Artist
QUOTE
ღამე კარგად არ გძინავს, ალბათ ღამის სმენებშიც გიმუშავია

ერთი წელიწადია(თუ ბოლოჟამინდელ იძულებით უქმობას არ ჩავთვლით)ღამის სმენა ვარ,თან საკმაოდ აქტიური სამუშაო მაქვს,ოფისში არ ვზივარ.
ღამით კარგად ძილისთვის სამი რამ მჭირდება-სიბნელე,სიჩუმე,სიგრილე...

როდესაც უხიაკი ლოთებისა და დაბოლილი საზოგადოების ღამისპირულს ვისმენ მთელი ღამე,30 გრადუსზე მეტია სიცხე...კაი,სიბნელეს ვქაჩავ-საკმაოდ მყუდროდ მაქვს ოთახი მოწყობილი მარა მარტო სიბნელე რას იზამს.
ანუ გვიან შემოდგომამდე არ მღირსებია დასვენება თუნდაც სიზმრად,რადგან სიგრილე და სიწყნარე მანამდე ზღაპრადაც ვერ წარმომიდგენია.

Posted by: Artist 3 Jul 2020, 03:26
neo>
QUOTE
როცა შემეშინდა ეგრევე განომგადი რაღაცამ, და თვალებიც გავახილე

ხო როდესაც შიში გიჩნდება მაშინ წყდება ეს პროცესი… და იღვიძებ ამ დროს…
QUOTE
ეს ძილი , ცალკე მეცნიერებაა, რამდენი რაღაც ხდება რაც არ ვიცით,

დიახ… თანაც სიზმარში ცვლილებებია იმის მაჩვენებელი თუ რამდენად ვითარდება
ადამიანი სულიერად… ჯერ იწყება ცნობიერი სიზმრები და შემდეგ სულიერი ხილვა…
fork
QUOTE
ერთი წელიწადია(თუ ბოლოჟამინდელ იძულებით უქმობას არ ჩავთვლით)ღამის სმენა ვარ,
თან საკმაოდ აქტიური სამუშაო მაქვს

მაგას მივხვდი… ვინაიდან დღის ძილი ვერ ცვლის ღამის ძილს… ისე ადრე მეც ღამის სმენებში მიწევდა
მუშაობა და ეხლაც კი რამოდენიმე წლის შემდეგ, მაინც ვერ ვიძინებ გვიანობამდე… იმდენად იმოქმედა…

Posted by: GeorgeSword 3 Jul 2020, 09:01
Artist
QUOTE
შინაგანად ზრდა სულ თან ახლავს ადამიანს, უსასრულოდ…


კარგ შემთხვევაში კი ასეა
თუმცა სამწუხაროდ ზოგი დეგრადაციას განიცდის smile.gif

Posted by: Artist 3 Jul 2020, 14:06
GeorgeSword
QUOTE
თუმცა სამწუხაროდ ზოგი დეგრადაციას განიცდის

ხო ეგეც მართალია… მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ზრდასთან გვქონდა საქმე… smile.gif

Posted by: PANTALONE 6 Jul 2020, 17:18
ისევ დამპლური სიზმარი. ომის წინ რო მესიზმრებოდა იმ სერიიდან.

ეკლესიაში ვიმალებოდით უამრავი ხალხი და რუსეთისგან დაბომბვას ველოდებოდით. ცოლს ვეხუტებოდი და წამოდი სახლში წაგიყვან იქ უფრო უსაფრთხოა მეთქი.


Posted by: გუგო 7 Jul 2020, 09:16
გამარჯობა.
რამდენიმე დღეა სიზმრებში სულ რაღაცას ს ვიპარავ eek.gif
ძირითადად ხილს, ყვავილებს და გუშინ ნივთებისკენაც წამიცდა ხელი spy.gif
???

Posted by: rafster 9 Jul 2020, 06:56
სიზმარში ფეხბურთის თამაში რას ნიშნავს...

ვითომ სტადიონზე ვიყავი ბურთი მე მქონდა და წრეებს ვურტყავდიი

Posted by: Artist 9 Jul 2020, 14:45
rafster
QUOTE
სტადიონზე ვიყავი ბურთი მე მქონდა და წრეებს ვურტყავდიი

ქვეცნობიერი მიგანიშნებს ამით სულ სხვა რამეს… ფეხბურთი სიმბოლურად
არის წარმოჩენილი, აი წრეებს რომ ურტყამდი ესაა მთავარი, ანუ ცხოვრებაში
ბურთიც გაქვს მაგრამ წინ ვერ მიდიხარ წრეებს ურტყამ ალბათ… ბურთი აქ
შესაძლოა რაიმე მატერიალურ კეთილდღეობას ნიშნავდეს… აი წრეები კი???
საკითხავია ანუ ერთ ადგილს ტკეპნიდი თუ სპირალზე მაინც დარბოდი იქნებ?

Posted by: rafster 9 Jul 2020, 23:46
Artist
სხვებს არ ვაძლევდი ბურთს...თითქოს დავცინოდი სხვებს...აი რასაც ქვია მაქსიმალურ სიამოვნებას ვიღებდი...

QUOTE
რის წარმოჩენილი, აი წრეებს რომ ურტყამდი ესაა მთავარი, ანუ ცხოვრებაში
ბურთიც გაქვს მაგრამ წინ ვერ მიდიხარ წრეებს ურტყამ ალბათ… ბურთი აქ

დაახლოებით ვხდები რაც უნდა იყოს...იმაზე მეტი შემიძლია გავაკეთო ვიდრე ვაკეთებ საერთოდ...გაცილებით მეტი

Posted by: მზე,მთვარე,ვარსკვლავები 11 Jul 2020, 17:47
დამესიზმრა, ვითომ , COVID 19_ზე ტესტი გავიკეთე და ვირუსი დამიდასტურდა.

ტესტის პასუხის ფურცელზე positive და 1,2,3,4
ეწერა.

ანუ, დამემართება ?! smile.gif)

ძაან არ მაწყობს, ახლა მითუმეტეს.

Posted by: Artist 11 Jul 2020, 21:26
rafster
QUOTE
იმაზე მეტი შემიძლია გავაკეთო ვიდრე ვაკეთებ საერთოდ...გაცილებით მეტი 

დიახ სწორედ მიხვდი თუ რას გეუბნება სიზმრის გავლით შენი ქვეცნობიერი… smile.gif

მზე,მთვარე,ვარსკვლავები
QUOTE
ტესტის პასუხის ფურცელზე positive და 1,2,3,4 ეწერა.ანუ, დამემართება ?! )

გააჩია როგორ გაქვს დაცდილი სიზმრები, ზოგს პირდაპირ უსრულდება ხოლმე ზოგი კი თავისი
ქვეცნობიერის მინიშნებას ხედავს… მე მგონია რომ შიში გაქვს ამ ოთხ დღეზე, რომ რაღაცა საქმე
გამოგდის და არ გაწყობს ამიტომ ეს ვირუსი… სწორედ ამას გიჩვენებს შენი ქვეცნობიერი ამ შიშს…

პს.
QUOTE
1,2,3,4ეწერა.

ეს შესაძლოა ოთხ დღეს ნიშნავდეს ან ოთხ თვეს ან ოთს საათს… წელწადი არ მგონია…


Posted by: მზე,მთვარე,ვარსკვლავები 11 Jul 2020, 21:37
Artist
მადლობა, გამოხმაურებისთვის.

სიზმრებს ვნახულობ მუდმივად, ფერადს, მუსიკალური ფონით, სურნელებით, გემოებით და ა.შ. smile.gif)
მაგრამ არ ვაკვირდები არასდროს, მიხდება თუ არა...

კოშმარებს იშვიათად ვხედავ.
ადრე ვხედავდი ცუნამს, უზარმაზარ ტალღებს, დატბორილ ქალაქებს...მადლობა ღმერთს, დიდი ხანია არ დამსიზმრებია...

ეს ვირუსი საიდან შემოიპარა სიზმარში, არ ვიცი. პირველად დამესიზმრა ეს თემა.
ალბათ, მაინც შიშია ქვეცნობიერი...
1234 ამას ვერაფერს ვუკავშირებ.

პ.ს. აქ ადრე დავწერე სხვა ნიკით, ერთი ადამიანი მესიზმრება, პერმანენტულად.
საშინელება ყოფილა.
თითქოს იპარება ჩემს სიზმარში და თავს მახსენებს. მერე მთელი დღე მეფიქრება, მახსენდება და დისკომფორტს ვგრძნობ.



Posted by: Artist 11 Jul 2020, 21:42
მზე,მთვარე,ვარსკვლავები
QUOTE
თითქოს იპარება ჩემს სიზმარში და თავს მახსენებს. მერე მთელი დღე მეფიქრება, მახსენდება და დისკომფორტს ვგრძნობ.

ხო ეგეც შენს ქვეცობიერშია ჩაბეჭდილი და ამიტომ ამოდის ხოლმე და თავს გახსენებს… მაგას დრო სჭირდება რომ ამოაგდო ქვეცნობიერიდან…

* * *
QUOTE
1234 ამას ვერაფერს ვუკავშირებ.

ხომ გითხარი ოთხ დღეს ან ოთხ თვეს ნიშნავს, ეს ის დროა რომელიც შენ ძალზედ დატვირთული ხარ და
არ გაწყობს რომ რაიმე მოხდეს ისეთი ხელის შემშლელი… ვირუსი კი იმის მაჩვენებელია რომ ხელის შემშლელზე
შიში გაქვს და მეტი არაფერია… შიშის გამოხატულებაა ეს ვირუსი.. ქვეცნობიერი ასე მოგანიშნებს… უბრალოდ…


Posted by: Artist 19 Jul 2020, 02:20
ნუთუ სიზმრებს აღარ ნახულობთ? ეს თემა რომ ჩაიძირა…

Posted by: benduqidze 19 Jul 2020, 04:54
Artist
მაგრად მევასება ეს თემა და შენი ახსნები
მე არასდროს დამიწერია სიზმრის ახსნაზე მაგრამ თითქმის ყოველდღე მესიზმრება კარგი სიზრმები (ცუდი ძაან იშვიათად) იმენა ძილი რო მიხარია და გაღვიძება მიტყდება ეგეთი, რაზეც ვფიქრობ ხოლმე იმ დღეს იმ თემაზე ვნახულობ სიზმარსაც, დაჟე ერთი პერიოდი იყო 3-4 დღე გადამბულად რაც მესიზმრებოდა ზუსტად ისე ხდებოდა.
მითხარი 1-2 სიტყვა 2kiss.gif

Posted by: კომუნისტკა 19 Jul 2020, 08:17
დამესიზმრა, რომ სადღაც მაგვიანდებოდა და გზაში დამხვდა ძაღლი, რომელიც ძვალს ღრღნიდა , შემეშინდა არ გამომეკიდოს -მეთქი და უკან დავიხიე, შემდგომ კი სხვასთან ერთად მაინც გადავკვეთე ეგ გზა სირბილით და გრძელ ვიწრო გზას გავუყევი მთელი სისწრაფით , საბოლოოდ ის მაინც გამომეკიდა , ოღონდ ამჯერად უკვე ბავშვი იყო და დამეწია კიდეც , თუმცა მისი აღარ მეშინოდა) რას უნდა ნიშნავდეს?

Posted by: Artist 19 Jul 2020, 11:50
benduqidze
QUOTE
რაზეც ვფიქრობ ხოლმე იმ დღეს იმ თემაზე ვნახულობ სიზმარსაც

საინტერესოა, სიზმარში ამ დროს რა თამაშდება იგივე თემაზე'? ვინაიდან
სიზმარში სხვა შესაძლებლობებიც აქვს ადამიანს… მაგ. ფრენა და ა.შ.
QUOTE
ერთი პერიოდი იყო 3-4 დღე გადამბულად რაც მესიზმრებოდა ზუსტად ისე ხდებოდა.

ესეიგი უფრო რეალურ სიზმრებს ნახულობდი, ვიდრე სიზმრისეულ ფანტასტიკურ ქმედებებს… smile.gif
სიზმრის დროს ქვეცნობიერი ასახავს სიმბოლოებით ძირითადად, მაგრამ თუ პირდაპირ ხედავ
სიმბოლოების გარეშე მოვლენებს და ისინი გისრულდება ეს უკვე სხვა ამბავია უფრო წინასწარმეტყველური
რამაა, სადაც ქვეცნობიერი არაა ჩართული, ქვეცნობიერი უფრო წარსულიდან გამომდინარე ორიენტირებს და
მიგანიშნებს მომავალზეც მაგრამ ყველაფერი წარსულიდან მოდის, ამ შემთხვევაში კი.. ეტყობა ზეცნობიერი ირთვება…
კომუნისტკა
QUOTE
რას უნდა ნიშნავდეს?

რაღაცა ხდება ალბათ შენს ცხოვრებაში ისეთი, რაც თავიდან გაშინებს და შემდგომ აღმოჩნდება რომ პრობლემის აღარ გეშინია…
შენი ქვეცნობიერი კი ასეთ სცენას გიჩვენებს, ძაღლის და ბავშვის მეშვეობით… smile.gif

Posted by: benduqidze 19 Jul 2020, 16:59
QUOTE (Artist @ 19 Jul 2020, 11:50 )
საინტერესოა, სიზმარში ამ დროს რა თამაშდება იგივე თემაზე'? ვინაიდან
სიზმარში სხვა შესაძლებლობებიც აქვს ადამიანს… მაგ. ფრენა და ა.შ.

არა, ფრენა და ეგეთი რაღაცეები არ მესიზმრება
ყველაფერი რეალობასთანაა ახლოს და გრძნობებიც ისეთი მაქ სიზმარში როგორც რეალობაში იმ თემაზე

Posted by: Artist 19 Jul 2020, 19:46
benduqidze
QUOTE
ყველაფერი რეალობასთანაა ახლოს და გრძნობებიც ისეთი მაქ სიზმარში როგორც რეალობაში

და სივრცე... როგორ აღიქვავ სივრცეს? ანდა როცა დადიხარ სიმძიმეს გრძნობ თუ არა, აი ასეთ რამეებს თუ
დააკვირდები უფრო შორს წავა ზეცნობიერის უნარები…

Posted by: ნაკო 19 Jul 2020, 22:21
აი მეც გამეცინა ახლა ამას, რომ ვწერ მაგრამ მთელი კვირაა სიზმრად ვხედავ ძველ ტანისამოსს, რომელსაც ან მაიძულებენ მივიღო, ან მჩუქნიან, ან უნებურად თავისით მხვდება იმ სივრცეებში, რომლებიც მესიზმრება.

არაფერ მსგავსზე არ მიფიქრია და ქვეცნობიერში ვერ დაილექებოდა, აბა გამამახიარულეთ rolleyes.gif

Posted by: PANTALONE 19 Jul 2020, 22:28
ნაკო
ფაქტიურად თვითონ სიზმარშია მოცემული გაშიფვრა.

დეტალები დაამატე ისე აზრი არ აქვს
* * *
ჩემი ბედნიერი სიზმრები დაბრუნდნენ. სადაც ახალ ბინას ვყიდულობ. ახალ ოთახებს ვპოულობ ახალ გეგმებს ვსახავ. ახალ სივრცეებს ვხსნი.

Posted by: ნაკო 19 Jul 2020, 22:47
PANTALONE
დეტალები არ მახსოვს, მახსოვს, რომ აუცილებლად უნდა მივიღო და მე უარს ვამბობ. ან რატომ მაინცდამაინც ძველი.
მე კი ვთვლი, რომ გამოსული ვარ კარგა ხანია წარსული ცხოვრებიდან, ან სულ ტყუილად მგონია ასე :დდ


ბევრი ბედნიერი სიზმარი შენ და ამ ბედნიერებების რეალიზება 2kiss.gif

Posted by: PANTALONE 19 Jul 2020, 22:51
ნაკო
გაზრდის (ან ზრდის) საშუალებას გიზღუდავს რაღაც გარემოებები?

QUOTE
ბევრი ბედნიერი სიზმარი შენ და ამ ბედნიერებების რეალიზება

მადლობა. შენც

Posted by: ჯარჯი 19 Jul 2020, 22:56
ნაკო
QUOTE
აი მეც გამეცინა ახლა ამას, რომ ვწერ მაგრამ მთელი კვირაა სიზმრად ვხედავ ძველ ტანისამოსს, რომელსაც ან მაიძულებენ მივიღო, ან მჩუქნიან, ან უნებურად თავისით მხვდება იმ სივრცეებში, რომლებიც მესიზმრება.

არაფერ მსგავსზე არ მიფიქრია და ქვეცნობიერში ვერ დაილექებოდა, აბა გამამახიარულეთ


ასაკიანი უფროსი ხომ არ გყავს სამსახურში? ან რიამე მსგავსი?
biggrin.gif

Posted by: ნაკო 19 Jul 2020, 23:39
PANTALONE
არ მიზღუდავს, უბრალოდ სიძველე დავაკავიშირე წარსულ ცხოვრებასთან.

თუმცა არც ვანიჭებ საერთოდ მნიშნელობაზ, კიდევ დამესიზმროს თუ ასე უნდა.
ჯარჯი
ზოგადად უფროსები არ მყავს.

Posted by: Artist 20 Jul 2020, 12:42
ნაკო
QUOTE
მთელი კვირაა სიზმრად ვხედავ ძველ ტანისამოსს, რომელსაც ან მაიძულებენ მივიღო, ან მჩუქნიან, ან უნებურად თავისით მხვდება იმ სივრცეებში, რომლებიც მესიზმრება.

QUOTE
მე კი ვთვლი, რომ გამოსული ვარ კარგა ხანია წარსული ცხოვრებიდან, ან სულ ტყუილად მგონია ასე

დიახ… ქვეცნობიერი ისეთ რამეებს ინახავს რომ გაგიკვირდება კიდეც, ამდენხანს სად ან რად ჰქონდა შენახულიო…
ესეიგი წარსულ ცხოვრებაში გქონდა ეგ მომენტები რომ ძველ სამოსს ღებულობდი? ხოდა ეხლა ამოტივტივდა შენს ქვეცნობიერიდან…
ანუ თავისუფლდები ნელ ნელა მაგ განცდებისგან, ეს კარგია რომ ამოდის … მაგ. სიგარეტს რომ თავი დავანებე წლები დასჭირდა ქვეცნობიერს რომ
არ დამსიზმრებოდა როგორ ვეწევი სიგარეტს, შემდგომ სიზმარშივე მახსენდებოდა რომ დანებებული მაქვს და სინდისი მაწუხებდა ხოლმე..

Posted by: ნაკო 20 Jul 2020, 14:47
Artist
QUOTE
ესეიგი წარსულ ცხოვრებაში გქონდა ეგ მომენტები რომ ძველ სამოსს ღებულობდი?

აი ვფიქრობდი კიდეც იუმორის ჭრილში განიხილავდი :დდდ

უბრალოდ როგორც პირდაპირ მოცემულობას ვერ ვღებულობ ამ სიზმარს, სიმბოლური დატვირთვა აქვს.
QUOTE
სიგარეტს რომ თავი დავანებე წლები დასჭირდა ქვეცნობიერს რომ
არ დამსიზმრებოდა როგორ ვეწევი სიგარეტს,

შენს შემთხვევაში მკვეთრად გამოხატული დამოკიდებულებაა და ცხოვრების სტილი, ჩემს სიზმართან მიმართებაში მსგავსი თანხვედრა არ მაქვს.

მშენიერი მთად მავლობა ვისიზმრე წუხელ. სიმწვანე და სილამაზე იყო.

Posted by: Artist 20 Jul 2020, 14:59
ნაკო
QUOTE
ჩემს სიზმართან მიმართებაში მსგავსი თანხვედრა არ მაქვს.

მაშინ რაღაცა სხვას მოგანიშნებს შენი ქვეცნობიერი, ამ ძველი სამოსის შემოთავაზებით…
ეს შეიძლება ძველი სიყვარული იყოს ანდა მეგობრობა… რაღაცა ძველზე ანუ მეორადზე
მიგანიშნებს და შენ უფრო მიხვდები ალბათ რას გულისხმობს ამ შემთხვევაში შენი ქვეცნობიერი..
QUOTE
მშენიერი მთად მავლობა ვისიზმრე წუხელ. სიმწვანე და სილამაზე იყო.

ხოდა მაგას რა სჯობია მერე? … შეიცვალა ის სიზმარი ახლით.. smile.gif

* * *
benduqidze
QUOTE
მაგრად მევასება ეს თემა და შენი ახსნები

QUOTE
მითხარი 1-2 სიტყვა  2kiss.gif

დიდი მადლობა… smile.gif
მე კი გითხარი 1-2 სიტყვა მაგრამ ისიც არ ვიცი მდედრი ხარ თუ მამრი'?

Posted by: simplename 20 Jul 2020, 23:27
დამესიზმრა, რომ მაუსის მგრძნობელობა მქონდა ძალიან დაწეული და ეს ფაქტი ძალიან დიდი დისკომფორტი იყო, შემდეგ ვცადე გამეზარდა, მაგრამ მგრძნობელობის გაზრდის ღილაკი არ მუშაობდა, და ეს რაზე მეტყველებს?

Posted by: Artist 21 Jul 2020, 00:28
simplename
QUOTE
ეს რაზე მეტყველებს?

არაფერზე არ მეტყველებს, უბრალოდ მაუსი გეჭირა ხელში ეტყობა დიდხანს და მერე სიზმარშიც გაგყვა… smile.gif

პს.
ყველაფერს კი არ სჭირდება ახსნა… არის მნიშვნელოვანი სიზმრები და არის უმნიშვნელოც…

Posted by: vinchenz@ 21 Jul 2020, 00:30
დიდი შესვენების მერე ჩემი ბაბუკა (ბებია) დამესიზმრა, რაღაც სახლს ვალაგებდით. რასაც არ უნდა ნიშნავდეს გამიხარდა ნახვაsmile.gif

Posted by: simplename 21 Jul 2020, 00:39
QUOTE (Artist @ 21 Jul 2020, 00:28 )
simplename
QUOTE
ეს რაზე მეტყველებს?

არაფერზე არ მეტყველებს, უბრალოდ მაუსი გეჭირა ხელში ეტყობა დიდხანს და მერე სიზმარშიც გაგყვა… smile.gif

პს.
ყველაფერს კი არ სჭირდება ახსნა… არის მნიშვნელოვანი სიზმრები და არის უმნიშვნელოც…

15 წელია მაუსი მიჭირავს დღე და ღამეა და პირველად დამესიზმრა, თან ზედმეტად დეტალურად მახსოვს

Posted by: Artist 21 Jul 2020, 01:07
simplename
QUOTE
15 წელია მაუსი მიჭირავს დღე და ღამეა და პირველად დამესიზმრა, თან ზედმეტად დეტალურად მახსოვს

ხოდა მოვიდა დრო რომ ხელი გაუშვა ხანდახან მაინც მაგ მაუსს… თორემ შესაძლოა დაუქვეითდეს მგრძნობიარობა ანუ
ქვეცნობიერმა მიგანიშნა რომ მგძნობიარობა შეიძლება დაგიქვეითდესო… მაუსს კი არა შენ.. სიმბოლურად მაუსს დაუქვეითდა
სიზმარში, მაგრამ ვინაიდან ასე 15 წელია სულ მაუსი გიჭირავს… უნდა შეცვალო ეტყობა რაღაც შენს ცხოვრებაში… თორემ
ის ღილაკი თუ მოიშალა რომლითაც მგძნობიარობას აწევ მაშინ გაგიჭირდება … აი ესეც შეიძლება იყოს ასეთი სიზმრის მიზეზი..

Posted by: simplename 21 Jul 2020, 01:40
QUOTE (Artist @ 21 Jul 2020, 01:07 )
simplename
QUOTE
15 წელია მაუსი მიჭირავს დღე და ღამეა და პირველად დამესიზმრა, თან ზედმეტად დეტალურად მახსოვს

ხოდა მოვიდა დრო რომ ხელი გაუშვა ხანდახან მაინც მაგ მაუსს… თორემ შესაძლოა დაუქვეითდეს მგრძნობიარობა ანუ
ქვეცნობიერმა მიგანიშნა რომ მგძნობიარობა შეიძლება დაგიქვეითდესო… მაუსს კი არა შენ.. სიმბოლურად მაუსს დაუქვეითდა
სიზმარში, მაგრამ ვინაიდან ასე 15 წელია სულ მაუსი გიჭირავს… უნდა შეცვალო ეტყობა რაღაც შენს ცხოვრებაში… თორემ
ის ღილაკი თუ მოიშალა რომლითაც მგძნობიარობას აწევ მაშინ გაგიჭირდება … აი ესეც შეიძლება იყოს ასეთი სიზმრის მიზეზი..

ეს ისეთი სიღრმეა, რომ ამ ასეთ ანალიზს ნამდვილად არ ველოდი, მე უბრალოდ მაუსის ბრალი მეგონა, მაგრამ საკმაოდ ვალიდური მოსაზრებაა. popcorn.gif
კიდევ გავიხსენებ რამე სიზმარს და დავპოსტავ, დამაინტერესა. ან ახალი - ცხელ ცხელით შემოვალ help.gif

Posted by: benduqidze 21 Jul 2020, 02:32
QUOTE (Artist @ 20 Jul 2020, 14:59 )

დიდი მადლობა… smile.gif
მე კი გითხარი 1-2 სიტყვა მაგრამ ისიც არ ვიცი მდედრი ხარ თუ მამრი'?

ბიჭი ვარ smile.gif
ყველას პოსტებს პასუხობ შეძლებისდაგვარად თან სულ პოზიტიურს, სწორს და საინტერესოს ბაზრობ
განათლებული კაცი ჩანხარ

Posted by: Artist 21 Jul 2020, 12:51
benduqidze
QUOTE
ყველას პოსტებს პასუხობ შეძლებისდაგვარად თან სულ პოზიტიურს, სწორს და საინტერესოს ბაზრობ
განათლებული კაცი ჩანხარ

მადლობა… smile.gif


Posted by: *Artless* 23 Jul 2020, 18:39
იქნებ თქვენ მაინც იცოდეთ, სიზმრის ოსტატებო.

ჰაი ^^

ზოგჯერ ძილისკენ როცა მივდივარ და ჯერ კიდევ აშკარად ჩვეულებრივად მღვიძავს, უეცრად 1 წამში სხვა გონებრივ სიტუაციაში ვხვდები. მაგალითად, ვითომ შვილი მიზის კალთაში, დროდადრო ამომყურებს და გულიანად მიღიმის თავისი ლამაზი თვალებიანად. (ეს ბოლო 'ხედვა' იყო).
მერე უცბადვე მიბრუნდება გონება.
სულ რამდენიმე წამით გრძელდება ეს უცნაურობა.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ იმ მომენტებში უმეტესად არ ვფიქრობ ხოლმე იმ საკითხებზე, რომლებიც მალევე მელანდება.

ყველაფერი იმ მომენტში იიისეთიი რეალურია.

სიზმარიც ხომ შეიძლება ძალიან რეალური იყოს, მაგრამ ვგრძნობ, რომ სიზმრები არ არის ეს.
რაღაც სხვაა.

როგორ ხსნიან ამ მოვლენას, ხომ ვერ მეტყვით?
ან რა ტერმინითაა ცნობილი?

Posted by: პიანისტი 23 Jul 2020, 19:10
*Artless*
გიგაბაიტმა იცის სახელი.
თითქმის ყოველდღე ვხედავ მეც

GIGABYTE77
ზდ ძმას fig.gif

Posted by: Artist 23 Jul 2020, 21:34
*Artless*
QUOTE
სიზმარიც ხომ შეიძლება ძალიან რეალური იყოს, მაგრამ ვგრძნობ, რომ სიზმრები არ არის ეს.
რაღაც სხვაა. როგორ ხსნიან ამ მოვლენას, ხომ ვერ მეტყვით?

მაგას ხილვა ქვია… სიზმარიდან ხილვაზე გადასვლას სულ ცოტა სჭირდება… უნარი თუ აქვს ადამიანს
ამისა, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, მაგრამ მაინც ხილვის უნარი ერთვება ხოლმე, რომელსაც წინასწარ
მეტყველების შესაძლებლობაც გააჩნია… smile.gif ანდა წინა ცხოვრების ფრაგმენტის დანახვებაც შეუძლია… smile.gif


Posted by: *Artless* 25 Jul 2020, 03:42
Artist
ვაუ.
"ყოველთვის" მინდოდა, რაიმე ზებუნებრივის მსგავსი "ნიჭი" მქონოდა. და დარწმუნებული ვიყავი, რომ ამის ნატამალიც არ მქონდა.
შემდეგ ხილვებს უფრო დავაკვირდები და შევეცდები, დავიმახსოვრო.
ინტერესის მხრივ მიდრეკილება ადრეული თინეიჯერობიდან სულ მქონდა. მანამდე არ მახსოვს. biggrin.gif

მადლობა შენ.

პიანისტი
არ გვიკადრა გიგაბაიტმა. biggrin.gif
ან არ უნახავს.
ან არტისტის შემდეგ აღარაფერი დაწერა.

QUOTE
თითქმის ყოველდღე ვხედავ მეც

მაგარია ^_^
მე არც ისე ხშირად. მხოლოდ დროდადრო.
მერე ცდილობ ხოლმე გახსენებას?

Posted by: Blackmatter 25 Jul 2020, 03:49
Artist
სიზმრად ვიღაც მაჯლაჯუნა რომ გაწევს და გახრჩობს და ბოლო ბოლო მოახერხებ გადაბრუნებას და გადააგდებ საწოლიდან და მისი დავარდნის ხმაც გესმის და გეღვიძება გულაჩქარებულს (მიწისძვრის დროს რომ გემართება ისე). ეგ ხილვაა ?

Posted by: *Artless* 25 Jul 2020, 04:58
Blackmatter
სტრესული პერიოდი ხომ არ გაქვს?
მე ერთი პერიოდი ხმებიც მესმოდა, ერთხელ ხელზე შეხებაც ვიგრძენი და (ა)ჩრდილიც 'დამინახავს'.
გამწარებული ვცდილობდი გამოძრავებას, გონებაში ვყვიროდი კიდეც და თვალის გახელას ვცდილობდი (გონებაში ღია მქონდა უკვე). არ ვნებდებოდი და დიდი გაბრძოლებების შემდეგ ვახერხებდი თვალის დაჭყეტვასაც და ამოძრავებასაც. :დ ვაჰ, რა უცნაური პერიოდი იყო... ყველაფერმა როცა გაიარა, მაშინდელ სტრესს დავაბრალე უბრალოდ. :დ
უსაშინლესი და უცხადესი კოშმარიც მქონია (მაგრამ ეს მგონი სიზმარი იყო).

Posted by: Artist 25 Jul 2020, 12:22
Blackmatter

QUOTE
სიზმრად ვიღაც მაჯლაჯუნა რომ გაწევს და გახრჩობს და ბოლო ბოლო მოახერხებ გადაბრუნებას და გადააგდებ საწოლიდან და მისი დავარდნის ხმაც გესმის და გეღვიძება გულაჩქარებულს (მიწისძვრის დროს რომ გემართება ისე).
ეგ ხილვაა ?

დიახ… ხილვაა და განცდაც ახლავს თან, ასტრალური არსებების განცდა, მათ ელემენტარულ არსებები ჰქვიათ… რომლებიც სიზმარში უკვე რეალურად დანახვადი ხდება, მითუმეტეს თუ ადამიანს გააჩნია ამის უნარი ანდა პროცესშია
ეს უნარი რომ გაეხსნას.. სიზმარი ამ დროს უფრო რეალურ სახეს იძენს…


*Artless*
QUOTE
უსაშინლესი და უცხადესი კოშმარიც მქონია (მაგრამ ეს მგონი სიზმარი იყო).

დიახ ზუსტად სიზმარში ხდება ეს ცვლილებები, როდესაც ნორმალური გზით ხდება ადამიანის ამ ხილვითი უნარების განვითარება… სიზმარი ამ დროს უფრო რეალური ხდება და ადამიანი იწყებს სიზმარში ცნობიერად ყოფნას…
მან იცის რომ ამ დროს იმყოფება სიზმარში და გაღვიძებას ცდილობს… არადა შემდგომ როდესაც ეჩვევა ამ მდგომარეობას, ის იწყებს სიზმრის შესწავლას უფრო მეტად დაკვირვებას თუ რა ხდება მის ირგვლივ და ნაკლებად ვარდება პანიკაში...

Posted by: *Artless* 25 Jul 2020, 13:10
Artist
QUOTE
ანდა პროცესშია ეს უნარი რომ გაეხსნას..

როგორ განვავითაროთ?

და ყველა ადამიანს არ შესწევს ეს უნარი?
ყველაში არ დევს?

Posted by: Artist 25 Jul 2020, 18:00
*Artless*
QUOTE
როგორ განვავითაროთ?

http://magma.ge/library/363-რუდოლფ-შტაინერი-როგორ-მიიღწევა-ზენა-სამყაროთა-შემეცნება თუ როგორ
უნდა განივითარო ის უნარები, რომლითაც ზენა სამყაროებს შეიცნობ…
QUOTE
და ყველა ადამიანს არ შესწევს ეს უნარი?
ყველაში არ დევს?

ყველაში კი დევს მაგრამ ყველა არაა მზად რომ ეს უნარი განივითაროს… smile.gif

Posted by: *Artless* 25 Jul 2020, 20:03
Artist
მადლობა.

QUOTE
ყველაში კი დევს მაგრამ ყველა არაა მზად რომ ეს უნარი განივითაროს…

ასეც მიმაჩნდა.

Posted by: Artist 26 Jul 2020, 00:24
*Artless*
QUOTE
მადლობა.

არაფერს…

პს. რუსული თუ გეხერხება უფრო კარგი თარგმანია გერმანულიდან…
და უფრო მეტი წიგნებიცაა ნათარგმნი, მითხარი და დაგიდებ ბმულს…
ნუ თუ მთლად გერმანული იცი მაშინ ორიგინალში წაიკითხავ ჩემსავით… smile.gif

Posted by: *Artless* 26 Jul 2020, 02:13
Artist
უცხო ენებიდან ყველაზე კარგად გერმანული ვიცი. biggrin.gif საქმიანობაც ამ ენაზე მიწევს.

ასე რომ, გერმანული, ბითე. <3

Posted by: Artist 26 Jul 2020, 13:09
*Artless*
QUOTE
ასე რომ, გერმანული, ბითე.

ძალიან კარგი, მაშ ორიგინალში წაიკითხავ:
http://12koerbe.de/phosphoros/wie-1.htm#WIE ERLANGT MAN
მანდ ტექსტის ნაწილია და შემდეგ ნაწილზე გადასასვლელად
ბმულს უნდა დააკლიკო ხოლმე, მიხვდები თვითონ…

ჩემი რჩევა იქნება სანამ ამ წიგნს წაიკითხავდე ჯერ თეოსოფია
რომ წაგეკითხა, სადაც ფუნდამენტალური საკითხებია განხილული
თუ რა არის ასტრალი, სამშვინველი (დუშა) , სული (დუხ) და სიზმრებზეც
წერია მოკლედ ეს თეოსოფია უნდა წაიკითხო თანაც ყურადღებით ორჯერაც
კი სამჯერ თუ არა, რომ ყველაფერი ლოგიკურად გაიაზრო და არ მიიღო ბრმად..
ამას თვითონ ავტორიც მოითხოვს… აგერ ბმული:
http://12koerbe.de/phosphoros/soph-1.htm

შენ შეიძლება ბევრი საინტერესო წიგნი ნახო ინტერნეტში ამ ავტორის, მითუმეტეს
ლექციების ციკლიდან… მაგრამ ჩემი რჩევა იქნება რომ მისი წიგნები წაიკითხო ჯერ..
სულ 20 წიგნი აქვს დაახლოებით დაწერილი… ლექციები კი ბლომად… მოკლედ ეს
ორი წიგნიც საკმარისია რომ გაერკვე და თუ კი შეასრულებ კიდეც იმ წიგნში მოცემულ
სავარჯიშოებს, მაშინ შენვე გაგეხსნება უნარები და ადვილი გახდება სიმართლეში დარწმუნება…

აბა შენ იცი გისურვებ წარმატებებს… თუ შეკითხვები გაგიჩნდება არ მოგერიდოს პმ.ზე მომწერე…
და შეძლებისდაგვარად გიპასუხებ… smile.gif

Posted by: პიანისტი 26 Jul 2020, 14:56
*Artless*
ძირითადად მახსოვს დეტალურად
ბევრი ვიფიქრე და ხედვის დროს მთავარი ემოციაა და იმ მომენტით უნდა იკაიფო, მიზეზი ალბათ მაინც სიგნალია იმაზე რო ცხოვრებაში როგორც უბედურებას არ აქვს საზღვარი ,ისე ბედნიერებას და ნამდვილად პრივილეგიაა რო ნახულობ ბედნიერების გრძნობას წამებით და შეგიძლია რეალური გახადო, თითქოს გეუბნება რო შენს ხელშია ბევრი რამე.
რო დავუკვირდეთ უბედურებას უფრო ვხედავთ გარშემო რაც ხდება, იმიტომ რო გამოწვეული ტრაგედია ფაქტებით ჩანს, ბედნიერება კი ბევრად რთული დასანახია და შეიძლება ადამიანმა ისე გალიოს ცხოვრება რო ვერც მიხვდეს ბოლომდე შესაძლებლობას ბედნიერების უსაზღვროებისა, ამიტომ ემოციური ინტელექტი ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანში, რო არ შეცდეს ფასეულობებში.

პ.ს წუხელ მაგარი სიზმარი დამესიზმრა, დიდი სურვილი ვნახე. war.gif

Posted by: Artist 27 Jul 2020, 01:49
პიანისტი
QUOTE
წუხელ მაგარი სიზმარი დამესიზმრა, დიდი სურვილი ვნახე

up.gif + + +

Posted by: *Artless* 28 Jul 2020, 19:17
Artist
უაუ. მადლობები ძალიან, ძალიან დიდი.
იმედია კარმა მართლაც არსებობს და ერთიორად დაგიბრუნდება ბუმერანგივით ის სიკეთეები, რასაც მინიმუმ ფორუმელებს უკეთებ.

QUOTE
თუ შეკითხვები გაგიჩნდება არ მოგერიდოს პმ.ზე მომწერე…
და შეძლებისდაგვარად გიპასუხებ

გამიჩნდება აუცილებლად. biggrin.gif
ოღონდ შეიძლება თვეების შემდეგაც მოგმართო.
დროდადრო კი გადავხედავ ხოლმე, მაგრამ ამას ხომ სერიოზულად უნდა ჩაჯდომა + საკმაო დროს მოითხოვს და ჯერ შანსი არ მაქვს. მწირი თავისუფალი დრო და მაშინაც გონების დარეფრეშებას ვცდილობ, რომ არ გავრეკო. biggrin.gif
ძალიან მაინტერესებს.

პიანისტი
გეთანხმები.
QUOTE
იმ მომენტით უნდა იკაიფო

მომენტით კაიფი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რამეა, რაც არსებობს.

QUOTE
პ.ს წუხელ მაგარი სიზმარი დამესიზმრა, დიდი სურვილი ვნახე.

იმედია აგისრულდება!

Posted by: fork 28 Jul 2020, 19:43
მტკივნეული სიზმარი ვნახე:
სოფელ სახულარში ათიოდე ცხენს ვუვლიდით მე და ორი ჩემზე ცოტა უფროსი კაცი.
სოფლიდან ლაშქრობაზე ამოვიდნენ ახალგაზრდები,ალბათ სტუდენტები,რადგან უკვე დაწვერულვაშებულები იყვნენ ვაჟები და ქალიშვილები სისხლს აჩქროლებდნენ ძარღვებში.
ცხენზე დაჯდომა შევთავაზეთ და გასეირნება,უსასყიდლოდ,გასართობად.
ჩემმა თანამოინახეებმა გამაყოლეს,ტევრში რომ არ დაკარგულიყვნენ.
ისიც იქ იყო,ჩემი სიზმრების ქალღმერთი-ჩალისფერი თმით და თბილი,უძირო თაფლა თვალებით.
ფეხი იტკინა ძალიან მძიმედ და უკან დაბრუნებისას ჩვენთან დავიტოვე.
დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდა სრულიად გამოსაჯანმრთელებლად.
უნდა გამეცილებინა,მაგრამ ვიცოდი რომ სულსაც გავაყოლებდი...და ისიც,სულს დატოვებდა ჩემთან.
უკიდურესად სახიფათო საცალფეხო ბილიკი იდო თვალჩაუვალი კლდეების თავზე,ნაცად ხალხსაც რომ უჭირდა ისე გადავლა,გული რომ არ შექანებოდათ.
გადავიყვანე,გავაკებულ გზაზე დავაყენე და დავემშვიდობე.
ჩუმად მიმზერდა როგორ მოვდიოდი,ფეხები უკან მრჩებოდა.
სოფლის გზას დაადგა და ფერდობზე გავიდა,იქიდან ჩანდა ის სახიფათო კლდე. ჩამოჯდა და უმზერდა,იცოდა მალე გამოვჩნდებოდი.
თვალებზე რიდე მეფინა,ფიქრებში გართული შევუყევი სახიფათო ბილიკს.
მხოლოდ ის ვიგრძენი,როგორ შეირხა ჩემს ფეხქვეშ ლოდი.
დაყვირებაც კი ვერ შევძელი,ერთბაშად დავინახე წითელი ზეცა და ვიგრძენი სიკვდილის გემო.
და მან ეს დაინახა,სირბილით წამოვიდა,სულმოუთქმელად,გულს ხელით ეზიდებოდა და მაინც მოფორთხავდა კბოდეებზე.
ნიშანწყალიც კი არ იყო ჩემი.
მიიხედ-მოიხედა,ღრმად ჩაისუნთაქა და უხმოდ გადმოაბიჯა.
დაყვირება არც უცდია.
უკვე ერთ ცას ვუმზერდით ორივე და ერთნაირ გემოს ვგრძნობდით.
მზე წითლად ჩავიდა და ღამით ლამის ფეხად ჩამოვიდა ზეცა.
დილით,ხეების დასაცურებლად წასულმა ბიჭებმა გვიპოვეს კლდის ფილებზე გალესილი.
გოგონა პირდაპირ მე დამცემოდა,ძვალი,ხორცი,სისხლი-ერთმანეთში გაქნილიყო.
არ განვუცალკევებივართ,ისე დაგვასაფლავეს იმ კლდის ძირში და ის ლოდი დაგვადეს ზემოდან,მე რომ ჩამიწყდა.

მხატვრულად გამომივიდა აღწერა,მაგრამ ასე მირჩევნია.
ვტიროდი,რომ გავიღვიძე.
რომ შემეშვან ასეთი სიზმრები,არ უნდათ?

Posted by: პიანისტი 28 Jul 2020, 20:37
*Artless*
ჰოო დაე აღსრულდეს,მადლობა ^^

Posted by: ღამის_რაფსოდია 28 Jul 2020, 21:19
სიზმარი მომწონს თან ტილდა სუინტონის ნაირი ვინმე თუა გარეული უფრო biggrin.gif

user posted image

Posted by: fork 28 Jul 2020, 21:35
ჰა,მესიზმრეებო-მოდით და მითხარით რატომ ვერც ერთხელ ვერ მივაღწიე ამ გოგოსთან ჰეფი-ენდს?
სულ ან ის მიკვდება,ან მე ვკვდებია,ან ვკარგავ,ან ვიკარგები,ან მეღვიძება უაზრო ადგილას.

Posted by: Dodecahedron 29 Jul 2020, 13:25
ახლა გამახსენდა გუშინდელი სიზმარი,

record shop ში ვიყავი და ვინილებს ვაბზრიალებდი boli.gif

Posted by: Artist 29 Jul 2020, 13:41
*Artless*
QUOTE
მაგრამ ამას ხომ სერიოზულად უნდა ჩაჯდომა + საკმაო დროს მოითხოვს და ჯერ შანსი არ მაქვს.

ყოველ დილით ერთი ან ორი აბზაცი რომ წაიკითხო დიდ ძალას მოგცემს... ანუ სულ ხუთი წუთი დაგჭირდეს შეიძლება...

* * *
fork
QUOTE
მესიზმრეებო-მოდით და მითხარით რატომ ვერც ერთხელ ვერ მივაღწიე ამ გოგოსთან ჰეფი-ენდს?

სიზმარში გინდა მიაღწიო თუ რეალში? თუ იცნობ რეალში იმ გოგოს თუ სიზმრის პერსონაჟია მხოლოდ?

* * *
QUOTE
რომ შემეშვან ასეთი სიზმრები,არ უნდათ?

ეს შენი წინა ცხოვრების ამსახველ სიზმარს უფრო ჰგავს.. თუ გაიხსენებ იმ
სიზმარში რა დროის სამოსი გეცვათ? დაახლოებით შუა საუკუნის თუ როგორი..
ამით მიხვდები თუ რა ხდება შენს სიზმარში... და რატომ ნახულობ მას..

Posted by: fork 29 Jul 2020, 15:09
Artist
მხოლოდ სიზმარში ვნახულობ,რეალურ ცხოვრებაში არ მინახავს.

არა,თანამედროვეობას ვეკუთვნოდით,უბრალოდ ძალიან გარიყული სიტუაცია იყო.
უხალხობა,რაც ასე მძულს რეალობაში.
სიზმრად ცოტა ხალხს ვხედავ.
ძირითადად არარსებულებს ან უკვე გარდაცვლილ ნაცნობ-ნათესავებს.
ცოცხალის ნახვის მეშინია უკვე სიზმარში.
ასე მგონია რამე დაემართება.

Posted by: პიანისტი 29 Jul 2020, 20:15
QUOTE (fork @ 28 Jul 2020, 21:35 )
ჰა,მესიზმრეებო-მოდით და მითხარით რატომ ვერც ერთხელ ვერ მივაღწიე ამ გოგოსთან ჰეფი-ენდს?
სულ ან ის მიკვდება,ან მე ვკვდებია,ან ვკარგავ,ან ვიკარგები,ან მეღვიძება უაზრო ადგილას.

გიყვარს ეგ ქალი სიზმარში? ცოტა სასაცილოდ ჟღერს,მაგრამ რავი მე მყვარებია სიზმარშიც biggrin.gif
იქნებ შეხვდე იგივე გოგოს, რა იცი ხვალ როგორი დილა თენდება. biggrin.gif




Posted by: fork 29 Jul 2020, 21:44
პიანისტი
მარტო მიყვარს?
ხან ცოლია,ხან სურათი,ხან შეყვარებული,ხან სექსუალური პარტნიორი...მარა ძალიან ხშირადაა.

QUOTE
რა იცი ხვალ როგორი დილა თენდება.

არ ცხელოდეს და დანარჩენი წავა. biggrin.gif

Posted by: Artist 30 Jul 2020, 12:01
fork
QUOTE
რატომ ვერც ერთხელ ვერ მივაღწიე ამ გოგოსთან ჰეფი-ენდს?

QUOTE
ხან ცოლია,ხან სურათი,ხან შეყვარებული,ხან სექსუალური პარტნიორი...მარა ძალიან ხშირადაა.

ამ ორ ფრაზის შორის შეუსაბამობაა მე მგონი... ის გოგო თუ სიზმრის პერსონაჟია მხოლოდ, რომელიც
გიმეორდება და ვერ აღწევ ვერაფერს, თანაც ხან ცოლია, ხან შეყვარებული და ა.შ. იგივე გოგოზეა ლაპარაკი
თუ სხვადასხვაზე? ცოტა არეულად გამოდის საერთო სურათი თუ რა ხდება... დრო თუ თანამედროვეა მაშინ
მომავალს ხედავ შესაძლოა...


Posted by: 死海. 30 Jul 2020, 12:08
რაღაც ძაფის თოკის საშუალო მქონდა სხეულში, დედამიწიდან. დამაკავშირებელი. ამოვიცალე და გავწყვიტე, მაგნიტივით იზიდავდა მეორე ნაწილს მაინც. ამიტომ ისე გადავმალე, მეც რომ არ მცოდნოდა სადაა. იპოვეს

Posted by: fork 30 Jul 2020, 12:15
Artist
ერთი და იგივე გოგონაზეა საუბარი.
ბევრჯერ დამესიზმრა უკვე,სხვადასხვა სიზმარში.
ოღონდ ზოგან მეუღლე,ზოგან შეყვარებული,ზოგან უბრალოდ შემხვდება და გაივლის...
ძირითადად თანამედროვე სამყაროში ვჩითავ,ცხენზე ამხედრებული და ხმალ-ხანჯლით-ნაკლებად.

Posted by: პიანისტი 30 Jul 2020, 12:40
fork
დააფასე მერე თუ ხშირად გესიზმრება მაგას რა ჯობია, ანუ გაქვს სიყვარულის გაგება და მომავალი წინ არის.
ზოგიერთს მაგის ფუფუნება საერთოდ არ ეძლევა ცხოვრებაში რო გაიგოს სიყვარულის არსი. up.gif

Posted by: Artist 30 Jul 2020, 12:41
死海.
QUOTE
იპოვეს

ვის უმალავდი ანუ ვინ იპოვა?

fork
QUOTE
ერთი და იგივე გოგონაზეა საუბარი.

ხოდა შეიძლება ეგაა შენი საბედო, მერე ცხოვრებაში რომ შეხვდები და თუ
სიზმარი აღარ გემახსოვრება, დეჟავუს განცდა დაგეუფლება იმ დროს... შემდეგ
სიზმარსაც გაიხსენებ... smile.gif

Posted by: 死海. 30 Jul 2020, 14:42
Artist
ვისთან კნტაქტიც არ მინდოდა იმან



Posted by: Artist 30 Jul 2020, 23:27
死海.
QUOTE
ისე გადავმალე, მეც რომ არ მცოდნოდა სადაა.

მაინც სად დამალე ისეთ ადგილზე, რომ შენც კი არ გცოდნოდა და
იმან როგორ იპოვა? აი ის ადგილი თუ იცი სადაც იპოვა იმან.. თუ
გაიხსენებ იმ ადგილს სიზმრიდან კარგი იქნება... შენ კი არ იცოდი
მაგრამ იმან როცა იპოვა მაშინ ხომ დაინახე სადაც იყო შენახული?

Posted by: 死海. 31 Jul 2020, 12:01
Artist
რამე მნიშვნელობა აქვს მაგას?
სამნი ვიდექით, მისი ჩათვლით. მესამე თითქმის უცნობი, ქაღალდის ნაკუწებით სავსე ჯიბეებს იქექავდა, თან ლაპარაკობდა და გამახსენდა მას ჩავუდე ნაგვისთვის რომ გადაეყოლებინა ისე მეც არ მცოდნოდა. მაგრამ გადაყრამდე მუჭში არჩევდა საუბარში გართული, მეორემაც შეამჩნია და მივარდა, მარა დავასწარი )) გადავაგდე. მერე გავიღვიძე
ძაან უაზრობებს ვიგონებ

Posted by: Artist 31 Jul 2020, 14:07
死海.
QUOTE
რამე მნიშვნელობა აქვს მაგას?

დიახ სწორედ მაგას აქვს მნიშვნელობა და ყოჩაღ შენ რომ გაიხსენე თუ როგორ მოხდა ეს პროცესი...
ესეიგი მაინც ვერ ჩაიგდო ხელში შენი სულის ნაწილი... მთავარი ნაწილია ის რაც ფიზიკურთან
გაკავშირებს, ეს არის შენი მდაბალი მე... და მაგნიტივით იზიდავს მაღალ მეს... ხოდა ამის გადაგდებას
ანუ გადამალვას ცდილობდი... ხოდა იმ მომენტში როცა ის ბოროტი(ალბათ) ხელში ჩაგდებას ცდილობდა
შენ გამოსტაცე და გადააგდე... (თუ იმასაც გაიხსენებ თუ სად გადააგდე უფრო მეტის თქმას შევსძლებ)
ფაქტია რომ იმ ნაწილის ამოგლეჯვამ არ უშველა და მიზიდულობა მაინც დარჩა? თუ სწორად გავიგე...

Posted by: 死海. 31 Jul 2020, 14:17
Artist
QUOTE
თუ იმასაც გაიხსენებ თუ სად გადააგდე უფრო მეტის თქმას შევსძლებ

ნაგავში გადავაგდე!
სიზმარი კარგად მახსოვს, გასახსენებელი არ მაქვს. თუ დავწერე მერე აღარ მავიწყდება

QUOTE
ბოროტი(ალბათ)

ალბათ yes.gif იმიტომ რომ ბოროტი არაა, უბრალოდ დისკომფორტს მიქმნის.

QUOTE
მდაბალი მე... და მაგნიტივით იზიდავს მაღალ მეს

ის რაღაც რაც დედამიწის გულიდან მოდიოდა?
სუსტი ნათებაც ჰქონდა, ღამით ცვარს რომ მთვარემ დახედოს ისეთი.
მსგავსი თოკი ადრეც ვნახე წლების წინ, ბურუსიან პეიზაჟში ბეწვის ხიდივით გაბმული
* * *
QUOTE
ფაქტია რომ იმ ნაწილის ამოგლეჯვამ არ უშველა და მიზიდულობა მაინც დარჩა? თუ სწორად გავიგე...

კი, როცა ხილული იყო იზიდავდა იმ მთავარ მიწიერ ნაწილს

Posted by: Artist 31 Jul 2020, 14:39
死海.
QUOTE
ის რაღაც რაც დედამიწის გულიდან მოდიოდა?
სუსტი ნათებაც ჰქონდა, ღამით ცვარს რომ მთვარემ დახედოს ისეთი.
მსგავსი თოკი ადრეც ვნახე წლების წინ, ბურუსიან პეიზაჟში ბეწვის ხიდივით გაბმული
* * *

საინტერესოა ფრიად...
QUOTE
კი, როცა ხილული იყო იზიდავდა იმ მთავარ მიწიერ ნაწილს

ხოდა ეგაა მიწიერი "მე" რომელიც მიწასთან აკავშირებს ადამიანის სულიერ "მე"-ს...
ანუ ფიზიკურ სხეულთან მოჰყავს კავშირში, ამ მიწიერ მეში თამაშდება მთელი ეს ეგო
თუ ვნებები და ცოდვებიც... მაგრამ მისი გადაგდება არ შეიძლება, მითუმეტეს გასხვისება...
ვინაიდან ის უნდა განიწმინდოს მაღალი მე-ს მეშვეობით და გაბრწყინებული ისევ უნდა
შემოიერთოს ადამიანმა, ანუ მდაბალი მე-ს გასულიერებაა მთავარი და არა მისი მიგდება...
ჯერ რა თქმა უნდა გარეთ გამოდის ანუ ეს ამოღება/მოცილება ამას ნიშნავს, ხოლო შემდგომ
გარედან ხედავ მას და ხვეწავ, როცა კი არასწორ საქციელს ჩაიდენ ის საშინელ სახეს მიიღებს
და ამით მიგახვედრებს, რომ არასწორი გზით მიდიხარ, როცა კი კეთილ საქმეებს ჩაიდენ ის
უფრო და უფრო გალამაზდება და ბოლოს გაბრწყინდება კიდეც აი მაშინ მას ნაგვიდან ამოიღებ
და შემოიერთებ როგორც განუყოფელ ნაწილს... აი ასეთი მისტიური სიმბოლოებით დატვირთული
სიზმარი გინახავს... უბრალოდ ის გაბრწყინების ნაწილი ჯერ არ მომხდარა მაგრამ გარეთ გამოსვლა
ანუ ამოცლა კი დაგანახვა ქვეცნობიერმა...

Posted by: 死海. 31 Jul 2020, 14:48
Artist
საინტერესო ახსნაა, მადლობა. ეზოთერიკა რომ მოვაშოროთ ფსიქოლოგიასაც კარგად ერგება

Posted by: Artist 31 Jul 2020, 14:56
死海.
QUOTE
მადლობა.

არაფერს smile.gif

Posted by: sophka 31 Jul 2020, 16:14

აუ, რაღაც კოშმარები მესიზმრა, თან ისეთ ნაცნობ ხალთან, ვისთანაც შეხება არ მაქვს თუ შემთხვევით არ შევხვდი და...

თავი-ბოლო ვერ გავუგე სიზმარს, მაგრამ იმდენად ცუდი შეგრძნებით გამღვიძა ღამის სამ საათზე.
ვერაფრით დავიძინე.
იმედია, რამეს არ დამიშავებენ მკვდარი სულები...

კატაკლიზმები რას ნიშნავს ნეტავ?
ბუნებრივი თუ საზოგადოებაში...

Posted by: პიანისტი 31 Jul 2020, 23:40


^^
.....................

Posted by: ლეოპარდი 1 Aug 2020, 00:44
sophka

QUOTE
კატაკლიზმები რას ნიშნავს ნეტავ?
ბუნებრივი თუ საზოგადოებაში...


შეიძლება ბუნებრივი კატაკლიზმები ან ნგრევა საზოგადოებაში ნიშნავს შენი წარმოდგენების რღვევას გარესამყაროს შესახებ. სამყარო იგივე რჩება თავისი არსით, გადატრიალება ხდება შენს ხედვაში ამ სამყაროს შესახებ... იქნებ შენში არსებული ფასეულობების, ხედვების გადაფასებას ხედავ ამით...

Posted by: sophka 1 Aug 2020, 10:06
ლეოპარდი
მადლობაა,
დავაკავშირებ, რადგან ისე, უბრალოდ არაფერი მესიმზრება ხოლმე.

QUOTE
იქნებ შენში არსებული ფასეულობების, ხედვების გადაფასებას ხედავ ამით...

კი. შეიძლება ასეც არის.

Posted by: Artist 1 Aug 2020, 13:39
sophka
QUOTE
იმედია, რამეს არ დამიშავებენ მკვდარი სულები...

არა არ დაგიშავებენ, უბრალოდ უნდა დააკვირდე იმას თუ რა აწუხებს მათ...
ისინი იმდენხანს რჩებიან ასე ვთქვათ მკვდარ სულებად ადამიანების ირგვლივ,
სანამ ის პრობლემა არ გაირკვევა რაც მათ აწუხებს... აი ამიტომ მოდიან სიზმარშიც...
როგორც კი გაიაზრებ ანუ გააცნობიერებ თუ რა ხდება მათთ თავს.. ეგრევე შეგეშვებიან...

Posted by: sophka 1 Aug 2020, 14:24
Artist
მადლობაა, გავითვალისწინებ.

Posted by: Artist 1 Aug 2020, 20:27
sophka
QUOTE
მადლობაა,

არაფერს smile.gif

Posted by: ✨N✨ 1 Aug 2020, 21:13
გუშინ დამესიზმრა, რომ მივდიოდით ბაქოში, მატარებლით smile.gif)) ოღონდ საიდან მივდიოდით არ მახსოვს, უფრო საქართველოდან.
ჯერ ვითომ ბილეთები ძლივს ვიშოვეთ და რომ მივედით სადგურზე, აღმოჩნდა, რომ მატარებელმა გაგვასწრო. თანმხლები პირები ვინ იყვნენ, არც ეს მახსოვს.

ძაან გულდაწყვეტილმა გადავწყვიტეთ შევეგუოთ ბედს და დავბრუნდეთ სახლში სადგურიდან, მაგრამ ვერ გამოვდივართ, გასასვლელი კარი დაკეტილია, ამოქოლილია.
ატყდა პანიკა, ჰაერი არაა, ვიღაცეები ცდილობენ გაანგრიონ ეს კარი და არაფერი გამოდის.

უცებ, მე მივდივარ კართან , ვათვალიერებ და ვხედავ, რომ ბევრი შრე აქვს და თუ შპალერივით ავაძრობ ამ შრეებს, კარი გათხელდება და უფრო ადვილად შევანგრევთ. დავიწყე ფენების აცლა smile.gif))
ვითომ სხვადასხვა მასალაა : ქაღალდი, ქსოვილი, ტყავი, ხე...ზოგს წარწერები აქვს.
შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაც დაშიფრული ტექსტი იყო.
დიდხანს მოვუნდი და ბოლოსდაბოლოს მოვაცილე ხის კარს ყველაფერი და გავაღეთ მარტივად.

ჩარაზული კარების იქით დაგვხვდა თვალისმომჭრელი მზიანი ამინდი...
გახარებულები უკვე მომავალი მგზავრობის გეგმებს ვაწყობდით.


რავიცი, აბა smile.gif)))
მგონი რაღაც კარგი მელოდება.
* * *
sophka

სოფო, მე მესიზმრებოდა ცუნამი ძალიან ხშირად, 100 მეტრიანი ტალღები და დატბორილი ქალაქები...
საშინელი შეგრძნებით ვიღვიძებდი...

არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, შფოთვაა შინაგანი და მძაფრ სიზმრებში გამოიხატება, გაგივლის.

Posted by: sophka 1 Aug 2020, 22:33
✨N✨
:* იცი, როცა რამე მესიზმრება ხოლმე, ვხვდები რა როგორ, წინასწარმეტყველებასავით მაქვს.
დღესაც ვამბობდი, სულ რამდენჯერმე დამესიზმრა ასეთი გაუგებარი კოშმარი და აი, ცუდი შეგრძნებაა აშკარად.
ეს იყო ცუნამიც, მიწისძვრა, ნგრევა- აფეთქება, ყველაფერი ერთად.
თან ისეთ ხალხთან, შეხება არ მაქვს. იმედია, მართლა უბრალო შფოთვა და განცდაა და სზვა არაფერი.


ბაქოს ტური რამდენი წელია ხან ჩაიშალა, ხან გადამედო:დ წელს ზაფხულსაც ვგეგმავდი.
აზერბაიჯანული მანათი მაქვს და ცოცხალი თავით არ ვახურდავებ.
მიდევს ბედნიერად:დ მგონია თუ არ გადაცვლი წავალsmile.gif



კიი, ძალიან კარგი ამბები იქნება შენკენ :*
გულით-სულით გგულშემატკივრობ.



Posted by: ✨N✨ 2 Aug 2020, 01:54
sophka

მნიშვნელობა არ მიანიჭო უსიამოვნო სიზმრებს, განწყობა შეიქმენი, რომ არაფერიც არ მოხდება. მოგშორდებიან მაჯლაჯუნები, შენს ბიოველში ვერ შემოაღწევენ.

შენთანაც, მხოლოდ კარგი ამბები!! ♥️


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Artist 2 Aug 2020, 12:14
✨N✨
QUOTE
მგონი რაღაც კარგი მელოდება.

დიახ ... მე ის მაინტერესებს თუ გაიხსენებ რამდენი ფენა მოაცილე იმ კარებს?..
ჩემის აზრით 9 უნდა ყოფილიყო, ცხრა კლიტურის ამბავში... smile.gif


Posted by: sophka 2 Aug 2020, 12:23
✨N✨
❤️

მადლოობა.


აღარ გავაოფებ.
კარგ და ფერად სიზმრებს გისურვებთ ყველას.

Posted by: Allain.Miller 2 Aug 2020, 14:33
სიზმარში ხარი რას ნიშნავს?

Posted by: ✨N✨ 2 Aug 2020, 15:23
QUOTE (Artist @ 2 Aug 2020, 12:14 )
მე ის მაინტერესებს თუ გაიხსენებ რამდენი ფენა მოაცილე იმ კარებს?..
ჩემის აზრით 9 უნდა ყოფილიყო, ცხრა კლიტურის ამბავში... smile.gif

სამწუხაროდ, არ მახსოვს ფენების რაოდენობა, შეიძლება 9 იყო...

პ.ს.
სიზმრებზე ეს ფილმი გამახსენდა.



Posted by: PANTALONE 2 Aug 2020, 21:56
ლუციდ: გზიდან რო გადახტები მდინარისკენ გზისკენ მორტიალდები . გზის ქვეშ კლდეზე ვხედავ

დასახატი ნახატების კედელია.
1) ბარელიეფი მინიატურა. 4 მესაყვირე ანგელოზი 4 მხრიდან გამოაყრუეს ღმერთი. შეწუხებული სახით ღრიალებდა.

2) სამი ქალია. მარცხენა თესლს აგდებს მიწაში დახრილი. შუას ნაყოფი უჭირავს წითელი. მარჯვენა ცისკენ წევს მწვანე რტოს.


ვახ. კიდე უნდა გადავხტე

Posted by: Artist 5 Aug 2020, 13:50
PANTALONE
QUOTE
ვახ. კიდე უნდა გადავხტე

რომელი გზიდან ხტები ხოლმე ასეთ საინტერესო რამეებს რომ ხედავ მერე? smile.gif

Posted by: PANTALONE 5 Aug 2020, 23:19
Artist
შუადღის ძილის გზიდან.

Posted by: Artist 6 Aug 2020, 13:06
PANTALONE
QUOTE
შუადღის ძილის გზიდან.

რა ჰქენი გადახტი კიდევ, ახალი ბარელიეფები ხომ არ დაგინახავს?
დასახატ მასალას გიჩვენებს პირდაპირ სიზმარი ანუ მუზა მოგსვლია სიზმარში.

Posted by: PANTALONE 6 Aug 2020, 14:00
Artist
არა მუზაა როცა მცირედი სიყვარული მემართება/ მაბის მონოლოგი


არ გამხსებებია, მარა რადგან ვიპოვე ეგ ადგილი კიდე მივალ

Posted by: Artist 8 Aug 2020, 13:15
PANTALONE
QUOTE
მარა რადგან ვიპოვე ეგ ადგილი კიდე მივალ

ესეიგი შენ სიზმრებს გარკვეულ დონეზე უკვე ფლობ?
რომ ერთხელ ნაპოვნ ადგილზე მიხვიდე ისევ...

* * *
Allain.Miller
QUOTE
სიზმარში ხარი რას ნიშნავს?

გააჩნია რა ვარიანტში დაგესიზმრა... ისე კი ხარი ძლიერების სიმბოლოა... მას ზურზე ამობურცულ
ნაწილში აქვს ძალა ანუ ენერგია, აი ადამიანი თუ წარმოიდგენს თავის ზურგზე ასეთ ენერგიას და
იქედან წამოსული ძალით იმოქმედებს წინ ვერაფერი დაუდგება... მაგრამ პოზიტიურად უნდა გამოიყენოს
ეს ... ვინაიდან ნეგატიურის შემთხვევასი უკუცემა იცის და დამანგრეველი იქნება... ქმედება იწვევს უკუქმედებას...

Posted by: NikeNik 12 Aug 2020, 21:53
ვითომ შემოვედი ფორუმზე და რას ვხედავ,ჩემი ყოფილი სხვა ნიკით ანუ ალტერით ჩვენ ზველ სიტუაციას განიხილავს, გახსნილი აქვს თემა და ხალხს აღადავებს და მაბანზებს. ისე გადავფსიხდი, რომ გამეღვიძა, რეალობაში ვეღარ გადმოვდიოდი.მინდოდა შუაზე გამეგლიჯა... mad.gif sad.gif

Posted by: Artist 16 Aug 2020, 16:06
NikeNik
ეტყობა ძალიან ჩაგრჩა ქვეცნობიერში შენი ყოფილი და სიზმარში ასეთ გასაბრაზებელ
რაღაცეებს ხედავ... ეს ნიშნავს რომ არ დაგიმთავრებიათ ჯერ ურთიერთობა... smile.gif

Posted by: NikeNik 21 Aug 2020, 00:04
Artist

ურთიერთობა ნამდვილად დამთავრებული მაქვს,თუმცა ქვეცნობიერი პანიკობს რაგაცას და არ ვიცი რას biggrin.gif

Posted by: რეიჩელ.ვაისი 21 Aug 2020, 00:22
დამესიმზრა რომ ლეპტოპი მომპარეს მაკში

Posted by: shadowkiru 22 Aug 2020, 01:48
ძალიან მიყვარს სიზმრები
რომ ვიღვიძებ ისეთI გრძნობა მაქვს თითქოს ტურისტად ვიყავი უცხო და საინტერესო ადგილას

Posted by: რეიჩელ.ვაისი 22 Aug 2020, 11:05
ვიღაც კაცი დამესიზმრა, ბეკენბარდებით. პუშკინს გავდა

Posted by: Artist 22 Aug 2020, 11:42
რეიჩელ.ვაისი
QUOTE
ვიღაც კაცი დამესიზმრა, ბეკენბარდებით. პუშკინს გავდა

მერე რაო იმ კაცმა, რამე გითხრა თუ მოიმოქმედა? ესაა მთავარი სიზმარში თუ
რა მოქმედება ხდება.. ანდა რა განწყობას იწვევს თუნდაც ის ბაკენბარდებიანი კაცი...

Posted by: kea 28 Aug 2020, 21:35
ღადაობთ თქვენ და გუშინ მართლა ისეთი დეგენერატობა დამესიზმრა.

მკვდარი ვიყავი და მაინც ჩემს მეგობრებთან ვაბირჟავებდი. ვერ მხედავდნენ უბრალოდ. დედაჩემს ხელი მოვკიდე, აქა ვარ მეთქი, არ იდარდოთქო და ვერ მხედავს.

ავტობუსს ელოდებოდნენ, სადღაც მიდიოდნენ. მეც მაგათთან ერთად ველოდები და თან მეცინება, ვიცი, რო ერთ წამში შემიძლია დედამიწის ნებისმიერ კუთხეში გაჩენა. მაინც ჩემს მეგობრებთან ერთად ველოდებოდი იმ დებილ ავტობუსს.

ამ დროს ვიღაც ტიპები ორ ცხენზე მოქრიან და ეგრევე რაზგონით სადღაც წყალში გადაეშვნენ. გამეცინა მაგაზეც, უი დაიხოცნენ და არც იციან რა კაი რამე ელოდებათთქო.

მაგარი შეგრძნება იყო, ზეადამიანური.
რო გამეღვიძა და მერე დავიზმენდი, მართლა არ მოვკვდეთქო rolleyes.gif

Posted by: ლეოპარდი 29 Aug 2020, 11:03
ამ კვირაში უკვე მეორედ დამესიზმრა ულვაშები.
ისედაც ვატარებ ულვაშს, უბრალოდ სიზმარში ჯერ მეტისმეტად დიდი ვნახე ჩემს სახეზე, ახლა კი უფრო შემოკლებული და შეთხელებული ვიდრე მაქვს...

ულვაშებს ცვლილებებს უკავშირებენ ხოლმე ტრადიციულად.

სიზმარში ბევრი დეტალი ჩანს ხოლმე, მაგრამ რომელიღაც დეტალი რომ ღრმა სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს, ეგრევე ხვდები ადამიანი. ყურადღების ფოკუსირება ხდება მაგ დეტალზე, შეგრძნებაც არის რომ თუნდაც ულვაში სულაც არ არის ულვაში რასაც უყურებ და მის მიღმა სხვა რამე დგას, ამას შინაგანად გრძნობ...

Posted by: Artist 29 Aug 2020, 15:29
ლეოპარდი
QUOTE
თუნდაც ულვაში სულაც არ არის ულვაში რასაც უყურებ და მის მიღმა სხვა რამე დგას, ამას შინაგანად გრძნობ...

დიახ ქვეცნობიერი სიმბოლოებით მიგანიშნებს ამ დროს, მისი ენის სწავლაა საჭირო... ულვაში კი სინდის-ნამუსს შეიძლება
წარმოაჩენდეს... smile.gif

Posted by: POKERISBLUFF 30 Aug 2020, 19:20
Artist


ბოლო კვირაა ტყე,სიბნელ ე ,. ყვავები და სიკვდილისფერი ბურუსი მესიზმრება
რაღაც დამდევს ხოლმე თან , ცოტა რთულად მაგრამ ვახერხებ ტელეპორტებს.. რამდენჯერმე გადავურჩი მარა გუშინ ვეღარ გავინძერი და შემთხვევით თეთრმა ქუჩის კატამ გამაღვიძა , არასდროს ამომხტარა საწოლზე , გუშინ ნაჭამი იყო თან და დღისით არასდროს შემოდიოდა სახლში...

რო გამაღვიძა ცოტა ხანი მიყურა და მერე წავიდა


ვკვდები? თუ უბრალოდ დაემთხვა ამდენი რამე შენი აზრით

Posted by: Artist 31 Aug 2020, 15:32
POKERISBLUFF
QUOTE
ვკვდები? თუ უბრალოდ დაემთხვა ამდენი რამე შენი აზრით

საერთოდ სიზმრები სიმბოლოებით გველაპარაკება ნაწილობრივ, ნაწილობრივ კი
დღის ცნობიერებიდან არის ელემენტები შერეული... ტყე და სიბნელე თუ ყვავები და ბურუსი
არაა იმდენად საშიში უნდა შეეცადო სიზმარშივე სიმშვიდე შეინარჩუნო და არ გაიქცე ტელეპორტირებებით...
სიზმრებიც ცვლილება გვიჩვენებს სულიერი განვითარების საფეხურს, ხოდა რაც უფრო ვითარდება ჯერ იწყება
ასეთი შიშის მომგვრელი სიზმრებით, რომლებიც ცდიან ადამიანს თუ რამდენად არის ის მზად სულიერთან
ზიარებისთვის... ხოდა როცა ვერ გაინძერი და ქუჩის კატამ გამოგაღვიძა, მანდ არაფერი არ გქონდა გადასარჩენი..
რამდენჯერმე გადავურჩიო რომ ამბობ, რა თავსგესხმოდა ვინმე? არ მგონია უბრალოდ შიშშის გამოცდა იყო და
შენს ქვეცნობიერში კი გადარჩენის იმპულსი ირთვება, არადა სულაც არაა რაიმე თავსდასხმა, გინდაც იყოს მაინც
არ უნდა შეუშინდე და სიზმარშივე იფიქრო რომ ეს არის სიზმარი, შთაგონება იმდენად ძლიერი ზემოქმედებაა,
რომ შეიძლება ფიზიკური დაზიანებაც კი მიიღოს ადამიანმა შთაგონებით... მაგ. ერთ ტიპს ესიზმრებოდა რომ
რაღაც არსებები მოდიოდნენ და თავში ურტყამდენ, ხოდა იმდენად რეალურად განიცდიდა ანუ შთაიგონებდა
ის ამას რომ, შემდეგ დარუჯებული და კოპებით ჰქონდა თავი, სისხლიც კი წამოსვლია... თან იცოდა ვისთვის
უნდა მიემართა და იწყებად ყვირილს, თავის ცოლს ეძახდა ხოლმე: მანანა მოდი მიშველე მოვიდნენო... ხოდა
ის ცოლო რომ მოდიოდა ის არსებები გარბოდნენ და ქრებოდნენ.. ასე რომ ნურაფრის შეგეშინდება სიზმარში
დაიმახსოვრე ეს ჩემი სიტყვები და სიზმრის დროს ქვეცნობიერიდან გაგახსენდება, აი მაშინ მოხდება გამონათება
შენს სიზმრებში, მზიან და ლამაზ ბუნებაში გახვალ... smile.gif

ისე სიმბოლურად რომ განვიხილოთ ეგ სიზმარი, სიკვდილის მომასწავლებელი სულაც არაა... smile.gif უბრალოს სიბნელიდან
გამოსვლის პროცესს გიჩვენებს, ეტყობა ბრმა რწმენით ხარ შებყრობილი და მეტი გაცნობიერებაა საჭირო ანუ კი არ უნდა
გაექცე ამ სიბნელეს არამედ უნდა მიიღო ცოდნა და ნათელი მოჰფინო ტყეს... ტყე ამ შემთხვევაში შენი შინაგანი ბუნებაა
ხოდა როდესაც ამ ტყეში ბნელა, ეს ნიშნავს რომ ბევრი რამე არ იცი http://magma.ge/library/363-%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%A4-%E1%83%A8%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%96%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90 შესახებ... და ამიტომაც გეშინია...

Posted by: POKERISBLUFF 31 Aug 2020, 17:40
Artist

გასაგებია რასაც ამბობ მაგრამ მგონი ზედმეტად პოზიტიურად უდგები ამ ყველაფერს

შიშს რაც შეეხება, არ ვფიქრობ რომ შიშია საფუძველი სიზმარში ტელეპორტის , უბრალოდ ინსტინქტი და უნარია რომელიც რაღაც პერიოდი როცა თავს ვგრძნობდი ნორმალურად და რაღაცეები მიხაროდა მივიწყებული იყო..
ეხლა კი ბოლო პერიოდი როცა კარგი აღარაფერი ხდება და პირიქით, ამ სიზმრებმაც იმატა და.დილით საზიზღარი ენერგიებით ვიღვიძებ..

თან მართლა არ მეშინია არც იმის რომ დაველოდო იმ რაღაცას რაც დამდევს, სულ რომ ვიცოდე რო.მ მოვკვდები , უბრალოდ ინსტიქტურად ხდება და სხვა ადგილას ვჩნდები...
ადრე სიკვდილის ძალიან მეშინოდა ეხლა თითქოს შევეგუე და მზად ვარ, ყველაფერს ვაკეთებ რომ არ განათდეს იმ ტყეში)) თორემ ალბათ რაღაც დონეზე მართლა განათდებოდა...
ჩემს მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგება რადგან ვფიქრობ რომ ძალით მოხდება ეს თან ის აღარ ვიქნები ვინც ვარ და ესეთ სინათლეს მუდმივი სიბნელე მირჩევნია, არ ვარ მშიშარა smile.gif.. ეს არის და ეს

მადლობა რომ არ დაიზარე და დააფიქსირე ის აზრი რომელსაც.მართლა.ფიქრობდი

Posted by: Artist 1 Sep 2020, 15:45
POKERISBLUFF
QUOTE
ყველაფერს ვაკეთებ რომ არ განათდეს იმ ტყეში)) თორემ ალბათ რაღაც დონეზე მართლა განათდებოდა

´?
QUOTE
ჩემს მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგება რადგან ვფიქრობ რომ ძალით მოხდება ეს თან ის აღარ ვიქნები
ვინც ვარ და ესეთ სინათლეს მუდმივი სიბნელე მირჩევნია

აჰაა გასაგებია, თავიდან მეგონა რომ არ მოგწონდა ეს სიბნელე და თურმე შენ თვითონ იღწვი მისკენ... მაშ პრობლემ,ა
ვერ გავიგე, სად არის?

Posted by: Lacrimosa_ 1 Sep 2020, 23:30
დამესიზმრა კლასელი, რომელიც მოულოდნელად დაიღუპა უეცრად განვითარებული დაავადების შედეგად.
სადღაც მივყვებოდი, თანაც უკან დაბრუნებას არ ვაპირებდი

Posted by: POKERISBLUFF 2 Sep 2020, 00:14
Artist

ვინ იღწვის სიბნელისკენ თან თავისი ნებით? smile.gif

არ მომწონს,ვერ გაიგე პათოსი მაგრამ არაუშავს.. მე უშუალოდ სიზმართან დაკავშირებით მაინტერესებდა შენი აზრი
განსხვავებულია ხოლმე და გავიგე მაგ პასუხიდან რაღაცეები რასაც იდეაში ველოდი კიდეც და ამისთვის მადლობაც მოგიხადე..

უბრალოდ ხანდახან არის ხოლმე პერიოდები როცა გვიწევს რაღაცეების გაკეთება იმის საპირისპიროდ რაც გვინდა, ან არ გვინდა
აი კარგად რომ ვიყო ძველებურად ეს სიზმრები სერიოზული პრობლემა იქნებოდა მარა ეხლა რეაქცია აღარ მაქვს, ვფიქრობ ხოლმე დავუკავშირო რაღაცეები რაღაცეებს
და ეს იდეა იყო ჩემს წინა შეკითხვაში რომ იქნებ რაღაც ახალი დეტალი ყოფილიყო რასაც მე ვერ ვხედავდი..


ისე, მარაზმატიკულად საშინელი სიზმრებია ალბათ ჯანსაღი ფსიქიკის პატრონს "გააგიჟებდა"

Posted by: Artist 2 Sep 2020, 03:01
POKERISBLUFF
QUOTE
ვინ იღწვის სიბნელისკენ თან თავისი ნებით?

QUOTE
ყველაფერს ვაკეთებ რომ არ განათდეს

არადა განათდება თუ მოინდომებ და ცხოვრებაშიც გაგინათდება... როდესაც
გააცნობიერებ თუ რა მიზანი აქვს ცხოვრებას თუ საით არის მიმართული და
საერთოდ რა ხდება... smile.gif

* * *
QUOTE
საშინელი სიზმრებია ალბათ ჯანსაღი ფსიქიკის პატრონს "გააგიჟებდა"

შენ ხომ არ გაგაგიჟა? ჯანსაღი ფსიქიკაც შეინარჩუნე... ასე რომ არაა სიზმარი ასე საშიშიც... smile.gif

* * *
Lacrimosa_
QUOTE
დამესიზმრა კლასელი, რომელიც მოულოდნელად დაიღუპა უეცრად განვითარებული დაავადების შედეგად.

ეს კლასელი სიზმარში გარდაიცვალა თუ რეალში?
QUOTE
სადღაც მივყვებოდი, თანაც უკან დაბრუნებას არ ვაპირებდი

მერე სადამდე მიხვედით ანუ როდის გამოგეღვიძა?

Posted by: Lacrimosa_ 2 Sep 2020, 09:28
Artist

QUOTE
QUOTE
დამესიზმრა კლასელი, რომელიც მოულოდნელად დაიღუპა უეცრად განვითარებული დაავადების შედეგად.

ეს კლასელი სიზმარში გარდაიცვალა თუ რეალში?
QUOTE
სადღაც მივყვებოდი, თანაც უკან დაბრუნებას არ ვაპირებდი

მერე სადამდე მიხვედით ანუ როდის გამოგეღვიძა?


რეალურად არის გარდაცვლილი. სიზმარში ცოცხალი იყო.
გასასეირნებლად ვიყავით გამოსული ჩემი სახლიდან და გამომეღვიძა მაშინ, როცა ჩემს სახლში ვბრუნდებოდით, რათა მის მანქანაში ჩავმსხდარიყავით და მასთან წავსულიყავით. თანაც სიზმარში ცოლად მივყვებოდი თუ რაღაც ამგვარი, იმიტომ, რომ ჩემს სახლში დაბრუნებას აღარ ვაპირებდი

Posted by: Artist 2 Sep 2020, 11:26
POKERISBLUFF
QUOTE
არ ვფიქრობ რომ შიშია საფუძველი სიზმარში ტელეპორტის

დამავიწყდა მეკითხა, ტელეპორტირებას როცა აკეთებ სიზმარში, ესე იგი გაურბიხარ იმ გარემოს ჰო?
ხოდა სხვა უკეთეს გარემოში ხვდები შემდგომ??
Lacrimosa_
QUOTE
გამომეღვიძა მაშინ, როცა ჩემს სახლში ვბრუნდებოდით, რათა მის მანქანაში ჩავმსხდარიყავით და მასთან წავსულიყავით.
თანაც სიზმარში ცოლად მივყვებოდი თუ რაღაც ამგვარი, იმიტომ, რომ ჩემს სახლში დაბრუნებას აღარ ვაპირებდი

ეხლა სულ სხვა შინაარსი შეიძინა შენმა სიზმარმა, როცა დეტალები გამოჩნდა... ეს უნად ნიშნავდეს, რომ ის ადამიანი შენ
სიცოცხლეში გესიმპათიურებოდა და შენს ქვეცნობიერს ასეთი სურათი ჩარჩა ანუ გიჩვენა ეს ცოლად გაყოლის ვარიანტით...
კარგია ის რომ საბოლოოდ ეს არ განხორციელდა, უბრალოდ სურვილი იყო სიზმარში და მეტი არაფერი ანუ არ წახვედი მასთან...

* * *
პს.
ეტყობა ეს სურვილი სახლიდან წასვლისა შენს ქვეცნობიერს აქვს ჩამახსოვრებული და სხვადასხვა ვარიაცებში გიჩვენებს... smile.gif

Posted by: •°___ 2 Sep 2020, 19:27
გუშინ სიზმარში ვნახე უცნაური რამ, ვითომ ხანძარი გაჩნდა და ცეცხლი ეკიდა ჩემი ცხოვრების კონკრეტულ ეპიზოდებს, რომლებსაც შეცდომად ვთვლი smile.gif))

მატერიალიზებული და განსხეულებული იყო , სიმბოლურად. ერთ შეცდომას , მაგალითად, კედელზე დაკიდებული სანათის ფორმა ჰქონდა და ჩემს თვალწინ აალდა...
ვითომ მამაჩემს ეძინა და უცებ წამოხტა,რა არის, რა ხანძარიაო, შეიცხადა smile.gif))


იყო ბევრი ხალხი , არ მახსოვს უცხო თუ ახლობელი და იმეორებდნენ ერთი ბიჭის სახელს, ვინც მომწონდა ადრე, სად არისო კითხულობდნენ smile.gif))
აღარ მინდა ეს ბიჭი, ძლივს ამოვიგდე ტვინიდანsmile.gif)

რომ გავიღვიძე , უკმაყოფილების განცდა არ მქონდა, უფრო პირიქით.

რავიცი აბა user.gif biggrin.gif

Posted by: Artist 3 Sep 2020, 14:44
•°___
QUOTE
ხანძარი გაჩნდა და ცეცხლი ეკიდა ჩემი ცხოვრების კონკრეტულ ეპიზოდებს, რომლებსაც შეცდომად ვთვლი ))

საინტერესო სიზმარი გინახავს, საერთოდ როდესაც ადამიანი ზენა სამყაროების ხედვას იწყებს ის სიმბოლოებით ხედავს
ყველაფერს და ამ სიმბოლოებს შემდეგ გადმოთარგმნა სჭირდება გასაგებ ენაზე...
QUOTE
ერთ შეცდომას , მაგალითად, კედელზე დაკიდებული სანათის ფორმა ჰქონდა და ჩემს თვალწინ აალდა...

თუ შესძლებ და გაიხსენებ რა შეცდომა იყო ის, რომელლსაც სანათის ფორმა ჰქონდა? ანდა სხვა ყველა სიმბოლოს უკან,
შენ განცდითი წვდომით, ხვდებოდი თუ რა ეპიზოდი თუ შეცდომა იდგა...
ამ სიმბოლოების წვა კი ნიშნავს რომ შენ ქვეცნობიერში განსაწმენდელის განცდა ამოვიდა ზემოთ... და ამიტომ გაგეღვიძა
კმაყოფილების განცდით... smile.gif

სიზმარი ხომ დამაკავშირებელია იმ სამყაროსა და ამ სამყაროს შორის, ხოდა რასაც იქ ვხედავთ და აქ... შერეულად გვევლინება
სიზმარში... ანუ ჩვენი ქვეცნობიერი იმ ზენა სამყაროებსაც იმახსოვრებს და ამ მიწიერ სამყაროს განცდებს ურევს ერთმანეთში...

* * *
QUOTE
აღარ მინდა ეს ბიჭი, ძლივს ამოვიგდე ტვინიდან

ტვინიდან კი ამოიგდე მაგრამ შენს ქვეცნობიერს კიდევ ახსოვს ეტყობა...

Posted by: •°___ 3 Sep 2020, 17:16
Artist

მადლობა, გამოხმაურებისთვის smile.gif

სამწუხაროდ, მეტი დეტალები არ მახსოვს sad.gif
უფრო შეგრძნებები და განცდები...

მეც ასე ავხსენი, ჩემთვის, ცეცხლი , როგორც ფენიქსის სიმბოლო...შედეგი _ კათარზისი და
უფრო მაღალ სულიერ საფეხურზე ასვლა.

ისედაც ვგრძნობ ამას smile.gif უბრალოდ, ბევრი მატერიალური და ფიზიკური რესურსი "შეიწინა" ტრანსფორმაციამ...ალბათ, მსხვერპშეწირვის გარეშე შეუძლებელი იყო ამ გზის გავლა...

პ.ს. ამ ბიჭს და მასთან ურთიერთობას რაც შეეხება, უფრო დაუსრულებლობის/ დაწყებულის ვერ განვითარების განცდა მაწუხებდა სულ... ასევე საკუთარ თავსაც ვადანაშაულებდი, რომ პასიური ვიყავი და უფრო მეტად უნდა მეაქტიურა, საპასუხოდ...
მერე აგრესია გამიჩნდა...

ნუ, საბოლოოდ გადავხარშე ყველაფერი და როგორც კარგი გაკვეთილი ასე მივიღე smile.gif
ქვეცნობიერს, ალბათ უნდა ბოლომდე თავისუფალი ვიყო და ეს გაჟღერებაც უკვე ამის დასტურია.

Posted by: Lacrimosa_ 3 Sep 2020, 19:35
Artist
QUOTE
Lacrimosa_
QUOTE
გამომეღვიძა მაშინ, როცა ჩემს სახლში ვბრუნდებოდით, რათა მის მანქანაში ჩავმსხდარიყავით და მასთან წავსულიყავით.
თანაც სიზმარში ცოლად მივყვებოდი თუ რაღაც ამგვარი, იმიტომ, რომ ჩემს სახლში დაბრუნებას აღარ ვაპირებდი

ეხლა სულ სხვა შინაარსი შეიძინა შენმა სიზმარმა, როცა დეტალები გამოჩნდა... ეს უნად ნიშნავდეს, რომ ის ადამიანი შენ
სიცოცხლეში გესიმპათიურებოდა და შენს ქვეცნობიერს ასეთი სურათი ჩარჩა ანუ გიჩვენა ეს ცოლად გაყოლის ვარიანტით...
კარგია ის რომ საბოლოოდ ეს არ განხორციელდა, უბრალოდ სურვილი იყო სიზმარში და მეტი არაფერი ანუ არ წახვედი მასთან...

* * *
პს.
ეტყობა ეს სურვილი სახლიდან წასვლისა შენს ქვეცნობიერს აქვს ჩამახსოვრებული და სხვადასხვა ვარიაცებში გიჩვენებს...


ეჰ, არაა ეგრე.
მესიმპატიურებოდა კი არა, როცა გავიგე მისი გარდაცვალების ამბავი, ძლივს გავიხსენე, ვისზე საუბრობდნენ, ძალიან ცოტა ხანს ვიყავით ერთ კლასში.
სახლიდან წასვლას რაც შეეხება, დიდი ხანია უკვე რაც ოჯახისაგან დამოუკიდებელი ვარ და სხვა ქალაქში ვცხოვრობ

Posted by: უწიპუწი 3 Sep 2020, 19:40
ერთი გემრიელი სიზმარი მენატრება

Posted by: masai11 3 Sep 2020, 20:43
იოანე-პავლე მეორე დამესიზმრა smile.gif
გულში ვიხუტებდი (ჩემზე დაბალი იყო, ბუნებრივია) და შუბლზე ვკოცნიდი. რაღაცა ძაან გახარებული იყო ჩემი ნახვით biggrin.gif

Posted by: Artist 4 Sep 2020, 13:12
masai11
QUOTE
იოანე-პავლე მეორე დამესიზმრა
გულში ვიხუტებდი (ჩემზე დაბალი იყო, ბუნებრივია) და შუბლზე ვკოცნიდი. რაღაცა ძაან გახარებული იყო ჩემი ნახვით

up.gif +++

რომის პაპის ნახვა სიზმარში მეტად საინტერესოა...
საინტერესოა ისიც თუ როგორ ახსნიდი შენ თვითონ ამ სიზმარს?
* * *
Lacrimosa_
QUOTE
ეჰ, არაა ეგრე

ქვეცნიბიერშია ჩამახსოვრებული ეგრე... ეტყობა სანამ სახლიდან წახვიდოდი
ის სურვილი ჩაიმახსოვრა და ეხლა ამოვიდა ზემოთ... მე მაგალითად ერთი პერიოდი
გამოცდები მესიზმრებოდა სტუდენტობის დროინდელი, არადა აღარ მქონდა გამოცდები
დამთავრებული მქონდა უკვე...

Posted by: masai11 8 Sep 2020, 00:10
Artist
QUOTE
რომის პაპის ნახვა სიზმარში მეტად საინტერესოა...
საინტერესოა ისიც თუ როგორ ახსნიდი შენ თვითონ ამ სიზმარს?

ვერ ავხსნიდი, ვერანაირად. თუმცა კარგი არაფერი და ამაღლებული არაფერი მომხდარა, პირიქით,
ახლა ტრამპი და შერონ სტოუნაი დამესისზრენ - რაღაც საქველმოქმედო ღონისძიებას ესწრებოდნენ - ჰო და, "ვარესებს" ველოდები yes.gif

Posted by: Artist 8 Sep 2020, 00:28
masai11
QUOTE
ახლა ტრამპი და შერონ სტოუნაი დამესისზრენ - რაღაც საქველმოქმედო ღონისძიებას ესწრებოდნენ - ჰო და, "ვარესებს" ველოდები

გააჩინა როგორ გაქვს დაცდილი შენი სიზმრები, ისე მისიონერი ხარ ეტყობა ასეთ ვინმეებს რომ ხედავ სიზმარში... smile.gif

Posted by: tatia23 8 Sep 2020, 03:21
1.დამესიზმრა , რომ ნაცნობი ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან. გავიღვიძე და პირველი ეგ ამბავი გავიგე, რომ მართლა მოფრინავს.
უბრალო დამთხვევაა?

2.ძალიან ქაოტურ და აბსურდულ სიზმრებს ვხედავ. სტრესს ვაბრალებ მე, ისე რით ვუშველო ხომ არ იცით?

3. როგორ ვმართოთ სიზმრები? ანუ დავისიზმროთ ის რაც გვინდა smile.gif

Posted by: sneh 8 Sep 2020, 15:52
tatia23
QUOTE
1.დამესიზმრა , რომ ნაცნობი ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან. გავიღვიძე და პირველი ეგ ამბავი გავიგე, რომ მართლა მოფრინავს.
უბრალო დამთხვევაა?

მანამდე რამე ხო არ გქონდა გაგებული მის ჩამოფრენასთან დაკავშირებით?
დამთხვევაც არაა გამორიცხული.
QUOTE
2.ძალიან ქაოტურ და აბსურდულ სიზმრებს ვხედავ. სტრესს ვაბრალებ მე, ისე რით ვუშველო ხომ არ იცით?

რასაც აბრალებ იმას უნდა მიხედო.
* * *
QUOTE
როგორ ვმართოთ სიზმრები? ანუ დავისიზმროთ ის რაც გვინდა

ვიდეოები ვნახე იუთუბზე ადრე იქ იყო მაგაზე საუბრები.
ქართულადაც არის.

დამეზარა რაღაც ვარჯიშების შესრულებაა საჭირო.
თან არ მჯერა რატომღაც რომ შეიძლებ იმის დასიზმრება რაც გსურს.

Posted by: tatia23 9 Sep 2020, 01:26
sneh
QUOTE
მანამდე რამე ხო არ გქონდა გაგებული მის ჩამოფრენასთან დაკავშირებით?
დამთხვევაც არაა გამორიცხული.

მანამდე კი , რაღაც ინფო მქონდა, მაგრამ დაუზუსტებელი და ბუნდოვანი, ყურადღება არც მკმიქცევია... სხვა დროსაც მომსვლია მსგავსი რამ ოღონდ სიზმარზე არა.

რაღაცის გაფიქრება და იმ რაღაცის მოხდენა ერთია ხოლმე.

მგონი მართლა არსებობს რაღაც user.gif

QUOTE
რასაც აბრალებ იმას უნდა მიხედო.


ეჰ, ეგ კი ვიცი მაგრამ... user.gif

Posted by: Artist 9 Sep 2020, 18:27
tatia23
QUOTE
რაღაცის გაფიქრება და იმ რაღაცის მოხდენა ერთია ხოლმე.

აბა გაიფიქრე არტისმა ლოტო მოიგოს თქოო... Jackpot-ი მოხსნას თქოო...
წილში ჩაგსვამ თუ მართლა მოვიგებ... smile.gif პარასკევს არის გათამაშება... smile.gif


Posted by: tatia23 10 Sep 2020, 16:43
QUOTE (Artist @ 9 Sep 2020, 18:27 )
tatia23
QUOTE
რაღაცის გაფიქრება და იმ რაღაცის მოხდენა ერთია ხოლმე.

აბა გაიფიქრე არტისმა ლოტო მოიგოს თქოო... Jackpot-ი მოხსნას თქოო...
წილში ჩაგსვამ თუ მართლა მოვიგებ... smile.gif პარასკევს არის გათამაშება... smile.gif

ეგ რომ შემძლოს, ჩემს თავს გავამდიდრებდი boli.gif

განზრახ არა, ქვეცნობიერად უნდა გამეფიქროს

Posted by: masai11 10 Sep 2020, 17:45
QUOTE (Artist @ 8 Sep 2020, 00:28 )
masai11
QUOTE
ახლა ტრამპი და შერონ სტოუნაი დამესისზრენ - რაღაც საქველმოქმედო ღონისძიებას ესწრებოდნენ - ჰო და, "ვარესებს" ველოდები

გააჩინა როგორ გაქვს დაცდილი შენი სიზმრები, ისე მისიონერი ხარ ეტყობა ასეთ ვინმეებს რომ ხედავ სიზმარში... smile.gif

ძალიან ბანალურად და ფორუმულად ამიხდა სიზმარი yes.gif

https://forum.ge/?showtopic=35169947&view=findpost&p=56810076



Posted by: პიანისტი 11 Sep 2020, 14:23
ძალიან ლამაზი მომღიმარი აბუეტი ყორანი ქალი რო დაგესიზმრება და თან მის სურნელს იგრძნობ...

ძალიან გამართული წინადადება გავჩითე facepalm.gif

Posted by: Artist 11 Sep 2020, 14:29
პიანისტი
QUOTE
აბუეტი ყორანი ქალი

ეს გამიშალე ერთი, რა არის? რას გულისხმობ ამაში...

Posted by: პიანისტი 11 Sep 2020, 15:47
Artist
იყოს, პირადულია არტისტ.

Posted by: Artist 15 Sep 2020, 15:06
tatia23
QUOTE
განზრახ არა, ქვეცნობიერად უნდა გამეფიქროს

მეგონა ქვეცნობიერად მაინც გაგეფირებოდა მაგრამ არაა არ დაემთხვა
არც ერთი ციფრი... აი ასე ჩაიშალა შენი და ჩემი ლოტო ბიზნესიი... wink.gif

Posted by: marimari11 18 Sep 2020, 11:51
აუუ ბოლო ორი კვირაა კოშმარები მტანჯავს
დავიღალე
მძინავს და ცუდად ვარ. დაღლილი და დასტრესილი ვიღვიძებ
თან რაღაცნაირი ხმაურიანი სიზმრები მაქვს.რომ ვიღვიძებ მაშინ წყდება ეს ხმაური და თავი მიჩერდება.

აარ ვიცი რატომ დამეწყო. ვერაფერთან ვაკავშირებ. არც სტრესი მქონია ამ ბოლო დროს და არც არაფერზე ვნერვიულობ განსაკუთრებულად

Posted by: მადამ ფისუნია 18 Sep 2020, 17:33
უუცნაურესი სიზმარი ვნახე, სადღაც მივდიოდი, ფეხი რაღაცას წამოვკარი და ხელის მტევანზე სულ ციცქნა ადგილი დავიზიანე. მაგრამ ძალიან მეტკინა ისე რომ ვიყვირე, ვიღრიალე და თვალი ავარიდე, როდესაც კვლავ დავხედე დაზიანებას ხელზე დავინახე რომ პატარა მცენარე მქონდა ხელზე ამოსული ქოთნის ყვავილის მსგავსი, ეს მცენარე ამოვთხარე და ამ მცენარის ფესვებიც დავინახე. შევამჩნიე რომ შიგნით ნაწილი მცენარის ფესვებისა დამრჩენოდა და ისიც მოვთხარე. მოგვიანებით შევამჩნიე რომ ხელის სხვა მიდამოებშიც თითქმის შეუმჩნეველი შავი წერტილების მსგავსი ნაწიბურები მქონდა და როცა მათ ხელს ვკიდებდი და ვქაჩავდი თითქოს ძარღვებიდან მომყვებოდა მცენარეთა ფესვები და ვიფიქრე რომ ალბათ ეს მცენარეები სხეულის თუნდაც მცირე დაზიანების ადგილებში ჩნდებოდნენ და მთელ სხეულში იფესვებოდნენ. ეს მცენარეები განსხვავებული იყო ხელის მცენარისაგან. ხელზე აღმოჩენილი მცენარე იყო უფრო ცოცხალი და მშრალი. ეს დანარჩენი მცენარეები კი უფრო სველ წყალმცენარეებს ჰგავდნენ და თითქოს დამპალიც იყო ზოგიერთი. შემეშინდა და დავპანიკდი ნუთუ მთელ სხეულში დამპალი მცენარეები მაქვს დახლართული-მეთქი...

Posted by: ninunin 18 Sep 2020, 17:54
Artist
ორი ლამაზი ნაცრიფერი ჩიტი ვნახე რაღაც ცისფერი ჩანართები ქონდათ და რას ნიშნავს ?

Posted by: Катеньки 18 Sep 2020, 19:18
იდოს ეს სტატია აქ.

ძილი
ძილი ადამიანის ფიზიოლოგიური მდგომარეობაა. ის მნიშვნელოვანია ადამიანის განვითარებისათვის, ნორმალურად ფუნქციონირებისათვის, გარემოსთან ადაპტირებისათვის. ის ადამიანის ცხოველქმედების განუწყვეტელი ნაწილია. ადამიანი მთელ ცხოვრების ⅓ ატარებს ძილში. ძილი, როგორც მოვლენა ყოველთვის აინტერესებდა კაცობრიობას და ოდიდგანვე ცდილობდა შეესწავლა ის და ამოეხსნა მისი საიდუმლოებები. ძილთან არის დაკავშირებული უამრავი მისტიური და ამოუცნობი თქმულება თუ მოსაზრება,თუმცა მე-19 საუკინიდან მეცნიერების განვითარებასთან ერთად ბევრ საკითხს მოეფინა სინათლე და მევრი საინტერესო ფაქტიც შეიტყო კაცობრიობამ ძილის შესახებ. ძილის ფენომენს სწავლობდნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, როგორებიც არიან ფიზიოლოგები, ბიოლოგები, ფსიქოლოგები, ნევროლოგები, ფსიქიატრები და სხვა. დღეს მეცნიერების დარგი რომელიც შეისწავლის უშვალოდ ძილის ფენომენს ეწოდება – სომნოლოგია.

ძილის შესაღებ დაგროვდა ბევრი ცოდნა, შემუშავებულია მისი დარღვევების მკურნალობის მეთოდები. არის მოცემული მრავალმხრივი თეორიები სიზმრების როგორც მოვლენის ასახსნელად. ნეირო-მოლეკულურ დონეზეა შესწავლილი ადამიანის ძილ-რვიძილის მდგომარეობა. ამ სტატიაში შევეცდებით განვიხილოდ საინტერესო ფაქტები ადამიანის ⅓ ცხოვრების ნაწილის შესახებ, რასაც “ძილი” ეწოდება…

ძილ-ღვიძილი

თითოეულ ადამიანში დიდი მნიშვნელობა აქვს მის ინდივიდუალურ განვითარებას და გენეტიკურად მასში დეტერმინირებული პარამეტრებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მისი ორგანიზმის ციკლურ ფუნქციონირებას. კარგად არის შესწავლილი ადამიანის ცირკადული რითმები, როგორიც არის ძილ-ღვიძილი. ადამიანის ცირკადული რითმების მთავარ შინაგან ფაქტორს წარმოადგენს გენეტიკა, თანდაყოლილი თვისებები, თუმცა თავად რითმი ყალიბდება ონტოგენეზში ეტაპოპრივად. ცირკადულ და სხვა სახის რითმებზე მნიშვნელოვან მოქმედ გარეგან ფაკტორს წარმოადგენს სინათლე. ცირკადულ რითმებზე დამოკიდებულია ადამიანის ორგანიზმში გარკვეული ჰორმონების სინთეზირება. მაგალითად, მელატონინი ხელს უწყობს ჩაძინებას, ხოლო მისი კონცენტრაციის ცვლილება ძილის დროს განაპირობებს ძილის ფაზებს. მელატონინის სეკრეცია ექვემდებარება ცირკადულ რითმებს და დამოკიდებულია განათებაზე: სიბნელეში სინთეზი სტიმულირდება, ხოლო სინათლეზე კი ითრგუნება.

ადამიანს შინაგან “ ბიოლოგიურ საათს ” წარმოადგენს ეპიფიზი. ეპიფიზი – ჯირკვლოვანი წარმონაქმნია ნერვულ სისტემაში, რომელიც არის ეპითალამუსის შემადგენელი ნაწილი შუამდებარე ტვინში. ეპიფიზის უჯრედების აქტივირებით ხორციელდება ორგანიზმის დღე-ღამური და სხვა ციკლების ჰორმონალური რეგულირება, რომელიც დაკავშირებულია სინათლესთან და დღის ხანგრძლივობასთან. ეპიფიზის უჯრედებებზე მოქმედებს თვალის ბადურის გაღიზიანება. აღნიშნულ უჯრედებს გააჩნიათ მჯიდრო კავშირი ჰიპოთალამუსის უბნებთან ( სუპრახიაზმული ბირთვები ), რომლებიც მიიღებენ იმპულსებს უშვალოდ ბადურიდან. ამ კავშირების მეშვეობით ეპიფიზის სეკრეტორულ უჯრედებს გააჩნიათ უნარი ( ჰორმონ მელატონინის სინთეზირებით ) იმოქმედონ ორგანიზმის ცირკადულ აქტივობაზე. ( მაგ.: თუ სისხლში შევიყვანთ ჰორმონ მელატონინს მაშინ როგორც ცხოველები, ასევე ადამიანები იძინებენ)

აღნიშნული მექანიზმების აღწერით ჩვენ გავეცანით თუ როგორ იმართება ძილ-ღვიძილის პროცესები და რა პირობა უდევს წინ ძილის დადგომას. მანამ ძილის ფაზებს განვიხილავთ აღსანიშნავია, რომ ადამიანის ტვინი მუდმივად აქტიურია და იმყოფება მუშაობის პროცესში. ტვინის აქტივობები აღირიცხება ელექტროენცეფალოგრამაზე (ეეგ) შესაბამისი ელექტრული ტალგების დაფიქსირებით. სწორედ ეეგ-ს მეშვეობით არის შესაძლებლობა თვალ-ყური ვადევნოთ ძილის ფაზებს რომლებიც გაგვაჩნია სულ ხუთი სახის. ეს ხუთი ფაზა შესაძლებელია გავაერთიანოთ ორ ტიპის ძილში : ნელი ძილი და სწრაფი ( პარადოქსული ) ძილი. განვიხილოთ ეტაპობრივად ძილის ტიპები და მათვის დამახასიათებელი ფაზები შესაბამისი ელექტრული ტალღებით. (ეეგ-ზე აღერიცხება ძირითადი ხუთი სახის ტალღები : ალფა, ბეტა, ტეტა, დელტა, გამმა. ტალღები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან აქტივობიდან გამომდინარე ).

ნელი ძილი მოიცავს შემდეგ ფაზებს, რომლებსაც ქვემოთ განვიხილავთ. ნელი ძილი შედგება ოთხ ფაზისგან, რომლებიც განსხვავდება ეეგ-ეს მაჩვენებლით და მიმდინარე სიღრმისეული ნერვული პროცესებით.

პირველი ფაზას წარმოადგენს ჩაძინების პერიოდი – თვლემა. ამ პროცესის დროს ალფა რითმები იკლებს და ჩნდება დაბალი ამპლიტუდის მქონე ნელი ტეტა- და დელტა- ტალღები. ამ პერიოდს ადამიანი ნახევარ ჩაძინებულ მდგომარეობაში ოცნებობს და ხედავს სიზმრისმაგვარ ჰალუცინაციებს. ამ სტადიაზე ინტუიციურად შესაძლოა ჩნდებოდეს იდეები, რაიმე პრობლემის ან ამოცანის გადაჯრის გზები…

მეორე ფაზაზე ჩნდება სიგმა რითმები, რომლებსაც წარმოადგენენ გახშირებულ ალფა რითმებს. ამ პერიოდში ითიშება ადამიანის ცნობიერება, და მისი გაღვიძება ძალზედ იოლია. მატულობს აღქმის ზღვარი. ყველაზე მგრძნობიარე ანალიზატორია ამ დროს სმენითა.

მესამე ფაზის დროს ემატება ნელი მაღალ ამპლიტუდიანი დელტა-ტალღები. ამ სტადიაზე ეს ტალღები მოიცავენ ეეგ-ს მტელ მაჩვენებლის 30-50%.

მეოთხე ფაზის დროს მატულობს დელტა-ტალღების დაფიქსირება საერთო სურათში 50% მეტი. ამ სტადიის დროს გხვდება ყველაზე ღრმა ძილი. მეოთხე სტადიას ხშირად ყოფენ ზომიერად ღრმა და ღმა ძილად და აერთიანებენ დელტა-ძილის სახელწოდებით. ასეთ დროს ადამიანის გაღვიძება რთულია. ამ ფაზაში ადამიანებს ახასიათებთ ძილში სიარული და კოშმარები, თუმცა ადამიანს ეს ყველაფერი არ ახსოვს. პირველი ოთხი ნელტალღოვანი ძილის ფაზები შეადგენს მთელი ძილის 75-80%.

ადამიანების უმრავლესობას მთელი ღამის განმავლობაში ყოველ 90 წუთში აღენიშნება თვალების სწრაფი მოძრაობა. პირველი პერიოდის ხანგრძლივობა ძალიან მოკლეა – 5 წუთამდე, მეორე – 10 წითამდე, მესამემ შესაძლებელია მიაღწიოს 15 წუთს. ყოველი განმეორებითი ციკლის დროს ფაზის ხანგრძლივობა მატულობს ხოლო ძილის სიღრმე კი მცირდება. ამ პერიოდს უწოდებენ სწრაფ ძილს, რომელიც მთელი ძილის მეხუთე ფაზას წარმოადგენს. ძილის ამ ფაზაში ეეგ-ეზე ჩნდება ღვიძილისათვის დამახასიათებელი ტალღები (ამ მიზეზით უწოდებენ ასევე პარადოქსულ ძილს ). სწრაფი ელექტრული აქტივობის მერყეობა, რომლებიც თავისი მნიშვნელობით მიახლოვებულები არიან ბეტა-ტალღებს. მატულობს სუნთქვის სიხშირე და გულის აქტივობა, აღენიშნება პერიოდულად გუგების სწრაფი მოძრაობა დახურულ ქუთუთოებს მიღმა. იმატებს ტემპერატურა და არტერიული წნევა. ორგანიზმის მონაცემები გვახსენებს ღვიძილის დროს არსებულ მონაცემებს, თუმცა ძალიან ძლიერი და ღრმა ძილი გვაქვს სახეზე, სხეული ფაქტიურად იმყოფება “ პარალიზებულ ” მდგომარეობაში. ამიტომ ეწოდება ძილის ამ მონაკვეთს პარადოქსული. ეს ფაზა მთელი ძილის 20% შეადგენს. პირდაპირ კავშირია ამ ფაზასა და სიზმრებს შორის. ასეთ დროს გაღვიძებული ადამიანების 90% ყვება რომ ნახულობდა ნათელ (ფერად) სიზმრებს. სწრაფ ძილის ფაზას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ფსიქიკური ჯამრთელობისათვის. სწრაფი ძილის შეწყვეტა იწვევს უფრო მძიმე ფსიქიკურ აშლილობებს ვიდრე ნელი ძილი.

ნორმაში მოზრდილ ადამიანს სძინავს 6-7 საათი, საიდანაც როგორც ავღნიშნეთ 20% უკავია სწრაფ ძილს. შესაძლებელია ეს მაჩვენებლები შესაძლოა დაირღვეს სტრესული მდგომარეობის (დაავადების) გამო, ასევე ცირკადულობის დარღვევა ხელს უწყობს გარკვეული პათოლოგიების განვითარებას.

http://naturopath.ge/ძილი/
Youth Scientific Union
ავტორი: Vagus

Posted by: Artist 19 Sep 2020, 02:18
ninunin
QUOTE
ორი ლამაზი ნაცრიფერი ჩიტი ვნახე რაღაც ცისფერი ჩანართები ქონდათ და რას ნიშნავს ?

ასეთი მწირი ინფორმაციით ძნელია რამის თქმა, მთავარია რომ ლამაზები იყვნენ... ეს კი სილამაზის განცდას იწვევს...
შენი ქვეცნობიერიდან გამომდინარე... ინფორმაციის ნაკლებობაა, მაგალითად: სად იყვნენ ეს ჩიტები ხეზე ისხდნენ
თუ დაფრინავდნენ, იქნებ რაიმე ნახატი იყო? ანდა ის თუ რას აკეთებდენ ეს ჩიტები გალობდენ თუ ჩუმად ისხდნენ?
აი ასეთ ნიუანსებს აქვს მნიშვნელობა...თანაც თუ გაიხსენებ შენ სად იყავი ამ დროს ფანჯრიდან უყურებდი ამ ჩიტებს
თუ მდელოზე იყავი წამოწოლილი ხის ჩრდილში'? ... smile.gif


* * *
marimari11
QUOTE
აუუ ბოლო ორი კვირაა კოშმარები მტანჯავს
დავიღალე

და რას ნახულობ არ გახსოვს, ერთი მაინც რომ გაიხსენო ასეთი კოშმარული სიზმრებიდან, რომელიც ასე გღლის?
QUOTE
თან რაღაცნაირი ხმაურიანი სიზმრები მაქვს.რომ ვიღვიძებ მაშინ წყდება ეს ხმაური და თავი მიჩერდება.

ეგ გამოცდილი მაქვს, ქვეცნობიერს ხმაური აქვს ეტყობა ჩამახსოვრებული, სადღაციდან და იმას იმეორებს...

Posted by: fork 19 Sep 2020, 03:05
სიზმარი გასული ღამის:

ვზივარ ოთახში,სადაც იმდენი რაღაცაა ყვითელი რომ მგონი კვერცხის გული გადაასხეს.
თან რაღაცნაირი მჭახე ყვითელი, თითქმის ნათებასავით, აი ციცინათელები რო ანათებენ.
მაგრად არ მევასება ყვითელი და ვეძებ კარებს რო გავიდე.
არსად არ ჩანს არც კარი,არც ფანჯარა.
ვაკაკუნებ კედლებზე,სადმე ყრუ ხმა თუ იქნა,გავამტვრევ.
უცებ ჩაინგრა იატაკი და ჩავვარდი სულ მწვანე ოთახში,რომელსაც ყველა მხარეს კარები აქვს.
სანამ მოვიფიქრებ რომელ კარებში გავიდე,ეს ოთახიც წინასავით ერთიანდება.
მთელი სიზმარი ასე ფერად-ფერად ოთახებში ვიჩითებოდი და გარეთ ვერ გამოვედი.
რა უბედურებას ნიშნავს?

Posted by: {nevermind} 19 Sep 2020, 05:52
კარგა ხანია სიზმრებში აღარ მიფრენია

და აი ისევ დავიწყე biggrin.gif love.gif



Artist
თუ სწორედ მახსოვს

ადრე მითხარით რომ

სიზმრებში ფრენა კარგიაო<3

Posted by: rafster 19 Sep 2020, 09:50
ძროხები რას ნიშავს სიზმარში....

დიდი ძროხები დამესიზმრა სოფელში....ბალახობდნენ და ჩვენი სახლისკენ წამოვიდნენ

Posted by: dream_catcher 19 Sep 2020, 11:09
თეთრი ყვავილების "ვენოკი" ღამეში



rolleyes.gif

Posted by: Катеньки 19 Sep 2020, 14:19
marimari11
QUOTE
კოშმარები მტანჯავს

QUOTE
თან რაღაცნაირი ხმაურიანი სიზმრები მაქვს.

QUOTE
რომ ვიღვიძებ მაშინ წყდება ეს ხმაური და თავი მიჩერდება.

აი ეს კარგად ვერ გავიგე. რას გულისხმობ ხმაურში?


***
ვასათაურებ:

უსიტყვო მორჩილება მოძალადე "ავტორიტეტებისადმი“

მე ზოგადად, ყოველთვის ფერად სიზმრებს ვნახულობ, თავისი გახმოვანებით. არასოდეს უშინაარსოს (ვიცი რას ვხედავ, რატომ ვხედავ, რა რას/ვის უკავშირდება, აზრი გამომაქვს).
მაგრამ ეს ბოლო რამოდენიმე თვეა სულ ვხედავ, თითქოს ვიღაც ჩემს გონებაზე ძალადობს, მიტარებს ექსპერიმენტებს ძილის პროცესში,
რაც გულისხმობს შემდეგს:
1) ცდილობს ის ინფორმაცია ამოიღოს/მოიპოვოს ჩემგან, რაც მას არ ეკუთვნის და საერთოდ არავის ეკუთვნის.
2) ძალით ცდილობს ჩემში შემოიტანოს/შემომატენოს ის ხელოვნურად შექმნილი მოცემულობა, რომელიც მე არ მეკუთვნის, ჩეინჯს ატარებს.
3) სწრაფი ძილის ფაზიდან გამოვყავარ (რაც საზიანო და სახიფათოა) ერთი და იმავე კონკრეტული ადამიანის - მენტორის ხმას, რომლის
ვინაობაც ვიცი და რომელიც მითითებებს მაძლევს სიზმარში, ხედავს-კითხულობს რა ჩემს ფიქრებს, ჩემს გონებაში მიმდინარე პროცესებს.
4) პერიოდულად ძალადობრივად და ხელოვნურად ცდილობს ჩემში ორგაზმის გამოწვევას, რაც ვერ გამოსდის.

როგორც ვიცით, ცნობიერებიდან განდევნილი განცდები ქვეცნობიერში გადადის. ძილის პროცესში ჩვენ გვიწევს მათთან შეხვედრა.
შეუძლებელია, რომ ჩემმა ქვეცნობიერმა მომწოდოს მის მიმართ ცნობიერებიდან განდევნილი სექსუალური ლტოლვა ან სასიყვარულო ეიფორია.
მის მიმართ აბსოლუტურად ნეიტრალური ვიყავი, ვარ და ვიქნები ყოველთვის. დარწმუნებული ვარ თავადაც. სერიოზული შეუსაბამობაა, რადგან განცდები არ არის რეალური, არ არის ბუნებრივი, არამედ ხელოვნურია. თუმცა რეალური ცხოვრებისეული პრობლემები პოულობს ასახვას სიზმრებში (ის, რომ მე განვიცდი მუდმივ ძალადობას).
ბოლოს ვნახე, ჯგუფ სერებროს facepalm.gif წევრებთან ლესბოსურ სექსში ცდილობდა ეს ხმა (ადამიანი) ჩემს ჩათრევას, თან ვიღაცას ესაუბრებოდა: "იქნებ ასე მაინც გამოვიდესო".
აქაც არ გამოუვიდა, მე თავზარდაცემულს გამომეღვიძა. მსგავსი შინაარსის სიზმარი არასოდეს მინახავს. ჩემი სექსუალური ორიენტაცია სრულ წესრიგშია, გაცნობიერებული მაქვს თავის დროზე. (ამ კონკრეტული სიზმრის შემთხვევაში ახლა მეღიმება givi.gif).
ეს სიზმრები საინტერესოა ჩემთვის არა კონტექსტუალურად (ანუ რა ვნახე, ვინ ვნახე და როგორ ვნახე ან რას ნიშნავდა), რამდენადაც რასაც ვხედავ, ვიცი რომ სრული უაზრობაა.
არამედ პროცესუალურად - ის, რომ სიზმარში ვიღაც ექსპერიმენტებს ატარებს ჩემზე და ჩემი ცნობიერების, ჩემი ქვეცნობიერის გაკონტროლებას და მართვას ცდილობს.

მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესებს წინ ერთვოდა ჩემი ძილად მივარდნა რამოდენიმე თვის
განმავლობაში, რაც 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბრის თვიდან დაიწყო.
სტრესებში წლებია ვარ მაგრამ ძილის პროცესი (ზოგადად ფხიზელი ტიპის: ცალი თვალით და ცალი ყურით მღვიძავს) და
სიზმრები ყოველთვის მოწესრიგებული მქონდა.
ის, რასაც ამ პერიოდში ვხედავ არ არის ჩემი ძილის ფაზიდან სიფხიზლეში გადასვლის ჩვეული მდგომარეობა ისევე, როგორც სიზმრის შინაარსები, რომელთა მიმართაც ინდიფერენტული ვარ.
ერთი კი სიმართლეა, ეს ადამიანი (ცნობადი სახეა) რეალურ ცხოვრებაში მერჩის ძალიან და
რა გასაკვირია, ჩემს ღამეულ საშინელებათა ჟანრის ზმანებებშიც რომ პოულობდეს მოძალადის ადგილს.
ყოველ დილით მე მობილურს ვხსნი და ვამცნობ: "დილა მშვიდობისა,
მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ღამე და ყოველ დღე შენ ჩემი მოკვდინება გინდა."
facepalm.gif

ჩემი ცხოვრების ბოლო თვეების სიზმრის განუყრელ პერსონაჟს ვერასოდეს მოვასწარი და ვერ დავუსვი ძილში ეს კითხვა: "ჩემს გონებასთან ექსპერიმენტირება შენთვის გემბლინგია, აზარტულ სიამოვნებას განიცდი, თუ შენი ყოვლისშემძლეობის ფაქტის გაცნობიერება განიჭებს განუზომელ კმაყოფილებას - გიჭირავს რა ყველაზე სუსტის იარაღი ხელში და ბოროტის წესებით მართავ, ცდილობ შეჭრას/მართვას იქ, სადაც უფალს შენთვის შეღწევის/მართვის უფლება არ მოუცია?"

ისეთი წამებაა, დაძინების მეშინია უკვე.

ვინმეს გამოგიცდიათ მსგავსი ძალადობა სიზმარში, რომელიმე გავლენიანი ფიგურის მხრიდან, რომელიც რეალურ ცხოვრებაში წარმოადგენს თქვენთვის ცნობიერად საფრთხეს?
პირადად მე არ მყავს ავტორიტეტები უზენაესის გარდა არც ზეცაში, არც დედამიწაზე. უბრალოდ მყავს ადამიანები, ვის აზრსაც პატივს ვცემ, ზოგჯერ და არა ყოველთვის (არანაირი პირადული).
ვინაიდან რეალურ ცხოვრებაში ამ ადამიანისგან (სიზმრის პერსონაჟი - მენტორი) დაყენებულ პირობას არ ვეთანხმები ის წარმოადგენს კიდეც სახიფათო ადამიანს ჩემთვის (აქვს გავლენა და ძალაუფლება), ჩემი გონება ბუნებრივია აცნობიერებს ამ მდგომარეობას, რომ საფრთხეში ვარ.
სიზმარში ამ პირის მენტორის (ურჩხულის, მოძალადის და არა მატლის) სახით ხილვა, ხომ არ წარმოადგენს შფოთვის განცდას, როგორც ქვეცნობიერის საპასუხო რეაქციას, რაიც სათავეს ჩემი სიცოცხლის, თავდაცვის, თვითშენარჩუნების ინსტიქტდან იღებს?
ამასთან, სიზმარში მენტორის მხრიდან ჩემი ძირითადი ინსტიქტის მართვის სურვილი (სექსუალური ხასიათის, შინაარსის ძალადობა) ჩემი დანარჩენი ცხოვრების და ყველა სფეროს მართვის სადავეების ხელში ჩაგდების საფრთხეზე ხომ არ მიმანიშნებს ჩემი ქვეცნობიერი? (პრინციპით: თუ ვინმე ფლობს ჩემს პირად ცხოვრებაზე კონტროლს, შეუძლია მთელი ჩემი ცხოვრება, შემოქმედება, საქმიანობა აკონტროლოს. მე ასე არ ვფიქრობ. თუმცა ფაქტები ჯიუტია: ეკა ბესელიას, ინგა გრიგოლიას და სხვათა საქმიანობის მართვა მათი პირადი ცხოვრების ხელში ჩაგდების გზით მოახერხეს. ისინი გააჩუმეს, რაშიც არაფერი არაბუნებრივი თავისთავად არ არსებობს.)

რა ფატქს არ ღებულობს ჩემი ცნობიერება და რას პასუხობს ჩემი ქვეცნობიერი: უცხო პირთა შემოჭრის ფაქტს პირად სივრცეში, უკვე დაუკრეფავში - ანუ იქ, სადაც არც ერთ გარეშე ძეხორციელს ან არსს არ ჰქონია შემოვარდნის უფლება არასოდეს?

ადამიანს ყოველთვის აქვს თვითგამორკვევის უფლება ყოველ მოცემულ სიტუაციაში.
საბოლოო ჯამში, ვცდილობ გავერკვე: უსიტყვოდ ემორჩილება თუ არა ძალაუფლებახელშიჩაგდებულ
მოძალადე „ავტორიტეტებს“ ჩემი ქვეცნობიერი, რადგან ეს არსებითად მნიშვნელოვანია.
ჩემს მდგომარეობაზე ბევრი სხვა რამ და ვინმე არის კიდევ დამოკიდებული.

წლების მანძილზე მე ერთის მხრივ, დათრგუნული ვაცნობიერებ საკუთარ უმწეობს ჩემს საქმიანობაში, ჩემს შემოქმედებაში და ვხედავ, ვითვალისწინებ, თუ რა ქმედებას აქვს აზრი და რა ქმედებას არა.
როცა ვიცი, რომ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია ჩემგან დამოუკიდებლად და ამიტომ არაფრის შეცვლა არ შემიძლია (ვარ გაძარცვული შემოქმედი მაგრამ სამართლიანობა ვერ აღვადგინე), ჩემი გონება გაცნობიერებისთანავე ამ ყოველად მიუღებელ რეალობას - დაქვემდებარებულობას მოძალადისადმი და მისით განცდილ ემოციურ მდგომარეობას - ბუნტს, მომენტალურად ქვეცნობიერში განდევნის. ხოლო ქვეცნობიერი თან მაფრთხილებს, რომ თვითგადარჩენის გზები ვეძებო და თან მაფრთხილებს, რომ არ დავნებდე.
ან უკვე დამორჩილდა ჩემი ღამეული მოძალადის წამების მეთოდებს, რაც კატასტროფაა.

***
აქვე მასლოუს პირამიდას ჩავურთავდი, მაგრამ ყველამ იცის, ვგონებ. უფრო ზუსტად, მეზარება.

Posted by: Artist 19 Sep 2020, 16:08
Катеньки
QUOTE
ისეთი წამებაა, დაძინების მეშინია უკვე.

უნდა გაიცნობიერო თუ რა ხდება საერთოდ ცხოვრებაში და სიზმრებში...ეს იქნება შენი დაცვაც
და ყველაფერი მოგიწესრიგდება, https://magma.ge/categories/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%97%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%90/261-%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%A4-%E1%83%A8%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-i წაიკითხე და მაგრად დაგეხმარება მართლა ისეთი
ძალა აქვს რომ დაგიცავს კიდეც, ყოველ დილით გაღვიძებისას წაიკითხე რამოდენიმე ბწკარი მაინც,
და დაძინებისას ანუ ძილის წინ, თანაც ბოლომდე როცა წაიკითხავ თავიდან წაიკითხე ისევ და ისევ...

* * *
{nevermind}
QUOTE
თუ სწორედ მახსოვს
ადრე მითხარით რომ
სიზმრებში ფრენა კარგიაო<3

დიახ... ადამიანის სული ფრენით მოძრაობებს ასრულებს თავის ასტრალურ სხეულთან ერთად...
ხოდა როდესაც დაფრინავ უფრო ახლოს ხარ იმ სულიერ განცდასთან, ბავშვობასთან და ა.შ.
მოკლედ კარგის მომასწავლებელია ფრენა სიზმარში... smile.gif თავისუფლებასაც გამოხატავს...


* * *
fork
QUOTE
ვაკაკუნებ კედლებზე,სადმე ყრუ ხმა თუ იქნა,გავამტვრევ.
უცებ ჩაინგრა იატაკი და ჩავვარდი სულ მწვანე ოთახში,რომელსაც ყველა მხარეს კარები აქვს.
სანამ მოვიფიქრებ რომელ კარებში გავიდე,ეს ოთახიც წინასავით ერთიანდება.
მთელი სიზმარი ასე ფერად-ფერად ოთახებში ვიჩითებოდი და გარეთ ვერ გამოვედი.
რა უბედურებას ნიშნავს?

კვერცხის გულში შეიძლება აღმოჩნდი, შემდგომ ჩაიმტვრა ის ძირი და თითქოს გამოხვედი, მაგრამ ოთახების
ლაბირინთი დაგხვდა, ფერად ფერადი რომ იყო ეს კარგია, მაგრამ გასასვლელს რომ ვერ პოულობდი ეს არა...
მაგრამ შემდგომ სიზმარში იპოვნი გასასვლელს, ეტყობა ეხლა ცხოვრებაშიც რაღაცნაირ გამოუვალ სიტუაციაში
იმყოფები რაღაც საკითხთან დაკავშირებით და ეს შენმა ქვეცნობიერმა ასეთი ფორმით გიჩვენა... მაგ. ცოლის მოყვანა..
ან სხვა რაიმე საკითში გაქვს პრობლემა...

* * *
rafster
QUOTE
დიდი ძროხები დამესიზმრა სოფელში....ბალახობდნენ და ჩვენი სახლისკენ წამოვიდნენ

ძროხები კარგი უნდა იყოს, ისინი რძის პროდუქტით გვამარაგებენ ანუ ქვეცნობიერმა ეს სიმბოლო იმიტომ
გიჩვენა რომ რაღაც დოვლათი წამოვა თქვენსკენ... smile.gif

Posted by: ninunin 19 Sep 2020, 22:24
Artist
QUOTE
სეთი მწირი ინფორმაციით ძნელია რამის თქმა, მთავარია რომ ლამაზები იყვნენ... ეს კი სილამაზის განცდას იწვევს...
შენი ქვეცნობიერიდან გამომდინარე... ინფორმაციის ნაკლებობაა, მაგალითად: სად იყვნენ ეს ჩიტები ხეზე ისხდნენ
თუ დაფრინავდნენ, იქნებ რაიმე ნახატი იყო? ანდა ის თუ რას აკეთებდენ ეს ჩიტები გალობდენ თუ ჩუმად ისხდნენ?
აი ასეთ ნიუანსებს აქვს მნიშვნელობა...თანაც თუ გაიხსენებ შენ სად იყავი ამ დროს ფანჯრიდან უყურებდი ამ ჩიტებს
თუ მდელოზე იყავი წამოწოლილი ხის ჩრდილში'? ...

დაფრინავდნენ ახლოს ჩემთან, აივანზე ვიდექი, ლამაზად და სასიამოვნო შეგრძნება გამიჩინეს, მერე იქვე კაცი იყო აბსტრაქტული ტიპი,
იმ კაცმა მითხრა, ესენი ასე მშვიდად ლაღად რომ დაფრინავენო შენ მიმართ გამოხატეს ესო ამიტომო, ამ შემთხევაშიო
ამ ადგილის წესია ასეთიო ეს ნახატი უნდა დაგიხატოთო და მომაწოდა ნახატი პატარ გოგო ეხატა ფერადი,
დადებითი განწყობა გამომგყვა ძალიან მთლად ვერ ავხსენი რას ნიშნავდა ეს ყველაფერი.

Posted by: Artist 20 Sep 2020, 01:01
ninunin
QUOTE
დაფრინავდნენ ახლოს ჩემთან, აივანზე ვიდექი, ლამაზად და სასიამოვნო შეგრძნება გამიჩინეს, მერე იქვე კაცი იყო აბსტრაქტული ტიპი,
იმ კაცმა მითხრა, ესენი ასე მშვიდად ლაღად რომ დაფრინავენო შენ მიმართ გამოხატეს ესო ამიტომო

ის აბსტრაქტული ტიპის კაცი რა შთაბეჭდილებას ტოვებდა შენში? ალბათ აგრეთვე პოზიტიურს...
იმ ნახატზე პაარა გოგოს პორტრეტი ეხატა თუ მთლიანი ტანით? ... მე მგონია რატომღაც პორტრეტი იქნებოდა...
QUOTE
დადებითი განწყობა გამომგყვა ძალიან მთლად ვერ ავხსენი რას ნიშნავდა ეს ყველაფერი.

ის კაცი ეტყობა შენ გასწავლიდა ამ ჩიტების ამბავს ანუ შენი სულიერი მასწავლებელი შეიძლება ყოფილიყო?
როგორ გამოიყურებოდა ხომ ვერ აღწერ თანაც მთლიანად ხედავდი მას თუ მხოლოდ სახეს?

Posted by: ninunin 20 Sep 2020, 12:01
Artist
დადებითს , ამ კაცის ვიზუალზე არ იყო აქცენტი, აქცენტი იყო ჩიტების ქმედებაზე ჩემ მიმართ ამ კაცმა აღნიშნა ეს და ამ მათი საქციელის გამო მომცა ნახატი რომელDიც ეხატა ხველ თმიანი ქერა პატარა გოგო ფერადი ფლომასტრით ბავშვის ნახატს გავდა პორტრეტი არ იყო

Posted by: Artist 20 Sep 2020, 14:10
ninunin
QUOTE
ამ კაცის ვიზუალზე არ იყო აქცენტი

შენ თუ გახსოვს მისი ვიზუალი ეს მაინტერესებს, უბრალოდ...
ისე კი პოზიტიური განწყობა კარგის მომასწავლებელია...

Posted by: ninunin 20 Sep 2020, 14:36
Artist
QUOTE
შენ თუ გახსოვს მისი ვიზუალი ეს მაინტერესებს, უბრალოდ...
ისე კი პოზიტიური განწყობა კარგის მომასწავლებელია...

დაახლობებით კი ცოტა ხშირი თმა ქონდა თავზე, ჭაღარანარევი ჩვეულებირივი სახის კაცი იყო, საშუალოზე ცოტა დიდი ასაკის იქნებოდა

Posted by: Катеньки 20 Sep 2020, 23:31
Artist

QUOTE
Катеньки
QUOTE
ისეთი წამებაა, დაძინების მეშინია უკვე.
უნდა გაიცნობიერო თუ რა ხდება საერთოდ ცხოვრებაში და სიზმრებში...ეს იქნება შენი დაცვაც
და ყველაფერი მოგიწესრიგდება, აი ეს წიგნი წაიკითხე და მაგრად დაგეხმარება მართლა ისეთი
ძალა აქვს რომ დაგიცავს კიდეც, ყოველ დილით გაღვიძებისას წაიკითხე რამოდენიმე ბწკარი მაინც,
და დაძინებისას ანუ ძილის წინ, თანაც ბოლომდე როცა წაიკითხავ თავიდან წაიკითხე ისევ და ისევ...

up.gif

შტაინერს პირველად 12-13 წლის ასაკში გავეცანი და სრულად გავითავისე. ჩემთვის ძალიან ახლობელია.
მას შემდეგ ჩემს სამაგიდო ლიტერატურად იქცა მისი ყველა წიგნი, რომელიც ხელში ჩამივარდებოდა.
არ იყო მაშინ ხელმისაწვდომი ან ძალზედ იშვიათად გამოდიოდა მსგავსი ლიტერატურა, არც ინტერნეტი გვქონდა. smile.gif)
ყოველ ჯერზე, როცა ახლიდან ვეცნობოდი, რაღაც უფრო მეტის აღმოჩენაში, შემეცნებაში მეხმარებოდა.
"ვარდისა და ჯვრის საიდუმლოება"-ზე მეფიქრება სულ ეს ბოლო პერიოდია, გამოდის მჭირდება მაგრამ წიგნად ვეღარ მოვძებნე სახლში.
თან გულს ვერ ვუდებ, ამ ეტაპზე ვერ გამომდის მიზეზთა გამო.
ლოცვა მეხმარება.

Posted by: Artist 21 Sep 2020, 14:01
Катеньки
QUOTE
თან გულს ვერ ვუდებ, ამ ეტაპზე ვერ გამომდის მიზეზთა გამო.

და მაინც... ჩემი რჩევა იქნება თეოსოფია აიღო და იკითხო მედიტაციის სტილში
დილა საღამოს და ეს დაგიცავს აი ნახავ თუ არა... smile.gif

* * *
ninunin
QUOTE
დაახლობებით კი ცოტა ხშირი თმა ქონდა თავზე, ჭაღარანარევი ჩვეულებირივი სახის კაცი იყო, საშუალოზე ცოტა დიდი ასაკის იქნებოდა

კარგია რომ გაიხსენე, მე უბრალოდ მაინტერესებდა როგორი იყო აბსტრაქტული კაცი... smile.gif მეგონა რაღაცნაირი სხვანაირი იქნებოდა... smile.gif

Posted by: ninunin 21 Sep 2020, 14:27
Artist
კარგი მაშინ ეხლა თუ შეძლებ ახსნას რას ნიშნავს ეგ სიზმარი?

Posted by: Artist 21 Sep 2020, 15:44
ninunin
QUOTE
კარგი მაშინ ეხლა თუ შეძლებ ახსნას რას ნიშნავს ეგ სიზმარი?

ის ჩიტები სიყვარულს გამოხატავდენ შენს წინ რომ დაფრინავდენ და ჟღურტულობდენ...
ის კაცი კი რატომღაც პატარა გოგონას სურათს გაწვდის, არ ვიცი შესაძლოა ბავშვს ელოდები?

* * *
პს. შენს პროფილს გადავხედე ეხლა და არ გიწერია მდედრი ხარ თუ მამრი, ასე რომ გინდაც
მამრი იყო მაინც შეიძლება ბავშვის განცდა გქონდეს, რომელიც ცდილობს შენთან მოსვლას
ანუ მამობრივი განცდას იწვევს, ხოლო თუ მდედრი ხარ იგივეს ვიტყოდი თუ ფეხმძიმედ ჯერ
არ ხარ...დედობრივი სურვილს გიჩენს ჯერ ბავშვის სული და შემდგომ პოულობ პარტნიორს
ანდა თუ უკვე ნაპოვნი გყავს მაშინ უბრალოდ მას სურს შენთან მოსვლა...

Posted by: ninunin 21 Sep 2020, 16:43
Artist
QUOTE
პს. შენს პროფილს გადავხედე ეხლა და არ გიწერია მდედრი ხარ თუ მამრი, ასე რომ გინდაც

მდედრი ვარ კი smile.gif
QUOTE
ის ჩიტები სიყვარულს გამოხატავდენ შენს წინ რომ დაფრინავდენ და ჟღურტულობდენ...
ის კაცი კი რატომღაც პატარა გოგონას სურათს გაწვდის, არ ვიცი შესაძლოა ბავშვს ელოდები?

ფაქტი ჯერ არ დამდგარა, ანუ გამოდის რო იქნება ეგ ამბავი?
რატომღაც მეც მაგ აზრისკენ წავედი სიზმრის ახსნაში ჩემით ,აქ ამიტომ დავწერე მაინტრესებდა გაშიფრა თუ დამეთხვეოდა
ანუ უნდა ველოდო უახლოს პერიოდში სიახლეს მაგ სახით ცხოვრებაში? smile.gif


ხოლო თუ მდედრი ხარ იგივეს ვიტყოდი თუ ფეხმძიმედ ჯერ
არ ხარ...დედობრივი სურვილს გიჩენს ჯერ ბავშვის სული და შემდგომ პოულობ პარტნიორს
ანდა თუ უკვე ნაპოვნი გყავს მაშინ უბრალოდ მას სურს შენთან მოსვლა...[QUOTE]

მადლობა smile.gif

Posted by: dimler 22 Sep 2020, 20:43
სიზმრის შინაარსი მოდის ზეცნობიერიდან და მისი ფორმა ქვეცნობიერიდან

ფორმით რომ განიხილავთ არა მგონია ახსნა იყოს

Posted by: გუგო 23 Sep 2020, 09:31
წამით ჩამეძინება ხოლმე და სიზმრებში ვიხრჩობი eek.gif ძირითადად გაღვიძებისთანავე მავიწყდება.

ბოლო ძილის ფაზიდან ეგ გამომყვა:
მუქ შავ ჩაის ვხარშავდი 2 ძალინ ცნობილი სპორტსმენისთვის რომლებიც ჩემი სტუმრები იყვნენ და დიდი ზარ-ზეიმით შევეგებე მათ სტუმრობას ჩემს ახალ სახლში (რეალურად მხოლოდ მათი სახელები ვიცი არც ერთის ასპარეზობა მინახავს ოდესმე), მათაც უხაროდათ ჩემთან სტუმრობა ერთ განსაკუთრებით რომელიც პირველად მსტურობდა spy.gif
დაისის ჟამს მოვიდნენ სტუმრები, საკმაოდ ნათელი მზის სხივები იყო მოფენილი ვერანდაზე,მაგრამ ჩვეულებრივთან შედარებით ძალიან მალე ჩამობნელდა.

ჩაისთან ერთად ვაპირებდი გავმასპინძლებოდი ტორტით, რომელიც მე თვითონ გამოვაცხე წინა დღით უდიდესი ტანჯვის და წინაღობების ფასად ჩემი ძველი სახლის ძველ სამზარეულოში (რომელიც აღარ არსებობს), ზოგი შემიჭამეს, ზოგი ინგრედიენტი მომოარეს და აშ.

ჩაის ჩაიდანი რომელშიც ცეცხლზე გიზგიზებდა (ახალ სახლში) რატომღაც ლუდის სუნით იყო გაღღენთილი მანამ სანამ გავრეცხავდი, წინა დღით ლუდს მივირთმედით (უფრო ვღრეობდით მეგობრები) და რატომღაც ჩაიდანშიც მოხვდა, ოღონდ როგორ არ მახსოვს.

საბოლოოდ გამაღვიძა ჩემივე განწირულმა ღრიალმა, იდეაში სიზმარში ვკიოდი არ ეჭამათ თევზი დედაჩემს და ძმას რომელიც დიდი უცანაური მატლებით იყო სავსე, რაღაცნაირად თევზის ხერხემალში იყვნენ ჩამალული მუქი ყავისფერი ჭიები, დიდი ზომის.

ეს ბოლო ნაწილი ვერანაირად ამოვხსენი.

Posted by: Artist 23 Sep 2020, 18:47
dimler
QUOTE
სიზმრის შინაარსი მოდის ზეცნობიერიდან და მისი ფორმა ქვეცნობიერიდან

არაა მასე... სიზმრის შინაასი არის ზეცნობიერის და მიწიერი ანუ დღის ცნობიერების შერეული ვარიანტი..
ფორმა კი მის ამ შინაარსიდან მოდის...

* * *
გუგო
QUOTE
ეს ბოლო ნაწილი ვერანაირად ამოვხსენი.

მოწამვლის საფრთხე დაინახე და დაიწყე კივილი... რომ გადაგერჩინა შენიანები...
მანდ დიდი ლოგიკა არცაა საჭირო... smile.gif

ninunin
QUOTE
მადლობა  smile.gif

არაფერს smile.gif

Posted by: fork 23 Sep 2020, 20:32
სიზმრად მურაბაში დავიხრჩვი.
ვერ ვიტყვი რომ სასიამოვნო იყო,მარა რო გავიღვიძე მურაბის გემო მქონდა პირში(კაკლის).
ეტყობა ხრჩობის დროს რო ვყლაპე,გადმომყვა გემოს შეგრძნება.

Posted by: gebriudervais 23 Sep 2020, 20:52
წუხელ დამესიზმრა ერთი სიზმარი,რომ გამეღვიძა მინდოდა ისევ იქ დავბრუნებულიყავი დილა იყო,რომ შევიბრუნე ძილი პატარა ფრაგმენტი მაინც გაგრძელდა ,მაგრამ სრულიად არ განხორციელდაsad.gif
ვერ მოვასწარი

Posted by: გუგო 23 Sep 2020, 20:57
Artist
მე კიდე ამ ლოგიკით რამდენი გავბედე biggrin.gif

Posted by: მადამ ფისუნია 24 Sep 2020, 20:31
მამაჩემი დამესიზმრა რომელიც ცდილობდა მსხვილი თანხის ე.წ. გათეთრებას. როცა ვკითხე საიდან ჰქონდა ამდენი ფული მითხრა რომ ვიღაცას მანქანაში დარჩა, თუმცა აშკარად მატყუებდა. ხან რას ვფიქრობდით ხან რას და საბოლოოდ გადავწყვიტეთ ძვირიანი ჩაის გაყიდვა, სნობებს ფერად წყალს ვყიდდით და ამით ვცდილობდით გათეთრებას... რას უნდა ნიშნავდეს?

Posted by: Artist 24 Sep 2020, 21:10
გუგო
QUOTE
მე კიდე ამ ლოგიკით რამდენი გავბედე

??? ვერ მივხვდი რას გულისხმობ?

მადამ ფისუნია
QUOTE
ფერად წყალს ვყიდდით და ამით ვცდილობდით გათეთრებას... რას უნდა ნიშნავდეს?

ესიგი მამაშენს ეხმარები რაღაც პრობლემის გადაწყვეტაში... სულ ესაა... smile.gif

Posted by: გუგო 25 Sep 2020, 00:19
Artist
ცნობილი ინტერნეტ ხუმრობაა user.gif user.gif

Posted by: მადამ ფისუნია 25 Sep 2020, 03:00
QUOTE (Artist @ 24 Sep 2020, 21:10 )
გუგო
QUOTE
მე კიდე ამ ლოგიკით რამდენი გავბედე

??? ვერ მივხვდი რას გულისხმობ?

მადამ ფისუნია
QUOTE
ფერად წყალს ვყიდდით და ამით ვცდილობდით გათეთრებას... რას უნდა ნიშნავდეს?

ესიგი მამაშენს ეხმარები რაღაც პრობლემის გადაწყვეტაში... სულ ესაა... smile.gif

წინა სიზმარზეც ხომ ვერ მეტყვი რამეს თუ არ შეწუხდები 2kiss.gif

Posted by: Artist 25 Sep 2020, 20:40
მადამ ფისუნია
QUOTE
ეს მცენარეები განსხვავებული იყო ხელის მცენარისაგან. ხელზე აღმოჩენილი მცენარე იყო უფრო ცოცხალი და მშრალი. ეს დანარჩენი მცენარეები კი უფრო სველ
წყალმცენარეებს ჰგავდნენ და თითქოს დამპალიც იყო ზოგიერთი. შემეშინდა და დავპანიკდი ნუთუ მთელ სხეულში დამპალი მცენარეები მაქვს დახლართული-მეთქი...

მერე როორ დამთავრდა ეგ ამბავი რა მომენტში გამოგეღვიძა?

ისე კი მცენარეს გააჩნია ეთერული სხეული, რომელიც ადამიანსაც აქვს, ეს ეთერული სხეული არის მაცოცხლებელი ძალა და მაფორმირებელიც... ხოდა ადამიანს
მის აურას თუ შეხედავს კაცი მისი ყოველი ორგანო არის ამ ეთერული სხეულით გარშემორტყმული ეს კი ნიშნავს იმას რომ ადამიანის ფორმას იმეორებს... ასტრალური
სხეული კი მაგალითად არ იმეორებს ადამიანის ფორმას, ის ადამიანს კვერცხის ფორმასავით აქვს ირგვლივ და გამჭოლად... ეს ასტრალური სხეული ცხოველსაც აქვს...

ეთერული კი მცენარესთან ასოცირდება, ხოდა ეტყობა მცირე დაზიანება ხელზე ამ ეთერულს აზიანებს და იმ ადგილას იზრდება მცენარე, რომელიც შენ არ მოგწონს..
ამ დროს ქვეცნობიერი ცდილობს ასეთი სურათის დანახვებას, თუ როგორაა დაკავშირებული ეთერული ადამიანის ფორმასთან და აგრეთვე მცენარესთან... რეალში
პრობლემა ხომ არ გაგჩენია? იმ ადგილას სადაც დაზიანება მიიღე სიზმარში... თუ არა მაშინ უბრალოდ ეს სიზმარი იმის მაჩვენებელია, რომ ქვეცნობიერი შედარებას
აკეთებს მცენარესთან... ანუდაზიანების ადგილზე ეთერულიც ზიანდება და ეს აღიქმება როგორც მცენარის ამოსვლა ხელზე... რომ გლიჯავდი და არ გამოგდიოდა ეგ
საქმე, ვინაიდან ფესვები ჰქონდა გადგმული... ეგ არის შიში, რომელიც ეტყობა ქვეცნობიერმა ჩაიმახსოვრა... რომელიმე დაავადებასთან დაკავშირებით...სულ ესაა..

* * *
გუგო
QUOTE
ცნობილი ინტერნეტ ხუმრობაა 

ეხლა კი სულ დავიბენი...

Posted by: მადამ ფისუნია 25 Sep 2020, 23:36
Artist
QUOTE

მერე როორ დამთავრდა ეგ ამბავი რა მომენტში გამოგეღვიძა?

შევეგუე რომ ჩემში მცენარეები იყვნენ დამპალი მცენარეები მაგრამ არ მაწუხებდნენ. მართალია თავიდან პანიკაში ვიყავი და ისტერიულად ვცდილობდი მათ ამოძირკვას მაგრამ ბოლოს შევეგუე და უბრალოდ ვფიქრობდი რომ ალბათ ცხოვრების მანძილზე რაც დაზიანება მიმიღია სხეულზე ყველა მათგანში მცენარე გაიზარდა, უბრალოდ აქამდე არ შემიმჩნევიამეთქი. როდესაც პირველი მცენარე მოვგლიჯე ფესვები არცისე ღრმად იყო, როგორც ბაღშია ხოლმე სარეველა ბალახების ფესვები სანამ ახალი ამოსულია ადვილი მოსაგლეჯია და ღოცა იზრდება რთული. დაა ხლოებით ფოტოებს მოვძებნი მცენარეების როგორ გამოიყურებოდნენ
user posted image
მეორე ფოტოზე რომაა ესეთი იყო ფესვი თავიდან შემდეგ კი სველი წყალმცენარეებივით იყო ადვილად წყდებოდა როგორც დამპალი, ან მოხარშული მწვანილი. და რაც მთავარია სხვა მცენარეები რომ აღმოვაჩინე მათი ფესვები არ მინახავს უბრალოდ წარმოვიდგინე და ვიფიქრე რომ თავიდან სხვანაირი იყო და შემდეგ გახდა ასეთი

Posted by: Artist 26 Sep 2020, 19:02
მადამ ფისუნია
ხო ეტყობა ავადმყოფთან გქონდა რაიმე კონტაქტი ან საუბარი ან ფიქრებით და ქვეცნობიერმა წარმოდგენები განახორციელა
იმ შიშიდან გამომდინარე რომ შენც დაავადებული ხარ... სულ ესაა... რომ შეეგუე ეგ უფრო კარგის ნიშანია ანუ ის შიში დასძლიე...

* * *
პს. ეს უბრალოდ შიშის წარმოდგენებია სიზმარში...გარკვეული დაავადების შიშის.
არ დავასახელებ შენ თვითონ გეცოდინება რისიც გეშინია, ქვეცნობიერად...

Posted by: Aleqto 27 Sep 2020, 09:08
რამდენი ხანია გემრიელი სიზმარი აღარ მინახავს...მომენატრა...
სულ ვხედავ რაღაცეებს მაგრამ ფრაგმენრულად და თან სისულელეებს...თითქოს სიზმარი კი არადა ფილმის კადრებია...

Posted by: dream_catcher 27 Sep 2020, 11:13
ნეშომპალიან, მსუყე და ნოტიო მიწაში ვიწექი


სიზმრებისმჭერელსდაუსხლტაბადიდან user.gif

Posted by: მადამ ფისუნია 27 Sep 2020, 15:02
Artist
საქმე იმაში მდგომარეობს რომ რეალურად არ ვიცი მაგ "დაავადების" მეშინია თუ მიხარია...

Posted by: Artist 28 Sep 2020, 13:53
მადამ ფისუნია
QUOTE
საქმე იმაში მდგომარეობს რომ რეალურად არ ვიცი მაგ "დაავადების" მეშინია თუ მიხარია...

რატომ უნდა გიხაროდეს ნებისმიერი დაავადება? აი ეს არ მესმის...

* * *
dream_catcher
QUOTE
სიზმრებისმჭერელსდაუსხლტაბადიდან

სიზმარმჭერი გაქვს დაკიდული საწოლთან?

Posted by: fork 28 Sep 2020, 13:58
70-სართულიანი შენობის პენტჰაუსში ვცხოვრობდი და ერთი სკამი რომ სკამია,ის არ მედგა ოთახში.
ერთი დაწიწკნილი მატრასი მეგდო,ძველი შალს ლურჯი ადიელით და ეგ იყო.
პირველ სართულზე მაღაზია იყო,სადაც ათასი რაღაც იყიდებოდა,მე მაინცდამაინც დიდ,ხუთლიტრიან ზეთს ვყიდულობდი 22 ლარად.
და ლიფტის კარი არ იკეტებოდა.
მაგახი ხუხუ სიზმარი იყო,სადაც სათადარიგო გასასვლელით მოვხვდი.
და ვერაფრით გამოვედი,სანამ არ გავიღვიძე.

Posted by: Artist 28 Sep 2020, 14:03
Aleqto
QUOTE
სულ ვხედავ რაღაცეებს მაგრამ ფრაგმენრულად და თან სისულელეებს...თითქოს სიზმარი კი არადა ფილმის კადრებია...

ძილის წინ მედიტაცია ჩაატარე ხოლმე და მოგიწესრიგდება ეგ საქმე... მაგ. უნდა გაიხსენო უკუმიმართულებით განვლილი დღის ამბები..
ყველაფერს ერთად ვერ გაიხსენებ, ვინაიდან დიდ დროს წაიღებს, მაგრამ შედარებით მნიშვნელოვან მომენტებს თუ გაიხსენებ და იქ დააკვირდები
კარგად... შეგიძლია დროში მოგზაურობის ელემენტებიც კი შესძლო, უდა შესძლო წარმოდგენით გადახვიდე იმ სიტუაციაში (ერთი სიტუაცია უნდა
აარჩიო) ხოდა იქ დაინახო ისეთი რაღაცეები რაც შენს ქვეცნობიერშია მაგრამ შენ არ გახსოვს, მაგალითად: როგორი ღილები ჰქონდა ამა თუ იმ პიროვნებას
ანდა ფეხსაცმლის ზონრები თუ სხვა ასეთი დეტალები, რომლებიც არ გახსოვს და იმ დროში გადასვლისას თავიდან იწყებ დაკვირვებას ანუ წარმოიდგენ
რომ იქ ხარ ანუ გაიხსენებ და დაიწყებ იქ დაკვირვებას, მიმოიხედავ და დაინახავ იმას რაც ჩვეულებრივ არ გახსოვს... აი ეს მოგცემს ძაან კარგ შედეგს...

* * *
fork
QUOTE
ვერაფრით გამოვედი,სანამ არ გავიღვიძე.

ან იმ სახლში იყავი ჩაკეტილი? აკი ზეთის საყიდლად ჩავდიოდი ხოლმეო?
ეს შენი საცხოვრებელივით იყო ჰო' ... სადაც ყოველდღიურ ცხოვრებას ეწეოდი'?
ლიფტიც გაფუჭებული იყო და ა.შ. ეს ზეცნობიერის სიზმარი უფროა ვიდრე ქვე..

Posted by: fork 28 Sep 2020, 14:20
Artist
ჩავიდოდი ლიფტით,ვიყიდდი ზეთს და ავდიოდი უკან.
რა დოზანად მინდოდა ეს ზეთი,ხზ.
სხვას არაფერს ვყიდულობდი რო სემეწვა.
ან რაზე შემეწვა,არაფერი მედგა ოთახში.
ლიფტი მუშაობდა,უბრალოდ კარები არ იკეტებოდა,ისე მოძრაობდა.
სანამ არ გავიღვიძე,შენობიდან ვერაფრით გამოვედი.

Posted by: Artist 28 Sep 2020, 14:43
fork
QUOTE
სანამ არ გავიღვიძე,შენობიდან ვერაფრით გამოვედი.

ესეიგი ზეთს იმავე შენობაში ყიდულობდი, ლიფტი პირდაპირ იქ ჩადიოდა?
და შენობიდან ვერ გამოდიოდი... ჰმ... საინტერესო სიზმარია..

Posted by: dream_catcher 28 Sep 2020, 15:43
Artist
QUOTE
სიზმარმჭერი გაქვს დაკიდული საწოლთან?

საძინებელში კი
დეკორისთვის

ისეთი ცუდი სიზმარი ვნახე გახსენებაზე მბურძგლავს და გული მერევა vis.gif

Posted by: Artist 28 Sep 2020, 15:49
dream_catcher
QUOTE
ისეთი ცუდი სიზმარი ვნახე

ეგ სიზმარმჭერი უნდა მოხსნა და დაგილაგდება ისევ სიზმრები... დეკორი უძახე შენ და
ზემოქმედება აქვს მაგას... ამახინჯებს სიზმრებს, კი არ იჭერს არამედ ურევს რაღაცას...

Posted by: dream_catcher 28 Sep 2020, 15:55
Artist
QUOTE
ზემოქმედება აქვს მაგას

რანაირად? sad.gif

უკვე ნანახი როგორ დავივიწყო?

Posted by: პიანისტი 28 Sep 2020, 15:56
dream_catcher
რა იყო ეგეთი მოგვიყევი...

Posted by: dream_catcher 28 Sep 2020, 16:09
პიანისტი
მოსაყოლად არაფერია, კომიკურად მოგეჩვენება და იცინებ კიდეც ))

მარა მე ცუდი ემოციები დამიტოვა


ცეცხლის ალი მოვატარო ბალიშზე? pop.gif


mo.gif

Posted by: პიანისტი 28 Sep 2020, 16:13
dream_catcher
რატომ გგონია რო ვერ გავიგებ შენს ემოციებს?)) როგორც გინდა.

მე მომწონს კოშმარები, სიზმრებს კი ვხედავ ყოველდღე, მაგრამ კოშმარებს იშვიათად down1.gif
სიზმრის მჭერი რა არის?

Posted by: dream_catcher 28 Sep 2020, 16:22
პიანისტი
QUOTE
სიზმრის მჭერი რა არის?

ძაფებისგან ან წვრილი თოკებისგან დაწნული ბადე, ბუმბულებით, ტყავით, ქვებით ან ძვლებით გაფორმებული. ინდიელები თვლიდნენ ცუდ სიზმრებს ბადეში ახვევსო და საწოლის თავზე კიდებდნენ
გაგახსენდა?


Posted by: პიანისტი 28 Sep 2020, 16:26
dream_catcher
კი , ალბათ მათი შექმნილი უნდა იყოს რო იმოქმედოს biggrin.gif შენ ფეიკი გექნება yes.gif

Posted by: dream_catcher 28 Sep 2020, 16:31
პიანისტი
QUOTE
შენ ფეიკი გექნება

mo.gif ჩამოვხსნი



Posted by: პიანისტი 28 Sep 2020, 16:56
dream_catcher
თუ გადავეყარე მათ მიერ შექმნილს გაჩუქებ, თუმცა ნიკი დაიტოვე, ,,დაიჭირე წამი" ის შთაბეჭდილება დამიტოვა შენმა ნიკმა, ანუ
დადებითი, განსაკუთრებული რაღაცეების გააზრების და დაფასების უნარი.

Posted by: dream_catcher 28 Sep 2020, 17:36
პიანისტი
no.gif

შენ თუ გააკეთებ კიი

ვიღაც ინდიელს ვერ ვანდობ სიზმრებს biggrin.gif

Posted by: პიანისტი 28 Sep 2020, 18:28
dream_catcher
უხეში ხელი მაქვს, არ გამომივა კარგი, ჯადოს ვიდზე უფრო იქნებაbiggrin.gif


30 განცდა დიდებულისა, Like a dream yes.gif


წავალ წავიკითხავ წიგნს,დროებით.

Posted by: dream_catcher 28 Sep 2020, 18:36
პიანისტი
2kiss.gif ამ კომპოზიციის გახსენებისთვის

Posted by: Aleqto 28 Sep 2020, 20:38
Artist
QUOTE
მაგ. უნდა გაიხსენო უკუმიმართულებით განვლილი დღის ამბები..
ყველაფერს ერთად ვერ გაიხსენებ

რას ამბობ, გახსენება რომ დავიწყო და ეჭვი გამიჩნდეს რომ რაღაცას ვმაზავ, რაღა დამაძინებს სანამ არ გავიხსენებ ან არ დავრწმუნდები რომ არაფერსაც არ ვმაზავ gigi.gif
იმდენად ერთფეროვანია გარემო სადაც მიწევს ყოფნა...იდეაში გასახსენებელიც არაფერია ვიზუალურ ნაწილში მითუმეტეს...



Posted by: მადამ ფისუნია 28 Sep 2020, 20:38
Artist
QUOTE
რატომ უნდა გიხაროდეს ნებისმიერი დაავადება? აი ეს არ მესმის...

დაავადება ბრჭყალებში

Posted by: vinchenz@ 28 Sep 2020, 21:31
ამასწინად დათვი დამესიზმრა ( ესღა მაკლდაbiggrin.gif), დავსერჩე და ზოგან რა ეწერა ზოგან რა, ის კი დავიჯერე რომ იშვიათი სიზმარია, არასდროს დამსიზმრებია და შეიძლება გაგიმართლოსო , წავედი გადაფხიკე და მოიგე ვიყიდე, მაგრამ შენც არ მომიკვდე, არაფერიც არ მოვიგე biggrin.gif მოკლედ ტყუილად უცქერდი დათვს და მის სამ ბელს შორიდან სიზმარში biggrin.gif
თქვენ რას იტყვით რაო? დიდი მტერი გავიჩინე? დიდი აგრესია დამიგროვდა? ესენიც იყო ინტერპრეტაციებში.

Posted by: პიანისტი 29 Sep 2020, 09:59
dream_catcher
დილით ორმაგად მოაქვს love.gif

vinchenz@
მშვენიერი სანახავი იქნებოდა, რატომ არ მიხვედი და არ ეთამაშე? biggrin.gif
საინტერესოა რა რეაქცია ექნებოდათ ახლოს რო მისულიყავი.

Posted by: dream_catcher 29 Sep 2020, 12:32
პიანისტი
ღამე რომ ნახე კატა და დათვი გეგონა თუ უარესი biggrin.gif LOL
2kiss.gif





არ ჩამოვხსენი თილისმა
მადლობის ნიშნად კენკრიანი ნამცხვრები დამასიზმრა user.gif

Posted by: Artist 29 Sep 2020, 14:52
პიანისტი
QUOTE
სიზმრის მჭერი რა არის?

აი ასეთი რამეა, სხვადასხვა ვარიანტები არსებობს, სიზმრის მჭერი დაგუგლე და ამოგიყრის:
user posted image


* * *
dream_catcher
QUOTE
არ ჩამოვხსენი თილისმა
მადლობის ნიშნად კენკრიანი ნამცხვრები დამასიზმრა

ეგ სიზმრისმჭერი არ გამოდის, თუ გიქმნის კიდეც სხვადასხვა სიზმრებს...
სიზმრისმქნელი გამოდის... wink.gif

* * *
პს. ავატარზე შენ ხარ ხო? მე მგონი იმის ალტერი ხარ რომელიც თავის
ფოტოებს დებდა ავატარზე... სექსუალურს... აღარ მახსოვს რამოდენიმე
ნიკი გამოიცვალა მგონი... smile.gif

Posted by: პიანისტი 29 Sep 2020, 15:12
dream_catcher
გიყვარს ტკბილეულობა? ^^ მე ფახლავა მევასება მაგრად biggrin.gif

მე თონის პურს დავეძებდი უცხო ქალაქში ქაოსურად, მერე მივხვდი სიზმარი რო იყო და დიდ ტანსაცმლის მაღაზიაში შევედი, ეგრევე გამომერთო სიზმარი biggrin.gif


Artist
გუშინ დავგუგლე და მგლის თავის იყო მოხატული წრეში, რა მნიშვნელობას ანიჭებს ცხოველის თავები ?

Posted by: dream_catcher 29 Sep 2020, 17:47
Artist
QUOTE
პს. ავატარზე შენ ხარ ხო? მე მგონი იმის ალტერი ხარ რომელიც თავის
ფოტოებს დებდა ავატარზე... სექსუალურს...

არა
ინტერნეტიდანაა ფოტო




პიანისტი
QUOTE
მე ფახლავა მევასება მაგრად

ნიგოზი და თაფლი სადაცაა მეც
ისეთი გემრიელი ტორტნამცხვრები იყო, ეჰ... თონის პურისგან განსხვავებით მოვასწარი გასინჯვა. ბედნიერს გამეღვიძა biggrin.gif


Posted by: vinchenz@ 29 Sep 2020, 18:48
პიანისტი
სიზმარში განა ვიცოდი რომ სიზმარი იყო? რა თამაში? სუნთქვის მეშინოდა biggrin.gif შენ დათვებს და ლომებს ეთამაშები? biggrin.gif

Posted by: Artist 29 Sep 2020, 19:44
პიანისტი
QUOTE
გუშინ დავგუგლე და მგლის თავის იყო მოხატული წრეში, რა მნიშვნელობას ანიჭებს ცხოველის თავები ?

არავითარი მნიშვნელობა არა აქვს მხოლოდ დეკორაციული მიზნით არი ალბათ...

vinchenz@
QUOTE
შენ დათვებს და ლომებს ეთამაშები?

პიანისტი რგოლებზე ვარჯიშობს ხოდა დათვი და ლომი სად მოვა მასთან? (ხუმრი)

Posted by: პიანისტი 29 Sep 2020, 22:27
dream_catcher
მაგარია ის პირველი წამები გაღვიძებიდან,როდესაც კარგ სიზმარს ნახულობ.^^
4კგ თაფლი მაქვს, 9კგ თაფლი +1 კგ ფიჭა შეკვეთილი და მალე მომიტანენ,დროა გამოცხობა ვისწავლო lol.gif

vinchenz@
არ ვეთამაშები ცხოველებს შრატის გაკეთება აღარ მინდა, სიზმარშიც კი ქშა, როცა მინდა ლოთობა მისწორდება war.gif

Posted by: vinchenz@ 29 Sep 2020, 22:55
პიანისტი
სიმთვრალეში დათვებთან ჭიდილი გისწორედება? აგერ რგოლებზე ვარჯიშობსო არტისტმა და შესაძლებელია biggrin.gif
დათვს არ უნდა გაექცე, არ დაგანებებებს თავს სანამ არ დაგიჭერს და სირბილში ვერ აჯობებ, უნდა მოიმკვდარუნო თავი თუ აღარ შეგიძლია, ხოდა ეგ კი მახსოვდა სიზმარშიც ( ბიარ გრილზის ინსტრუქციებიდან): D
მოკლედ არ მითხარით რა უნდოდა დათვს ჩემგან...

user.gif

Posted by: პიანისტი 29 Sep 2020, 23:09
vinchenz@
ჯერ არ მივარჯიშია, მხოლოდ TRX ით ვვარჯიშობდი. არა სად უნდა ვეთამაშებოდე biggrin.gif გაზრდით გავზრდიდი დიდი სიამოვნებით და იმას ვეთამაშებოდი.
დათვი ერთერთი ყველაზე ძლიერი მონადირეა,ჭკვიანიც , შეიძლება აჯობო სირბილში რაღაც მომენტში, მთავარი ისაა რო ტყიდან ვერ გაექცევა ადამიანი, უეჭველად მოძებნის და გააცლის თავს თავისი ვოლვერინის ბრჭყალებით)) მის ძალას პატივსვცემ, მევასება ეგ ცხოველი.
შენს სიზმარს რაც შეეხება დათვი მას ერჩის ვინც მის ტეროტირიაზე იმყოფება, შეიძლება ჰუმანურობაც გამოიჩინოს და გააფრთხილოს რო გაეცალოს, მხოლოდ არ გაცლის შემთხვევაში არ დაინდობს, შენს სიზმარს თუ ახსნა შეიძლება ჰქონდეს,ისაა რო ტოქსიკურად არავინ შეაწუხო,ან საფრთხეში არ ჩააგდო, რაც შენგან გამორიცხულია, ამიტომ სიზმრით უნდა დამტკბარიყავი და არ შეგშინებოდა
biggrin.gif

Posted by: vinchenz@ 29 Sep 2020, 23:47
პიანისტი
QUOTE
შენს სიზმარს რაც შეეხება დათვი მას ერჩის ვინც მის ტეროტირიაზე იმყოფება, შეიძლება ჰუმანურობაც გამოიჩინოს და გააფრთხილოს რო გაეცალოს, მხოლოდ არ გაცლის შემთხვევაში არ დაინდობს, შენს სიზმარს თუ ახსნა შეიძლება ჰქონდეს,ისაა რო ტოქსიკურად არავინ შეაწუხო,ან საფრთხეში არ ჩააგდო, რაც შენგან გამორიცხულია, ამიტომ სიზმრით უნდა დამტკბარიყავი და არ შეგშინებოდა

user.gif
ეფრემ- ვერდი ხარ ჩემ თვალში biggrin.gif " ზურგის მარჯვენა კუთხის მარცხენა კუნჭული თუ აგითმაშდეს დათვი დაგეცეს ტყესა შინა":)))) ვხუმრობ smile.gif
მეშინია დიდი და დაუნდობელი ცხოველების რეალშიც და სიზმარშიც user.gif

Posted by: პიანისტი 30 Sep 2020, 08:54
vinchenz@
QUOTE
" ზურგის მარჯვენა კუთხის მარცხენა კუნჭული თუ აგითმაშდეს დათვი დაგეცეს ტყესა შინა":))))ვხუმრობ

ჰაჰაჰა გგონია უეჭველად განწირული ვიქნები? ))
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: dream_catcher 30 Sep 2020, 13:57
პიანისტი
ფუტკრებსაც დაუტოვე ცოტა biggrin.gif
QUOTE
ფიჭა

აწწ



--
ჩემი სიზმრების ხშირის ტუმარი მესიზმრა ისევ

Posted by: პიანისტი 30 Sep 2020, 21:03
dream_catcher
ისინი არ უტოვებენbiggrin.gif
უარყოფითი პერსონაჟია სტუმარი ,თუ დადებითი?

Posted by: dream_catcher 30 Sep 2020, 21:50
QUOTE (vinchenz@)
ეფრემ- ვერდი ხარ ჩემ თვალში

+1:D

სიზმრის ახსნა რომ მომინდება ვიცი ვისაც მივწერ პიანისტი user.gif
QUOTE
დადებითი

love.gif

Posted by: პიანისტი 1 Oct 2020, 00:43
dream_catcher
ძალიან დიდი სიზმრები არ გინდა biggrin.gif 2kiss.gif პატარებს უკეთ ვხსნი:დ

ძილის დროა

Posted by: გუგო 1 Oct 2020, 21:21
QUOTE (Artist @ 25 Sep 2020, 20:40 )

* * *
გუგო
QUOTE
ცნობილი ინტერნეტ ხუმრობაა 

ეხლა კი სულ დავიბენი...

.... ...
* * *
...
.
user posted image

Posted by: dream_catcher 2 Oct 2020, 02:10
პიანისტი
მარწყვიანი ნამცხვრების ჭამა რას ნიშნავს? user.gif გუშინაც ეგ ვნახე და კიდე ძალიან ლამაზი პეიზაჟები ცვლიდნენ ერთმანეთს ჰორიზონტზე

Posted by: პიანისტი 2 Oct 2020, 08:58
dream_catcher
შენ ომში ჰო არ ხარ ჩაბმული ქვეცნობიერთან, ტკბილეულის გადაგდებაზე?
დიდი ალბათობით დაახლოებით ეს ხდება შენს სიზმრებში,როდესაც ნამცხვარი გესიზმრება.
user posted image
ლამაზი პეიზაჟებიც ის სიამოვნება შეიძლება იყოს რასაც შენი ფავორიტი ნამცხვარი განიჭებს.

ასე რომ რო გაიღვიძებ, დაურეკე შენს დაქალს,ან მეგობარს და წადი მიირთვი ისეთი ნამცხვარი როგორიც გაგიხარდება, კვირაში 1-2 ჯერ პრობლემა არაა.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: dream_catcher 2 Oct 2020, 17:02
პიანისტი
QUOTE
შენ ომში ჰო არ ხარ ჩაბმული ქვეცნობიერთან, ტკბილეულის გადაგდებაზე?

ესე ვართ
user posted image
სიზმარში კიდე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

givi.gif

QUOTE
წადი მიირთვი ისეთი ნამცხვარი როგორიც გაგიხარდება

ნუ მაცდენ


შენ რა გესიზმრება დაწერე ავხსნით


Posted by: Катеньки 2 Oct 2020, 20:10
გაყინული პლანეტა
ეს სიზმარი არ არის, ეს რეალობაა, ხედვა ადრეული წარსულიდან ახლო მომავალში.
გაყინული პლანეტები, პარალელური განზომილებები... ai, ai, ai...
https://forum.ge/?showtopic=34983736&view=findpost&p=52566578

დაღლილს ჩამთვლიმა და კვლავ გამომაფხიზლა სულის შემხუთველმა ატმოსფერომ, რომელიც შემცველობით სულაც არ ჰგავდა ჟანგბადს, არც ნახშირორჟანგს. არ ვიცი რა ნივთიერებებით იყო გაჯერებული ჰაერი. აქ დედამიწაზე ყველა საყოფაცხოვრებო-ქიმიური ნაერთის წვის შედეგად გამოყოფილი სუნი ასე თუ ისე ჩემთვის ცნობილი იყო, რა აღარ დამწვია და რა აღარ დამიწვია. ვეცადე უბრალოდ წარმომედგინა ნებისმიერი ფეთქებადსაშიში, ხანძარსაშიში პროდუქტების (რაც ოდესმე მსმენია მაგრამ არ ვიცოდი) წვის შედეგად გამონაბოლქვი ნივთიერებების შესუნთქვისას (და ისინიც, რომელთაც უკვე ვიცნობდი) რას ვიგრძნობდი... მერე შევადარე მაგრამ არა. დედამიწაზე არსებული ვერც ერთი ნივთიერების წვის პროდუქტის სუნი ვერ შეიძლებოდა ყოფილიყო ისე გაუსაძლისად აუტანელი, რაც იმ ატმოსფეროში აღვიქვი. ტემპერატურა? ვვარაუდობ, რომ მაღალი უნდა ყოფილიყო, რადგან სუნთქვა მიჭირდა თუმცა დანამდვილებით არაფერი შემიძლია დავწერო ტემპერატურულ აღქმასთან დაკავშირებით. ნიადაგი? იყო როგორც ქვა, ისე მიწის მსგავსი მძიმე ელემენტი -ტალახი, ოღონდ ერთგვაროვნად აზელილი როგორც თიხა. იმ პლანეტებზე მიწას საზიზღრად მომჟაო გემო ჰქონდა.. წყალი? ვფიქრობ ის მიწისქვეშა დინებებში პოულობდა გზას, კარგად მახსოვს რომ ტალახი საკმაო ოდენობის ტენით იყო გაჯერებული. ამის მიუხედავად წყალი ყველგან მყარ მდგომარეობაში მხვდებოდა ლანდშაფტში. სითხე წარმოადგენდა გაყინულ პლანეტათა საფარველს -აურას (კოსმოსიდან ხედვისას), მაგრამ ცალკე თხევად სუბსტანციას მართლაც ვერ მივაგენი. იყო თუ არა საკმარისი სინათლე? არა, მე სიბნელეში დავბორიალობდი, ოდნავ მბჟუტავ შუქში (რომელიც ალბათ უფრო ანარეკლი უნდა ყოფილიყო რომელიმე მიმდებარე კაშკაშა ვარსკვლავის სინათლისა) მიწევდა გზის გაკვლევა, სადაც იყო დიდი ოდენობით ბუღი, მტვერი, ბინდი. დავასკვენი, რომ გალაქტიკას საკუთარი სინათლის წყარო არ გააჩნდა. შევძელი თუ არა ფერთა გამის გაგება? თუმცა ზოგ პლანეტაზე ნანახი მდიდარი პალიტრით შემოდიოდა აღქმაში, აქ მხოლოდ შავის, რუხის, ყავისფრის, გახუნებული ლურჯისა და მოყვითალო - ჭუჭყიანი თეთრი ფერების კომბინაცია მონაცვლეობდა. რა ჟღერადობას გამოსცემდა პლანეტების ეს ჯგუფი? შეგძნებებში ადამიანის სმენის ორგანოსთვის და საერთოდ დადამიწაზე არარსებული დიაპაზონის მქონე დისონანსური ბგერები აღწევდა, ეს წარმოუგენელად უსიამოვნო იყო. რაც მთავარია, მე არ მესმოდა იქ ჩემი ხმა, თუმცა ვცდილობდი გამეგო რატომ ვერ აღიქვამდა ჩემი სასმენი აპარატი საკუთარ ხმას. მცენარეული საფარი, სიცოცხლის რაიმე ფორმები არსად შემინიშნავს. იქ სულ ეს ორი განცდა დამყვებოდა: პირველი, რომ მე მარადიულ სიკვდილში ვიმყოფებოდი განწირული და მეორე -სასწრაფოდ მინდოდა სიცოცხლეში დაბრუნება.
რაც მთავარია, ციური სხეულების ამ ჯგუფისთვის მხოლოდ გარეგნული იერის გამო არ შემირქმევია „გაყინული პლანეტების გალაქტიკა“. იქ სიცოცხლე იყო გაყინული=მკვდარი.
რა მანძილზე არსებობდა დედამიწიდან ეს კვარტალი? არ ვიცი. ჩავთვალე, რომ მზის სისტემასთან შორს.
მაშინ როცა ეს გავიაზრე განზომილებათა შორის სვლაში მე მას პანდორას საძვალე, საუკუნეთა მანძილზე ერთად თავმოყრილი კაცობრიობის უსაშველო უბედურების სამყაროსეული ნავსაყუდელი, ადამიანურში უფლის არსის (სახის) ნგრევის სატანისეული ფორმულა, თავად სულმკვდართა აჩრდილების სამეფო დავარქვი. კი, სრულიად სწორი და ბუნებრივია რომ ასე მოვიქეცი. გაყინულ პლანეტათა კოსმიური გალაქტიკა მათი ერთგული მსახურის სამფლობელოს წარმოადგენდნენ. თავად მის არსს არ გააჩნდა მორალი ან რჯული. ის იმ ზნეობას ქადაგებდა, რომელიც მოცემულ სიტუაციაში იყო მომგებიანი ადამიანებზე ზეგავლენის მოსაპოვებლად, მათი ცნობიერებით მანიპულირებისა და მათი ცხოვრების მართვის მიზნით.
ჩემს ერთ-ერთ ნახატში მისი განსხეულებული სახე ამოვიკითხე და გულწრფელად შემებრალა ყველა ის მოკვდავი რომელიც მისგან გონებადაბინდული, ბრმად და ყრუდ, უტყვი მდუმარებით, ნებაყოფლობით თავდაღერებული მიიწევდა მის სამფლობელოში სამუდამო ვაებასთან შესარწყმელად...
რა ხდება იქ და რა გზით ხვდებიან იქ სულები? პირველ რიგში გაყინულ პლანეტებზე თვითმკვლელთა და მკვლელთა სულები ცხოვრობენ. შენ ფიქრობ, რომ ისინი მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ გადაბარგდებიან იქ? არაა, ძალიან ცდები კლარის. იქ იმ ადამიანთა სულებიც თანაარსებობენ, რომელთაც მიწიერი ყოფა ჯერ კიდევ არ დაუტოვებიათ. როგორც გინდა ისე ჩათვალე, მაგრამ მე ზოგიერთი მათგანის ფიზიკური სხეულის ადგილსამყოფელად აწმყო დროში დედამიწა აღვიქვი. როგორ შეიძლებოდა ერთი და იგივე პერსონას ერთდროულად ორ პარალელურ განზომილებებში ეცხოვრა? ეს კითხვა დღემდე უპასუხოდ დარჩა ჩემთვის.

***
დრო? დრო ძალიან სწრაფად მიდის ან ჩვენ მივექანებით დროში ელვისებური სისწრაფით არაფერში.

Posted by: პიანისტი 2 Oct 2020, 20:42
dream_catcher
ეგრე რატო ერჩი საკუთარ თავს biggrin.gif

მე ყველაზე მეტად ვირი მესიზმრება, აზრზე არ ვარ რას ნიშნავს lol.gif

Posted by: dream_catcher 2 Oct 2020, 21:18
პიანისტი
ექსპერიმენტს ვატარებ war.gif



ვირი ყოფილა სასიცოცხლო და სექსუალური ენერგიის/მუხტის, მოთმინების და მოკრძალებულობის სიმბოლო

Posted by: პიანისტი 2 Oct 2020, 22:37
dream_catcher
ნებისყოფის?))

მართლა? ყველაფერი დაალაგა მაგან, უმეცარი რო ვარ დაგუგლე რაbiggrin.gif ეგეთ რამეს არ გავაკეთებდი და არ გამწირავდა მისტიკა)))
დიდი მადლობა, რაშიც არ უნდა დაგჭირდეს ჩემი დახმარება ჩათვალე შენს გვერდში ვარ, ვალში ვარ შენთან...
მაგარი სიზმრები შენ^^




Posted by: dream_catcher 2 Oct 2020, 22:48
QUOTE
დიდი მადლობა, რაშიც არ უნდა დაგჭირდეს ჩემი დახმარება ჩათვალე შენს გვერდში ვარ, ვალში ვარ შენთან...

ვინ იფიქრებდა ვირის სიმბოლოს დაგუგლვა ასე კარგათ თუ შემომიბრუნდებოდა

ვაუ

პიანისტი
ზუსტად როგორ ნახე დაწერე და ზუსტ ახსნას მოგიძებნიი ;;) biggrin.gif

QUOTE
მაგარი სიზმრები შენ^^

ასევე smile.gif

Posted by: პიანისტი 3 Oct 2020, 10:46
ეგ ახსნა ისე ზუსტად და კარგად მოერგო რო რავი, პირდაპირ ვირი არ მესიზმრებოდა.^^
ჩემს იღბალზე მეცინება ზოგჯერ, ისეთებიდან გამოვედი თუნდაც სექტემბერშიც კი, ალბათ მალე ვკვდები და მანებივრებენ lol.gif

რა გესიზმრა წუხელ? შენ ყოფილხარ ვინჩენცამ რაც მითხრა დამავიწყდა მე კი არა. biggrin.gif

Posted by: vinchenz@ 3 Oct 2020, 10:52
პიანისტი
ეფრემ -ვერდი! old.gif biggrin.gif

Posted by: პიანისტი 3 Oct 2020, 10:53
vinchenz@
თან ეფრემი ქალის სახელი უფროა biggrin.gif

Posted by: Artist 3 Oct 2020, 14:25
Катеньки
QUOTE
ეს სიზმარი არ არის, ეს რეალობაა, ხედვა ადრეული წარსულიდან ახლო მომავალში.

შენ ზეცნობიერი ხილვა გქონია სიზმრის მაგივრად... smile.gif

Posted by: dream_catcher 3 Oct 2020, 21:50
QUOTE (vinchenz@)
პიანისტი
ეფრემ -ვერდი!

მერე ჩემი ეფრემ ვერდი ვინღა იქნება? არ ჩამოგართმევ მაგ საპატიო სტატუსს, კარგად შეგირჩია ვინჩენცამ yes.gif


QUOTE (პიანისტი)
ჩემს იღბალზე მეცინება ზოგჯერ, ისეთებიდან გამოვედი თუნდაც სექტემბერშიც კი, ალბათ მალე ვკვდები და მანებივრებენ

ეწერა სამოგზაუროდ წასვლასაც ნიშნავს შორეულ ქვეყნებშიო givi.gif

განა მართლაა
კეთილი და პატიოსანი ცხოველიაო ვირი


მე ბევრი რამე მესიზმრა, არეულიც და დასამახსოვრებელიც.

Posted by: Artist 3 Oct 2020, 23:18
გუგო
დაპოსტე რააა... სიტყვებით თუ გინდა ამიხსნა რამე, თორემ მასე მინიშნებებით ვერაფერს ვერ ვიგებ...

Posted by: პიანისტი 4 Oct 2020, 10:52
dream_catcher
კაი ჰო ვიქნები ეფრემი biggrin.gif

არეულებია საინტერესო , გადახტომები რო აქვს სიტუაციებს yes.gif

Posted by: dream_catcher 4 Oct 2020, 12:37
პიანისტი
2kiss.gif




_
თხილის ხე ვნახე გასხლული, გალამაზებული, კაკლისხელა თხილით

მისახედი მყავს. გაზაფხულზე მოვუარე და ახლა საშემოდგომოდ გამახსენა სიზმარში თავი, ზედმეტი ტოტები ისევ მაქვს, მომაცილეო

Posted by: Artist 5 Oct 2020, 13:25
dream_catcher
QUOTE
თხილის ხე ვნახე გასხლული, გალამაზებული, კაკლისხელა თხილით

შენვე იპოვე სიზმრის ახსნა:
QUOTE
მისახედი მყავს. გაზაფხულზე მოვუარე და ახლა საშემოდგომოდ გამახსენა სიზმარში თავი, ზედმეტი ტოტები ისევ მაქვს, მომაცილეო

პიანისტს არ დაუტოვე სათქმელი?... smile.gif

Posted by: dream_catcher 5 Oct 2020, 14:12
Artist
განსხვავებულს ვიტოვებ პიანისტისთვის

გუშინ მკვდარივით მეძინა.
სხვა დროს სულ მეღვიძება ღამე, რამდენჯერმე, ფხიზელი ძილი მაქვს და ამიტომ უამრავი სიზმარი მახსოვს ხოლმე.

Posted by: მეტამორფოზა 5 Oct 2020, 15:26
მაინტერესებს წარმოადგენს თუ არა ჩვენი ტვინის მიერ აღქმული რეალური ყიველდღიური პროცესების ერთგვარ სიმულირებად სამყაროს სიზმარი.საინტერესოა თქვენი მისაზრებებიც .იმედია სწორად ჩამოვაყალიბს კითხვის არსი.

Posted by: პიანისტი 6 Oct 2020, 10:05
dream_catcher
იცი რამხელა თხილის ხეა ჩემს ნორიოს ბაღში? ლამის კაკალს ეტოლება, ცოტა გავაზვიადე,მაგრამ მართლა ძალიან დიდია:დ ))
ჩემი, ჩემი ძმის სტუმრები,ან სხვა ვისაც უნახავს გიჟდებიან ისეთია, არასდროს ვუვლით და არც სჭირდება, სხვა თხილებისგან განსხვავებით განსაკუთრებული გემოც აქვს,ბევრი ტყუპებიც ამოდის რო გატეხავ biggrin.gif
დიდ კავშირში არაა ჩემი თხილის ხე და ჩემი ეს აზრი შენს სიზმარზე, მაგრამ იმის თქმა მინდა რო ეგ სიზმარი შესაძლოა სულ არ უკავშირდებოდეს პირდაპირ თხილს და შენი იმდროინდელი ემოცია და მოლოდინი გენატრებოდეს რასაც გაზაფხული-ზაფხული გიქადდა, არაფერია შემოდგომაშიც ცუდი, შემოდგომა- ზამთარს შავთეთრი ბედნიერების ,,ტრაკი" აქვს რაც ძალიან დახვეწილია, მაგიტომ გააჩნია ყველა პერიოდს თავისი უჩათლახესად კარგი მუღამი.
30 ანგელოზური სადილი,დიაბლოსეული სანელებლებით^^


მეტამორფოზა
ეგრეა, მომავალსაც და სხვა ცხოვრებასაც წარმოადგენსbiggrin.gif

Posted by: დოჩანა 6 Oct 2020, 11:23
წუხელ ერთი უბნელი დამესიზმრა, რატომ არ ვიცი, ნეტა რას უნდა ნიშნავდეს?

Posted by: dream_catcher 6 Oct 2020, 12:01
პიანისტი
გინდა ეფრემ-ვერდის წოდება ჩამოგართვათ? biggrin.gif
მიყვარს შემოდგომა ზამთარი, რატომ მაგას არ დავწერ, ისედაც იცი(თ)

QUOTE
იცი რამხელა თხილის ხეა ჩემს ნორიოს ბაღში? ლამის კაკალს ეტოლება, ცოტა გავაზვიადე,მაგრამ მართლა ძალიან დიდია:დ ))

ესეც. 6 მეტრზე აქვს ალბათ კენწერო, 40 წლისაა. ამაზე გემრიელ თხილს არცერთი ხე არ ისხამას love.gif



Posted by: პიანისტი 6 Oct 2020, 12:22
dream_catcher
დიდი სიამოვნებით მინდა, ეხლა წარმოვიდგინე ეფრემს რო მეძახიან გარეთ:დ
დაზუსტებით ისიც არვიცი თუ რომელი ხარ biggrin.gif
იშვიათია ეგეთი თხილის ხე,ესეც ჩემს დაბადებამდე ჩარგეს, მაგრამ ნუში ჩემი ფავორიტი ხეა

Posted by: dream_catcher 6 Oct 2020, 13:09
პიანისტი
biggrin.gif


კაი, აღარ გავაოფებ


Posted by: პიანისტი 6 Oct 2020, 15:11
dream_catcher
კარგი biggrin.gif


............

Posted by: Artist 8 Oct 2020, 14:27
დოჩანა
QUOTE
წუხელ ერთი უბნელი დამესიზმრა, რატომ არ ვიცი, ნეტა რას უნდა ნიშნავდეს?

გააჩნია რა ვარიანტში დაგესიზმრა, ან რამეს გეუბნებოდა ან მოქმედებდა თუ რა ხდებოდა...
ასე უბნელი დაგესიზმრა და რას უნდა ნიშნავდეს'? ის უბნელი პოზიტიური ადამიანია თუ
ნეგატიური? აი ასეთ ნიუანსებს თუ მიაქცევ ყურადღებას მაშინ შეიძლება მნიშვნელობაც გაიგო...

Posted by: alikantura 8 Oct 2020, 15:13
მეტამორფოზა
QUOTE
მაინტერესებს წარმოადგენს თუ არა ჩვენი ტვინის მიერ აღქმული რეალური ყიველდღიური პროცესების ერთგვარ სიმულირებად სამყაროს სიზმარი.საინტერესოა თქვენი მისაზრებებიც .იმედია სწორად ჩამოვაყალიბს კითხვის არსი.

ჩემი აზრით ნაწილობრივ.
თუმცა სიზმარი სინამდვილეში სხვა რაღაცა მგონია.
ჩემი აზრით სიზმარი არის ადამიანის არაცნობიერიდან ცობიერში ინფორმაციის შემოდინების პროცესი.
ცნობილია რომ ადამიანის ცნობიერი ან არ უკვირდება და უბალოდ ატარებს, ან შეგნებულად აღქმის გარეშე გადააქვის ინფორმაცია არაცნობიერში. მოდის დრო, როდესაც ამ არაცნობიერში გადატანილი ინფორმაციის ცნობიერად ფლობა ხდება აუცილებელი, რათა ადამიანი გათავისუფლდეს ფსიქიკური დაძაბულობისგან/სტრესისგან/კომპლექსებისგან.
არაცნობიერიდან ცნობიერში ინფორმაციის დაბრუნება ხდება სიზმრის სიუჟეტით, რომელის არქიტექტურა იგება არა იმგვარი ლოგიკური მსჯელობით, რასაც ჩვენ ცნობიერ აზროვნებასა და კომუნიკაციაში ვიყენებთ, არამედ საგნების სიმბოლოური დატვირთვითა და მნიშვნელობით. ამ ინფორმაციას არაცნობიერი აბრუნებს იმ დროს, როდესაც ამის აუცილებლობა უდგას ადამიანის ფსიქიკას.
რაც შეეხება დღის მანძილზე ნანახის სიმულირებას, ამას არაცნობიერი აკეთებს შემდეგნაირად. დღეს ნახე რაღაც საგანი, ან მოვლენა. არაცნობიერი იღებს ამ მოვლენას და როგორც სიმბოლოდ იყენებს სიზმრის სიუჟეტში. თუმცა, არაცნობიერი არჩევს იმ საგნებს და მოვლენას, რაც ადექვატურია იმ სათქმელის, რაც აქვს. ანუ დღის მანძილზე ნანახი ბევრი მოვლენიდან და საგნიდან ამოირჩევს ისეთს, რომელიც შეესაბამება არაცნობიერის ამოცანებს.

Posted by: Artist 8 Oct 2020, 22:59
alikantura
გამაჯობა ალი, როგორ ხარ? კეთილი იყოს შენი ისევ გამოჩენა ამ განყოფილებაში და კერძოდ ამ თემაში...
მახსოვს როგორ შემომთავაზე ადრე ამ თემაში მონაწილეობა და ამ განყოფილებაში გადმომიბირე... smile.gif

QUOTE
ჩემი აზრით სიზმარი არის ადამიანის არაცნობიერიდან ცობიერში ინფორმაციის შემოდინების პროცესი.

არა მხოლოდ, ვინაიდან მაშინ დღის ცნობიერებიდან იქნებოდა ფრაგმენტების კომბინაციები სიზმარში როგორც შენ აღნიშნე:
QUOTE
ანუ დღის მანძილზე ნანახი ბევრი მოვლენიდან და საგნიდან ამოირჩევს ისეთს, რომელიც შეესაბამება არაცნობიერის ამოცანებს.

მაგრამ აქ არის კიდევ რაღაცა რასაც აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს... მაგალითად ადამიანი რომ დაფრინავს სიზმარში ანდა რაიმე
ისეთი როცა ხდება რაც დღის ცნობიერებაში არ გვხვდება საერთოდ... აი ამას როგორ ახსნიდი?

Posted by: დოჩანა 8 Oct 2020, 23:56
Artist
QUOTE
გააჩნია რა ვარიანტში დაგესიზმრა, ან რამეს გეუბნებოდა ან მოქმედებდა თუ რა ხდებოდა...

ჩემთან იყო სახლში წყნარად და მერე ადგა და წავიდა...
QUOTE
ის უბნელი პოზიტიური ადამიანია თუ
ნეგატიური? აი ასეთ ნიუანსებს თუ მიაქცევ ყურადღებას მაშინ შეიძლება მნიშვნელობაც გაიგო...

რავი ჩემთვის არასდროს არაფერი დაუშავებია.

ისე კი მოკრიმინალო წარსულისაა რამდენაც ვიცი ახალგაზრობაში.

Posted by: alikantura 9 Oct 2020, 10:27
Artist
კარგად, მადლობა, თავად როგორ ხარ?

QUOTE
ისეთი როცა ხდება რაც დღის ცნობიერებაში არ გვხვდება საერთოდ... აი ამას როგორ ახსნიდი?

ჩემი აზრი დროის კონკრეტულ მომენტში, არაცნობიერს აქვს სათქმელი ცნობიერისთვის. ამის მერე იქმნება სიზმრის სიუჟეტი.
სიმბოლოებს იყენებს არაცნობიერი როგორც დღის მანძილზე მომხდარს, ასევე ზოგად სიმბოლოებს.
აუცილებლობა, რომ მაინცდამაინც რამე გამოიყენოს არ აქვს.
ამასთან ერთად ისიც გავითვალისწინოთ, რომ სიზმრის ავტორს ცხადად სიზმარი არასდროს არ ახსოვს, ყოველთვის არის გამოტოვებული ინფორმაცია.
აქ მნიშვნელოვანია, თუ რამდენად საგანგაშო საკითხს ეხება სიზმარი. რაც უფრო მნიშვნელოვან ფსიქიკური პრობლემის შესახებ გვაიწყებს სიზმარი, მით უფრო დასამახსოვრებელი, უცნაური, განმეორებითი, ან კოშმარულია სიზმარი.
ამიტომ, დღის მანძილზე მომხარის სიმბოლოდ გამოყენება ერთგვარი მეთოდია, რომელიც უფრო ყურადღება მისაქცევს ხდის სიზმრის სიუჟეტს.
არიან ადამიანები, რომლებიც სიზმარს იშვიათად იმახსოვრებენ. იმიტომ, რომ არაცნობიერიდან წამოსული მესიჯები ნაკლებ მნიშვნელოვან ფსიქიკურ შფოთვებს ეხება. ამიტომაც, სიზმრის სიუჟეტი გამოდის მდორე და ავტორსაც არ ამახსოვრდება.

QUOTE
არა მხოლოდ, ვინაიდან მაშინ დღის ცნობიერებიდან იქნებოდა ფრაგმენტების კომბინაციები სიზმარში როგორც შენ აღნიშნე:

ამას ვერ მივხვდი ზუსტად რას გულისხმობ.

Posted by: Artist 9 Oct 2020, 13:06
დოჩანა
ძალზედ მწირი ინფორმაციაა შენი სიზმრის ახსნისთვის, იქნებ აგერ
სიზმრის დიდოსტატი გვეწვია (alikantura) და იმან მოახერხოს რამე შენს სიზმარზე?
alikantura
QUOTE
კარგად, მადლობა, თავად როგორ ხარ?

მეც კარგად ... არამიშავს. კარგია რომ გამოჩნდი, აგერ დოჩანას სიზმარს ვერ მოვაბი თავი და
იქნებ რამე უთხრა მისი სიზმრის შესახებ?

QUOTE
ამას ვერ მივხვდი ზუსტად რას გულისხმობ.

შეინ ციტატა მივაყოლე მაგ ფრაზას და ის ხსნის... მანდ იმის თქმა მინდოდა, რომ შენვე ამბობ
სიზმრის შესახებ იმას თუ როგორ ღებულობს ქვეცნობიერი დღის ცნობიერებიდან დეტალებს, რომლებსაც
შემდგომ სიმბოლოების სახით მოგვაწვდის სიზმარში... მხოლოდ შენ ჩემს შეკითხვას გვერდი აუარე რატომღაც...

შეკითხვა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანს ესიზმრება არამხოლოდ დღის ცნობიერებიდან ქვეცნობიერში ჩაწერილი
და სიმბოლოებით გადმოცემული, არამედ ისეთი რაღაცეებიც რაც დღის ცნობიერებაში არ გვხდება, მაგ. ფრენის მომენტი.
ანდა რაღაცნაირი ურჩხულები თუ სხვა ასეთები... ხოდა მე დავსვი შეკითხვა თუ როგორ ახსნიდი შენ ამ ფენომენს?

* * *
QUOTE
სიმბოლოებს იყენებს არაცნობიერი როგორც დღის მანძილზე მომხდარს, ასევე ზოგად სიმბოლოებს.

აი სულ მცირედი შენს პასუხში ჩემს შეკითხვაზე ეს იყო რომ "ასევე ზოგად სიმბოლოებს" იყენებსო ქვეცნობიერიო...
ესეიგი შენ სთვლი რომ ეს ზოგადი სიმბოლოები განაპირობებენ ფრენის ეფექტს მაგალითად'? თუ სხვა განცდებს
რომლებსაც ვერ ღებულობს ადამიანი დღის ცნობიერებიდან...

Posted by: fork 10 Oct 2020, 00:42
ბოლო დროს ჩემ სიზმრებში მწვანე-თეთრი-ვერცხლისფერი და სადა ინტერიერი ჭარბობს.
და ცათამბრჯენებში ვცხოვრობ სულ ზემოთ.

მიქელასგან ხო არ ველოდო მოკითხვებს?

Posted by: alikantura 10 Oct 2020, 12:45
Artist
QUOTE
მეც კარგად ... არამიშავს. კარგია რომ გამოჩნდი, აგერ დოჩანას სიზმარს ვერ მოვაბი თავი და
იქნებ რამე უთხრა მისი სიზმრის შესახებ?

არაფერია მანდ სათქმელი. "უბნელის ვნახე სიზმარში" ეს სიზმარი არაა. ეს სიზმრის ერთერთი ფრაგმენტია. ცალკე აღებული ეს ფაქტი ჩემი აზრით არფერს ნიშნავს.
შეიძლება სულაც ნანახი სიზმრის უმნიშვნელო დეტალია.

QUOTE
შეკითხვა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანს ესიზმრება არამხოლოდ დღის ცნობიერებიდან ქვეცნობიერში ჩაწერილი
და სიმბოლოებით გადმოცემული, არამედ ისეთი რაღაცეებიც რაც დღის ცნობიერებაში არ გვხდება, მაგ. ფრენის მომენტი.
ანდა რაღაცნაირი ურჩხულები თუ სხვა ასეთები... ხოდა მე დავსვი შეკითხვა თუ როგორ ახსნიდი შენ ამ ფენომენს?

ცოტა რთული სათქმელია ვხედავთ თუ არა ფრენას, ან ურჩხულს რეალურ ცხოვრებაში. შესაძლებელია ფრენა ადამიანის არა, მაგრამ ჩიტის ვნახოთ, ან ურჩხული რაიმე სახით ტელევიზორში ან ინტერენეტში.

თუმცა, მეც ვფიქრობ, რომ მარტო დღის ნანახით არ შემოიფარგლება არაცნობიერი. სინამდვილეში არაცნობიერში გადადის ყველა ინფორმაცია. როცა ვნახულობთ მატარებელს, არაცნობიერმა ეს სიმბოლო რომ გამოიყენოს არაა აუცილებელი რომ დღისით გვქონდეს ნანახი. არაცნობიერი ფლობს ინფორმაციას მატარებლის შესახებ და იყენებს მას. იმისდა მიუხედავად დღის მანძილზე ვნახეთ თუ არა მატარებელი.

არსებობს კიდევ ერთი ფენომენი. რაც არქეტიპებს უკავშირდება. როგორც იუნგი იძახდა არსებობს ამგვარი ხატები ჩვენს ფსიქიკაში, რაც ყველა ადამიანს საერთო აქვს, მაგრამ სინამდვილეში არავის არ უნახავს, იმიტომ რომ არ არსებობენ. მაგალითად, დრაკონი, ნიმფა (რუსალკა) და სხვა. ამგვარ ხატებს სხვადასხვა ხალხისმითებში ვხვდებით, საინტერესოა რომ ეს ისეთ ხატებია, რაც ორ ერთმანეთთან დაუკავშირებელ ხალხის მითებში ვხვდებით. ანუ ერთი ხალხი მეორესგან კი არ იღებდა ამ ხატს, ისინი დამოუკიდებლად ქმნიდნენ. რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს ერთ ხალხთან განმჩდარი და შემდეგ გავრცელებული ხატები კი არ არის, არამედ ზოგადად ადამიანის ფსიქიკაში არსებული ხატებია. მაგალითად, როდესაც მახვილით ხელში ფრთიან ადამიანს ხედავს ქრისტიანი, ეს მისთვის მიქელ გაბრიელია, ხოლო თუ ამას აფრიკის ველურ ბუნებაში მყოფი ადამიანი ხედავს, მისთვის ის არა მიქელ გაბრიელი, არამედ მახვილიანი მფრინავი ადამიანია.

Posted by: Artist 10 Oct 2020, 14:23
alikantura
QUOTE
ბუნებაში მყოფი ადამიანი ხედავს, მისთვის ის არა მიქელ გაბრიელი, არამედ მახვილიანი მფრინავი ადამიანია.

ხედვა გასაგებია, როდესაც ის ხედავს მფრინავ ადამიანს, მაგრამ როდესაც საკუთარ თავზე განიცდის
თუ როგორ დაფრინავს თვითონ... ეს უკვე არაა დღის ცნობიერებიდან მიღებული განცდა... smile.gif

Posted by: პიანისტი 10 Oct 2020, 22:45
სიზმარში სიმაღლიდან ვარდნაზე მგონია ერთი მიზეზი ადრენალინის წყურვილია.
მეორე კი გამოფხიზლება,სიგნალი რაღაცაზე რაც ცნობიერამდე ვერ მივიდა და აუცილებლად გასააზრებელია.

Posted by: dream_catcher 10 Oct 2020, 22:50
ბავშვობაში რომ გვაბურთავებენ ჰაერში ეგაა ფრენის გამოცდილება

Posted by: პიანისტი 10 Oct 2020, 22:58
dream_catcher
ვფიქრობ ასოციაცია არის გასაღები , ბავშვობაში არაა ეგ შიში, დაძაბულობაც არაა უფრო სიამოვნებაა ჰო? იმიტომ რო სახეზე რო დააკვირდე იღიმის,უხარია.
სიზმარში კი შიშის,ადრენალინის და დაძაბულობის შეგრძნებას ტოვებს, იშვიათად სასიამოვნოც არის.



რაღაცას რო გინდა მიწვდე და ხტები მაღლა, ეგეც.
სკოლაში მაღალ კლასებში ჭერს ხელს ვადებდი, ჰო კიდევ 7 საფეხურიან კიბეზე ვხტებოდი დაბლა, მუხლებისთვის ცუდი იყო ,მაგრამ მევასებოდა ძალიან biggrin.gif
სიმაღლიდან წყალშიც შეიძლება.

Posted by: tatia23 11 Oct 2020, 08:40
სახლის კედლის დანგრევა რას ნიშნავს?

Posted by: დოჩანა 11 Oct 2020, 12:21
მეორე უარესი უბნეელი დამესიზმარა წუხელ

Posted by: Artist 11 Oct 2020, 14:24
დოჩანა
QUOTE
მეორე უარესი უბნეელი დამესიზმარა წუხელ

შენ ეტყობა უბანში ქვეცნობიერად აღიარებას ეძებ და უბნელებს ნახულობ სიზმარში...

tatia23
QUOTE
სახლის კედლის დანგრევა რას ნიშნავს?

მასე ცალსახად ვერაფერს გეტყვი, თუ არ მოყვები რაც შეიძლება დაწვრილებით თუ რა
მოხდა სიზმარში? სად იდექი შენ ამ გრევის დროს ანდა ვისი სახლის კედელი ინგრეოდა და ა.შ.

* * *
dream_catcher
QUOTE
ბავშვობაში რომ გვაბურთავებენ ჰაერში ეგაა ფრენის გამოცდილება

არაა ეს ასე... სიზმარში სულ სხვანაირად დაფრინავს ადამიანი ვიდრე აბურთავებული, აქან ჩამოქანების შემთხვევაში..
ეგ ჯანჯღარის განცდას უფრო იწვევს ვიდრე ფრენის...

* * *
პარაშუტით გადმოხტომაც კი არ იწვევს ფრენის იმ განცდას რასაც სიზმარში განიცდის ადამიანი, ეს უფრო ვარდნის
განცდაა... აიი უწონადობაში მყოფი ადამიანს კი შეიძლება ასეთი განცდა ჰქონდეს, მაგრამ ეგ საკუთარ თავზე ბევრს
არ გამოუცდია, აი მიზეზი... მე მგონია რომ ადამიანის სული ასტრალური სხეულით როცა გადის ფიზიკურ სხეულიდან
აი ეს განცდაა ფრენის განცდა და ამას იმახსოვრებს ქვეცნობიერი... შემდგომ სიზმარში კი თითქოს და სხეულით ფრენაა...

Posted by: tatia23 11 Oct 2020, 18:20
Artist
QUOTE
მასე ცალსახად ვერაფერს გეტყვი, თუ არ მოყვები რაც შეიძლება დაწვრილებით თუ რა
მოხდა სიზმარში? სად იდექი შენ ამ გრევის დროს ანდა ვისი სახლის კედელი ინგრეოდა და ა.შ

ჩემი სახლის კედელი ინგრეოდა , ლოჯის მხარეს რომელიც მამაჩემმა ამოაშენა აგურით. მე სავარაუდოდ იქვე ვიყავი, რადგან როცა დანგრეულ კედელს გადავხედე , მის ადგილას მიშენებული აივანი დავინახე, რომელიც რეალურად არ გვაქვს.

მეტი არაფერი მახსოვს.

Posted by: Artist 12 Oct 2020, 16:49
tatia23
QUOTE
როცა დანგრეულ კედელს გადავხედე , მის ადგილას მიშენებული აივანი დავინახე

ესეიგი ძველის მონგრევა და ახლის მიშენება გინახია სიზმარში, ამით შენი ქვეცნობიერი გატყობინებს
რაღაც სიახლეს რაც ძველის მაგივრად გამოჩნდება... smile.gif

Posted by: alikantura 12 Oct 2020, 19:41
Artist
QUOTE
თუ როგორ დაფრინავს თვითონ... ეს უკვე არაა დღის ცნობიერებიდან მიღებული განცდა...

გეთხახმები. თუმცა როგორც ვიმსჯელეთ, ჩემი აზრით დღის ცნობიერი არაა ერთადერთი წყარო სიზმრის სიმბოლოების.
იქ არის წარსულიდან უკვე დალექილი სიმბოლოები და ე.წ. იუნგისეული არქეტიპებია/


Posted by: jjkk 12 Oct 2020, 21:09
alikantura
თქვენ კარგად შენიშნეთ, რომ დასავლური კულტურის წარმომადგენლისთვის ფრთოსანი ადამიანი მახვილით მთავარანგელოზს ნიშნავს, ხოლო აფრიკელისთვის კი - უბრალოდ ფრთოსან ადამიანს მახვილით ხელში. ანუ დასავლეთელი მსგავს სიზმარს ახსნის მთვარანგელოზის სიმბოლოთი, ხოლო აფრიკელი ალბათ, სულ სხვა ახსნას მოუძებნის.
აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ არქეტიპების ხედვა და ახსნა ამხსნელის კულტურულ ბეკგრაუნდზეა დამოკიდებული. მაშინ რამდენადაა არქეტიპი "უნივერსალური" მსოფლიოს სხვადასხვა კულტურებისთვის?
ანუ გამოდის, რომ სიზმრის ახსნისას გათვალისწინებული უნდა იქნას სიზმრის მნახველის კულტურული იდენტობა და შეიძლება, განათლების დონეც.

Posted by: alikantura 14 Oct 2020, 08:13
jjkk
QUOTE
აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ არქეტიპების ხედვა და ახსნა ამხსნელის კულტურულ ბეკგრაუნდზეა დამოკიდებული.

ხედვა არა, მათი ინტერპრეტაციაა ამხსნელის კულტურულ ბექრაუდზე დამოკიდებული.

QUOTE
მაშინ რამდენადაა არქეტიპი "უნივერსალური" მსოფლიოს სხვადასხვა კულტურებისთვის?

ჩემი აზრით ეს სწორედ ის სიმბოლოებია, რომლებიც მსოფლიოს ხალხების კულტურებში საერთოა.
ანუ თვითონ სიმბოლოა უნივერსალური. მათი აღქმები გადმოცემი ადამიანის ემოციური და კულტურული შესაძლებლობის შედეგი.
ქონდრის კაცია, გნომი, თუ ჰობიტი, ამ სახელებს უკვე ხალხი არქმევს.

QUOTE
ანუ გამოდის, რომ სიზმრის ახსნისას გათვალისწინებული უნდა იქნას სიზმრის მნახველის კულტურული იდენტობა და შეიძლება, განათლების დონეც.

ჩემი აზრით კი, გასათვალისწინებელია.
საბოლოო ჯამში ამგვარი თერაპია არ არსებობს. უბრალოდ ფსიქოლოგები იყენებენ ნაწილობრივ. მეთოდი, რომელიც სრულად სიზმრებზე იქნება აგებული მე არ შემხვედრია.

რაც შეეხება სიზმრებს, ისინი მესიჯებს ძირითადად იმგვარად იძლევიან, რომ ახსნისა გარეშეც სიზმრის ავტორი მესიჯებს არა გონებრივი აღქმის, არამედ გრძნობელობით დონეზე იღებს. თუ რაიმე განსაკუთრებულად მნიშვნელოვან გასააზრებელს არ ეხება საქმე.

Posted by: Aleqto 14 Oct 2020, 10:52
ავად ვიყავი...გაციება, გრიპისნაირით...სქელი ნაქსოვი ქუდი მეფარა...არასოდეს რომ არ მფარებია ისეთი...

ვაშა, მგონი სიზმრებს ვუბრუნდები თუ მიბრუნდებიან bis.gif

Posted by: jjkk 14 Oct 2020, 16:03
alikantura
QUOTE
ხედვა არა, მათი ინტერპრეტაცია

კი, ინტერპრეტაციას ვგულისხმობდი

QUOTE
ქონდრის კაცია, გნომი, თუ ჰობიტი, ამ სახელებს უკვე ხალხი არქმევს.

სახელებს კი ხალხი არქმევს, მაგრამ მწვანე გნომი ირლანდიელისთვის შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ დალევის დროა, იაპონელისთვის კი რაღაც თავზარდამცემ ტრამვაზე მიანიშნებდეს. უტრირებულად ვამბობ.
მე დილეტანტი ვარ ამ სფეროში, მაგრამ ალბათ, პაციენტიც და ფსიქოლოგიც თუ ერთი კულტურის და მეტნაკლებად ერთი სოციუმის წევრები არ არიან, სავალალო შედეგებამდე შეიძლება მივიდეს მკურნალობა.

Posted by: alikantura 15 Oct 2020, 10:52
jjkk
QUOTE
სახელებს კი ხალხი არქმევს, მაგრამ მწვანე გნომი ირლანდიელისთვის შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ დალევის დროა, იაპონელისთვის კი რაღაც თავზარდამცემ ტრამვაზე მიანიშნებდეს. უტრირებულად ვამბობ.

რაც შეეხება არქეტიპებს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათი ხატები ჩვენს გონებაში არსებობდა ოდითგანვე, სანამ ფოლკლორი და მითები საერთოდ იარსებებდა. ბუნებრივია რუსალკებსა და დრაკონებს ვერ ვნახავდით რეალურ ცხოვრებაშიც, იმიტომ რომ ისინი არ არსებობენ.
ფოლკლორში და მითებში ეს სიმბოლოები იმიტომ მოხდნენ, რომ ჩვენს არქეტიპებს წარმოადგენდნენ, და არა პირიქით. ეს სიმბოლოები არ იქცნენ ჩვენს არქეტიპებად, იმის გამო, რომ ფოლკლორში ფიგურირებდნენ.
მითოსში რულსაკები შეიძლება პოზიტიურები არიან, რომელიღაცაში კი საშიშები. მაგრამ ფაქტია, რომ ეს სიმბოლო უკავშირდებოდა მეთევზე და ზღვასთან დაკავშირებული მამაკაცების სექსუალურ ფანტაზიებს. ხოლო ის ხალხი, ვისაც ზღვასთან და წყალთან შეხება არ ქონდათ რულსალკა ვერ ექნებოდათ მითოსში.
ამ ლოგიკით, ისმის კითხვა, როგორი მნიშვნელობით უნდა აიხსნას რუსალკა. საწყისი მნიშვნელობით, თუ იმ მნიშვნელობით რომელიც ფოლკლორშია.
მე ვფიქრობ, რომ საწყისი მნიშვნელობით.

Posted by: Artist 15 Oct 2020, 22:07
QUOTE
ისმის კითხვა, როგორი მნიშვნელობით უნდა აიხსნას რუსალკა. საწყისი მნიშვნელობით,
თუ იმ მნიშვნელობით რომელიც ფოლკლორშია. მე ვფიქრობ, რომ საწყისი მნიშვნელობით.

ეს კარგი, მაგრამ საწყისში საიდან მოვიდა ეს ადამიანის ცნობიერებაში თუნდაც ფანტაზიაში?
ისეთ არსებების წარმოსახვა, რომელნიც არ ხვდებიან დღის ცნობიერებაში... აი საკითხავი სწორედ ესაა.. smile.gif

Posted by: პიანისტი 16 Oct 2020, 13:14
საწყისი მითოლოგიაშია და კენტავრს უკავშირდება, ესთეტიურია ძალიან ქალთევზა,ლამაზია.

Posted by: alikantura 16 Oct 2020, 14:25
Artist
QUOTE
ისეთ არსებების წარმოსახვა, რომელნიც არ ხვდებიან დღის ცნობიერებაში... აი საკითხავი სწორედ ესაა..

კი, თუმცა ამაზე პასუხი არ არსებობს მგონი

Posted by: Artist 17 Oct 2020, 01:05
alikantura
QUOTE
თუმცა ამაზე პასუხი არ არსებობს მგონი

არსებობს პასუხი... ის არსებები ხილვით სამყაროში არიან და საკმაოდ რეალურადაც,
უბრალოდ სულ სხვა განზომილების თუ სხვა ზემატერიალური სამყაროს ბინადარნი არიან...

* * *
პიანისტი
QUOTE
საწყისი მითოლოგიაშია და კენტავრს უკავშირდება, ესთეტიურია ძალიან ქალთევზა,ლამაზია.

სანამ მითოლოგია დაიწერებოდა მანამდე შეეძლო ადამიანს იმ არსებების ხილვა და შემდგომ მათი აღწერა...

Posted by: dream_catcher 17 Oct 2020, 14:24
ჩემოდნებს ვალაგებდით, უნდა გამეცილებინა. მერე მეც ჩავიდოდი...
მანამდე ქვიშიანი გზა მქონდა გასავლელი. ერთ მონაკვეთზე, თავშივე, დამრეცი იმდენად, აუცილებლად დაგორდებოდი. გამაფრთხილა და მეთქი ჰო, ვხედავ...
დაღმართს ვინ ჩივის, როცა გზის ორივე მხარეს საშიში ცხოველები გაწოლილან, ქვემოთაც და უფრო შორსაც კილომეტრებზე.
მერე ორი ვეფხვი გამოჩდა და იმათგან ყველაზე დიდს შეუტია, მოკლა

Posted by: Катеньки 17 Oct 2020, 19:53
QUOTE
გაყინული პლანეტა
ეს სიზმარი არ არის, ეს რეალობაა, ხედვა ადრეული წარსულიდან ახლო მომავალში.
გაყინული პლანეტები, პარალელური განზომილებები... ai, ai, ai...
პეტი-ჟიო (post #52566578)

დაღლილს ჩამთვლიმა და კვლავ გამომაფხიზლა სულის შემხუთველმა ატმოსფერომ, რომელიც შემცველობით სულაც არ ჰგავდა ჟანგბადს, არც ნახშირორჟანგს. არ ვიცი რა ნივთიერებებით იყო გაჯერებული ჰაერი. აქ დედამიწაზე ყველა საყოფაცხოვრებო-ქიმიური ნაერთის წვის შედეგად გამოყოფილი სუნი ასე თუ ისე ჩემთვის ცნობილი იყო, რა აღარ დამწვია და რა აღარ დამიწვია. ვეცადე უბრალოდ წარმომედგინა ნებისმიერი ფეთქებადსაშიში, ხანძარსაშიში პროდუქტების (რაც ოდესმე მსმენია მაგრამ არ ვიცოდი) წვის შედეგად გამონაბოლქვი ნივთიერებების შესუნთქვისას (და ისინიც, რომელთაც უკვე ვიცნობდი) რას ვიგრძნობდი... მერე შევადარე მაგრამ არა. დედამიწაზე არსებული ვერც ერთი ნივთიერების წვის პროდუქტის სუნი ვერ შეიძლებოდა ყოფილიყო ისე გაუსაძლისად აუტანელი, რაც იმ ატმოსფეროში აღვიქვი. ტემპერატურა? ვვარაუდობ, რომ მაღალი უნდა ყოფილიყო, რადგან სუნთქვა მიჭირდა თუმცა დანამდვილებით არაფერი შემიძლია დავწერო ტემპერატურულ აღქმასთან დაკავშირებით. ნიადაგი? იყო როგორც ქვა, ისე მიწის მსგავსი მძიმე ელემენტი -ტალახი, ოღონდ ერთგვაროვნად აზელილი როგორც თიხა. იმ პლანეტებზე მიწას საზიზღრად მომჟაო გემო ჰქონდა.. წყალი? ვფიქრობ ის მიწისქვეშა დინებებში პოულობდა გზას, კარგად მახსოვს რომ ტალახი საკმაო ოდენობის ტენით იყო გაჯერებული. ამის მიუხედავად წყალი ყველგან მყარ მდგომარეობაში მხვდებოდა ლანდშაფტში. სითხე წარმოადგენდა გაყინულ პლანეტათა საფარველს -აურას (კოსმოსიდან ხედვისას), მაგრამ ცალკე თხევად სუბსტანციას მართლაც ვერ მივაგენი. იყო თუ არა საკმარისი სინათლე? არა, მე სიბნელეში დავბორიალობდი, ოდნავ მბჟუტავ შუქში (რომელიც ალბათ უფრო ანარეკლი უნდა ყოფილიყო რომელიმე მიმდებარე კაშკაშა ვარსკვლავის სინათლისა) მიწევდა გზის გაკვლევა, სადაც იყო დიდი ოდენობით ბუღი, მტვერი, ბინდი. დავასკვენი, რომ გალაქტიკას საკუთარი სინათლის წყარო არ გააჩნდა. შევძელი თუ არა ფერთა გამის გაგება? თუმცა ზოგ პლანეტაზე ნანახი მდიდარი პალიტრით შემოდიოდა აღქმაში, აქ მხოლოდ შავის, რუხის, ყავისფრის, გახუნებული ლურჯისა და მოყვითალო - ჭუჭყიანი თეთრი ფერების კომბინაცია მონაცვლეობდა. რა ჟღერადობას გამოსცემდა პლანეტების ეს ჯგუფი? შეგძნებებში ადამიანის სმენის ორგანოსთვის და საერთოდ დადამიწაზე არარსებული დიაპაზონის მქონე დისონანსური ბგერები აღწევდა, ეს წარმოუგენელად უსიამოვნო იყო. რაც მთავარია, მე არ მესმოდა იქ ჩემი ხმა, თუმცა ვცდილობდი გამეგო რატომ ვერ აღიქვამდა ჩემი სასმენი აპარატი საკუთარ ხმას. მცენარეული საფარი, სიცოცხლის რაიმე ფორმები არსად შემინიშნავს. იქ სულ ეს ორი განცდა დამყვებოდა: პირველი, რომ მე მარადიულ სიკვდილში ვიმყოფებოდი განწირული და მეორე -სასწრაფოდ მინდოდა სიცოცხლეში დაბრუნება.
რაც მთავარია, ციური სხეულების ამ ჯგუფისთვის მხოლოდ გარეგნული იერის გამო არ შემირქმევია „გაყინული პლანეტების გალაქტიკა“. იქ სიცოცხლე იყო გაყინული=მკვდარი.
რა მანძილზე არსებობდა დედამიწიდან ეს კვარტალი? არ ვიცი. ჩავთვალე, რომ მზის სისტემასთან შორს.
მაშინ როცა ეს გავიაზრე განზომილებათა შორის სვლაში მე მას პანდორას საძვალე, საუკუნეთა მანძილზე ერთად თავმოყრილი კაცობრიობის უსაშველო უბედურების სამყაროსეული ნავსაყუდელი, ადამიანურში უფლის არსის (სახის) ნგრევის სატანისეული ფორმულა, თავად სულმკვდართა აჩრდილების სამეფო დავარქვი. კი, სრულიად სწორი და ბუნებრივია რომ ასე მოვიქეცი. გაყინულ პლანეტათა კოსმიური გალაქტიკა მათი ერთგული მსახურის სამფლობელოს წარმოადგენდნენ. თავად მის არსს არ გააჩნდა მორალი ან რჯული. ის იმ ზნეობას ქადაგებდა, რომელიც მოცემულ სიტუაციაში იყო მომგებიანი ადამიანებზე ზეგავლენის მოსაპოვებლად, მათი ცნობიერებით მანიპულირებისა და მათი ცხოვრების მართვის მიზნით.
ჩემს ერთ-ერთ ნახატში მისი განსხეულებული სახე ამოვიკითხე და გულწრფელად შემებრალა ყველა ის მოკვდავი რომელიც მისგან გონებადაბინდული, ბრმად და ყრუდ, უტყვი მდუმარებით, ნებაყოფლობით თავდაღერებული მიიწევდა მის სამფლობელოში სამუდამო ვაებასთან შესარწყმელად...
რა ხდება იქ და რა გზით ხვდებიან იქ სულები? პირველ რიგში გაყინულ პლანეტებზე თვითმკვლელთა და მკვლელთა სულები ცხოვრობენ. შენ ფიქრობ, რომ ისინი მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ გადაბარგდებიან იქ? არაა, ძალიან ცდები კლარის. იქ იმ ადამიანთა სულებიც თანაარსებობენ, რომელთაც მიწიერი ყოფა ჯერ კიდევ არ დაუტოვებიათ. როგორც გინდა ისე ჩათვალე, მაგრამ მე ზოგიერთი მათგანის ფიზიკური სხეულის ადგილსამყოფელად აწმყო დროში დედამიწა აღვიქვი. როგორ შეიძლებოდა ერთი და იგივე პერსონას ერთდროულად ორ პარალელურ განზომილებებში ეცხოვრა? ეს კითხვა დღემდე უპასუხოდ დარჩა ჩემთვის.

***
დრო? დრო ძალიან სწრაფად მიდის ან ჩვენ მივექანებით დროში ელვისებური სისწრაფით არაფერში.


Artist
QUOTE
Катеньки
QUOTE
ეს სიზმარი არ არის, ეს რეალობაა, ხედვა ადრეული წარსულიდან ახლო მომავალში.
შენ ზეცნობიერი ხილვა გქონია სიზმრის მაგივრად...

ჭეშმარიტად უფლისმიერი ხილვაა. დედამიწა კი წყალშია. sad.gif sad.gif sad.gif
უფალი მიატოვებს დედამიწას, როგორც დასჯილ პლანეტას.
გზას ვეღარ ვხედავ გასაქცევად გაყინული პლანეტიდან. არ არსებობს თავის გადარჩენის შანსი არსად...
კოსმიური ექსპედიცია 1000 კაცამდე შემადგენლობით გზაში იღუპება.
უფლის ხატი - ადამიანი უკვე გარდაცვლილია მათში, რაღაც არსებებად არიან ქცეულნი, ვერ ვარქმევ სახელს.
ადამიანთა რასა, ჩვენი ცივილიზაცია სრულდება. დედამიწა ერთ დიდ საინფორმაციო ველად გარდაიქმნება,
სული ვერ დაიმკვიდრებს სასუფეველს ვერც ჯოჯოხეთში, ვერც სამოთხეში.
ცოცხლი გადარჩება გონი, სამშვინველი, რომელსაც როგორც ძაღლის დამპალი ლეში ეყოლება წამოკიდებული მისი სული.
ამ დიდი გაყინულ საინფორმაციო ველად გარდაქმნილ პლანეტაში გამოიკეტება ადამიანთა გონი ბოროტის ნებით მოკლულ სულებთან ერთად.
ანუ, ვგულისხმობ, რომ ვერც გონი გააღწევს ოდესმე დასჯილი პლანეტიდან, რადგან უფლის
მფარველობა ექნება დაკარგული საკუთარი არჩევანით ჯერ კიდევ მიწიერ სიცოცხლეში.
ბავშვობიდან არაერთხელ მითქვამს, რომ სული უკვდავია მაგრამ არსებობს შემთხვევები, როცა ეს კანონზომიერება ირღვევა.
სულის სიკვდილი, მითუმეტეს საკუთარი ნებით, არის ყველაზე დიდი დანაშაული უფლისმიერ სამყაროში, რაც კი შეიძლება მოხდეს.
პროცესებში მეტად დეტალურად ვეღარ ვერკვევი ჯერ კიდევ. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მეშინია, რასაც ვხედავ.

user posted image

მაგრამ ზუსტად ვიცი, თუ დედამიწა ვერ გადარჩება, მზის სისტემა სრულიად გამოვა მწყობრიდან,
რადგან ეს ნიშნავს რომ უკვე დარღვეულია მთლიანობა - უფლისმიერი კანონზომიერებები, ბალანსი, ჰარმონია, წესრიგი, წყობა.
ეს ჩემს ერთ-ერთი ნახატში, როგორც გამაფრთხილებელ სიგნალში ისე ჩანს: დედამიწას თავზე ადგება კითხვის ნიშანი.
ბოლო კადრი: ის გაყინულია, მასში გამოკეტილია ჩვენი ცივილიზაციის მთელი ცოდნა, როგორც ერთიან საინფორმაციო ველში, მასთან
ერთად მკვდარი სულები და ცოცხალი სამშვინველი + მეხსიერება (ახსოვთ მაგრამ შეცვლა აღაფრისა შეუძლიათ) ჩაკეტილია,
ვერ პოულობს გამოსავალს, დასჯილია უფლისგან მიტოვებულია საუკუნოდ.

პ.ს. დედამიწას, როგორც პლანეტას თავისი სასიცოცხლო რესურსები სრულებითაც არ ამოუწურავს.
ჩვენ ადამიანებს რომ არ მიგვყავდეს ის განადგურებისკენ ბოროტის შთაგონებით.
პ.პ.ს. ეშმა თვითგანადგურების მექანიზმს აღვიძებს ადამიანებში მათ ცნობიერზე თუ არაცნობიერზე წვდომის/კონტროლის გზით.

Posted by: Artist 17 Oct 2020, 21:27
Катеньки
QUOTE
ძალიან მეშინია, რასაც ვხედავ.

შემ ეტყობა შორეულ მომავალს ხედავ ანუ მეორედ მოსვლის ფრაგმენტებს, აპოკალიფსს...
მაგ დროს როდესაც ბეჭდების ეპოქა და შემდგომ საყვირების ეპოქა დასასრულს მიუახლოვდება
დედამიწა ამოწურავს თავის რესურსებს და ადამიანთა დედამიწის განვითარებაც ამით დამთავრდება...
რა თქმა უნდა მაგ დროს უკვე სულთა გადარჩენა არ გადარჩენაზე მიდგება საქმე, მიწიერი სხეულებრივი
აღარ იარსებებს დედამიწაზე ცხოვრება შეუძლებელი გახდება... დედამიწა არის მეოთხე პლანეტა რომელზეც
ადამიანები ვითარდებიან, სულ შვიდი პლანეტაა გასავლელი ანუ დარჩა კიდევ სამი პლანეტა... იმ ახალ/შემდგომ პლანეტაზე
აგრძელებენ სულები მოსვლას, ხოლო ის გადარჩენილი სულები უკვე ანგელოზის დონეზე მოვლენ და ადამიანთა სხეულში
კი ახალი სულები ჩასახლდებიან... არ ვიცი როგორი სახე ექნებათ შემდგომ პლანეტის ადამიანებს ფიზიკურად, მაგრამ დედამიწის
განვითარება დასასრულს უახლოვდება ანუ ეხლა ვიმყოფებით მეხუთე დიდი ეპოქის მეხუთე მცირე ეპოქაში...
ეს კი ნიშნავს ჯერ უნდა გავიაროთ მეექვსე და მეშვიდე მცირე ეპოქა... და შემდგომ ბეჭდების დიდი ეპოქის თავსი მცირე
შვიდი ეპოქით და შემდგომ საყვირების დიდი ეპოქა თავისი შვიდი მცირე ეპოქით... აი ამის შემდეგ ამთავრებს დედამიწა
თავის არსებობას ანუ ცოცხალმყოფელობას... ეს ყველაფერი იოანეს თავის გამოცხადებებში აქვს აღწერილი... სიმბოლოებით...

აქ დავდებ იმ პლანეტარული განვითარების მონახაზს თუ რა ეტაპებს გადის ადამიანი:

1. სატურნი
2. მზე
3. მთვარე
4. დედამიწა:

1. პოლარული დიდი ეპოქა
2. ჰიპერბორეული დიდი ეპოქა
3. ლემურიული დიდი ეპოქა (ლემურია)
4. ატლანტიდის დიდი ეპოქა
5. არიული დიდი ეპოქა, რომელშიც ვიმყოფებით ჯერ:

ძველ ინდური კულტურ ეპოქა 1
ძველ სპარსული კულტურ ეპოქა 2
ევიპტურ-ხალდეური კულტურეპოქა 3
ბერძნულ-ლათინური კულტურეპოქა 4
გერმანულ-ანგლოსაქსური / ეხლანდელი კულტურ ეპოქა 5
რუსულ-სლავიანური კულტურეპოქა 6
ამერიკული კულტურ ეპოქა 7

6. ბეჭდების დიდი ეპოქა
7. საყვირების დიდი ეპოქა

5. იუპოტერი
6. ვენერა
7. ვულკანი

როგორც ვხედავთ სულ შვიდი პლანეტაა გასავლელი და თვითეულ პლანეტაზე შვიდ შვიდი დიდი ეპოქა,
რომელნიც აგრეთვე იყოფიან შვიდ მცირე კულტურეპოქებად... გამუქებულად მოვნიშნე ეხლა სადაც ვიმყოფებით...

Posted by: პიანისტი 17 Oct 2020, 21:29
Artist
საერთოდ არაა მანდ მისტიკა თუნდაც სიზმარში ენახა ვინმეს პირველად, იმის მტკიცებულება არაა რო საწყისზე მასიურად ნახა ხალხმა, მაგ შემთხვევაში იქნებოდა ამოუცნობი რაღაც, მაგრამ ერთის შემთხვევაში ფანტაზიის ნაყოფია, თუ მართლა არ არსებობდნენ ქალთევზებიbiggrin.gif
მაგალითად ცხენზე ამხედრებულ ადამიანს უკნიდან რო შეხედო, მარტივად შეიძლებოდა ფანტაზიის დახმარებით შექმნილიყო კენტავრი.
ქალის ფეხებს ვინ დარტყმული ერჩოდა არვიცი, ქალი ჯობია ქალთევზას jump.gif biggrin.gif

Posted by: ironshota 17 Oct 2020, 21:36
სიზმარში ზღვა რას ნიშავს....

ვცურავდი ამ ზღვაზე და იქვე რუსი ცოლ ქმარი იყო....

ამ კაცმა მითხრა დავჯიბრებოდი ცურვაში მის ცოლს...ეს ცოლი ისე სწრაფად გაცურა ზღვაზე თვალს ვერ ვაწდენდი...მე კიდევ ამის შემდეგ სირბილი დაივიწყე წყალზე...

წყალი არ იყო მღვრიე , ზღვა არც ღელავდა...

Posted by: Artist 17 Oct 2020, 21:45
პიანისტი
QUOTE
თუ მართლა არ არსებობდნენ ქალთევზები

ელფები, ნიმფები, გნომები თუ სხვა ელემენტალური არსებები არსებობენ, იმ ზღვარზე სადაც მთავრდება
მიწიერი სამყარო და იწყება სულიერი... ანუ გარკვეული უფსკრულია ამ ზღვარზე სადაც ეს არსებები ბინადრობენ...
ხოდა სიზმარში ანუ ძილის დროს ადამიანები შეხებაში მოდიან ამ არსებებთან, ვინც ხილვით ხედავს ისინი უფრო
ცნობიერად ხედავენ, დანარჩენები კი ქვეცნობიერიდან ამოსულ სიმბოლურ სურათებს ხედავენ რომელიც შერეულია
დღის ცნობიერების ელემენტებთან და ამიტომაც არის სიზმარი ასეთი ფანტასტიკა ნარევი რამ, ხოლო ვინც ხილვით
ხედავს მისთვის სიზმარი, როგორც ასეთი, აღარ არსებობს... ისინი პირდაპირ და გარკვეულად ხედავენ ამ არსებებს...
ხოდა ზღაპრებშიც ამ ხილვითი ცნობიერებიდან არის ეს არსებები შეტანილი, აგრეთვე მითებშიც და თქმულებებში...

Posted by: პიანისტი 17 Oct 2020, 21:51
Artist
ეგ არვიცით სინამდვილეა თუ არა.
სიზმარში არის მისტიკა, მაგრამ მე არ ვთვლი რო მაგ მხრივ.

Posted by: Artist 17 Oct 2020, 21:55
პიანისტი
QUOTE
სიზმარში არის მისტიკა, მაგრამ მე არ ვთვლი რო მაგ მხრივ.

დახ... ამ მხრივ არავითარი მისტიკა არაა, უბრალოდ რეალური არსებები არიან, რომლებიც
სხვა სამყაროში იმყოფებიან... ამ სამყაროებს ადამიანი ყოველი ძილის დროს ესტუმრება ხოლმე...
ცნობიერად თუ ქვეცნობიერად აი საკითხავი ესაა მხოლოდ... ვინც ქვეცნბიერად მისთვის ეს შეიძლება
მისტიურადაც იყოს დანახული... ანდა რაიმე საოცრებად... ვინც ცნობიერად ხედავს მისთვის რეალობაა..

Posted by: dream_catcher 17 Oct 2020, 21:59
Artist
გამოდის ქვეყნების მითოსი სიმართლეს შეესაბამება და ღმერთები ნამდვილად არსებობენ

Posted by: პიანისტი 17 Oct 2020, 21:59
Artist
მე ამ სამყაროშიც მყავს დანახული ამოუცნობი არსება, თან მხოლოდ მე არ დამინახავს, ასე რო არ გამოვრიცხავ, მაგრამ როგორ და რანაირად,სად არსებობენ ეგ არვიცი.

Posted by: Artist 17 Oct 2020, 22:04
dream_catcher
QUOTE
გამოდის ქვეყნების მითოსი სიმართლეს შეესაბამება და ღმერთები ნამდვილად არსებობენ

დიახ... smile.gif

პიანისტი
QUOTE
მე ამ სამყაროშიც მყავს დანახული ამოუცნობი არსება, თან მხოლოდ მე არ დამინახავს, ასე რო არ გამოვრიცხავ, მაგრამ როგორ და რანაირად,სად არსებობენ ეგ არვიცი.

გააჩნია როგორ გყავს დანახული, ხილვითი უნარით თუ ფიზიკური თვალით'? ისე არის ასეთი აზრიც რომ ის არსებები ადამიანებს ფიზიკურადაც ენახვებიან ხოლმე...
ანუ ისინი მატერიალუ სხეულს ქმნიან ატომებზე ზემოქმედებით და ადვილად იცვლიან სახეს... სულიერი სივრცის შეკუმშვის ხარჯზე, მათ ეს შეუძლიათ მე მგონი...

Posted by: პიანისტი 17 Oct 2020, 22:10
Artist
ფიზიკურად დავინახეთ ბავშვობაში მე და ჩემმა ნათესავმა ბაღში საღამო ხანს, რამოდენიმე წლის წინ ვკითხე და ახსოვდა.
პატარა შავი არსება იყო ჩრდილის ელფერით, ძალიან სწრაფად გადაძვრა მეზობლის ღობეზე ოთხით:დ
დათვის ბელზე ვიფიქრე, მაგრამ არ იყო რა ბელი.

Posted by: Artist 17 Oct 2020, 22:13
პიანისტი
QUOTE
პატარა შავი არსება იყო ჩრდილის ელფერით, ძალიან სწრაფად გადაძვრა მეზობლის ღობეზე ოთხით:დ

ეგ "ჭინკა" იქნებოდა, რომელიც აგრეთვე მიეკუთვნება ელემენტარულ არსებებს, როგორც დემონები თუ ჯინები...

Posted by: პიანისტი 17 Oct 2020, 22:15
Artist
ჰო არვიცი biggrin.gif ისე ბევრი ისტორიაა ჭინკებზე

Posted by: Artist 17 Oct 2020, 22:19
პიანისტი
QUOTE
ისე ბევრი ისტორიაა ჭინკებზე

ჰო... განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს სოფლებში ხედავენ ხოლმე... smile.gif

Posted by: Катеньки 19 Oct 2020, 11:45
ეშმას კოსმიური "თამაშები"
ნაწილი I
2019 წლიდან თითქმის ყოველ ღამე მაღვიძებდა შეშინებულს განცდა, რომ ვიღაც ჩემს ცნს-ზე ახდენდა ზეწოლას, გაბუჟებისა და წვის შეგრძნებით, რაც
გამოფხიზლებისთანავე უკვალოდ ქრებოდა. სომატურად აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ, ჯერ კიდევ უფლის წყალობით.
ჩემი თავის ტვინის დაპყრობის მცდელობანი ძილის პროცესში გრძელდება.
რა მოხდა წუხელ არა და იმის წინა ღამეს -18.10.2020 როცა თენდებოდა.
ჩემს ერთ-ერთ ოიდიპოსს ჩემი ტაძრის შებილწვა უნდოდა სიზმარში მრავალთვიანი სექსუალური ძალადობის შემდეგ,
რომელსაც ყველა სხვა სახის ძალადობის ფორმასთან ერთად იყენებს ჩემთან სატანურ კომუნიკაციაში შემოვარდნილი.
არ გამოუვიდა, ძილშივე მიიღო უარი ჩემი ქვეცნობიერის და ცნობიერის, ჩემი მთლიანობის მხრიდან.
ვერ გაიგო, რომ მისი ადგილი ჩემს უფლისმიერ მთლიანობაში, ჩემს ცხოვრებაში, ჩემს შემოქმედებაში არ არის.
ვერ დავარწმუნე, რომ ძალადობრივი კომუნიკაციის გზით ჩემთან ურთიერთობა დაუშვებელია.
რა მოხდა მანამდე, საღამოს (17.10.2020-ში):
საღამოს მამაჩემის ცნობიერების დაპყრობა სცადა და ამ გზით დედაჩემის ცნობიერებაზე ზეწოლა, მისი მართვა.
დედასგან მივიღე გაფრთხილება. ძილში კი ისე, როგორც სერებროს ჯგუფის ერთ-ერთ წევრთან და ყველა სხვასთან ცდილობს
ხოლმე ჩემი ცნობიერების შეშვებას, რათა გამოიწვიოს ხელოვნური ორგაზმი, ზუსტად ასევე სურდა ჩემი შეტენვა დედაჩემის ადგილზე.
მე ძილშივე მივხვდი, რომ გამოიყენებდა ჩაცმულობას და ვარცხნილობას, რომელიც ცხოვრების რაღაც ეტაპზე მე და დედას
ერთნაირი გვქონდა და ამგვარად მე დედაჩემად “მომაჩვენებდა თავს.“ ეს ერთგვარი ხრიკი იყო მისი მხრიდან.
მე ვიდექი შორიდან და ვუყურებდი, როგორ იცავდა ჩემი სრულიად გაჭაღარავებული გამწარებული მამა ჩემს გამწარებულ ნაწამებ დედას,
ზედ ეფარებოდა მთელი სხეულით, მთელი არსებით.
ეს ბუნებრივია, ასეც უნდა ყოფილიყო: როგორც მიწიერ ცხოვრებაში, ისე ყველა განზომილებაში.
კიდევ კარგი, როგორც ყოველთვის მოვასწარი ლოცვა და უფალს მივანდე მათი სულები და ცნობიერება დაძინებამდე.
ჩემს მოძალადე ოიდიპოსს მამაჩემის მხრიდან დედაჩემის მფარველობის მცდელობა სექსუალურ აქტად სურდა გაესაღებინა და მერე დედაჩემის
ადგილზე უნდოდა ჩემი "შეტენვა." რატომ? უნდოდა გაემართლებინა ის ფაქტი, როგორ ცდილობს ჩემი ელექტრას (თუ ნებისმიერი სხვა პირის)
შემოტენვას ჩემი - დედის, წმიდა სამებასთან თანაშემოქმედის ადგილზე და ამ გზით ჩემს ჩამოშორებას სამუდამოდ.
და ანალოგიურად თავად შემოსვლას ან სხვის შემოტენვას ჩემი მთლიანობის მეორე მხარის სანაცვლოდ.
რადგან მე ვერ შემტენა დედაჩემის ადგილზე და ქვეცნობიერადაც და ცნობიერადაც ძილის პროცესშივე, ჩემი მთლიანობით
მამაჩემისგან მფარველობის მიღებაზეც კი უარი ვთქვი - ჩავთვალე რა, რომ მამას სწორედ დედა უნდა დაეცვა ამ ჩემი ოიდიპოსის ძალადობისგან,
ჩემს ცნობიერებაზე რაღაც უცნაური ზემოქმედება დაიწყო მოძალადემ: ტვინში დაიწყო ზუილის, ზუზუნის, ზანზარის საშინელი ხმები და ამ ხმებმა
გამომაღვიძა შეშინებული. სავარაუდოდ ჩემი თავის ტვინის გადაწვა სურდა ან იმ სიხშირის თუ პროგრამის გაძლიერება ნებავდა, რომლითაც ჩემს
თავის ტვინს უკავშირდება. ან თვითონ სიხშირემ/პროგრამამ აურია, რადგან მსგავს შედეგზე არ იყო მომართული, „გათვლილი“, რაც ჩემი
ცნს-ისგან, ცნობიერისგან, ქვეცნობიერისგან ჩემი მთლიანობისგან მიიღო საპასუხოდ.
როგორც ტექნიკური აპარატურა გამოსცემს ზუზუნის და წუილის ხმებს გადაწვის პროცესში - ჩემი
ტვინი გამოსცემდა ამ ხმებს, თუ მე მესმოდა ეს ხმა ჩემი ცნს-იდან. ეს ხმა ჩემს გონებაში ისმოდა. მიჭირს ზუსტად გარკვევა.
მოვასწარი გაღვიძება და ძილში არ/ვერ მომკლა. ისევ წმიდა სამებამ გადამარჩინა მეც და ჩემი ფესვებიც: ჩემი მშობლების ურთიერთსიყვარული,
ურთიერთზრუნვა, ოჯახური სიმტკიცე და მთლიანობა გადაარჩინა. ამ გზით გადაარჩინა უფალმა ჩემი მთლიანობაც. ჩემი მთლიანობის მეორე
წილზე - მის ცნობიერებაზე ასევე ახდენს ძალადობას ჩემი მოძალადე ოიდიპოსი ჩემს თვალწინ, მახეში ჰყავს გაბმული.
ჩემი მთლიანობის მეორე წილის ადგილზე სხვისი შემოყვანა ნებავს. მე ხომ თავისთავად ამის უფლებას არასოდეს მივცემ.
მე რომ გამაგდოს ჩემი მთლიანობიდან მასობრივ ნგრევას ვერ ასცდება ვერავინ. უფალი არ აპატიებს.
ვხედავ, ჩემი მოძალადე მენტორი ოიდიპოსი მართალია იმედგაცრუებულია, იხტიბარს მაინც არ იტეხს, ოჯახს და მშობლებს, წარსულს,
საწყისს, უფალს მიგინებს ახლაც.
თუმცა ვიცი, ეშმა ჩემი მოკვდინების ახალ მეთოდებს შთააგონებს.
ამდენს ვერ აცნობიერებს, რომ რასაც მე მმართებს, სწორედ იგივე ემართება მასაც, ჩემს ყველა უფლისმიერ კავშირში მყოფ პირსაც,
ჩემს ყველა ქმნილებას და იგივე ხდება მთელ საქართველოში.
მისთვის სულ ერთია, რომ ჩემი სისხლის შებილწვა ან ჩემი უფლისმიერი კავშირების წაბილწვა (ასევე, ჩვენს შორის სატანური
კომუნიკაციის გაბმა მისი მხრიდან ძალადობრივად) საშინელი ცოდვაა და დანაშაული.

Posted by: Artist 22 Oct 2020, 13:30
Катеньки
QUOTE
ვხედავ, ჩემი მოძალადე მენტორი ოიდიპოსი მართალია იმედგაცრუებულია, იხტიბარს მაინც არ იტეხს, ოჯახს და მშობლებს, წარსულს,
საწყისს, უფალს მიგინებს ახლაც.

დიდი ამბები გქონია შენ სიზმრის სამყაროში... მე როგორც მივხვდი ეს "ოიდიპოსი" რეალური ადამიანია ანუ რეალში არსებობს და შენს სიზმრებში
შემოდის და გაწიოკებს ანუ ცდილობს რომ დაგაწიოკოს ან დაგატეროროს? ფაქტიურად გატერორებს და შენ კიდევ თავს იცავ განუწყვეტელ რეჟიმში...
ანუ ყოველი ძილის დროს შენ სიზმრებს ასეთი სახე აქვს თუ გაქვს გამონათებებიც და რაიმე მშვიდი და სიყვარულით სავსე სიზმრებსაც ნახულობ?...

Posted by: პიანისტი 23 Oct 2020, 23:22
ბავშვობის დროინდელი ლოკაციები მიმეორდება რამოდენიმე წელიწადში ერთხელ , მაშინაც დეჟავუ მქონდა სასიამოვნო, რამოდენიმე სიზმარი მაქვს ესეთი, ვერ ვუპოვე ახსნა რატომ ეს ადგილები.
ესაა მისტიკა ჩემთვის სიზმრებთან დაკავშირებით.
არადა ვფლობ ჩემს ქვეცნობიერს და ზუსტად ვიცი არაა კავშირში ქვეცნობიერი.

Posted by: Artist 25 Oct 2020, 15:26
პიანისტი
QUOTE
ვერ ვუპოვე ახსნა რატომ ეს ადგილები.
ესაა მისტიკა ჩემთვის სიზმრებთან დაკავშირებით.

ეგ შეიძლება წინა ცხოვრების ლოკაციებია ანდა მომავლის, იმ ზენა სამყაროს გადმოსახედიდან
ადვილია მომავლის ჭვრეტაც და ეს ყველაფერი ქვეცნობიერში ილექება და ხამუშ ხამუშ გვიჩვენებს... smile.gif

Posted by: პიანისტი 25 Oct 2020, 20:09
Artist
დაახლოებით ეგ მგონია მეც, რაც დრო გადის არტისტ თანდათან უფრო მჯერა მაგ მოსაზრების, წინა და შემდგომ ცხოვრებასთან დაკავშირებით.
რაღაც მართლა არსებობს, იგრძნობა რაღაცის სუნი,როგორც იტყვიან ხოლმე alk.gif


Posted by: Artist 26 Oct 2020, 16:56
QUOTE
რაც დრო გადის არტისტ თანდათან უფრო მჯერა მაგ მოსაზრების, წინა და შემდგომ ცხოვრებასთან დაკავშირებით.
რაღაც მართლა არსებობს, იგრძნობა რაღაცის სუნი,როგორც იტყვიან ხოლმე

up.gif ++ + + + + + + + + +
* * *
პიანისტი
... .... .. ... ... ... ... .... .... .... .... ... ..... . ..... .... ....

Posted by: Janee 26 Oct 2020, 20:57
Artist
ძალიან გთხოვთ,იქნებ ამიხსნათ.ბევრჯერ დამეხმარეთ ადრეც .თან არამგონია უინტერესო იყოს ,მსჯელობისთვისაც.
მოკლედ სიზმარში ვჯდები თვითმფრინავში,მივდივარ სადღაც და ჩემთან ერთად არიან ჩემი კლასელები, რომლებსააც არ ვუყვარვარ და არც მე მიყვარს,წლებია არ გაგვხსენებკა ერთმანეთი და ცუდი დამოკიდებულება დაგვრჩა.ვხედავ რომ ეს თვითმფრინავი ხდება მეტრო და ხელში მაქვს ბოქლომი .ამ ბოქლომს ვაგდებ ლიანდაგებზე და მეტრო მიქრის ამდროს.ჩემკ კლასელი წინ ზის და გაქვავებული მიყურებს რა გააკეთეო.ძაან დავაშავე თქო? და კიო.მერე მგონი ვეცემით,ზუსტად არ მახსოვს...უბრალოდ მომენტი რომ სიზმარში ის ხალხია ვისზეც ჩემი ქვეცნობიერი კიარა ვაბშე აEაე მახსოვს მაინტერესებს რას ნიშნავს..ან ის ბოქლომი




მეორე
ვხედავ მიცვალებულებს და ვიცი რომ ახლობლები არიან ასაფლავებენ და გაღვიძებისას არ ვიცი ვინაა სიზმარში ვიცი.მამაც მიკვდება მაგ სიზმარში.
და ვხედავ ვიღაც დგას ოდნავ მაღალზე(?) ზუსტად არ მახსოვს და მაგრად მწყევლის.აი ისე მწყევლკს და ისე მღელ ოჯახს და ყველას რომ გამეღვიძა და პირჯვარს ვიწერდი.
რაშია საქმე user.gif

Posted by: Artist 27 Oct 2020, 13:12
Janee
QUOTE
მაინტერესებს რას ნიშნავს..ან ის ბოქლომი

მანდ ეტყობა შენი კლასელების დამაკავშირებელი იყო ის ბოქლომი, რომელიც შენ გეჭირა ხელში... ხოდა როცა გადააგდე
მაშინ დაიშალა ის ერთობა... ანუ არასასურველი ერთობა... სულ ესაა... smile.gif

QUOTE
ზუსტად არ მახსოვს და მაგრად მწყევლის

ამ სიზმარში კი პირდაპირ ხედავ ვის სურს შენი ოჯახის დაქცევა სიზმარში იწყევლება, მაგრამ რეალში ასეთი ადამიანები
ძალზედ საშიშნი არიან, ისინი ჯადოებზეც მიდიან და ყველაფერს აკეთებენ თავისი ბოროტი ზრახვების შესასრულებლად...
თუ შესძლებ შენთვის იმის გახსენებას ვინც გწყევლიდა, მისი ყველა მცდელობა ჩაიშლება და უკან მიუვა... განცდით მაინც
შეეცადე გაიხსენო ის ვიღაცა და იგრძნო ვინმე ახლობელი წრიდან არის თუ ვინ შეიძლება იყოს... ანდა ყოველდღიურ ცხოვრებაში
შეეცადე დააკვირდე ვინ შეიძლება შურით იყოს, შენდამი ან შენ მთელ ოჯახზე, გამსჭვალული... და გააცნობიერე ეს გაცნობიერება
შველის საქმეს, ეხლაც როცა ვაცნობიერებთ ნეიტრალდება ის ბოროტება... შენ ეტყობა იცნობ კიდეც იმ ვიღაცას, ქვეცნობიერში გყავს...

Posted by: Janee 27 Oct 2020, 20:24
Artist
მადლობა დიდი
სიზმარში ვიცოდი და რომ.დავინახე ზურგი ვაქციე უფრო სწორად რომ დაიწყო მაგის ძახილი იმდენად მძიმე ტექსტი იყო რომ შემოვბრუნდი წამოვედი და გამეღვიძა
რეალურად რა აღნაგობისაცა ეეგთს არავის ვიცნობ
მაღალი გამხდარი და ქერა მოკლე თმით არავინ ვიცი თან მგონი თავი დაბლა ჰქონდა სახე სულ არ უჩანდა




როდესაც საერთოდ არ ხედავ სიზმრებს მაგდროს რა ხდება ქვეცნობიერში?

Posted by: Artist 27 Oct 2020, 20:57
Janee
QUOTE
მაღალი გამხდარი და ქერა მოკლე თმით არავინ ვიცი თან მგონი თავი დაბლა ჰქონდა სახე სულ არ უჩანდა

ზუსტად ისეთი შეიძლება არ იყოს... უბრალოდ უნდა იგრძნო ვინაა დაბოღმილი ანდა შურით სავსე... ქვეცნობიერი განცდას გადმოგცემს...

QUOTE
როდესაც საერთოდ არ ხედავ სიზმრებს მაგდროს რა ხდება ქვეცნობიერში?

სიზმრებს ყოველ გაღვიძების ანდა ჩაძინებისას ხედავ, ხოდა როდესაც ძალზე სწრაფად იღვიძებ ანდა იძინებ, მაშინ ვერ ასწრებ სიზმრის
დამახსოვრებას... ისე კი ყოველთვის ხედავს ადამიანი სიზმარს, მას ბევრი დრო არ სჭირდება, რაღაც ერთი გაელვებაში ნახულობ მთელ სიზმარს... smile.gif

Posted by: საქმიანნი 27 Oct 2020, 21:12
სულ გარდაცვლილი ბებო და ბაბუა მესიზმრებიან ამ ბოლო დროს
კი ვხვდები ხოლმე, რომ მკვდრები არიან, მაგრამ ის სიმყუდროვის და ბედნიერების შეგრძნება მიბრუნდება, ბავშვობაში რომ იყო.

ისე კართანაც სულ კატები მხვდებიან ყოველ დღე, გარეთაც მეხუტებიან სულ უცხოები
ძაან ვერ დააკავშირებ, მაგრამ მოდი, მაინც დავაკავშირებ, 9 სიცოცხლიანი კატები დამსდევენ და გარდაცვლილები მესიზმრებიან rolleyes.gif
ან კუდიანი ვარ, ან გლახათაა ჩემი საქმე და მივდივარ იქეთ biggrin.gif

Если часто снится покойная бабушка по соннику Лоффа Стоит вспомнить сон как можно более подробно, потому что сюжеты с покойниками никогда не снятся попусту. Чаще всего это предупреждение — ушедшие родственники хотят сказать о чем-то важном. Если отдавали бабушке чьи-то снимки, то тем, кто на них изображен грозит опасность, возможно даже смерть. Вспомните, кого именно вы увидели на фотографиях — возможно сможете чем-то помочь этим людям. Если во сне она плакала, в реальности ожидают различные ссоры. Но такой же сюжет может говорит о грусти — возможно вы совсем забыли о своей бабуле. Навестите могилку, сходите в церковь, чтобы душа усопшей успокоилась. Если увидели труп родственницы, ждите неприятностей. Есть вероятность, что вскоре серьезно заболеете.

Подробнее: https://horoscopes.rambler.ru/dreams/word/umershaya-babushka/?utm_content=horoscopes&utm_medium=read_more&utm_source=copylink


Posted by: Artist 27 Oct 2020, 21:58
საქმიანი
QUOTE
9 სიცოცხლიანი კატები დამსდევენ და გარდაცვლილები მესიზმრებიან
ან კუდიანი ვარ, ან გლახათაა ჩემი საქმე და მივდივარ იქეთ

გარდაცვლილებს შენი კარგად ყოფნა აინტერესებთ და იმიტომ გესიზმრებიან, რამეს მოგანიშნებენ ანდა
უბრალოდ იმ ძველ და მყუდრო გარემოს ისევ გახსენებენ... კატები კი იმიტომ დაგსდევენ ეტყობა კარგი
აურა გაქვს და მოსწონთ... ცხოველები საერთოდ აურას ხედავენ ადამიანისას და სხვა ცხოველებისასაც...

Posted by: Janee 27 Oct 2020, 22:01
Artist
მადლობა დიდი
ანუ ნახულობს სიზმარს და უბრალოდ არ ახსოვს




გარდაცვლილი პაპა ხშირად მესიზმრება მეც. რეალურად მასზე ფიქრის შედეგია მხოლოდ? თუ ზემოთ რაც დაწერე ეგეცაა
ანუ ვერ ვიგებ ხან რაზეც არ ვფიქრობ ის მესიზმრება


დავაკვირდი.-უმეტრსად შიში რაც მაქვს მაგას ვხედავ რისიც მეშინია ზოგადად.თორე რაც მიხაეია და გახარებული ვიძინებ არ მახსოვს რომ მესიზმრებოდეს

Posted by: კიჭარტი 27 Oct 2020, 22:17
სალიამიი.

გველები მესიზმრება ძალიან ხშირად.
ახლა კარგა ხანია არ დამსიზმრებია საბედნიეროდ ტფუ ტფუ ტფუ.

პანიკური ზიზღი მაქვს მაგათი. ხსენებაზეც კი რაღაც კლაკვნები მემართება და მაჟრიალებს. ბავშვობის დროინდელი გეშტალტია თუ რა არის არ ვიცი და როგორ დავძლიო ან შევეგუო მაგასაც ვერ ვხვდები.

არასოდეს მკბენენ, არ მახსოვს მასეთი შემთხვევა, მაგრამ სულ მახვევიან გარს. ხან ძაან ბევრნი არიან და პატარები, რამდენჯერმე კიდევ კაი მსუყე მსუქანა პითონი დამესიზმრა. ერთხელ მომდევდა ;დ

ეზოთერიკზე, ეს ვარიანტიც მითხრეს რომ შეიძლება შენი ტოტემია და გაურბიხარო facepalm.gif drug.gif

ერთმა მითხრა ფალოსის სიმბოლოაო biggrin.gif lol.gif

რაც უნდა იყოს ძალიან უსიამოვნოა. fingal.gif თქვენ რავარიანტები გაქვთ>?

Posted by: Artist 28 Oct 2020, 15:26
კიჭარტი
QUOTE
თქვენ რავარიანტები გაქვთ>?

გველის ნახვა სიზმარში მრავალმხრივ შეიძლება დანახული იყოს, მთავარია რა ხდება შენში ამ დროს...
ანუ შენ გეშინია მიუხედავად იმისა რომ არ გკბენენ.... ნუ არასასიამოვნო განწყობას იწვევენ რა თქმა უნდა...
ეს კი ნიშნავს იმას რომ რაღაცა არასასიამოვნოზე მიგანიშნებს შენი ქვეცნობიერი ამ სიმბოლოთი... გველის
სიმბოლო არის მედიცინაშიც გამოყენებული... მისი შხამი განმკურნავიცაა თუ მცირე დოზებით ხდება მისი
დამუშავება, ჰომეპატიურადაც კი... შენს შემთვევაში კი ქვეცნობიერი სიზმარში მიგანიშნებს ამ ამაზრზენზე
ეტყობა შენს ცხოვრებაში რაღაცა ხდება ისეთი რომ ამ ამაზრზენი სურათს იყენებს ქვეცნობიერი სიმბოლოდ....

პს.
კიჭარტი რას ნიშნავს? ჭიკარტი რომ იყო მაშინ გასაგები იქნებოდა...
ალბათ შეგეშალა თუ წინასწარ განძრახვით დაწერე ასე უკუღმა?


Posted by: საქმიანნი 28 Oct 2020, 15:27
Aრტისტ
მე ვიცოდი, რომ ავადმყოფებთან მიდიან, ტკივილის დასაამებლადო თუ რაღაც ასეთი :დ ამდენი გარდაცვლილები და ეს კატების დევნა ცუდად მენიშნა :დ
თუ მხოლოდ აურაშია საქმე, ძალიან კარგი
და თუ განვუტევე სული, ნუ დამშვიდობება მაინც გამომივა givi.gif

Posted by: Artist 28 Oct 2020, 15:34
საქმიანი
QUOTE
ამდენი გარდაცვლილები და ეს კატების დევნა ცუდად მენიშნა :დ
თუ მხოლოდ აურაშია საქმე, ძალიან კარგი
და თუ განვუტევე სული, ნუ დამშვიდობება მაინც გამომივა

ის კატები რეალში დაგსდევენ თუ ისინიც სიზმარშია?

დიახ თუ რეალშია, მე როგორც მივხვდი, მაშინ შენს აურაში ხედავენ რაღაცას კარგს...
ის მიცვალებულთა სულები კი ამ ცვლილებას აგრეთვე ხედავენ და შენთან სიზმარში
მოდიან... სანთელი დაუნთე მაინც, ანდა გააცნობიერე თუ რა სურთ მათ ამით მოგანიშნონ?

არავითარი დამშვიდობება და სულის განტევება... მაგ მონათხრობში არ ჩანს, საიდან მოიტანე?
რა რამეს გრძნობ? ავად ხარ თუ რა ხდება შენს ირგვლივ? თუ გინდა პმ-ზე მომწერე თუ აქ არ გსურს...

Posted by: საქმიანნი 28 Oct 2020, 15:40
Artist
რეალში დამსდევენ)) ნუ ვიხუმრე სიკვდილზე, უბრალოდ ისე დაემთხვა ეს ორი რაღაც )
ხო, მამაჩემიც ვნახე რამდენიმე ხნის წინ, ეგეც გარდაცვლილი.
რა ვიცი, იმედია კარგად ახდება

კი, მინდოდა ეკლესიაში მისვლა და ჩემს უბანში დაკეტილი დამხვდა. კორონას შიშით ლოცვაც აგვიკრძალეს ))

Posted by: Artist 28 Oct 2020, 15:48
საქმიანი
QUOTE
მამაჩემიც ვნახე რამდენიმე ხნის წინ, ეგეც გარდაცვლილი.

ერთი რამე ვერ გავიგე მამაშენი ცოცხალია და გარდაცვლილად ხედავ სიზმარში თუ არა?
QUOTE
კი, მინდოდა ეკლესიაში მისვლა და ჩემს უბანში დაკეტილი დამხვდა. კორონას შიშით ლოცვაც აგვიკრძალეს ))

სახლში დაანთე იყიდე ეკლესიის მაღაზიაში სანთლები და დაანთე...

Posted by: საქმიანნი 28 Oct 2020, 15:51
Artist
არა, მამაც გარდაცვლილია, ოღონდ ერთხელ ვნახე. ბებია-ბაბუა მესიზმრებიან ხშირად უფრო
ხან ერთად, ხან ცალ-ცალკე.
მარტო მონატრებას ვერ ვაბრალებ, აქამდეც მენატრებოდნენ, მაგრამ სიზმარში არ ვხედავდი user.gif

Posted by: Artist 28 Oct 2020, 15:55
საქმიანი
QUOTE
მარტო მონატრებას ვერ ვაბრალებ, აქამდეც მენატრებოდნენ, მაგრამ სიზმარში არ ვხედავდი

არა მონატრება არაა ეს... სიზმარში ისინი გეხმარებიან ანდა რაღაცა სურთ შენგან... ისე ის განწყობა
სიმყუდროვის ნიშნავს იმას რომ კარგის მომასწავლებელია მათი გამოჩენა სიზმარში... smile.gif

Posted by: კიჭარტი 28 Oct 2020, 23:12
QUOTE (Artist @ 28 Oct 2020, 15:26 )
კიჭარტი
QUOTE
თქვენ რავარიანტები გაქვთ>?

გველის ნახვა სიზმარში მრავალმხრივ შეიძლება დანახული იყოს, მთავარია რა ხდება შენში ამ დროს...
ანუ შენ გეშინია მიუხედავად იმისა რომ არ გკბენენ.... ნუ არასასიამოვნო განწყობას იწვევენ რა თქმა უნდა...
ეს კი ნიშნავს იმას რომ რაღაცა არასასიამოვნოზე მიგანიშნებს შენი ქვეცნობიერი ამ სიმბოლოთი... გველის
სიმბოლო არის მედიცინაშიც გამოყენებული... მისი შხამი განმკურნავიცაა თუ მცირე დოზებით ხდება მისი
დამუშავება, ჰომეპატიურადაც კი... შენს შემთვევაში კი ქვეცნობიერი სიზმარში მიგანიშნებს ამ ამაზრზენზე
ეტყობა შენს ცხოვრებაში რაღაცა ხდება ისეთი რომ ამ ამაზრზენი სურათს იყენებს ქვეცნობიერი სიმბოლოდ....

პს.
კიჭარტი რას ნიშნავს? ჭიკარტი რომ იყო მაშინ გასაგები იქნებოდა...
ალბათ შეგეშალა თუ წინასწარ განძრახვით დაწერე ასე უკუღმა?

ხო, უბრალოდ არაფერი ისეთი გამორჩეული და განსაკუთრებული არ მახსენდება რომ მომხდარიყოს პოსტფაქტუმ user.gif user.gif


Posted by: tornikeeeee 30 Oct 2020, 23:58
ჩემი აზრით სიზმარზე გადაყოლა არ ვარგა, ანუ ყველა სიზმარში რომ რაიმე ახსნას ეძებ არ არის სწორი

Posted by: Janee 31 Oct 2020, 09:26
Artist
ვაიმე ვინმე მითხრას რომ უბრალოდ სიზმარია :დდ
მოკლედ ენაზე ვმკურნალობ და ძაან შუშებით
დამესიზმრა რომ ბიოფსია ამიღეს :დ ყველაზე მეტად ამის მეშინია ცხოვრებაშჯ
უბრალოდ შიშია?

Posted by: dream_catcher 31 Oct 2020, 10:42
შიშისგან ჩემივე წკმუტუნმა გამაღვიძა დილით. ცოტაც და ტირილს მოვრთავდი



pop.gif

Posted by: Artist 31 Oct 2020, 16:32
Janee
QUOTE
უბრალოდ შიშია?

დიახ...
dream_catcher
QUOTE
ცოტაც და ტირილს მოვრთავდი

და არ გახსოვს რა ნახე სიზმარში ასეთი?

Posted by: dream_catcher 31 Oct 2020, 20:29
Artist
QUOTE
ნახე სიზმარში ასეთი?

ბუა

mo.gif

სიზმარში საწოლში ვიწექი, გატრუნული, თავზე საბანი მქონდა გადაფარებული. გვერდით მყოფს ვეუბნებოდი კარგად ჩაებღაუჭა საბნის ბოლოები, მონსტრი ცხოველი რომ არ შემომძვრალიყო და ამ დროს ზემოდან მისი სიმძიმე ვიგრძენი. შიშისგან ლამის მართლა ტირილი დავიწყე : )))
სხვა დროს ასე ახლო არ მოსულა, დამცველები მყავს ხოლმე

Posted by: პიანისტი 31 Oct 2020, 21:56
dream_catcher
ეგ გვერდზე მყოფი ვინ იყო? ანუ ის რატომ არ გიცავდა

Posted by: dream_catcher 1 Nov 2020, 12:08
პიანისტი
იმიტომ რომ მცველიც ცხოველია biggrin.gif
ადამიანი ვერ შეძლებს

Posted by: პიანისტი 1 Nov 2020, 21:32
dream_catcher
რომელი ცხოველია?
ვერც ნახევრად ცხოველი? biggrin.gif

Posted by: dream_catcher 1 Nov 2020, 22:37
პიანისტი
QUOTE
ვერც ნახევრად ცხოველი?

ვერაა
ხან კატაა ხან ვეფხვი

fingal.gif

Posted by: Artist 1 Nov 2020, 23:32
dream_catcher
QUOTE
ბუა

ესეიგი შენ უკვე იცი ბუა როგორ გამოიყურება? იქნებ აღწერო და დავხატავ... ან შენ დახატე თუ გეხერხება ხატვა'?

Posted by: klubnika 2 Nov 2020, 08:21
ბავშვობიდან ყოველ ღამე ვხედავ სიზმრებს
ზოგჯერ მიმეორდება
ზღვა თუ დამესიზმრა ესეიგი რაღაც ხდება ..
თუ ღელავს და ამღვრეულია აუცილებლად რამე ცუდი მოხდება, თუ წყნარი და სუფთ რაღაც კარგი ხდება ხოლმე
კიდე ბებიაჩემი მესიზმრება სულ და ვერ ველაპარაკები... სახეზეც ვერ ვხედავ კარგად .. სულ ვიცი ხოლმე რომ გარდაცვლილია და ძალიან ვტირი ხოლმე სიზმარში .

Posted by: dream_catcher 2 Nov 2020, 09:11
Artist
smile.gif
ეგ ყველას საკუთარი ჰყავს, ინდივიდუალური

თან ბუა შერბილებული ნათქვამი იყო :დ

Posted by: klubnika 2 Nov 2020, 17:29
user posted image

სერიებად რომ ყვები ყოველ დღე
:დ

Posted by: Artist 3 Nov 2020, 01:14
dream_catcher
QUOTE
ეგ ყველას საკუთარი ჰყავს, ინდივიდუალური

შეგიძლია აღწერო? შენი ბუა თუნდაც... მე არ მყავს რატომღაც...

* * *
უფრო სწორედ არ მყავს ნანახი ჩემი ბუა...
* * *
QUOTE
თან ბუა შერბილებული ნათქვამი იყო

ნუ რაც იყო ის აღწერე... ფრიად საინტერესოა...

Posted by: dream_catcher 3 Nov 2020, 09:42
Artist
ჰო, არაამქვეყნიური არსებები გაინტერესებს
მაგრამ ეს ამ ქვეყნისაა, ზოოლოგიის წიგნებში აღწერილი

არაფერი განსაკუთრებული

Posted by: მეცამეტე 3 Nov 2020, 13:31
უკვე მეორე დღეა მესიზმრება რომ საკუთარ თმას ჩემი ხელით ვიჭრი და ვიპარსავ

Posted by: Artist 3 Nov 2020, 22:30
dream_catcher
QUOTE
ჰო, არაამქვეყნიური არსებები გაინტერესებს
მაგრამ ეს ამ ქვეყნისაა, ზოოლოგიის წიგნებში აღწერილი

თუ არ გსურს ან არ შეგიძლია აღწერო? პირდაპირ თქვი და გავიგებ..
არაა საჭირო მიხვეულ მოხვეულებით თავის დაძვრენა შეკითხვისგან...smile.gif )))))

Posted by: dream_catcher 4 Nov 2020, 08:14
Artist
QUOTE
ფრიად საინტერესოა...

არანაირად არაა smile.gif

გეტყვი

Posted by: Artist 5 Nov 2020, 00:48
dream_catcher
QUOTE
გეტყვი

გასაგებია bis.gif

Posted by: ალექსიუს 7 Nov 2020, 11:16
ესეიგი ჩემი ოჯახის წევრები მესიზმრება

ბებიაჩემი და დედაჩემი და მეც ვიცინოდით რაღაცაზე

გუშინ ბებიაჩემი და ბიძაჩემი ოღონდ ახლა ძაან დამთრგუნველი იყო თითქოს ბიძაჩემისგან ფული ვისესხე და თან მე ძაან დეპრესიული დავდიოდი ჩანთებით ხელში და მერე ბიძაჩემმა ძაან მიუღებელი რაღაც მითხრა.


რას ნიშნავს? user.gif

Posted by: Artist 7 Nov 2020, 23:51
ალექსიუს
QUOTE
რას ნიშნავს?

ფული რომ ისესხე ეგ შეიძლება პრობლემების აღებას ნიშნავდეს...
ხოდა ბიძაშენმა მიუღებელი რაღაც თუ გითხრა ეს შენს ქვეცნობიერიდან
არის ამოსული, ქვეცნობიერად ბიძაშენთან გაქვს პრობლემა... გააჩნია რა
გითხრა იქიდან გამომდინარე შეიძლება მიხვდე ამ პრობლემის არსს....

Posted by: ალექსიუს 8 Nov 2020, 00:39
Artist

ყველაფერში როგორ ერკვევი ენციკლოპედია ხარ ნამდვილი smile.gif მადლობა love.gif

Posted by: Melakud 8 Nov 2020, 13:24
სიზმრები ჩემი მეორე ცხოვრება ))

Posted by: Artist 8 Nov 2020, 13:33
ალექსიუს
QUOTE
მადლობა

არაფერს smile.gif

Posted by: საქმიანნი 9 Nov 2020, 16:01
ამასწინათ რომ დავწერე, გარდაცვლილები მესიზმრებიან მეთქი, ორი უსაყვარლესი ნათესავი გარდაგვეცვალა..იმედია აწი აღარ ამიხდება ასე :|
დედაჩემსაც და ჩემს დასაც ესიზმრებოდნენ თურმე. ო მოკლედ sad.gif


Posted by: Artist 10 Nov 2020, 14:01
საქმიანი
QUOTE
დედაჩემსაც და ჩემს დასაც ესიზმრებოდნენ თურმე.

ეტყობა კოლექტიური შეტყობინება იყო ბედში... იმედია მართლაც აღარ
იქნება ასეთი რამ შენც ქვეცნობიერში და სიზმრებში...
dream_catcher
სად დაკარგე ავატარი?

* * *
ალექსიუს
იშოვე ბოლო ბოლო შესატყვისი ავატარი? თუ ისევ ჯერ დაეძებ...

* * *
Melakud
QUOTE
სიზმრები ჩემი მეორე ცხოვრება

დიახ.. ადამიანი სამ მდგომარეობაში ცხოვრობს:
1. დღის ცნობიერებაში... 2. სიზმრის ცხოვრება... 3. ღრმა ძილის...

Posted by: Melakud 10 Nov 2020, 14:34
Artist

სერიულ სიზმრებზე რას იტყვით? ბავშვობიდან მაქვს სერიზული სიზმრები.

ბავშვობის წლებში დაახლოებით 10 წლის ასაკამდე ხშირად მესიზმრებოდა შემოდგომის ტყე, უფრო ღამის ბაღი. ძირს ჩამოყრილ ფოთლებში ულამაზეს მედლებს ვპოულობდი. წარმოიდგინეთ ღამე, ჩამოყრილი ფერადი ფოთლები და აქა-იქ ჩამალული დიდი, საოცარი მედალიონები. ფერადი მედლები მართლა მიყვარდა, ბაბუებს ვართმევდი თუ კი რამე ჰქონდათ შენახული ))

მოზარდობიდან დღემდე პერიოდულად მესიზმრება ზღვა, პლიაჟი და დიდი ტალღა. მე და ჩემი ახლობლები მუდამ ვასწრებთ ხოლმე დიდი ტალღისგან თავის დაღწევას. რაც მთავარია, მაგ დროს მხოლოდ საკუთარი თავი კი არა, დედაჩემი და სხვა ახლობლებიც მადარდებს ვინც იქ არიან. ამხელა ტალღისგან გამოქცევა არასასიამოვნო უნდა იყოს, მაგრამ გამოსვლა და გადარჩენილი ახლობლების ნახვა დიდი შვებაა.

კიდევ არის რაღაც სერიები smile.gif

Posted by: Artist 10 Nov 2020, 14:47
Melakud
QUOTE
სერიულ სიზმრებზე რას იტყვით? ბავშვობიდან მაქვს სერიზული სიზმრები.

ეგ სიზმრების განვითარებული ვარიანტია, ანუ შენ უფრო განვითარებული ხარ სიზმრების ამბავში...
შემდეგი ეტაპია როდესაც იცი რომ სიზმარში ხარ და ცნობიერად მოძრაობ სიზმარში... smile.gif
QUOTE
ბავშვობის წლებში დაახლოებით 10 წლის ასაკამდე ხშირად მესიზმრებოდა შემოდგომის ტყე, უფრო ღამის ბაღი.

კარგია ის რომ ეს კარგად გახსოვს და აკვირდები ამას ყველაფერს... smile.gif თანაც რომანტიული განცდები ახლავდა ასეთ
სიზმრების სერიას... ოქროსფერი შემოდგომა და ულამაზესი მედლების პოვნა...
QUOTE
მოზარდობიდან დღემდე პერიოდულად მესიზმრება ზღვა, პლიაჟი და დიდი ტალღა.

აქ კი შიშის გრძნობა იწყებს ქმედებას, საკუთარი თავი იმდენად არ გადარდებს როგორც ახლობლები, თნაგრძნობის განცდა
პოულობს შენს ქვეცნობიერში ადგილს...
QUOTE
კიდევ არის რაღაც სერიები

სერიებს რას ეძახი? ანუ გრძელდება სერიებივით ზღვის სიუჟეტები თუ ერთიდაიგივე მეორდება? თუ მეორდება მაშინ სერიები
არ გამოდის... გამეორებადი გამოდის...

Posted by: Melakud 10 Nov 2020, 14:54
Artist
QUOTE
სერიულ სიზმრებზე რას იტყვით? ბავშვობიდან მაქვს სერიზული სიზმრები.

ეგ სიზმრების განვითარებული ვარიანტია, ანუ შენ უფრო განვითარებული ხარ სიზმრების ამბავში...
შემდეგი ეტაპია როდესაც იცი რომ სიზმარში ხარ და ცნობიერად მოძრაობ სიზმარში...
QUOTE
ბავშვობის წლებში დაახლოებით 10 წლის ასაკამდე ხშირად მესიზმრებოდა შემოდგომის ტყე, უფრო ღამის ბაღი.

კარგია ის რომ ეს კარგად გახსოვს და აკვირდები ამას ყველაფერს...  თანაც რომანტიული განცდები ახლავდა ასეთ
სიზმრების სერიას... ოქროსფერი შემოდგომა და ულამაზესი მედლების პოვნა...


მადლობა, კი ასეა.

QUOTE
QUOTE
მოზარდობიდან დღემდე პერიოდულად მესიზმრება ზღვა, პლიაჟი და დიდი ტალღა.

აქ კი შიშის გრძნობა იწყებს ქმედებას, საკუთარი თავი იმდენად არ გადარდებს როგორც ახლობლები, თნაგრძნობის განცდა
პოულობს შენს ქვეცნობიერში ადგილს...


გეთანხმებით. როცა ასეთ აპოკალიპტურ სიზმარს ვხედავ (კიდევ მაქვს ხოლმე, რომ ცაში მნათობები ჩნდება და დედამიწას ემუქრებ), მარტო საკუთარ თავზე არა, მთლიანობად აღვიქვამ საკუთარ თავს და ახლობლებს.

QUOTE
კიდევ არის რაღაც სერიები

სერიებს რას ეძახი? ანუ გრძელდება სერიებივით ზღვის სიუჟეტები თუ ერთიდაიგივე მეორდება? თუ მეორდება მაშინ სერიები
არ გამოდის... გამეორებადი გამოდის...

პლიაჟს და ტალღის მოახლოებას ხშირად ვხედავ, ოღონდ ადგილები იცვლება. სულ სხვადასხვა ადგილას ვარ, ხან ვინ მახლავს, ხან ვინ. ზოგჯერ მარტოც ვყოფილვარ. დიდი მოცურავე არ ვარ, ზოდიაქოს მიხედვითაც არ არის წყალი ჩემი სტიქია, მაგრამ ბოლო წლებში ვხვდები, ძალიან მიყვარს. სიზმარშიც ძალიან ხშირად ვხედავ და რეალურადაც ვისვენებ შინაგანად როცა იქ ვარ.

QUOTE
სერიებს რას ეძახი?


კიდევ არის ასეთი განმეორებადი სიზმარი, როცა სადღაც უცებ აღმოვაჩენ რომ ფეხშიშველი ვარ შუა ქალაქში. მერე დიდი დისკომფორტ იწყება. შიშველი ფეხებით მიწევს რუსთაველზე სიარული, ან ტაქსს ვაჩერებ რომ სახლში წამიყვანოს.

ეს სიზმარი თუ არ ვცდები არასრულფასოვნების კომპლექსზე მეტყველებს smile.gif

Posted by: Artist 10 Nov 2020, 15:06
Melakud
QUOTE
ეს სიზმარი თუ არ ვცდები არასრულფასოვნების კომპლექსზე მეტყველებს

no.gif
ასეთი რამ ესიზმრებათ ხოლმე როდესაც საბანი გადახდილი აქვთ ფეხის ტერფებზე და ცოტა
სიცივე აწუხებთ... ანდა რაღაცა დაავიწყდა ადამიანს და ქვეცნობიერი ასეთ სიმბოლოებით მიანიშნებს...
რომ ფეხსაცმლის ჩაცმა დაგავიწყდა თითქოს, ისე კი სხვა რაღაცა არ უნდა დაავიწყდეს ადამიანს ცხოვრებაში...
თანაც გააჩნია სიტუაციას, ხან სულ მთლად შიშველი ფეხებით დადი ადამიანი ხან კი წინდები აცვია და ა.შ.
* * *
QUOTE
მთლიანობად აღვიქვამ საკუთარ თავს და ახლობლებს.

აი ესაა მთავარი განცდა, როდესაც სხვა ადამიანს ისე აღიქვამ როგორც საკუთარ თავს...

Posted by: ალექსიუს 10 Nov 2020, 15:43
Artist
არა ჯერ ეს არ მომწონს. ცხოვრებაშიც 2 ერთნაირი დღეც კი არ მაქვს

პ.ს ახლა უკვე მე თვითონ ვაპატარავებ givi.gif

Posted by: Artist 10 Nov 2020, 15:47
ალექსიუს
QUOTE
პ.ს ახლა უკვე მე თვითონ ვაპატარავებ

ის პროგრამა გამოგადგა?

Posted by: ალექსიუს 10 Nov 2020, 16:27
QUOTE (Artist @ 10 Nov 2020, 15:47 )
ალექსიუს
QUOTE
პ.ს ახლა უკვე მე თვითონ ვაპატარავებ

ის პროგრამა გამოგადგა?

კი ის yes.gif


2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: Artist 10 Nov 2020, 20:44
ალექსიუს
QUOTE
ცხოვრებაშიც 2 ერთნაირი დღეც კი არ მაქვს

შენ ის უზეირი ხომ არა ხარ? ნიკებს რომ იცვლიდა განუწყვეტლივ?
ეხლა ავატარს იცვლი მხოლოდ და ეს უფრო ადვილი საქმეა?

თუ სხვა ხარ...

* * *
QUOTE
კი ის yes.gif
2kiss.gif  2kiss.gif  2kiss.gif 


კარგიაა... მაგ პროგრამას საკმაოდ ბლომად საშუალებები აქვს...
უბრალოდ უნდა გაერკვე... ფაილის შენახვისას კი დაბოლოება
უნდა შეურჩიო ექსპირტის დროს... თვითო კი თითქმის ყველა
დაბოლოების ფაილებს ხსნის ანუ ფოტოებს უფრო სწორად...

Posted by: ალექსიუს 10 Nov 2020, 21:13
Artist
არა 6წელია აქ არ ვყოფილვარ და ძველი ნიკი რაც მაშინ მქონდა პაროლი არ მახსოვს.ასე რომ..


წყალსაც ნუ გამატნევ ახლა ავატარის გამო : დ gigi.gif

Posted by: Artist 10 Nov 2020, 21:19
ალექსიუს
QUOTE
წყალსაც ნუ გამატნევ ახლა ავატარის გამო

არა იცვალე რამდენიც გსურს, მე რაში მეკითხება...
უბრალოდ რეგისტრაცია ახალი გაქვს და ამიტომ
ვიფიქრე... ისე თუ მიმართავ თიმს შეიძლება აღგიდგინოს
ის ძველი ნიკი თუ გინდა რა თქმა უნდა...

Posted by: ალექსიუს 10 Nov 2020, 21:36
QUOTE (Artist @ 10 Nov 2020, 21:19 )
ალექსიუს
QUOTE
წყალსაც ნუ გამატნევ ახლა ავატარის გამო

არა იცვალე რამდენიც გსურს, მე რაში მეკითხება...
უბრალოდ რეგისტრაცია ახალი გაქვს და ამიტომ
ვიფიქრე... ისე თუ მიმართავ თიმს შეიძლება აღგიდგინოს
ის ძველი ნიკი თუ გინდა რა თქმა უნდა...

მადლობა ძალიან მზრუნველი ხარ smile.gif

Posted by: საქმიანნი 10 Nov 2020, 21:59
Artist
რაღაც მართლა არსებობს

ამ წუთას გავიგე, მეზობელიც გაგუდულა დღეს გაზით. მეშინია უკვე, აღარ მინდა არაფრის დასიზმრება.







Posted by: Artist 11 Nov 2020, 14:01
საქმიანი
QUOTE
ამ წუთას გავიგე, მეზობელიც გაგუდულა დღეს გაზით. მეშინია უკვე, აღარ მინდა არაფრის დასიზმრება.

რა დაგესიზმრა ამისთანა მეზობლის გაიგუდვა რომ იწინასწარმეტყველე? ის რაც ხდება ცხოვრებაში მაინც მოხდება
შენ დაგესიზმრება თუ არა, შენ უბრალოდ წინასწარ გრძნობ ეტყობა ამას. შენ სიმბოლურად რას ხედავ საინტერესოა...

Posted by: . 13 Nov 2020, 19:26
საშინელი სიზმარი ვნახე.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Posted by: Artist 13 Nov 2020, 21:09
.
QUOTE
რატომ დამესიზმრა ეს აბსურდი?!

ეტყობა შენს ქვეცნობიერს სხვა მომენტებიც აქვს დაჭერილი იმ მომღერალში ანუ გარკვეული განცდები...
მხოლოდ სიმპატიები და მოწონება არაა მანდ, ხოდა ის სხვა მომენტები ასეთი სახით წარმოჩინდა სიზმარში...
ამით ქვეცნობიერი მიგანიშნებს რომ არც თუ ისე იდეალურადაა საქმე იმ მომღერალთანო... სულ ესაა... smile.gif

Posted by: benduqidze 16 Nov 2020, 00:07
Artist
სალამი როგოგრ ხარ?
ვიცი დღეს ვინც დამესიზმრება ღამე და თუ ახდება მითხარი ხვალ რას ნიშნავს ეს ყველაფერი biggrin.gif old.gif facepalm.gif

Posted by: Artist 16 Nov 2020, 01:42
benduqidze
QUOTE
სალამი როგოგრ ხარ?
ვიცი დღეს ვინც დამესიზმრება ღამე და თუ ახდება მითხარი ხვალ რას ნიშნავს ეს ყველაფერი

მე არამიშავს მადლობა მოკითხვისთვის... ოკ. ხვალ გეტყვი რას ნიშნავს...

Posted by: ninunin 16 Nov 2020, 17:38
Artistფაქტობრივად თქვენი ახსნილი სიზმარი ზუსტად ამიხდა, რესფექთ

Posted by: benduqidze 17 Nov 2020, 02:28
QUOTE (Artist @ 16 Nov 2020, 01:42 )
benduqidze
QUOTE
სალამი როგოგრ ხარ?
ვიცი დღეს ვინც დამესიზმრება ღამე და თუ ახდება მითხარი ხვალ რას ნიშნავს ეს ყველაფერი

მე არამიშავს მადლობა მოკითხვისთვის... ოკ. ხვალ გეტყვი რას ნიშნავს...

გისმენ ყურადღებით eek.gif

Posted by: Artist 17 Nov 2020, 04:32
benduqidze
QUOTE
გისმენ ყურადღებით

ესეიგი აგიხდა ვინც გინდოდა რომ დაგსიზმრებოდა ?
უფრო სწორად იცოდი წინასწარ ვინც დაგესიზმრებოდა ხო?
ესეიგი შენ გაქვს წინასწარი ინტუიცია, გრძნობ ვინ დაგესიზმრება, ანდა
აპროგრამებ შენს ქვეცნობიერს და ის გესიზმრება ვინც გსურს... სულ ესაა
მაგ ფენომენის ახსნა... თვითონ სიზმრის ახსნა თუ გაინტერესებს მაშინ
უნდა მოყვე სიზმარი და შევეცდები ავხსნა... smile.gif

Posted by: benduqidze 17 Nov 2020, 16:48
QUOTE (Artist @ 17 Nov 2020, 04:32 )
benduqidze
QUOTE
გისმენ ყურადღებით

ესეიგი აგიხდა ვინც გინდოდა რომ დაგსიზმრებოდა ?
უფრო სწორად იცოდი წინასწარ ვინც დაგესიზმრებოდა ხო?
ესეიგი შენ გაქვს წინასწარი ინტუიცია, გრძნობ ვინ დაგესიზმრება, ანდა
აპროგრამებ შენს ქვეცნობიერს და ის გესიზმრება ვინც გსურს... სულ ესაა
მაგ ფენომენის ახსნა... თვითონ სიზმრის ახსნა თუ გაინტერესებს მაშინ
უნდა მოყვე სიზმარი და შევეცდები ავხსნა... smile.gif

კი, დამესიზმრა ოღონდ სიმართლე გითხრა ბუნდოვნად მახსოვს სიზმარი.
მე უფრო მეორე ვარიანტი მგონია ოღონდ ავტომატურად “აპროგრამებს” რასზეც ვფიქრობ დღის განმავლობაში

Posted by: Artist 18 Nov 2020, 15:02
benduqidze
QUOTE
მე უფრო მეორე ვარიანტი მგონია ოღონდ ავტომატურად “აპროგრამებს” რასზეც ვფიქრობ დღის განმავლობაში

ეგ ხო ავტომატურად ხდება... მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში შენ ცნობიერად გააკეთე ეს, წინასწარ გაიფიქრე და დაგესიზმრა...

Posted by: simohaya 20 Nov 2020, 17:23
სიზმარში ფეხბურთის თამაში რას ნიშავს....

ვითომ მაღალ შენობაზე ვიდექი და ფეხბურთს ვთამაშობდი..ძალიან მომწონდა ეს სიტუაცია

Posted by: Artist 20 Nov 2020, 17:32
simohaya
QUOTE
ვითომ მაღალ შენობაზე ვიდექი და ფეხბურთს ვთამაშობდი..ძალიან მომწონდა ეს სიტუაცია

ეს ნიშნავს იმას რომ შენი ქვეცნობიერი გიჩვენებს, რომ შიშის დაძლევა შეგიძლია, ანუ სიმაღლიდან
ჩამოვარდნის შიში არ გაქვს... პირიქით მოგწონს კიდეც რისკი...

Posted by: simohaya 20 Nov 2020, 17:48
Artist
QUOTE
ეს ნიშნავს იმას რომ შენი ქვეცნობიერი გიჩვენებს, რომ შიშის დაძლევა შეგიძლია, ანუ სიმაღლიდან
ჩამოვარდნის შიში არ გაქვს... პირიქით მოგწონს კიდეც რისკი...

lol.gif lol.gif lol.gif

ხოო ისეთი სამუშაო მაქვს აშკარად არ უნდა მეშინოდეს სიმაღლის...მაღალ სარტულებზე ფასადებზე ვმუშაობ ლუფთებს ვაწყობ ხელოსნებისთვის და მუშებისთვის...თავიდან აშკარად მეშინოდა სიმაღლის ახლა ნამდვილად არა...

Posted by: marituna 20 Nov 2020, 22:28
გუშინწინ დილით მესიზმრა... ყინულში და თოვლში თამაშობდა პატარა გოგონა. უხაროდა, ბედნიერი იყო.. მოულოდნელად ყინული ჩატყდა, რომ მივიხედე ჩავარდნილი იყო უკვე. ხელი მოვიქნიე რომ სადმე მომეკიდა და ამომეყვანა ... გამეღვიძა (((

მაშინ ვერ მივხვდი რას ნიშნავდა, ეხლა მივხვდი (((

Posted by: Artist 21 Nov 2020, 01:11
marituna
QUOTE
მაშინ ვერ მივხვდი რას ნიშნავდა, ეხლა მივხვდი (((

და რას ნიშნავდა? რას მიხვდი...


Posted by: marituna 21 Nov 2020, 18:51
Artist
რა ასოციაცია მოგიტანათ?
თან დღის საათებში ბავშვს მივუწექი, სულ 15 წუთი მეძინა და ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვიდა..
ორსულად ვიყავი ((

Posted by: ბუსხი 21 Nov 2020, 19:16
სიზმრებს ვხედავ რომლებიც ზუსტად მიხდება. ამის წინ სიზმარში წერილი მომწერეს, ზუსტად იგივე შინაარსის მივიღე რამდენიმე დღეში

Posted by: Artist 21 Nov 2020, 22:06
ბუსხი
QUOTE
სიზმრებს ვხედავ რომლებიც ზუსტად მიხდება.

წინასწარ მეტყველების კანდიდატი ყოფილხარ...
marituna
QUOTE
რა ასოციაცია მოგიტანათ?

მე ასე ვიტყოდი, რომ რაღაცა პრობლემა მოგიგვარდა თავისთავად...
QUOTE
თან დღის საათებში ბავშვს მივუწექი, სულ 15 წუთი მეძინა და ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვიდა..
ორსულად ვიყავი

ესეც სიზმარში ნახე თუ ინფორმაცია ნაღდია?


Posted by: marituna 21 Nov 2020, 22:41
Artist
პრობლემა მომიგვარდა? რაზე დაყრდნობით ამბობ ? :/
საინტერესოა ამ კუთხით დანახვაც, მაგრამ (((

ნაღდია,) დღის საათებში მესიზმრა ანუ ..

Posted by: ბუსხი 22 Nov 2020, 13:01
Artist
QUOTE
წინასწარ მეტყველების კანდიდატი ყოფილხარ...

არ გამეცინა

Posted by: Zuka911 22 Nov 2020, 15:48
დამესიზმრა რო ჩემს მეგობრებთან ერთად მივდიოდი დასასვენებლად, მერე ტელევიზორში გამაოცხადეს რო რუსეთი პოლონეთს დაესხა და მესამე მსოფლიო ომი დაიწყო up.gif


9 სექტემბერი იყო, ყველას ეკიდა, მე კიდე ვიცოდი რო დამენძრეოდა და მომიჭირა

Posted by: Artist 24 Nov 2020, 23:15
marituna
QUOTE
პრობლემა მომიგვარდა? რაზე დაყრდნობით ამბობ ?

საერთოდ ბავშვის ნახვა სიზმარში პრობლემასთან არის დაკავშირებული, გააჩნია რა
ვარიანტში ნახავ... შენს შემთხვევაში პრობლემა გაქრა...როგორც ყინულში ჩავარდა ისე...

ბუსხი
QUOTE
არ გამეცინა

არც მე არ გამცინებია...

Posted by: marituna 26 Nov 2020, 19:33
Artist
პირდაპირ კი ამიხდა (

მადლობა ))

Posted by: Artist 27 Nov 2020, 21:28
marituna
QUOTE
მადლობა

არაფერს smile.gif

Posted by: VAMPIRE_W 18 Dec 2020, 15:30
ძალიან საინტერესო სიზმარი დამესიზმრა წუხელ .
სიზმარი მომავლიდან.

დამესიზმრა ვითომ მთვარეზე ვიყავი.
ანუ ადამინებს , მთვარეზე გაშენებული გვქონდა ქალაქები და იყო ჩვეულერბივი ცხოვრება.
კოსმოსური ხომალდით ჩავედი ვითომ მთვარეზე, გარეთ ფეხი არ დამიდგამს , სულ შენობებში ვიყავი , მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ მთვარეზე ხდებოდა ეს ამბავი. რაღაც გრანდიოზული კონცერტს ვგეგმავდით და დედამიწიდან დელეგაციის ჩამოსვლას ველოდებოდით.



Posted by: Artist 18 Dec 2020, 23:03
VAMPIRE_W
QUOTE
ძალიან საინტერესო სიზმარი დამესიზმრა წუხელ .
სიზმარი მომავლიდან.

მართლაც საინტერესო სიზმარი გინახავს... მაგრამ შესაძლოა უფრო წარსულიდან იყოს
ვიდრე მომვალიდან... მთვარე წარსული პლანეტაა ადამიანების ყოფიერებაში... smile.gif

Posted by: VAMPIRE_W 19 Dec 2020, 14:51
Artist
მე ვიგულისხმე რომ მთვარეზე ქალაქის გაშენების პერსპექტივა, უფრო მომავალს ეკუთვნის.

თვითონ სიზმრის შინაარსი კი უფრო წარსულიდან არის მართალი ხართ, ჩემი უფროსი იყო იქ და არ ვიყავი კმაყოფილი მასთან მუშაობით. და რეალურად ასეც არის, მინდა სამსახურიდან წამოსვლა და ვაპირებ ცოტა ხანში.

Posted by: Artist 19 Dec 2020, 15:05
VAMPIRE_W
QUOTE
მე ვიგულისხმე რომ მთვარეზე ქალაქის გაშენების პერსპექტივა, უფრო მომავალს ეკუთვნის.

მთვარის განვითარება განვლილი ეტაპია ადამიანებისთვის, ასე რომ მთვარეზე გაშენების არავითარი
პერსპექტივა არ არსებობს... ხოდა სწორედ მაგან მიმახვედრა რომ წარსულზე ლაპარაკობდი... smile.gif
QUOTE
თვითონ სიზმრის შინაარსი კი უფრო წარსულიდან არის მართალი ხართ

up.gif + + +

Posted by: Stormtrooper1 20 Dec 2020, 01:28
როცა სიზმარში ხარ რეალობიდან შემოსული ხმები სიზმრის სურათს ცვლის, ეს დავადგინე.

ერთხელ ვნახულობდი სიზმარს სადღაც ვიყავი შეპარული რაღაც უნდა მომოპარა და უცებ ტელეფონმა დამირეკა და ნევები მომეშალა. სიზმარშივე ამოვიღე ტელეფონი ჯიბიდან და ხმა გავუთიშე.

ეგ იყო და გამეღვიძა, ანუ ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. იგივე მელოდია, იგივე ტელეფონი რაც მაქვს უცებ გაჩნდა სიზმარშიც. საინტერესოა მგონი..

Posted by: Tensee 20 Dec 2020, 02:52
QUOTE (Stormtrooper1 @ 20 Dec 2020, 01:28 )
როცა სიზმარში ხარ რეალობიდან შემოსული ხმები სიზმრის სურათს ცვლის, ეს დავადგინე.

ერთხელ ვნახულობდი სიზმარს სადღაც ვიყავი შეპარული რაღაც უნდა მომოპარა და უცებ ტელეფონმა დამირეკა და ნევები მომეშალა. სიზმარშივე ამოვიღე ტელეფონი ჯიბიდან და ხმა გავუთიშე.

ეგ იყო და გამეღვიძა, ანუ ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. იგივე მელოდია, იგივე ტელეფონი რაც მაქვს უცებ გაჩნდა სიზმარშიც. საინტერესოა მგონი..

Ki egre

Zilis dros shegizliaa adamians rame shtunergo

daprogramo

An aswavli

An ganumarti daajero hagage fieorw driost dgeis da ase shemdeg

Posted by: Aleqto 20 Dec 2020, 11:21
ძაან აბდაუბდა სიზმრის ფრაგმენტებს ვხედავ....თითქოს სხვადასხვა სიზმრის ნაწყვეტებს. ჯამში ერთ აზრს არ კრავს,მარა ყველაში რაღაც არის, საერთო, საიდანაც თითქოს შეგიძლია რაღაც ბმა მონახო,მარა რანაირადაც არ ვაკავშირებ, მაინც უაზრობა გამოდის და ერთ ამბავს მაინც ვერ ვიღებ...ეს ფრაგმენტებიც დაუსრულებელია,ანუ არსაიდან დაწყებული ამბის ფრაგმენტია...პრინციპში ყველა სიზმრის დასასრული ალბათ გაღვიძებაა მარა ამ ბოლოს ჩემთან სხვანაირად ხდება...აი ასე, შუა გზაში ერთი ფრაგმენტიდან ჰოპ,უცებ მეორე ფრაგმენტი იწყება...და ასე ერთმანეთთან კავშირის არ მქონე ფრაგმენტები,იმდენი,რამდენსაც გაღვიძებამდე ვასწრებ...

Posted by: Artist 20 Dec 2020, 21:19
Stormtrooper1
QUOTE
როცა სიზმარში ხარ რეალობიდან შემოსული ხმები სიზმრის სურათს ცვლის, ეს დავადგინე.

ერთხელ ვნახულობდი სიზმარს სადღაც ვიყავი შეპარული რაღაც უნდა მომოპარა და უცებ ტელეფონმა დამირეკა და ნევები მომეშალა. სიზმარშივე ამოვიღე ტელეფონი ჯიბიდან და ხმა გავუთიშე.

ეგ იყო და გამეღვიძა, ანუ ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. იგივე მელოდია, იგივე ტელეფონი რაც მაქვს უცებ გაჩნდა სიზმარშიც. საინტერესოა მგონი..

ძალზედ საინტერესოა ასეთი დაკვირვება და აქედან კარგად ჩანს რომ სიზმარში დრო არც კი გადის ... მინუსებშიც კი ხდება ეს... უდროო ჟამში ხარ მაგ დროს..

როდესაც ტელეფონის ზარი გაღვიძებს მაგ დროს ხდება სიზმარი ანუ იმ ზარს წინ უსწრებს სიზმრის ნახვა... ანუ ის გარეგნული ზარი იწვევს ამ სიზმარს რომ
შენ სადღაც იყავი შეპარული და ამ დროს შენი ტელეფონი რეკავდა... ანუ იმ გარეგნულმა ზარმა გამოღვიძების პროცესი დაიწყო და მოასწარი იმ ყველაფრის
ნახვა...

საერთოდ ცნობილია რომ ადამიანი სიზმარს ნახულობს ჩაძინების ანდა გამოღვიძების დროს.. უფრო ამასხოვრდება გამოღვიძებისას ნანახი სიზმარი...


Posted by: Stormtrooper1 20 Dec 2020, 22:22
QUOTE (Artist @ 20 Dec 2020, 21:19 )
Stormtrooper1
QUOTE
როცა სიზმარში ხარ რეალობიდან შემოსული ხმები სიზმრის სურათს ცვლის, ეს დავადგინე.

ერთხელ ვნახულობდი სიზმარს სადღაც ვიყავი შეპარული რაღაც უნდა მომოპარა და უცებ ტელეფონმა დამირეკა და ნევები მომეშალა. სიზმარშივე ამოვიღე ტელეფონი ჯიბიდან და ხმა გავუთიშე.

ეგ იყო და გამეღვიძა, ანუ ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. იგივე მელოდია, იგივე ტელეფონი რაც მაქვს უცებ გაჩნდა სიზმარშიც. საინტერესოა მგონი..

ძალზედ საინტერესოა ასეთი დაკვირვება და აქედან კარგად ჩანს რომ სიზმარში დრო არც კი გადის ... მინუსებშიც კი ხდება ეს... უდროო ჟამში ხარ მაგ დროს..

როდესაც ტელეფონის ზარი გაღვიძებს მაგ დროს ხდება სიზმარი ანუ იმ ზარს წინ უსწრებს სიზმრის ნახვა... ანუ ის გარეგნული ზარი იწვევს ამ სიზმარს რომ
შენ სადღაც იყავი შეპარული და ამ დროს შენი ტელეფონი რეკავდა... ანუ იმ გარეგნულმა ზარმა გამოღვიძების პროცესი დაიწყო და მოასწარი იმ ყველაფრის
ნახვა...

საერთოდ ცნობილია რომ ადამიანი სიზმარს ნახულობს ჩაძინების ანდა გამოღვიძების დროს.. უფრო ამასხოვრდება გამოღვიძებისას ნანახი სიზმარი...


კი ეგრეა. ჩაძინებისას იწყება სიზმარი და ხშირად ხდება ისე, რომ ჩაძინება გამოღვიძების პროცესში სიზმარი იცვლება ან რეალობას და სიზმარს ვერ განასხვავებ ხოლმე როცა რეალობიდან შემოსული ხმები სიზმარს ერწყმის საერთოდ დაკარგული ხარ სხვა სამყაროში.
* * *
QUOTE (Tensee @ 20 Dec 2020, 02:52 )
QUOTE (Stormtrooper1 @ 20 Dec 2020, 01:28 )
როცა სიზმარში ხარ რეალობიდან შემოსული ხმები სიზმრის სურათს ცვლის, ეს დავადგინე.

ერთხელ ვნახულობდი სიზმარს სადღაც ვიყავი შეპარული რაღაც უნდა მომოპარა და უცებ ტელეფონმა დამირეკა და ნევები მომეშალა. სიზმარშივე ამოვიღე ტელეფონი ჯიბიდან და ხმა გავუთიშე.

ეგ იყო და გამეღვიძა, ანუ ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. იგივე მელოდია, იგივე ტელეფონი რაც მაქვს უცებ გაჩნდა სიზმარშიც. საინტერესოა მგონი..

Ki egre

Zilis dros shegizliaa adamians rame shtunergo

daprogramo

An aswavli

An ganumarti daajero hagage fieorw driost dgeis da ase shemdeg

Inception biggrin.gif

=========================================================

Posted by: alikantura 21 Dec 2020, 12:39
Aleqto
QUOTE
ძაან აბდაუბდა სიზმრის ფრაგმენტებს ვხედავ....თითქოს სხვადასხვა სიზმრის ნაწყვეტებს. ჯამში ერთ აზრს არ კრავს,მარა ყველაში რაღაც არის, საერთო, საიდანაც თითქოს შეგიძლია რაღაც ბმა მონახო,მარა რანაირადაც არ ვაკავშირებ, მაინც უაზრობა გამოდის და ერთ ამბავს მაინც ვერ ვიღებ...ეს ფრაგმენტებიც დაუსრულებელია,ანუ არსაიდან დაწყებული ამბის ფრაგმენტია...პრინციპში ყველა სიზმრის დასასრული ალბათ გაღვიძებაა მარა ამ ბოლოს ჩემთან სხვანაირად ხდება...აი ასე, შუა გზაში ერთი ფრაგმენტიდან ჰოპ,უცებ მეორე ფრაგმენტი იწყება...და ასე ერთმანეთთან კავშირის არ მქონე ფრაგმენტები,იმდენი,რამდენსაც გაღვიძებამდე ვასწრებ...

ნარკოზი ხომ არ გაკითებია ბოლო პერიოდში?

Posted by: Aleqto 21 Dec 2020, 18:02
alikantura
არანაირი არაფერი, ანალგინიც კი არ დამილევია smile.gif

Posted by: buxxx 22 Dec 2020, 01:22
სიზმრის ამხსნელი კომპეტენტური სასტავი პოსტავს კიდევ ? old.gif

Posted by: ninunin 28 Dec 2020, 01:42
Artist
სულ მინდა მოვყვე, 2 დღის წინ ვნახე , თითქოს ვიყავი ჩემ მეგობარი ბიჭთან სახლში , ხოდა ასეთ ტექსტს მეუბნენა შენ რისი შენ იქნებოდიო მე რო არ მიყვარდეო, თან აი რეალურად დადებითი ენერგეტიკა, სითბო და სიყვარული მოდიოდა ვგრძნობდი სიზმარში,შემდეგ ვითომ დედამისი ჩამოვიდა , ნუ სიზმარში დედა ცოტა სხვა გარგნობის იყო მარა ეგ იგულისხმებოდა თავის საქმეებში იყო ჩართული, პარალელურად ვუღაც უცნობი ხალხი იყო არაფერი განსაკუთრებული დატვირთვა მათ არ ქონსათ სიზმარში, ხალხი იყო უბრალოდ,ძირითადი ხაზი იყო ეს ბიჭი მე მაგრძნობინებდა სიყვარულს, შემდეგ დედაჩემიც გაიჩითა მასთან სახლში, საბოლოოდ აი ამ სიყვარულის აურაში გამეღვიძა და იმდენად რეალობა მეგონა, გამიტყდა რო სიზმარი იყო, ძნ სიყვარულით და ბედნიერი შეგრძნებით გამეღვიძა, და რას ნიშნავს ეს სიზმარი თუ შეგიძლია ამიხნა?

Posted by: Artist 28 Dec 2020, 23:43
ninunin
QUOTE
აი ამ სიყვარულის აურაში გამეღვიძა და იმდენად რეალობა მეგონა, გამიტყდა რო სიზმარი იყო, ძნ სიყვარულით და ბედნიერი შეგრძნებით გამეღვიძა, და რას ნიშნავს ეს სიზმარი თუ შეგიძლია ამიხნა?

ორი დღის წინ თუ ნახე ესეიგი 25-დეკემბერის ღამეს? ეს კი ნიშნავს რომ იანვრის თვეში ასეთი სიყვარულის აურაში იქნები გახვეული...

საერთოდ ცნობილია, რომ 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე სიზმრები რა განწყობასაც გიქმნიან იმ განწყობით ხარ შემდგომ მთელი წელი ანუ ყოველი დღე ანუ ღამე
შეესატყვისება თვეს... თორმეტი თვე იქნება ამ დღეებში წარმოდგენილი... ასე რომ დააკვირდით.. მარტი უკვე იყო ეხლა აპრილის ღამეა დღეს...

Posted by: ninunin 28 Dec 2020, 23:55
Artist
QUOTE
ორი დღის წინ თუ ნახე ესეიგი 25-დეკემბერის ღამეს? ეს კი ნიშნავს რომ იანვრის თვეში ასეთი სიყვარულის აურაში იქნები გახვეული...

კი ზუსტად ეგ ღამე იყო smile.gif
QUOTE
საერთოდ ცნობილია, რომ 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე სიზმრები რა განწყობასაც გიქმნიან იმ განწყობით ხარ შემდგომ მთელი წელი ანუ ყოველი დღე ანუ ღამე
შეესატყვისება თვეს... თორმეტი თვე იქნება ამ დღეებში წარმოდგენილი... ასე რომ დააკვირდით.. მარტი უკვე იყო ეხლა აპრილის ღამეა დღეს...


მადლობა smile.gif

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 28 Dec 2020, 23:57
QUOTE
საერთოდ ცნობილია, რომ 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე სიზმრები რა განწყობასაც გიქმნიან იმ განწყობით ხარ შემდგომ მთელი წელი ანუ ყოველი დღე ანუ ღამე
შეესატყვისება თვეს... თორმეტი თვე იქნება ამ დღეებში წარმოდგენილი.



ცუდად ყოფილა ჩემი საქმე. biggrin.gif

Posted by: Artist 29 Dec 2020, 17:46
~Annabelle°Haunting~
QUOTE
ცუდად ყოფილა ჩემი საქმე.

დააკვირდი განწყობებს, რომელი თვის შესატყვის დღეს როგორი განწყობით
გამოიღვიძებ... იქნებ სხვა თვეებში გამოკეთდეს ეგ საქმე თუ წინა არ იყი კარგი...

Posted by: ninunin 4 Jan 2021, 12:25
Artist
მოვედი, სიზმარა
* * პამიდორი მომიტანა ვიღაცამ სიზმარში სამსახურში მაგიდაზე მეწყო ბევრი იყო, საშუალო ზომის წითელი,პარკი არ მქონდა წამოსაღები , სადღაც ვიშოვე ჩავდე და წამოვიღე თან ვფიქრობდი ვიღაცამ ჩანთაში რო ჩაიწყო პირდაპირ თქო სულ ჩაიჭლიტა თქო და მე კარგად წამოვიღე, რას ნიშნავს?

Posted by: Ambitious_Person 4 Jan 2021, 13:41

სიზმარი არაა მაგრამ მინდა აქვე დავწერო
ორი რამ მაწუხებს :
1) "ენის ყივილი " - აი რაღაც რომ ვტქვა ან გავიფიქრო "გაუაზრებლად" ანუ შენმა ქვეცნობიერმა რომ გაფიქროს ისე შენგან დაუკიტხვაად ბევრჯერ ყოფილა მომხდარა ის
და სულ მეშინია ცუდი რამ არ მოხდეს თქო , ან რაღაცას ისე რომ შეხედავ და გრძნობა მქონდას" ვარიანტი დაგემართება
2) მეორეა ე.წ "დეჯავუ", თუმცა ეს არაა უფრო იმისგან გამომდინარე ადრე განიცადეო, უფრო ის რომ ადრე დაინახე რომ ამას განიცდიდი , თუნდაც წვრილმანები . თუნდაც კონკრეტული სირუაცია საუბრები რომ მიდის და მომენტებში იაზრებ რომ მსგავსი ნახე

Posted by: Artist 4 Jan 2021, 20:14
ninunin
QUOTE
მე კარგად წამოვიღე, რას ნიშნავს?

შენი მოხერხებულობით თვითკმაყოფილების განცდაა და დაკავშირებულია
იმ დღეებთან ანუ 25 დეკემბრიდან თორმეტი დღე შეესატყვისება შემდეგი
წლის 12 თვეს... ხოდა რომელ დღესაც ნახე ანუ ღამეს იმ თვეს შეესაბამება...
ალბათ 3 იანვარს რომ დაღამდა და 4 იანვარი რომ თენდებოდა მაშინ ნახე'?
ოქტომბერია მე მგონი... ზუსტად თვითონ გამოითვალე... 25 -ში რომ ღამდება
იქედან მოყოლებული... ანუ 26 რომ თენდება... smile.gif


* * *
პს.
იმ მთელი თვის განმავლობაში მასეთი განწყობა და განცდები გექნება დაახლოვებით...
პირდაპირი გაგებით არ გაიგო ოღონდ... პომიდვრები არ იქნება მთელი თვე... wink.gif
უბრალოდ ის თვითკმაყოფილების განცდა, საქმეებს კარგად მოაგვარებ საკუთარს და ა.შ.

Posted by: ninunin 4 Jan 2021, 20:24
Artist
მგონი ნოემბერი გამოდის წუხელ ვნახე 4 რომ თენდებიდა, ანუ პამიდორი კონჯრეტულად ნიშნავს რამეს? განწყობა გასაგებია smile.gif

Posted by: შროდინგერისფისო 4 Jan 2021, 20:33
Artist
სიზმარში ვნახე 2მზე:ძალიან ლამაზი,უცნაური სანახაობა იყო და ვცდილობდი ტელეფონით გადამეღო:გადაღებული რომ შევამოწმე იუპიტერის ფოტო შემრჩა_რას ნიშნავს?
ფ.ს 21 დეკემბრს გამახსენდა ეგ სიზმარი და ცაზე რაც მოხდა ეგ ხო არ ვნახეთქო წინასწარ_ან იქნებ სხვანაირად იხსნება..

Posted by: Artist 4 Jan 2021, 20:53
შროდინგერისფისო
QUOTE
სიზმარში ვნახე 2მზე:ძალიან ლამაზი,უცნაური სანახაობა იყო და ვცდილობდი ტელეფონით გადამეღო:გადაღებული რომ შევამოწმე იუპიტერის ფოტო შემრჩა_რას ნიშნავს?
ფ.ს 21 დეკემბრს გამახსენდა ეგ სიზმარი და ცაზე რაც მოხდა ეგ ხო არ ვნახეთქო წინასწარ_ან იქნებ სხვანაირად იხსნება..


შეიძლება ეგ მოვლენაც იყო წინასწარ დანახული თუ დაახლოვებით ასეთ სტილში ნახე:

user posted image

ისე კი ორი მზის ნახვა კარგია, ერთი შინაგანი მზე და მეორე გარეგანი...
"მზე შინა და მზე გარეთა მზევ შინ შემოდიო" ღრმა აზრია ამ სიტყვებში... smile.gif

* * *
ninunin
QUOTE
ანუ პამიდორი კონჯრეტულად ნიშნავს რამეს?

იმენად აქვს მნიშვნელობა რამდენადაც გაფრთხილება სჭირდება, რომ არ დაიჭყლიტოს
ანუ ასეთი საფრტხილო საქმეებს მოაგვარებ, თან წითელი ფერიც ნიშნავს რომ საყურადღებოა...

Posted by: ninunin 4 Jan 2021, 21:12
Artist
QUOTE

იმენად აქვს მნიშვნელობა რამდენადაც გაფრთხილება სჭირდება, რომ არ დაიჭყლიტოს
ანუ ასეთი საფრტხილო საქმეებს მოაგვარებ, თან წითელი ფერიც ნიშნავს რომ საყურადღებოა...
მადლობა smile.gif

Posted by: შროდინგერისფისო 4 Jan 2021, 21:15
Artist
მსგავსად არ იყო,გვერდიგვერდ უფრო,მაგრამ რახან ერთი ამბავი იყო 21ის აპლანეტების გნლაგებაზე უნებურად ამომიტივტივდა და ვიფიქრე,ეგ მოვლენა ხომარ ვნახეთქო...
QUOTE
მზე შინა და მზე გარეთა მზევ შინ შემოდიო" ღრმა აზრია ამ სიტყვებში...

შეგიძლია ამიხსნა?
* * *
QUOTE
ისე კი ორი მზის ნახვა კარგია, ერთი შინაგანი მზე და მეორე გარეგანი

სხვათაშორის ადრეც მინახავს ციური სხეულები ერთად:მგონი მზე და მთვარე..მიყვარს ეგეთი სიზმრები..ძაან ლამაზია ხოლმე bis.gif

Posted by: Artist 4 Jan 2021, 21:45
ninunin
QUOTE
მადლობა

არაფერს smile.gif

შროდინგერისფისო
QUOTE
შეგიძლია ამიხსნა?

მე მგონია რომ ადამიანზეა ეს სიტყვები, მზე შინა მისი მაღალი მეობაა... მზე გარეთა კი მისი მდაბალი "მე"-ა...
ხოდა როდესაც ის მდაბალი "მე" მზესავით დაიწყებს ბრწყინვას მას იერთებს ადამიანი და ამით სრულყოფილი
ხდება.. ანუ მზე გარეთას ეუბნება შემოდი შინო ჩემშიო და ერთიანდება ეს ორი მზე ანუ ორი "მე" და სრულყოფილია
მაშინ ადამიანი... შემიძლია უფრო დაწვრილებითაც, მაგრამ ამ ეტაპზე ესეც გასაგებია მე მგონი... smile.gif

Posted by: შროდინგერისფისო 4 Jan 2021, 21:54
QUOTE
მე მგონია რომ ადამიანზეა ეს სიტყვები, მზე შინა მისი მაღალი მეობაა... მზე გარეთა კი მისი მდაბალი "მე"-ა...
ხოდა როდესაც ის მდაბალი "მე" მზესავით დაიწყებს ბრწყინვას მას იერთებს ადამიანი და ამით სრულყოფილი
ხდება.. ანუ მზე გარეთას ეუბნება შემოდი შინო ჩემშიო და ერთიანდება ეს ორი მზე ანუ ორი "მე" და სრულყოფილია
მაშინ ადამიანი... შემიძლია უფრო დაწვრილებითაც, მაგრამ ამ ეტაპზე ესეც გასაგებია მე მგონი...
საინტერესო ახსნაა up.gif




Posted by: Levan ch 5 Jan 2021, 11:09
ფილმის სიუჟეტია მაგრამ ესე იყო :დ

სადღაც უცნობ ადგილას, ბუნებაში დახურულ შენობაში ვიყავით მე და კიდევ ორი ადამიანი ზუსტად არ ჩანდა მაგრამ თითქოს ერთი ბანდის უფროვისით იყო თან მეგობარი იყო
მაიმუნი გვყვავდა რომელიც იმან მოკლა და რომ ვლაპარაკობდი ეს რა გააკეთათქო (მანამდე ვეუბნეოდი გავუშვათთქო) ის უფროსივით ტიპი წავიდა და რაღაც კონვერტი დატოვა ბევრი ნაწერი იყო და ორი წყვილი ხელთათმანი ზუსტად ამ დროს შენობაში ვიღაც უცხო ტიპები შემოესივნენ აი ინდიელები რომ დაეცემოდნენ ხოლმე ესე ჩვენ ერთი მხრიდან გავიქეცით და ტრიალ მინდორში მოვხვდით სადაც გასახედნი ცხენები ძოვდნენ ბალახს, ერთს მივეპარეთ და შევახტით გავიქეცით მწვანე გორა იყო და ზემოთკენ გაიქცა ცხენი და ვიღაც ტიპი ფეხით მოგვდევდა, ცხენი სწრაფად გარბოდა მაგრამ ის ტიპი ფეხით ხან ცოტა წამოგვეწეოდა ხან უკან იხევდა
რა მითხრა ქვეცნობიერმა? biggrin.gif

Posted by: alikantura 5 Jan 2021, 16:42
Levan ch
მოგახსენებ, უბრალოდ კითხვა.
QUOTE
მაიმუნი გვყვავდა რომელიც იმან მოკლა და რომ ვლაპარაკობდი ეს რა გააკეთათქო (მანამდე ვეუბნეოდი გავუშვათთქო)

ანუ ბანდის უფროსმა მოკლა?

ეს შენობა ვინმეს სახლი იყო? თუ რა დანიშნულების იყო?

ეს ხალხი სინამდილეში იცი ვინც იყვნენ? თუ რეალობაში არ არსებული ხალხია, რომლებიც უბრალოდ სიზმარში იყვნენ მეგობრები?

ეს ბანდის მეთაური არ მონაწილეობდა ამ დევნაში? მრავლობითში წერ გავრბოდითო, ანუ შენ და ეს 2 გარბოდით?

Posted by: საქმიანნი 5 Jan 2021, 17:03
QUOTE
საერთოდ ცნობილია, რომ 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე სიზმრები რა განწყობასაც გიქმნიან იმ განწყობით ხარ შემდგომ მთელი წელი ანუ ყოველი დღე ანუ ღამე

გუშინ გრინ ქარდი მოვიგე და ვკითხულობდი, ახლა რა ვქნა მეთქი, რა საბუთებია ნეტა საჭირო თქო :დ
სადღაც ოქტომბერში მიწევს ხო? ))

კიიდევ ზღვა დამესიზმრა
დიიდი ტალღებით, არავინ ბანაობდა, თუმცა სანაპირო ხალხით იყო სავსე
მერე სასტუმროში დავბრუნდი, სართული შემეშალა და მესამეზე ავედი, მეორეზე უნდა შევსულიყავი
ჰოდა სიზმარში ალბათ კიბის არსებობას არ ვცნობ და დიდი სავენტილაციო მილით ჩამოვბობღდი მეორეზე up.gif
მეორეზე გახურებული ფართი ჰქონდათ ახალგაზრდებს და მე მკითხულობდნენ, სად წავიდაო, მე კიდევ სავენტილაციოდან დავყურებდი :დ

ამნაირი უაზრობა რატომ დამამახსოვრდა, არ ვიცი givi.gif

Posted by: Levan ch 5 Jan 2021, 17:25
alikantura
QUOTE
ანუ ბანდის უფროსმა მოკლა?

ხო, თან უფროსიც არა აი ცოტა ზედმეტი ზეგავლენა რომ აქვს ადამიანს შენზე ესეთ ტიპად აღვიქვი სიზმარში(რეალურად არ მყავს ესეთი არავინ, არც ვმუშაობ სადმე რომ უფროსი იყოს და ა.შ)
ოღონდ ეს მაიმუნი რომ მოკლა მერე აღვიქვი მაიმუნად და მერე გამოჩნდა სიზმარში, მანამდე უბრალოდ ვეუბნეოდი გავუშვათთქო და ამან ჯიბრით ესროლა და წავიდა ეგრევე
რომ წავიდა მეორე (სიზმარში ჩემნაირ ტიპს, რომელზეც იგივენაირი ზეგავლენა ჰქონდა იმას) ტიპს ვუხსნიდი ეს რა გააკეთა მეთქი მაგრამ ეს "მეორე ტიპი" შეიძლება ისევ მე ან ჩემი რაღაც ნაწილი იყო არც ფიგურა მინახავს არც რამე უთქვამს უბრალოდ ესე მახსოვს რომ ვიღაცას ველაპარაკებოდი და კიდევ იქიდან მახსოვს ცხენს რომ შევახტი გავიფიქრე ეს აქ არ დავტოვო (მივატოვო) მეთქი და რომ შევახტი ისიც ვიგრძენი რომ ამოვიდა, ოღონდ ცხენზე მარტო ვიჯექი biggrin.gif ანუ რაღაც დაახლოებით სინდისის ვარიანტში ვინმე იყო ესე მგონია.

QUOTE
ეს შენობა ვინმეს სახლი იყო? თუ რა დანიშნულების იყო?

შენობა ტრიალ მინდორში, არავის სახლი და უბრალოდ თავშესაფარივით იყო, თან პატარაც არ იყო და არც დანგეული ან ნანგრევი და არც ძაან მაგარი არ იყო

QUOTE
ეს ხალხი სინამდილეში იცი ვინც იყვნენ? თუ რეალობაში არ არსებული ხალხია, რომლებიც უბრალოდ სიზმარში იყვნენ მეგობრები?

არ ვიცი ვინ იყვნენ

QUOTE
ეს ბანდის მეთაური არ მონაწილეობდა ამ დევნაში?

არა, ის რომ წავიდა გაქრა სულ

QUOTE
მრავლობითში წერ გავრბოდითო, ანუ შენ და ეს 2 გარბოდით?

სულ 3 ვიყავით, ერთი წავიდა ე.წ ბანდი უფროსი(ეს ნაღდად იყო სიზმარში) და ერთიც დარჩა (ამისთვის არ შემიხედავს მაგრამ ისე ველაპარაკებოდი როგორც ჩვეულებრივ და მერე ცხენზე ასვლისასაც გავიფიქრე არ მივატოვოთქო)

აი ცხენით გაქცევა იყო ის რამაც ემოცია დამიტოვა, რომ გამეღვიძა
თან თვითOნ ცხენი იყო ველური და მიპარვით შევახტი რომ დავენახე და გაქცეულიყო დამიჭერდნენ (ის ტიპი რომ წავიდა სახლიდან მერე ეგრევე ვიღაცეები ისე მოგვეპარნენ როგორც ინდიელები უვლიან ხოლმე სახლს გარშემო და ჩUმად წრეს აკეთებენ და უახლოვდებიან სახლს, წრეც პატარავდება)

შემდეგ მაგრად მიაჭენებდა ცხენი და არ იყო ურჩი, მინდორი იყო და ცოტა აღმართზე მიდიოდა
ვიღაც ფეხით მომდევდა და თან მეწეოდა თან ვერა, ძაან ახლოს არ მოსულა მარა რომ გეწევიან იმის შიშიც მქონდა და თან ჯირითის გაქროლებასაც ვგრძნობდი. დაჟე სახეზეც კი მახსოვს ის მდევარი, შევხედე(სახლის სცენაში არავინ მახსოვს არც შემიხედავს სახეზე იქ)

კონკრეტულად ალბათ რთულია ესე თქმა და ზოგადად რას ნიშნავს ესეთი სიზმარი?
* * *
მინდვრის სიმწვანე მახსოვს მაგრად და ასევე მწვანე გარემო

Posted by: Artist 5 Jan 2021, 20:53
Levan ch
QUOTE
რა მითხრა ქვეცნობიერმა?

სადაც არა სჯობს გაცლა სჯობსო...
პს.
მოვა ალიკანტურა და დაწვრილებით აგიხსნის... smile.gif

საქმიანი
QUOTE
სადღაც ოქტომბერში მიწევს ხო? ))

yes.gif
ოღონდ განწყობა მხოლოდ, როგორიც გქონდა განწყობა იმ დღეს
ისეთი იქნება მთელი ის თვე... ანუ ოქტომბერი...

* * *
პს. უფრო სწორედ იმ ღამეს სიზმრის განწყობას ვგულისხმობ...

Posted by: საქმიანნი 5 Jan 2021, 20:56
Artist
უჰ, აბა ეს დღეები კი ვარ მშვენიერ განწყობაზე და ბავშვივით ბედნიერი ვიღვიძებ )
ჩემი ყოფილა ეს წელი )))
სიზმარიც თუ ამიხდება, მთლად უკეთესად ვიქნები

Posted by: Artist 5 Jan 2021, 21:02
საქმიანი
QUOTE
სიზმარიც თუ ამიხდება, მთლად უკეთესად ვიქნები

სავენტილაციო მილში ყოფნას გულისხმობ ? ... wink.gif
პს.
ის განწყობები რაც სიზმრის შემდგომ გრჩება ის შეესატყვისება ამა თუ იმ თვის განწყობას...

* * *
QUOTE
ბავშვივით ბედნიერი ვიღვიძებ

ეგაა ის რაც მთელი წელი გაგყვება... smile.gif

Posted by: საქმიანნი 5 Jan 2021, 21:10
Artist
QUOTE
სავენტილაციო მილში ყოფნას გულისხმობ ? ...

lol.gif lol.gif
კარგი, მაშინ სიზმრის პირველი ნაწილი მინდა -გრინ ქარდის მოგება bis.gif
მეორე ნაწილზე იმედს ვიტოვებ, რომ არასდროს არ ახდება :დ

ამ "ბის"-ზე გამახსენდა, კულინარიაში გამოცანებს რატომ აღარ დებთ?

Posted by: simohaya 5 Jan 2021, 21:48
წყლის დალევა რას ნიშნავს....

ვითომ კლდეზე ავდიოდი და სუფთა წყაროს წყალი გადმოდიოდა კლდიდან და ეგ დავლიეეე

Posted by: Bird90 6 Jan 2021, 02:03
მე დამესიზმრა რაღაც მჭირდა და ვიღაცამ მითხრა წავსულიყავი ზღვაზე, რომელსაც ჰქონდა ძალიან სიღრმეში შავ წყლად წოდებული ადგილი. ეს შავი წყალი იყო რაღაც ცოცხალი ორგანიზმის მსგავსი, რომელსაც ჰქონდა საკუთარი ცნობიერება და ვინც იქ შევიდოდა თავად წყვეტდა ეს ადგილი ეს ადამიანი იცოცხლებდა თუ დაიღუპებოდა..მე გადავწყვიტე ჩავსულიყავი. რაღაც ხის ნავის მსგავს ადგილზე ჩავწექი და ეს ნავი ჩაცურდა ზღვაში ძალიან ღრმად და მთელი სიჩქარით მიქროდა ამ შავი წყლისაკენ. როდესაც მივუახლოვდი იმ ადგილს სახეზე ვგრძნობდი წყლის სიბლანტეს, თითქოს მაზუთში ვბანაობდი. ძალიან შემეშინდა და დავხუჭე თვალები და ვერ დავინახე კარგად რა იყო ეს ადგილი, მაგრამ ჩონჩხები მედებოდნენ და რაღაც არსებები დაცურავდნენ გარშემო. მერე უცებ მთელი ძალით ამომქაჩა რაღაცამ და ჰაერში ამაგდო მთელი ძალით ამ ნავიანად სადაც ვიწექი, გადამაფრინა და დამაბრუნა ნაპირზე - რაღაც უცნაური ფრინველი იყო, ფერადი და მბზინავი. რას ნიშნავს ხომ არ იცით?

Posted by: alikantura 6 Jan 2021, 11:31
Levan ch
ჩემი აზრით ქვეცნობიერი ამ სიზმრით გიყვება რეალურ ცხოვრებაში გადამხდარ სიუჟეტს სიმბოლურად.
ეს ბანდის უფროსი, სავარაუდოდ შენი სამეგობროს ერთერთი წევრია (ანუ რეალობაში სხვა პიროვნებაა, მაგრამ სიზმარში მიიღო სხვა ადამიანის სახე), რომელიც ყველაზე ავტორიტეტულია სამეგობროში, ალბათ ამით აიხსნება ამ პირის ბანდის უფროსობა სიზმარში. ანუ ისე ნუ გაიგებ, რომ რაიმე განსაკუთრებული სტატუსი რომ ქონდეს. აი უფრო ისეთი ტიპი, რომელის აზრსაც უფრო მეტი გავლენა აქვს ვიდრე სხვების აზრს და კომუნიკაციაში ყველაზე აქტიური ტიპი.
არის რაღაც ქვმედება მის მიერ ჩადენილი, რაც სიზმარში წარმოჩინდა როგორც მაიმუნის მკვლევობა. რომელიც მან შენგან/თქვენგან (სამეგობროს) დამოუკიდებლად მიიღო, ან შენი/თქვენი რჩევების საპირისპიროდ.
რასთან დაკავშირებით მიიღო ეს გადაწყვეტილება ძნელი სათქმელია, ორი ვარიანტია. პირველ შემთხვევაში მაიმუნი შეიძლება გამოხატავდეს რომელიმე პიროვნებას. შედარებით ინფანტილურ პიროვნებას, რომელთანაც მან დაასრულა ურთიერთობა. ეს შეიძლება თქვენივე სამეგობროს წევრი იყოს, ან სამეგობროსთან შორიახლოს მდგომი პირი. აი მაგალითად, უბნის სამეგობრო რომ წარმოვიდგინოთ. ერთი სასტავი რომ მეგობრობდეს და ამის გარდა რომ იყოს უბნელი, რომელთანაც სასტავი არ მეგობრობს, მაგრამ რომ იცნობენ და ხშირად ხედავენ. შესაძლოა ამ ადამიანმა საკუთარი ინფანტილური დამოკიდებულებით რაღაცა დააშავა, ან შენი მეგობრისთვის მიუღებელი რამე გააკეთა და ამ შენმა მეგობარმა მის მიმართ ზედმეტად მკაცრი სადამსჯელო ზომა გამოიყენა, რაც შენ არ ეთანხმებოდი და მორალურად არასწორედ თვლიდი. მეორე განმარტებით, მაიმუნი გამოხატავს ინფანტილურ, დაუფიქრებელ საკითხს, აი მაიმუნობაო რომ დაარქმევ, ისეთი. რომელიც ასევე რადიკალური გზით გადაჭრა შენმა მეგობარმა. რაც ზოგადად მეგობრებსაც გიკავშირდებოდათ, მაგრამ ამან ერთპიროვნულად გადაჭრა. ან მარტო ამ მეგობარს უკავშირდებოდა, უბრალოდ ყველა ჩართული იყავით ამ გადაჭრაში.
აი სიზმრის შემდგომი ფაზა ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს შენს დამოკიდებულებას ზოგადად მომხდართან. შენ ემიჯნები მეგობრის გადაწყვეილებას, თუმცა გაქვს ერთგვარი სინდისის შემოტევა. ალბათ იმიტომ რომ შენ მის ადგილას ესე არ მოიქცევოდი. თავად შენს მეგობარს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო დიდად ეს არ ანაღვლებს. მაგრამ ამ საკითხს განიცდი. ეს განცდა წარმოჩენილია იმ ინდიელების შემოსევით. გაქცევა არის მცდელობა, რომ ამ თემაზე არ იფიქრო, თუმცა ქვეცნობიერად ეს საკითხი გსტრესავს და ქვეცნობიერი ცდილობს ცნობიერად გაგააზრებინოს ეს ემოციები.

კიდევ ერთი ვარიანტია, რომ ეს ხალხი სიზმარში შენს სამეგობროს კი არა გამოხატავს, არამედ რაღაც წრეს, რომელიც შენი მეგობრები არ არიან, მაგრამ ერთად გიწევს ყოფნა. მაგალითად სპორტულ გუნდში, სადაც არავისთან არ მეგობრობ, მაგრამ ერთად რომ რაღაცას აკეთებენ. ანუ უნივერსიტეტში რაღაც ჯგუფი, სადაც ყოფნა გიწევს.

Posted by: fork 6 Jan 2021, 14:38
მძიმე განწყობაზე ვარ და წუხელ ოთხი სრულიად სხვადასხვა სიზმარი ვნახე, მოკლე-მოკლე მონაკვეთებში.
ერთიმეორეზე კოშმარი.

უსიზმროდ როგორ დავიძინო,წამალი არ იცით?

Posted by: Levan ch 6 Jan 2021, 18:41
alikantura
მადლობა up.gif
____________

Posted by: alikantura 7 Jan 2021, 12:34
Levan ch
არაფერს.
რამესთან ახლოს იყო ახსნა? მაინტერესებს ხოლმე რამდ3ნად სწორედ ან შეცდომით მოვახდინე ახსნა

Posted by: Bird90 7 Jan 2021, 16:14
alikantura

იქნებ ჩემი სიზმარიც ამიხსნათ რა user.gif

Posted by: alikantura 7 Jan 2021, 17:43
Bird90
შენს სიზმარში ბევრი ინფორმაციაა გამოტოვებული. რაც ახსნისთვის მნიშვნელოვანია. მაგალითად.
1. რა გჭირდა რისთვისაც ზღვაზე წასვლის რჩევა მიიღე?
2. ვინ გირჩია ეს?
3. შავი წყლის თვისებებზე ამ ადამიანისგან გაიგე? თუ სხვანაირად გახდი ინფორმირებული?
4. ამ ფრინველზე მინდა უფრო მეტი რომ მითხრა. წყლიდან ამოვ8და თუ ზემოდან მოვიდა? ან მებისმიერ რამ რასაც გაოხსენწბ

Posted by: fork 7 Jan 2021, 18:04
წუხელს სიზმარში დოქტორი სტრენჯი ვიყავი!

ახსნა დაიდოს!!!

Posted by: Levan ch 7 Jan 2021, 18:19
alikantura
QUOTE
რამესთან ახლოს იყო ახსნა?

კი იყო, თან ახლოს კიარა ზუსტად. უბრალოდ იმდენად ძველი ამბავი იყო რომ მე არც მიფიქრია მასზე და ამ ქვეცნობიერს რაღა უნდა რას დაძვრება biggrin.gif
იმპულსი მე არ მიმიცია მაგრამ შეიძლება ვერ მივხვდი ისე მივეცი?

უბრალოდ ეხლა სხვა პრობლემებ მაქვს, ჯანმრთელობაზე, და ვიფიქრე მასთან კავშირში იყო ეს სიზმარი. ცხენით გაქროლვა და ა.შ
ცოტა უკმაყოფილო დავრჩი biggrin.gif

Posted by: Bird90 7 Jan 2021, 18:25
QUOTE (alikantura @ 7 Jan 2021, 17:43 )
Bird90
შენს სიზმარში ბევრი ინფორმაციაა გამოტოვებული. რაც ახსნისთვის მნიშვნელოვანია. მაგალითად.
1. რა გჭირდა რისთვისაც ზღვაზე წასვლის რჩევა მიიღე?
2. ვინ გირჩია ეს?
3. შავი წყლის თვისებებზე ამ ადამიანისგან გაიგე? თუ სხვანაირად გახდი ინფორმირებული?
4. ამ ფრინველზე მინდა უფრო მეტი რომ მითხრა. წყლიდან ამოვ8და თუ ზემოდან მოვიდა? ან მებისმიერ რამ რასაც გაოხსენწბ


1. ასე კონკრეტულად რა მჭირდა არ მახსოვს, მაგრამ ემოციურად ვიყავი ძალიან ცუდად.
2. არ ურჩევია ნაცნობს, არ მახსოვს იმ ადამიანის სახე ან სქესი ან რანაირად გადავიკვეთე მასთან, მაგრამ უცნობი ადამიანი იყო რომელმაც იცოდა ამ ზღვის შესახებ და ისიც დაინახა რომ მჭირდებოდა ეს, მიუხედავად იმისა რომ მე არ მითხოვია დახმარება მისთვის. (ეს შავი წყალი იყო ძალიან სიღრმეში, ზევიდან არ ჩანდა ზღვაზე საერთოდ)
3. კიდე ის მომენტი იყო რომ როდესაც იმ წყალში შევედი ეს ნავი თითქოს შენელდა (იქამდე მიქროდა მთელი სისწრაფით სიღრმისკენ) მაგრამ არ გაჩერებულა, უბრალოდ ნელა მიდიოდა. მერე უცებ ისე მთელი სიჩქარით ავვარდი ზევით.
როდესაც რაღაც ძალამ ამომაგდო ზღვიდან იქ ჩემს გვერდით არავინ არ იყო, თითქოს რაღაცამ ზევიდან ამქაჩა იმ ნავიანად და ამისროლა მაგრამ უკვე ზევით რომ აღმოვჩნდი და გავაცნობიერე რომ მივფრინავდი დავინახე ის ფრინველი რომელსაც ვეჭირე (ფრინველი წყალში არ იყო ჩემთან ერთად, როდესაც ამოვედი მერე დავინახე რომ ვეჭირე) არ იყო მთლად ფრინველის მსგავსი უფრო ცხოველს ჰგავდა (მაგალითად არ ჰქონდა ნისკარტი) მაგრამ დაფრინავდა და ძალიან ფერადი იყო და ბზინავდა. ერთი კიდე ის მახსოვს რომ ეს ფრინველი როგორი იყო უფრო სრულად გავიაზრე როდესაც მიწაზე გადმომსვა უკვე, ანუ იქამდე თითქოს ბუნდოვნად ვხედავდი რა იყო.

კიდე ის მახსოვს რომ გამოვედი იქიდან დედას ვუთხარი რაც მოხდა და ასე მითხრა “ასე გამოდის რომ შავმა წყალმა გადაწყვიტა გეცოცხლაო”.

Posted by: alikantura 7 Jan 2021, 20:11
Bird90
შენს სიზმარში მთლიან სიუჟეტს ვერ აღვიქვამ. ამიტომაც მიჭირს ახსნა. გამოტოვებული ინფორმაციაა ბევრი. თუ მაინცდამაინც უნდა აიხსნას სიმბოლოების თანმიმდევრობა შემდეგზე მოგვითხრობს. შენ ხარ რაღაც ცვლილებებ8ს ზღვარზე. უფროსწორედ ისეთ მდგომარეობაში როცა ითხოვ, რომ რაღაცა ან ვიღაცა გეტყვის უნდა შეიცვალო თუ უნდა გააგრძელო არსებობა როგორც ახლა ხარ. სიკვდილი სიზმარში არ ნიშნავს პირდაპირ სიკვდილის. ის გამოხატავს იმ სინამდვილის სიკვდილს რასაც ახლა გამოხატავ. რადგან ზღვაზეა საუბარი ეს ცვალებადობა უფრო გრძნობებს შეეხება. შავი იმიტომ რომ ბუნდოვანია ეს მექანიზმი რამაც უნდა გაგცეს პასუხი. შენი სურვილია რომ არ შეიცვალო. რაზეც სიზმარში იმ ფრინველის დახმარება მეტყველებს

Levan ch
მადლობა უკუკავშირისთვის

Posted by: Bird90 7 Jan 2021, 21:16
alikantura

მადლობა.
კი მასეა რეალურად რაც დაწერე.

Posted by: alikantura 7 Jan 2021, 23:25
Bird90
შენც მადლობა,

უკუკავშირისთვის

Posted by: Artist 8 Jan 2021, 23:50
Bird90
QUOTE
“ასე გამოდის რომ შავმა წყალმა გადაწყვიტა გეცოცხლაო”.

yes.gif
QUOTE
არ იყო მთლად ფრინველის მსგავსი უფრო ცხოველს ჰგავდა (მაგალითად არ ჰქონდა ნისკარტი)
მაგრამ დაფრინავდა და ძალიან ფერადი იყო და ბზინავდა. ერთი კიდე ის მახსოვს რომ ეს ფრინველი
როგორი იყო უფრო სრულად გავიაზრე როდესაც მიწაზე გადმომსვა უკვე,

ეგ ეტყობა ფასკუნჯი იყო... მითიური ცხოველის მაგვარი ფრინველია, ურჩხულსაც გავს ცოტათი...
user posted image user posted image
* * *
alikantura
გამარჯობა! გამიხარდა ისევ შენი გამოჩენა ამ თემაში...
bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: Bird90 8 Jan 2021, 23:54
Artist

არა, ეგ არ იყო, ბუმბული არ ჰქონდა. თუმცა, მასეთი ფერადი იყო yes.gif

Posted by: Artist 9 Jan 2021, 00:00
fork
QUOTE
წუხელს სიზმარში დოქტორი სტრენჯი ვიყავი!
ახსნა დაიდოს!!!

რაღაცით აიგივებ შენ თავთან ამ პერსონას და ქვეცნობიერმა გიჩვენა ეს... smile.gif
user posted image
* * *
Bird90
QUOTE
არა, ეგ არ იყო, ბუმბული არ ჰქონდა. თუმცა, მასეთი ფერადი იყო

ფრთები ხომ ჰქონდა? აბა ისე ვერ აფრინდებოდა... ხოდა ეგ ბუმბული ფრთებად რომ წარმოიდგინო
ეგაა... ბევრი ვარიანტებია ფასკუნჯის, რომ დაგუგლო და ნახე იქნებ ნაცნობიც იპოვო რამე და დადო აქ?
user posted image

Posted by: alikantura 9 Jan 2021, 15:30
Artist
QUOTE
გამარჯობა! გამიხარდა ისევ შენი გამოჩენა ამ თემაში...

გამარჯობა. შენ ყოჩაღ კარგად უმკლავდები wink.gif

Posted by: Janee 9 Jan 2021, 20:38
alikantura
გამარჯობაათ Artist


რას მიშნავს სიზმარში წყალდიდობა და მეორრ მხარეს რომ დგახარ უცხო ხალხთან ერთად?

Posted by: შროდინგერისფისო 9 Jan 2021, 21:33
ერთი ძველი სიზმარი გამახსენდა :დღემდე მკვეთრად მახსოვს და მიუხედავად იმისა რომ კოშმარებს არ ვუჩივი,ეს მაინც ჩემი "ფავორიტია" biggrin.gif
აღვმოჩნდი მიწისქვეშეთში, სადაც მიმდინარეობდა მესა... უცნაურია,მაგრამ აფრიკული წარმომავლობის მამაკაცები,ლოტუსის პოზაში ისხდნენ და ზუოდნენ გაურკვეველი შინაარსის ტექსტებს,რომელიც ვგრძნობდი სიცოცხლეს როგორ მაცლიდა ... ინსტიქტურად დავიწყე ლოცვა რომ ეს ზემოქმედება შემეჩერებინა:მახსოვს ლოცვის ტექსტს როგორ ვამახინჯებდი(მიმახინჯებდა რაღაც ძალა) და რა ამაოდ ვცდილობდი პირჯვრის გადაწერას.ზუსტად ვიცოდი,რომ ლოცვასთუ შევწყვეტდი,იქვე დავასრულებდი biggrin.gif ამასობაში გამოვაღწიე.ხელში გრაგნილი მეჭირა_გავშალედა რა.დენიმეჯრერ წავიკითხე,რადგან ძალიან მნიშვნელოვანი იყო და როგორც ვხვდები მაგის წამოსაღებად ვიყავი ჩასული იქ.თუმცა რომ გავიღვიძე არ მახსოვდა რა ეწერა,რათქმააუნდა biggrin.gif

Posted by: fork 9 Jan 2021, 23:40
შროდინგერისფისო
იმენნა ლავკრაფტი იბაზრე! biggrin.gif

ისე მანუსკრიპტები და საუბრის შინაარში არც მე მემეხსოვრდება ხოლმე.

Posted by: შროდინგერისფისო 10 Jan 2021, 01:03
fork
QUOTE
იმენნა ლავკრაფტი იბაზრე!
წარმოიდგინე:რამდენი კვდება ძილში და მიზეზი ეს რომ იყოს(მსგავსი ტიპის სიზმრები) biggrin.gif
QUOTE
ისე მანუსკრიპტები და საუბრის შინაარში არც მე მემეხსოვრდება ხოლმე

ჰოდა რაც გამახსოვრდება, ის დაპოსტე:პოპკორნით საკითხავი სიზმრები გექნება შენ,ზუსტად ვიციbiggrin.gif

Posted by: alikantura 10 Jan 2021, 02:55
Janee
საერთოდ ცალკეულ სიმბოლოებს არ აქვთ ხოლმე ერთი კონკრეტული ახნა. სიზმრის სიუჟეტს გააჩნია. წყალდიდობა შეიძლება გამოხატავდეს გრძნობებ8სგან გამოწვეულ სტრესს და უმოქმედობის განცდას, პასუხისმგელობის გრძნობას რომელიც ხწლფეხწ გიკრავს, ქმედებებში შეზღუდულობის გრძნობას და ა.შ.

Posted by: fork 10 Jan 2021, 16:24
შროდინგერისფისო
ბოლო დროს სიზმრებიც ნაკლებად მამახსოვრდება.
და სხვათა შორის ასაკობრივი შეზღუდვის ნიშანიც დაესმის ზოგ ჩემს სიზმარს. biggrin.gif
იმნაირის გამო არა მარტო, სისასტიკეებს ვხედავ და კოშმარებს.

Posted by: შროდინგერისფისო 10 Jan 2021, 18:44
fork
QUOTE
ბოლო დროს სიზმრებიც ნაკლებად მამახსოვრდება.

QUOTE
სხვათა შორის ასაკობრივი შეზღუდვის ნიშანიც დაესმის ზოგ ჩემს სიზმარს.

ეგ უფრო ბავშვები და სუსტი გულის პატრონები მოარიდეთ ეკრანს არის biggrin.gif
ფ.ს არტისტ
alikantura
ჩემს სიზმარზე არაფერს მეტყვით?

Posted by: Artist 10 Jan 2021, 23:35
შროდინგერისფისო
QUOTE
ერთი ძველი სიზმარი გამახსენდა :

თუ ძველია უკვე ჩავლილი შეიძლება იყოს.. ხოდა თუ არ აგიხდა რაიმენაირი ფორმით
მაშინ დიდხნიანი მისიის სიზმარი შეიძლება იყოს... შენი ქვეცნობიერი ცდილობს რომ
გიჩვენოს ამ მისიის მთავარი მომენტები... შეიძლება უკვე იყო წინა ცხოვრებაში ეს ამბავი
და ეხლა გაგიხსენა ქვეცნობიერმა ანდა შეიძლება მომავალში იყოს...შესაძლოა რაიმე ფილმი
ნახე ან ნახავ, აფრიკული მაგიის შესახებ ან რაიმე მაგის მაგვარი წაიკითხე და ქვეცნობიერი
ეხლა გიჩვენებს ასეთ სურათს, რომ ბოროტების გარემოცვაში ხარ და რაღაცა მისიას ასრულებ
მისი შესრულებისთანავე თავისუფლდები მათი ზემოქმედებისგან...მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა...

* * *
fork
QUOTE
ბოლო დროს სიზმრებიც ნაკლებად მამახსოვრდება.

თუ გინდა სიზმარი დაგამახსოვრდეს, სანამ მთლად გამოიღვიძებ უნდა უცბად გადაიმეორო
ესა თუ ის სიზმარი... smile.gif ხოდა თუ კოშმარებს ხედავ და არ გსურს დამახსოვრება მაშინ ჰო.... smile.gif

Posted by: fork 11 Jan 2021, 00:12
Artist
ცუდი ისაა რომ ბოლო ჟამს გვიან ვიძინებ ძალიან, სადღაც ოთხისკენ, რის ვაი-ვაგლახით მეძინება თან.
და დილით ჩემს ზემოთ მცხოვრები გაადენინებს ხოლმე რაღაცას იატაკზე ხეთქას და ეგრევე ვიღვიძებ და მეფანტება სრულიად სიზმრად ნანახი.
ან ეპიზოდებად მრჩება და შინაარსის გამოტანა მიჭირს.

აი სტრენჯი რო ვიყავი სიზმრად, მარტო ეგ მახსოვს რო სტრენჯი ვიყავი და ალაგ-ალაგ ფრენის ეპიზოდები.
აი,რას ვაკეთებდი,ვისთან,რატომ და სად-აღარ მახსოვს.

Posted by: მადამ ფისუნია 11 Jan 2021, 08:24
კიდევ ერთი უცნაური სიზმარი მესიზმრა:

ძველ სახლში ცხოვრობდნენ ჩემები ისევ, ოღონდ კარი შემოსასვლელი ცოტა გვერდზე იყო მიწეული ცერად და მის გვერდზე იყო დიდი რკინის შკაფივით. (კარის ადგილას) რაღაც კონცერტის ბილეთები მქონდა წინასწარ ნაყიდი და მაგის ასაღებად ვიყავი მისული. მოსაღამოებული იყო უკვე და დედას ვუთხარი უნდა წავიდე უკვე მეთქი მან ჩემს ძმას უთხრა რომ ტაქსამდე მივეცილებინე,. მე ვაპირებდი ჩუსტებით წასვლას და დედამ და ძმამ მეჩხუბებნენ ფეხსაცმელი ჩაიცვიო. რატო მიდისო ანა ძმამ ჰკითხა დედას? მე ვუთხარი გვიანია უკვე კომენდანტი დაიწყებამეთქი, ჩემთვის არც მოუქცევია ყურადღება ისევ დედას უთხრა დარჩესო, შენ არ ამბობდი, რომ ახალი წლის მერე მაინც უკან მოვაო? დედამ თავი უხერხულად იგრძნო და ძმას უთხრა ეგ ჯეერ არ ვიცითო. მერე საძინებლიდან ბებო გამოვიდა და მოვიდა ჩამკოცნა ჩამეხუტა ჩემი შალი ჰქონდა მხრებზე შემოხვეული (თვითონ მიყიდა), ესე მითხრა ჩამძინებიაო, არ ვიცოდი სახლში თუ იყავიმეთქი. ახლა ჩაგკოცნი და ტკბილად დამეძინება უფროო... ამ დროს ძმამ მომაძახა კარებიდან გარეთ დაგიცდიო. მე მოგეხვიეთ ჩაგეხუტეთ და კარისაკენ წავედი. იქ ხელი პირველად იმ დიდი რკინის კარადისკენ წავიღე ინსტიქტურად სადაც მახსოვდა კარი, დედამ გამაჩერა იქითო მიმანიშნა თან ოდნავ შეღებული იყო და გავედი. სადარბაზო იმ სახლისას არ ჰგავდა ერთი შეხედვით მაგრამ იმისი იყო ვიცოდი, სავარძელი იდგა და იქ იჯდა ჩემი მეუღლის ძმაკაცი და იდგა იქვე მეუღლეც იქ იყვნენ და მელოდებოდნენ. მეუღლეს ვკითხე ჩემი ძმა სადაამეთქი, მერავიციო შენი ძმა. იმიტომ გეკითხები რომ აქ იჯექი და დაინახავდი საით წავიდათქო. იქითო. საჭმლის მიტანის კურიერს უნდა შეხვდესო. (კარგად სცოდნიამეთქი გავიფიქრე რა თავსს იფასებდა) ეზოში რომ გავედით ბიჭები წინ მიდიოდნენ და ჩემა გვერდით აღმოჩნდა ვიღაც გოგო (სავარავუდოდ ჩემი მეუღლის მეორე ძმაკაცის ცოლი ნინი) მელაპარაკებოდა რაღაცებს სანამ მის არსებობას შევამჩნევდი ხელიში პატარა სნიკერსები და სიროკები მქონდა და მაგეებს ვჭამდი რომ შევამჩნიე ეს გოგო უკვე თითოთითო მქონდა დარჩენილი და ვკითხე რომელი გინდამეთქი სიროკი გამომართვა მარა მეუბნებოდა ნახევარს გაგიყოფო (ეტყობა შეამჩნია რომ არ მინდოდა მიცემა) და არ მინდამეთქი. ამდროს ჩემმა ძმამ გამოიარა და ხელში ეჭირა პიცის/ხაჭაპურის ყუთი, მაგრამ შიგნით რა იდო არ ვიცი. (კი ვფიქრობდი ისე ნეტავ რა დევსმეთქი) არც ჩემმა თანამგზავრებმა არ იცოდნენ, ზუსტად მაგრამ ერთმანეთში გადაილაპარაკეს რომ 10ლარად უყიდიაო და ამბობს ამისთვის 20იც იაფიაო მაგარი ფასდაკლებით გაუჩითიაო. მერე ჩვენც გავსინჯოთო. ძმამ მითხრა საჭმელს სახლში ავიტან და დაგეწევითო. რაღაც კიბეებიანი მაღაზიის შესასვლელ კიბეებზე ვიდექით. ვიღაც მეორე კაცი ცდილობდა გაერკვია ჩემს მეუღლესთან რა კონცერტი იყო ვინ მღეროდა და ეგეთებს, აშკარად ცდილობდა ჩემი მეუღლე დაეყოლიებინა ეს ტიპი რომ იმ კონცერტზე წამოეყვანა . რაც ძალიან გამიკვირდა და გავიფიქრე თვითონ არ იძახდა ვინც ამ პანდემიებში "ტოსოვკებზე" დადის ყველა ქვეყნის მტერიაო და ახლა რატომ არაა წინააღმდეგიმეთქი ვფიქრობდი. მომიტრიალდა ეს ტიპი და მეკითხება რაზე მღერიანო არ ვიცი გერმანულად მღერიან და გერმანული არ ვიციმეთქი. ეს ტიპი იყო ძაან მაღალი და ვიზუალურად ძაან მეცნობოდა, ერთ კალათბურთელს ვამსგავსებდი ულვაშით და სახის მოყვანილობით (ადამსს). უცებ ჩემი ქმარი მამაემად გადაიქცა (ან ჩემი ქმარი გაქრა და უკნიდან მამაჩემის ხმა მომესმა) წაიღადავა თორე ინგლისურად ხო გაიგებდი რას ამბობ, ღრიალებია სულო... (როკ კონცერტი იყო) ამ უცნობ კაცზე მქონდა ხელკავი გამოდებული და თავი მიდებული მკლავზე რაღაცნაირად ჩაბღაუჭებული მყავდასავით და ვფიქრობდი ახლა მეუღლე რო მხედავდეს ნეტა რას იფიქრებდა? უსათუოდ იეჭვიანებდამეთქი... არადა რა იცის ეს ვინაამეთქი, ამ დროს წვიმდა თან და ფიქრებში წასული ფეხებს ვაკვირდებოდი როგორ დავაბიჯებდით, და დავინახე რომ ჩემი ძმა (რომელიც როდის წამოგვეწია ვერ შევამჩნიე) ფეხშიშველი იყო და გავბრაზდი. შენ არ იყავიმეთქი რო მეჩხუბებოდი ჩუსტებით გასვლაზე და შენ კიდე ფეხშიშველი დაბოდიალობმეთქი...

Posted by: alikantura 11 Jan 2021, 14:25
შროდინგერისფისო
QUOTE
ერთი ძველი სიზმარი გამახსენდა :დღემდე მკვეთრად მახსოვს და მიუხედავად იმისა რომ კოშმარებს არ ვუჩივი,ეს მაინც ჩემი "ფავორიტია"
აღვმოჩნდი მიწისქვეშეთში, სადაც მიმდინარეობდა მესა... უცნაურია,მაგრამ აფრიკული წარმომავლობის მამაკაცები,ლოტუსის პოზაში ისხდნენ და ზუოდნენ გაურკვეველი შინაარსის ტექსტებს,რომელიც ვგრძნობდი სიცოცხლეს როგორ მაცლიდა ... ინსტიქტურად დავიწყე ლოცვა რომ ეს ზემოქმედება შემეჩერებინა:მახსოვს ლოცვის ტექსტს როგორ ვამახინჯებდი(მიმახინჯებდა რაღაც ძალა) და რა ამაოდ ვცდილობდი პირჯვრის გადაწერას.ზუსტად ვიცოდი,რომ ლოცვასთუ შევწყვეტდი,იქვე დავასრულებდი  ამასობაში გამოვაღწიე.ხელში გრაგნილი მეჭირა_გავშალედა რა.დენიმეჯრერ წავიკითხე,რადგან ძალიან მნიშვნელოვანი იყო და როგორც ვხვდები მაგის წამოსაღებად ვიყავი ჩასული იქ.თუმცა რომ გავიღვიძე არ მახსოვდა რა ეწერა,რათქმააუნდა

ჩემი აზრით აქ ერთგვარი გრძნობაა აღწერილი, როდესაც უცხო კულტურასთან მოხვდები და შენს შეხედულებების რადიკალურად განსხვავებული წარმოდგენები რომ აქვთ. ანუ შეიძლება იცნობდე დისტანციურად რაღაც კულტურებს, მაგრამ როდესაც უშუალო კონტაქტი გექმნება მათთან ეს ფსიქიკისთვის სტრესია. ჩემი აზრით ამგვარი სტრესია ამ სიზმარში აღწერილი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს სამუშაოს შეცვლა და გასნხვავებული მსოფლმხედველობის ხალხთან ურთიერთობის აუცილებლობა, ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრება გარკვეული პიეროდი. ანუ უბრალოდ რაღაც ჯგუფთან სისტემატიური კონტაქტი. რელიგიურ თემატიკას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. რელიგიური საკითხები შეიძლება ქვეცნობიერმა უბრალოდ როგორც სიმბოლო გამოიყენა. შეიძლება სრულად ქრისტიანი სასტავია ეს ხალხი, უბრალოდ განსხვავებულები.

Posted by: fork 11 Jan 2021, 17:13
უცნაური სიზმარი წამესიზმრა:

ტყეში ვიყავი, მყავდა ორი თეთრი ბაჭია და ორი თეთრი მტრედი.
ვწვრთნიდი.
უცებ გაწვიმდა და შინ გამოვიქეცი.
ჩემს უკან ტყე დაბნელდა და საზარელი ხმები ისმოდა, თითქოს რაღაც საშინელი მომდევდა ყრუ ღმუილით.
ბაჭიები და მტრედები წინ მიმიძღოდნენ და თითქოს ანათებდნენ.
უცებ ტყიდან დიდ ოქროსფერ მინდორზე გამოვედი და ჩემი ბაჭიები ლამაზ, თეთრთმიან ახალგაზრდა კაცებად იქცნენ, მტრედები -უმშვენიერეს თეთრთმიან გოგონებად.
მივიხედე, ტყის ნაცვლად დიდი შავი ფარდა დამხვდა,სველი იყო და შავი,ტალახიანი წყალი მოწვეთავდა.
უცებ არმოვაჩინე რომ დიდ, ყვითელ, ფაფუკ ხალიჩაზე ვიდექი ოთახში, გარეთ საშინელი ამინიდი იყო, ფანჯარა გაეღო და ფარდას აფრიალებდა ქარი.
და ოთახში მარტო ვიყავი, ერთიანად თეთრებში ჩაცმული.

Posted by: paaatriick 12 Jan 2021, 14:21
სიზმრები ვნახე ღამით დაულაგებელი, უსიამოვნო
აუზში ვცურავდით, სავსე Მღვრიე წყლით, იმდენად რომ აღარაფერი ჩანდა მასში. მოვიფიქრეთ და წყალი გავუშვით, ბლანტ დალექილ ტალახს ვურევდი ხელებით, რომ წყალს წაეღო. ვინ იცის, იქნებ რამდენი პატარა ცხოველის ჩონჩხიცაა შიგნᲘთ... თუმცა დაიცალა და არაფერი Ამდაგვარი არ დარჩენილა ძირზე, გასუფთავდა. მერე ვიღაცამ თავისი სახლის ქვედა ნაწილში წამიყვანა, ცალკე მოწყობილი ბინასავით, შიდა კიბით. დარჩი და შენი იქნებაო. არ ვიცი რატომ შემომთავაზა, მგონი ვინმე მესამე პირის გამო. უშნო გეგმარების, საშინელი ფერები, ავეჯი, და ადგილი მთლიანად, რატომ მომინდებოდა დასარჩენად?
მერე გზაზე მივდიოდით, მივცურავდით მღვრიე მდინარეზე, სანამ არ გადავუხვიეთ, ჯების შევასკდით ერთაფრიანი ტივით, გავარღვიეთ და ზღვაში გავედით

Posted by: შროდინგერისფისო 12 Jan 2021, 21:40
QUOTE
ჩემი აზრით აქ ერთგვარი გრძნობაა აღწერილი, როდესაც უცხო კულტურასთან მოხვდები და შენს შეხედულებების რადიკალურად განსხვავებული წარმოდგენები რომ აქვთ. ანუ შეიძლება იცნობდე დისტანციურად რაღაც კულტურებს, მაგრამ როდესაც უშუალო კონტაქტი გექმნება მათთან ეს ფსიქიკისთვის სტრესია. ჩემი აზრით ამგვარი სტრესია ამ სიზმარში აღწერილი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს სამუშაოს შეცვლა და გასნხვავებული მსოფლმხედველობის ხალხთან ურთიერთობის აუცილებლობა, ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრება გარკვეული პიეროდი. ანუ უბრალოდ რაღაც ჯგუფთან სისტემატიური კონტაქტი. რელიგიურ თემატიკას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. რელიგიური საკითხები შეიძლება ქვეცნობიერმა უბრალოდ როგორც სიმბოლო გამოიყენა. შეიძლება სრულად ქრისტიანი სასტავია ეს ხალხი, უბრალოდ განსხვავებულები.

მადლობა alikantura war.gif
მე მაქვს საკუთარი აზრი ამ სიზმართან დაკავშირებით ,მაგრამ განსხვავებული აზრიც საინტერესო იყო war.gif

* * *
QUOTE
უცნაური სიზმარი წამესიზმრა:

ტყეში ვიყავი, მყავდა ორი თეთრი ბაჭია და ორი თეთრი მტრედი.
ვწვრთნიდი.
უცებ გაწვიმდა და შინ გამოვიქეცი.
ჩემს უკან ტყე დაბნელდა და საზარელი ხმები ისმოდა, თითქოს რაღაც საშინელი მომდევდა ყრუ ღმუილით.
ბაჭიები და მტრედები წინ მიმიძღოდნენ და თითქოს ანათებდნენ.
უცებ ტყიდან დიდ ოქროსფერ მინდორზე გამოვედი და ჩემი ბაჭიები ლამაზ, თეთრთმიან ახალგაზრდა კაცებად იქცნენ, მტრედები -უმშვენიერეს თეთრთმიან გოგონებად.
მივიხედე, ტყის ნაცვლად დიდი შავი ფარდა დამხვდა,სველი იყო და შავი,ტალახიანი წყალი მოწვეთავდა.
უცებ არმოვაჩინე რომ დიდ, ყვითელ, ფაფუკ ხალიჩაზე ვიდექი ოთახში, გარეთ საშინელი ამინიდი იყო, ფანჯარა გაეღო და ფარდას აფრიალებდა ქარი.
და ოთახში მარტო ვიყავი, ერთიანად თეთრებში ჩაცმული.

popcorn.gif

Posted by: Aleqto 13 Jan 2021, 22:06
ფეხსაცმელები...ამ ბოლოს უცნაურ სიზმრის ფრაგმენტებს ვხედავ...
ჯერ იყო და მამაჩემმა 2 წყვილი წითელი ფეხსაცმელები, უფრო სწორად 'ბასანოჩკები' მომიტანა, მეზობელმა გამოიწერა არ მოერგო და მომეწონა , წამოგიღე და ნახეო. ტანგეტკებზე წითელი ტილოს თეთრ კოპლებიანი ბანწიკ დაკოსებული ეგრევე დავიწუნე, არადა ეგ უფრო იყო ჩემი ზომა და მეორე ულამაზეს მაღალ ,მსხვილ, შავ ქუსლიანი, ძაან ღია, წითელი ტყავის კანტებიანში გამწარებული ვაკვეტებდი ფეხს.პატარა მქონდა,მარა ძაანაც კმაყოფილმა ამას დავიტოვებთქო. არადა რეალში წითელ ფერს საშინლად ვერ ვიტან, თან ცნობილი ფაქტია, თან მამაჩემისგან ეგეთი რამე ძაან გასაკვირი... რამდენი რამე ფორმით მომწონებია და წითლობის გამო დამიწუნია ეს კი იმ წამსვე თუ მეორე დღესვე ჩავიცვი, არადა ზამთარი იყო, ზემოთ პალტო მეცვა და ფეხზე ეს ბასანოჩკები, თან მიჭერდა,თან ქუსლებს ისედაც იშვიათად ვიცვამ და ეგეც მაწუხებდა მარა საშინლად კმაყოფილი ვიყავი biggrin.gif

დღეს იყო და ვიღაც სიზმარში ასაკით დიდმა, მოკარლსონო ტიპმა , რომელიც აზრზე არ ვარ ვინაა და არც ის ვიცი სიზმარშუ სად გავიცანი, უბრალოდ შეგრძნება მქონდა რომ ვიცნობდი 600 ლარიანი ფეხსაცმლის ვაუჩერი მაჩუქა biggrin.gif უფრო სწორად მჩუქნიდა და არ გამოვართვი, არ ვიყიდებითქო. მხრები აიჩეჩა, პროსტა გჩუქნიდიო და წავიდა. არადა არანაირი წინა პირობა იმის,რომ ჩემი 'ყიდვა' უნდოდა არ ყოფილა. მხოლოდ ის შეგრძნება მქონდა რომ ეს კარლსონი კი ნაცნობი იყო, თან არა უარყოფით კონტექსტში, მარა არც მეტი არაფერი და მისგან ეს ქცევა გარდა იმისა, რომ გამიკვირდა, თითქოს სადღაც გული დამწყდა რომ ვაუჩერის ჩუქება 'შემომკადრა' თუ 'გამიბედა'.

ნეტაი რას უნდა ნიშნავდეს ამდენი ფეხსაცმელი rolleyes.gif


Posted by: Artist 13 Jan 2021, 22:13
მადამ ფისუნია
QUOTE
კიდევ ერთი უცნაური სიზმარი მესიზმრა:

მე მგონი შენი ქვეცნობიერი მიგანიშნებს ამ სიზმრით, რომ უცხოელს გაჰყვები ცოლადო...
ანდა ქვეცნობიერში არის ასეთი იმპულსი, რომ საკუთარ ქმარს სტოვებ და მიჰყვები ისეთ
ვინმეს რომელიც წაგიყვანს შორს... ეს იმიტომ ვიფიქრე, რომ რაღაცნაირად ემშვიდობები
შენს საყვარელ ადამიანებს ბებოს და ა.შ. თან შენი ძმაც ცდილობს რომ გამოგყვეს მაგრამ
მას ხელს უშლის რაღაცა რომ ბოლომდე წამოგყვეს, სიზმარში ის ფეხშიშველია, ეს შეიძლება
გარკვეულ შეფერხების მიმანიშნებელი იყოს... ის უცნობი ადამიანი რომელსაც მიჰყვებოდი
არის მე მგონი ცნობილი პიროვნება და თანაც უცხოელი... ეს ყველაფერი შეიძლება სურვილი
იყოს მხოლოდ რომელსაც ქვეცნობიერი ასეთი ფორმით გიჩვენებს ანდა რეალობა მომავალში...

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 13 Jan 2021, 22:19
Aleqto


ცხოვრებაში ერთხელ დამესიზმრა რომ ფეხსაცმელი მაჩუქეს და რამდენიმე თვეში გავთხოვდი, როცა დამესიზმრა იმ მომენტისთვის საქმროც კი არ მყავდა. biggrin.gif

იმ დილით როცა გავიღვიძე და გამოვედი ოთახიდან, მეზობელი ქალი იყო ჩვენთან და რომ მოვყევი ამ სიზმრის შესახებ, მითხრა რომ ფეხსაცმელი "ბედიაო" და გათხოვდებიო, კინაღამ ვუთხარი ხომ არ აფრენთ რა გათხოვებათქო. ჰოდა ისე აგიხდეს ყველაფერი კარგი, ერთ თვეში უკვე მყავდა საქმრო. biggrin.gif

Posted by: მადამ ფისუნია 14 Jan 2021, 05:52
Artist
QUOTE
მე მგონი შენი ქვეცნობიერი მიგანიშნებს ამ სიზმრით, რომ უცხოელს გაჰყვები ცოლადო...
ანდა ქვეცნობიერში არის ასეთი იმპულსი, რომ საკუთარ ქმარს სტოვებ და მიჰყვები ისეთ
ვინმეს რომელიც წაგიყვანს შორს... ეს იმიტომ ვიფიქრე, რომ რაღაცნაირად ემშვიდობები
შენს საყვარელ ადამიანებს ბებოს და ა.შ. თან შენი ძმაც ცდილობს რომ გამოგყვეს მაგრამ
მას ხელს უშლის რაღაცა რომ ბოლომდე წამოგყვეს, სიზმარში ის ფეხშიშველია, ეს შეიძლება
გარკვეულ შეფერხების მიმანიშნებელი იყოს... ის უცნობი ადამიანი რომელსაც მიჰყვებოდი
არის მე მგონი ცნობილი პიროვნება და თანაც უცხოელი... ეს ყველაფერი შეიძლება სურვილი
იყოს მხოლოდ რომელსაც ქვეცნობიერი ასეთი ფორმით გიჩვენებს ანდა რეალობა მომავალში...

საქმე ისაა, რომ მყავს პარტნიორი რომელთან ერთადააც ვცხოვრობ უკვე და ჩემი ქმარი სიზმარში სწორედ ეს პარტნიორი იყო და ჩემი ძმა და ოჯახიც მისადმი იყვნენ ისე განწყობილი თითქოს მისგან ჩემი ჩამოშორება სურდათ

Posted by: Bird90 14 Jan 2021, 21:29
ჩემი გარდაცვლილი ბაბუა დამესიზმრა.ვიცოდი რომ გარდაცვლილი იყო, მაგრამ სახლში იყო და ვერავინ ვერ ხედავდა ჩემს გარდა. მე მარტო კი არ ვხედავდი, როგორც ცოცხალს ისე ვეხებოდი, არადა ვიცოდი რომ სული იყო მარტო. დიდი იმედი მაქვს რომ მეორე მხარეს არ მელოდება ხელგაშლილი lol.gif
user.gif

Posted by: Stormtrooper1 15 Jan 2021, 03:25
თქვენ ის თქვით თქვენი სასიამოვნო სიზმარი თუ დაურღვევია ვინმეს რაღაც სისულელით. მაგალითად მამას, რომელიც რაზვადნოი კლუჩს ვერ პოულობს biggrin.gif

Posted by: Aleqto 15 Jan 2021, 09:38
~Annabelle°Haunting~

სწორი ყოფილა, დავძებნე და ეგრეაოbiggrin.gif
მარა ამ ცამოწმენდილზე და მართლა არსიდან უცებ თუ მეხი გავარდა, უეჭველად გამახსენდები biggrin.gif

Posted by: მადამ ფისუნია 16 Jan 2021, 20:06
კიდევ ერთი სტრანნი სიზმარი

ამასწინად ხომ ჩემი ძველი სახლი დამესიზმრა, ამჯერად კიდევ უფრო ძველი ბაბუაჩემის სახლი დამესიზმრა სადაც ჩემი კლასელები იყვნენ შეკრებბილნი "აი ხო მაინც შევიკრიბეთ" შეხვედრა იყო და თან ისეთი კლასელებიც იყვნენ ვინც არცკი მახსოვდა რომ არსებობდნენ და ნაწყენები იყვნენ სულ დაგვივიწყეო და მე ვფიქრობდი თითქოს თვითონ მოსვენება დამიკარგეს მოკითხვებით მეთქიdrug.gif

Posted by: Artist 17 Jan 2021, 18:18
მადამ ფისუნია
QUOTE
საქმე ისაა, რომ მყავს პარტნიორი რომელთან ერთადააც ვცხოვრობ უკვე და ჩემი ქმარი სიზმარში სწორედ ეს პარტნიორი იყო და ჩემი ძმა და ოჯახიც მისადმი იყვნენ ისე განწყობილი თითქოს მისგან ჩემი ჩამოშორება სურდათ

დიახ გასაგებია, ხოდა იმ ქმრის გარეშე სხვა კაცთან რომ იყავი ხელკავით ეგ განწყობაა ეტყობა ქვეცნობიერშია დალექილი, ეს შენი ძმის სურვილებიც და განწყობებიც..

Posted by: მადამ ფისუნია 18 Jan 2021, 09:45
Artist
გმადლობ <3
QUOTE
დიახ გასაგებია, ხოდა იმ ქმრის გარეშე სხვა კაცთან რომ იყავი ხელკავით ეგ განწყობაა ეტყობა ქვეცნობიერშია დალექილი, ეს შენი ძმის სურვილებიც და განწყობებიც..


Posted by: ~Annabelle°Haunting~ 18 Jan 2021, 15:08
ცხოვრებაში პირველად დამესიზმრა ვეშაპი, თანაც ორი ერთად.

Artist


სადღაც ზღვისპირას ვიყავი და ვიპოვე 5 ლეკვი, ძალიან უცნაური ლეკვები იყვნენ, შერეული ჯიშის, წარმოიდგინე გერმანული ნაგაზის თავი რომ ჰქონდეს მონადირის ჯიშის ძაღლს და ფერებიც ასეთივე კონტრასტული, შავი თავი ჰქონდა და თეთრი ტანი აგურისფერი ლაქებით. 5ვე ლეკვი იყო ასეთი უცნაური. ტყის მსგავსი ადგილი იყო და იქ ვიპოვე, ერთმანეთს ეთამაშებოდნენ, მაგრამ ვიცოდი, რომ საფრთხე ემუქრებოდათ და გადასარჩენად მომიწია ტყიდან გამოყვანა და კატერით გადაყვანა (მიუხედავად იმისა, რომ რეალშიც მეშინია ღია ზღვაში გასვლის და სიზმარშიც მეშინოდა) ზღვის ერთი ნაპირიდან სხვა ადგილზე (ეს ზღვა ვიცოდი რომ შავი ზღვა იყო და ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე ვიყავით და თურქეთის ტერიტორიაზე უნდა გადამეყვანა), რადგან ღამდებოდა და ხმელეთით წასვლა არ გამოდიოდა.

კატერში ჩავსხედით მე და ჩემი შვილი და წავიყვანეთ ეს ლეკვები, მივიყვანეთ დანიშნულების ადგილზე, მაგრამ ჩვენ გვიწევდა შუა ზღვაში კატერში მოცდა გათენებამდე, რომ შემდეგ უკან დავბრუნებულიყავით და ამ დროს დავინახეთ ორი შავ-თეთრი ვეშაპი, რომლებიც ძალიან ახლოს ცურავდნენ და თამაშობდნენ, ოღონდ ჩვენგან საპირისპირო მიმართულებით მიცურავდნენ. საღამო იყო ჯერ კიდევ. ამის შემდეგ წყალმა ნელ-ნელა წაიღო ჩვენი კატერი, ისე რომ ვერ შევამჩნიე და უცებ ზღვა დამთავრდა და აღმოვჩნდით ჰაერში იტალიური ტიპის ეზო, ოღონდ 6 სართულიანი სახლი იყო, ღია ხის შუშაბანდებით და მეექვსე სართულის დონეზე ვიყავით ჰაერში ამ კატერით და ვვარდებოდით ქვემოთ, ძალიან შემეშინდა, ვკიოდი სიზმარში გვიშველეთთქო, ვიღაც ხალხი იყო გვერდით სახლში და ვეძახდი სამაშველოში დარეკეთთქო და ამ დროს მოვეჭიდეთ მე და ჩემი შვილი ამ სახლის შუშაბანდის ხის ბოძებს და მალევე მოვიდნენ და გადაგვარჩინეს ორივე.

საკუთარ სიზმრებს ყურადღებას ვაქცევ, რადგან ძალიან ძლიერი წინათგრძნობა მაქვს და ყველაფერი მნიშვნელოვანი რაც კი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში წინასწარ დამსიზმრებია. განსაკუთრებით როცა მესიზმრება რაღაც რაც ადრე არ დამსიზმრებია, ამას ვაქცევ ხოლმე ყურადღებას, ამ შემთხვევაში ვეშაპი და კატერით ზღვაში გასვლა იყო ის რაც პირველად დამესიზმრა.




Aleqto


მეც ცამოწმენდილზე დამესიზმრა, არც სურვილი მქონდა და არც ვგეგმავდი გათხოვებას. biggrin.gif

Posted by: Artist 19 Jan 2021, 23:11
~Annabelle°Haunting~
QUOTE
საკუთარ სიზმრებს ყურადღებას ვაქცევ, რადგან ძალიან ძლიერი წინათგრძნობა მაქვს და ყველაფერი მნიშვნელოვანი რაც კი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში წინასწარ დამსიზმრებია. განსაკუთრებით როცა მესიზმრება რაღაც რაც ადრე არ დამსიზმრებია, ამას ვაქცევ ხოლმე ყურადღებას, ამ შემთხვევაში ვეშაპი და კატერით ზღვაში გასვლა იყო ის რაც პირველად დამესიზმრა.

ისე საინტერესო სიზმარია, კაი ფილმის ყურებასავითაა... შენი ახსნა გაქვს ალბათ თუ ასე აკვირდები სიზმრებს ჰო? პირველად დაგესიზმრა თუ არა არა აქვს მნიშვნელობა ახსნა გაქვს ალბათ...

* * *
მადამ ფისუნია
QUOTE
გმადლობ <3

არაფერს... smile.gif

Posted by: xingqiyi* 21 Jan 2021, 16:18
მე მესიზმრა მეგობართან მინდოდა დარეკვა და ვერ ვპოულობდი მის ნომერს. რამოდენიმე ტელეფონში მეწერა ნომერი და ყველა ტელეფონში რომ შევდიოდი და ვეძებდი მის სახელს კონტაქტებში ტელეფონი ან არ ეძებდა ან ხელები მიშეშდებოდა და ვქვავდებოდი (აი სხვა სიზმრებში რომ გარბიხარ და ვერ გარბიხარ გრძნობა რომაა, ოღონდ ხელებს ჭირდა ეგ rolleyes.gif) ან სხვა სახელს კრეფდა ჩემი ხელები ინსტიქტურად და ის სახელები ვარდებოდა. ძაან ვიწვალე, მომეშალა ნერვები, ხელები მიკანკალებდა და მაინც ვერ ეძებდა ტელეფონი კონტაქტს, ან თუ იპოვიდა და ვაჭერდი ხელს, ეგრევე გადადიოდა სხვა კონტაქტზე. რა უნდა ჩემს ქვეცნობიერს?

პ.ს. ამ მეგობართან არ მაქვს რაიმე კონფლიქტი ან მაგდაგვარი.

Posted by: alikantura 22 Jan 2021, 13:44
xingqiyi*
QUOTE
პ.ს. ამ მეგობართან არ მაქვს რაიმე კონფლიქტი ან მაგდაგვარი.

კონფლიქტი არა, მაგრამ პოტენციური კომუნიკაციის პრობლემაზე გამცნობს სიმზარი.
ანუ რეალობაში შენ შენს მეგობართან კომუნიკაცია გჭირდება უფრო მეტი ხნით, ვიდრე ეს შესაძლებელია.
სიზმარში ტელეფონი გამოხატავს კომუნიკაციის უზრუნველყოფას ზოგადად. ანუ მარტო ტელეფონით კომუნიკაციას კი არა, არამედ ზოგადად მასთან კომუნიკაციას.
როგორც სიზმრის სიუჟეტიდან ჩანს, მიუხედავად იმის, რომ ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, სინამდვილეში არ არის.
როგორც სიზმარიდან ჩანს, ეს მთლად მისი ბრალიც არაა. შენ ვერ ახერხებ მასთან კომუნიკაციას, ან შენს გამო, ან გარემოებების გამო.

Posted by: xingqiyi* 22 Jan 2021, 21:36

alikantura

ასე არ მიფიქრია ამ სიზმარზე და აბსოლუტურად მართალი ხარ up.gif ამ სიტუაციის გამო, ზოგადად, როგორი გართულებულია ყველაფერი, ადამიანებს ელემენტარული პირადი კომუნიკაცია გვაკლია, მით უფრო ისეთ ადამიანებთან, ვინც ძვირფასია ჩვენთვის.

მადლობა ახსნისთვის.

Posted by: fork 22 Jan 2021, 23:52
ფხიზელ მდგომარეობაში რომ ზმანებები გაქვს, რა ქვია მაგას?

Posted by: alikantura 23 Jan 2021, 14:15
xingqiyi*
QUOTE
მადლობა ახსნისთვის.

შენც მადლობა კომენტარისთვის

Posted by: მადამ ფისუნია 27 Jan 2021, 11:23
გუშინ დამესიზმრა რომ დიდი თეთრი და შავშოკოლადიანი ტორტი თავისი რაფაელო შმაფაელოებით გვქონდა და მამამ მომიჭრა დიდი ნაჭერი ხოდა მე ვუთხარი აუუუ მე დიეტაზე ვარ და თხლად მინდოდა მეთქი და დედამ სხვა მხარეს გაჭრა ძალიან თხელი თეთრშოკოლადიანი ნაწილი... ხოდა ისევ ავწუწუნდი შავიანი მინდოდათქო და იმის გვერდით შავიანიც მომიჭერი ეგეთივე თხელი... პერფექციონისტური ფიქრები მქონდა სადაც თავიდან იყო გაჭრილი იქ რატომ არ მოჭრა ახლა ხო დამახინჯდებამეთქი სრული სახე ტორტის... მერე ეს ორი თხელი ნაჭერი რომ შევჭამე ვფიქრობდი ნეტა დიეტაზე არ ვიყო ხო კიდევ შევჭამდი მეთქი, ძალიან გემრიელი იყო, გაღვიძებულზე სიგიჟემდე მინდოდა ის ტორტი ძლივს გამიარა სურვილმა

Posted by: medium 27 Jan 2021, 14:42
გამარჯობა
უცნაური სიზმარი მესიზმრა
ინცესტი
რა მოვლენაა?
რამე პრობლემა მაქვს თუ გავაგრძელე მშვიდად ცხოვრობა?

Posted by: alikantura 27 Jan 2021, 17:43
medium
QUOTE
თუ გავაგრძელე მშვიდად ცხოვრობა?

yes.gif

Posted by: fork 28 Jan 2021, 14:07
დაკრძალვაზე ვიყავი სიზმრად, მარა ისეთი მხიარულება იყო კინაღამ წამოგვიხტა მიცვალებული.

Posted by: marimari11 28 Jan 2021, 14:08
სულ ძალადობის სიზმრები რატომ მესიზმრება

დავიღალე
დღეს ძალით გავიღვიძე თავი ისე შევწუხდი

მანიაკი მომსდევდა და გავრბოდი

Posted by: Artist 28 Jan 2021, 18:01
marimari11
QUOTE
სულ ძალადობის სიზმრები რატომ მესიზმრება

შეეცადე ძილის წინ რაიმე კარგზე იფიქრო და ისე დაიძინო...
შედეგი გვითხარი მერე, უბრალოდ გაიხსენე საუკეთესო მომენტები
შენი ცხოვრებიდან... smile.gif
* * *
fork
QUOTE
ფხიზელ მდგომარეობაში რომ ზმანებები გაქვს, რა ქვია მაგას?

ჰალუცინაცია... ანდა ნათელხილვა... შენ თვითონ უნდა მიხვდე ამ ორს შორის,
თუ რომელი იყო... smile.gif

Posted by: xingqiyi* 28 Jan 2021, 23:56
უცნაური რაღაც დამესიზმრა. ცაში იყო ჭადრაკის დაფა, ჰორიზონტალურად ეკიდა და ორი ხელის მტევანი, მგონი ბიჭის (სხეულის გარეშე) თამაშობდა ამ ჭადრაკს, აკეთებდა სხვადასხვა სვლას ორივე მოთამაშის მაგივრად ის ორი ხელი. მერე უცებ შუა თამაშში ხელები გაჩერდა, არ გაქრალა, მაგრამ ერთმანეთზე დაალაგა მტევნები და აღარ თამაშობდა. ჭადრაკის დაფა ისევ ისე დარჩა, მაგრამ ჭადრაკის ფიგურები უცებ ყველა ერთნაირად დაიმსხვრა თავისით, მერე ისევ თავადვე გამთელდა, ვინმეს ჩარევის გარეშე (ავტომატური იყო მსხვრევა და გამთელება). ფიგურები ისევ დალაგდა დაფაზე, ოღონდ ახალი პარტია რომ უნდა დაწყებულიყო იმ განლაგებით და ყველა ფიგურას ეტყობოდა გატეხვის და შეწებების კვალი. ისევ გამოჩნდა ეს ორი ხელი, არ დაიწყო ახალი პარტია, მოკრიფა ფიგურები, ჩაყარა ლურჯ ხავერდის ქისაში და მე ჩამომიგდო ზევიდან. ახლა შენია ეს ფიგურები რომლებიც დამსხვრეული იყო და თავისით გამთელდა ისევო.

Posted by: fork 29 Jan 2021, 00:28
Artist
ჰალუცინოგენურს არაფერს ვიღებ, არც მშიერი ვყოფილვარ ან ავად რომ დისკომფორტს გამოეწვია.

ლამაზ გოგონას ვხედავდი ძირითადად... ანგელოზის პონტში, ზმანებასავით იყო.
ვუყურებდი და ვუღიმოდი, საუბარსაც გავაბამდი მარამ აშკარად გიჟი ვეგონებოდი სასტავს შინ.

Posted by: Artist 30 Jan 2021, 14:14
fork
QUOTE
ჰალუცინოგენურს არაფერს ვიღებ, არც მშიერი ვყოფილვარ ან ავად რომ დისკომფორტს გამოეწვია.

მაგას არა აქვს მნივნელობა, ემოციებს გააჩნია...
QUOTE
ლამაზ გოგონას ვხედავდი ძირითადად... ანგელოზის პონტში, ზმანებასავით იყო.
ვუყურებდი და ვუღიმოდი, საუბარსაც გავაბამდი მარამ აშკარად გიჟი ვეგონებოდი სასტავს შინ.

შესაძლოა ხილვებიც იყო, საკუთარ მფარველ ანგელოზისა... საუბარი გონებაში შეგიძლია გააბა, ხმის ამოღების გარეშე... smile.gif

* * *
xingqiyi*
QUOTE
უცნაური რაღაც დამესიზმრა.

ეგ სიზმარი სიმბოლოებითაა დატვირთული და მე ვთვლი, რომ სა- ალიკანტურო- სიზმარია... ის ახსნის
მაგ სიზმარს ძალზედ კარგად, მე ასე ვფიქრობ... smile.gif
* * *
alikantura
მოდი საშენო სიზმრებს ნახულობს ეს უზერი... smile.gif

Posted by: Mamu72 30 Jan 2021, 14:41

თვითონ სიზმრების ახსნა არ მინდა, მაგრამ ვინმე ხომ ვერ ამიხსნის ამ ეკლესიურ მორწმუნე კაკებეშნიკებს ჩემი სიზმრებიდან ფულის შოვნა რომ მოუნდათ, რა უბედურება და დოზანასთან გვაქვს საქმე?

თან რომ კითხო ეკლესიურები სიზმრებს არ აღიარებენ...

მე მგონი სიღორესთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში...

კიდევ გავაგრძელებდი მაგრამ ფასიანია და ბევრი ფული ღირს...

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 30 Jan 2021, 14:45
QUOTE (xingqiyi* @ 28 Jan 2021, 23:56 )
უცნაური რაღაც დამესიზმრა. ცაში იყო ჭადრაკის დაფა, ჰორიზონტალურად ეკიდა და ორი ხელის მტევანი, მგონი ბიჭის (სხეულის გარეშე) თამაშობდა ამ ჭადრაკს, აკეთებდა სხვადასხვა სვლას ორივე მოთამაშის მაგივრად ის ორი ხელი. მერე უცებ შუა თამაშში ხელები გაჩერდა, არ გაქრალა, მაგრამ ერთმანეთზე დაალაგა მტევნები და აღარ თამაშობდა. ჭადრაკის დაფა ისევ ისე დარჩა, მაგრამ ჭადრაკის ფიგურები უცებ ყველა ერთნაირად დაიმსხვრა თავისით, მერე ისევ თავადვე გამთელდა, ვინმეს ჩარევის გარეშე (ავტომატური იყო მსხვრევა და გამთელება). ფიგურები ისევ  დალაგდა დაფაზე, ოღონდ ახალი პარტია რომ უნდა დაწყებულიყო იმ განლაგებით და ყველა ფიგურას ეტყობოდა გატეხვის და შეწებების კვალი. ისევ გამოჩნდა ეს ორი ხელი, არ დაიწყო ახალი პარტია, მოკრიფა ფიგურები, ჩაყარა ლურჯ ხავერდის ქისაში და მე ჩამომიგდო ზევიდან. ახლა შენია ეს ფიგურები რომლებიც დამსხვრეული იყო და თავისით გამთელდა ისევო.

ამის წაკითხვაზე გამახსენდა მენ ინ ბლექის ფინალი, როცა გალაქტიკებს ათამაშებს ვიღაც და შემდეგ ქისაში ყრის. ძალიან მიყვარს..






რამდენიმე დღის წინ დამესიზმრა რომ სადღაც გაურკვეველ ადგილზე ვიყავი და დაახლოებით 9 თვის შვილი მყავდა, რომელიც ხელში მეჭირა, სახით ჩემსკენ და უცებ დათვი დაგვესხა თავს, დავეცი ზურგზე და ამ დათვმა მომიკლა შვილი, თან საშინლად, კისრიდან ხერხემალი ამოაჭამა და ამის ხარჯზე გადავრჩი მე. შიშისგან გაუნძრევლად ვიწექი, გაშეშებული და მერე მთელი სიზმარი საშინლად განვიცდიდი რომ საკუთარი შვილი ვერ გადავარჩინე და ფაქტიურად ფარად "გამოვიყენე". facepalm.gif

Posted by: ninunin 30 Jan 2021, 15:42
Artist
ბიჭი სიზმარში შავ მაღალყელიან კარგ ჩექმას რომ გაჩუქებს რას ნიშნავს?

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 30 Jan 2021, 16:15
QUOTE (ninunin @ 30 Jan 2021, 15:42 )
Artist
ბიჭი სიზმარში შავ მაღალყელიან კარგ ჩექმას რომ გაჩუქებს რას ნიშნავს?

გათხოვებას.

yes.gif

.............................

Posted by: ninunin 30 Jan 2021, 16:41
Artist
ბიჭი სიზმარში შავ ჩექმას რომ გაჩუქებს რას ნიშნავს?

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 30 Jan 2021, 16:46
ninunin


არ გეხუმრები, ფეხსაცმელი სიზმარში მაგას ნიშნავს, მართლა. biggrin.gif

საკუთარ თავზეც მაქვს დაცდილი.

დედა, როგორი გატეხილი მქონია სახელი. givi.gif

Posted by: ninunin 30 Jan 2021, 17:06
~Annabelle°Haunting~
ეგ ვარიანტები მეც გამიგია, მარა იქნებ სხვა კონტექსტია ?კარგს რომ ნიშნვს ჩემ სასარგებლოდ მასე ვხსნი მეც, მაგრამ Artistის განმარტება მაინც მინდა რომ მოვისმინო, იმიტომ რომ სწორად ხსნის ხოლმე ,ამიხსნა ერთი 6 თვის წინ სიზმარი ზუსტად ამიხდა და ამ შემთხვევში რას იტყვის მაინტრესებს smile.gif

QUOTE
არ გეხუმრები, ფეხსაცმელი სიზმარში მაგას ნიშნავს, მართლა.

საკუთარ თავზეც მაქვს დაცდილი.

დედა, როგორი გატეხილი მქონია სახელი.

biggrin.gif სახელის გატეხვა რა შუაშია? lol.gif

შენ რა შინაარსით ნახე როცა აგიხდა \ტუ გახსოვს

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 30 Jan 2021, 17:55
ninunin
QUOTE
სახელის გატეხვა რა შუაშია?



სულ რომ ვღადაობ, მეგონა იფიქრე რომ გეღადავებოდი და დამაიგნორე. cry.gif


QUOTE
Artistის განმარტება მაინც მინდა რომ მოვისმინო, იმიტომ რომ სწორად ხსნის ხოლმე ,ამიხსნა ერთი 6 თვის წინ სიზმარი ზუსტად ამიხდა და ამ შემთხვევში რას იტყვის მაინტრესებს


კი, კარგად ხსნის, მაგრამ მე არ ამიხსნა არცერთხელ. cry.gif



QUOTE
შენ რა შინაარსით ნახე როცა აგიხდა \ტუ გახსოვს



მაგას რა დამავიწყებს. lol.gif

ა, გენაცვალე:

https://forum.ge/?showtopic=35160225&view=findpost&p=57402562


ოღონდ მე ბიჭმა კი არა, ფეხსაცმელი სიზმარში დედაჩემის მეგობარმა მაჩუქა, რომელიც მაშინ 40 წლის იყო და არ იყო ჯერ გათხოვილი, ძალიან საყვარელი მინიატურული ქალია და რომ მაჩუქა, მითხრა მე დიდი მაქვს და შენ მოგერგება, შენი ზომააო. biggrin.gif ის ქალი გათხოვდა დაახლოებით 10 წლის შემდეგ, 50 წლის ასაკში და 2 შვილიც გააჩინა 54 წლის ასაკში. <3

Posted by: ninunin 30 Jan 2021, 18:06
~Annabelle°Haunting~
QUOTE
სულ რომ ვღადაობ, მეგონა იფიქრე რომ გეღადავებოდი და დამაიგნორე.

biggrin.gif არაა, გვიან ვნახე 2kiss.gif
QUOTE
კი, კარგად ხსნის, მაგრამ მე არ ამიხსნა არცერთხელ.

რავი. ერთხელ ზუსტად ახსნა ამიტომ ველი ეხლაც smile.gif
QUOTE
ოღონდ მე ბიჭმა კი არა, ფეხსაცმელი სიზმარში დედაჩემის მეგობარმა მაჩუქა, რომელიც მაშინ 40 წლის იყო და არ იყო ჯერ გათხოვილი, ძალიან საყვარელი მინიატურული ქალია და რომ მაჩუქა, მითხრა მე დიდი მაქვს და შენ მოგერგება, შენი ზომააო.  ის ქალი გათხოვდა დაახლოებით 10 წლის შემდეგ, 50 წლის ასაკში და 2 შვილიც გააჩინა 54 წლის ასაკში. <3


შენ გათხოვდი მაგ სიზმრის შემდეგ და ის ქალი 10 წლის მერე მოგყვა?
lol.gif lol.gif აუძნ გამეცინა ნახსენები ქალის ისტორიაზე რაღაც საყვარლად და სასაცილოდ აღწერე, ისე 50 წლისას და შემდეგ შვილები რომ გაუჩნდა გაუმართლა მგონი, კი ხდება მარა მაინც ნაკლებია შანსი, ჩემიდაქალის მეზობელი გათXოვდა 47 წლის და 62 წლის კაცს გაყვა თან პირველად და არ ყავს შვილი, მაგ შემთXვევაში შეიძLება კაცის ასაკის ბრალია, აუ რა თემებში გადავიიჭერით სიზმრების თემაში lol.gif
* * *
~Annabelle°Haunting~
მე იცი როგორ ვნახე? სახლში ქონდა, სამასხურში მისცეს ისე საჩუქრად ვითომ , მე მივედი ვითომ და ასე მითხრაეს შენი ზომააო ქალის ჩექმა იყო იდეაში ახლები, ჩავიცვი ზუსტად მქონდა ძნ მაგარი ხარისიხის იყო ფეხზე მაგრად მიხდებოდა biggrin.gif

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 30 Jan 2021, 18:11
ninunin
QUOTE
შენ გათხოვდი მაგ სიზმრის შემდეგ და ის ქალი 10 წლის მერე მოგყვა?



ჰოო, არადა ყველანაირი სამართლიანობით ჯერ მისი ჯერი უნდა ყოფილიყო, რას მერჩოდა არ ვიცი, ნუ 35 ზომა აქვს ფეხი და მე 37 და რა ექნა, მაჩუქა რა. biggrin.gif


ინვიტროთი შეძლო, ისეთი ქალია, ძალიან დიდხანს რომ რჩებიან ახალგაზრდებად და ორგანიზმმაც შეუწყო ხელი. არ ჰქონდა ჯერ კლიმაქსი დაწყებული.


ninunin
QUOTE
მე იცი როგორ ვნახე? სახლში ქონდა, სამასხურში მისცეს ისე საჩუქრად ვითომ , მე მივედი ვითომ და ასე მითხრა მე რათ მინდა შენი ზომააო ქალის ჩექმა იყო იდეაში ახლები, ჩავიცვი ზუსტად მქონდა ძნ მაგარი ხარისიხის იყო ფეხზე მაგრად მიხდებოდა



მეც ზუსტად მომერგო, შავი ტყავის ფეხსაცმელი იყო ქუსლიანი. biggrin.gif

მოკლედ, 6 თვე აქვს ვადა მაგ სიზმარს. ველოდები მოვლენების განვითარებას. biggrin.gif

Posted by: ninunin 30 Jan 2021, 18:20
~Annabelle°Haunting~
QUOTE
ჰოო, არადა ყველანაირი სამართლიანობით ჯერ მისი ჯერი უნდა ყოფილიყო, რას მერჩოდა არ ვიცი, ნუ 35 ზომა აქვს ფეხი და მე 37 და რა ექნა, მაჩუქა რა.
სამართლიანობა არ იცის მაგ საკითხმა ჩემო ანაბელ
biggrin.gif ნუ რაცმთავარია მოგერგო და მაგას აღარ აქვს მნიშ რეალობაში რა ზომა აქვს იმას ან შენ
QUOTE
ინვიტროთი შეძლო, ისეთი ქალია, ძალიან დიდხანს რომ რჩებიან ახალგაზრდებად და ორგანიზმმაც შეუწყო ხელი. არ ჰქონდა ჯერ კლიმაქსი დაწყებული.
ააა ინვინტროთი თუ გააჩინა, კი შეძლებდაsmile.gif


QUOTE
მეც ზუსტად მომერგო, შავი ტყავის ფეხსაცმელი იყო ქუსლიანი.

მოკლედ, 6 თვე აქვს ვადა მაგ სიზმარს. ველოდები მოვლენების განვითარებას.

აჰაა ვადებიც დაუდგენია გოგოს givi.gif ეს დაბალ ქუსლზე იყო მაღალ ყელიანი ბოტის სტილი ჩექმები როა , ტყავის იყო ოღონდ,ძაან მაღლი ყელით მუხლთან ახლოს ძნ ლამაზად მქონდა,ძირთან მუქი წითელი კანტი ქონდა
* * *
~Annabelle°Haunting~
შენ იხუმრე და წინა სიზმარი რაც არტისტმა ამიხსნა ზუსტად ერთ თვეში ამიხდდა biggrin.gif დაჟე უფრო ადრეც რა 1 თვე ვიტყუები ორ კვირაში

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 30 Jan 2021, 18:27
ninunin


ხო, სიკვდილივით არის, როცა მოგიწევს დრო, მაშინ ხდება. lol.gif lol.gif lol.gif



კი, კი, ჩემი ვარაუდით 6 თვეა ვადა, 1-2 თვის ვადაში ხელის თხოვნა და 6 თვის ვადაში ქორწილი.

ვნახოთ აბა, მთავარია რომ ჩექმა მოგეწონა, ბუკვალურად თუ ახდა და მართლა მასეთი ჩექმები გაჩუქა, არ დარჩები უკმაყოფილო. biggrin.gif

Posted by: ninunin 30 Jan 2021, 18:34
~Annabelle°Haunting~
:
QUOTE
ხო, სიკვდილივით არის, როცა მოგიწევს დრო, მაშინ ხდება. 

lol.gif lol.gif სიკვდილი არჩევანს არ გიტოვებს ამ შემთხვევაში გაქვს
QUOTE
კი, კი, ჩემი ვარაუდით 6 თვეა ვადა, 1-2 თვის ვადაში ხელის თხოვნა და 6 თვის ვადაში ქორწილი.

აქ ხელი თხოვნა და რიტუალები გამორიცხე მომხდარია ყველაფერი გარდა გაოფიციალურებ გასატატუსებისა lol.gif lol.gif lol.gif
QUOTE
ვნახოთ აბა, მთავარია რომ ჩექმა მოგეწონა, ბუკვალურად თუ ახდა და მართლა მასეთი ჩექმები გაჩუქა, არ დარჩები უკმაყოფილო.
ხო ვნახოთ , თუ შემრჩა ჩექმები ვიქნები კოტ ვ საპაგახ
lol.gif lol.gif

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 30 Jan 2021, 18:40
ninunin
QUOTE
ხო ვნახოთ , თუ შემრჩა ჩექმები ვიქნები კოტ ვ საპაგახ



lol.gif lol.gif lol.gif

არააა, მე მინდა რომ ჩექმაც შეგრჩეს და გათხოვებაც. მოკლედ, ჩემი ხმა ორივეს. biggrin.gif

Posted by: ninunin 30 Jan 2021, 18:48
~Annabelle°Haunting~
QUOTE
არააა, მე მინდა რომ ჩექმაც შეგრჩეს და გათხოვებაც. მოკლედ, ჩემი ხმა ორივეს.

ვნახოთ biggrin.gif <3

Posted by: Mamu72 30 Jan 2021, 20:13

რამდენჯერმე სხვადასხვა დროს სხვადასხვა ღმერთი დამესიზმრა... ზოგი დამელაპარაკა კიდევაც...

ახსნითაც თვითონ ამიხსნეს რას ნიშნავდა...

კიდე გავაგრძელებდი მაგრამ არავის არ აინტერესებს და თან სხვა დროს არა და ეხლა ფული მინდა ამაში...

Posted by: xingqiyi* 30 Jan 2021, 22:09
Artist
თითქმის სულ უცნაური რაღაცეები მესიზმრება ხოლმე smile.gif

~Annabelle°Haunting~
კი, ეგ შთამბეჭდავი მომენტია ფილმში.

alikantura

ძალიან კარგად ამიხსენით წინა სიზმარი, იქნებ ამასაც გადახედოთ smile.gif

Posted by: ჰოე 31 Jan 2021, 02:35
ხალხო, აი ლუციდურ სიზმარს როცა ვნახულობ ხოლმე, მეთოდები მაქვს როგორ უნდა გაგრძელდეს დიდხანს და მალე არ დასრულდეს. და როდესაც შორს სინათლის ვიბრაციას ვხედავ და ვგრძნობ, მაშინ იწყება სიზმრის დასასრული.

ხოდა თქვენ რას იტყვით ლუციდურ სიზმარზე?

Posted by: xingqiyi* 31 Jan 2021, 02:49
ჰოე

როგორ ასრულებ მასეთ სიზმარს, რა მეთოდი გაქვს? თავად იწვევ ამ სინათლეს თუ ისე ჩნდება?
მე მაქვს ძალიან ხშირად ასეთი სიზმრები, თუმცა, შენგან განსხვავებით, მე ვერ ვიღვიძებ ხოლმე. იმას ვგულისხმობ, რომ ვაცნობიერებ სიზმარში, რომ სიზმარია და ვცდილობ გაღვიძებას, მაგრამ ისევ სიზმარში ვიღვიძებ. ანუ, ერთსა და იმავე სიზმარში შეიძლება სამჯერ გავიღვიძო და ეს გაღვიძება ისევ სიზმარში იყოს.

Posted by: ჰოე 31 Jan 2021, 16:05


მე დასრულებას არ ვცდილობ ხოლმე, პირიქით ვცდილობ დიდხანს გაგრძელდეს. და როდესაც ასეთ სიზმარში უცნაური კითხვების დასმას ვიწყებ ხალხისთვის სიზმარი თითქის ხვდება და მაგდებს ხოლმე. და დასრულებას წინ უძღვის ეს ნათება. და როცა ვხედავ ნათებას უკვე ვიცი რომ უნდა დასრულდეს.

Posted by: alikantura 31 Jan 2021, 23:49
xingqiyi*
QUOTE
ძალიან კარგად ამიხსენით წინა სიზმარი, იქნებ ამასაც გადახედოთ

ვცადოთ/
The Queen's Gambit - ეს სერიალი ნანახი გაქვს? ესე მგონია მისი შთაბეჭდილების ქვეშაა ნანახი.

რაც შეეხება სიზმარს. ჩემი აზრით, ის გამოხატავს შენს გარკვეულ იდეას, ოცნებას, მიზანს. რომელიც შენ გაგიჩნდა რაღაცის ხილვით, გაცნობით. გაეცანი რაღაც არსებულს, ძველს ოღონდ ნახე ის. შეიძლება წაიკითხეან სხვა რაღაც ფორმით მიიღე მასზე ინფორმაცია. სიზმარი გამოხატავს, თუ ეს რაღაც როგორ გადმოვიდა შენი ინტერესის სფეროში. ანუ ცაზე გამოხატული ჭადრაკის თამაში, გამოხატავს ამ იდეას/ოცნებას/მიზანის, რომ თითქოს შენგან დამოუკიდებლად აღმოჩნდა შენი ინტერესის სფეროში, მას მერე რაც მასზე მიიღე ინფორმაცია, ანუ როცა ის დასრულდა მისი აღდგენის იდასთან გვაქვს საქმე, რომელის ტრანსფორმაცია მოახდინა შენმა ქვეცნობიერმა და თითქოს განახლებული სახით მოიტანა, როგორც ახალი იდეა/მიზანი ან რაღაც ამგვარი. სიმბოლურად რადგან ჭადრაკია, შეგვიძლია დავახასიათოთ კიდეც რა არის ეს. ჭადრაკის სიბოლოთი უნდა გამოისახოს წესით რაღაც ისეთი, რომ ერთგვარ გონიერებსა და სუბიექტებთან კომუნიკაციას გულისხმობს შენგან და ერთგვარი ასპარეზია შენთვის.

ჩემი აზრით მოცემული სიზმრით ქვეცნობიერი ცდილობს დაგანახოს ცნობიერად ეს სფერო. ანუ სვარაუდოდ შეიძლება ეს იდეა/მიზანი შენ ცნობიერად ბოლომდე არ მიგიღია და ამას ცდილობს ქვეცნობიერი, რომ ყურადღება გაგამახვილებინოს.

Posted by: xingqiyi* 1 Feb 2021, 00:21
alikantura

The Queen's Gambit არ მაქვს ნანახი smile.gif

მადლობა, მაგრამ როგორ ფიქრობ, ის რას ნიშნავს რომ დასრულების გარეშე დაიმსხვრა? პროცესში დაიმსხვრა და როცა განმრთელდა, მერე გადმოვიდა უკვე ჩემს ცნობიერში.

Posted by: jjkk 1 Feb 2021, 01:02
QUOTE
The Queen's Gambit

კარგი სერიალია.
ჩვენი ნონა გაფრინდაშვილიცაა ნახსენები ბოლო სერიებში.
პ.ს. ბოდიში ოფფისთვის

Posted by: alikantura 1 Feb 2021, 01:18
xingqiyi*
რა საინტერესოა. არადა რაც აღწერე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა რომ მაგ სერიალში მაქვს ნანახი.
ჩემი აზრით დადრულებამდე რომ დაიმსხვრა ნიშნავს. რომ შენ მისი გაცბობა ბოლომდე ვერ მოახერხე. ან შენ ვერ დაუთმე საჭირო დრო, ან თავად არ იყო სრულყოფილი. ან შენ მისდამი ინტერესი დაკარგე, იმიტომ რომ შენ შენებურად გაიაზრე ეს რაღაც. ანუ მისი გადაკვეთა აღმოაჩინე შენს თავში და იმან იმ სახით დაასრულა არსებობა და ტრანსფორმირდა შენს ქვეცნობოერში.
არის რამე მსგავსი შენს ცხოვრებაში?

Posted by: xingqiyi* 1 Feb 2021, 01:58
alikantura

ძალიან კარგი ხედვა გაქვს.

კი, დავაკავშირე რაღაც მოვლენებთან - სწორად დაინახე. დიდი მადლობა smile.gif

Posted by: alikantura 1 Feb 2021, 10:51
xingqiyi*
QUOTE
კი, დავაკავშირე რაღაც მოვლენებთან - სწორად დაინახე. დიდი მადლობა

შენც მადლობა უკუკავშირისთვის.
The Queen's Gambit - ს თუ ნახავ მიხვდები, რა მსგავსებაც იყო. smile.gif

Posted by: ninunin 1 Feb 2021, 13:40
alikanturaArtist
მეც ამიხსენით სიზმარი, შავი ჩექმა მაჩუქა ბიჭმა და რას ნიშნავს

Posted by: xingqiyi* 1 Feb 2021, 14:25
alikantura

დამაინტერესა და რაღაც პატარა მონაკვეთი ვნახე იუთუბზე საძინებლის ჭერზე რომ ხედავს დაფას. კი, მსგავსია ძალიან. უბრალოდ ჩემი ჭადრაკი ტელევიზორის ეკრანის მსგავსი განლაგებით ეკიდა ცაში და დღის სუფთა ცაზე იყო. ვნახავ მერე ფილმს კარგად smile.gif

Posted by: ჰოე 1 Feb 2021, 14:29
არ გიფიქრიათ რომ ეს ცხოვრებაც სიზმარია?

Posted by: Artist 1 Feb 2021, 16:37
ninunin
QUOTE
მეც ამიხსენით სიზმარი, შავი ჩექმა მაჩუქა ბიჭმა და რას ნიშნავს

ანაბელამ ხომ აგიხსნა ძალზედ დაწვრილებით მე ვერაფერს დავამატებ, უბრალოდ
უფრო ადრე მოხდება ეგ ამბავი ვიდრე ანაბელმა თქვა... smile.gif

xingqiyi*
QUOTE
არ გიფიქრიათ რომ ეს ცხოვრებაც სიზმარია?

არა...

* * *
Mamu72
QUOTE
კიდე გავაგრძელებდი მაგრამ არავის არ აინტერესებს და თან სხვა დროს არა და ეხლა ფული მინდა ამაში...

ფული თუ გინდა გია ჯაჯანიძის შოუში ჩაეწერე, ღმერთებს ველაპარაკებოდი თქო... ხოდა შეიძლება პოპულარულიც გახდე,
მერე მოვლენ ფანატიკოსები და დაიწყებენ ღმერთების ნაამბობზე ფულის გადახდას... wink.gif

* * *
~Annabelle°Haunting~
QUOTE
კი, კარგად ხსნის, მაგრამ მე არ ამიხსნა არცერთხელ.

ეყობა არ მოგიმართავს სიზმრის ახსნაზე, ან კითხვის ნიშანიც კი არ დაგისვამს ბოლოში...
ასეთ შემთხვევაში არ ვხსნი ხოლმე, ვინაიდან არ ვიცი სურვილი გაქვს თუ არა, ძალადმაცხონე ხომ არა ვარ?

Posted by: ninunin 1 Feb 2021, 18:03
Artist
კი ამიხსნა, მაგრამ მე თქვენგან მინდოდა პასუხი სწორად ხსნით ხოლმე ამიხდა ერთხელ.უკვე , ძნ დიდი მადლობა smile.gif

Posted by: Artist 1 Feb 2021, 22:21
ninunin
QUOTE
ამიხდა ერთხელ.უკვე , ძნ დიდი მადლობა

ხოდა ეხლაც აგიხდება... smile.gif არაფერს... smile.gif

Posted by: alikantura 1 Feb 2021, 22:44
ninunin
QUOTE
მეც ამიხსენით სიზმარი, შავი ჩექმა მაჩუქა ბიჭმა და რას ნიშნავს

თუ დეტალური ახსნა გინდა, კითხვებზე უნდა მიპასუხო/
ეს ბიჭია რეალობაშI არსებობს, თუ მხოლოდ სიზმრის პერსონაჟია?
სად გაჩუქა, მაღაზიაში, სახლში მოგიტანა, თუ სად?
რა მიზნით გაჩუქა, პაკლონიკები რომ ჩუქნიან იმ პონტში? თუ დაბ დღე გაქვს სიზმარში? მოკლედ მოტივაცია იმ ბიჭის თუ ჩანდა სიზმარშI?
როგორ შავია ეს ჩექმა? უღიმღამო შავი, თუ მოდური შავი.
მოირგე? მოგერგო? თუ აგარჩევინა? რამდენად კომფორტული იყო და როგორ აღიქვამდი, მოგწონდა, არ მოგწონდა.

მოკლედ ~Annabelle°Haunting~ ის განმარტება ფეხსაცმილის სიმბოლოზე შეიძლება ზუსტიც იყოს. განსაკუთრებით, თუ კონკიას ზღაპარს გავიხსენებთ. ამიტომაც, მისი ახსნა სრულიად მართებულია.
ოღონდ მე, მიუხედავად ყველაფერისა უფრო ზოგადი მიმართUლებით ავხსნიდი ფეხსაცმლის სიმბოლოს.
ზოგადად სიშიშვლე არის საზოგადოებაში გულწრფელი წარდგენა საკუთარი თავის/
ტანსაცმელ ფეხსაცმელი კი გამოხატავს იმ ხასიათს, იმიჯს, რომლითაც წარვდგებით საზოგადოების წინაშე;
ფეხსაცმელი კი იმ ხასიათის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ჩვენი დამცავია და ცხოვრებისეულ გადაადგილებაში გვეხმარება. ანუ უფრო მატერიალური სახის საყრდენი/ პიროვნული სახე.
ანუ სიზმრიდან ჩანს, რომ ამ ბიჭთან სიახლოვეს შენი ქვეცნობიერი აღიქვამს, როგორც დაცულობას, დახმარებას საზოგადოებასთან ურთიერთOბაში.
დანარჩენი დეტალები, როცა კითხვებს უპასუხებ შემდეგ იყოს.

Posted by: ninunin 1 Feb 2021, 23:10
QUOTE
თუ დეტალური ახსნა გინდა, კითხვებზე უნდა მიპასუხო/
ეს ბიჭია რეალობაშI არსებობს, თუ მხოლოდ სიზმრის პერსონაჟია?
სად გაჩუქა, მაღაზიაში, სახლში მოგიტანა, თუ სად?
რა მიზნით გაჩუქა, პაკლონიკები რომ ჩუქნიან იმ პონტში? თუ დაბ დღე გაქვს სიზმარში? მოკლედ მოტივაცია იმ ბიჭის თუ ჩანდა სიზმარშI?
როგორ შავია ეს ჩექმა? უღიმღამო შავი, თუ მოდური შავი.
მოირგე? მოგერგო? თუ აგარჩევინა? რამდენად კომფორტული იყო და როგორ აღიქვამდი, მოგწონდა, არ მოგწონდა.

არსებობს, ჩემი ბფ.ა ეს ბიჭი მოქმედება ხდებოდა მასთან სახლში, სამსახურში ბონუსად მომცესო და შენი ზომაა და საშენოო მომცა, ჩავიცვი და ზუსტად მქონდა ზედ მომერგო, კომფორტულ იყო და ძნ მომწონდა, ჩექმა შავი ძალიან მაღალ ყელიანი მუხლთან რო გედება ახლოს ეგეთი სიგრძის, შავი ტყავის მოდუერი და წითელი კანტი ძირთან, მუქი წითელი ოღონდ

Posted by: alikantura 2 Feb 2021, 00:46
ninunin
რამდენიმე ინტერპრეტაცია აქვს შენს სიზმარს.

ჩემი აზრით ეს სიზმარი გამოხატავს შენი ბფ-ს გარკვეულ კარიერულ წინსვლას, ან შენს სურვილს.რომ ამგვარი წინსვლა მოხდეს. ანუ მისი ეს წინსვლა როგორც მისთვის, ასევე შენთვის არის მნიშვნელოვანია. შენ მისი კარიერული წინსვლა გაძლევს გარკვეულ დაცულობის შეგრძნებას და ხასიათობრივ სიმტკიცეს. მომავალ ცხოვრებისეულ მოგზაურობაში უფრო კონფორტულ მდგომარეობას. ანუ მის წინსვლას ბონუსად მოყვება შენთვის ეს სიკეთეები .

მეორე ინტერპრეტაცია გამოხატავს, მასთან ურთიერთობით მიღებულ შენს იმიჯს, როგორსაც საზოგადოება აღგიქვამს. ანუ პარტნიორი რომ მოქმედებს შენს იმიჯზე, პოზიტიურად, რაღაც ამგვარი. ანუ შენ კმაყოფილიხარ იმით, როგორსაც ხალხი გხედავთ ერთად ყოფნით და გაქვს კონფორტის განცდა ამ ყველაფრიდან გამომდინარე.

და მესამე ახსნა, რაც ნაკლებად მგონია, ეს სიზმარი გამოხატავს მის დახმარებას შენს ე.წ. კარიერულ საკითხებში. ანუ ის, რჩევებით, გვერდში დგომით ან სხვა რაიმე ფორმით გაძლევს დაცულობის შეგრძნებას შენს კარიერული განვითარების კუთხით.

Posted by: ninunin 2 Feb 2021, 00:57
alikantura
ხასიათი პრინციპში შორს არაა შენი პირველი მეორე ახსნისგან ,მესამზე ამ ეტაპზე ჩემი კარიერული წინსვლა ნაკლებად დისტანციურად ვმუშაობ და პლიუს არის მიზეზები რის გამოც ამ ეტაპზე დაპაუზებულია წინსვლა კარიერულად,თუმცა, რჩევა და გვერდით დგომა თუ დამჭირდა მაგ მხრივ იმედი მაქვს, ყოფილა ეგეც, დანარჩენი ვნახოთ,მადლობა smile.gif

Posted by: alikantura 2 Feb 2021, 10:10
ninunin
QUOTE
ხასიათი პრინციპში შორს არაა შენი პირველი მეორე ახსნისგან

ხო, უბრალოდ პირველ შემთხვევაში კონკრეტულია, მეორე უფრო ზოგადი. ანუ მეორე მოიცავს პირველს.

QUOTE
ამ ეტაპზე ჩემი კარიერული წინსვლა ნაკლებად დისტანციურად ვმუშაობ და პლიუს არის მიზეზები რის გამოც ამ ეტაპზე დაპაუზებულია წინსვლა კარიერულად,თუმცა, რჩევა და გვერდით დგომა თუ დამჭირდა მაგ მხრივ იმედი მაქვს, ყოფილა ეგეც

მოთხოვნილებაა შეიძლება ამის და ამიტომ გესიზმრება.

Posted by: simohaya 5 Feb 2021, 07:33
სიზმარში ორ ადამიანს ვკავდი წამებით...მჟავას ვასხავდი...თან ვიძახდი ეს ადამაინები არიან ბოროტები და დაიმსახურეს....

მერე უცბად აღმოვჩნდი სხვაგადნ სადაც ბაშვები თამაშობდნენ

რას უნდა ნიშავდეს?

Posted by: Artist 5 Feb 2021, 17:58
simohaya
QUOTE
რას უნდა ნიშავდეს?

პრობლემების შექმნას...

Posted by: simohaya 5 Feb 2021, 21:13
Artist
უკვე შემექმნა სამსახურში პრობლემაა, მაგრამ გამოვძვერიი biggrin.gif....

არადა შეიძლება დიდი ამბავი დატრაილებულიყოოოო....

Posted by: fork 6 Feb 2021, 13:39
მთელი სიზმარი მიწისქვეშეთში ვიმალებოდი.
და წარმოდგენა არ მაქვს-რას ვემალებოდი.
საზიზღრობა იყო, სულ მარტო ვიყავი მთელს პლანეტაზე.

Posted by: Artist 7 Feb 2021, 17:15
fork
QUOTE
და წარმოდგენა არ მაქვს-რას ვემალებოდი.
საზიზღრობა იყო, სულ მარტო ვიყავი მთელს პლანეტაზე.

საკუთარ თავს ემალებოდი ალბათ, თუ სულ მარტო იყავი მთელ პლანეტაზე... smile.gif

Posted by: fork 8 Feb 2021, 02:16
Artist
არა, ვიღაც თუ რაღაც დამსდევდა აჩრდილივით, ისიც ვერ გავარკვიე ადამიანი იყო თუ რამე სხვა.
ძალიან ჩუმი სიზმარი იყო, აი ფილმი როა-წყნარი ადგილი, ეგეთი.

Posted by: kriketi-1985 8 Feb 2021, 02:54
მაგრად მიყვარს კოშმარები, ჯერ ხომ სიზმარში ვერთობი და მერე რომ გამოვიღვიძებ, იმხელა სიამოვნებაა, რომ სიზმარი იყო <3 წუხელ ვფიქრობდი ამაზე და დამესიზმრა, ახლაც, იმედია, ასე იქნება <3

Posted by: paaatriick 8 Feb 2021, 17:39

love.gif


_________
_________

Posted by: Artist 10 Feb 2021, 23:03
fork
QUOTE
არა, ვიღაც თუ რაღაც დამსდევდა აჩრდილივით, ისიც ვერ გავარკვიე ადამიანი იყო თუ რამე სხვა.
ძალიან ჩუმი სიზმარი იყო,

გაშინებს ვიღაცა ან რაღაცა...

Posted by: fork 10 Feb 2021, 23:49
Artist
ალბათ უფრო რაღაცა...

წუხელ მთელი სიზმარი ტელევიზორს ვასწორებდი, სულ ერთ გადაცემას უჩვენებდა ყველა არხზე.
დამეხოცა ნერვები.

Posted by: ლეოპარდი 10 Feb 2021, 23:58
ძირითადად გრძელვადიანი, გრძელი პროგრამის სიზმრები მაქვს.
მაგალითად 17-18 წლის ასაკში ნანახი ათი წლის შემდეგ რომ კონკრეტდება და ხდება ნათელი. მანამდე კი წლობით გავდიოდი იმ საფეხურებს, საბოლოო გააზრებამდე რომ უნდა მივსულიყავი და სიზმარში კორექტირება შემეტანა რომელიღაც დეტალით.
ასეთი სიზმრების გააზრების შედეგი იყო ძალიან შთამბეჭდავი, მთელი ცხოვრება ხელისგულზე რომ მიჭირავს და მთლიან სქემას ვხედავ ისე, რომ მე თვითონაც არ ველოდი.

სიზმრებმა გამახსენა ფრაზა "მატრიცადან", ორაკული რომ ეუბნება ნეოს: "არჩევანი უკვე გაკეთებულია, შენ აქ იმისთვის ხარ რათა გაიაზრო თუ რატომ აირჩიე ეს". როგორ ვსაზღვრავთ საკუთარ მომავალს ჩვენივე ქმედებებით ისე, რომ ჯერ ვმოქმედებთ და მერე ვიაზრებთ გაკეთებულს. სიზმარი კი წინასწარ ამ ჩანასახის საბოლოო შედეგებს გვანახებს წლობით ადრე. ფსიქიკაში როგორი ჩანაფიქრი დევს საკუთარი თავის დასაცავად, რასაც მომავალში მიხვდები და სიზმარი კი ამას წინასწარ აპარებს.

შარშან ჩემმა სიზმრებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მაპოვნინა. ჩემი ტოტემი - გველი, რომელსაც ბავშვობიდან მოყოლებული ვხედავდი, თუ როგორ მესხმოდა თავს, ან მომსდევდა როგორც ჩემივე შიშები და გაუაზრებელი ნაწილი. ახლა კი იმდენი რამე გავიაზრე, რომ საკუთარ შინაგან ტოტემს შევურიგდი. მხოლოდ ეს არსება და არც ერთი სხვა. მთელი თავისი რთული სიმბოლიზმით. როგორც იქნა სიმბოლოებშიც კი ჩავავლე ჩემს თავს ისე, რომ გაცილებით მომეშვა ვიდრე წინა წლებში.

Posted by: paaatriick 11 Feb 2021, 11:21
მოულოდნელი სტუმარი მივიღე გუშინ... ოთახში ყველაფერი თავდაყირა მქონდა. რომ შემოვიდა ტანსაცმლის კარადა გამოაღო, იქ ყვავილი იდგა ქოთანში
რა უნდა კარადაში ყვავილებს biggrin.gif
ფანჯარაზე დადო. მერე ვილაპარაკეთ. წავიდა. ფანჯრიდან ნიავი შემოდიოდა...

Posted by: Artist 11 Feb 2021, 14:44
ლეოპარდი
QUOTE
ასეთი სიზმრების გააზრების შედეგი იყო ძალიან შთამბეჭდავი, მთელი ცხოვრება
ხელისგულზე რომ მიჭირავს და მთლიან სქემას ვხედავ ისე, რომ მე თვითონაც არ ველოდი.

სიზმრები საერთოდ გარდამავალი ეპიზოდია საიდანაც გადიხარ სულიერ სამყაროში, ჯერ სიზმარი
ცნობიერი ხდება და უფრო და უფრო აცნობიერებ, როდესაც სიზმარშივე იცი რომ სიზმარში ხარ და
ამ დროს უკვე საკუთარ სიზმარში მიმართულებას შენ თვითონვე მართავ საით წახვიდე და რა ნახო.
შემდეგი ეტაპი კი ისაა, როდესაც სიზმრის შემდგომ ყოფიერებას რეალურად ხედავ და არ ხარ ჩასული
ღრმა ძილში... აი მაშინ მთავრდება ადამიანის ძილის მდგომარეობა ის იწყებს სულიერი ცნობიერების
წვდომას და მიწიერი ცნობიერებიდან სულიერზე გადართვას სწავლობს, იქ სიმბოლოებს ხედავს და
ამ სიმბოლოების გადმოთარგმნა უწევს შემდეგ დღის ცნობიერების ენაზე... smile.gif

* * *
fork
QUOTE
წუხელ მთელი სიზმარი ტელევიზორს ვასწორებდი, სულ ერთ გადაცემას უჩვენებდა ყველა არხზე

მანდ მთავარია თუ რა გადაცემა იყო ასეთი, რომ მხოლოდ იმას გიჩვენებდა... ამ დროს შენი ქვეცნობიერი
მიგანიშნებს რაღაცას...

Posted by: ლეოპარდი 11 Feb 2021, 14:53
Artist

QUOTE
ამ დროს უკვე საკუთარ სიზმარში მიმართულებას შენ თვითონვე მართავ საით წახვიდე და რა ნახო.


წლების წინ ნანახ სიზმარში ჩემსა და წარსულს შორის (მე და წარსულის პიროვნებები - ნათესავები სხვადასხვა ოთახში ვიყავით) კარი იყო ღია როცა ვნახე სიზმარი 17-18 წლის ასაკში. და ასე ერთი-ორი წლის წინ უკვე ძილის გარეშე ფხიზელ მდგომარეობაში, ცნობიერად გავიაზრე რომ მე ის კარი მივხურე, ძველი ანგარიშები დავხურე.
სხვა მნიშვნელოვანი სიზმარიც გამიმეორდა ოღონდ ვიზუალიზაციის სახით მოვიდა უცებ როცა შარშან ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და სიმბოლური გადაწყვეტილება მივიღე. და დიდი შვებაა, როცა ჩაასწორებ და დახურავ იმ ძველ ანგარიშებს ჯერ სიზმრის დონეზე რასაც ხედავდი და ახლა უკვე ცნობიერად რომ შემოდიან სიზმრები ცხადში ჩემი გადაწყვეტილებით.

Posted by: fork 11 Feb 2021, 15:39
Artist
გადაცემა რო ყოფილიყო, რა უჭირს.
ერთიდაიგივე კადრი იყო.

წუხელ კიდევ ცარიელ დედამიწაზე დავდიოდი, სახლები ცარიელი, ცხოველები, ფრინველები და მწერებიც კი არ ჩითავდნენ.
მომკლა ამ პოსტაპოკალიფსურმა სიზმრებმა.
ემერიხი შედევრებს გადაიღებდა, ისეთი სცენარები აქვს.

Posted by: xingqiyi* 12 Feb 2021, 12:30
საზიზღრობა დამესიზმრა. აბაზანაში ვიწექი და თვალებს რომ ვხუჭავდი ჩემს თავს ვხედავდი რეალურად მეორე სხეულის სახით, ჩემს ზემოთ ეკიდა (ანუ ვეკიდე ჩემი სხეულის ზემოთ ამ მეორე ფორმით) ოღონდ საშინელებათა ფილმებში რომ არიან ამოტრიალებული ქალები, თავი რომ ზურგზე აქვთ და ოთხზე რომ დადიან ისეთ მდგომარეობაში, თან სულ სისხლიანი იყო და ზურგზე ირტყამდა რაღაც თეთრ ზეწარს. კივილს, რომ ვიწყებდი ქრებოდა. დავხუჭავდი თვალს და ისევ ისე გავჩნდებოდი ხოლმე სისხლიანი და ალქაჯის სახით. eek.gif eek.gif eek.gif

Posted by: Artist 12 Feb 2021, 20:10
fork
QUOTE
ერთიდაიგივე კადრი იყო

თუ გახსოვს რა კადრი იყო?

xingqiyi*
შესაძლოა შენი მდაბალი მე-ს ხედავდი... შეხვედრა საკუთარ მდაბალ მე-სთან არის ყველაზე დიდ
შიშთან დაკავშირებული, რომლის გადალახვისას ადამიანი საერთოდ შიშს ლახავს... შემდგომ იწყება
ამ ორეულის განწმენდა და გაბრწყინებამდე მიყვანა და ისევ შემოერთება... მაგრამ ეს იმ შემთხვევაში
ხდება, როცა ადამიანიდან გამოდის ეს ორეული და განუწყვეტელ რეჟიმში თვალწინ უდგას ანუ ხილვებით...
შენ ეტყობა სიზმრის სახით იმიტომ ნახე რომ შეეჩვიო ამას...

Posted by: fork 12 Feb 2021, 20:13
Artist
რაღაც ანიმაციური ნახატი, ძირითადად თეთრ-ცისფერში,ორგამზომილებიანი.

Posted by: Artist 12 Feb 2021, 20:18
fork
QUOTE
რაღაც ანიმაციური ნახატი, ძირითადად თეთრ-ცისფერში,ორგამზომილებიანი.

ესეიგი ზუსტად არ გახსოვს...

Posted by: xingqiyi* 12 Feb 2021, 22:26
Artist
მადლობა ახსნისთვის. ხო ალბათ მასეა. თან იმ ზეწარს ზურგზე რომ ირტყამდა ასკეტივით, შეიძლება მაგაზე მიანიშნებს რომ განწმენდა უნდოდა. აშკარად ძალიან უბედური იყო, თან მოთქვამდა. აქეთ მე ვკიოდი, იქით ის ტიროდაsmile.gif

Posted by: fork 12 Feb 2021, 22:45
Artist
სამი წლის ბავშვის ნახატს გავდა.
არ მახსოვს, იმიტომ რომ არ დავკვირვებივარ.

Posted by: Artist 13 Feb 2021, 15:36
xingqiyi*
QUOTE
აქეთ მე ვკიოდი, იქით ის ტიროდა

შენ შიშისგან კიოდი, ის კი განწმენდას ითხოვდა, თავის თავს დასტიროდა... smile.gif
* * *
fork
QUOTE
წუხელ კიდევ ცარიელ დედამიწაზე დავდიოდი, სახლები ცარიელი, ცხოველები, ფრინველები და მწერებიც კი არ ჩითავდნენ.
მომკლა ამ პოსტაპოკალიფსურმა სიზმრებმა.

შინაგანი სიცარიელის განცდა გაქვს და შენი ქვეცნობიერი ასეთ სიზმრებს გიჩვენებს...

Posted by: simohaya 14 Feb 2021, 21:27
Artist
მოგზაურობა სიზმარში რას ნიშავს..მანქანით ან თვითფრინავით?...


Posted by: Artist 14 Feb 2021, 21:33
simohaya
QUOTE
მოგზაურობა სიზმარში რას ნიშავს..მანქანით ან თვითფრინავით?...

გააჩნია რა სიტუაციაა... მე პირდაპირი მნიშვნელობები არ ვიცი... რა რას ნიშნავს,
სიტუაციიდან გამომდინარე ვორიენტირებ და ვამბობ... smile.gif

Posted by: Universe´ 19 Feb 2021, 23:02
გამთენიისას, სანამ ჩამეძინებოდა სიზმრები ვნახე

რა ხანია ორ სიტყვად ვიმახსოვრებ, დანარჩენს ვივიწყებ. მაგრამ ეს, თან რომ მეღვიძა და არც, თავში შემომიძვრა...
მაპროვოცირებელი ვინმე უცნობის უსიამოვნო სახის დანახვა იქნებოდა, რადგან მაგრად შემაშინა.

თვალები რომ დავხუჭე მაშინვე მარგალიტებით სავსე თავის ქალა გამოემართა.. უფრო სწორად ოთახში გაჩნდა, გაკრეჭილი ჩაწიკწიკებული კბილებით, მარგალიტებით თვალის ბუდეებში. ოღონდ ფორმა შეცვლილი იყო, მარტო კბილები იმეორებდა ანატომიურ ფორმას. სიხარბეს დავარქმევდი, მთელი თავისი დეგრადირებული ხასიათით.
უცებ გადმოვტრიალდი, ოთახი მოვათვალიერე, მეთი რაა ხარ, როგორ შემოხვედი წადი )))
ისევ დავხუჭე თვალი და ამჯერად ძვირფასი ქვებით მოჭედილი ორქოს გუმბათების, გუმბათის ფორმის გვირგვინების ფორმა ჰქონდა. სიცარიელეს დავარქმევდი
ვფხიზლობდი, როცა მესამედ ბუმბულებით, მდიდრული ტანსაცმლით შეიმოსა და მიუხედავად ყველაფრისა მას უშედეგო გარჯა ერქვა. ამიტომ მალევე იცვალა ფორმა, კლოუნად იქცა უკვე გამქრალი სანახევროდ ჰაერში გალღვა, გავაგდე ბავშვობაში გამოცდილი ხერხით.

Posted by: Artist 20 Feb 2021, 13:56
Universe´
QUOTE
მაპროვოცირებელი ვინმე უცნობის უსიამოვნო სახის დანახვა იქნებოდა, რადგან მაგრად შემაშინა.

შენი ორეული შეიძლება იყო, ვინაიდან ყველაზე დიდ შიშს იწვევს მისი დანახვა, შემდგომ კი ეჩვევა ადამიანი
და დროთა განმავლობაში აკეთილშობილებს ამ ორეულს გაბრწყინებამდე, ამის შემდეგ ადამიანი ხდება სრულყოფილი...

Posted by: Universe´ 20 Feb 2021, 13:58
Artist
ჩემი ორეული როგორ იყო ცოცხალი ადამიანი?

Posted by: Artist 20 Feb 2021, 14:02
Universe´
QUOTE
ჩემი ორეული როგორ იყო ცოცხალი ადამიანი?

სიზმარში ნახე თუ რეალში? ორეული იგივე ადამიანივით გამოიყურება
უბრალოდ ძალზედ საშინელი შესახედავია, ხილვით სამყაროში რა თქმა უნდა... smile.gif

Posted by: Universe´ 20 Feb 2021, 14:03
Artist
რელ.ადმის სახე ჩამყვა

და კოშმარები ავაგე

Posted by: Artist 20 Feb 2021, 14:27
Universe´
QUOTE
რელ.ადმის სახე ჩამყვა
და კოშმარები ავაგე

რელ.ადმი ვინაა?...

Posted by: Universe´ 20 Feb 2021, 16:26
Artist
რეალურად არსებული ადამიანი უნდა დამეწერა

Posted by: კადა 20 Feb 2021, 16:52
აზრი არა აქვს სიზმრებს.
_____________________________

Posted by: Artist 20 Feb 2021, 20:27
კადა
QUOTE
აზრი არა აქვს სიზმრებს.

... აზრი ყველაფერს აქვს...
თუ კარგად გაიაზრებ...

Posted by: lostsoul 20 Feb 2021, 22:21
ერთი და იგივე ადგილი მესიზმრება რახანია, სასტუმრო.
სასტუმრო, რომელიც არ არსებობს და თან ინტუიტიურად ვიცი რომ
მომავალში ვხვდები.

თავიდან სიზმარი საერთოდ სხვა რამეზეა ხოლმე, მერე კიდევ აი ასე უცებ უკავშირდება წარსულის ადამიანებს.
ყოველთვის ბედნიერი ვარ ხოლმე იმ სასტუმროში.
ჰოლში დავდივარ, ვერანდაზე ავდივარ.
მოკლედ ყველა დეტალი ნანახი მაქვს უკვე.
მთელი წელია სასტუმრო მესიზმრება, რომელშიც ბედნიერი ვარ.
ცოტა უფრო ბებერი ვარ, ვიდრე ახლა ვარ, მაგრამ იმ საყვარელ ადამიანებთან ერთად ვარ,
ვინც ახლა თითქოს უკვე დაკარგული მგონია.

ყოველთვის, რაც არ უნდა ხდებოდეს, სიზმარი ერთნაირად მთავრდება - ვპოულობ იმ ადამიანს,
ვინც თავიდან მიყვარდება და ისე ძალიან მიყვარს და ისეთი ბედნიერი ვარ რომ - მეღვიძება.

ძალიან ცუდ ხასიათზე ვიღვიძებ ყოველ ჯერზე, იმდენად რეალური იყო ცოტა ხნის წინ რომ ასეც ყოფილიყო და იმდენად წარმოუდგენელია ახლა.

მთელი დღეა საშინელ ხასიათზე ვარ, იმიტომ რომ ისევ ყველაზე მეტად რასაც ვბლოკავ, იმას ვუბრუნდები smile.gif

Posted by: ჰოე 21 Feb 2021, 20:53
ხომ ვერ მეტყვით წითელი წიწაკები რას ნიშნავს. ანუ მე და ჩემს ძმას დაგვესიზმრა ერთიდაიმავე ადგილას ბევრი წითელი წიწაკა ჩამოკიდებული.
* * *
QUOTE
ერთი და იგივე ადგილი მესიზმრება


მეც მესიზმრება ხოლმე ერთიდაიგივე ადგილი და ყოველ ჯერზე იგივენაირად ვითარდება მოვლენები, თითქოს წინასწარ იცი უკვე რაც უნდა მოხდეს. საინტერესოა.

Posted by: Universe´ 22 Feb 2021, 18:09
ჩემს საოცნებო ქვეყანაში ვცხოვრობდი სახლში, რომელიც სახლზე მეტი იყო. მიუხედავად ზომისა და ერთ პატარა ქუჩაზე დგომისა, ფანჯრებს კარებებს და კიბეებს ქვეყნის ლამის ერთუ ბოლოდან მეორემდე გავყავდი, სხვადასხვა მხარეს, მიმზიდველ ადგილებში. შიგნითაც სიცოცხლე ჩქეფდა მოძრაობა, დინება და სიხალისე.

Posted by: Artist 23 Feb 2021, 04:37
ჰოე
QUOTE
მეც მესიზმრება ხოლმე ერთიდაიგივე ადგილი და ყოველ ჯერზე იგივენაირად ვითარდება მოვლენები, თითქოს წინასწარ იცი უკვე რაც უნდა მოხდეს.

ბოლოსკენ იცვლება ხოლმე, კარგად თუ დააკვირდები, "რეზუმე" სხვანაირია ხოლმე... smile.gif ანუ ზუსტად ერთნაირი მოვლენების განვითარება არ ხდება... ადგილი კი იგივეა...

Posted by: Pepper_Crowley 24 Feb 2021, 18:56
ჰოე
QUOTE
ხომ ვერ მეტყვით წითელი წიწაკები რას ნიშნავს. ანუ მე და ჩემს ძმას დაგვესიზმრა ერთიდაიმავე ადგილას ბევრი წითელი წიწაკა ჩამოკიდებული

რომ გითხრან, დაიჯერებ?

Posted by: ჰოე 24 Feb 2021, 23:14
Pepper_Crowley

შენ რატო გენაღვლება მე დავიჯერებ თუ არა :დდდ

Posted by: Pepper_Crowley 24 Feb 2021, 23:24
QUOTE (ჰოე @ 24 Feb 2021, 23:14 )
Pepper_Crowley

შენ რატო გენაღვლება მე დავიჯერებ თუ არა :დდდ

არა. არ ვნაღვლობ, ვიკითხე უბრალოდ.

Posted by: Artist 2 Mar 2021, 17:06
ჰოე
QUOTE
ხომ ვერ მეტყვით წითელი წიწაკები რას ნიშნავს. ანუ მე და ჩემს ძმას დაგვესიზმრა ერთიდაიმავე ადგილას ბევრი წითელი წიწაკა ჩამოკიდებული

ერთდროულად დაგესიზმრათ შენ და შენს ძმას ასეთი სიზმარი თუ როგორ? ანდა ერთი და იმავე ადგილას დასიზმრება ცოტა გაუგებარია, ერთი და იმავე
ადგილას როცა გეძინათ თუ ერთი და იმავე ადგილზე იყო ეს წიწაკები დაკიდული? თან მნიშვნელობა აქვს იმას თუ რა სიტუაცია იყო და რა მოქმედება?

Posted by: Pepper_Crowley 2 Mar 2021, 23:13
კლირენსის დასიზმრება რას ნიშნავს?

Posted by: xingqiyi* 3 Mar 2021, 01:57
კიმ ჩენ ინი დამესიზმრა biggrin.gif დამიბარა და მეთქი დამერხა, მკლავს. თუმცა, რომ შევედი მასთან მეუბნება - იქნებ მირჩიო როგორ გავხდე კეთილი და კარგი მმართველიო. ვიფიქრე - სიმართლე ვუთხრა, მომკლავს ალბათ თუ არ მოეწონა. მოვატყუო, მაინც მომკლავს თუ არ მოეწონა biggrin.gif ბოლოს სიმართლე ვუთხარი - დაკომპლექსებული ადამიანი ხარ, რომელსაც არ უნდა აღიაროს რომ სუსტია და პირველი რაც უნდა ისწავლო ისაა რომ შენზე სხვა ადამიანების უარყოფითი შეხედულების ობიექტურად გააზრების უნარი უნდა გქონდეს თქო.
გამეღვიძა, არ ვიცი მომკლა თუ არა... სავარაუდოდ მომკლავდა smile.gif

Posted by: simohaya 5 Mar 2021, 07:10
შიშველი ორსული ქალის ნახვა რას ნიშავს...

ძალიან ლამაზი იყო, სრულიად შიშველი ბანაობდა აუზში, წმინდა წყალი იყო....დაჟინებული მზერით მიყურებდა და მითხრა რომ ბაშვს აძინებდააა biggrin.gif

Posted by: Artist 7 Mar 2021, 01:54
simohaya
QUOTE
შიშველი ორსული ქალის ნახვა რას ნიშავს...

ძალიან ლამაზი იყო, სრულიად შიშველი ბანაობდა აუზში, წმინდა წყალი იყო....დაჟინებული მზერით მიყურებდა და მითხრა რომ ბაშვს აძინებდააა

ვინმე ქალი გულ გახსნილად მოგიყვება თავის პრობლემის შესახებ, რომელის გადალახვასაც ცდილობს...

Posted by: Aquarius_A888 11 Mar 2021, 17:44
წუხელ ვნახე ეკლესიის გალავნიდან გამოძვრა გველი და იმას მივდევდი, რას შეიძლება ნიშნავდეს? rolleyes.gif

Posted by: Artist 11 Mar 2021, 23:16
Aquarius_A888
QUOTE
წუხელ ვნახე ეკლესიის გალავნიდან გამოძვრა გველი და იმას მივდევდი, რას შეიძლება ნიშნავდეს?

გააჩნია რატომ მისდევდი, ალბათ მოსაკლავად ან დასაჭერად? თანაც როგორ გამოიყურებოდა შემზარავად თუ არა...
ნუ რახან მისდევდი შენ არ შეგეშინდა ეტყობა... გველი სიბრძნის სიმბოლოცაა, მედიცინაში მკურნალობის და რელიგიაში
კი ეშმას... ხოდა თუ გალავნიდან გადმოძვრა ანუ ეკლესიის კენ თუ ეკლასიისგან, თუ გაიქცა ეკლესიის განწმენდას ნიშნავს...
თუ პირიქით ეკლესიისკენ გამოემართა მაშინ გასაგებია რატომაც მისდევდი, რომ დაგეცვა ეკლესია ბოროტებისგან?... smile.gif

პს.
ძალზედ მწირი ინფორმაცია დადე და ცოტა გაუგებარიც, ამიტომ გამიჩნდა შეკითხვებიც, ისე გარეგნულად როგორი იყო
დიდი იყო თუ პატარა ანდა საშუალო ზომის, შხამიანი იყო თუ არა...

Posted by: Pepper_Crowley 11 Mar 2021, 23:19
Aquarius_A888
QUOTE
წუხელ ვნახე ეკლესიის გალავნიდან გამოძვრა გველი და იმას მივდევდი, რას შეიძლება ნიშნავდეს?

მეუფე (თუ მამა? როგორაცაა) იობი თუ ხარ, ე.ი. მეუფე პეტრეს მისდევდი.

Posted by: simohaya 12 Mar 2021, 06:55
ბაშვი დაბადება რას ნიშავს სიზმარში?

ქერა ძალიან ლამაზი ბავშვი დაიბადებას ვუყურებდი და რატომღაც დამამახსოვრა რომ ვითომ ეს ჩემი ბავშვი იყო biggrin.gif...არადა ცოლი არ მყავს..

Posted by: Aleqto 12 Mar 2021, 09:42
lostsoul
როგორც ამბობ მაგ სასტუმროში და ხალხის გარემოცვაში ბედნიერი ხარ...თან ნაწილობრივ რეალიბასაც ასახავს,რომელიც შეიძლებოდა ასეც ყოფილიყო,მაგრამ არ მოხდა...
შენი ცნობიერის ან ქვეცნობიერის ნაწილი ჯერ ვერ ეგუება და განიცდის რომ რეალურად მასე არაა. შეიძლება რამეს ნანობს კიდეც ან უბრალოდ სინანულის განცდა აქვს რომ მასე არაა...ის შეგრძნებები რაც სიზმარშია ძალიან მოსწონს და ამიტომ ცდილობს ისევ იქ დაბრუნდეს,რომ იგივე განიცადოს...
რეალობაში როცა სინანულის შეგრძნებას მოიშორებ და აღარ იფიქრებ იმაზე რაც შეიძლება მომხდარიყო,მაგრამ არ მოხდა, სავარაუდოდ ეს სიზმარიც გაქრება... ან ამ სიხშირით მაინც არ იქნება...

პ.ს. ჯასთ სიზმრისმოყვარული ადამიანის 'დასკვნა' smile.gif

Posted by: Pepper_Crowley 12 Mar 2021, 14:27



Posted by: fork 12 Mar 2021, 23:36
სიზმრად ჩემთვის საძულველ საქმეს ვაკეთებდი ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად.
კაშმაროვიჩია იმენნა!!!

Posted by: Goga@ 13 Mar 2021, 01:39
მელოტი ქალის ნახვა რას ნიშნავს სიზმარში? ჩემი ნაცნობი ქალი ვნახე, კიბო ჰქონდა თითქოს სიზმარში და სულ მელოტი იყო. თავზე პარიკები ეკეთა ხან სწორი და ხან ხვეული თმის.

ისე, რეალურ ცხოვრებაში ჯანმრთელი ქალია და არაფერი აწუხებს საერთოდ.

Posted by: არავინ- 13 Mar 2021, 02:40
მე ვაკვორდები ჩემს სიზმრებს, მერე ვიწერ და ვსწავლობ ხოლმე რა რატომ დამესიზრმა, რაღაც კანონზომიერებებს ვხედავ...

Posted by: Artist 13 Mar 2021, 15:12
არავინ-
QUOTE
მე ვაკვორდები ჩემს სიზმრებს, მერე ვიწერ და ვსწავლობ ხოლმე რა რატომ დამესიზრმა, რაღაც კანონზომიერებებს ვხედავ...

ყველასთვის სამაგალითოა ეს, ყველაზე უფრო სწორ პასუხებს იპოვის ადამიანი ამ დროს... up.gif +++

Posted by: არავინ- 13 Mar 2021, 18:34
Artist
მეგონა მარტო მე ვიქცეოდი ასე biggrin.gif

Posted by: ketevani-psychologist 14 Mar 2021, 14:58
QUOTE (ჰოე @ 31 Jan 2021, 16:05 )
მე დასრულებას არ ვცდილობ ხოლმე, პირიქით ვცდილობ დიდხანს გაგრძელდეს. და როდესაც ასეთ სიზმარში უცნაური კითხვების დასმას ვიწყებ ხალხისთვის სიზმარი თითქის ხვდება და მაგდებს ხოლმე. და დასრულებას წინ უძღვის ეს ნათება. და როცა ვხედავ ნათებას უკვე ვიცი რომ უნდა დასრულდეს.

ჰოე
QUOTE
უცნაური კითხვების დასმას ვიწყებ ხალხისთვის სიზმარი თითქის ხვდება

რას გრძნობთ ხოლმე, როდესაც ადამიანებს უცნაური კითხვების დასმას უწყებთ?
* * *
QUOTE (ლეოპარდი @ 10 Feb 2021, 23:58 )
ძირითადად გრძელვადიანი, გრძელი პროგრამის სიზმრები მაქვს.
მაგალითად 17-18 წლის ასაკში ნანახი ათი წლის შემდეგ რომ კონკრეტდება და ხდება ნათელი. მანამდე კი წლობით გავდიოდი იმ საფეხურებს, საბოლოო გააზრებამდე რომ უნდა მივსულიყავი და სიზმარში კორექტირება შემეტანა რომელიღაც დეტალით.
ასეთი სიზმრების გააზრების შედეგი იყო ძალიან შთამბეჭდავი, მთელი ცხოვრება ხელისგულზე რომ მიჭირავს და მთლიან სქემას ვხედავ ისე, რომ მე თვითონაც არ ველოდი.

სიზმრებმა გამახსენა ფრაზა "მატრიცადან", ორაკული რომ ეუბნება ნეოს: "არჩევანი უკვე გაკეთებულია, შენ აქ იმისთვის ხარ რათა გაიაზრო თუ რატომ აირჩიე ეს". როგორ ვსაზღვრავთ საკუთარ მომავალს ჩვენივე ქმედებებით ისე, რომ ჯერ ვმოქმედებთ და მერე ვიაზრებთ გაკეთებულს. სიზმარი კი წინასწარ ამ ჩანასახის საბოლოო შედეგებს გვანახებს წლობით ადრე. ფსიქიკაში როგორი ჩანაფიქრი დევს საკუთარი თავის დასაცავად, რასაც მომავალში მიხვდები და სიზმარი კი ამას წინასწარ აპარებს.

შარშან ჩემმა სიზმრებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მაპოვნინა. ჩემი ტოტემი - გველი, რომელსაც ბავშვობიდან მოყოლებული ვხედავდი, თუ როგორ მესხმოდა თავს, ან მომსდევდა როგორც ჩემივე შიშები და გაუაზრებელი ნაწილი. ახლა კი იმდენი რამე გავიაზრე, რომ საკუთარ შინაგან ტოტემს შევურიგდი. მხოლოდ ეს არსება და არც ერთი სხვა. მთელი თავისი რთული სიმბოლიზმით. როგორც იქნა სიმბოლოებშიც კი ჩავავლე ჩემს თავს ისე, რომ გაცილებით მომეშვა ვიდრე წინა წლებში.

QUOTE
საბოლოო შედეგებს გვანახებს წლობით ადრე. ფსიქიკაში როგორი ჩანაფიქრი დევს საკუთარი თავის დასაცავად

საინტერესო მოსაზრებაა, თან იუნგის კოლექტიურ აზროვნებას თუ გავითვალისწინებთ დედუქციაც გამოვა , მართალია არა მეცნიერული თუმცა ბმა იქნება ცალსახად

Posted by: ჰოე 14 Mar 2021, 23:04
ketevani-psychologist
QUOTE
რას გრძნობთ ხოლმე, როდესაც ადამიანებს უცნაური კითხვების დასმას უწყებთ?

თითქოს ძალა მემატება და ვაკონტროლებ ყველაფერს. მაგრამ სიზმარი მალევე მაგდებს. თითქოს ხვდებიან რომ ინფორმაციის გატანას ვცდილობ

Posted by: ketevani-psychologist 15 Mar 2021, 21:25
QUOTE
ძალა მემატება და ვაკონტროლებ ყველაფერს

ე.ი. კონტროლის განსახორციელებლად ყველაფერზე ძალა გჭირდებათ და როგორი ძალაა ეს? რა სახის არის?

Posted by: Artist 16 Mar 2021, 17:00
ketevani-psychologist
QUOTE
როგორი ძალაა ეს? რა სახის არის?

შენი პასუხი რა იქნება, იქნებ დაპოსტო? ეს ხომ ცნობილია ვინც შეკითხვას სვამს, მას პასუხიც
აქვს თავისი და მას ადარებს მოპასუხის პასუხს... smile.gif

Posted by: ketevani-psychologist 16 Mar 2021, 21:36
QUOTE (Artist @ 16 Mar 2021, 17:00 )
ketevani-psychologist
QUOTE
როგორი ძალაა ეს? რა სახის არის?

შენი პასუხი რა იქნება, იქნებ დაპოსტო? ეს ხომ ცნობილია ვინც შეკითხვას სვამს, მას პასუხიც
აქვს თავისი და მას ადარებს მოპასუხის პასუხს... smile.gif

აზრზე არ ვარ
მე მისვამთ ჩემს შეკითხვას, რომელსაც სულ სხვა ადრესატი ყავს და რომელმაც იცის კიდეც კითხვაზე პასუხი და რისი გაგებაც მაინტერესებს smile.gif

QUOTE
ეს ხომ ცნობილია ვინც შეკითხვას სვამს, მას პასუხიც
აქვს თავისი და მას ადარებს მოპასუხის პასუხს... smile.gif

ამ სიტყვებზე ფრაზა გამახსენეთ ფილმიდან THE PLATFORM, როდესაც მთავარი გმირის მეზობელი ერთ-ერთ დონეზე ხშირად ახსენებს: ''ცხადია'' მაშინ, როდესაც რეალურად პლატფორმაზე, პირველად მოხვედრილი გმირისთვის არაფერია გასაგები.
QUOTE
მას პასუხიც
აქვს თავისი და მას ადარებს მოპასუხის პასუხს
ნებისმიერი შედარება ცნობიერი/არაცნობიერი პროექციაა და გადატანას ნიშნავს, რაც სათერაპიოა

Posted by: Artist 16 Mar 2021, 22:29
ketevani-psychologist
QUOTE
მე მისვამთ ჩემს შეკითხვას, რომელსაც სულ სხვა ადრესატი ყავს და რომელმაც იცის კიდეც კითხვაზე პასუხი და რისი გაგებაც მაინტერესებს

იმ ადრესატმა უბრალოდ ძალას მმატებსო თქვა... შენ კი ისეთი შეკითხვა დასვი, რომ როგორი სახის ძალააო... რა სახის, ესეიგი განასხვავებ ძალის სახეობებს?
ამიტომ ვიფიქრე რომ პასუხი გექნებოდა, თუ აზრზე არ ხარ, მაშ იმ უზერმა რა უნდა გიპასუხოს? როგორი სახის ძალაა ანდა რა სახის.... იქნებ გვითხრა რა სახის
ძალებს იცნობ?


Posted by: ketevani-psychologist 16 Mar 2021, 23:10
QUOTE (Artist @ 16 Mar 2021, 22:29 )
ketevani-psychologist
QUOTE
მე მისვამთ ჩემს შეკითხვას, რომელსაც სულ სხვა ადრესატი ყავს და რომელმაც იცის კიდეც კითხვაზე პასუხი და რისი გაგებაც მაინტერესებს

იმ ადრესატმა უბრალოდ ძალას მმატებსო თქვა... შენ კი ისეთი შეკითხვა დასვი, რომ როგორი სახის ძალააო... რა სახის, ესეიგი განასხვავებ ძალის სახეობებს?
ამიტომ ვიფიქრე რომ პასუხი გექნებოდა, თუ აზრზე არ ხარ, მაშ იმ უზერმა რა უნდა გიპასუხოს? როგორი სახის ძალაა ანდა რა სახის.... იქნებ გვითხრა რა სახის
ძალებს იცნობ?

შეიძლება კი შეიძლება არა
შენ რა კუთხით გეხმიანება ჩემი დასმული შეკითხვა ჯგუფის მონაწილისადმი ან რას ნიშნავს ასეთი სახის შეკითხვები შენთვის?
QUOTE
ამიტომ ვიფიქრე რომ პასუხი გექნებოდა, თუ აზრზე არ ხარ, მაშ იმ უზერმა რა უნდა გიპასუხოს?

თავისი პასუხი smile.gif მესამე პირის ნაცვლად რომ საუბრობ რას ნიშნავს ეს შენთვის?

QUOTE
იქნებ გვითხრა რა სახის ძალებს იცნობ?

ეს საინტერესო შეკითხვაა რომელს ვიცნობ smile.gif გიპასუხებ მგვიანებით, რადგან ამ თემის ირგვლის ჩემი შეკითხვა ჯერ პასუხ გაუცემელია

Posted by: Pepper_Crowley 16 Mar 2021, 23:19
Artist

Posted by: shavi_kheli 17 Mar 2021, 06:07
Pepper_Crowley
lol.gif lol.gif lol.gif

ketevani-psychologist <----- ესეც lol.gif

Posted by: Artist 17 Mar 2021, 11:53
ketevani-psychologist
QUOTE
ეს საინტერესო შეკითხვაა რომელს ვიცნობ  გიპასუხებ მგვიანებით

სწორედ მაგას ვგულისხმობ, რომ შენ რაც იცი იმას ეკითხები სხვას, ალბათ გაინტერესებს
მანაც იცის თუ არა?

Pepper_Crowley

* * *
shavi_kheli

Posted by: Aleqto 17 Mar 2021, 22:06
გარდაცვლილი და ცოცხალი ბებო, ორივე ერთ სიზმარში ცალ-ცალკე...

და მთელი დღე იმაზე ვფიქრობ,, როგორ არ მინდა სიკვდილი biggrin.gif
თან გარდაცვლილთან ერთად ვიყავი,მერე სადღაც ტყეში დაიკარგა, შებინდებამდე ვერ ვიპოვე და დავბრუნდი სახლში..მთელი ღამე ვბორგავდი,მიკვირდა იმ ტრიალ ტყეში რანაირად დამეკარგა...უთენია ბიძაშვილთან ერთად წავედი საძებნელად. ბიძაშვილი სად და რა მომენტში ამოვარდა სიზმრიდან არ მახსოვს...ჩემი ბებია მალევე ვიპოვე, თეთრი პერანგი ეცვა, თეთრი თმა ჩამოშლოდა.მოხუცი იყო, გარდაცვალევამდე რამოდენიმე წლით ადრეულ ასაკში. რომ დამინახა ხელები გაშალა და როგორც იცოდა ხოლმე შენ გენაცვალოს შენი ბებია,მეძებდი ბებია? აქ ვიყავი ბებიაო ,სახე დამიჭირა და მაკოცა. თან მამშვიდებდა, რამ შეგაშინა, სად ვიქნებოდი აბაო...მერე ხელი მომხვია წელზე და სადღაც გამიძღვა...აქ არ ვიცი, გამახსენდა რომ გარდაცვლილი იყო და მაგიტომ თუ რატომ, გამომეღვიძა...შიში არა და გაოცება მქონდა გაღვიძებულს...

6_7 წლის წინ გარდაიცვალა...მგონი პირველად დამესიზმრა...

მისი გასვენების შემდეგ არც მახსოვს,მგონი სოფელში აღარც ვყოფილვარ...შესაბამისად არც სასაფლაოზე...ამ საკითხზე არც მიფიქრია, ეხლა გადავთვალე წლები...მხოლოდ ეხლა ვიგრძენი სინანული...

Posted by: ketevani-psychologist 17 Mar 2021, 22:41
Artist
სანამ მაგას დავწერდი რამდენიმე შეკითხვა დაგისვი; შენ გადახვედი პირდაპირ ბოლო ნაწილზე.
კიდევ რა სახის ან ვის შეკითხვებს არ პასუხობ ხოლმე?

QUOTE
ალბათ გაინტერესებს მანაც იცის თუ არა?

არა არ მაინტერესებს მანაც იცის თუ არა, ის რაც მე ვიცი. რომ მაინტერესებდეს ვკითხავდი. როგორც მესმის ჩემს ნაცლადაც დაიწყე, შენივე კითხვებზე სავარაუდო პასუხების გაცემა. მე მაინტერესებს მან რა იცის smile.gif

Posted by: Artist 18 Mar 2021, 13:58
ketevani-psychologist
QUOTE
კიდევ რა სახის ან ვის შეკითხვებს არ პასუხობ ხოლმე?

მე ვცდილობ, რომ ნამეტანი არ ჩაიხლართოს ჩვენი დისკუსია, ამიტომ ვამარტივებ
და არ გავედევნები ისეთი სახის შეკითხვებს სადაც შეიძლება გართულდეს და გაოფდეს
ეს თემა...

QUOTE
არა არ მაინტერესებს მანაც იცის თუ არა, ის რაც მე ვიცი.

QUOTE
მე მაინტერესებს მან რა იცის

დიახ სწორედ ამ უკანასკნელზე ვამბობ, რომ შენ იცი რაღაცა და მან რა იცის, ამის შესახებ ეკითხები...
შენ რომ არ იცოდე არც შეეკითხებოდი ჰო?... ავტომატურად ადამიანი თავის ცოდნას ადარებს სხვისას..
* * *
Aleqto
QUOTE
მხოლოდ ეხლა ვიგრძენი სინანული...

ეტყობა ეგ სიზმარი სწორედ ამას ემსახურებოდა, რომ სინანული გეგრძნო...
შენს ქვეცნობიერში იდო ეს სინანული და სიზმარში კი ისეთი სახით გიჩვენა,
რომ სინანულის განცდა წარმოჩენილიყო შენში...

Posted by: Janee 18 Mar 2021, 22:04
alikantura
მიპასუხეთ რა რომ მოიცლით თუ შეიძლება ,კრგად ხსნით სიზმარში მუდმივად თვითმფრინავი რკ ეცემა და ფეთქდება შემ წინ(მანამდე მაგრად ცდილობს გადარჩენას) რას მიშნავს?
პირველად არ ხდება ხან შიგნით ვარ ხან აარა

Posted by: alikantura 19 Mar 2021, 12:00
Janee
QUOTE
მიპასუხეთ რა რომ მოიცლით თუ შეიძლება ,კრგად ხსნით სიზმარში მუდმივად თვითმფრინავი რკ ეცემა და ფეთქდება შემ წინ(მანამდე მაგრად ცდილობს გადარჩენას) რას მიშნავს?
პირველად არ ხდება ხან შიგნით ვარ ხან აარა

შენ იჯექი თვითმფრინავში"?
თუ მაგ თვითმფრინავით უნდა გემგზავრა?
თუ როგორ მოხვდი მაგ თვითმფრინავის სიახლოვეს?

Posted by: Pepper_Crowley 20 Mar 2021, 00:53
ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს.

Posted by: Janee 20 Mar 2021, 18:00
alikantura
არა , მეარა
1 შემთხვევაში ვიყავი ბაბუას სახლში,რომელიც 3 კვირის წინ დამეღუპა და ფანჯრიდამ ვიყურებოდი და ვხედავდი ეა თვითმფრინავი იმენა მე მიმიზნებდა დაჯახრბას და მოასკდაფანჯარას



მეორე არ ვიჯექი მარა უნდა ვმჯდარიყავი და უცბად შეიცვალა კადრი და მე ვიჯექი

ვფეთქდები?:დ

Posted by: Universe´ 20 Mar 2021, 19:10
მესიზმრება ხოლმე რომ ისეთი გზებით დავდივარ სადაც კაციშვილი არ დადის

Posted by: alikantura 20 Mar 2021, 19:20
Janee
QUOTE
ვფეთქდები?:დ

რათქმაუნდა არა.

ჩემი აზრით ტრანსპორტი ზოგადად ჩვენი ცხოვრებაში გადაადგილების ალეგორიაა. ანუ რა ფორმითაც გადავაადგილდებით ცხოვრებაში. მაგალითად ტროლეიბუსი, ან ავტობუსი კონკურენტული გარემოა, სადაც საკუთარი თავის დამკვიდრება გვიწევს და მთლად კონფორტული არაა. და სხვა რომ წარმართავს. მანქანა ცხოვრების ინდივიდიუალურ მართვას და ა.შ. ეს იმიტომ დავწერე, რომ თვითმფრინავის სიმბოლო გავიგოთ სწორედ. თვითმფრინავი არის რაღაც ელიტარული, კონფორტული, დინამიური და გამორჩეული ცხოვრებაში გადაადგილების ფორმა.

შენს შემთხვევაში, ეს მდგომარეობა არაა დადმდგარი, ანუ თვითმფრინავით გადაადგილება, ეს უფრო შესაძლებლობაა. რაც ცოტათი შორიდან სჩანს შენს ქვეცნობიერში. ანუ შენ კი არ ზიხარ თვითმფრინავში, არამედ ეს შესაძლებლობა შორიდან ჩანს. თუმცა, მასზე ფიქრი, ამ შესაძლებლობის იდენტიფიცირება შენში იწვევს ერთგვარ შიშს. ორგვარი დამოკიდებულება ჩანს შენს სიზმარში ამ შესაძლებლობის მიმართ. პირველი - მასზე ფიქრი შენთვის გარკვეული შიშის მანიშნებელია, თითქოს საკუთარი შინაგანიდან გადევნილი გაქვს მასზე ფიქრი, თუმცა ის თავისთავად მოდის. თითქოს რაღაც შესაძლებლობითი გზაა, რომელიც შენს გარკვეულ მოწოდებას გულისხმობს და კონკრეტულად შენ გეძახის, როგორც რაღაც ბედისწერა, რომლისკენაც შენ ცდილობ არ იარო, ვინაიდან იქ ავარიის, გულისტკენის შანსი მაღალია, ანუ ვერ რეალიზდე ამ შესაძლებლობაში და პირიქით ზიანი მომტანი აღმოჩნდეს.

მეორე სიუჟეტი კიდევ უფრო საინტერესოა, ვინაიდან ეს შიში, რაც გაქვს, თითქოს რეალური ხდება იმისდა მიუხედავად, რომ ხარ შენ მისი მონაწილე თუ არა. ანუ არ ზიხარ და მერე ავარიის მონაწილე ხარ. აქ ერთი ახსნა შეიძლება შეესაბამებოდეს, რომ თითქოს სხვა შენი გარემოცვის ადამიანზე, ან ადამინების მონაწილეობაზეა დამოკიდებული, შენი ამ შესაძლებლობის ძიებაში მონაწილეობა, მაგრამ სხვა ადამიანები არ ჩანს სიზმარში.
სიმართლე გითხრა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ თითქოს შენ გადაწყვეტ მისდიო თუ არა ამ შესაძლებლობას, ეს მაინც დაგაზარალებს არასასურველად მოვლების განვითარების შემთხვევაში, თითქოს ამას გულისხმობს ეს სიზმარი.

Posted by: shavi_kheli 21 Mar 2021, 06:43
alikantura
როგორ ხარ?

მე როგორც ბევრწლიანი გამოცდილებით სიზმრების ახსნაში თავს მივცემ უფლებას მოგცე ცოტა მიმართულება.

QUOTE
ჩემი აზრით ტრანსპორტი ზოგადად ჩვენი ცხოვრებაში გადაადგილების ალეგორიაა.

გეთანხმები

მაგრამ
QUOTE
მაგალითად ტროლეიბუსი, ან ავტობუსი კონკურენტული გარემოა, სადაც საკუთარი თავის დამკვიდრება გვიწევს და მთლად კონფორტული არაა.

ეს ხომ შენი პირადი მოსაზრებაა?

მე მაგალითად მანქანით მგზავრობას მირჩევნია მარშუტკით ან ავტობუსით მგზავრობა.

არსებობს უნივერსალური სიმბოლოები, ცა, მზე, სახლი და ა.შ.

და არსებობს სიმბოლოები რომელიც უნდა ახსნას თავად სიზმრის პატრონმა.

QUOTE
თვითმფრინავი არის რაღაც ელიტარული, კონფორტული, დინამიური და გამორჩეული ცხოვრებაში გადაადგილების ფორმა.

თვითმფრინავში არ მჯდარხარ?
რა ელიტარული, რა გამორჩეული და კომფორტული
მეეჭვება ახლა აქ სულ ჯეტის კლიენტები ვპოსტავდეთ.

ეკონომ კლასის თვითმფრინავი რომლითაც მოსახლეობის 80 პროცენტი ვსარგებლობთ:
თვითმფრინავში არის აყუდებული სავარძელი, რომელის ზურგიც მხოლოდ 3-4 სმ მოძრაობს. სავარძლებს შორის დაშორება საკმაოდ პატარაა ისე რომ ფეხებს ვერ შლის, სავარძლები არის შეტყუპებული ე.წ.სენდვიჩი.
თუ გვერდი გიზის 70 კილოზე მეტი წონის ადამიანი მისი სუნთქვა გიბერავს სახეში.
თავზე არის საბარგული, ხელი რომ აწიო მკლავს ვერ გაშლი.
აფრენაის პროცესსას წნევის ცვალებადობა საკმაოდ არაკომფორტული მომენტია, ყურებში გაწვევა თუ ცხვირი არ გაქვს თავისუფალი.
ჰაერში მუდმივი გუგუნის ხმაა, არაა ინტერნეტი, ტელევიზია.
ფანჯრები საკმაოდ პატარა ზომის არის და არაფერი ჩანს.
ტურბულენც და იამა თუ შეგხვდა აქვს ძლიერი ნჭყრევა და შიში.
დაშვების პროცესიც საკმაოდ არასასიამოვნოა, ნჭყრევას რომ თავი დავანებოთ საშიშია.
და ა.შ.
საკვებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
თვითმფრინავამდე მისვლას ჭირდება 1,5 საათი
გამოსვლას 40 წუთი მინიმუმ.

აბა კომფორტი, აბა ელიტა?


შენ გქონია ასეთი წარმოდგენა რომ კომფორტულია თუ არ გიმგზავრია
და
თუ გიმგზავრია და ეს შენთვის კომფორტია, ჩემთვის საშინელებაა პირდაპირი მნიშვნელობით.

რაც შეეხება ასოციაციას, შენთვის გადაადგილების კომფორტული საშუალებად ასოცირდება, მაგრამ ჩემთვის შემოსავლის წყაროდ, რომელიც ძალიან მოსაბეზრებელია და დამღლელი.

თვითმფრინავი მაშინ მესიზმრებოდა მე როდესაც დეპრესია მქონდა და ცუდად ვიყავი .

არ გეგონოს რომ რაღაც "ზუბი" მაქვს
უბრალოდ მინდა აგიხსნა რომ უნივერსალური სიმბოლოების გარდა , თავად სიმბოლოები სიზმრის პატრონს უნდა განამარტებინო.

რადგან თავად დაინახე რამხელა სხვაობაა ასოციაციაში შენთვის და ჩემთვის ეს რკინის მახინა.

შეიძლება გამეგო რომ სიმბოლოში და ასოციაციაში "უნივერსალურში გადაგეშვა" - შორი და სწრაფი გადაადგილების საშუალებად აღგექვა, მაგრამ არც ეგ იქნება სწორი რადგან თავად სიზმრის პატრონმა უნდა ახსნას.


დანარჩენს მაპატიეთ თუ განწყობა მქონდა შემდეგ წავიკითხავ, რადგან ძალიან მეჯავრებოდა საკუთარი სიზმრების ახსნაც კი.

Posted by: alikantura 22 Mar 2021, 15:06
shavi_kheli

QUOTE
როგორ ხარ?

მადლობა კარგად, თავად როგორ ხარ?

QUOTE
მე როგორც ბევრწლიანი გამოცდილებით სიზმრების ახსნაში თავს მივცემ უფლებას მოგცე ცოტა მიმართულება.

მადლობა მიმართულებისთვის.

QUOTE
ეს ხომ შენი პირადი მოსაზრებაა?

კი, ჩემი მოსაზრებაა, თუმცა არა მარტო ეს.
მე ვეყრდნობი სიმბოლოების ახსნას მათი იმ მნიშვნელობით, რაც მათ შინაარს გამოხატავს.
სიმბოლოები, რომლებსაც შენ უწოდე "უნივერსალური სიმბოლოები" ნამდვილად იშვიათად იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას, იმიტომ რომ მათი შინაარსი ძირითადად მუდმივია ადამიანებისთვის.
სხვა სიმბოლოებში, როდესაც ახსნას ვეძებთ, სწორედ იმ უნივერსალურ შინაარს ვეძებ, რაც ჩემი აზრით დევს მათში, თუმცა ამას ჩემი შეხედულებით ვაკეთებ, მაგრამ რეალურად სიმბოლოს ეს შინაარსი უნდა მიანიჭო, თუ გინდა რომ გახვიდე ახსნაზე.
ფორუმის ფორმატი, სამწუხაროდ ვერ იძლევა ჩაღრმავების და სიზმრის ავტორის დამოკიდებულებას კონკრეტული სიმბოლოების მიმართ. ამიტომაც, ჩემისეული ხედვა სიმბოლოს შინაარსის, არის ჩემი მოსაზრება. უბრალოდ, აქ 2 რაღაც გვეხმარება. პირველი რეალური გამოცდილება და ერთი და იგივე სიმბოლოს ბევრ ადამიანში ერთიდაიგივე მნიშვნელობით აღმოჩნება, მეორე კი თავად სიზმრის სიუჟეტი, სადაც უნდა ჩაჯდეს მოცემული სიმბოლო ამ შინაარსით.

ე.წ. უნივერსალურ სიმბოლოებს რაც შეეხება არ იქ არის საქმე სრულად ნათელი. მაგალიად, მე დღემდე არ ვიცი რა შინაარსით უნდა ავხსნა მთვარის სიმბოლო. თუმცა, სრულიად კარგად ვიცი როგორ ავხსნა მაკრატლის სიმბოლო.

QUOTE
მე მაგალითად მანქანით მგზავრობას მირჩევნია მარშუტკით ან ავტობუსით მგზავრობა.

ჩემი აზრით ეს არაა გადამწყვეტი. იმის გამო, რომ შენ ავტობუსით მგზავრობა უფრო გეკომფორტულება, არ ნიშნავს იმას, რომ კომფორტულ ცხოვრებას შენ ნახავ ავტობუსის სიმბოლოთი. ავტობუსის გამოხატავს კონკურენტულობას, დამოკიდებულობას განრიგზე, მისასვლელი ადგილის შემდეგ კიდევ გარკვეულ სვლას, სრულიად უცხო ადამიანის მიერ ნაჩვენები ვექტორის მიდევნებას, რომელიც უფრო ინსტიტუციურია, ვიდრე ინდვიდუალურ ადამიანური. მანქანა კი ამისგან რადიკალურად განსხვავებულ შინაარს ატარებს.

რაშიც გეთანხმები, არის ის, რომ როდესაც შენ გადაწყვეტ და სიზმარში არჩევანს გააკეთებ ავტობუსით მიხვიდე სადმე და არა მანქანით, შენს შემთხვევაში ეს შეიძლება გამოხატავდეს შენს გემოვნებას არა იმას, რომ შენ არჩევანი უფრო კომფორტული ცხოვრებიდან გადახვედი უფრო არაკომფორტულ ცხოვრებაში. ამიტომაც, როდესაც მაგალითად ადამიანი ნახულობს საკუთარ თავს მეხანძრედ და ის რეალურ ცხოვრებაში მეხანძრეა, ეს მის სამუშაო გარემოს ნიშნავს, ხოლო არამერანძრის შემთხვეში რაიმე სხვას, მაგალითად კონფლიქტის დამარეგულირებელს.


QUOTE
აბა კომფორტი, აბა ელიტა?

ნუ მანდ შესაძლებლობაა, რომელიც მხოლოდ მოსახლეობის გარკვეულ ფენას აქვს, პრივილეგია. უმეტესად თვითმფრინავით ცოტას ვმგზავრობთ და განსაკუთრებულ შემთხვევებში და სასიამოვნო შესაძლებლობების ფარგლებში. თან თვითმფრინავი ჩემი აზრით იმიტომ ასოცირდება შესაძლებლობებთან, რამდგან დიდი მანძილს გაფარინებს მოკლე დროში და გარემოს რადიკალური შეცვლის სიმბოლოა ალბათ.

ისე კი ვეთანხმები შენს შეხედულებას, რომ თავად თვითმფრინავში ჯდომა არაა კომფორტული.

QUOTE
უბრალოდ მინდა აგიხსნა რომ უნივერსალური სიმბოლოების გარდა , თავად სიმბოლოები სიზმრის პატრონს უნდა განამარტებინო.

აქაც გეთანხმები, ოღონდ ფორუმზე ამის შესაძლებლობა ნაკლებად გვაქვს, ამგვარი ჩაღრმავების.

QUOTE
არ გეგონოს რომ რაღაც "ზუბი" მაქვს

ეს რატომ უნდა მეგონოს, საინტერესო აზრი გამოთქვი და საინტერესო იყო მისი მოსმენა.

QUOTE
დანარჩენს მაპატიეთ თუ განწყობა მქონდა შემდეგ წავიკითხავ, რადგან ძალიან მეჯავრებოდა საკუთარი სიზმრების ახსნაც კი.

აი ამას ვერ მივხვდი, რა უნდა გაპატიოთ? smile.gif

Posted by: Pepper_Crowley 22 Mar 2021, 16:41
Wow, არ ველოდი.
ანუ რა გამოდის, გავთავისუფლდი?..

Posted by: Pepper_Crowley 23 Mar 2021, 04:08
ვა, იმდენად გაასწორა, რომ ბოლო ორი დღეა განსხვავებული მესიზმრება, უნდა მოვყვე. თან დამავიწყდება და ეგდოს აქ.

თოვლიანი აღმართი იყო, ძალიან თოვლიანი და ძალიან ცივი. და ქაოტურად ავრბოდით, ამ მთა/აღმართზე. როგორი იყო და, აი ხვეული კიბესავით იყო, ოღონდ თოვლი, სიცივე, ქარბუქი.

და ეს თოვლი ნელ-ნელა იყინებოდა, და ან გავურბოდით, ან მივდევდით. არ მახსოვს, უფრო - გავურბოდით. მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყინული მტერი იყო, რომელიც უნდა დაგვემარცხებინა (ძილის წინ ნაკლებად უყურეთ კადრებს ფანტასტიკური ფილმებიდან). და ამ ყინულს ძმაც ყავდა. ძმა - მუხა იყო. (სხვა ეპიზოდში არ ჩნდება და არ დამიწყოთ ახლა საინტერესო პერსონაჟია და რატომ არ გახსენიო).

გზაში ვიღაცას დავეხმარე, რომ არ გაყინულიყო, მხარზე დამეყრდნო და ავრბოდით.

როცა მწვერვალზე ავედით, ჩემნაირი გადარჩენილები უკვე შეკრებილები იყვნენ და საბრძოლველად ემზადებოდნენ (რაღაც ჯადოსნურ იარაღს ამზადებდნენ). მე იარაღი დავუწუნე, მეთქი ეგ არ გამოდგება, ერთი იდეა მაქვს თქო. წრეში დავაყენე ხალხი, ერთმანეთთან ახლო-ახლოს და ყინულში რაღაც მიმოვაბნიე, რომელიც ბოლოს დიდი კოცონად გარდაიქმნა. ყინულმა გალღობა დაიწყო, ჩვენ - გათბობა. დნობისგან ორმო გაჩნდა (თუ კოცონისგან გამდნარი თოვლი გინახავთ მიხვდებით - როგორი, თუ არადა ნახეთ, უკეთესს რას მიკეთებთ ვიცოდე ერთი), ვიდექით ამ ორმოში, გარშემო თოვლიანყინულიანი კედელი იყო, მაგრამ ჩვენ უკვე მიწაზე ვიდᲔქით და ვიცოდით რომ მტერი დავამარცხეთ.

შემდეგ გამეღვიძა და რაც მერე მოხდა, ჩემს წინა პოსტშია.

p.s. აქაური მუცლით მეზღაპრეები არ შეწუხდეთ, ახსნა არაა საჭირო.


Posted by: Universe´ 24 Mar 2021, 09:41
აი, ის სიზმრები, რომ ჩაგყვებიან ფხიზელ გონებაში და თავიდან ვერ იშორებ
გუშინ ვნახე თვალები მთვარის ქვასავით ენისლებოდა. დღეს სხვა.
თითქოს საინტერესო სიუჟეტი ჰქონდა, განსხვავებული ამბავი. მაგრამ შეგრძნება, სადღაც შავად ჩრდილს ტოვებს და ვერ ვიპოვე კონკრეტულად რაა
მარტო ჩემი ჩვეული სიზმრები მინდა

Posted by: ketevani-psychologist 24 Mar 2021, 14:25
რადგან ბევრი აზიარებთ სიზმრებს და ზოგიერთს კი ერთი და იგივე სიზმარი გესიზმრებათ კიდეც, ასეთი რამ მინდა შემოგთავაზოთ
სიზმრის ახსნის ფსიქოლოგიური მეთოდი, ჯგუფური ფსიქოთერაპიული ტექნიკა, მისთვის ვინც სიზმარში ხედავს:
1.ერთი და იგივე ადამიანს
2.ერთი და იგივე ადგილს
3.ერთი და იგივე შინაარსის სიზმარს
ან ეღვიძება ერთი და იგივე განცდით.

საჭიროა, რომ მან დაწეროს სიზმარი ან სიზმრები; მონაწილეებმა კი ხმამაღლა უნდა წაუკითხონ მას, თავისივე დაწერილი. მოსმენის დროს, სიზმრის ავტორი უნდა იყოს მოდუნებული და იყოს ბნელ გარემოში.
ფორუმის სივრცის გათვალისწინებით, შეგვიძლია გავაკეთოთ აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი და სიზმრის ავტორს აქ დავუდოთ ან pm-ში. როგორც თვითონ გადაწყვეტს
რას იტყვით? smile.gif

Posted by: Artist 24 Mar 2021, 16:13
ketevani-psychologist
QUOTE
მონაწილეებმა კი ხმამაღლა უნდა წაუკითხონ მას, თავისივე დაწერილი

რის მონაწილეებს გულისხმობ? სიზმრის მონაწილეებს თუ აქაურ უზერებს?
მაშინ სულ ახალი რამის წამოწყება მოგიწევს და მისი ხელმძღვანელობა, რომ
პმ-ში დაუდებენ თუ აქ მაგას სჭირდება გარკვეული მარეგულირებელი ვინმე
თან სიზმრის ავტორს უნდა შეკითხვა რა ურჩევნია და ა.შ. მოკლედ ახალ თემად
ღირს მასეთი რამის გაკეთება, თუ შენ აიღებ საკუთარ თავზე ამ ყველაფერს?

შეიძლება დაერქვას : "აუდიო სიზმარი" ან "სიზმართერაპია"

Posted by: ketevani-psychologist 24 Mar 2021, 20:00
Artist

QUOTE
რის მონაწილეებს გულისხმობ? სიზმრის მონაწილეებს თუ აქაურ უზერებს


კი აქაურს ვგულისხმობ, ვინც გადაწყვეტს მონაწილეობის მიღებას აუდიო/ვიდეო ჩანაწერის გაკეთებაში, სიზმრის ავტორისთვის
ცალკე თემის გახსნის იდეა მომეწონა. ისე რადგან დაინტერესებული პირები ყველა აქ არიან, მაგიტომ ვიფიქრე, თუმცა მაინც მადლობა რეკომენდაციისთვის, გავითვალისწინებ აუცილებლად

Posted by: Pepper_Crowley 24 Mar 2021, 20:19
Artist
რა მინდა გკითხო, რატომ ხედავ ამ იუზერში >>>ketevani-psychologist <<< მეტოქეს?

ეჭვიანობ ფისუნია?!
შენს ნიშას ავსებს?

ketevani-psychologist
QUOTE
რას იტყვით?

მეტი საქმე არ მაქვს biggrin.gif

Posted by: Artist 25 Mar 2021, 13:09
Pepper_Crowley
QUOTE
რა მინდა გკითხო, რატომ ხედავ ამ იუზერში >>>ketevani-psychologist <<< მეტოქეს?

მე არავითარ მეტოქეს არ ვხედავ და საერთოდ არავის არ ვემეტოქები აქ ამ ფორუმზე,
შენ კი სულ ცდილობ რომ მაპროვოცირებელი სიტყვებით რაღაცნაირად შემებრძოლო...
როდესაც არც შენთან ბრძოლას არ ვაპირებ, ალბათ წინა ნიკით როცა იყავი დიდი ბოღმა
ჩაგრჩა ჩემსდამი და ეხლა ეძებ მიზეზებს, რომ როგორმე გამომიყვანო წონასწორობიდან...
QUOTE
ეჭვიანობ ფისუნია?!
შენს ნიშას ავსებს?

აი ეს პოსტიც მოწმობს ჩემს ზემოთ ნათქვამ სიტყვებს... ჯობია შეეშვა მასეთ ქმედებებს...

* * *
ketevani-psychologist
QUOTE
ცალკე თემის გახსნის იდეა მომეწონა. ისე რადგან დაინტერესებული პირები ყველა აქ არიან, მაგიტომ ვიფიქრე,
თუმცა მაინც მადლობა რეკომენდაციისთვის, გავითვალისწინებ აუცილებლად

დიახ... ძალზედ საინტერესო თემა გამოვა... უფრო მეტიც არის ჩაწერის საშუალება... აი ამ თემაშია ონლაინ ხმის ჩაწერა:
https://forum.ge/?showtopic=34887984&view=findpost&p=48730941

Posted by: Pepper_Crowley 25 Mar 2021, 16:07
Artist
ძალიან დაძაბული ჩანხარ.
შავბნელ სიზმრებს ხომ არ ნახულობ ამ ბოლო დროს?
ვოის. მესიჯებით მოგვიყევი, დაგეხმარებით, თუ სითბო და ყურადღება გაკლია - გაგიზიარებთ.

Posted by: Artist 25 Mar 2021, 18:45
Pepper_Crowley
QUOTE
ძალიან დაძაბული ჩანხარ.
შავბნელ სიზმრებს ხომ არ ნახულობ ამ ბოლო დროს?
ვოის. მესიჯებით მოგვიყევი, დაგეხმარებით, თუ სითბო და ყურადღება გაკლია - გაგიზიარებთ.

მეღადავები?

Posted by: PANTALONE 26 Mar 2021, 01:57
ჭიამაია დამესიზმრა biggrin.gif


უბრალოდ გამოიდარებს

Posted by: simohaya 27 Mar 2021, 06:35
Artist
სიზმარში აზარტული თამაში რას ნიშავს?

ვითომ ჩემმა დამ მოიგო ჯეკპოტი მილიონები, ვეუბნები რომ ცოტა მოეცა ჩემთვის ის კიდევ სხვა რამეში მინდა დავხარჯო ფულიო....

ჩემ დას აზარტულ თამაშებთან შეხება არ აქვს biggrin.gif...მე ვთამაშობ მაგრამ მეც არ მაქვს დიდი შეხებაა..

Posted by: ketevani-psychologist 27 Mar 2021, 21:49
QUOTE (Artist @ 25 Mar 2021, 13:09 )
Pepper_Crowley
QUOTE
რა მინდა გკითხო, რატომ ხედავ ამ იუზერში >>>ketevani-psychologist <<< მეტოქეს?

მე არავითარ მეტოქეს არ ვხედავ და საერთოდ არავის არ ვემეტოქები აქ ამ ფორუმზე,
შენ კი სულ ცდილობ რომ მაპროვოცირებელი სიტყვებით რაღაცნაირად შემებრძოლო...
როდესაც არც შენთან ბრძოლას არ ვაპირებ, ალბათ წინა ნიკით როცა იყავი დიდი ბოღმა
ჩაგრჩა ჩემსდამი და ეხლა ეძებ მიზეზებს, რომ როგორმე გამომიყვანო წონასწორობიდან...
QUOTE
ეჭვიანობ ფისუნია?!
შენს ნიშას ავსებს?

აი ეს პოსტიც მოწმობს ჩემს ზემოთ ნათქვამ სიტყვებს... ჯობია შეეშვა მასეთ ქმედებებს...

* * *
ketevani-psychologist
QUOTE
ცალკე თემის გახსნის იდეა მომეწონა. ისე რადგან დაინტერესებული პირები ყველა აქ არიან, მაგიტომ ვიფიქრე,
თუმცა მაინც მადლობა რეკომენდაციისთვის, გავითვალისწინებ აუცილებლად

დიახ... ძალზედ საინტერესო თემა გამოვა... უფრო მეტიც არის ჩაწერის საშუალება... აი ამ თემაშია ონლაინ ხმის ჩაწერა:
https://forum.ge/?showtopic=34887984&view=findpost&p=48730941

Artist
ანუ ეს ვოისთერაპიის ჯგუფი უნდა გამოვიყენო აუდიო ფაილის ატვირთვისას თუ ახალ ჯგუფშიც მსგავსად შეეძლებათ იუზერებს ატვირთვა?
და თუ შეგიძლია ახალი თემის მანუალი რომ დამილინკო გთხოვ, თორემ ახალი თემის ღილაკიც ვერ ვიპოვე. ზედა მარჯვენა კუთხეში 'ახალი თემები' სხვაგან მამისამართებს.





Posted by: Artist 28 Mar 2021, 00:12
simohaya
QUOTE
ჩემმა დამ მოიგო ჯეკპოტი მილიონები

ფული სიზმარში პრობლემებს უფრო ნიშნავს.. აი განავლის ნახვა სიზმარში კი ფულს...
ketevani-psychologist
QUOTE
ანუ ეს ვოისთერაპიის ჯგუფი უნდა გამოვიყენო აუდიო ფაილის ატვირთვისას თუ ახალ ჯგუფშიც მსგავსად შეეძლებათ იუზერებს ატვირთვა?

არა ვოისთერაპიის ჯგუფი არ გჭირდება უბრალოდ ბმული უნდა დადო თავისი ხმა სად ატვირთონ და შენს ახალ თემაში დადებენ პირდაპირ...
QUOTE
ზედა მარჯვენა კუთხეში 'ახალი თემები' სხვაგან მამისამართებს.

წესით მანდ უნდა იხსნებოდეს ახალი თემა, შესაძლოა პოსტების რაოდენობა გჭირდება რომ ახალი თემა გასხნა, ნახე ფორუმის წესებში, მგონი 100 პოსტი საკმარისია:
ისე იქ უნდა დააკლიკო სადაც წითლად შემოვხაზე:
user posted image

Posted by: ketevani-psychologist 28 Mar 2021, 01:21
Artist
ახლა გასაგებია. მე ზოგადად ფორუმის მთავარი გვერდიდან ვცდილობდი
დიდი მადლობა
* * *
შევქმენი ახალი თემა და გილონკავთ https://https://forum.ge/?showtopic=35196527&hl= ^_^

Posted by: simohaya 29 Mar 2021, 21:26
Artist
საკუთარი სიზმარი როგორ უნდა მართო მაგაზე თუ გაგიგია რამე....


მოკლედ ჩემა მეგობარმა მომიყვა ასეთი რამ....რაც ვერ გააკეთა ცხადში, ის გააკეთა სიზმარში...შემდეგ სიზმარში ნანახით გააკეტა ზუსტად და გამოუვიდაა.....ეს როგორ ხდებაა?

რომ ვკითხეე ასე მითხრა ძილის წინ სულ მაგ საქმეზე ვფიქრობდიოო

Posted by: Artist 29 Mar 2021, 23:24
simohaya
QUOTE
საკუთარი სიზმარი როგორ უნდა მართო მაგაზე თუ გაგიგია რამე....

სიზმრის მართვაზე არაა საქმე, საქმე ისაა, რომ სიზმარში ცნობიერად დარჩე და
იმოგზაურო იმ სამყაროებში სადაც ძილის დროს გადის ადამიანი... სიზმარს ადამიანი
ნახულობს ჩაძინებისას ანდა გაღვიძებისას. ეს უკანასკნელი უფრო ამახსოვრდებათ ხოლმე...
სიზმარში დრო სხვანაირად გადის, ვინაიდან ზღურბლზე ნახულობ ამ სიზმარს ანუ სულიერსა
და მიწიერის ზღურბლზე... ამიტომ არის სიზმარი ასე შერეული რამ ერთი ნაწილია სულიერიდან
რაც მოჰყვება ადამიანს და მეორე ნაწილი კი დღის ცნობიერებიდან გამომდინარეა...

მოკლედ სულიერად უნდა განვითარდე რომ მიაღწიო უწყვეტ ცნობიერებას სიზმარშიც და ღრმა ძილის
დროსაც, ანუ ღრმა ძილი აღარ იარსებებს შემდგომ... საერთოდ ძილი აღარ ერქმევა, არამედ ადამიანი
გადადის ერთი მდგომარეობიდან მეორეში და ეს დღის განმავლობაშიც შეეძლება გააკეთოს... ამის საწყისი
არის სიზმრების უფრო ცნობიერად დანახვა ჯერ, რომ სიზმარში უკვე იცი რომ სიზმარში ხარ და მართავსავით
საკუთარ მოგზაურობას სიზმარში... სინამდვილეში კი ეს ერთი ეტაპია იმისა რაც ზემოთ ვთქვი... ადამიანი
იწყებს უწყვეტი ცნობიერებით ცხოვრებას, დღის ცნობიერებით და ხილვით ცნობიერებით, ამ უკანასკნელის
მისაღწევად კი საჭიროა ასტრალური ორგანოების განვითარება ანუ ჩაკრები რასაც ქვია...
არის ასეთი ლიტერატურა თავისი სავარჯიშოებით და ახსნებით: http://www.lib.ru/URIKOVA/stein.txt
* * *
ketevani-psychologist
QUOTE
შევქმენი ახალი თემა და გილონკავთ ფსიქოთერაპია ^_^

ეგ ბმული არ მუშაობს კარგად, აი ესაა ბმული შენს თემაზე:
https://forum.ge/?showtopic=35196527&view=findpost&p=57705798

Posted by: 蓝天-天蓝 1 Apr 2021, 02:28
დამესიზმრა, რომ ჩემი ბებიის სახლთან იდგა ძალიან დიდი და მაღალი კაკლის ხე, თუმცა, ყველა ფოთოლი გაცვენილი ჰქონდა. ჩემი გარდაცვლილი მეორე ბაბუა (ვისი სახლიც იყო ის ბაბუა არა) კაკლის დიდი საბერტყი ჯოხით იდგა გარეთ და ამ ჯოხზე დაახვია კაკლის ხეზე მყოფი შავი გველი და შავი ზღარბი და გადააგდო ძალიან შორს სახლიდან. რას ნიშნავს ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: Universe´ 1 Apr 2021, 11:11


mo.gif


_________
__________

Posted by: fork 3 Apr 2021, 01:07
თვეზე მეტია სიზმრები არ მამახსოვრდება...
ძალიან ბუნდოვანი ფრაგმენტები მხოლოდ!
რა ფენომენია?

Posted by: Artist 3 Apr 2021, 01:50
fork
QUOTE
თვეზე მეტია სიზმრები არ მამახსოვრდება...
ძალიან ბუნდოვანი ფრაგმენტები მხოლოდ!
რა ფენომენია?

საერთოდ გაღვიძებისას ნანახი სიზმარი უფრო ამახსოვრდებათ ხოლმე...
ხოდა შენ ეტყობა ძალიან სწრაფად იღვიძებ ანუ ძილ ბურანის მომენტს
ტოვებ და პირდაპირ გამოდიხარ მიწიერში, ამიტომ ვეღარ იხსენებ მას..
ჯობია სანამ მთლად გამოიღვიძებ სიზმრის დროს გადაიმეორო თუ რაც
ნახე და შემდგომ გამოხვიდე სიზმრის მდგომარეობიდან...
蓝天-天蓝
QUOTE
რას ნიშნავს ხომ ვერ მეტყვით?

ეტყობა აგაცილათ იმ ბაბუის სულმა ბოროტება...

Posted by: future_is_now 3 Apr 2021, 18:14
QUOTE
蓝天-天蓝
QUOTE
რას ნიშნავს ხომ ვერ მეტყვით?

ეტყობა აგაცილათ იმ ბაბუის სულმა ბოროტება...

ჰო. სცენარს თუ გავითვალისწინებთ.
კაკლის ხე ნაყოფი და ბარაქაა, მაგრამ შიშველი ალბათ არაა კარგი.
გველი ყველა ვარიანტში ბოროტება/ჩათ*ახობაა.
ზღარბი სავარაუდოდ ძველ ნაცნობს უკავშირდება რაღაც უსიამოვნება. ძველი ამბავია რა.

Posted by: Universe´ 3 Apr 2021, 20:18
ფრანგულ საკონდიტროში ტკბილეულთან ერთად წიგნები იყო გამოფენილი )) ვარჩვდი და ბოლოს მაგიდაზე გადაშლილ დიდ, ძველ წიგნზე შევჩერდი, თან ნამცხვარს ვაყოლებდი.

Posted by: future_is_now 3 Apr 2021, 22:49
Universe´
გახსოვს ნამცხვარი იყო თუ ტორტი? სასიყვარულო ამბებია რაღაც და თუ ტორტია საზეიმო პონტია. წიგნი ახლის სწავლასთან ასოცირდება. ინტერპრეტაციებს გაჰყევი აბა biggrin.gif

Posted by: NikeNik 3 Apr 2021, 23:13
ჩემმა ძმამ,რომელიც ექიმია,კორონავირუსის აცრა დედაჩემს ჩაუტარა. სიზმარში არ მახსოვდა, რომ დედაჩემი რამდენიმე წლის გარდაცვლილია. sad.gif

Posted by: Universe´ 4 Apr 2021, 00:46
future_is_now
მთელი ტკბილეული, რაც ვიტრინაში გამოეფინათ, უწიგნურების მისატყუებელი გამოდგა
biggrin.gif

ერთ კუთხეებშეპუდრულ წიგნს ავიღებ, გეთაყვა... არა, ეგ კაკაოს მტვრით არა. გვერდით, დიაახ

:|



NikeNik
2kiss.gif

Posted by: 蓝天-天蓝 6 Apr 2021, 00:40
future_is_now
Artist

მადლობა გამოხმაურებისთვის.

Posted by: Artist 7 Apr 2021, 14:17
蓝天-天蓝
QUOTE
მადლობა გამოხმაურებისთვის.

არაფერს smile.gif

Posted by: Tensee 8 Apr 2021, 15:56
Realobashu seriali shua qalaqi gaicita shemtxvevit.. Samni vuyurebdit
Es ori ixeva sicilit...
Mere chamezina da sizmarshi vnaxe davit gogichaishvili
Romelsac vekitxebodi metqi es gaswavlis harvardshi tqoo biggrin.gif

Magari iyo.. biggrin.gif titqos ablandurli naushnikebi gavxseni da sayvarel musika umseno iseti shegrzneba mqonda biggrin.gif

Kide vnaxe Vigacam gugulis budes gadaufrinas dasasryli sadac nikolsoni Beladtan ertad garbis
Beladi ekitxeba wamoxval? Pasuxi wamoval smile.gif

Amishemdeg anmtevs fanjaras da garbian smile.gifuser.gif bis.gif bis.gif

Posted by: Artist 8 Apr 2021, 16:26
Tensee
ეგ დღის ცნობიერების ფრაგმენტებია რომლებიც სიზმარში გაგყვა,
შენი ქვეცნობიერი ძალზედ ემოციურად აღიქვამს ფილმებს და ამიტომ
ალბათ...

Posted by: Tensee 9 Apr 2021, 13:45
QUOTE
ფილმებს


Ara... konkretulad films

Xo aba sadgac 10 wlis ukan vuyure meti tuara
Da rogorc iqna Moxarshu tvinma roo hoo oooo gaiqca shechema gaiqca ranaxee

Magis gqdwmgebs kide calke @@@@ ro daido chemi codva biggrin.gif


Serialze kide Ubralod mivxvdi masebis xasiats.... Rac gogichas kargad autvisebia. Am shemtxvevashi iumoris kutxit...


Artist

Posted by: Artist 10 Apr 2021, 15:28
Tensee
ქართულად ვერ პოსტავ თუ არ პოსტავ? ძალიან დამღლელია შენი პოსტების
კითხვა როცა ლათინური ასოებით წერ...

Posted by: simohaya 10 Apr 2021, 19:04
Artist
ბევრი გოგოების გარემოცვაში რომ ხარ რას ნიშნავს?

არ იყო ინტიმური სიზმარი...რაღაცას ველოდებოდი და სულ გოგოები იყვნენ ჩემს ირგვლივ...ზოგ შეშინებული თვალები ქონდა, ზოგი შეყვარებული იყო და თავის შეყვარებულზე მიყვებოდა, ზოგი კიდევ ინტერესით მიყურებდა

Posted by: Universe´ 10 Apr 2021, 20:01
სიზმარი ვნახე ყველა ბედნიერი და გახარებული იყო
მეც ვიყავი



Posted by: Artist 10 Apr 2021, 21:46
simohaya
QUOTE
რაღაცას ველოდებოდი და სულ გოგოები იყვნენ ჩემს ირგვლივ..


აი რასაც ელოდებოდი იმასთან არის ალბათ დაკავშირებული, შენი ქვეცნობიერი ეტყობა გოგოების გარემოცვასთან
აუკავშირებს შენს მოლოდინებს...

Universe´
QUOTE
სიზმარი ვნახე ყველა ბედნიერი და გახარებული იყო
მეც ვიყავი


გაბრწყინება იყო ალბათ...

Posted by: Universe´ 10 Apr 2021, 23:09
QUOTE
ყველა

ნაცნობი

უბრალოდ იპოვეს რაც აკლდათ


ასეთი სიზმრები უნდა ხდებოდეს ^-^

Posted by: PANTALONE 11 Apr 2021, 13:21
ულამაზეს ზანგ გოგოსთან მქონდა სექსი. უცბათ გავიფიქრე რას აკეთებ ეს ხო სუკუბია მეთქი.
კუდი გამოუვიდა ისარივით დაბოლოებით.

დიდ ხანს არ დავფიქრებულვარ , მოვაწყვიტე ის კუდი და გავაგრძელე biggrin.gif

Posted by: Artist 11 Apr 2021, 13:52
PANTALONE
QUOTE
დიდ ხანს არ დავფიქრებულვარ , მოვაწყვიტე ის კუდი და გავაგრძელე

იმას მერე კიდევ არ ამოუვიდა კუდი? გველეშაპს რომ თავს აჭრიან და ორი რომ ამოსდის
იმ ადგილზე ისე... wink.gif

* * *
Universe´
QUOTE
ნაცნობი

მხოლოდ ნაცნობები? მეკი მეგონა ყველა...

Posted by: PANTALONE 11 Apr 2021, 13:54
Artist
არ ვიცი აღარ დავკვირვებივარ.
მთავარია იყო რომ სინდისი გავაჩუმე biggrin.gif

Posted by: Artist 11 Apr 2021, 13:56
PANTALONE
QUOTE
მთავარია იყო რომ სინდისი გავაჩუმე

ხო ეგაა ალბათ.. სწორად ახსენი შენ თვითონ... bis.gif

Posted by: Freiheit 13 Apr 2021, 14:42
რა ხდებოდა არ მახსოვს მაგრამ უჩვეულოდ კარგად ვგრძნობდი თავს, რაღაც მიხაროდა. დამპალმა მაღვიძარამ გააფუჭა ყველაფერი mad.gif

Posted by: Crøs 13 Apr 2021, 15:24
სიზმარში ვნახე ვითომ ისევ კორონა დამემართა,მაღალი სიცხე მქონდა და მახველებდა.ძილში ვიხუთებოდი და მაგან გამაღვიძა.მერე ვეღარც დავიძინე.

Posted by: გუგო 21 Apr 2021, 18:36
user posted image
რა ხდება ჩვენს ქვეცნობიერ(ებ)ში? gigi.gif facepalm.gif

Posted by: ketevani-psychologist 22 Apr 2021, 01:19

გუგო
QUOTE
რა ხდება ჩვენს ქვეცნობიერ(ებ)ში? gigi.gif  facepalm.gif


gigi.gif gigi.gif

Posted by: POKERISBLUFF 22 Apr 2021, 01:26
ketevani-psychologist

ლიმიტირებულ მენტალზე რო დაწერო 1-2 სიტყვა იქნებ რამე საინტერესო გამოერიოს, რატომ არის ლიმიტირებული და ა.შ

Posted by: Universe´ 22 Apr 2021, 11:20
ნემსიყლაპიაგავხდი
2ძაფზედარჩადაამოვიღე1დარჩა
იყოსმეთქი

Posted by: გუგო 22 Apr 2021, 18:37
QUOTE (ketevani-psychologist @ 22 Apr 2021, 01:19 )
გუგო
QUOTE
რა ხდება ჩვენს ქვეცნობიერ(ებ)ში? gigi.gif  facepalm.gif


gigi.gif gigi.gif

დღესაც მტკივა ძვალ-რბილი gigi.gif

Posted by: Artist 23 Apr 2021, 03:09
გუგო
QUOTE
დღესაც მტკივა ძვალ-რბილი

მაგ დროს იმაზეც რომ ფიქრობდი ფული არ ამომივარდესო ეგაა საკვანძო მომენტი,
ფული უფრო პრობლემასთან არის დაკავშირებული, ხოდა რომ გირტყამდენ მაგ დროსაც
კი ზრუნავდი რომ პრობლემა არ დამეკარგოს სადმეო. აქედან დასკვნა პრობლემებს დაეძებ...
და ქვეცნობიერი ამაზე მიგანიშნებს სიზმარში... smile.gif

Posted by: cuckoosnest 24 Apr 2021, 22:58
ძალიან ხშირად მიხდება სიზმარი... ძალიან ხშირად გარდაცვლილებთან მაქვს კავშირი ამ მდგომარეობაში..

Posted by: Universe´ 26 Apr 2021, 05:31
სიზმრის გავლენა დღის ცნობიერზე განიხილეთ


Posted by: simohaya 26 Apr 2021, 07:52
კატა სიზმარში რას ნიშავს....

მოკლედ კატას ვაჭმევდი ვუვლიდი და სხვა კატამ მოკლაა

Posted by: გუგო 26 Apr 2021, 19:08
Artist
მადლობა.
კი პრობლემებს ან დავეძებ ან თვითონ დამეძებს biggrin.gif

Posted by: furuckssia 27 Apr 2021, 00:12


ძალიან იშვიათად ვნახულობ სიზმარს, ყურადღებას არ ვაქცევ
მაგრამ ცხოვრებაში ორჯერ ამიხდა ისეთი სიზმარი ცხადთან შემთხვევითი დამთხვევა რომ გამორიცხულია. განსაცდელზე გაფრთხილება იყო, დეტალებში ახდა ყველაფერი

Posted by: Artist 27 Apr 2021, 00:35
გუგო
QUOTE
მადლობა.

არაფერს smile.gif

Posted by: Tensee 27 Apr 2021, 03:10
Sizmars vnaxe ucxo sastwvshi gavichite sufraze
Dasavletshi
gaicita gogi wulaiac.. Arc Gamarjoba araferi a deqi da m8vdiodi tan vfiqro di amis maxsara dexwc tqo
Mere sxvagan gavichite mara es ara saintereso

Posted by: fork 27 Apr 2021, 14:00
სიზმრად დიდი, თეთრი მატლები მჭამდნენ.
ახლაც მაჟრიალებს, რო მახსენდება.

Posted by: Artist 27 Apr 2021, 14:39
fork
QUOTE
სიზმრად დიდი, თეთრი მატლები მჭამდნენ.
ახლაც მაჟრიალებს, რო მახსენდება.

ვინმე გარდაცვლილ ადამიანის აღქმის განცდაა ეგ...
ალბათ ის ადამიანიც ნახე იმ სიზმარში მაგრამ არ გახსოვს?

Posted by: fork 27 Apr 2021, 15:02
Artist
ხალხს ვერ აღვიქვამდი, ან არ მახსოვს.
ბლიად, გამაჟრიალა ისევ.

Posted by: alikantura 27 Apr 2021, 16:00
Universe´
QUOTE
სიზმრის გავლენა დღის ცნობიერზე განიხილეთ

ანუ, რა გავლენას ახდენს ნანახი სიზმარი ადამიანზე მეორე დღეს?

Posted by: Universe´ 27 Apr 2021, 16:28
alikantura
yes.gif
მეორე და შემდგომ დღეებშიც.
ვიცით, რომ განცდილის და გამოვლილის გადამუშავებაში გვეხმარება, მაგრამ დანარჩენი ილუზიებია, სურვილები თუ შიშები, რამდენად გვიქმნის წინასწარ განწყობას და გვიცვლის თუ არა მიდგომებს გარკვეული დეტალებისადმი?
სიზმრების ახსნას, მათ დაჯერებას და აქედან მოლოდინების შექმნას არ ვგულისხმობ.
მათ, ვინც არანაირად არაა დაინტერესებული სიზმრების სიმბოლიკით და მსგავსით, შესაძლოა ისევ დალექილი ინფორმაციის სახით, ანუ გაუცნობიერებლად გამოუვლონდეთ ცნობიერში ნანახი?
ოჯახის წევრის ღამის კოშმარმა გამაღვიძა და დავინტერესდი, რამხელაა მათი გავლენა რეალურად.

Posted by: alikantura 28 Apr 2021, 15:29
Universe´
QUOTE
მათ, ვინც არანაირად არაა დაინტერესებული სიზმრების სიმბოლიკით და მსგავსით, შესაძლოა ისევ დალექილი ინფორმაციის სახით, ანუ გაუცნობიერებლად გამოუვლონდეთ ცნობიერში ნანახი?

ვინაიდან სიზმრები შეიცავს სიბოლოებს, რომლებიც ყოველდღიურობაში გვხვდება, პიროვნებები, საგნები და სხვა, ამიტომ მათთან დაკავშირებული სიუჟეტი შეიძლება გახდეს ჩემი ცნობიერი მახოსვრობის ნაწილი და ნანახმა სიზმარის განწყობამ ჩამოაყალიბოს მისდამი განსხვავებული დამოკიდებულება. მაგალითად, თუ სიზმარში ცუდად მექცევა პოლიციელი, ეს სიმბოლურად ნიშნავს საკუთარი სინდისის მიერ ჩემი ცნობიერის ჯანჯღალს. მაგრამ მე თუ ეს სიზმარი ახსნის გარეშე მივიღე, შეიძლება განმივითარდეს ამ სიუჟეტიდან გამომდინარე გარკვეული დისტანცირება, შიში ან სხვა ზოგადად პოლიციელების მიმართ.

რაც შეეხება არა სიზმრის სიმბოლოებს, არამედ ზოგადად გამოყოლილ განცდებს, ესეც მოქმედებს რათმქუნდა ჩემი აზრით. მაგალითად, ჩემს შემთხვევაში ჩხუბი, ტირილი სიცილი და ამგვარი ქცევები სიზმარში მათავისუფლებს ნეგატიური ენერგიებისგან, ფრინვა აღმაფრენის განწყობას მიქმნის, ჩახლართული სიუჟეტის დროს თითქოს ბინდი გადაეკრა ცნობიერებას. ნუ ესენი ინდივიდუალურიცაა, როგორ რეაგირებ და აზრებისა და ფიქრების რა ნაწილს იკავებს სიზმარი.


Posted by: Universe´ 28 Apr 2021, 15:41
alikantura
გასაგებია

სიმართლე ვთქვა მეორე დღეს არც ახსოვდა. ჩემგან განსხვავებით :დ

Posted by: alikantura 28 Apr 2021, 16:44
Universe´
QUOTE
სიმართლე ვთქვა მეორე დღეს არც ახსოვდა. ჩემგან განსხვავებით :დ

ჯობია არ უთხრა მაშინ : )

Posted by: Universe´ 28 Apr 2021, 19:10
alikantura
მეც ვფიქრობ რომ არ ღირს გავახსენო რა ნახა. სასხვათაშორისოდ ვკითხე. ეგონა სიზმარში მნახა, ჩავუნაცვლე smile.gif)


Posted by: Artist 4 May 2021, 15:39
Universe´
QUOTE
ეგონა სიზმარში მნახა, ჩავუნაცვლე )

ასე მანიპულირებადია?

Posted by: Universe´ 4 May 2021, 18:24
Artist
ძილ-ღვიძილში რა არ გეგონება კაცს

Posted by: Artist 6 May 2021, 04:24
Universe´
QUOTE
ძილ-ღვიძილში რა არ გეგონება კაცს

ძილ-ღვიძილში... შეიძლება ხილვებიც დაეწყოს კაცს და არა სიზმარი... smile.gif

Posted by: საქმიანნი 6 May 2021, 11:54
რამდენი ღამეა, "ყოფილი" მეგობარი მესიზმრება, სიზმარშიც გაბუტულია, გაბრაზებული მიყურებს და ხმას არ იღებს.
ნეტა, ჩემი სინდისის ქენჯნაა თუ მართლა ასე გავაბრაზე, რომ სიზმარშიც მოდის, რომ მაჩვენოს, როგორი გაბრაზებულია

ნეტა საერთოდ არ მესიზმრებოდეს არაფერი :/

Posted by: პითონი 6 May 2021, 12:04
ყოფილი დამესიზმრა, სხვა ფერის თმებით და ვარცხნილობით.

პლედი გადამაფარა და ამიყვანა სახლში.

პროსტა ის ვერ გავიგე დამმალა თუ მციოდა spy.gif

Posted by: DeveloperX 6 May 2021, 12:38
ასეთი ფერადი და მხიარული სიზმარი კარგა ხანია არ დამსიზმრებია თავისი სიუჟეტით და განვითარებებით. სამსახური, ფართი, აუზი, უცნაური და კომიკური სიტუაციები. ყოველივე ეს გუშინდელი უმძიმესი დღის მერე. ძალიან, ძალიან უცნაურია და საინტერესო.

Posted by: cuckoosnest 6 May 2021, 13:54
ვიღაცის ქორწილში ვიყავით, ის დადიოდა, ისე, რომ დამენახა, მე ნაწყენი ვიყავი და დედაჩემის კალთაში მქონდა თავი ჩარგული და ვტიროდი... თავს პატარა ბავშვივით ვგრძნობდი, ვამბობდი რატომ ეკონტაქტებით მაგას იმის მერე რაც გააკეთათქო.. მეცინება, დიდი ხანია პატარა აღარ ვარ.

Posted by: Artist 6 May 2021, 20:16
საქმიანნი
QUOTE
ნეტა საერთოდ არ მესიზმრებოდეს არაფერი

უნდა გაიცნობიერო ესა თუ ის სიზმარი და მაში შეწყვეტს ის ქვეცნობიერი სიზმრის
ასეთ სიუჟეტების გამეორებებს, ამ შენს შემთხვევაში ის განაწყენებული მეგობარი
შენს ქვეცნობიერს არ ასვენებს იმ მეგობარმა კი შესაძლოა დიდი ხანია მოგიტევა... smile.gif

პითონი
QUOTE
პროსტა ის ვერ გავიგე დამმალა თუ მციოდა

შესაძლოა საბანი გადაგეხადა და შეგცივდა და სიზმარში კი პლედი დაგესიზმრა...
თუ დასამალი არაფერი გქონდათ რა თქმა უნდა...


cuckoosnest
QUOTE
ის დადიოდა, ისე, რომ დამენახა, მე ნაწყენი ვიყავი და დედაჩემის კალთაში მქონდა თავი ჩარგული და ვტიროდი...
თავს პატარა ბავშვივით ვგრძნობდი, ვამბობდი რატომ ეკონტაქტებით მაგას იმის მერე რაც გააკეთათქო.. მეცინება, დიდი ხანია პატარა აღარ ვარ.

რაღაცა გაქვს ჩარჩენილი ქვეცნობიერში ბავშვობიდან, ეტყობა ის ვინც არ იყო ღირსი დედაშენის ყურადღებისა...

* * *
DeveloperX
QUOTE
ძალიან, ძალიან უცნაურია და საინტერესო.

ზოგჯერ ადამიანს სჭირდება განმუხტვა იუმორის მეშვეობით, ხოდა შენმა
ქვეცნობიერმა ეს სიზმრად გიჩვენა... smile.gif

Posted by: DeveloperX 6 May 2021, 20:34
QUOTE
ზოგჯერ ადამიანს სჭირდება განმუხტვა იუმორის მეშვეობით, ხოდა შენმა
ქვეცნობიერმა ეს სიზმრად გიჩვენა...

ჰმ... საინტერესო აზრია.

Posted by: საქმიანნი 6 May 2021, 21:50
Artist
QUOTE
უნდა გაიცნობიერო ესა თუ ის სიზმარი და მაში შეწყვეტს ის ქვეცნობიერი სიზმრის
ასეთ სიუჟეტების გამეორებებს, ამ შენს შემთხვევაში ის განაწყენებული მეგობარი
შენს ქვეცნობიერს არ ასვენებს იმ მეგობარმა კი შესაძლოა დიდი ხანია მოგიტევა...

ბოდიში მოვუხადე, მაგრამ შეგრძნება დამრჩა, რომ არ უპატიებია, მე კიდევ მამძიმებს ხოლმე ჩემიც და სხვისი წყენაც, არ მიყვარს რა..
იმედია მართალი ხარ და უბრალოდ შინაგანი ხმა "მიჩხიკინებს" ცუდად ))

QUOTE
ზოგჯერ ადამიანს სჭირდება განმუხტვა იუმორის მეშვეობით, ხოდა შენმა
ქვეცნობიერმა ეს სიზმრად გიჩვენა...

ოო აბა ამაღამ ველოდები კომედიებს :დ
მთელი დღე ერთ კორონიან და ორ უკორონო ბავშვთან გავატარე, ცალკე სასტუმროში მყოფ კორონიანებზე ვნერვიულობდი და დავიღალე ძალიან

Posted by: Kakasha 8 May 2021, 13:42
Ჩემმა დამ ნახა.. რას ნიშნავდა სიზმარᲨი.. ვიᲗომ ოᲗახასი ვიწექიკ და ნახევარი Ჭერი Ჩამონგრეული იყოვო... ბებიაᲩემა ეგრევე დააბრეხვა ადამიანის სიკვდილს ნიშნავსო.. მე კიდე მწვავე ᲨფოᲗვიᲗი აᲨლილობის დიაგნოზიᲗ ვარ და დავიᲫაბე მᲗლიანად

Posted by: Artist 8 May 2021, 15:01
Kakasha
ნუ აჰყვები ბებიის ნათქვამს, თორემ შთაგონებით უფრო ხდება ის რასაც შთაგაგონებს მისი ნათქვამი...
ჭერის ჩამონგრევა შესაძლოა ზედა სართულზე მცხოვრებ ადამიანებთან დანათესავებასაც ნიშნავდეს... smile.gif

Posted by: Kakasha 8 May 2021, 15:28
Artist
კარგი მადლობა <3

Posted by: Universe´ 10 May 2021, 10:58
:/

აკვარელის საღებავები მქონდა.


გავიღვიძე და მგონი მართლა მქონდა მართკუთხედ ყუთში ჩამწკრივებული პატარა მართკუთხა კვადრატებში საღებავები
ფერების თანმიმდევრობაც გამახსენდა და სახურავი ჰქონდა გაბზარული თითქოს

ერთხელ დამავიწყდა ჩექმები როგორ ვიყიდე. მახსოვდა თავიდან რომ მივაბრუნდე და მერე მთელი ზამთარი რომ მეცვა ეგ აღარ.

...
ოთახში არ მაქვს. ხელახლა მოვძებნე.
სხვენში ავალ


აუ, კიდე დამესიზმრა სახლი მქონდა
დაკეტილი, არ ვცხოვრობდი

გასაღები თუ ვიპოვეე
:/
* * *
bis.gif


QUOTE
გასაღები თუ ვიპოვეე


Posted by: illuminatiQUEEN 10 May 2021, 14:37
ხშირად სიზმარში ვხვდები, რომ სიზმარია და მერე , რომ მეღვიძება ძილის პარალიზი მომდის. რა ვუშველო? დაძინება აღარ მინდა მეშინია ინსომნია არ დამეწყოს.

Posted by: Artist 16 May 2021, 15:51
illuminatiQUEEN
QUOTE
ხშირად სიზმარში ვხვდები, რომ სიზმარია და მერე , რომ მეღვიძება ძილის პარალიზი მომდის

სიზმარშივე გეღვიძება? ანუ სიზმარში იღივიძებ და ისევ სიზმარში ხარ? თუ უბრალოდ სიზმარში როცა
იცი რომ სიზმარში ხარ და შემდგომ იღვიძებ... ძილის პარალიზს რას ეძახი? ვერ გავიგე რატომღაც...

ისე კი განვითარების ნიშანია ეგ როცა იცი რომ სიზმარში ხარ, შემდეგი ნაბიჯია სიზმრის ფლობა ანუ საკუთარი
თავის ფლობა სიზმრის პერიოდში, თუ გიცდია სიზმარში მოგზაურობა? როცა იცი სიზმარში ხარ და რას აკეთებ
შემდგომ, აი ესაა მთავარი, მოქმედება... ხოდა როდესაც დაიწყებ თავსუფალ ქმედებებს სიზმარში აი მაშინ სიზმარიც
აღარ ერქმევა ამას... ცნობიერი ცხოვრება იწყება დღის ცნობიერების შემდგომ ანუ ძილიც აღარ ქვია... ერთი მდგომარეობიდან
მეორეში გადასვლა უფრო ქვია... და განუწყვეტელი ცნობიერებით ცხოვრების დასაწყისია ეს... smile.gif

* * *
QUOTE
რა ვუშველო? დაძინება აღარ მინდა მეშინია ინსომნია არ დამეწყოს.

არაფერი არაა საჭირო უბრალოდ შიშის მომენტი უნდა გადალახო... რაც შეეხება "ინსომნიას"
ანუ უძილობას ეგ არ გამუქრება, ვინაიდან იმდენად საინტერესო გახდება შენი ასეთი ყოფიერება
რომ დღის ცნობიერების დროსაც კი შესძლებ შემდეგ ასეთ გადართვებს... ძილი აღარ ერქმევა
შენს სხვა ცნობიერებაში ყოფნას და ეს არაა "ინსომნია" ამას ქვია ნათელხილვა... smile.gif

Posted by: illuminatiQUEEN 16 May 2021, 17:19
Artist
როცა ვაცნობიერებ, რომ სიზმარში ვარ ცოტა ხანში მეღვიძება, ოღონდ პარალიზით, ანუ მღვიძავს, მაგრამ ვერ ვამოძრავებ ხელებს და ფეხებს ვერც ვლაპარაკობ ვერაფერი, თითქოს ნახევრად ისევ სიზმარში ვარ. ძაან უსიამოვნოა, მერე მეხსნება ერთ 10 წამში ჩვეულებრივად და შეშინებული ვდგები ხოლმე.

Posted by: Universe´ 16 May 2021, 17:26
წყლალს წისქვილამდე ჩავყევი

სანამ დამფქვავდნენ გამეღვიძა pop.gif

Posted by: Artist 19 May 2021, 03:49
illuminatiQUEEN
QUOTE
როცა ვაცნობიერებ, რომ სიზმარში ვარ ცოტა ხანში მეღვიძება, ოღონდ პარალიზით, ანუ მღვიძავს, მაგრამ ვერ ვამოძრავებ ხელებს და ფეხებს ვერც ვლაპარაკობ ვერაფერი,
თითქოს ნახევრად ისევ სიზმარში ვარ. ძაან უსიამოვნოა, მერე მეხსნება ერთ 10 წამში ჩვეულებრივად და შეშინებული ვდგები ხოლმე.

ძალზედ საინტერესო მომენტია ეგ და არ უნდა გეშინოდეს... პირიქით იმ ნახევრად სიზმარში როცა ხარ მაგ მდგომარეობას შეჰყევი და განიცადე... smile.gif

Posted by: Universe´ 23 May 2021, 10:46
შავ კვადრატში გამოჩენილი სახესავით ბიძაშვილის ბებიამ სამოთხეში ვარ. ვინც მოდის გზაში ვეგებებიო
მეთქი ჭიანჭველას ფეხს არ ადგამდი და აბა სად იქნები :დ
ძაფს რომ დართავდა წინებს ქსოვას განაახლებდა ხოლმე <3

Posted by: Artist 24 May 2021, 21:19
Universe´
QUOTE
მეთქი ჭიანჭველას ფეხს არ ადგამდი და აბა სად იქნები

საინტერესო სიზმრები გაქვს თავისი დიალოგებით... smile.gif

Posted by: fork 25 May 2021, 00:17
დამესიზმრა გარდიგარდმო ვიყავი გაკვეთილი და სტეპლერით ვიკერავდი.
შემდეგ მუქი რუხი შალი შემოვიხვიე და ყავარჟნებით გავუყევი უცნაური, პრიალა ნარინჯისფერი კენჭებით მოფენილ გზას.

Posted by: Artist 25 May 2021, 13:52
fork
QUOTE
გავუყევი უცნაური, პრიალა ნარინჯისფერი კენჭებით მოფენილ გზას.

აი ესაა საუკეთესო გამოსავალი პრობლემიდან... გზა, რომელიც მშვენიერია...

Posted by: Universe´ 26 May 2021, 23:06
Artist
ჩემი სიზმარი არაა

შემთხვევით ვნახე.


Posted by: Artist 28 May 2021, 00:22
Universe´
QUOTE
ჩემი სიზმარი არაა

შემთხვევით ვნახე.

მაშ ხილვა გქონდა? თანაც შემთხვევით... wink.gif

Posted by: Pepper_Crowley 28 May 2021, 00:35
სიზმრად ვნახე საათნოვა,
მითხრა: ,,გეყო ტანჯვა-გლოვა.
მას ნუ სტირი, ვინც დაკარგე.
იმან უკვე სხვა იპოვა."


რას უნდა ნიშნავდეს?

rolleyes.gif

Posted by: Universe´ 30 May 2021, 09:06
Artist
ამაზე რას იტყვი
სიზმარში ძალიან გამიხარდა ერთი ადამიანის ნახვა. მისალმებისას, სანამ ჩამიხუტებდა კვერცხი მიიდო ყელთან, ლავიწის ძვლები სადაცაა მანდ და მიხუტებისას გატყდა
ეს რა უცნაური წეს-ჩვეულებაა მეთქი, მაგრამ ისე გახარებული ვიყავი ყურადღება არ მივაქციე

Posted by: fork 30 May 2021, 12:02
სიზმრად ბანქოს ვთამაშობდი, თან ისეთ რაღაცას, რაც რეალურად არ ვიცი.
და ბევრს ვსვამდი- ვისკის, ჯინ-ტონიკს, ბრენდის, რომსაც.
არადა არც ერთი არ მიყვარს.
რა უბედურებაა? ლოთი და ყომარბაზი ვხდები მგონი!

Posted by: Artist 31 May 2021, 13:42
Universe´
QUOTE
სიზმარში ძალიან გამიხარდა ერთი ადამიანის ნახვა. მისალმებისას, სანამ ჩამიხუტებდა კვერცხი მიიდო ყელთან, ლავიწის ძვლები სადაცაა მანდ და მიხუტებისას გატყდა
ეს რა უცნაური წეს-ჩვეულებაა მეთქი, მაგრამ ისე გახარებული ვიყავი ყურადღება არ მივაქციე

როგორი კვერცხი იყო? წითელი თუ უბრალოდ მოხარშული, თუ საერთოდ უმი კვერცხი იყო?
უმი თუ იყო ჩამოგეწუწებოდათ და მიაქცევდი ყურადღება სხვა გზა არ გექნებოდა... ხოდა თუ
წითელი კვერცხი იყო ეს აღდგომის კვერცხი, სიახლეებს მოგიტანს, თუ უბრალოდ მოხარშული
კვერცხი იყო, მაინც კვერცხის გატეხვა შეიძლება თარსის გატეხვას ნიშნავდეს... smile.gif

fork
QUOTE
ბევრს ვსვამდი- ვისკის, ჯინ-ტონიკს, ბრენდის, რომსაც.
არადა არც ერთი არ მიყვარს.
რა უბედურებაა? ლოთი და ყომარბაზი ვხდები მგონი!

უბრალოდ შენმა ქვეცნობიერმა მიგანიშნა ამით, რომ ბანქოს თამაში არ დაიწყოვო,
თორემ ისეთ სასმელებსაც დალევ რომლებიც არ გიყვარსო...

Posted by: Universe´ 31 May 2021, 15:30
აღდგომის კვერცხს ლურჯად ვღებავ ხოლმე


Artist
ოკ.მადლობა.

Posted by: Daთa 31 May 2021, 23:04
QUOTE
სიზმარი


იშვიათად მახსოვს რა მესიზმრება sad.gif

გამეღვიძა ღამით და ამ დროს რაღაც მესიზმრებოდა, ვეცადე დამემახსოვრებინა მაგრამ დილით რომ ავდეგი მარტო ის მახსოვდა რომ სიზმრის დამახსოვრება ვცადე მაგრამ აი თვითონ სიზმარი სად გაქრა ვერ გავიგე user posted image

Posted by: SoulPrayer13 1 Jun 2021, 18:07
კაი ხანია აღარ მინახია სიზმრები თუნდაც წამიერად

Posted by: fork 1 Jun 2021, 23:07
Artist
ფუი ეშმაკს ან ერთი და ან მეორე!

Posted by: Universe´ 7 Jun 2021, 19:24
ძილის პარალიჩი კარგა ხანია არ მქონია და აჰა :/
სიზმარმა გამომიყვანა, გადაფარა და მუსიკა ჩამირთო. )) ერთი ახალი სიმღერაც. ვერ ჩავიწერე არც დამამახსოვრდა. არადა კარგი ჩანდა

Posted by: ნაკო 7 Jun 2021, 20:41
გიამბოთ თუ წყალს გავატანო :უსერ:
ძლივს ჩაძინებულზე, კოშმარები, რომ მეხვევა :/

Posted by: Drift-King 7 Jun 2021, 22:10
ისეთი სიზმარი თუ გინახავთ სხვას რო მოეყოლოს სინამდვილეში გადამხდარი ამბავი და შენს ნანახ სიზმარს 100% რო ემთხვეოდეს ?

Posted by: Universe´ 7 Jun 2021, 22:49
ნაკო
გვიამბე

კოშმარების მოსასმენი ღამეა

Posted by: Artist 9 Jun 2021, 01:47
Drift-King
QUOTE
ისეთი სიზმარი თუ გინახავთ სხვას რო მოეყოლოს სინამდვილეში გადამხდარი ამბავი და შენს ნანახ სიზმარს 100% რო ემთხვეოდეს ?

სიზმრის ახდენასთან არის ეგეც დაკავშირებული... მე მგონი.

Posted by: Pepper_Crowley 9 Jun 2021, 22:36
Გუშინ ვნახე მაგარი სიზმარი.

დაბადება.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ემოცია იყო ძალიან დადებითი.

ვინც ამ სიზმარს ახსნის 2 თუმანს ჩავუკუჭავ გულისჯიბეში rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: Janee 12 Jun 2021, 08:03
alikanturaalikantura
სიზმარში ვბახე გარდაცვლილი პაპა დედას ეუბნებოდა რა ლამაზი ხარეოგორ გიხდება ეფ პომადაო დედა შემობრუნდა და ულამაზესი იყო
შევშინდი
ბაბუაც და პაპაც ლამაზი ვნახე სიკვდილამდე sad.gif
რამეს ნიშნავს სიზმარში ლამაზი ადქმიანის ნახვა??

Posted by: სნეგირი 13 Jun 2021, 15:51
სადღაც 2013-15 წლების შუალედი. ექვსი გახსნილი პოკერის მაგიდა მონიტორზე. საკუთარი კარგი თამაშისგან მიღებული სიამოვნების განცდა, რომელიც ფინანსებზეც დადებითად აისახება. იმ მოჩვენებითი თავისუფლების და სიმარტივის შეგრძნების ნოსტალგია. უცნაურია რომ ყოველივე ეს ახლა მესიზმრება.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: როზეტა.სთოუნედ 13 Jun 2021, 18:21
კორიფეები არ დავივიწყოთ smile.gif


http://olmek.ru/Suliwminda%20da%20azrovneba.htm

http://olmek.ru/Kosmiuri%20movlenebi.htm



სიზმრის იოგა
(გაკვეთილი პირველი)
http://olmek.ru/Sizmris%20ioga.htm

Posted by: Artist 14 Jun 2021, 13:29
სნეგირი
QUOTE
იმ მოჩვენებითი თავისუფლების და სიმარტივის შეგრძნების ნოსტალგია. უცნაურია რომ ყოველივე ეს ახლა მესიზმრება.

ეგ ბუნებრივია წარსულის განცდები რომ გესიზმრება, მაგრამ გარკვეული სხვაობაც იქნება იქ სიზმარში და ესაა მთავარი...

Posted by: Universe´ 14 Jun 2021, 23:22
Pepper_Crowley
QUOTE
ემოცია იყო ძალიან დადებითი.

ნაწერშიც ჩანს smile.gif

ხე სიცოცხლის სიმბოლოა, მიწის, ცის ჰაერის ერთიანობის, სიბრძნის და განახლების

Posted by: Pepper_Crowley 15 Jun 2021, 00:42
Universe´
საინტერესოა, მადლობა.

Posted by: როზეტა.სთოუნედ 23 Jun 2021, 17:58
სასტავს გაუმარჯოს )) smile.gif


სიმართლე გითხრათ აღარ მაქვს დიდად სურვილი სიზმარის გაცნობიერების, დამქანცა...... ადრე ვაკეთებდი ჟურნალსაც აბა როზა რის როზაა ეგეთი ინტერესები რომ არ მქონოდა . ერთი პერიოდი იმდენად რთული ქსელი შექმნა ჩემმა სიზმრებმა რომ ასე მგონია ჯანმრთელი ტიპი გააფრენდა მაგ ქსელში შეძვრომით :დ ვაფრენდი კიდეც ;დდდ

ვფიქრობ ეკლესიური ცხოვრებისათვის დროის დათმობა აუცილებელია !
როცა არ ვუთმობდი დროს მაშინ ყოველთვის ვიყავი სიზმრებში მიტოვებულ ადგილებში, ან ძირს ვვარდებოდი და შველას ვითხოვდი და ა.შ

Posted by: Artist 25 Jun 2021, 12:04
როზეტა.სთოუნედ
QUOTE
ვფიქრობ ეკლესიური ცხოვრებისათვის დროის დათმობა აუცილებელია !
როცა არ ვუთმობდი დროს მაშინ ყოველთვის ვიყავი სიზმრებში მიტოვებულ ადგილებში, ან ძირს ვვარდებოდი და შველას ვითხოვდი და ა.შ

მაშ.. ეკლესიურობამ გიშველა? მიტოვებული აღარ ხარ სიზმრებში, ან ძირს აღარ ვარდები?

Posted by: როზეტა.სთოუნედ 25 Jun 2021, 19:10
Artist


QUOTE
ძირს აღარ ვარდები?



ნაკლებად.

რა იყო მანდ ასეთი საკვირველი ჩემო ხელოვანო მეგობარო

Posted by: Artist 25 Jun 2021, 20:04
როზეტა.სთოუნედ
QUOTE
რა იყო მანდ ასეთი საკვირველი ჩემო ხელოვანო მეგობარო

არაა ისე გკითხე... უბრალოდ მე ვთვლი, რომ ადამიანი რაც უფრო აცნობიერებს თავის სიზმრებს,
განსაკუთრებით სიზმარში ყოფნის დროს.. როცა იცი, რომ სიზმაში ხარ და მოგზაურობას იწყებ
მასში, ესაა საწყისი პირობა იმისა, რომ ადამიანმა მუდმივ ცნობიერებას მიაღწიოს ანუ ძილის
მაგივრად ადამიანს ხილვები ეწყება მაგ დროს...

Posted by: როზეტა.სთოუნედ 25 Jun 2021, 20:18
Artist

კი ხილვები იწყება მაგრამ ალბათ საჭიროა სწორი მიმართულება მოუნახო
ფილმ "დასაწყისმაც" ხომ ეგ გვაჩვენა თუ გვითხრა )))



ისე, ახლა სეზონია ისეთი რო შენს კაბინეტს არ მოაკლდება მკითხველები
up.gif

Posted by: Artist 28 Jun 2021, 00:42
როზეტა.სთოუნედ
QUOTE
ისე, ახლა სეზონია ისეთი რო შენს კაბინეტს არ მოაკლდება მკითხველები

რა? თვლი რომ სეზონურია სიზმრების ნახვა? smile.gif

Posted by: POKERISBLUFF 29 Jun 2021, 17:28
Sizmrebii sizmrebiiiii

Bundovnad maxsovs

Posted by: ნაკო 29 Jun 2021, 21:11
და სანამ დავიწყებ არაცნობიერში ქექვას (რაც სიმართლე გითხრათ ძალიან მეზარება) თქვენი ხედვაც საინტერესოა ამ ჩემს სიზმრებთან. ბოლო თვეა აქტიურად მესიზმრება სახლი და დედა. წინა კვირის სიზმრებში ყოველთვის თეთრი კაბა და ფეხსაცმელები მეცვა და ჩემს სახლში რაღაც საოცრებები ხდებოდა, ზოგჯერ იწვოდა, ცეცხლში შევდიოდი და იქედან სრულად ისევ თეთრი სამოსით გამოვდიოდი, ხანძარიც ქრებოდა თუმცა მალევე ლეგოსავით ვიშლებოდი. ბოლო დღეებია ისევ სახლი მესიზმრება ოღონდაც ახლა შავით მოსილი ვარ, სახლიც ყოველსიზმარში ახლებურია, ისეთი ლამაზი იყო წინა ღამის სიზმარი, ჩემი ოთახის დარაბებეს მიღმა იყო სხვა სამყარო, სხვა განზომილება, უამრავი პლანეტა ვარსკვლავი და ჩემგან ხელის გაწვდენაზე რამდენიმე მეტრში, ყველას უნდოდა ამ ოთახიდან გამოვეყვანე, ისინი ხედავდნენ ამ ყველაფერს მაგრამ არ სჯეროდათ, მეკიდევ ყოველ ღმით ამ ჩემს დარაბებს მიღმა სამყაროსთან ვიდექ. ჰოდა გადავდი დარაბებს მიღა ერთხელაც და უეცრად დიდ მწვანე სიმინდის ველზე მოვხვდი სადაც ეთეროვანი ფორმის, ნაცრისფერმოსილი
სხეული დამხვდა, რომელსაც შეეძლო ნებისმიერის სახე მიეღო მაგრამ არა ჩემი. გზად გამყვა და იმ თავის სამყაროზე მიყვებოდა, კლდეს ავუყევით მაღლა და იქ სახლი დამხვდა, შიგ შევედით, სადა ხის სასიამოვნო სახლი იყო, პატარა, სამი ოთახით სადაც ამ ეთეროვანი სხეულის მსგავსი კიდევ ორი ცხოვრობდა და მათ მიიღეს სბოლოოდ სხეულებრივი ფორმა, ისეთი როგორიც სინამდვილეში იყვნენ და ამიხსნეს, რომ მხოლოდ თავის მსგავსებთან შეუძიათ რეალურად თავიანთი თავის დანახვა.... და კითხვა დავუსვი, მაშინ როგორ შეძელით ეს ჩემთან? მხოლოდ გამიღიმეს.შემდეგ კიდევ ერთი ოთახი არსაიდან გაჩნდა და კარი გაიღო და ყველამ იმ ცარიელი ოთახისკენ გავიხედეთ.....

გავიღვიძე მერე :/


ამ ღამითაც სახლი უნდა დავისიზმრო?

Posted by: Artist 1 Jul 2021, 02:13
ნაკო
ფრიად საინტერესო სიზმარი გინახავს, ის ეთეროვანი სხეულის მქონე არსებები, კი შესაძლოა ელემენტარული არსებები იყვნენ...
ანუ ნიმფები ან ელფები თუ სხვა: გნომები, ჭინკები, დემონები თუ სხვა ასეთნი...

Posted by: alikantura 1 Jul 2021, 15:36
ნაკო
შენი შინაგანი სამყაროს მდგომარეობას გამოხატავს სახლი.
მე ბოლო სიზმარზე შევჩერდები. არსებობს შენს შინაგან სამყაროში რაღაც იდეური მიზანსწრაფვა, რაღაც ფილოსოფიური, რაც შენს დისტრანცირებას იწვევს ყოველდღიურობისგან, რაც სრულიად მოწყვეტილია გარესამყაროსა და სხვა ადამიანების ქცევისგან.
სხვები ამ ყველაფერს ვერ გაიგებენ და არც აქვს აზრი შენი შეხედულებების გაზიარებას. როცა კი იწყებ ამის შესახებ სხვებისთვის გაზიარებას, ისინი ცდილობენ დისტანცირდნენ და შენც მოგიწოდონ, რომ ამგვარ ფიქრებს შეეშვა.

ნაცრისფერმოსილი არის რაღაც, რასაც ჯერ ფორმა არ აქვს. იდეაა. რაც შენ გრძნობის დონეზე იცი და მის მატერიალურ ვიზუალიზაციას ვერ ახერხებ, ანუ ყოველდღიურობას ვერ არგერგებ, თუმცა ყოველდღიურობაში რასაც არ უნდა აკეთებდე ეს ფილოსოფია ერგება. ოღონდ შენი სამყაროს გავლით და შენში.

სინამდვილეში კი ეს სიზმარი სულიერ მარტოობაზეა და სურვილზე საკუთარი შინაგანი სამყაროში იყოს კომუნიკაცია და არა მონოლოგი. თუმცა კონკრეტულს შენი ქვეცნობიერი ვერავის ხედავს, რომ კომუნიკაცია შემოგთავაზოს, ამიტომაც ამის საშუალებად მოახდინა ნაცრისფერმოსილის ობრაზის კონსტრუირება.
* * *
Janee
QUOTE
რამეს ნიშნავს სიზმარში ლამაზი ადქმიანის ნახვა??

რაიმე ცნობა, ინფორმაცია, სიახლე ნაცნობ ადამიანზე, რომელიც მას განსხვავებულად, უფრო პოზიტიური თვალით დაგანახებს.

Posted by: ნაკო 2 Jul 2021, 20:51
alikantura
ზუსტად ამსახე)) და ეს ყველაფერი წლებია გააზრებული მაქვს.
QUOTE
სხვები ამ ყველაფერს ვერ გაიგებენ და არც აქვს აზრი შენი შეხედულებების გაზიარებას.

ამიტომაც აღარ ვარ გამზიარებელი.
QUOTE
შინაგანი სამყაროში იყოს კომუნიკაცია და არა მონოლოგი.

უკუკავშირი არ დამიკარგავს ჩემს მიღმა და ჩემში მყოფთთან, უბრალოდ გამუდმებით მაძიებელი ვარ, რადგანაც ჩემთვის სამყარო (შესაბამისად მე) არა ამოწურვადია.
და შესაძლოა სხვათა სახით თანამოაზრესა და თანაგანმცდელს სულაც არ ვეძებ, უბრალოდ ჩემს თავსვე ვაფართოვებ.

Posted by: alikantura 5 Jul 2021, 13:31
ნაკო
მადლობა უკუკავშირისთვის. ძალიან საინტერესო კი არის, რა სახის იდეური მიგენებები გაქვს, რაც ესეთ საინტერესო შინაარსის სიზმრებად ყალიბდება. დიდი სიამოვნებით მოვისმენდი.

რაც შეეხება იმას, რომ ეს საკითხი გააზრებული გაქვს და გარესამყაროსთან კომუნიკაცია თითქოს დალაგებული. მინდა გაითვალისწინო, რომ ეს გააზრება და დალაგება არ დგას ერთ წერტილში. გარესამყაროში მომხდარი ძვრები, ხალხთან კომუნიკაცია და დროის ცვალებადობა შეიძლება იწვევდეს ახალი გამოწვევების წარმოქმნას. მაგალითად (და ეს უბრალოდ მაგალითია და არა შენი სიტუაციის გასაღები), ის რომ ხალხათან გაზიარების სურვილი არ გქონდა მოკლევადიან პერიოდში, არ ნიშნავს, რომ გრძელვადიან პერიოდში იგივე დამოკიდებულება გექნება. შესაძლოა შენი ცნობიერი საზრდოობს იმ დალაგებული და გააზრებული სქემით, რაც მუშაობდა ადრე და აღარ მუშაობს არაცნობიერ დონეზე ახლა. იქნება ახალი მესიჯებია, რასაც არაცნობიერი ცდოლობს რომ გადმოქცეს ცნობიერად. ის ფაქტი, რომ სიზმრები დაიწყო ერთი თვის წინ, ნიშნავს რომ არაცნობიერს აქვს მესიჯი, რაც ზუსტად ამ ერთი თვის წინ გახდა აქტუალური, ხოლო განმეორებითი ხასიათის სიზმრებით არაცნობიერი მიგითითებს ამ მესიჯების შეცნობიერ აუცილებლობასა და პრიორიტეტულობაზე. ჩემი შეხედულებით, სიზმარი სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი ფსიქიკის უნარი, არაცნობიერიდან ინფორმაცია გადმოიტანოს ცნობიერში, რაც ჩვენი ფსიქიკური მდგომარეობის ჰარმინიზაციის საფუძველია.

მესმის, რომ გაუგებარად არის ჩამოყალიბებული აზრი, მაგრამ სურვილის შემთხვევაში შემიძლია უფრო დეტალურადაც ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი.

Posted by: cameti13 6 Jul 2021, 11:20
კოშმარი ,რომელიც ყველაზე ხშირად მესიზმრება : ვწევარ და რაღაც რთულად ხელშესახები მბოჭავს. მოძრაობა ძალიან მიჭირს , მაგრამ ვცდილობ ხელი ჩავავლო და თავიდან მოვიცილო. ხელს როცა ვკიდებ , რაღაცას ვეჭიდები , მაგრამ თითქოს ეს რაღაც ნაწილობრივ ხელშესახებია. სუნთქვის შეკვრამდე ვიძაბები თავის დასახსნელად. ამავე დროს ვხვდები ,რომ მძინავს და გაღვიძებას ვცდილობ. როგორც წესი ვიღვიძებ , მაგრამ იმ დღეს სიზმარში გამეღვიძა და ვერ მივხვდი, რომ სიზმარი გაგრძელდა. ან მანქანის საჭესთან ვზივარ და როცა წინ მინდა მოძრაობა , მანქანა არ მემომრჩილება და უკან მოძრაობს, მუხრუჭიც არ მუშაობს და სანამ რამეს არ შევეჯახები ვერ ვიღვიძებ.

Posted by: alikantura 6 Jul 2021, 12:02
cameti13
გამარჯობა.
შენს მოყოლილიდან აღქმადი სიმბოლოა მანქანა. რომელიც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც საკუთარი ცხოვრების მართვის შესაძლებლობა. ეს შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ გაქვს განცდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შენს ცხოვრებას წესით შენ განაგებ, (ანუ მოძრაობ საკუთარი მანქანით), მაინც ვერ ახერხებ ყოველთვის ცხოვრებისთვისსასურველი გეზის მიცემას, ამ შემთხვევაში წინსიარულს, რაც ზოგადად პროგრეს და განვითარებას შეიძლება ნიშნავდეს. ანუ მოვლენები იმდენად შეუქცევადია, რომ შენ ბოლომდე ვერ მართავ ცხოვრებას. რაღაც შემთხვევაში დატორუმუზება არ შეგიძლია, რაღაც შემთხვევაში წინ წასვლა. სავარაუდოდ ამ სიუჟეტის სიზმარს ნახავ მაშინ, როცა რეალურ ცხოვრებაში მოხდება რაღაც ისეთი, როცა ამას დააფიქსირებს არაცნობიერი და ცნობიერად არ იქნები მზად ამ ინფორმაციის მისაღებად. რაც უფრო ხშირად ნახულობ ამ სიზმარს, მით უფრო ხშირად ხდება შენს ცხოვრებაში იმგვარი მოვლენები, რაც ამ უმართავობის განცდას გიტოვებს.

რაც შეეხება გრძნობას, როცა რაღაც გბოჭავს. ეს უფრო ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, ვიდრე ფსიქოლოგიური. სიზმრის დროს ითიშება სხეული, ხოლო თვინი გადადის არაცნობიერის სრულად კონტროლ ქვეშ. როდესაც ცნობიერი იღებს ტვინზე კონტროლს, სხეული კვლავ გათიშულია და ცნობიერისთვის ეს პანიკაა. ამიტომაც გაქვს შეგრძნებები, რომ რაღაც გბოჭავს. სინამდვილეში კი არ გბოჭავს, არამედ ცნობიერისთვის ეს უჩვეულო მდგომარეობაა, როცა ფლობს ტვინს და არ ფლობს ამავე დროს სხეულს. უბრალოდ, უნდა დაიმახსოვრო, რომ თუ ტვინი ცნობიერად გააგრძელებს ამ მდგომარეობაში ყოფნას არაფერი ცუდი არ მოხდება, პირიქით, უნდა მოეშვეა და მიიღებ შესაძლებლობას სრულად გახდე არქიტექტორი შენი სიზმრის, აკეთო ის რაც გინდა, შექმნა გარემო რომელშიც გინდა ყოფნა. თუნდაც WSOP-ის ფინალურ მაგიდაზე ჩიპ ლიდერის პოზიციაში ყოფნა, ან ბაჰამის კუნძულებზე PSA-ის ჰაილორელების ტურნირში მონაწილეობა biggrin.gif. ამიტომაც, როცა ეს შეგრძნება გექნება უბრალოდ გაიხსენე ჩემი ნათქვამი და მოირგე სიზმრის არქიტექტორის როლი.

Posted by: cameti13 6 Jul 2021, 13:03
QUOTE
თუნდაც WSOP-ის ფინალურ მაგიდაზე ჩიპ ლიდერის პოზიციაში ყოფნა, ან ბაჰამის კუნძულებზე PSA-ის ჰაილორელების ტურნირში მონაწილეობა

alikantura
ამ სიზმრიდან აღარ გავიღვიძებ biggrin.gif biggrin.gif და იმას თუ გავაცნობიერებ რომ არარეალურია , ყველაზე საშინელი კოშმარი იქნება biggrin.gif
პ.ს.
მადლობა

Posted by: alikantura 6 Jul 2021, 14:01
cameti13
QUOTE
იმას თუ გავაცნობიერებ რომ არარეალურია , ყველაზე საშინელი კოშმარი იქნება

თუ გაგეღვიძა, სამაჯურის მოგებამდე გაიფიქრებ რომ რატომ ვერ მოსაწარი ტურნირის ბოლომდე დასრულება და თუ მოგების შემდეგ გაგეღვიძა ის გაგიტყდება, რომ ფულის დახარჯვა ვერ მოასწარი.
ანუ ყველა შემთხვევაში გაგიტყდება, მაგრამ შებოჭილობბის შეგრძნებას სჯობია.

Posted by: ნაკო 8 Jul 2021, 20:29
alikantura
QUOTE
მადლობა უკუკავშირისთვის. ძალიან საინტერესო კი არის, რა სახის იდეური მიგენებები გაქვს, რაც ესეთ საინტერესო შინაარსის სიზმრებად ყალიბდება. დიდი სიამოვნებით მოვისმენდი.

QUOTE
სურვილის შემთხვევაში შემიძლია უფრო დეტალურადაც ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი.

სიამოვნებით განვავრცობდი, ძალიან კარგი მოსაუბრე ხარ <3

Posted by: Artist 10 Jul 2021, 12:37
ნაკო
QUOTE
ძალიან კარგი მოსაუბრე ხარ <3

დიახ... არის და კარგადაც ხსნის სიზმრებს... smile.gif


Posted by: Janee 11 Jul 2021, 23:30
alikantura
შენ საყვარელ ადამიაჯს რომ ხედავ სიზმარში დანერებულს ძაან, დანაოჭებულს,რას ნიშნავს
მისი სახე არ ჰქონდა,თუმცა ვიცოდი,რომ ის იყო

მადლობა ზემოთ პასუხებისთბის

Posted by: alikantura 14 Jul 2021, 16:37
Janee
QUOTE
შენ საყვარელ ადამიაჯს რომ ხედავ სიზმარში დანერებულს ძაან, დანაოჭებულს,რას ნიშნავს

ეს ალბათ 2-ნაირად შეიძლება აიხსნას.
პირველი ზრდასრულობისა და სიბრძნის მატების განცდით. ანუ ბოლო პერიოდში, მისი გადაწყვეტილებები სწორედ ამგვარად წარმოჩინდება.
მეორე ახსნა, ეს ერთგვარი დეპრესიულობა, უმოქმედობა, აქტიური ცხოვრების იდეის უგულველყოფა.

ნაკო
QUOTE
სიამოვნებით განვავრცობდი, ძალიან კარგი მოსაუბრე ხარ <3

მადლობელი, საუბრის გაშლას შენ უნდა მისცე მიმართულება, თუ რამე იყო გაუგებარი, ან შეთვითონ გსურს რომ გაიშალოს ჩემი პოსტის რომელიმე ნაწილი.

მე პირადად ის მაინტერესებდა, რა ტიპის იდეური მიგნებები გაქვს, რაც ამ სიზმრებს იწვევს.

Artist
QUOTE
დიახ... არის და კარგადაც ხსნის სიზმრებს...

როცა ამ საკითხის კორიფე გაქებს, ორმაგად სასიამოვნოა smile.gif

Posted by: fork 17 Jul 2021, 17:31
ბოლო დროს ვეღარაფერი მამახსოვრდება სიზმრიდან...
მიზეზი?

Posted by: Artist 19 Jul 2021, 20:41
alikantura
QUOTE
როცა ამ საკითხის კორიფე გაქებს, ორმაგად სასიამოვნოა smile.gif

smile.gif up.gif

fork
QUOTE
ბოლო დროს ვეღარაფერი მამახსოვრდება სიზმრიდან...
მიზეზი?

ძალიან სწრაფად იღვიძებ და ეგრევე მიწიერ სამყაროში ორიენტირებ ამიტომაც
გავიწყდება... გარდამავალი პერიოდია საჭირო ძილბურანში რომ ხარ ჯერ და შემდგომ
იღვიძებ... აი ამ ძილბურანში ყოფნისას უნდა გადაიმეორო სიზმარი და დაგამახსოვრდება...

Posted by: paaatriick 21 Jul 2021, 10:47
თაღოვან ხიდზე გადავდიოდი მანქანით (სინამდვილეში ტარება არ ვიცი) და წინ უცებ ისეთი ლამაზი ხედი გადაიშალა, უკან მოვბრუნდი, რომ თავიდან გამეარა, თან სურათი გადამეღო. მაგრამ გადაღებისას წინ მანქანა ჩამიდგა, სურათი არ გამოვიდა და ავარიაშიც მოვყევი. აქედან უკვე მოშორებით ვადევნებდი თვალს, როგორ გადმოვიდა ჩემი მანქანიდან, არ მეგონა ცოცხალი იქნებოდა, თავგატეხილი ბავშვი, უკვე შეხვევაც მოუსწრია იმ უფროსს უკან რომ გადმოყვა. ორივენი ხელჩაკიდულები გამოვიდნენ, ბავშვი სამკერვალოს ვერანდაზე ჩამოსვა, თვითონ კაბის გადასაკეთებლად მეგონა მივიდა, როგორც აღმოჩნა ყიდდა. იქვე გაიხადა თხელი აბრეშუმივით კაბა, ქვეში კიდევ უცნაურ მოდაზე ეცვა, ვერ გავარკვიე. მკერავმა უყურა, უყურა ნაჭერს: ოჰ, არაფრად ვარგა,ხედავთ პატარა წერტილად დაზიანებულია, ამას ვინ იყიდის. ისევ მე თუ დავიტოვებ, დავჭრი, გადავაკეთებო. თანხმობა მიიღო. ზარდახშაში როგორც ტრიალებს ფიგურა, დატრიალდა ბავშვიც მის ფეხებთან. ტანზე ცმული გაიშალა, ფოთლებივით დაიტალღა.. შემოეხვია დაფარა ორივე და გაქვავდა
მერე წამალს ვსვამდი, რომელიც არაფრით ერეოდა წყალს, რომ გადამეყლაპა smile.gif)

Posted by: margali21 21 Jul 2021, 15:51
QUOTE
სიზმარი რომელსაც ადამიანი ხედავს სხვა თვალით და არა ფიზიკური თვალით

rolleyes.gif

Posted by: masai11 25 Jul 2021, 17:03
დამესიზმარა თითოქს ცუნამის მოლოდინში იყო საქართველო და ყველა თავშესაფარს ეძებდა.
იყო ვარიანტი ბუნკერში, ზოგი მაღალ ადგილებს ეძებდა. უჭირდა ხალხს არჩევანი, რომელი "სამალავი" ჯობდა ამ კატაკლიზმის გადასატანად. დარწმუნებული არავინ იყო რა ჯობია.
მე ბუნკერი ვარჩია. რითი დამთავრდა ეს ყველაფერი ვეღარ ვნახე smile.gif
ალბათ კოვიდის მე-4 ტალღა სერიოზულად დაგვზაფრავს მალე.
მე სახნაურო/საპახაო რომ მომემატება უეჭველია და სხვამხრივ იმედია არაფერი მექნება დასაზაფრი.

Posted by: ninicool 25 Jul 2021, 17:11
ჩემს ავტომობილს ძირზე ცეცხლი ეკიდა, სპირტი რომ აალდება ხოლმე, რაღაც ეგეთი. ჩაქრობა ვცადე, ,მაგრამ წყალი რომ მივასხი, არ ჩაქრა, მერე გამახსენდა, რომ ცეცხლმაქრი მქონდა მანქანაში და მაგ დროს გამეღვიძა biggrin.gif

იმედია, მშვიდობით დამიბრუნებენ.

Posted by: ნაკო 25 Jul 2021, 21:23
QUOTE
დამესიზმარა თითოქს ცუნამის მოლოდინში იყო საქართველო და ყველა თავშესაფარს ეძებდა.
იყო ვარიანტი ბუნკერში, ზოგი მაღალ ადგილებს ეძებდა.

ამ ამასწინათ მესიზმრა კონკრეტული ლოკაცია, ოკეანის სანაპირო, მშვიდი წყნარი, ნაპირთან ვიჯექი და სიგრლეს ვგრძნობდი, უცებ ტალღები წამოიზიდა ახმაურდაცუნამი ახლოვდებოდა წამებში, სანაპიროსთან დიდი ხის სახლი იდგა, რომლის ქვემოთაც ვიცოდი რომ ბუნკერი იყო. მაქსიმალურად სწრაფად გავიქეცი რომ იქ შემეფარებინა თავი, ცუნამს შევასწარი და იმ ბუნკერში უამრავი ხალხი დამხვდა, რომლებმაც თითქოს წინასწარ იცოდნენ მოსალოდნელის შესახებ და უსაფრთხოებისთვის ეს ადგილი აირჩიეს, შევედი და თანვე გადარაზეს უზარმაზარი რკინის კარები, ყველა შეშინებული, გაღზიანებული იყო და ვიღაცამ დაიძახა, რომ გარეთ ბავშვი დარჩა, ვიგრძენი როგორ მომაწვა შიში სიცოცხლის დაკარგვის, მაგრამ უფრო მეტად მძაფრად შიში ბავშვის დაკარგვის, გავიქეცი კარებთან და მთელი ძალით ვცდილობდი გაღებას, არ მანებებდნენ, გვიანია უკვე ვერ გაგიღებთო, ჳითხოვდი რომ გავეშვი, რომ ბავში უნდა შემომეყვანა, მაგრამ მითხრეს რომ ბავში უკვე ბუნკერში იყო მაგრამ არ მჯეროდა მეგონა რომ მატყუებდნენ, მერე უბრალოდ ვერაფერი გავაკეთე ძალა გამოცლილი დავეცი და ვიგრძენი საშნელი ხმა როგორ მიენარცხა ტალღები რკინის კარებს და გადაიარა და გადათელა მთელი ზესკნელი, შემდეგ ბავშის ხმა მომესმა გულზე დაესვენა თეთრი, ლამაზი, უმანკო ჩვილი მამას, დედა კი იხუტებდა ორივეს, ქმარსა და შვილს. ყველა ტკივილი მომეხსნა. ჩვილი, რომლის სიციცხლეც ჩემსაზე მეტი ღირდა.

ზოგადად აპოკალიპტურ სიზმრებს ხშრად ვხედავ, უბრალოდ გიყვებით ხოლმე ამ თემაში, ჩემს თავგადასავლებს.


Posted by: 蓝天-天蓝 26 Jul 2021, 01:00
სადღაც მიწისქვეშა ქალაქში ვიყავი, ქალაქი ისე იყო გაშენებული რომ სახლები არ იყო, მხოლოდ ხეები და ყველა ხეს ჰქონდა გამოკვეთილი ერთი ადამიანის სამყოფი კელიის მსგავსი ოთახი. ყველა ხე ერთნაირი იყო, გადაწნული ფესვებით და ძალიან გაშლილი ტოტებით, ნაყოფის გარეშე, მხოლოდ ფოთლები. სრული სიბნელი იყო, არც ცა ჩანდა და არც ვარსკვლავები და ამ ყველა ხის ძირში იდო კელაპტარი. თითოეულ კელიაში შავლაბადიანი ჩონჩხად ქცეული ადამიანები იდგნენ, თან ცოცხლები იყვნენ და თან უკვე ადამიანებს აღარ გავდნენ და ყველას ხელები ჰქონდა გადაჯვარედინებული და გულზე დაწყობილი. მივდიოდი ამ ხეებს შორის და ძალიან მეშინოდა. რას ნიშნავს?

Posted by: Mamu72 26 Jul 2021, 01:06
蓝天-天蓝

QUOTE
რას ნიშნავს?


ონკანი მოუშვი და მოჩხრიალე წყალს სამჯერ უჩურჩულე:

"როგორც შენ ჩაივლი, ისე ჩაიაროს ჩემმა სიზმარმა"

ძველი ჩინური მეთოდია yes.gif

Posted by: 蓝天-天蓝 26 Jul 2021, 01:09
QUOTE (Mamu72 @ 26 Jul 2021, 01:06 )

"როგორც შენ ჩაივლი, ისე ჩაიაროს ჩემმა სიზმარმა"


ეგ კიsmile.gif მაგრამ სიმბოლიზმი მაინტერესებს ამ სიზმრის, რას მეუბნება ქვეცნობიერი

Posted by: Mamu72 26 Jul 2021, 01:34
蓝天-天蓝

სიზმრები ყოველთვის არ არის აუცილებელი, რომ მაინდამაინც ქვეცნობიერის გამოძახილი იყოს და რამეს გვეუბნებოდეს ან ნიშნავდეს

არის წინასწარმეტყველურიც, ჩაყოლილი ფიქრებით გამოწვეულიც, წაკითხულის ან ნანახის შთაბეჭდილებით გამოყოლილიც და ასტრალ.... ანდა არაფერი biggrin.gif

იმითაც ანსხვავებენ თუ როდის დაგვესიზმრა დღისით, ღამით, დილას თუ საღამოს...

კი საინტერესო და ღრმა თემაა სიზმრები მაგრამ:

QUOTE
რას მეუბნება ქვეცნობიერი


ამაზე მე ვერ გიპასუხებ ...

Posted by: 蓝天-天蓝 26 Jul 2021, 01:41
Mamu72

სიზმრები მხოლოდ იმიტომ მაინტერესებს რომ საკუთარი აზრები დავალაგო კარგად. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევაც როდესაც მინახავს რაღაც და მომხდარა, მაგრამ ამის გამო არ ვეძიები ხოლმე სიზმრებს რომ მომავალში რაღაც არ მოხდეს უი. აუცილებლად მოხდება მომავალში რაღაც კარგიც და ცუდიც და არ მაქვს სურვილი წინასწარ ვიცოდე ))

Posted by: Mamu72 26 Jul 2021, 01:47
蓝天-天蓝

მე ხანდახარ მთელი ეპოპეები მესიზმრება ხოლმე... ერთ ღამეში რამდენიმეწლიანი სიზმრებიც მინახავს ხშირად

რა ვიცი არ ვაქცევ დიდ ყურადღებას და მალევე მავიწყდება ხოლმე

აქ კი შეიძლება გიპასუხონ, რას გეუბნება ქვეცნობიერი... მაგრამ აზრების დალაგებაში რამდენად დაგეხმარება, ეს არ ვიცი

Posted by: 蓝天-天蓝 26 Jul 2021, 01:52
Mamu72

საინტერესოა.
ყველას არც მე ვაქცევ ყურადღებას, უმეტესობას ვხვდები რის გამო დამესიზმრა, მაგრამ თუ ასეთი სიმბოლოებია ხოლმე, მანდ უკვე არაკვალიფიციური ვარ

Posted by: Pepper_Crowley 26 Jul 2021, 01:52
蓝天-天蓝
QUOTE
რას ნიშნავს?

ლგბტ პრაიდში გინდა მონაწილეობის მიღება, მაგრამ მეუფე ანტონის გეშინია.


Posted by: 蓝天-天蓝 26 Jul 2021, 01:56
Pepper_Crowley

საინტერესო ვერსიაა user.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Pepper_Crowley 26 Jul 2021, 01:59
蓝天-天蓝
QUOTE
საინტერესო ვერსიაა

ნუ, იმ ###ობებს აჯობებს, რასაც აქ გეტყვიან biggrin.gif

Posted by: 蓝天-天蓝 26 Jul 2021, 02:05
Pepper_Crowley

რატო, გადავიკითხე და ძალიან საინტერესოდ ხსნის რამოდენიმე smile.gif თუმცა, შენმა ვერსიამ გამახალისა, ეგეც განიხილება biggrin.gif

Posted by: Pepper_Crowley 26 Jul 2021, 02:12
蓝天-天蓝
სიზმარში ტვინი ბოდავს ხოლმე რაღაცეებს. ხან შენი ფიქრები რეალიზდება, ან სიფხიზლეში 2 საათით ადრე ნანახი ფილმი, ან სიტუაცია, რომლისაც გეშინოდა, ან სიტუაცია რომელიც ისე დამთავრდა როგორც არ გაწყობს და სიზმარში აგრძელებ ... მოკლედ, ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელიც ეფრემ-ვერდებმა არ იციან და შესაბამისად, ის სიბრძნეები რასაც მოისმენ - მცდარია.

რამხელა ნიჰილიზმია, ღმერთმანი.
დღეს რაღაც აგრესიულად ცუდ ხასიათზე ვარ.

ჰმ.
rolleyes.gif rolleyes.gif


Posted by: 蓝天-天蓝 26 Jul 2021, 02:24

Pepper_Crowley

მასეთ ჩაყოლილ ამბებს მეც ვხვდები ხოლმე, მაგრამ ნუ უყურებ მასე სიზმრებს, არაა სახუმარო
yes.gif

Posted by: Pepper_Crowley 26 Jul 2021, 02:28
蓝天-天蓝
QUOTE
ნუ უყურებ მასე სიზმრებს, არაა სახუმარო

ჰოროსკოპებისაც გჯერა? popcorn.gif

Posted by: 蓝天-天蓝 26 Jul 2021, 02:33
Pepper_Crowley

პლუტონის გავლენით რომ ხვალ ფეხი უნდა გადამიბრუნდეს მასეთის არა ))))

Posted by: paaatriick 27 Jul 2021, 02:10
დიდი ციხესიმაგრე სახლად წოდებული. სახურავებზე გავლით გალავანზე გადაპარვა. ისევ წრეზე: დერეფნები, ოთახები, კიბეები. ორივე ჩვენ
ზემოთ წიგნი გადაშლილი მაგიდაზე. უცხო ქვებით მორთული
შიგნით საშიში ამბები იწერებოდა


Posted by: Artist 31 Jul 2021, 02:21
paaatriick
QUOTE
დერეფნები, ოთახები, კიბეები

კიბეზე ადიოდი თუ ჩადიოდი აი საკითხავი ესაა...

QUOTE
წიგნი გადაშლილი მაგიდაზე. უცხო ქვებით მორთული
შიგნით საშიში ამბები იწერებოდა

რა ამბები და ვისთვის საშიში?

Posted by: Aleqto 31 Jul 2021, 18:28
ამ ბოლოს ხშირად მესიზმრება გველები...
დიდები,პატარები...მწვანეები,შავები...
სადღაც ვარ ხოლმე, არა მაინცდამაინც ბუნებაში არც ყოველთვის მარტო...მაგრამ ამ გველს პირველი მე ვხედავ...აი საიდანღაც ზუსტად ჩემს ფეხებთან აღმოჩნდება ხოლმე...ხან მოძრაობს, ხანაც უძრავადაა...არ მეხება, არ მერჩის,მაგრამ იმდენად ახლოსაა რომ მის სიცოვეს ვგრძნობ...ადგილზე ვქვავდები და ვიყინები,მზერა მათზე მიშტერდება, თვალს ვერ ვაშორებ...მერე ჩემს თავს ვეუბნები _მოიცა არ გაინძრე, არ დააფრთხო...ხო ხედავ რომ არ გერჩის, აცადე, წავიდეს...ყველა სიზმარში თან ვიღაცაზე ვდარდობ, ვინც ვიცი რომ სადღაც იქვეა...შეიძლება ჩემს მერე მოდიოდნენ, შეიძლება ჩემს შორიახლოს იყვნენ...ისინი ვერ ხედავენ და მინდა გაბაფრთხილო,მაგრამ ხმის ამოღების მეშინია.მეშინია ხმოთ არ მივიქციო ყურადღება და არ მიკბინოს...ბოლო სიზმარში ვოღაც ბავშვები უნდა გამეფრთხილებინა, რომლებიც ვიცოდი რომ სადღაც იქვე იყვნენ, ჩემთან იყვენ...მაგრამ აზრზე არ ვარ ვინ ბავშვები ან ვისები იყვნენ...
შიშისგან მეღვიძება სისხლ გაყინულს...არც გველი მკბენს და ვერც ვერავის გაფრთხილებას ვასწრებ...

არ მახსენდება ამაზე მეტად სიზმარში ოდესმე რამის თუ შემშინებია...

Posted by: paaatriick 31 Jul 2021, 18:47
Artist
რავი, ცუდი ამბები.

მერე კიდე ვითომ აღარასდროს ვნახავდი ცხოვრებაში და გული გამისკდა ლამის დარდით


Posted by: le_soleil 1 Aug 2021, 01:55
გამთენიისას ძაან ღლე სიზმარი ვნახე...

ნახევარი თბილისი შეიარაღებული იყო და ვიღაცის ბრძანებას ელოდა პარლამენტზე თავდასასხმელად...
ძაან ისეთმა, საპატივცემულო ხალხმა დამპატიჟა მაგ პონტში და მეც მივედი...
მაგრამ იარაღი ჰქონდათ სუფთა პიტალო.
ოთხი კალაშნიკოვიდან ერთი ვერ ავაწყე ნორმალური...
მეთქი, თქვე ჩემისებო, ცხოვრებაში ტყვია არ გისვრიათ, ამ ჯართს სათითაოდ ერთ ადგილას გაგვიკეთებენ და ქვეყნის არევას რის იმედზე აპირებ-თქო?
აბა, მე გავაჯვი, ჩემებს მივხედო, თქვენი დედა აქ მოვდაღან და იმათი იქ-თქო...

იმენნა, ოფლში გამეღვიძა... facepalm.gif

ერთი პირობა ვიფიქრე, მართლა წყალს ხომ არ მოვუყვე-თქო...
არადა, ბუსას ისე ტკბილად ეძინა ფეხებში - შემეცოდა გასაღვიძებლად და დავიკიდე user.gif

ჰო, სხვა რაღაცის სანახავად შემოვედი ამ განყში და ეს თემა გამეჩითა...
წყალს თუ არა, თქვენ მაინც მოგიყევით biggrin.gif

პ.ს. ეს თუ ახდა, არ მაგინოთ პარაშუტისტის დედის სიზმარივით givi.gif

Posted by: Pepper_Crowley 3 Aug 2021, 20:42
Aleqto
მომდევნო ძილისას გოგირდი ჩაიწვინე საწოლში და როგორც კი დაგესიზმრება გველები - დაუნთე. მერე აღარ მოგეკარებიან.


Posted by: masai11 6 Aug 2021, 20:52
QUOTE
ამ ბოლოს ხშირად მესიზმრება გველები...


ამბობენ რომ ტრასნფორმაციების სიმბოლოაო, რაღაც ისეთი ფაზაა ცხოვრების როცა გარდასახბი, შინაგანი ცვლილები ინდა განიცადოო.



დამესიზმრა რომ სიკვდილი ვიყავი. აი პაპსა სურათებზე რომაა - შავ კაპიშონში და ცელით, ეგეთი. ეს მდგომარეობა თანდათან გავაცნობიერე - ეს რა მიჭირავს ხელში მეთქი და როგორც კი ხელი გავანძრიე აქა-იქ რაღაც ჩამოიშალა, მოიკვეთა, ჩამოინგრა ... მოკვდა.
არ იყო სასიამოვნო.

Posted by: Artist 13 Aug 2021, 00:11
masai11
QUOTE
დამესიზმრა რომ სიკვდილი ვიყავი.

ალბათ შენი ქვეცნობიერი როგორც კი ცნობიერში გადადის გამანადგურებელ ძალად იქცევა...
სიზმარში ხშირად აცნობიერებ რაც ხდება იმას?

Posted by: masai11 13 Aug 2021, 18:06
QUOTE (Artist @ 13 Aug 2021, 00:11 )
masai11
QUOTE
დამესიზმრა რომ სიკვდილი ვიყავი.

ალბათ შენი ქვეცნობიერი როგორც კი ცნობიერში გადადის გამანადგურებელ ძალად იქცევა...
სიზმარში ხშირად აცნობიერებ რაც ხდება იმას?

რავიცი, გამანადგურებლის არაფერი ეტყობა ჩემს ცხვორებას, პირიქით რამოდენიმე ათეული ადამიანი, რომ ცოცხალია ახლაც, ამაში პირადად მეც მიმიძღვის წვლილი.

იამარაჯზე ვისმენდი ისტორეიბს იმ დღეს და შეიძლება ეგ ჩამყვა სიზმარში.

Posted by: shavi_kheli 13 Aug 2021, 20:53
მე ვიცი სიზმრების ახსნა მაგრამ ძალიან მეზარება და მეჯავრება

Posted by: POKERISBLUFF 14 Aug 2021, 09:13
გუშინ დამესიზმრა თითქოს გამოვძვერი ამ ყველაფრიდან და ნორმალური ცხოვრების დაწყების შანსი მქონდა , უშუალოდ როგორ მოვხვდი აღარ მახსოვს მარა შვეიცარიაში ვიყავი , დიდი სახლი ვიყიდე რომელიღაც სოფელში, პიკაპი მყავდა და მახსოვს ბოსტანივით მქონდა რაღაც ლამაზი ეზოთი
არც კატა , არც ძაღლი რატო არ იყვნენ არ ვიცი :/ , არც ცუდი ხდებოდა რამე და არც კარგი პირველად ვნახე ესეთი სიზმარი
სიმშვიდე ფუფუნებაა up.gif


ხის ძირას ბალიში, სუფთა ჰაერი და წინ ძალიან დიდი ტბა
დაიძინებდა კაცი fig.gif

Posted by: shavi_kheli 14 Aug 2021, 09:16
POKERISBLUFF
QUOTE
თითქოს გამოვძვერი ამ ყველაფრიდან

ვერ მივხვდი?

QUOTE
ნორმალური ცხოვრების დაწყების შანსი მქონდა

და რითია ახლა არანორმალური შენი ცხოვრება?

Posted by: POKERISBLUFF 14 Aug 2021, 09:27
QUOTE (shavi_kheli @ 14 Aug 2021, 10:16 )


QUOTE
ნორმალური ცხოვრების დაწყების შანსი მქონდა

და რითია ახლა არანორმალური შენი ცხოვრება?

თანაგრძნობისთვის ან რამე ისტორიის მოსაყოლად არ დამიწერია აქ არაფერი
უბრალოდ სიზმარს მოყვა როგორც ემოცია ეგ იყო და ეგ up.gif

Posted by: shavi_kheli 14 Aug 2021, 09:33
POKERISBLUFF
იმისათვის რომ მიხვდე ადამიანი სიზმარი რომელ კატეგორიას განეკუთვნება ცოტა ახსნაა საჭირო.

ეს შეიძლება შენი სურვილია, შესაძლებელია გაფრთხილება, შესაძლებელია წინასწარმეტყველება და ა.შ.

Posted by: POKERISBLUFF 14 Aug 2021, 09:48
QUOTE (shavi_kheli @ 14 Aug 2021, 10:33 )
POKERISBLUFF
იმისათვის რომ მიხვდე ადამიანი სიზმარი რომელ კატეგორიას განეკუთვნება ცოტა ახსნაა საჭირო.

ეს შეიძლება შენი სურვილია, შესაძლებელია გაფრთხილება, შესაძლებელია წინასწარმეტყველება და ა.შ.

თუ რაღაც თეორიებით ცდილობთ სიზმრების ახსნას და ახსენებთ წინასწარმეტყველება შეიძლება იყოსო
ერთს ვიტყვი აქვე, შეუძლებელია რამე ცოდნაზე იყოს დაფუძნებული წინასწარმეტყველება

გაფრთხილებები კი დიდად ვერ ცვლიან ადამიანებისთვის რამეს, ამიტომ თუ რამე მოსახდენია ძირითადად ხდება ხოლმე
მარა საინტერესოა თუ მართლა ფიქრობ სიზმრების ახსნაზე და დაგითმია დრო
ზოგადად სიზმარი ზედმეტად საინტერესო რამეა ვიდრე რაღაც თეორიები ან მეცნიერების კვლევები შეიძლება იყოს

თუმცა არც იმას გამოვრიცხავ რო იმდენად უინტერესო იყოს, არტისტას შენ ან რომელიმე ნებისმიერს შეეძლოს სიზუსტეებში რაღაც დეტალების ახსნით სურათის აწყობა რაც პრაქტიკაში იმუშავებს up.gif

Posted by: paaatriick 14 Aug 2021, 11:47
დიდ სახლში ვცხოვრობდი, თეთრი, გამჭირვალე, ჰაეროვანი ფარდები ეკიდა დიდ ფანჯრებზე. მწვანე ეზოთი. სტუმრად გასული კარებს ღიას ვტოვებდი. და ყველაზე სასიამოვნო ტიტველი სიარული იყო, სანამ ტანსაცემლი არ შემომთავაზეს, უხარხულიალ. არადა ის ტანსაცმელი იყო უხერხული, როცა ჩავიცვი. რბილი თხელი ნაჭრის მიუხედავად კანს უხეშად ედებოდა, ჰაერის ნაცვლად.
* * *
ჰოდა, ყველა თავის ტანსაცმელ გაცმევს

მაეთალია, ლამაზი იყო, მაინც გეხამუშება.

Posted by: Pepper_Crowley 16 Aug 2021, 12:15
სვანეთში ვიყავი.
მეორე სართულზე უნდა ავსულიყავი, ასევე ორ ნაწილიანი კიბით, მაგრამ დროს კიბის პირველი ნაწილი გაექრო. ჟანგმა რკინის კონსტრუქცია შეეჭამა და არც საფეხურები იყო დარჩენილი, არც მოაჯირი. სამაგიეროდ - ახალი კიბე ,,ცოცხალი" იყო. ხისგან და ტოტებისგან აშენებული. ვაზის საფეხურები ჰქონდა, პატარა ლერწები, 4 - 5 ცალი იყო სიგრძეზე ,,გადებული" და იმხელა ფართს ქმნიდა რომ ფეხი დაგედგა. ეჭვი მეპარებოდა, რომ მდგრადი იქნებოდა, მეგონა გამხმარი ვაზი იყო და ბიძაჩემს დავუძახე, ჩატყდება მეთქი, მაგრამ გამომძახა - ნუ გეშინიაო. მართალიც იყო. ფეხი რომ დავდგი მივხვდი, საფეხურები ცოცხალი იყო, ძალიან მტკიცე და არ უნდა მშინებოდა.



rolleyes.gif

Posted by: user117 17 Aug 2021, 08:27
საინტერესო ფენომენია სიზმარი. ფაქტიურად, ყოფიერებაა ფიზიკური გარსის გარეშე, რომელსაც გონება წარმოქმნის. ხშირად, გაცილებით უფრო მრავალფეროვანია ეს შექმნილი სამყარო, ვიდრე ობიექტური რეალობა, ანუ კოლექტიური სიზმარი, რადგან სიზმარში მოვლენების ცენტრში ყოველთვის შენ ხარ და თან იცი, რომ არაფერი გემუქრება. სიზმრებში იხსნი ყოველგვარ შეზღუდვას, რასაც რეალობა გიწესებს და ფაქტიურად, საკუთარ წესებს ქმნი, ხშირად ფიზიკის კანონებსაც შენ სურვილებს არგებ. დროც შენს ნებაზე გადის და მოვლენებიც ისე ვითარდება, რომ მაქსიმალურად საინტერესო იყოს შენთვის. მოკლედ, მე პირადად სიზმრები მირჩევნია მოსაწყენ რეალობას.

Posted by: პიანისტი 17 Aug 2021, 09:20


.........

Posted by: Artist 21 Aug 2021, 02:33
POKERISBLUFF
QUOTE
თუმცა არც იმას გამოვრიცხავ რო იმდენად უინტერესო იყოს, არტისტას შენ ან რომელიმე
ნებისმიერს შეეძლოს სიზუსტეებში რაღაც დეტალების ახსნით სურათის აწყობა რაც პრაქტიკაში იმუშავებს

კარგია რომ არ გმორიცხავ... smile.gif

user117
QUOTE
საინტერესო ფენომენია სიზმარი.

დიახ... დავამატებდი იმას რომ ადამიანი ამ დროს ფიზიკური თვალით არ ხედავს ამ მოვლენებს და სხეულიც
ფაქტიურად არა აქვს ანუ საკუთარ წონას ნაკლებად გრძნობს...

* * *
QUOTE
დროც შენს ნებაზე გადის და მოვლენებიც ისე ვითარდება, რომ მაქსიმალურად საინტერესო იყოს შენთვის.

რაც შეეხება დროს აქ ვერ დაგეთანხმები, ცნობილია რომ დრო ერთი გაელვებაა ანუ ძალიან მცირე დროში ხდება სიზმრის
ნახვა მაგრამ ადამიანს აქვს ისეთი შეგრძნება ხოლმე რომ მთელი ღამე ნახულობდა სიზმარს.. მაგალითად მძინარე ადამიანს
რეაქცია აქვს თაროდან ჩამოვარდნილი წიგნის ხმაურზე და ნახულობს სიზმარს რომ ქვემეხი გაისროლეს იმ მომენტში როცა
წიგნმა გამოიწვია ხმაური, მაგრამ საინტერესო ისაა რომ ადამიანი ასწრებს იმის ნახვასაც თუ როგორ დატენეს ქვემეხი და შემდგომ
მოხდა მისი გასროლა, იმ წიგნის ჩამოვარდნის მიერ გამოწვეულ ხმაურის მომენტში... ეს ფენომენიც ახასიათებს სიზმარს... smile.gif

Posted by: Pepper_Crowley 23 Aug 2021, 11:48
დიიდ აუდიტორიაში ან სცენაზე გამოვდიოდით, წყვილების (ანუ 2-2 ადამიანის) კონკურსი იყო. ფინალში ვიყავით გადასულები. ახლად შეღებილ/გალაქულ მერხთან ვიჯექით, წინ გადახრილებს, თავები ერთმანეთზე გვქონდა მიდებული და დავალებაზე ვმუშაობდით.

ფინალის დავალება ასეთი იყო: 1. უნდა მოგვეგონებინა ისეთი კანონი/ნორმა რომელიც არ არსებობდა. 2. უნდა დაგვესაბუთებინა რატომ იყო ეს კანონი/ნორმა ცუდი და რატომ უნდა გაუქმებულიყო.

პირველ ნაწილში - მიზიდულობის გადასახადი დავაწესეთ. ანუ, რახან დედამიწაზე ვცხოვრობთ და ჩვენზე გრავიტაცია მოქმედებს და კოსმოსში არ გვისვრის ე.ი. გადასახადიც უნდა გადაგვეხადა.

მეორე ნაწილს რაც შეეხება, დასაბუთება ასეთი გვქონდა: რომ გრავიტაცია არა მხოლოდ ადამიანებს იჭერს დედამიწაზე, არამედ ადამიანის ოცნებებსაც იზიდავს და მათ დედამიწიდან თავის გაღწევაში უშლის ხელს, რის გამოც ჩვენი ოცნებები მზეზე ვერ ხვდებიან და - არ სრულდებიან. ამიტომ გრავიტაციას არა მხოლოდ პოზიტიური, არამედ ნეგატიური - ზიანის მომტანი შედეგიც ჰქონდა, შესაბამისად არ იყო ის სიკეთე - რის გამოც გადასახადი უნდა დაწესებულიყო.


rolleyes.gif

სრული სიგიჟეა, მაგრამ როგორი?! biggrin.gif


user posted image

Posted by: shotanarikashvili 23 Aug 2021, 17:00
გამარჯობა და დიდი თხოვნა იქნება არ გაატაროთ პოსტი. 2 წელია დავშორდი ყოფილს და ალბათ არ დამიძინია რი არ მომსიზმრებოდა და რას ნიშნავს? მიყვარს და მენატრება მაგრამ ვცდილობ დავივიწყო მარა ეს სიზმრები არ მაძლევს საშუალებას თან ბოლოს რო მივწერე შევრიგდეთ თქო სხვა გავიცანიო(არ მგონია სიმართლე იყოს ). ხოდა ამდენი ღამის განმავლობაში რო მესიზმრება რას უნდა ნიშნავდეს?

Posted by: shotanarikashvili 23 Aug 2021, 19:22
Pepper_Crowley
მასეც ვაკეთებ მარა რათ გინდა..

Posted by: 蓝天-天蓝 23 Aug 2021, 19:40
shotanarikashvili

თუ გიყვარს და გენატრება, ბუნებრივია რომ გესიზმრება. ნახვა და ურთიერთობა გინდა მასთან და მასე გამოხატავს და იკმაყოფილებს შენი ქვეცნობიერი ამ სურვილს. შეიძლება არ ფიქრობდე ადამიანზე და ამბობდე მინდა დავიწყებაო, მაგრამ მაინც ებღაუჭებოდე შინაგანად, ამიტომ შინაგანად უნდა გაუშვა თუ არ გაქვთ შანსი ურთიერთობის აღდგენის.

Posted by: shotanarikashvili 23 Aug 2021, 19:51
შინაგანად როგორ უნდა არ ვიცი . მინდა სხვებთან ურთ წამოვიწყო მარა მეორე დღეს აღარ მაინტერესებენ, გული არ მიდის. ხოხა რა მაინტერესებს ,საერთო ჯამში ერთი და იგივე ადამიანი როცა გესიზმრება ხშირად.. რას ნიშნავს?

Posted by: 蓝天-天蓝 23 Aug 2021, 20:01
shotanarikashvili

შინაგანად გაშვება ნიშნავს, როდესაც აღიარებ საკუთარი თავის წინაშე რომ დასრულდა რაღაც მართლა. ზევით გეწერა რომ არ მჯერა რომ სხვასთან არისო, ანუ ფიქრობ რომ შენ უნდა გელოდებოდეს და ამ ურთიერთობას არ თვლი დასრულებულად ქვეცნობიერად.
სიზმრების ამხსნელად ვერ გამოვდგები, გიპასუხებენ ვისაც აქვთ სათანადო ცოდნა. თუმცა, ადამიანური მომენტია, რომ თუ გიყვარს ვიღაც და არ გაქვს მასთან კონტაქტი, ბუნებრივია რომ გესიზმრებოდეს.

Posted by: Artist 25 Aug 2021, 03:28
shotanarikashvili
QUOTE
საერთო ჯამში ერთი და იგივე ადამიანი როცა გესიზმრება ხშირად.. რას ნიშნავს?

გააჩნია როგორ გესიზმრება, სულ ერთნაირად თუ სხვადასხვა ვარიანტებში... რაღაც მოქმედება
შეიძლება იყოს და ესაა მთავარი... ისე კი 蓝天-天蓝-მა სწორად გითხრა:
QUOTE
ადამიანური მომენტია, რომ თუ გიყვარს ვიღაც და არ გაქვს მასთან კონტაქტი, ბუნებრივია რომ გესიზმრებოდეს.

მაგრამ სიზმრის ასახსნელად ეს არაა საკმარისი... თუ რას გეუბნება შენი ქვეცნობიერი ამა თუ იმ სიზმარით... უნდა დაიმახსოვრო
სიზმრის შინაარსი როგორმე და შემდეგ შეიძლება ახსნის მოძებნა... ეტყობა არ გამახსოვრდება და უბრალოდ იცი რომ ის დაგესიზმრა'?

Posted by: ninokargigogoa 25 Aug 2021, 13:19
სპილო ვნახე სიზმარში, ვითომ ჩემს ფანჯარაში შემოიხედა, გამიღიმა და წავიდა ისევ.

ძალიან შემეშინდა, ეგ მახსოვს. არადა, მიყვარს სპილოები, ბუნჩულა ცხოველებია

Posted by: Pepper_Crowley 26 Aug 2021, 12:50
ბეღურა ვიპოვე, რომელიც ვერ დაფრინავდა.
ვსაუბრობდით ხოლმე. ერთი ფრთა ჰქონდა დაზიანებული, უფრო სწორად ფრთის ბოლო ნაწილი შიგნიდან, ვათვალიერებდი, ვსაუბრობდით და ვგეგმავდით, რომ ეს უმნიშვნელო დაზიანება იყო და ოპერაციის შემდეგ მალევე შეძლებდა ფრენას.



ninokargigogoa
QUOTE
სპილო ვნახე სიზმარში, ვითომ ჩემს ფანჯარაში შემოიხედა, გამიღიმა და წავიდა ისევ.

ძალიან შემეშინდა, ეგ მახსოვს. არადა, მიყვარს სპილოები, ბუნჩულა ცხოველებია

user posted image

Posted by: masai11 26 Aug 2021, 18:16
QUOTE (masai11 @ 25 Jul 2021, 17:03 )
დამესიზმარა თითოქს ცუნამის მოლოდინში იყო საქართველო და ყველა თავშესაფარს ეძებდა.
იყო ვარიანტი ბუნკერში, ზოგი მაღალ ადგილებს ეძებდა. უჭირდა ხალხს არჩევანი, რომელი "სამალავი" ჯობდა ამ კატაკლიზმის გადასატანად. დარწმუნებული არავინ იყო რა ჯობია.
მე ბუნკერი ვარჩია. რითი დამთავრდა ეს ყველაფერი ვეღარ ვნახე smile.gif
ალბათ კოვიდის მე-4 ტალღა სერიოზულად დაგვზაფრავს მალე.
მე სახნაურო/საპახაო რომ მომემატება უეჭველია და სხვამხრივ იმედია არაფერი მექნება დასაზაფრი.

ახდა სიხზმარი. ფაქტიურად. ჯერ მთლად არა მაგრამ გადაგვივლის მალე.

Posted by: tamuska 26 Aug 2021, 21:29
დამეზიმრა რომ გეი შვილი მყავდა და ძალიან განვიცდიდი, ეხლა უფრო მეტად შემეშინდა შვილის ყოლიების :/

Posted by: Artist 26 Aug 2021, 21:39
tamuska
QUOTE
დამეზიმრა რომ გეი შვილი მყავდა და ძალიან განვიცდიდი, ეხლა უფრო მეტად შემეშინდა შვილის ყოლიების :/

ნუ გეშინია გეიები დაბადებიდან არ არიან გეები... აღზრდის და რა წრეში მოხვდება იმას აქვს მნიშვნელობა... აი ამიტომ
უნდათ ქორწინების დაშვება, რომ ბავშვი აიყვანონ და გეი-ათ აღზარდონ, სხვანაირად ვერ მრავლდებიან და ეს უნდათ.
შენ კი ბევრს ფიქრობ ამაზე ეტყობა და შენმა ქვეცნობიერმა სიზმარშიც კი დაგასიზმრა...

Posted by: tamuska 26 Aug 2021, 21:41
......................................................................................................................................................................................:/

Posted by: Artist 26 Aug 2021, 21:52
tamuska
QUOTE
დამეზიმრა რომ გეი შვილი მყავდა და ძალიან განვიცდიდი, ეხლა უფრო მეტად შემეშინდა შვილის ყოლიების :/

ვახ რატომ იმეორებ? გინდა რომ სხვა ვინმემ მოახდინოს შენს სიზმარზე რეაქცია? კაი ბატონო გაიმეორე კიდევ ერთხელ და
მე არ დავპოსტავ...

Posted by: masai11 26 Aug 2021, 22:00
QUOTE (tamuska @ 26 Aug 2021, 21:29 )
დამეზიმრა რომ გეი შვილი მყავდა და ძალიან განვიცდიდი, ეხლა უფრო მეტად შემეშინდა შვილის ყოლიების :/

ჯერ არ გყავს შვილი თუ მორიგ შვილთან დაკავშირებით გაქვს შფოთვები?

Posted by: Pepper_Crowley 26 Aug 2021, 22:05
QUOTE (tamuska @ 26 Aug 2021, 21:29 )
დამეზიმრა რომ გეი შვილი მყავდა და ძალიან განვიცდიდი, ეხლა უფრო მეტად შემეშინდა შვილის ყოლიების :/

რა საშინელი სიზმარია.
თქვენს ადგილზე ამაღამვე აღვიკვეცებოდი მდუმარე მონაზვნად ჯიხეთის დედათა მონასტერში და ყოველ დღე, იორდანეს წყაროში ბანაობისას ღმერთს შევთხოვდი შენდობას.


Posted by: tamuska 27 Aug 2021, 00:20
Artist
არ ვიმეორებ, რატომღაც 2ჯერ დაიპოსტა :/

ამაზე არასოდეს მიფიქრია და ამიტომ გამიკვირდა, შვილზე კი ბევრს ვფიქრობ...

masai11
არ მყავს შვილი საერთოდ

Posted by: shotanarikashvili 27 Aug 2021, 02:35
Artist
რავი ზოგი მახსოვს ზოგი არა ,მაგრამ საბოლოოდ სასიამოვნოა

Posted by: user117 27 Aug 2021, 08:06
მთელი ღამე იმას ვხედავდი სიზმარში, როგორ ვცდილობ დაძინებას, ვერ ვიძინებ და ვტრიალებ საწოლში. არადა, მეძინა აშკარად..

Posted by: flow 28 Aug 2021, 16:42
ისე კარგად მძინავს, სიზმრები აღარ მამახსოვრდება. ჩემი ფრთხილი ძილი გაქრა

Posted by: little nestling 30 Aug 2021, 21:55
მოგესალმებით.დიდი ხანი არაა,რაც ერთი და იგივე სიზმარს ვნახულობ,იქნება ასე 6 თვე...არა უფრო მეტი,შეიძლება 1 წელი. მოკლედ,ვიყავით რამდენიმე გოგო დაქალები.მოხდა ისე,რომ მე მათ ჩამოვშორდი.ისინი მგონი ისევ ერთად არიან.ალბათ ერთი წელია მესიზმრებიან.რას უნდა ნიშნავდეს?

ესეც დამატებითი ინფორმაცია:
იცი როგორ ვნახულობ? თითქოს ჩემს გვერდით უნდა,რომ დაჯდეს ერთ-ერთი დაქალი და ამ დროს მეორე_ჩვენი სასტაველი დაქალი ეღობება.ღალატის თემა ფიგურირებს.თითქოს ვენდობი და ამ დროს იმედი მიცრუვდება.ვა მე დამავაშავე ესე იგი ჩემი სიზმრის მიხედვით? პ.ს. ყველანი ცოცხლები არიან

Posted by: masai11 30 Aug 2021, 22:58
QUOTE (tamuska @ 27 Aug 2021, 00:20 )
Artist
არ ვიმეორებ, რატომღაც 2ჯერ დაიპოსტა :/

ამაზე არასოდეს მიფიქრია და ამიტომ გამიკვირდა, შვილზე კი ბევრს ვფიქრობ...

masai11
არ მყავს შვილი საერთოდ

ალბათ მშობლებთან გაქვს რაღავ დასალაგებელი.

Posted by: flow 31 Aug 2021, 23:28
ჰო,დღეს დილით გავახილე თვალები და

მერე თარიღს დავხედე. თვე 31-ით ყოფილა smile.gif

Posted by: Artist 2 Sep 2021, 04:16
little nestling
QUOTE
ერთი და იგივე სიზმარს ვნახულობ

ერთი და იგივე მეორდება სიუჟეტში თუ ადამიანები არიან მხოლოდ იგივენი?
QUOTE
ალბათ ერთი წელია მესიზმრებიან.რას უნდა ნიშნავდეს?

იმ დაქალებს უნდა დაეკონტაქტო ალბათ, რაღაცა დაგრჩა მათთან გასარკვევი
ეტყობა და შენი ქვეცნობიერი მიგანიშნებს ამ სიზმრით...
QUOTE
იცი როგორ ვნახულობ? თითქოს ჩემს გვერდით უნდა,რომ დაჯდეს ერთ-ერთი დაქალი და ამ დროს მეორე_ჩვენი სასტაველი დაქალი ეღობება.

და სულ ამას ნახულობ? ამ სცენას... თუ სხვა ვარიანტებიც არის შენს სიზმარში? გაცნობიერებაც შველის საქმეს... თუ ჩაუღრმავდები ცნობიერად თუ რა
ხდება და მიზეზებს იპოვი ... მაშინ დამთავრდება ეს სიზმარის გამეორებები...

Posted by: Aleqto 2 Sep 2021, 10:29
ისეთი შერეული იდიოტობა ვნახე...უიშვიათესი...
მე მგონი ყველა სიუჟეტზე ვხვდები საიდან მოვიდა და რატომ მესიზმრა, მაგრამ ნუთუ ეგ ყველაფერი უმნიშვნელი ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია რომ დაჟე მესიზმა???

ვერ ვიჯერებ...

Posted by: little nestling 2 Sep 2021, 11:53
Artist
სიზმარი არის მძაფრსიუჟეტიანი ამას დავწერ. თითქოს ისევ ძველებურად მეგობრები ვართ და უცებ ხდება ინტრიგ და ღალატი_აი ამ შინაარსისაა ყველა სიზმარი,მაგრამ სხვადასხვა ღამეს სხვადასხვა ადგილას ვართ.ანუ ყველა სიზმარს ღალატის სუნი ასდის.ერთი და იგივე ადამიანები მესიზმრებიან.მე და 3 ყოფილი მეგობარი.მეღვიძება შეშფოთებულს...ისე რეალობაში შეგუებულო ვიყავი მათ გარეშე ყოფნას,სხვა დაქალსაც დავშორებივარ და სხვაც დამიკარგავს და განმიცდია მარა არ მესიზმრებიან ან ერთი ორჯერ თუ დამესიზმრებიან...
პ.ს.რომ დავეკონტაქტო მრცხვენია რაღაცნაირად...დიდი მადლობა ახსნისთვის.გავაცნობიერო რა ხდება უფრო გამიადვილდება ვიდრე დაკონტაქტება...

Posted by: Artist 4 Sep 2021, 14:49
little nestling
რეალურად გიღალატეს იმ დაქალებმა, რომლებსაც სიზმარში ნახულობ ხოლმე?
თუ მხოლოდ სიზმარშია ღალატი და შენ სხვა მიზეზით დაშორდი...

* * *
QUOTE
გავაცნობიერო რა ხდება უფრო გამიადვილდება ვიდრე დაკონტაქტება...

მე შეკითხვებით გეხმარები გაცნობიერებაში სხვა დანარჩენი შენი საქმეა... smile.gif

* * *
QUOTE
დიდი მადლობა ახსნისთვის

არაფერს.. smile.gif

Posted by: fork 4 Sep 2021, 16:32
სიზმრები...
ზოგჯერ მაშინებენ!
და მთრგუნავენ.

ორი დღის უკან ვნახე ასეთი სიზმარი:

ვეებერთელა, გადამწვარ, უნაყოფო და ნანგრევებით დაფარულ ტერიტორიაზე იყო აღმართული ადამიანების ტყავებით შეკერილი და კუპრით შავად შეღებილი ასსართულიანი კარავი.
კარავში უკანასკნელი გადარჩენილები ვიყავით თავშეფარებულები, მაგრამ ყველა დაავადებული და ხრწნადი.
ვიყავით სქელი, შავი შალის, ბრეზენტივით გაპოხილი ნაჭრებით შეხვეული.
ნინძებივით მხოლოდ თვალები გვიჩანდა.
ყოველ სართულს იატაკადაც მსგავსი სუბსტანცია ჰქონდა მაგრად გაჭიმული, რითაც თავად იყო ნაგები.
ხრწნის, სისხლისა და სიკვდილის სურნელი იდგა ირგვლივ.
მე უკვე ბოლო დღეებს ვითვლიდი, უფრო სწორედ-საათებს!
გავეპარე ე.წ. მომსახურე პერსონალს და ავიპარე ბოლო სართულზ.
მთელი სართული ერთი დიდი დარბაზი იყო, რომლის შუაგულშიც ვეებერთელა, ქათქათა თეთრეულგადაკრული საწოლი იდგა.
ულამაზესი,წაბლისფერთმიანი, თაფლათვალება ქალიშვილი იწვა, თეთრებში მოსილი.
ისეთი სუფთა და ნაზი.
კრძალვით და აღტაცებით მივუახლოვდი,გვერდით მივუწექი და წელზე მოვხვიე მკლავები, თავი მკერდსა და მუცელს შორის ნეკნებზე დავადე.
თბილი იყო, სიცოცხლის სურნელი ასდიოდა.
თვალებდახუჭულმა ვიგრძენი როგორ გადნა და გაუჩინარდა ჩემს მკლავებში, მთელი სიჯანსაღე და სისუფთავე გადმომილოცა და მისი სამოსი და თეთრეული თეთრ მტრედებად დაშლილი ცაში აიჭრნენ, კარავი კი შავ ნაფლეთების გროვად იქცა.
და მეც ვიქეცი, შავ ფრინველად, მტრედებს გავყევი.

Posted by: Pepper_Crowley 4 Sep 2021, 19:29
fork
მშვენიერი სიზმარია, 1 თვეში დაოჯახდები.


Posted by: little nestling 4 Sep 2021, 19:44
Artist
მადლობ რომ დაინტერესდი და ჩემი დახმარება გინდა მაგრამ მეტ ინფოს ვერ გავასაჯაროებ.აქ ზოგმა იცის ვინ ვარ და თავს შევიკავებ მეტი გულახდილობისგან...

Posted by: თინალება 5 Sep 2021, 18:13
ჩემმა მეუღლემ ნახა სიზმარი და თან ძალიან უცნაური. მე ვესიზმრე ოღონდ მყავდა შემოშინაურებული შავი დათვი რომელიც ვანახე მას. ეს დათვი როგორც თვითონ ამბობს იყო მჯდარ პოზიციაში ჩვენს ახალ შეძენილ სახლში. ანუ ძალიან კომფორტულად და მეგობრულად განწყობილი მეუღლის მიმართ. ასეთი უცნაური სიზმარი არ გამიგია ნეტა რას ნიშნავს

Posted by: fork 5 Sep 2021, 18:23
Pepper_Crowley
უფრო მგონია რომ ფეხებს გავფშეკ!

Posted by: flow 7 Sep 2021, 10:59
ადგილი სადაც არავის უყვარს ერთმანეთი

დავითრუნე სიზმარში. მერე მიდი და შენ ჰქენიო აბა

სამაგიეროდ ძველი ჩნახატების ალბომი ვათვალიერე გაღვიძებამდე

Posted by: Artist 7 Sep 2021, 23:01
თინალება
QUOTE
ასეთი უცნაური სიზმარი არ გამიგია ნეტა რას ნიშნავს

დათვი კომფორტულად თუ იყო მოკალათებული და კეთილგანწყობილი...
ეს კარგ სიტუაციაში ყოფნას შეიძლება ნიშნავდეს, დათვი სიზმარში კარგის
მაჩვენებელია... თანაც თუ მოშინაურებულია.. ახალ ბინაში კარგად მოეწყობით...

Posted by: masai11 10 Sep 2021, 22:30
ფლოპი დიკი დამესიზმრა, ოქროსი იყო, და თან ჩემი იყო.
არა და რაღა დროს ფლოპი დისკია ”მოი ხაროში ნიკალაი” biggrin.gif
რაღაცა ძველი და ძვირფასი ინფო უნდა ვიპოვო ნეტა?

თინალება
QUOTE
ჩემმა მეუღლემ ნახა სიზმარი და თან ძალიან უცნაური. მე ვესიზმრე ოღონდ მყავდა შემოშინაურებული შავი დათვი რომელიც ვანახე მას. ეს დათვი როგორც თვითონ ამბობს იყო მჯდარ პოზიციაში ჩვენს ახალ შეძენილ სახლში. ანუ ძალიან კომფორტულად და მეგობრულად განწყობილი მეუღლის მიმართ. ასეთი უცნაური სიზმარი არ გამიგია ნეტა რას ნიშნავს


ემანდ ქმარი არ ანერვიულო და/ან არ აეჭვიანო smile.gif

Posted by: alikantura 14 Sep 2021, 13:14
tamuska
QUOTE
დამეზიმრა რომ გეი შვილი მყავდა და ძალიან განვიცდიდი, ეხლა უფრო მეტად შემეშინდა შვილის ყოლიების :/

თუ დაინტერესებული ხარ ახსნით შევეცდები ავხსნა. უბრალოდ დამიდასტურე სურვილი.
ძალიან საინტერესო სიზმარია.

Posted by: Artist 17 Sep 2021, 15:45
alikantura
QUOTE
თუ დაინტერესებული ხარ ახსნით შევეცდები ავხსნა. უბრალოდ დამიდასტურე სურვილი.
ძალიან საინტერესო სიზმარია.

მე მაინტერესებს, მაგ სიზმრის შენეული ახსნა... სიზმრის ავტორსაც აინტერესებს ალბათ ვინაიდან
დადო ეს სიზმარი აქ და არ უთქვია ახსნა არ მაინტერესებსო... ასე რომ დადასტურება არაა საჭირო.. smile.gif


Posted by: Universe´ 17 Sep 2021, 20:13
სიზმარში სახლში მინდოდა, ჩემს სახლში დაბრუნება. იმდენი ვიტირე თვალები ძლივს გავახილე დილით biggrin.gif

Posted by: პიანისტი 18 Sep 2021, 14:02
Universe´
სად იყავი რო? biggrin.gif

Posted by: Universe´ 18 Sep 2021, 18:04
პიანისტი
სახლში smile.gif) და რა მატირებდა აზრზე არ ვარ

Posted by: პიანისტი 18 Sep 2021, 20:06
Universe´
ანუ სიზმარშიც სახლში იყავი?


წუხელ მე მთელი ერთი ცხოვრება ვიცხოვრე სიზმარში წლები მგონი,თითქოს ,,მომავლის რეპეტიცია გავიარე" , თან რეალობის ესთეტიკა არ იყო დარღვეული არანაირი ფანტაზიით , ეხლაც ვერ გამოვედი ბოლომდე 0 ენერგიით გავიღვიძე მოხუცმა, უეჭველად მინიატურული შავი ხვრელი იყო ოთახში როცა მეძინა, ან დამიცურდა შიფერი, მეორე უფროა რეალობასთან ახლოს...

Magic,magical dream-s ^^

Posted by: Universe´ 18 Sep 2021, 20:35
პიანისტი
რა ნახე მიყევი

Posted by: anuky 19 Sep 2021, 01:28
12 წელია ერთსა და იმავე ადამიანა ვხედავ სიზმარში, როგირც კი მიმავიწყდება მისი არსებობა კვლავ მესიზმრება და ასე დაუსრულებლად. ეს ადამიანი ნანახი არ მყავს ფიზიკურად ალბათ 8 წელია არსად შემხვედრია არანაირი გადაკვეთის წერტილი არ გვაქვს. მის მიმართ მქონდა გარკვეული გრძნობები თუმცა მოკლედ ეს ვერ იქნება მაინცდამაინც მიზეზი. ბევრი სხვა უფეო მნიშვნელოვანია მაგრამ მათ არ ვხედავ ასე ამ ფორმით ამ სიხშირით ასეთი ფორმით. რასთან მაქვს საქმე...

Posted by: Universe´ 19 Sep 2021, 11:10
მივრბოდით, ტრამვაისთვის უნდა გაგვეაწრო, ტროტუარზე გზის შემოკლებას ვცდილობდით, მაგრამ არ გამოდიოდა. ტრამვაი დაიძრა, ჩამოვრჩით და მაინც მივრბოდით, რომ არ დაგვეგვიანა, დაგვიანება არ შეიძლებოდა, დაგვიანებას გასასამართლებელი საბუთი უნდოდა და ფეხით წასვლა ამად არ ითვლებოდა. გაჩერებასთან, სადაც წესით უნდა ჩამოვსულიყავით გზები იყოფოდა, მწვანე ღობის იქით გრძელდებოდა, ვერ გაიგებდი რომელი აგერჩია, არ ჩანდა და ახლა უნდა გადაგეწყვიტა.ხიდისკენ ავედი, გადავიხედე, საითაც ჩვენ მივდიოდით იქით ორი გზა ერთი მანქანებით სავსე, ტროტუარზე მიაბიჯებდნენ სხვა მსურველები, მსურველი კი ბევრია, ყველა. მეორე ზღვის გასწვრივ გაყოლებულ თლილი ქვის კედელზე (გალავანზე თუ ჯებირზე) გამავალი ბილიკი, აქა იქ ქვაფენილაყრილი, მცენარეებით დაფარული, და მაინც გაკვალული. ერთადერთი ადამიანი ზედ, ისიც იქ მცხოვრები. ზღვის სილამაზის, ხედით და სიძველით მონუსხულმა ჩავირბინე, მიმავალ ფუმფულა ქალს გვერდი ავუარე. დავინახე ნაგებობიდან როგორ გამოვიდა მეორე მისი მსგავსი სამოსის გამო, სულელური ღიმილით გამოგვხედა. უკანა ეზო, ჩიხი. აქედან ვერ შეხვალ. მეორე გზისგან სამკუთხედი მოლი გვყოფდა, მოლი როგორ უსწორმასწორო გორაკებით, მიხვეულ მოხვეული, მაგრამ თუ წახვიდოდი მიხვიდოდი. გადავჭერით, ბალახებში შევედით და როგორც იქნა მივაღწიეთ. შესასვლელთან სანდო სათნო გამოგვეგება. გავიგონე ვიღაცას როგორ უთხრეს მზერა გაქვს თვალებშიო ...
მეთქი ჩამხედე თვალებში და მითხარი მე როგორი. გაიღიმა და ყოველ თხოვნახე მხოლოდ ღიმილით მპასუხობდა, უსიტყვოდ...
ფიქრებიდან გამორკვეული ოთახში ვიჯექი, ფანჯარასთან, ლოყა ხელისგულზე ჩამოყრდნობილი. მზე ბნელდებოდა და პირდაპირ მიცქერდა. ბნელდებოდა და არავის აღარ აინტერესებდა პროცესი, რომლის გამოც ადრე სათვალეებს ვმურავდით, ცას ვამოწმებდით არ გამოგვრჩენოდა. ასეთი კი ნამდვილად არავის გამორჩება სრული დაბნელება, ვეებერთელა შავი დისკო ოქროსფერ წრეში. ჰო, სრული დაბნელებაა. სათვალე მაინც გამეკეთებინა მზის. თუმცა თვალებს არ მწვავს, შევაჩვიე. ადრეც ხომ უსათვალოდ ვუყურე... ოთახში ტელევიზორია ჩართული: წითელი აგურით ნაშენი ოთახი მღვრიე ტალახიანი წყლით ივსება, შიგ კაცი დგას და ლაპარაკობს, ხსნის რა როგორ ხდება. აივსო, გაირღვა და ჩამოინგრა, გადაყირავდა მთლიანი შენობა. გადაცემაა კატასტროფაში გადარჩენაზე.
ბუტაფორია. როდის იქცევა მასე მსუბუქად კედელი. ოთახს მოვავლე თვალი, ბებო იჯდა გარდაცვილი, ამ ჩექმებს რომ შევპირდი ახლა რაც ფეხზე მაცვია. გვერდით მეორე ბებოს ნათესავი უზის და მის ფეხსაცმელს განიხილავენ. პაპიკოს ჩასძინებია. მე კიდე უკვე სახლში უნდა წავიდე. გაიღვიძე. ჩემთან გამოდი და იქ მოგცემ ამათ, ახლა წვიმს, ქუჩაში ტალახიანი ნიაღვარია. გამოდი მერე.

Posted by: პიანისტი 19 Sep 2021, 13:57
Universe´
ტრამვაი, სირბილი love.gif ვინც მაგრად გაიქცეოდა იმას ხვდებოდა უკან კარგი ადგილი დასადგომად . biggrin.gif

user posted image

Posted by: Artist 19 Sep 2021, 14:28

Universe´
ეს შენი სიზმარი თუ თანახმა იქნები alikantura- მიანდე და თანხმობას თუ გამოხატავ
მაშინ იმედია მოვა იგი და ახსნის... საიტერესო სიზმარია დიდი მოცულობით და მოვლენებით
დატვირთული... მაშ თანახმა ხარ? smile.gif








Posted by: Universe´ 19 Sep 2021, 15:13
პიანისტი
მყუდრო, რომანტიკული ატმოსფეროა ნახატზე, ლამაზია. მართლა მოგანდომებს მანდ გადასვლას, გასეირნებას.


ოღონდ, აი, რომ დაწერე უენერგიოდ გავიღვიძეო, ჩემთან ზღვის განწყობა იყო. თითქოს ზღვის წყალში შემეცუროს, ტალღებში მებანაოს
აბრეშუმივით როა თანაც მძიმე და თან სიმსუბუქე მოაქვს...



Artist
პიანისტმა რომ დაწეროს თავისი სიზმარი ეგ მინდა. მაინტერესებს როგორია მთელი ცხოვრების ნახვა. მაგრამ არ შვება, ეზარება, როგორც ხდება ხოლმე და ამიტომ ორი სიტყვით ვამბოთ. თორემ სიზმრები კია მოცულობითი.

Posted by: პიანისტი 19 Sep 2021, 15:49
Universe´
ისეთი ადგილია აღმართი არ დაგღლის სეირნობის დროს biggrin.gif

ჩემს სიზმარს ფიზიოლოგიურ-ფსიქოლოგიური ახსნა აქვს :დ ზოგადად ძალიან დიდი ენერგია მაქვს სულ,როგორ ვთქვა - იმდენი რო პირამიდების მშენებლობას გავქაჩავდი თვეობით შევსების გარეშე biggrin.gif სიზმარიც მაგიტომ იყო ეგეთი ხანგრძლივი ,დღეები,წლები გადიოდა , მიზეზი გადატვირთვა, იმიტომ რო დროის პროპორცია სიზმარში გასული საათები მგონი ათასჯერ აღემატებოდა ძილისას, ეგეთი უენერგიო თავით მაგიტომ გავიღვიძე.
იმას არ ვიძახი რო სიზმარი უაზრო იყო, პირიქით ძალიან კარგი იყო, როგორც ვთქვი ერთი ცხოვრება გავატარე უკვეfacepalm.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Universe´ 19 Sep 2021, 20:16
პიანისტი
QUOTE
როგორც ვთქვი ერთი ცხოვრება გავატარე უკვე

აწი როგორც ბრძენმა შეგიძლია იხცოვრო smile.gif


biggrin.gif

კეთილი სიზმრები ყველას 2kiss.gif



Posted by: Artist 24 Sep 2021, 04:56
Universe´
QUOTE
პიანისტმა რომ დაწეროს თავისი სიზმარი ეგ მინდა. მაინტერესებს როგორია მთელი ცხოვრების ნახვა.

მაგას ვერ აღწერს ადამიანი, ერთი გაელვებაში მთელი ცხოვრება რომ დაუდგება თვალწინ ეს უფრო განცდითი
წვდომაა და როგორ უნდა აღწეროს აზრზე არ ვარ...

ისე სჯობდა ალიკანტურასთან მიმართებაში თანხმობა მიგეცა... კაცი ელოდება რომ დაეთანხმოს ვინმე და მერე ახსნის... smile.gif
QUOTE
კეთილი სიზმრები ყველას

მადლობა smile.gif და აგრეთვე შენც, კეთილი სიზმრები...

Posted by: ninicool 4 Oct 2021, 23:55
წუხელ ჩემმა ყოფილმა მეუჰლემ შავი ხელი დანიშნა ვითომ და გვრიტებივით ეხუტებოდნენ ერთმანეთს, მე კიდევ შურით და ეჭვიანობით ვსკდებოდი ვითომ

რომ გავიღვიძე, ისე გამიხარდა, რომ სიზმარი იყო sad.gif ....

ფუი ეშმაკს

Posted by: Artist 7 Oct 2021, 01:34
ninicool
QUOTE
წუხელ ჩემმა ყოფილმა მეუჰლემ შავი ხელი დანიშნა ვითომ და გვრიტებივით ეხუტებოდნენ ერთმანეთს,

შავი ხელი? ზანგს გულისხმობ? თუ ???

Posted by: tatia23 10 Oct 2021, 20:50
ზურგზე დაწოლილს რომ გვძინავს მაშინ რატომ გვესიზმრება კოშმარები?

Posted by: პიანისტი 10 Oct 2021, 23:21
ისე ზურგზე არასდროს დამიძინია მგონი, არადა მევასება კოშმარები

Posted by: თორნიკეე 14 Oct 2021, 22:31
პერიოდულად მესიზმრება რომ მანქანის მუხრუჭი მღალატობს...
ადრე რა მანქანაც მყავდა იმით წინა მანქანებს ვეჯახებოდი ხოლმე და დღეს სადღაც მთაგორიან გზაზე ვიმოგზაურე და დაღმართში მიმტყუვნა მუხრუჭმა... ძრავით კი გავაჩერე მარა ცოტათი მოაჯირს მაინც დავეჯახე...

ყელში ამოვიდა უკვე ეს სიზმარი... რა ხდება? რა ამბავია?

Posted by: Pepper_Crowley 14 Oct 2021, 23:43
თორნიკეე
QUOTE
ყელში ამოვიდა უკვე ეს სიზმარი... რა ხდება? რა ამბავია?

კალოდკების ღმერთი ნიშანს გაძლევს, ცეცხლს ნუ ეთამაშები, იყიდე ნორმალური ხუნდებიო


Posted by: თორნიკეე 15 Oct 2021, 00:23
Pepper_Crowley
QUOTE
კალოდკების ღმერთი ნიშანს გაძლევს, ცეცხლს ნუ ეთამაშები, იყიდე ნორმალური ხუნდებიო

ერთი თვის წინ გამოვცვალე ოთხივე... user.gif

Posted by: Artist 15 Oct 2021, 00:55
თორნიკეე
QUOTE
ყელში ამოვიდა უკვე ეს სიზმარი... რა ხდება? რა ამბავია?

შენი ქვეცნიბიერი მიგანიშნებს სიზმარში, რომ რაღაც საქმეში უნდა გაჩერდეო...
თორემ დაღმართზე მუხრუჭები გიმტყუნებსო... ხოდა ყურად იღე ეს...

Posted by: თორნიკეე 15 Oct 2021, 01:37
Artist
ანუ ეგ მეც გავაანალიზე... უფრო მეტის გაგება შეუძლებელია? user.gif

Posted by: Artist 15 Oct 2021, 01:41
თორნიკეე
QUOTE
ანუ ეგ მეც გავაანალიზე... უფრო მეტის გაგება შეუძლებელია?

უფრო მეტი შენ გეცოდინება, თუ რას საქმიანობ ცხოვრებაში სადაც მუხრუჭები
გჭირდება? მაგალითად: ეს შეიძლება პოკერის თამაში იყოს, ეს მე რაც ვიცი... smile.gif
სხვა არ ვიცი შენ უფრო გეცოდინება... დაღმართზე რომ მიდის და მუხრუჭი
რომ გჭირდება და არ გაქვს წესრიგში ეგ საქმე... smile.gif

Posted by: თორნიკეე 15 Oct 2021, 13:12
Artist
საქმეც მაგაშია რომ მუხრუჭი არაფერში არ მჭირდება რასაც ვაკეთებ...
და ალოგიკურია ეგ სიზმარი ჩემთვის...
პოკერი ჩემი შემოსავლის ძირითადი წყაროა smile.gif

Posted by: masai11 15 Oct 2021, 14:09
თორნიკეე
მართალი ხარ, როცა ერთი და იგივე შინაარსის სიზმარი რამოდენიმეჯერ გესიზმრება ეს საყურადღებოა. რაღაც მინიშნებაა აშკარად.

მე უკვე მაშინებენ ჩემი უცნაური და ფერადი სიზმრები boli.gif

ჯვარზე ვიყავი გაკრული და ცეცხლი მეკიდა სხეულზე, მარტო სხეულს ეკიდა ცეცხლი. ტკივილი არ მიგრძვნია და თითქოს გვერდიდანაც ვუცქერდი საკუთარ თავს და თან იმ სხეულშიც ვიყავი, რომელიც ჯვარზე იყო გაკრული. ქვემოთ რაღაც ხდებოდა, ხალხი მიდი-მოდიოადა, ვიღაცეებიც კამათობდნენ, ამან მიიქცია ჩემი ყურადღება. მერე სიუჟეტი გადავიდა მატარებლის მოძრავ სატვირთო ვაგონში, ეს 2 მოკამათე თუთქოს იყო მიქაელი და ლუციფერი. რაღაც პერიოდი ვუცქირე უხმოდ, მერე მივედი, ორივეს ხელი მოვხვიე და მკერდში ჩავიხუტე (რაღაცნაირად უფრო მაღალი ვიყავი ორივეზე) და ვუთხარი, ორივე ძალიან მიყვარხართ მეთქი, თან შუბლზე ვაკოცე ორივეს. ამ დროს რაღაც მამაშვილური გრძნობა მქონდა ორივეს მიმართ. ლუციფერი რატომღაც ჩემგან მარჯვნივ იყო, გაკვირვებულმა ამომხედა ქვემოდან.
ხო, წყალს მოვუყევი დილით. მაინც.

Posted by: თორნიკეე 15 Oct 2021, 14:43
masai11
საინტერესო სიზმარი გაქვს...
ერთი შეხედვით თითქოს შენიანებმა გაგყიდეს და გაგიმეტეს, ან რაიმე მსგავსის გეშინია...
მეორე ნაწილის მიხედვით სიკვდილის არ გეშინია და მზად ხარ ყველაფრისთვის...

QUOTE
ხო, წყალს მოვუყევი დილით. მაინც.

givi.gif

Posted by: masai11 15 Oct 2021, 19:00
თორნიკეე
QUOTE
მეორე ნაწილის მიხედვით სიკვდილის არ გეშინია და მზად ხარ ყველაფრისთვის...

რა იყო ვკვდები? მადლობა, ძალიან გამამხნევე smile.gif

Posted by: თორნიკეე 15 Oct 2021, 20:08
masai11
QUOTE
რა იყო ვკვდები? მადლობა, ძალიან გამამხნევე

ყველა ვკვდებით, დროის ამბავია... biggrin.gif
ეგ არ მიგულისხმია... ის რომ სიკვდილის არ გეშინია არ ნიშნავს, რომ კვდები... ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ განვლილი ცხოვრებით კმაყოფილი ხარ და ნასიამოვნები... ან იმდენად ცუდი ცხოვრება გქონდა რომ სიკვდილი გინდა...

ამ ორიდან რომელი შეიძლება იყოს პასუხი მარტო შენ იცი... up.gif

თუ არცერთი არაა მაშინ არ ვიცი, ან შეიძლება დიდ სისულელესაც ვიძახდე... wink.gif

Posted by: masai11 15 Oct 2021, 20:16
ხო იავიცი, მიქაელის და ლუციფერის ერთად გულში ჩახუტება, რაცხა ძაან ტრანსცენდენტული რეალობის ძაან ჩამომატერიალურებული ანარეკლი მგონია. თან როგორ შვილებს ისე რომ ვუცქერდი smile.gif

Posted by: Rin 16 Oct 2021, 11:03
ერთი და იგივე სტილის სიზმრები ექსებზე biggrin.gif

Posted by: Artist 16 Oct 2021, 15:23
masai11
QUOTE
ხო იავიცი, მიქაელის და ლუციფერის ერთად გულში ჩახუტება, რაცხა ძაან ტრანსცენდენტული
რეალობის ძაან ჩამომატერიალურებული ანარეკლი მგონია. თან როგორ შვილებს ისე რომ ვუცქერდი

ჯვარზე რომ იყავი გაკრული ანუ ჯვარცმული მაშინ გაგიჩნდა ეტყობა ქრისტეს განცდა და შემდეგ უკვე
ეგ ჩახუტებაც არაა საკვირველი ღმერთს ხომ უყვარს ყველა როგორც თავისი შვილები... ხოდა ეგ არის
შენი სიზმრის ახსნა, რომ ღმერთის განცდამდე მიჰყავხარ შენს ქვეცნობიერს და სიზმარშიც ამას განახვებს...

Posted by: masai11 16 Oct 2021, 23:56
QUOTE (Artist @ 16 Oct 2021, 15:23 )
masai11
QUOTE
ხო იავიცი, მიქაელის და ლუციფერის ერთად გულში ჩახუტება, რაცხა ძაან ტრანსცენდენტული
რეალობის ძაან ჩამომატერიალურებული ანარეკლი მგონია. თან როგორ შვილებს ისე რომ ვუცქერდი

ჯვარზე რომ იყავი გაკრული ანუ ჯვარცმული მაშინ გაგიჩნდა ეტყობა ქრისტეს განცდა და შემდეგ უკვე
ეგ ჩახუტებაც არაა საკვირველი ღმერთს ხომ უყვარს ყველა როგორც თავისი შვილები... ხოდა ეგ არის
შენი სიზმრის ახსნა, რომ ღმერთის განცდამდე მიჰყავხარ შენს ქვეცნობიერს და სიზმარშიც ამას განახვებს...

ხოხ! რა ამბიციური და კადნიერი არაცნობიერი მყოლია.
ნეტა განახა რას ვგავარ ..... რაის ღმერთის განცდა.

Posted by: Artist 17 Oct 2021, 03:31
masai11
QUOTE
რაის ღმერთის განცდა.

შენი სიზმრიდან გამომდინარე ასე გამოვიდა... ჯვარზე ხომ იყავი გაკრული?
ანუ ჯვარცმული... ხოდა სიზმარში ნახე ისიც რომ ლუციფერს და მთ. ანგელოზ მიქაელს
ეხვეოდი და შვილებივით გულში იხუტებდი... ხოდა ღმერთი ყველგანაა და ყველაფერშია... smile.gif
მისი განცდა ანუ პოვნა საკუთარ თავშია შესაძლებელი... სიზმარში მაინც.. თუ ცხადში არა...

Posted by: masai11 17 Oct 2021, 22:19
QUOTE (Artist @ 17 Oct 2021, 03:31 )
masai11
QUOTE
რაის ღმერთის განცდა.

შენი სიზმრიდან გამომდინარე ასე გამოვიდა... ჯვარზე ხომ იყავი გაკრული?
ანუ ჯვარცმული... ხოდა სიზმარში ნახე ისიც რომ ლუციფერს და მთ. ანგელოზ მიქაელს
ეხვეოდი და შვილებივით გულში იხუტებდი... ხოდა ღმერთი ყველგანაა და ყველაფერშია... smile.gif
მისი განცდა ანუ პოვნა საკუთარ თავშია შესაძლებელი... სიზმარში მაინც.. თუ ცხადში არა...

ისე რაღაცა ძაან მიეჩვია ჩემი არაცნობიერი ამ დიდ-დიდი არსებების გულში ჩახუტებას და შუბლზე ამბორს smile.gif
ერთი ძველი სიზმარი გამახსენდა კიდე : https://forum.ge/?showtopic=35160225&view=findpost&p=56781614

იქნება ორ ბიჭს ველოდები და ერთი ღვთისნიერი იქნება, მეორე კი ღვთის პირიდან გავარდნილი biggrin.gif


Posted by: Artist 18 Oct 2021, 02:20
masai11
QUOTE
იქნება ორ ბიჭს ველოდები და ერთი ღვთისნიერი იქნება, მეორე კი ღვთის პირიდან გავარდნილი

შეიძლება ვინ იცის? აბელი და კაენი გამახსენდა ამ შენ სიტყვებზე...
მაგრამ ეხლა აღრზდაზეცაა დამოკიდებული, როგორ მიუდგები და გაზრდი კაენს... smile.gif
ჩვენ კაენის შთამომავლები ვართ, დღევანდელი კაცობრიობა... ასე რომ აბელს უნდა გავუფრთხილდეთ
და კაენი უნდა გამოვასწოროთ, ჩვენ შინაგანში...

Posted by: masai11 18 Oct 2021, 03:09
QUOTE (Artist @ 18 Oct 2021, 02:20 )
masai11
QUOTE
იქნება ორ ბიჭს ველოდები და ერთი ღვთისნიერი იქნება, მეორე კი ღვთის პირიდან გავარდნილი

შეიძლება ვინ იცის? აბელი და კაენი გამახსენდა ამ შენ სიტყვებზე...
მაგრამ ეხლა აღრზდაზეცაა დამოკიდებული, როგორ მიუდგები და გაზრდი კაენს... smile.gif
ჩვენ კაენის შთამომავლები ვართ, დღევანდელი კაცობრიობა... ასე რომ აბელს უნდა გავუფრთხილდეთ
და კაენი უნდა გამოვასწოროთ, ჩვენ შინაგანში...

სეითის შთამომავლები ვართ კლასიკური ვერსიით, ადამ და ევას მე-3 ბიჭის.
კაენიტების სული და გონებაც, რა თქმა უნდა ტრიალებს კაცობრიობაში.
როგორც ამბობენ ხირამი და ქვის მთლელების საძმო, მთელი მასონერია, კაენის სულიერი შტოა ო.

Posted by: Universe´ 18 Oct 2021, 13:35
მატარებლები, კიბეები, გზები, ფეხსაცმელები, ბიბლიოთეკები, სახლები, ხეები, ზღვები, მდინარეები

რით ვერ მივედი biggrin.gif

Posted by: Катеньки 18 Oct 2021, 20:13
Artist
QUOTE
ჩვენ კაენის შთამომავლები ვართ, დღევანდელი კაცობრიობა... ასე რომ აბელს უნდა გავუფრთხილდეთ
და კაენი უნდა გამოვასწოროთ, ჩვენ შინაგანში...

ჩვენ უნდა ვისაუბროთ უმძიმეს ცოდვასა და დანაშაულზე - უფლის გმობაზე. თუ უფალს დაგმობს სუბიექტი, მერე ყველას გაწირავს.
სხვებს კი მოატყუებს, რომ ეს საშინელება არ უქნია... ან დააჯერებს, რომ მხოლოდ თამაშობს მაგრამ წმიდა სამებას ხომ ვერ მოატყუებს. user.gif

Posted by: David_Gale 19 Oct 2021, 00:17
გამარჯობა,

დამესიზმა რომ კბილებს ვიძრობდი, 3 თუ 4 კბილი ამოვიღე, ყველა გაფუჭებული იყო,

ტკივილი არ მიგრძვნია, მაგრამ უსიამოვნო პროცესი და გრძნობა იყო რისგანაც სიამოვნებას ვიღებდი,

რას ნიშნავს ეს? givi.gif

Posted by: PANTALONE 19 Oct 2021, 14:20
ბავშვი სპილოს ასეირნებდა. სპილო ფორტოჭკაში მოძვრებოდა. გაიჭედა და გაიგუდა. თავზე მივაწექი და გადავარდა უკან.



იუნგი მეტყოდა დაბრუნდი სახლში შენ საზღვარს ვერ გადაგკეთავო. biggrin.gif

Posted by: Crøs 19 Oct 2021, 14:33
David_Gale
QUOTE
დამესიზმა რომ კბილებს ვიძრობდი, 3 თუ 4 კბილი ამოვიღე, ყველა გაფუჭებული იყო,

ტკივილი არ მიგრძვნია, მაგრამ უსიამოვნო პროცესი და გრძნობა იყო რისგანაც სიამოვნებას ვიღებდი,

რას ნიშნავს ეს?

რამდენიმე ადამიანის სიკვდილს გაიგებ,რომლებიც არ დაგებანება გულის სიღრმეში.

PANTALONE
QUOTE
იუნგი მეტყოდა დაბრუნდი სახლში შენ საზღვარს ვერ გადაგკეთავო.

yes.gif

Posted by: PANTALONE 19 Oct 2021, 14:41
Crøs
როგორ აშკარად იშიფრება არა biggrin.gif

Posted by: Artist 19 Oct 2021, 15:03
masai11
QUOTE
სეითის შთამომავლები ვართ კლასიკური ვერსიით, ადამ და ევას მე-3 ბიჭის.
კაენიტების სული და გონებაც, რა თქმა უნდა ტრიალებს კაცობრიობაში.

ეს თემიდან ცოტა გადახვევა გამოდის, მაგრამ ვიტყვი მაინც, რომ სეთი და აბელი
უფრო ღმერთისკენ მიმართულებაა, ხოლო კაენი მიწიერი ანუ მატერიალისტურ
ცხოვრებას გამოხატავს... დღეს მასიურად ადამიანები მოწყვეტილნი არიან სულიერს
დ ერთეულები თუ ახერხებენ დაკავშირებას სულიერთან... აი ამიტომ ვთქვი რომ
კაენის გზაზე დგას დღეს კაცობრიობა... ხელოვნებაც და მეცნიერებაც...

Катеньки
QUOTE
ჩვენ უნდა ვისაუბროთ უმძიმეს ცოდვასა და დანაშაულზე - უფლის გმობაზე. თუ უფალს დაგმობს სუბიექტი, მერე ყველას გაწირავს.
სხვებს კი მოატყუებს, რომ ეს საშინელება არ უქნია... ან დააჯერებს, რომ მხოლოდ თამაშობს მაგრამ წმიდა სამებას ხომ ვერ მოატყუებს.

დიახ ვერავინ ვერავის ვერ მოატყუებს, საკუთარი ცოდვების დამალვით... უფლის გმობა და ათეიზმი ღუპავს ადამიანს...

* * *
PANTALONE
QUOTE
ბავშვი სპილოს ასეირნებდა. სპილო ფორტოჭკაში მოძვრებოდა. გაიჭედა და გაიგუდა. თავზე მივაწექი და გადავარდა უკან.

ეს სიზმარი იყო... თუ ფანტაზიორობ უბრალოდ?

Posted by: PANTALONE 19 Oct 2021, 15:07
Artist
სიზმარი იყო. და ფაქტიურად რეალობაა.


ისეთ ფორტოჩკაში ვცდილობ გაძრომას რომელიც 99 პროცენტი გაუძრომელია

Posted by: Artist 19 Oct 2021, 15:09
Universe´
QUOTE
მატარებლები, კიბეები, გზები, ფეხსაცმელები, ბიბლიოთეკები, სახლები, ხეები, ზღვები, მდინარეები
რით ვერ მივედი

სულ გზაში რომ ხარ და მიდიხარ სადღაც და ვერც მიდიხარ ბოლომდე... მასეთი სიზმრები ხშირად მინახავს..

* * *
PANTALONE
QUOTE
სიზმარი იყო. და ფაქტიურად რეალობაა.
ისეთ ფორტოჩკაში ვცდილობ გაძრომას რომელიც 99 პროცენტი გაუძრომელია

გასაგებია ესეიგი შენ თვითონ ახსენი შენი სიზმარი... სპილოსავით არ მოგივიდეს,
შეეშვი მაგ ფორთოჩკას იმ ერთ პროცენტს ნუ გამოეკიდები...

Posted by: PANTALONE 19 Oct 2021, 15:14
Artist
უკან დასახევი აღარაა biggrin.gif

Posted by: Artist 19 Oct 2021, 15:21
PANTALONE
QUOTE
უკან დასახევი აღარაა

ნახევრად უკვე შეძვერი და გაიჭედე?

Posted by: PANTALONE 19 Oct 2021, 15:24
Artist
QUOTE
ნახევრად უკვე შეძვერი და გაიჭედე?

დიახ. ხიდებიც დავწვი. კიდე რა მეტაფორაა ამის გამოსახატად?
ჰოპ დავიძახე და მერე გადავხტი

Posted by: Artist 19 Oct 2021, 15:31
PANTALONE
QUOTE
ჰოპ დავიძახე და მერე გადავხტი

ეგ კარგია იმ სპილოსავით არ მოგსვლია... თანაც სიზმარში ხომ
შენ არ იყავი სპილო, უბრალოდ ეს იმას მიანიშნებდა, რომ რთული
გასაძრომი "ფორთოჩკა" იყო და შენ სხვა გაგუდული მძრომიალე
ჩამოაგდე... აი შენ თვითონ თუ აპირებდი იქ გაძრომას ეს სიზმარში
არ იყო... თუ სხვა სიზმარში განაგრძე ეგ ამბავი'? wink.gif

Posted by: PANTALONE 19 Oct 2021, 15:36
Artist
ჩემს სიზმარში ყველაფერი მე არ ვარ?

ჩემი შიშიც მე ვარ და ჩემი მისწრაფებაც

Posted by: la reine 19 Oct 2021, 15:49
მთელი ღამე სერიებად ვხედავ სიზმრებს მაგრმა დილით არააფერი მახსოვს.
მიკვირს ხოლმე ასე დეტალურად რომ ყვებით როგორ იმახსოვრებთ

Posted by: masai11 20 Oct 2021, 11:49
la reine
QUOTE
მთელი ღამე სერიებად ვხედავ სიზმრებს მაგრმა დილით არააფერი მახსოვს.
მიკვირს ხოლმე ასე დეტალურად რომ ყვებით როგორ იმახსოვრებთ

ეგ კარგია, ჯანსაღი ძილი გაქვს.
ჩვენ კიდე არც ისე ჯანსაღი ფსიქიკა გვაქვს, დაჟე ფერად სიზმრებს ვხედავთ smile.gif

Posted by: Artist 22 Oct 2021, 15:04
la reine
QUOTE
მთელი ღამე სერიებად ვხედავ სიზმრებს მაგრმა დილით არააფერი მახსოვს.
მიკვირს ხოლმე ასე დეტალურად რომ ყვებით როგორ იმახსოვრებთ

გაღვიძებისას სანამ ჯერ ძილბურანში ხარ და სიზმართან შეხება გაქვს უნდა გადაიმეორო
სიზმარი და მაშინ დაგამახსოვრდება, ერთი ან ორი დეტალი სიზმრიდან უნდა დაიტოვო
და შემდეგ მთელ სიზმარსაც აღადგენ, როგორც კი გაიღვიძებ საბოლოოდ... ჩაიმახსოვრე ეს...

Posted by: Universe´ 30 Oct 2021, 14:49
:/
სიზმრის გამოსწორება რომ გინდება

Posted by: _Hopes_And_Fears_ 1 Nov 2021, 10:46
ქვეცნობიერი მაგრად მეჩალიჩება ეს ბოლო პერიოდია
მაგრამ სასიამოვნოდ love.gif

Posted by: Artist 3 Nov 2021, 00:57
Universe´
QUOTE
სიზმრის გამოსწორება რომ გინდება

ეგ ძნელია, მაგრამ ჩალიჩი ღირს...

Posted by: Universe´ 8 Nov 2021, 22:26
Artist
ბევრჯერ მომივიდა უკვე, როცა შუა სიზმარში ჩემი ხმა მესმის, როგორ ვუყვები თავს სიზმარს
ამიტომ არც ისე ძნელი იქნებოდა შეცვლა

Posted by: Artist 8 Nov 2021, 22:37
Universe´
QUOTE
ბევრჯერ მომივიდა უკვე, როცა შუა სიზმარში ჩემი ხმა მესმის, როგორ ვუყვები თავს სიზმარს
ამიტომ არც ისე ძნელი იქნებოდა შეცვლა

ახლოს ხარ მაგ ამბავთან ეტყობა... როდესაც სიზმარში აფიქსირებ, რომ სიზმარში ხარ შეგიძლია ცნობიერად
სიზმარზე იმოქმედო და უფრო მეტიც შეგიძლია სულიერ სამყაროში იმოგზაურო, ღრმა და გათიშული ძილი
აღარ გექნება მაგ მომენტიდან, იწყება განუწყვეტელი ცნობიერი ცხოვრება... მანამდე კი ადამიანი სამ მდგომარეობაში
იმყოფება: 1. დღის ცნობიერება, როცა მას ღვიძავს, 2. როცა სიზმარშია და 3. როცა ღრმა ძილშია, ამ უკანასკნელს კი
ცვლის ხილვითი ცხოვრება შემდგომ, როდესაც ადამიანი მიაღწევს სულიერ განვითარებას ... smile.gif

Posted by: Universe´ 8 Nov 2021, 23:24
QUOTE (Artist)
ღრმა და გათიშული ძილი
აღარ გექნება

ამ ამბავთან ვარ ახლოს biggrin.gif ნუ ბოლო დროს არც ისე, მაგრამ მაინც მესმის თხრობა.

QUOTE
ცნობიერი ცხოვრება

ცხადში up.gif

QUOTE
სულიერ განვითარება

ძილით რომ მიიღწეოდეს

მართალია მთელი ინფორმაციის გადამუშავებ დახარისხება ხდება ძილში, სიზმრებში, მაგრამ ღვიძილის დროს მიღებულის და განვითარებაც იგივე მდგომარეობაში უნდა მოხდეს თუ მოსახდენია

Posted by: Artist 11 Nov 2021, 01:48
Universe´
QUOTE
ძილით რომ მიიღწეოდეს

ძილით არ მიიღწევა უბრალოდ სიზმრები იცვლებიან და უფრო ცნობიერნი ხდებიან, როდესაც ადამიანი სულიერად ვითარდება...

Posted by: Parabola 12 Nov 2021, 18:15
ერთხელ იყო,
მეთქი დამესიზმროს ასეთი და ასეთი სიზმარი და დამესიზმრა. იმ საღამოსვე.
ახლა 3 დღეა ვცდილობ და შენცარმომიკვდე sad.gif
მოვითხოვ უფასო და დაუყვედრებელ სიზმრებს!
ეგეც არ გვეკუთნის კაცო ?
((

Posted by: vinchenz@ 12 Nov 2021, 19:34
Parabola
ძილის მინისტრი გჭირდება yes.gif
ეს მულტფილმი გახსოვთ ?:დ

Posted by: Parabola 13 Nov 2021, 15:34
vinchenz@
მახსოვს კი არა, მიყვარს smile.gif
მჭირდება, არ არის. ეჰ

Posted by: Universe´ 13 Nov 2021, 16:30
ნებისყოფა მოვიკრიბე და შევცვალე smile.gif)) მერე რა რომ სიზმარია, გონების ნაწილია

Posted by: Artist 13 Nov 2021, 23:16
Universe´
QUOTE
ნებისყოფა მოვიკრიბე და შევცვალე )) მერე რა რომ სიზმარია, გონების ნაწილია

ეგ კარგია, რომ მოიკრიფე ნებისყოფა და შეცვალე... გონების ნაწილი არაა შენგან განყენებულ
რაღაცეებს ხედავ, უბრალოდ შენს გონებას აქვს უნარი ხედვისა და ამიტომ ხედავ... იმახსოვრებ...

Posted by: Rin 13 Nov 2021, 23:31
შტორმი დამესიზმრა , ყველაფერი მიილეწა, მაგრამ გადავრჩით

Posted by: Universe´ 14 Nov 2021, 15:22
დედამიწის გარეთ მოგზაურობა smile.gif ახალი სფეროები ძველების სახელებით

Posted by: Artist 21 Nov 2021, 21:34
Universe´
QUOTE
დედამიწის გარეთ მოგზაურობა

კოსმოსში გახვედი?
QUOTE
ახალი სფეროები ძველების სახელებით

აქ ვერ მიგიხვდი რას გულისხმობ?

Posted by: Universe´ 25 Nov 2021, 21:47
Artist
ძველებში ძველი ღმერთები, ლოტოსის პოზაში, თავიანთი ფერებით

საინტერესო არაფერი.

კოსმოსს თუ არ ჩავთვლით

Posted by: Crøs 27 Nov 2021, 11:24
ორი ღამეა მიყოლებით სააკაშვილს ვხედავ სიზმარში. ვითომ მასთან ციხეში შევდივარ და ველაპარაკები ძალიან შინაურულად.

რას უნდა ნიშნავდეს ნეტა?
არადა როგორც ვიცი ცნობილი ადამიანების ნახვა ცუდს მოასწავებს.

Posted by: Universe´ 1 Dec 2021, 14:24
იმდენი ლეკვი, ძაღლი შემოგვეხვია, ლამის იმ საჭმელთან ერთად შეგვჭამეს, რაც გავუყავით.
თავიდან კი ერთი პატარა თაგუნა იყო.
უნებურად კბილი რომ გამკრეს ჩამკიდა ხელი და გამომაქცუნა. მე კიდე არ უკბენია არ უკბენიას ვეძახდი :დ

Posted by: Aleqto 2 Dec 2021, 10:24
ამ ბოლოს ერთიდაიგივე დებილობას ვხედავ პერიოდულად.... დავიღალეsad.gif
ხორცს ვჭამ, ხან საქონლისას , ხან ღოროსას, რომელსაც ვყლაპავ მარა ვერ ვყლაპავ...ეს ხორცი ისე არ მასვენებს რომ ვიწყებ უკან ამოღებას...ამისთვის პირში ვიყოფ ხელს და ვეჭიდები კბილებში გაჭედილ ხორცის ნაჭერს, რომელსაც ვქაჩავ, ვქაჩავ, ვქაჩავ...ვერ დამუშავებული ხორციც მოდის და მოდის და არ სრულდება არასდროს...არც წყდება..თავიდან თითქოს მსხვილად მოდის, ზოგჯერ ერთმანეთზე გადაბმული ხორცის ნაჭრებიც კი, მერე წვრილდება მარა არასოდეს წყდება....რაც უფრო წვრილდება ,მით ძნელად მოდის...ეს დაწვრილებული თითქოს კბილზეა შემოხვეული თუ შემონასკვული და ძნელად მოდის..ღრძილებთან ტკოვილსაც ვგრძნობ...მინდა რაღაცნაირად გავწყვიტო ხოლმე რომ ამოვისუნთო და მომეშვას,მარა ვერ ვწყვეტ...თუ მოხდა ისე და გავწყვიტე მაშინ ტკივილის შეგრძნება, აი თითქოს სასა ამახიეს თუ ხორხი ,უფრო მძაფრდება და ცოტა სისხლის გემოსაც ვგრძნობ... ყოველ ჯერზე ის მიკვირს ხოლმე რომ ამდენი თითქოს არ მიჭამია და რას ვიღებ...ამოღების პროცესში ოდნავ შვებასაც ვგრძნობ ხოლმე,მარა აი ბოლოში, როცა უკვე დაწვრილებულია მანდ ძაან ვიტანჯები ხოლმე...

პ.ს. მომიტევეთ ვინც წაიკითხავთ... ალბათ ძაან საზიზღრობა მარა დამტანჯა და მინდა განვთავისუფლდე...sad.gif

Posted by: Crøs 2 Dec 2021, 11:18
Universe´
ლეკვები ცუდია. თაგვიც დანაკარგია.

Aleqto
ხორცის ჭამაც არ ვარგა. თან თუ ტკივილს გრძნობ,რაღაც გეწყინება და ჩაგრჩება.

Posted by: Universe´ 2 Dec 2021, 17:17
Aleqto
ენაზე ხომ არ იკბენ ძილში და მაგის გამო გესიზმრება? ან გაწუხებს რამე. ადრე ვხედავდი ხოლმე მეც
QUOTE
ერთიდაიგივე დებილობას
ხან ჟანგს ვახველებდი, ხან სისხლს... ვიხრჩობოდი... და თურმე ყელის მიდამო მტკიოდა. სიფხიზლეში ვერ ვგრძნობიდი და ძილში ამგვარად გამოიხატებოდა.


Crøs
არა. ორივე მიყვარს, მაგ მნიშვნელობით არ ვნახავდი.

Posted by: Facee 2 Dec 2021, 22:10
ჰელფფფფ

ესეიგი მე და ერთ მანდილოსანს ერთმანეთი სიგიჟემდე გვიყვარდა, ორ წლიანი ურთიერთობა, რომ დავასრულეთ შიგადაშიგ მაინც ვუზიარებდით ერთმანეთს რამხელა გრძნობა გვაკავშირებდა, - ერთმანეთისთვის, რომ მაინც სხვები ვართ, ერთმანეთისთვის განსაკუთრებულები... ნუ რატო დავშორდით ეგ სხვა თემაა


გუშინ დამესიზმრა , -
მას ვუყურებდი, ვეუფლებოდი მის სხეულს და სადღაც ბიკინის გახდასთან რო მივედი სილურჯეები დავინახე, აი თითქოს ისეთი წარმოდგენა დამრჩა სხვისი ხელი იყო მასზე შენახები....... ტელეფონმა დამირეკა, გამაღვიძა და პირბელი რაც ვიგრძენი, მთლიანად სხეულით, გულით თუ გონებით ის იყო, რომ უკვე სხვისიათქო...

რას უნდა ნიშნავდეს, ვითომ რეალურად ეგრეა, სხვა რამ ხდება თუ რახდება ჩემს თავს მთელი დღეა მაგაზე ვფიქრობ, თითქოს მთელი ჩემი სხეული წუხს.... ((

Posted by: Ani_Floyd 2 Dec 2021, 22:56
Facee
ნიშნავს რომ ისევ გაქვთ გრძნობები მის მიმართ

Posted by: Aleqto 3 Dec 2021, 01:24
Universe´
QUOTE
ენაზე ხომ არ იკბენ ძილში და მაგის გამო გესიზმრება?


არა მგონია...

QUOTE
და თურმე ყელის მიდამო მტკიოდა


აი ეს, თურმე რომ გტკიოდა როგორ დაადგინე, როგორ და როდის გამოგივლინდა ყელის ტკივილი?


Posted by: Universe´ 3 Dec 2021, 13:34
Aleqto
მალევე და ძალიან გახარებული ვიყავი იმ ფაქტის დამტკიცებით", რომ სიზმარი, როგორც ბევრს წარმოუდგენია, უაზრობა არაა :დ


იქნებ ყოველდღიურმა ყოფამ გადაგღალა, მიწიერმა, ხორციელმა ცხოვრებამ :/ ვერ ვარ სიზმრების ამხსნელი.

Posted by: alikantura 3 Dec 2021, 14:39
Crøs
QUOTE
არადა როგორც ვიცი ცნობილი ადამიანების ნახვა ცუდს მოასწავებს.

ზოგადად როცა რაღაც სათქმელი გაქვს და რეალურ ცხოვრებაში მისი გამოთქმის დეფიციტი გაქვს, ეგ უფრო მოასწავებს ცნობილი ადამიანის დასიზმრებას და მასთან კომუნიკაციას.

საერთოდ სიზმრის დროს, ქვეცნობიერი იყენებს სიმბოლოს, რომელიც ცოტა ხნის წინ ნახა, რასაც ხალხი ეძახის "სიზმარში ჩამყვაო".
სინამდვილეში, კი ქვეცნობიერი მეტყველ სიმბოლოს პოულობს, რომ არსებული პრობლემა, რაც მანამდე შეიძლება სხვა სიმბოლოებით გადმოსცა, ახალი, განახლებული სიმბოლოთი გადმოგცეს.
სააკაშვილი ალბათ ამიტომ.

Posted by: Artist 3 Dec 2021, 19:43
alikantura
QUOTE
ზოგადად როცა რაღაც სათქმელი გაქვს და რეალურ ცხოვრებაში მისი გამოთქმის დეფიციტი გაქვს, ეგ უფრო მოასწავებს ცნობილი ადამიანის დასიზმრებას და მასთან კომუნიკაციას.

მეც ვნახე, ორი კვირის წინ დაახლოებით, სააკაშვილი მოვიდა და ვისკის ჭიქაში დაასხა სასმელი და მომიჭახუნა... მე მგონია ევროპაში მყოფების იმედზეა და ძილის დროს რაღაცეებს ცუღლუტობს...
Crøs -საც ამიტომ დაესიზმრა ალბათ? რაღაცა მაგიურ სეანსებს ატარებს მგონი...

Posted by: Crøs 3 Dec 2021, 23:18
alikantura
მადლობა გამოხმაურებისთვის.
QUOTE
ზოგადად როცა რაღაც სათქმელი გაქვს და რეალურ ცხოვრებაში მისი გამოთქმის დეფიციტი გაქვს

რისი მაგალითად?
სხვათაშორის დღეს მოვახერხე(უბრალოდ ზუსტი დრო ჩავარდა ამისთვის) იმის თქმა,რასაც 6 წელი ვიკავებდი.

ზოგადად კი ცუდად მაქვს დაცდილი ცნობილი ადამიანები.


წუხელ ახლახანს გარდაცვლილი ჩემი ზემოთა მეზობელი ვნახე. მე აივანზე ხალიჩას ვბერტავდი და ისიც გადმოდგა და ვითომ თავზე დამაბერტყდა. ავხედე და თბილად მოვიკითხეთ ერთმანეთი. ჩემი შვილოც დაბრუნდა ჩემთანო(ნეტა რამე ხომ არ მოუვიდა სინამდვილეში მის შვილს?)

Posted by: Artist 5 Dec 2021, 05:11
Crøs
QUOTE
ზოგადად კი ცუდად მაქვს დაცდილი ცნობილი ადამიანები.

გულს ნუ გაიტეხ... ეგ არ ითვლება ... wink.gif

Posted by: alikantura 7 Dec 2021, 12:11
Crøs
QUOTE
რისი მაგალითად?
სხვათაშორის დღეს მოვახერხე(უბრალოდ ზუსტი დრო ჩავარდა ამისთვის) იმის თქმა,რასაც 6 წელი ვიკავებდი.

კონკრეტულად ამის თქმა ძალიან ძნელი იქნება.
თვითონ საუბარი რაც გქონდა სიზმარში, იმის შინაარსიდან უნდა ამოვიკითხოთ და დავაკავშიროთ ალბათ. თუ საერთოდ ეს არის შესაძლებელი, არ ვიცი. მსგავსი გამოცდილება მე არ მაქვს. უბრალოდ როცა მსგავსი რამ მესიზმრება, ჩემს შემთხვევაში მე ყოველთვის ვხვდები ჩემთვის რა იყო იმ კონკრეტულ მონენტში სათქმელი, რომელსაც ვერ ვიძახდი და მაწუხებდა.
ზოგადად, კი სავარაუდოდ მთავარი სათქმელი რაც გაქვს და რაც ყველაზე მეტად გაწუხებს, ალბათ ამას უნდა ეხებოდეს.

Posted by: როზეტა.სთოუნედ 7 Dec 2021, 23:50
.....................................................................................

Posted by: Artist 12 Dec 2021, 03:49
როზეტა.სთოუნედ
QUOTE
.....................................................................................

ასეთი სიზმარი ნახე? wink.gif

Posted by: GEORGEXIII 12 Dec 2021, 13:30
რომ გარბიხარ და თან ვერ გარბიხარ ეგ ტეხავს სიზმარში ყველაზე მეტად....

Posted by: Universe´ 13 Dec 2021, 15:44
ანდა
მეზარება ლოდინი :დ
______

Posted by: Artist 17 Dec 2021, 06:47
GEORGEXIII
QUOTE
რომ გარბიხარ და თან ვერ გარბიხარ ეგ ტეხავს სიზმარში ყველაზე მეტად....

მე ფრენის დროს მქონია მასეთი რამ, ხალხის გარკვეული ჯგუფი მომსდევდა და ჩემს
დაჭერას ცდილობდენ, ვინაიდან მე ფრენა შემეძლო, ხოდა უნდა ავფრენილიყავი უფრო
მაღლა რომ ფეხებში ხელის წვდომა რომ გამომერიცხა... მაგრამ მიჭედავდა დაძაბულობა..
და ვერ ავდიოდი მაღლა, არადა ის ხალხი უფრო ახლოს მოდიოდა და მეც უფრო ვღელავდი...
თან ვიცოდი სიზმარში ამის მიზეზი, ის იყო რომ ვღელავდი, მერე თავი დავიწყნარე მოვეშვი
და უცბად ავედი მაღლა, სადაც ვერ მომწვდებოდნენ... smile.gif

Posted by: GEORGEXIII 17 Dec 2021, 10:44
Artist
ხოო და კიდევ რომ ვარდები საიდანღაც თვაკებს რომ უფრო მაგრად დახუჭავ და ეგაა ჩაიარაა biggrin.gif

Posted by: tatia_aquarius 17 Dec 2021, 15:33
დღეს დამესიზმრა რომ ვითომ დიდი კატა იდგა ქუჩაში და ჩემსკენ მოდიოდა. მე რატომღაც აგდებული დამოკიდებულება მქონდა ამან რა უნდა დამიშავოსთქო ვფიქრობდი და ამის გაფიქრება იყო ეს კატა მომვარდა და ისე მწარედ მიკბინა რ ისე გავმწარდი სიმწრისგან მეც ვუკბინე :დდ როგორ ახსნიდით?

Posted by: Artist 19 Dec 2021, 06:09

tatia_aquarius
QUOTE
დღეს დამესიზმრა რომ ვითომ დიდი კატა იდგა ქუჩაში და ჩემსკენ მოდიოდა. მე რატომღაც აგდებული დამოკიდებულება მქონდა ამან რა
უნდა დამიშავოსთქო ვფიქრობდი და ამის გაფიქრება იყო ეს კატა მომვარდა და ისე მწარედ მიკბინა რ ისე გავმწარდი სიმწრისგან მეც ვუკბინე 
როგორ ახსნიდით?

მე მგონი alikantura ახსნის ამ სიზმარს იდეალურად, თუ მოიცლის და შემოიხედავს აქ...
* * *
პს.
შენ მანამდე უფრო დეტალები ჩამოწერე აქ... მაგალითად:
როგორი ფერი ჰქონდა იმ კატას, ანდა რა გემო იგრძენი კატას
როცა უკბინე ანდა სად გიკბინა იმ კატამ, და ა.შ.
უფრო ნათელი სურათის წარმოსადგენად... smile.gif

* * *
GEORGEXIII
QUOTE
ხოო და კიდევ რომ ვარდები საიდანღაც

როცა ვარდები და გული რომ ჩაგიქანდება ეს თურმე ნიშნავს ზრდას..
ადამიანი იზრდება მაგ დროს, ან ფიზიკურად ანდა სულიერად...

Posted by: GEORGEXIII 19 Dec 2021, 11:19
Aრტისტ
ვაა ეგ არ ვიცოდი

yes.gif

Posted by: Aquarius_A888 19 Dec 2021, 12:42
tatia_aquarius
QUOTE
დღეს დამესიზმრა რომ ვითომ დიდი კატა იდგა ქუჩაში და ჩემსკენ მოდიოდა. მე რატომღაც აგდებული დამოკიდებულება მქონდა ამან რა უნდა დამიშავოსთქო ვფიქრობდი და ამის გაფიქრება იყო ეს კატა მომვარდა და ისე მწარედ მიკბინა რ ისე გავმწარდი სიმწრისგან მეც ვუკბინე :დდ როგორ ახსნიდით?

ადამიანებს არ აფასებს და ზერელედ უყურებ?

Posted by: tatia_aquarius 19 Dec 2021, 15:38
QUOTE (Aquarius_A888 @ 19 Dec 2021, 12:42 )
tatia_aquarius
QUOTE
დღეს დამესიზმრა რომ ვითომ დიდი კატა იდგა ქუჩაში და ჩემსკენ მოდიოდა. მე რატომღაც აგდებული დამოკიდებულება მქონდა ამან რა უნდა დამიშავოსთქო ვფიქრობდი და ამის გაფიქრება იყო ეს კატა მომვარდა და ისე მწარედ მიკბინა რ ისე გავმწარდი სიმწრისგან მეც ვუკბინე :დდ როგორ ახსნიდით?

ადამიანებს არ აფასებს და ზერელედ უყურებ?

არაა. ეგრე ნამდვილად არ არის. რატომ იფიქრე ეგ? ანუ კატასთან რა კავშირშია? :დ
* * *
QUOTE (Artist @ 19 Dec 2021, 06:09 )
tatia_aquarius
QUOTE
დღეს დამესიზმრა რომ ვითომ დიდი კატა იდგა ქუჩაში და ჩემსკენ მოდიოდა. მე რატომღაც აგდებული დამოკიდებულება მქონდა ამან რა
უნდა დამიშავოსთქო ვფიქრობდი და ამის გაფიქრება იყო ეს კატა მომვარდა და ისე მწარედ მიკბინა რ ისე გავმწარდი სიმწრისგან მეც ვუკბინე 
როგორ ახსნიდით?

მე მგონი alikantura ახსნის ამ სიზმარს იდეალურად, თუ მოიცლის და შემოიხედავს აქ...
* * *
პს.
შენ მანამდე უფრო დეტალები ჩამოწერე აქ... მაგალითად:
როგორი ფერი ჰქონდა იმ კატას, ანდა რა გემო იგრძენი კატას
როცა უკბინე ანდა სად გიკბინა იმ კატამ, და ა.შ.
უფრო ნათელი სურათის წარმოსადგენად... smile.gif

* * *
GEORGEXIII
QUOTE
ხოო და კიდევ რომ ვარდები საიდანღაც

როცა ვარდები და გული რომ ჩაგიქანდება ეს თურმე ნიშნავს ზრდას..
ადამიანი იზრდება მაგ დროს, ან ფიზიკურად ანდა სულიერად...

შავი კატა იყო და მსუქანი :დ ბეწვზე ვუკბინე მგონი ზურგზე და ბეწვის გემო არ მესიამოვნა მახსოვს :დ თან ისე მაგრად ვერ ვუკბინე როგორც იმან და არ ეტკინა ისე აშკარად :დ

Posted by: Aquarius_A888 19 Dec 2021, 18:40
tatia_aquarius
QUOTE
არაა. ეგრე ნამდვილად არ არის. რატომ იფიქრე ეგ? ანუ კატასთან რა კავშირშია? :დ

დამოკიდებულებიდან გამომდინარე :დ

Posted by: Artist 19 Dec 2021, 23:05
tatia_aquarius
QUOTE
შავი კატა იყო და მსუქანი :დ ბეწვზე ვუკბინე მგონი ზურგზე და ბეწვის გემო არ მესიამოვნა მახსოვს :დ თან ისე მაგრად ვერ ვუკბინე როგორც იმან და არ ეტკინა ისე აშკარად :დ

იმან სად გიკბინა? თუ საიდუმლო არაა...
ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა...

პს.
სადააა კაცო ეს ალიკანტურა- როცა საჭიროა მაშინ გაქრება ხოლმე... smile.gif

* * *
GEORGEXIII
QUOTE
ვაა ეგ არ ვიცოდი


ერთ რამეს უნდა კიდევ ყურადღების მიქცევა ანუ
25 დეკემბრიდან ანუ 24-ში, რომ დაიძინებ და 25
რომ გაიღვიძებ რა განწყობასაც დაგიტოვებს სიზმარი
ეს განწყობა უნდა დაიმახსოვრო ეს შეესატყვისება
მთელ იანვრის თვეს... თუ როგორი განწყობა გექნება
მთელი თვის განმავლობაში. და ა.შ. 25 დეკემბრიდან
მოყოლებული ყოველი დღე შეესატყვისება თვეებს
12-ვე. თვის განწყობილებას გაიგებ ამ 12 დღეში...
ღამით სიზმრების მიერ დატოვებულ განწყობებით... smile.gif

ამას ყველას გასაგონად ვამბობ... smile.gif

Posted by: tatia_aquarius 20 Dec 2021, 10:18
Artist
ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი ხელზე ან მკლავზე..

Posted by: cameti13 20 Dec 2021, 12:10
Artist
QUOTE
ერთ რამეს უნდა კიდევ ყურადღების მიქცევა ანუ
25 დეკემბრიდან ანუ 24-ში, რომ დაიძინებ და 25
რომ გაიღვიძებ რა განწყობასაც დაგიტოვებს სიზმარი
ეს განწყობა უნდა დაიმახსოვრო ეს შეესატყვისება
მთელ იანვრის თვეს... თუ როგორი განწყობა გექნება
მთელი თვის განმავლობაში. და ა.შ. 25 დეკემბრიდან
მოყოლებული ყოველი დღე შეესატყვისება თვეებს
12-ვე. თვის განწყობილებას გაიგებ ამ 12 დღეში...
ღამით სიზმრების მიერ დატოვებულ განწყობებით...

ამას ყველას გასაგონად ვამბობ...

მართლა ფიქრობ ,რომ ამდენად ზუსტად არის წინასწარ ყველაფერი განსაზღვრული ? და საერთოდ არ გიჩნდება დაუცველობის განცდა ? არ ბრაზობ იმაზე , რომ რაღაც ან ვიღაც შენ ცხოვრებას ამდენად განაგებს ?

Posted by: DeepRunnerr 20 Dec 2021, 14:05
ანდაც კაი
რა აზრი აქვს






.............

Posted by: shavi_kheli 20 Dec 2021, 15:55
წუხელ უცნაური სიზმარი ვნახე...
მწვავე პირსახოცებს და ზეწრებს ვყიდულობდი...

Posted by: GEORGEXIII 22 Dec 2021, 10:27
Artist
ვნახოთ აბა როგორ იქნება.

პ.ს
წყალს მოიყევიო ეგ რა თემაა?

Posted by: tatia_aquarius 22 Dec 2021, 11:42
დღესაც შავი კატა დამესიზმრა)) ვითომ ამჯერადაც ხელზე მიკბინა, მაგრამ პაყატა ნაკბენი იყო და არც მტკენია თითქმის..რა ჯანდაბაა ოდესმე ამიხსნით ვინმე?))

Posted by: DeepRunnerr 24 Dec 2021, 10:31
ადმინ 5 წლიანი სიზმარი გამოუშვი, ისეთი რო ირგვლივ ყველაფერი დაპაუზდეს თორე აღარ მაქვს ძალები და ვეღარ ვუძლებ
ისედაც ბევრი ძალა დავატანე თავს, არც მქონდა მგონი ბოლო პერიოდში იმდენი :////////

down1.gif

Posted by: Artist 1 Jan 2022, 01:03
GEORGEXIII
QUOTE
ვნახოთ აბა როგორ იქნება.

რას ნახულობ არააქვს მნიშვნელობა მთავარია რა განცდას გიტოვებს..
ისე თუ ჩაიწერ სიზმრებს, მაშინ იმ განცდის გახსენებაში დაგეხმარება...

დღეს მერვე თვის სიზმარია, თავისი განცდებით...
და ახალი წელიცაა... გილოცავთ ახალ წელს:
გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და სიყვარულს...

user posted image
* * *
cameti13
QUOTE
მართლა ფიქრობ ,რომ ამდენად ზუსტად არის წინასწარ ყველაფერი განსაზღვრული ?
და საერთოდ არ გიჩნდება დაუცველობის განცდა ?
არ ბრაზობ იმაზე , რომ რაღაც ან ვიღაც შენ ცხოვრებას ამდენად განაგებს ?

არა არ ვბრაზობ... ბედია ასე დაგეგმილი, მაგრამ ადამიანს შეუძლია მისი შეცვლა თუ ბედნიერი
გახდება ანუ ბედის მფლობელი, თავის-უფალი... smile.gif

Posted by: GEORGEXIII 1 Jan 2022, 23:53
Artist
განცდა და განწყობა კაი იყო... იმედიანი.

Posted by: simohaya 2 Jan 2022, 16:43
Artist
ძროხების რას ნIშავს სიზამრში ბალახობდნენ ანუი ნახირში ვიყავი მგონიი biggrin.gif

Posted by: cameti13 2 Jan 2022, 22:06
Artist
QUOTE
არა არ ვბრაზობ... ბედია ასე დაგეგმილი, მაგრამ ადამიანს შეუძლია მისი შეცვლა თუ ბედნიერი
გახდება ანუ ბედის მფლობელი, თავის-უფალი...

ორ საწინააღმდეგოს ამობობ ერთ წინადადებაში. ბედს ემორჩილები და თავისუფლი ხარ ? ხო მამენტ, მონობაც კი თავისუფალ არჩევნად შეიძლება ჩაითვალოს biggrin.gif რაღაც პონტში ჩემთვის ასეა , სიკვდილი ჩემი არჩევანია.
"თავის-უფალი" წინააღდეგობაშია 12 დღის განმავლობაში ნანახი სიზმრებით წინასწარ გაწერილ ერთ წელთან.
QUOTE
მაგრამ ადამიანს შეუძლია მისი შეცვლა თუ ბედნიერი
გახდება ანუ ბედის მფლობელი

არ შემიძლია(არ მინდა) არ დავწერო და სხვანაირადაც ვერ დავწერ , რელიგიური ბულშითი .

Posted by: Re-hanna 2 Jan 2022, 23:14
თეთრი კარი, რომლის გაღებას ვერ ვბედავ.... უკვე წლებია ერთიდაიგივე სიზმარი....

Posted by: Mamu72 2 Jan 2022, 23:39

რაღაც კარგ სიზმრებს ვხედავ, თან კარგა ხანია უკვე yes.gif


Posted by: Aleqto 7 Jan 2022, 11:24
რა დებილი სიზმარი ვნახე...
თან ვიცოდი რომ სიზმარი იყო და ვითომ ინტერპრეტაციებს ვუცვლიდი...ჩემი მოსაწონი მაინც ვერ გამოვიყვანე...
ბოლო ეპიზოდში ისევ ჩემი ძაღლი იყო...მალევე გამახსენდა რომ აღარ არის და უძაღლოდ გავაგრძელე...

Posted by: iRadonn 7 Jan 2022, 13:09
საიდან იბადება ასეთი საშIნელებათა ფილმები ჩემს გონებაში არ ვიცი

Posted by: isuki 10 Jan 2022, 13:57
QUOTE
ბედია ასე დაგეგმილი, მაგრამ ადამიანს შეუძლია მისი შეცვლა თუ ბედნიერი
გახდება ანუ ბედის მფლობელი, თავის-უფალი...


თუ ადამიანს შეუძლია შეცვალოს, ბედი რაღა შუაშია?
ბედი ხო იმას ნიშნავს, შენ ვერ შეცვლი იმიტომ რო ასე დაგებედა, ასე გეწერა და უძლური იყავი რამე შეგეცვალა.

* * *
მიცვალებულების ხშირი ნახვა სიზმარში რაზე მიუთითებს? რა ფსიქოლოგიური ფაქტორები იწვევენ მათ დასიზმრებას?

Posted by: Artist 14 Jan 2022, 00:23
isuki
QUOTE
თუ ადამიანს შეუძლია შეცვალოს, ბედი რაღა შუაშია?

ყველა ადამიანს არ შეუძლია შეცვლა... მხოლოდ წმინდანის დონის ადამიანს
ანუ ხელთდასხმულს შეუძლია ეს... ბედი სწორედ იმიტომ არსებობს, რომ
მისი შეცვლა შესაძლებელია, თუ ადამიანს ამის სურვილი გაუჩნდება და
გარკვეულ მოქმედებას ჩაიტარებს ამისათვის ანუ გახდება წმინდანი... smile.gif
QUOTE
ბედი ხო იმას ნიშნავს, შენ ვერ შეცვლი იმიტომ რო ასე დაგებედა, ასე გეწერა და უძლური იყავი რამე შეგეცვალა.

ბედი, ჩვეულებრივ მოკვდავებისთვის შეუძლებელია მისი შეცვლა... ბედი ისეა მოწყობილი, რომ ადამიანმა შესძლოს თავისი
თავის განვითარება სულიერად, რა დონეზე განავითარებს ადამიანი ამას ბედის დაფთაფები წყვეტს, მაგრამ არიან ადამიანები
რომლებიც უკვე დაბადებიდან ახლოს არიან წმინდანობის საფეხურთან და ისინი აღწევენ ბედისგან განთავისუფლებას... smile.gif

Posted by: isuki 14 Jan 2022, 00:26
Artist
QUOTE
ყველა ადამიანს არ შეუძლია შეცვლა... მხოლოდ წმინდანის დონის ადამიანს
ანუ ხელთდასხმულს შეუძლია ეს... ბედი სწორედ იმიტომ არსებობს, რომ
მისი შეცვლა შესაძლებელია, თუ ადამიანს ამის სურვილი გაუჩნდება და
გარკვეულ მოქმედებას ჩაიტარებს ამისათვის ანუ გახდება წმინდანი...

თუ ბედი არაა რო გახდები წმინდანი, მაშინ როგორ გახდები და შეცვლი?

Posted by: Artist 14 Jan 2022, 00:47
isuki
QUOTE
თუ ბედი არაა რო გახდები წმინდანი, მაშინ როგორ გახდები და შეცვლი?

თუ ბედში ისეთი განსაცდელები გაქვს დაგეგმილი, რომ წმინდანობას ჯერ ვერ შესძლებ, მაშინ
შემდგომ ცხოვრებაში ანდა იმის შემდგომში და ა.შ. გადაიდება ეს თავისუფლება ბედისგან...

თუ კი შეკითხვა დაებადა ადამიანს ანუ ინტერესი ბედისგან განთავისუფლებისა ის უკვე
ითვლება ახლოს მყოფად ... არიან ადამიანები, რომლებსაც კითხვაც კი არ მოსდით თავში...


* * *
თუ კი ინტერესი აქვს ადამიანს მაშინ მოიძევს ის http://www.lib.ru/URIKOVA/stein.txt და
ავა უფრო მაღალ საფეხურზე... ანუ ის შესძლებს ამის წაკითხვას, გაგებას და იმ აუცილებელი პირობების შესრულებას
რომლებსაც ის აჰყავს ხელთდასხმულის საფეხურამდე... smile.gif

Posted by: isuki 14 Jan 2022, 01:03
Artist
QUOTE
თუ ბედში ისეთი განსაცდელები გაქვს დაგეგმილი, რომ წმინდანობას ჯერ ვერ შესძლებ, მაშინ
შემდგომ ცხოვრებაში ანდა იმის შემდგომში და ა.შ. გადაიდება ეს თავისუფლება ბედისგან...

ანუ ბედი წყვეტს და გისაზღვრავს მაინც. ამაშია საქმე. თუ ბედია ასე მოწყობილი უძლური გამოდიხარ შენივე ნათქვამიდან.
QUOTE
თუ კი ინტერესი აქვს ადამიანს მაშინ მოიძევს ის ამ ლიტერატურას და
ავა უფრო მაღალ საფეხურზე... ანუ ის შესძლებს ამის წაკითხვას, გაგებას და იმ აუცილებელი პირობების შესრულებას
რომლებსაც ის აჰყავს ხელთდასხმულის საფეხურამდე...

სიყვარულის და სიკეთის ვისაც არ ჯერა მას შეუძლია საფეხურებზე სიარული?
და თუ არავინ უყვარს მათ შორის არც საკუთარი თავი და სიცოცხლე..

Posted by: Artist 14 Jan 2022, 03:19
isuki
QUOTE
ანუ ბედი წყვეტს და გისაზღვრავს მაინც. ამაშია საქმე. თუ ბედია ასე მოწყობილი უძლური გამოდიხარ შენივე ნათქვამიდან.

დიდ ნაწილს ბედი სწყვეტს ვინაიდან ადამიანები ჯერ არ არიან იმ დონეზე, ზოგადად... უძლური მაშინ ხარ თუ ვერ ცვლი ვერაფერს...
ანუ ალეგორიულად რომ ვთქვათ, არქიტექტორი გეგმავს სახლის აშენებას, აკეთებს მთელ რიგ გათვლებს და ნახაზებს წინასწარ ხო?
ეს ჩავთვალოთ ბედად... მაგრამ ამ მშენებლობის დროს პატარ პატარა ცვლილებები შეაქვს ან უფრო ხვეწავს ანდა უფრო აზიანებს...
აი ამ ცვლილებების ერთობლიობა ქმნის ადამიანს თავისუფალს ბოლოს...

QUOTE
სიყვარულის და სიკეთის ვისაც არ ჯერა მას შეუძლია საფეხურებზე სიარული?

ეს საფეხურები სიყვარულით და სიკეთით მიიღწევა... ვისაც არ სჯერა, მას ბედი ისეთ ალიყურს
ამოჰკრავს როდესმე, რომ სრულიად შემოაბრუნებს მის შერყეულ ცხოვრებას... ასე რომ ბედზეც
ბევრი რამაა დამოკიდებული...

Posted by: isuki 14 Jan 2022, 13:18
Artist
QUOTE
თუ ბედში ისეთი განსაცდელები გაქვს დაგეგმილი, რომ წმინდანობას ჯერ ვერ შესძლებ, მაშინ
შემდგომ ცხოვრებაში ანდა იმის შემდგომში და ა.შ. გადაიდება ეს თავისუფლება ბედისგან...

ეს ხო შენ თქვი არა? გადაიდება ბედისგანო.
ანუ ბედი მიწყვეტს საბოლოო ჯამში მე როდის ვიქნები თავისუფალი განსაცდელებისგან.. და არა მე ვწყვეტ განსადცდელებისგან გათავისუფლებას და გადადებას შემდგომ ცხოვრებაში.


QUOTE
ანუ ალეგორიულად რომ ვთქვათ, არქიტექტორი გეგმავს სახლის აშენებას, აკეთებს მთელ რიგ გათვლებს და ნახაზებს წინასწარ ხო?
ეს ჩავთვალოთ ბედად... მაგრამ ამ მშენებლობის დროს პატარ პატარა ცვლილებები შეაქვს ან უფრო ხვეწავს ანდა უფრო აზიანებს...
აი ამ ცვლილებების ერთობლიობა ქმნის ადამიანს თავისუფალს ბოლოს...

მაგაშია მერე საქმე მშენებელს თუ ნახაზი არ ექნება, გეგმა, პროექტი, ვერაფერს გააწყობს.

Posted by: POKERISBLUFF 14 Jan 2022, 17:19
ბოლო ერთი წელია ოცნებად მექცა იმ სიზმრის შემდგომი ემოციებით გაღვიძება როგორიც.

ისეთი ადგილია სადაც მინდვრების სასიამოვნო შრიალი მესმის
არც ცივა, არც ცხელა
ჩემთვის საყვარელ ხალხს ბედნიერს და გახარებულს ვხედავ
ეს ქუჩის ფისოები რომლებსაც ვაჭმევ დარბიან , ქარს და ბალახებს ეთამაშებიან, მე კი სუფთა ჰაერით და ამ ყველაფრით ვტკბები.
თითქოს ხო არაფერი მაგრამ ზედმეტად დასუსტებულია ჩემი გონება, ადრე ბევრ რამეს ვახერხებდი სიზმარში მაინც :/

Posted by: Artist 14 Jan 2022, 17:38
isuki
QUOTE
ანუ ბედი მიწყვეტს საბოლოო ჯამში მე როდის ვიქნები თავისუფალი განსაცდელებისგან..

იმ ბედს შენ თვითონ გეგმავ აი მიზეზი...
QUOTE
მაგაშია მერე საქმე მშენებელს თუ ნახაზი არ ექნება, გეგმა, პროექტი, ვერაფერს გააწყობს.

თვითონვე გეგმავს... მთავარია მშენებლობისას ცვლილებების საშუალების არსებობა... იმისდა მიხედვით
თუ რა ცვლილებებს შეიტანს ადამიანი თავის ბედში, შემდგომ ბედს უკვე სხვანაირად გეგმავს, თუ ცოდვები
დაუგროვდა, ჯერ ეს ცოდვები უნდა გამოასწოროს, ესეც მთავარია რომ ის თვითონვე გეგმავს ამ ბედს...
რა თქმა უდა გარკვეული დახმარებით, მფარველი ანგელოზიც ეხმარება მას... smile.gif


* * *
POKERISBLUFF
QUOTE
ბოლო ერთი წელია ოცნებად მექცა იმ სიზმრის შემდგომი ემოციებით გაღვიძება როგორიც.

მთავარია ის ემოცია გახსოვს და შესაძლოა დღის ცნობიერებაშიც იყოს ისეთი მომენტები, როცა ეს ემოცია
გაგახსენდება ხოლმე... smile.gif

Posted by: isuki 14 Jan 2022, 18:14
Artist
QUOTE
იმ ბედს შენ თვითონ გეგმავ აი მიზეზი...

იმ ბედს შენ როგორ გეგმავ როცა ხარ მშენებელი და ბედი არქიტექტორია? ასე არ იყო ანალოგიაში? ჰოდა როდის იყო მშენებელი საარქიტექტორო სამუშაოებს და გეგმევს ასრულებს?




* * *
QUOTE
თუ რა ცვლილებებს შეიტანს ადამიანი თავის ბედში

თუ არქიტექტორმა არ დამიხაზა მე, მშენებელს ნახაზები და გეგმები, რომელ ცვლილებაზეა საუბარი? ცვლილება კი არა დაწყებითაც ვერ დავიწყებ ვერაფერს ცვილებამდე რო მივიდე.

Posted by: Artist 15 Jan 2022, 05:37
isuki
QUOTE
იმ ბედს შენ როგორ გეგმავ როცა ხარ მშენებელი და ბედი არქიტექტორია? ასე არ იყო ანალოგიაში? ჰოდა როდის იყო მშენებელი საარქიტექტორო სამუშაოებს და გეგმევს ასრულებს?

არასწორად გაიგე, არქიტექტორი გეგმავს და მშენებლობის პერიოდში იგივე არქიტექტორს ცვლილებები შეაქვს... ორი პიროვნება დაივიწყე, ერთზეა საუბარი მხოლოდ...
მუშები, "ბრიგადირები" და დიზაინერების შემოტანა არაა საჭირო... თვითეული ადამიანი გეგმავს თავის ბედს დაბადების წინ და შემდგომ ცვლილებებიც შეაქვს ამ
ბედის მსვლელობის დროს...

* * *
QUOTE
რომელ ცვლილებაზეა საუბარი?

ცვლილებები შეიძლება ბევრნაირი იყოს, მაგალითად სადმე შეიძლება ცემენტი დააკლდეს და
ჩამოინგრეს კიდეც ანდა შუშაბანდი მოშენდეს დამატებით... ცვლილებები ბლომადაა, არქიტექტურის
სქემა კი ერთია, მაგრამ ყოველთვის არ ხორციელდება ისე როგორც იყო ჩაფიქრებული....


Posted by: isuki 15 Jan 2022, 08:18
Artist
არასწორი წარმოდგენა გაქვს ბედზე როგორც ჩანს.

https://ka.wikipedia.org/wiki/ფატალიზმი

QUOTE
არქიტექტორი გეგმავს და მშენებლობის პერიოდში იგივე არქიტექტორს ცვლილებები შეაქვს... ორი პიროვნება დაივიწყე, ერთზეა საუბარი მხოლოდ...
მუშები, "ბრიგადირები" და დიზაინერების შემოტანა არაა საჭირო... თვითეული ადამიანი გეგმავს თავის ბედს დაბადების წინ და შემდგომ ცვლილებებიც შეაქვს ამ
ბედის მსვლელობის დროს...


თან მეუბნები არქიტექტორი ხარ და შენვე ბეჭდავ ბედსო ხან ამას ამბობ:

QUOTE
გადაიდება ეს თავისუფლება ბედისგან...

თუ ადამიანი გეგმავს თავის ბედს, გადაიდება ბედისგან რას ნიშნავს?

Posted by: Artist 16 Jan 2022, 02:55
isuki
QUOTE
თუ ადამიანი გეგმავს თავის ბედს, გადაიდება ბედისგან რას ნიშნავს

ბედისგან თავისუფლება გადაიდო... და არა ბედმა გადადო...

Posted by: isuki 16 Jan 2022, 13:31
Artist
QUOTE
ბედისგან თავისუფლება გადაიდო... და არა ბედმა გადადო...

ბედს მერე მე არ ვჭედავ?
არქიტექტორი ხო მე ვარ და მე ვხაზავ გეგმებს, რას ნიშნავს ბედისგან გადაიდო?

Posted by: Artist 16 Jan 2022, 21:59
isuki
QUOTE
რას ნიშნავს ბედისგან გადაიდო?

ბედს არ გადაუდია, არ ვიცი როგორ გაგაგებინო?
თავისუფლება გადაიდო ... ის თავისუფლება რომელიც ბედისგან ანთავისუფლებს ადამიანს...


Posted by: isuki 16 Jan 2022, 22:52
Artist
QUOTE
თავისუფლება გადაიდო

ჰოდა ვინ გადადო ეგ თავისუფლება?

Posted by: alien949 16 Jan 2022, 23:25
თავისუფალი რომ იყო, უნდა ეცადო, რომ ისე მოიქცე როგორც არ არის მიღებული და გამოიწვიო თუნდაც აგრესია ადამიანებში. იმიტომ, რომ თავიანთი წესების შესრულებას გავალდებულებენ და ეს უკვე შებოჭილობის შეგრძნებას გიტოვებს. როცა საწინააღმდეგო ხარ მაშინ მეტი თავისუფლების შეგრძნება მოდის და ეს სასიამოვნოა.

Posted by: goga19 16 Jan 2022, 23:26
გამარჯობათ

ესეიგი რა ხდება, ხშირად მესიზმრება სკოლანდელი პერიოდი და იქ განვლილი ცხოვრება
მაინტერესებს რას უნდა ნიშნავდეს... მადლობა წინასწარ

Posted by: isuki 16 Jan 2022, 23:30
alien949
QUOTE
თავისუფალი რომ იყო, უნდა ეცადო, რომ ისე მოიქცე როგორც არ არის მიღებული და გამოიწვიო თუნდაც აგრესია ადამიანებში. იმიტომ, რომ თავიანთი წესების შესრულებას გავალდებულებენ და ეს უკვე შებოჭილობის შეგრძნებას გიტოვებს. როცა საწინააღმდეგო ხარ მაშინ მეტი თავისუფლების შეგრძნება მოდის და ეს სასიამოვნოა.


თავისუფალი ვერ იქნები ვერც სამოქალაქო თვალსაზრისით და მით უმეტეს (რელიგიაშია თემა გახსნილი თავისუფალ ნებაზე) რელიგიის კუთხით.
თავიდანვე ათასი ფაქტორები მოქმედებს ადამიანზე და ბევრ რამეში აქცევს მის თავისუფლად მოქმედების საშუალებას ზეგავლენის ქვეშ.
ხშირად გვიწევს მოვიქცეთ სრულიად საპირისპიროდ ვიდრე ეს ჩვენ გვაწყობს.
ხშირად ეს დაკავშირებულია ელემენტალურად სიცოცხლის გადარჩენასთან.

თავისუფლების არეალი არის ძალიან შემოსაზღვრული და შებოჭილი.
მაშინაც კი რო გვგონია ჩვენი ნებით ვმოქმედებთ ესეც ხშირად განსაზღვრულია გარემო ფაქტორების მიერ.

Posted by: alien949 17 Jan 2022, 00:16
QUOTE (isuki @ 16 Jan 2022, 23:30 )
alien949
QUOTE
თავისუფალი რომ იყო, უნდა ეცადო, რომ ისე მოიქცე როგორც არ არის მიღებული და გამოიწვიო თუნდაც აგრესია ადამიანებში. იმიტომ, რომ თავიანთი წესების შესრულებას გავალდებულებენ და ეს უკვე შებოჭილობის შეგრძნებას გიტოვებს. როცა საწინააღმდეგო ხარ მაშინ მეტი თავისუფლების შეგრძნება მოდის და ეს სასიამოვნოა.


თავისუფალი ვერ იქნები ვერც სამოქალაქო თვალსაზრისით და მით უმეტეს (რელიგიაშია თემა გახსნილი თავისუფალ ნებაზე) რელიგიის კუთხით.
თავიდანვე ათასი ფაქტორები მოქმედებს ადამიანზე და ბევრ რამეში აქცევის მის თავისუფლად მოქმედების საშუალებას ზეგავლენის ქვეშ.
ხშირად გვიწევს მოვიქცეთ სრულიად საპირისპიროდ ვიდრე ეს ჩვენ გვაწყობს.
ხშირად ეს დაკავშირებულია ელემენტალურად სიცოცხლის გადარჩენასთან.

თავისუფლების არეალი არის ძალიან შემოსაზღვრული და შებოჭილი.
მაშინაც კი რო გვოგია ჩვენი ნებით ვმოქმედებთ ესეც ხშირად განსაზღვრულია გარემო ფაქტორების მიერ.

დამიჯერე როცა დინებას არ მიყვები და დინების საწინააღმდეგოდ ივლი უფრო თავისუფალიც იქნები, უფრო სხვანაირად დაინახავ ყველაფერს და შეგრძნებაც მეტი დაგრჩება თავისუფლების. ეს შენ უნდა გამოცადო რო გაიგო თორე ესე მარტო სიტყვებით ვერაფერს ვერ გაიგებ. შენ უნდა ადგე და ეს ყველა გარემო ფაქტორები გააანალიზო და გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღო და არა ისე რომ მიენდო გარემოს და დაფიქრების გარეშე რა ბიძგებიც გექნება ქცევის მხრივ და აზროვნების მხრივ იმას გაყვე. და ზუსტადაც მაგაშია საქმე რომ ადამიანური წესების და მორალის საპირისპიროდ მოქცევა ჩვენ სიცოცხლეს პირიქით საფრთხეს უქმნის გადარჩენაში კი არ გვეხმარება, მაგრამ თავისუფლება თუ გინდა სიცოცხლე უნდა დადო სასწორზე. მაგალითად ომი აიღე ომში ადამიანი ბევრად თავისუფალია იმიტომ, რომ იმას უკვე აღარ აინტერესებს შენი მორალი და სუ სხვანაირად უყურებს ყველაფერს, სიკვდილთან ახლოს არის და ეს სიკვდილთან ახლოს მყოფობაც მეტად განთავისუფლებს.

Posted by: isuki 17 Jan 2022, 00:37
goga19
QUOTE
გამარჯობათ

ესეიგი რა ხდება, ხშირად მესიზმრება სკოლანდელი პერიოდი და იქ განვლილი ცხოვრება
მაინტერესებს რას უნდა ნიშნავდეს... მადლობა წინასწარ


ნოსტალგია შეიძლება იყოს სკოლანდელი პერიოდის.
ან უბრალოდ რაღაც შეგრძნებები მეორდება რომელიც მაშინაც გქონდა და იწვევს შესაბამისად სკოლის გახსენებას..

არტისტს დაელოდე ის უფრო კარგად აგიხსნის ალბათ.

Posted by: tatia_aquarius 18 Jan 2022, 01:22
2 სიზმარი მაქვს ამოჩემებული.. ძალიან ხშირად მეორდება ერთი და იგივე სცენარი. პირველში საკუთარ ნივთებს ვეძებ და ვალაგებ (ვცდილობ რამე არ დამრჩეს) თითქოს სადღაც გადავდივარ და მეორეში სახლში ვბრუნდები და კიბეებზე რო ავდივარ იცვლება სადარბაზოც და ჩემ სართულზე სახლის კარიც და სახლიც შეცვლილი მხვდება (თან თითქოს ამის მოლოდინიც მქონდა წინასწარ და შიშიც) როგორ ახსნიდით?

Posted by: jezzi 18 Jan 2022, 01:55
tatia_aquarius
QUOTE
პირველში საკუთარ ნივთებს ვეძებ და ვალაგებ (ვცდილობ რამე არ დამრჩეს)

დიდი სიზმრების ამხსნელად ალბათ მე ვერ გამოვდგები მაგრამ მაინც შევეცდები,
ეგ მგონი დროსთან უნდა იყოს დაკავშირებული ანუ ცდილობ დრო ისე გამოიყენო მაქსიმალურად მოასწრო ყველაფერი და არაფერი დაგრჩეს. რაც შეიძლება მეტი აიღო და ნაყოფიერად გამოიყენო.
QUOTE
თითქოს სადღაც გადავდივარ და მეორეში სახლში ვბრუნდები და კიბეებზე რო ავდივარ იცვლება სადარბაზოც და ჩემ სართულზე სახლის კარიც და სახლიც შეცვლილი მხვდება (თან თითქოს ამის მოლოდინიც მქონდა წინასწარ და შიშიც) როგორ ახსნიდით?

წარსული აწმყო და მომავალი უნდა იყოს. და იმის ფიქრი რო დრო რა მალე გადის ერთ კიბეზე არბენა ჩარბენა და უკვე შეიცვალა ყველაფერი.
მოლოდინი რო მომავალში რაღაც ისე ვერ მოხვდება როგორც შენ გინდა. ნივთების შეგროვებაც ალბათ მაგას ემსახურება დროზე იმოქმედო, არაფერი დაგრჩეს, რო მოასწრო მომავალში მოვლენების არასასურველად განვითარება.

Posted by: cameti13 18 Jan 2022, 10:11
isuki
QUOTE
თავისუფალი ვერ იქნები

თუ ამას უშვებ , მაშინ ადამიანს არ აქვს პასუხისმგებლობა თავის ქმედებებზე.
QUOTE
თავისუფალი ვერ იქნები ვერც სამოქალაქო თვალსაზრისით და მით უმეტეს (რელიგიაშია თემა გახსნილი თავისუფალ ნებაზე) რელიგიის კუთხით.

ეს წინადადება მთლიანად რასაც გამოხატავს : ადამიანის ქმედებას მოყვება შედეგები, ამიტომ ის თავისუფალი არ არის. ქმედებას და შედეგს შორის კავშირის გამო თვლი , რომ ადამიანი თავისუფალი არ არის.
QUOTE
თავიდანვე ათასი ფაქტორები მოქმედებს ადამიანზე და ბევრ რამეში აქცევს მის თავისუფლად მოქმედების საშუალებას ზეგავლენის ქვეშ.

და ფიქრობ , ზეგავლენის ქვეშ ყოფნა გარდაუვალია ?

Posted by: jezzi 18 Jan 2022, 15:01
tatia_aquarius
QUOTE
2 სიზმარი მაქვს ამოჩემებული.. ძალიან ხშირად მეორდება ერთი და იგივე სცენარი. პირველში საკუთარ ნივთებს ვეძებ და ვალაგებ (ვცდილობ რამე არ დამრჩეს) თითქოს სადღაც გადავდივარ და მეორეში სახლში ვბრუნდები და კიბეებზე რო ავდივარ იცვლება სადარბაზოც და ჩემ სართულზე სახლის კარიც და სახლიც შეცვლილი მხვდება (თან თითქოს ამის მოლოდინიც მქონდა წინასწარ და შიშიც) როგორ ახსნიდით?

უპასუხისმგებლო და უწესრიგო ადამიანებს ალბათ ასეთი სიზმრები არ ესიზმრებათ. biggrin.gif
როგორც პასუხისმგებლიანი ადამიანი შეიძლება სულ იმას ფიქრობ, არაფერი დაგრჩეს, არაფერი დაგავიწყდეს, არ დაგაგვიანდეს და ასე. ზედმეტად პასუხიმგებლიანი და პუნქტუალური შეიძლება ხარ და ამის მეტაფორული ასახვა იყოს სიზმრის შინაარსი.

Posted by: nata.nn 18 Jan 2022, 23:58
QUOTE
თავისუფალი რომ იყო, უნდა ეცადო, რომ ისე მოიქცე როგორც არ არის მიღებული და გამოიწვიო თუნდაც აგრესია ადამიანებში.

ეს ყველაზე ნაკლებადაა თავისუფლება . უფრო პირიქით : )

Posted by: alien949 19 Jan 2022, 00:04
QUOTE (nata.nn @ 18 Jan 2022, 23:58 )
QUOTE
თავისუფალი რომ იყო, უნდა ეცადო, რომ ისე მოიქცე როგორც არ არის მიღებული და გამოიწვიო თუნდაც აგრესია ადამიანებში.

ეს ყველაზე ნაკლებადაა თავისუფლება . უფრო პირიქით : )

უი არა რას ამბობ რა პირიქით .

Posted by: tatia_aquarius 19 Jan 2022, 23:36
QUOTE (jezzi @ 18 Jan 2022, 15:01 )
tatia_aquarius
QUOTE
2 სიზმარი მაქვს ამოჩემებული.. ძალიან ხშირად მეორდება ერთი და იგივე სცენარი. პირველში საკუთარ ნივთებს ვეძებ და ვალაგებ (ვცდილობ რამე არ დამრჩეს) თითქოს სადღაც გადავდივარ და მეორეში სახლში ვბრუნდები და კიბეებზე რო ავდივარ იცვლება სადარბაზოც და ჩემ სართულზე სახლის კარიც და სახლიც შეცვლილი მხვდება (თან თითქოს ამის მოლოდინიც მქონდა წინასწარ და შიშიც) როგორ ახსნიდით?

უპასუხისმგებლო და უწესრიგო ადამიანებს ალბათ ასეთი სიზმრები არ ესიზმრებათ. biggrin.gif
როგორც პასუხისმგებლიანი ადამიანი შეიძლება სულ იმას ფიქრობ, არაფერი დაგრჩეს, არაფერი დაგავიწყდეს, არ დაგაგვიანდეს და ასე. ზედმეტად პასუხიმგებლიანი და პუნქტუალური შეიძლება ხარ და ამის მეტაფორული ასახვა იყოს სიზმრის შინაარსი.

კი ალბათ ზედმეტად პასუხისმგებლიანი და მოწესრიგებული ვარ. ძალიან ზედმეტადაც კი. ყველაფერი სულ იდეალურად მინდა გავაკეთო და დეტალურად.. ობსესიურობაში გადამდის ეს ყველაფერი

Posted by: Aleqto 23 Jan 2022, 01:17
სიზმარში გავიფიქრე -კიდევ კაი რომ ეს სიზმარში არ ხდება, თორემ ხო ვერ დავაღწევდი აქედან თავსთქო lol.gif

ფიზიკურად თავის დაღწევა...აი რომ მირბიხარ და ვერ მირბიხარ...ამჯერად რაღაც წრეზე დავდიოდი...გასასვლელს ვეძებდი და ძლივს მივაგენი...

ეს რაღაც ახალია ჩემთვის...
აქამდე მარტო ისეთი შემთხვევები მქონდა, როცა სიზმრის ნახვისას ვხვდებოდი რომ სიზმარი იყო...

Posted by: როზეტა.სთოუნედ 23 Jan 2022, 19:09
სად დაიკარგა არტისტი ))))))

ამას წინად სიზმარში ტელეფონს მართმევდნენ, რაც კი მქონდა ძალა ვიბრძოდი რომ არ წაერთმია რადგან ბევრი ინფორმაცია მაქვს იქ

ბოლოს ერთი ნაწილი მოძვრა გაწევ-გამოწევაში, მაგრამ მაინც შევინარჩუნე თავის ბატარეით


მეტი დრო უნდა დავუთმო ხოლმე სიზმრებს!

Posted by: Universe´ 23 Jan 2022, 19:24
დათვის ბელს ვეხუტებოდი. თბილი, რბილი, ფუმფულა წაბლისფერი ბეწვი ჰქონდა.
ეზოში კიდე მაქციები სრიალებდნენ თოვლზე

Posted by: როზეტა.სთოუნედ 23 Jan 2022, 22:36
Universe´


დათვი ჩრდილოეთის ნიშანია )))
ჩრდილოეთი რუსეთია
რუსეთი სგუშონი მალაკოს გვაძლევს

მოკლედ კაია ( თუ თითონაც გეფერებოდა )






Posted by: Artist 26 Jan 2022, 05:19
როზეტა.სთოუნედ
QUOTE
სად დაიკარგა არტისტი ))))))

არ დავკარგულვარ უბრალოდ არ მეცალა... smile.gif

tatia_aquarius
QUOTE
კი ალბათ ზედმეტად პასუხისმგებლიანი და მოწესრიგებული ვარ. ძალიან ზედმეტადაც კი. ყველაფერი სულ იდეალურად მინდა გავაკეთო და დეტალურად..

შენ ქალწული ხომ არ ხარ? ზოდიაქოს ნიშანს ვგულისხმობ...
Aleqto
QUOTE
სიზმარში გავიფიქრე -კიდევ კაი რომ ეს სიზმარში არ ხდება, თორემ ხო ვერ დავაღწევდი აქედან თავსთქო

ესეიგი სიზმარში ვერ აღწევ ხოლმე თავს?
QUOTE
აქამდე მარტო ისეთი შემთხვევები მქონდა, როცა სიზმრის ნახვისას ვხვდებოდი რომ სიზმარი იყო...

ეგ კარგია როცა ხვდები რომ სიზმარში ხარ მაგრამ როცა სიზმარში სიზმრის შესახებ ფიქრობ, რომ ეს სიზმარში არ ხდებაო?
შეისაძლოა წინ გადადგმული ნაბიჯიც იყოს...
როზეტა.სთოუნედ
QUOTE
ამას წინად სიზმარში ტელეფონს მართმევდნენ, რაც კი მქონდა ძალა ვიბრძოდი რომ არ წაერთმია რადგან ბევრი ინფორმაცია მაქვს იქ
ბოლოს ერთი ნაწილი მოძვრა გაწევ-გამოწევაში, მაგრამ მაინც შევინარჩუნე თავის ბატარეით

ეტყობა შენ ქვეცნობიერი იბრძვის ინფორმაციის მოსაპოვებლად... smile.gif

* * *
isuki
QUOTE
ჰოდა ვინ გადადო ეგ თავისუფლება?

ისევ ადამიანი აკეთებს ამას, იმ პატარ პატარა ცვლილებებისას ანუ არჩევნებისას, იმის და მიხედვით
თუ რა გზებს ირჩევს შეჯამებულად, გამოდის რომ შემდეგ ცხოვრებაში გადადო ანდა ამავ ცხოვრებაში
მიაღწია თავისუფლებას...

Posted by: Lasha244 26 Jan 2022, 14:59
საიდან მოდის სიზმარი? რისი შედეგია?

Posted by: jezz 28 Jan 2022, 02:53
Artist
QUOTE
შენ ქალწული ხომ არ ხარ? ზოდიაქოს ნიშანს ვგულისხმობ...


QUOTE
tatia_aquarius


ქალწული როგორ იქნება აქუარიუსო უწერია იუზერს..


Posted by: როზეტა.სთოუნედ 28 Jan 2022, 16:56
Lasha244
QUOTE
საიდან მოდის სიზმარი? რისი შედეგია?



მაგაზე როგორ შეიძლება მოკლე პასუხი არსებობდეს,
ზოგი წინაპრებს ხედავს, ზოგი მომავალს, ზოგი მთელი დღის ნაფიქრზე მინიშნებებს, ზოგს ზეზეულად ძინავს ;დ

Artist
QUOTE
არ დავკარგულვარ უბრალოდ არ მეცალა...



ველქამ ბექ smile.gif

Posted by: PANTALONE 28 Jan 2022, 16:59
ზღვიდან უზარმაზარი ტალღები მოდიოდა.
ხიდს შევეფარე

ხიდის იქით მეორე ზღვას კიდე უფრო დიდი ტალღები მოქონდა . ცოტა სხვა ფერი.



ფროიდისტულად ტალღები ძუძუებია ხომ?





აზრზე არ იყო





ან რავი


Posted by: Crøs 28 Jan 2022, 17:11
PANTALONE
ჭუჭყიანი იყო ზღვა თუ გამჭირვალე? თუ პირველი,პიპეც..

Posted by: PANTALONE 28 Jan 2022, 23:28
Crøs
ზღვა იყო სველი.


მეტი არ მახსოვს.

Posted by: Aleqto 30 Jan 2022, 00:15
Artist
QUOTE
ესეიგი სიზმარში ვერ აღწევ ხოლმე თავს?


ჰო, ზოგჯერ ვერ ვაღწევ...აი მაგალითად სადარბაზოს კიბეებზე შეიძლება აღმოვჩნდე,მინდოდეს ზევით ასვლა, ავდიოდე კიბეებზე შესაბამისი მიმართულებით, გავდიოდე "პლოშადკებს" მაგრამ ან წრეზე ვტრიალებდე და ისევ იქ ვხვდებოდე, საიდანაც დავიწყე ან საპირისპირო მიმართულებით მოვხვდე....ან აი მაგალიტად სადღაც მივდივარ და ვემზადები და ეს სამზადისი არასოდეს მთავრდება... შესაბამისი ტანსაცმლის ჩაცმა-მორგებაში ვარ, მერე ხან გასაღებზე ვბრუნდები, ხან პომადის ჩასადებად...სახლიდან გასული ვფიქრობ რომ კარგი იქნებოდა სათვალე მაინც წამეღო, მერე სათვალეზე ვბრუნდები და ასე დაუსრულებად... საბოლოოდ ვერ ვაღწევ ამ სიტუაციას თავს და მეღვიძება დაღლილს იმ შეგრძნებიტ, რომ სადღაც დავაგვიანე ( ნუ დავაგვიანე იმ შემთხვევაში როცა სადღაც წასვლას ვგეგმავდი)...

QUOTE

QUOTE
აქამდე მარტო ისეთი შემთხვევები მქონდა, როცა სიზმრის ნახვისას ვხვდებოდი რომ სიზმარი იყო...

ეგ კარგია როცა ხვდები რომ სიზმარში ხარ


განსაკუთრებით მაშინ, როცა სცენარი აღარ მოგწონს და კონკრეტული ადგილიდან/მომენტიდან ცვლი biggrin.gif ოღონდ იშვიათად ვხვდები...

QUOTE
მაგრამ როცა სიზმარში სიზმრის შესახებ ფიქრობ, რომ ეს სიზმარში არ ხდებაო?
შეისაძლოა წინ გადადგმული ნაბიჯიც იყოს...


რაღაც ასეთი მეც ვიფიქრე...რომ გავიღვიძე და ეს ყველაფერი გამახსენდა/გავაცნობიერე დაახლოებით ასეთი შეგრძნება დამეუფლა "ვა...რა კარგად ვიცნობ და ვმართავ თურმე საკუთარ ცნობიერ -ქვეცნობიერსთქო".... არადა რეალურად მთლად ასე დარწმუნებულიც არ ვარ და არც არის...მარა მაინც გამისწორდა ეს შეგრძნება...

Posted by: Artist 30 Jan 2022, 20:07
Lasha244
QUOTE
საიდან მოდის სიზმარი? რისი შედეგია?

კარგი შეკითხვაა და სიამოვნებით მოგწერ პასუხს... ოღონდ ეხლა
ვჩქარობ და შემდეგ შემოსვლაზე დავპოსტავ... smile.gif

Posted by: theodous 31 Jan 2022, 13:07
ბოლო პერიაოდია მისტკები მესიზმრება


Posted by: vita. 2 Feb 2022, 19:54
გუშინ დამესიზმრა ჩემი ყოფილი მეგობარი , გოგო ( მეც გოგო ვარ).
6-7 წელია არავითარი ურთიერთობა არ გვქონია.
მისი მეჯვარე ვარ, დებივით ვიყავით, თითქმის ყოველდღე რომ ერთად ხართ.
ძალიან ცუდად დავშორდით, საშინლად მაწყენინა...

ვერ ვიტყვი, რომ ეს დღეები განსაკუთრებულად ვიფიქრე ამ ადამიანზე...

ვინც სიზმრებში ერკვევით, “ახსნა” კი არ მინდა , ფსიქოლოგიურ ჭრილში მაინტერესებს, რა ვერ გადახარშა ჩემმა ქვეცნობიერმა.

ვითომ სტუმრად მოვხვდი ამ გოგოსთან, ახალ ძალიან ლამაზ სახლში ცხოვრობდა, ახალი წლის პერიოდი იყო, საოცარი დეკორაციები ჰქონდა სახლში .
დაიწყო სუფრის გაშლა და გაწყობა.

დეტალებში დამამახსოვრდა ჭურჭელი, ხელსახოცები... და სურსათ-სანოვაგე smile.gif)) ყველაფერი ძალიან უცხო, ექსკლუზიური, დახვეწილი და უმაგრესი ჰქონდა, , დელიკატესებს დაუნანებლად მილაგებდა მაგიდაზე.
ასე რატომ წუხდები-თქო და სტუმრად მოხვედი ჩემთან, ახალი წელია და ხომ უნდა გაგიმასპინძლდეო.

ჩემი ქმარი რაღაც სერიოზულ ბიზნესშიაო ( ციფრული ტექნოლოგიების თემა იყო ვითომ smile.gif))

ოღონდ განწყობა არ დამიტოვა, რომ თავს მაწონებდა, მართლა გულით ცდილობდა გამმასპინძლებოდა , მეც თითქოს გული მომილბა და ისევ ვიგრძენი ძველი სითბო და სიახლოვე...

ტოქსიკურ ხასიათზე გავიღვიძე, მოშხამულმა...





* * *
QUOTE (PANTALONE @ 28 Jan 2022, 16:59 )
ზღვიდან უზარმაზარი  ტალღები  მოდიოდა.

წლები მესიზმრებოდა ცუნამი, უზარმაზარი ტალღები, დატბორილი ქალაქები...
ჩემი კოშმარები...

ბოლო 2 წელია , ალბათ, რაც აღარ დამსიზმრებია.

Posted by: Universe´ 2 Feb 2022, 20:22
არ მახსოვს როდის, 2-3 კვირის წინან მეტი , დამესიზმრა
მისი სახლობლის, ან ახლობლის ახლობლის დაკრძალვა. რიტუალის დასასრულს წამოდგა, გაიხუმრა, ყველას გული გაუთბო
განა უბრალოდ იღიმოდა, სიკეთით ავსებდა იქაურობას.
და ვიფიქრე, როგორ შეუძლია იყოს ადამიანს ასეთი ასეთი კარგი!

Posted by: cameti13 2 Feb 2022, 20:28
vita.
QUOTE
ისევ ვიგრძენი ძველი სითბო და სიახლოვე...

იქნებ ეს გსურს ? იქნებ გინდა ომ პატიება გთხოვოს და მერე შეურიგდე ?
QUOTE
ტოქსიკურ ხასიათზე გავიღვიძე, მოშხამულმა...

რატომ ? შენ თავს უპასუხე . თუ წარსული გამო , სიზმართან კავშირში არ არის.

Posted by: vita. 2 Feb 2022, 23:48
cameti13


თუ მიხვდება, რა გააკეთა, ისევ მისი განვითარებისთვის იქნება კარგი.
ვაპატიებ, ადამიანურად, მაგრამ ჩემი მეგობარი ,მეორედ, , ვერასოდეს გახდება.

1 საათში გამიარა მაგ ტოქსიკურმა განწყობამ smile.gif)))

ახლა მაგრად სულერთია ეგ სიზმარიც და ეგ ადამიანიც.

Posted by: cameti13 2 Feb 2022, 23:52
vita.
QUOTE
ახლა მაგრად სულერთია ეგ სიზმარიც და ეგ ადამიანიც.

რავი ღარს წერდი ? biggrin.gif
QUOTE
თუ მიხვდება, რა გააკეთა, ისევ მისი განვითარებისთვის იქნება კარგი.

მე რას მპასუხობ ? არანაირი კავშირი არ მაქვს biggrin.gif

Posted by: vita. 2 Feb 2022, 23:59
cameti13

საერთოდ რას მეხმაურებოდი ?! smile.gif))

არიან აქ სიზმრის სპეციალისტები და სურვილი თუ გაუჩნდებათ გამოთქვამენ აზრს.

Posted by: Crøs 3 Feb 2022, 11:23
სიზმარში შეგყვარებიათ ვინმე?

.....

Posted by: Toots 3 Feb 2022, 13:14
არ მჯერა მაგრამ ერთი გარდაცვლილი ახლობელი მესიზმრება ამ ბოლო დროს ხშირად და მეორე დღეს სულ არასასიამოვნო და ცუდი ამბები მეჩითება.
უკვე მანდრაჟში ვარ რო მესიზმრება უკვე ველოდები იმ დღეს რამე ცუდი უნდა გაიჩითოს...

Posted by: Universe´ 4 Feb 2022, 20:23
შემყვარებია სიზმარში. ან უფრო სწორედ რომ ვთქვა, გამიაზრები იმ ადამიანის ბუნება და შემყვარებია. სიზმარში ხომ თავისუფალია გონება, ფანჯრები ღიაა გაზაფხულის ნიავი დაქრის

Posted by: Artist 4 Feb 2022, 22:45
vita.
QUOTE
თუ მიხვდება, რა გააკეთა, ისევ მისი განვითარებისთვის იქნება კარგი.
ვაპატიებ, ადამიანურად, მაგრამ ჩემი მეგობარი ,მეორედ, , ვერასოდეს გახდება.

ეტყობა შენს ქვეცნობიერს უნდა ეს შერიგება, მაგრამ დღის ცნობიერებაში ის გახსენდება სულ, რომ
მაგრად გაწყენინა... სიზმარიც მაგის მაჩვენებელია. მეგობარი შეიძლება ვერ გახდეს მაგრამ მიტევება
კარგი საქმეა... smile.gif

Crøs
QUOTE
სიზმარში შეგყვარებიათ ვინმე?

არა მაგრამ ვინც მიყვარდა ის კი მინახია სიზმარში...
Universe´
QUOTE
შემყვარებია სიზმარში. ან უფრო სწორედ რომ ვთქვა, გამიაზრები იმ ადამიანის ბუნება და შემყვარებია. სიზმარში ხომ თავისუფალია გონება, ფანჯრები ღიაა გაზაფხულის ნიავი დაქრის

მერე? რეალში არ იცნობ იმ პიროვნებას არ დაკარგო, თუ იცნობ.... smile.gif

* * *
theodous
QUOTE
ბოლო პერიაოდია მისტკები მესიზმრება

კონკრეტულად რა? მისტიკის დასიზმრება რას ნიშნავს, მისტიური რაიმე ქმედებები?

Posted by: Universe´ 4 Feb 2022, 23:01
Artist
მერე არაფერი )

Posted by: Artist 4 Feb 2022, 23:03
Lasha244
QUOTE
საიდან მოდის სიზმარი? რისი შედეგია?

ადამიანი ძილის დროს გადის სულიერ სამყაროში ყოველი ძილის დროს ხდება ეს...
ხოდა როდესაც გადის ან შემოდის ანუ ჩაძინებისას ანდა გაღვიძებისას ხედავს სიზმარს...
ანუ გარკვეულ ზღურბლზე გადასვილისას ან გადმოსვლისას... smile.gif აი ამიტომაა საინტერესო
სიზმარი. სიზმარს ადამიანი უფრო გაღვიძებისას იმახსოვრებს და იქ თამაშდება ქვეცნობიერი
ამბები ანუ რაც ადამიანს ქვეცნობიერში აქვს და ემატება სულიერ სამყაროს განცდაც აი ამიტომ
არის სიზმარში შერეული განცდები, დღის ცნობიერებიდან ქვეცნობიერის და სულიერიდან
გამოყოლილი არამიწიერის შენარევი... სიზმარს ძალიან მცირე დრო სჭირდება ფაქტიურად
არც კი გადის დრო სიზმრისას, არადა ისეთი განცდაა თითქოს მთელი ღამე ნახულობდი სიზმარს...

მაგალითად: როდესაც ადამიანს აღვიძებს რაიმე დაბრახუნება, ის ერთ გაელვებაში ასწრებს სიზმრის
ნახვას ანუ როგორ ტენიან ქვემეხს და იმ ბრახუნის დროს ხდება გასროლა... ანუ დროს წინაც უსწრებს
ზოგჯერ სიზმარი..

აი ესაა, მოკლედ ნათქვამში ჩატეული სიზმრის შესახებ, რისი თქმაც შეიძლება... smile.gif

Posted by: masai11 5 Feb 2022, 12:21
QUOTE (Toots @ 3 Feb 2022, 13:14 )
არ მჯერა მაგრამ ერთი გარდაცვლილი ახლობელი მესიზმრება ამ ბოლო დროს ხშირად და მეორე დღეს სულ არასასიამოვნო და ცუდი ამბები მეჩითება.
უკვე მანდრაჟში ვარ რო მესიზმრება უკვე ველოდები იმ დღეს რამე ცუდი უნდა გაიჩითოს...

პანაშვიდი გადაუხადე და დაგანებებს თავს.
* * *
კიდევ ერთი ძაან უცნაური სიზმარი დამესიზმრა.
მივლინებაში ვიყავით. თანამშრომელმა აფხაზეთში გადავალთ უცებ ახლობლებს ვნახავო. გადავედით, მივედით ოჯახში, მე გარეთ გამოვედი, ზღვას და არე-მარეს ვათვალიერებდი.
ამ დრო მოვიდნენ რუსი სამხედროები და დამაპატიმრეს, ჩამსვევ "ვარონკაში" და წამიყვანეს სოხუმში, კპზ-ზე. ამ ვარონკაში სხვებიც ისხდნენ, დაპატიმრებულები. ვუზიარებდი აღშფოთებას - სამსახურის საქმეზე ვარ მეთქი და რამე. პირადობის მოწმობა გაქვო? ერთ-ერთმა დაპატიმრებულმა მანქანაში. კი მეთქი, მოვძებნე პორთმაში და ვერ ვიპოვე, მარტო სამსახურის მოწმობა მქონდა.
მერე რაღაცნაირად აღმოვჩნი შუა ქალაქში, სვაბოდაზე, მაგრამ ვიმალებოდისავით, ისევ აქეთ, კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის გზებს ვეძებდი.
იქ ახალგარდების ჯგუფი შევნიშნე, ისხდენენ, ბირჟასავით ჰქონდათ. ქართველებად მივიჩნია, მივედი და ვუუთხარი რაღაც საქმე მაქვს და ერთი წუთით მოდით მეთქო, მე ვერ მივუახლოვდი თითქოს ადგული სადაც ისინი ისხდნენ ტალახით და ლაფით იყო მოფენილი და მე არ მინდოდა დავსრილიყავი.
მოვიდა ერთი და ნამიოკებით მივახვედრე რომ "იქიდან" ვარ და უკან დაბრუნება მინდა. კონსპირაციულად ამიყვანა სადღაც კაფეში, ვიღაც ქალი უნდა ქგევნახა ცინც ამ საქმეეს აგვარებდა. არ დაგვხვდა ადგილზე, ვეძებდით, ვეძახოდით.
მერე ვიღაც გოგოს გვერდით აღმოვჩნდი, ის ზრუნავდა ჩემს გადმოყვანაზე და უსაფრთხოებაზე. მივდიოდით სადღაც, რაღაც ხიდზე გადავედით თან აქტიურად მესაუბრებოდა, კრიტიკულად აფასებდა არსებულ მდგომარეობას, საყვედურებს ამბობდა მთავრობაზე, ჩვენზე, კაცებზეც. რაღაც დაწესებულებაში მივედით - საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობა იყო, იქ უნდა შევხვედროდით ვიღაცეებს. არ დაგვხვდნენ და ველოდებოდით. ისევ ვსაუბრობით, უფრო ისე. ვიგრძენი რომ მომწონდა.
რა გქვია მეთქი ვკითხე.
გამიღიმა, ლოყახე მომეფერა ძალიან თბილად და მითხრა მე ურანია მქვიაო.
რა მეთქი, გავუმეორე კითხვა. უ რ ა ნ ი ა - გამიმეორა იმანაც.
მე ხელზე მივეფერე და ვაკოცე.
უცებ მოვიდნენ ის ადამიანები ვისაც ჩვენ ველოდებოდით და ჩვენი ეს მოკლე ინტი შეწყდა. თითქოს შევკრთით.
გამომეღვიძა.

რაის სოსხუმი, რაის ურანია.
არა სოხუმი ისე უკვე მეხუთედ დამესიზმრა. 1 - ჯერ ვარ ნამყოფი სულ.

Posted by: MasterJC 6 Feb 2022, 22:59
QUOTE (Crøs @ 3 Feb 2022, 11:23 )
სიზმარში შეგყვარებიათ ვინმე?

.....

კი
ასე 15 წლის ასაკში ვიყავი +/-

ჰოდა უცხოპლანეტელები მესიზმრა, იისფერები,და დედამიწა აყარეს. ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ
და ერთი შემიყვარდა, და იმასაც ვევასე და ბოლოს ერთად დავკერეთ უფროსობა და ადამიანებს შეეშვნენ და წავიდნენ givi.gif

Posted by: bigmaster 7 Feb 2022, 00:55
ძაან სასიამოვნო სიზმარი ვნახე და ბედნიერების გრძნობით გამეღვიძა მაგრამ ბოლო პატარა მომენტი მახსოვდა მარტო
გული დამწყდასავით და არ მინდოდა გაღვიძება ისევ დავხუჭე თვალები და ვცდილობდი გამეხსენებინა სიზმარი, ამ დროს გონება გავთიშე როგორც მედიტაციისას შვრებიან, რეალობაზე ფიქრი შევწყვიტე ლოგინიდან ადგომაზე ან გამოფხიზლებაზე და ა.შ, და ამის პარალელურად მთელი ძალით შევეცადე სიზმრის გახსენება და იქ დაბრუნება, მთელი გონება სიზმრის გახსენებისკენ მივმართე და ჩემდა გასაკვირად თანდათან მკაფიოდ და ნათლად ვიხსენებდი მთლიან სიზმარს რაც გაღვიძების დროს აღარ მახსოვდა, ვაფშე მთლიანი სიზმარი გავიხსენე ყველა დეტალით რაღაცნაირად ვიყავი მაგ მომენტში თითქოს ნახევრად მეძინა ნახევრად მეღვიძა მაგრამ მაგ სიზმარს თავიდან არ ვხედავდი უბრალოდ მახსენდებოდა და თავიდან განვიცდიდი ამ შეგრძნებებს

გქონიათ ეგეთი შემთხვევა როდისმე?
* * *
Universe´
QUOTE
შემყვარებია სიზმარში. ან უფრო სწორედ რომ ვთქვა, გამიაზრები იმ ადამიანის ბუნება და შემყვარებია. სიზმარში ხომ თავისუფალია გონება, ფანჯრები ღიაა გაზაფხულის ნიავი დაქრის

ეგრე მომივიდა ამ სიზმარში თან ის გოგო დიდი ხანია არ მინახია, სიზმარში მოვწონდი მასაც დაჟე კანზე შევეხე და რა კარგი კანიგაქვთქო ვუთხარი გარშემო სხვებიც იყვნენ ისევ თავისებურად ღადაობდა როგორიც მახსოვდა და ასხივებდა თავის სილამაზეს და ქალურობას <3

Posted by: MasterJC 7 Feb 2022, 01:10
სიზმრებს შლით ხოლმე?

ვგულისხმობ ნაწილებად დაშლას და გაანალიზებას
ვინ რატომ დაგესიზმრა
სიტუაცია
ფერები
სიტყვები
სამოსი და ა.შ.

მერე უცებ აღმოჩნდება რომ ყველაფრის მიზეზი იცი რა და რატომ მოხდა და არაფერსაც არ ნიშნავდა ეგ სიზმარი რეალურად


ნუ ადრ ეუფრო იყო იდუმალი სიზმრები

ან მერე უფრო გაქექილი გავხდი

Posted by: Lasha244 7 Feb 2022, 12:26
Artist

QUOTE
არადა ისეთი განცდაა თითქოს მთელი ღამე ნახულობდი სიზმარს...


კი,ნამდვილად მასეა yes.gif


Posted by: Universe´ 7 Feb 2022, 18:02
bigmaster
QUOTE
ეგრე მომივიდა ამ სიზმარში თან ის გოგო დიდი ხანია არ მინახია, სიზმარში მოვწონდი მასაც დაჟე კანზე შევეხე და რა კარგი კანიგაქვთქო ვუთხარი გარშემო სხვებიც იყვნენ ისევ თავისებურად ღადაობდა როგორიც მახსოვდა და ასხივებდა თავის სილამაზეს და ქალურობას <3

რაზე დამთაგე ვერ დავაკავშირე

მაგრამ გილოცავ
რავი ))

Posted by: POKERISBLUFF 9 Feb 2022, 20:06
es ori dgea magari kle sizmrebi mesizmreba tan verc vegarapers vaketeb skilli agar mak agaranairi sanam dasasrulamde ar midis sizmari ver vmodzraob titkos, bolos ki megvidzeba mara ragac gancdebit wamovvardebi xolme filmebshi rogorc aris
arda arasdros mkonia msgavsi facepalm.gif

artist ikneba gvishvelo

Posted by: Arcbell 9 Feb 2022, 22:34
განმეორებითი სიზმრები მაწუხებს.
მთლად საშინელებას ვერ დავარქმევ, თუმცა ძალიან უსიამოვნოა.
სხვადასხვა სიტუაციები მესიზმრება, თუმცა ერთი და იგივე ელემენტით - მინდა გავლა ფეხით, სიარული რაღაც მიმართულებით, თუმცა ძალიან მიჭირს - ფეხი არ მტკივა, მაგრამ ძალიან ნელა ვდგამ ნაბიჯს, თითქმის შეუძლებელია გადაადგილება, და ასე მივდივარ ხოლმე, ხანდახან ხოხვითაც დაწოლილ მდგომარეობაში მიწევს გადაადგილება.
არ ვიცი, რამე ფიზიკური მომენტია თუ ფსიქოლოგიური, თუმცა ძალიან დამღლელია ასეთი ტიპის სიზმრები. ბავშვობიდან მესიზმრება, უკვე ბევრი წელია.

Posted by: MasterJC 9 Feb 2022, 22:44
Arcbell
სიზმარი რომ დაშალო ნაწილებად?
რა ნაწილი რატომ ჩაგყვა?

დეჟა ვუ მქონია ძალიან ხშირად
უცნაური ისაა, რომ ერთი და იგივე სიზმარი რამდენჯერმე მესიზმრა და ამიხდა
ოღOნდ ჯერ სიზმარი იყო თუ ახდენა, არ მახსოვს
ანუ მესიზმრა ბევრჯერ, ამიხდა, და დეჟავუ მქონდა


სხვა სიტუაციაშიც მქონია იგივე

დამესიზმრა რაღაც,დ ა მეორე დღეს იდენტურად ახდა

spy.gif

Posted by: POKERISBLUFF 11 Feb 2022, 21:32
QUOTE (POKERISBLUFF @ 9 Feb 2022, 21:06 )
es ori dgea magari kle sizmrebi mesizmreba tan verc vegarapers vaketeb skilli agar mak agaranairi sanam dasasrulamde ar midis sizmari ver vmodzraob titkos, bolos ki megvidzeba mara ragac gancdebit wamovvardebi xolme filmebshi rogorc aris
arda arasdros mkonia msgavsi facepalm.gif

artist ikneba gvishvelo

kide grdzeldeba

kle sizmrebis d####s SH####I facepalm.gif

Posted by: nigo 13 Feb 2022, 13:36
ძალიან მეშინია ცუდი სიზმრების,არ არსებობს,არ ამიხდეს და ინტუიციაც მაშინებს,როცა ვიცი,რომ მოხდება,მაგრამ შეცვლა არ შემიძლია.

Posted by: forumistvis 13 Feb 2022, 16:58
კოვიდი ახალი მოხდილი მაქვს, ყოველ დღე მეძინება ერთი საათი მაინც და აუცილებლად ვხედავ სიზმრებს.
ცოტა უცნაურად მეჩვენება ეს ყველაფერი. მაღალმა სიცხემ შეიძლება ცნობიერებაში რაიმე პროცესები გამოიწვია?

Posted by: Arcbell 15 Feb 2022, 11:16
ხშირად გამოღვიძების შემდეგ ისეთი შეგრძნება მექმნება, თითქოს თითქმის იგივე სიზმარე ვნახე როდისღაც, მაგრამ როდის არ მახსოვს საერთოდ biggrin.gif

Posted by: Artist 15 Feb 2022, 17:01
POKERISBLUFF
QUOTE
artist ikneba gvishvelo

შეეცადე დაძინების წინ იფიქრო იმაზე, რომ სიზმრებს გააცნობიერებ და ვერ შეგბოჭავენ ცუდი სიზმრები ამ გაცნობიერების გამო...
და მოგეშვება ასეთი სიზმრები... თუ შესძლებ და ყოველი ძილის წინ ჩაატარებ ასეთ რაღაცას, გაიხსენებ უკუმიმართულებით
განვლილ დღეს ანუ მთავარ მოვლენებს ამ დღისას და ასე დაიძინებ მაშინ უფრო კარგად წავა საქმე... smile.gif

პს. მთავარია ამ გასხენებისას შეეცადო რაიმე ერთი ან ორი დეტალი გაიხსენო ისეთი რომელიც ნაღდად არ გახსოვს ანუ ქვეცნობიერიდან
ამოქაჩო... მაგალითად: დღის განმავლობაში შეხვდი რომელიმე ნაცნობს, გახსენდება რაზეც ილაპარაკეთ, მაგრამ არ გახსოვს როგორი ღილები
ჰქონდა პერანგზე ანდა როგორი ზონრები ჰქონდა ფეხსაცმელზე, ხოდა წარმოიდგინე ის სიტუაცია შედი იმ სიტუაციაში და შეეცადე დააკვირდე
ასეთ რაღაცეებს და გაიხსენო... smile.gif თავიდან ერთიც საკმაროსია ერთი შემთხვევა განვლილი დღის აღქმებისგან... სიზმარიც უცბად დაგირეგულირდება...
* * *
Arcbell
QUOTE
განმეორებითი სიზმრები მაწუხებს.

შენც იგივეს გირჩევდი... რაც ზემოთ დავპოსტე...
smile.gif

Posted by: POKERISBLUFF 20 Feb 2022, 21:23
WWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWWW

Posted by: Grows 20 Feb 2022, 21:49
forumistvis
QUOTE
კოვიდი ახალი მოხდილი მაქვს, ყოველ დღე მეძინება ერთი საათი მაინც და აუცილებლად ვხედავ სიზმრებს.
ცოტა უცნაურად მეჩვენება ეს ყველაფერი. მაღალმა სიცხემ შეიძლება ცნობიერებაში რაიმე პროცესები გამოიწვია


კოვიდმა მენტალური პროცესები დაძრა
სიზმარი ტვინის მცდელობაა გადაალაგოს და გადახარშოს გადაუხარშავი ფიქრები, განცდები, ემოციები
მოდუნდი და მიეცი ტვინს საშუალება იმოქმედოს

Posted by: jjkk 20 Feb 2022, 23:33
სიზმრებს რომ ვერ ვხედავ, არაა კარგი ამბავი არა?

Posted by: forumistvis 21 Feb 2022, 22:25
Grows
მადლობა ახსნისთვის.
..................................

Posted by: Artist 22 Feb 2022, 00:11
jjkk
QUOTE
სიზმრებს რომ ვერ ვხედავ, არაა კარგი ამბავი არა?

ეტყობა ძალიან სწრაფად იძინებ და იღვიძებ... სიზმარს ძილბურანში ხედავს ადამიანი..smile.gif

Posted by: Grows 22 Feb 2022, 01:30
jjkk
QUOTE
სიზმრებს რომ ვერ ვხედავ, არაა კარგი ამბავი არა?


ძალიანაც კარგი ამბავია რეალურად. სიზმარი გარკვეულწილად გლიჩია მატრიცაში. ანუ იდეალურ შემთხვევაში ადამიანi ვერ უნდა "ხედავდეს" სიზმრებს, ასე მგონია.
რასაც ჩვენ სიზმარს ვეძახით, არის ქვეცნობიერის მექანიზმი რომ ღვიძილის მდგომარეობაში მიღებული ინფორმაციული, ვიზუალური, ემოციური და სხვა "მასალა" გადახარშოს, გადაამუშაოს და თავისი ადგილი მიუჩინოს.
ამას ტვინი აკეთებს ყოველ ღამე. ძილის მთავარი არსი სწორედ ესაა.
ჩვენ რასაც სიზმრის "ნახვას" ვუწოდებთ არის ჩვენი ცნობიერის მიერ გარკვეულ მომენტში ქვეცნობიერის პროცესებზე დაკვირვების მდგომარეობა, რომელიც ძილ-ღვიძილის მდგომარეობის გამო დგება. ანუ ამ დროს არ სძინავს ცნობიერს ბოლომდე და შესაბამისად ავტომატურ რეჟიმში აკვირდება ქვეცნობიერის მიერ ტვინის დეფრაგმენტაცია-დალაგების პროცესს.

როცა სიზმარს "ნახულობ", ამით გარკვეულწილად ფერხდება კიდეც დალაგების პროცესი, რადგან ცნობიერი ერთვება, იწყებს გახსენებას, ფიქრს, ეს რატომ დამესიზმრა? ის რას ნიშნავდა? რატომ დავფრინავდი სიზმარში? მთები რატომ იყო ვარდისფერი? და ა.შ. სრულიად არასაჭირო პროცესები იწყება ტვინში და დრო იკარგება ტყუილად. არადა საერთოდ არ არის საჭირო ამ პროცესში ცნობიერის მონაწილეობა. ქვეცნობიერმა თავად იცის როგორ და სად დაალაგოს ინფო.

მოკლედ, დაიკიდე biggrin.gif

Posted by: Crøs 22 Feb 2022, 01:42
სასწაული სიზმარი ვნახე წუხელ.
რაღაც ორკებისნაირ პატარა არსებებს გამოვექეცი დიდი გორის ქვეშ,თან ვიმალებოდი და ამ გორაზე ავდიოდი. მწვანე ხასხასა ბალახებით და აქა-იქ კლოვანი ლოდებით იყო დაფარული,რაზეც ვებობღებოდი და ავდიოდი. შემდეგ ზემოთ მარტო ბალახი იყო და შიშველა ფეხით რომ დავდიოდი რბილი და სასიამოვნო მიწა იყო ქვეშ.
ბოლოს ამ დიდი მრგვალი გორის წვერზე მოვექეცი და ულამაზესი ხედი გადაიშალა დაბლა. ამ წვერზე პატარა ტბასავით იყო,ასე ერთი ოთახის ფართის და ძალიან კამკამა წყალი იყო შიგ,ძირიც კი ჩანდა,თუმცა ადამიანის სიმაღლის იქნებოდა სიღრმე. ხოდა გავიხადე რაც კი მეცვა,თან გარშემო ვიყურებოდი ვინმე ხომ არ მხედავდა და ჩავედი ნელ-ნელა წყალში,ჩემს სხეულს ვხედავდი ისეთი გამჭირვალე იყო წყალი. უცებ ფეხები რომ დავდი ძირზე წყალმა ამღვრევა დაიწყო,არა შავად,არამედ რაღაც მოთეთროდ და შემეშინდა და ამოვხტი ეგრევე და მერე კი გამომეღვიძა კიდეც.
დიდი ხანია ასეთი სუფთა წყალი არ მინახავს სიზმარში და ახლაც სულ გონებაში მიტრიალებს ის კადრი და რაღაც ენითაუწერელი შეგრძნება მაქვს.

Posted by: Aleqto 22 Feb 2022, 23:38
უამრავი სიზმრის ფრაგმენტი...ერთმანეთთან თითქოს არც ერთი არ იყო ბმაში...ყველაზე ვიცოდი რომ სიზმარი იყო ,ალბათ ამიტომაც ვერ მოვახერხე დამახსოვრება.

მხოლოდ 1 მომენტი მახსოვს...უუგრძელესი და ძააალიან გრძელი სწორი შავი თმა მქონდა...ერთი ხელის მუჭში მქონდა მოქცეული, ვცდილობდი ამეწია და კიკინა გამეკეთებინა...თმა აშკარად მე მება თავზე, თუმცა შეგრძნება მქონდა რომ ჩემი არ იყო რადგან მე არ მაქვს ეგეთი შავი და ჩამოსხეპილი თმა...

ჰეჰ...ფერადი სიზმარი მინახავს ... რომ დავწერე ეხლაღა გავაცნობიერე smile.gif

Posted by: POKERISBLUFF 27 Feb 2022, 23:36
XXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXX

Posted by: Arcbell 6 Mar 2022, 23:31
გაღვიძების მერე რომ აცნობიერებ, რატომ გესიზმრება ეს შემაწუხებელი სიზმრები და მაინც რომ ვერაფერს უხერხებ. mad.gif
anxiety სიზმრები, ამ ბოლო დროს უფროდაუფრო მეტი მესიზმრება და მთელი ღამე ვიტანჯები ხოლმე biggrin.gif

Posted by: Aleqto 7 Mar 2022, 01:16
QUOTE
გაღვიძების მერე რომ აცნობიერებ, რატომ გესიზმრება


ამ ბოლოს "გამეხსნა" და თავიდან შევშფოთდი...ეხლა ჩამეცინება ხოლმე...ზოგჯერ მაფიქრებს საიდან რა გამომდინარეობს თურმე...
ჭეშმარიტება დეტალებშია wink.gif

Posted by: Universe´ 9 Mar 2022, 14:59
ჰორიზონტზე მზე ამოიწვერა.. ყველას თავისი მზის ამოსვლის დრო ჰქონდა და მრავალჯერ თენდებოდა. ამჯერად მისით ინათა, ცეცხლივით მოედო ცის კალთას... გვერდით
გვერდით რომ გაგეხედა იისფერ ნაცრისფერი ცაზე, როგორც სარკის ანარეკლი, თითქოს იქაც თენდებოდა, ნაცრისფერი რკალები ზემოთ ზემოთ იწევდნენ
...

Posted by: Crøs 9 Mar 2022, 23:14
QUOTE
სასწაული სიზმარი ვნახე წუხელ.
რაღაც ორკებისნაირ პატარა არსებებს გამოვექეცი დიდი გორის ქვეშ,თან ვიმალებოდი და ამ გორაზე ავდიოდი. მწვანე ხასხასა ბალახებით და აქა-იქ კლოვანი ლოდებით იყო დაფარული,რაზეც ვებობღებოდი და ავდიოდი. შემდეგ ზემოთ მარტო ბალახი იყო და შიშველა ფეხით რომ დავდიოდი რბილი და სასიამოვნო მიწა იყო ქვეშ.
ბოლოს ამ დიდი მრგვალი გორის წვერზე მოვექეცი და ულამაზესი ხედი გადაიშალა დაბლა. ამ წვერზე პატარა ტბასავით იყო,ასე ერთი ოთახის ფართის და ძალიან კამკამა წყალი იყო შიგ,ძირიც კი ჩანდა,თუმცა ადამიანის სიმაღლის იქნებოდა სიღრმე. ხოდა გავიხადე რაც კი მეცვა,თან გარშემო ვიყურებოდი ვინმე ხომ არ მხედავდა და ჩავედი ნელ-ნელა წყალში,ჩემს სხეულს ვხედავდი ისეთი გამჭირვალე იყო წყალი. უცებ ფეხები რომ დავდი ძირზე წყალმა ამღვრევა დაიწყო,არა შავად,არამედ რაღაც მოთეთროდ და შემეშინდა და ამოვხტი ეგრევე და მერე კი გამომეღვიძა კიდეც.
დიდი ხანია ასეთი სუფთა წყალი არ მინახავს სიზმარში და ახლაც სულ გონებაში მიტრიალებს ის კადრი და რაღაც ენითაუწერელი შეგრძნება მაქვს.

აშკარად ომს მოასწავებდა ეს სიზმარი.მთავარია ახლა ის ამღვრეული წყალი ატომური ბომბი არ იყოს.

Posted by: UFolk 10 Mar 2022, 17:37
გვიან ვიპოვე ეს თემა, სადღაა ძილი უძილობა ავიკიდე მგონი mad.gif

Posted by: Artist 11 Mar 2022, 00:05
Aleqto
QUOTE
ამ ბოლოს "გამეხსნა" და თავიდან შევშფოთდი...ეხლა ჩამეცინება ხოლმე...ზოგჯერ მაფიქრებს საიდან რა გამომდინარეობს თურმე...
ჭეშმარიტება დეტალებშია

დიახ ... მალე ბევრს "გაეხსნება" და სიმშვიდით უნდა შეხვდეს ადამიანი ამას....

Universe´
QUOTE
ჰორიზონტზე მზე ამოიწვერა.. ყველას თავისი მზის ამოსვლის დრო ჰქონდა და მრავალჯერ თენდებოდა. ამჯერად მისით ინათა, ცეცხლივით მოედო ცის კალთას... გვერდით
გვერდით რომ გაგეხედა იისფერ ნაცრისფერი ცაზე, როგორც სარკის ანარეკლი, თითქოს იქაც თენდებოდა, ნაცრისფერი რკალები ზემოთ ზემოთ იწევდნენ
...

ეს გაბრწყინების მომასწავლებელი უფროა, იგივეს ვიტყოდი კროსის სიზმარზეც, მაგრამ სამწუხაროდ არ მაქვს უფლება მის პოსტებს შევეხო...


Posted by: Universe´ 11 Mar 2022, 00:35
Artist
გაბრწყინება დიდი აფეთქება თუ არ იქნება, მაშინ შენ პირს შაქარი, მერე რა რომ დეფიციტშია, ისეც მავნეა, ცოტა კი იქნება სადმე, ბევრი გასაფერადებელი ნახატი, შენიშვნების დიდი წიგნაკი და რაც გულს გაუხარდება
აღარ გამოვხტები აწი ჩემი ოფოფებით და ნეგატიური შეფასებებით

Posted by: forumistvis 11 Mar 2022, 00:44
ხშირად მესიზმრება გარდაცვლილი მამა... რთულია ეს სიზმრები, მაგრამ მე მათ მხოლოდ ჩემი განცდების სიმბოლურ გამოხატულებად მივიჩნევ.

Posted by: Universe´ 11 Mar 2022, 13:13
ღამით დამესიზმრა ერთი ადამიანი თოვლიანი იყო პეიზაჟი, მინდორში გაკვალული ბილიკი, ბილიკის პირას დაბალი უფოთლო ბუჩქნარი, ბამბის ყვავილებივით გადაპენტილი
ალვები
დათოვლილი
ამ სურათის მოცისფრო სუნთქვად გადაიქცა. მეხსიერებაში დაილექა
დავემშვიდობე <3

Posted by: Aleqto 11 Mar 2022, 23:15
Artist
QUOTE
მალე ბევრს "გაეხსნება"


ვითომ რატომ? რასთან აკავშირებ გახსნა-არ გახსნას?


Posted by: Universe´ 12 Mar 2022, 17:58
ბებო დამესიზმრა გარდაცვლილიყო :/ მერე გაცოცხლდა, პაპიკოსთან ვიყავი, ვნახე
დაპატარავდა, ფეხები ტკივა ცოტა, მაგრამ კარგადააო მშობლებთან და დედმამიშვილებთან ერთადო

Posted by: forumistvis 12 Mar 2022, 18:17
Artist
QUOTE
ეს გაბრწყინების მომასწავლებელი უფროა,

რას ნიშნავს გაბრწყინება?

Posted by: Artist 14 Mar 2022, 05:07
forumistvis
QUOTE
რას ნიშნავს გაბრწყინება?

ეს ნიშნავს იმას, ჩემი აზრით, რომ გაბრწყინებულ ქვეყანაში იქნება ისეთი
სიხშირეები რომელსაც ბოროტი ადამიანი ვერ გაუძლებს და მხოლოდ კეთილი
გულით განწყობილ ადამიანი შესძლებს იმ ქვეყანაში ცხოვრებას, ანუ ბოროტნი
დასტოვებენ ქვეყანას და მხოლოდ კეთილნი შესძლებენ იქ ცხოვრებას... აი ესაა
გაბრწყინებული ქვეყნის ცხოვრების ფორმა და მისი არსი...ეს გარეგნული სიხშირე
არაა რა თქმა უნდა... სულიერი სიხშირეებია, რომელიც ბოროტებას განდევნის...

Posted by: Universe´ 25 Mar 2022, 13:41
აუჰ, სიზმარი გამახსენდა

გუშინ მგზავრობისას გვერდით სანდომიანი ქალი მეჯდა. შავი ფერი ხელჩანთიდან წიგნი ამოიღო
გოგებაშვილის მოთხრობები
მოლურჯო ფერით დაწერილი.
ილუსტრაციებით.
თვალი დამრჩა და ვეღარ მოვაშორე. სანამ ბოლო გვერდს ჩაჰკირკიტებდა, სარჩევს ფურცლავდა, მერე თავფურცელზე გადმოშლიდა, ველოდი, შუაგულშიც ჩაეხედა, ერთად წაგვეკითხა.
კითხვა არ გამოვიდა. სამაგირეოდ გაჩერებას რომ მივუახლოვდით, ერთად ავდექით, სკამებს შორის გამოვედით.
ავტობუსმა ისეთი დაამუხრუჭა, ხელკავი გამოვდე და ლამის ჩავიყვანე კიდეც... თურმე აქ არა, შემდეგზე აპირებდა. გადაიკისკისა, არაფერია, არფერიო.
მე ჩამოვედი. ვდგავარ და ვიყურები
სად ვარ
...
ბოლოს ვიცანი. სწორ ადგილას, სახლთან ვყოფილვარ )))

სიზმარში ის წიგნი დამესიზმრა, ვკითხულობდი და ვიცინოდი. :დ
არ მახსოვს იაკობის მონათხრობიები სინამდვილეშიც სახალისოა?


სახლში ძველებური, გაპრიალრბილი ავეჯი და გუგულის საათი ექნებოდა ვიცი

Posted by: Artist 1 Apr 2022, 22:46
Universe´
QUOTE
სახლში ძველებური, გაპრიალრბილი ავეჯი და გუგულის საათი ექნებოდა ვიცი

კარგი თხრობა გაქვს...

Posted by: illuminatiQUEEN 2 Apr 2022, 05:40
სიზმარში ჰეროინი გავიჩხირე biggrin.gif და აი ძაან გამისწორდა biggrin.gif biggrin.gif არადა არ მაქ გასინჯული მარა რაც ვიგრძენი მერე რო მოვძებნე ინტერნეტში ზუსტად იგივე შეგრძნებები მქონდა როგორც აღწერენ biggrin.gif. იმენა სასიამოვნო სიცილით გავიღვიძე დილით biggrin.gif ძაან უცნაურია რანაირად შეიძლება მომხდარიყო ან რას ნიშნავს ეგ სიზმარიbiggrin.gif

Posted by: Universe´ 2 Apr 2022, 12:55
Artist
არანაირად.


დათბა და შიშებმა გამოიღვძეს სიზმრებში.
კიბეებზე ასვლისას ისევ საფეხურებზე გაწოლილი, ან ბაქანზე დახვეული
დაკეტილ ოთახში არსაიდან შეპარულის ძებნა
პარანოიაა

Posted by: Artist 4 Apr 2022, 22:48
illuminatiQUEEN
QUOTE
უცნაურია რანაირად შეიძლება მომხდარიყო ან რას ნიშნავს ეგ სიზმარი

ქვეცნობიერი შთაგონებითი ქმედებაა, მაგას ისეთი ძალა აქვს, რომ მაგ დროს გამოიყოფა
გარკვეული ნარკოტიკი ადამიანში და ეგაა ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი რაც კი არსებობს,
თანაც უსაფრთხო... მედიტაციის დროსაც იგივე ხდება მაგრამ უფრო მცირე დოზებით,
გააჩნია რამდენად წინ წასულია ადამიანი... ფანატიზმის დროსაც გამოიყოფა იგივე...
მთავარია სწორად გაგება და გამოყენება ამ ნარკოტიკის... smile.gif

პს. როდესაც ადამიანი გარეგნულად იღებს ნარკოტიკებს, მაშინ ის თავისი ნარკოტიკი
წყვეტს გამოყოფას და ეჩვევა იმ გარეგანში მიღებულ ნარკოტიკს... ხოდა "ლომკებიც" მანდედან
მოდის, საკუთარი ნარკოტიკის არ ქონიდან, ყოველი შეხება თუნდაც კლავიატურასთან იწვევს
ტკივილს... აი მიზეზი...
* * *
Aleqto
QUOTE
ვითომ რატომ? რასთან აკავშირებ გახსნა-არ გახსნას?

ნეგატიური ძალების მომძლავრებასთან ვაკავშირებ, ის ცდილობს რომ
ადამიანებს ნაადრევად გაუხსნას ხილვები და მოუმზადებლობის გამო
ადამიანების ქაოსურ დამოკიდებულებას გამოიწვევს, რასაც უნდა იმას
მოაჩვენებს და ერთიმეორეს გადაჰკიდებს... აი მიზეზი...

Posted by: POKERISBLUFF 5 Apr 2022, 20:08
2წლიანი ძილი გააძრე ადმინ რა იქნება down1.gif

Posted by: Theatre of dreams 15 Apr 2022, 13:46
სალამი...
ბოლო პერიოდია სიზმარში ცხოველები მესიზმრება და იქნებ რამე ახსნა ქონდეს smile.gif
პირველად სახლში მისულს ვეფხვები დამხვდა, დიდებიც იყვნენ და პატარებიც და მაგ შეხვედრამ შედარებით აგრესიულად ჩაიარა, ბრძოლაში. ვინ როგორ გაიმარჯვა ზუსტად არ მახსოვს მარა მაგის მერე ეზოში რო ჩამოვედი ეგ დამამახსოვრდა და გადავრჩენილვარ.
მეორედ ისევ ვეფხვები იყვნენ, ახლა უკვე სოფლის სახლის ჭიშკართან. რო გავიხედე დედაჩემის მოტანილ რაღაც ხორცს ჭამდნენ, რაც წესით ჩვენთვის იყო განკუთვნილი და მაგაზე გავბრაზდი მეთქი ეგ თქვენთვის არ არის და რაღაც გადავარტყი.
მესამედ უკვე დათვები დამესიზმრნენ, დედა-შვილი. ქუჩაში ვიყავი და რო შევამჩნიე მეთქი აქ რა უნდათ. შემდეგი სურათი რაც მახსოვს უკვე ძირს ვაგდივარ, დათვი მაზის ზემოდან და ხელებით ვეწინააღმდეგები. შეგრძნება რაც დამამახსოვრდა ის იყო რო არ მეშინოდა, თითქოს ვაკონტროლებდი. ხელებს პირზე ვაფარებდი და ის მიკვირდა ბრძოლაში ხელებს რატო არ იყენებსთქო. მერე სხვები დამეხმარნენ და გამოვძვერი. მახსოვს იმაზე ვდარდობდი რო არაფერი დაეშავებინათ დათვისთვის, მაგრამ მერე ის აზრი შემოვიდა რო მამენტ მაგ ადამიანების ადგილას მეც მასე მოვიქცეოდი. სავარაუდოდ ვიღაც მაინც დააზიანა ამ დათვმა.
გუშინ უკვე საკუთარი ლომი მყავდა )), ჩემი გაზრდილი, რომელსაც ქუჩაში დავასეირნებდი პავადოკით smile.gif) რაღაც მომენტში ავუშვი და ძაღლს გაეკიდა, რაზეც გავბრაზდი, დავიჭირე, ძირს დავაგდე და ზემოდან შემოვაჯექი გასაკონტროლებლად. რაღაც პერიოდი მასე ვიყავით. დამშვიდდა, დამემორჩილა, მერე მომენტში პოზიცია შევიცვალე და წამოდგომა სცადა. აქ გამეღვიძა.
ჰოდა რა ხდება ჩემ თავს? უკვე საკუთარი ზოოპარკის გახსნაზე ვფიქრობ ))

Posted by: Artist 15 Apr 2022, 18:12
Theatre of dreams
QUOTE
ჰოდა რა ხდება ჩემ თავს? უკვე საკუთარი ზოოპარკის გახსნაზე ვფიქრობ ))

ზოოპარკისა რა მოგახსენო მაგრამ ერთი კარგი ჯიშიანი ძაღლი რომ იყოლიო არ იქნებოდა ურიგო...
მაგ. რიჩბეკი... ამ ძაღლებით ლომებზე ნადირობდენ ხოლმე... ლომზე გამახსენდა ეს ჯიში...

* * *
user posted image

ზურგზე აქვს ზოლი და ამიტომ ქვია რიჩბექი...

user posted image

Posted by: UFolk 16 Apr 2022, 20:50
Artist
მაგდენ კუანა ძაღლს, ერთი ლომი იყოლიოს yes.gif
ნაკლები ხარჯი ექნება
თან სიზმარსაც აიხდენს smile.gif
user posted image

Posted by: Artist 17 Apr 2022, 01:43
UFolk
QUOTE
მაგდენ კუანა ძაღლს, ერთი ლომი იყოლიოს

ერთი ძაღლი საკმარისია და ადვლია შოვნა, ლომს სად იშოვის და თანაც
შესაძლოა რომ იმ ლომის ლუკმადაც გადაიქცეს ... ეს ძაღლი სხვა ნადირზეც
კარგად ნადირობს, არა მარტო ლომზე... smile.gif

Posted by: UFolk 17 Apr 2022, 15:15
Artist
ერთ ძაღლს თუ მოწამლავ და ისე გადაუგდებ ლომს, როგორც დათვებზე ნადირობენ, კი ბატონო. smile.gif
მოშინაურებული ლომი ყავს სიზმრად, ლუკმად გადაქცევა ან ძაღლი რა საკადრისია. biggrin.gif
შოვნის სირთულეს რაც შეეხება, კარგი ყველაფერი რთულია.
2 ზე სწავლას ხომ ვერ ურჩევ ბავშვს, რადგან 10 ძნელია.
ისე ზოოპარკიც ახსენა და იქნებ მანდ უნდა მოეძებნა.
თან სიზმრის ახდენით ქართულად თუ არა, ინგლისურად ოცნების ახდენაც გამოდის yes.gif

Posted by: MasterJC 17 Apr 2022, 16:03
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Arcbell 19 Apr 2022, 00:02
იქნებ აქ რომ დავწერო, აღარ დამესიზმროს smile.gif biggrin.gif
აღარ მინდა ასეთი სიზმარი დამესიზმროს.
ერთი რაღაც (გარკვეულწილად საჭირო) ტყუილის გამო სულ ვიტანჯები სიზმრებში.
თანაც ვისთვისაც (ერთადერთი ადამიანისთვის) არასდროს მომიტყუებია ამის შესახებ, იმასთან, ან არაფერს ვამბობ და თითქოს ვმალავ სიმართლეს და რატომ, არ ვიცი.

Posted by: Universe´ 21 Apr 2022, 12:02
love.gif ისეთი კარგი ადამიანი მესიზმრა

Posted by: Artist 24 Apr 2022, 21:55
Arcbell
QUOTE
ან არაფერს ვამბობ და თითქოს ვმალავ სიმართლეს და რატომ, არ ვიცი.

ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა ზოგჯერ თქმითაც დაშავდების...

Posted by: Aleqto 25 Apr 2022, 00:24
Artist
QUOTE
ნეგატიური ძალების მომძლავრებასთან ვაკავშირებ, ის ცდილობს რომ
ადამიანებს ნაადრევად გაუხსნას ხილვები და მოუმზადებლობის გამო
ადამიანების ქაოსურ დამოკიდებულებას გამოიწვევს, რასაც უნდა იმას
მოაჩვენებს და ერთიმეორეს გადაჰკიდებს... აი მიზეზი...


ორიოდ დღის წინ ფბ-ზე ამომიგდო, თურმე ლალი მოროშკინაც ფიქრობს რომ ახლო მომავალში ადამიანებს გონება გაეხსნებათ და ცხოვრება გართულდება, რადგან ბევრ ისეთ რამეს შევამჩნევთ და აღვიქვამთ, რაც აქამდე არ ვიცოდით...
არ ვიცი შენ და ლალი ერთიდაიგივე გახსნაზე საუბრობთ თუ არა მარა ჯასთ ეს პოსტი გამახსენდა და დავლინკე...


Posted by: PANTALONE 25 Apr 2022, 00:34
Aleqto
რა გაეხსნა ლალის? biggrin.gif

Posted by: Aleqto 25 Apr 2022, 01:02
PANTALONE
ის რაღაც, რამაც ჩვენზე ადრე მიახვედრა, რომ ჩვენც მალე გაგვეხსნება...გონება...


Posted by: MasterJC 25 Apr 2022, 09:39
გაიკრიფა ყველა სააღდგომოდ და პოსტებიც ჩაკვდა givi.gif

Posted by: fork 25 Apr 2022, 22:27
აი, მერამდენედ უნდა ვითხოვო ცოლი სიზმარში?

Posted by: MasterJC 26 Apr 2022, 07:37
სიზმარში პიროვნების გაორება მქონდა
მეორე მე ცოტა აგრესიული და სასოწარკვეთილი იყო
და პირველი მე თითქოს აიგნორებდა ყველა შესაძლო ფაქტს რაც მეორის არსებობაზე მიუთითებდა მიუხედავად იმისა რომ მეორე აფრენდა და აგრესიული იყო და თვითდაზიანებებზეც არ იხევდა უკან

weird shit


Posted by: sunny-day-today 26 Apr 2022, 20:25
აღარ მესიზმრება
..........................................

Posted by: Artist 28 Apr 2022, 05:42
Aleqto
QUOTE
არ ვიცი შენ და ლალი ერთიდაიგივე გახსნაზე საუბრობთ თუ არა მარა ჯასთ ეს პოსტი გამახსენდა და დავლინკე...

არ ვიცი მოროშკინა რას გულისხმობს, მაგრამ მე გარკვეულად დავპოსტე მე მგონი... ნათელხილვის ნაადრევად გახსნას ვამბობ მე..
* * *
MasterJC
QUOTE
პირველი მე თითქოს აიგნორებდა ყველა შესაძლო ფაქტს რაც მეორის არსებობაზე მიუთითებდა მიუხედავად იმისა რომ მეორე აფრენდა და აგრესიული იყო
და თვითდაზიანებებზეც არ იხევდა უკან

ის მეორე მე ანუ მდაბალი მე არის ადამიანისთვის მთავარი. ვინაიდან ადამიანებს განასხვავებს ეს მდაბალი მე, სხვა შემთხვევაში ადამიანები ერთნაირნი იქნებოდნენ
ხოდა აადმიანმა ანუ მისმა მაღალმა მე-მ უნდა გაასაუფთავოს და მოაწესრიგოს თვისი მდაბალი მე რომელსა შემდგომ სრულიად შეიერთებს და გახდება სრულყოფილი...

Posted by: Universe´ 3 May 2022, 08:58
სიზმარში ვიღაც ფერებზე მეკითხებოდა
და წითელი ფერი გაქვსო? მეთქი არა
არც ითახშიო
არა
საერთოდ არა?
არა. ვარდისფერი ფერი მაქვს, მიახლოებული, რადგან გაინტერესებს, წითელი არა
გაიცინა თუ გაიღიმა.

ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს?? :დ


Posted by: POKERISBLUFF 3 May 2022, 13:40
ბოლო 3 წელია ერთი და იგივე სიუჟეტი მესიზმრება

ვერც ვიღვიძებ და არც ეს დედა#####ული სიზმარი არ რჩება.
ზედმეტად დამღლელია, რა სიტყვა უნდა არსებობდეს რო არ ვიცოდე მარა ვერ გამოიხატება ვერაფრით.
ყველაფერს ხო აქ დასასრული და მორჩი რა შედედა#####ულო

Posted by: Artist 5 May 2022, 06:02
Universe´
QUOTE
ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს?? :დ

წითელი ფერი ძლიერი ფერია ძირითად ფერებში საერთოდ,
შესაძლოა სიახლესაც ნიშნავდეს, სიახლის შეახებ შეკითხვა
იყო და შენ ვარდისფერი შეუშვი რაც ღიმილს მოჰგვრიდა
ანუ მიახლოვებითი სიახლე... smile.gif

POKERISBLUFF
QUOTE
რა სიტყვა უნდა არსებობდეს რო არ ვიცოდე მარა ვერ გამოიხატება ვერაფრით.

სულიერ სამყაროს ანდა ელემენტარულ სამყაროს ხედავ ალბათ და სიტყვით ვერ გამოხატავ...
ისე მიახლოვებით მაინც რომ აღწერო რა განცდებს იწვევს ის მაინც, გასაგებია რომ გაღიზიანებს
ვინაიდან გიმეორდება ერთი და იგივე... მაგრამ მის აღწერას თუ შესძლებ რამენაირად მაშინ
მოგეხსნება ეგ სიზმარი... ან დახატე აბსტრაქციის მოყოლა ძალიან ძნელია ანუ სიტყვიერად
რომ გადმოსცე, მაგრამ გადმოხატვა ანდა რა განცდებს იწვევს იმის აღწერა უფრო უპრიანია...


Posted by: Universe´ 5 May 2022, 12:17
Artist
გადაუწყეტელი სიახლე?

მაქვს, კი smile.gif

ფერებზე სიზმრები რა უცნაურია არა. ერთხელ, მგონი, თუ არ მერევა, ფერებით საუბარიც მოვისმინე და მესმოდა კიდეც. გამოღვიძებულმა თუმცა ვერაფერი მივუხვდი

Posted by: Artist 5 May 2022, 16:07
Universe´
QUOTE
გადაუწყეტელი სიახლე?

მაქვს, კი

ხოდა ეგაა...

QUOTE
ფერებზე სიზმრები რა უცნაურია არა. ერთხელ, მგონი, თუ არ მერევა, ფერებით საუბარიც მოვისმინე და მესმოდა კიდეც

კი უცნაურია მაგრამ არსებობს მასეთი რამ... ფერების ხმა... ანუ ფერებით საუბარი.

Posted by: fork 5 May 2022, 20:39
თანამშრომელი თვალებხატულა გოგო მესიზმრა, ლეკვივით დავდევდი.

სამსახურში რო შევხვდი, ჩავიხუტე!

Posted by: Mamu72 6 May 2022, 02:07

წუხელ ედუარდ შევარდნაძე დამესიზმრა...

თან მარტო არ იყო... დანარჩენებს აღარ ჩამოვთვლი


Posted by: axel69 6 May 2022, 08:31
გუშინ რაღაც კომპ თამაში დამესიზმრა

................................................................................

Posted by: Universe´ 6 May 2022, 10:18
დონ კიხოტი დამესიზმრა smile.gif
კიბეებზე ვიჯექი, გვერდით იდგა და ქვემოთ წარსულის მონაკვეთს ვადევნებით თვალს, როგორ მიაბიჯებდა ქუჩაში თავისი აღკაზმულობით...
ახლა ცალი ფეხი ზედა საფეხურზე შეუდგამს და ჭამე, რატომ არ ჭამო, ილუკმება. პერანგის ზემოდან შარვალ-კოსტუმი აცვია
სული ისევ ისეთი აქვს
მოვკბიჩე. გემრიელი ფენოვანია.

Posted by: axel69 6 May 2022, 10:20
Universe´
ეტყობა ფენოვანი დიდი ხანია არ გიჭამია

Posted by: Universe´ 6 May 2022, 10:30
axel69
ხომ
ბევრი ფენოვანი გამოვიდა

არადა მოვაკელი თითქოს biggrin.gif

მოიცა biggrin.gif

Posted by: axel69 6 May 2022, 10:33
Universe´
ა პირიქით არის?

ბევრს ჭამ?

Posted by: Universe´ 6 May 2022, 10:34
axel69
yes.gif
დიეტაზე გადასვლას მთხოვს ქვეცნობიერი
* * *
უმ, მეგონა "ფენოვანი, ფენოვანი, ფენოვანი..." დავწერე. მოვაცილე და საერთოდ აღარ დარჩა
ამიტომ უნდა წავიკითხო, რას ვწერ, ან რას ვასწორებ biggrin.gif

Posted by: axel69 6 May 2022, 10:43
Universe´
შეგერგოს ჩემო კარგო

...........

Posted by: Mamu72 7 May 2022, 00:32

სიზმრებში, "პარალელურ" "სხვა" სამყაროებში გავდივარ ხოლმე ხანდახან yes.gif

იმდენი სორტის და იმდენად სხვადასხვანაირი ვარიანტებია რომ დაწერა კი არა ლაპარაკიც დაგეზარება კაცს, ფული თუ არ გადაგიხადეს...

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: alien949 7 May 2022, 01:49
მე ადრე სიზმარში საშინელებათა ადგილში გავიჩითე, თან ჩემით ვმოძრაობდი ფხიზლად მეძინა და მაგიტომ, მაგრამ გავიღვიძე რო შემეშინდა მერე კიდე 2 ჯერ ჩამეძინა და 2ჯერვე იგივე სიზმარში გავიჩითე , მაგრამ ვერც-1ხელ ვერ გავბედე, რომ გზა გამეგრძელებინა რაღაც შავბნელ ადგილში. თუმცაღა 1-2 ნაბიჯი მაინც ხო გადავდგი ჰაჰაჰა. თან კბილი მტკიოდა და კოშმარი იმიტომ დამესიზმრა ალბათ-დ biggrin.gif

Posted by: Universe´ 11 May 2022, 13:46
მივედი, კარგად ვარ, აქ ვარო
smile.gif
ამდენი სიზმრის შემდეგ. ლურჯ თვალებში, ცალში, ფერი მოკლებოდა მხოლოდ

Posted by: sunny-day-today 11 May 2022, 14:00
იუნგი სიზმრებს კარგად ხსნის???????????????

Posted by: axel69 11 May 2022, 16:32
ნუ ი სონ

....................................................

Posted by: Artist 12 May 2022, 16:31
Universe´
QUOTE
ამდენი სიზმრის შემდეგ. ლურჯ თვალებში, ცალში, ფერი მოკლებოდა მხოლოდ

ვიზე ამბობ მაგას? შენზე თუ სიზმარში ნახე ვინმე?


Posted by: Universe´ 24 May 2022, 01:25
Artist
QUOTE
სიზმარში ნახე ვინმე

Yes
პაპიკო

კვირაში რმდენჯერმე მესიზმრება smile.gif ვინც ჩემზე მეტს ფიქრობს მასზე, იმას საერთოდ არა

Posted by: simohaya 28 May 2022, 10:30
Artist
ობობა სიზმარში რას ნიშანვს...ძალიან დიდი ობობაა და მეორე პატარა ობობას ვხედავდი...ბედნიერეად ვგრძზნობდი თავს...თუმცა ჩემი ტავის მიკვირდა და დავუსვი კითხვა თავს სიზმარში რატომ არ მეშინიაა :დ.... ხოდა ამ დროს გამომეღვიძაა და გულგახეტქილი ზურგზე ხელებს ვირტყამდი ობბდა ხომ არ შემაჯდა ზურგეთქოო :დ.....

იმედია კაის ნიშანია....

Posted by: Artist 29 May 2022, 23:13
simohaya
QUOTE
იმედია კაის ნიშანია...


ბედნიერად თუ გრძნობდი თავს მაშინ კარგის ნიშანია...
ობობა, ბევრნაირად შეიძლება გაგება ობობის ქსელი რომელიც ქსოვს ამ ქსელს და
საერთოდ როცა ქვემოთ ჩამოდის ანუ მოძრაობაში თუა, მაშინ კარგია... ზევით თუ
ადის მაშინ არც თუ ისე კარგიაო, ასე გამიგია... რეალურ ობობაზეა ეს როცა ხედავ
მის მოძრაობას ...

Posted by: Universe´ 1 Jun 2022, 11:55
აზოვსტალი დამესიზმრა
დავბორიალობდი დერეფნებში

პატარა გოგონას დაჭერობანა დამალობანას ვეთამაშებოდი

Posted by: POKERISBLUFF 2 Jun 2022, 15:15
ბოლო პერიოდია ვხვდები რამდენად ცუდ ენერგიებს ტოვებენ კოშმარები ადამიანებში, აქამდე რომ ამბობდნენ კოშმარი მესიზმრაო მეგონა რო უბრალოდ ატრაკებდნენ
მართლა ძალიან ###ობა ყოფილა
მითუმეტეს ეს კოშმარები თუ ემთხვევა შენთვის არც ისე კარგ პერიოდს, არადა არაფერზე ვფიქრობ მარა მაინც მესიზმრება

ერთი კონკრეტული სიზმრიდან რაღაც სიტყვის დასამახსოვრებლად მახსოვს თავი გამოვიღვიძე და ინსტიქტურად ავიღე ტელეფონი რომ ჩამეწერა და არ დამვიწყებოდა, ისევ გავაგრძელე ძილი და რომ გამომეღვიძა (ადგილს ერქვა ეს სიტყვა) რომელიც ვიღაცამ მითხრა, ვინც არ ვიცი ვინ იყო
აზზრე არ ვარ ეს სიტყვა საიდან მოხვდა ჩემს ტვინში ან სიზმარში

Artist
ვფიქრობ საინტერესო რამეა და რას წერ მართლა მაინტერესებს ამჯერად. რა შეიძლება ყოფილიყო თეორიის დონეზე.

Posted by: Artist 3 Jun 2022, 13:53
POKERISBLUFF
QUOTE
ვფიქრობ საინტერესო რამეა და რას წერ მართლა მაინტერესებს ამჯერად. რა შეიძლება ყოფილიყო თეორიის დონეზე.

რა სიტყვა იყო არ გვეტყვი? გააჩნია რა მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვას შენთვის, შესაძლოა სწორედ მაგ ადგილზე იყოს რაღაცა
მოვლენა... არ შეეცადე მაგ სიტყვის დაგუგლვას? იქნებ რაიმე რეალური ადგილია ვინ იცის... smile.gif

Posted by: POKERISBLUFF 7 Jun 2022, 05:02
QUOTE (Artist @ 3 Jun 2022, 14:53 )
POKERISBLUFF
QUOTE
ვფიქრობ საინტერესო რამეა და რას წერ მართლა მაინტერესებს ამჯერად. რა შეიძლება ყოფილიყო თეორიის დონეზე.

რა სიტყვა იყო არ გვეტყვი? გააჩნია რა მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვას შენთვის, შესაძლოა სწორედ მაგ ადგილზე იყოს რაღაცა
მოვლენა... არ შეეცადე მაგ სიტყვის დაგუგლვას? იქნებ რაიმე რეალური ადგილია ვინ იცის... smile.gif

ვეცადე და არაფერს არ ნიშნავს + ადგილიც არ ამოაგდო არანაირი..
დაჟე მორზეს ანბანში დავატრანსლეიტე ისეც დავსერჩე
და ვერა :/
ყველაზე უცნაური სიზმარი იყო

Posted by: Artist 7 Jun 2022, 13:43
POKERISBLUFF
QUOTE
ვეცადე და არაფერს არ ნიშნავს + ადგილიც არ ამოაგდო არანაირი..
დაჟე მორზეს ანბანში დავატრანსლეიტე ისეც დავსერჩე
და ვერა :/
ყველაზე უცნაური სიზმარი იყო

მითხარი რა სიტყვა იყო და იქნებ ვიპოვო რას ნიშნავს... თუ აქ არ გსურს ჩატზე ანდა პმ.-ზე მომწერე... smile.gif

Posted by: POKERISBLUFF 7 Jun 2022, 20:09


Posted by: Artist 8 Jun 2022, 14:26
POKERISBLUFF
ალბათ სიზმარში ისეთი განცდა დაგეუფლა, რომ არ უნდა გასთქვა ის სიტყვა?


* * *
აბა სცადე გუგლში ის სიტყვა და თან მიაწერე Anthrowiki იქნებ იპოვოს?

Posted by: fork 8 Jun 2022, 14:43
მთელი სიზმარი ფეხშიშველი დავდიოდი, არ ქონდა მნიშვნელობა სეზონს და რელიეფს.
რა ოხრობაა?

Posted by: simohaya 8 Jun 2022, 19:49
Artist
ღვინის სმა სიზმარში რას ნიშავს...თვინო თეთრი ტკბილი ღვინო იყო

Posted by: პიანისტი 13 Jun 2022, 02:14
მე არ მჯერა, რაღაც რო უეჭველად მაგას ნიშნავს ყველას სიზმარში, შანსი ნოლია მაგის, სიზმარი ბევრად კომპლექსურია, პირველი რაზეც შეიძლება აიგოს და გაირჩეს სიზმარი ისაა თუ რა განცდით იღვიძებ.




.....

Posted by: Freulein 14 Jun 2022, 08:12
გამარჯობა..
გარდამეცვალა ბებია, ჩვენს შორის ძალიან ძალიან ძლიერი კავშირო იყო , მასზე ვიყავი მიჯაჭვული , უსაზღვრიდ მიყვარდა ,
ძალიან ძალიან ბევრს ვტირი...მონატრების გამო...
ხდება ისე რომ მარტო მე მესიზმრება, არც შვილებს, მხოლოდ მე თითქმის ყოველღამე....
მაგრამ ამ სიზმრებში უმეტესად არის გარდაცვლილი, ხან სად ასვენია ხან სად თავის სახლში და ეზოში, ერთერთ სიზმარს დავწეერ რამაც ძალიან იმოქმედა...2 დღის წინ ვნახე ეზოში კუბოში ესვენა, სამნი ვიდექით და ერთერთი მეუბნება დროა უკვე დავკრძალოთ დიდიხანია ასეაო ამ დროს თვალები გაახილა და შემომხედა რაღაც მითხრა მაგრამ არ მახსოვს რა, მხოლოდ მე მიყურებდა, შემდეგ ეზოში სხვა ადგილას ესვენა და იქა ვიდექით და მე უყურებდა და ვხედვდი თან როგორ იცვლებოდა გვამი, გაუსივდა სახე ყბა ჩამოეწია მინდოდა მოვფერდბოდი მაგრამ ვიცოდი რომ გვამი იყო და იხრწნებოდა და ხელი რომ მოვკიდო უფრო არ გაფუჭდესთქო, ბოლოს ვეკითხები "ბებო ხომ გახსოვს როგორ ძალიან მიყვარხართქო? და მიპასუხა კიო, და გაიცინა, შემდეგ უცებ აღმოჩნდა იმავე ადგილზე დაკრძალული და მიწოს ქვემოდანაც მელაპარაკებოდა მაგრამ რას ეგ არ მახსოვს.....
ძალიან იმოქმედა ამ სიზმარმა ,.....
დაახლოებით 10 დღის წინაც ვნახე სახლში იწვა გარდაცვლიილი და ერთმა ნაცნობმა ქალმა მოაკითხა და მიკვირდა ამას რა უნდა აქ ამ დროს მეთქი და თურმე იმ ღამეს გარდაცვლილა ეს ქალი.... ამ ამბის მერე რაღაცნაირად მგონია რომ რაღაცას ნიშნავს ეს სიზმრები,
თქენ რას ფიქრიბთ? რატო ვნახულობ უმეტესად გარდაცვლილს ?
ორმოცი არაა გასული,
ჩემი ტირილით წუხდება?

Posted by: Arcbell 14 Jun 2022, 22:48
მართლა არ მახსოვს, ბოლოს როდის არ ვნახე ცუდი ან რამე შემაწუხებელი სიზმარი.
სულ იგივე ან ახალ-ახალი რაღაცები. biggrin.gif
ცოტა დავიღალე. biggrin.gif

Posted by: Mamu72 15 Jun 2022, 23:45

რაღაცა კოშმარი დამესიზმრა წუხელ:

სადღაცა უდაბნოში გავიჩითე და უკიდეგანო უდაბნოა, კაციშვილის ჭაჭანება არ არის და მივდივარ ამ უდაბნოში და უცბად ეს უდაბნო, ჭაობი გაიჩითა... უდაბნოსხელა ჭაობი და წინ გამოქვაბულია რაღაცა და შევედი ამ გამოქვაბულში და რაღაცა ხმები ისმის ყმუილივით, აქეთ-იქედან, ხან ვიღაცა წამოიყმუვლებს და ხან კიდევ სხვა მხრიდან წამოიყმუვლებს ვიღაცა... და ამ გამოქვაბულში გაიჩითა ბუნაგი რაღაცა და ჩავიხედე ამ ბუნაგში და დევს გასიებული ტომარა და ბუყბუყებს და ბუყბუყებს ეს ტომარა...

მერე ისე რომ არც შევხებივარ, ეს ტომარა გასკდა და მძღნერების ფრქვევა დაიწყო, აქეთ-იქეთ გააფრქვია სულ მძღნერები (ფული იცისო იძახიან)

ჰოდა მერე... აუჰ დავიღალე... კაი სხვა დროს გავაგრძელებ, თუ არ დამავიწყდა

user.gif

Posted by: POKERISBLUFF 18 Jun 2022, 10:11
Artist

ვერ გაფასებდი არტისტ ყოველთვის მეგონა რო რაღაც თეორიებით გქონდა გამოჭედილი თავი და უაზროდ გწამდა რაღაცის და ცდილობდი რო გეპროფესორა მაგრამ შევცდი, ძველ რაღაცეებს გადავავლე თვალი და ბევრ რამეში მართალი აღმოჩნდი
ამ სიზმრებზე ზუსტად არ ვიცი ვერ მოგყვები მაგრამ, ეს ბოლო პერიოდი სულ ცუდი სიზმრები ხო იყო გუშინ მეორედ დამესიზმრა ჩემი სიკვდილის სცენა და რთულია დავწერო სიტყვებით რამდენად ემოციური იყო როცა რეალურად ტრაგედიად არ აღვიქვავ იმას რო მოვკვდე არც ისე ვარ სიკვდილის მეშინოდეს, მარა იმ სიზმარში სხვანაირად იყო ყველაფერი შეგრძნება მახსოვს გული მწყდებოდა რო ვუყურებდი ამ ყველაფერს
და სიზმარში შეგრძნების "გრძნობა" რანაირად ვერ ვხვდები

Posted by: Universe´ 21 Jun 2022, 16:33
წარმოიდგინეო.

ჰოდა ზღვის სანაპიროზე ვცხოვრობდი.
ნაპირიდან გავცქეროდით, ტალღებმა ყინულები გამოიტანა. ლამის ფეხებთან მიმოგვიფანტა. მოქცევაა? კი. ხმა გესმის ციდან?
მდევარი ჩამოაგდეს
გახარებულები გადავეხვიეთ
მერე ჩვენ ჩვენი ალბომები ავიღეთ სამკითხველოში
მოშორებულ შუშაბანდიანი ფრთის ბოლოსკენ ეულად მდგარი სავარძელისკენ წავედი...

Posted by: Artist 24 Jun 2022, 03:04
Freulein
QUOTE
თქენ რას ფიქრიბთ? რატო ვნახულობ უმეტესად გარდაცვლილს ?
ორმოცი არაა გასული,
ჩემი ტირილით წუხდება?

შეიძლება ტირილი აწუხებდეს კი... მაგრამ შენ იმიტომ ნახულობ რომ შენთან რაღაცა დარჩა ან სათქმელი ან გამოსახატავი...
გრძნობებით იქნება ეს გამოხატულება თუ სხვა...

Mamu72
QUOTE
(ფული იცისო იძახიან)

დიახ... ლოტო ითამაშე და შესაძლოა მოიგო ან სხვა მხრიდან მოვიდეს შესაძლოა ფული...

POKERISBLUFF
QUOTE
იმ სიზმარში სხვანაირად იყო ყველაფერი შეგრძნება მახსოვს გული მწყდებოდა რო ვუყურებდი ამ ყველაფერს
და სიზმარში შეგრძნების "გრძნობა" რანაირად ვერ ვხვდები

ადამიანი შესაძლოა სიცოცხლეშივე დაიბადოს ანუ ის გარდაცვლილობის განცდა აქედან მოდის, რომ შენში იბადება რაღაც ახალი
ალბათ შენი მაღალი მეობა და გარდაცვლილს შენს მდაბალ მე-ს ხედავ ... გულის დაწყვეტა კი იმიტომაა, რომ არ უნდა უარჰყო მდაბალი
მე- ვინაიდან მდაბალი მე-ობა წარმოაჩენს ადამიანის ინდივიდულურობას და მის სახასიათოს... მაღალმა მე-მ უნდა განწმინდოს ჯერ
ის მდაბალი მე, იქამდე რომ გაბრწყინებულობას მიაღწოის და შემდგომ უნდა შემოიერთოს, აი მაშინ არის ადამიანი სრულყოფილი...

* * *

პს.
QUOTE

ვერ გაფასებდი არტისტ ყოველთვის მეგონა რო რაღაც თეორიებით გქონდა გამოჭედილი თავი და უაზროდ გწამდა რაღაცის და ცდილობდი რო გეპროფესორა მაგრამ შევცდი,
ძველ რაღაცეებს გადავავლე თვალი და ბევრ რამეში მართალი აღმოჩნდი

smile.gif up.gif

Posted by: Arcbell 1 Jul 2022, 22:03
გუშინ ღამე სიზმარი ვნახე. არ მინდა დეტალებში შევიდე. biggrin.gif
ჩემთვის რაღაც ძალიან ცუდი ხდებოდა, და სიზმრის ნახვისას ვითომ რაღაც გამახსენდა (ასევე რაღაც ცუდი). ეს ვითომ წარსულის მოგონება ძალიან ძლიერი შეგრძნება იყო, თითქოს ადრე მართლა მომხდარა. რომ გამეღვიძა, დიდი ხანი მქონდა შეგრძნება (ახლაც მაქვს მგონი), რომ თითქოს მართლა მოხდა ეგ ოდესღაც.
მოკლედ, ვიცი სისულელეა, დიდად არ ვაქცევ ხოლმე სიზმრებს მნიშვნელობას, ბევრ არასასიამოვნო სიზმარს ვხედავ, მაგრამ ასე არასდროს შემშინებია. ჯერ სიზმარში შემეშინდა და მერე გაღვიძების შემდეგაც.
ჯერ იმიტომ, რომ ძლიერი დეჟა ვუ თუ რაღაც მაგდაგვარი იყო.
ხომ არ ვგიჟდები-მეთქი, იმაზეც კი დავფიქრდი ცოტა ხნით. biggrin.gif

Posted by: Universe´ 1 Jul 2022, 23:09
მმ...
წუხანდელი სიზმრიდან ერთი მახსოვს, დილით რომ გავიღვიძე ჩემს თავს განმეორებით მოვუყევი, რადგან საინტერესოდ მეჩვენა.
მაგრამ ახლა ერთი სიტყვა, ერთი სურათიც აღარ იძებნება გონებაში

Posted by: MoUlOdNeLi-ShEsHiNeBa 1 Jul 2022, 23:22
Universe´
დიდ წარმატებაზე მიუთითებს. თეთრი ძაფი თუ ნახე სადმე იყიდებოდა იყიდე და გამყიდველს ჩაი დაუტოვე, ეს ბედს გაგიხსნის ნათელ სულთან დაგაკავშირებს ძაფით. ამის შემდეგ უნდა გაგახსენდეს სიზმარი რომელშიც მინიშნებას იპოვი

Posted by: Artist 2 Jul 2022, 23:13
Arcbell
QUOTE
ჯერ იმიტომ, რომ ძლიერი დეჟა ვუ თუ რაღაც მაგდაგვარი იყო.
ხომ არ ვგიჟდები-მეთქი, იმაზეც კი დავფიქრდი ცოტა ხნით.

ასეთი შთამბეჭდავი სიზმრები, შესაძლოა წინა ცხოვრებიდან არის, რეალური წინა ცხოვრებიდან...
არა არ გიჟდები უბრალოდ ვითარდები და რაც უფრო გიფაქიზდება გრძნობები მით უფრო
ადვილად შემოდის შენსი წინა ცხოვრების გახსენება, განსაკუთრებით ისეთი ფაქტები რომლებიც
მნიშვნელოვან როლს თამაშობენ შენს ცხოვრებაში... უფრო სწორედ ცხოვრებებში... smile.gif

Posted by: Universe´ 8 Jul 2022, 02:25
ჰაგრიდი დამესიზმრა

რამხელა ყოფილა user.gif


Posted by: Artist 9 Jul 2022, 01:12
Universe´
QUOTE
ჰაგრიდი დამესიზმრა

რამხელა ყოფილა

ალბათ სიზმარში მოგეჩვენა ასე დიდად ? ისე ფილმშიც ასეა წარმოდგენილი ნუ ერთგვარი ტრიქსით
არის გადიდებული...

Posted by: ოჩოპინტრე 17 Jul 2022, 00:50
QUOTE
მერე ისე რომ არც შევხებივარ, ეს ტომარა გასკდა და მძღნერების ფრქვევა დაიწყო, აქეთ-იქეთ გააფრქვია სულ მძღნერები

ვახ lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 18 Jul 2022, 17:26
Artist


ცხოვრებაში პირველად დამესიზმრა მაჯის საათი, იმის ფონზე რომ არასდროს მიტარებია მაჯის საათი, არც მაქვს, არც ყიდვის სურვილი მქონდა.


დამესიზმრა რომ ჩემი ნათესავები იყვნენ მოსული ჩემთან, მე მეძინა ამ დროს, გამეღვიძა და გავიგე რომ მოვიდნენ, მაგრამ არ მინდოდა რატომღაც მათი ნახვა, ლოგინიდან ადგომაც მეზარებოდა და თავი მოვიკატუნე ვითომ მეძინა.biggrin.gif

შემდეგ აღმოვაჩინე რომ ლოგინთან ტუმბოზე იდო სამი კოლოფი სამი სხვადასხვა მაჯის საათით, სამივე იყო ერთი ბრენდის და ძალიან ძვირიანი. როცა გავხსენი კოლოფები, გაკვირვებული დავრჩი, საათები რისთვის მაჩუქეს, ხომ იციან რომ ცხოვრებაში არ მიტარებია საათი და არც ვატარებთქო, ცოტა გავბრაზდი კიდეც. გავხსენი სათითაოდ კოლოფები და მოვიზომე მაინც. სამივე ლამაზი იყო, სხვადასხვა სტილის, მაგრამ ორი საერთოდ არ იყო ჩემი სტილი და მესამე მომეწონა შედარებით და მომერგო, მაგრამ შემდეგ ისიც მოვიხსენი და ჩავდე ყუთში და მახსოვს რომ დედაჩემს ველოდებოდი რომ გამერკვია საერთოდ მე მაჩუქეს თუ არა და რატომ მაჩუქეს. biggrin.gif

რას ნიშნავს საათი სიზმარში, როგორ ფიქრობთ?



Posted by: masai11 18 Jul 2022, 17:43
QUOTE (masai11 @ 5 Feb 2022, 12:21 )
QUOTE (Toots @ 3 Feb 2022, 13:14 )
არ მჯერა მაგრამ ერთი გარდაცვლილი ახლობელი მესიზმრება ამ ბოლო დროს ხშირად და მეორე დღეს სულ არასასიამოვნო და ცუდი ამბები მეჩითება.
უკვე მანდრაჟში ვარ რო მესიზმრება უკვე ველოდები იმ დღეს რამე ცუდი უნდა გაიჩითოს...

პანაშვიდი გადაუხადე და დაგანებებს თავს.
* * *
კიდევ ერთი ძაან უცნაური სიზმარი დამესიზმრა.
მივლინებაში ვიყავით. თანამშრომელმა აფხაზეთში გადავალთ უცებ ახლობლებს ვნახავო. გადავედით, მივედით ოჯახში, მე გარეთ გამოვედი, ზღვას და არე-მარეს ვათვალიერებდი.
ამ დრო მოვიდნენ რუსი სამხედროები და დამაპატიმრეს, ჩამსვევ "ვარონკაში" და წამიყვანეს სოხუმში, კპზ-ზე. ამ ვარონკაში სხვებიც ისხდნენ, დაპატიმრებულები. ვუზიარებდი აღშფოთებას - სამსახურის საქმეზე ვარ მეთქი და რამე. პირადობის მოწმობა გაქვო? ერთ-ერთმა დაპატიმრებულმა მანქანაში. კი მეთქი, მოვძებნე პორთმაში და ვერ ვიპოვე, მარტო სამსახურის მოწმობა მქონდა.
მერე რაღაცნაირად აღმოვჩნი შუა ქალაქში, სვაბოდაზე, მაგრამ ვიმალებოდისავით, ისევ აქეთ, კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის გზებს ვეძებდი.
იქ ახალგარდების ჯგუფი შევნიშნე, ისხდენენ, ბირჟასავით ჰქონდათ. ქართველებად მივიჩნია, მივედი და ვუუთხარი რაღაც საქმე მაქვს და ერთი წუთით მოდით მეთქო, მე ვერ მივუახლოვდი თითქოს ადგული სადაც ისინი ისხდნენ ტალახით და ლაფით იყო მოფენილი და მე არ მინდოდა დავსრილიყავი.
მოვიდა ერთი და ნამიოკებით მივახვედრე რომ "იქიდან" ვარ და უკან დაბრუნება მინდა. კონსპირაციულად ამიყვანა სადღაც კაფეში, ვიღაც ქალი უნდა ქგევნახა ცინც ამ საქმეეს აგვარებდა. არ დაგვხვდა ადგილზე, ვეძებდით, ვეძახოდით.
მერე ვიღაც გოგოს გვერდით აღმოვჩნდი, ის ზრუნავდა ჩემს გადმოყვანაზე და უსაფრთხოებაზე. მივდიოდით სადღაც, რაღაც ხიდზე გადავედით თან აქტიურად მესაუბრებოდა, კრიტიკულად აფასებდა არსებულ მდგომარეობას, საყვედურებს ამბობდა მთავრობაზე, ჩვენზე, კაცებზეც. რაღაც დაწესებულებაში მივედით - საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობა იყო, იქ უნდა შევხვედროდით ვიღაცეებს. არ დაგვხვდნენ და ველოდებოდით. ისევ ვსაუბრობით, უფრო ისე. ვიგრძენი რომ მომწონდა.
რა გქვია მეთქი ვკითხე.
გამიღიმა, ლოყახე მომეფერა ძალიან თბილად და მითხრა მე ურანია მქვიაო.
რა მეთქი, გავუმეორე კითხვა. უ რ ა ნ ი ა - გამიმეორა იმანაც.
მე ხელზე მივეფერე და ვაკოცე.
უცებ მოვიდნენ ის ადამიანები ვისაც ჩვენ ველოდებოდით და ჩვენი ეს მოკლე ინტი შეწყდა. თითქოს შევკრთით.
გამომეღვიძა.

რაის სოსხუმი, რაის ურანია.
არა სოხუმი ისე უკვე მეხუთედ დამესიზმრა. 1 - ჯერ ვარ ნამყოფი სულ.

ხო, უ რ ა ნ ი ა ახდა. როგორც ჩანს ეს მუზა მართლა მომეფერა smile.gif

სოხუმში არ გადავსულვარ და არც რუსებს დავუჭერივარ.
* * *
QUOTE (masai11 @ 15 Oct 2021, 14:09 )


მე უკვე მაშინებენ ჩემი უცნაური და ფერადი სიზმრები boli.gif

ჯვარზე ვიყავი გაკრული და ცეცხლი მეკიდა სხეულზე, მარტო სხეულს ეკიდა ცეცხლი. ტკივილი არ მიგრძვნია და თითქოს გვერდიდანაც ვუცქერდი საკუთარ თავს და თან იმ სხეულშიც ვიყავი, რომელიც ჯვარზე იყო გაკრული. ქვემოთ რაღაც ხდებოდა, ხალხი მიდი-მოდიოადა, ვიღაცეებიც კამათობდნენ, ამან მიიქცია ჩემი ყურადღება. მერე სიუჟეტი გადავიდა მატარებლის მოძრავ სატვირთო ვაგონში, ეს 2 მოკამათე თუთქოს იყო მიქაელი და ლუციფერი. რაღაც პერიოდი ვუცქირე უხმოდ, მერე მივედი, ორივეს ხელი მოვხვიე და მკერდში ჩავიხუტე (რაღაცნაირად უფრო მაღალი ვიყავი ორივეზე) და ვუთხარი, ორივე ძალიან მიყვარხართ მეთქი, თან შუბლზე ვაკოცე ორივეს. ამ დროს რაღაც მამაშვილური გრძნობა მქონდა ორივეს მიმართ. ლუციფერი რატომღაც ჩემგან მარჯვნივ იყო, გაკვირვებულმა ამომხედა ქვემოდან.
ხო, წყალს მოვუყევი დილით. მაინც.

ამ სიზმრის სიმბოლიკა ჯერაც ვერ ამოვხსენი. მატარებლითაც არ მიმგავრია, "დაჟე".

Posted by: sunny-day-today 18 Jul 2022, 18:11
მეც უცნაური სიზმარი დამესიზმრა
ვითომ ტელევიზორში ღვთისმშობლის ხატი ჩანდა და მაგაში ჩავყრყუმალავდი რაღაცნაირად თავით და ძლივს დავაღწიე თავი პლაზმას

Posted by: MasterJC 18 Jul 2022, 23:47
რუსა დამესიზმრა
მაგარი მზეობაა, როცა სიზმარშიც კი ვერ ვდუნდები და ვიცი რომ სიზმარია
კარგი იყო მონატრებულის ჩახუტება, მოფერება, ცოტა საუბარი
და ვიცოდი რომ გარდაცვლილი იყო, და მიხაროდა, აი ისევ აქ არის, ნეტა ამდენი ხანი რატომ არ ჩანდა და ყველას რა ანერვულებდათქო
თან მაინც ვიცოდი

აუფ, მენატრება ძალიან, საუკეთესო ადამიანია

Posted by: Artist 20 Jul 2022, 00:47
~Annabelle°Haunting~
QUOTE
რას ნიშნავს საათი სიზმარში, როგორ ფიქრობთ?

საათი ჩემის აზრით დროსთანაა დაკავშირებული და დროის გამოზომვა გჭირდება ეტყობა,
ამიტო არაცნობიერმა საათი დაგასიზმრა... smile.gif
masai11
QUOTE

ამ სიზმრის სიმბოლიკა ჯერაც ვერ ამოვხსენი. მატარებლითაც არ მიმგავრია, "დაჟე"

ისე ლუციფერის და მთ.ანგელოზი მიქაელის ნახვა ფრიად საინტერესოა, ლუციფერის
გაკეთილშობილებას ნიშნავს მიქაელთან თანხლება... ეგ დროც მოვა როცა ლუციფერის
აღდგომა მოხდება და ადამიანებს დახმარების ხელს გაუწვდის... ქრისტეს იმპულსის
მეშვეობით, მიქაელი კი უფრო მაღალ ერარქიულ საფეხურზე ავა... მატარებლით მგზავრობა
ფრიად საინტერესოა მითუმეტეს ღამით, რელსების ხმას სვანაირი რომანტიკა გააჩნია...
ეტყობა შენ ჯერ წინ გაქვს ეს მატარებლით მგზავრობის განცდა... smile.gif

* * *
MasterJC
QUOTE
რუსა დამესიზმრა

ვინაა რუსა?

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 20 Jul 2022, 00:59
Artist


ცოტა დრო მაქვს დარჩენილი თუ როგორ გავიგო? biggrin.gif

Posted by: Artist 20 Jul 2022, 01:10
~Annabelle°Haunting~
QUOTE
ცოტა დრო მაქვს დარჩენილი თუ როგორ გავიგო?

არააა მე ეგ არ მიგულისხმია... უბრალოდ დროის შეგრძნებას უწყობს ხელს
საათის ტარება... საათი იყიდე და ატარეო, ქვეცნობიერი გეუბნება... smile.gif

* * *
პს. თან სამი ცალი საათი რომ დაგესიზმრა და ერთი, რომ მოგეწონა
ესეც საყურადღებოა, თუ კარგად გაიხსენებ იმ სიზმარს, სამივე
ერთი და იმავე დროს უჩვენებდა თუ სხვადასხვას?

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 20 Jul 2022, 01:27
Artist



დრო არ დამიფიქსირებია. როგორც აქსესუარს ისე ვათვალიერებდი.

Posted by: Artist 20 Jul 2022, 01:30
~Annabelle°Haunting~
QUOTE
დრო არ დამიფიქსირებია. როგორც აქსესუარს ისე ვათვალიერებდი.

ეგ გააგებია, ვიფიქრე იქნებ ისრების განლაგება აქსესუარის მორგებისას ქვეცნობიერად
ჩარჩა მეთქი გონებაში...

Posted by: MasterJC 20 Jul 2022, 07:32
Artist
QUOTE
ვინაა რუსა?

ჩემი მეუღლე love.gif

Posted by: Universe´ 20 Jul 2022, 13:04
კეიტ ბლანშეტი დამესიზმრაა
მასაც თუ ვესიზმრე ნეტაა biggrin.gif

ძალიან მომწონს, მაგრამ სიზმარში ცუდ სცენარში მოვხვდით და თავდაცისას მოვკალი

:/

სულ სერიალების გავლენაა. არასდროს დამსიზმრებია აქამდე ასეთი რამ.
ამავდროულად ფერადი, ნათელი ზმანება იყო

Posted by: MasterJC 20 Jul 2022, 16:04
Universe´
იცოდი რომ სიზმარი იყო?

თუ სიზმარში ამას ვერ ხვდები?

Posted by: Aquarius_A888 20 Jul 2022, 19:31
მოკლედ, ჩემი სახლის უკან, გზის მაგივრად იყო მატარებლის ლიანდაგი, ეზოდან გასასვლელ კართან კი ბაქანი. ამ ბაქანზე ვდგავართ: მე, ჩემი ბავშვობის მეგობარი და ვიღაც გოგოები, ერთი სიტყვით ყველა კარგ ხასიათზე ვიყავით, ვიცინოდით და ვმხიარულობით. სად იყო და სად არა, უცებ გავიხედე და საიდანაც მატარებელი უნდა წამოსულიყო, იქედან მორბის ნაცრისფერი მაქცია. ვერ იტყვი რომ მგელი იყო, ვერც ძაღლი, იმიტომ რომ აქეთ-იქეთ კედლებს ახტებოდა და ისე მორბოდა. მე რატომ შემეშინდა არ ვიცი, ჩემს მეგობარ ვუთხარი მიშველეთქო და რომ მოვიხედე, წკაპ და ყველა გაქრა. ისეთი ვარიანტი იყო, ვერსად ვერ გავიქცეოდი, უბრალოდ აზრი არ ჰქონდა, წამი-წამზე ჩემთან მოირბენდა და სანამ შემოვტრიალდი, დავინახე რომ ჩემგან სულ რაღაც 3-4 მეტრში იდგა უკვე გზაზე და ეგრევ ისკუპა... ფილმებში დაძაბულ მომენტში რომ შავ კადრს გაუშვებენ და პატარა პაუზას აიღებენ, ზუსტად ეგ მოხდა. უცებ დაბნელდა და წკაპ ისევ განათდა. ამჟერად მე ვიდექი იმ მაქციის ადგილზე, საიდანაც ისკუპა და ის უკვე ჩემს ადგილზე იყო გადამხტარი, იქ მეძებდა და გაკვირვებულს ჰგავდა, სად წავიდაო. ზუსტად ამ დროს ვიგრძენი, როგორ ამიწია სიცხემ მთელ სხეულში და პარალელურად ვგრძნობდი რომ სიმაღლეში ვიმატებდი, რაღაც ძალა მომეცა და თითქოს კაშოკზე ერთი 2000-3000 აზიდვა გავაკეთე, სიცხე კიარა, პაჟარი მქონდა სხეულში, ვხურდი მაგრად. მიუხედავად ამისა, შიშს ისევ ისე ვგრძნობდი, თუმცა ახლენდელი კონდიციიდან გამომდინარე, ასევე მქონდა იმედიც. მოკლედ, უცებ ისკუპა, გადახტა და მოგაზე ისევ გზაზე. მეთქი "ოე, სად მიდიხარ ჯიგართქო და გამოვეკიდე" :დ ოღონდ მივდევდი სიფრთხილით, უფრო ადევნებას დავარქმევდი, რატომღაც სიბრაზეს კიარა, უფრო ინტერესი მქონდა, თუ სად მიდიოდა. ერთი რამე აშკარა იყო, ყველა ეზოს კარს ახტებოდა და სადაც დაკეტილი იყო და ვერ შედიოდა, მერე ისევ განაგრძობდა გზას. ერთგან ღია დახვდა და ზუსტად იქ შევარდა, მე ამ დროს კართან ვიდექი და რომ გარბოდა ეზოში, არ ვიცი დამინახა თუ მე დავუძახე, ჩემსკენ მოტრიალდა და გამოიქცა მთელი ძალით. მეთქი მოდი-მოდითქო და რომ მომიახლოვდა, ეგრე რკინის კარი ვაფეთე მთელი ძალით და რა მოუვიდა არვიცი, მანდ მორჩა სიზმარიც.

რას იტყვით აბა, რა ჯანდაბა იყო და რას დამდევდა?


Posted by: Universe´ 20 Jul 2022, 22:14
MasterJC
ხან ისეა ხან ასე

smile.gif

Aquarius_A888
მსჯელობის შედეგად მივედი დასკვნამდე რომ მაქცია იქნებოდა
და შენი კბენა სწყუროდა
სავსე მთვარეზე იციან ხოლმე
givi.gif

სირბილზე გამახსენდა
ძილში გავიფიქრე ნეტა ეს საბანი არ მებლანდებოდეს ფეხებში, გაქცევას მიშლის-მეთქი

Posted by: Aquarius_A888 20 Jul 2022, 23:20
Universe´
ოჰოჰო, დადგა მისტიკები და ჰორორები :დ

Posted by: fork 21 Jul 2022, 13:33
ბოლო დროს ზმანებები უფრო მაქვს, ვიდრე სიზმრები.
რამდენიმეწუთიანი.
და სულ ერთი მშვენიერი, თაფლათვალება არსება მესიზმრება.
უკვე რეალურადაც მელანდება ხოლმე.

Posted by: c_a_m_o_m_i_l_e 22 Jul 2022, 12:47
მოგესალმებით,

სიზმარში ვნახე ასეთი რამ, ვითომ მქონდა ქორწილი, სიძე არსად არ იყო, არც ვეძებდი, უბრალოდ მეცვა საღამოს კაბა (არა თეთრი) და ვიცოდი რომ იყო ჩემი ქორწილი. ხალხი არც თუ ძალიან მხიარულობდა და ვიღაცეები მეუბნებოდნენ ეს რანაირი ქორწილია არ წახვიდეო.
ძალიან ცუდ ხასიათზე გამომღვიძა და გულში ჩამრჩა ძალიან.
შეგიძლიიათ ვინმემ მითხრათ რას ნიშნავს?
მადლობა

Posted by: Artist 22 Jul 2022, 15:47
Aquarius_A888
QUOTE
რას იტყვით აბა, რა ჯანდაბა იყო და რას დამდევდა?

რაღაცა საფრტხედ მიღებულს გაურბოდი, სენი ქვეცნობიერიდან
მომდინარე, ბოლოს როცა უკვე მოთვინიერება დაიწყო მისი და შიშიც
ნაკლები გქონდა, მოიზიდე და დაარტყი, აი ამიტომაც გაქრა ყველაფერი...

c_a_m_o_m_i_l_e
QUOTE
შეგიძლიიათ ვინმემ მითხრათ რას ნიშნავს?

არფერი ისეთი, შემაშფოთებელი არაა... უბრალოდ შენს ქვეცნობიერს ქორწილის სურვილი
აქვს და სასიძოს ვერ პოულობს ჯერ და შენ კი გამზადებს საქორწინოდ, აი ამიტომ ჩაგრჩა
ის ცუდ ხასიათზე გამოღვიძება.. smile.gif

QUOTE
ვიღაცეები მეუბნებოდნენ ეს რანაირი ქორწილია არ წახვიდეო.

აქ ვერ გავიგე, რას გეუბნებოდნენ? არ წახვიდე ქორწილშიო თუ ქორწილიდანო...
როგორც მივხვდი შენ გაქანებულ ქორწილში იმყოფებოდი უკვე, რა წასვლაზეა
ლაპარაკი? ქორწილიდან წასვლას აპირებდი თუ როგორაა საქმე...

Posted by: Universe´ 22 Jul 2022, 15:52
სიზმარში სხვა სახელით მომმართავდნენ

ვეხმაურებოდი თუმცა ვიცოდი რომ ბზზ მერქვა და მეთქი საიდან მოიტანეს ის სხვა მაგრამ იყოს ერთი
მაგით ბზზ არ იცვლება

Posted by: Artist 22 Jul 2022, 16:05
Universe´
QUOTE
საიდან მოიტანეს ის სხვა მაგრამ იყოს ერთი
მაგით ბზზ არ იცვლება

ის სხვა სახელი ზზბ- ხომ არ იყო? smile.gif

Posted by: Universe´ 22 Jul 2022, 16:22
Artist
არა "თ" ერია სხვა სახელში

მგონი

Posted by: Artist 23 Jul 2022, 21:58
Universe´
QUOTE
არა "თ" ერია სხვა სახელში

თთბზ?

Posted by: Aquarius_A888 23 Jul 2022, 21:59
Artist
QUOTE
აი ამიტომაც გაქრა ყველაფერი

სიზმარი გაწყდა, თორე სიზმარში არაფრი გამქრალა user.gif

Posted by: Artist 24 Jul 2022, 22:26
Aquarius_A888
QUOTE
სიზმარი გაწყდა, თორე სიზმარში არაფრი გამქრალა

სიზმრის გაწყვეტა იწვევს იმ პერსონაჟების გაქრობას, ანუ იმ სიზმრის დამთავრებას ...

Posted by: Aquarius_A888 25 Jul 2022, 13:28
Artist
ძალიან კარგი, იმედია აღარასოდეს შემაწუხებს ))

Posted by: Universe´ 26 Jul 2022, 12:50
თოვდა და ნამქერი დახურული კაში ატანდა, იატაკზე ეფინა.
სახლის წინ ვეებერთელა ნაძვების ტოტებში ფიფქები ჰაერში ბრწყინავდა.
ჩვენ დათოვლილ სახურავზე ვიჯექით. მზე წვიმად ცრიდა ჩამომდნარ თოვლს და გამვლელების გაშლილ თმებში ცისარტყელას კრიალა ცა ციმციმებდა.


უცნაური სიზმარი მესიზმრა. ორი მოჩვენება

Posted by: ნაკო 26 Jul 2022, 14:37
ისეთ სიზმარს ვაქცევ ყურადღებას, რომელიც რეგულარული ხდება.

მესიზმრება ხშირად, რომ ვიღაც დამდევს მოსაკლავად. უცნაური ის არის, რომ სხვებსაც დაესიზმრათ მსგავსად ჩემზე (როცა ვიღაც მკლავს, ან მცდელობა აქვს).
ამოვქექოთ კოლექტიური ქვეცნობიერი.

Posted by: Artist 29 Jul 2022, 21:11
ნაკო
QUOTE
ამოვქექოთ კოლექტიური ქვეცნობიერი.

კოლექტიური უფრო ცხოველებს ახასიათებს... ვინაიდან
მათ კოლექტიური მე გააჩნიათ და არა ინდივიდუალური...

ის სხვები რას ნახულობენ შენ არ იცი, შეიძლება უნდათ რომ აგირიონ
დავთრები და ასეთ სიზმრებს გიყვებიან, თითქოს ვიღაცა გკლავდა
ან გიპირებდა... ჯერ შენ მოუყევი ალბათ შენი სიზმარი და იმათმა
თავისი მერე დაამატეს? აი მიზეზიც... smile.gif არ არსებობს რომ კოლექტიურად
ნახულობდეს რამოდენიმე ადამიანი ერთი ადამიანზე სიზმარს... არ მგონია...

Posted by: ნაკო 30 Jul 2022, 12:08
Artist
QUOTE
შეიძლება უნდათ რომ აგირიონ
დავთრები

:დდ სისულელეა
QUOTE
ჯერ შენ მოუყევი ალბათ

QUOTE
ალბათ

არ მითქვამს ვინმესთვის. არავინ იცოდა და იცის ეგ სიზმრები გარდა არტისტისა ამ ფორუმზე )

Posted by: Artist 31 Jul 2022, 04:01
ნაკო
QUOTE
არ მითქვამს ვინმესთვის. არავინ იცოდა და იცის ეგ სიზმრები გარდა არტისტისა ამ ფორუმზე )

კარგი მაშინ იმას მაინც თუ დააკვირდი, რა განსხვავება იყო იმათ სიზრებსა და შენსას შორის? თუ სრულიად
იდენტურ სიზმრებს ნახულობთ რამოდენიმე ადამიანი? რომელიც შენს დევნის შესახებ არის წარმოჩენილი....

Posted by: მადამ ფისუნია 5 Aug 2022, 11:09
ორსარატულიანი მატარებლით ვმგზავრობდი ვიღაცასთან ერთად, ხოდაცრაღაც მოხდა და ამ მატარებლისერთი ნაწილი აფეთქდა, ჩამოვედით და ფეხით გავაგრძელეთ გზა მატარებლის საღ ადგილამდე ისე იყო თითქოს ვიღაც კონკრეტულთან მივდიოდით, თითქოს მატარებელი კი არა საცხოვრებელი სახლი იყო, მარტივი კონსტრუქცია ძველი სკოლის შენობების მსგავსი, მაგრამ ვისთანაც მივედით ამ შენობის შიგნით სახლში მაინც მატარებლის კაიუტასავით იყო საცხოვრებელი. მანამდე სანამ ამ ხალხამდე მივიდოდით, ცოტა გაღიზიანებული "კარის კაცის მსგავსი" ახალგაზრდა ბიჭი შემხვდა, რომელსაც ვთხოვდი ჩემთვის რაღაც საბუთის მოცემას დიპლომი ან რაღაც ეგეთი, და მითხრა სადაც უნდა ამეღო შენობის რა მხარეშიც. როდესაც იმ ხალხთან მივედით, ერთ ერთი წავიდა და მე მოგიტან მაგ საბუთსო, მე თეფშზე კიტრი დამიჭრეს, იმ მეორეს პამიდორი. ღოცა დაბრუნდა ეს ჩვენი მასპინძელი ხრლში პატარა ტორტი ეკავა და ამ ტორტში თავები იყო ჩარჭობილი იმ ხალხის ვინც ამ ავარიას ემსხვერპლა. ვფიქრობდი ამ თავებს სამახსოვროდ შევინახავ მეთქი, მერე თითქოს გონება გამინათდა და ამ ჩემ მეწყვილეს ვუთხარი რომ აქ ყოფნა საშიში იყო, თუ მატარებლის ერთი ნაწილი აფეთქდა არც მეორეა დაზღვეულიმეთქი, ხო ისე მართალი ხარო, თან დაბლა სართულზე რამდენ სიგარეტს ეწეოდნენო, ვჭამოთ და წავიდეთო, არამეთქი გზაში ვჭამოთ ახლავე წავიდეთ, და ეს დაჭრილი კიტრი ერთ მუჭად შევიტენწ პირში... წავედით. მართლა მალევე აფეთქდა მეორე ნაწილიც. იმაზე დავიწყე ფიქრი რანაირად გადავრჩი მე ხო ასე ახლოს ვიყავი აფეთქებასთან თქო, თანაც ორჯერ? იქნებ საერთოდ მკვდარი ვარ და ვერ ვხვდები მეთქი
* * *
მაგალითად ამ ჩემ თანამგზავრს ვიღაც ერთერთი მკვდრის მშობლებმა მიაწოდეს გადასაფარებელი, რომელიც სკამებს შორის ეგდო, და ამან მიიფარა, ეს გადასაფარებელი ჩემი ბავშვის იყო.

მართლა აქვს ეგეთი ზუსტად. და იმ საბუთს რომელსაც ვითხოვდი რამდენიმე დღის წინ მაძლევდნენ და არ ავიღე ჩასწორება ვითხოვე მერე ავიღებ მეთქი და ვდარდობდი ნეტა ამეღო თავისდროზეთქო..

Posted by: fork 6 Aug 2022, 12:20
ბოლო დროს მთვარე მესიზმრება ისე ხშირად, სიტყვა მთვარეულმა სხვა მნიშვნელობა მიიღო.

Posted by: Artist 7 Aug 2022, 21:27
fork
QUOTE

ბოლო დროს მთვარე მესიზმრება ისე ხშირად, სიტყვა მთვარეულმა სხვა მნიშვნელობა მიიღო.

მთვარე სიმბოლურად მდედრობითს გამოხატავს... მზე მამაა ჩემი და მთვარე დედაჩემიო. ხომ გაგიგია...? smile.gif

Posted by: fork 8 Aug 2022, 18:25
Artist
კატასტროფულ კონტექსტში მესიზმრება

ხან იმსხვრევა, ხან დედამიწას ეცემა...

Posted by: Artist 9 Aug 2022, 03:05
fork
QUOTE
კატასტროფულ კონტექსტში მესიზმრება

ხან იმსხვრევა, ხან დედამიწას ეცემა..

ხოდა ჩაუფიქრდი, თუ მთვარე მდედრობითს შეიძლება
ნიშნავდეს? კატასტროფიულ დამოკიდებულებაზე მიგანიშნებს,
შენი ქვეცნობიერი სიზმარში... smile.gif

Posted by: matemate30 12 Aug 2022, 11:13
Artist
ორი სიზმარი ვნახე ამ ღამით

1) ბათუმში ვცხოვრობ და თითქოს ცოტა გარეუბნიდან ვიყურებოდი აუზზე ვიყავი წასული თუ სადღაც არ ვიცი ,ეგეთი ადგილი არ არსებობს რაც ვნახე და მოკლედ ამ ბათუმს გავხედე და ცა სულ წითელი იყო აი იმენა ყველაფერი წითელი და შავი იყო და უამრავი ტორნადო იყო ზღვაშიც ერთი 10მდე და მერე დავინახე რო ქალაქზეც და მოკლედ აპოკალიფსი მოხდა ეს ტორნადოები იყო ცეცხლოვანი, ჩემამდე არ მოსულა უბრალოდ ჩემიანები არ იყვნენ ჩემთან ერთად. თან თითქოს მეშინოდა მარა თან თითქოს არ მეშინოდა არც გავრბოდი მაგრამ ვუყურებდი როგორ უნდა წაელეკა მთელი ქალაქი და გადაეწვა, მოკლედ სერიოზული აპოკალიპტური სცენა ვნახე, მაგრამ მიკვირს ის რო თან ვდარდობდი ჩემიანები ყველა იქ არიან მეთქი და თან გულგრილიც ვიყავი თითქოს ანუ ტირილ კივილით და გლოვით არ ვიყავი, აქვს რაიმე ახსნა ამას ?

2) სადღაც ოთახში თუ სახლში რავი ჩვეულებრივ გარემოში ვიყავით და ბებიაჩემი და ჩვენი მეზობელი გაცილებით უფრო მოხუცი ქალი ისხდნენ და ლაპარაკობდნენ, უცებ შევხედე და დავინახე რომ ამ მეზობელს ყურებიდან თვალებიდან პირიდან მწვანე ფერის ცოტა ფოსფორივით მანათობელი აი ხასხასა მწვანე ჭიები გამოდიოდნენ შედიოდნენ ანუ მოძრაობდნენ მთელი თავის მიმართლებით ოღონდ სწრაფად აი განათებები რომ არის მოციმციმე ეგრე ძაან ბევრნი თან მარა ეს ქალი არც გრძნობდა თითქოს, აი ძალიან მოხუცს რომ მატლები ესევიან თითქოს ეგრე იყო და შოკში ვიყავი, ძალიან მოკლე სცენა იყო რამდენიმეწამიანი, მერე უცბად ბებიაჩემს გავხედე და იმასაც ეგრე ჰქონდა ოღონდ მთლად ეგრე არ იყო იმას თითქოს ამავე ჭიების ზომის ოღონდ ბაყაყებივით რაღაც არსებები იყვნენ ისინი დარბოდნენ მის სახეზე ცხვირში ყურში და ჭიებიც მგონი მაგრამ ცოტა უფრო სხვანაირად მაგრამ ბებიაჩემმა კივილი დაიწყო თითქოს, ესეც ალბათ 2 წამიანი სცენა იყო მერე გამეღვიძა ძალიან დაშოკილმა, ჩემთვის ჭიების და მატლების დასევა სიკვდილთან ასოცირდება და ძალიან შემეშინდა, არაა იმ ასაკის რომ ეგეთი საშიშროების წინ იყოს (ნუ მაგისგან არავინაა დაცული რა თქმა უნდა)


ზოგადად არ მესიზმრება მსგავსი კოშმარები, თითქმის არასდროს, წუხელ იყო რაღაც ჯოჯოხეთი უბრალოდ user.gif

Posted by: Artist 14 Aug 2022, 03:31
matemate30
QUOTE
ტირილ კივილით და გლოვით არ ვიყავი, აქვს რაიმე ახსნა ამას ?

ახსნა ისაა, რომ შენი ქვეცნობიერი არ ღელავდა იმ დროს, უბრალოდ შენ რასაც ხედავდი
ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს სიცხისაგან, ოთახში ძალზედ ცხელოდა ალბათ, რაც
ცეცხლოვან ტორნადოების ასოციაციას იწვევდა... smile.gif

QUOTE
ზოგადად არ მესიზმრება მსგავსი კოშმარები, თითქმის არასდროს, წუხელ იყო რაღაც ჯოჯოხეთი უბრალოდ

ხოო ეს მეორე სიზმარი კი შიშზე მიგანიშნებს, რომ ბებიას არაფერი მოუვიდეს აი ამის გეშინია და სიცხემაც თავისი
ქნა ეტყობა, ანდა რაიმე გარემოებამ, რომ ასეთი კოშმარი დაგესიზმრა, რა უნდოდა შენს ქვეცნობიერს ამით რომ ეთქვა?
ეტყობა ლაპარაკი ჩაგესმოდა ძილის დროს და გაღიზიანებდა ეს ლაპარაკის ხმა, გააჩნია რაზე ლაპარაკობდენ...
ანდა რეალში რაზე ლაპარაკობენ ხოლმე, შესაძლოა შენს ქვეცნობიერს არ მოეწონა თემა, რაზეც ლაპარაკობდენ...???
ყურმოკვრითაც კი იმახსოვრებს ქვეცნობიერი ყველაფერს... და შემდგომ სიზმარში გვიჩვენებს თავის ასოციაციებს...

Posted by: Universe´ 23 Aug 2022, 05:48
კაბრიოლეტილთ კოსმოსში :დ

თავისუფალი ფრენა, თუმცა ინერციით სწორ გეზს მივუყვებოდით, თავიდან შემაშფოთებლად ჩანდა
მაგრამ მუსიკა გვქონდა თან ლამის უსასრულო გზაზე

Posted by: - 23 Aug 2022, 21:30
საშინელი სიზმარი ვნახე.
ვერც დავწერ, ისეთი.

მრცხვენოდა, დაუცველი და უბედური ვიყავი sad.gif((

მეორე სიზმარიც ვნახე , ვითომ ქართულ თონესთან ვიდექი და შოთის პურის კნატუნა ნაწილს ვჭამდი smile.gif)
გემოს და სურნელს რომ ძაან აშკარად გრძნობ..

სავარაუდოდ , ორივე სიზმარი “ჩამყვა”...


Posted by: MasterJC 23 Aug 2022, 22:07
ძნ უცნაური სიზმარი ვნახე
დიდი ხნის უნახავ ადამიანთან ერთად რაღაცა ვქენი და თან ჯანი აწუხებდა. მოვიკითხე, და მართლა ჯანმრთელობა აწუხებს
spy.gif

Posted by: Artist 27 Aug 2022, 14:47
QUOTE
კაბრიოლეტილთ კოსმოსში :დ

თავისუფალი ფრენა, თუმცა ინერციით სწორ გეზს მივუყვებოდით, თავიდან შემაშფოთებლად ჩანდა
მაგრამ მუსიკა გვქონდა თან ლამის უსასრულო გზაზე

კაბრიოლეტით ფრენა კარგი საქმეა... ალბათ სასიამოვნო განცდაც ახლდა...

Posted by: ketaaa 28 Aug 2022, 10:15
საერთოდ სიზმარს რომ არ ვნახულობ ჩვეულებრივი მოვლენაა ? )) ღრმა ძილის ბრალია თუ არ ვცდები და მართალია ?

Posted by: Aquarius_A888 28 Aug 2022, 10:21
ებეე, ვითომ ცოლი და შვილი მყავდა, სადღაც მივდიოდით დასასვენებლად და ჩემს კლასელებს ვეკითხებოდი რჩევებს. აშკარად სხვის ენერგო ველში გავიჩითე მგონი, საერთოდ ვერ მივხდი რა რასთან იყო კავშირში. არადა 99% თავად ვხსნი ხოლმე.

Posted by: Artist 30 Aug 2022, 02:37
ketaaa
QUOTE
საერთოდ სიზმარს რომ არ ვნახულობ ჩვეულებრივი მოვლენაა ? )) ღრმა ძილის ბრალია თუ არ ვცდები და მართალია ?

დიახ... მართალია ღრმა ძილში მიდიხარ ძალიან სწრაფად და ძილიდან გამოსვლაც ძალიან სწრაფად ხდება ანუ გამოღვიძება...
სიზმარს ადამიანი ამ ორ მდგომარეობაში ნახულობს, როდესაც ღრმა ძილისკენ მიდის ანდა გამოდის...

Posted by: - 1 Sep 2022, 18:24
ისევ დამესიზმრა

გია სურამელაშვილის რაღაც ვირუსული ვიდეო გავრცელდა, “დამანებე თავი, ნუ მესიზმრებიო” biggrin.gif
დაახლოებით მაგ ტექსტით smile.gif)

საინტერესოა, ნეტა მე ვის და რა კონტექსტში ვესიზმრები ?!







Posted by: NNina 3 Sep 2022, 15:13
მეორე დღის ამბავი თუ დამაინტერესებს,აუცილბელად ვნახავ სიზმარს იმის შესახებ,რაც იქნება და მიხდება .


Posted by: Universe´ 5 Sep 2022, 02:06
იმ დღეს დამესიზმრა
ვეძებდი

და გაღვიძებსას ისევაც ვსლუკუნებდი, თან სიზმარია სუ, სუ-თქო თავს ვიმშვიდებდი.

Posted by: NikeNik 5 Sep 2022, 18:38
კუნძულ მადეირაზე ვიყავი. უულამაზესი იყო.არადა, რამ დამასიზმრა rolleyes.gif

Posted by: veliki 8 Sep 2022, 14:32
რავი რაღაცები კი მესზმრებოდა მარა არ მახსვოს რა
და მესიჯის ხმამ გამაღვიძა მერე

Posted by: Artist 12 Sep 2022, 17:06
NikeNik
QUOTE
კუნძულ მადეირაზე ვიყავი. უულამაზესი იყო.არადა, რამ დამასიზმრა

ალბათ შენს ქვეცნობიერს სურს მაგ კუნძულზე ყოფნა და დაგასიზმრა... smile.gif

Posted by: shavi_kheli 15 Sep 2022, 22:47
Dzalian Dzalian mezareba sizmrebiii

Posted by: Pannialny 15 Sep 2022, 23:41
shavi_kheli
ტკბილისიზმრები :*

Posted by: shavi_kheli 16 Sep 2022, 19:57
Wuxel martla saintereso sizmari vnaxe, mezareba chaweraaa

Posted by: veliki 17 Sep 2022, 17:47
მესიზმრებოდა რაღაცები და ვიღაცები უბრალოდ გარაჟის წინ დაუყენეს მანქანა და ასიგანელბდა ვერ გამოყავდა რა გიასა

Posted by: NNina 17 Sep 2022, 19:54
წინაწარმეტყველური ვნახე ორჯერ უკვე ერთ დღეში.
რა ვიცი.ძალიან კარგია))

Posted by: veliki 17 Sep 2022, 19:58
უაკანასწარმეტყველურებს ვხედავ ხოლმე ძირითადად

Posted by: Artist 18 Sep 2022, 23:12
veliki
QUOTE
უაკანასწარმეტყველურებს

რაა? smile.gif

Posted by: Aleqto 24 Sep 2022, 02:09
უჰ...მომენატრა კარგი გემრიელი სიზმარი...აი გაღვიძება რომ არ გინდა და გაღვიძებისას იმას იმახსოვრებს სად გაჩერდი...რომ მერე გააგრძელო...ოღონდ ვერასოდეს ვეღარ აგრძელებ...
არადა ვითომ მაშინ ვხედავთ სიზმრებს როცა ღრმა ძილში არ ვართ...
როგორი აfსურდია...

Posted by: Artist 24 Sep 2022, 20:17
Aleqto
QUOTE
არადა ვითომ მაშინ ვხედავთ სიზმრებს როცა ღრმა ძილში არ ვართ...
როგორი აfსურდია...

არაა აფსურდი, ღრმა ძილში სიზმარს ვერ ხედავ, ამიტომაც ქვია ღრმა ძილი...
სიზმარს მხოლოდ ჩაძინებისას ანდა გაღვიძებისას ხედავ, უფრო ამახსოვრდება
ადამიანს გაღვიძებისას ნანახი სიზმარი... უნდა გადაიმეორო და მერე თუ იმწამსვე
ჩაიძირები იმ გარდამავალ პერიოდში იმ სიზმრის გაგრძელებასაც შესძლებ...

პს.
საკმაოდ ბევრია ასეთი ადამიანი ვინც ახერხებს ამას....

Posted by: Universe´ 27 Sep 2022, 02:28
QUOTE
სიზმარი

გუშინდელი love.gif

Posted by: Universe´ 2 Oct 2022, 15:50
ძველებური, კლავიშებიანი ინსტრუმენტი
ორგანის გვერდით

ტიციანის მოხატული



Posted by: veliki 2 Oct 2022, 16:50
მაგარი სიზმარი ვნახე ისეთი რომ გამეღვიძა ცუდი იყო

Posted by: Artist 3 Oct 2022, 00:52
veliki
QUOTE
მაგარი სიზმარი ვნახე ისეთი რომ გამეღვიძა ცუდი იყო

ანუ გაღვიძება იყო ცუდი? ის მაგარი სიზმარი რომ შეწყდა... smile.gif

Posted by: johnsonanduncle 22 Oct 2022, 16:05
როგორ მოხდა არ ვიცი წუხელ რომ არ დამესიზმრა.

Posted by: laughingyourass 26 Oct 2022, 09:11
სიზმარში სარკე რას ნიშნავს?

სარკეში ვუყურებდი საკუთარ თავს და ვიძახდი უნდა შევიცვალო არ მომწონს ჩემი თავი და რომ შევატრაილე თავი ჭრილობა მქონდა თავზეე....

მაინდამაიც არ შემშინებია თანაც

Posted by: Artist 26 Oct 2022, 16:18
laughingyourass
QUOTE
სიზმარში სარკე რას ნიშნავს?

სიზმრისეულ სარკის მეშვეობით შენი სულის სარკეში იხედები...

Posted by: Aleqto 17 Nov 2022, 00:15
პაპაჩემი იყო. უბრალოდ ვიცოდი რომ იყო თორემ ვერ ვხედავდი. რაღაც მომენტში თითქოს ჩახუტება ვიგრძენი, არადა არავინ ჩამხუტებია. პაპაჩემი ალბათ არც არასდროს ჩამხუტებია. არ მახსოვს. ანუ ვერ ვიტყვი რომ მისი ჩახუტების ნოსტალგია მაქვს. თითქოს სადღაც მოშორებით ბებიაჩემი იდგა და მისი მზერა დავინახე. უხმოდ იყო და გვიყურებდა.თავს აქნევდა მხოლოდ ოდნავ შესამჩნევად. მერე როგორ და რანაირად მოვხვდი არ ვიცი...კარფურში რომაა მაღაზიის ფართშივე საცხობი კუთხე, რაღაც ეგეთ ადგილას, ოღონდ უფრო დიდში ვიყავი და სხვადასხვა სახის გამომცხვარ ტკბილეულს ვაგემოვნებდი. თითო ლუკმით ვსინჯავდი უამრავს.თან ვჩქარობდი. არ მახსოვს რიგის გამო, ვინმე მელოდებოდა თუ რის გამო. თითქოს უფრო მელოდებოდნენ, მაგრამ ვინ, არ მახსოვს. თითქოს ყველა მომწონდა, მაგრამ მაინც ვერ გადავწყვიტე რა მეყიდა. არადა უნდა მეყიდა. 3 ცალი. ალბათ ჩემთვის და მშობლებისთვის. უმეტესი რაც გავსინჯე კრემიანი იყო. ისე ბლომად რომ ჩაკბეჩისას გადმოდიოდა.
ისე გამეღვიძა, შუა სიზმრიდან. აფორიაქებულს რომ ვერ მოვასწარი ყიდვა.
პაპაჩემს ძალიან უყვარდა ტკბილი. მაგიდაზე მუდამ იდო დიდი (მაშინ უსაშველოდ დიიიდად მეჩვენებოდა) კამფეტებით სავსე ვაზა. გადმოვიდგამდით ხოლმე და ერთად ვსინჯავდით. მეკითხებოდა - შენ რომელს გასინჯავო. მეც ავიღებდი და ვაცდიდი რომ მერე მას აერჩია. მერე ორივე ვსინჯავდით ჩვენ-ჩვენსას და ვამბობდით მოგვეწონა თუ არა და წინა გასინჯულს ვადარებდით . ზოგს ერთმანეთსაც ვურჩევდით და მერე ვადარებდით აბა ორივეს მოგვეწონა თუ არა. ვაზაში კანფეტების ამოწურვამდე არა, მაგრამ ალბათ კბილების ატკიებამდე გრძელდებოდა კამფეტების ჭამა. თითქმის სულ ეს არის ჩემი მასთან ურთიერთობის მოგონება. არა იმიტომ რომ ძალიან პატარა ვიყავი. სხვა სახის ურთიერთობა თითქმის არც გვქონია.
არც არასოდეს დამსიზმრებია. არც მონატრება მიგრძვნია არც ადრე და არც ამ სიზმრის მერე.

შეუცნობელ არს ქვეცნობიერი ჩვენი...

Posted by: Universe´ 18 Nov 2022, 15:42
ჭიათურაა თუ ტყიბულიო, დამავიწყდა რომელი თქვა. არცერთგან ვარ ნამყოფი და რამ დამასიზმრა
ძალიან ლამაზი კი იყო. მწვანე, ხასხასა.
განსხვავებული ცხოველები ცხოვრობდნენ და მაკაკები დახტოდნენ საბაგირო ლიანებზე :დ
მეთქი ეს რომელი მხარეა, სად ვართ

Posted by: Artist 19 Nov 2022, 21:57
QUOTE
მეთქი ეს რომელი მხარეა, სად ვართ

ეგ სიტყვები როგორც კი გაიფიქრე არ გაქრა ყველაფერი?

Posted by: Universe´ 19 Nov 2022, 22:00
Artist
არა, არ გაქრა.



30 სიმბოლო

Posted by: Artist 19 Nov 2022, 22:48
Universe´
QUOTE
არა, არ გაქრა.

მაშ ქაფრიკაში ყოფილხარ სიზმარში...
მიწიერი რაღაცეები არ ქრება ხოლმე....
სულიერი განცდა როცაა სიზმარში და ფიქრს
იწყებ ქრება უცბად...

Posted by: chortivonaet 19 Nov 2022, 23:19
სიზმარში ასეთი შინაარსის ლექსი მომაწოდეს მარა არ ვიტყვი რა სიტყვები იმიტომ რომ ტეხს

Posted by: Universe´ 19 Nov 2022, 23:48
Artist
აფრიკაშიც თუა მიწა, სადაც მორაკრაკე მდინარეებზე მოციმციმე სხივებში ოქრო და სპილენძი ირეკლება,
გვიმრებია, ნორჩი ყანების სიმწვანე, დაბურული ტყეები, დასავლეთია და საქართველო ჰქვია
იყოს
+საბაგირო გზები


მაგრამ მეეჭვება biggrin.gif

Posted by: simohaya 20 Nov 2022, 19:48
Artist
ყურძნის მტევნები რას ნიშნავს სიზმარში...სოფელში ნაცნობ ადგილად დავდიოდი და მსხვილი ყურძნის მტევნები იყო ეზოებიდან გამოფენილი მთელს უბანში...

Posted by: Artist 29 Nov 2022, 05:06
Universe´
QUOTE
მაგრამ მეეჭვება

აფრიკა იმიტომ ვიფიქრე რომ მაკაკები დახტოდნენო და
საქართველოში მაკაკებს რა უნდათ?

simohaya
QUOTE
ყურძნის მტევნები რას ნიშნავს სიზმარში...სოფელში ნაცნობ ადგილად დავდიოდი და მსხვილი ყურძნის მტევნები იყო ეზოებიდან გამოფენილი მთელს უბანში...

მტევნებს არა აქვს მნიშვნელობა იმდენად, მთავარია რა ასოციაციას იწვევს შენში ტკბილის თუ მომჟაოს ... ისე ყურძნის მტევნებს ხშირად იყენებენ ორლამენტებში საქართველოში
ეს კი ქრისტეს უკავშირდება, შენ ხარ ვენახიო... ხომ ქრისტეს უმღერიან... ვინაიდან მან ყურძენში წყალი აქცია ღვინოდ ანუ მან მთელი ეს პროცესი გაატარა თავის თავში... ვაზში
რა პროცესებიც ხდება...

მოკლედ რელიგიური განწყობის სიზმარი გინახია... smile.gif

Posted by: Universe´ 5 Dec 2022, 04:35
ბებო და პაპიკო დამესიზმრა <3

ბევრი კითხვები დავუსვი. უყვარდა ბებოს ლაპარაკი smile.gif

და მერე სადაც ვიყავი
ახლა არ მინდა
დღისით დავწე, თუ არ გადამეფიქრა.

Posted by: X_men 5 Dec 2022, 09:17
ღამე თეთრად გავათენე

...............................................................

Posted by: Universe´ 9 Dec 2022, 12:28
რატომ ვხედავ გარდაცვლილ ახლობლებს ლამის ყოველ ღამე?

ფიქრით ჰო, ვფიქრობ. დღის განმავლობაში გაახრებულის გარდა ბევრჯერ დამიჭერია მათზე ფონური ფიქრი.

მაგრამ...


ნეტავ მართალია თუ მხოლოდ ფანტაზია, სუურვილი რომ კარგად იყვნენ

Posted by: პიანისტი 9 Dec 2022, 19:19
Universe´
იქნებ სასწორია შენი დადებითი ემოციების? ვინც წავიდა მათ მიმართ უფრო მეტი გქონდა,ვიდრე დარჩენილებთან გაქვს?
მე უფრო მძიმე ფონის ბრალი მგონია როგორც ქვეყანაში,ისე მსოფლიოში.


შენს ავატარზე ერთი დღე მახსენდება ბავშვობის, ეგ მულტფილმი გადიოდა ტვში fig.gif

Posted by: X_men 9 Dec 2022, 19:36
გუშინ როკ კლუბი დამესიზმრა

/////////////////////////////////////////

Posted by: Universe´ 9 Dec 2022, 22:50
პიანისტი
ბავშვობის ერთი დღე <3 :up
მოგვიყევი.

ნახევარი ვერ გავიგე რა მომწერე
მმ...


QUOTE
ვინც წავიდა მათ მიმართ უფრო მეტი გქონდა

no.gif

Posted by: პიანისტი 9 Dec 2022, 22:59
Universe´
ჰო ხვდები თავში მთელი წიგნის ერთი გვერდი რო იყრის თავს და გინდა 10 ჯერ შეკვეცო და ისე დაწერო, ანუ რო გაგეგო გამიკვირდებოდა biggrin.gif


QUOTE
ბავშვობის ერთი დღე <3 :up


no.gif ^^

Posted by: Mamu72 10 Jan 2023, 00:24

წუხელ პაპაშენი დამესიზმრა...

ესე მითხრა, სოფელშიო, ტუალეტის უკანო, ერთი მუთაქა ფული მაქვს დამარხულიო, ჰოდა გადაეციო, მაგან და დედამისმა დაითრიონ ლაფატკები, წავიდნენ და ამოთხარონო... yes.gif

ეხლა ეს სიხმარი რომ მოგიყევი, კაპიკი მაღარიჩი არ მინდა ამაში... no.gif

... ... ...

Posted by: Artist 8 Feb 2023, 02:38
Mamu72
QUOTE
წუხელ პაპაშენი დამესიზმრა...


წადი და ამოთხარე, ის ვისაც მიმართავ არ წავა და არ ამოთხრის...
ხოდა ფულს იშოვი და იმათაც მიეცი ცოტა გააჩნია რამდენია... smile.gif

პს.
თუ სწორად მახსოვს მგონი "ალქიმისტ"-შია მსგავსი ისტორია.

Posted by: la_za_rus 10 Feb 2023, 16:09
სიზმარი, რომელიც მეორდება და თვითონ სიზმარშივე სცენა ორჯერ. ორჯერ ოჯახის წევრი გადავარდა სიმაღლიდან. ერთხელ ბავშვი იყო. მეორედ თინეიჯერი. მე ვუყურებდი. ძალიან ცხადი იყო ყველაფერი. მეორედ მობილური გადამივარდა 4-ჯერ და მეოთხედ უბრალოდ დაიმტვერა და დაიბზარა. სიუჟეტი ხდება იმ კორპუსში სადაც ღრმა ბავშვობა გავატარე.

მეორე თემა ძაღლები, ლეკვები, ბავშვები. ხან ვეძებ ლეკვს. ხან მოგფერებისას კბილებს მაჭერს ჩემი ლეკვი. ხან ვიღაც უცხო თოთო ბავშვია. 2 წლამდეც. საყვარლები არიან. მიყვარს. და ახლობლები.

მესამე თემა,ამ ბოლოს ხშირად ბევრი სრულიად უცხო ადამიანი მესიზმრება სიზმარში, როგორც კარგად ნაცნობები. და მათთან მაკავშირებს სიახლოვე. ემოციები. სიტუაციები. 1-2 ჯერ იყო, ეს უცხო საპირისპირო სქესი რომელსაც ძალიან ვუყვარვარ, ყველაფრით სიყვარულს უშვებს ჩემს მიმართ და რომელიც ასევე ძალიან კარგი ადამიანია, ლამაზი, მიმზიდველი. მეორე შემთხვევაში მიზიდულობა ჰქონდა მხოლოდ სექსუალური კუთხით. რეალურები არიან ძალიან.

მეოთხე თემა, ძალიან ხშირად ჩემს მშობლიურ სოფელში არის ხოლმე უდიდესი შეკრებები, ხალხი ირევა. ნათესავი, მეზობელი, გარდაცვლილი, ცოცხალი.

მეხუთე. ხშირად ვნახულობ გარდაცვლილ ახლობლებს.

რას ნიშნავს თუ არ დამზარდებით და დაინტერესდებით? ბევრი მძინავს? biggrin.gif რაღაცეებს ვსერჩავ მაგრამ ვერ ვიპოვე კარგი საიტი. თუ იცით გამიზიარეთ.


Posted by: NNina 11 Feb 2023, 04:04
ძალიან მძიმე სიზმრებს ვხედავდი .სულ ვფიქრობდი,რა შეიძლება მოხდეს მეთქი..მერე ეს მიწისძვრა მოხდა .,წუხილი მანმდე დავიწყე,ვიდრე რამეს გავიგებდი.

Posted by: როზეტა.სთოუნედ 17 Feb 2023, 18:37
Universe´
QUOTE
რატომ ვხედავ გარდაცვლილ ახლობლებს ლამის ყოველ ღამე?



თიტქმის 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული რომ რაღაც ნივთს იყენებ ან ახლო შეხებაში ხარ რომელიც გარდაცვლილსაც ეცვა/იყენებდა smile.gif

Posted by: ელჯერნო 17 Feb 2023, 20:10
მეც ძალიან ხშირად მესიზმრებიან გარდაცვლილი ახლობლები, განსაკუთრებით 1 ის სიახლოვე ვიგრძენი დღეს გაღვიძებისთანავე, ვიგრძენი რომ მისი სული ჩემთან იყო რამდენიმე წამის წინ.

Posted by: J-Time 19 Feb 2023, 00:10
ელჯერნო
QUOTE
მეც ძალიან ხშირად მესიზმრებიან გარდაცვლილი ახლობლები, განსაკუთრებით 1 ის სიახლოვე ვიგრძენი დღეს გაღვიძებისთანავე, ვიგრძენი რომ მისი სული ჩემთან იყო რამდენიმე წამის წინ.

მაშდამე რა ხდება ახლა, სავარაუდოდ,
აქაური სამართალი და მოცემულობა არ მოგწონს, ფიქრობ რომ აი ვინც მოკვდნენ, ისინი იყვნენ კარგები, სამართალი და სამოთხე იქაა,

დაახლოებით ის თემაა, საბჭოთაკავშირს ან აწმყოზე უარეს წარსულს რომ მისტირიან, რადგან უშუალო კონტაქტის, შედარებისთვის და გადამოწმების საშუალება არაა,

რა ქვეყანა დაანგრიეს? boli.gif

პს სიზმრებში წინასწარმეტყველება და მისტიკა არაა, სხვა კუთხით შეხედეთ და ყველაფერი აშუშუს ეკონომიკასავით დალაგდება
* * *
la_za_rus
QUOTE
სიზმარი, რომელიც მეორდება და თვითონ სიზმარშივე სცენა ორჯერ. ორჯერ ოჯახის წევრი გადავარდა სიმაღლიდან. ერთხელ ბავშვი იყო. მეორედ თინეიჯერი. მე ვუყურებდი. ძალიან ცხადი იყო ყველაფერი. მეორედ მობილური გადამივარდა 4-ჯერ და მეოთხედ უბრალოდ დაიმტვერა და დაიბზარა. სიუჟეტი ხდება იმ კორპუსში სადაც ღრმა ბავშვობა გავატარე.

ალბათ იქ რაღაც დაკარგე, ან გგონია რომ დაკარგე,ხელიდან გაუშვი, "დაგაკლდა"
QUOTE
მეორე თემა ძაღლები, ლეკვები, ბავშვები. ხან ვეძებ ლეკვს. ხან მოგფერებისას კბილებს მაჭერს ჩემი ლეკვი. ხან ვიღაც უცხო თოთო ბავშვია. 2 წლამდეც. საყვარლები არიან. მიყვარს. და ახლობლები.

თვლი რომ ვისგანაც არ იმსახურებდი/არ ელოდებოდი უსამართლონ მოგექცენ

QUOTE
მესამე თემა,ამ ბოლოს ხშირად ბევრი სრულიად უცხო ადამიანი მესიზმრება სიზმარში, როგორც კარგად ნაცნობები. და მათთან მაკავშირებს სიახლოვე. ემოციები. სიტუაციები. 1-2 ჯერ იყო, ეს უცხო საპირისპირო სქესი რომელსაც ძალიან ვუყვარვარ, ყველაფრით სიყვარულს უშვებს ჩემს მიმართ და რომელიც ასევე ძალიან კარგი ადამიანია, ლამაზი, მიმზიდველი. მეორე შემთხვევაში მიზიდულობა ჰქონდა მხოლოდ სექსუალური კუთხით. რეალურები არიან ძალიან.

ოცნებები, სასურველი რეალობა და მოცემულობასთან დისონანსი


QUOTE
მეოთხე თემა, ძალიან ხშირად ჩემს მშობლიურ სოფელში არის ხოლმე უდიდესი შეკრებები, ხალხი ირევა. ნათესავი, მეზობელი, გარდაცვლილი, ცოცხალი.

იგივე, არ მოგწონს რეალობა, და გესიმზრება შენთვის სასურველი მოცემულობა, სუბიექტურად აღქმული


QUOTE
რას ნიშნავს თუ არ დამზარდებით და დაინტერესდებით? ბევრი მძინავს? biggrin.gif რაღაცეებს ვსერჩავ მაგრამ ვერ ვიპოვე კარგი საიტი. თუ იცით გამიზიარეთ.


ეგ ნიშნავს რომ რელაქსაცია გაკლია, დღის განმავლობაში რა ფიქრებიც გაქვს, იმის გამოძახილია ეგ სიზმრები, მაშდამე ვცვლით ფიქრებს, ემოციებს, ხელოვნურად, - იცვლება სიზმრებიც boli.gif

ნუ, მაინცდამაინც ნუ დამიჯერებ, თუ დააპირე. ზოგადად, მოგეხსენებათ, სიზმრების ასახსნელად, მთლიანი სურათის ფლობაა აუცილებელი, ამიტომაც, ყველაზე კარგად იმათ გამოსდით, ვისაც ესიზმრება, ოღონდ მისტიკა უნდა გამოირცხოს და ლოგიკა წინა პლანზე boli.gif
* * *
NNina
QUOTE
ძალიან მძიმე სიზმრებს ვხედავდი .სულ ვფიქრობდი,რა შეიძლება მოხდეს მეთქი..მერე ეს მიწისძვრა მოხდა .,წუხილი მანმდე დავიწყე,ვიდრე რამეს გავიგებდი.

სუპერმენობა/ვუმენობა გინდა,ეძებ, იმედი გაქვს რომ გაქვს რაღაც ნიჭი, განსაკუთრებული user.gif

Posted by: la_za_rus 19 Feb 2023, 18:39
J-Time
მადლობა.
ნუ, ახსნები ლოგიკური და რეალობასთან არც ისე შორსაა.
მაგრამ მართალი ხარ, ვისაც ესიზმრება მას უკეთ გამოუვა ახსნა.
ან მაღალპროფესიონალს.
რა თქმა უნდა
QUOTE
მისტიკა უნდა გამოირცხოს
yes.gif

ზოგიერთი აზრით, სიზმრის სიმბოლოებს ინდივიდუალური დატვირთვა გააჩნიათო.


Posted by: Universe´ 25 Feb 2023, 14:08
საკუთარი თავის ვიდეო (ლაივ)ჩანაწერს ვუყურებდი, სადღაც ნახევრად ღია სივრცეში, ჩამობნელებულზე, სადაც ძველი "მე" შემხვდა


ყოველ საათში მრღვიძა ღამე და მაგდენივე სიზმარიც მესიზმრა


Posted by: NNina 27 Feb 2023, 02:46
QUOTE
სუპერმენობა/ვუმენობა გინდა,ეძებ, იმედი გაქვს რომ გაქვს რაღაც ნიჭი, განსაკუთრებული

J-Time
არ ვეძებ,ხშირად არ ვლაპარაკობ არაფერს და მირჩევნია აქ ვწერო..ძალიანა არ მიცნონ მეთქი,ვამბობ.
შეგიბრუნებ კითხვას და ექიმობანას თამაში შენთვის რას ნიშნავს?
მამიდობა გსიამოვნებს??

Posted by: Nketia1983 27 Feb 2023, 18:04
რავი რა დამესიზმრა არ მახსვოს
და ისე დილისკენ მეძინა უფრო საკაიოფდ
და მერე გასვლითი მატჩი მქონდა
სიზმარი არაა ეს ცხოვრება ნიკანდრო ქილია?
შიმშილი არის საშიში რომ არ დადგეს თორემ დანარჩენი ბაირამობაა

Posted by: LilyValley 27 Feb 2023, 18:43
მგონია, რომ ერთ ღამეს მეფე რომ გაიტაცეს ვირთხებმა ეგრე გამიტაცებენ მეც. აღარ მინდა ძილი უკვე

Posted by: Universe´ 27 Feb 2023, 21:37
ორანჟერეას ვაწყობდით სამკითხველო ოთახის ფუნქციით

მინდა მასეთი სივრცე :უსერ

Posted by: BEHAVIOR 28 Feb 2023, 07:06
ისევ დამესიზმრე და ვიმოგზაურეთ ერთად სამყაროს მიღმა ილუზიურ წარმოსახვებში, თუმცა ყველაფერი კავშირშია, ყველაფერი.

Posted by: J-Time 28 Feb 2023, 14:02
NNina
QUOTE

არ ვეძებ,ხშირად არ ვლაპარაკობ არაფერს და მირჩევნია აქ ვწერო..ძალიანა არ მიცნონ მეთქი,ვამბობ.

შეიძლება არც ეძებ.
ჩემი თაობის(შენც ახლოს იქნები ალბათ) ფიქრია ზოგადად სუპერგმირობა, ფილმებსაც რომ დავაკვირდეთ ასე 2010 წლამდე უმეტესობა სუპერგმირებზეა, მერე იყო სინერგია და სხვა დანარჩენი

QUOTE
შეგიბრუნებ კითხვას და ექიმობანას თამაში შენთვის რას ნიშნავს?
მამიდობა გსიამოვნებს??

ბავშვობაში ექიმობანას თამაში ჩემთვის სექსუალური სურვილებით იყო ინსპირირებული. biggrin.gif
სიზმარში ალბათ ისევ, უმეტესად "სუპერ გმირობასთან" მიგვიყვანს

მამიდობაზე კითხვა ვერ გავიგე. სიზმარში, ისე-ასე,
ბიძიობას თუ გულისხმობ ზოგადად,სასიამოვნო იქნება ალბათ, როგორც დაგროვილი ცოდნის და გენის დროში გადატანა, ჩვეულებრივი ინტი'ნ'ქტია

Posted by: Mamu72 2 Mar 2023, 01:38


წუხელ მამაოს პაპა დამესიზმრა და იძახოდა - აფსუს ჩვენ დროს განდონი არ იყოო...

... ... ...


Posted by: goga19 4 Mar 2023, 23:49
გამარჯობათ

კოშმარები რას მიშნავს/რისი ბრალია?

-------------------------

Posted by: alikantura 9 Mar 2023, 19:11
goga19
ზოგადად შინაგან შფოთვას, ნერვიულ დაძბობას შეიძლება ნიშნავდეს. ისე კი ჩემი დაკვირვებით, სიზმრის ნახვის დროს გარეგანი ხმაური და ორგანიზმის არაკომფორტული მდგომარეობა(ალკოჰოლის, ან დაღლილობის ქვეშ ყოფნა) არის ხშირად კოშმარების მიზეზი. განსაკუთრებული შემთხვევაა განმეორებადი სიზმრების კოშმარულ ჟანრში გადასვლა, რასაც მე ქვეცნობიერიდან წამოსული მესიჯების უგულველყოფას ვაბრალებ.

Posted by: simohaya 11 Mar 2023, 21:20
სიზმარში ერთი დიდი ობობა მოვკალი და მეორე დიდი ობობა დაფრთხა და რას უნდა ნიშნავდეს

Posted by: Universe´ 12 Mar 2023, 23:37
ოკეანე ლურჯი


...


საოცარი იყო

Posted by: Aleqto 18 Mar 2023, 02:15
ისევ დავკარგე სიზმრები. თითქოს ვხედავ. გაღვიძებისას უკვე მხოლოდ შეგრძნების დონეზე მახსოვს.ანუ როგორი იყო, რა ემოციას იწვევდა ი ვსიო. შინაარსი, სიუჟეტი ვეღარ გამომაქვს. არადა სიზმრებში მთელი მეორე ცხოვრება მქონდა...

Posted by: Universe´ 26 Mar 2023, 17:11
კლასელი დამესიზმა, თავის მოკლემეტრაჟიან ფილმს მაჩვენებდა. მეთქი რა მაგარია, ფესტზე გაიტანე. თან ტკბილ, ლალისფერ ბროწეულს ვჭამდი.
მართლა კარგი ფილმი გამოსვლია :დ

Posted by: საქმიანნი 26 Mar 2023, 23:58
აბ ბოლო დროს სიზმარშიც მეძინება
აი ასე მესიზმრება, რომ ძალიან მეძინება და რაღაცების გაკეთებას ვერ ვახერხებ, იმიტომ რომ მეძინება : /
და რეალობაშიც გათიშულს მძინავს

უნდა დავგუგლო, რას ნიშნავს, როცა გვესიზმრება, რომ გვძინავს :დ

Posted by: Universe´ 29 Mar 2023, 10:02
შეგაშინე ჰო ბებო?
ჰო. :hug:
მეც... არ ვიყავი კარგად გუშინ, როცა გამომწერეს. ახლა წადი. მზის ქვეშ ითამაშე.

Posted by: 11-F 10 Apr 2023, 02:20
კარგად ვერ დავიმახსოვრე, ძველი ტელევიზორი ციმციმებდა ბნელ ოთახში. შუქი არ იყო თუმცა ყველაფერი ჩანდა rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: Universe´ 10 Apr 2023, 11:07
ჰმ
ასე თუ გაგრძელდა
დავიჯერებ რომ
რომ

Posted by: Artist 14 Apr 2023, 23:07
Aleqto
QUOTE
ისევ დავკარგე სიზმრები. თითქოს ვხედავ. გაღვიძებისას უკვე მხოლოდ შეგრძნების დონეზე მახსოვს.

შეეცადე რომ გაღვიძებამდე ანუ ძილბურანში გაიმეორო სიზმარი და დაგამახსოვრდება ისევ...

Posted by: Universe´ 15 Apr 2023, 13:20
მზე თეთრად ანათებდა თეფშებით დატვირთულ ტელე და რადიოგადამცემის თავზე. წყლით სავსე, მწვანე, მაღალი ბალახი და მასში ამოსული ნარცისები მკვეთრი, მუქი ჩრდილებისგან შავად მოჩანდა. მზის სათვალის შიგნით თვალებს მიწვავდა სითეთრე. ცოტაც და დასხივებისგან ყვავილები ამომივა კანზე, როგორიც ალუბლის ხეს აქვს.

Posted by: ოჩოპინტრე 15 Apr 2023, 15:39
როდის შექმნიან ბოლობოლო იმ აპარატს, სიზმრის მართვაში რომ გეხმარება biggrin.gif
რამდენი კაი სიზმარი მაქ გამაზული, რო ვეღარ გავაგრძელე...

ამას წინებზე ნაშა დამესიზმრა, სადღაც ობშიჟიტი იყო თითქოს და იქ ქონდა ბაითი, ორჯერ მივედი იმ სიზმარში, მარა მეორედ ვეღარ ვიპოვე ბინა, დავდიოდი ამხელა შენობაში აჯამივით lol.gif

Posted by: Artist 20 Apr 2023, 01:46
ოჩოპინტრე
QUOTE
როდის შექმნიან ბოლობოლო იმ აპარატს, სიზმრის მართვაში რომ გეხმარება

აპარატს ვერ შექმნიან ვინაიდან სიზმარი არაა მთლად ამქვეყნიური რამ... აი მიზეზი...

Posted by: Nketia1983 20 Apr 2023, 15:40
დამესიზმრა ს. ვითომ სხვას ხვდებოდა და აღშფოთებულმა გავიღვიძე

ს. ჩემი სტუდენტობის დროინდელი მეგობარია.

Posted by: Aleqto 21 Apr 2023, 01:26
ეს მეორედ დამემართა. სიზმარი არ იყო, რაღაც უფრო ცხადი და ისეთი...გამომაფხიზლებელი თუ შემაჯანჯღარებელი თავისი ზედმეტი სიცხადით.

აი უცებ რომ ინათებს და ცა გაიხსნება, უცებ გონებაც რომ გაგეხსნება და სიზმრისთვის ზედმეტად სიცხადის გამო უცებ გამოფხიზლდები თუ შეჯანჯღარდები, დაიძაბები და გაოგნებული და გამოშტერებული, მთელ სხეულ დაძაბული ადევნებ თვალს...

არ ვიცი რა ქვია...რელიგიური...ალბათ ეს უფრო შეესაბამება...
პირველად ვნახე თემატურადაც და ფორმატითაც ასეთი რამ...
და იმდენად უცხოა, ამ ნაწილის გახსენება რაღაცნაირად მაშეშებს და ბოლომდე არც ვიხსენებ...

ფრენის შეგრძნებით გამოწვეული თავისუფლების შეგრძნებაც მახსოვს...
ამჯერად ქვევით უძირო და ქაოსურ ადგილას მივექანებოდი...თითქოს ფრენა არც იყო...უბრალოდ უწონო მდგომარეობაში ვიყავი და ქვევით ცარიელ სიმუქეში მივექანებოდი ჩემ ძაღლთან ერთად...რომელიც ბევრი წლის წინ მოკვდა...გულში მყავდა ჩაკრული, ის კანკალებდა და მეკვროდა. მე ვკოცნიდი და ვამშვიდებდი, თან ზევით ვიყურებოდი, ოღონდ გაოცების,გაურკვევლობის , დაბნეულობის შეგრძნებას უფრო მიქმნიდა ის,რაც ზემოთ ხდებოდა ვიდრე შიშის. თან თითქოს მახსოვდა რომ ჩემი ძაღლი ცოცხალი აღარაა.თან კონცენტრირებული ვიყავი ყველაფერი დამენახა და დამემახსოვრებინა რაც ზევით მოხდა/ხდებოდა....ის იმდენად საოცარი და შთამბეჭდავი იყო....თან მაკრთობდა და თან მამშვიდებდა...

შეფხიზლებამდე წამის წინ ვნახე თითქოს და იმდენად სწრაფი იყო ყველა ქმედება და მოვლენა.... სულ რაღაც რამოდენიმე წამში იყო მთელი ეს ამხელა ისტორია.

იმდენად სხვანაირი იყო ეს ყველაფერი... ნიშნებს ვეძებ, მაგრამ ვერ ვპოულობ...

ადრე დაკვირვებების ნიადაგზე შევიმუშავე რაღაც თეორია, რომლითაც "ვხსნიდი" რა რატომ მესიზმრა და ყოველ ჯერზე მეცინებოდავ ადამიანურ პრიმიტუულ და მარტივად მოწყვლად გონებაზე,ცნობიერზე , ქვეცნობიერზე და არაცნობიერზეც...

გუშინდელი ჩემს ახსნებს სცდება...

Posted by: BEHAVIOR 22 Apr 2023, 03:06
სიზმრები მომავლიდან, რომლებიც ხდება...

Posted by: la_za_rus 22 Apr 2023, 13:31
ეს კაცი მაგარი კაცია., წამყვანები დაიკიდეთ.

Posted by: ოჩოპინტრე 30 Apr 2023, 09:20
კიდე ერთი შედევრი ჩემი სიზმრების სერიიდან:

სადღაც დიდ შენობაში ვარ და ბოდიში მომითხოვია და მეფსია.
შევედი, ტუალეტია დიდი, საბანკეტო დარბაზი გეგონება, ის არი რო უნდა მოვფსა და ვხედავ ქალი ზის რაღაცას აკეთებს.
მომერიდა, მოვბრუნდი, თან გაშლილი ტუალეტია, ვერ მოეფარები ვერაფერს.
გამოვიძურწე და შევედი მეორე ტუალეტში, ისიც დიდი ოთახია იმნაირი. მანდაც ვიღაცა ქალი შემოვიდა.
მოვტრიალდი და დიდი სარკე ეკიდა, ჩავიხედე და რას ვხედავ! ჩინელი ვარ! როჟა მაქ ჩინელის!
ვახ, მეთქი აქამდე როგორ არ ვიცოდი ჩინელი თუ ვიყავი, ეხლა უნდა ვიგებდე მეთქი ამას?!
თან მეფსია, თან ჩინელი ვარ, რა ###ობა ხდება ჩემ თავს ვფიქრობ და გამეღვიძა...

ავდექი ეხლა, მოვუკიდე სიგარეტს და ვერ გამომაქ აზრი...
სიზმარიც რო არ გექნება ნორმალური კაცს, რა ცხოვრებაა lol.gif lol.gif lol.gif

კიდე კაი ძილში რო არ ჩავიფსი, აღარ დავეძებ...

Posted by: Universe´ 30 Apr 2023, 09:58
რამდენიმე დღის წინ "ცხოვრება მშვენიერია" და "არიზონას სიზმრები"-ს ნაზავი ფილმი დამესიზმრა

ნეტა კინოშიც გადიოდეს, კიდევ ვნახავდი biggrin.gif

Posted by: benito- 27 May 2023, 18:33
წუხელ ჩემი ყოფილი დამესიზმრა, 7 წლის წინ დავშორდით

სიზმარი ისე ცხადად მახსოვს რო გადავწყვიტე დავწერო.

სახლში შევიპარე მასთან (რა მიზანი მამოძრავებდა ოღნდ არ მახსოვს)
თავიდან მეგონა რომ სახლში არავინ არ იყო მარა უცებ სხვა ოთახიდან გამოვიდა.
ფარდის უკან დავიმალე
სახე არ მქონდა დანახული ჯერ, ხმით ვიცანი რომ ის იყო.
ქმარს ელაპარაკებოდა ტელეფონზე. საუბრიდან მივხვდი რომ ისიც მალე მოვიდოდა სახლში.
გავიფიქრე გათხოვილა თქო (ეს მომენტი ისე ცხადად მახსოვს )))))

მომენტში უცებ შემოიხედა მოულოდნელად. თვალი თვალში გავუყარეთ.
შევამჩნიე რო წინა კბილი ჩამტვრეული ქონდა. biggrin.gif
მახსოვს გავიფიქრე, რას დამგვანებულა, ეს ცოლად ვინ მოიყვანა მეთქი.
ჩემს დანახვაზე შიშისგან ცრემლები წამოუვიდა. ვანიშნე ხელით, არ გინდა, არ უთხრა და აგრძნობინო რო აქ ვარ, გავალ თქო.
თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად - კარგიო
მოკლედ გასვლისას მეგობრებმა შემოუღეს კარები ტორტით და სახლში მე და ის დავხვდით,
მეგობრებს არ დაუწყიათ გამოძიება ვინ ვიყავი, უბრალოდ გაატარეს ფაქტი და ჩვეულებრივად შემხვდბნენ.
მიუხედავად იმისა რო მათ სახეზე აშკარად დაბნეულობა ჩანდა.
მარა ვჩქარობდი ქმარიც მალე მოვა თქო და ამ დროს მახსოვს თავს ძალა დავატანე და გავიღვიძე : )))))))))))))

არ ვიცი ჩამტვრეული კბილი რას ნიშნივს სიზმარში,
მისთვისაა ცუდი თუ ჩემთვის.
მარა იმედია კარგად ხარ.

Posted by: Artist 13 Jun 2023, 19:53
Universe´
QUOTE
ნეტა კინოშიც გადიოდეს, კიდევ ვნახავდი

იუტუბზე რომ იყოს არაა?

* * *
https://www.youtube.com/watch?v=Tj6zbjc41q4&t=10s&ab_channel=CultCinemaClassics

Posted by: Universe´ 15 Jun 2023, 18:11
Artist
არ გადაუღიათ smile.gif
_____

Posted by: Aleqto 21 Jun 2023, 22:08
ისევ ჩემი მკვდარი ძაღლი და გარდაცვლილი ბებია...
სადღაც შევედი, ოთახში თუ ასხლში. შემომეგება კუდის ქიცინით, ოღონდ უფრო პატარა იყო ტანით და ჭაღარა, ჭკუაზე არ იყო რომ დამინახა. ვუყურებდი და თან ვცნობდი,თან ვერა. თვალები ჩემი ძაღლის ჰქონდა სხვა დანარჩენით კი თითქოს იგივე ჯიშის , უფრო მომცრო ტანის სხვა ძაღლი იყო. გასაკვირად არ შემომახტა, მხოლოდ ადგილზე ცანცარებდა პირდაღებული , გახარებული და კუდის ქიცინით მეგებებოდა. ჯერ მას ვუყრებდი შემდეგ ამავე ოთახიდან გამავალი მეორე ოთახიდან გამოსული გარდაცვლილი ბებიაჩემი გამოვიდა, უფრო სრული იყო, გაცილებით ახალგაზრდა, დეკოლტე და უმკლავებო კაბა ეცვა (დეკოლტე მასზე არასოდეს მინახავს). თმები ისევ შპილკებით ქონდა დამაგრებული. თვალები არ უჩანდა, დაბლარული ჰქონდა. გამოვიდა უხმოდ და თითქოს მის უკან მოტოვებულ ოთახის კარის ჭრილში ისე იდგა რომ შიგნით ვერ დამენახა და არც შევსულიყავი. კარი არ ეკიდა, უბრალოდ ოთკუთხედი კარის ჭრილი იყო. დავინახე ამ ჭირლის პირდაპირ უფარდებო სარკმელთან როგორ იჯდა ორი გამხდარი , ერთმანეთისკენ პირისპირ გადახრილი მოხუცი. თითქოს ერთმანეთს ესაუბრებოდნენ ჩუმად, ისე რომ არავის გაეგო. არც გამიგია, უბრალოდ შეგრძნება გამიცნდა რომ ერთმა, რომელიც მამაჩემის გარდაცვლილ ბებიას მივამსგავსე, მეორეს აუხსნა მე ვინ ვიყავი. მეორე არ ვიცი ვინ იყო.არავის არაფერი უთქვამს. ბებიაჩემის დანახვიდან რამოდენიმე წამში გამცრა, გამახსენდა რომ გარდაცვლილია. დავიძაბე, თან უკან გაბრუნება ვერ გავბედე, გადავწყვიტე ჩუმად ვმდგარიყავი და დავკვირვებოდი რას იტყოდა, ან იზამდა. არ მინდოდა შემემჩნია რომ ის გარდაცვლილი იყო მე კი ცოცხალი და მიკვირდა ერთად როგორ მოვხვდით. ვფიქრობდი ჯობია არ იცოდეს, არ შეშინდეს და თქვას ,გააკეთოს რაც უნდათქო. მე კი ყველაფერს დავიმახსოვრებ და იქნებ მივხვდე რისი თქმა/მინშნება უნდათქო. მას არაფერი უთქვამს, არც განძრეულა. ეს სულ რამოდენიმე წამი გარძელდა. მერე უცებ თითქოს ადგილს მოვწყდი და უსაშველოდ ჩქარი სიჩქარით ზურგით უკან გავექანე. აი ისე, ფილმებში ფილმის გმირს რომ აბრუნებენ წარსულ დროში. გარეთ ბუნებაში მივექანებოდი, გაბლარული სიმწვანე იყო ირგვლივ. შიშს, ადრენალინს, თავისუფლების შეგრძნებას , სიჩქარეს, სიხარულს...ყველაფერს ერთად გვრძნობდი ძალიან მძაფრად. მე არ ვიცი ზუსტად რა ასაკის ვიყავი, სავარაუდოდ ეხლანდელზე ცოტა პატარა. მოკლე თმა მქონდა და შორტები მეცვა...(ახლა საკმაოდ გრძელი თმა მაქვს და არც შორტებით ვმოძრაობ დიდად). მერე აღარ ვიცი, თუმცა რაღაც გაგრძელება კიდევ იყო სიზმრის. თუმცა ვერ გამოვიტანე...

ამ ბოლოს ხშირად ვხედავ თითქოს გამაფრთხილებელ/გამოსაფხიზლებელ სიზმრებს, ან მე ვთარგმნი ასე.
ერთი ჰოპლა უკვე დამემართა და ვიფიქრე ეგ იყო...
ამ სიზმარმა კი ცოტა უფრო შემაშინა, თითქოს კიდევ რაღაც ჰოპლა კიდე უნდა დამემართოს, რაც კიდევ უკან გადამაგდებს.
არადა მეტი აღარ მინდა... აღარც შემიძლია...

აღარც ასეთი სიზმრები აღარ მინდა, მთრგუნავს...

Posted by: MasterJC 30 Jun 2023, 10:46
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Universe´ 13 Jul 2023, 09:42
მარცხენა ხელზე დავიხედე და მეთქი ეს რა არის... გოგონა ნარინჯისფერ, სიფრიფანა ნაჭუჭიან ხილში იჯდა გაოცებული სახით, თითქოს წამის წინ ჩაუტყდაო.

რა მინდოდა და რა დამიხატეს :დ

Posted by: DMC-12 13 Jul 2023, 21:36
ოჩოპინტრე
ამ ბოლოს მეც მქონდა მსგავსი შემთხვევა ერთი ორჯერ. ტვინი რა დებილი ვინმეა, იმის ნაცვლად რომ გამოფხიზლდეს რაღაც იდიოტურ სიტუაციებს აგენერირებს ტვალეტის მონაწილეობით. ყოველთვის შეიძლება არ გაგიმართლოს და მარცხი მოგივიდეს sad.gif

Posted by: simohaya 18 Jul 2023, 21:23
მოგზაურობა რას ნიშნავს სიზმარში

ძალიან ხშირად ვხედავ...


Posted by: Artist 27 Jul 2023, 22:02
DMC-12
QUOTE
ტვალეტის მონაწილეობით. ყოველთვის შეიძლება არ გაგიმართლოს და მარცხი მოგივიდეს

როცა ძილის დროს გეფსია და ეს გაღვიძებს იმ გაღვიძებამდე ნახულობ სიზმარს ტუალეტის შესახებ. მარცხი კი
შეიძლება, მაგრამ გეღვიძება უცბად... მაგ. საინტერესო ტუალეტებს ვხედავ ხოლმე, სადაც ქალებიც და კაცებიც ერთად არიან და
მიკვირს ხოლმე რაიმე კუთხეს ვეძებ რომ იქ გადავღვარო წყალი... და მეღვიძება ხოლმე...

simohaya
QUOTE
მოგზაურობა რას ნიშნავს სიზმარში

ძალიან ხშირად ვხედავ...

სულით მოგზაური ხარ ეტყობა, მე მაგალითად სულ სხვადასხვა უცხო ქუჩებში მივლია, შემდგომ კი ამსრულებია, ევროპის ქუჩა ყოფილა...
როდესაც იქ მოვხვდი გამახსენდა ჩემი სიზმარი...

Posted by: sunny-day-today 30 Jul 2023, 18:56
სიზმარს რატომ ვხედავთ? ,.... რა არის სიზმარი მეცნიერულ ენაზე?

Posted by: Dostoyevsky 20 Aug 2023, 00:47
ქალი რომელზეც სულ ვფიქრობდი და სულ გრძნობებს იწვევდა ჩემში, სიზმარში მომცა გასაღებების ანცმა ძალიიან ლამაზი , რას ნიშნავს?

Posted by: 4coli 20 Aug 2023, 22:53
მაგარი სიზმარი იყო თავის ჟანრში, ქალი დავარწმუნე დაეშვა, აღმოჩნდა სკეჩი იყო, სკეჩის დამდგმელთან რომ შევედით მერე იქ გაგრძელსა

Posted by: simohaya 26 Aug 2023, 01:13
Artist
უცხო ადგილებში სიარული მიყვარს....

კიდევ დამესიზმრა შავი ლურჯი ცხენიი და მის გვერდით მივრბოდიი ეგ რას ნიშნავს

Posted by: პიანისტი 27 Aug 2023, 01:19
QUOTE (Dostoyevsky @ 20 Aug 2023, 00:47 )
ქალი რომელზეც სულ ვფიქრობდი და სულ გრძნობებს იწვევდა ჩემში, სიზმარში მომცა გასაღებების ანცმა ძალიიან ლამაზი , რას ნიშნავს?

გენატრება ალბათ ? ვინ იყო ეგ ქალი შენთვის? ესე უფრო გამიმარტივდება აგიხსნა სიზმარი

Posted by: Augustiner 30 Aug 2023, 12:57
ერთადერთი საკუთრება რომელიც ადამიანს აქვს, ეს მისი სიზმრებიაო, ვიღაცას უთქვამს

ხოდა

სიზმრების ლომბარდი აქ არის?

Posted by: T-mademoiselle 30 Aug 2023, 16:52
სულ ზომბები და აპოკალიპსი მესიზმრება

აუ სულ!! არადა ზომბებზე არ ვფიქრობ lol.gif

აღარ შემიძლია, ხიჩკოკი ინატრებდა ჩემ სიზმრებს

Posted by: თორნიკეე 3 Sep 2023, 00:57
ვიღაცა იყო აქ სიზმრებს ხსნიდა ნიკი არ მახსოვს... რა რას ნიშნავს იცოდა და ა.შ

დიდად არ მჯერა მასეთი რაღაცეების მარა მაინც...

იდეაში ისედაც ვხვდები მარა მაინც ლაპარაკი მინდა... facepalm.gif


Posted by: Pannialny 3 Sep 2023, 21:58
ძაან გაკვირვებული დამტოვა ამ სიზმარმა სადღაც 2 კვირის უკან ვნახე სადღაც

გოგოს ვაკოცე რომელსაც 9 ცალი შიშველი მკერდი უჩანდა

ნუ გოგოსთვის კოცნა სიზმარში არც ისე უცნაურია თან შიშველისთვის

მაგრამ რაღა მაინცდამაინც 9 მკერდი ქონდა იმგოგოს ??? იმენა 9 ცალი ?
ყველაზე უცნაური სიზმარია რაც კი დამსიზმრებია რადგან რაღა მაინცდამაინც ცხრა მკერდი ქონდა lol.gif

რას ნიშნავს ნეტა 9 მკერდიან გოგოსთვის კოცნა

Posted by: *N.N* 4 Sep 2023, 16:05
გუშინ დამესიზმრა ( ცხოვრებაში პირველად) ფორუმელი ბიჭი, რომელზეც ადრე ვიქრაშებოდისავით
biggrin.gif biggrin.gif

ვითომ ცოლი მოიყვანა ( სიზმარში, რეალურად აზრზე არ ვარ).
ფოტოებს ვათვალიერებდი, ქორწილის, მოგზაურობის, ოჯახური სიტუაციების.
ყველაფერი cool და ძაან საინტერესო, მაგრამ ამ გოგოს სახეს ვერ ვხედავ.
ტანი ფეხი ყველაფერი კარგი, ჩემზე კარგი smile.gif))) სტილი, თმა… მაგრამ სახე არ ჩანს და სიზმარში ინტერესით ვკვდები smile.gif))
ბოლოსდაბოლოს, ვხედავ ანფასის და პროფილის ფოტოებსაც : რაღაც ძაან უბრალო და უღიმღამო ჰაბიტუსის, დაჟე გოიმური სახე smile.gif))
თან გამიკვირდა, თან ჩამეცინა, ეტყობა კონკურენციის ამბავში, მაინც smile.gif))

ოღონდ , რატო დამესიზმრა ეს გადავიწყებული ტიპი, გაუგე ახლა ქვეცნობიერს შენ.)



Posted by: GEORGEXIII 4 Sep 2023, 21:09
სულ სკოლის ან უნის ასაკში რომ ვარ ეგ მესიზმრება რა უბედურებააა ერთი კაი სიზმარი არაა

Posted by: °iki° 3 Oct 2023, 17:27
გუშინ რომ მესიზმრა საყვარელი გოგო, დაბადების დღე 4 წელში ერთხელ ვისაც ჰქონდა თუ არ ჰქონდა, რადგან სხვა სეზონის არ აქვს ზამთრის თვე, გავიცნობდი. ნეტავ სად ცხოვრობს.

Posted by: fork 3 Oct 2023, 20:40
ბოლო სამი დღეა ზებუნებრივის მზერა დავიწყე...
და შესაბამისი სიზმრები ავკრიფე!
ველოდები, მიქელა როდის გამომეცხადება!!!

Posted by: °iki° 8 Oct 2023, 13:23
კოშმარი

სული არსებობდეს, არ კვდებოდეს, გარდაცვალების წინა და უშაულო მომენტში არსებულ მდგომარეობა, განცდაში იჭედებოდეს. წარმოიდგინე?

Posted by: ნაკო 8 Oct 2023, 18:44
აქვე ვარ და ვიკითხო :უსრ:

ანუ ძნ ხშრად უკვე წლებია მესიზმრება პატარა ბიჭი, რომელსაც ჩემი დახმარება სჭრდება. მაგრამ ბოლოს დღეებია თითქმის ყოველ ღამით ვხედავ ასეთ სიზმარს. ინტენსიური გახდა. ჩემი ინტერპრეტაციებით ვეღარ ვხსნი, რადგან მეორდება ე. ი არც მიგნება მაქვს რომ ზემოქმედება მომეხდინა და დამემუშავებინა. თქვენი განამრტებანი მაინტერესებს.

Posted by: alikantura 10 Oct 2023, 08:00
ნაკო
თუ შეგიძლია დეტალებში აღწერო სიზმარი. ბოლო სიზმარი, ან ის სიზმარი რაც ბოლო დღეებში ნახე ამ ბავშვთან დაკავშორებით. სად აღმოაჩინე ბავშვი? როგორ გამოიყურება? და ა.შ.

Posted by: ნაკო 10 Oct 2023, 16:39
alikantura
QUOTE
როგორ გამოიყურება?

ცვალებად ასაკშია : გარკვეული დღეების ან მაქსიმუმ 6 წლამდე.
QUOTE
სად აღმოაჩინე ბავშვი?

აუცილებლად ბიჭია. უბრალოდ თავისით მოდის ჩემთან ან ჩემს ხელებშია უკვე. ჰყავს მშობლები , რომლებმაც იციან რომ ჩამთან არის, რაღაც უნდა გვაუკეთო ამ ბავშვს, რომ უსაფრთხო ადგილზე გადავიყვანო, ან ავადაა და ჩემი ჩახუტება უნდა, ან საფრთხე ელის და მე ვიცავ ყველაფრისგან, საბოლოოდ დაცულია , მშვიდი, სითბოს სიყვარულს მიგზავნის და ისევ მშობლებთან ბრუნდება. ბოლო სიზმარში მომმართა როგორც დედა, იცოდა რომ არ ვიყავი მისი დედა მაგრამ ასე მაჩვენა სუფთა სიყვარული და მადლიერება.

Posted by: alikantura 10 Oct 2023, 17:08
ნაკო
ბავშვი გამოხატავს გარკვეულ ზრუნვის ობიექტს. სულ არაა აუცილებელი, რომ ეს ეხებოდეს პიროვნებას. შეიძლება ბავშვის სიმბოლოს სახით ხედავდე რაღაც პროცესს, რაც შენს ცხოვრებაში ხდება და შენგან გარკვეულ ზრუნვას მოითხოვს.
რაც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა გამოხატავდეს, ესაა ის რაც შენი უშუალო ჩართულობის გარეშე ვერ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. იდეაში თავად მოდის შენთან და დროს გათმობინებს. ამისგან შენ ერთგვარი ემოციური სარგებელი კი გაქვს, მაგრამ არც შენია და ბოლომდე. აი რამეს ენთუზიაზმით რომ წამოიწყებ, ან ვინმეს გვერდში რომ დაუდგები, დაახლოებით ესეთ რამეს გავს.


Posted by: ნაკო 10 Oct 2023, 17:31
alikantura
QUOTE
შეიძლება ბავშვის სიმბოლოს სახით ხედავდე რაღაც პროცესს, რაც შენს ცხოვრებაში ხდება და შენგან გარკვეულ ზრუნვას მოითხოვს.

ეს დაშვება და ახსნაც მაქვს , მაგრამ აი ზუსტად ვერ ვხვდები რას მოვათრევ წლებია ისეთს რაც ვერ დავამუშავე და რა პროცესია. ვერ მივაგენი ზუსტ ახსნას. ანუ რა არის ან ვინ არის ეგ სზრუნავი ობიექტი ვერ ამოვიცანი. რაც ინტენსიური გახდა ბოლო კვირაა სიზმარი ყველა ბოლო მომხდარი ფაქტი შევაფასე რასაც შეეძლო გვალენა მოეხდინა მაგრამ ვერაფერი ამოვიკითხე.
არ ვიცი ოდესმე მივიღებ საჭირო პასუხს ალბათ რომ განვკურნო.
დიდი მადლობა ყურადღებისათვის <3

Posted by: alikantura 11 Oct 2023, 13:38
ნაკო
QUOTE
ეს დაშვება და ახსნაც მაქვს , მაგრამ აი ზუსტად ვერ ვხვდები რას მოვათრევ წლებია ისეთს რაც ვერ დავამუშავე და რა პროცესია. ვერ მივაგენი ზუსტ ახსნას. ანუ რა არის ან ვინ არის ეგ სზრუნავი ობიექტი ვერ ამოვიცანი. რაც ინტენსიური გახდა ბოლო კვირაა სიზმარი ყველა ბოლო მომხდარი ფაქტი შევაფასე რასაც შეეძლო გვალენა მოეხდინა მაგრამ ვერაფერი ამოვიკითხე.
არ ვიცი ოდესმე მივიღებ საჭირო პასუხს ალბათ რომ განვკურნო.
დიდი მადლობა ყურადღებისათვის <3

ვინაიდან სიზმარი განეორებითი ხასიათისაა, ესეიგი ის სულ ერთი და იგივე მოვლენაზე მოგვითხრობს, რაც შენი ცნობიერის მიღმაა აღმოჩენილი ქვეცნობიერი მიერ და ამ კონკრეტული სიზმრის ესე ინტენსიურად დასიზმება სწორედ იმ მიზანს ემსაუხრება, რომ ეს ინფორმაცია შენს ცნობიერამდე მოვიდეს. ამიტომ, ის ფატი რომ ახსნა არ გაქვს, ესაა მიზეზი, რომ გესიზმრება გამუდმებით და განმეორებით. როდესაც რას ეხება სიზმარი ამას გაარკვევ, ეს სიზმრებიც შეწყდება smile.gif.

შევეცდები იმის მიხედვით, რაც გეწერა სიზმრზე დამატებითი ახსნები მოგცე, რომ უკეთ ეძიო რაზეა სიზმარი.
სხვა ადამიანების ზრუნვის ობიექტზე შენი ზრუნვაა ნაჩვენები ამ სიზმარში.
ის ფაქტი, რომ შენ დედა არ ხარ და სხვა ადამიანები არიან მშობლები ამას მიუთითებს.
ანუ შენ იხარჯები საკუთარ დროს ენერგიას და ემოციას დებ ისეთ რამეში, რაც სხვისი მფლობელობისაა. დროთა განმავლობაში ამას ერქმევა კიდეც შენი სახლი და სიზმარში ბავშვი მოგმართავს როგორც დედას, მაგრამ ეს შენი და ამ ზრუნვის ობიექტის ემოციური კავშირია.
ის, რაშიც შენ დებ საკუთარ დროის რესურსს არის შენი მუშაობით დაცული და შემდგარი.

საქმიანობა, რასაც ქველმოქმედებით, ენთუზიაზმით, საზოგადოებრივი ინტერესის გამო აკეთებ. აი დაახლოებით ეს ისაა, რასაც შეიძლება გამოხატავდეს ეს ბავშვი.
შესაძლოა ეს არაა რამე ისეთი, რაც ყოველდღიურია. ერთ მეთოდს შემოგთავაზებ. შეეცადე დღის მანძილზე დააკვირდე ისმას რასაც აკეთებ და საკუთარ თავს დაუსვა კითხვა, რასაც აკეთებ ეს შენს დღის წესრიგს ემსახურება, თუ სხვა ადამიანებისას? სადაც ყველაზე მეტად გექნება განცდა, რომ სხვისი ინტერესის გამო იხარჯები, ესეიგი თეორიულად ამას შეიძლება ეხებოდეს შენი სიზმარი.

კიდევ ერთი მოსაზრება. შეიძლება ეს ქცევა, რაც სხვისი დახმარების, ან სხვებზე ზრუნვას ეხება რამე კონკრეტულს კი არა, ზოგად შენს ქცევას გამოხატავდეს. რაღაც შემთხვევებში გარემოში, სადაც შენ საკუთარი ინტერესით უნდა მოქმედებდე ზედმეტად ითვალისწინებდე გარეშემომყოფებს და ეს გიშლიდეს ხელს მიიღო სარგებელი შენი საქმიანობით. შეიძლება ამას ალტრუისტი ბუნება დავარქვათ, რაც გაქვს. რამდენად ხარ ალტრუისტი? smile.gif

Posted by: როზეტა.სთოუნედ 17 Oct 2023, 21:38
GEORGEXIII




მეც უმეტესად უნივერსიტეტის ხანა და ჟამი მესიზმარება. ეტყობა რომ გამიჭირდა ფინალური წლის გადაგორება მაგის გულობიზა :დ

Posted by: როზეტა.სთოუნედ 17 Oct 2023, 22:39
მე საბედნიეროდ ხშირად მქონია მომენტები, როდესაც ც ხ ა დ შ ი ისეთი რამეები ვნახე რასაც მარტო სიზმარში თუ ნახავ კაცი. ერთხელ ქუჩაში მივდიოდი საღამო ხანს და ქუჩა გაუკაცრიელდა, მხოლოდ ორი გოგო იყო ჩემს წინ, გზის (ტროტუარის) ორ სხვდსხვ მხარეს 30- 50 მეტროში.

მარჯვენას ყველაფერი თეთრი ეცვა, ჩანთაც სრულიად თეთრი ჰქონდა! მარცხენას ყველაფერი ხასხასა წითელი ქურთუკიანად. ახუიეწ.

Posted by: Dostoyevsky 18 Oct 2023, 20:33
QUOTE (პიანისტი @ 27 Aug 2023, 01:19 )
QUOTE (Dostoyevsky @ 20 Aug 2023, 00:47 )
ქალი რომელზეც სულ ვფიქრობდი და სულ გრძნობებს იწვევდა ჩემში, სიზმარში მომცა გასაღებების ანცმა ძალიიან ლამაზი , რას ნიშნავს?

გენატრება ალბათ ? ვინ იყო ეგ ქალი შენთვის? ესე უფრო გამიმარტივდება აგიხსნა სიზმარი

ეს ქალი მიყვარდა ძალიან ღრმა ბავშვობაში და ეხლაც მაქვს მის მიმართ გრძნობები..

Posted by: როზეტა.სთოუნედ 27 Oct 2023, 12:19
Dostoyevsky



ღრმა ბავშვობაში სიყვარული არ იქნებოდა ჩემი აზრით. გატაცება კი.



.........
არტისტ , სად დეიკარგე სიმონ.

Posted by: 20LarianiKukuri 22 Nov 2023, 21:00
წუხელ ძალიან მაგარი სიზმარი დამესიზმრა
ესეთი მაგარი სიზმარი კაი ხანია არ მინახია
მემგონი დღეს თანხები უნდა დაირიცხოს ჩემს საბანკო ანგარიშებზე

Posted by: ჯეკის_ცრემლი 24 Nov 2023, 08:09
20LarianiKukuri




გილოცავ. smile.gif)))
რომ მექნება სამსო და ჯამაგირი შეგეხმიანებით პმ, იმედია კმაყოფილი დავრჩები ანტიჯადო სერვისით.

პ.ს
ისევ სკოლაზე ვნახე სიზმარი.

Posted by: sandrex@ 25 Nov 2023, 21:24
QUOTE (°iki° @ 8 Oct 2023, 13:23 )
კოშმარი

სული არსებობდეს, არ კვდებოდეს, გარდაცვალების წინა და უშაულო მომენტში არსებულ მდგომარეობა, განცდაში იჭედებოდეს.  წარმოიდგინე?

biggrin.gif
წარმოვიდგინე და შავი ხვრელისთეორიას მახსენებს
ეს სიზმარია, ხილვა თუ ცნობიერი ფანტაზია?
კოსმოსი და ასტრონომია თუ გიზიდავს და ყოფილხარ დაინტერესებული?
ძალიან დამაინტერესა
* * *
QUOTE (როზეტა.სთოუნედ @ 17 Oct 2023, 22:39 )
მე საბედნიეროდ ხშირად მქონია მომენტები, როდესაც    ც ხ ა დ შ ი  ისეთი რამეები ვნახე რასაც მარტო სიზმარში თუ ნახავ კაცი. ერთხელ ქუჩაში მივდიოდი საღამო ხანს და ქუჩა გაუკაცრიელდა, მხოლოდ ორი გოგო იყო ჩემს წინ, გზის (ტროტუარის) ორ სხვდსხვ მხარეს 30- 50 მეტროში.

მარჯვენას ყველაფერი თეთრი ეცვა, ჩანთაც სრულიად  თეთრი ჰქონდა! მარცხენას ყველაფერი ხასხასა წითელი ქურთუკიანად. ახუიეწ.


ჰერაკლე გზაჯვარედინზე

ამ ხანებში ჰერაკლემ ჯოგები მიატოვა, მწყემსებს დაემშვიდობა და ერთ უკაცრიელ მხარეში წავიდა. მიდიოდა და ფიქრობდა, რა გზა ავირჩიო ცხოვრებაშიო. ჩამოჯდა და შეისვენა. მოულოდნელად გამოჩნდა ორი დიდებული მანდილოსანი, ერთის გარეგნობა მეტყველებდა მის სიდარბაისლესა და წარჩინებაზე, ტანად ლაღი და სპეტაკი იყო, გამოხედვაში კდემა და გამორჩეული თავდაჭერა იხატებოდა, ზნებოთ სრულყოფილი ჩანდა, უმწიკვლო სამოსი უქათქათებდა. მეორე ქალი ნაპატიები, ნებიერი და ჩასუქებული იყო. კანის ბუნებრივ ფერს ფერ-უმარილის სიწითლე და სითეთრე სჭარბობდა, ამპარტავნული თავდაჭერა ჰქონდა, წელში ალვასავით გამართულს თვალები ფართოდ გაეხილა და ისეთი რჩეული სამოსი ეცვა, რომ ქალის მომხიბლაობა თვალში გეცემოდათ. ცეცხლოვანი მზერით გაზომა საკუთარი გარეგნობა, მერე მიმოიხედა, სხვებიც თუ მიყურებენო; ხშირ-ხშირად გადახედავდა თავის ჩრდილსაც. როდესაც ორივე მანდილოსანი მოახლოვდა, ერთმა ჩვეულებრივი ნაბიჯით განაგრძო სვლა, მეორემ კი ნაბიჯს უმატა, რომ მისთვის გაესწრო, ჭაბუკთან მივიდა და უთხრა:

– ჰერაკლე! მე ვხედავ, ჯერაც ვერ გადაგიწყვეტია, რომელ გზას დაადგე ცხოვრებაში. თუ მეგობრად მე ამომირჩევ, ყველაზე სასიამოვნო და ბედნიერ გზაზე გაგიყვან. არც ერთი სიამე არ აგცდება, ყოველგვარ წყანს გვერდს აუვლი. ომებსა და საქმეებზე არ ინაღვლებ, საზრუნავი და საწუხარი არაფერი გექნება, მხოლოდ იმაზე იფიქრებ, რა საჭმელი და სასმელი ინატრო, რა იგემო, რით გაერთო: როგორ დაატკბო შენი თვალი და ყური უფრო საამური განცდებით; როგორ იცხოვრო ფუფუნებაში ბუმბულებზე და როგორ გაატარო დრო. ყველა სიკეთე უშრომლად და გაურჯელად მოგევლინება. დარდი ნუ გაქვს, სამაგიეროს არაფერს მოგთხოვ და სადარდელად არ გაგიხდი დღეკეთილობას. პირიქით, ყოველივე ეს სხვისი ხელით მოგერთმევა და არაფერზე უარის მოლოდინი არ გექნება, რადგან ჩემს მეგობრებს ყველაფრით უსაზღვრო სარგებლობის ნებას ვაძლევ.

როდესაც ჰერაკლემ ეს მაცდური დაპირებანი მოისმინა, გაოცებულმა ჰკითხა:

– , ო დედაკაცო, მითხარ შენი სახელი.

– მეგობრები „ნეტარებას“ მიწოდებენ, ხოლო მტრები, რომელთაც ჩემი დამცირება უნდათ „მეძავსა“ და „ზარმაცს“ მეძახიან.

ამასობაში მეორე ქალიც მოახლოვდა და მშვიდად უთხრა:

– მეც შენთან მოვსულვარ, ჰერაკლე, ძვირფასო, რადგან ვიცნობ შენს მშობლებს, შენს ნიჭსა და აღზრდას. ყოველივე ეს მაიმედებს, რომ თუ ჩემს გზას ამოირჩევ, ყველა დიდებულსა და ამაღლებულ საქმეში გამორჩეული ოსტატი იქნები. მაგრამ ესეც იცოდე, ვერავითარ სიამტკბილობას ვერ დაგპირდები, მხოლოდ საქმეს შემოგთავაზებ, და ყველაფერი ღმერთების ნებით მოხდება. იცოდე, რაც რამ სანუკვარია და სასიამოვნო, ღმერთები ადამიანს უშრომელად და გაურჯელად არაფერს მიართმევენ; თუ გსურს ღმერთებმა პატივი გცენ, ღმერთებს უნდა პატივს სცემდე. თუ გსურს შენმა მეგობრებმა შეგიყვარონ, შენს მეგობრებს სარგებლობა უნდა მოუტანო; თუ გინდა სახელმწიფომ პატივი დაგდოს, მას უნდა ერთგულად ემსახურო; თუ გწადია მთელი საბერძნეთი შენს სათნოებას შეჰხაროდეს, საბერძნეთის კეთილისმყოფელი უნდა იყო; თუ გინდა მოიმკა, უნდა დათესო; თუ გსურს იბრძოლო და გაიმარჯვო, ბრძოლისა და გამარჯვების ხელოვნებას უნდა დაეუფლო; თუ გინდა შენი სხეული მუდამ ჯანმაგარი იყოს, მუდამ შრომითა და ოფლის ღვრით უნდა გააკაჟო.

აქ სათნოების მქადაგებელს სიტყვა ჩამოართვა ხორციელი სიამის მქადაგებელმა გარყვნილებამ:

– ხომ გესმის, საყვარელო ჰერაკლე, უთხრა, – ხომ გესმის, რა მძიმე და შორეულ გზას გისახავს ეს დედაკაცი? ხომ ხედავ, რა გზა უნდა გაიარო, რათა ბოლოს კმაყოფილი დარჩე? მე კი უმოკლესსა და უადვილეს გზაზე გაგიყვან და მალე გაზიარებ ნეტარებას.

– საცოდავო, – მიუგო სათნოებამ – საიდან შეგიძლია ფლობდე ჭეშმარიტ საუნჯეს? ან რომელ სიამოვნებას იცნობ, როდესაც ყოველ სიხარულს მხოლოდ ძღომაში ხედავ? შენ ჭამ უმალ, ვიდრე მოგშივდება და სვამ, როდესაც ჯერ არ გწყურია; ჭამის მადა რომ გქონდეს, მზარეულებს დაეძებ; ხალისით რომ დალიო, უკეთეს ღვინოებს შოულობ; ზაფხულში შფოთავ და თოვლს ნატრობ, თვოლში კი ზაფხულის სითბო გენატრება. არც ერთ საწოლს არ სჯერდები – საკმაოდ ფუმფულა არ არისო. შენს მეგობრებს აიძულებ მთელი ღამე ღრეობაში გაატარონ, დღის უკეთესი ნაწილი კი – ძილში. ამიტომაც მთელს ახალგაზრდობას ფუფუნებაში გალევენ მორთულ-მოკაზმულები, სიბერის წლებში კი ნაადრევი დაღლილობითა და სნეულებით გამოფიტულები ძლივ დალასლასებენ, შერცხვენილები უსარგებლოდ გატარებული დღეებისათვის და დაღდასმულები იმ ტვირთის სიმძიმით, რაც უნდა ზიდონ. თვითონ შენ, თუმცა ქალღმერთი ხარ და უკვდავი, ღმერთებმა აგითვალწუნეს, ადამიანებმა კი შეგიძულეს. რაც ყურს ყველაზე მეტად ეამება, შენი ქება, არასოდეს მოგისმენია; რაც თვალს ყველაზე მეტად ახარებს, შენი ქმნილების ხილვა, არასოდეს გღირსებია. მე კი, პირიქით, ყველა ღმერთთან, ყველა კეთილ ადამიანთა ახლო ურთიერთობა მაქვს. ხელოვანთ ჩემი სახით ჰყავთ კეთილი შემწე, ოჯახის მამებს ერთგული დარაჯი, მსახურები ჩემში ხედავენ საიმედო ქომაგს. მე ვარ პატიოსანი მონაწილე სამშვიდობო საქმეებისა, სანდო თანამებრძოლი ომში, უერთგულესი მეგობარი და თანამდგომი მეგობრობაში. ჭამა-სმაში და ძილში ჩემს მეგობრებს მეტი შნო და გემოვნება აქვთ, ვიდრე მცონარებსა და ლოთებს. ახალგაზრდების უხარიათ მოხუცთაგან შექების მოსმენა. მოხუცებს კი ახალგაზრდების პატივისცემა. კმაყოფილებით იგონებენ თავიანთ ოდინდელ საქმეებს და ბედნიერად თვლიან თავს თავიანდი ახლანდელი მდგომარეობით, ჩემი წყალობით შეჰყვარებიათ ღმერთებს, მეგობრებს, დაუფასებია სამშობლოს. როდესაც აღსასრულის დღე დაუდგებათ, უპატიოდ კი არ მიაბარებენ მიწას, დავიწყებას კი არ მიეცემა მათი სახელი, შთამომავალნი მოკრძალებით მოიგონებენ, მომდევნო თაობები ყველა დროში დიდების შარავანდედით შემოსავენ მათ სახელს. ასეთი ცხოვრება აირჩიე, ჰერაკლე, და ნუღარ ყოყმანობ: შენს წინაშე ძევს უნეტარესი


წითელი ცხელი ფერია, როგორც ცეცხლი და ვნებებს განასახიერებს
თეთრი სულიერებას


Posted by: ჯეკის_ცრემლი 26 Nov 2023, 01:06
sandrex@


Very inspiring, Amigo, Indeed very inspiring.

ვარდენა ჭკვიანი ბიჭია, ვიცნობ, არც ერთთან არ მივიდოდა ახლო დისტანციაზე და ტვალეტში სპაკოინად იმასიზამდა რამე ეროტიულ ცელქობაზე.

Posted by: რაველა 26 Nov 2023, 05:08
QUOTE (sandrex@ @ 25 Nov 2023, 21:24 )
QUOTE (°iki° @ 8 Oct 2023, 13:23 )
კოშმარი

სული არსებობდეს, არ კვდებოდეს, გარდაცვალების წინა და უშაულო მომენტში არსებულ მდგომარეობა, განცდაში იჭედებოდეს.  წარმოიდგინე?

biggrin.gif
წარმოვიდგინე და შავი ხვრელისთეორიას მახსენებს
ეს სიზმარია, ხილვა თუ ცნობიერი ფანტაზია?
კოსმოსი და ასტრონომია თუ გიზიდავს და ყოფილხარ დაინტერესებული?
ძალიან დამაინტერესა
* * *
QUOTE (როზეტა.სთოუნედ @ 17 Oct 2023, 22:39 )
მე საბედნიეროდ ხშირად მქონია მომენტები, როდესაც    ც ხ ა დ შ ი   ისეთი რამეები ვნახე რასაც მარტო სიზმარში თუ ნახავ კაცი. ერთხელ ქუჩაში მივდიოდი საღამო ხანს და ქუჩა გაუკაცრიელდა, მხოლოდ ორი გოგო იყო ჩემს წინ, გზის (ტროტუარის) ორ სხვდსხვ მხარეს 30- 50 მეტროში.

მარჯვენას ყველაფერი თეთრი ეცვა, ჩანთაც სრულიად  თეთრი ჰქონდა! მარცხენას ყველაფერი ხასხასა წითელი ქურთუკიანად. ახუიეწ.


ჰერაკლე გზაჯვარედინზე

ამ ხანებში ჰერაკლემ ჯოგები მიატოვა, მწყემსებს დაემშვიდობა და ერთ უკაცრიელ მხარეში წავიდა. მიდიოდა და ფიქრობდა, რა გზა ავირჩიო ცხოვრებაშიო. ჩამოჯდა და შეისვენა. მოულოდნელად გამოჩნდა ორი დიდებული მანდილოსანი, ერთის გარეგნობა მეტყველებდა მის სიდარბაისლესა და წარჩინებაზე, ტანად ლაღი და სპეტაკი იყო, გამოხედვაში კდემა და გამორჩეული თავდაჭერა იხატებოდა, ზნებოთ სრულყოფილი ჩანდა, უმწიკვლო სამოსი უქათქათებდა. მეორე ქალი ნაპატიები, ნებიერი და ჩასუქებული იყო. კანის ბუნებრივ ფერს ფერ-უმარილის სიწითლე და სითეთრე სჭარბობდა, ამპარტავნული თავდაჭერა ჰქონდა, წელში ალვასავით გამართულს თვალები ფართოდ გაეხილა და ისეთი რჩეული სამოსი ეცვა, რომ ქალის მომხიბლაობა თვალში გეცემოდათ. ცეცხლოვანი მზერით გაზომა საკუთარი გარეგნობა, მერე მიმოიხედა, სხვებიც თუ მიყურებენო; ხშირ-ხშირად გადახედავდა თავის ჩრდილსაც. როდესაც ორივე მანდილოსანი მოახლოვდა, ერთმა ჩვეულებრივი ნაბიჯით განაგრძო სვლა, მეორემ კი ნაბიჯს უმატა, რომ მისთვის გაესწრო, ჭაბუკთან მივიდა და უთხრა:

– ჰერაკლე! მე ვხედავ, ჯერაც ვერ გადაგიწყვეტია, რომელ გზას დაადგე ცხოვრებაში. თუ მეგობრად მე ამომირჩევ, ყველაზე სასიამოვნო და ბედნიერ გზაზე გაგიყვან. არც ერთი სიამე არ აგცდება, ყოველგვარ წყანს გვერდს აუვლი. ომებსა და საქმეებზე არ ინაღვლებ, საზრუნავი და საწუხარი არაფერი გექნება, მხოლოდ იმაზე იფიქრებ, რა საჭმელი და სასმელი ინატრო, რა იგემო, რით გაერთო: როგორ დაატკბო შენი თვალი და ყური უფრო საამური განცდებით; როგორ იცხოვრო ფუფუნებაში ბუმბულებზე და როგორ გაატარო დრო. ყველა სიკეთე უშრომლად და გაურჯელად მოგევლინება. დარდი ნუ გაქვს, სამაგიეროს არაფერს მოგთხოვ და სადარდელად არ გაგიხდი დღეკეთილობას. პირიქით, ყოველივე ეს სხვისი ხელით მოგერთმევა და არაფერზე უარის მოლოდინი არ გექნება, რადგან ჩემს მეგობრებს ყველაფრით უსაზღვრო სარგებლობის ნებას ვაძლევ.

როდესაც ჰერაკლემ ეს მაცდური დაპირებანი მოისმინა, გაოცებულმა ჰკითხა:

– , ო დედაკაცო, მითხარ შენი სახელი.

– მეგობრები „ნეტარებას“ მიწოდებენ, ხოლო მტრები, რომელთაც ჩემი დამცირება უნდათ „მეძავსა“ და „ზარმაცს“ მეძახიან.

ამასობაში მეორე ქალიც მოახლოვდა და მშვიდად უთხრა:

– მეც შენთან მოვსულვარ, ჰერაკლე, ძვირფასო, რადგან ვიცნობ შენს მშობლებს, შენს ნიჭსა და აღზრდას. ყოველივე ეს მაიმედებს, რომ თუ ჩემს გზას ამოირჩევ, ყველა დიდებულსა და ამაღლებულ საქმეში გამორჩეული ოსტატი იქნები. მაგრამ ესეც იცოდე, ვერავითარ სიამტკბილობას ვერ დაგპირდები, მხოლოდ საქმეს შემოგთავაზებ, და ყველაფერი ღმერთების ნებით მოხდება. იცოდე, რაც რამ სანუკვარია და სასიამოვნო, ღმერთები ადამიანს უშრომელად და გაურჯელად არაფერს მიართმევენ; თუ გსურს ღმერთებმა პატივი გცენ, ღმერთებს უნდა პატივს სცემდე. თუ გსურს შენმა მეგობრებმა შეგიყვარონ, შენს მეგობრებს სარგებლობა უნდა მოუტანო; თუ გინდა სახელმწიფომ პატივი დაგდოს, მას უნდა ერთგულად ემსახურო; თუ გწადია მთელი საბერძნეთი შენს სათნოებას შეჰხაროდეს, საბერძნეთის კეთილისმყოფელი უნდა იყო; თუ გინდა მოიმკა, უნდა დათესო; თუ გსურს იბრძოლო და გაიმარჯვო, ბრძოლისა და გამარჯვების ხელოვნებას უნდა დაეუფლო; თუ გინდა შენი სხეული მუდამ ჯანმაგარი იყოს, მუდამ შრომითა და ოფლის ღვრით უნდა გააკაჟო.

აქ სათნოების მქადაგებელს სიტყვა ჩამოართვა ხორციელი სიამის მქადაგებელმა გარყვნილებამ:

– ხომ გესმის, საყვარელო ჰერაკლე, უთხრა, – ხომ გესმის, რა მძიმე და შორეულ გზას გისახავს ეს დედაკაცი? ხომ ხედავ, რა გზა უნდა გაიარო, რათა ბოლოს კმაყოფილი დარჩე? მე კი უმოკლესსა და უადვილეს გზაზე გაგიყვან და მალე გაზიარებ ნეტარებას.

– საცოდავო, – მიუგო სათნოებამ – საიდან შეგიძლია ფლობდე ჭეშმარიტ საუნჯეს? ან რომელ სიამოვნებას იცნობ, როდესაც ყოველ სიხარულს მხოლოდ ძღომაში ხედავ? შენ ჭამ უმალ, ვიდრე მოგშივდება და სვამ, როდესაც ჯერ არ გწყურია; ჭამის მადა რომ გქონდეს, მზარეულებს დაეძებ; ხალისით რომ დალიო, უკეთეს ღვინოებს შოულობ; ზაფხულში შფოთავ და თოვლს ნატრობ, თვოლში კი ზაფხულის სითბო გენატრება. არც ერთ საწოლს არ სჯერდები – საკმაოდ ფუმფულა არ არისო. შენს მეგობრებს აიძულებ მთელი ღამე ღრეობაში გაატარონ, დღის უკეთესი ნაწილი კი – ძილში. ამიტომაც მთელს ახალგაზრდობას ფუფუნებაში გალევენ მორთულ-მოკაზმულები, სიბერის წლებში კი ნაადრევი დაღლილობითა და სნეულებით გამოფიტულები ძლივ დალასლასებენ, შერცხვენილები უსარგებლოდ გატარებული დღეებისათვის და დაღდასმულები იმ ტვირთის სიმძიმით, რაც უნდა ზიდონ. თვითონ შენ, თუმცა ქალღმერთი ხარ და უკვდავი, ღმერთებმა აგითვალწუნეს, ადამიანებმა კი შეგიძულეს. რაც ყურს ყველაზე მეტად ეამება, შენი ქება, არასოდეს მოგისმენია; რაც თვალს ყველაზე მეტად ახარებს, შენი ქმნილების ხილვა, არასოდეს გღირსებია. მე კი, პირიქით, ყველა ღმერთთან, ყველა კეთილ ადამიანთა ახლო ურთიერთობა მაქვს. ხელოვანთ ჩემი სახით ჰყავთ კეთილი შემწე, ოჯახის მამებს ერთგული დარაჯი, მსახურები ჩემში ხედავენ საიმედო ქომაგს. მე ვარ პატიოსანი მონაწილე სამშვიდობო საქმეებისა, სანდო თანამებრძოლი ომში, უერთგულესი მეგობარი და თანამდგომი მეგობრობაში. ჭამა-სმაში და ძილში ჩემს მეგობრებს მეტი შნო და გემოვნება აქვთ, ვიდრე მცონარებსა და ლოთებს. ახალგაზრდების უხარიათ მოხუცთაგან შექების მოსმენა. მოხუცებს კი ახალგაზრდების პატივისცემა. კმაყოფილებით იგონებენ თავიანთ ოდინდელ საქმეებს და ბედნიერად თვლიან თავს თავიანდი ახლანდელი მდგომარეობით, ჩემი წყალობით შეჰყვარებიათ ღმერთებს, მეგობრებს, დაუფასებია სამშობლოს. როდესაც აღსასრულის დღე დაუდგებათ, უპატიოდ კი არ მიაბარებენ მიწას, დავიწყებას კი არ მიეცემა მათი სახელი, შთამომავალნი მოკრძალებით მოიგონებენ, მომდევნო თაობები ყველა დროში დიდების შარავანდედით შემოსავენ მათ სახელს. ასეთი ცხოვრება აირჩიე, ჰერაკლე, და ნუღარ ყოყმანობ: შენს წინაშე ძევს უნეტარესი


წითელი ცხელი ფერია, როგორც ცეცხლი და ვნებებს განასახიერებს
თეთრი სულიერებას

ეპისტოლე არ წამიკითხავს, მაგრამ ცრემლები წამომცვივდა ობოლი ჯეკივით weep.gif weep.gif weep.gif

ეჰჰჰ... sad.gif

Posted by: °iki° 26 Nov 2023, 16:59
sandrex@
QUOTE
კოსმოსი და ასტრონომია თუ გიზიდავს და ყოფილხარ დაინტერესებული?

no.gif

Posted by: Dostoyevsky 27 Nov 2023, 10:17
QUOTE (როზეტა.სთოუნედ @ 27 Oct 2023, 12:19 )
Dostoyevsky



ღრმა ბავშვობაში სიყვარული არ იქნებოდა ჩემი აზრით. გატაცება კი.



.........
არტისტ , სად დეიკარგე სიმონ.

აი ჩემი აზრით კიდე სიყვარულმა ბავშვობა და ზრდასრულობა არ იცის და მერე მეორე ბავშვობაში უფრო გულწფელი და სუფთა სიყვარული შეუძლია ადამიანს ვიდრე ზრდასრულობაში.

Posted by: ჯეკის_ცრემლი 29 Nov 2023, 10:34
ყველგან კარგია სადაც პარადი იტალიაშკებს არ მიყავთ..... smile.gif დიდება ბრიტანეთს.

Posted by: ჯეკის_ცრემლი 1 Dec 2023, 00:35
Dostoyevsky
QUOTE
აი ჩემი აზრით კიდე სიყვარულმა ბავშვობა და ზრდასრულობა არ იცის და მერე მეორე ბავშვობაში უფრო გულწფელი და სუფთა სიყვარული შეუძლია ადამიანს ვიდრე ზრდასრულობაში.




გაუმარჯოს მაგ შენს გრძნობას smile.gif ... TUMCA AXLA MODI ASEC SHEVXEDOT: xom aris gamotqma "rac chemi tavi maxsovs" / "rac tavi maxsovs"..ორი წლისა ეხლა ნამდვილად არ მახსოვს ჩემი თავი ისე კარგად რომ კომენტარი გავაკეთო გრძნობებზე, მეორეც კიდე, მეცნიერული დაკვირვებების შედეგად გაირკვა რომ ადამიანი-ჩვილი ძალიან უსუსურია, ძალიან ინსტინქტურია.....

ჰოდა ასეთ ყოფას სიტყვა "სიყვარულს" მე ვერ ვუსადაგებ.

Posted by: ჯეკის_ცრემლი 1 Dec 2023, 00:44
Dostoyevsky


ისე 1 წლისა უკვე ბევრ სიტყვას ვამბობდი, ლექსები, ასოებს ვარჩევდი რავი ასე ამბობენ :დდდდდდ ...... მაგრამ მაგ ასაკში , გარემოს, საზოგადოებას, შტამპებს დიდი გავლენა აქვს. ასეა დამიჯერე........

Posted by: simohaya 13 Jan 2024, 16:11
სიზმარში რას ნიშნავს ობობა, დიდი ბრჭყალებიანი ფერადი ობობა დამესიზმრა მის ბუდეში და მწერებს როგორ აბავდა...

დიდი არაფერი სიზმარი მაგრამ შიში და ბედნიერებას ვგრძნობდი

Posted by: alikantura 16 Jan 2024, 10:55
simohaya
ობობა სიმბოლურად გამოხატავს ან რაიმე ცხოვრებისეული პროცესს, ან კონკრეტულ პიროვნებას, რომელიც შენ რესურსს გართმევს. ეს რესურსის წართმევა მტკივნეულია შენი ქვეცნობიერისთვის და ამიტომაც ამ სახით ნახულობ.
რესურსის წართმევაში იგულისხმება, დრო, ემოციური გამოფიტვა და ა.შ. რიგ შემთხვევაში ურთიერთობებიც შეიძლება იყოს ამის მიზეზი. როდესაც პარტნიორი თავისკენ ექაჩება ურთიერთობას და ბევრი ვალდებულებები გიჩნდება, რაც გართმევს ურთიერთობით მიღებული სიამოვნების განცდას.

თუ სიზმრის სიუჟეტს აღწერ უფრო დეტალურად შემიძლია აგიხსნა.

Posted by: Estrella 22 Jan 2024, 01:33
alikantura
გამარჯობა ალიკანტურა.
რა კარგია რომ ათასი წლის მერე დაგინახე.
აქტუალური კითხვა მაქვს.
სიზმარში ლოცვა. ძილ-ბურანში ლოცვა. ღამით ბრძოლები, ძილის პარალიჩის მსგავსი, მერე ლოცვის თქმა და გაქრობა ამ ლოცვის.
მამაოჩვენოს თქმისას უცებ ძილ-ბურანში ანტიმამაოჩვენოს თქმა და მსგავსი რა სიმპტომებია ფსიქოლოგიურად შეგიძლია გაშალო?
ან დავუშვათ ძილში მაგრად ბორგავ, იბრძვი, უცებ ჩერდები, მშვიდად კითხულობ მამაოჩვენოს და ტკბილად გეძინება და ამას მერე გიყვებიან.

სადღაც მოვკარი თვალი რომ ნევროზის ფორმააო ლოცვაც თუ ნევროზი ვისაც აქვს ლოცვაშიც ნევროტულიაო?

თუ ფლობ ამაზე რამე ინფორმაციას და არ დაგეზარება მიპასუხე.
მადლობა.

Posted by: ჯეკის_ცრემლი 22 Jan 2024, 13:47
simohaya
QUOTE
ფერადი ობობა დამესიზმრა



ფერადი ყველაფერი კარგია.. ამიტომ ძილის წინ უნდა ვიფიქროთ ფერებზე და ჰარმონიაზე, ძილად მისვლის ჟამს ტვინის ჭყლეტა არ არის სასურველი.



Posted by: ჯეკის_ცრემლი 22 Jan 2024, 13:50
Estrella
QUOTE
სადღაც მოვკარი თვალი რომ ნევროზის ფორმააო ლოცვაც თუ ნევროზი ვისაც აქვს ლოცვაშიც ნევროტულიაო?



მე გიპასუხებ ხო შეიძლება

ეგ ყველაფერი ურწმუნო იტალიაშკების მოგონილია. ასეთებს რომ ვამბობ ზოგს ჰგონია კათოლიკეებს ვერჩი. არა, რა თქმა უნდა..

იტალიაშკებთან (!)
ჩრდილოელებს (!)
პრობლემა გვაქვს და ეს ასე მარტივად ვერ მოგვარდება.

Posted by: Estrella 23 Jan 2024, 00:11
ჯეკის_ცრემლი
QUOTE
ეგ ყველაფერი ურწმუნო იტალიაშკების მოგონილია. ასეთებს რომ ვამბობ ზოგს ჰგონია კათოლიკეებს ვერჩი. არა, რა თქმა უნდა..

მოჟეტ ბიიიწ

Posted by: alikantura 23 Jan 2024, 23:21
Estrella
როგორ ხარ? ასევე სასიამოვნოა შენი ხილვა.
როგორც მახსოვს, მხარაჭერის სურვილით ან სულიერი ასპექტის მოთხოვნილებით იხსნება ლოცვის სიმბოლო. მაგრამ, რაც შენ აღწერე, ეგ ინსტინქტური ფორმაა საფრთხის ქვეშ მოქმედების და არა სიმბოლური ხედვა. როცა ამას ნახულობ ძილის პრე ან პოსტ პერიოდში ხდება სავარაუდოდ, რა დროსაც გარეგანი აღქმები მონაწილეობას და არა ქვეცნობიერში ჩაძირვა. ანუ ძალა შენ არ შეგწევს, რომ დაძლიო მდგომარეობა, როცა ბორგავ ან სიზმარში პარალიჩში ხარ, შესაბამისად უხმობ ზებუნებრივ ძალებს. იდენტიფიცირებამ რომ სიზმარში ხარ და სხეულზე კონტროლი არ გაქვს შეიძლება შეგაშინოს., რაც ბუნებრივია და ისიც ბუნებრივია, რომ ლოცვას მოუხობ. თან არაა აუცილებელი რომ ადამიანი ძალიან მორწმუნე იყოს, რომ ესეთი რამე ნახოს.

თიქოს ცნობიერი აღქმა გაქვს, რომ გძინავს?

Posted by: Strawberryfields 23 Jan 2024, 23:37
ყველა სიზმარში ნახვისას ერთი სცენარი მივითარდება
ღალატი

Posted by: Estrella 24 Jan 2024, 19:04
alikantura
კარგად ვარ, მადლობა <3
პასუხისთვისაც მადლობა, საგულისხმო და საჭირო ინფორმაცია იყო.
ძილში თითქოს ცნობიერი აღქმა ანუ გაცნობიერებული სიზმარი? ეგეთი რამ არ გამომიცდია და არც მინდა ოდესმე გამოვცადო, ოღონდ არ ვიცი რატომ. ძილ-ბურანში ვიყავი ხოლმე ეგეთ დროს. იესოს ლოცვა და წამში გამოვდიოდა ჩემი სხეული იქედან. ბოლოს წელიწადნახევრის წინ მოხდა, რაღაც მაწვებოდა, საბანიც მეკვროდა, ხელებს მიჭერდა, ფეხებს დაბლა მიქაჩავდა საწოლიდან მათრევდა, თან მარტო ვიყავი მეორე სართულზე შუა სვანეთში და სახლში მხოლოდ მოხუცი ბებია. ლოცვა ვთქვი, წამში გაქრა.

Posted by: alikantura 28 Jan 2024, 23:04
Estrella
ფაქტია ცნობიერს არ ქონდა სხეულზე კონტროლი. ეს გაცნობიერებული სიზმარს უფრო გავს ვიდრე ძილბურანს. როცა გაათვოცნობიერებ რომ სიზმარში ხარ და ამ აზრს დააფიქსირებ ეგრევე გაგეღვიძება. თუ არ გაგეღვიძა გაიხსენე რომ სიზმრის ბატონ-პატრონი ხარ ეგეთ დროს და რასაც გინდა იმას დაისიზმრებ.

Posted by: Estrella 30 Jan 2024, 14:51
alikantura
მადლობა. შეიძლება ესეცაა. მაგრამ ფიზიკური დისკომფორტი მაღვიძებს თითქოს. უფრო სწორად წარსულში იყო.

Posted by: jinoldo999 31 Jan 2024, 16:18
გუშინ ოქრო დამესიზმრა

$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$

Posted by: მიყვარძარ 6 Feb 2024, 19:13
Estrella
QUOTE
დისკომფორტი




დისკომფორტი არა დისკოტეკა.. :დ უსიამოვნება.. წერე ქართულად.
....


მიყვარძარ.

Posted by: Estrella 6 Feb 2024, 23:06
მიყვარძარ

QUOTE
დისკომფორტი არა დისკოტეკა.. :დ უსიამოვნება.. წერე ქართულად.
....


მიყვარძარ.

ბაზარი არაა, გეთანხმები, ჭეშმარიტად!
თუმცა. თუმცა. უსიამოვნებაზე მეტად შეშმუშნვა შეეფერება დისკოფმორტს ამ შემთხვევაში.



ხალიან.

Posted by: მიყვარძარ 7 Feb 2024, 14:18
Estrella


კი, ლამასი სიტყვაა.. შეშმუშნვა, შეფრთხიალება, შეზარხოშება.

Posted by: °iki° 16 Feb 2024, 16:35
როგორი იქნებოდა სიკვდილის შემდეგ განზომილებაში, ხაზი ვიქნებოდით სიბრტყეზე, მტვრის ნაწილაკი თუ სხვა, ფორმას მნიშვნელობა არ აქვს, მეხსიერება შეგვრჩენოდა (შემოსაზღვრული) არსებობის და სიკვდილის?
smile.gif
ჩემთვის საყვარელნი ჩამოვთვალე, ბოლოს ერთი სახელიც...და გაქრა შეშინება, დიდი ილუზია.
დიდ სახლში ერთმანეთს ელოდებიან მოლოდინის გარეშე.
ბავშვები მშობლებს.

Posted by: fork 19 Feb 2024, 16:49
გარდაცვლილი მეზობელი დამესიზმრა, მათემატიკოსი, აკადემიკოსი.
ვისხედით წვიმიან და ღრუბლით გადაშავებულ ზეცის ქვეშ პატარა ქოხის პარმაღზე და წარსულს ვიხსენებდით...

Posted by: მიყვარძარ 21 Feb 2024, 21:09
fork



მე ვარ გარდაცვლილი მათმათიკოსი.. ზოგი მათმატიკას რო ამბობს დაკვირვებული ხარ? :დდდ

საერთო სიზმარი გვქონდა

Posted by: fork 21 Feb 2024, 22:00
მიყვარძარ
სალამი მკვდარო!
აბა რა გავიხსენეთ?
QUOTE
მათმატიკას

არაერთხელ მითქვამს


Posted by: მიყვარძარ 22 Feb 2024, 14:46
fork


მკვდარი თავი გაბია. ჩემთან ფამილიარობის უფლება არავის მოუცია შენთვის. smile.gif

Posted by: მიყვარძარ 22 Feb 2024, 19:41
fork
QUOTE
აბა რა გავიხსენეთ?
QUOTE




დომინოს როგორ ვთამაშობდით ეზოში.. ასევე პარალელურ სამყაროებზე , ეგვიპტურ და ინდურ ცივილიზაციებზე და ა.შ..

ცოტა სიუხეშე არ გაგიკვირდეს ჩემგან. ვფიქრობ შენც არ მოგეწონება მკვდარი რომ გიწოდონ .

Posted by: fork 22 Feb 2024, 21:39
მიყვარძარ
ნეტავ მკვდარი ვიყო და მიწოდე რა...
წოდებით რო კვდებოდეს ან იმად იქცეოდეს ვინმე, რასაც უწოდებ.... რავა დეენძრეოდა ბევრს!
biggrin.gif biggrin.gif

თავად ბრძანეთ გარდაცვლილი ვარო და მაგი და მკვდარი რამ გაყო?

Posted by: *Irresistible* 23 Feb 2024, 21:17
საინტერესოა თუ ხანდახან რატომ ვერ ვხედავთ ხოლმე სიზმარს საერთოდ და ისე ვიძინებთ და ვიღვიძებთ რომ თითქოს წყვეტა არ ყოფილაო დაძინებასა და გაღვიძებას შორის.

Posted by: fork 23 Feb 2024, 22:02
*Irresistible*
ყოველთვის ვხედავ, ოღონდ ზოგი იმენნა წუთებით და წამებით მამახსოვრდება და ზოგიდან შეიძლება ორი კადრი თუ გავიხსენო.

იყო ასეთი ვარიანტი-ჩამეძინა ცვლაში, სადღაც დილის 6-ს აკლდა 15 წუთი.
ვნახე სიზმარი, მინიმუმ 30 წლიანი მოცულობის, თავის ყოველდღიურობით, ცოლი მოვიყვანე იმ სიზმარში და ცხოვრების სადღაც 25 წელი მის გვერდით ვიცხოვრე, თითოეული დღით და ცოლქმრული მოვალეობებით და მოვლენებით.
რო გავიღვიძე, გული მქონდა გახეთქვას, მეთქი ამდენი ხანი რამ მაძინა-მეთქი...
და შევხედე საათს, კიდევ არ იყო 6 შესრულებული.
ანუ 13-15 წუთში ჩაეტია ეს ყველაფერი!

Posted by: mondschein 3 Mar 2024, 13:34
ხეს რომ მსხალი და მანდარინი ასხია ერთდროულად რას უნდა ნიშნავდეს rolleyes.gif

Posted by: თორნიკეე 11 Mar 2024, 16:48
იტოგში... სიზმარის არის საშუალება, ტვინმა მიგახვეედრს რაღაცას, რასაც შენით ვერ ხვდები როცა გღვიძავს...

გააკეთოს ის, რასაც შენ ვერ აკეთებ, როცა გღვიძავს...

და კი... რაღაც მინიშნებებსაც გვიგზავნის რეალურ ცხოვრებაში...

Posted by: chelo123 19 Mar 2024, 08:57
ლუციდური სიზმრების კონტროლი გაქვთ ვინმეს დამუღამებული?

Posted by: alikantura 19 Mar 2024, 21:55
თორნიკეე
QUOTE
იტოგში... სიზმარის არის საშუალება, ტვინმა მიგახვეედრს რაღაცას, რასაც შენით ვერ ხვდები როცა გღვიძავს...

ზუსტი კომენტარია, უფრო ზუსტი იქნებოდა ტვინის არაცნობიერმა ნაწილმა მიახვედროს ცნობიერ ნაწილს.

სიზმრის საშუალებით არაცნობიერი მესიჯებს უგზავნის ცნობიერს. ამ თხრობას კი სიმბოლოების ენით აკეთებს . რაც უფრო მნიშვნელოვანია მესიჯი, მით უფრო მეტყველი და დასამახსოვრებელია სიზმარი.

Posted by: Bachia888 20 Mar 2024, 11:15
ამას წინათ ვნახე, სადღაც კაშხალზე ვიყავი და ავარია ხდებოდა.

ნეტა რა მინიშნება გამომიგზავნა ჩემმა ტვინმა.

Posted by: sunny-day-today 20 Mar 2024, 12:32
ადრე დამესიზმრა სიზმარი, რომელმაც გამაფრთხილა

Posted by: Holamuchachas 20 Mar 2024, 17:17
fork


"მკვდარი" არაა სასიამოვნო სიტყვა, ძველი თაობის მასწებმა იცოდნენ ეგრე, ბავშვს რო ეტყოდნენ გაინძერი შე მკვდარო სულოო.

ამიტომაცაა ჩვენს ენაში სიტყვა "გარდაცვლილი", აი ამან გაყო. smile.gif


chelo123
QUOTE
ლუციდური სიზმრების კონტროლი გაქვთ ვინმეს დამუღამებული?




გარკვეულ დონემდე კი.


გასათვალუსწინებელია რომ 1) ბევრი ენერგია მიაქვს 2) ვინც წარმოსახვასა და ენერგიას ვერ აკონტროლებს იმათთვის არ შეიძლება.

პ.ს
მე ამას წინად საიდუმლო სექტის შეკრებას დავესწარი სიზმარში.. დებილობა იყო. ფრენა მომენატრაააააააააააააააააა

Posted by: თორნიკეე 21 Mar 2024, 03:07
alikantura
QUOTE
ზუსტი კომენტარია, უფრო ზუსტი იქნებოდა ტვინის არაცნობიერმა ნაწილმა მიახვედროს ცნობიერ ნაწილს.

ნამდვილად... up.gif


Posted by: °iki° 24 Mar 2024, 11:00
ოკეანეს ნაპირს მივადექი, ციცაბო იყო(დამრეცი). გარშემო ხალხი ბევრი იყო, მაგრამ არავინ ბანაობდა, ნაპირზეც ერთი გოგო იჯდა მხოლოდ, იცინოდა, ფეხი ყინულში ჩავარდნოდა. ჰო, არ ვიცოდი, ნაბიჯი გადავდი და ჩავსრიალდი, მთელი ნაპირი მოლიპული ყოფილა, მთელი ნაპირი ფსკერამდე მოლიპული და დამრეცი ყოფილა. აქედან ხომ ვეღარ გამოვალ. თუ ჩადგი ფეხი -უნდა იცურო, იცურო, რომ არ ჩაიძირო. მიწაზე ვეღარ ამოხვალ.
მე ბაღჩის ნახვა მინდოდა, მას ბაღჩის უკან ზღვის. ის შეგრძნება ენატრებოდა ტალღამ თავზე რომ გადმოაუარა და შხეფები ჩამოჰკიდა წამწამებზე, როცა მზე ანათებდა.

Posted by: POKERISBLUFF 24 Mar 2024, 18:57
დილით ჩამეძინა გათიშულს და პირველად მოხდა ისე რო მთლიანად მახსოვს სიზმარი.

ჩოგბურთის კორტებზე ვიდექით საღამო პერიოდი იყო, ირგვლივ ვინები იყვნენ არ ამხსოვს მარა , ღრუბლებმა უცნაური ფორმები მიიღეს ტრიალებდნენ და ჩვენსკენ მოდიოდნენ, ქაოსი იყო და ხალხი ვერ ხვდებოდა სად გაქცეულიყო.. ზოგი ღრუბლის მიმართულებით გაიქცა , მე როცა უკან ვცადე გაქცევა იარაღიანი რობოკოპები გაიჩითნენ და მაგ დროს ჩამოვლილ მანქანას შევახტი :დ
რომელიც ბოლოს ამათი აღმოჩნდა და ძლივს გავექეცი
რაღაც მეტროსადგურთან ავედი მაღლა, ჰაერში დადიოდნენ მატარებლები და იქ საერთოდ სხვა საზოგადოება მოძრაობდა.... კარებში შესვლისას ვიღაც გოგო მოვიდა და დიდხანს გელოდებოდიო
და ეხლა რა მაინტერესებს, ანუ არაცნობიერი რის მიხვედრას ცდილობს ამ დროს ცნობიერისთვის biggrin.gif

მსგავსი სცენარის არც ფილმი მინახავს არასდროს, არც რამე თამაში მითამაშია. და ვაფშე მეზიზღება ფენტეზი,ფანტასტიკა და რაღაცეეები.

Posted by: Holamuchachas 27 Mar 2024, 02:14
ა რ ა ც ნ ო ბ ი ე რ ი
არ მოგცემთ სწორ პასუხებს, თუ მას ეძახით დამამცირებელ ტერმინს "ქვეცნობიერს".

არაცნობიერი ინტუიციასაც მოიცავს , ქვეცნობიერი კი ხშირად უბრალოდ აღგზნებას.

Posted by: alikantura 29 Mar 2024, 13:47
რა არის ინტუიცია? ანუ როგორ განვარტავთ მას ფსიქოლოგიის ჭრილში.

Posted by: Holamuchachas 30 Mar 2024, 23:18

alikantura


პირადად ჩემთვის - როცა იმდენად ვარ დარწმუნებული რაღაცაში , რომ გარედან შემოსული ვერანაირი მონაცემები ვერ გადამარწმუნებს საპირისპიროში. რაც შეეხება დეფინიციას, ისეთი თემაა რომ ერთიანი განმარტება ვერ იარსებებს.

Posted by: simohaya 31 Mar 2024, 16:37
ოქროს მონეტები რას ნიშნავს....
ცოტა არეული სიზმარი ვნახე...
ორი შავკანიანი შარვალ კოსტუმში გამოწყობილი კაცი მეუბნება შენმა მეგობარმა ვალი როდის უნდა დააბრუნოს..ამ დროს ვხსნი სეიფს და სადახ ფული და ოქროს ზოდებია და ვეუბნები ეს მათ არ ეკუთვნის და ვალს არ ვაბრუნებთ...და მიდიან...ვხედავ ოქროს მონეტებში ასხმულ ქალს და ვეუბნები ეგ ოქრო არ არის და ხელებით ჟესტებს აკეთებს და მეღვიძება..
რას უნდა ნიშნავდეს..

Posted by: Holamuchachas 31 Mar 2024, 16:55
simohaya


ყველაზე საინტერესო სიზმარია რაც კი ბოლო პერიოდში მომისმენია.
მაშ ასე -
1) შავკანიანი კაცები + ოქრო = შავი ოქრო ანუ ნავთობი, ანუ ისლამური ქვეყანა ნავთობით მდიდარი, რჩება ეგვიპტე, ლიბია და ერაყი.

2) ვალი = შენი მეგობარი წარსულში იყო მუსულმანი და პირამიდებს აშენებდა, ახლა კი სულიერი განვითარება დაივიწყა და ის დოლარებად აქცია. მან რომ ვალი დააბრუნოს , ეი უნდა დაანებოს თავი მისაკუთრებული ნავთობის დოლარებად დახურდავებას და დაუბრუნდეს სულიერ ცხოვრებას.

დანარჩენი დეტალებია, რაც ასვეე შეიძლება დამატებით სხვა მნიშვნელობას ატარებდეს.


Posted by: °iki° 9 Apr 2024, 08:11
ოთხ საათზე გააღვიძა სიზმარია
სტადიონი ქუხდა, დროშები ფრიალებდა. პირველი თამაში მოვიგეთ smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)