გოგოებო, წინა თემაში განიხილავდით პედიატრებს და გეტყვით ჩემს გამოცდილებას და აზრს თითოეულ ცნობილზე, ვისთანაც მქონია შეხება.
თემურ მიქელაძე: უჭკვიანესი და საოცარი ალღოს მქონდე ექიმი, როგორც დიაგნოსტი ძალიან ძლიერია. ჟილკიანი ტიპის ექიმსაც ვუწოდებდი, უყვარს და აინტერესებს რთული და უცნაური ქეისები, უზომოდ ყურადღებიანია ასეთ დროს, რაც ეხება და არ ედება ყველაფრით ცდილობს დახმარებას.
მინუსი არის ის რომ ჯანმრთ3ლი ბავშვის გეგმიური ვიზიტებისთვის არ გამოდგება, არც უბრალო გრიპი და გაციება არ აინტერესებს ხოლმე, ამ დროს შეიძლება უყურადღებო ტიპადაც მოგეჩვენოთ. მასთან სულ ბლოც ინტერვიუზე მგონია თავი. მეტ-ნაკლებად წყალობს წამლებს, უყვარს უფრო მცენარეული მედიკამენტები.
სოფო სულავა - ძალიან გამოცდილი და ჭკვიანი ქალია, უზარმაზარი პრსქტიკა აქვს. ერთადერთია ვინც ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერამდე სინჯავს ბავშვს, სვავს უამრავ შეკითხვას მშობელთან, ინტერესდება სიმპყომრბით. ჩემთან რამდენჯერმე აღმოაჩინა ისეთი დეტალი რაც სხვებს ეპარებოდათ. თუმცა იმხელა ხმაზე ყვირის (ასისტენტებს აწერინებს) და ისეთი აურზაური აქვს მუდმივად რომ მე პირადად ხშირად არ მივდივარ მასთან.
ეს ვიტამინებსაც წყალობს .
ლელა ზანგურაშვილი (იწევე როგორც ლიმბახის კლინიკის, იგივე მრჩევ3ლის ნებისმიერი პედიატრი) ირაკლის გუნდის წევრია - ჭკვიანი, სტაბილური, სწორი მიმართულებით, მინიმალურად ნიშნავს წამლებს, მე ვიტყოდი თითქმის არასდროს. უკეთესად გპასუხობს ტელეფონზე ვიდრე წინა 2. ასევე მარტივად ეწერები. ყოველთვის ახსოვს ვინ ვართ და რა ანამნეზი გვაქვს. დიდი პლიუსია რომ ლიმბახშია და 100%ით ვენდობი ლაბორატორიულ კვლევ3ბსაც. საჭიროებისას ღამის 2ზეცდ ამორეკავს და დამხმარებია. დიდი პლიუსია რომ მეხმარება დედის და დედამთილის გადამეტებული მზრუნველობის მოგერიებაშიც, კარგი გაგებით.
იმედი მაქვს გამოგადვებათ ჩემი ვრცელი დახასიათება )))
rocobaroccoტომას ჰარდის "ტეს დერბერვილი"-ით ვიყავი ოდესღაც გატაცებული .