აბა ვინ არის არაგულგრილი ამ ჯგუფისადმი?
მათი მუსიკა ბევრს მიაჩნია ეერთფეროვნად და უაზრობად, მარა ცდებით ბატონებო!
დაწყებული 74 წლიდან როდესაც ჯეილბრეიქი ხეთქეს, აკდკ ჰარდ როკის კლასიკად რჩება. მათ დაანახეს მსოფლიოს როგორ უნდა დაუკრა როკენროლი.
კი, მათ მუსიკაში არის გარკვეული... არა, ერთფეროვნება არა... მე ვიტყოდი გემოვნების სტაბილურობა და ერთხელ არჩეული გზის ერთგულება. ეს ჯგუფი ჩემი აზრით მაგალითია იმისა რომ კოლექტივი დასაწყისშივე აბსოლუტურად და ნათლად გაერკვა თუ რისი გაკეთება უნდოდათ. ჯერ ჯერობით მათ ეს ბრწყინვალედ გამოსდით.
რა თქმა უნდა მე შორს ვარ აზრისგან რომ ვინც ხშირად ექსპერიმენტირებს, ის ბანძია. არა და არა, მაგრამ ავსტრალიური კვინტეტი უბრალოდ მაგალითია იმისა რომ არც სტაბილურად ერთ სტილში დამკვრელები არიან ბანძები.
მახსენდება ანგუს იანგის პასუხი ერთ ერთი უმნიკი ჟურნალისტის შეკითხვაზე, თქვენაო, AC/DC-მო, 10 ერთნაირი ალბომი გამოუშვითო. რა უბედურებააო, რამე თანამედროვეო რა, მასსობრივიო ტო, ტილი ვილიო ტრალი ვალიო.
ანგუსას ჩაეცინა და რიჟას ბაზრობ ძმაო, 10 კი არა 11 ერთნაირი ალბომი გვაქ გამოშვებულიო.
მე პირადად ეს სამი ალბომი მიმაჩნია მაგათ უძლიერესად : Highway To Hell (1979)
Back In Black (1980)
The Razors Edge (1990)
სხვა ალბომებსაც იმინა ყველას ვაღიარებ. დაჟე Ballbreaker მომწონს, 95 წლის რელიზი, რომელსაც ძირითადად ასხამენ ხოლმე. კ ჩორტუ კრიწიკავ, მე მევასება!
ვეშებიდან ჩემს მიერ უპირობოდ და აბსოლუტურად აღიარებულია Hells bells (Back in Black)
ეგ უსაყვარლესი არა მარტო AC/DC-დან, არამედ საერთოდ ერთ ერთი ჩემი უსაყვარლესი სიმღერაა.
Bio - by
კედელიAC/DC (ინგლ. შემოკლება alternating current/direct current — ცვლადი დენი/მუდმივი დენი) — ავსტრალიური როკ-ჯგუფი.
ჯგუფი 1973 წელს დაარსდა სიდნეიში, ავსტრალიაში. ჯგუფს გაყიდული ალბომების რეკორდული რაოდენობა აქვს: საერთო რაოდენობა 150 მილიონს აღემატება მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ყველაზე წარმატებული ალბომი Back in Black 21 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა აშშ-ში და 42 მილიონ ეგზემპლარად მის საზღვრებს გარეთ. ზოგადად AC/DC ავსტრალიაში ყველაზე წარმატებული და ცნობილი როკ-ჯგუფია. ჯგუფის ისტორიაში ორი ვოკალისტი იყო, ამიტომ მას ჰყოფენ „ბონ სკოტის პერიოდად“ (1974-1981) და „ბრაიან ჯონსონის პერიოდად“ (1981-დან დღემდე).
მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი ჰარდ-როკის ერთ-ერთი დამფუძნებელია და მრავალთა აზრით მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჰევი-მეტალზე, თავად მუსიკოსებს საკუთარ თავს როკ-ენ-როლის კატეგორიას მიაკუთვნებენ. მათ მუსიკას საფუძვლად რიტმ-ენდ-ბლუზი უდევს.
ჯგუფი 1978 წლის შემდეგ კრიზისში იმყოფებოდა და ბევრი მის დაშლასაც წინასწარმეტყველებდა. 1981 წელს ჯგუფის ვოკალისტი ბონ სკოტი გარდაცვლილი იპოვეს მანქანაში. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვალების მიზეზი ასთმა და სიმთვრალე იყო. ბევრი ფიქრობდა, რომ ჯგუფი დაიშლებოდა, მაგრამ მალევე იპოვეს ვოკალისტი ბრაიან ჯონსონი, რომელიც ხმის ტემბრითაც ბონ სკოტს ჰგავდა. თუმცა ჯგუფს ისევ უმტყუნა ბედმა და 1981 წელს კონცეტტი ჩაეშალა, რადგან ბრაიანს კონცერტის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე ბრმა ნაწლავი გაუსკდა და გადაუდებელი ოპერაცია დასჩირდა. ამის შემდეგ ჯგუფმა გამოუშვა ახალი ალბომი Back in Black (ქართ. დაბრუნება სიბნელეში), რომელმაც ჯგუფს დიდი წარმატება მოუტანა. ის არის ყველაზე წარმატებული ალბომი ჯგუფის ისტორიაში. 1981 წლის შემდეგ არცერთი წევრი არ შეცვლილა და ჯგუფი დღემდე აქტიურია.
დაარსება და სახელი:
ჯგუფის შექმნა ძმებმა, მალკოლმ და ანგუს იანგებმა გადაწყვიტეს. ანგუსი 5 წლიდან დაინტერესებულია გიტარაზე დაკვრით. ანგუსის უფროსმა ძმამ ცუდად იცოდა გიტარაზე დაკვრა და რაც იცოდა, ანგუსს გაუზიარა. ამის შემდეგ ანგუსმა გიტარის სწავლა დამოუკიდებლად განაგრძო - ის ფაქტიურად, თვითნასწავლი გიტარისტია. მის ოჯახს არ ჰქონდა საშუალება შვილი გიტარის შემსწავლელ კურსებზე ეტარებინა, რადგან ოჯახში ცხრა და–ძმა იყო. ოჯახს თავის გატანაც კი უჭირდა, ანგუსისთვის ახალი გიტარის ყიდვაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. ანგუსს პატარაობიდანვე მუსიკა იზიდავდა, ხოლო მალკოლმი სპორტით იყო დაინტერესებული და ანგუსს დასცინოდა კიდეც მისი მუსიკალური ინტერესების გამო. თუმცა მან საბოლოოდ სპორტს მუსიკა არჩია და ანგუსს გიტარაზე დაკვრის სწავლა სთხოვა. 15 წლის ანგუსი, მაშინ უკვე უკრავდა როკ კლუბებში, წარმატებულ ჯკუფებთან ერთად.
ძმებმა პირველი ჯგუფი 1968 წელს შექმნეს. თუმცა ამ ჯგუფმა სახელიც და წევრებიც შეიცვალა, უცვლელი მხოლოდ ძმები იანგები დარჩნენ და 1973 წელს საბოლოოდ გამოვიდნენ AC/DC-ს სახელით.
იანგების ერთერთი და მკერავი იყო. ანგუსმა მის საკერავ მანქანაზე დაინახა წარწერა AC/DC. მისი მნიშვნელობა ინგლისურად არის alternating current/direct current — ცვლადი დენი/მუდმივი დენი.
დისკოგრაფია:
High Voltage (ავსტრალია) (1975)
T.N.T. (1975)
High Voltage (საერთაშორისო გამოცემა) (1976)
Dirty Deeds Done Dirt Cheap (1976)
Let There Be Rock (1977)
Powerage (1978)
If You Want Blood You've Got It (1978) (ცოცხალი ალბომი)
Highway to Hell (1979)
Back in Black (1980)
For Those About to Rock We Salute You (1981)
Flick of the Switch (1983)
'74 Jailbreak (1984, აშშ) (კრებული)
Fly on the Wall (1985)
Who Made Who (1986) (საუნდტრეკი)
Blow Up Your Video (1988)
The Razors Edge (1990)
AC/DC Live (1992) (ორმაგი ცოცხალი ალბომი)
Ballbreaker (1995)
Stiff Upper Lip (2000)
Black Ice (2008)
Iron Man 2 (2010) (საუნდტრეკი)
წევრები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ყოფილი წევრები:
Bon Scott
Dave Evans
Mark Evans
Larry Van Kriedt
Colin Burgess
Neil Smith
Ron Carpenter
Russell Coleman
Noel Taylor
Peter Clack
Rob Bailey
Simon Wright
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
FOR THOSE ABOUT TO ROCK!!! WE SALUTE YOU!!!
\_/_
_\_/
This post has been edited by Glorfindel on 9 Dec 2012, 11:48