Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ავტომობილები > Taxify ან GGtaxi ვინმეს ხომ არ გიცდიათ ფულის გამომუშავება


Posted by: MRrudd 19 Nov 2017, 14:14
yandextaxi-ზე კაპიპები გამოდის ვიცი, და ამიტომ ვკითხოლობ სხვა ალტერნატივებზე როგორიცაა Taxify ან GGtaxi ვინმეს თუ გიცდიათ და გამოდის რამე?

და თუ თბილისის ქუჩები იცი უბრალო მოქალაქის დონეზე და ის ქუჩები რომელ რაიონშიც ცხოვრობ, GPS-ით გამოვა საქმე? (ამ კომპანიებს მძღოლის აპლიკაციაში რომ არის GPS)

რას ვიფიქრებდი რო ესეთ კითხვას დავსვავდი მარა კაკ გავარიტსა ცხოვრებამ მოიტანა, სესხების დაკიდებას და ბანკიდან რეკვებს გადაიხადე გადაიხადეს მირჩევნია ასე მაინც ვიშოვო ის თანხა რაც მიწვს ყოველთვიურად

Posted by: UMTS 19 Nov 2017, 14:16
MRrudd
იანდექსზე თუ კაპიკებია taxify ზე რატო იქნება ბევრი?

Posted by: MRrudd 19 Nov 2017, 14:42
QUOTE (UMTS @ 19 Nov 2017, 14:16 )
MRrudd
იანდექსზე თუ კაპიკებია taxify ზე რატო იქნება ბევრი?

ტარიფებია იქნებ სხვა, იანდექსზე გამიგია რო ადრე უკეთესი იყო ახლა აღარ ვარგა, ტაქსიფაიზე არაფერი გამიგია და მაგიტო ვიკითხე

Posted by: UMTS 19 Nov 2017, 14:49
MRrudd
ანუ მე იმას ვამბობ რომ არამგონია დიდი სხვაობა იყოს

Posted by: david_888 19 Nov 2017, 18:15
MRrudd
QUOTE
იანდექსზე გამიგია რო ადრე უკეთესი იყო ახლა აღარ ვარგა

კი ადრე მოშნი სტავკები იყო აღარაა ეგრე მარა მაინც სოულობენ, არამგონია სხვა ჯობდეს ან როგორც მინიმუმ დიდი სხვაობა რო იყოს

Posted by: Faulkner 19 Nov 2017, 18:20
რავიცი, ორმა კაცმა მითხრა, დღეში 80 ლარამდე გამომდისო. ერთს პრიუსი ყავს. თვეში 2400, საშუალოდ 2000, არ უნდა იყოს ცუდი. ლამის პარლამენტარის ხელფასია biggrin.gif

Posted by: SoloFlyer 19 Nov 2017, 18:29
მე ვიმუშავე ტაქსიფაიზე 3 თვე წელს იანვრიდან მარტის ჩათვლით. ვტაქსაობდი ორ- ორ საათს დილას და საღამოს პიკის საათებდი და საშუალოდ სუფთა მრჩებოდა 30 ლარი. როგორც ამბობდნენ თუ მთელი დღე ვიმუშავებდი 50 ლარი დამრჩებოდა სუფთა საშუალოდ. მის შემდეგ ტურისტების ნაკადი გაიზარდა და ჩემი ვარაუდით მოთხოვნა გაიზრდებოდა. დეტალები თუ დაგაინტერესებს მკითხე.

მათ აპლიკაციებში გპს არის და არ გაჭირდება. ორ კვირაში კი დაამუღამებ ისედაც ქუჩებს თუ თბილისელი ხარ

Posted by: MRrudd 19 Nov 2017, 18:34
QUOTE (SoloFlyer @ 19 Nov 2017, 18:29 )
მე ვიმუშავე ტაქსიფაიზე 3 თვე წელს იანვრიდან მარტის ჩათვლით. ვტაქსაობდი ორ- ორ საათს დილას და საღამოს პიკის საათებდი და საშუალოდ სუფთა მრჩებოდა 30 ლარი. როგორც ამბობდნენ თუ მთელი დღე ვიმუშავებდი 50 ლარი დამრჩებოდა სუფთა საშუალოდ. მის შემდეგ ტურისტების ნაკადი გაიზარდა და ჩემი ვარაუდით მოთხოვნა გაიზრდებოდა. დეტალები თუ დაგაინტერესებს მკითხე.

თუ სულ 3 თვე იმუშავე და იქამდეც არ გქონია გამოცდილება ქუჩები კარგად არ გეცოდინებოდა ხო? და როგორ დადიოდი? აპლიკაციის გიპიესით?

მე რასაც ვუყურებ ახლა მთელი დღის მანძილზე გადატვირთულია მოძრაობა და რა დროს ჯობია ვითომ?

პ.ს. და რა მანქანით ტაქსაობდი?

Faulkner

ეგ უფრო ტაქსისტების ზაღპრები მგონია, მეც შემხვდა რამოდენიმე დღის წინ, პრიუსით ტიპი და ახლა ელექტრო VW golf-ი უნდა ვიყიდო ელექტროო 25000 ევრო კი ღირსო მარა ბენზინზე დავზოგავო

Posted by: Faulkner 19 Nov 2017, 18:50
MRrudd
QUOTE
ეგ უფრო ტაქსისტების ზაღპრები მგონია

იანდექსის ერთ-ერთ ფილიალში ვიყავი. ორი ვარიანტი ქონდათ, შენ და იმათ მანქანაზე. იმათსაზე დღეში 20 შეკვეთა უნდა შეასრულო, ბენზინი შენ უნდა ჩაასხა და 20 ლარი ჩაურიცხო. დალშე შენია. ჩაჯდომა 2 ლარი, კილომეტრი 40 თეთრიდან და ზევით, გააჩნია დღის პერიოდს და როგორი ამინდია. + კვირის ბოლოს რაღაც ბონუსებიაო. არის მოჭრილი ხელფასის პონტი, 700 ლარი. მაგრამ ხელფასზე არავინ მყავს, ყველა გამომუშავებითააო. შენი მანქანის პლიუსი ისაა რო იმ 20 ლარს აღარ ჩაურიცხავ. შეკვეთები სუაო. 3 წუთი ჰა, 5 მოგიწიოს მოცდაო. დღეში 80 და 100-იც შეიძლება. პროსტა ბევრი უნდა იარო. თან შეგიძლია ფირმებში მიხვიდე და უთხრა, ჩემ მანქანაზე დააწერეთ თქვენი სახელი და თვეში 300 ან მეტი გადამიხადეთო. რამდენიმე ფირმა რო ნახო ეგეთი, ერთი 1000 ლარი მაქედან გექნება. აქაც იყო მგონი ადრე ერთი, 300 ლარს ვიხდი მანქანაზე წარწერაშიო.

Posted by: dantist778 20 Nov 2017, 11:23
ჩაწერე ყველა კომპანიის აპლიკაცია,იანდექსიც ჯიჯიც ტაქსიფაიც და სამოცებიც დაჟე, მარტო შეკვეთებით დღეში 30-40ლარი სუფთა დაგრჩება.ნუ გააჩნია რამდენს ივლი და რამდენიხანი. მაგალითად იყო პერიოდი მეც მომიწია ტაქსაობა,ოღონდ საღამოს 10ის მერე გავდიოდი და 3-4საათამდე ვატარებდი,მარტო გამოძახებით,ტაქსის ნიშანიც კი არ მქონდა. სამოცებს,ჯიჯის და იანდექსს ვიყენებდი,30-40ლარი მრჩებოდა საშუალოდ, თან 100კმ გარბენზე

Posted by: MRrudd 20 Nov 2017, 11:30
dantist778

და ქუჩები თუ იცოდი? ან თუ არიცოდი როგორ ასრულებდი შეკვეთებს?

ნაცნობები თუ გხვდებოდნენ? )

Posted by: dantist778 20 Nov 2017, 12:24
MRrudd

ნაცნობი არ შემხვედრია არასდროს biggrin.gif გუგლ მეფზე ვნახულობდი კორპუსის და ქუჩის ნომრებს,ეგ საერთოდ არაა პრობლემა დამიჯერე smile.gif

Posted by: Faulkner 20 Nov 2017, 17:27
dantist778
QUOTE
ოღონდ საღამოს 10ის მერე გავდიოდი და 3-4საათამდე ვატარებდი,მარტო გამოძახებით,ტაქსის ნიშანიც კი არ მქონდა. სამოცებს,ჯიჯის და იანდექსს ვიყენებდი,30-40ლარი მრჩებოდა საშუალოდ, თან 100კმ გარბენზე

ანუ 6-7 საათი, 100 კმ-ს გადიოდი და 40 ლარი გრჩებოდა? რაცხა ნამეტანი ბევრია biggrin.gif ალბათ ადრინდელ პერიოდზე ამბობ, მაშინ იძახიან იანდექსი მეტს იხდიდაო, შეკვეთაზე 5 ლარს. და რამდენიმე კომპანიაში ერთად იყო შეიძლება ეგეთი რამე? ანუ პლანშეტი ჩართული გაქ და ყველა ფირმიდან მოდის ზაკაზი? და ვთქვათ ისე მოხდა რო ერთდროულად სამივე ფირმიდან მოვიდა სიგნალი, მერე რა ხდება? და მანქანაზე წარწერა არ უთქვიათ რო აუცილებელიაო, თუ პატრონის სურვილზეა? და ვთქვათ ნიშანიც რო დაიდგა და სიგნალამდე გზაზე აიყვანო ვინმე, შეიძლება? ეგ რო ვკითხე იანდექსის ფილიალში, არაო, ეგრე არ შეიძლებაო. და მაგათთვის რა მნიშვნელობა აქ პრინციპში, ან როგორ უნდა გაიგონ ეგ რო გზაზე ავიყვანე ვინმე?

Posted by: prelato 20 Nov 2017, 18:41
ქუჩები კარგად თუ არ იცი პირველი პერიოდი გაგიჭირდება, ბევრი საყვედური მოგიწევს))) მარა რაც დრო გავა კალაპოტში ჩაჯდები. იანდექსის რუკას მთლად ვერ ენდობი ხშირია შემთვევები რომ გრძელ მარშრუტს გაძლევს ცოტა მაინც თუ არიცი არემარე ტეხავს)) მოკლედ რაც უფრო გამოცდილი ხარ მეტს შოულობ.

Posted by: dantist778 21 Nov 2017, 02:22
Faulkner

ანუ მე ცარიელი არ ვმოძრაობდი,მარტო ზაკაზებზე დავდიოდი,აანუ ა პუნქტიდან ბ-ში წავიყვანდი მგზავრს და მერე იქვე ვრჩებოდი,ველოდი ახალ შეკვეთას,ამიტომ მრჩებოდა მასე biggrin.gif სამი ერთად ჩართული მომლოდინე რეჟიმში მქონდა,როცა შეკვეთას ვიღებდი დანარჩენ ორს ვთიშავდი. ივლისი აგვისტო ვიტაქსავე,მაგდროს იანდექსი უკვე გაჟმოტებული იყო biggrin.gif წარწერა არარის აუცილებელი,ნიშანიც შეგიძლია შემოადგა და ისე იარო,მაგას ვერავინ დაგიშლის .

Posted by: mariolusi 21 Nov 2017, 11:15
მე მიწევს ეხლა მუშაობა ტაქსზე საღამოს ხუთი სათის მერე გავდივარ დახლოებით 10-11 მდე

დახლოებით 30-50 ლარს სუფთას ვაკეთებ გაჩნია დღეს და იღბალს

თუ დიდი ხანი იმუშავებ უფრო მეტსაც გაკეთებ ჩემი მანქანა ძან მღლის
უბრალოდ და მეტს ვერ უქაჩავ

Posted by: MRrudd 21 Nov 2017, 12:10
mariolusi

30-50 ტო გრჩება ქალაქში წვა რამდენი აქვს?

Posted by: mariolusi 21 Nov 2017, 13:45
მარჩი მყავს 15 ლარის ბენზინი მყოფნის ერთი საღამო დახლოებით 6-7 ლიტრი 100 კმ

Posted by: _kutaiseli_ 21 Nov 2017, 14:07
ქუთაისელი გამოცდილი ტაქსისტი არავინ პოსტავს აქ? biggrin.gif
ნუ აქ ძირითადად მაქსიმიზეა დაწოლა და რამდენი გრჩებათ ხოლმე დღეში?

Posted by: Faulkner 21 Nov 2017, 14:21
dantist778
QUOTE
მერე იქვე ვრჩებოდი,ველოდი ახალ შეკვეთას

რამდენი ხანი უნდოდა შეკვეთის შემოსვლას? რა მანქანა გყავს და რამდენს წვავს?

Posted by: dantist778 22 Nov 2017, 10:59
Faulkner
იანდექსი და ჯიჯი მალევე შემოდიოდა ხოლმე. სამოცებს სხვა პრინციპი აქვს,შენ უნდა მოითხოვო შეკვეთა. მე სამოცები მერჩივნა მაინც,იმიტომ რომ წინასწარ იცი საიდან სად მიგყავს და რამდენად. ბებერი ვენტო მყავს 10ლარით 100კმ გადის. აგვისტოს მერე აღარ მიტაქსავია და ეხლა რომელ კომპანიას რამდენი შეკვეთა აქვს აღარ ვიცი.ისე თუ წატაქსავებას აპირებ ყველა აპლიკაცია უნდა ჩაწერო კაცმა და რაღაცა გამოვა

Posted by: Faulkner 22 Nov 2017, 14:06
dantist778
QUOTE
იანდექსი და ჯიჯი მალევე შემოდიოდა ხოლმე

ტაქსიფაი?
QUOTE
ისე თუ წატაქსავებას აპირებ ყველა აპლიკაცია უნდა ჩაწერო კაცმა და რაღაცა გამოვა

ოფისებში მისვლა და გაფორმება არ უნდა, პირდაპირ აპლიკაცია შემიძლია ჩავიწერო? და იქ როგორ გაიგებენ ვინ სად წავიდა და თანხა როგორ მიუვათ?

Posted by: SoloFlyer 26 Nov 2017, 09:30
MRrudd
ქუჩები კარგად არ ვიცოდი რათქმაუნდა და გამიჭორდა თავიდან, მაგრამ 2 კვირაში ყოველდღე რომ ტაქსაობ სწავლობ რა. ვცდილობდი რომ დამემახსოვრებინა ქუჩის სახელწოდებები და როდესაც ცარიელი ვიყავი ხოლმე გონებაში ვიმეორებდი რა მარშრუტზე ვიარე და ქუჩებს ვიზეპირებდი

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)