https://geo-first.com/bloomberg-miuxedavad-...0hAyJKFYu1vxeirBloomberg-ის შეფასებით, აპრილში, რუსეთის ბიუჯეტში ნავთობთან დაკავშირებული საგადასახადო შემოსავლები 1,053 ტრილიონ რუბლამდე ($11,5 მილიარდი) გაიზარდა, მაშინ, როცა 2023 წლის აპრილში იგივე მაჩვენებელი 497 მილიარდ რუბლს შეადგენდა. სააგენტოს მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში, რუსეთის მთლიანი შემოსავალი ნავთობიდან და გაზიდან თითქმის 90%-ით გაიზარდა და 1,23 ტრილიონ რუბლს მიაღწია.
Bloomberg აღნიშნავს, რომ შემოსავალი რუბლის შესუსტებისა და ურალის ნედლ ნავთობზე ფასების ზრდის გამო იმატებს. დასავლელმა მზღვეველებმა სააგენტოს განუცხადეს, რომ რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტების დაზღვევა ძალიან რთულია.
2022 წლის ბოლოს ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, G7-ის სხვა ქვეყნებმა და ავსტრალიამ შეთანხმების შედეგად რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასი დააწესეს და ბარელზე 60 დოლარი განსაზღვრეს. ფასის ზღვარი საშუალებას აძლევს დასავლურ ტანკებს, დასავლური დაზღვევით გადაიტანონ რუსული ნავთობი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფასი დაწესებულ ზღვარზე დაბალია.
მედია იტყობინება, რომ სანქციებმა „ჩრდილოვანი ფლოტის“ შექმნა გამოიწვია − ესაა მოძველებული გემები შეზღუდული დაზღვევით, რომლებიც ხელში იგდებენ სანქციებს დაქვემდებარებული საქონლის პოტენციურად მომგებიან გადაზიდვებს.
2023 წლის შემოდგომაზე შეერთებულმა შტატებმა სანქციების დაწესება დაიწყო იმ ტანკერების მფლობელებზე, რომლებიც რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას დადგენილ ფასს ზემოთ ეწევიან.
წყარო:
https://www.voiceofeurope.com/russia-double...ling-bloomberg/