forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (425) « პირველი ... 423 424 [425]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> იურიდიული კონსულტაცია, ნაწილი VIII
Правовед
მხოლოდ პირდაპირი მიმართვები - შეკითხვა დაწვრილებით -


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1421
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 12 Oct 2019, 02:11  #55358084      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
GeorgeSword
ნამდვილად სრულად ვერ გავიგე - ვეჭვობ საჯარომ თუ სასამართლობ საერთოდ აღიქვას ეს შენობა (კლასტერს რომ ეძახით), როგორც დამოუკიდებელი უძრავი ქონების ობიექტი.
თუმცაღა ნება თქვენია, როგორც გსურთ ისე დასვით შეკითხვები. რაც მთავარია - მე შევეცადე.
მეორეს მხრივ, შეიძლება უფრო კარგად გაქვთ საქმე, ვიდრე თქვენ გგონიათ, და საერთოდ სხვა მიმართულებით არის საჭირო წასვლა - საპროექტო, და შემდგომ განშლის გენგეგმის მიხედვით უფრო მოსახერხებელი იყოს თქვენს საკუთრებაში ქვეკოდის დამატებით აღრიცხვაც და ამონაწერის შექმნაც.
მე ვნებდები ამ საქმეს. გულითადად გისურვებთ წარმატებებს.

This post has been edited by Правовед on 12 Oct 2019, 02:19


--------------------
[img]JUiRuiRui_I3Q[/img]
lasha-17
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1047
წევრი No.: 160424
რეგისტრ.: 28-January 13

გამოგზავნილია: 13 Oct 2019, 13:04  #55362079      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
გამარჯობა, ჩემი გრაფიკული (ციფრული) ნამუშევარი მოიპარეს და ერთ-ერთ საიტზე დევს. ახლა წერილს ვადგენ რომ წავაშლევინო, მაგრამ შემიძლია თუ არა კომპენსაცია მოვითხოვო? უცხოური საიტია sad.gif
ვის უნდა მივმართო?

This post has been edited by lasha-17 on 13 Oct 2019, 13:33
Правовед
მხოლოდ პირდაპირი მიმართვები - შეკითხვა დაწვრილებით -


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1421
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 13 Oct 2019, 14:25  #55362320      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
lasha-17
თუ რაიმეს გაკეთების სურვილი გაქვთ, ჯერ მიმართეთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს - საიტზე ნამუშევრის განთავსების ფაქტის კონსტატაციის მიზნით.
შეძლებით, ყველაფერი შეიძლება - სხვა საქმეა რა შედეგებს მოიტანს კომპენსაციის მოთხოვნა. ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ბევრი გარემოებების გათვალისწინებაა საჭირო - რომელი ქვეყნის სამართალსუბიექტმა განათავსა, კომერციულია თუ არა საიტი, თქვენი ნამუშევარი "მოიპარეს" რას ნიშნავს - სად გქონდათ განთავსებული, და უამრავი ... თვით შეკითხვის აღწერას ორი სიტყვა არ ეყოფა.
lasha-17
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1047
წევრი No.: 160424
რეგისტრ.: 28-January 13

გამოგზავნილია: 13 Oct 2019, 17:01  #55362846      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE (Правовед @ 13 Oct 2019, 14:25 )
გასაცემად ბევრი გარემოებების გათვალისწინებაა საჭირო - რომელი ქვეყნის სამართალსუბიექტმა განათავსა, კომერციულია თუ არა საიტი, თქვენი ნამუშევარი "მოიპარეს" რას ნიშნავს - სად გქონდათ განთავსებული, და უამრავი ...  თვით შეკითხვის აღწერას ორი სიტყვა არ ეყოფა.

ვყიდდი საკუთარ ნამუშევრებს. ძალიან ბევრ პირატულ საიტზე აღმოვაჩინე ახლა sad.gif ალბათ შეუძლებელი იქნება ამ საიტების მეპატრონეთა დადგენა... ძირითადად რუსული საიტებია

This post has been edited by lasha-17 on 13 Oct 2019, 18:20
nnn_lll
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 545
წევრი No.: 229995
რეგისტრ.: 12-March 17

გამოგზავნილია: 14 Oct 2019, 18:57  #55366237      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
lasha-17
ისეთი გავლენიანი კომპანიების პროდუქტებს "იპარავენ" ასე და სავარაუდოდ ვერაფერს გახდები, sad.gif გირჩევ, ტყუილად არ დახარჯო შენი დრო და ენერგია.
უბრალოდ კანონით, რომც გქონდეს პრობლემური საკითხია რა ეს ვები, მით უმეტეს რუსული. თორემ ახლა გადმოგილაგებდი ბერნის კონვენციის მუხლებს, რომლებიც იცავს შენს უფლებებს biggrin.gif

This post has been edited by nnn_lll on 14 Oct 2019, 18:59
novalisi
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 939
წევრი No.: 52516
რეგისტრ.: 26-January 08

გამოგზავნილია: 17 Oct 2019, 22:24  #55378472      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ საკითხის შესახებ რას მირჩევთ:
მანქანებით სავალი გზის მარჯვენა და მარცხენა ნაპირზე დგას საცხოვრებელი სახლები. ერთ-ერთი სახლის პატრონმა საკუთარი სახლის კედელზე დააყენა სათვალთვალო კამერები, რომლიბიც სავალ გზას და მოპირდაპირე, მეორე სახლსაც უყურებს. მიზანია, რომ გზა და ზოგადად საკუთარი სახლის შემოგარენი აკონტროლოს (მაგრამ კამერა მარტო გზას და შემოგარენს ვერ გააკონტროლებს, კადრში მეზობელი სახლი (სრულად თუ არა მინიმუმ მთავარი შესასვლელი მაინც) აუცილებლად მოხვდება
მაინტერსებს, ამ მეორე სახლის პატრონს თუ აქვს რამე სამართლებრივი უფლება, რომ კამერები მოახსნევინოს ? სად უნდა იჩივლო?

This post has been edited by novalisi on 17 Oct 2019, 22:24
tatanashvili1
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 474
წევრი No.: 158920
რეგისტრ.: 8-January 13

გამოგზავნილია: 18 Oct 2019, 17:19  #55381061      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ მეგობრებო. სააპტრულო პოლიციის თანამშრომელმა დამიწერა ჯარომა რომელსაც არ ვეთანხმები! გავასაჩივრე და დღეს ეს დადგენილება გაფმომცეს. სასამართლოში ჩივილს რამდენად აქვს აზრი ან როგორ მოვიქცე იქნებ მომცეთ რეკომენდაცია ვინმემ. მადლობა წინასწარ
* * *
user posted imageuser posted image
nnn_lll
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 545
წევრი No.: 229995
რეგისტრ.: 12-March 17

გამოგზავნილია: 18 Oct 2019, 22:12  #55382168      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tatanashvili1
არ ეთანხმები რას ქვია, არ იყენებდი? თუ იყენებდი და მაინც არ უნდა გამოეწერათ?
lavie882
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 856
წევრი No.: 159959
რეგისტრ.: 22-January 13

გამოგზავნილია: 18 Oct 2019, 22:22  #55382207      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tatanashvili1

სასამართლოში ჩივილს აზრი ექნება თუ შენი პოზიციის არგუმენტირებას მოახდენ, თუ ვერაფრით ამტკიცებ რომ არ გამოგიყენებია ტელეფონი მაშინ რა აზრი აქვს ? ასევე გაითვალისწინე სასამართლო ხარჯები და დრო რომელსაც დახარჯავ რამდენად გიღირს


პ.ს ასაჯაროვებ შენ სახელ და გვარს და ავტომანქანის მონაცემებს ... რა იცი რა ხდება

This post has been edited by lavie882 on 18 Oct 2019, 22:23


--------------------
Live life to the fullest, and focus on the positive.
Правовед
მხოლოდ პირდაპირი მიმართვები - შეკითხვა დაწვრილებით -


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1421
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 19 Oct 2019, 01:53  #55382809      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
nnn_lll
მდა ...
პოლიციაც რა "მაგრად" გაიძვერობს?! ჯიბეში რო უდევს და არ აჩენს "სხვა მტკიცებულებებს" ...
როგორ "სტანდარტებშია" ადმინისტრაციული წარმოება და რა საცოდავ დღეშია საზოგადოება. სამართალურთიერთობა მუდმივად მოვლენის "გარშემო" ვითარდება, თან მაპროვოცირებელი ასპექტი ინსტიქტებამდეა განვითარებული - ერთიც მთელი ძალღონით გვერდს უვლის და მეორეც შინაარსს.
ამდენი ფურცლებია და სინამდვილეში არსად არ ფიგურირებს ობიექტური შემადგენლობა სრულად და ალბათ, უზენაესამდე არ დაადგება საშველი უარიდიულ ფაქტს და მთავარ შეკითხვას - საუბრობდა მობილურით თუ არ საუბრობდა?

This post has been edited by Правовед on 19 Oct 2019, 02:10
nnn_lll
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 545
წევრი No.: 229995
რეგისტრ.: 12-March 17

გამოგზავნილია: 19 Oct 2019, 12:23  #55383533      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Правовед
QUOTE
პოლიციაც რა "მაგრად" გაიძვერობს?! ჯიბეში რო უდევს და არ აჩენს "სხვა მტკიცებულებებს" ...

ასკ-ს დარღვევებზე პრაქტიკას არ ვადევნებ თვალს
ეგრეც ხდება ხოლმე? წესით მერე სასმაართლომ ხომ აღარ უნდა მიიღოს მსგავსი მტკიცებულება,
მაინც იღებენ?
Правовед
მხოლოდ პირდაპირი მიმართვები - შეკითხვა დაწვრილებით -


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1421
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 19 Oct 2019, 14:09  #55383883      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
nnn_lll
მე ვერევი მსგავს საქმეებში ხშირად და ვრწმუნდები - კამერაც აქვთ (სურათი ხშირად, ვიდეო იშვიათად). იმას უკვე "აჩენენ" ...
საქართველოს ადმინისტრაციულ წარმოებაში (სინამდვილეში, გერმანულია) შექმნილ პირველად დოკუმენტებში ეგეთი ტრადიცია დამკვიდრდა - რაც შეიძლება მეტი აბდაუბდა და გაურკვევლობა - ზემოქმედების ბერკეტი ხომ არ არსებობს, სანქციის პერსპექტივა ხელისუფლებისთვის (ეფექტური მმართველობის მოტივაციის ერთ-ერთი მექანიზმი) არც ერთ ნორმატიულ აქტში არ არის გათვალისწინებული.
მე სადაც გავიარე ცხოვრება, საბჭოთა წესი შემორჩენილი იყო - სასამართლოს "კერძო განაწესი" (ასე ითარგმნება მგონი) ორგანოს ამ საქციელის მიმართ გამოჰქონდა თითქმის ყოველთვის ...
ეს მოვლენა ჩაფარცხებული დასავლური იმპლემენტაციის კიდევ ერთი ნაყოფია - ორგანოები ხომ საბჭოთა დარჩა, გერმანიიდან ხომ არ ჩამოგვიყვანია? ...

This post has been edited by Правовед on 19 Oct 2019, 14:19
nnn_lll
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 545
წევრი No.: 229995
რეგისტრ.: 12-March 17

გამოგზავნილია: 19 Oct 2019, 15:29  #55384122      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Правовед
კოდექსიც როგორ ორგანულად ერწყმის საოცარ სახელმწიფოს biggrin.gif
Правовед
მხოლოდ პირდაპირი მიმართვები - შეკითხვა დაწვრილებით -


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1421
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 19 Oct 2019, 16:35  #55384330      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
nnn_lll
უდავოდ - იურიდიული შინაარსის სადღეგრძელოს ობიექტია პირდაპირ [ლუდით] ... lol.gif
lazy
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2252
წევრი No.: 25313
რეგისტრ.: 6-November 06

გამოგზავნილია: 21 Oct 2019, 13:16  #55390515      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
გამარჯობა,
ამას წინათ სოფელში მოვისმინე , ტყეში შეგროვებული ნაყარი შეშის შეგროვებაზე ჯარიმებიაო, რომელსაც გარემოსდაცვითი სამსახური აკისრებს ხალხს;
"ტყის კოდექსით" ფიჩხის შეგროვება დანაშაული არ არის... შავით თეთრზე წერია =====>>>>>

2. ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ტყის ბუნებრივი გარემოთი.
3. მოსახლეობას უფლება აქვს:
ა) იმყოფებოდეს და თავისუფლად გადაადგილდეს ტყეში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ბ) პირადი მოხმარების მიზნით შეაგროვოს ტყის არამერქნული რესურსები და ხის მეორეხარისხოვანი მასალები;;


მეორე ხარისხოვანი მასალის განმარტება ასე აქვთ გამოყვანილი

"ხის მეორეხარისხოვანი მასალები – მერქნიანი მცენარეების ფესვები, ქერქი, ლაფანი, ნეკერი, ძირკვი, ფიჩხი, თესლი, ტოტები;"
ფიჩხი,(განმარტება კანონში არაა) მე როგორც ვიცი , ძირს ნაყარი შეშაა, რომელიც ამ კანონის მიხედვით შესაძლებელია, შეგროვდეს....

თქვენი გამოცდილება რა არის ამ თემაზე, ვინმეს რამე ინფორმაცია გაქვთ?


This post has been edited by lazy on 21 Oct 2019, 13:17
2 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 1 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (425) « პირველი ... 423 424 [425]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.1348 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]