forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (6) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მეზღვაური გოგო ბათუმიდან, რომელიც კაპიტნობაზე ოცნებობს
მელკერი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4398
წევრი No.: 181964
რეგისტრ.: 19-February 14

  გამოგზავნილია: 13 Sep 2017, 19:05  #51327417      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
პოლიტიკანებო, გავიცნოთ საინტერესო ადამიანი...


რა მაგარი გოგოა, ნახეთ... user.gif love.gif


ბევრი ასეთი გოგოები საქართველოს! <3





ნათია ლაბაძე, 24 წლის, ბათუმი

„2015 წლის 18 ივლისს, 22 წლის ასაკში, ჰონგ-კონგის პორტში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გემის ხიდურაზე პირველად ჩამოვართვი ხელი კაპიტანს, რომელმაც მითხრა „კეთილი იყოს შენი მობრძანება გემზე. მშვიდობიან ცურვას გისურვებ“

„ჩემს ოჯახში ყველა მეზღვაურია. მამაც და ძმაც. ბიძებიც. თუმცა მემედ აბაშიძის გემის დაღუპვას ჩინეთის ზღვაში, ბიძების სიცოცხლე შეეწირა. ამის შემდეგ მამა გემზე აღარ წასულა. მე კიდევ ამ ოცნებით ვიზრდებოდი, რომ ოდესმე დიდ ნაოსნობაში წავიდოდი. ყოველთვის მიზიდავდა მოგზაურობა, ახალი ქვეყნების ნახვის შესაძლებლობა. და გარდა ამისა, მეზღვაურის პროფესია ერთ-ერთი შემოსავლიანი პროფესიაა, რომელიც ძირითადად კაცებით არის დომინირებული და რატომ არ შეიძლებოდა ამ სიკეთით მეც მესარგებლა?!

ამიტომ გადავწყვიტე მეც მესარგებლა...

„საზღვაო აკადემიის გემთწამყვანი ფაკულტეტის 121 სტუდენტ ბიჭში, მე ვიყავი ერთადერთი გოგო, რომელიც ყოველ დილით საერთო მოწყობაზე ფორმით დგებოდა. მახსოვს ჩემსკენ გამოშვერილი თითები - გაოცების თუ კრიტიკული შეძახილებით - გოგო და ზღვაოსნობა ვის გაუგიაო. იმდენად დიდი სიახლეა ქალი გემზე, რომ ფორმაც მხოლოდ კაცებისთვისაა მორგებული და იქ კაბის ადგილი არ არის. ერთხელ ჩემმა ინგლისურის ლექტორმა მითხრა, „კარგი გოგო ხარ, ნიჭიერი სტუდენტი, მაგრამ აგერ 4 წელში გნახავ, რომ დაასრულებ სწავლას, გათხოვდები და ბათუმში დაიწყებ მუშაობასო.

4 წლის შემდეგ სააგენტო „კოლუმბიას“ გასაუბრებაზე 6 წარმატებულ სტუდენტს შორის ვიჯექი. სააგენტოს ერთ-ერთი საერთაშორისო გემისთვის კადეტები უნდა შეერჩია. ტესტირება წარმატებით გავიარე. თუმცა ერთმა გამომცდელმა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპიდან იყო, მითხრა: „თქვენ დაწუნებული ხართ სქესის გამო. თქვენ ქალი ხართ.“

ძალიან მეწყინა. თუმცა გადავწყვიტე ბოლომდე მებრძოლა და სკაიპ ინტერვიუს დროს, უკვე გასაუბრების მეორე ეტაპზე ჩემი ცოდნა მაქსიმალურად გამოვავლინე. სხვათა შორის ამ გასაუბრებას ქალი გამომცდელიც ესწრებოდა, რომელიც ამავე სააგენტოში მუშაობს. გასაუბრებიდან 15 წუთში ზარი შემოვიდა ტელეფონზე: გილოცავთ, თქვენ ჩვენს გემზე მუშაობას იწყებთ...

ეს იყო ჩემი პირველი მოგებული ბრძოლა იმ ბარიერებთან, რომელსაც კულტურა და მენტალიტეტი უწესებს ქალებს. იმ ფაქტს, რომ ჩემი კვალიფიკაცია და ნავიგაციაში ცოდნის დონე მაღალი იყო, ისიც ადასტურებს, რომ გემი, რომელზეც გამიშვეს 365 მეტრი სიგანის და 68 მეტრი სიმაღლის იყო და მას 14,000 კონტეინერი ახალი მანქანები გადაქონდა. ეს იყო უდიდესი საპასუხისმგებლო საქმე.

მახსოვს სტუდენტობის დროს ერთი წიგნი წავიკითხე „ზღვა და ოთხი ქალიშვილი“. გულდასაწყვეტია, რომ ბევრმა არც კი იცის, რომ პირველი ქართველი მეზღვაური, რომელმაც მართალია კაპიტნის რანგამდე ვერ მიაღწია, მაგრამ ერთ-ერთი სერიოზული რანგი ქონდა და მე-20 საუკუნის დასაწყისში დაცურავდა, ბათუმელი ქალი, იულია ფაილოძე იყო. ალბათ სიმბოლური დამთხვევაა ის ფაქტი, რომ იულია ზუსტად იმ სახლში ცხოვრობდა, რომელშიც მე და იმ ბიბლიოთეკაში მუშაობდა, სადაც ეს წიგნი პირველად წავიკითხე და ინსპირაცია მივიღე. გარკვეული ბარიერების გამო იულიამ კაპიტნის რანგამდე ვერ მიაღწია. ზუსტად 1 საუკუნის შემდეგ, მე ვიყავი მეორე ქართველი ქალი, რომელიც გემზე წავიდა და ვიქნები პირველი ქართველი ქალი, რომელიც კაპიტანის რანგს მიაღწევს.

კადეტატად 6 თვე ვიმუშავე და ერთადერთი ქალი ვიყავი იმ გემზე. ზოგადად, 6თვის შემდეგ მეზღვაურები სახლში დაბრუნებას ამჯობინებენ, რადგან ძალიან ძლიერია ნოსტალგიის გრძნობა, რომელიც ადამიანს ღია ზღვაში გეუფლება. თუმცა გადავწყვიტე, კონტრაქტი 8 თვემდე გამეგრძელებინა, რაც საშუალებას მომცემდა კაპიტანის მესამე თანაშემწის პოზიციამდე დავწინაურებულიყავი და საკუთარ თავში დავრწმუნებულიყავი, რომ დამოუკიდებლად შევძლებდი რთული სამუშაოსთვის თავის გართმევას. მახსოვს, კაპიტანი მოვიდა და მკითხა, ნათია დარწმუნებული ხარ, რომ კიდევ 2 თვით გინდა გემზე დარჩენაო? დავეთანხმე. რამდენიმე თვეში კაპიტანის მესამე თანაშემწის რანგში ხიდურაზე ვიდექი და დამოუკიდებლად ვმართავდი გემს.
ჩემი ძირითადი მოვალეობა გემის უსაფრთხოებაზე და მის ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვაა. საღამოს საათებში, როცა გემზე ყველა ისვენებს, ხიდზე მე ვდგავარ და გემს მიმართულებას ვაძლევ. ერთხელ ჩემმა უკრაინელმა კოლეგამ გამიმხილა, საკუთარი კაბინის ფანჯრიდან რომ დავინახე, 22 წლის გოგო როგორ მართავდა ამხელა გემსო, გულში ვლოცულობდი, მშვიდობით გაგვითენდეს ღამეო.

მიუხედავად იმისა, რომ გემებზე, რომლებზეც დავცურავ ევროპელი მეზღვაურები არიან და ქალ კოლეგებთან მუშაობის გამოცდილებაც აქვთ, მაინც ვაწყდები სტერეოტიპებს, მაგალითად, ერთხელ შტორმის დროს კაცები დანიძლავდნენ თურმე, რომ მე, როგორც ქალს გული ამერეოდა და საჭმელს ვერ გავეკარებოდი. არადა პირიქით მოხდა: ვერცერთი კაცი ვერ გაეკარა საჭმელს, მე კიდევ ორმაგი ულუფა მივირთვი.

საქართველოში კიდევ უფრო ხელშესახებია სტერეოტიპი, რომ ქალი გემზე კი არა, სახლში უნდა იჯდეს. პირველად გემზე ვიყავი, ფეისბუქზე ჩემს შესახებ პოსტზე კომენტარები რომ წავიკითხე. მაკრიტიკებდნენ და ვინ?! ძირითადად ისევ ქალები. ძალიან მეტკინა გული, მაგრამ არავისთვის მიპასუხია, რადგან მიმაჩნია, რომ მე ჩემს საქმეს ძალიან კარგად ვაკეთებ, გემზე მუშაობა ქალისთვის და კაცისთვის ერთნაირად არის უსაფრთხოც და საფრთხის შემცველიც, განსაკუთრებით შტორმის დროს, ვზრუნავ კარიერასა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და გვერდით მიდგას ოჯახი და მეგობრები. დანარჩენი განვითარების პრობლემაა.

გულდასაწყვეტი ისაა, რომ უკვე მესამე წელია საკუთარ დაბადების დღეს და ახალ წელს გემზე აღვნიშნავ. მაშინ, როცა ყველა მხიარულობს, შენ ზღვის მდუმარებაში გემი მიგყავს. თუმცა ამასაც ეჩვევი. 24 წლის ვარ და მიმაჩნია, რომ ერთ ადგილას ფეხების ბაკუნის დრო არ მაქვს. მე აუცილებლად გავხდები კაპიტანი.“


user posted image

user posted image


This post has been edited by მელკერი on 13 Sep 2017, 19:09


--------------------
http://forum.ge/?f=29&showtopic=34573993&st=0
arqimag
mia san mia


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3988
წევრი No.: 96163
რეგისტრ.: 21-July 09

გამოგზავნილია: 13 Sep 2017, 19:07  #51327429      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ქალს გემზე უბედურება მოაქვს, ადრე ქალის ნაფეხურებს მეზღვაურები მარილს აყრიდნენ biggrin.gif


--------------------
MB GIGABYTE AORUS 270X-Gaming 7
CPU 7700K
RAM Corsair Dominator Platinum 16GB 3000MHz
COOLER Thermaltake WATER 3.0 Dual Riing
PSU Thermaltake platinum G Series 1200W
VGA Gigabyte GTX 1070 XTREME
HDD Samsung 850 EVO 500GB+960 EVO m.2.
CASE Thermaltake Core V71
Free_World
გაუნათლებელი ჯიხვი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7202
წევრი No.: 194120
რეგისტრ.: 20-November 14

გამოგზავნილია: 13 Sep 2017, 19:15  #51327463      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვიცნობ ნათიას smile.gif

ძალიან კარგი გოგოა

მშრომელი, მოწესრიგებული

სუფთა და პატიოსანი სულის

მეც დავეხმარე რაღაცეებში დიდი სიამოვნებით.(საქართველოში არა)

წარმატებები ამ ძალიან კარგ გოგოს love.gif


--------------------
მხოლოდ მთებშია თავისუფლება^^

სვანეთის მთები ჩემი სახლია^^

მაზოხისტ მოდერს, სადისტი იუზერი მოუღებს ბოლოს ^^
შაქროII
პაპაჲლენდერი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 39601
წევრი No.: 4564
რეგისტრ.: 12-March 04

გამოგზავნილია: 13 Sep 2017, 19:18  #51327481      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · icq · msn
სადაც გუგული მაღრაძე პოლიტიკოსია იქ უფლოტო ქვეყნის გემის კაპიტნობაც არაა გამორიცხული.
პ.ს.
ჰო დამავიწყდა...საუკუნეა ომი რომ არ მოუგია და 30 ზე მეტი გნერალი რომ ჰყავს კიდევ cry.gif

This post has been edited by შაქროII on 13 Sep 2017, 19:19


--------------------
მოედღვნებაო დრაგი კარგისა
ასეთი ყოფილა ბედი ქართლისა
__________________________
პატივისცემ(ატყეპ)ით
შაქრო პაპა
ELguja90
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10269
წევრი No.: 172464
რეგისტრ.: 29-August 13

გამოგზავნილია: 13 Sep 2017, 19:20  #51327491      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბავშვები ვინ უნდა გაზარდოს mad.gif
კუსკუსა



********
ჯგუფი: Members
წერილები: 27006
წევრი No.: 106295
რეგისტრ.: 30-November 09

გამოგზავნილია: 13 Sep 2017, 19:22  #51327499      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ELguja90
QUOTE
ბავშვები ვინ უნდა გაზარდოს


ძიძამ



dega
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 81816
წევრი No.: 116052
რეგისტრ.: 24-May 10

გამოგზავნილია: 13 Sep 2017, 19:47  #51327617      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
კუსკუსა
QUOTE
ძიძამ

ძიძას ბავშვები?


--------------------
დათიკია მღვდელი წებოს სვამს ღამღამობით, ხმა დაირხა მრევლში, სული რომ ჩეიმაგროს სტომაქში და არ გაეპაროს, იმიტომო...
sanfol
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8583
წევრი No.: 143756
რეგისტრ.: 29-February 12

გამოგზავნილია: 13 Sep 2017, 19:51  #51327627      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (კუსკუსა @ 13 Sep 2017, 19:22 )
ELguja90
QUOTE
ბავშვები ვინ უნდა გაზარდოს


ძიძამ

ბიძამ წავიკIთხე facepalm.gif
DORO
ყისმათიანი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9044
წევრი No.: 142670
რეგისტრ.: 5-February 12

გამოგზავნილია: 13 Sep 2017, 20:48  #51327874      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
სანამ მურთაზამ კუხნაში არ გაამწესა ....


:დდდ


--------------------
https://doro3535.sarahah.com
RedBulla



********
ჯგუფი: Members
წერილები: 55365
წევრი No.: 122324
რეგისტრ.: 10-October 10

გამოგზავნილია: 13 Sep 2017, 20:58  #51327922      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
up.gif
კუსკუსა



********
ჯგუფი: Members
წერილები: 27006
წევრი No.: 106295
რეგისტრ.: 30-November 09

გამოგზავნილია: 13 Sep 2017, 20:59  #51327929      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
dega
QUOTE
ძიძას ბავშვები?


მამამ biggrin.gif

ბესიკის26
Fuck Russian Dream


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8150
წევრი No.: 86352
რეგისტრ.: 10-March 09

გამოგზავნილია: 13 Sep 2017, 22:35  #51328544      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამას წინათ ახალციხეში მომიწია გატეხილი გასაღების აღდგენა და შევცბუნდი , როცა ჩარხთან ქალბატონი დამხვდა და პროფესიონალურად მომემსახურა...
რუსეთში ...ძველ დროში მშენებლობებზე უამრავი ქალი მღებავ- შპაკლიოვშიკ-მებათქაშე მინახავს...
მეზღვაური ქალებიც არაა იშვიათობა უცხოურ ფლოტში...

წარმატება ნათიას და გამძლეობა საპირისპირო სქესის ეკიპაჟის წევრებს love.gif


პ.ს.ისე დიდი თავისტკივილია ყველასთვის ქალი -გემზე yes.gif



--------------------
3,14დაрoccия
eldorado31
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 998
წევრი No.: 176589
რეგისტრ.: 14-November 13

გამოგზავნილია: 13 Sep 2017, 23:00  #51328730      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ამას წინათ ახალციხეში მომიწია გატეხილი გასაღების აღდგენა და შევცბუნდი , როცა ჩარხთან ქალბატონი დამხვდა და პროფესიონალურად მომემსახურა...
რუსეთში ......ძველ დროში მშენებლობებზე უამრავი ქალი მღებავ- შპაკლიოვშიკ-მებათქაშე მინახავს...

80-იან წლების თბილისში მახსოვს ავტობუსის და ტროლეიბუსის მძღოლი ქალები. ეჰ... ახლა სადღა ნახავ sad.gif
FLEA_
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3869
წევრი No.: 16275
რეგისტრ.: 16-January 06

გამოგზავნილია: 13 Sep 2017, 23:18  #51328841      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა მაგარი გოგოა !
მისაბაძი
ა ეგრე
კაცი ვიცი კუხნაში )))


--------------------
შენ ყოველთვის მართალი ხარ :*
მელკერი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4398
წევრი No.: 181964
რეგისტრ.: 19-February 14

გამოგზავნილია: 14 Sep 2017, 02:49  #51329912      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Free_World
QUOTE
ვიცნობ ნათიას


იშვიათი გოგოა... smile.gif


ასე გააგრძელოს... up.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (6) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0229 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]