Special_1მე ის გრძელი სტატუსების დამწერი კაცი არ ვარ მარა გიპასუხებ მაინც
არსებობს ტურისტული, დროებითი სამუშაო, საემიგრაციო, ოჯახის შეერთება და სხვა სახის ვიზები.
შესაბამისად ტურისტულით მხოლოდ ტურიზმი შეგიძლია, და მუშაობის უფლება არ გაქვს.
ყველა ვიზის ტიპს აქვს წინაპირობა, მაგალითად ტურისტულზე უნდა შეგეძლოს დამტკიცება რომ გაქვს ტურიზმის სახსრები და არ აპირებ არატურისტად დარჩენას, ან ტურისტული ვიზიტისას მუშაობას.
სამუშაო ვიზაზე წინაპირობა არის რომ ამერიკული კომპანია თანახმა იყოს შენს დაქირავებაზე,
ოჯახის შეერთებას ოჯახი და ასე შემდეგ. ბევრი დეტალია, მოკლედ ვწერ.
ვიზის მიღება პრივილეგიაა, შესაბამისად სამიგრაციო ოფიცერი საკონსულოში წყვეტს მოგცეს თუ არა შესაბამისი ვიზა.
ზოგადად ვიზა საზღვრამდე მისვლის უფლებას ნიშნავს, საზღვრის კვეთისას თუ მესაზღვრე მოგცემს უფლებას რომ გადაკვეთო საზღვარი მოგანიჭებს შესაბამის სტატუსს, ანუ ტურისტულზე მაგალითად ტურისტის სტატუსს (სტატუსი და ვიზა სხვადასხვა რამაა) ასევე სტატუსთან ერთად მოგანიჭებს დარჩენის უფლების ვადას, ქართველებს, ტურისტული B1/B2 ვიზებზე როგორც წესი 6 თვეს აძლევენ.
თუმცა, თუ წინასწარ გაცხადებულ ვადას გადაუხვიე, შემდეგ შემოსვლაზე უკვე კითხვები ექნება მესაზღვრეს.
მაგალითად თუ პირველი შემოსვლაა, მანამდე აპლიკაციაში რაც ჩაწერე და შემდეგ საკონსულოში საემიგრაციო ოფიცერს რაც უთხარი, მაგალითად 1 კვირა,
და შენ დარჩი 3 თვე,
შემდეგ შემოსვლაზე დიდი ალბათობიდ მეორადი შემოწმების ოთახში გაგიყვანენ და არის შანსი რომ არ მოგცენ შემოსვლის უფლება თუ კარგად არ დაუსაბუთე რომ მართლა გჭირდებოდა შეცვლა.
ასევე აქვთ უფლება ტელეფონი ჩამოგართვან და შენი სოციალური ქსელები შეამოწმონ, ასევე მესიჯები, მაგალითად ვინმეს ხომ არ ემესიჯებოდი, ტურისტულად ჩამოვალ და მანდ სამსახური მაშოვნინეო.
თუ ტელეფონის მიცემაზე უარს ეტყვი არის დიდი შანსი რო საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მოგცემ და გაგაბრუნონ უკან.
და ასე შემდეგ
This post has been edited by ME on 24 Aug 2019, 07:18
А с поцелуями торопиться не будем, сказал Принц, слезая со Спящей Красавицы...