#49428011 · 6 Dec 2016, 18:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
The13thFloor
QUOTE | და რატო არ შეიძლება, კაკრაზ "ბავშვებს" სჭირდებათ ეგ ინფორმაცია |
ტაში. ინფორმაცია არ უნდა იყოს დეზინფორმაცია, პრობლემა მანდაა. ვინმე ფილტრავს მაგას? გამოცდილი სექსოლოგები წერენ? ჰოდა არ უნდა ადამიანს, რომ ვიღაცის ბინძური ფანტაზიები იკითხოს მოზარდმა, უნდა, რომ მან ეს მიიღოს ჯანმრთელად, სიმახინჯეების გარეშე. რა პრობლემაა ამაში? uchinmachini
QUOTE | ფორუმი კერძო საკუთრებააა და რა რეკლამასაც უნდა დადებს |
არა, ეგრე არაა. კანონში, მითუმეტეს ჩვენს კანონებში, ხშირი ლაფსუსებია და მთლიანად ვერ დაეყრდნობი. კანონი დღეს ერთია და ხვალ-მეორე, მაგრამ არსებობს ეთიკური ღირებულებები, რაც უცვლელია და ამბობს, რომ შენი გარყვნილი ფანტაზიები მინიმუმ მე არ უნდა მომახვიო, ანუ საჯაროდ არ უნდა დააფიქსირო, შენ თუ გინდა კამასუტრას ყველა პოზა გამოიყენე, მაგრამ მოზარდს ამას ნუ მოუყვები, პატრონი გადაწყვეტს, რა მოუყვეს და რა-არა.
QUOTE | ტიმი რამდენს აკეთებს კიდე აქედან ეგეც არაა თქვენი საქმე. |
რატომ, საინტერესოა, ბაზარზე მოთამაშეა და შესაძლოა ვინმესთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყოს, მითუმეტეს მალე ბევრი რამის გასაჯაროება მოუწევთ კომპანიებს, რაც საზოგადოების ინტერესის სფეროებში ექცევა. მაგალითად, შესაძლოა ხვალ მე გავხსნა ფორუმი და დამაინტერესოს ამ საკითხმა, რათა შეიქმნას ჯანსაღი კონკურენცია. ასე ხელაღებით თქმა, რომ "ჩვენი საქმე არაა" ვერ დაგეთანხმები...
QUOTE | ედს ბლოკი, რომ არ სებობს უკვე გაიგეთ და დანარჩენი თქვენ იცით. |
ეს მართლა მშვენიერი რამაა.
--------------------
הערשעל שמױקל פּינחס ירוחם קרוסטאַפֿסקי
|