http://eriders.ge/?i=14&l=2&i2=249კავშირი "ღია კონსულტანტები" (http://eriders.ge) აწყობს გაქართულების 7-დღიან საზაფხულო ბანაკს ჩაქვში.
შეირჩევა დაახლოებით 20 მონაწილე, რომლებიც გაემგზავრებიან ჩაქვში და 7 დღის განმავლობაში მიიღებენ მონაწილეობას უფასო და ღია კოდის პროგრამების გაქართულებაში.
ბანაკის სავარაუდო თარიღებია 12-19 სექტემბერი.
მონაწილეები იცხოვრებენ სასტუმრო ”ოაზისში”, ერთ ნომერში ორი ადამიანი, 3-ჯერადი კვებით.
განრიგი დაახლოებით იქნება ასეთი:
8.00 - 9.00 საუზმე
9.00 – 11.00 თავისუფალი დრო
11.00 – 13.00 ლოკალიზაციის სამუშაო
13.00 – 14.00 სადილი
14.00 – 17.00 ლოკალიზაციის სამუშაო
17.00 – 20.00 თავისუფალი დრო
20.00 ვახშამი
მონაწილეობის მსურველებმა ძალიან კარგად უნდა იცოდნენ ქართული და ინგლისური ენები, სასურველია ჰქონდეთ ღია კოდის პროგრამებთან ან კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება და აუცილებელი პირობაა ბანაკში ხარისხიანად მუშაობის სურვილი.
ბანაკის მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან კომპიუტერებით, თუმცა, საკუთარი ლეპტოპით წამოსვლის შემთხვევაში, შესაძლოა მოგენიჭოთ უპირატესობა სხვა კანდიდატებთან შედარებით თანაბარ პირობებში.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ და გამოგვიგზავნონ ანკეტა:
http://eriders.ge/?i=91&l=2განცხადებების მიღება დასრულდება 2 სექტემბერს, ხოლო მონაწილეების არჩევა მოხდება 3-4 სექტემბერს.
5 სექტემბერს გამოქვეყნდება მონაწილეთა სია ღია კონსულტანტების ვებ-გვერდზე
http://eriders.ge